შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომა 4


6-05-2017, 02:26
ავტორი tikliko
ნანახია 1 387

_შენ მე  დამეხმარები..
_რაში?
ძალიან მაინტერესებს რაში უნდა  დავეხმარო ამ პრიმატს .
_ყველაფერს ხედავ და გესმის...ჰმ..
კალამს აწვალებს და კვლავ მიმზერს.
_ხო ,მერე ?
_თან ისინი ვერ გხედავენ...
_რა კარგია ,რომ სულ მახსენებ ჩემს მდგომარეობას!
გაბრაზებული ვბურტყუნებ .ნეტავ შემეძლოს მისი უტვინო თავი ვაბრახუნო სამუშაო მაგიდაზე.არა რა ...თუმცა ამ მაგიდას რას ვერჩი.ესაა აზრების მფრქვეველი მანქანა.
_ნუ მიყურებ ისე თითქოს ჩემი მოკვლა გინდოდეს!
_რათქმაუნდა ბატონო!
_იცოდე ნერვებს ნუ მიშლი!ენის ჭარტალს,ტლიკინსა და უაზრო მუქარებს ჯობს დამეხმარო.
_მოიცა, მე ვტლიკინებ?!
მარჯვენა ხელს ჩემსკენ ვიშვერ და გაბრაზებული კბილებს ერთმანეთს ვაჭერ.
_სულო ,შენ ჩემი ნათქვამიდან მხოლოდ ეს გაიგე?!ჩემი ყურები და თვალები იქნები ამიერიდან.
_ეგ როგორ?
_აუ ,დამეხმარები ჩემი მომავალი კომპანიონის შესახებ ყველაფრის გაგებაში.
კალამს მაგიდაზე კულტურულად აბრახუნებს ,ხელებს იჯვარედინებს და სავარძლის საზურგეს უფრო ეკვრის.
_მოიცა,მოიცა .ესეიგი ვიღაცას უნდა ვდიო ,გავიგო რა სურს და შენ ჩაგაბარო.იცი რა,მეტი საქმე არა მაქვს!
_გაქვს!
_რა?
_დიახ,სულო,აბა დაფიქრდი.მართლაც არ გაქვს მეტი საქმე ,თუ ჩემს გაბრაზებას არ ჩავთვლით.
_არა ,ამას არ გავაკეთებ!
კბილებიდან ვცრი სიტყვებს და სავარძლიდან ვდგები.
_კარგი რა.მე დახმარებას გთხოვ.
_ნუ მიყურებ ხბოს თვალებით,არ გიხდება მოსაწ....ბა ...
_სულო..
_არა !
_კი !
_არა!
_კი,სულო,კი.
_აუუ...ხო კაი და რა უნდა გავაკეთო?
ტუჩებს გაბუტულივით წინ ვწევ და ისევ სავარძელში ვჯდები.
_არ მეგონა ასე მალე თუ დამთანხმდებოდი.
_ნუ დამცინი ,თორემ..
თითს მისკენ ვიშვერ და ვემუქრები.ისიც უცებ სერიოზულდება და საქმიანად იწყებს საუბარს.არა და სულ არ ეშინია ვაჟბატონს თურმე ჩემი.


მგონი ეს სახლია.ახლა რა ვქნა?ეს რა ჯანდაბაა?!ოთახი საშინლად მოწყობილია.ჩვენი დაკვირვების ობიექტის ოთახი კი სულ არეულია.ფეთხუმი!სადაცაა ზიზღისაგან გული ამერიოს. "ობიექტი" ოთახში შემოდის და თან ტელეფონზე საუბრობს.
_არა, ბიჭო!...ვერ ვითანხმებ...ეგ ნაბ**ვარი მაგარი დაკვირვებულია...მასე ვიზამ ლუკა...ფეხები არ მომჭამოს!...მაგ ურჩხულს მალე ვიხილავ ჩემს ფეხებთან დამხობილს...მისმინე,ის საბუთები მჭირდება....არ მაინტერესებს!როგორც გინდა ისე შედი მის კაბინეტში...და როდის იზავ?იცოდე,ხვალ მოაგვარე ეს საქმე....

საუბარს ასრულებს და გახდას იწყებს.ესეიგი მისი ჩაძირვა გინდათ ბატონო დიმიტრი.როგორ მინდა თქვენი გაწბილებული გამომეტყველების ნახვა.ნწ,რა სამწუხაროა.არა და რა სიმპატიურია,თუმცა აკაკიზე მეტად არა.ეხლა მე რა ვთქვი?!მორჩი სისულელეებზე ფიქრს !შემოვუძახე ჩემს გაფანტულ გონებას .

ბატონ აკაკის ვეძებ ,მაგრამ მგონი აორთქლდა.სად წავიდა ეს კაცი?მთელი ოთახები შემოვიარე მისი სახელის ძახილით.არადა მითხრა არსად გავალ შენთან საქმე მაქვსო.მატყუარა იდიოტი.თუმცა ერთ ოთახში არ შევსულვარ.რამდენჯერმე დამაინტერესა,მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი.იქნებ და იქ იყოს.მის სახელს გავიძახი და ოთახში შევდივარ.უცაბედად იქვე მართლაც აკაკის ვხედავ სკამზე დამჯდარს ,რომელიც შეცბუნებული მალევე ნაჭერს აფარებს რაღაც საგანს .
_მოიცა ,როდის მოხვედი?
ანერვიულებულია,თვალებშიც არც მიყურებს .მარცხენა ხელით წინ ჩამოყრილ შავ ,უხეშ თმას ისწორებს.მის მარცხენა ხელს ინსტიქტურად ვაკვირდები და მთლიანად საღებავითაა მოთხვრილი.
_აქ რას აკეთებდი?იცი რამდენი ხანია გეძებდი?!
პასუხს მოხერხებულად არიდებს თავს.
_ვერ გავიგე როდის შემოხვედი.განმარტოება მინდოდა.
_შენ რა ხატავდი?
ვიცხადებ და მაინც არ მჯერა.აბა ,აღარ ვხატავო?
_შენ არ თქვი აღარ ვხატავო?
_ასეცაა.
თვალებს აქეთ_იქით აცეცებს და ახლა რა საყვარელია ეს ვაჟბატონი...
_მატყუებ!
_მე...ეე..არა..ან რატომ უნდა მოგატყუო?!
ცოტა ხმას უწევს და უკვე მზერას აღარ მარიდებს.
_აბა,ეს რა არის?მაჩვენე რა.
_არა.ჯერ არ დამისრულებია.
_ჰმ,არადა არ ვხატავო!
დოინჯს ვაკეთებ და სახეს ოდნავ წინ ვწევ.
_რამ მოგიარა ნეტავ ვიცოდე.
_უბრალოდ მომინდა...ან რატომ უნდა აგიხსნა რამე!
ოჰ,დაბრუნდა ტირანი.

_მართლა ასე ესაუბრა იმ ვიღაც ლუკას ?
_ხო.
_მაგის დედა შე***ი!
_ჩემი მისია ხო შევასრულე?
_ჯერ არა!კვლავ უთვალთვალებ ...
_აუუუ...


ღამის 12 საათია.აკაკი გარეთ ეზოს  ლამპიონების წინ დგას და რაღაცაზე ფიქრობს.არ მინდა მყუდროება დავურღვიო.იმდენად მარტოსულია,რომ მიკვირს.მეგობრები საერთოდ არ ჰყავს?ოჯახიც არა...რა უცნაურია.თუმცა რა მიკვირს მისი საქციელებით ცოფავს ხალხს,მაგრამ ხანდახან ისეთი მშვიდია და ისე ბავშვური,რომ...აუუ,რაზე ვფიქრობ?!მგონი ვგიჟდები.

ქვემოთ ჩავდივარ და გვერდით ვუდგები.ხმას ცოტახანი არცერთი ვიღებთ, სანამ თავს არ წევს და ჩემსკენ არ იხედება.
_ლამაზია.
უცნაური ბოხი ხმით ამბობს,თვალებში მიყურებს,რაზეც უნებურად ელექროდენი მივლის ორგანიზმში.
_ხო,მართლაც ლამაზი ცაა.
ზემოთ ვწევ თავს განათებული ცა ვარსკვლავებით ,რომ მოჭედილა."ნათურები" მთლიანად ბრდღვიალებს სიშავეში და მთვარის ნათებასთან ერთად უცნაურ ატმოსფეროს ქმნის.
_მე ეს არ მიგულისხმია.მე შენს თვალებზე ვთქვი.
ცოტახნის შემდეგ მეუბნება.რაზეც  რეფლექსურად მისკენ მიიწევს თვალები.
_მადლობა.
_თუმცა შეიძლება ცაზეც ვთქვი.რა იცი?
ირონიულად მიღიმის და შავ ირისებს არ მაშორებს.
_საზიზღარო!
რაზეც იაზვურად იცინის ,მაგრამ მოულოდნელად  მალევე სერიოზულდება,გუნება სწრაფად ეცვლება და ვხედავ,როგორ ეჭიმება კისერი.
_შენ არაფერი გახსოვს და არც არაფერი გაღელვებს.ხანდახან მინდა ყველაფერი დავივიწყო და ჩემი სულის ტკივილი შრამთან ერთად მოვიშორო,მაგრამ ხანდახან მინდა ვიტანჯო უსასროდ და მასხოვდეს ის იარები...და რა მარტო ისინი.არასოდეს ვყოფილვარ არავისთან ასე გულწრფელი....
_იქნებ იმიტომ,რომ არავინ მოგისმენდა?
_შეიძლება..ადამიანების ნდობა ჩემთვის  რთულია.
_შეგიძლია მომიყვე.მე ხომ მაინც ვერავის ვეტყვი.
ტკივილით ოდნავ ეღიმება და მუშტებს კრავს.
_დედას ძალიან უყვარდა ,რომ ვხატავდი.სიხარულით მივდიოდი მასთან და გაბრწყინებული სახით ნახატს ვაძლევდი.მერე ის სიყვარულით მიმზერდა და მამასაც აჩვენებდა.დედისერთა და  გათამამებული ვიყავი.მერე გამოფენებს ვაწყობდი ,თან პარალელურად უნივერსიტეტში არქიტექტურაზე ვსწავლობდი....
რომ არა ის შემთხვევა ...რომ არა...ახლა ისინი აქ იქნებოდნენ..ავარია მოხდა მეც მათთან ერთად ვიჯექი უკან.სახეზე ნაიარევი აქედან დამრჩა და არა მარტო სახეზე.სული მტკივა,რადგან ამქვეყნად არავინ მყავს ,ყველას ჩამოვშორდი.

მისი ტკივილით ნათქვამი თითოეული სიტყვა გულზე მხვდება.მინდა ვანუგეშო და ვუთხრა ,რონ მარტო არ არის...
_... და იქნებ უფალმა შენთან გამომგზავნა?
_მთელი ტანით ტრიალდება და  თვალები უშეშდება.
_ვითომ?....რაღაც არამგონია შენნაირი ენაჭარტალა გამოეგზავნა.
ახლაც ირონიულია მისი ნათქვამი,რომლის დროსაც ტუჩებს აპობს და თეთრ კბილებს აჩენს.
_დამპალი ხარ!რა უცებ მოხვედით, ბატონო აკაკი,კარგ ხასიათზე .მადლობის სამაგიეროა?
_მადლობას აქეთ უნდა მეუბნებოდე შენ,რომ გიტან.
ტრიალდება და სახლისკენ მიდის.რა უცებ შეეცვალა ხასიათი.ახლა მე ვარ გიჟი თუ ეს ?


ხანდახნა მგონია ,რომ ასე სამუდამოდ ვიქნები.თუმცა სხვა რამ არ იქნება სამუდამო.მუდამ ასე მარტოსული ვიქნები მომავალში,ისიც არ ვიცი ვინ ვარ,ვინმეს ვენატრები,ვუყვარვარ თუ მიხსენებენ...მაგრამ იქნებ ჩემი წარსულიც მასავით ტკივილიანია?მის სიტყვებს ვიხსენებ და ვგრძნობ რაღაც ემოციები ეპარება ჩემს სულს.


უკვე ერთი კვირაა ბატონ დიმიტრს ვუთვალთვალებ.არაა სასიამოვნო მისი დევნა და იდიოტური სიფათის ყურება ,მაგრამ მგონი მართლაც მეტი საქმე არ მაქვს.ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა.თუ არ ჩავთვლით დიმიტრისთვის მოულოდნელად ჩაფუშულ საქმეებს.

სახლის სახურავზე ვარ ,მზის სხივები ქარის მოტანილ გამაბრუებელ სურნელს ქმნის და შესანიშნავ ნეტარებას მანიჭებს.
_ჰეი,მანდ რა ჯანდაბას აკეთებ?!
ჩემს ნეტარებას ვიღაც პრიმატის ხმა სწვდება.ადრე დაბრუნებულა.მე კი მისი მოსვლა ვერ შევამჩნიე.
_რა გაღრიალებს?!ისე უბრალოდ.რა, არ შეიძლება?
_გოგო,გადმოვარდები!
ამას მთელი ემოციით მეუბნება ,გახდილ პიჯას ხელით ებღაუჭება და ზურგზე იგდებს.
_აუ,ჩემი ,სულ დამავიწყდა სული რომ ხარ.
რამდენიმე გამვლელის ყურადღება კი მიიქცია მანამდე მისმა ღრიალმა.

მისაღებში გაუხდელად ტახტზე მისვენებულია ,ფეხსაცმელიც კი არ გაუხდია.თვალები მილულული,შავი თმები არეული და დაღლილი ფერმკრთალი სახე აქვს.
_მანდ როგორ ეტევი?
_ხომ შეგიძლია მარტო ყოფნა დამცადო?!
მიღრენს და ცალ ხელს თავ ქვეშ იდებს.
_ფეხზე მაინც გაიხადე!
_მეზარება.
_ზარმაცი ხარ!დამლაგებელი ისე როდის მოვაა?
_ხვალ ალბათ..მშია.
_მეც მშია.
_მართლა?
გაკვირვებული თვალებს ჭყიტავს და თავს ოდნავ წინ წევს.ჩემი სახის გამომეტყველების დანახვისას ხვნეშით აგდებს ამ უკანასკნელს უკანვე.
_არ გინდა ცოცხალი ,რომ იყო?
მისი კითხვა მაფიქრებს.რომლის პასუხიც ნამდვილად არ მაქვს .
_არ ვიცი.
ტახტთან ახლოს იატაკთან ვჯდები და მას ზურგით ვეყრდნობი.
_საერთოდ არ გძინავს ?
კითხვების დასმას არ წყვეტს რაზეც თვალებს ვატრიალებ.
_არა.
_დღისით "დავალებაზე" ხარ ....და მთელი ღამეები რას აკეთებ?
_არაფერს,ვფიქრობ...
_ანუ მეჩვენებოდა...
ხმის ტემბრი ეცვლება და ვგრძნობ მისი გულის ფეთქვას.
_რას გულისხმობ?
_არაფერს...
_არადა მგონია რაღაცის კითხვა კვლავ გინდა.
_ხანდახან ვგრძნობ ,რომ ღამით შენ მიყურებ,ძილბურანში იასამნის სურნელს ვისუნთქვავ...მერე კი ძილის მორევში ტკბილად ვეშვები....თუმცა რა სისულელეა...
ალბათ მომეჩვენა.

ფეხზე დგება და ზემოთ სართულზე ადის.მისი სიტყვებისგან გაოგნებული და დამუნჯები ერთ წერტილს ვუმზერ.რა ვუთხრა?მთელი საღამო მძინარეს გიყურებ შორიდან და ახლოს მოსვლას ვერ ვბედავ _მეთქი?....
არ მინდა ღრმად შევტოპო ...არ მინდა მთელი ცხოვრება უხილავად ეს მწუხარება ვატარო..გამოსავალი კი არ მაქვს.მისგან შორს ყოფნა მტკენს და ვერც ვძლებ.იმაზე სუსტი ვყოფილვარ ვიდრე ვფიქრობდი.



№1  offline წევრი davinna

dzalian momwons es istoria da mainteresebs ra daemarta am gogos. velodebi shemdegs daaa pliiiiz agar daaagviano ra

 


№2 სტუმარი Guest ნათია

აღარ დადებთ შემდეგს?დიდი ხანია ველოდები

 


№3 სტუმარი თიკუნია

აღარ დადებ?

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიამი

გააგრძელე გთხოვვ ძალიან მაგარი მოთხრობაა!

 


№5 სტუმარი სტუმარი Tamta

Meramdened eavikitxe ukve, didi siamovnebit wavikitxavdi gagrdzelebasac, ise mainteresebs ra moxdeba..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent