შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესეც გაივლის...უბრალოდ არ დანებდე (თავი15)


5-05-2017, 22:10
ავტორი s.a-cicinatela-m.m
ნანახია 1 626

რემდენიმე წუთიანი გადარევის შემდეგ სანდრო ისევ დაუბრუნდა ძველ ფორმას, მაგრამ თვალები ჯერ კიდევ უბრწყინავდა და გულიც ისე გამალებით უცემდა...
-აბა?
-რა?
-ამ დღეებში სად წავიდეთ?
-სრულ ჭკუაზე ხარ?
-სად თქო?
-სანდრო დამშვიდდი, სად უნდა წავიდეთ... რა სულელი ხარ.
-რატო?
-ბავშვივით წუწუნებ და უაზრო კითხვებს სვავ...
-კარგი... - მოიბუზა და სავარძელში დაეშვა...
-შენ რა გაბრაზდი?
-ნწ... საიდან მოიტანე... თავი დახარა დასჯილი ბავშვივით...
-აბა შემომხედე? - მის წინ დავდექი და თავი ავაწევინე... მან კი უცებ წელზე ხელები შემომხვია და მომქაჩა, სავარძელში დავენარცხე, ორი წლიის ბავშვივით ვიჯექი მის კალთაში, როცა ლუკა ჩამოდიოდა კიბეებიდან, ჩვენ ის ვერ შევამჩნიეთ...
-არ ხარ არა გაბრაზებული?
-არა... -თვალებს ისევ მარიდებდა...
-მე მატყუებ?
-ჰო კარგი ცოტათი...
-კარგი ხვალ წავიდეთ სადმე, ოღონდ საღამომდე სახლში დავბრუნდებით...
-მოსულა ... - უცებ თმებში ხელი შემიცურა და ისევ მაკოცა...
-უკაცრავად?! - ისმის ლუკას გაოცებული ხმა, უცებ შევკრთი და სანდრო მოვიშოორე, ლუკას დანახვაზე წამოდგომა ვცადე, მაგრამ სანდრომ ამის საშუალება არ მომცა,
-დიახ... -ამაყად უპასუხა სანდრომ, მე კი დამორცხვებული აღარ ვიცი რა მექნა...
-ხელს ხომ არ გიშლით? - ირონიული ღიმილით იყურებოდა...
-სულაც არა, შეგიძლია გაიარო...
-იქნებ აქ მინდა დარჩენა და ფილმის ყურება? - ვიცოდი ლუკა სპეციალურად წელავდა საუბარს...
-მერე დაჯექი, ხელს არ შეგვიშლი...
-კარგი... შეგიძლიათ გააგრძელოთ...
-გამიშვი... - ჩურჩულით ვუთხარი სანდროს რომ ლუკას არ გაეგო...
-რატო? - გამაჯავრა სანდრომ - და გაიცინა
-გეყოფა... - ისევ ჩურჩულით ვუთხარი
-არასდროს მეყოფა.... - ისევ გააჯავრა.
-გთხოვ...
-მაკოცე და ისე... -გამიღიმა
- ამოვიოხრე და ლოყაზე სწრაფად ვაკოცე... -ვსო?
-ახლა აქეთ -ამჯერად მარვენა ლოყა მოაბრუნა, ვაკოცე და სწრაფად წამოვხტი. ლუკას გვერდით დავუჯექი და ხელი გადავდე...
-შენ რა ეჭვიანობ? -გამეცინა
-არა, უბრალოდ...
-უბრალოდ კი -გავაწყვეტინე მე...
გაბრაზებული სახით შემომხედა, მაგრამ ვამჩნევდი როგორ მალავდა სიხარულს... ხელები მოვხვიე და გულში ჩავიკარი...
-ამისთვის არ მემეტები... - სანდროს გახედა და სიცილი დაიწყო...
-ოჰ, რას მიწუნებ- ნაწყენი ხმით ჰკითხა სანდრომ.
-სხვათაშორის მასზე აღარ უნდა ილაპარაკო...
-რატო ვითო?
-იმიომ რომ... - ჩემი თავისუფლება, თავდაჯერებულება გაქრა და თითქოს მრცხვენოდა იმის აღიარება რომ მე და სანდრო ერთად ვიყავით...
-ახლა ის ჩემი გოგოა, მარტო მე მეკუთვნის... - სამაგიეროდ სანდრო არ დაბნეულა.
-სერიოზულად? მეღადავებით? - თითქოს არ იჯერებდა, მაგრამ ნამდვილად რთული დასაჯერებელი იყო?!
-ხუმრობის რამე მეტყობა? -ამჯერად მე ვუპასუხე ლუკას.
-ჩემო სიცოცხლე... როგორ გამიხარდა, თუმცა არა უფრო მეწყინა...
-რატომ? - ლუკას ასეთმა სერიოზულმა განაცხადმა დამაბნია.
-კარგი რა ვერ ხედავ... ამ ჯიხვის გარდა სხვა ვინმე არ იყო, თუ ბიჭები გამოილია?
-მოკეტე რა... - სანდრომ უცებვე დაუსერიოზულა ლუკას, - ლუკა კი უაზროდ ხარხარებდა.
-აი შეხედე რა უხეშია...
სანდრო წამოდგა და ლუკასკენ გაემართა, ასე ბავშვებივით კარგა ხანს ირბინეს ბოლოს სანდრომ ლუკა დაიჭირა და ვითომ ჩხუბი დაიწყეს, ყურადღება არ მივაქციე, ისედაც დაღლილი ვიყავი.
-გეყოფათ რა... მე ცოტას დავისვენებ და მერე ვივახშმოთ კარგი?
-აუუ არა მშიაა... - წამოყო თავი ლუკამ, - აუ ხო ნიაკო მეც მშია... -ფეხზე წამოდგა სანდრო.
- ამხელა კაცები ხართ თუ გინდათ დამელოდეთ თუ არა და აი სამზარეულო აი პროდუქტები, რაც გინდათ ის გააკეთეთ, მაგრამ გაფრთხილებთ ტყუილად პროდუქტი არ გააფუჭოთ და არც არაფერი გატეხოთ, საღამოს ამინდი შეიცვალა, ცა მოიღრუბლა...
ბოლოს მაინც თავისი გაიტანეს, ვახშამი მოვამზადე და გემრიწელად მივირთვით, მერე მითითებებით დავარეცხინე ჭურჭელი ლუკას, სანდროს კი დავამშრალებინე. საქმეს მოვრჩით, სამივე მდივანზე დავეყარეთ,
-აბა ლუკაჩო ძალიან დაიღალე?
-კიი - ამოიხვნეშა და თავი კალთაზე დამადო, ფეხები მკერდზე მიიდო, მოიკუნტა და გაინაბა...
-ჩემო სიცოცხლე, ერთადერთო... - ლუკას თმის ბოლოებში საყვარელი კულულები მამშვიდებს, მსიამოვნებს თმაზე ფერება... მეორე მხარეს სანდრომ ხელე გადამდო, რამდენიმე წუთი ასე ვიჯექი...
-ლუუკ -ნელა დავადე ხელი და შევარხიე - აქ არ დაგეძინოს, ადი მაღლა მოწესრიგდი და დაიძინე, ლუკა ზოზინით წამოდგა და კიბეებს მიაშურა,
-კბილები არ დაგავიწყდეს -მივაძახე და სანდროს მხარზე თავი დავადე.
-შენ არ დაიღალე? -სანდროს ალერსიანი ხმა ისე საოცრად მსიამოვნებდა...
-არცისე...
-მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გოგო მე მყავს, ვამაყობ... - გაიღიმა და შუბლზე მაკოცა...
ცოტა ხნის მერე ოთახამდე ამაცილა, თითქოს ძალიან შორს იყო, ამაზე ბევრი ვიცინე, წიგნის კითხვა რატომღაც შემეზარა და ხვალისთვის გადავდე, ჩემი საყვარელი გაბი მოვლენების განვითარების გამო სულ გამომრჩა, საყვარელი პატარა თანდათან იზრდებოდა, სახლში თავისთვის დაბაჯბაჯებდა, იმ საღამოსაც ჩემს ოთახში მისთვის განკუთვნილ საწოლში იწვა, რომ შევედი ყურადღებაც არ მომაქცია, მივხვდი რომ ღრმად ეძინა, ამიტომ შევეცადე არ გამეღვიძებინა...
მეორე დილით თვალი რომ გავახილე დავინახე მომღიმარი სანდრო, ისე თბილად მიყურებდა, პირველად დავიბენი თავი სიზმარში მეგონა, მერე თვალები მოვიფშვნიტე...
-დილამშვიდობისა... - შუბლზე მაკოცა, ისეთი თბილი ტუჩები ჰქონდა...
-დილამშვიდობის - ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი ვერაფერს...
-რატომ ხარ ასე გაოცებული?
-შენ რა - საბანი შევამოწმე ხომ მიფარავდა სხეულს,
-რამე დავაშავე?
-აქ რატომ ხარ?
-სრული უფლება მაქვს ჩემს საყვარელ და ერთადერთ გოგონასთან ვიყო, მის გაღვიძებას ვუყურო,
-უბრალოდ არ ვარ მიჩვეული... - გამახსენდა გუშინდელი...
-მალე შეეჩვევი...
-თუ შეიძლება "ხალათი" მომაწოდე?
-აიღე - მომაწოდა
-შენ რა მთელი ღამე აქ იყავი? - ხალათი ჩავიცვი და წამოვდექი...
-არ შეიძლება? - ღიმილს აშკარად იკავებდა
-თუ მე არ ვიცი არა...
-აჰაა, გასაგებია, ანუ შენი ნებართვის გარეშე არ შეიძლება
-ნუ ბოდიალებ, რაღაცეებს - კარი გავაღე - მოდიხარ?
-კიი, დაგეწევი...
- კარგი... -კარი ღია დავტოვე და კიბეებს ჩავუყევი მაშინვე სამზარეულოსკენ გავწიე... ტაროდან ჭიქები ავიღე და მაგიდაზე დავდგი, მივტრიალდი და მაცივარი გამოვაღე დაწვენიც მაგიდაზე დავდგი, მერე უცებ, მარტივი რეცეპტით ბლინები გამოვაცხე, მაცივრიდან ჯემი და შოკოლადი გამოვიღე და ბლინებთან ერთად მაგიდაზე დავდგი, წვენი ავიღე და ჭიქებში ჩავასხი მერე ისევ თავის ადგილზე დავაბრუნე, უცებ წელზე ვიღაც ხელებს მხვევს და მხარზე თავს მადებს, უცებ შევკრთი, მაგრამ მერე მივხვდი რომ ეს სანდრო იყო და მალევე დავმშვიდდი,
-რა გემრიელი სურნელია...
-მალე შეჭამე გაცივდება და გემოს დაკარგავს...
-კარგი - თავი აიღო და ლოყაზე მაკოცა...
-მმმ...უგემრიელესიაა...
-მადლობა. - ისე მესამოვნა შექებაა...
-აბა როდის გავიდეთ?
-სად?- უცებ დავიბენი - ა, ჰო, ჯერ მივირთვათ და მერე...
-კარგი, მაგრამ შენთუ ლაგება დაიწყეე... - დაიწყო ისევ ბუტბუტი
-არ დავიწყებ - გავაწყვეტინე მე.
-ლუკა სად არის?
-სარბენად გავიდა თან თამუნა უნდა ვნახოო თუ რაღაც... დაიბარა, მალე მოვალო...
-აჰა, გასაგებია.
როგორც კი დავასრულეთ მაშინვე ავედი გამოსაცვლელად, კარადა გამოვაღე და ქვევიდან სანდროს შრეძახილი მომესმა
-ნიაკო, ნიაა....
-ჰო, რა გაყვირებს,
-რამე კლასიკური ჩაიცვი...
-ამჯერად რატომ?
-ძმაკაცს "ნიშნობა" აქვს და იქ მივდივართ, თან ჩემს მეგობრებს გაიცნობ... არ გაინტერესებს?
-კარგი, მოვემზადები და ჩამოვაალ...
შავი გაშლილი კაბა და შავი "ზამშის" ფეხსაცმელი... მალე ჩავედი დაბლა...
-თმები როგორ გავიკეთო?
-აწეული ძალიან გიხდება, მართლა...
-ოოო, ეგრე არ მიხდებაა...
-თუ არ უნდა დამიჯერო რას მეკითხები?
-კარგი წავიდეთ?
მანქანაში ჩავჯეით, თმების წვალება დავიწყე, თან წუწუნი...
-ტვინი წაიღე უკვე... ხვდები?- მკაცრად გამომხედა სანდრომ
-კი ერთი... - ისევ გავაგრძელე
-საერთოდ შეეშვი რა, ნერვებს მიშლი...
-ისე შენი მეგობრებიც შენნაირები არიან?
-ჩემნაირში რას გულისხმობ?
-აი ეგეთი მოღუშული, ნერვიანებიბი...
-ყველა არა...
-კარგია... ჰო რაღაც მითხარი სანამ მოვემზადებოდი, გამახსენე...
-არასდროს არ გიკითხკითხია მათზე თქო
-არასდროსდ გიხსენებია მეგობრები...
ხმამაღლა ამოისუნთქა.... მალე მივედით რესატორანში, იმდენი ხალხი იყო და ისეთი აურზაური... სანდროს მეგობრებისკენ გზა როგორღაც გავიკვლიეთ, ყველა ისე მათვალიერებდა, ადგენდნენ ღირსი ვიყავი თუ არა სანდროსი... ძალიან სასიამპოვნო და დადებითი ტიპები იყვნენ განსდაკუთრებით ანდრია და ზურა, თითქმის ყველა დამიმეგობრდა და მაგარი დრო გავატარეთ, ხან ერთს გავყავდი საცეკვაოდ, ხან მეორეს, ბევრი ვიცინეთ, ნიკა ისეთი სასაცილო იყო... მანამ სანამ კართან ვღაცას არ მოკრა თვალი, ისე უყურებდა თითქოს მოჩვენება დაენახოს, მერე უაზროდ მოსწყდა ადგილს და ვიღაცას აედევნა ზურას გავხედე... არ ვიცი რა უნდა მექნა, ნუთუ ასე მარტო დამტოვებდა სანდრო, ან ვის ეკიდებოდა, რა ხდებოდა?
-ნია, შენ აქ იყავი, იცოდე ანდრეასთან დარჩი,იცოდე ფეხი არ მოიცვალო, -ანრდეა მიხედე... - მერე ნიკას თავით ანიშნა გამომყევიო, ისინიც გაუჩინარდნენ, ანდრიამ სკამამდე მიმიყვანა და ჩამოვჯექი, მერე წყალი მომიტანა...
-დალიე და დამშვიდდი... -აღელვებული ხმა არ შეიმჩნია.
-რა ხდება? ანდრია რა ხდება?
-არაფერი საყვარელო, დამშვიდდი არ ინერვიულო...
-როგორ არ ვინერვიულიო, სანდრომ ვიღაც დაინახა და მას დაედევნა, გიჟივით გავარდა... რა ხდება?
-რა სულელი ხარ, მალე მოვა, ალბათ მოსაწევად გავიდა...
-სანდრო არ ეწევა... - ისეთი დაბნეულობა შეიქმნა, ანდრეა იყო მართალი თუ მე?
ისეთი არეული ვიყავი, ყველაფერი ამერია გონებაში... წამოვდექი, ანდრიამ მკლავზე ხელი მომკიდა...
-საით?
-შეგიძლია სახლში წამიყვანო?
-კი, მაგრამ ზურამ...
-კარგი ჩემით წავალ...
-არა, არა წაგიყვან...
მთელი გზა გაბრუებული ვიყავი, ვერაფერზე ვფიქრობდი, თანდათან მახენდება, როგორ ჩურჩულებდნენ გვერდით -ნოე რა დაბრუნდა? - არ, არსებობს... -სანდრო ალბათ მოკლავს და თავს დაიღუპავს... -ამ ორიდან თუ ერთი არ მოკვდა ისე არაფერი ეშველება ამ საქმეს... ყველაფერი ეს ისეთი რთული იყო, თითქოს ურთულესი მათემატიკური ამოცანა უნდა ამომეხსნა, მაგრამ ვერაფერს ვხვდებოდი...
მანქანიდან ჩამოვედი...
-გინდა ცოტახნით შენთან დავრჩები...
-ნუ ღელავ მარტო არ ვარ, ლუკა სახლში იქნება და მემგონი მამიდაც...- მივტრიალდი და გზაგავნაგრძე... მერე გავჩერდი -გმადლობ... -სახლში შევედი და მანქანა მერე დაიძრა... დერეფანი გავიარე და არც კი შემიხედია "მისაღებში" ვინ იყო, ჩემს ოთახში მიმავალ გზას გავუყევი...
-ნია... - დამიძახა ლუკამ, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე...
-გოგო, შემომხედე, რა ხდება? - ჩემთან მოვიდა და მკლავზე მომქაჩა...
-ახლა არა... - ხელი მოვიშორე და ოთახში ავედი...
ტანსაცმელი გამოვიცვალე მთელი ჩემი ძალა წამართვა ამ პროცესმა, მერე საწოლზე დავწექი... უცებ კარი გაიღო და ნიტა შემოვიდა, მოვიდა და საწოლზე ჩამოჯდა, მეც წამოვჯექი და ჩავეხუტე... მერე კალთაზე თავი დავადე...
-დეი, ხომ იცი რაც არ უნდა მოხდეს შენს გვერდით ვარ, მოკლედ მომიყევი, რა ხდება?
-დამტოვა, ისე გაიქცა არც კი გავხსენებივარ, სულ დაავიწყდა რომ ვარსებობ...

აბა იმედია მოგეწონებათ, რჩევები მჭირდება: როგორია, რამე აკლია? ან რამე ზედმეტი ხომ არაა? გელოდებით...
და ჰო მიყვარხართ... <3



№1  offline მოდერი bla.ell

იუუჰუუუ უმაგრესოოოო ძააან მაგარი თავი იყო აღბრთოვანებული ვარრრ და ველი შემდეგ თაავს

 


№2  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

bla.ell
იუუჰუუუ უმაგრესოოოო ძააან მაგარი თავი იყო აღბრთოვანებული ვარრრ და ველი შემდეგ თაავს

ეგეთი კარგიც არ არის flushed ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent