შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

88 დღით ადრე (თავი 1)


18-03-2016, 00:09
ავტორი MegMorgan
ნანახია 1 835

დღე 1
კარი ჩავკეტე და კიბეები სწრაფად ჩავირბინე. თითქოს სადმე მაგვიანდებოდა ისე მივქროდი, სინამდვილეში ნახევარი საათით ადრე გამოვედი სახლიდან და ავტობუსის გაჩერებისკენ ავიღე გეზი. ვიდექი და ველოდებოდი სასურველი ტრანსპორტის გამოჩენას. თბილოდა, მაგრამ აუტანელი ქარი თმებს მიწეწავდა. სახეში მზე მანათებდა... ჩრდილში გადავდექი. დავინახე ვიღაც როგორ მიყურებდა. არ მიყვარს დიდხანს,რომ მაშტერდებიან. საშინელ დისკომფორტს ვგრძნობ. ვუყურებდი, ისიც მიყურებდა. რამდენიმე ნაბიჯი წინ გადმოდგა, მაგრამ ახლოს არ მოსულა.გული უცნაურად ამიფრთხიალდა. უბრალოდ მიყურებდა, თვალს არ მაშორებდა. ვიფიქრე მივალ გამოველაპარაკები- მეთქი, მაგრამ საკუთარ თავში ამდენი გამბედაობა ვერ ვიპოვე. ავტობუსი მოვიდა. რამდენიმე წამს ვიცდიდი, იქნებ მოვიდეს და რამდენიმე სიტყვა მითხრას ან გამიღიმოს-მეთქი, მაგრამ უბრალოდ დაჟინებით მიყურებდა.
ავტობუსი ცარიელი იყო და ზანტად ავიწურე. ბილეთი ავიღე და თავისუფალ სკამზე დავჯექი. ავტობუსში ასვლის შემდეგაც კი არ მოუშორებია ჩემთვის თვალი. მიყურებდა. მომაჯადოვებლად.
დღე 2
ვინმე ისე ძალიან მოგწონებიათ, რომ თვალის დახუჭვა შეგშინებიათ, რადგან მისი სახე თქვენი მეხსიერებიდან არ გამქრალიყო? სწორედ ასე მომივიდა იმ უცნობის შემთხვევაში. თავიდან ვერ ვიგდებდი მის სახეს. საოცრად დიდი ტუჩები, მუქი თვალები, გარუჯული კანი და ხშირი წვერი ჰქონდა. სიმპატიური იყო. საოცრად სიმპატიური.ხელოვნების ნიმუშს გავდა, რომელიც ადვილად ვერ წაიშლება მეხსიერებიდან.
-ანა, ზარის ხმა არ გესმის?- ფიქრებიდან ლილეს ხმამ გამომიყვანა.
-მითხარი რამე?- დაბნეული ვაცეცებდი თვალებს.
-რაზე ფიქრობ? არ მითხრა ახლა ლევანზეო- მითხრა და გასასვლელისკენ წავიდა.
-არაა, ორი საათი შუალედი გვაქვს, წამო კაფეტერიაში დავსხდეთ.
მთელი საათი კურსელებთან ერთად კაფეტერიაში ვიხსედით მე და ლილე. ლევანი... წითური ბიჭი უნივერსიტეტიდან. სიმპატიური, მდიდარი, განებივრებული...მაგრამ მაინც სიმპატიური. მოვწონდი, მეც მომწონდა, ნუ უცნობის გამოჩენამდე ასე მეგონა...
-გამარჯობა გოგოებოო.. ანა როგორ ხარ?- თავისუფალი სკამი ჩემკენ გამოაჩოჩა და ხელი გადამხვია. უნივერსიტეტში ყველა ჭორაობდა ჩვენზე. პოპულარული ბიჭის ნაკლებად პოპულარული მომავალი "გირლფრენდი"- ასეთი ჭორები გავიგე ჩემზე და ლევანზე.
-კარგად, შენ?
-მეც სიხარულო.. წამო გავისეირნოთ.-ლილემ თალები გადამიტრიალა, რაც ნიშნავდა, წაყევი სანამ ჩემი ხელით არ მიგახრჩვე. წასვლა მართლა მინდოდა..ლევანთან თავს კარგად ვგრძნობდი და მაინტერესებდა შეიცვალა თუ არა ჩემი დამოკიდებულება მისდამი.
დღე 3
-მომიყევი დაწვრილებით რა მოხდა ლევანთან. გუშინ მეორე ლექციაზე არც კი ამობრძანებულხარ.- მითხრა ლილემ და "ყურები დაცქვტა".
-აუუუ ლილეეკო, არაფერი.. ვილაპარაკეთ, ვისეირნეთ და ბოლოს მაკოცა.
-რაა?- გაოცებისგან შეხტა.
-დიახ.
-ანუ ახლა რა გამოდის, რომ შენ და ლე...
-სტოპ აქ! ჯერ არაფერი არ ხდება. ვილაპარაკეთ და შევთანხმდით, რომ არ ავჩქარდებოდით.
დღე 4
ღამით გამახსენდა, რომ უცნობი ავტობუსის გაჩერებიდან ისე წაიშალა მეხსიერებიდან, როგორ უცებაც გამოჩნდა. გული დამწყდა, ვერასდროს ვეღარ ვნახავდი.. ან იქნებ ვნახავდი? მე ხომ არ ვიცოდი წინ რა მელოდა...
-ანა, გაიღვიძე გოგო, ამ ბოლოს ბევრს დაფრინავ. ლევანმა მიზანს მიაღწვია როგორც ჩანს, სულ მასზე ფიქრობ და მე ყურადღებასაც აღარ მაქცევ.-აწუწუნდა ლილე.
არაფერი მიპასუხია. შეიძლება დავფრინავდი მაგრამ ამის მიზეზი ლევანი ნამდვილად არ ყოფილა...



№1 სტუმარი .......,,,,,,,,,,

ganagrdze ^*^

 


№2  offline წევრი Sandrda123

love love request მმ საინტერესო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent