შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში თავი 1


4-05-2017, 23:22
ავტორი ლუსია
ნანახია 1 390

ისტორია რომელსაც მე მოვყვები ნამდვილად არ არის სასიამოვნო წასაკითხი თუმცა ბევრი ფიქრის შემდეგ მაინც გადავწყვიტე დამეწერა... ამაზე შეიძლება ბევრმა ილაპარაკოს ბევრმა გამაკრიტიკოს და ბევრმაც გმირად ჩამთვალეს მაგრამ მთავარია რომ ძლიერი ვარ! მთავარია რომ ყოველ დაცემაზე წამოდგომა შევძელი... მოდი საკუთარ მონოლოგს დეტექტივსა და რომანს ვუწოდებ... აი ახლა კი რა უნდა ვთქვა სულ რაღაც 1 წელია რაც ეს თანამდებობა დავიკავე... ახლა 29 წლის ვარ და უკვე ფსიქოლოგის კაბინეტში ვზივარ და ველოდები როდის შემოვა შემდეგი პაციენტი თან მაგიდაზე საწერ კალამს ვაკაკუნებ და რაღაცაზე ჩაფიქრებული დავსჩერებივარ თაბახის ფურცელს რომელზეც სულ რამოდენიმე წუთში ან სულაც ნახევარ საათში ჩემი შემდგომი პაციენტის ფსიქოპორტრეტს დავხატავ თან წინ რუსული გამომცემლობის პატარა წიგნაკი მიდევს ზედ რუსულად აწერია "ნეირო ფსიქოზის შესახებ ყველა ადამიანისათვის" მერე იქ პასტით ზედა კუთხეში ვამჩნევ მინაჯღაბნს ლ.შ (ლალიკო შონია) ეს წიგნი ლალიკომ ჩემი ბავშვობის დაქალმა მაჩუქა.... მერე კედელზე ეკრულ სერთიფიქატს ავხედე... კიდევ ერთხელ ჩავიკითხე ნაცნობი ფრაზები და ბოლოში ნაცნობი სახელი და გვარი ამოვიკითხე მაკა გამყრელიძე... რათქმაუნდა მე ვარ მაკა გამყრელიძე მაღალი შავი თმით და ჭაობისფერი თვალებით... შავი თმა მუდამ შეკრული მაქვს საკმაოდ გრძელია და მის დამოკლებაძე არც კი მიფიქრია... აი ასე ფიქრებში გართულს შემდეგი პაციენტიც შემომეჭრა ჩემს გარემოში რათქმაუნდა შემოიჭრა უხეში ნათქვამია... გამომეხმაურა კიდევაც...
- შეიძლება?
- მობრძანდით... დაბრძანდით....
- ზოგადად ფსიქოლოგთან პირველად ვარ...
დაბნეულად დაიწყო 30-31 წლის ახალგაზრდა ბიჭმა არც ეტყობოდა ასაკი თუმცა შეუხედავი არიყო... წინ დამიჯდა თვალებში შემომხედა და ხელი ხელზე დამადო.... გაოგნებულმა შევხედე...
- მაკა... როგორხარ? უფრო გალამაზებულხარ... მომენატრე...
- ღმერთო ჩემო... ლევან?
- მაკა იცი რამდენი გეძებე? რატომ არ ჩანდი ამდენხანს?
- ლევან რისთვის მოხვედი?
- მაკა მომისმინე ხომ აგიხსენი არა თავის დროზე ნუთუ შეიძლება ამ უბრალო ამბის გამო ასე გძულდე?! დავიღალე მაკა! რამინდა? რამინდა და მომენატრე! მიყვარხარ! მაკუნა რომ იცოდე რამდენი წელი გეძებე და ეხლა როდესაც თბილლისში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ და ყველა შენზე ლაპარაკობს მეც ყური მოვკარი ახალი ფსიქოლოგის გამოჩენას რომელიც ჩემი მაკუნა აღმოჩნდა და შენთან გამოვიქეცი მუდამ ასე იყო! კუდში დაგსდევი... სულ შენთან გამოვრბოდი! ვერ გივიწყებდი ამ დროის მანძილზე მაკა!
- სულ არ მაინტერესებს ლევან! ფეხებზე ახალი ცხოვრება დავიწყე მე მეზიზღები სამაგიეროდ... არ მინდა ჩემს ახალ ცხოვრებაში შენ იყო გესმის?!
- ლალიკოს დავშორდი... განქორწინების საბუთებს მოვაწერეთ ხელი და ოფიციალურად...
- ლალიკოც ფეხებზე იცი რა შეგიძლია ეს წიგნი წაუღო და მადლობა გადაუხადო....
- მე არასდროს მინდოდა ლალიკოსთან ცხოვრება... მას მუდამ შურდა შენი... და ახლაც შურს...
- შენ მართლა გინდა ამ თემაზე ლაპარაკი?
- რატომაც არა? როდესმე ხომ უნდა დაიხუროს ეს დედააფეთქებული! ყელში ამომივიდა ამდენი ყვირილი და ჩხუბი მოდი მშვიდად ვილაპარაკოთ რატომ არშეიძლება მაკა? რატომ არიდებ ამ თემას თავს?!
ლევანი სკამზე მოწყვეტით ეცემა და თეთრი ცხვირსახოცით შუბლზე მომდგარ ოფლს იწმენდს...
- მისმინე ის არყოფილა ორსულად ჩემგან ის ჩემთან არც კი იწვა.
- და ფოტოები?
- იმ ფოტოების ამბავს გავარკვევ აუცილებად არ იდარდო მაგრამ ვიცი რომ მისი მოწყობილია ყველაფერი.
- და რატომ აირჩიე ის თუ ყველაფერი იცოდი?
- მაიძულეს მან მშობლებს უთხრა მისმა მშობლებმა კი ჩემს მშობლებს... კარგად იცი მე შენ და ლალიკო, რომ სკოლიდან ერთად მოვდივართ... ამდენი წლია გეძებ მაკა ნუთუ ეს ყველაფერი შენთვის სულერთია?
- სამწუხაროდ ასეა ლევან...
- ნუთუ ვერ ხვდები მაკა ყველაფერი ამაო და უაზროა ჩემთვის შენს გარეშე....
- ლევან სამუშაო დღე დავასრულე და კარგი იქნება თუ წახვალ .
- ისევ თავს არიდებ ხო?!
- არ მინდა ათასჯერ მოვისმინე ერთი და იგივე ვერსია დავიღალე ლევან თავს მტკენ ისედაც ბევრი პაციენტი მყავდა და შენ მთლად ნუ გადამიყვან ჭკუიდან...
- მაკა!
სახე ახლოს მოიტანა და ბრაზიანი შავი თვალებით შემომიბღვირა..
- აზრი აღარ აქვს ლევან... დაივიწყე...
- მე ახლა წავალ მაგრამ დავბრუნდები ძალიან მალე და იცოდე შენი საკონტაქტო ნომერი მაქვს მობილურიც და სახლის ნომერიც...
- და საიდან?
- სავიზიტო ბარათი მაკუნააა....
ამ აა-ს ყოველთვის უსაშველოდ წელავს ხოლმე... ცალყბად იცინის და კარებს მაგრად იჯახუნებს...
- ღმერთო რა კარგია სიმშვიდე...
საათს დაჟინებით ვუყურებ და საკუთარ თავს ვუტყდები, რომ მეც მიყვარდა... ისეთი ტკბილი იყო ის წლები... მიყვარდა არა ახლაც მიყვარს უბრალოდ ჯერ თავის ხელში აყვანა და ყველაფერზე ფიქრი მჭირდება... ეს გაუთავებელი წიკწიკი... ვინ ჯანდაბამ მოიფიქრა ამ საათის დაკიდვა? რა მნიშვნელობა აქვს...
ქაღალდებს საქაღალდეში ვაწყობ და მანქანის გასაღების ძიებას ვიწყებ... მერე ქურთუკს ვიცვამ და ოთახის კარს ვკეტავ... მსიამოვნებს ჩემი ქუსლის კაკუნი დერეფნის იატაკზე... პატარა ბავშვივით ვითვლი გონებაში ფილებს... 1,2,3... მერე დაცვას ვემშვიდობები და მანქანაში ვჯდები... რა სიჩქარით მივდიოდი ვერ გეტყვით მაგრამ სახლში მისული გათიშული ვიყავი გონებრივად... ამიტომ ცივი შხაპი მესიამოვნა ცხელი დამწველი ივლისის საღამოს და 1 ჭიქა წითელი ღვინოც დავაყოლე... სველი თავით და ხალათით დავეგდე საწოლზე და ასევე ჩამეძინა.


გამეღვიძა ფართე ფანჯრიდან სავსე მთვარე უსირცხვილოდ ასხივებდა ჩემს სამფლობელოს... საათს დავხედე და ღამის 4 საათი იყო სამსახურში წასვლამდე კიდევ 5 საათია დარჩენილი... არა და არ მეძინებოდა... სამზარეულოში გავედი და ფხაკუნის ხმა გავიგე ვიღაც გახშირებულად სუნთქავდა მერე კი კარები გაიხურა და სიბნელეში გაუჩინარდა... არც ის გამოვრიცხე რომ მომეჩვენა, რომ მეც გავაფრინე ამდენი ნერვებშერყეული და ფსიქოპათი პაციენტების სმენისგან და რომ მეც მჭირდებოდა ფსიქოლოგი თუმცა მერე მივხვდი რომ ძალიან უაზრო აზრი მომივიდა თავში და დივანზე დავეგდე... თვალები მოვხუჭე თუარა ტელეფონის ზარი მომესმა... იმდენად ხმამაღალი იყო რომ წამიერად შევხტი და ძლივს გამოვერკვიე რა ხდებოდა...
- ჯანდაბა! მაკა რისთვის დააყენე ეს ზარი ასე ხმამაღლა?!
ვებურდღუნები საკუთარ თავს და მისაღებში გავდივარ...

-ალო... გისმენთ... დიახ მე ვარ.... ვინ? შეუძლებელია დღეს ვესაუბრე! კარგით მოვალ...



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

საინტერესოდ დაიწყე,მომეწონა,მაგრამ სახელწოდებას თუ შეცვლი კარგი იქნება,იდება ასეთი სათაურით ისტორია უკვე და ჯერ დასრულებული არა აქვს.ველი მომდევნო თავს,სხვა სათაურით
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი ლუსია

La-Na
საინტერესოდ დაიწყე,მომეწონა,მაგრამ სახელწოდებას თუ შეცვლი კარგი იქნება,იდება ასეთი სათაურით ისტორია უკვე და ჯერ დასრულებული არა აქვს.ველი მომდევნო თავს,სხვა სათაურით

ჩემო ძვირფასო მკითხველო ძალიან დიდი მადლობა რჩევისთვის უბრალოდ ამ ისტორიას ძალიან ბევრი სახელწოდება მოვუსინჯე და ვერანაირად გადავწყვიტე რა დავარქვა სინამდვილეში ეს არის წიგნი რომელიც ჯერ კიდევ წერის პროცესშია და არ დამისრულებია <3 მადლობელი ვარ რომ მოგეწონა :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent