შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მორჩილება 32


5-05-2017, 00:23
ავტორი anonimiavtori
ნანახია 2 219

მარიამი ძალიან განერვიულებული იყო.სავარძელზე ჩამოჯდა და ტირილი დაიწყო.ახლა სულ მარტო იყო,გვერდშიც არავინ ედგა,რაც კიდევ უფრო ამძიმებდა მის მდგომარეობას.საყვარელმა ადამიანმაც კი მიატოვა და ზურგი აქცია.ახლა მხოლოდ ორნი იყვნენ - ის და ბავშვი.მუცელზე ხელები ძლიერად მოიჭირა,თითქოს შვილს ეხუტებაო,რადგან გული ურგძნობდა,რომ საკუთარ შვილს ვერასოდეს ჩაიხუტებდა.სწორედ ამ მომენტში მოაფიქრდა გამოსავალი,რითიც ვეღარავინ უსაყვედურებდა.სავარძლიდან ადგა და ფანჯრიდან გაიხედა.განათებულ ქუჩებს თვალი მოავლო.ამდენი ხნის შემდეგ პირველად შენიშნა,თუ რა ლამაზი იყო იქაურობა,ალბათ იმიტომ,რომ გამოსავალის პოვნის შემდეგ თვითონაც კარგად გახდა.ტირილი შეწყვიტა და გაეღიმა.ახლა სიხარულისგან რამოდენიმე წვეთი ცრემლი წამოივიდა,შეიძლება მწუხარებისგანაც,თუმცა ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.ბოლოს როგორც იქნა დაწყნარდა,რადგან ვეღარავინ იხილავდა ვერც მას და ვერც მის შვილს.სიცოცლის ბოლო წუთებში ნაცნობ ადგილებში გავლა გადაწყვიტა.ამ მომენტში კმაყოფილებით აივსო,თითქოს ყველას სამაგიეროს უხდისო.ფანჯარას მოშორდა,ქურთუკი მოიცვა და კარი ჩაკეტა.კიბეებს ჩაუყვა და მანქანაში ჩაჯდა.წყნარი მუსიკა ჩართო - ის,რომელიც ზურას თავს ახსენებდა.გზას გაუყვა და მუსიკის ფონზე საკუთარ წარმოსახვაში მისთვის საოცნებო ოჯახი შექმნა,სადაც მხოლოდ ის,ზურა და მათი შვილი იყვნენ.ცრემლები ისევ ვერ შეიკავა და ბოლო ხმაზე აქვითინდა.ცრემლები ხელს უშლიდა გზაზე საგნების გარჩევაში.უფრო უარესად ხდებოდა,როცა გარეთ იყურებოდა და ამდენ ბედნიერ ადამიანს ხედავდა,მაშინ,როცა თვითონ ყველაფერი თავზე ემხობოდა.ფიქრობდა,რომ ეგოიზმი იყო,თუმცა დიდი ყურადღება ამისთვის აღარც მიუქცევია.ყველაფერი ლამაზი ეჩვენებოდა - ხალხი,ქუჩები,ღამე.ყველაზე მეტად ახლა სწყუროდა სიცოცხლე საყვარელ ადამიანებთან ერთად.ადამიანებთან,რომლებმაც ზურგი აქციეს.ამაზე ფიქრმაც უფრო გააუარესა მისი მდგომარეობა.მანქანით ხიდს მიუახლოვდა.შუქნიშანი წითელს უჩვენებდა და გაჩერება მოუხდა.გადამწყვეტ მომენტში ისევ ზურა ახსენდებოდა და მათი შვილი,რომელსაც დაბადება არ ეწერა.თავის მოკვლის გადაწყვეტისთანავე ვენების გადაჭრა ან აბების დალევა მაშინვე გადაიფიქრა,რადგან გადარჩენის დიდი შანსი იყო.მაღალი შენობიდან გადმოხტომაც გამორიცხა,რადგან არ უნდოდა ხალხს დამახინჯებული და დამტვრეული დამახსოვრებოდა.არც თავის დახრჩობა უნდოდა,რადგან ამ სიტუაციაშიც დამახინჯდებოდა მისი სხეული,რადგან რამოდენიმე დღის შემდეგ იპოვიდნენ,ამიტომ ისურვა მამამისის ნაჩუქარი მანქანით სიკვდილი,თითქოს ამით მამამისიც თან მიჰყავდა.შუქნიშნიდან მწვანე ფერი გაქრა.ახლა მანქანა დაქოქა და ამასობაში მწვანე ფერიც აინთო და მანქანა დაძრა.ცოტა არ იყოს გულიც კი სწყდებოდა,რომ სიცოცხლეს აქ ასრულებდა.მოულოდნელად ქვითინი აუტყდა და მუხრუჭს ძლიერად მიაწვა.აფექტში იყო,თუმცა ისედაც გადაწყვეტილი ჰქონდა ამის გაკეთება.მანქანამ დიდი ხნაური გამოიწვია,თვითონაც არ გაჩერდა და საბოლოოდ ხიდიდან წყალში ჩავარდა.
გონება შიშისგან,წყალში ჩავარდნამდე დაკარგა ჰაერში და შემდეგ ვეღარაფერი იგრძნო.რამოდენიმე წამით მანქანა ზემოდან ტივტივებდა და ბოლოს ფსკერს მიაღწია.
იქ მყოფმა ხალხმა სასწრაფოს გამოუძახა და მანქანებიდანაც ყველანი გადმოვიდნენ.2 წუთში სასწრაფო,პატრული და სამაშველო ადგილზე იწვნენ.
***
შუაღამისას ლექსო ტელეფონის ხმამ გააღვიძა.ნომერს დახედა და არ ეცნო.გულმა უგრძნო,რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა.
-გისმენთ...გამარჯობა...კი,ზურა,გიცანი..რაა?...ახლავე - შიშნარევი ხმით დაასრულა საუბარი და თან ტანსაცმელს სწრაფად იცვამდა.გარეთ გავარდა და მანქანაში ჩაჯდა.იმ ადგილას მივიდა,სადაც ტელეფონზე უთხრეს.მანქანიდან გადავიდა და თავის ნაცნობ პოლიციელთან მივიდა.
-ზურა რა ხდება - ჰკითხა გაოცებულმა ლექსომ და აქეთ-იქით მომოიხედა.ყველგან პოლიცია,სასწრაფო და სამაშველო სამსახური იდგა.უცხო ხალხი თითქმის აღარ იყო,რადგან შუაღამე იყო.
-გამარჯობა ლექსო.არ ვიცი ზუსტად მართალი ვარ თუ არა,მაგრამ აუცილებლად უნდა დამერეკა.როგორც ვიცი შენს შეყვარებულს შავი ლექსუსი ჰყავს და საშუალო სიმაღლის,შავთმიანი,25 წლამდე გოგოა.რამდენიმე საათია აქ ვართ.წეღან გამოგვიძახეს,ხიდიდან მანქანა გადავარდაო.უფროსწორად არავინ დასჯახებია,თავისით გადახტა მძღოლიო და ნახევარი საათის წინ ამოვიყვანეთ.ის გოგო მორგში გადავიყვანეთ,დაიხრჩო,ვერ გადარჩა სამწუხაროდ
ლექსოს გამომეტყველება შეეცვალა და აღარაფერი აღარ ესმოდა,რადგან პოლიციელის მიერ აღწერილი გოგოს გარეგნობა და ასევე მანქანა,ზუსტად ემთხვეოდა მარიამის გარეგნობას და მანქანას.
-არ ვიცი ის გოგოა თუ არა,თუ ვცდები მაპატიე ასე რომ შეგაშინე,მაგრამ მივამსგავსე და საჭიროდ ჩავთვალე,რომ მეთქვა
ლექსო გათიშული იდგა და ხელები თავზე შემოიწყო და ხმამაღლა ტირილის შეკავება სცადა.
-მოკლედ,უნდა წამოგვყვე მორგში და გვითხრა მაგ გოგოს ვინაობა თუ იცი.უბრალოდ ძალიან მივამსგავსე,ნანახი მყავს და აუცილებლად უნდა მეთქვა.იმედია ვცდები და კიდევ ერთხელ ბოდიში შეწუხებისთვის
-კარგი - ამოილუღლუღა ლექსომ - ჩემი მანქანით წავალ.მისამართი მითხარი
პოლიციელმა მისამართი უთხრა და ლექსო გზას გაუდგა.მანქანას სწრაფად ატარებდა და 10 წუთში საავადმყოფოში მივიდა.რამოდენიმე პოლიციელი და ექიმი დაინახა და მათკენ გაემართა.ლექსომ ყველაფერი უთხრა,თუ როგორ გამოგზავნა პოლიციელმა გვამის ამოსაცნობად.
-გამომყევით - უთხრა მორიგე ექიმმა
ლექსო პოლიციელს და ექიმს გაყვა.სიარულისას ფეხები უკან რჩებოდა და უკანკალებდა.ახლა ყველაფერს გაიღებდა,რომ ის არ აღმოჩენილიყო,ვინც ეგონა.რამოდენიმე წამში დიდ ოთახში შევიდნენ,სადაც ძირითადად სიცარიელე იყო და ერთი მაგიდის და დამედიცინო იარაღის გარდა არაფერი იყო.მაგიდას მიუახლოვდნენ,რომელზეც სხეული და მასზე გადაფარებული თეთრი ზეწარი იყო.
-მზად ხართ? - ჰკითხა ექიმმა,თითქოს ანუგეშებსო
-დიახ - რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ უპასუხა ლექსომ
ექიმი მაგიდას მიუახლოვდა და წეზარი დაუფიქრებლად ასწია.
ნანახის შემდეგ ლექსო ადგილიდან არ იძვროდა და არც შეშინებული სახე შეცვლია.უნებლიედ ცრემლები წამოუვიდა,რომელიც ტირილში გადაიზარდა და ხელი ძლიერად მიიჭირა პირზე.
-ვწუხვართ - უთხრა პოლიციელმა და ნუგეშის ცემით ზურგზე ხელი დაადო - კარგით,გავიდეთ ახლა
-ცოტა ხანი დამტოვეთ რა - სთხოვა ლექსომ
-კარგით.დიდხანს არ შეყოვდნეთ - უთხრა ექიმმა და მორგიდან პოლიციელთან ერთად გავიდა,
ლექსო ოთახში მარტო დარჩა.ახლა ტირილის აღარ მორიდებია,რადგან მის გარდა აღარავინ იყო.მაგიდასთან სკამი მისწია და ჩამოჯდა.მარიამს შეხედა.ფერი ჯერ კიდევ ჰქონდა და ჯერ კიდევ სველი იყო.შუბლზე ხელი გადაუსვა და ძლიერად აქვითინდა.სწრაფად ადგა სკამიდან,მთელი სხეულით თავისკენ მიიზიდა და ჩაეხუტა.
-რატო...რატო - თქვა ჩურჩულით
კართან მდგარ პოლიციას მისი ტირილის ხმა მოესმა და ოთახში შებრუნდა ექიმთან ერთად.ორივე ლექსოსთან მივიდა და მარიამის სხეულს მოაშორეს.
-დაწყნარდი.გავიდეთ - უთხრა პოლიციელმა და გარეთ გაიყვანა.ცოტა ხანს ლექსოს ესაუბრა.ლექსომ ისიც აღნიშნა,რომ ორსულად იყო.ბოლოს ლექსოს უთხრა,რომ მისი ოჯახისთვის ეს ამბავი უნდა ეცნობებინა.ლექსო დასთანხმდა და ახლა ამ რთული საქმის წინაშე იდგა,რომელიც მარიამის ოჯახისთვის უნდა ეთქვა.



№1  offline წევრი mia15

Kargia da veli shemdeg tavs? Male dade

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვაიმე როგორ შემეცოდა ეს გოგო, როგორ დაუნგრიეს ცხოვრება. ზურა მინდა მივახრჩო, ნამდვილი არაკაცია. გამოსავალი არასოდეს არაა, გული დამწყდა მარიამზე

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

რა ვქნა საერთოდ არ შემცოდებია ეს გოგო, ღირსი იყო რაც დაემართა თვითონ ხო კარგად ანგრევდა ლექსოს და ნათიას ცხოვრებასს

 


№4  offline წევრი D-I-A-N-A

კარგი რაა ... რატო მოკალი ? აუ როგორ შემეცოდა sob ხო მარიამი არასწორი იყო რაღაც საკითხებში მაგრამ მას მაინც უნდა ეცხოვრა .და თუ არ უნდოდა ბავშვის გამო მაინც სუიციდი არ უნდა ჩაედინა cry

 


№5 სტუმარი mari

oiii rogor gamexarda rom mokvda.yvelas xels ushlida.ragaceebshi kiar cdeboda yvelapershi cdeboda da sashinlad iqceoda.yvelas cxovrebas ungrevda.tviton armoeshva zuras radgeshi iyo sazizgari da ra zuras bralia?sheayvara kacs tavi da daungria mshvenieri ojaxi.egec arikmarada leqsos misca tyuili imedebi.zura uyvarda da leqsos ratom eubneboda miyvarxaro?
yvelastvis ase jobda.mokvda da daisvenebs yvela.jer ardabadebuli bavshvic momavali tanjvistvis.zurac daiviwyebs nelnela mariams da leqsoc naxavs tavis shesaperis gogos.mariami erti didi shavi laqa iyo yvelas vxovrebashi da simartle rom vtqva amovisuntqe rom mokvda.

 


№6  offline წევრი anonimiavtori

mari
oiii rogor gamexarda rom mokvda.yvelas xels ushlida.ragaceebshi kiar cdeboda yvelapershi cdeboda da sashinlad iqceoda.yvelas cxovrebas ungrevda.tviton armoeshva zuras radgeshi iyo sazizgari da ra zuras bralia?sheayvara kacs tavi da daungria mshvenieri ojaxi.egec arikmarada leqsos misca tyuili imedebi.zura uyvarda da leqsos ratom eubneboda miyvarxaro?
yvelastvis ase jobda.mokvda da daisvenebs yvela.jer ardabadebuli bavshvic momavali tanjvistvis.zurac daiviwyebs nelnela mariams da leqsoc naxavs tavis shesaperis gogos.mariami erti didi shavi laqa iyo yvelas vxovrebashi da simartle rom vtqva amovisuntqe rom mokvda.

მთლად მარიამს ნუ დააბრალებ ყველაფერს ახლა :))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent