შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მორჩილება 31

26-04-2017, 00:31
ავტორი anonimiavtori
ნანახია 2 175

-როგორ ხარ? - თბილად გაუღიმა ზურამ
-კარგად,შენ?
-მეც
-შემოდი
ზურა სახლში შევიდა სავარძელზე ჩამოჯდა.მარიამიც მის გვერდით დაჯდა.ხმას არცერთი არ იღებდა.შემდეგ ზურას მომენტი ჩაუვარდა ხელში და თავის ცოლზე ელაპარაკა.
-გავიგე,ნათია იყო შენთან და მაპატიე თუ რამე სისულელე გითხრა
-არა,სისულელები არ უთქვამს
ცოტა ხანს ხმას არ იღებდნენ და არც ერთმანეთს უყურებდნენ თვალებში.ზურა მისკენ მიიწია და აკოცა.
-რას აპირებ? - ჰკითხა ზურამ
-არ ვიცი -
-არც მე.შენები რას გეუბნევიან?
-გაბრაზებულები არიან?
-შენი შეყვარებული?
-რავი,თავიდან გაბრაზდა,მერე მითხრა თუ გააჩენ მეც შენთან ერთად მივხედავო
ზურას აშკარად არ ესიამოვნა მისი ნათქვამი.ცოტა ხანი ისაუბრეს,შემდეგ ერთმანეთს ჩაეხუტნენ და ასე გააგრძელეს საუბარი.საუბარში შორს წავიდნენ და ადრინდელი დროც გაიხსენეს.მარიამმა ქეთაზე ჩამოაგდო თემა,ვისთანაც მასაც და თავის ცოლსაც უღალატა.
-რაღაც უნდა გკითხო - უთხრა ხმადაბლა მარიამმა
-რა?
-გახსოვს ბოლოს რაზე ვიჩხუბეთ?
-ქეთას ამბავზე ამბობ?
-კი
-ხო,მერე?
-მაშინ მართლა არაფერი გქონიათ სექსის გარდა?მართლა არ მოგწონდა?
-რამდენჯერ გითხარი,არ მომწონდათქო და საერთოდ არაფერს არ ვგრძნობდი.სექსი გვქონდა მხოლოდ და ეგეც შეცდომა იყო
-გასაგებია
-ეხლა რატომ გაგახსენდა?
-რა ვიცი,ისე.კიდევ ნახულობ ხოლმე?
-ისევ ერთად ვმუშაობთ
-იმის მერე არაფერი გქონიათ?
-არა
-არ მომატყუო
-არ გატყუებ
ცოტა ხნის შემდეგ ზურამ სცადა აბორტზე დალაპარაკება.
-მაინც,რას აპირებ?უნდა გააჩინო?
-ისე მეკითხები,თითქოს მარტო ჩემი შვილი იყოს და მარტო მე ვწყვეტდე უნდა გავაჩინო თუ არა
-არა,ჩემი შვილიცაა,მაგრამ მაინც მგონია,რომ აბორტის გაკეთება იქნება სწორი
-რა?რატომ გგონია ეგრე? - გაუკვირდა და გაბრაზდა მარიამი
-მომისმინე,რომ გააჩინო ბავშვი ისე არ გამოვა,რომ ყურადღება მაინც არ მივაქციო,პასუხისმგებლობა მაინც უნდა მქონდეს და ეგ ხომ ხვდები რას ნიშნავს?ხომ იცი როგორ მიყვარხარ,შვილებიც მიყვარ,მაგრამ ნათია როგორ მიიღებს მაგ ამბავს სიარული რომ დავიწყო ხოლმე შენთან.შეიძლება საერთოდ გამშორდეს და ბავშებსაც აღარ გამაკაროს
-შენი შვილები გიყვარს,ჩემის გარდა - ირონიულად გაიღიმმა მარიამმა
-საიდან მოიტანე?
-საიდან მოვიტანე და მხოლოდ შენი და ნათიას შვილებზე ფიქრობ და შენს მეორე შვილს სიკვდილისთვისაც კი იმეტებ
-შენი შვილიც მიყვარს,უბრალოდ ჯერ არც დაბადებულა და ისეთ ძლიერ სიყავრულს ვერ ვგრძნობ,როგორიც საჭიროა,თუმცა მაინც ძალიან მიყვარს,ისევე,როგორც შენ გიყვარს,მაგრამ ბავშვებს რომ ჩამომაშოროს არ შემიძლია,გავგიჟდები
-აი,ხომ გითხარი,იმის არ გეშინია,რომ ჩვენი შვილი ვეღარ ნახო
-არ ვიცი როგორ აგიხსნა,რასაც ვგულისხმობ
-არა,გავიგე,ყველაფერი გასაგებია
რამოდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ზურამ საუბარი წამოიწყო.
-გოგოა,თუ ბიჭი?
-ბიჭი
ზურას გაეღიმა.
-მე-3 კვირაში ხარ,არა?
-ხო
ზურა უკნიდან მოეხვია და მუცელზე მოხვია ხელები.მუცელი ცოტათი გაზრდილი ჰქონდა.ცოტა ხანს ასე ისხდნენ და დუმილი ისევ ზურამ დაარღვია.
-არ მინდა გეგონოს,რომ მეშინია ან არ მიყვარხარ ან ჩვენი შვილი არ მიყვარს,მაგრამ იფიქრე იმაზე,რაც გითხარი რა
-ისე მარტო შენ არ წყვეტ მაგ საკითხს და გითხარი უკვე რასაც ვფიქრობ - გაბრაზდა მარიამი
-ანუ გააჩენ?
-არ ვიცითქო ხომ გითხარი
-მარი,არასწორი იქნება ბავშვის გაჩენა.მე ცოლ-შვილი მყავს,შენ შეყვარებული.ხომ გითხარი ნათია ბავშვებს აღარ გამაკარებსთქო
-შენ გგონია რამეს მოგთხოვ?გვარსაც კი არ მოგთხოვ ზურა.როგორ შეგიძლია ეგეთი ეგოისტი იყო? - ფეხზე ადგა და ოთახში სიარული დაიწყო
-არ ვარ ეგოისტი.არ გესმის ჩემი.რა გინდა ჩემგან?ცოლ-შვილს არ მივხედო?
-არ ხარ შენ კაცი,რომელსაც რაღაც თამამი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია
-რა გულისხმობ?
-კარგად იცი რასაც.არ გთხოვ ცოლ-შვილის მიტოვება.ბავშვის გაჩენაზე ვამბობ
-მერამდენედ გითხრა,ჩემს თავზე მაინც უნდა ავიღო რაღაცეები და ბავშვს მივხედოთქო და მერე მაგას რაც მოყვება გითხარი უკვე
-რამდენი რაღაც გადავიტანე შენს გამო,ყველა გადამემტერა,შენ კიდევ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ - ზურგი აქცია მარიამმა და ფანჯარასთან მივიდა
-შენზეც ვფიქრობ,რატო არ გესმის
-არა,არ ფიქრობ
-რას ითხოვ ჩემგან,მითხარი?
-საერთოდ არაფერს არ ვითხოვ შენგან.მთავარია შენ რას ითხოვ ჩემგან და რასაც შენ ითხოვ ის მე არ მინდა,მიუხედავად იმისა,რომ ზიანს არ გაყენებს ამ ბავშვის დაბადება.ისე გამოგყავს ყველაფერი,რომ ამ ბავშვის დაბადებით შენს შვილებს კარგავ
-არ ვიცი რა მოელანდება ნათიას,იმ ყველაფერს ესეც რომ დაემატება შეძლება სულ გაგიჟდეს
-მამა ხარ და გაქვს უფლება შენი შვილები ნებისმიერ დროს ნახო.კანონებს მე არ უნდა გასწავლიდე
-ეგეთი ადვილი ნუ გგონია ეგ ყველაფერი
-იცი რა,აღარ მაინტერესებს შენი აზრი,შენთვის შეინახე
-ჩემთვის?ჩემი შვილიცაა და ჩემთვის შევინახო?
-ბავშვს 9 თვე შენ არ ატარებ,ჩემი ოფიციალური ქმარი შენ არ ხარ,ხოდა შენ აღარაფერი გეხება - ტონს აუწია მარიამმა
-იცი ხან როგორ მიშლი ნერვებს?რატო აპრიმიტიულებ ყველაფერს?
-არაფერს არ ვაპრიმიტიულებ,შენი ცოლის შიშით შვილის მოკვლას მთხოვ.ნორმალურად მიგაჩნია ეგ?გიმეორებ,შენს გამო ყველა გადამემტერა და შენი ცოლის უაზრო პრინციპებს ვერ თმობ.ვერ დავიჯერებ იმას,რომ შენი ცოლის მხოლოდ იმიტომ გეშინია,რომ ბავშვებს არ განახებს.კანონები ჩემზე უკეთ შენ იცი
-ხო,მეშინია.მეშინია,რომ შვილებს აღარ მანახებს და ოჯახი დამენგრევა,მეშინია,რომ ბავშვები შემიძულებენ
-იცი რა,შენს შვილსაც შესძულდები თუ გაჩნდა,მაგრამ შენთვის არ აქვს მნიშვნელობა და რაიმე ფასი შენს მეორე შვილს,ამიტომ არ გაქვს სანერვიულო,თავისუფალი ხარ ყველანაირი ვალდებულებისგან.დაბრუნდი ეხლა შენს ცოლთან - ირონიულად უთხრა მარიამმა
სწორედ ამ დროს,როცა ზურას რაღაც უნდა ეთქვა,მისი ტელეფონის ხმა გაისმა.მისი ცოლი იყო.მარიამი ამას მის საუბარზე მიხვდა.
-გისმენ...ხო...ეგეთი აუცილებელია?ეხლავე?...ხო,კაი,მოვდივარ - ტელეფონი გათიშა - ჩემი ცოლი იყო.ბავშვია ცუდად და უნდა წავიდე
მარიამს ირონიულად გაეცინა,თუმცა ზურას არ დაუნახავს.
-წავედი ეხლა და დაგირეკავ მერე.კარგად - ლოყაზე აკოცა,ისე,რომ მარიამს არ უკოცნია და არც გაუცილებია,ისე დატოვა მისი სახლი.

№1  offline წევრი D-I-A-N-A

გოგო კი მომეწონა უბრალოდ ბავშვის სქესს მხოლოდ მე-11 კვირაზე იგებენ joy და დანარჩენი ძალიან მომეწონა , ველი შემდეგს kissing_heart

№2 სტუმარი Guest Marili gemovnebit

D-I-A-N-A
გოგო კი მომეწონა უბრალოდ ბავშვის სქესს მხოლოდ მე-11 კვირაზე იგებენ joy და დანარჩენი ძალიან მომეწონა , ველი შემდეგს kissing_heart

Etyoba tviton araa jer mshobeli da ar icis es mciredi araishavs

№3  offline წევრი D-I-A-N-A

Guest Marili gemovnebit
D-I-A-N-A
გოგო კი მომეწონა უბრალოდ ბავშვის სქესს მხოლოდ მე-11 კვირაზე იგებენ joy და დანარჩენი ძალიან მომეწონა , ველი შემდეგს kissing_heart

Etyoba tviton araa jer mshobeli da ar icis es mciredi araishavs

რა თქმა უნდა მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს , ისედაც ვიცი რა კარგი მწერალია ჩემი გოგო heart_eyes მეც არ ვარ მშობელი joy

№4  offline წევრი anonimiavtori

ოჰ,დიდი მადლობააა heart_eyes

№5 სტუმარი Sopo

Rodis debt shemdeg tavs...davitanje tqvens lodinshi

№6  offline წევრი anonimiavtori

Sopo
Rodis debt shemdeg tavs...davitanje tqvens lodinshi

დავდე უკვე.სწავლის გამო ვერ ვახერხებ :((

№7 სტუმარი mari

jer erti bavshvis sqesi mesame kviraze archans da meorec 3 kviris orsuls muceli aretyoba.roca istoriis daweras iwyeb yvela detali unda gaitvaliswino da bolos ratomgac mechveneba rom sulit da gulit dawerili araris.dzalian swrapad avitareb movleneb.cota situaciat unda agweroxolme marto sityvebis miyra moyra xom araris saqme?chemi azrit didi sisulele iqneba am bavshvs tu gaachens.leqsoc codoa misi siyvaris gamo amxela msxverplze unda wavides da zurac codoa,rom gaachinos pasuxismgeblobas mainc igrdznobs da aireva mis cxovrebashi isedac areuli yvelaperi.

saertod armomwons mariamis qceva,shevcdio rom idzaxis,shecdomas adamiani ertxel da gaucnobiereblad ushvebs da ara yovel jerze.mariamsac da zurasac kargad qondat gacnobierebuli tavianti cxovrebis da saqcielis aseve riskebis shesaxeb magram mainc xvdebodnen ertmanets da mariami ubralo bo*zad iqca chems tvalshi.arimsaxurebs leqsos siyvaruls.sul marto unda darches,yvelam zurgi aqcios da girsi iqneba.

№8  offline წევრი anonimiavtori

mari

ბავშვის სქესს რომელ კვირას იგებენ,ეგ დანამდვილებით არ ვიცოდი,იმედია მომიტევებთ wink ხო,რაც შეეხება გულით არაა დაწერილიო,მთელი გულით ვწერდი,რადგან ჩემთვის ბევრს ნიშნავს ეს ისტორია თუ მოთხრობა,რაც ჰქვია,ალბათ შენ წაიკითხე უგულოდ და მაგის ბრალია :)

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent