შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანეთვალება დემონი. თავი 3


6-05-2017, 16:18
ავტორი katiusha
ნანახია 4 496

რუსა ვერ ისვენებდა ერთ ადგილზე და ცქმუტავდა. კანჭს გემრიელი და მსუყე ნაჭერი ჩამოაჭრა და თეფშზე გადაიღო. გემრიელად ილუკმებოდა. ელენეს მის დანახვაზე სიცილს ვერ იკავებდა
-რა გაცინებს?-ჭამა შეწყვიტა მან და გოგოს მიაჩერდა
-შენზე მეცინება. ისე მადიანად ილუკმები თითქოს მთელი კვირა არაფერი გიჭამია
-მთელი კვირა არა. მაგრამ მთელი დღე არაფერი ჩამსვლია კუჭში და ძალიან მშია. ასე რომ შეწყვიტე ჩემი ყურება და მიირთვი შენც. მიდი მიდი.. მიუთითა მან საჭმელზე და ლუდის ბოკალს დასწვდა. ელენეს გაეცინა და მანაც ლუდი აიღო
-ასე დავლიოთ რომ სადღეგრძელო არ ვთქვათ?
-ვის გაუგია ლუდით სადღეგრძელოს თქმა?
-რა მნიშვნელობა აქვს?ესეც ხომ სასმელია? ხოდა მოდი ჩვენ გაგვიმარჯოს.
რუსამ უხმოდ დაეთანხმა და ისევ მოიყუდა. მერე დარბაზს მოავლო თვალი და უცებ მზერა შორიახლოს მჯდომი ორი მამაკაცისკენ გაექცა, სწრაფად მოასწრო მათი შეთვალიერება და დასკვნების გამოტანა. ორივეს ელეგენტურად ეცვა. ძალიან უხდებოდათ კლასიკური ტანსაცმელი. ორივე მაღალი მხარბეჭიანი და წარმოსადეგი იყო. პიჯაკების ქვეშ მათი ნავარჯიშევი, დაკუნთული სხეულები იკვეთებოდა. რაღაცაზე გაცხარებით ლაპარაკობდნენ და დროდადრო ჩუმდებოდნენ, უცებ ერთმა დარბაზში მიმოიხედა და მოულოდნელად რუსას თვალებს შეეჩეხა. გოგომ სწრაფად აარიდა თვალი და ელენეს უჩურჩულა.
-ელე . იმ ორს შეხედე.
-ვის? ელენემ იმ მიმართულებით გაიხედა სადაც რუსა ანიშნებდა
-აი ის ორი შავგვრემანი, შარვალ-კოსტუმიანი ტიპი რომ ზის. ნახე რა მაგარი ბიჭები არიან. რა კუნთები აქვთ. რა აღნაგობა.
-რუსა,რუსა.ახლა არ დაიწყო. გაჩერდი. ესენიც ისეთივე იდიოტები იქნებიან, როგორც შენი თაყვანისმცემლების უმეტესობა.
-გული მიგრძნობს რომ ესენი სხვები არიან. ხომ არ მივიდე და გავიცნო? განსაკუთრებით ის ოდნავ ღიპიან,, ნახე რა საყვარელი ლოყები აქვს, რა თვალები.
-გაფიცებ სად დაინახე ახლა თვალები? -გაეცინე ელენეს
-მგონი მანაც შემამაჩნია. ნახე მიყურებს. შეხედე გოგო.- ძალით გაახედა ელენე. სწორედ ამ დროს საპირისპირო მხრიდან მეორე მამაკაცმაც მოიხედა და მათი თვალები რამდენიმე წამით ერთმანეთს შეხვდა...გოგოს მაშინვე რაღაც დაემართა მის შემოხედვაზე და სხეულში რაღაც უცნაურმა დაუარა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა რომ თითქოს სადღაც ჰყავდა ნანახი და სული აუფორიაქა ამ შეგრძნებამ. ასეთი რამ არც ერთი მამაკაცის დანახვაზე არ უგრძვნია. არც მაშინ როცა პირველად შეუყვარდა...სწრაფად აარიდან მზერა და რუსას მიუბრუნდა
-ჯანდაბა მაინცდამაინც ახლა მოიხედა.-ჩაილაპარაკა .-დაანებე თავი და მიხედე შენს თეფშს. ნუ აცეცებ თვალებს აქეთ-იქით, -მკაცრად უთხრა მეგობარს
-ხომ არ მივიდე?ვერ ვისვენებ. ეგ ბიჭი უნდა გავიცნო.
-რამ აგამჩატა და გამოგაშტერა ოცდახუთი წლის გოგო. დაჯექი შენს ადგილზე და დაელოდე მოვლენების განვითარებას.-უსაყვედურა ელენემ.-ნუ ჩქარობ, როცა საჭირო გახდება სიყვარულიც მოგაკითხავს და საყვარელი მამაკაციც
-შენ ხომ ადამიანს ყველაფრის ხალისს დაუკარგავ. გაბუტულმა დახარა რუსამ თავი
-კარგი რაა რუს. დაანებე თავი ყველა მამაკაცს. არავის არაფერი შეეხვეწო და არც ინიციატივა გამოიჩინო. ხომ ხედავ მე რა დამემართა როცა ავმჩატდი და სიყვარულს უფლება მივეცი დავბრმავებულიყავი?ამხელა მაგალითი გიზივარ წინ და არ მინდა შენც გადაიტანო ის ტკივილი რაც მე. უბრალოდ დაჯექი და დაელოდე მას ვისაც მთელი ცხოვრება ელოდები. ვიცი ადრე თუ გვიან აუცილებლად მოვა.-გაამხნევა ელენემ მეგობარი.
მთელი საღამო ებუზღუნებოდა რუსა მეგობარს და თან ხუმრობდა. დროდადრო იმ უცნობებისკენ აპარებდა თვალს . ელენეს მათკენ აღარ გაუხედავს, მშვიდად იჯდა თავისთვის და მობილურით სოციალურ ქსელში ერთობოდა.
არც მამაკაცებს გაუხედავთ მათკენ. მეტიც მალევე ადგნენ და იქაურობა დატოვეს. რუსამ დანანებით გააყოლა თვალი და თავის თეფშს უხმოდ დააჩერდა...

-რა დაგემართა?რას გამომაქციე ასე უცებ?-უსაყვედურა ირაკლიმ და მანქანში ჩაჯდა
-არაფერი, უბრალოდ გამახსენდა რომ რაღაც საქმე მქონდა.-უხალისოდ უპასუხა ბექამ
-ნუ მატყუებ კარგი?კარგად ვიცი რაღაც დაგემართა. ვინმე დაინახე იქ ისეთი?
-არა არავინ.უბრალოდ აღარ მინდოდა იქ დარჩენა. ბექა უკვე მანქანების სადგომინდან გადიოდა
-ეჰ არადა როგორ გვიყურებდნენ ის გოგოები. აშკარად მოვეწონეთ და დარწმუნებული ვარ მაგარი ღამე გამამაზინე. დღეს კარგად გავერთობოდით.
-გეჩვენება. არ გვიყურებდნენ.
-დარწმუნებული ვარ რომ ასეა. არ მეჩვნება მე არაფერი ქალებთან დაკავშირებით
-აბა რაა. შენ ხომ ქალების ფსიქოლოოგიაში ექსპერტი ხარ.-გაეცინა ბექას
-შენ იცინე იცინე და ნახავ ასე უცოლოდ რომ დაბერდები.
-ეგ მე ვიცი უცოლო დავბერდები თუ ცოლიანი., ახლა არ მითხრა შენ იმ ორიდან ერთ-ერთში ჩემი მომავალი მეუღლე დავინახეო.
-მეუღლის რა გითხრა. მაგრამ კარგი ნაშა კი იყო ის წაბლისფერთმინი. ცისფერი თვალები ჰქონდა და აშკარად მე მიხმობდა.. უფ სიამოვნებით გავ.....დი ამაღამ. გაიცინა ხმამაღლა ირაკლიმ და ხელები მოიფშვიტა.
-ფრთხილად იყავი თუ მართლა ეგეთი ჩანდა გამოცდილი იქნება მაგ საქმეში და აქეთ არ გაგ...ოს.. -გააჯავრა ბექამ
-ვინ მეეე?
-ხო შენ. ხედავ რა გამოშტერებული ხარ ამ ქალების გადამკიდე. ყველა კაბიანს ეკიდები. ისე სასაცილო იქნება ერთხელ ქალის კაბაში კაცი რომ შეგხვდეს... -ბექა უკვე ხმამაღლა იცინოდა.
-ეგ მე კი არა შენ არ დაგემართოს. ხანადახან მგონია რომ ქალების გეშინია და არ მოგწონს ისინი. ისე ერიდები მათთან ურთიერთობებს. შენ შემთხვევით გეი ხომ არ ხარ?შენ გვერდით ქალი არასოდეს მინახავს...
-შენ რა ეჭვი გპარება ჩემს მამაკაცურ შესაძლებლობებში?-გაკვირვებულმა ჰკითხა ბექამ
-აჰაა. თავი დაუქნია ირაკლიმ და ბოლომდე გამოიწვია ძმაკაცი
-კარგი. მაშინ ახლა დამაცადე შენ და ნახავ ყველაფერს
ბექამ სწრაფად მოატრიალა მანქანა და სიჩქარეს მოუმატა. უკან დაბრუნდა ბართან და მანქანა გააჩერა. სწრაფად გადავიდა მანქანიდან და ირაკლის ანიშნა წამომყევიო. შიგნით შევიდა და დარბაზს თვალი მოავლო. ოდნავ შესამჩნევად ჩაეღიმა. ისინი ისევ იქ იყვნენ და მშვიდად ვახშმობდნენ.
-ახლა ნახე შენ.-უჩურჩულა მეგობარს
-რას აპირებ?-ჩურჩულითვე უპასუხა მან
-ნახავ. გამოსცრა მან და გოგოების მაგიდას მიუახლოვდა. თავზე წამოადგა და რიგრიგობით გადახედა ორივეს.. სანამ გოგოები მიხვდნენ რა ხდებოდა. ერთ-ერთს მკლავში მოჰკიდა ხელი. წამოაყენა. სახე დაუჭირა და მის ტუჩებს დააცხრა. ისე ვნებიანი და მომთხოვნი იყო მისი კოცნა რომ გოგოს წამით გონება დაებინდა და აჰყვა კიდეც კოცნაში. რუსამ გაკვირვებისგან შეჰყვირა და პირზე აიფარა ხელი. არანაკლებ გაოცებული იყო ირაკლიც. მალე გოგონა გონს მოვიდა. გამოერკა ხელი ჰკრა და მოიშორა
-რას აკეთებ იდიოტო?ვინ მოგცა ამის უფლება?დაუყვირა ბიჭს
-დარწმუნდი? -მოუბრუნდა ირაკლის ბექა ისე რომ გოგოს პასუხი დააიგნორა
-რას ბოდავ?რა დავრწმუნდი?შენ ნორმალური ხარ საერთოდ? -ხმას აუწია ელენემ მაგრამ ბექამ ხელის ერთი მოძრაობით გასწია გვერდზე, მობრუნდა და გასასვლელისკენ წავიდა.
-მოიცა სად ჯანდაბაში მიდიხარ ან საიდან გამოჩნდი? არ უნდა მითხრა და არ უნდა ამიხსნა რას ნიშნავს თქვენი საქციელი? წინ გადაუდგა გოგო და ჯიუტად ჩააშტერდა თვალებში. გელოვანი დააბნია მისმა გამოხედვამ, მაგრამ ყველანაირად ეცადა რომ არ შეემჩნია როგორ იყო მისით მოხიბლული და მისი თვალებით მოჯადოებული.
-გამატარე გოგონი. უხეშად უპასუხა და გვერდი ისევ აუარა.
-ვინ მოგცა ამის უფლება? დააწია გოგომ ზურგსუკან
-ჩემმა თავმა. ჩაეცინა ბიჭს და ისე გასცა პასუხი უკან არ მოუხედავს კარში გაუჩინარდა.
-ნახვამდის საყვარელო. მიაძახა ირაკლიმაც დაბნეულ რუსას და იმავე კარში გაუჩინარდა სადაც ბექა.

სახლში იმდენად გაბრაზებული დაბრუნდა რომ ცოფებს ყრიდა, ამაოდ ცდილობა რუსა მის დამშვიდებას. ბოლოს შეეშვა და სავარძელში ჩამოჯდა. უხმოდ აყოლებდა თვალს წინ და უკან მოსიარულე ელენეს, რომელიც ნერვულად დააბიჯებდა ოთახში. იმდენად იყო გაბრაზებული რომ უკან როცა დაბრუნდნენ საჭესთანაც ვერ დაჯდა და პირველად მოხდა ისე რომ რუსას ანდო მანქანის მართვა.
-არა როგორ გაბედა. ვიღაც იდიოტმა ეს როგორ გამიბედა?
-ეს რა იყო ისე?ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი სანამ გავიაზრე უკვე გკოცნიდა, გაეცინა მას და ტელეფონისთვის თვალიც არ მოუშორებია.
-გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი. ვზივარ ჩემთვის და უცებ ვიღაც იდიოტი მოდის და მკოცნის ისე თითქოს შეყვარებული ყოფილიყოს ჩემი და მერე ისე მიდის ვითომც არაფერი. პასუხის ღირსიც არ გამხადა. გაბრაზებულმა დივანზე ჩამწკრივებულ ბალიშებს დასტაცა ხელი და აქეთ-იქით სროლა დაიწყო.
-რას ერჩი?სიმპატიური კი იყო ის ოხერი. გაეცინა რუსას.-მითხარი არ მოგეწონა მისი კოცნა?
-რა კოცნა რუსა?რა კოცნაზე მელაპარაკები?აზრზე არ ვიყავი რა ხდებოდა და ეგ როგორ გამეგო?
-სულელი ხარ ამხელა გოგო. როგორ ვერ გაიგე მაგ კოცნის გემო? აი იმ მეორეს ჩემთვის რომ ეკოცნაააა. თვალები მინაბა რუსამ
-ხმაა.. ხმა აღარ გავიგო შენი და აღარც ის იდიოტები ახსენო გასაგებია?მკაცრად უთხრა ელენემ.
-კარგი რაა აღიარე რომ მოგეწონა. რა გჭირს?როდის აქეთ გახდი უგრძნობი?ნუთუ იმ იდოტმა სულ ჩაკლა შენში გრძნობები და სიყვარულის უნარი?
ელენემ ისეთი თვალებით შეხედა რომ გოგომ გაჩუმება ამჯობინა და წამოდგა. საძინებელში გავიდა და მარტო დატოვა მეგობარი თავის ფიქრებთან ტკივილთან და გრძნობებთან ერთად...

-ამას ნამდვილად არ ველოდი შენგან ძმაო. თავშეკავებული და მუდამ ჭკვიანი ბექა გელოვანი დღეს ასეთი პირველად ვნახე. ასე მოქცევა თუ შეგეძლო აქამდე სად იყავი?ეცინებოდა ირაკლის.
-ხომ დარწმუნდი რომ მეც შემიძლია გაგიჟება?ხოდა ახლა გაჩუმდი და ხმა აღარ ამოიღო
-რა ვქნა ახლა ვერ გავჩუმდები. რამ მოგაფიქრა ეგ?
-შენ გამიმიწვიე.
-თავიდან ვიფიქრე იმ მეორესთან მიდის -თქო, მაგრამ მერე იმ ქერას რომ ეცი და წამოაყენე ხმა ვეღარ ამოვიღე. ისიც და მისი მეგობარიც ისეთი დაბნეულები იდგნენ რომ ხმას ვერ იღებდნენ.
-მე ეგეთი ბარბისთოჯინები არ მომწონს
-აბა როგორი ქალები მოგწონს?
-ვისაც ვაკოცე ისეთები. იცი წამით მეგონა რომ ის გოგო მიყურებდა რომ გიყვებოდი. რაღაცით მას ჰგავდა.
-ახლა გასაგებია რატომაც აკოცე მას.
-ისე როგორ აფთარივთ მეცა და როგორ გამიძალიანდა?ამასაც არაუშავდა ისე. კარგი ქალი იყო ჩაილაპარაკა ბექმა
-სად მოასწარი მისი შეფასება გაფიცებ?
-პროფესიიდან გამომდინარე არ გამჭირვებია.ვგიჟდები ასეთ ველურ ქალებზე
-საინტერესო ვინმე ხარ.თვითონ ისეთი წყნარი, დინჯი და თავშეკავებული ხარ და ასეთი ქალი რათ გინდა?
-იმავე მიზეზის გამო, რისთვისაც შენ ის მეორე მოგეწონა. უპასუხა ბექამ და ირაკლის სათქმელი აღარ დაუტოვა. ისიც გაჩუმდა და სახლამდე ხმა აღარ ამოუღია....

******************
ელენე საწოლში იწვა და ძილი არ ეკარებოდა. უკვე შუაღამე იყო.საათის ისრები ორს აჩვენებდა. მოუსვენრად ტრიალებდა საწოლში. ბოლოს წამოჯდა და ტელეფონი აიღო ნომერი აკრიფა
-სერგი მე ვარ.. როგორ ხარ?... იმედია არ გაწუხებ?...მოკლედ რბოლა მინდა ახლავე რამე სირთულით....სად?ფულს გადავიხდი...ოც წუთში შეგხვდები... როგორც მეტყვი...
მობილური ჯიბეში ჩიდო და ადგა. კარადიდან საგულდაგულოდ შენახული ტანსაცმელი გამოიღო და ჩაიცვა. პარიკიც მოირგო, მკვეთი მაკიაჟი გაიკეთა და რამდენიმე წუთში სარკიდან უკვე სხვა ქალი უმზერდა. მხოლოდ თვალები ჰქონდა შემორჩენილი ელენესგან. ამ ტკვილიან მზერას ვერაფერს უხერხებდა. ის შეუცვლელი იყო...
სახლიდან ფეხაკრეფით გავიდა და მანქანის საჭეს მიუჯდა. რამდენიმე წუთში უკვე დანშნულების ადგილზე იყო. სერგი იქ ელოდა. მარტო იყო. მის დანახვაზე მანქანიდან გადავიდა და მიესალმა.
-წესით აქ არ უნდა ვიყო ეხლა და შენ მარტო არ უნდა გეჯიბრებოდე. მაგრამ ვერავინ დავითანხმე შენთან შეჯიბრზე ამაღამ. გაეცინა მას და მეგობრულად გადაკოცნა
-მე ახლა არ გეჯიბრები. და რომ წავაგო არც ეგ მადარდებს. უბრალოდ მინდა რომ დავიცალო., ამ ემოციებისგან და ტკივილისგან დავიცალო და ცოტა ხნით დამავიწყდეს ყველაფერი, მხოლოდ სიჩქრე და ადრენალინი მავიწყებს ამას
-რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა ეტყობა?რადგან შენ ეს გადაწყვიტე. შეგიძლია მომიყვე. სერგი თავის მანქანას მიეყუდა და გოგოს მიაჩერდა.
-მოსაყოლი არაფერია.
-რატომ არ გვენდობი ბოლომდე?ჩვენ ხომ ჩვენს რიგებში მიგიღეთ?რატომ ხარ საიიდუმლოებით მოცული? იქნებ შევძლოთ და დაგეხმაროთ?
-ამას ვერავინ მოახერხებს. ჩაილაპარაკა დანანებით და ბიჭს გვერდით ამოუდგა
-შენ სცადე და იქნებ მოვახერხოთ.
-მაშინ დედა გამიცოცხლე, შეგიძლია?-თვალი თვალში გაუყარა გოგომ. სერგი გაჩუმდა მიხვდა რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვან და მტკივნეულ თემას შეეხო გოგო
-კარგი მართალი ხარ. ეგ არ შემიძლია. მაგრამ რაც შემიძლია იმაში დაგეხმარები.
-რა მარშუტი გვაქვს?
-ახლა თბილისი ქუჩები ცარიელია. მარშუტი შენ აარჩიე, მაგრამ გახსოვდეს მაქსიმუმ ათ წუთიანი უნდა იყოს რბოლა, მერე პოლიცია ყველა გზას გადაკეტავს.
-მარჯვენა სანაპირო ბოლომდე.
-კარგი. იყოს ასე. არც ერთ შუქნიშნანზე არ ვჩერდებით
საჭეს მიუჯდნენ და შუქნიშანზე ჩავიდნენ. კანტიკუნტად მოძრაობდნენ მანქანები. ძირითადად ტაქსები. შუქნიშანზე მწვანე აინთო და ისინიც ადგილიდან ისრებივით მოწყდნენ. სიჩქარეს ნელნელა ზრდიდნენ. შემხვედრ მანქანებს გზას უვლიდნენ. ერთი-ორი საპატრულო ეკიპაჟიც შეხვდათ, მაგრამ ისინიც მშვიდად ჩამოიშორეს და მშვიდობიანად გავიდნენ ბოლომდე. მერე თბილისის ზღვისკენ აუხვიეს და მანქანის სანომრე ნიშნებს ლენტები მოხსნეს, რომელიც მათ ნომრებს ფარავდა.
-რას იტყვი?-ჰკითხა სერგიმ
-არაფერს, ცოტა მიშველა.
-მიხარია ცოტათი მაინც თუ დაგეხმარე. ახლა წავალ მე და შენც ფრთხლად იყავი.
სერგი მობრუნდა და მანქანში ჩაჯდომას აპირებდა როცა ელენემ შეაჩერა.
-მოიცადე. ეს აიღე, მან ფული მიაწოდა.
-ეს რისთვის?
-მე დღეს რბოლა წავაგე.-
-დღეს გაპატიებ.- გაეცინა მას. ამ ერთი წლის განმავლობაში პირველად აღმოჩნდი მეორე.მაგრამ ჩვენ ხომ ამაზე არ შევთანხმებულვართ?
-წესი წესია.
-ჩათვალე რომ დღეს გეპატიება. ვალი გექნება ჩემი. გაეცინა ბიჭს და მანქანში ჩაჯდა. საჭეს მიუჯდა და ელენე მარტო დატოვა.

დილით განყოფილებში მისულ გელოვანს ახალი ამბები დაახვედრა ირაკლიმ. კაბინეტში ბოლომდე არ იყო შესული რომ უკან მიჰყვა და სქელი საქაღალდეც მიაყოლა.
-ეს რა არის?
-წუხალნდელ ღამეს უშედეგოდ არ ჩაუვლია. აგენტები და საპატრულო ეკიპაჯები გავაფრთხილე, და შედეგმაც არ დააყოვნა. ინფორმაციები უკვე შემოვიდა.
-რა გაარკვიე? ბექა სავარძელში ჩაჯდა და კომპიუტერი ჩართო.
-მოკლედ არის რამდენიმე ადგილი სადაც ისინი იკრიბებიან და რბოლას მართავენ. წუხელ კამერებმაც დააფიქსირეს, სანაპიროზე ორი მანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა.სამწუხაროდ ნომრები დაფარული ჰქონდათ, მაგრამ მათი სახე დააფიქსირეს და მალე მოიტანენ. პროგრამისტები მუშოაბენ.
-ასეც ვიცოდი. დარწმუნებული ვიყავი ადრე თუ გვიან შეცდომას დაუშვებდნენ. კმაყოფილს ჩაეღიმა ბექას და საქმის მასალებს ჩაუჯდა. მალე ფოტოსურათები მოიტანეს. ირაკლიმ გამოართვა და მაგიდაზე დააწყო . ორივე ყურადღებით უყურებდა. უხარისხო იყო მამაკცის სურათი, მას შავი კეპი უფარავდა სახეს და თითქმის არაფერი ჩანდა. სამაგიეროდ ნათლად ჩანდა და კარგად გაარჩევდი გოგოს სახეს.
-წარმოუდგენლია ქალი მართავდეს მანქანას ასე. გაოცებულმა წამოიძახა ირაკლიმ
-წაიღე და მისი ვინაობა დაადგინე. უბრძანა ბექამ. მარტო რომ დარჩა ოთახში სურათი აიღო და მიაჩერდა. საიდანღაც ეცნობოდა მისი სახე. ვიღაცას აგონებდა.
-ისევ მწვანე თვალები. ჩაილაპარაკა თავისთვის.- ამდენი წელი რატომ დამდევს სულ უკან და არ მასვენებს. სკამზე გადაწვა და ღრმად ჩაისუნთქა.
-ვიღაცას გავხარ, მაგრამ ვერ ვიხსენებ ვის. ნეტავ ვინ ხარ? რადაც არ უნდა დამიჯდეს გიპოვი და პასუხს აგებ, ვერც ეგ თვალები ვერ გიშველის, გამოსცრა მერე კბილებში და სურათი მაგიდაზე დააბრუნა...
უნებურად წუხანდელი შემთხვევა გაახსენდა და იმ გოგოს დამფრთხალი მაგრამ ამავე დროს გაცეცხლებული თვალები წარმოუდგა წინ. მას მიამსგავსა ვინც სურათზე იყო აღბეჭდილი. რათქმა უნდა ეს უბრალო მსგავსებას მიაწერა. არ შეიძლებოდა ის გოგო ერთ წამს ქერა ყოფილიყო და მეორე წუთს შავგვრემანი, მაგრამ თვალები მასაც იგივე ჰქონდა. ისევ სურათი აიღო და გაორებული მიაჩერდა მას.
-რამხელა ტკვილის მალავენ შენი თვალები. ჩაილაპარაკა გულდაწყვეტით.-ნეტას ვინ ხარ და ასეთი რატომ ხარ? ჩაილაპარაკა დანანებით და საქმეს მიუბრუნდა მაგრამ მთელი დღე გული ვერაფერს დაუდო. ვერაფრით იშორებდა მწვანე თვალებს ასე რომ აბნევდა მას



№1  offline მოდერი ენემი

საოცარიაა ელენე და მე ორი ერთნაირი სიჩქარის მოყვარული, გიჟი. :D ვგიჟდები რბოლაზეეე <3 heart_eyes kissing_heart kissing_heart . ველი ახალ თავს წარმატებები <3

 


№2 სტუმარი ნნნ

დაამატე ახალიიიიიიიიიიიიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent