სიმშვიდემდე შეშლილი(6)
-მკურნალობისთვის გასამრჯელოს არ ითხოვთ ექიმო? -მეეჭვება რაიმე ისეთი მჭირდებოდეს რისი მოცემაც თქვენ შეგიძლიათ ასე რომ...- ტუჩის კუთხეს ტეხავს და ისე მიღიმის ახლა ნამდვილად ვერ შევიკავებ თავს -ლექტორს ,ჩემნაირს თან არაფერს რომ არ თხოვ ორი აზრი მებადება -ხოო?- რატომ ამოვიღე ხმა? ისე ვუყურებ ალბათ დავიწვი უკვე ...მიხვდება რა თქმა უნდა რომ მაბნევს.ვიღაც აპირებდა რომ შორს დაეჭირა მისგან თავი,რომ საერთოდ არ გასცდენობა ზღვარს ესაა ზღვარი? რა მინდოდა? დალევდა ოდესმე წამალს და გამოკეთდდებოდა -ან ზედმეტად თავდაჯერებული და ქედმაღალი ხარ ან მე უნდა გამოვიცნო შენი სურვილი -სურვილები არ მაქვს ! მხოლოდ მიზნები რომლის შესასრულებლად უბრალოდ ვიბრძვი! და პასუხი რა იყო? ისევ ჩაიცინა ისევ ისე მე რომ მირევს თავ გზას,მე რომ მეჩვენება ყველგან . კარი გახსნა და აასე მშვიდად მანიშნა რომ გავსულიყავი. -მომავალ შეხვედრამდე...მარიამ მივდიოდი და მისი „მარიამ“ ჩამესმოდა. სხვა არაფერი მაინტერესებდა, შესანისნავ მელოდიას ქმნიდა მისი ხმა ჩემს გონებაში.... ****** ქორწილის დღეს რომ დაიწყო ალიაქოთი სად ვიდექი, რას ვაკეთებდი რა ხდებოდა ვერაფერი გავიგე. ინსტიქტურად დავდიოდი, ვაკეთებდი ყველაფერს . ბოლოს სარკის წინ ვიდექი ხუთ წუთს და საკუთარ ანარეკლს ვაკვირდებოდი. არ ვიცი ჩემი დის ქორწილი უფრო მახარებდა, ის კარგ დროს რომ გავატარებდი და მოვილხენდი თუ მიშოს რომ ვნახავდი ამდენი ხნის შემდეგ. -თამუნაააა ჩამოდი მივდივართ -მოვიდვააარ აი მერე აღმოვჩნდით ტაძართან . ჩემი და ისეთი ლამაზია რომ ვუყურებ გული მიჩუყდება. -ძლიივს თქვენს მრუშობასაც მოერება ბოლო და ამიერიდან კანონიერი ცოლ-ქმარი გახდებით- მათ შორის ვდგები და ჩუმად ვეჩურჩულები სიძეს -თამუნა გეყოფა ,გთხოვ -კაგრი რა რა იყო ... დაატკბე ამაღამ მე მადროვე გავერთო რა- სალომეს ვუღიმი და ალბათ წითლდება,ოოო დიდო ვიზაჟისტო ვინც იყავი რა კარგი მაკიაჟი აქვს სულა რ ეტყობა ფერის ცვლილება. კარგია ანუ მეც არ დამეტყობა მიშოს რომ ვნახავდ ა ფერები გადამივა...მიშოოო ვაიმეეე მიშოოო მოვიდა? სად არის?- წყვილი ტაძრისკენ მიემართება. მეც უკან მივყვები ,თან ვათვალიერებ გარემოს. უნდა მოვიდეს , გავიგონე როგორ ურეკავდა საბას მეჯვარე სად ხარ დაშნიანო ამდენ ხანსო ...არ ვიწყებთ ხო გავიგეო ესეც უთხრა ანუ მოვა ჯვრისწერამდე. ტაძარში ვართ. ცერემონია იწყება, მე ვეღარ ვფიქრობ უბრალოდ წყვილს ვუყურებ და ისევ ეს ემოციები . სულ ხომ არ მითხოვდება ერთადერთი და... ვიღაც მიახლოვდება, სანთელი ჩემს სანტელთან მოაქვს და ანთებს -კარგად დააკვირდი და დაიმახსოვრე ცერემონია...გამოგვადგება -მიშოს ხმა რომ მესმის გული მიჩერდება, მერე ერთიანად დიდი სიჩქარით იწყებს მუშაობას და ინსტიქტურად მეღიმება მისი სიტყვების გააზრებისას . ყველაფერი ჩერდება,მგონია რომ მხოლოდ მე და ის ვართ. სანთლებით ხელში , ღვთის წინაშე,მამაოს ხმა მესმის და ვმშვიდდები,ვგრძნობ როგორ ქრება ჩემსი არსებული ქაოსი ერთიანად. ყველაფერი ლაგდება ,ისევ მე და მიშო ვრჩებით..მხოლოდ ის სხვა არავინ ! წყვილს ვულოცავ, სხვებიც ულოცავენ. დედა რამდენიმე ცრემლს ისევ აგდებს .ბედნიერია და თავს ვერ იკავებს...მეც ნუ ამატირებთ მაკიაჟი გამიფუჭდება! -ძალიან მოგენატრე ?- ისევ ეს მშვიდი ხმა .ჩემს გვერდით დგას და წყვილს უყურებს რომლებიც ფოტოგრაფის წინ პოზირებენ. -ისე როგორც შენ -შეგეშინდა რომ არ გამოვჩნდი? -ისე არა როგორც გგონია! -მაგრამ მაინც შეგეშინდა ხომ? -ტაძარში რომ ვართ სარგებლობ ...იცი ცუდს რომ არაფერს გეტყვი რომ არ მოგატყუებ ხომ? -სხვა დროს რომ მატყუებ აღიარებ?- იღიმის , ვხედავ როგორ იღიმის და მერე ჩემკენ ბრუნდება . ისეთი სიმპათიურია ამ პიჯაკსა და თეთრ პერანგში წამით სუნტქვა მეკვრის. -შენს მოტყუებას მოტყუებას რომ ვახერხებ აღიარებ? -დედაჩემის ხმა რომ გაიგე იეჭვიანე ხომ? -როდის ... -ნახე სად ვართ... ამხელა ცოდვას ნუ დაიდებ შენს ლამაზ მხრებზე.როგორი იყო ეჭვიანობის მცირე ტალღა? კიდევ კარგი დამიძახეს ფოტოებისთვის თორემ ჩავაკვდებოდი ხელში დაშნიანს. წყვილთან პოზიორობა ისე გამიტკბა ყურებამდე გაკრეჭილი ვუღიმოდი კამერას. სხვადასხვა კომობინაცია იცვლებოდა ჩემს ირგვლივ. სიძის მეგობრებთან რომ გადავიღე ის ბატონიც იდგა. ბოლო ფოტო უნდა ყოფილიყო წესით რომ დავაპირე წასვლა წელზე მომეხვია ხელი და ვინ იქნებოდა თუ არა დაშნიანი. მისკენ გავიხედე დაბნეულმა ფოტოაპარატის შუქმა რომ მომჭრა თვალი -ჩემთან ერთად მოდიხარ... შენები ფოტოების გადასახებად არ მოდიან ამიტომ შენი თავი ჩამაბარეს- ისე მეუბნება სულ მავიწყდება ფოტო . მანქანისკენ მივყავარ. უკვე ყველა სხდება და იქაურობას ვტოვებთ. ბოლოს გავდივართ ჩვენ ... სიძის გიჟი ძმაკაცები რა თქმა უნდა იკლებენ არემარეს. კოლონაა მთელი მანქანების... -სხვას გავყვებოდი ვინმეს... -რა გირჩევნია ჩემს გვერდით უსაფრთხოდ ყოფნა თუ შენი სიძის გიჟ ძმაკაცებთან როგორც შენ ამბობ -ყველაზე გიჟი შენ ხარ “ ჩემი სიძისგიჟი ძმაკაცებიდან“ -რადგან გიჟი ვარ ამის უფლებაც მაქვს...გავერთოთ ცოტა -ეს მანქანა შენი არ არის და ...რატ- სიტყვის თქმა ვერ დავასრულე ისე გაიჭრა წინ. უკან მივდიოდითო ვინ თქვა? იმ „რბოლაში“ ჩაება რაც წინ იმართებოდა . კივილი მინდოდა ,მაგრამ ენა გადავყლაპე მგონი. ღვედს მთელი ძალით ჩავეჭიდებითქო ვიფიქრე ,მაგრამ თითები ავამოძრავე საერთოდ? ისე უცებ მოატრიალა მანქანა მეგონა ავყირავდებოდით. ვუყურებდი როგორ ბრუნავდნენ ირგვლივ ხეები და თანდათან კვამლით იფარებოდა ყველაფერი, გვერდით რამდენიმე მანქანა ასრულებდა იგივე მოძრაობას .საბურავების ხმა , სიგნალები ,შეძახილები და მე ახლა ამ მანქანაში ვზივარ? ყურებაც რომ შიშისმომგვრელი იყო ჩემთვის ახლა თავად ვზივარ მანქანაში რომელიც დრიფტის უმაღლეს კლასს ასრულებს მგონი. მერე უცებ წყდება ადგილს და გზას აგრძელებს. საერთოდ მანქანას მოზრაობა ისევ შეუძლია? საბურავები დარჩა თუ მათ გარესე ვმოძრაობთ ? არც კი ვიცი როგორ გამოვიყურები ,ალბათ იმდენად ცუდად ვიყავი შეეშინდა და მანქანა გააჩერა -თამარა... თამარა ამოიღე ხმა -სუნთქვა მეკვრის. ღვედს ვიხსნი და მანქანიდან სწრაფად გადავდივარ. ცივი ჰაერი ერთიანად ივლის სხეულს და გონს მოვდივარ. ცახცახს ვერ ვიკავებ ,მთელი სხეული მიკანკალებს ის კი შეშლილი სახით დგას ჩემს წინ ,უფრო მიახლოვდება მე კი უკან ვიხევ -არ შემეხო! არც კი გაბედო....უპასუხისმგებლო , არანორმალური კაცი ხარ! სულ არ იფიქრე ხომ ჩემზე? სულ ოდნავადაც რომ გადარდებდე ამას არ გააკეთებდი კარგად იცი როგორ მეშინია სისწრაფისაც კი,მაგრამ შენ...შენ არ გადარდებ საერთოდ არაფერი მხოლოდ შენი თავი ხომ მიიღე სიამოვნება არ შემეხო... შეგიძლია წახვიდე თავად მოვალ ! -რა შიშზე მელაპარაკები რა გავაკეთე ასეთი...არც კი გითქვამს გაჩერდიო თორემ მაშინვე შევწყვეტდდი შენ...არ გაბედო ნაბიჯის გადადგმა ! როგორ მეუბნები რომ არ მადარდებ...შენს გარდა საერთოდ ვინმე მადარდებს? რაც გამოჩნდი მას მერე ნორმალურად ვეღარც ვსუნთქავ - ღრიალებს და უკან წასვლის საშუალებას აღარ მაძლევს. მკლავში მწვდება და თავისკენ მიზიდავ - არ გებედო მეტჯერ ჩემთან ასე საუბარი , შენს ბრალდებებს არ მივიღებ ! მორჩა გესმის? აღარ შემიძლია შენი ბავშვური გამოხტომების მოთმენა ! წამით რომ არ ვიყო ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული , წამით რომ დაგმუქრებოდა ჩემი საშუალებით საფრთხე იმ წამსვე უკან დავიხევდი ! რატომ მიწევს ამის თქმა...რატომ ვერ ხვდები რატომ - სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდ აბოლოს თვალებში მიყურებდა მისი მწვანეები ისეთი ღრმა იყო თითქოს თვალის ბუდეებში ჩაიკარგნენ , ჩაცვივდნენ სადღაც უფსკრულში და მეც თან გამიყოლეს. დავიღალე...მასთან უაზრო არაფრისმომცემი ომით დავიღალე! დღესაც კი ,როცა ბედნიერი უნდა ვიყო ჩემს საყავრელ დასთან ერთად ვიზიარებდე მათ ბედნიერებას ვდგავარ ყველასგან მოშორებით და მასთან კატა-თაგვობანას თამაშით ვარ დაკავებული. -წავიდეთ -ხელს მსუბუქად მიიჭერს იდაყვზე და თავს გვერდით ხრის -აღარ მელაპარაკები?-მიღიმის და ლოყაზე ხელს მისვამს, ისე მეფერება როგორც პატარა გაბუტულ ბავშვს.მის ღიმილში ვიკარგები,მთლიანად მშთანთქავს - შეგაშინე ! მაინც მოვახერხე ,იმით რითაც ყველაზე ნაკლებად ვიფიქრებდი -თვალებს ხუჭავს .მე კი უბრალოდ ხელებს ვშლი და პირველად ვეხვევი. მისი სურნელით ვივსები, მისი ტემპერატურა მთელს სხეულზე მედება და მათბობს.მის გულისცემას საკუთარი მკერდით ვგრძნობ, ერთი სიჩქარით ძგერს ჩვენი გულები. ვეხვევი დასულ პირველად მე ვმალავს სახეს მის ყელში. მე ვეხები მის კანს და ვგრძნობ იმას რასაც ის ყოველი ჩემი შეხებისას,მეტი მინდა. მინდა ვაკოცო,მინდა არასდროს გავუშვა.მინდა ძლიერად მომხვიოს ხელები და მითხრას რომ არსად წავა,არასდროს გამიშვებს ... მიჭირს, სისხლი მიდუღს,თითქოს ნარკოტიკს ითხოვს ჩემი სხეული რაღაც სიეთს რისგანაც შორს ყოფნა წამებაა. მეორე მხარე კი იმით ტკბება რაც მაქვს, ეგოისტი ვხდები,დაუკმაყოფილებელი, ღორი რომელსაც არ ჰყოფნის...მხარზე მკოცნის და ვგრძნობ როგორ იღიმის, მშვიდად სუნთქავს და თავის ხელებით მფარავს -წავიდეთ...- ძლივს ვშორდები და ჩუმად ვლუღლუღებ, თვალებს ვაცეცებ,მაგრამ მაინც მის გაბრწყინებულ სახეს ვუყურებ .თითქოს ანათებს,ისევ იწევს ჩემკენ,სუნთქვა მეკვრის ისევ მგონია რომ მაკოცებს,მერე კი სუბლზე ვგრძნობ მისი ცხელი ტუჩების შეხებას და თხემით ტერფამდე მივლის ჟრუანტელი. ხელს ნაზად ასრიალებს მაჯისკენ -დავიჯერო ეს ყველაფერი იმას ნიშნავს რასაც მე ვფიქრობ? -ხანდახან ვფიქრობ რომ იმაზე კარგად მიცნობ ვიდრე მე საკუთარ თავს... პასუხს ორივე ვიპოვით იმედია .ახლა უბრალოდ მომეცი ნება დავტკბე ჩემი დის ქორწილით მანქანაში ვჯდები.კარს ხურავს თავადაც ჯდება და სწრაფად მიდის. რამდენჯერმე აპარებს მზერას ჩემკენ და ბოლოს ისევ თავად მეხმარება გადმოსვლაში. ისე უბრწყინავს თვალები როგორც პატარა ბავშვს. გვერდით მომყვება, თითებზე ოდნავ მეხება მისი ხელი მოძრაობისას. მარიამიც გვიერთდდება,როგორც იქნა მოაღწია . სანდრიკომ მოიყვანა,ერთი შეხედეთ ბატონ სიხარულიძეს როგორ გამოიყურება? -თამარაააა - მეკრიჭება და მკოცნის.უიმე რამხელაა მართლა წელში იხრება რომ მაკოცოს არადა მაღლები მაცვია. -გილოცავ დაიკოს მოშორების ოფიციალურ დღეს... შენი წყალი გადმომსხმოდესო როგორც ამბობენ -არ უსმინო! ნერვებზე უკრავს დილიდან- მარიამი თვალებს ატრიალებს და მეხვევა.მერე წყვილისკენ მიიწევს და ულოცავს. სანდროც მოდის სიძეს ვაცნობთ და მის გიჟ მეგობრებსაც. -ფოტკა არ გადავიღოთ სიცოცხლე?- მარიამს ვუყურებ და ფოტოგრაფს ვთხოვ გადაგვიღოს -მხოლოდ ერთი ... -ლამაზად გამოიყურები ფისოოო- ვეუბნები და თვალების ბრიალიც არ ავიწყდება . რამდენიმე ფოტო მაინც გადავაღებინე და შემდეგ ისევ მიშიკოზე გადავიტანე მზერა.თიტქოს იგრძნო, წამში გამომხედა და გამიღიმა . სანდროს მანქანისკენ მივდიოდი ისევ რომ მომეხვია მკლავზე მისი თითები ‘2-სად მიდიხარ ? -მარიამთან ერთად მინდა წასვლა..არ შეიძლება? -მე რომ შენთან მინდა? მარიამი არ გაბრაზდება - ყურში მეჩურჩულება და გონებას მირევს- წამოხვალ ჩემთან ხომ? -მიშოოო -ტამარა -მიყურებს და ოდნავ მიღიმის -ვიცი გავიგე...გხედავთ. მივდივართ ჩვენ -მარიამმა უცებ მიაყარა მიშოს გაეკრიჭა და სანდროსთან ერთად მანქანაში ჩაჯდა. -მოღალატე- ამოვიბურტყუნე და ფეხისთქრევით წავედი მისი მანქანისკენ. შენც ა რმომიკვდე, მაინც ჩქარა მიდიოდა. უბრალოდ მიუყრებდა ხოლმე და თითებზე მეფერებოდა შიგადაშიგ. ისე გამაბრუა სულ ვერ გავიგე როგორ მივედით. ბოლო ნაწილიღა დარჩა და როგორც იქნა დასრულდებოდა ეს ცერემონიები...ისევ ჩემ გვერდით იდგა , მარიმი მეორე მხარეს მიმშვენებდა,გამოგვხედავდა და იღიმოდა ჩუმ-ჩუმად. -რამხელა შესავალია დავიღალე..კითხოს პირდაპირ - ვბურტყუნებ და გვერდიდან ფხუკუნის ხმა რომ მესმის მარიამს ხელზე ვჩქმეტ. კრუსუნებს საწყლად ,რა ქნას ხომ ვერ მიყვირებს ახლა მაინც მივაღწევ რესტორნამდე ,სევჭამ, დავლევ, ვიცეკვებ, დავჯდები მაინც ცოტა ხანს თორემ დვაიქანცე. მოსაღამოვდა უკვე რა არის რა...უუჰ . ჩემი და ისეთ ჯანზეა სულ ატყობა დაღლა, დავიჯერო ასე მოქმედებს ჩემი სიძე? მე რატო ვარ ასეთი სუსტი ?! არ მჯერა რომ მივდივართ...კულმინაციას ვუახლოვდებით. ჩემი საყავრელი ნაწილი იწყება...იმას თუ არ ჩავთვლით რომ იქ უამრავი უცხო ადამიანი იქნება სიძის მხრიდან . კიდევ ერთხელ ამიჩუყდა გული შემოსვლის დროს. ისეთი ლამაზები იყვნენ.ყველა ტასს უკრავდათ, ულოცავდათ. ისინი კი იღიმოდნენ , რა საყვარელები არიააან. დასხდნენ და მეც მივაშურე ჩემს ადგილს . მარიამიც დაიღალა როგორც ჩანს , ლიმონატს წრუპავს და სანდროს ეძებს თვალებით. -მე დავინახე ბიჭებთან ერთადააა ...მიშო სადაცაა -სეხედეთ ერთი ამ კომუნიკაბელურ აყლაყუდაას? -გაიცინა და მერე მე გამომხედა-რა მოხდა დღეს? -მერე მოგიყვები... -დაზავდით? ერთად ხართ?-ჩუმად ჩურჩულებს ,მაგრამ ისე უნდა ყვირილი ლამისაა წამოფრინდეს -არაფერი მსგავსი...უბრალოდ დღეს ვისვენებ ! სულ გიჟი ქალივით ხო არ ვეჩხუბები არა? დაიწყო ქორწილიიი ...თამადა , სმა-ჭამა. მერე პირველი ცეკვა. ყოჩაღ სიძის მეჯვარეეს რა საოცრად ცეკვავს? აბა სიძე ვნახოთ რა შეგიძლია. არა ცეკვა ხო არ იცის ,მაგრამ მაინც რო იხერხებს ეს მაიმუნი ბიჭი? ჩემი და კი მოზრაობს გედივით,ნარ ნარად. და ისევ სიძის ძმაკაცები ფრინდებიან ... ესენი სუხიშვილებიდან არიან და მე არ ვიცი? შემდეგ ისევ სადღეგძელო ...თამადა ბიძაჩემია . სადღეგრძელოს შიგადასიგ ლექსს აყოლებს და სანამ სეთვრნენ მანამ სასიამოვნო მოსასმენი იყო. შემდეგ როგორც ხდება ხოლმე არავინ უსმენს თამადას. სიძე-დედოფალთან ფოტოებს იღებენ ისევ. ულოცავენ ,ყველა იქაა და მოსვენებას არ აზლევენ. მივდივარ და გვერდით ვუჯდები სიძეს -აბაა ... სიძევ ბატონო როგორ გრძნობთ თავს? -ცოლისდავ აქამდე სად იყავი? ლამის მეგონა დავისვენებ თქო -ოოო დიდო ღმერთო რატომ არიან ადამაინები ასეთი მეამიტებიი? გეგონა არ მოვიდოდი? -ისე იქნევდი ყბას წეხან ვიფიქრეთ არ მოხვიდოდი- სიძეს ძმაკაცი ეხმარება რომელიც თავზე წამომდგომია და იცინის -შენც გშიოდა და იმიტომ მიხვედი ბიჭებთან ხომ? თქვე საწ....ბო კიდევ კარგი პირველი ღამე არ უნდ აგქონდეთ დღეს თორემ სიძე ისეთი ფერდაკარგულია კი ჩააკვდებოდა სალომეს მკლავებში -თამარაა შენ ქორწილში მე ვიზრუნებ რო სიძეს პრობლემები არ შეექმნას... როგორ გიმართლებს გოგოოო ისეთი ბიჭი დაითრიე არაფერი ღლის მაგას...აშიმშილე თუ გინდა ორი კვირა ქორწილამდე ...მაინც არ აგცდება - ჩუმად მეუბნება მეჯვარე და ის დროა რომ გაქვრე იქედან. მადლობა დედა ვიზაჟისტს. წითელი მაინც არ ვიქნები... -სხვაზე იმიტომ საუბრობ რომ თავად ვერ ტრაბახობ ?- მარიამის ხმა მესმის და ბიჭი წამსვე იხედება უკან. მარიააამ შენ ყოფილხარ ჩემი გადამრჩენელი...მაშინვე ვდგები და ქალბატონს მივყვები -ენას რომ არ აჩუმებ მეტის ღირსი ხარ...იცავენ მეგობარს ხომ ხედავ -გავიდეთ გარეთ რა... დავიხრჩე აქ- აივანზე გავდივართ ,საკმაოდ ცივა უკვე ქალაქში. ლამპონები ანათებს ქალაქს.გარედან ვუყურებ დარბაზს, ყველა მთვრალია ... ცეკვავენ და ერთობიან-მეც მინდა ცეკვა -არ დაიღალე? -კარგი რა ნუ ხარ ასეთი წამო ვიცეკვოთ- ხელს ვკიდებ და მიმყავს დარბაზისკენ. მოცეკვავე წყვილს ვუერთდდებით. განათება ინთება მალევე და სიმღერაც წყდება. მალევე იწყება მეორე და ისევ იწყება ახალგაზრდების შეძახილები. დედოფალს ცენტრში ვხედა, მისკენ მივიწევ. დასთან უნდა ვიცეკვო აბა ისე როგორ. მარიამს სანდროს ვუტოვებ და ჩემს სალომეასთან ვცეკვავ -ვაიმე თამარაა...შეეშვი საბას..რა დაგემართა ასე როდის იყავი -კარგი ხო... დავჭკვიანდები - ვუღიმი და ისიც მშვიდდება -რაღაც უნდა გითხრა... მერე გამომყვები გარეთ? -ცუდად ხარ/ ისეთი დამღლელი დღე იყო მიკვირს კიდე როგორ დგეხარ ფეხზე... რამდენი იცეკვე მაინც ჰა? -თამუნა... -გავიდეთ გოგო რას მიბრიალებ თვალებს ... -ასე არა...ისე გავიდეთ რო ვერ შეგვამჩნიონ.ახლავე -გადაიფიქრე გოგო?რა იყო არ გამოდგა ქმრად საბუკა?- ვეჩურჩულები და უკან მივყვები. სადღაც გადის და შამპანურის ჭიქას ბოლომდე ცლის- რა დაგემართა გოგო! -უუჰ ეს ლაითია რამე ისეთი მინდა ცოტა რო შემაბრუოს -რათ გინდა შებრუება კი მაგრამ -არ დამცინო ახლა იცოდე თორე მოვიკლავ თავს ან შენ მოგკლავ- ბურტყუნებს რაღაცას და კაბის კუდს ეწვალება -მე ...მე ანუ მე და საბას ისევ არ გვქონია -რაა? რა იყო ქალო პრობლემა აქ რამე იქ? - ჩუმად ვიცხადებ და პირზე ვიფარებ ხელს რო არ ვიკივლო -არა გოგო ...მე ვუთხარი რომ მომიტაცე თუ არ გინდა გაბრაზებულ გულზე დაგშორდე-თქო სანამ სადედოფლო კაბას არ მეცმევა მანამ არ გვექნება სექ*ი-თქო და ხომ იცი რა საყვარელია ხუთი წელია არ გავიჟებულვარ და ერთი თვე მოვიცდი უბრალოდ შენ გარეშე გაძლება აღარ შემიძლია და ჩემთან იცხოვრებო ეს ერთი თვეო ... -სად იშოვე ეს ბიჭი საად.ასე ხელის გულზე ატარებდეს ქალი კაცს და ყველაფერს ისე აკტებდეს როგორც იმას სიამოვნებს არ მინახავს მეორე. მოკლედ რა ... მე კიდე იმდენი რამე ვუთხარი აქამდე ვერ მომიყევი ქალო?- ვებურტყუნები და თან აქეთ იქით ვიყურები ვინმე რომ არ გვისმენდეს- აქ რა სალაპარაკო იყო ეგ -ახლა მივხვდი რომ ვნევრიულობ ... -უჰ რა კარგი დროა ... რა გინდა ემოციური იქნება სხვა მუღამი ექნება ამხელა კაბის გახდას რომ დაიწყებს.სანამ ამ კაბას მოგაშორებს კი მოგინდება დამშვიდდი შენ -როგორ იკავებ სიცილს შე საწყალო თამუნა ჰა? მე ეს მაგარი მეგონა და თურმე სად ხარ. საოცარია მოკლედ,ქალის ფენომენი არის საოცარი. ასეთი ბიჭი გყავს 5 წელი გვერდით და აქამდე რო არაფერი ჰქონდათ ეს ხო საოცრებაა და ახლა ძლივს გათხოვდა და ეშინია . ცაო დამსეტყვე ! -თამუნაა კაი რაა ... სულ არ გესმის დავიჯერო? წარმოიდგინე ერთ წუთს -რა წარმოვიდგინო გოგო ხო არ გაგიჟდი...-ეგ რო წარმოვიდგინო ხო მივაფრინდები ახლავე მიშოს. დედა ღმერთო რატო გავხდი ასეთი ტუტუცი? არადა სულ არ მქონდა ამდენი ცოდვები მე ახლა რაც დავაგროვე. მრუში ქალი ვარ ხო? მაპატიე რა იქნება ადამიანი ვარ მეც ! -მე პატარა ვარ ჯერ ვერ ვიაზრებ შენს მდგომარეობას. რათ გინდოდა შეყვარებული მიყვარსო და იყავით ახლა ასე დაქალებივით აბა...უბრალოდ გაიჩუმე ენა და აცადე იმ ბიჭს. რომ ასწრებ სულ და ეუბნები ეს არ მინდა ის მინდა. მერე ისეთი ბუნჩულიკოა და ისე აკეთებს როგორც შენ ეტყვი. -აუუუ შენ ხო არაფერში გამოადგები ადამიანს- ფეხებს აბაკუნებს და კაბას მაღლა სწევს ნაბიჯის გადადგმა რომ შეძლოს- სამუდამოდ ამოშალე გონებიდან ეს რამდნეიმე წუთი თორემ ჩემ ადგილას ყოფნას არ გაღირსებ! ეს მშიშარა ქალი სიკვიდლით მემუქრება? ამან ვინ უნდ ამოკლას პირველი ღამის ეშინია გავგიჟდბეი ახლა . როგორ მინდა ერთ ცემებური გადახარხარება მარა დაინგრევა ეს რესტრანი და ამდენი ხალხი როგორ შევიწირო. სალომე მიდის მე ფეხსაცმელი ისე მიჭერს ცუდად ვარ უკვე და წამით ვწევ ფეხებს. კედელს ვარ მიყრდნობილი მკლავით და კიდე იმაზე ვფიქრობ როგორ შეიძლება ვნებას დაემორჩილოს..ან იქნებ არაა ქიმია მათ შორის.აბა მე რა ჯანდაბა მემართება ლოყაზე მაკოცა და ჩამოვდნი...აშკარად ჩემი ასაკის ბრალია. მერე დავმშვიდდები დავლაგდები და ასე აღარ ავდუღდები და ჩავიფერფლები...რაო რას ვამბობდი? რა ჯანდაბაა ეს ვიღად ზურგიდან მეკრობა, მუცელზე მკლავს მხვევს, მეორე ხელს კი მოშიშვლებული მხრიდან მტევნისკენ მიაცოცებს ...მის თითებს მიჰყვება ჟრუანტელი, წიანჭველები, პეპლები და რა ვიცი რას ამბობენ კიდევ ამ დროს . მე ვერ ვხვდები რა არის პარალელების ნერვები სად მაქვს. ცუდად ვარ ... ისე ამოვისუნთქე მგონი გაიგო მთელმა რესტორანმა და გაჩერდა ცეკვა-სიმღერაც. დაშნიანის თავხედმა ცხვირმა ხომ გადამიყვანა ქალი ჭკუიდან,რა უნდა სად მიცოცავს, რა დარცა ამ ყელში -ქორწილის ემოციებს გიზიარებდა სალომე? -მიზიარებდა ნუ იტყვი ... მიზიარებდა რომელია -შენ ის გოგო ქორწილზე სთაბეჭდილებებს გიზიარებდა ვალსი რომ ეცეკვე?- ეს სად გაამხსენდა.როდის დავინახე...რომელ ეპიზოდში. რა აცინებს რა უნდა, ისევ მხარზე მეხება ამჯერად ტუჩებით -ჩემი კურსელია ...საბას ბიძაშვილიც ამავე დროს-როგორ დავმშვიდდი ! ვინც გინდა ის იყოს ხომ ეცეკვებოდი და ეკრიჭებოდი ზოროს ცხენივით ! -იდენტობა არ მიკითხავს! -რაოო სალომემ კარგია გათხოვებაო? -უუჰ საოცარიო... აქამდე თუ მინდოდა სულ ოდნავ ახლა საერთოდ გადამინდა - ვწყვეტ გადნობას და მისკენ ვბრუნდები. ისე იცინის ჭკუიდან მშლის. კედელს მიეყრდო საფეტქლით ,ზუსტად ისე როგორც მე . ხელს ისევ არ მიშვებს. მკლავზე დაატარებს, ნელა მიჰყვება მხრისკენ და შემდეგ იგივე გზას იმეორებს. -რატომ გაიცინე ასე? -როგორ ასე ? საოცრად ხომ? -მთვრალი ხარ დემონო?! -ცხვირს ვიბზუებ სასმლის სუნი რომ ერევა მის არომატს -ცოტა ... -რაო რატომ ვიცინოდიო? -რაო როგორ იცინოდიო? -გველურად -საიდან მოიტანე..ჩვეულებრივად გავიღიმე- ისუელელბს თავს! დავიჯერო ამანაც იცის ის რაც მე გავიგე ცოტა ხნის წინ? კარგი რა ჭორიკანა ბიჭების მოკვლა მინდება -ვის გავატანე ჩემი და ! წორიკანა კაცს ... უუხ საბა ენა გაქვს ამოსაწყვეტი ძირში -ცოლიანი კაცისთვის ენის ამოგლეჯვა პირველ რიგში მის მეუღლეზე იმოქმედებს ... -იმოქმედებს არა ის ..ეგეც ახლა ბევრს არ ლაპარაკობდეს რამეს.მაინც ისე აკეთებს როგორც სალომე ეტყვის და სულ ნუ ამოუღებს ხმას - გულუბრტყვილოდ ვრაკრაკებ ის კი ისევ ისე გველურად იღიმის . თვალები უწვრილდება ...ვაიმეე ახლა ვაკოცებ აი იმ ტვალებზე ზუსტად -პირველ რიგში ჩემი ბავშვობის მეგობარი ჭორიკანა არ არის და ცილს ნუ სწამებ! მეორეც კი ვიცი პატარა ბავშვი რომ ხარ ,მაგრამ დავიჯერო მეტყველების გარდა სხვა ფუნქციებს რომ ასრულებს ზემოთ ხსნებეული ენა არ გაგვიგია ჯერ? - ისე ახლოს მოდის თვალები ჯერ მიმენაბა მერე გამიფართოვდა და ბოლოს და ვრჩი ასე კეფაზე გადატყორცნილი თვალებით-თამროოო -რომ მგონია რამე საოცრება უნდა მითხრას ისევ იმეორებს ჩემს სახელს- თამრო არ გინდა ... -რა...-ეს ხმა ჩემია თუ სხვა კნავის საიდანღაც. -არ გინდა ....ვიცეკვოთ? - თიტებს ჩემს თითებში ხლართავს და ისე გავყავარ იქედან აზრზე ვერ მოვდივარ. შემდეგ მისი მეორე ხელი წელზე მეხვევა. მელოდიას ვაყოლებ სხეულს მასთან ერთად. მიკვირს როგორ არ ვაბიჯებ ფეხს,როგორ არ ვეცემი მე ხომ ნომერ პირველი ხე ვარ მსოფლიოში როცა ცეკვას ეხება საქმე. რა დროს ესაა...მიშო დაშნიანს ვეცეკვები . ეს რაღაც სხვაა სულ არ ჰგავს ცეკვას... თითქოს მეფერება,მეალერსება, თვალებით, იმ მოძრაობით, ღიმილით...მაბრუებს ისე როგორც არაფერი !-ისუნთქე თამარა... ისუნთქე მშვიდად -წამიერი მოახლოებისას როცა მანძილს არღვევს ყურში მეჩურჩულება და მეც მისი ბრძანებისამებრ ვიწყებ სუნთქვას. აქამდე რა არ ვსუნთქვდი?...თვალები მენაბება, მისი სიახლოვე მადუნებს, ერთიანად მერთმევა ზალა სხეულსი.მინდა არასდროს გამიშვას ხელები და ჩემს საყრდენად იქცეს. მსუბუქად მატრიალებს და სწორედ იმ დროს მეხება ლოყაზე მისი მხურვალე ტუჩები როცა მუსიკა წყდება . იპირებს ასე დამტოვოს? არა ხელს არ მიშვებს უნდა სკმამამდე მიმიყვანსო არ მინდა მე დაჯდომა კიდე მინდა ცეკვა. ჩემს ბედად მეორე მელოდიაც მალევე ირთვება. მხარზე ხელს ვხვევ და ისიც ჩერდება-რატომ ხარ ასეთ საყვარელი...რატომ - ისევ იგივე პზიციას იკავებს. ხომ შეიძლება მომეხვიოს და ისე მეცეკვოს.არა ! ვგრძნობ,რომ ისიც ისევე განიცდის ყველაფერს როგორც მე . ეს კი მაბედნიერებს. არ ვიცი რამდენ ხანს ვცეკვავდით,არც მელოდია მესმოდა. ვერც ხალხს ვამჩნევდი ირგვლივ. განათებაც იცვლებოდა და ხალხიც ჩვენს ირგვლივ. მე მხოლოდ დაშნიანის მწვანე სფეროებს ვხედავდი და მის ღიმილს რომელიც მე მეკუთვნის! შემდეგ მასთან ერთად ვიჯექი ბიჭებთან მაგიდასთან. მარიამი და სანდროც იქ იყვნენ. თაიგულის სროლის ჯერი რომ დადგა ბიჭები წამოიშალნენ -დაშნიანო არ წამოხვალ თაიგული და ამბები არ გინდა ? კაიი გავდივააარ აბაა დადექით თუ ბიჭები ხართ. საბას მერე ცოლი მომყავს მე ...გოგოებოო შეყვარებული არ მყაავს შემიძლია გიბოძოთ ჩემი თაიგული მერე ვისაუბროთ ხოო?- გოგონებს თვალს უკრავს ვაჩე და ისინიც იპრანჭებიან -მარიამ ...თამაღ თქვენ არ მიდიხართ? სამუდამოდ ასეთი შხამიანები უნდა იყოთ ? - სანდრო ორივეს გვშხამავს. მიშო რომ იცინის ნერვები მეშლება -შენ ვინ დაატკბე ერთი ასე რომ ხარ დარწმუნებული გათხოვება მიშველის! -მართლა არ გადიხარ გოგო გინდა სამუდამოდ სახლში მყავდე? ღმერთმა დამიფაროს - უცებ წამოვარდა და შეკრებილებისკენ იმ დროს დაიძრა თაიგულს რომ ისროდა ქალბატონი ერთი ისკუპა ახმახმა ხელები გაშალა და თაიგულიც აართვა მოწადინებულ დაუოჯახებლებს. მერე დაიყვირა შეძახილები მოჰყვა, ოვაციები და ყველას ყურადღება მიიპყრო -მოვკლავ! -დამშვიდდი მარიამ ...თავად დაიწირა ე.ი რძალი გეყოლება მალე-უშედეგოდ ვამშვიდებ მარიამს რადგან ბატონი სანდრო მაგიდასთან მოდის -ძვირფასო მეგობრებო ... მინდა ეს თაიგული გადავცე ჩემს უფროს დაიკოს რომელიც მინდა რომ მალე გათხოვდეს და ასე უსიყვარულოდ არ იაროს დიდხანს... ქალის განწყობა ისედაც მრავალფეროვნად დაძაბულია კაცის გარეშე ხომ საერთოდ . ჩემო საყვარელო მარიამ იმედი მაქვს მალე იპოვი შენს გულის სწორს- მთელი ცერემონიის დაცვით მოიხარა წელში და გაუწოდა თაიგული მარიამს. ყველა ტაშს უკრავდა, უშტვენდა მარიამი კი ისე იყო ახურებული მალე ცეცხლი წაეკიდებოდა. კიდევ კარგი მისი სიტყვები არ ესმოდათ და უბრალოდ თაიგულის გადაცემას უყურბდნენ. მე რომ ვყოფილიყავი ჩავაყლაპებდი იმ თაიგულს მან კი გამოართვა და ორი თითით ეჭირა ყვავილები. ისე თითქოს ბომბი იყო და მალე აფეთქდებოდა. უყურებდა გაშეშებული და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა ,ნამდვილად მეგონა რომ ცუდად გახდებოდა ან სანდროს მოკლავდა. -ვიცეკვებთ მე და თაიგულის მფლობელი - ვაჩე უცებ დატრიალდა თაიგული გამოართვა ხელი ჩაავლო და ხალხის ყურადღებაც გაფანტა-გათიშეთ განათება ტოო და რამე საკაიფო ჩართეთ რაა- როგორც ყოველთვის სწრაფად, პოზიტიურად და უპრობლემოდ მოაგვარა საქმე . ყველაფერი ჩაბნელდა, განათებამ თვალები მომჭრა, ისეთი მელოდია იყო სხეული თავისტავად იწყებდა მოძრაობას. -რა იყო სანდრო ეს? -კაი რა თამაღ ... გავერთე ცოტა -ამდენი ხალხის წინაშე? -არაუშავს ხანდახან თუ გამოჩნდება და მიიპყრობს ყურადღებას შენ არ იდარდო თამაღ -მართლა გლუვტვინიანი ორაგუტანგი ხარ , მართალია მარიამი ცეკვამ არ უსველა რა თქმა უნდა. სანდროს მზერით ბურღავდა და ერთი სული ჰქონდა როდის დარცებოდნენ მარტონი. ცოცხალი თავით არ ეტყოდა ხალხის თანდასწრებით რამეს. ტორტიც მალე გაჭრეს , შემდეგ რამდენიმე ცეკვა ყველამ ერთად ვიცეკვეთ. განათება აღარც ჩაურთავთ რომ განათდდა ყველაფერი სიძე პატარძალი გამქრალი იყო უკვე. ახალგაზრდებს სულ არ სჭირდებოდათ სიძე და პატარძალი სიედაც მშვენივრად ერთობდონენ კიდევ ორ თუ სამ საათს. შემდეგ კი ყველანი სახლებისკენ დავიზარით. ზოგი მიჰყავდათ, ზოგი მიღოღავდა, მიბობღავდა, ფხიზელს ვერავის ვხედავდი.სასაცილო სანახავები იყვნენ... -რა გამიკეთა...არა რა გამიკეთა . დამპალი , იდიოტი , ესეც თუ ძმაა რა .რას წამოვიყვანე ,მეთქი ამხელა ახმახი ძმა მყავს და მარტო რატო წავიდე გამიწიოს კომპანიონობა-თქო ამდენი უცხო ხალხი იქნება მაინც და იყოს ჩემს გვერდით-თქო და ამან რა გამიკეთა -ყვავილს უყურებდა მარიამი და გაბრაზებას ჩემთან ანთხევდა- რა ვუყო ახლა მოვკლა? -კარგი რა მარ..იხუმრა უბრალოდ. ბიჭებმა დაიკიდეს ხო იცი სერიოზულად არ მიუღიათ.ხალხს კიდე ძაან მოეწონა შორიდან შენმა სიმპო ძმამ რომ დაიჭირა თაიგული -სიმპო კი არა გლუვტვინიანი მამონტია ეგ ...რა მნიშვნელობა აქვს რ აიფიქრეს ეგ ხო მოიქცა სულელურად. რად მინდა ეს თაიგული -შეინახე გოგო ლამაზია... ბოლო-ბოლო ყველა გავთხოვდებით -ამ ცრურწმენის არც მჯერა მე ..ჩემ მეზობელ ნათიას ეგრე არცერთი ქორწილი აქ გამაზული ყველა თაიგული მოხსნა ჩემპიონია ,მაგრამ 40 წლისაა და კიდე არ გატხოვილა -აუუ ეგ რომელია მე არ ვიცი? -არა შენ საიდან... -საწყალიი რატო არ გათხოოვდა უშნოა თუ ცუდი ხასიათი აქვს ‘2-ყველას იწუნებს...თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცები სოფელში ვერ ჩამოუქროლებს და არის ასე...რას მოვაყოლე ახლა ეს უუფ! -ხოდა მოკლედ თუა რ გჯერა რა გადარდებს გქონდეს ისე ეგ თაიგული. გათხოვება კი არა შეყვარებული არ გყავს შენ და ასე უცებ ვინ მოგიტაცებს ახლა -აუ როგორ მამშვიდებ რა..წამოდი ვიცეკვოთ ამ „ჩოკოლატაზე“ თეძო არ გამირხევია გადავიდა მომდიდან და ახლა მაინც წავუცეკვოთ გოგო- იცინის და მიმარბენინებს. ისე მოვიხოდე სულ არ მაინტერესებდა სიმღერა მელოდიას ვყვებოდი და მარიამთან ერთად ვერთობოდი. -იმედია სალომე გადარჩება- სიცილით ვუთხარი მარიამს როცა დავსხედით ისიც აკისკისდდა -კაი რა თუ ღმერთი გწამს...მართლა გამოუცდელი ბიჭი ან ვიღაც ველური ხო არაა ? საერთოდ არ უნდა ფიქრობდე მაგაზე, უბრალოდ სალომეს ჩვეულებრივი ქალური მომენტი აქვს . სანდრო მოგვიჩოჩდა მერე. რაც ვიცნობ ამათ სულ ასეა, მარიამი როცა რამეს მიყვება ვხვდები რომ ყოველი გაბრაზების შემდეგ სანდრო ურიგდება სულ თავადაა დამნაშავე და აბა რა უნდა ქნას. იცის როგორ მოთაფლოს, ჩაეხუტა, აკოცა გაუღიმა მოეფერა დაუყვავა და დაკერა გოგო. როგორ შეუძლია ასე მალე შერიგება ვგიჟდები! მე სანამ არ გავამწარებდი მანამ ვერ მოვისვენებდი ,არა ის საერთოდ არ შეურიგდებოდა სხვა რომ იყოს და ცხოვრების ბოლომდე ნორმალურად არც დაელაპარაკებოდა ,მაგრამ ვინც უყვარს იმათთან ზედმეტად უცებ აგვარებს საქმეს. -წაგართმევ დას უნდა ვეცეკვო ერთი ...მერე მივდივართ და ერთს წავუცეკვებ - სანდრო მირაკრაკებს და მიჰყავს მარიამი. მიყვარს ეს და ძმა, გვანან საოცრად ერთმანეთს, უბრალოდ სანდროს ცისფერი თვალები აქვს და მაღალია . მარიამი და სანდრო მართლაც წავიდნენ. სხვებიც აიშალნენ და მეც დარჩენა აღარ მინდოდა...ვინაიდან ჩემი მშობლები უკვე დიდი ხნის წასულები იყვნენ მარტომ დავტოვე რესტორანი. რა თქმა უნდა დიდხანს არ დავრჩენილვარ მარტო . ბიჭების ხმა მომესმა ზურგს უკან .ერთად მოაბიჯებდნენ ,მიშოს ეკიდა ორი მხარზე დანარჩენები ერთმანეთზე იყვნენ დამხობილები -რძ... თამარჩიკ საით გაგიწევია? ჩვენ გვყავს ერთი გადამზიდი და იქნებ შემოგვიერთდდე ჰა? მალე ჩამოგვსვავს სახლში ჩემთან და მერე სულ შენი იქნება -იქნებ ყველანი აქ დაგტოვოთ და ისე იყოს სულ ჩემი? -ოჰოოო თამარჩიიიკ აღარ ხუმრობ შენ ხომ? ხედავ ბიჭო? სულ ჩემი იყოსო დაგვაგდებ ახლა აქ და წაყვები? -ნუ ტლიკინებ ვაჩე...დაჯექით მანქანაში ... უცებ ტო რას ზოზინებთ -კაი შე ჩემა რა შეგვე*ი -წავალთ ჩვენი მანქანით რა შენ თამარჩიკა წაიყვანე-ცალ-ცალკე წუწუნებდნენ -რას მებაზრები ამდენ ხანს შე ჩემისა დაეგდე მანქანაში ნუ გამომიყვან მწყობრიდან ! სენ კიდე რო ლაპარაკობ დაუკვირდი რას იძახი -რას ვიძახი რა გინდა... -გეტყოდი ახლა,მაგრამ მოვითმენ ცოტა ხანს - თვალები გადაატრიალა და გამომხედა- არ დაჯდები? გთხოვ ახლა არ დაიწყო -არაფერს ვიწყებ... ისე ვარ დაღლილი ფეხზე ძლივს ვდგავარ და უარს ნამდვილად არ გეტყვი მომსახურებაზე-მანქანას მოვუარე და წინ დავჯექი. ბიჭები უკან ჩაესვენენ და მიშო საჭესთან მოკალათდდა. ღვედი შეიკრა და სწრაფად დაიძრა. სახლთან გააჩერა და სამივე გადაიყვანა -ამათ დავტოვებ და მოვალ ხუთ წუთში ხო? -ძაან რო მინდოდეს ვერ გავიქცევი - გავუღიმე და თვალები დავხუჭე. მალე გათენდებოდა მე კი ისე მტეხდა ძვლები მეგონა სიარულს ვეღარ შევძლებდი. ერთი სული მქონდა როდის მოვიშორებდი ამ კოშკებს ფეხზე რომ მქონდა მორგებული და საწოლზე გავწვებოდი. მიშო მალე გამოვიდა ,მანქანაში ჩაჯდა და გადმომხედა -წავედით? -წავედით... -შენც რომ სვამდი რატომ არ ხარ მთვრალი? -მალე ვფხიზლდები...იმათ უფრო მეტი დალიეს -შენ რატომ არ დალიე უფრო მეტი - თავი მისკენ შევაბრუნე და გავუღიმე. მანაც გამომხედა და ჩაიცინა-რა -რა გგონია რომ თუ გავილეშები ნებისმიერს გამოვიყვან და ცემაში მოვკლავ? ახლა კი იმიტო არ დავლიე რო შენ გეპრანჭები? -მე ეგ არ მითქვამს -დღეს ზავი დავდეთ...ისედაც დაღლილი ხარ თორემ უარესს მეტყოდი -ეგეც მართალია და დასაშვებია ,მაგრამ მაინც არ მითქვამს -ძალიან დაიღალე ზედმეტად სუსტი ხარ... საკუთარ ქორწილში რას იზამ ,როცა წინ პირველი ღამეც გექნება? - შენ არ იდარდო ...ჩემმა მომავალმა ქმარმა იდარდოს და იზრუნოს ჩემს გამოფხიზლებაზე -ძალიან შესუსტდდა ჩემს ნერვულ დაბოლოებებზე შენი დაკვრის ხარისხი -ვითომ? წარბები ავათამაშე და გავეკრიჭე- მოვედით კიდეც. კარგად ბრძანდებოდე...იმედი მაქვს მომდევნო შეხვედრა ბავშვის დაბადების დროს იქნება ან კიდევ უკეთესი ნატლობა ან ქორწილი... ჩემი დისშვილი ცოლს რომ მოიყვანს ან გათხოვდება იქ რომ შემხვდე პირდაპირ არ გაწყობს?-მანქანიდან გადავედი. ისიც გადმოვიდა და ჩემს წინ დაგდა-რა გინდა... მემშვიდობები? ნამდვიალდ დიდი იქნება დრო და ..მოიცა რა რას აკეთებ. დაშნიანო არ გაბედო ჩემს კორპუსში ფეხის შედგმა... -არ მოდიხარ?-სადარბაზოში დგას და მიყურებს -დაივიწყე ზავი... -მეგონა უკვე დავივიწყეთ ...-უდარდელად ამბობს და ჰაერში მწევს. ვკივი და უცებ ვჩუმდები როცა ვხვდები როგორ ისმის ხმა-გინდა მეზობლები გამოვიდნენ და იჭორაონ ? ნწ ნწ ნწ რა ცუდი გოგო ხარ გამტენიისას მოჰყავხარ ვიღაც ბიჭს! -დამპალო..გაიძვერა დემონო!-ისევ ჰაერზე ვისვრი სიტყვებს თორემ ეგ მადარდებს რას იტყვის? მტელ სხეულზე ეკლები მაყრის ისე მსიამოვნებს მისი სიახლოვე. -ჰმ...რა უცებ ყოფილა შენი გამოფხიზლება შესაძლებელი -რაა...-დაიშტერე ახლა თავი ვითომ ვერ მიხვდი რას გეუბნება. ნეტა ქორწილს ვეღირსო და გამოვფხიზლდები კი არა დავიღლები საერთოდ? რა ჯანდაბაზე ვფიქრობ თუ ვიაზრებ საერთოდ ... -შეგვეძლება ქორწილის დღეს ბევრი რამ დავგეგმოთ - მშვიდად სუაბრობს. ლიფტიც ჩერდება, გადის. გასაღებსაც იღებს კარსაც აღებს შევყავარ სახლში და საძინებელში მსვავს-არ ვიცი მინდა რომ გამიშვას თუ არა -მეოცნებე ბიჭი მიშუნა დაშნიანი -მიშუნა რომ ვთქვი გაჩერდა და წარბები შეკრა -ხო რა თქმა უნდა დედაჩემს რომ ესაუბრებოდა მარიამი ხმამაღალზე ჰქონდა და შენ უსმენდი სუნთქვაშეკრული ... -ძალიან დაღლილი ვარ... ფეხზე ძლივს ვდგავარ .გადამზიდის დროს უტვინო ერთუჯრედიანი მშვენივრად ითვისებ ახლა შეგიძლია წაბრძანდე-ვაიგნორებ მის სიტყვებს და თემას ვცვლი -რა თქმა უნდა წავალ...შენგან დასვენება სანამ შემიძლია უნდა შევირგო.შემდეგ სულ ჩემტან იქნები და აღარც მომშორდები- მაგიჟებს! ახლა მივახრჩობ როგორ იღიმის. ამის ირონიას და ამ ყეყეჩს ერთად მოვგუდავ . ლოყაზე მკოცნის და მიდის ისეთი დაღლილი ვარ ვეღარც კი ვფიქრობ.კარს ვკეტავ საიმედოდ. შემდეგ სასწრაფობ ვისორებ სხეულიდან ყველაფერ ზედმეტს. სწრაფად ვივლებ წყალს და საწოლში ვწვები გათიშული ,მალევე მეძინება და სიზმრადაც ჩვენს ცეკვას ვხედავ. ამჯერად მხოლოდ ცვენ ორნი ვართ და ტანგოს ვცეკვავთ,როგორ ეტყობა რომ სიზმარია სად მე და სად ტანგო. ბოლოს მკლავზე გადაწვენილს უნდა ეკოცნა და ისევ გვერდი აუარა ტუჩებს. ბედი არ გინდა? ტანგო ვიცეკვე და კოცნას ვერ ვეღირსე ამასაც თუ სიზმარი ჰქვია რა ! ************ სალომეს და საბას ქორწილის შემდეგ თავს მეხვეოდა სანდრო. მიხვდა რომ ძალიან გამაბრაზა ,არც ინანიებდა ,მაგრამ მაინც შემორიგებას ცდილობდა.იცოდა ბოლომდე რომ ვერ ვაპატიე. ხომ არაფერი,მაგრამ არ მიყვარს როცა ასე ბავშვივით იქცევა. უნივერსიტეტში ვარ...მახსენდება რომ ანატომიის ლექცია გავცდინე პარასკევს ქორწილის სამზადისის გამო. ნეტავ მიკითხა? რა რეაქცია ქონდა.ბოლოს რომ ვნახე ისე დავემშვიდობე ... სემინარზე შევდივარ ,ჩემს ადგილს ვიკავებ და ბატონიც სიის ამოკითხვას იწყებს. ჩემი ჯერი რომ დადგა ამომხედა ერთ წამს და ისევ განაგრძო. კალამი არ ჰქონდა დადებული რომ გაიმეორა ჩემი გვარი .რა ჰგონია რომ რადგან არ ვიყავი ვერ მოვუყვები? კარგად არ ვიცი მაგრამ რამეს მოვახერხებ იმედია. -მუხლის სახსარი... -მუხლი? -დიახ მუხლი- ჯანდაბა იცოდა რაც არ ვიცოდი თუ რა არის. ჯერ საერთოდ ეს არ აუხსნია -არ აგიხსნიათ მუხლი პატივცემულო ... თუ ჩემი ინფორმატორი არ მატყუებს რაშიც ეჭვი მეპარება -შენმა ინფორმატორმა ვერ გაიგო ეტყობა ბოლოს რომ ვთქვი მუხლის სახსარი თავად მოამზადეთ-თქო .ამიტომ უნდა იყო სიხარულიძე ლექციაზე რომ გაიგო რა გაქვს დავალება ! დაჯექი -როგორ სხვას არაფერს მკითხავთ? ნულიანს მიწერთ? -არ იცი და ის გადარდებს ნულიანს მიიღებ თუ არა? როცა პაციენტები მოგაკითხავენ იქ ქულას აღარავინ დაგიწერთ და ანუ რა არ დაგაინტერესებთ როგორ იქნებიან ? - მოვკლავ! ნამდვილად ყელს გამოვჭრი როგორ ირონიულად მიღიმის ბავშვებს გადახედა და ისინიც გააცინა. ხო გოგონებო ეკრიჭეთ აბა რა ისე როგორ შეიძლება. ყველამ იცოდა ჩემს გარდა ...შანსს ხომ არ გაუშვებენ ,გავგიჯდები მალე! სიმშვიდემდე კიდევ დიდხანს მომიხდება ენერგიის მოკრება...შევიშლებიიიი ლექციიდან ისევ პირველი გავდივარ. გიგი მეწევა და მეკრიჭება -რატო არ იყავი მართლა წინა ლექციაზე... გიკითხა -რაო რა თქვა... -კონკრეტული არაფერი... -აბა როგორ მიკითხა -თვალებით გეძებდა..დიდხანს შეჩერდა შენი გვარი რომ ამოიკითხა და მთელი დარბაზი მოათვალიერა. გეძებდა რაა -რატომ უნდა მოვეზებნე -უღიმღამოდ წაიკითხა ლექცია სხვათაშორის...გვაკლდი მარიამ. შენს გარესე ანატომიის ლექციას მუხტი არ აქვს. -ნუთუ არ გბეზრდება ეს გაუთავებელი ღლაბუცი ამხელა კაცს -მე? ხო არ გაგიჟდი სერიოზულად გეუბნები. გოგონებმა რაღაც უთხრეს სადღაც მივდივართ და გეპატიჟებითო თუ რაღაც და ისე გახედა მგონი ცისფერია იცი? იქნებ მე ვეჩალიჩო და დამიწეროს ქულა ჰა? -მაგაზე დიდი სისულელე ცხოვრებასი არ გითქვამს...ყოჩაღ! რა ცისფერი ავად ხო არ ხარ ! -შენ რა იცი იქნებ კარგა დმალავს ...აბა ამდენი ნაშა მეხვეოდეს თავს და არცერთს გავუღიმო? -მისი სამსახური თუ გახსოვს! რ აუფლება აქვს თავისზე რამდენიმე წლით უმცროს სტუდენტებს ეფლირტაოს და მითუმეტეს რომანი გააჩაღოს . მაშინვე გაუსვებენ სამსახურიდან - ისე ვბრაზდები თითქოს მე მეხებოდეს -კაი დამშვიდდი ... -მშვდიად ვარ ! -გეტყობა-ისევ იცინის და აგრძელებს-ხო მოკლედ ასე იყოოო და რას მოვაყოლე ეს ამბავი? ა ხო მოგვიანებით იმართება წვეულება პირველკურსელებისთვის რა...დეკანატი აწყობს. შუალედურიც მოვილიეთ და მოკლედ რესტორანსი მივდივართ.ლექტორებიც არიან დაპატიჟებულები და ხო წამოხვალ? პარასკევს გვითხრეს და შენ რო არ იყავი -არ ვიცი არამგონია... -აუცილებელია! -რატომაა აუცილებელი რას იგონებ...მეყო ქეიფები.ათასი საქმე მაქვს...ელიტის ნერვები არ მაქვს ხომ იცი არა? -აუ კაი რა მარიააამ...ასეთ ამინდებში რა საქმე გაქვს სულ წვიმს -სახლიდან გასვლა არ მინდა ზუსტად მაგიტომ...ძილის ამინდია. მხართეძოზე ძილი კითხვის შემდეგ შესანიშნავია -გამიგია...გამომიცდია,მაგრამ მაინც უნდა წამოხვიდე -არ ვიცი...ვნახოთ თამუნამ ცალკე ამიკლო სახლში მივდივართ მე და ჩემი კურსელები შენც წამოდიო. მამაჩემმა რა გინდაო იქო, დედაჩემმაც რა საჭიროა დაისვენე სახლშიო . როგორ წახვალ ვინ წამოგიყვანსო არ ვიცნობ მე მაგ შენს კურსლებსო,ათასი ვინმე იქნებაო ყველა უცხოო და შუაღამეს რატო უნდა იბორიალოო მაინც ვერ გაერთობი უცხოებთანო და მოკლედ გადაწყვეტილება არწასვლის შესახებ გამყარებული მქონდა . როგორც კი შევედი აუდიტორიაში მაშინვე მომიჯდა გიგი -ხომ მოდიხარ ხვალ? ყველა უნდა იყოთო დეკანმა -რატომ? -აბა მე რა ვიცი -მართლა ეგრე თქვეს თი მატყუებ -რატო უნდა გატყუებდე ...ვიღაც სტუმარი იქნებაო და სასურველია ყველა იყოთო ნუ არ მოგკლავენ,მაგრამ ...მოკლედ წავედი მე მოვიდა ლექტორი იმედია საღამოს გნახავ ბოლოს გადავწყვიტე წასვლა ,მართალია ვერ ვიტან ამდენჯერ გადაწყვეტილების შეცვლას და ყოველთვის ცუდად სრულდება ეს ამბავი ,მაგრამ მაინც წავედი. რესტორანში რომ შევაბიჯე და სეკრებილ საზოგადოებას მოვავლე თვალი წამსვე ვინანე იქ მისვლა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.