მარწყვის სურელი (8)
- სიამოვნებით გავყინავდი ახლა ამ წამს. ასე არა ? არ მაკოცა ? მოიცა.. მართლა არ მაკოცა ?! ათასი კითხვა მიტრიალებდა თავში და შურსძიების წყურვილი მიპყრობდა.. ისეთი ნაწყენი სახე მივიღე, ლამის ჩემი ასეთი გაბრაზება მეც დავიჯერე. - ჯენი ? რა დაგემართა ? რამე არასწორად გავაკეთე ? სახეზე დამაკვირდა და მივხვდი რომ გულწრფელად შეწუხდა ჩემს გამომეტყველებაზე, მე კი ისევ განვაგრძე მსახიობობა - ჯენი ნუ მაგიჟებ, რა გავაკეთე ესეთი.. სახეზე მეფერებოდა და მეც უფრო მეტად ვებუსებოდი - მე .. მე ვსრუტუნებდი და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ველაპარაკებოდი, თან მის რეაქციას ვადევნებდი თვალს. - მე.. მეგონა მაკოცებდი შენ კი.. ისევ არ ვწყვეტდი სრუტუნს. დაიბნა ვერ გაიგო რა მოემოქმედებია, ერთადერთი რაც იფიქრა ჩემსკენ დაიხარა და საკოცნელად მოამზადა ტუჩები, მეც დრო ვიხელთე და მოხერხებულად დავუსხლტი ხელიდან. - 2 : 2 აბაზანის კარებიდან დავუყვირე და შიგნით ჩავიკეტე. მაშინვე აბაზანის კართან მოვიდა და ადუდღუნდა : - ნამდვილად პატარა ბავშვი ხარ, პატარა მსახიობი. - შენ წამოიწყე სხვათაშორის. აუზის ინციდენტი გამახსენდა და გულიანად ავხარხარდი. - მომისმინე ჯენი! - დიახ გისმენთ წიკლაურის ვაჟო. კარი გავაღე და აკეცილი პენუარით დავუდექი წინ.. არაა .. მის სახეს რომ შევხედე ნამდვილად გადავიფიქრე აქამდე მოფიქრებული და კარის მიხურვა დავუპირე, ფეხი რომ ჩადგა ვეღარ მოვახერხე მიმეხურა.. - მეთამაშებით ქალბატონო ჯენი ? ნელ-ნელა მიახლოვდებოდა და მეც უკან უკან ვდგამდი ნაბიჯებს.. არა რა ჯენი ნამდვილი სულელი ხარ ნახევრად შიშველი რომ თამაშობ კაცის ჰორმონებზე აბა რა გგონია . სწრაფად დაფარა ჩვენშორის მანძილი და მთელი ძალით ამაკრა კაბინაზე, თან ჩემს ფეხზე ამოასრიალა ხელი, წელთან შეაჩერა და ახლა უკვე ნაზად დაატარებდა ხელებს ჩემს წელზე.. - მოიცა, რასაკეთებ ? გაჭირვებით ამოვიკრუტუნე და პენუარზე ხელი მოვიჭირე რომ რამე არ დამცდენოდა. - შენივე წესებით გეთამაშები მითხრა და წამსვე მომშორდა - დამპალი ჩავიბირტყუნე და უკან ავედევნე - არ გითქვამს რატომ ხარ დაჭრილი - საჭირო რომ იყოს გეტყოდი.. - ჰო რა საჭიროა თქმა გავაჯავრე, იქვე მდგომ სავარძელში ჩავჯექი და ახლა თვალებით დავუწყე თამაში - ნუ მეთამაშები, თორემ შენთვის ცუდად დამთავრდება - ცუდად ? ანუ მაგ საქმის არაფერი გაგეგება ვიცოდი რომ ცეცხლს ვეთამაშებოდი და დამწვავდა ეს ცეცხლი მაგრამ მაინც არ ვეშევებოდი გუკას ნერვებზე დაკვრას.. ისეთი გააფთრებული სახით შემომხედა ეს ის გუკა იყო თუ არა მე რომელსაც ვიცნობდი.. - აუცილებლად დამტკიცებაა საჭირო კბილებში გამოსცრა და ჩემსკენ წამოვიდა - როგორ გეკადრებათ ბატონო გუკა, დარწმუნებული ვარ თქვენს შესაძლებლობებში - ხოო და ძალიან კარგი საწოლზე ჩამოჯდა და ტელეფონში რაღაცას ჩააჩერდა. გავბრაზდი, რომ ყურადღებას არ მაქცევდა და გასასვლელად მოვამზადე კარზე რომ დააკაკუნეს. - მოიცა მე გავაღებ ხელით უკან დამხია და კარისკენ წავიდა, გააღოდ და ლიზა მაშინვე ჩაეხუტა - ღმერთო რა კარგია, კარგად ხარ.. სახეზე ეფერებოდა და შიგადაშიგ კოცნიდა - ლიზა მოცა ყველა გაიგებს, ხმადაბლა. ცალი ხელით მასზე ჩამოკიდებული ლიზა ეჭირა , ცალი ხელით კი კარის დაკეტვას ცდილობდა - დიახაც ყველამ გაიგოს, რა ქურდული გარჩევები და დაჭრები გამართეთ შუა ლონდონში.. კარგად ხომ ხართ ? - ახლა ამ თემაზე საუბრის არც დროა და არც ადგილი ამიტომ ჩემო საყვარელო დაო დატკბი იმით რომ შენი სიმპატიური ძმა სიკვდილს გადარჩა და ჩაეხუტე. ხელები გაშალა და წამსვე პატარა ბავშვივით აეკრო ძმას. ის კი თმაზე ეფერებოდა.. შემდეგ როდესაც მისი ძმის მოსიყვარულებას მორჩა ჩემთამ გამოქცა და ახლა მე ჩამეხუტა.. - შენ რომ არა რამეშველებოდა - კარგი რა ასე ნუ ლაპარაკობ, მთავარია ახლა კარგადაა..ისე ელენეს ვერ გადავურჩებით რომ არაფერი ვუთხარით .. - ვაიმე.. ეგ სულ დამავიწყდა. გაშლილი ხელი მსუბუქად მიირტყა შუბლზე და საწოლზე დაებერტყა. მხოლოდ ახლა გავიაზრე რომ აქამდე ისევ გუკას მაისურით დავდიოდი და გამეცინა.. - მოიცა შენ გუკას მაისური რატომ გაცვია ? ლიზა ახლა მაკვირდება და კითხვისნიშნიან მზერას მალვლებს თან იცინის. - ვერ გწტყვი მრცხვენიაა.. ბოლო სიტყვაში სასაცილოდ ვიწელები, ფეხზე ვდგები და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯებით გავდივარ.. გაჭირვებით ვივლი სასტუმროს ვიწრო დერეფანს და ჩუმად შევდივარ ოთახში, ისე რომ ელენემ არ გაიღვიძოს, მაგრამ შებრუნებულს საწოლზე დაფეთებული მზერით მჯდარს რომ შევხედე ლამის გული გამისკდა.. - რა დაგემართა ელენე ? კარგად ხარ ? - მე კი არა შენ თუ ხარ კარგად ხელი მომკიდა და საწოლზე დამსვა. - სად იყავი მთელი ღამე ლამის გული გამისკდა მოიცა დაწყნარდი, ხელი ხელზე გადავუსვი, გუკასთან ვიყავი.. დასრულება არ მაცადა ისე დაიწყო ქოთქოთი - რა გაქვთ საჯავრებელი, რატომ არ იქნებოდით ღამე ერთად, ერთად ხართ ბედნიერები, ელენე როგორაა ვის აინტერესებს ამ დროს .. - გუკა დაჭრეს რომ მივხვდი ასე ვერ გავაჩწრებდი სწრაფად ვუთხარი და რეაქციას დაველოდე.. - მოიცა, რაა ? - დაჭრეს, ვინ და როგორ არაფრით მითხრა.. ლიზა მოვიდა გუშინ ღამით დაჭრილიაო ტიროდა და მაშინვე გავყევი. სერიოზული არაფერი იყო, უბრალოდ ნაკაწრი მაგრამ ძალიან შემეშინდა .. სულ დამავიწყდა სისხლის რომ მეშინოდა ჩემი ხელით დავუმუშავე ჭრილობა..შემდეგ დაწვრილებით მოვუყავი ყველაფერი და აბაზანისკენ წავედი. - მოიცადე - რაიყო ელე ? - გუკას მაისური რატომ გაცვია? - ვერ გეტყვი მრცხვენია. ლიზაზე ნათქვამი გავუმეორე და აბანოში შევვარდი რომ ელენეს ყვირილი არ მომესმინა. კარგა ხანს ვნებივრობდი აბაზანში, სახეს ცხელ ჭავლს ვუშვერდი და თითქოს ვმშვიდდებოდი ყველაფერ ამით.. გამოსულა ელენე უკვა ჩაძინებული დამხვდა და მეც ტკბილად დავიძინე.. გამიკვირდა დილით ადრე რომ გამეღვიძა, ელენეზე ადრე. ახლა მე წამოვაგდე ელენე ჩემი გაღვიძების ლმობიერი ხერხით, მანამ ვკოცნიდი სანამ არ გავაღვიძე - კარგი რა ჯენი, გაღვიძების ხერხებიც რა უიტერესო გაქვს აწუწუნდა და საწოლში ტრიალი დაიწყო. - ანუ შენ გინდა რომ ჩემი მრავალფეროვან ფანტაზიის უნარს მივცე გზა ფართო და შევასხა ჩემს იდეებს ფრთები, თუ რას გულისხმობ ვერ ვხვდები ? ჩამოვურაკრაკე სათქმელი და მეც წამოვუწექეი საწოლზე. - შენ ამდენს როდიდან ლაპარაკობ ? წამოიწია, ზემოდან დამხედა და სიცილი დაიწყო - მიდი მოემზადე და გავიდეთ დღეს სპექტაკლის როლებს ვანაწილებთ - აუ მართლაა ? ნეტავ ვინ იქნება მთავარ როლში - გავიგებთ ფეხს თუ გამოადგამ მალევე მოემზადა ელე და სასტუმროს ერთ-ერთი ოთხში, თავშეყრის ადგილას შევედით, ქალბატონ ეკატერინესთან მდგომ ლიზას და გუკას უბრალოდ თავის დაკვრით მივესალმეთ და ცარიელი სკამისაკენ წავედით. - ელენე, ახლა თუ მარჯვნივ არ გაიხედავ , მაგარ შანს დაკარგავ - კარგი რა ახლა რა მოიფიქრე. მობეზრებულად აიქნია ხელი და ტელწფონს ჩააჩერდა - ელენე შენი ბიჭი მოდის. ვუთხარი და მის დაბნეულ სახეზე ლამის ავხარხარდი - გამარჯობათ ლამაზო ქალბატონებო ელენეს გვერდზე ცარიელ სკამზე ჩამოჯდა ისე რომ ელენეს უმზერდა და თვალებით ბურღავდა - გამარჯობა მხიარულად ვუთხარი და ელეს ხელი მივკარი რომ გამოფხიზლებულიყო.. - ა, გამარჯობა ნიკა. გაჭირვებით მოაბა თავი სათქმელს და შეძლებისდაგავარად გაუღიმა. - ქალბატონო ჯენი, წინააღმდეგი ხომ არ იქნებით ელენე ცოტახნით რომ მოგტაცოთ - რათქმაუნდა არა. გავუღიმე და ელენეს გაბრაზებულ სახეს ყურადღება არ მივაქციე - მსახიობი, ვითომ არ უნდოდა. ჩავიქირქილე და წყვილს მზერა მანამ გავაყოლე სანამ სხვა მაგიდასთამ არ გადაინაცვლეს. - რა აცინებს ლამაზ ქალბატონს? ჩემი უცნობ-ნაცნობი კურსელი ბიჭი დამჯდა წინ და ყურებამდე გამეკრიჭა - არაფერი საინტერესო, გავუღიმე და გუკას სახეს თვალი ავარიდე, თუ ოდნავ მაინც მეხერხება ადამიანის მიმიკის მიხედვით მივხვდე რა მოსწონს და რა არაა, აშკარად მივხვდი რომ წინმჯდომი კურსელი რომლის სახელიც კი არ ვიცი საერთოდ არ ეხატებოდა გულზე წიკლაურს. ეხლა მე რა გავიფიქრე რომ გუკას ვაეჭვიანებ ? რატომაც არა. გავიღიმე და აქტიურად ავყევი ბიჭს საუბარში . - უკაცრავად, თქვენი სახელი ? - ეკე, ეკე აბაშიძე ხელი გამომიწოდა და მეც ხელი შევაგებე. - სასიამოვნოა გავუღიმე და ხელები მაგიდაე მოლოდინის ნოშნად ავათამაშე - შენი აზრით ვის დაამტკიცებენ მთავარ როლებზე ? - არ ვიცი , წარმოდგენაც არ მაქვს - ამბობენ რომ კანდიდატები უკვე შერჩეული ჰყავთ .. - მაშინ კარგია .. ახლა უფრო გავიღიმე და გუკასკენ გავიხედე მაინტერესებდა თუ მიყურებდა, რომ მივხვდი რომ ყურადღებას არ მაქცევდა გავბრაზდი მაგრამ მის თვალებს რომ წავაწყდი ნეტა არ დამენახა , შავი თვალებიდან ნაპერწკლებს ისვრიდა და ყ ელა ნაპერწკალი გულზე მხვდეობოდა სათითაოდ - ესეც ასე. ჩუმად დავიჩურჩულე და ჩვენსკენ მომავალ წიკლაურს ისევ გავხედე - ეკე გამარჯობა. მსუბუქად დაკრა მხარზე ხელი და ისიც მაშინვე მიესალმა. - ხომ არ მიწყენ ჯენია მარტომ რომ ვესაუბრო ნაძალადევად გაუღიმა, ხელო ჩამკიდა და ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი. ეკე წამით შეცბა, შემდეგ ჩაკიდებულ ხელს გაუსწორა მზერა და მალევე წამოდგა ფეხზე - არა რა პრობლემაა, დაგტოვებთ, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ჯენი, გაჭირვებით გამიღიმა და ხელი გამომიწოდა, მაგრამ გუკა ისე იყო ჩემს ხელს ჩაფრენილი გაჭირვებით გამოვაძრე ხელი და ეკესას შევეგებე, გუკასაც თავაზიანად დაემშვიდობა სა ადგილიდან მოსწყდა. ის იყო გუკას ღაღაც უნსა ეთქვა, ლექტორმაც დაიწყო საუბარი.. - მოგესალმებით ბავშვებო, მინდა გითხრათ რომ თქვემდა სამწიხაროდ დასვენების რამდენიმე დღე მიიწურა და დროა იმ საქმეს მივხედოთ რომლის გამოც ჩამოვედით ლონდონში, ჩვენ ძალიან რთული მისია გვაკისრია, ორმაგად მნიშვნელოვანი,რადგან ქარველ მაყურებლებთან ერთად სპექტაკლს ჩვენი ახლაგაზრდათა სამსახიობო დასი უცხოელ მაყურებლებსაც წარუდგენს, დიდიხნიანი მსჯელობის შემდეგ, ლექტორები ერთობლივად მივედით იმ აზრამდე რომ რომანული ნამუშევარის წარდგენა საუკეთესო იქნებოდა, ამიტომ ჩვენ განვიხილეთ თქვენი სივები და ავარჩიეთ რამდენიმე სტუდენტი, მიუხედავად ამისა ჩვენ მხოლოდ სივის ინფორმაციით არ ვიმსჯელეთ და საშუალებას გაძლევთ ყველა სტუდენტს თქვენი თავი მაქსიმალურად წარმოაჩინოთ..ერთნაირი ტექსტით დაბეჭდილი ფურცლები დაგვირიგეს, რომლის მიხედვითაც პატარა სიუჟეტი უნდა გაგვეთამაშებინა. ლექტორს გავხედე რომელიც ინტერესიან და გამომცდელ მზერას ავლებდა სტუდენტებს. მზერა რომ ჩემზე შეაცერა და გამიღიმა ლამის გული შემიწუხდა - გოგონა თქვენ ხელი ჩემსკენ გამოიშვირა და უფრო ფართოდ გამიღიმა - თქვენ დაიწყებთ. დაამატა და მანიშნა მათთან მივსულიყავი. სანამ მათთან მივაღწიე ლამის გავიშოტე ადგილას. ნერვიულობისაგან ხელები მეყინებოდა.. ველი შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.