შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო [სრულად] +18


6-05-2017, 17:26
ავტორი MoonDaughter
ნანახია 18 177

***
მაღვიძარა რეკავს... საშინელი ხმა აქვს, პირდაპირ უფსკრულში მიმაქანებს ფიქრებით. ხელებმა თავისით დაიწყეს ბოდვა, ჰაერში აიხლართნენ, საშინელი ხმისკენ გაექანნენ, ერთმანეთს ასწრებდნენ... ხმა გაჩუმდა.
„ღმერთო რა მშვენიერია სიჩუმე“, ისევ ჩემს ნათელ ფერებში ჩავიკარგე, მიმთვლიმა.
ისევ საშინელი ხმა და ისევ წყვდიადი. „არა, არ შემიძლია." ცალი ფეხი გადმოვყავი ლოგინიდან, სიცივემ მუცლამდე ამოირბინა და ისევ ჩაირბინა. „როგორ მეზიზღება.“
წამებში გავეხვიე თბილ ტანსაცმელში და ისევ სიცივეში გავვარდი. „როგორ მეზიზღება.“
ცნობისმოყვარე , ზიზღიანი , სევდიანი თვალები... ცინიკური, მომღიმარი ტუჩები... ადამიანების ფიქრები ჩემს ფიქრებს უერთდებიან და გრძნობებს მიკლავენ.
„ჩემი ავტობუსი, ოღონდ მივასწრო.“ მივრბივარ, სუსხიანი ქარი სახეში სილას მაწნის, 10 ნაბიჯიც და ავტობუსში ვარ, „ჯანდაბა, გამასწრო“.
ცინიკური სახეები გაჩერებაზე, პირდაპირ ჩემს აწეწილ თმას უყურებენ. მუხლები მიკანკალებს, „ნეტა უჩინარი ვიყო.“ ნერვიულობისგან ვკანკალებ, გულში წვას ვგრძნობ.
-გოგონა, რა აკეთებ, რას? - წარბებშეკრული თვალები მიყურებს.
კაპიშონში შევიმალე. ირგვლივ ცინიკური ტუჩები გაიხსნა, (ხარხარი). „როგორ მეზიზღება.“
-რას აკეთებ მეთქი, რა უზრდელი თაობა მოდის, ბოდიშსაც კი არ იხდიან. - დაიხარა და თავის ფეხსაცმელს ჩემი ფეხსაცმლის ანაბეჭდს აშორებს.
„კარგია, რომ მის წარბებს ვერ ვხედავ“
უხმოდ, ჯიბიდან ხელსახოცი ამოვიღე და დავიხარე, „საშინელი წარბები, პირდაპირ სახეში შემომაჩეჩა“
-რაღა დროსია, უკვე გავწმინდე. ზრდილობა ისწავლე. ეჰ, რა თაობა მოდის. ეს რა ხდება.
„წარბები უფრო დაიკლაკნენ, მეჯღანებიან. ღმერთო, რა საშინელი წარბებია.“
ჩუმმა ხარხარმა ბეჭები ამიწვა, მთელს ტანში ცეცხლის ბურთი აკენკობანას თამაშობს.
„მადლობა ღმერთს, ავტობუსი მოვიდა.“
თავით შევვარდი, რომ საშინელ სახეებს და წარბებს მოვშორებოდი. უკან ხმა მომესმა.
-საშინელი ახალგაზრდობაა, მოხუც კაცს ავტობუსში შესვლას ასწრებენ.
-თავხედი, სადაა ამის პატრონი?!
ისევ ბეჭები ამეწვა, ცხელმა ლავამ მუცელი ჩამწვა.
არ ჩერდებიან. უკან გახედვა არ მინდა.
„ყველა მე მიყურებს, ის საშინელი წარბები, აქაც მომაგნეს. ყველგან ისინი არიან.“
პირველივე გაჩერებაზე ჩამოვვარდი ავტობუსიდან, მძღოლის ყვირილზე შემოვტრიალდი.
-ეს თავხედები, ფულსაც აღარ იხდიან. მადლობა მაინც გადამიხადე, ფუ შენი...“ ავტობუსი გინებით გააქროლა.
უცებ გამახსენდა, რომ მძღოლისთვის ფულის გადახდა დამავიწყდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
ტროტუარზე გავიჯგიმე და გაურკვევლად მივშტერებოდი ერთ წერტილს, მანქანამ ჩაიქროლა და ჭუჭყიანი წყალი პირდაპირ სახეში შემომასხა. ისევ ცინიკური, მოხარხარე ტუჩები.
ავდექი და ყველაზე დიდ გუბეში ჩავჯექი - იქნებ, ვინმეს მაინც შევეცოდო...

***

არ ვიცი, რამდენი ხანი ვიყავი ასე გაუნძრევლად იანვრის სუსხიან ამინდში ჭუჭყიან, წყლით სავსე ორმოში. ვერაფერს ვგრძნობდი, ვერც სიცივეს, ვერც ადამიანების მზერას, ვერც ტკივილს. თვალები დახუჭული მქონდა და ვცდილობდი წარმომედგინა ჩემი სამყარო, ჩემი ფერადი სამყარო, სადაც ვპოულობ ჩემს ადგილს, ჩემს თავს. თუმცა არა, ჩემს სამყაროში მე უბრალოდ მაყურებელი ვარ, იქაც უჩინარი ვარ. მხოლოდ სითბოს ვგრძნობ. ვხუჭავ თვალებს და თავით ვეშვები ჩემს სამყაროში.
მთვარეული გოგო
გოგო, რომელიც ხატავს

ის ცხოვრობს ერთ პატარა ქალაქში, რომელსაც ქვია – მწვანე. ჰო, მწვანე, უბრალოდ მწვანე, რადგან ამ ქალაქში ყველაფერი მწვანეა. ქალაქი ტყეშია ჩაფლული, ტყეს კი ირგვლივ მწვანე ზღვა აკრავს. თითქოს ბუნებაც იცავს ამ ქალაქს.
ქალაქში შენობები ფერადია: ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი, მწვანე, იისფერი… მწვანე მდელოებს და ტყეს, ფერადი ყვავილები შესევიან. ისინი ყველგან არიან… თბილი ნიავი იქვე, პატარებს ეალერსება, ისინიც იცინიან, დარბიან, ნიავს დასდევენ, დამალობანას ეთამაშბიან, ყვავილები ბავშვების სამალავს თამაშობენ, ბავშვების სიცილი ყველგან ისმის, ნიავი ყვავილებს ააშრიალებს და დაინახავს წითელთმიან გოგონას, რომელიც მასში შემალულა პატარა ხოჭოსავით. წითელთმიანი გარბის, იცინის, მზე მის თმას ააკაშკაშებს, ნიავი კი მის კულულებს აათამაშებს… სიმწვანეში გოგონას წითელი აშრიალებული თმა, ახალ, უცხო ყვავილს ჰგავს… ასეთი ყვავილები მხოლოდ ამ ქალაქში ხარობს. გოგონა კისკისით დარბის ფერად შენობებს შორის და მისი თმა კიდევ უფრო კაშკაშა, უჩვეულოდ დიდი და ლამაზი ხდება, ის ცოცხალია, სუნთქავს, ისიც კისკისებს და ქალაქის მცირე მაცხოვრებელს ცეკვისკენ მოუწოდებს.
ყვითელი შენობიდან, ცისფერკაბიანი გოგონა გამოვარდა სიცილით, კისკისით და მისი გიშერივით შავი თმა შეუერთდა წითელ კულულებს, ნიავი მასაც ეთამაშება, გოგონები გარბიან, იცინიან……. ვარდისფერი შენობიდან, თეთრთმიანი ბიჭი გამოხტა ხელში ფერადი ლენტებით, ხელები ჰაერში ააპყრო და ნიავს ახალი სათამაშო აჩვენა, ლენტები აშრიალდნენ, აიხლართნენ წითელ და შავ ხაზებს შორის, ისინი გარბიან, ქალაქს წრეს ურტყამენ, ქალაქის ყველა მაცხოვრებელი უერთდება მათ და ნიავს დამალობანას ეთამაშება….
-გოგონა, რა გაცინებს? სასწრაფოდ ამოდი წყლიდან ბაბუ, გაცივდები. ხომ კარგად ხარ? გაკვირვებული მიყურებს ჭაღარა, მოხუცი ბაბუა და თან ორივე ხელით მაჯებზე მექაჩება რომ წამომაყენოს.
თეთრთმიანი ბიჭუნა ვარდისფერ შენობაში შედის, უკუსვლით… ლენტებით ხელში, ყვითელ შენობაში ცისფერკაბიანი გოგონა ბრუნდება, წითელთმიანი გოგო უკუსვლით გარბის, გარბის და ყვავილებში იმალება………
დაბნელდა…………………………..



თავი ვეღარ შევიკავე და ისტერიკული ტირილი დავიწყე. არ ვიცი რას ვტიროდი, იმას რომ მარტო ვარ რეალურ სამყაროში თუ იმას რომ ბაბუამ გამომაფხიზლა. ალბათ, ორივეს ერთად. დღე დაეწია ჩემს სამყაროს და აქაც ჩამობნელდა. ბაბუა უამრავ კითხვას მისვამს, მაგრამ მე კვლავ ერთ წერტილს მივშტერებივარ და საერთოდ არ მესმის არავის ხმა. ასე მჩვევია ხოლმე, ისტერიკული ტირილის შემდეგ თვალი მიშტერდება, სადღაც ვიკარგები და როცა ვფხიზლდები, მიჭირს გამორკვევა, სად ვარ... ახლაც, როცა გონს მოვედი, ირგვლივ უამრავი ადამიანი შემომხვეოდა და ბჭობდნენ რა სჭირდა ამ საწყალ გოგოს. ისე იყვნენ ჩემზე ლაპარაკში გართული, რომ იქედან გაპარული ვერც კი შემამჩნიეს. ტაქსი გავაჩერე, მძღოლმა გულგრილად ცელოფანი გადმომიგდო უკან, ამაზე დაჯექი, სავარძელი არ დამისვაროო. როგორი ზიზღი ვიგრძენი იმ წამს მის თვალებში, არ მიყვარს ადამიანების თვალები. მათში თავიანთი სული ისე მკაფიოდ ჩანს, ყველაში ჩემს მიმართ გულგრილობას ვხედავ, ვხედავ რომ ისინი ჩემს სულს ვერ ხედავენ. საკმარისია მათ თვალებში ჩავიხედო და ვგრძნობ როგორი მარტო ვარ ამ ვეებერთელა ლურჯ ბურთზე.

სახლში შევედი, ყველაფერი გავიხადე, თბილ პლედში გავეხვიე და ლოგინზე დავესვენე. მინდა დავიძინო, მაგრამ არ გამომდის. ვერაფერს ვგრძნობ... ტკივილი! სად ხარ ჩემო მწველო გრძნობავ? ნუთუ შენც მარტო დამტოვე? მოდი ჩემთან, მოდი გამანადგურე! მე შენი ვარ, მხოლოდ შენ გეკუთვნი! მოდი, ჩემთან მოდი ტკივილო, ჩამარჭე შენი ბასრი კლანჭები, შიგ გულში ჩამარჭე, შენ მაინც შემიყვარე, ხოლო თუ ვერ შემიყვარებ, არ მიმატოვო... ცივმა სიმხურვალემ დამიარა მთელს ტანში, კანკალმა ამიტანა, მცივა, სულ ვკანკალებ. სიცივე ცეცხლად იქცევა და მგონია რომ ოხშივარი ამდის მთელს სხეულზე, არა არ მგონია, ვხედავ... ვხედავ ცხელ ორთქლს როგორ ადის ჩემი სხეულიდან, მეღიმება... რა მშვენიერია, მომწონს რომ მტკივა. მოხვედი არა? არ მიმატოვე ტკივილო... შენ გიყვარხარ მხოლოდ. მხოლოდ შენ გიყვარვარ, ხმა ამიკანკალდა, წყლის ბურთები ერთმანეთს ასწრებენ ჩემი თვალებიდან გათავისუფლებას, მორბიან, ლოყის გავლით ნიკაპიდან ვარდებიან და სიხარულით თავისუფლდებიან ჩემგან. თავისუფლდებიან ჩემი მახინჯი სხეულისგან, ჩემი ნატანჯი სულისგან, ხელებს სახეზე ვიფარებ და ისტერიკული ტირილი კივილში გადამდის, მინდა სახე დავიკაწრო. „გამოდიიიიიი! გამოდი ჩემგან შე ლაჩარო! გამოდი, გამათავისუფლე, ნუღა მტანჯავ, გთხოვ გამოდი, გამოდი გევედრები.......“ სუნთქვა მიჭირს, ჰაერი არ მყოფნის, ლოგინზე წამოვჯექი, ვგრძნობ ისტერიკა მეწყება, წყლის ბურთები არ ჩერდებიან, ერთი მეორეზე სწრაფად გამორბიან, თითქოს ეშინიათ შიგნით არ დარჩნენ, იმდენად იშვიათად ვტირი, რომ ალბათ ამ დღეს სულმოუთქმელად ელოდნენ... მუხლებით დავეგდე, იატაკს თავი დავადე და დავიწყე ჩურჩული: „ჩემო პატარა, რატომ წახვედი ჩემგან. რატომ ჩამაგდე ტკივილის კლანჭებში? ახლა ის მიყვარს, კი ის მიყვარს. ტკივილი სიყვარულად გადამექცა.“

არ მახსოვს ასე რამდენ ხანს ვიჯექი, მაგრამ როცა გონს მოვედი და საათს დავხედე, უკვე შუაღამე იყო. ავდექი და შიშველ მუხლებს დავხედე, სისხისფერი და დასერილი უყო, თუმცა მომეწონა. გამიჭირდა ნაბიჯების გადადგმა, ერთი ორჯერ შევბარბაცდი, აბანოში შევედი ცხელ წყალს მივეცი უფლება ჩემს სხეულს შეხებოდა, ალბათ მადლობა უნდა გადავუხადო რომ შემეხო. ჩავჯექი და ისევ თვალი გამიშტერდა, დავიკარგე...

ზაფხულის შხაპუნა წვიმაა, ჩემი წითელი და გრძელი თმა სველია, ჩემი ჭრელი კოჭებამდე კაბა სულ შემომეწება ტანზე, გავრბივარ... წვიმა სახეზე მეთამაშება, შენელებული კადრია, ჩემი წითელი და გრძელი თმა სივრცეში ჰორიზონტალურად გაიჯგიმება და შემდეგ წელზე შემომარტყმება. გავრბივარ, სიხარულისგან ვუმატებ სიჩქარეს, მთელი სხხეული მიდუღს, ჟრუანტელი მივლის და ენა მივარდება როცა 100 ნაბიჯის მოშორებით მას ვხედავ. ვჩერდები... რა ახლოსაა, გული საგულედან ამომივარდება, ჩემია, ნუთუ ის ჩემია. 100 ნაბიჯიც და შევიგრძნობ, ის ადგილიდან არ იძვრის, ნერვიულად ტანსაცმელს ისწორებს, მაგრამ რა აზრი აქვს, სულ სველია.... თმა სახეზე შემომეკრო, მინდა მისი თვალები შორიდან გავარჩიო, მისი სისხლიანი თვალები. წამწამები ისეთი ქერა აქვს რომ საერთოდ შეუმჩნეველია, თვალები თაფლისფერი, მაგრამ გუგა სულ სისხლიანი აქვს. თითქოს სულ გადაღლილია, თითქოს სულ სევდიანია, თითქოს მის თვალებს იმდენი ტკივილი აქვს ნანახი, რომ გასისხლისფერდნენ. მხოლოდ მის თვალებს ვარჩევ, სახეს ვერ ვხედავ. „სულ ერთია, ის ხომ ჩემია, სულ რაღაც 50 ნაბიჯი და ჩაებღაუჭები, აღარასდროს გაუშვებ, მიდი ემი, გაბედულად.“ კადრი შენელდა, თვალები დავხუჭე და გავრბივარ, ხელები ჰაერში ავმართე, მისკენ მივრბივარ: „სულ რამდენიმე ნაბიჯი და შენი ვარ ჩემო სიყვარულო.“ აბაზანის დუში თავში მომხვდა და როცა გამოვერკვიე, ისევ გავაცნობიერე რომ სრულიად მარტო ვარ ამ სამყაროში. აბაზანის დაორთქლილ სარკესთან მივედი, ხელით გულგრილად გადავწმინდე, სარკეში ვხედავ ჭორფლიან სახეს, თვალებში ჩახედვა არ მინდა, თავი დავხარე და იქვე ჩემი ჟანეტის დატოვებულ წითელ პომადას დავსტაცე ხელი. მარჯვენა ხელი სარკესთან მივიტანე და რაღაცის ჯღაბნა დავიწყე, მოვრჩი წერას და შიშით ავხედე.

ნახევრად დაორთქლილ აბაზანის სარკეზე, წითელი პომადით აწერია:
„ვაკვირდები სახეებს და ვიცი ამ სახეებში შენს სახეს ვერასოდეს დავინახავ. შენს დახრილ, სისხლიან, სევდიან თვალებს, რომელშიც უამრავი საიდუმლოა. ამ თვალებით შენ ჩემს სულს შეხედე, მე ეს თვალები მჭირდება, რომელშიც ვერასოდეს ჩავიხედავ, მე ეს თვალები მჭირდება რომ ვისუნთქო.“ ვუყურებ წარწერას და წარწერებს შორის ვარჩევ თვალებს, ემის თვალებს, რომლიდანაც ვიღაც სხვა უყურებს. პირველად შემეშინდა საკუთარი მზერის, რადგან იქედან სხვა მიყურებდა, ეს მე არ ვიყავი. გამოვვარდი აბაზანიდან და შეშინებული გავეხვიე საბანში.

***

მეორე დილით შეშლილი სახით გავიღვიძე, სარკეში ჩახედვა არ მინდა, მეშინია საკუთარი თვალების. მგონია რომ ჩემს სხეულს სხვა დაეპატრონა და სარკის მეორე მხრიდან მეკონტაქტება. „არა, ამაზე აღარ უნდა ვიფიქრო.“ ასე არასოდეს შემშინებია...
სახლში ვარ! ჩემს ციხესიმაგრეში ვარ! აქ ყველაზე დაცულად ვგრძნობდი თავს იქამდე, სანამ საკუთარი თვალების შემეშინდებოდა. გადავწყვიტე ყველა სარკე, რაც სახლში მქონდა, თავიდან მომეშორებინა...
ჩემი წითელი, უხეში და ურჩი თმა შევიკარი. უშველებელი ნაცრისფერი სვიტერი, რომელშიც ფაქტობრივად არც კი ვჩანდი, მაჯებზე ავიწიე, დოინჯი შემოვირტყი და ბოროტად გავხედე ჩემს წინ მდგომ სარკეს, რათქმაუნდა ისე რომ თვალებში არ ჩამიხედავს.
მთელს სახლში ისტერიკულად დავრბივარ, ვეძებ ზეწრებს, მუქი ფერის ზეწრებს რომ სარკეებს ავაფარო! ვყრი ყველაფერს, სრული ქაოსია... როგორც იქნა შალის საღამოსფერი პლედები ვიპოვე, დედაჩემის ნაქონი. სირბილით გამოვექანე ბოროტი სარკეებისკენ, ამ ქაოსში ფეხი პლედს წამოვდე და პირდაპირ სახით დავეცი იატაკზე. ისე ძლიერად დავენარცხე, რამოდენიმე წამი ამოსუნთქვა გამიჭირდა, მაგრამ მესიამოვნა ტკივილი შიგნიდან.
ყველანაირი გრძნობა მსიამოვნებს ჰარმონიის გარდა. არ მომწონს ამქვეყნიური, ადამიანური ჰარმონია - მომაბეზრებელია. მე მომწონს ის ჰარმონია, რასაც ჩემს აბსტრაქტულ, გამოგონილ სამყაროში ვქმნი. ადამიანი დედამიწაზე ვერასოდეს შექმნის ისეთ ჰარმონიას, რომლითაც მთელი ცხოვრება დატკბება და არასოდეს მობეზრდება.
წამოვდექი, ავღმართე ჩემი საბრძოლო იარაღი და გადავაფარე ერთ სარკეს, მერე სააბაზანოს სარკეს. ისე მესიამოვნა ეს პროცესი, გული დამწყდა რომ სახლში სხვა სარკე არ მქონდა.
მოვრჩი! შემოვირტყი დოინჯი და ჩემს სახეზე ჩამოვარდნილ რიჟა ძაფებს სული შევუბერე, თან თვალები დავადევნე, დავრწმუნდი რომ ისევ თავზეა. კმაყოფილად გავუსვი ხელები ერთმანეთს და სამზარეულოსკენ წავედი. გაზქურაზე ყავისთვის წყალი დავადგი და თან ჟალუზიდან გავიჭყიტე - ჟანეტი! „ჩემი ჟანეტი მოდის.“ მართალია ცასა და მიწასავით განვსხვავდებით და საერთოდ წარმოდგენაც არ მაქვს რატომ მოგვწონს ერთმანეთთან ყოფნა ან საუბარი, მაგრამ ის ჩემი ნაწილია. ძალიან იმპულსური, ზოგჯერ ზედაპირულიც, არასდროს მისმენს, სულ მის პრობლემებზე მესაუბრება, მაგრამ მე მაინც სიცოცხლეს მირჩევნია მისი ტიტინი.
ჩაიდნის წივილი და ჩემმა ტიტინა ჟანეტმაც შემოანათა თავისი ზღვისნაპირისფერი თვალებით.
-რას გიგავს თვალები?! -მისაყვედურა. - ისევ არ გეძინა?
-გამოცდისთვის ვემზადებოდი. -ძლივს ამოვილუღლუღე.
-მოკლედ, საბოლოოდ დავშორდით მე და გიგა. -ძალიან კატეგორიულად მომახალა და თან ყავის ჭიქა გამომტაცა ხელიდან. - შაქარი ჩაყარე?
-კი ორი კოვზი, როგორც ყოველთვის.
-ვერ გამიგია უშაქროს რა გასმევს, სუნიც კი საშინელი აქვს. - ზედა ტუჩის მარჯვენა კუთხე ასწია და უკმაყოფილოდ მიყურებს.
მე მხრები ავიჩეჩე და გემრიალად მოვსვი ჩემი ცხელი ყავა. ყოველი მოსმის შემდეგ, ენით თუჩების ალოკვა მჩვევია, ყველაზე გემრიელი გემო აქვს თუჩებზე ყავის არომატს.
-ხოდა დავშორდი, დამღალა. -აგრძელებს ჟანეტი.
-რამ დაგღალა?
-მისმა პრობლემებმა. ასე თუ გაგრძელდა, ყველაფერს ჩამოვრჩები და დავრჩები მისნაირი უუნარო.
-ხომ უყვარხარ? ეცადე გაუგო.
-ვის რაში სჭირდება მაგისი სიყვარული? დღე და ღამე ძმაკაცებთანაა, სულ ვიღაცის პრობლემებს აგვარებს, როცა საკუთარი ვერ დაულაგებია. არც კი გაბედო მისი დაცვა! - ისეთი თვალებით შემომხედა, უცაბედად ყავის ცხელი მოზრდილი ყლუპი გადავუშვი ყელში, ისე ჩამწვა, თვალებიდან ნაპერწკლები გადმომცვივდა და რამოდენიმე წამი ვერ ამოვისუნთქე.
კიდევ დიდხანს ილაპარაკა უთავბოლოდ გიგაზე - ლანძღა, უკანასკნელი სიტყვებით ლანძღა, მაგრამ ხომ ვიცოდი, მე ხომ ვიცოდი რომ გიგას ერთი ზარი და ჟანეტი მასთან გაიქცეოდა, ამოანთხევდა ბრაზს და ბოლოს ჩაეხუტებოდნენ ერთმანეთს.
ამ ფიქრებში ვარ და ტელეფონის წკრიალმა შემომაფხიზლა, დავხედე:
ჟანეტი: „შევრიგდით, საღამოს ამოვალთ.“
მესიჯით გავაცნობიერე რომ დიდხანს წავუღივარ ფიქრებს და ვერც კი გაგიგე ჟანეტი როდის გავიდა...
„საღამოს ამოვალთ“ - როგორ არ მინდა რომ ამოვიდნენ. ვერ ვიტან იმ ქედმაღალ ტიპს, „ადიდასის“ ბოტასები ლამის ცხვირთან მოაქვს ხოლმე რომ აღტაცებულმა შევყვირო: „ვაიმე, გიგა რა მაგარი ბოტასები გაცვია, „ნაღდი“ ადიდასია?“ ამ დროს ისეთ გაკვირვებულ სახეს მიიღებს ხოლმე, გეგონება ყურადღებას საერთოდ არ აქცევდეს მსგავს დეტალებს და სრულიად გაოცებულია რომ „შევამჩნიე“. თუმცა საყვარელი მეგობრის გამო რას არ მოითმენს ადამიანი.
ყავის ჭიქები ნიჟარაში ჩავაწყე, თბილ პლედში გავეხვიე და ფანჯრის რაფაზე მოვკალათდი. ამ ფანჯრიდან გაშლილი ხედი ძალიან ჰგავს ჩემს ცხოვრებას. სრულიად შიშველი მინდორი, აქა-იქ ღრმად ამოთხრილი. მგონი რაღაცის აშენებას აპირებენ. ძალიან მომწონს ამ ხედის ყურება შებინდებისას, საათობით მივშტერებივარ და საერთოდ წარმოდგენაც არ მაქვს რაზე ვფიქრობ ამ დროს, ან რატომ უნდა სიამოვნებდეს ადამიანს ცარიელი, ორმოებიანი და სამშენებლოდ მომზადებული ხედის ყურება. ფეხებთან დავიხედე: მერი შელი “ფრანკენშტაინი“, ფანქრით გაფერადებული სახაზავით ჩანიშნული მქონდა ერთი გვერდი. გადავშალე და მკვეთრად, ფანქრის მყარად და ძლიერად სმისგან ლამის ამოჭრილი მქონდა ერთი წინადადება: „ამაყად შევდგები ჩემს დასაწვავ კოცონზე და სიხარულის ყიჟინით მივეცემი ხარბ ცეცხლს.“ თავი უკან გადავწიე, კედელმა შემაჩერა - მესიამოვნა. წარმოუდგენლად, მტანჯველად, არაამქვეყნიურად მესიამოვნა, როდესაც ეს წინადადება წავიკითხე. ყველგან დავიწერდი! მთელს სხეულზე დავიწერდი ამ წინადადებას, ხმამაღლა ვიყვირებდი: „სიხარულის ყიჟინით მივეცემი ხარბ ცეცხლს.“ რა იქნება ამაზე უფრო მტანჯველი? თუ კი რამე არსებობს ამაზე უფრო მძაფრი - მე მისი ვარ! სიამოვნებისგან თვალებს ვხუჭავ და ქვედა ტუჩს ვკბენ. ფანჯარასთან დაგდებულ ზურგჩანთას ფეხის თითი წამოვდე და ამოვქაჩე, ამოვიღე თამბაქო, გავუკიდე და გავეხვიე მომწამვლელ კვამლში. თავბრუ დამეხვა, ფეხებიდან დაიწყო გაჟრუება და ტვინამდე ამოაღწია. თვალები დავხუჭე, ფიქრებსაც დაეხვათ თავბრუ - რა მშვენიერია...
გამახსენდა რომ ხვალ გამოცდის საკითხებისთვი უნივერსიტეტში უნდა მივიდე. ჩემს არცერთ კურსელს არ ვიცნობ, ისედაც იშვიათად დავდივარ ლექციებზე, მაგრამ მაშინაც, როცა მივდივარ ზედაც არავის ვუყურებ. წარმოდგენაც არ მაქვს ვინ როგორია და არც მინდა ვიცოდე. ვსწავლობ ისტორიის ფაკულტეტზე და წარმოდგენა არ მაქვს იქ რას ვაკეთებ, რაში მჭირდება ისტორიის ცოდნა?! არ მაინტერესებს, ვერ ვიტან ფაქტებს, რაც უკვე მოხდა და რისი შეცვლაც არ შემიძლია...
ზამთარია... სიცივეს ვერ ვიტან! მეზიზღება! მძულს გზა, რომელიც უნდა გავიარო, მძულს ფიქრები, რომლებიც გზაში მომდის თავში… მძულს რომ მცივა, მთელს ტანში მაყრის, ფეხებიდან იწყებს, ამოდის ზევით და მუცელთან რომ ამოვა, ცივად გაივლის… ვერ ვიტან ამ შეგრძნებას! განსაკუთრებით სუსხიან ღამეს! თბილი სახლიდან რომ გამოხვალ და არსად სინათლე არ არის, მხოლოდ უკუნითი სიბნელეა, მე სახეს დავმანჭავ, ვიტყვი „ო როგორ მეზიზღება“ და ნაბიჯს ავუჩქარებ, წვიმიანი ცივი ქარი პირდაპირ სახეში გამაწნის სილას და გზას ჩამიხერგავს, მე დაჟინებით გავაგრძელებ გზას, უცებ მთელს ტანში ამაზრზენად დამივლის სიცივე, სუსხი, ქარი, წვიმა და ის საშინელი ფიქრები, რომელსაც ვერ ავხსნი.. ის საშინელი განცდა, რომელიც ქვეცნობიერშია მიძინებული და მხოლოდ ამ ამინდში იღვიძებს… თუ რამდენჯერმე იბადება ადამიანი, მაშინ მე წინა ცხოვრებაში აუცილებლად ამ ამინდში მოვკვდი, ან რაღაც ისეთი საშინელება მომივიდა, რომ ეს ყველაფერი ქვეცნობიერში დაილექა…. ეს შეგრძნება ბავშვობიდან მაქვს, ამ ამინდში….
საშინელი განწყობა მაქვს…დილით უნდა ავდგე, მოვემზადო, გავიარო ის წყეული გზა, რომელიც არ მიყვარს! რეალობის გზა! რეალობა არ მიყვარს, არც მას ვუყვარვარ, რადგან მე მის მტერთან, ოცნებასთან ვმეგობრობ! ამის გამო ამითვალწუნა, არც კი ცდილობს რომ ჩემი გული მოიგოს, ასე თავაწეული ცხვირს მიბზუებს და თითქოს მემუქრება. ბოლომდე თავს ვერცერთს ვანებებ, რადგან ოცნება მიყვარს, რეალობა კი მჭირდება. უმადური უნდა ვიყო რომ მასაც არ დავუფასო…სწორედ რეალობაშია ჩემი პიროვნების საწყისი… თუმცა მე რეალობაში ისეთივე უჩინარი ვარ, როგორიც ჩემი ფიქრები… ახლა კი ვზივარ და ჩემი არასრულფასოვნებით დაღლილს უზომოდ მწყურია მოწყალება, საკუთარი თავის - საკუთარი თავის მიმართ… ისევ ფიქრებმა გამიტაცა, ვცდილობ ჩემი სულის ყველაზე ბნელ და მიუწვდომელ კუნჭულებში ვიხეტიალო, რომ რამე საინტერესოს,ხელმოსაჭიდს გადავეყარო, მაგრამ ეს ვერ უშველის იმ ფაქტს რომ დილით უნივერსიტეტში უნდა წავიდე, ის საშინელი გზა გავიარო და ადამიანებს გამოველაპარაკო. ო როგორ არ მიყვარს ეს პროცესი, როგორ მიყვარს ადამიანები და როგორ არ მიყვარს მათთან გამოლაპარაკება, მითუფრო რამის თხოვნა. ასეთ დროს ასში ერთი თუ გაგიღიმებს და სიამოვნებით გაგიწევს სამსახურს, ჩვეულებრივ ყველას სახე ჩამოსტირის, თითქოს ყველა მათი უბედურების მიზეზი მე ვიყო. მათ განწყობას მათსავე სახეზე ვკითხულობ, საკმარისია დავინახო და თითქოს მაგნიტი ვიყო, ჩემსკენ მორბიან, მესევიან და მთელს სხეულზე მეწებებიან… ხვალ ალბათ მაღვიძარას ბევრჯერ გადავწევ დილით, თან უამრავ მიზეზს მოვიფიქრებ რის გამოც შეიძლება ხვალიდნელი წასვლა გადავდო…
მოსაღამოვდა... კარს ვაღებ, წინ ჟანეტი შემორბის, უკან გიგა მოყვება, მომღიმარი და თავდაჯერებული მესალმება, „ნეტავ იცოდე ამ დროს რა ამაზრზენად გამოიყურები!“ პირდაპირ სახეში ვუყურებ საპასუხო ღიმილით და თან ამაზე ვფიქრობ. კარის დახურვას ვაპირებ, როცა ვიღაც ჩემზე ორი თავით მაღალი ტიპი სიგარას პირდაპირ სახეში მაბოლებს და შემოდის...

***

კარი დაბნეულმა მივხურე. არც კი ვიცი გავბრაზდე, თუ გავატარო ეს სითავხედე. თუმცა, გაბრაზება არ გამომდის, ამისთვისაც კი არ მყოფნის თავმოყვარეობა. მგონია, რომ ყველანაირი შეურაცხყოფა სრულიად ბუნებრივია ჩემი მისამართით. კარი მივხურე და სტუმრებს მივუბრუნდი.
ის „თავხედი“ არსად ჩანს. მხოლოდ ჟანეტს და გიგას ვხედავ, როგორ მოკალათებულან დივანზე და აგემოვნებენ ერთმანეთის ტუჩებს. „აშკარად ზედმეტი ვარ, ჯობს ყავა მაინც მოვამზადო.“ - გავიფიქრე და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი, შუქი ავანთე და შევცბი - ეს თავხედი - პირდაპირ თვალებში მიყურებს! საშინელი თვალები აქვს, კუპრივით შავი - სისხლის ოკეანეში. ღრმა ნაფაზი მოარტყა და კვამლმა თვალები კიდევ უფრო ჩაუსისხლიანა.
მიყურებს და თვალს ვერც მე ვაშორებ, სრულიად უმოქმედო და გაშეშებული ვდგავარ ერთ ადგილას, აზრები სადღაც გაუჩინარდნენ, ერთადერთი რასაც ვგრძნობ ისაა, რომ მეშინია! კატასტროფულად მეშინია ამ თვალების. თვალსაც არ ახამხამებს, ნაფაზს ნაფაზზე ურტყამს და მიყურებს დაკვირვებით, თავი ოდნავ გადააგდო მარჯვნივ - ქვევიდან მიყურებს! სისხლი ამიდუღდა, ფეხებიდან დაიწყო ჩემი თვალიერება, ნელ-ნელა ზევით ამოდის და ისევ თვალებთან ჩერდება. ადგილიდან ვერ ვიძვრი, ნაბიჯის გადადგმაც არ შემიძლია. თვალები მიფართოვდება და ვგრძნობ რომ სადაცაა გული წამივა. ყველაფერს ხვდება, თავხედურად ხვდება და ოდნავ ღიმილი გადაჰკრავს სახეზე. მისი ღიმილი გამბედაობას მაძლევს და ორივე ხელით ვებღაუჭები ჩაიდანს. წყლით ვავსებ, ხელები მიკანკალებს და ძლივს ვდებ ჩაიდანს გაზქურაზე.
ზურგით ვდგავარ უცნობისკენ და უკან გახედვა არ მინდა, თუმცა მის მზერას აქედანაც ვგრძნობ - ბეჭებს მიწვავს და სიმხურვალე მთლიანად მედება მთელს სხეულზე. ვგრძნობ როგორ დგება და ჩემსკენ მოდის. მუხლებში ძალა წამერთვა და მგონია რომ სადაცაა წავიქცევი. ვგრძნობ ორ ნაბიჯში მომიახლოვდება, ჩემი გულის ცემა ტვინამდე ატანს და მთელი სხეული გულის ცემის რიტმს ყვება. ძალიან ახლოსაა, მეტი აღარ შემიძლია, ახლა ნამდვილად ჩავიკეცები, კანკალმა ამიტანა - მცივა.
თმაზე მეხება და მარჯვენა მხარეს, სახიდან მაშორებს. მერე მთელს თმას ხელზე იხვევს და უკან მქაჩავს, მე კი ხმას ვერ ვიღებ. რატომ აძლევს თავს ამდენის უფლებას?! არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის და რატომ აკეთებს ამას, მაგრამ მე წინააღმდეგობის გაწევა არ შემიძლია. თავით მის მარცხენა მკერდს ვეყრდნობი, თვალები სიამოვნებისგან მეხუჭება, პირს ვაღებ და ენით ზედა ტუჩის ლოკვას ვიწყებ. რა ხდება ჩემს თავს?! მარცხენა ხელს თმიდან ყელზე მიცურებს და მაგრად მიჭერს, სუნთქვა მეკვრის... ყელიდან ხელი ზევით ააქვს და ყბაზე ისე მაგრად მაბჯენს, რომ ფაქტობრივად ბოლომდე ვაღებ პირს, მის მშვიდ სუნთქვას ვგრძნობ, მე კი ლამისაა გული ამომივარდეს. პირში სიგარა ვიგრძენი, მაიძულა ნაფაზი მომერტყა, მეც რათქმაუნდა წინააღმდეგობის გაწევა არც მიფიქრია, თანაც ძალიან მესიამოვნა ღრმა ნაფაზი, მთელს ორგანიზმში ვიგრძენი გაჟრუება. თავბრუ მეხვევა, ყბაზე კიდევ უფრო მაგრად მიჭერს ცალ ხელს და პირს რაც შეიძლება ღრმად ვაღებ - მსიამოვნებს, მტანჯველად მსიამოვნებს ეს შიშიც, ზეწოლაც, ეს ტკივილიც ყბებში რომ ვგრძნობ. რამოდენიმე წამში ენაზე ისეთ წვას ვგრძნობ რომ უცბად თვალებს ვახელ, მინდა გავთავისუფლდე, საშინლად ამეწვა, მეტკინა. უცნობი მარცხენა ხელს პირზე მაფარებს, მაიძულებს გავჩუმდე და გადავყლაპო. სიგარეტის ფერფლი ყელში გადავუშვი და საშინელი გულისრევის შეგრძნება დამეუფლა. ამოხველების უფლებასაც არ მაძლევს, პირზე ხელი მაქვს აფარებული, ყვირილსაც ვერ შევძლებ.
ტუჩები მარჯვენა ყურთან მომიტანა.
-ჩშშშ... - ყურიდან მისი ჩურჩული მთელს სხეულში მალამოსავით მომედო, თვალებიც კი დავხუჭე სიამოვნებისგან და დავემორჩილე.
ჩაიდნის კივილმა გამომაფხიზლა, აღმოვაჩინე რომ უცნობი სადღაც გაქრა. მისაღებში გავედი და ვხედავ როგორ ჭუკჭუკებს გიგა და ჟანეტი, უცნობი არსაც ჩანს. „ალბათ წავიდა“-გავიფიქრე და შიგნიდან რაღაც მეტკინა, უცნაური ტკივილი იყო. ასეთი ტკივილი არასოდეს მიგრძვნია. რატომღაც მეგონა რომ სამზარეულოში მიბრუნებულს, ის ისევ იქ დამხვდებოდა, მაგრამ - არა! სადღაც გაქრა, მინდა ჟანეტს ვკითხო მის შესახებ, მაგრამ ეს ჩემგან სრულიად არაბუნებრივი იქნება, არ მინდა შეკითხვების კორიანტელი მისგან, ამიტომ გადავწყვიტე არაფერი მეკითხა.
ყავა მოვამზადე და სტუმრებთან გავედი.
-არაჩვეულებრივ ყავას ამზადებ ემი, საკუთარი ბიზნესი უნდა წამოიწყო, სახელად „ემილის საიდუმლო რეცეპტი“ - ირონიულად ეცინება გიგას, თან ჟანეტს გახედა და თვალი ჩაუკრა.
-ჩემს ემის ყველაფერი იდეალურად გამოსდის. - არ ესიამოვნა ჟანეტს ჩემს მიმართ ირონია.
მე კი საერთოდ არ მანაღვლებს ქედმაღალი გიგას სიტყვები, პირში ფერფლის გემო მაქვს და გულისრევის შეგრძნება, თუმცა არ მინდა გავიქრო. სასიამოვნოდ გულისამრევი გემო აქვს. ეს გამო სრულიად ჰგავს იმ უცნობს. სადაც არ უნდა გავიხედო, ყველგან მისი სისხლიანი თვალები მელანდება, რომელიც ჩემი სამყაროდან, რეალობაში გადმოსულს ჰგავს. ვგრძნობ, რომ ჩემი ფიქრები სადღაც, დავიწყებაში დაიკარგნენ და აბსტრაქტული სამყაროს გარეშე ვრჩები. არა, ოღონდ ეს არა, ჩემს სამყაროს ვერავინ წამართმევს. შეშინებული წამოვხტი სავარძლიდან.
-რა გჭირს, ემი? - ერთხმად მეკითხება გიგა და ჟანეტი.
-არაფერი. -ვუპასუხე მე და ჩემს ოთახში გავედი.
წყვილის ჩხუბის ხმა ოთახშიც აღწევდა.
-ხომ გაგაბრთხილე, ძალიან მგრძნობიარეა და შენი ირონია არ სიამოვნებს მეთქი? -უყვირის ჟანეტი.
-ვიხუმრე, თუ შენს დაქალს იუმორის გრძნობა არ აქვს, რა ჩემი ბრალია? - თავს იმართლებს გიგა.
-არა არა, შენ ნამდვილად შეუგნებელი ხარ! ვერაფერს ხვდები. შენ ემი შენი სულელი დაქალები ხომ არ გგონია, ყველაფრის უფლებას რომ გაძლევენ? - ჩაურთო ირონია ჟანეტმა.
-ვის გულისხმობ? -შეცბა გიგა.
-ვის? ჰაჰა, ვის ვგულისხმობ? თაკოს. გგონია ვერ ვხვდები რომ გეპრანჭება? მე მაგას ვაჩვენებ როგორ უნდა გაპრანჭვა! - ირონია გაბრაზებაში გადაუვიდა. გიგასთვის ჯობს დრო იხელთოს და მოერიდოს ახლა ჟანეტს.
-გიჟი ხარ! ნამდვილი გიჟები ხართ შენც და შენი დაქალიც!- გამწარდა გიგა.
-გიჟი ვარ? მაშ რა გინდა ჩემთან? თაკოსთან გაიქეცი, იმას სულ ფეხებზე კიდია შენი ცხოვრებაც და შენც. - არა, სარკაზმში ჟანეტი ნამდვილად უბადლოა.
-კარგი, არ გვინდა ჩხუბი. მოდი ჩემთან...-ნებდება გიგა.
ხმა მიწყდა... ალბათ შერიგდნენ, ან ჟანეტმა თავში რაღაც ჩაარტყა და გათიშა. არა, ეს ბოლო გამორიცხულია, სამწუხაროდ.
ვცდილობ ჩემს სამყაროში შევაღწიო, მაგრამ ყველგან იმ უცნობის თვალებს ვხედავ. ვინ არის? საიდან მოვიდა? რა ჰქვია? რას წარმოადგენს? მე მასზე არაფერი ვიცი, საერთოდ არაფერი, გარდა იმისა რომ ყველაზე საშიში თვალები აქვს, რაც კი აქამდე მინახავს. წამიერად გავიფიქრე, რომე წინა დღით ჩემი თვალებიდან სწორედ ის მიყურებდა. რა სისულელეებზე ვფიქრობ, თავიდან არ ამომდის ეს უცნობი. უნდა ვკითხო, არა ჟანეტს უნდა ვკითხო ვინ არის? თავქუდმოგლეჯილი გავვარდი მისაღებ ოთახში, მაგრამ იქ აღარავინ იყო.
ოთახში შევბრუნდი და საკუთარ თავს ვუბრძანე მალე ჩამძინებოდა, რომ მეორე დღეს ჟანეტისთვის დაწვრილებით გამომეკითხა იმ უცნობის შესახებ.

***

მთელი ღამე ვბორგავდი. ცივი ოფლი მასხამდა, ვიწვოდი და თან მციოდა. საათს დავხედე, ღამის 3 საათია. ლოგინზე წამოვჯექი, საღამური მთლიანად სველი მაქვს, ზეწარს ხელი გავუსვი და ოფლით იყო გაჟღენთილი, თმა სულ სველი მაქვს, ლავიწის ძვლებზე ოფლის აუზი ჩამდგარა, ხელი მოვისვი და მთელს სხეულზე ჩამოხეთქა ჩანჩქერივით - მოედო მკერდს, მუცელს... კანკალმა და სიცივემ ამიტანა, ღრმად სუნთქვა დავიწყე, თითქოს ყელზე ვიღაც ხელს მიჭერდა და სუნთქვას მიშლიდა. სწრაფად და ღრმად ვსუნთქავ, პირიდან სიმწრის ძახილი ისმის. შიშმა ამიტანა, საწოლის გვერდით გადავწიე ხელი, სადაც ჭიქა წყალი ყოველთვის მიდევს, თუმცა ჩემდაგასაკვირად, ჭიქა ცარიელი დამხვდა. შეგრძნება მაქვს, რომ სხეულიდან წყალი სულ ამომაცალეს და სასწრაფოდ უნდა შევივსო. გადმოვედი საწოლიდან - მეშინია, კედლისკენ გავრბივარ რომ შუქი ავანთო, ფეხის გულები ისეთი სველი მაქვს, ძლივს მივაღწიე კედლამდე, რომ არ ამსრიალებოდა.
მივენარცხე კედელს და შუქი ავანთე, ღრმად ვსუნთქავ და გული სწრაფად მიცემს. იატაკზე დავიხედე და ჩემი ფეხის ნაკვალევი დავინახე, ოთახიდან გავედი. მისაღებში შუქი ავანთე, სარკეს პლედი ჩამოვარდნოდა, მაშინვე მივვარდი და ავაფარე. უფრო ძლიერად ვიგრძენი შიში, იმდენად ძლიერად რომ ჩემი ყელიდან განწირული ხავილის ხმა მომესმა. პირი გავაღე და რაც შემეძლო ხარბად დავეწაფე ჟანგბადს... ნელი ნაბიჯით ვუახლოვდები სამზარეულოს კარს და ოფლი კიდევ უფრო მასხამს, გულისცემა ტვინამდე ატანს და აზროვნება ფაქტიურად არ შემიძლია, ინსტიქტის დონეზე ვმოქმედებ, გაუაზრებლად მივიწევ წინ და სამზარეულოს კარის სახელურს ქვევით ვექაჩები. ფრთხილად ვაღებ კარს, მარჯვენა ხელს კედლის მეორე მხარეს ვაცურებ და შუქს ვანთებ, ხელს ფრთხილად ვწევ უკან, როცა უცაბედად მარჯვენა ხელზე უხეში ხელის მოჭერას ვგრძნობ.
ეს ის შეგრძნებაა, როდესაც კაცობრიობა და ლინგვისტიკა სრულიად უძლურია მოიგონოს სიტყვა ამის აღსაწერად. ვიგრძენი პანიკური, არადედამიწური შიში, მაგრამ ენა ჩამივარდა, აზრები სადღაც ჩაიკარგა, თითქოს ბგერებსაც კი შეეშინდათ გარეთ გამოსვლა და ჩემში, სადღაც მიიმალნენ.
ჩამობნელდა, ვერაფერს ვხედავ. რაღაც უცნაურ, ყრუ ხმებს ვუშვებ პირიდან. კარი იღება და უცნობი გამოდის სწრაფად, მარცხენა ხელით მისკენ მიზიდავს და კედელთან მანარცხებს, მარჯვენა ხელს კი პირზე მაფარებს რომ არ ვიყვირო.
თვალთ დამიბნელდა, ბინდი მაქვს მათზე და მხოლოდ სილუეტს ვამჩნევ: შავი, ბეჭებამდე თმა და ძალიან მკვეთრი, გამჭოლი მზერა ჩემსკენ მომართული, რომელიც ამ ბინდშიც კი აღწევს. რამდენიმე წუთი ასე გაუნძრევლად ვიდექით, ის კი სულ უფრო და უფრო მაჭერდა პირზე და ხელზე. სადაცაა კედელს შევესისხლხორცები...
თანდათან თვალებში სინათლე მიბრუნდება და ვხედავ მის სახეს: მუქი, შავზე უფრო მუქი თვალის გუგები და სისხლისფერი სკლერა. სქელი, შავი წარბები სულ ოდნავ შეკრული. ცხვირი სწორი, იდეალურად სწორი და ოდნავ უხეში. ტუჩები სქელი, აქა-იქ დახეთქილი და უხეში ტუჩები აქვს. შავი, გრძელი თმა კი თვალებში ჩამოყრია, ვხვდები აწუხებს, მაგრამ ხელებს ვერ ითავისუფლებს, რომ გადაიყაროს. როგორც ჩანს ყოვლისშემძლე არ ყოფილა ჩემი უცნობი. ჩემი! რა სისულელეებს ვბოდავ.
წესით, უნდა მეშინოდეს, მაგრამ უფრო სიამოვნების განცდა მაქვს, ვიდრე შიშის. ნელა და ღრმად ვიწყებ სუნთქვას. ჩემი ნესტოებიდან გამონაბერმა ცხელმა ჰაერმა, მის სახეზე ჩამოყრილი თმა ოდნავ შეარხია. თავს ოდნავ მარჯვნივ ხრის და დაკვირვებული, ოდნავ მომღიმარი სახით მიყურებს. თანდათან, უფრო შლის პირის მარჯვენა კუთხეს და ღმერთო, რა თავხედურად უხდება ღიმილი.
ქვევიდან, კმაყოფილად და ხაზგასმით მიყურებს და სულ უფრო და უფრო ხსნის ტუჩის მარჯვენა კუთხეს, სადაცაა კბილები გამოუჩნდება. მარჯვენა ხელს ოდნავ ადუნებს და წამებში სრულიად მათავისუფლებს ტყვეობისგან. ღრმად ამოვისუნთქე, თავი ჩავხარე და ყელზე ხელი მოვისვი, რომ საკუთარი სხეული შევიგრძნო, დავრწმუნდე რომ ვარსებობ, რომ ეს ყველაფერი რეალურია. ჩემი ხელის მოძრაობას თვალებით დაჰყვება უცნობი, სადაც არ უნდა წავიღო - აკვირდება, უკან ედევნება. სიკვდილამდე მინდა მისი ხმა გავიგო, თუმცა სრულიად ვშეშდები, როცა მის თვალებს ვხედავ, ეს რაღაც დაუჯერებელი მიზიდულობაა, მის თვალებს ცალკე სამყაროში გადავყავარ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს როგორია ეს სამყარო.
მოულოდნელად, საჩვენებელ თითს ზედა ტუჩზე მაჭერს და ქვევით ჩამოაქვს - მსერავს, სასიამოვნოდ მტკივა, ჩამოდის ქვევით... ნიკაპს ცდება და ჩერდება, თითქოს ელოდება რას გავაკეთებ. თავს უკან ვწევ, რომ მის ჯადოსნურ თითს გზა გავუკვალო ყელისკენ და უეცრად მის მომღიმარ, გამჭოლ მზერას ვაწყდები, რომელიც ყველა ჩემს გაფიქრებას ხვდება და ამით კაიფობს.
მკერდს შუა მოექცა მისი თითი და აქ ძალიან მაგრად მომაბჯინა, იმდენად ძლიერად რომ კედელს მივენარცხე, სიამოვნებისგან ამოვიოხრე, ხელები აქეთ-იქეთ გავშალე, მინდა კედელი ჩამოვკაწრო, ის კი თითს უფრო და უფრო მაჭერს, მე კი სუნთქვა უფრო და უფრო მიხშირდება და თვალებს ოდნავ ვახელ - ვხედავ მის ბოროტ მზერას, როგორ მიყურებს ქვევიდან, ოდნავი ღიმილი ბოროტ მზერაში გადაუვიდა და მიყურებს ისე, როგორც მარიონეტს, როგორც მტაცებელი უყურებს თავის მსხვერპლს, მაგრამ არ ჩქარობს, მას უნდა ნელა და მტკივნეულად მომკლას.
მტანჯველი თითისგან მათავისუფლებს და მარჯვენა მკერდს მუჭში იქცევს, ისე მაგრად უჭერს რომ მგონია სადაცაა გასკდება და ნაფლეთებად იქცევა. თავს მარჯვნივ ვაგდებ და ვგრნობ რომ ვითიშები. მარჯვენა ხელით ყბაზე მეტაკება, მტკივა... გაუსაძლისად და მტანჯველად მტკივა და მსიამოვნებს ერთდროულად, სახეს სწრაფად მისწორებს:
-მიყურე! - მიბრძანებს და ეს ხმა... ეს დაუჯერებელია, ასეთი ხმა საშინელებათა ფილმში მომისმენია, რომელშიც სპეციალურად ამუშავებენ, საშიშად რომ ჟღერდეს.
თვალები დავქაჩე და პირდაპირ თვალი თვალში გავუყარეთ ერთმანეთს - ესეც მეტკინა. ეს უკვე მეტისმეტია, მას უნდა მთლიანად მფლობდეს. მხოლოდ სხეული არ აკმაყოფილებს, ჩემი ფიქრებიც უნდა, ჩემი სული უნდა! ამან შემაშინა, გაუსაძლისი შიში ვიგრძენი. ვინ არის ეს უცნობი? ვინ არის და რა უნდა ჩემნაირი არარაობისგან? მე ხომ არავინ ვარ?! ვიგრძენი რომ ჩემი შიში დაინახა და კმაყოფილმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. იღიმება და უცებ, ძალიან მკაცრ და ბოროტ მზერას მესვრის.
-ვინ ხარ? -ძლივს ამობობღდნენ სიტყვები ჩემი პირიდან.
ის კი მიყურებს, მიყურებს ბოროტი ღიმილით და დუმილით მტანჯავს.
-ვინ ვარ? - უეცრად და ღიმილით მეკითხება. -ვინ ვარ მე, ემილი? -აქ უკვე იცინის. თეთრმა, თავხედურად ლამაზმა კბილებმა გაიელვა ჩემს წინ. ეცინება და სახეს გვერდზე წევს, ალაბათ ისეთი სასაცილო სახე მაქვს, რომ სიცილი ვერ შეიკავა. უცებ მათავისუფლებს მისი მზერისგანაც და ხელებისგანაც. უკან იხევს და სავარძელში ჯდება. ჯიბიდან სიგარა ამოიღო - გაუკიდა. მე გაშეშებული ვდგავარ კედელთან და ადგილიდან ვერ ვიძვრი. ის კი მიყურებს და იცინის. მისი სიცილი გადამდებია და მეც მეღიმება. რა ხდება, წარმოდგენა არ მაქვს რა აცინებს, ან მე რატომ მეღიმება. ვუყურებ და ვტკბები, თვალს ვერ ვაშორებ. წარმოუდგენლად მშვენიერია ამ საშინლად მიმზიდველი არსების ყურება.
თვალებით მანიშნებს, მასთან მივიდე. მე კი შეწინააღმდეგება აზრადაც არ მომდის, ავამოძრავე სხეული და მისკენ დავიძარი, სამ ნაბიჯში უკვე მის ფეხებთან აღმოვჩნდები, მაგრამ უეცრად:
-გაჩერდი! - გაისმა ბრძანება მისი დახეთქილი ტუჩებიდან.
მაშინვე დავაბრუნე უკან ჩემი წინ გადადგმული ნაბიჯი და გავჩერდი.
მუხლებზე! -ისებ ბრძანება.
მომენტალურად, მუხლებზე ვდგები და ვხვდები, რომ წინააღმდეგობის გაწევა უბრალოდ არ შემიძლია.
თავს ხან მარჯვნივ აგდებს, ხან მარცხნივ და მაკვირდება, ჩემი სხეულის ყველა წერტილს წარბებშეკრული აკვირდება. ავადმყოფური და ხარბი სახე აქვს. მომაკვდინებელ ცოდვას ჰგავს - შვიდივე ცოდვა მასშია თავმოყრილი და ეს აღმაგზნებს. აღმაგზნებს? სადამდე შევტოპე.
ბოლო, ღრმა ნაფაზს ურტყამს, მაჯებით მუხლებს ეყრდნობა, ჩემსკენ იხრება და პირში მაბოლებს. ინსტიქტურად შევისუნთქე - მთელს ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. თვალები დავხუჭე და ველოდები მის ჯადოსნურ ხმას, რადგან მე ყველა მის ბრძანებას დავემორჩილები.
ვგრძნობ როგორ დგება და შემდეგი ნაბიჯისთვის ემზადება...

***

მუხლებზე დამჯდარი, თვალდახუჭული ველოდები უცნობის შემდეგ ნაბიჯს, მაგრამ აგვიანებს. წამიც კი საუკუნედ მეჩვენება, მთელი სხეული ლოდინის რეჟიმშია და ელოდება მტკივნეულს... ცნობისმოყვარეობამ მძლია, ფრთხილად ვახელ თვალს და უეცრად შევკივლე.
მილიმეტრებად ახლოს აქვს სახე მოტანილი და მიყურებს. თვალები არაადამიანური და მანიაკალურად საშიში აქვს. წარბსაც კი არ ხრის ჩემს შეკივლებაზე, თითქოს სწორედ ეს უნდოდა. უნდა რომ სხეულის, ტვინის, გრძნობების ყოველმა უჯრედმა, ყოველმა უმნიშვნელო ნაწილმაც კი იგრძნოს ის.
კანკალმა ამიტანა, სახე მიმეყინა. სიკდილზე უფრო საშიში თუ რამე არსებობს, სწორედ ის ვიგრძენი იმ წამს. თავით ფეხებამდე უსუსური ვარ ამ არსების წინაშე. ტუჩები მიცახცახებს და ყბები ერთმანეთს მჭიდროდ ედება, რომ სიტყვა ვერ ვთქვა, მაგრამ საოცარი გამბედაობა მომეცა.
-რ.რ.რა გ.გინდა? -კანკალით ვეკითხები და სულ უფრო მეტად ვცახცახებ. ლამისაა ხტუნვა დავიწყო სიცივისგან.
მომღიმარი სახე ეცვლება, ეშმაკზე უფრო საშიში გამომეტყველებით, ზიზღით მეტაკება ყბებში, დგება და ყბებით ზევითკენ მექაჩება. სულ უფრო ზევით მიმათრევს, უნდა რომ სახე სახესთან გამისწოროს. მტკივა, სახე დავმანჭე, მაგრამ ენა ჩამივარდა. სადაცაა, კბილები ჩამომემსხვრევა ისე ძლიერად მაჭერს. უკვე ფეხის წვერებზე ვდგავარ, ტუჩები ვერტიკალურ ხაზს ქმნიან და ფაქტობრივად, შეუძლებელია სიტყვა ვთქვა.
სახე უფრო და უფრო საშიში უხდება, იატაკს ავცდი. ყბებით მის ხელზე ვარ ჩამოკიდებული და ძალიან ახლოს ვარ მის სახესთან. საიდან აქვს ამხელა ძალა? მეშინია და მტკივა, გაუსაძლისად მტკივა მთელი სახე. ლამისაა თვალებიდან სისხლი წამსკდეს. სახესთან ახლოს მიმიტანა: ტუჩები ტუჩების წილ, თვალი თვალის წილ. მის გახშირებულ სუნთქვას ვგრძნობ, სულ უფრო და უფრო გვიხშირდება სუნთქვა და ვხვდები რომ ვერ უძლებს.
უეცრად ბრუნდება და დივანზე მანარცხებს, ორივე ხელს ერთ მუჭში იქცევს, მეორეთი კი ერთი ხელის მოსმით მახევს საღამურს. სრულიად შიშველი ვარ მის წინ, მაგრამ ყვირილიც კი არ შემიძლია. ენა გადავყლაპე, დავდუმდი. ყველა გრძნობამ ერთად მოიყარა ჩემში თავი და აზრებსაც კი ვერ ვალაგებ. უეცრად ჩერდება, ათვალიერებს ჩემს სხეულს და ხარბად ეწაფება მკერდს, მეორე ხელს ქვევით აცურებს, ინსტიქტურად ფეხებს ვშლი და ქვედა ტუჩს ვკბენ. ვგრძნობ როგორ შემოდის მისი თითები მონაცვლეობით ჩემში, სასიამოვნოდ მტკივა. წვას და სიმხურვალეს ვგრძნობ. მგონია რომ მთელს სხეულზე გუდრონი გადამასხეს, ხელს ჩემი ვაგინიდან ითავისუფლებს და ძლიერად მირტყამს. არაამქვეყნიურად ამოვიხვნეშე და ქვევიდან წამოსულმა ლავამ მთელი სხეული წალეკა. სხეულს ვეღარ ვგრძნობ, მგონია რომ ფრენა შემიძლია.
დახეული საღამურით ხელებს მიკრავს და იატაკზე მანარცხებს. შეკრული ხელებით დივნის ფეხზე მიმაბა. ვერც დავარდნის მიერ გამოწვეულ ტკივილს ვგრძნობ და ვერც იატაკზე ხოხვას. თვალების გახელა არ მინდა და არც შემიძლია, ისტერიკულად ვკბენ ქვედა ტუჩს, მინდა მოვიგლიჯო. უეცრად ძუძუს თავზე გაუსაძლისი წვა ვიგრძენი, მკერდი ზევით ავწიე და თითქოს გავიზმორე. თვალებს ჯიუტად არ ვახელ. რაც უნდა ის დამმართოს, მე მისი ვარ და ამის გააზრება კიდევ უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მკერდს შორის კიდევ ერთი წვა, მერე უფრო მარჯვნივ... ძალიან ნელა მწვავს და მე ყოველ ჯერზე ვთრთი. ეს არ არის წამიერი წვა, ეს რჩება და მგონია რომ არამხოლოდ კანს, არამედ მთელს შიგნეულობას მიწვავს.
არ ვიცი ვინ ვარ, რა მქვია, სად ვცხოვრობ და რა ენაზე ვსაუბრობ. მე ვიცი მხოლოდ ეს წვა და ეს გაუსაძლისი სიამოვნება, ტკივილი, რომელიც არანაირ ტკივილს არ ჰგავს. ყველაფერი მტკივა, ის ყველა ატომს ეხება. არ მიტოვებს ადგილს არც სხეულზე და არც სულში, რომელსაც საიდუმლოდ შევინახავ. არ არსებობს საიდუმლო, არსებობს მხოლოდ ის, რომელშიც ყველა ჩემი ღირსება და მანკიერება ერთადაა თავმოყრილი.
გაჩერდა, თუმცა ტკივილი არ ჩერდება. მუცელი მეწვის და თვალებიდან მარილიანი წყლის ბურთები მცვივა. ის კი ამაზე ცოფდება, პირზე ხელს მადებს დამწვრობაზე ხელს უსვამს. ძლიერად მაჭერს რომ კიდევ უფრო მეტკინოს, მისი ბუმბერაზი ხელიდან ჩემი ბგერები ვერ აღწევენ, მაგრამ შიგნიდან განწირული ხავილი მესმის, ტვინში მირტყამს მისი ყოველი ხელის მოძრაობა ჩემს მუცელზე. „გთხოვ, გაჩერდი. მეტს ვეღარ ვუძლებ.“ ვყვირი შიგნიდან, მაგრამ ის არ ჩერდება, სულ უფრო სწრაფად უსვამს ხელს და ვგრძნობ რომ სადაცაა ცეცხლი გამიჩნდება. თვალებიდან ნიაღვარი მომდის. უცებ, ტუჩებიდან ხელს იღებს და ჩემმა განწირულმა ღრიალმა ვულკანივით ამოხეთქა პირიდან.
-გაეთრიე! სატანა! -ვყვირი და თან ცრემლები ნაკადულივით მოდიან ჩემი თვალებიდან, ყურებში ჩადიან, თმებს უერთდებიან. მტკივა, გაუსაძლისად მტკივა სხეულიც და სულიც. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ. არასოდეს, იოტის ოდენა სიამაყეც კი არ მქონია, მაგრამ ახლა... ეს რაღაც სხვა სახის დამცირებაა. ჩემი მარტოობაც წამართვა, რაც არ გამაჩნდა ისიც კი წამართვა.
ვტირი, ვღრიალებ, ვგლოვობ ჩემს სამყაროს, რომელიც მომტაცეს და მგონია რომ ვერასოდეს დავიბრუნებ.
ჩემს ხელებს დივნის ფეხიდან ხსნის, ხელზე იხვევს და ხოხვით მიმათრევს. ხელები ზევით მექაჩება და დივანზე ვვარდები - წამოვჯექი. ავიხედე და ჩემს წინ დგას გაღიმებული. მისი ღიმილისგან ბოროტება მოდის, ეს არ არის თბილი ან კმაყოფილი ღიმილი - ეს ბოროტებაა. ჩემს წინ ეშმაკი დგას, მე ამას ვხედავ. მის თვალებს არ უნახავს სიკეთე. მხოლოდ ბოროტებას ხედავენ და მხოლოდ ბოროტებას აფრქვევენ.
მე კი როგორც იქნა ისტერიკულ ტირილს მოვრჩი და მხოლოდ სლუკუნით შემოვიფარგლები.
-ამხსენი. -ტირილით ვევედრები.
-მმმ... -არას ნიშნად თავი გამიქნია.
-რატომ აკეთებ ამას? -დაკვირვებით ვეკითხები.
-იმიტომ რომ შენ ეს გინდა. -ხაზგასმით მპასუხობს.
-შენ რა იცი, მე რა მინდა? -მოჭრით ვეკითხები.
-მმმ...-ეღიმება, თან სავარძელს მისკენ აჩოჩებს და ჩემს წინ ჯდება. იდაყვებს მუხლებზე იდებს, ორივე ხელს მუჭად კრავს და ნიკაპით მას ეყრდნობა. ცალყბად მიღიმის და დაკვირვებით მიყურებს, ვხვდები რომ ჩემი კითხვებით კარგად ერთობა.
-ვინ ხარ? -დაბნეული და შეშინებული ვეკითხები.
ჯიბიდან სიგარას იღებს და უკიდებს, ღრმა ნაფაზს ურტყამს და სავარძლის ზურგს ეყრდნობა. სახეზე ცივი ღიმილი ადევს. მომწამვლელ კვამლში, მისი გიშრის თვალები და ეს ცივი მზერა მაბნევს, მაგიჟებს, ჭკუიდან მშლის. მინდა შევეხო, მინდა მისი სხეული ვიგრძნო. თვალს ვარიდებ, რომ დაბნეულობა არ შემეტყოს, მაგრამ შეუძლებელია. ჩემი ყოველი გაფიქრება წინასწარ იცის.
-გიგას მეგობარი ხარ? -ვეკითხები და უმალვე ვხვდები, რომ სისულელე ვიკითხე.
ეღიმება. დუმს... დავიბენი, ტანში მსერავს.
-მცივა. -კანკალით ვეუბნები იმის იმედით, რომ რამეს მომაფარებს, მაგრამ - არა.
-გთხოვ, რამე მითხარი. -ვევედრები.
ნაფაზს ურტყამს, სიგარას პირიდან იღებს და ახლა მას აკვირდება, ავადმყოფურად. რას ფიქრობს? ნუთუ უნდა რომ სხეულზე დამაწვას? შევშინდი და თვალები დავქაჩე, უცებ მზერა ჩემზე გადმოაქვს და ეცინება.
-ნუ გეშინია. - ამბობს და სახე მიმეყინა. ნუთუ ასე მეტყობოდა, რაც გავიფიქრე?!
-რა გქვ...?
-ადრეა ჩემი სახელის ცოდნა. -კითხვას არ მამთავრებინებს და მოჭრით მპასუხობს, თან მზერა ისევ სიგარეტზე გადააქვს.
-რატომ მე? -ვეკითხები.
-პასუხი შენშია.
-ვერ ვხვდები, რას ამბობ.
-იფიქრე.
მშვიდად დგება და გადის. ვიგრძენი კარის ხმა და მისი გასვლა.

ძლივს გავითავისუფლე თავი საღამურის ბორკილებისგან, სარკესთან მივვარდი, ჩამოვაგდე პლედი და შიშით დავხედე მუცელს. სანთლის წვეთებით ამოშანთულია ჩემი სხეული და მარცხენა მკერდზე, ლათინური ასოა მოხაზული: S. რას ნიშნავს S? მისი სახელის პირველი ასოა? უსასრულობაა? რა არის, რა ჯანდაბაა S? შიშით ავიხედე მაღლა და მინდა სარკეში საკუთარ თვალებს ჩავხედო, მაგრამ - არა! დღეს მეყო ტანჯვა, სწრაფად ავაფარე პლედი სარკეს და შევამჩნიე, რომ უკვე გათენდა.
ყოვეკლი ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა მეწვის, მაგრამ უნივერსიტეტში აუცილებლად უნდა წავიდე.
სწრაფად მოვემზადე, გავედი და ბრბოს შევუერთდი...

***

მივუყვები ნამტირალევ ქუჩებს... თავჩაქინდრული სიარული მახასიათებს, მიყვარს ჩემს ფეხსაცმელებზე ყურება, როდესაც დავდივარ. ამით, ადამიანების მზერას თვალს ვარიდებ და მათი განწყობაც ვეღარ მეწებება. მივდივარ და უცნობის სიტყვებზე ვფიქრობ: „დაფიქრდი“, „პასუხი შენშია“, “S”. რას ნიშნავს S? ტანში უცნაურად გამსერა, სიცივემ ხანჯლად გაიარა ჩემში და მთელს სხეულზე მომედო, თუმცა დამწვრობა მიხურდა, ფეთქავდა და მეწვოდა, მწვავდა მთელს სხეულს და ვგრძნობდი, S სიგნალივით ეწოდებოდა მთელს შიგნეულობას.
ჩემი ავტობუსიც მოვიდა, თავით შევვარდი და კართან დავდექი, რომ ზედმეტად ვინმე არ შევაწუხო. ვფიქრობ ისევ უცნობზე, ისევ მის ნათქვამ სიტყვებზე და ისევ იმ წყეულ ლათინურ ასოზე. წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება ჩემს თავს და ეს გაურკვევლობა მაფრთხობს. რა არის ჩემში? რას ხედავს ის ჩემში? ვინ ვარ მე? უცნაურია, მაგრამ წუხანდელი სიტყვების შემდეგ, უფრო მეტად მაინტერესებს ვინ ვარ მე, ვიდრე ის?! რა სისულელეებს ვბოდავ, ეს უცნობი არსება უბრალოდ კარგად ერთობა ჩემით. უკვე ისიც კი არ ვიცი, ვკითხო თუ არა რაიმე მასზე ჟანეტს. ის ამას ვერ გაიგებს, მე მას ამ ყველაფერს ვერ მოვუყვები და ნახევრად რაიმეს თქმას, ჯობს არაფერი ვუთხა.
უნივერსიტეტის წინ, გაჩერებაზე ჩერდება ავტობუსი, კარი იღება და ჩავრბივარ. ვხედავ ასობით ახალგაზრდას, კონსპექტებით ხელში. როგორც ყოველთვის, ისე გავიარე მათში, რომ ვერცერთმა მათგანმა ვერ შემამჩნია. ერთს შემთხვევით ბეჭიც კი გავკარი, მაგრამ ზედაც არ შემოუხედავს. „ჰო, ახალი არ არის, რომ უჩინარი ვარ.“ ჩავწიე ისევ თავი და შენობაში შევედი.
ჩემს წინ დიდ, მწვანე დაფას ვხედავ, სადაც ცხრილებია მიკრული. ფრთხილად მივუახლოვდი და საჩვენებელი თითით ჩამოვყევი ცხრილს: „ლიტერატურის ისტორია (კაჭარავა ელენე) აუდ.014“. 0 სართულზე ჩასასვლელად ლიფტთან მივედი და მოზრდილ წითელ ღილაკს დავაჭირე. უკან მოსიყვარულე წყვილი ამომიდგა კისკისით. „ოღონდ ეს არა.“ გავიფიქრე, მაგრამ უკან გაბრუნება აშკარა სინაგლე იქნებოდა, ეს კი მე არ მახასიათებს. მორჩილად ჩავღუნე თავი და ველოდები. ლიფტის კარი იღება, შევდივარ და სულ ბოლოში ვდგები. წყვილი შემოდის, ბიჭმა ლამისაა შეჭამოს ისე მჭიდროდ ეხვევა, მგონი ვერც კი მამჩნევენ. არა არა, ნამდვილად ვერ მამჩნევენ. მინდა ჩემი თითი როგორმე 0 სართულის ღილაკს მოვახვედრო, მაგრამ რომეო მასწრებს. როგორც ჩანს ესენიც 0 სართულზე მოდიან.
-გუშინ ვერ მოვახერხე გამოცდისთვის მომზადება, შენს გამო. -საყვედურნარევად და თან პრანჭვით ეუბნება გოგო.
-ხოო? - ბიჭი ცდილობს ძალიან სექსუალური იყოს და თან კისერში ნაზ კოცნას ჩუქნის. გოგო კი ამაზე ლამისაა ჩამოდნეს. ჩუმად მეღიმება, მაგრამ მკერდთან ისეთი წვა ვიგრძენი, სახე მაშინვე გავასწორე.
ლიფტის კარი გაიღო და გამოვედით. დავიძარი 014 აუდიტორიისკენ, სემინარის დაწყებამდე 3 წუთი რჩება. შევედი და მაშინვე შევამჩნიე გოთივით ჩაცმული გოგონა, პირსინგებით გადატენილი სახით. თვალები ჩაშავებული აქვს, შავი ტუჩსაცხი ჰორიზონტალურ ხაზად აზის მის ძალიან თხელ და განიერ პირს. იმდენი რკინა აქვს ასხმული, მისთვისვე აჯობებს, ჭექა-ქუხილში არ მოხვდეს.

ზის მარტო და დღიურში რაღაცას ხატავს. შევედი თუ არა, უცნაურად შემომხედა, შემათვალიერა და ისევ გააგრძელა ხატვა. ტრადიციულად, სულ ბოლო მერხზე დავჯექი და ვნატრობ, რომ ჩემს წინ სკამები სულ შეივსოს, რომ კარგად დამივალო.
შემოდის ლექტორი, მოკრძალებულად და კომფორტულად აცვია. მისი მწვანე ჟაკეტი ძალიან მამშვიდებს. მიყვარს ლიტერატურის ლექტორები, ყველა მათგანისგან საოცარი სიმშვიდე მოდის და მეც ყოველთვის ძალიან მსიამოვნებს მათი მოსმენა.
-გამარჯობა, ბავშვებო. - ლამის ჩურჩულით ამბობს. -დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ დანტეზე არა? „ღვთაებრივი კომედია.“ აბა, ვინ წაიკითხა და ვის უნდა მესაუბროს დანტეს ჯოჯოხეთზე? როგორია ის და რამდენად ჰგავს თქვენს მიერ წარმოდგენილ ჯოჯოხეთს? - ბოლო კითხვაზე ოდნავ ეღიმება ქალბატონ ელენეს. დაკვირვებით ავლებს დარბაზს თვალს და ელოდება საუბრის მსურველებს.
აუდიტორიის კართან მჯდომი მოგრძო სახის მქონე, შავგრემანი, ძალიან გამხდარი ბიჭი იწყებს საუბარს:
-მე მგონია, რომ...
-ბოდიში, თქვენი სახელი? -აწყვეტინებს ქალბატონი ელენე.
-თორნიკე. თორნიკე გვალია.
-მადლობთ. აბა, თორნიკე გისმენთ.
-მე მგონია, რომ დანტეს მიერ წარმოდგენილი ჯოჯოხეთი ძალიან ლოგიკური სიუჟეტით ვითარდება. ვგულისხმობ, ბიბლიური თვალსაზრისით, პირდაპირ მიბმულია მასზე. ის, რაც დანტემ ნახა იყო მისი წარმოსახვა, რომელიც გამოწვეულია ბიბლიური სწავლებით.
-ანუ, თქვენ უარყოფთ რომ ეს ყველაფერი ხილვა იყო?
-იცით, არ მჯერა რომ ხილვა იყო. შეიძლება სიზმარი იყო და ძალიან ჰგავდა ხილვას. თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა რას დავარქმევთ, მთავარია რომ მის მიერ წარმოდგენილი ჯოჯოხეთი, მისი წარმოსახვაა და არა სინამდვილე.
-მართალია, შეუძლებელია ყველას ჯოჯოხეთი ერთნაირი იყოს. -საუბარში ერთვება ფანჯარასთან მჯდომი დიდტუჩება ქერა ლამაზმანი. იმდენად ლამაზია, რომ სისულელეც რომ თქვას, სრულიად გააბათილებს მისი სილამაზე.
-თქვენი სახელი? -ეკითხება ქალბატონი ელენე, თან სათვალეს ირგებს და სიაში იყურება.
-მარიამ ლეჟავა.
-ლ.ლ.ლ აი ლეჟავა. გისმენთ აბა, მარიამ. რას გულისხმობთ იმაში, რომ ყველას ჯოჯოხეთი ერთნაირი ვერ იქნება?
-ვგულისხმობ ადამიანის ბუნებას, ჩვენ განსხვავებულები ვართ. ის რაც მე მაყენებს ტკივილს, შეიძლება სხვას სიამოვნებდეს კიდეც და პირიქით. არ არსებობს სტანდარტი ამ მხრივ, ჩვენ, ადამიანები განვსხვავდებით იმდენად, რამდენადაც ყველას განსხვავებული გემოვნება და სურვილები გვაქვს.
-იმის თქმა გინდა, რომ -50 გრადუსი არ შეიძლება ყველა ადამიანს ყინავდეს? -ირონიული სიცილით ეკითხება ჩემს წინ მჯდომი სიმპათიური ყმაწვილი. აშკარად უნდა, მისი ყურადღება მიიპყროს. ირონია კი მსგავსი ლამაზმანების ყურადღებას ნამდვილად იქცევს.
-თუკი სხეული არ გაქვს, როგორ გაიყინები? -ცოტათი ანერვიულდა ლამაზმანი.
-მე კი, საერთოდ არ მჯერა სამოთხის და ჯოჯოხეთის. -სრულიად მოულოდნელად ამბობს ჟღალთმიანი, რომელიც პირდაპირ ქალბატონი ელენეს წინ ზის.
-თქვენი სახელი?
-გიორგი ნადირაძე.
-სკეპტიკოსი ბრძანდებით, გიორგი? -ეღიმება ქ. ელენეს.
-უფრო რეალისტს ვიტყოდი. საინტერესოა, რატომ აქვთ ადამიანებს საკუთარ თავზე ამხელა წარმოდგენა?!
-ოჰ, რას გულისხმობთ, გიორგი? - სათვალეს ცხვირზე აჩოჩებს ჩვენი მშვიდი ლექტორი და ოდნავ მომღიმარი შეჰყურებს სტუდენტს.
-ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველაფერი კანონზომიერებას ექვემდებარება. ადამიანი კვდება, იქცევა მიწად. იმ ადგილზე ამოდის ყვავილები, ხეები, სხვადასხვა მცენარეები, რომელიც ჟანგბადის წარმოქმნას უწყობს ხელს. ყველაფერი, რასაც ვხედავთ: ადამიანი, მცენარე, ცხოველი, მწერი, ქვეწარმავალი... ამ კანონზომიერებას ბრუნვაში ეხმარება. ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ სამყარო იარსებებს. ჩვენ არაფრით ვჯობივართ მწერებს, ცხოველებს თუ მცენარეებს. ჩვენ ვქმნით პეიზაჟს და ვეხმარებით პლანეტას, იყოს სიცოცხლისუნარიანი. მეტი არაფერი...
-პეიზაჟს ყოველთვის სჭირდება მხატვარი. -მოჭრილად პასუხობს ჩემს წინ მჯდომი სიმპათიური ახალგაზრდა. არ გაგიკვირდეთ, რომ ვამბობ სიმპათიური მეთქი. ჩემსკენ ზურგით ზის, მაგრამ ჯერ კიდევ დერეფანში, სანამ აუდიტორიაში შემოვიდოდი - შევამჩნიე.
-არის რაღაცეები, რაც თავისთავად არსებობს. -პასუხობს ჟღალთმიანი და უკან არც იხედება.
-თავისთავად არაფერი არსებობს. -ისევ პასუხი ჩემს წინ მჯდომისგან. პირველი მერხიდან კი ჩემდაგასაკვირად, პასუხი აღარ წამოსულა.
უცბად, გოთურად ჩაცმულ გოგოს გავხედე, საინტერესოა რა აზრისაა ამ ყველაფერზე, თუმცა ისევ რაღაცის ხატვით არის დაკავებული და ეჭვი მაქვს, საერთოდ არ აინტერესებს დანარჩებენის აზრი ამ თემაზე.
ქალბატონი ელენე, ჩემს წინ მჯდომ სიმპათიურ ყმაწვილს მიუბრუნდა და მომღიმარი ეკითხება:
-იქნებ, თქვენი აზრიც გაგვიმხილოთ?
-კი ბატონო. გოგა ონიანი. -კითხვას არ დაელოდა. -ჯოჯოხეთი, როგორც მარიამმა აღნიშნა, მორგებული უნდა იყოს ადამიანის სურვილებზე.
-ანუ, მარიამს ეთანხმებით? -ჩაეკითხა ქ.ელენე.
-მხოლოდ იმაში, რომ ყველას ერთი რამ ვერ დატანჯავს.
-მაშ?
-აი, მაგალითად მე ვარ ნარკომანი, მარიამი კი მრუში. -უცბად, აუდიტორიაში ხმამაღალი ჩურჩული გაისმა. მარიამმა კი მკვლელი მზერა ესროლა გოგას და სანამ რამეს იტყოდა, ონიანმა დაასწრო თავის გამართლება.
-სინამდვილეში, არც მე ვარ ნარკომანი და არც მარიამია მრუში, სიტყვაზე ვამბობ.
-მესმის, განაგრძეთ. -ძალიან დაინტერესებული ჩანს ქ. ელენე.
-ნარკომანს და მრუშს, სხეული ეხმარებათ, რომ სურვილები დაიკმაყოფილონ. როდესაც გარდაიცვლები, არ გაქვს სხეული, მაგრამ სურვილები რჩება. ე.წ. „ლომკა“ იმდენად ძლიერია, რომ იტანჯები. შენი სურვილები გტანჯავს. რაში ჭირდება ადამიანს მარხვა? გგონიათ ღმერთს დიდად ანაღვლებს ხორცს შევჭამთ თუ კიტრს? ეს მას არ სჭირდება. მას უნდა, რომ ჩვენი სურვილების მართვა ვისწავლოთ, რადგან არ არსებობს ცალკე სამოთხე და ცალკე ჯოჯოხეთი. ორივე ადამიანშია. ამ ცხოვრებაში ჩვენ ვქმნით სახლს, სადაც სიკვდილის შემდეგ ვიცხოვრებთ.
სრული სიჩუმე ჩამოვარდა აუდიტორიაში. არავის სურს საუბარში ჩართვა. ქალბატონი ელენეც კი დუმს. დაძაბული აურაა აუდიტორიაში, ქ. ელენეს მშვიდი ხმა ახლა ყველანაირ დაძაბულობას მოხსნიდა, ისიც არ აყოვნებს:
-კარგი, ბავშვებო. ვფიქრობ, საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. მინდა გითხრათ, რომ ჩემს საგანში არ გექნებათ შუალედური გამოცდა. თითოეული თქვენთაგანი წარმომიდგენს პრეზენტაციას. ისაუბრებთ, როგორია თქვენი ჯოჯოხეთი , ან როგორია თქვენი სამოთხე. ბოლოს კი შეაჯამებთ, რამდენად ახლოსაა დანტესა და თქვენი შეხედულებები ერთმანეთთან. პრეზენტაცია შედგება მომდევნო 2 სემინარის განმავლობაში და შეფასდება მაქსიმალური 20 ქულით.

დავტოვე აუდიტორია და წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა დავწერო, იქნებ ჩემს ცხობრებაზე ვთქვა ორი სიტყვა? ამაზე დიდი ჯოჯოხეთი რა უნდა იყოს?! თუმცა, საფიქრელად წინ ორი კვირა მაქვს...
ისევ საშინლად გამსერა სხეულში და დამწვრობა მეტკინა. წვიმიან ქუჩებს მივუყვები და თავში მხოლოდ ერთი ასო მიტრიალებს - S. რას უნდა ნიშნავდეს? ან ვინ არის ეს უცნობი, რომელიც იმას მიკეთებს, რაც მოესურვება და თან მეუბნება რომ აკეთებს იმას, რაც მე მსურს?! შეიძლება მითვალთვალებს კიდეც, უცებ თვალი მოვავლე ირგვლივ ადამიანებს. ყველას ერთნაირად მოღუშული სახე აქვს, მე კი ვერავინ მამჩნევს. უცებ, ქალბატონი ელენეს მიერ დასმულ შეკითხვაზე დავფიქრდი, რა პასუხს გავცემდი მე მას? მაინც, რა ხდება სიკვდილის შემდეგ? ალბათ, არც არაფერი... ჩემთვის არაფერი შეიცვლება, დღეს თუ ჩემი სამყოფელი ჩემი პატარა სახლის კედლებია, სიკვდილის შემდეგ ოთხი ფიცარი იქნება და იქაც ვიქნები მარტო. ნეტავ, ფიქრი მაინც შემეძლოს?! მე ხომ რეალობას ვერც კი აღვიქვამ?! მე მხოლოდ ფიქრებით და წარმოსახვით ვცხოვრობ, ჩამასვენებენ ყუთში და იქ გავაგრძელებ ფიქრს... ჩემთვის არაფერი შეიცვლება სიკვდილით. ცხვირი ამეწვა და მარილიანი წყალი თვალებს მოაწვა - მებრძვის, გადმოსვლა უნდა. კაპიშონში შევიმალე და თვალებს სპეციალურად არ ვახამხამებ, რომ არ ვიტირო. მინდა ჩემს სამყაროში გადავეშვა, მაგრამ წინ უცნობის ბოროტი თვალები მეღობება, რომელსაც უნდა ჩემი ცხოვრება მთლიანად მოიცვას. სწორედ ახლა გავაცნობიერე, რაოდენ მჭირდება მარტოობა და როგორი ბედნიერი ვიყავი როცა მარტოობა შემეძლო.
ამ ფიქრებში, ისე მივუახლოვდი სახლს რომ თავადაც ვერ გავიაზრე. ფრთხილად გავაღე კარი და ჩემს სამფლობელოში შევედი. ჩემი შავი, ბუმბერაზი დუტი შევიხსენი და კართან დავკიდე. მისაღებში შევდივარ და ვშეშდები.
სარკე შიშველია, პლედი სადღაც გაქრა... სავარაუდოდ ეს იმ უცნობის ნამოქმედარია, ბოროტი თვალებით. სარკეს კი ჟანეტის წითელი პომადით აწერია ლათინური ასო - A.

***

სრულიად დავიბენი... რას ცდილობს ამ ასოებით? რამის თქმა უნდა? ჯერ S, ახლა A. ვეღარაფერს ვხვდები, გონება გამეთიშა, ვეღარც შიშს ვგრძნობ... საერთოდ, ყველანაირი ემოცია სადღაც დაამემალნენ და მხოლოდ ამ ორ ლათინურ ასოზე ვფიქრობ, ნუთუ კავშირშია ერთმანეთთან? ვფიქრობდი რომ S მისი სახელის პირველი ასო იყო, მაგრამ თუკი ასეა, A ვინ არის? მე აშკარად არ ვარ, მაშ ვინ? შეიძლება სახელის პირველი ასოები საერთოდაც არაფერ შუაშია, რა გამოდის? არაფერიც არ გამოდის, ეს უცნობი ცდილობს ამაფორიაქოს. შეიძლება სულაც არაფერს ნიშნავს?! არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება... მინდა სიზმარი იყოს ეს ყოველოვე, მაგრამ რომ წარმოვიდგენ რომ ის არ არსებოს, გულში ხანჯლად მსერავს... გამოჩნდა. უსიტყვოდ, მტანჯველად გამოჩნდა, მაგრამ არ მინდა რომ წავიდეს... ხელი გავუსვი Aს და სარკე გაფერადდა, ძალიან მომეწონა წითელ ღრუბლებად მოსვრილი სარკე და უფრო ავამოძრავე ხელის გული, მეორე ხელიც მივახმარე და წითელ ტალღებად მოვსვარე მთლიანი სარკე. ძალიან ლამაზად მომეჩვენა და კმაყოფილებამ მომიცვა.
სამზარეულოსკენ დავიძარი, მაცივარი გამოვაღე და გაყინული კოტლეტი გამოვიღე. ტაფა გაზქურაზე დავდგი და კოტლეტი მასზე დავანარცხე. ისევ უკან მივბრუნდი, რომ მაცივრის თავიდან ყავა ჩამომეღო - სანამ კოტლეტი შეიწვება, ყავის დალევასაც მოვასწრებ. მაცივრის სახელურს წითელი პომადის ნაკვალევი ამჩნევია, ხელებზე დავიხედე და სააბაზანოში გავვარდი დასაბანად, დავიწყე ხელების ხეხვა და უეცრად მაღლა ავიხედე - გავშეშდი.
სააბაზანოს სარკეც გაშიშვლებულა და მასზე ლათინური ასო M აწერია. რა ხდება? რა ჯანდაბა ხდება? კანკალმა და შიშმა მომიცვა, გულის მიმდებარე ტერიტორია გამიხურდა და ამ სიმხურვალეს ტვინს აწოდებდა. თლავთ ჩამომიბნელდა, ხელები ამიკანკალდა. „გთხოვ სიზმარი იყოს, გთხოვთ გამომაფხიზლეთ, ჟანეტ, მიშველეთ ვინმემ, რა ხდება, გადამარჩინეთ...“ გაურკვევლად ვსაუბრობ და არ მინდა სარკეს შევხედო. თვალებს ვისრეს, იმ იმედით, რომ ეს ყველაფერი ჩემი წარმოსახვა აღმოჩნდება, მაგრამ - არა! ეს რეალობაა, გაურკვეველი რეალობა. უნდა დავმშვიდდე, წყალი გადავკეტე და სამზარეულოში გავედი, კოტლეტი სულ დამწვარა და შავი ნახშირის კვამლი ასდის. მადა დამეკარგა, გაზქურა გამოვრთე და იქვე ჩამოვჯექი. უნდა დავფიქრდე, ეს სამი ასო რაღაც კავშირშია ერთმანეთთან, მას რაღაცის თქმა სურს, მაგრამ რატომ არ მეუბნება პირდაპირ? რატომ მაპარებს? ეს რა თამაშია? S, A, M - რა კავშირშია ეს სამი? თანდათან ვრწმუნდები, რომ სახელის პირველი ასოები არაფერ შუაშია, მას რაღაცის თქმა სურს. მისაღებში გავვარდი და ყვირილი დავიწყე: გამოდი! სად ხარ? რისი თქმა გინდა? რას ნიშნავს ეს ყველაფერი? გამოდი ან ახლავე შეწყვიტე რასაც აკეთებ! თავი დამანებე! - გავყვირი და თან შიშით ვიყურები ოთახის ყველა კუთხეში, მაგრამ ის არსად ჩანს.
ეს უკვე მეტისმეტია, სად არის ჩემი ტელეფონი? თავქუდმოგლეჯილი დავრბივარ მთელს სახლში და ტელეფონს ვეძებ. ძლივს ვიპოვე შემოსასვლელ კართან დაგდებული ზურგჩანთა. გავხსენი და ტელეფონი ამოვიღე. ჟ ჟ ჟ ჟანეტი ჟანეტი, ჯანდაბა ტელეფონი ხელიდან გამივარდა. სულ ვკანკალებ, პირში ნერწყვი გამიშრა და ორჯერ ჩავახველე. იქვე, იატაკზე დავჯექი, ყელზე ხელი მოვისვი, თითქოს საკუთარი თავი დავამშვიდე და ისევ ტელეფონში ჩავრგე თავი. აი ჟანეტიც, გააფთრებული ვეძგერე ორივე ხელით ტელეფონის სენსორულ ეკრანს და ვრეკავ -გათიშულია. ჯანდაბა! როცა მჭირდები, არასდროს არ ხარ, ჟანეტ. გიგასთან დარეკვაც კი ვიფიქრე, მაგრამ ნომერი არ მიწერია. არ ვიცი რა ვქნა, კარები გადავრაზე. ორი სკამი მივადე კარს, ვითომ ამით შევაკავებ? არ ვიცი, არ მაინტერესებს. მერე ფანჯრებს მივვარდი და გადავკეტე. თავქუდმოგლეჯილი შევვარდი ჩემს ოთახში, მერე ისევ უკან გამოვვარდი, სამზარეულოს უჯრიდან მსხვილი დანა ამოვიღე - თავდაცვის საშუალება. მერე ისევ საძინებელში შევვარდი, კარი ჩავრაზე. მარჯვენა მხარეს ლარნაკის პატარა მაგიდა მიდგას, კართან მივაჩოჩე. „რა სულელი ხარ ემი, ნუთუ გგონია რომ მას ამით შეაჩერებ?!“ არა, თავიდან მომწყდით, ფიქრებო. მარცხენა ხელი თავში შემოვირტყი, რომ აზრები განვდევნო. გულამოსკვნილი მივვარდი და ჩავიკეცე კარის მოპირდაპირე კედელთან, დანა მკერდთან მივიტანე და გავიგონე საკუთარი აჩქარებული გულის ცემა. სწრაფად და გახშირებულად ვსუნთქავ - თვალებს ვქაჩავ. შეშინებული ვუყურებ ოთახის ყველა კუთხეს და არაფერზე ვფიქრობ. მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს თავში - თავდაცვა! მე თავი უნდა დავიცვა იმ ბოროტებისგან, რომელსაც ჩემი სიკვდილი უნდა.
რამდენიმე საათი ასე გაუნძრევლად ვიჯექი და ცოტა დავმშვიდდი, თითქოს. მარჯვენა ხელი იატაკზე დავაგდე და გავიგონე დანის დაგდების ხმა, დავხედე და გამეღიმა - რა სულელი ხარ, ემი. ავდექი, ფრთხილად მივუახლოვდი კარს. მაგიდა გვერდძზე ჩავაჩოჩე, სახელური ფრილად ჩამოვწიე, გამოვაღე და ცალი თვალით გავიჭყიტე. „მგონი მშვიდობაა“ - გავიფიქრე და გავთამამდი, კარი ფართოდ გამოვაღე და ნელი ნაბიჯით შევიპარე მისაღებ ოთახში. შეშინებული ვაცეცებ თვალებს, თან დანა ოდნავ წინ მაქვს გაწეული, თითქოს დასაშინებელ ობიექტს ვეძებ. ისე ყურადღებით ვარ, მგონი ჰაერის მოძრაობაც კი მესმის. ფრთხილად, ფანჯარასთან მივდივარ და ჟალუზიდან ვიჭყიტები - შებინდებულა. ქუჩის ნათურები ოდნავ შესამჩნევად ანათებენ. თვალი გამიშტერდა და რამოდენიმე წუთი ასე გაუნძრევლად ვიდექი. უცბად, ტაშის ხმა მომესმა.
უკან გახედვა არ მინდა, ღმერთო, მომკალი. სული გამაფრთობინე ამ წამს, ოღონდ არ დამანახო უკან რა ხდება. თვალები დავქაჩე, წინ ნისლი გადამეკრო, ბნელი კაკაოსფერი ნისლი, რომელიც თანდათან უფრო მკრთალდება. მთელი ტანი გაჟრუებული მაქვს... მგონია რომ მყარად არ ვდგავარ, მგონია რომ რამდენიმე სანტიმეტრით ჰაერში ავედი. უკან გახედვა არ მინდა. ტაშის ხმა აღარ მესმის, მაგრამ ვგრძნობ როგორ მიახლოვდება. ორი ნაბიჯიც და შემეხება, დრო ვიხელთე... კივილით შევბრუნდი და მის გიშრის თვალებს გადავაწყდი. დანა მივუშვირე და ვკანკალებ.
-ვინ ხარ? ახლავე მიპასუხე, თორემ ამ დანას პირდაპირ მუცელში გაგიყრი! -ვუყვირი და ვხვდები, რომ ყველაფერზე ვარ წამსვლელი თუ არ მიპასუხებს.
-დამარტყი. -ძალიან მშვიდად მპასუხობს.
დავიბენი, დაბნეულობისგან ხელი ამიცახცახდა, თვალებს ხან ქვევით ვწევ ხან ზევით. გაურკვევლად ვაცეცებ და არ ვიცი რა ვთქვა. უცნაურად ბუტბუტებენ ჩემი ტუჩები.
-იცოდე... იცოდე მართლა დაგარტყამ! გგონია ვერ გავაკეთებ? -დაბნეული და აკანკალებული ვლუღლუღებ.
ძალიან მშვიდად იღებს სიგარას ჯიბიდან და უკიდებს. თვალებს კი არ მაშორებს, პირდაპირ თვალებში მიყურებს და ცალყბად ეღიმება.
-მიპასუხე, ვინ ხარ მეთქი და.. და აი ის რა ასოებია? -დანით წითლად შეღებილი სარკისკან ვანიშნე.
ისევ დუმილი და ისევ მომღიმარი სახე, რომელიც თანდათან უფრო ებადრება.
ოდნავ მივუახლოვდი და დანა უფრო ახლოს მივუტანე.
-5 წამს გაძლევ. არ მიპასუხებ და აი აქ, პირდაპირ გულში ჩაგარტყამ. -დანის წვერი გულთან ახლოს მივუტანე და კანკალი ხტუნვაში გადამივიდა, ვგრძნობ ტუჩები სულ გალურჯებული მაქვს.
ხელები ოდნავ გაშალა და მხრები აიჩეჩა, თითქოს მეუბნება: „აქ ვარ, რაც გინდა ის გააკეთე.“
აზრები ამერია და ვერ ვალაგებ, თავს ოდნავ გვერდით ვწევ და ჩაფიქრებულ სახეს ვიღებ, მერე მზერა ისევ მასზე გადამაქვს და მის ირონიულ სახეს ვაწყდები, როგორ ხვდება ჩემს ყველა გაფიქრებას და როგორ იცინის ამაზე.
გაუაზრებლად თვლა დავიწყე:
-ერთი... ორი... სამი... იცოდე დრო გეწურება. -ვაშინებ ჩემი ჭკუით.
ის კი გაღიმებული და თავდაჯერებული გამომეტყველებით მიყურებს. ო, როგორ მეზიზღება ეს გამომეტყველება.
-ოთხი და ...
უეცრად მარჯვენა მაჯაზე ხელს მკიდებს და ზურგით მის სხეულზე მანარცხებს. მარცხენა ხელს წელზე მხვევს მჭიდროდ, ძალიან ძლიერად - სადაცაა წელში გადავწყდები. მარჯვენა ხელში დაჭერილ დანას კი ჩემივე ხელით კისერთან მადებინებს. პირი ოდნავ გავაღე და გახშირებული სუნთქვა დავიწყე. დანა ყელთან მომებჯინა და ვიგრძენი ბასრი ზედაპირი, ოდნავი ხელის ამოძრავება და ჩემი კისრიდან წითელი სითხე გადმოიღვრება. მას კი ყურთან მოაქვს ტუჩები:
-ხუთი... -მეუბნება და ყურთანვე ვგრძნობ მისი ტუჩების გაშლას, როგორი კმაყოფილია.
სიტყვას ვერ ვამბობ, საკმარისია თითი დამადოს და ბგერები სადღაც მეკარგება. ვერაფერს ვამბობ, სრულიად უუნარო ვარ.
დანას ოდნავ ზევით მაცურებინებს და ტუჩებთან მაბჯენს, ინსტიქტურად პირს ვაღებ და წამებში ვგრძნობ ენა როგორ ისერება და როგორ მევსება პირი წითელი სითხით. მტანჯველად მსიამოვნებს სისხლის გემო და გასერილი ენა. შუა თითს პირში მიდებს და ატრიალებს, მე კბილებს ვუჭერ რომ გავაჩერო. ძალიან მაგრად ვუჭერ და ძალიან მაგრად მიჭერს წელზე თავის ბუმბერაზ ხელს. ძუძუს თავები ნემსის ყუნწებად იქცნენ... სულ უფრო მიხშირდება სუნთქვა, წელიდან ხელს ქვევით აცურებს, შარვალს არ მიხსნის ისე ძვრება შიგნით, ფეხებს შორის კი ვიღაც პატარა ბავშვივით ხტუნავს, ელოდება როდის მიაღწევენ და როდის დაეპატრონებიან. ვიგრძენი მისი მარცხენა ხელის შუა თითი ჩემში ძალიან ღრმად და სულ უფრო მაგრად ვაჭერ ჩემს პირში მოხვედრილ თითს, სისხლი ტუჩებიდან გადმომდის, ნიკაპს ცდება, ყელში ჩადის და უცნობის გახშირებული სუნთქვა სრულიად მაკარგვინებს ცნობიერებას. ენას ვაცეკვებ მის თითზე და შეგრძნება მაქვს, რომ სულ სხვა პლანეტაზე ვარ, სულ სხვა სამყაროში ვარ... უეცრად ყურზე მკბენს, ძლიერად მარჭობს კბილებს - არაამქვეყნიურად ამოვიკვნესე. ტანს ნელა ვამოძრავებ, თვალებს ვხუჭავ, კისერს მთლიანად ვადუნებ და მის მარცხენა ბეჭზე ვაგდებ. მინდა ჩემი სხეულის თითოეულმა ატომმა, მოლეკულამ იგრძნობს მისი სხეული.
უეცრად, მისკენ მაბრუნებს, მაჯვენა ხელს წელზე მხვევს და მაღლა ავყავარ. ძალიან ახლოს გვაქვს სახეები ერთმანეთთან, ცხვირი ტუჩებთან მოაქვს ნელი მოძრაობით და მყნოსავს. თითქოს სისხლის სუნი მოსწონს... თვალებს ხუჭავს, მარცხენა ხელს ყელზე მიჭერს ძლიერად. ნელ-ნელა სახე გაასწორა და ძალიან ღრმად ჩაისუნთქა ჩემი პირიდან ამონასუნთქი სისხლიანი ნახშირორჟანგი. ავადმყოფური, ხარბი, ცოდვილი სახე აქვს, ვგრძნობ რომ უჭირს კოცნა, მაგრამ თავს ვერ ერევა. სულ უფრო მიჭერს ყელზე ხელს, მისი გრძელი თითები კისრიდან ლოყებამდე მებჯინება და ტუჩები მებერება, მილიმეტრებად ახლოს ვარ მის ტუჩებთან და სადაცაა ერთმანეთს შეეხება. ეს მოლოდინი კი საუკუნოდ მეჩვენება და ცეცხლად მღვრის...

***

ერთი...ორი...სა... ვიგრძლენი მისი ენა - ღრმად და თვალის გუგები სადღაც გადამივიდა... მისი ცხელი ტუჩები ერწყმოდნენ ჩემს გაყინულ, დალურჯებულ ტუჩებს და წამებში ვიგრძენი, როგორ გაცხელდნენ... წელზე უფრო მჭიდროდ მაჭერს ხელს და ლამისაა მის სხეულს შევესისხლხორცები. თავს თავისკენ ქაჩავს და უფრო ღრმად მიმათრევს მისი ტუჩებისკენ, ინსტიქტურად ენას ვუყობ ძალიან ღრმად, მგონია რომ სამოთხეში მოვხვდი. ჯოჯოხეთურ სამოთხეში... მის ტუჩებს მარილის გემო აქვს, ჰაერი არ მყოფნის. ისე მაგრად ვყავარ მიკრული, რომ ვერ ვსუნთქავ. ვგრძნობ მის კბილებს ქვედა ტუჩს როგორ კბენენ, საცაა მომაგლეჯს... არაამქვეყნიურ სიამოვნებას ვგრძნობ, თანდათან ზევით მქაჩავს, მარჯვენა ბარძაყზე ხელს მიჭერს და მანიშნებს რომ წელზე შემოვხვიო, მეც მომენტალურად ვასრულებ მის სურვილს და წელზე ფეხებს ვხვევ. ხელები კი ჰაერში აიხლართნენ და მისი კისრისკენ გაექანნენ, მაგრამ ცალ ხელში იქცევს ორივე ხელს და ჩემს ზურგს უკან კრავს. არ სურს მივეკარო, არ სურს მისი სხეული ვიგრძნო.
წამებში ჩემს ოთახში აღმოვჩნდით, ლოგინზე მაგდებს და ჩემს ზევით ექცევა. ხელებს თავს ზევით მიკრავს და ვგრძნობ მის ენას, ჩემს სისხლში გაჟღენთილს, როგორ მისმევს სახეზე. წელს ქვევით სხეული მითრთის, ფეხებს შორის მხურვალე ფეთქვა და მეც ამ ფეთქვას მთელს სხეულს ვაყოლებ. მინდა ჩემში შემოვიდეს, მინდა ვიგრძნო, მინდა ჩვენი ორის სხეული გაერთიანდეს. ვგრძნობ მის ნატანჯ სუნთქვას, რომელსაც სიკეთე არასოდეს ენახა და რომელიც ბოროტებას აფრქვევდა. ის იყო ტკივილი, ტკივილი, რომელსაც ორი დღის წინ განწირული ვეძახდი, რომ ჩემთან მოსულიყო. ნიკაპზე მკბენს, ყელში ჩამოდის. გასერილი ენა სასიამოვნოდ მტკივა და ორმაგად უფრო სასიამოვნოდ ერწყმის ნიკაპზე ნაკბენის მიერ გამოწვეული ტკივილი და წვა. კბილებით მაისურის ღილებს მიხსნის, მარჯვენა ხელს წელის უკანა მხარეს მიცურებს და ზევით მქაჩავს. ეღიმება, როდესაც ხედავს რომ პერანგის შიგნით ბრა არ მაცვია. მკბენს.. მუცელზე, მკერდზე და თანდათან ქვევით ჩადის. ტვინში ზარივით მირტყამს მისი თითოეული რხევა ჩემს სხეულზე. თეძოებთან ჩამოდის, კანკალმა ამიტანა, სასიამოვნოდ მსერავს მთელს ტანში, მარჯვენა ხელით შარვლის ღილს მიხსნის და ქვევით ქაჩავს, წამებში გავაცნობიერე რომ სრულიად შიშველი ვარ.
ვგრძნობ, მის ცხელ ენას ფეხებს შუა, როგორ აცეკვებს. ფეხებს ვშლი, ის კი ძალიან მაგრად მიჭერს ორივე ხელს ბარძაყებზე და ზევით ქაჩავს. მომენტალურად, ფეხის გულებს მის ზურგს ვახებ და შავ მაისურს ზევით ვქაჩავ, რომ მისი შიშველი სხეული შევიგრძნო. წინააღმდეგობას არ მიწევს, მის პერანგსშიგნით მოვაქციე ფეხები და მუცელში ვიგრძენი ბურთი, რომელის იბერება. სადაცაა გასკდება და მთელს სხეულს სასიამოვნოდ ამიმღვრევს. თვალის გუგებს უკან ვქაჩავ და ლამის კივილში გადამივივდეს ფეხებსშუიდან წამოსული სიამოვნება. ენას უფრო ძლიერად ატრიალებს და მე უფრო მეტად ვცახცახებ, წელის ქვედა ნაწილს ვერ ვაჩერებ. ქვედა ტუჩს გაშმაგებით ვკბენ, ცხელი ოფლი მასხამს მთელს სხეულზე, სუნთქვა მიხშირდება და არაადამიანურ ხმებს ვუშვებ პირიდან. სხვა სამყაროში ვარ, მიკვირს, ამის გარეშე როგორ ვცხოვრობდი?! ენას უფრო მაბჯენს ფეხებს შორის და ცხელი ოფლის ტალღები მატულობენ ჩემს სხეულზე, ლამის შტორმად იქცნენ... ხელებს უცნობის გრძელ თმაში ვაცურებ და ვაჭერ, მინდა უფრო ღრმად შევიდეს ჩემში. სხეულმა წამზომი ჩართო და უკუსვლით ითვლის, მოდის... ცხელი ლავა მოდის ქვევიდან, ბურთი კი უფრო იბერება, უკვე პიკზეა, სადაცაა გასკდება. ჩემი კვნესა ტირილს გავს... სამი...ორი და გასკდა... კიდევ ერთი წამიც და გული პირიდან ამომივარდებოდა... კვნესა თითქმის კივილში გადამეზარდა, ზეწარს ხელები მოვკიდე და სიმწრით მუჭებში მოვიქციე. ეს იყო არაამქვეყნიური სიამოვნება, სიამოვნება, რომელსაც 3 წამზე დიდხანს ადამიანი ვერ გაუძლებს...
ძალიან ნელა დგება, ქამარს იხსნის... წარმოდგენა არ მაქვს რის გაკეთებას აპირებს, მაგრამ ახლა ყველაფერზე თანახმა ვარ... ფეხებში მკიდებს ხელებს და საწოლის ბოლოსკენ მიმათრევს. ქამარს იქვე აგდებს და სახეში სილას მაწნის ისე ძლიერად რომ საწოლიდან იატაკზე სახით ვენარცხები. გაუსალისად მეტკინა და ვიკივლე, ჩემსკენ მოდის და თმით ზევით მქაჩავს - ვყვირი, მაგრამ ჩემს ხმას ვერავინ გაიგებს. საწოლზე ვვარდები, ახლა მეორე ლოყაში მაწნის სილას და თმით თავს მიმაგრებს, რომ ისევ არ წავიქცე. უეცრად, ყბებში მეტაკება და მუხლებით მანარცხებს იატაკზე, ვტირი... თავს დამცირებულად და შეურაცხყოფილად ვგრძნობ, მინდა რომ წავიდეს. მინდა, რომ გაჩერდეს... ქამარს ყელზე მიკრავს, მისი ბოლო კი მარცხენა ხელში უჭირავს რომ მიმართულება მისცეს. შარვლის ელვას იხსნის, ქამრის ბოლოთი კი ჩემს თავს ქაჩავს, პირს მაღებინებს და წამებში ვგრძნობ მის პენისს ჩემი პირის ღრუში, თანდათან თავს მისკენ ქაჩავს და ისე ღრმად ვიდებ პირში, რომ ლამის ყელში გამეჩხიროს. თვალებიდან ნაპერწკლები მცვივა, ტირილნარევი გაურკვეველი ბგერები აღწევენ ჩემი პირიდან, მარჯვენა ხელს თავზე მაჭერს და უფრო ღრმად ვაღებ პირს, რამდენიმე წუთი ასე გრძელდება და ვიგრძენი, რომ მომწონს... თანდათან უფრო მსიამოვნებს რასაც მიშვრება და რასაც ვაკეთებ, ვცდილობ ეს ტანჯვა სიამოვნებად გადავაქციო და ხარბად მიწყებ ლოკვას.
მისი გახშირებული სუნთქვა მესმის, რომელიც თანდათან უფრო ხშირდება. წამებში თმით უკან მქაჩავს, ყბებში მეტაკება, პირს მაღებინებს და მთელს სახეზე ცხელ სითხეს ვგრძნობ. სასიამოვნოდ დამიარა სხეულში, თვალებდახუჭული ვიღიმი. ის კი თავის პენისს სახეზე მაწმენდს, უკან აბრუნებს და ელვას იკრავს. მშვიდად ხსნის ქამარს ჩემი ყელიდან და შარვალზე აბრუნებს.
ადგილიდან არ ვიძვრი... ისევ მუხლებზე ვდგავარ. სიამოვნებამ გაიარა და დარჩა შეურაცხყოფა, ზიზღი. ჩემი სხეული მძულს, მაგრამ ის არა. კაცი, რომელმაც თავი შეურაცხყოფილად მაგრძნობინა, არ მძულს. თვალებიდან უზარმაზარი წყლის ბურთები მცვივა... არ ვიცი რას ვტირი, ჩემს შეურაცხყოფილ მეობას თუ იმას, რომ ის ადამიანი არ მძულს, რომელმაც ამად მაქცია?!
თვალებს ვახელ, ის ოთახში არ არის. ზეწარს ხელი დავსტაცე და სხეულზე შემოვიხვიე, გავედი მისაღებ ოთახში და ვხედავ სავარძელში მჯდომს, ნიკოტინის კვამლში გახვეულს და ვხვდები, რომ მჭირდება. ეს არ არის მხოლოდ ვნება, მე მის სულს ვხედავ. მის ბოროტ სულს, რომელიც ჩემდაგასაკვირად მალამოსავით ედება ჩემს სულს. ვიცი, ვიცი რომ ისიც ხედავს რა ხდება ჩემს შიგნით... ფრთხილად ვუახლოვდები და მის ფეხებთან ვჯდები.
-მომაწევინე. -ვეუბნები და თავს მუხლზე ვადებ.
მისივე ნერწყვისგან დასველებულ თამბაქოს მიდებს პირში და ვქაჩავ. სასიამოვნოდ ჩამწვა ყელი და ფილტვები.
სრულიად მოულოდნელად იწყებს საუბარს:
-რატომ გეშინია საკუთარი თავის?
მისი მუხლიდან თავი ავწიე და ავხედე, სავარძლის ზურგს არის მიყრდნობილი და ერთ წერტილს აშტერდება. უეცრად, მზერა ჩემსკენ გადმოაქვს, მე კი დამფრთხალი, თავს ისევ მის მუხლს ვადებ, რომ მისი გიშრისფერი, სისხლიანი თვალების ტყვეობისგან ვიხსნა თავი.
-არ ვიცი. -დაბნეული ვპასუხობ.
უცებ, დგება. მკლავში ხელს მკიდებს და მაყენებს. სარკისკენ მივყავარ, წინ მაყენებს, თავად კი ჩემს უკან დგება და ნიკაპს თავზე მაყრდნობს. მარჯვენა ხელს ხელზე მკიდებს, სხეულზე შემოკრულ ზეწარს მაღებინებს და წითლად შეღებილი სარკის ზედაპირს მაწმენდინებს. გაწმენდას მოვრჩით. ხელს სახეზე მკიდებს და მაიძულებს სარკეში ჩემს გამოსახულებას შევხედო.
-ვის ხედავ? -მეკითხება.
-ადამიანს, რომელიც მჭირდება. - მოჭრილად ვპასუხობ და სარკიდან თვალს თვალში ვუყრი.
უკან იხევს, მშორდება და განზე დგება, რომ სარკეში მისი ანარეკლი ვერ დავინახო.
-ვის ხედავ? -მიმეორებს.
თავი ჩავღუნე, არ მინდა საკუთარ ანარეკლს შევხედო.
-თავი ასწიე და საკუთარ თვალებს შეხედე! -მკაცრი ტონით მეუბნება.
მიჭირს, მაგრამ მისი ხმა საოცარ გამბედაობას მმატებს და ნელ-ნელა ვეპარები საკუთარ გამოსახულებას სარკეში. თვალებში ვუყურებ საკუთარ თავს და ვამჩნევ, რომ მეც ზუსტად მისნაირი თვალები მაქვს - კუპრივით შავი და სისხლიანი. ჩემგანაც ბოროტება მოდის, ისევე როგორც მისგან და ვხვდები, რომ მაშინ სწორედ ამ ბოროტების შემეშინდა. დავინახე ჩემი სული, რომელიც ისეთივე ბნელია, როგორც ამ უცნობის და შეიძლება ამიტომ ამირჩია მე. „პასუხი შენშია.“ გამახსენდა უცნობის სიტყვები და მგონი ახლა ვხვდები, რაც იგულისხმა.
-მე შენ ვარ. -სრულიად გაუაზრებლად წამოვიძახე და უცნობისკენ გავიხედე. თვალი თვალში გავუყარეთ ერთმანეთს და შემეშინდა. ეს არ იყო საკუთარი თავის შიში, არც იმის შიში, ვისაც ვუყურებდი. მე მეშინოდა, რომ ის რეალური არ აღმოჩნდებოდა. მეშინოდა, რომ ეს უცნობი ჩემი ფანტაზიის ნაყოფი აღმოჩნდებოდა. მივვარდი და გულზე ხელი დავადე, ვიგრძენი, რომ მატერიალურია და ჩავეხუტე.
ვერ გამეგო, რა ხდებოდა ჩემს თავს. რა კავშირი გვქონდა მე და ამ უცნობს, მაგრამ ერთადერთი რაც იმ წამს ვიცოდი, ის იყო რომ მე ის მჭირდებოდა. მე მის გარეშე უკვე აღარ შემეძლო. არ მაინტერესებდა მისი სახელი, წარმომავლობა, წარსული, აწმყო, არც მომავალი მაინტერესებდა. უბრალოდ ვიცოდი რომ ის ჩემი უნდა ყოფილიყო, ის ჩემი იყო ყოველთვის, მაშინაც კი როცა არ ჩანდა.
ორივე ხელი წელზე მომაბჯინა და მომიშორა. ავიხედე - მის ბოროტ ღიმილს გადავაწყდი, რომელსაც ძალიან უნდოდა ჩემთან თამაში. არ ვიცოდი რა თამაში იყო, მაგრამ ვგრძნობდი რომ უნდოდა... თამაში, სადაც წესები არ მოქმედებენ, სადაც ყველანაირი სისაძაგლე დაშვებულია, სადაც არ არსებობს სიმართლე და სიცრუე, სადაც არ არსებობს სიკეთე და ბოროტება, სადაც არ არის ზღვარი და სადაც მე აუცილებლად დავმარცხდები.
-რას ნიშნავს ის ასოები? -ვეკითხები, თუმცა ვიცი რომ პასუხი არ წამოვა.
ნელა მიახლოვდება და საჩვენებელი თითით სხეულზე შემოხვეულ ზეწარს ქვევით ექაჩება. წინააღმდეგობას არ ვუწევ - ზეწარი ჩემს ფეხებთან ეცემა. შიშველ სხეულზე მარცხენა ხელს მხვევს და სარკისკენ მაბრუნებს.
ჭიპთან ვხედავ დანით ამოკაწრულ ლათინურ ასო Aს. წარმოდგენა არ მაქვს ეს როდის ამოკაწრა, მაგრამ იმ ტკივილნარევ სიამოვნებაში ვერც ვიგრძნობდი. შეშინებული, ჭიპიდან მზერას ზევით ვაჩოჩებ და სარკიდან მის მომღიმარ სახეს ვაწყდები. მის ბოროტ და მოთამაშე სახეს, რომელმაც უკვე დიდი ხანია ამ თამაშის მომავალ მსხვერპლად მაქცია.

***

-შენ! -მოულოდნელად ძალიან ხმამაღლა მეუბნება და შიშისგან ვცბები.
ხელები ჰაერში აღაპყრო და ჩემს ირგვლივ წრიულად დაიწყო სიარული ნელი ნაბიჯებით, თან თვალს არ მაშორებდა.
-შენ, ემილი დორეულო! შენ ყველაზე ბნელი ხარ შიგნით. -ძალიან ხმამაღლა გადაიხარხარა. -ადამიანებს მორცხვი და საწყალი გოგო ჰგონიხარ, არა? მმმ... -თვალები ოდნავ დახუჭა და შეფიქრიანებული, ამზერად მიყურებს. შემდეგ კი ოდნავ განზე დგება და შორიდან მათვალიერებს. უეცრად მიახლოვდება, წელში იხრება, ცდილობს გამითანაბრდეს და ქვევიდან მიყურებს:
-ჯერ კიდევ დაბადებიდან მკვლელი ხარ. საბრალო დედიკო, ემილიმ დაბადებისთანავე სიცოცხლეს გამოასალმა. მამიკო? მამიკო კი დედიკოს გაყვა უკან და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. შენ, ჩემო ემილი - საკუთარი მამაც კი ვერ ვერ გიტანდა, რადგან საყვარელი ქალი მოუკალი. -ძალიან ახლოს მოვიდა სახესთან.
აქ წამიერად სუნთქვა შევწყვიტე. მეტკინა, გაუსაძლისად მეტკინა სული. ის ყველაზე მტკივნეულს შეეხო და მე სიტყვაც ვერ ვთქვი. გაუნძრევლად ვიდექი და ცრემლიც კი არ გადმომვარდნია.
-ჟანეტი. -წინაზე ხმამაღლა გადაიხარხარა. -ჟანეტი მართლა გიყვარს? არა არა, გეზიზღება. სინამდვილეში გეზიზღება იმის გამო რომ შენი არასოდეს ესმის. იმის გამო რომ ქედმაღალი შეყვარებული ჰყავს. მითხარი, რამდენჯერ მოგიკლავს გიგა შენს წარმოსახვაში?
შიგნიდან ვცახცახებ, საკუთარი თავის ზიზღი ყველაზე საშინელი და უბადრუკი შეგრძნებაა. საკუთარი სახის მრცხვენია და ვცდილობ, რაც შეიძლება დაბლა ჩავწიო, რომ ვერ დამინახოს. ცალი ხელით ყბაში მეტაკება და მაღლა მაწევინებს.
-თვალებში შემომხედე და მითხარი! -საშინლად ბოროტი მზერა აქვს, თუმცა მალევე სიცილით ეცვლება.
-ოოო, ცუდი გოგო. -ხარხარში გადაუდის მომღიმარი სახე. -შენ არავის უყვარხარ ემილი. შენ ყველაზე მარტოსული ადამიანი ხარ, შენიღბული. ნამდვილი ემილი ჟანეტსაც კი არ ეყვარება, ამიტომ იმალები. ბოლოს, ბოლოს იცი რა მოხდება? -კმაყოფილი სახით მიყურებს.
ოდნავ განზე დგება და შორიდან მაკვირდება, ერთი სული მაქვს გავიგო რა მოხდება ბოლოს. თითქოს ამის მოსმენა მაშინებს, მაგრამ მინდა ვიცოდე. სხეულში ბოროტების ბურთი მეჯახება, თითქოს, გამოსასვლელ კარს ეძებს. სუნთქვა მიჩქარდება და ეს ბურთს ხელს უწყობს კარის მოძებნაში.
-ბოლოს, ყველა ზურგს შეგაქცევს. აღარც ჟანეტს ენდომები. სხვა მეტი არც არავინ გყავს. სრულიად მარტო იქნები და დარწმუნებული იყავი, რომ ეს არ მოგეწონება. -ძალიან კმაყოფილი სახე აქვს.
-მარტოობა დისკომფორტს არ მიქმნის. -იგივე კმაყოფილებით ვპასუხობ.
-არა, არა. შენ უბრალოდ არავის ემახსოვრები. მეც კი დაგივიწყებ, ისე თითქოს არასოდეს ყოფილხარ. შენი დავიწყება პრობლემა არ არის, რადგან შენ ზედაპირზე უჩინარი და უინტერესო ხარ. -ორივე წარბს ზევით წევს და ალმაცერად მიყურებს.
ეს ძალიან მეტკინა. „მეც კი დაგივიწყებ.“ - ეს ყველაზე მტკივნეული იყო, რადგან ვიცი, რომ ის ჩემს სულს ხედავს. ნუთუ, ამდენად უინტერესო ვარ?! -თვალებს აბდაუბდად ვაცეცებ და ვცდილობ სწორი პასუხი ვიპოვო.
-გამოუშვი. ნუ აკავებ. -სრულიად სერიოზული სახით მეუბნება.
შავი ბურთი უკვე ყელშია გაჩხერილი და უკანასკნელი ძალებით ვცდილობ შევაჩერო. უცნობი კი ძალას უფრო და უფრო მართმევს.
-საცოდავი ემილი. -ქვედა ტუჩს წინ წევს. -ნუთუ იმდენად არარაობა ხარ, რომ შენი ნამდვილი სახის გრცხვენია? -სწრაფად მიახლოვდება, მკერდს შორის საჩვენებელი თითის კენკვას იწყებს და მეუბნება:
-შიგნით ბევრად საინტერესო გოგო ცხობრობს.
-რაში გჭირდება ეს ყველაფერი? -თვალებში ვუყურებ.
-ჩათვალე, რომ შენი ბეჭიდან ჩამოვარდნილი ანგელოზი ვარ. -თვალს მიკრავს.
-მარცხნიდან თუ მარჯვნიდან? - ღიმილნარევად ვეკითხები.
-მარჯვნივ მჯდარმა ანგელოზმა, დიდი ხნის წინ დაგტოვა. -ცხვირის წვერზე ხელი ჩამომკრა და წავიდა.
წვიმს... სუსხიანი ღამეა, მე კი საღამურის ამარა მივრბივარ ტყეში. უკუნით სიბნელეში ვერაფერს ვამჩნევ გარდა წითელი თვალებისა, რომელიც უკან მედევნება. წერტილად მოჩანს სინათლე და იმ სინათლისკენ მივრბივარ მთელი ძალით. ვეცემი... ვდგები... ისევ ვეცემი... ისევ ვდგები, წვიმიანი ტალახისგან სრულიად გაშავებული ვარ. უკან, ხარხარის ხმა მესმის, რომელიც თანდათან უფრო ჟღერადი და ხმამაღალია. მინდა საშველად ვიყვირო, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ. უეცრად, დიდ ორმოში ვვარდები, რომლისგან ამოსვლასაც ამაოდ ვცდილობ. რამდენიმე წუთი და ორმოს თავზე წითელი თვალები მოსჩანს, პირს აღებს და ვხედავ დიდ ეშვებს, რომელთა ჩარჭობასაც ლამობს. თანდათან მოდის, კატის მსგავსად ორმოს კედლებზე ცოცდება და მიახლოვდება, სიბნელეში ვერ ვარჩევ მის სახეს. ძალიან ახლოს მოდის, კივილი მინდა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ, სადაცაა ეშვებს ჩამარჭობს და...
საკუთარმა გულის ცემამ გამომაღვიძა, გავაცნობიერე, რომ სიზმარი იყო, მაგრამ მაინც მეშინოდა. პირში ნერწყვი გამიშრა, ყელზე ხელი მოვისვი და ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი. რამოდენიმე წამში, მაღვიძარამაც დარეკა. ვერ ვხვდები, რისთვის ვაყენებ ყოველ დღე?! უნივერსიტეტში წასვლას არ ვაპირებ, მაგრამ მინდა რომ სახლიდან გავიდე.
ავდექი და აბანოში შევედი... ძალიან მესიამოვნა ცხელი წყალი და ჩემი სხეულით ტკბობა დავიწყე. არასოდეს დავკვირვებივარ, რომ ლამაზი მკერდი მქონია. საჯდომიც მკვრივი და ზევით აწეული. სველი თმა კუდუსუნის ძვალთან წყდება და ძალიან მსიამოვნებს, როგორ ეთამაშება ჩემი გრძელი თმა მთლიან ზურგს. მკერდზე ხელი მოვისვი და მომეწონა, „ალბათ უცნობი ძალიან ბედნიერი იყო, ამ მშვენიერებას რომ ეხებოდა, გუშინ.“ კმაყოფილად, სიცილი ავტეხე. პირი გავაღე, ენა გადმოვყავი და ვცდილობდი დუშიდან წამოსული წყლისთვის მეკოცნა. ამის მცდელობა ძალიან სახალისოა, ვგრძნობ, როგორ სიამოვნებს წყალს ჩემი ენის შეხება. ხელი ჩამოვაცურე ჭიპთან, ნაკაწრი ოდნავ მეწვის, მაგრამ მსიამოვნებს. უფრო ქვევით ჩამოვდივარ და ხელებს ფეხებს შორის ვიჭერ, წუხანდელი ღამის დეტალებს ვიხსენებ და თანდათან, მიყვარდება ჩემი სხეული. წყალთან თამაში მომბეზრდა, სრულიად შიშველი გავედი მისაღებ ოთახში და სარკესთან დავდექი.
მერე და როგორ მოვიხიბლე საკუთარი იდეალური ფიგურით?! თვალებში ჩავხედე საკუთარ გამოსახულებას და აღარ მიგრძვნია შიში, ეს კმაყოფილება და სიამაყე იყო. საკუთარ თავს გავუღიმე და მივესალმე:
-გამარჯობა, ძუკნა!
ცოტა ხანი სარკეში საკუთარი გამოსახულებით დავტკბი და საძინებლისკენ გავეშურე. გარდერობი სულ გადავქექე, მაგრამ ჩემთვის საინტერესოს ვერაფერს გადავაწყდი. „ძალიან ცუდი გემოვნება მქონია“ -გავიფიქრე და გადავწყვიტე საყიდლებზე გამევლო. „ძონძები, ძონძები, სულ ძონძები“ - ორი თითით, ფრთხილად ვკიდებ ხელს ტანსაცმელს და აქეთ-იქეთ ვყრი. ბოლოს რაღაც ჯვალო გადავიცვი და საყიდლებზე გავედი.
პირველად ცხოვრებაში, თავაწეული მივდივარ. ძველებურად, ყველა ვიცი ვინ არის. ისევ ვამჩნევ მათ სულს მათსავე თვალებში, მაგრამ აღარ ვიმალები - დღეს პირველად მე მე ვარ. ჩემს წინ შეყვარებული წყვილი მოდის, ბიჭის ყურადღება აშკარად მივიქციე და თვალი ჩავუკარი, თვითონაც გამიღიმა. ოდნავ რომ გავცდით ერთმანეთს გოგოს მივუბრუნდი და კმაყოფილი ვეუბნები:
-შენი ბიჭს თვალები უნდა დასთხარო, რომ სხვა გოგოსკენ აღარ გაიხედოს. -შემოვტრიალდი და გავიგონე სახეში სილის გაწნის სასიამოვნო ხმა. კიდევ უფრო მომიცვა სიამოვნებამ და გზა განვაგრძე.
ბრბოში გოთურად ჩაცმული გოგო დავლანდე, ლიტერატურის ლექციიდან. ძალიან მარტოსული მეჩვენა, ძველი ემივით მორცხვი და თავჩაწეული მიდიოდა - მას გავყევი. მისი სახელიც კი არ ვიცი, ალბათ ძალიან გაუკვირდება, მაგრამ ასე დაუფიქრებლად მივყვები. ჩუმ-ჩუმად უკან იხედება, ეს შევამჩნიე და შორიახლოს ვიჭერ თავს. უცნაურ ჩიხებში უხვევს, ბოლოს კი შენობასთან დგება და შიგნით შედის. მეც გაუაზრებლად უკან მივყვები.
მიტოვებული შენობაა, აქა-იქ დამსხვრეული ბოთლები, სიგარეტის ნამწვავები და შპრიცები ყრია. ნელ-ნელა ვადგამ ნაბიჯებს, რომ რამეს არ წამოვედო და ხმაური არ გამოვიწვიო. მყრალი სუნი არ მესიამოვნა და ცხვირზე ხელი ავიფარე. კედლებზე წითელ წარწერებს ვამჩნევ, გაურკვეველი სიტყვები წერია. ინტერესით ვაკვირდები წარწერებს და თან ფრთხილად ვიკვლევ გზას. გოგონას ვეღარ ვხედავ, ერთხანს წინ სვლა შევწყვიტე და ყური დავუგდე სიჩუმეს, იქნებ ხმა გავიგონო და გავყვე, მარგრამ არსაიდან არაფერი ისმის. ნელ-ნელა ვაგრძელებ გზას, შენობა ლაბირინთს გავს, უამრავი გასასვლელია. უცებ, შიშმა შემიპყრო, ვაითუ უკან გასასვლელს ვერ მივაგნო?!
შემდეგი ოთახის კედელზე რაღაც ნაცნობ ასოებს გადავაწყდი. სწრაფი ნაბიჯებით ვუახლოვდები და ვხედავ:
S A M A E L
-შენთანაც მოვიდა? -ძალიან ჩუმი და შეშინებული ხმა მომესმა უკნიდან, შევხტი და უკან გავიხედე.

***

ჩემს წინ პირსინგებიანი, შავ ტუჩსაცხიანი გოგონა დგას ლიტერატურის გამოცდიდან და შეშინებული, მალვით მეჩურჩულება. თითქოს ეშინია ვინმე არ გვისმენდეს. რატომღაც, მეგონა რომ ძალიან ბოხი ხმა ექნებოდა, ცოტათი საშიშიც კი, მაგრამ სრულიად მოულოდნელად ქერა ლამაზმანის ხმა ამოუშვა პირიდან - ძალიან ნაზი და მშვიდი. ნერვიულობისგან თვალებს აცეცებს და ხელით ტუჩის კუთხეს იწვალებს.
-მიპასუხე. -ჩურჩულით მეკითხება, თან თავს ცოტათი ჩემსკენ ხრის. მე კი არც კი მახსოვს, რა მკითხა და დაბნეული ვუყურებ. როგორც ჩანს, მიხვდა და კიდევ უფრო ჩუმი ტონით გამიმეორა კითხვა:
-შენთანაც მოვიდა?
-ვინ? -დაბნეული ვეკითხები, თან შიშმა ამიტანა.
-სამაელი. -ძალიან ფრთხილად ამბობს სახელს და თან თვალებით მევედრება, რომ „კი“ ვუთხრა.
-ვინ არის, სამაელი? -ცნობისმოყვარედ ვეკითხები და პასუხის მოსმენა მწყურია. ვგრძნობ, რომ წამის მეოთხედითაც ვერ გავუძლებ ლოდინს.
-ბიჭი. -ჩურჩულით მპასუხობს.
-ვერაფერი გავიგე. ვინ ბიჭი? ვინ სამაელი? შენ ვინ ხარ? -სწაფად ვუსვამ კითხვებს.
თვალები ცრემლებით აევსო და ნერვიულად დაიწყო ხელების სრესვა. თვალებს აქეთ იქეთ აცეცებს, თითქოს შველას ითხოვს, თან ხვდება რომ ვერავინ უშველის და შიშისგან ცრემლიც კი აშრება. თვალები ეყინება და ფერი მისდის.მივუახლოვდი, მინდა დავამშვიდო, მაგრამ რაც უფრო ვუახლოვდები, მით უფრო უკან იხევს.
-დამშვიდდი და მომიყევი, რა გჭირს? ვინ არის სამაელი? -მზრუნველი ხმით ვეკითხები, იქნებ რაიმე ინფორმაცია გამოვსტყუო?!
-ბიჭი, სამაელი ბიჭია. ბიჭი, შავი თვალები, სურვილი... -უცებ, თვალებში შემომხედა, ძალიან უცნაურად და დაკვირვებით. -შენ ამას ვერ გაიგებ. შენ არ იცი ვინ არის სამაელი, შენ ვერ გაიგებ, ვერ გაიგებ... სამაელი, ბიჭი... -გოგონა მირბის, მეც უკან ვედევნები ძახილით, მაგრამ ოთახებში, სადღაც გაუჩინარდა.
სრული სიჩუმე ჩამოვარდა, უკან მივბრუნდი, კედელზე დაწერილ სახელს მივუახლოვდი და ვაკვირდები: S A M A E L, რა უცნაურია. პირველი ოთხი ასო ნაცნობია ჩემთვის, იქნებ ეს გოგონა ჩემთვის ნაცნობ უცნობზე საუბრობდა? იქნებ სამაელია მისი სახელი? მახსენდება, „ადრეა ჩემი სახელის ცოდნა“, რა იგულისხმა მაშინ „ადრეში“? რა ხდება? ვინ არის ის და რა კავშირი აქვს ამ სახელთან და ამ გოგონასთან? თუკი ის მასთანაც მიდიოდა, მაშინ მე საერთოდაც არ ვყოფილვარ მისთვის განსაკუთრებული. არა, ამაზე ფიქრიც კი არ მინდა. უნდა დავივიწყო - შეუძლებელია. სისულელეა, რა კავშირი უნდა ჰქონდეს ამ გოგონასთან ჩემს უცნობს? ეს გოგო უბრალოდ შეშლილია, ტანსაცმელზეც კი ეტყობა რომ ვერ არის კარგად.
უცბად, მოვავლე თვალი იქაურიბას და შიშმა მომიცვა, მომინდა მაშინვე გავცლოდი ამ საშინელ ადგილს. მივრბივარ, შიშისგან სულ ავირიე და აღარ მახსოვს საიდან შემოვედი. ფეხებთან, შავმა კატამ გადამირბინა და შევკივლე. ჩემს კივილზე მასაც შეეშინდა და გაიქცა, გავყევი და გარეთ აღმოვჩნდი.
მივუყვები გზას და თავში უამრავი აზრი მიტრიალებს, ისევ ამ უცნობ გოგოზე ვფიქრობ, ისევ სამაელზე და ისევ ჩემს უცნობზე, რომელიც ძალიან უცნაურად იქცევა. ისიც კი ვიფიქრე, რომ ისევ იმ გუბეში ვზივარ და ის ჭაღარა ბაბუა, რომელმაც მაშინ გამომაფხიზლა, ჩემი წარმოსახვის ნაწილი იყო... რომ ისევ ჩემს აბსტრაქტულ სამყაროში დავძრწი. შენობებს ვათვალიერებ და თან უამრავ რამეზე ვფიქრობ... უცბად, ვჩერდები.
მაღაზიის ვიტრინაში ვხედავ ჩემსავით ჟღალთმიან მანეკენს, რომელსაც წითელი კაბა აცვია. ერთხანს შევჩერდი და ვაკვირდები კაბას, ერთმა კადრმა გაიელვა ჩემს თავში: როგორ ვღბავ ამ კაბისფრად საკუთარ სხეულს. რამოდენიმე წამში, მაღაზიაში აღმოვჩნდი.
-რით შემიძლია დაგეხმაროთ? -მომმართავს ბაფთიანი გოგონა, ხელოვნური ღიმილით.
-ეს კაბა მინდა მოვირგო. -საჩვენებელი თითით მანეკენისკენ ვანიშნე.
-ახლავე. -ისევ დაყენებული ღიმილი.
გასახდელთან მაღაზიის კონსულტანტს ველოდები და ჩემსკენ მარჯვნივ ვხედავ პატარა გოგონას, ბარბის თოჯინით ხელში.
ბარბის თონიჯა, რომლის გარეშეც ვერ ვიძინებდი, ჩემი სახელი დავარქვი - ემილი. ლამაზი, ლურჯი კაბა აცვია, მაგრამ ვერ ვპოულობ. დავრბივარ ჩემი პატარა ფეხებით და ემილის ვეძებ. „მამიკო, მამიკო, მამა“ ვტირი და საშველად მამას ვეძახი, რომ ჩემი ემილი მომაძებნინოს. საძინებლის კარი ოდნავ შეღებულია, ბარბაცით ვუახლოვდები და კარში ვიჭყიტები, „ემილი“ - აღტაცებით წამოვიძახე, ხელები წინ გავწიე და პატარა თითებით ჩემსკენ ვიხმობ თოჯინას, რომელიც შუა ოთახში გდია. ვუახლოვდები და ხელში ვიჭერ, ემილის თვალები ღიაა და ჭერისკენ იყურება, „რას უყურებ, ემილი?“ მის მზერას მივყვები და მეც ზევით ვიხედები: მამიკო, მამიკო გვეთამაშება, ემილი. ნახე, როგორ არის ჭერზე ჩამოკიდებული?! მამიკო საქანელაა, ემილი. მამიკო, მამიკო...“ ფეხებში ვკიდებ პატარა ხელებს და ვაწვები, „მამიკო ქანაობს, ემილი. მამიკო საქანელაა...“ მე და ემილი ვიცინით და მამიკოს ირგვლივ დავრბივართ.
-აი, თქვენი კაბა. -კონსულტანტის მომღიმარი სახე მაფხიზლებს.
მადლობის ნიშნად თავს ვუქნევ და ისევ გოგონას თოჯინასკენ გამირბის თვალები.
-აი, აქ შებრძანდით. -ეს კონსულტანტი უკვე საშინლად მაღიზიანებს.
შევდივარ გასახდელში და ვაკვირდები ჩემს წითლად შეღებილ სხეულს. მუხლამდე კაბა, მარჯვენა ფეხზე ღრმად ჩახსნილი და მჭიდროდ მომდგარი, ღრმად ამოღებული გულით. ზამთარში ჩასაცმელი ნამდვილად არ არის, მაგრამ ძალიან მომწონს. ჩემი გრძელი ჟღალი თმა და ჭორფლიანი სახე ძალიან უხდება კაბას. ფეხზე დიდი შავი ბათინკები მაცვია, სრულიად შეუსაბამოა კლასიკურ კაბასთან, მაგრამ მაინც ძალიან მომწონს ეს შეუსაბამობაც კი. წითელი პომადა ალბათ, ძალიან მომიხდებოდა.
კაბიანად გამოვედი გასახდელიდან და კონსულტანტს მივუბრუნდი:
-წითელი ტუჩსაცხი გაქვს?
-ტუჩსაცხი? ჩვენთან მხოლოდ ტანსაცმელი იყიდება. -ნამდვილი რობოტია ეს გოგო.
-შენ არ გაქვს? -არ ვეშვები.
-მე?
-ჰო, შენ.
-კი, მ-მე ალბათ კი უნდა მქონდეს.
მთელი მაღაზია მე მიყურებს, მაგრამ ცხოვრებაში პირველად არ მაინტერესებს მათი აზრი და ვცდილობ უფრო გამაღიზიანებლად მოვიქცე. შუა თითს პირში ვიდებ, ღრმად. ნერწყვით ვნამავ და ფეხსაცმელზე ტალახის წერთილს ვაშორებ, კაბა ისეთი მოღებულია, რომ დახრის დროს ლამისაა მკერდი ამომივარდეს, მაგრამ სულაც არ მანაღვლებს. ვდგები და პირდაღებულ „ნაღებ“ საზოგადოებას ვაწყდები ჩემს წინ, კმაყოფილი ვიღიმი და თვალს ვუკრავ კუთხეში მდგარ სიმპათიურ ყმაწვილს, რომელიც აღტაცებით მიყურებს და მიღიმის. როგორც ჩანს, შეყვარებულმა ძალით წამოიყვანა საყიდლებზე, მე კი აშკარად გავულამაზე მტანჯველი წუთები. მის გვერდით მდგომი გოგონა ბიჭს ყბას უსწორებს, თავისკენ ახედებს და წარბებშეკრული ემუქრება. ძალიან სახალისოა ამის ყურება.
მალევე, კონსულტანტი ჩემთან ჩნდება და წითელ პომადას მაწვდის. მადლობის ნიშნად გავუღიმე და ისევ გასახდელში შევედი. წითლად ვღებავ ჩემს ტუჩებს და ძალიან მომწონს. საოცრად უხდება სისხლისფერ კაბას, სისხლიანი ტუჩები.
გასახდელიდან გამოვედი და ტუჩსაცხი პატრონს ჩავაბარე. მადლობის ნიშნად ლოყაზე ვუბწკინე და კმაყოფილმა სალაროსკენ გავეშურე.
მოსაღამოვდა, მე ისევ ქუჩებში დავდივარ და ვხედავ, რომ ლამპიონების ყვითელი შუქი ძალიან ალამაზებს მოღუშულ ზამთრის ქუჩებს. ჩემთვის გასაოცრად, მომეჩვენა, რომ ბევრი ახალგაზრდა ირეოდა ბრბოთა შორის, რომლებიც ერთმანეთს შესციცინებდნენ, ხმამაღლა და გამომწვევად იცინოდნენ და ვატყობდი, რომ არ აინტერესებდათ ხალხის აზრი. ნუთუ ეს ადამიანები აქამდეც ცხოვრობდნენ ხალხს შორის და მე ვერ ვამჩნევდი?! უცნაურია... თუმცა მე მაინც ვერ ვხედავ მათში მონათესავე სულს…
ერთ-ერთი შენობიდან ძალიან ყრუდ ისმის მუსიკის ხმა... კიბით არის ჩასასვლელი, რომლის ბოლოში დიდი წითელი რკინის კარია, თავზე კი აწერია „FREE YOURSELF”. წარწერამ მიმიზიდა, თითქოს ეს ის არის, რაც მე მჭირდება და რასაც ჩემი ეგო მთხოვს. წამებში კართან აღმოვჩნდი. მარჯვნივ შავ ღილაკს დავაჭირე - ტყავის ქურთუკიანი ბიჭი აღებს კარს. კარის გაღება და მუსიკის ჰანგებმა გამოხეთქა. ტყავის ქურთუკიანმა თავით ფეხებამდე შემათვალიერა.
-სრულწლოვანი ხარ? -მეკითხება.
-დიახ. -ვპასუხობ მე.
-ყველა მაგას ამბობს, თუ არ ხარ მითხარი, შენთვის გამონაკლისს დავუშვებ. -თვალს მიკრავს და სექსუალურ მზერას მაპარებს.
პირადობა ამოვიღე და ვაჩვენე.
-1993 წლის 12 ნოემბერი. უჰ, მორიელი ხარ? - ენის წვერს ზედა უკანა კბილის ადებს, ძალიან ცდილობს სექსუალური იყოს და ოდნავ მეღიმება ამაზე.
-კიდევ დიდხანს ვიდგე კართან? -ვაგრძნობინებ რომ მცდელობა არ გამოსდის.
ორივე ხელს განზე წევს და შიგნით მეპატიჟება. გრძელი დერეფანი გავიარე, მუსიკა უფრო ხმამაღალი ხდება და გავდივარ დიდ დარბაზში, სადაც დიჯეი უკრავს. ტრანსის აღმგზნები ბიტები 40 დეციბელამდე აღწევს და ნარკოტიკივით იშლება ჩემს ვენებში. სიგარეტის კვამლშია გაბურული მთელი დარბაზი და ყველა თავის სტიქიაშია. მომეწონა აქაურობა, ჩემი დიდი დუტი შემოვიხსენი, იქვე დავაგდე და ბართან მივედი.
-რამე ისეთი მინდა, უცებ რომ დამათროს. -ძალიან ხმამაღლა ვეუბნები ბარმენს, რომ ხმაურში გავაგებინო.
მუსიკის ბიტებს აყოლილი ბარმენი თავს მიქნევდა თუ ცეკვავდა ვერ გავარჩიე, მაგრამ როცა თერმოსების აცეკვება დაიწყო, მივხვდი რომ ჩემი თხოვნა გაიგო. თავბრუ დამეხვა ისე ატრიალებდა ხელში ჭიქებს, ბოლოს კი ლურჯი სითხე აღმოჩნდა ჩემს წინ. ბარმენი თვალს მიკრავს და თვალებით სასმელისკენ მანიშნებს. მეც ავიღე და ბოლომდე ჩავცალე, მაშინვე ვიგრძენი რომ ტვინში ამივიდა პირიდან ჩასული სიმხურვალე, შევბარბაცდი. სკამიდან ავდექი და საპირფარეშოსკენ დავიძარი. გზაში რამოდენიმეჯერ ფეხები ამებლანდა და ლამის ვიღაც უცნობს ჩავუჯექი კალთაში.
საპირფარეშოს კარი შევაღე და სამ გამომწვევად ჩაცმულ გოგონას შევეჩეხე, რაღაც თეთრ ფხვნილს ყნოსავდნენ. სარკესთან მივედი, ცალ თვალს მათკენ ვაპარებ და მათ ჩუმ მზერასაც ვგრძნობ. სარკესთან ტუჩის კუთხეების სრესვა დავიწყე და გოგონების ჩუმი სიცილი მომესმა. ირონიულად გავხედე, მინდა ვაგრძნობინო რომ ჩემთან არ გაუვათ. როგორც კი გავხედე, შავთმიანმა მაშინვე მაჯახა:
-არ გინდა?
-ეს რა არის? -ცოტა ირონიულად ვეკითხები, რომ უვიცობა არ დამბრალდეს.
-კოკაინი.
-ხოო? -სარკისკენ გადამაქვს ისევ მზერა და ვცდილობ გავატარო.
-განასინჯი არ გაქვს, ხო? მოდი გასინჯე, სულ სხვა სამყაროში აღმოჩნდები. -ძალიან მიმზიდველად მიხმობს შავთმიანი.
-არა, მადლობთ. -ოდნავ სახეს ვღრეც.
-მშიშარა. -ზემოდან დამხედა დრედებიანმა და საპირფარეშოდან გავიდა.
არ მესიამოვნა, როცა მშიშარა მიწოდეს. შავთმიანს ხელიდან კოკაინის შესაყნოსი მინი ძაბრი გამოვსტაცე, ცალ ნესტოზე ხელი მოვიჭირე და ცალში შევუშვი თეთრი ფხვნილი. შავთმიანმა ნესტოზე ხელი მომისვა და თავი ოდნავ გადამაწევინა. მერე საჩვენებელი თითი ფხვნილში ამოუსვა და პირში ჩამჩრა, კბილებზე მომისვა.
წამებში რეაგირების უნარი დავკარგე, მთელი სხეული მიჟრუის და ნელ კადრში ვხედავ ყველაფერს. შავთმიანი სიგარას იღებს და უკიდებს.
-მეც მომაწევინე. -ვეუბნები. მეორე ღერსაც იღებს და მაწვდის. სარკისკენ შევბრუნდი, საკუთარი გამოსახულება მომეწონა, ტუჩები მოვკუმე და კოცნა გავუგზავნე სარკიდან ემილის.
დარბაზში გავედი, მოცეკვავეებს შუა მოვექეცი და სხეულს მუსიკის ბიტებს ვაყოლებ. ვენებში შევუშვი ტრანსის დიდი დოზა და დავიწყე... მგონია დავფრინავ, პირში ვიღაცის ენას ვგრძნობ, უკნიდან კი ვიღაცის ხელებს, როგორ მიზელს მკერდს, შემდებ კი ქვევით ჩადის. ხელზე ხელს ვკიდებ და ფეხებს შორის ვაცურებინებ. მესმის მუსიკის ხმა, როგორ იხმობს ჩემს სულს:
Easy, easy
Pull out your heart
To make the being alone
Easy, easy...
მსიამოვნებს, ხელებს უკან ვწევ და ყელზე ვხვევ სხეულს, რომელიც ჩემს ზურგს არის მოყრდნობილი და ჩემი სხეულით ტკბება...
Easy, easy
You break the bridals to meet
Losing control
Easy, easy...
მუსიკა ეძახის ჩემს სულს და ისიც მას უერთდება, ვენებში დამიდის სასიამოვნო, აღმგზნები ბიტები... ძალიან ბევრ უცხო ხელს ვგრძნობ ჩემს სხეულზე და მეც ვთამამდები უფრო და უფრო...
Oh, easy, easy
Burn all your things
To make the fight to forget
Easy, oh, easy...
უცხო ენა დასრიალებს ჩემს ყელში, მკერდში... ფეხებს შორის ხელის ნარნარი და მე დავფრინავ...
Easy, easy...
უცებ, ყველა უცხო სხეული ჩემს სხეულზე მონარნარე ქრება და დარბაზში ჩოჩქოლია... თვალს ვახელ და ვხედავ სამ უცნობ მამაკაცს იატაკზე დაგდებულს, როგორ დასევიან და ასულიერებენ. ჩემს წინ კი ნაცნობ თვალებს ვაწყდები, რომელიც გაცეცხლებულია და ჩემს მოკლას ლამობს.

***

ჩემს წინ უცნობი დგას და მისი მრისხანე თვალები მაიძულებს მორჩილად შევცურო მათში. მისი სიღრმე მეძახის და ვცდილობ შიგნით ჩავძვრე, მინდა შევესისხლხორცო და ამაზე ფიქრი ჩემს სულს აფორიაქებს, სხეულს კი არაადეკვატურობას ძენს და ვიწყებ ისტერიკულ სიცილს. გონებაში, სადღაც შიგნით ვაანალიზებ, რომ ასეთ დროს სიცილი ნიშნავს ჩემი ხელით მოვაწერო ხელი საკუთარი სიკვდილის კონტრაქტს, მაგრამ ნარკოტიკი ტვინით ქმედების საშუალებას მიქვეითებს და მეც სრულიად ვემორჩილები მომაკვდინებელ ინსტიქტებს. უფრო და უფრო ვუმატებ ხარხარს და უფრო და უფრო მიზიდავს მისი სისხლად დაძარღვული თვალები, დაბერილი მთრთოლვარე ძარღვი მის კისერზე. უეცრად ვჩერდები და ინსტიქტურად ქვედა ტუჩს ვკბენ, ხელებს ვერ ვიმორჩილებ, უნდათ უცნობის სხეულს შეეხონ და ნელ-ნელა მისკენ მიიწევენ. ძალიან ახლოსაა ჩემი მარჯვენა ხელი მისი კისრის ძარღვთან, როცა უცაბედად ხელს კრავს და მეუბნება:
-ნუ შეაბიჯებ მორჩილად, ბნელ და მიმზიდველ ღამეში.
ვიგრძენი რომ გაუაზრებლად წამოცდა, სინამდვილეში სწორედ ეს უნდოდა, მაგრამ რატომ წამოცდა ნუ?!
-არ მოგწონს? - მშვიდად და ირონიით ვეკითხები, მაგრამ პასუხი არ ისმის.
-ეს ის არის, რაც შენ გაინტერესებდა. -გულზე მუჭს ვკენკავ და ყვირილით ვეუბნები.
მუსიკა ჩაირთო, დიჯეი აღგმზნებ ბიტებს ფანტავს, მაგრამ მე ძალიან ყრუდ მესმის. ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოცეკვავე დარბაზის შუაში ვდგავართ მე და უცნობი და გაუაზრებლად ვუყურებთ ერთმანეთს თვალებში. მაშინ ვიგრძენი, რომ მის თვალებს განსაკუთრებული ძალა აქვთ და მე მისი ყურება დიდხანს არ შემიძლია.
უცნობისკენ ზურგით შევტრიალდი და საპირფარეშოსკენ ავიღე გეზი. იგივე გოგონები დამხვდნენ, მაგრამ ორით მეტნი. მშვიდად შევდივარ და სარკესთან ვდგები. რამოდენიმე წამში გოგონები გადიან, უკან ვიხედები და ისევ ეს თვალები... შევამჩნიე, რომ მისი თვალები აგრესიას და ირონიას მმატებს. ნიჟარის დაფაზე შემოვჯექი, ფეხები გავშალე და საჩვენებელი თითით ჩემსკენ ვიხმობ. სახე ისევ ისეთი სერიოზული აქვს და ჩემი ყველა მცდელობა, ვიყო სექსუალური, უშედეგოდ სრულდება. ბოლოს, ფარ-ხმალი დავყარე, ხელებით ნიჟარის დაფას ვეყრდნობი და ინტერესით ვეკითხები:
-ვერ ვხვდები, რა გინდა? რატომ დამდევ? თუმცა რატომ გეკითხები, შენ ხომ როცა გინდა მაშინ საუბრობ?! იქ რაც დაინახე, აი იქ რომ ვცეკვავდი... -უცებ, სიტყვას მაწყვეტინებს.
-ცეკვავდი? -ჩაეცინა.
-ჰო, ვცეკვავდი. თანაც, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ვიყავი და ვერ ვაკონტროლებდი საკუთარ თავს. სიმართლე გითხრა, მსიამოვნებდა კიდეც რაც ხდებოდა... ეს რატომ ვთქვი? ამის თქმა სულაც არ მინდოდა. რა მჭირს? -დაბნეულად, თავში შემოვირტყი ხელი და თვალების ცეცება დავიწყე.
მისი დუმილი მაგიჟებს, ჭკუიდან მშლის და კონტროლს მაკარგვინებს. ჩემს გვერდით დაყრილ კოკაინს უახლოვდება და ურცხვად ყნოსავს. ყველაფერს ზუსტად ისე აკეთებს, როგორც შავთმიანმა გამიკეთა. დაფიქრებით იყუება ზევით.
-უცნაური შეგრძნებაა, ამით როგორ კაიფობთ? -ძალიან გაკვირვებული ჩანს.
-მე არ ვკაიფობ. პირველად გავსინჯე... და შენ? შენც პირველად?
თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს და ისევ აკვირდება საკუთარ შეგძნებებს, როგორ იმოქმედებს ნარკოტიკი, ამაზე ოდნავ მეღიმება.
-გამიკვირდა. -ღიმილნარევად ვეუბნები, თან ფეხებს ვათამაშებ.
დაკვირვებულად შეავლო ჩემს ფეხებს თვალი და ნელი მოძრაობით ზევითკენ ამოაჩოჩა, ბოლოს მზერას ტუჩებთან აჩერებს და ხაზგასმული ირონიით მეკითხება:
-ჰოო? რატომ?
-არ ვიცი, რატომღაც მეგონა, რომ განასინჯი გექნებოდა. -მხრების ჩეჩვით ვუბრუნებ პასუხს და ცოტათი გაკვირვებული ვარ საკუთარი გულწრფელობით.
სარკეში საკუთარ გამოსახულებას თვალს ავლებს და უეცრად მზერა ჩემზე გადმოაქვს.
-კარგი, ემილი. ანუ ის რაც იქ იყო, გსიამოვნებდა?
-შენ არ მითხარი, გამოუშვი ვინც შიგნით გყავსო? -დავიბენი, სიტყვებს ვერ ვარჩევ.
-ანუ, შიგნით ნარკოტიკებით გაჭყეპილი, აღგზნებული გოგო ცხოვრობს? -ცალყბად ეცინება. -ასეთი მარტივი ხარ, ემი?
თავი ჩავღუნე, ცოტა ხანი ასე ვიჯექი. გამბედაობა მოვიკრიბე, თავი ავწიე, ენით ტუჩები დავისველე და სივრცეს მივაშტერდი. გავიგონე, როგორ ამოიოხრა და ამან შემაშინა. რისი შიშია ეს? რატომ მაქვს შეგრძნებები? ნუთუ სიტყვები ვერ აღწერს შეგრძნებებს?!
-მე... მე... შენ მითხარი, რომ გამომეშვა... ასეთი არ ვარ, არ მინდა ვიყო. -წარმოდგენა არ მაქვს რას ვბოდავ.
-მე გითხარი? ჰაჰ, არ მეგონა თუ ასე მარტივად დანებდებოდი.
-საკმარისია! -გაგიჟებული გადმოვხტი ნიჟარიდან და ნერვიულად დავიწყე აქეთ იქეთ სიარული. ბოლოს ყურებთან ხელები მჭიდროდ მივიჭირე, რომ სიტყვა ვერ გავიგო.
-საკმარისია! მეგონა, არ მეგონა... იქნებ ყველაფერზე ვნებდები? შენ რა იცი საერთოდ როგორი ვარ? ვინ ჯანდაბა ხარ? რა უფლება გაქვს რომ მაფორიაქებ ან მაფიქრებ ვინ ვარ?! შენი საქმე არ არის გაიგე? წადი, თავი დამანებე! -უკონტროლო ვარ, ბოლო ხმაზე ვყვირი, მასთან მივრბივარ და მკერდზე მუჭებს ვურტყამ, თუმცა ის ადგილადანაც არ იძვრის, არც კი ირყევა.
უკან სვლით ვშორდები, ხელს შუბლზე ვიდებ და მარცხენა მხარეს ვიყურები. მერე ოდნავ მზერას ვაპარებ, გამშრალ ტუჩებს ენით ვისველებ და ფრთხილად ვეკითხები:
-სამაელი შენ ხარ, არა? იმ შავტუჩსაცხიან გოგოსთანაც მიდიხარ?
-აქ მისთვის ვარ.
-რა? ჩემთან მის გამო ხარ?
ამოიოხრა და თვალები გადაატრიალა.
-მოიცა, თანმიმდევრობით მითხარი. ანუ შენ სამაელი ხარ?
თვალი თვალში გამიყარა და ძალიან ნელა, თითქმის შეუმჩნევლად დამიქნია თავი თანხმობის ნიშნად. დავიბენი და შიშმა შიგნეულობა ჩამიწვა. ენა დამება და საკმაო დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ქრონოლოგიას მივყოლოდი. ის კი თვალს არ მაშორებდა, იდგა გაუნძრევლად, არც კი ირხეოდა და მაკვირდებოდა. როგორც იქნა თავს ძალა დავატანე და ძლივს ამოვილუღლუღე:
-ვინ არის ის გოგო?
-ლილი.
-მგონი ხვდები, რომ მხოლოდ სახელი არ მაინტერესებს. -უშედეგო ლოდინის შემდეგ ვუთხარი, როცა მივხვდი რომ სახელის გარდა არაფრის თქმას არ აპირებდა.
-მის სულთან შენ არაფერ შუაში ხარ.
-ღმერთო, მე მისი სული კი არ მაინტერესებს... -თავში ხელი შემოვირტყი და ვიგრძენი, რომ ეს გაურკვევლობა მტანჯავს. -არამედ...
-მე ღმერთი არ ვარ. -მაწყვეტინებს საუბარს.
-ვიცი, რომ ღმერთი არ ხარ. ვინ იცის, იქნებ ის საერთოდაც არ არსებობს...
ეღიმება, ძალიან მწარე და ყველაფრისმცოდნე ღიმილი ეფინება სახეზე და მე ეს ღიმილიც კი მაშინებს. მაშინებს ის, რომ მან ბევრი რამ იცის... მის მზერაში ეს ისე ნათლად ჩანს, მისი თვალები... ეს ყველაფერი ძალიან მიმზიდველი და უცნაურია... საუბრის გაგრძელება აღარ მინდა, გამოვდივარ საპირფარეშოდან და სწრაფად ვეძებ ჩემს დუტს, რომ ამ საშინელი ადგილიდან გავაღწიო. მეგონა გამომყვებოდა, მაგრამ იმ დღეს ის აღარ მოსულა ჩემთან.
...
უნივერსიტეტისკენ მიმავალ გზას ვადგავარ და გონება სრულიად გათიშული მაქვს. აღარც სამაელზე ვფიქრობ, აღარც ლილიზე, აღარც ქალბატონ ელენეზე და აღარც დანტეს ჯოჯოხეთზე... ინსტიქტურად, უშეგრძნებოდ მივუყვები გზას. შევდივარ უნივერსიტეტის შენობაში, რატომღაც ყველას სახე ჩამოსტირის, თითქოს რაღაც უბედურება აერთიანებთ. გოგონების ჯგუფს ვამჩნევ, ხმადაბლა საუბრობენ რაღაც ძალიან სერიოზულზე. ნელი ნაბიჯით ვუახლოვდები და მესმის მათი საუბარი:
-ძალიან უცნაური გოგო კი იყო, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. -გულდაწყვეტით ამბობს ლამაზმანი, გამახსენდა რომ ის ლიტერატურის სემინარიდან არის - მარიამი.
-მეგობარი არ ჰყავდა? -ინტერესით კითხულობს ერთ-ერთი.
-არ ვიცი, მე თითქმის ვერასდროს ვამჩნევდი. მხოლოდ რამდენიმე სემინარი გვემთხვეოდა და სულ მარტო იჯდა, მისი პირიდან სიტყვაც კი არ გამიგია არასდროს. -ამბობს მარიამი.
არ ვიცი ეს ინტუიცია იყო თუ შიში, მაგრამ რატომღაც ლილიმ გამიელვა თვალწინ და ცნობისმოყვარეობამ გამბედაობა მომცა. ჩემგან სრულიად მოულოდნელი რამ გავაკეთე, გოგონების ჯგუფს მივუახლოვდი და ჩემთვის ნაცნობ მარიამს ვკითხე:
-რა ხდება?
-გამარჯობა. ემილი ხო? -ხელი გამომიწოდა, მეც გავუწოდე და მკრთალად გავუღიმეთ ერთმანეთს. გამიკვირდა ჩემი სახელი საიდან იცოდა?!
-გახსოვს, ჩვენს ჯგუფში რომ იყო ლილი გასვიანი?
-შავებში ჩაცმული გოგო, არა? კი ვიცი.
-გუშინ თავი მოიკლა. -სევდიანი სახით მეუბნება და ეს სევდაც კი ძალიან ალამაზებს.
თითქოს ამას ველოდი, გავშეშდი... ხმა ვერ ამოვიღე. სამაელი დამიდგა თვალწინ. გამახსენდა მისი სიტყვები „აქ მისთვის ვარ“ და შიშისგან კანკალი დავიწყე.
-ხომ კარგად ხარ? -დამესივნენ გოგონები.
ძლივს გავარჩიე ცალ-ცალკე მათი სახეები, ბინდი გადამეკრო და ყველაფერს ერთმანეთში არეულს ვხედავდი.
-სად იპოვეს? -ისევ მარიამს მივუბრუნდი, როცა გარკვევით დავინახე მისი სახე.
-რაღაც მიტოვებულ შენობაში. ჩვენი ერთ-ერთი კურსელი დაკითხვაზე ყავთ. როგორც ჩანს, ის იცნობდა. -მპასუხობს მარიამი.
უეცრად, ყველა ერთ მხარეს გარბის, მეც მათ მივყვები ინსტიქტურად. დაკითხვიდან გამოსულ გოგონას უამრავ კითხვას უსვამენ, მაგრამ ერთადერთი ფრაზა რამაც ადგილზე გამაშეშა იყო ის, რომ პოლიცია სერიულ დამნაშავეს ეძებს. ლილის თვითმკვლელობა უკვე მე5 იყო ბოლო 3 თვის განმავლობაში და საეჭვოა, რომ ხუთივე თვითმკვლელობა ერთი და იგივე ადგილას მოხდა.
...
არ ვიცი, რამდენ ხანს ვიჯექი გაშეშებული კიბის საფეხურზე... გონს მოვედი თუ არა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისკენ გავვარდი და წიგნის ძებნა დავიწყე ლეგენდებზე, კერპებზე, გამოგონილ ღმერთებზე თუ დემონებზე. ბიბლიოთეკის კონსულტანტი გაკვირვებით მათვალიერებდა, რადგან სიტყვა „დემონი“ უამრავჯერ ვახსენე. ბოლოს, რაღაც უზარმაზარი წიგნი გადმომიღო. დავჯექი და ნერვიულად დავიწყე ფურცვლა. სარჩევში გადავშალე და ვეძებ „ს“ ასოზე დაწყებულ ყველა ინფორმაციას. „სრული სიგიჟეა, რას აკეთებ ემილი? მგონი მართლა შეიშალე.“ სარჩევში ნაცნობ სახელს გადავაწყდი, მაგრამ მოგვიანებით გამიელვა და გადაშლილი გვერდი, უკან დავაბრუნე. „სამაელი? სამაელი წერია?“ თვალებს არ დავუჯერე და შიშით გადავშალე შესაბამის გვერდზე. არ ვიცი ვარ თუ არა მზად ამის წასაკითხად, მაგრამ შეგრძნებები ვეღარ მაჩერებენ. ინსტიქტებს მივყვები...
Samael - უმაღლესი სული. დაუბადებელი, შეუქმნელი. სიბნელე, ყოველგვარი სინათლის გარეშე. ყველაფრის გამანადგურებელი, უდიდესი სიძულვილის მქონე. მისი სიტყვა კანონია ნებისმიერი რანგისა და ბუნების დემონისთვის. სატანა და ბელიალი -განდგომა/ უარყოფა და სივერაგე. ეს არის სამაელის ორი მხარე.
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ემილის განწირული კივილი ისმის.

***

ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი უცნობის ვინაობა გავიგე. მისი სახელი სამაელია და ის დაცემული ანგელოზია. ეს ბევრ კითხვას ცემს პასუხს. მაგალითად იმას, რომ დემონები და ანგელოზები ნამდვილად არსებობენ... რომ ჯოჯოხეთი მორალის წინააღმდეგ წასულთათვის დასაშინებლად მოგონილი არ არის.
ნათელი იყო ყველაფერი მის შესახებ. ის არ იყო ადამიანი, ის ბოროტება იყო და მისგან წამოსული ემოცია და ბოროტი თვალები არ იყო ჩემი დამოკიდებულება ან ემოცია მის მიმართ - ეს რეალობა იყო. შიში ალბათ სრულიად ბუნებრივია ამ დროს, მაგრამ მხოლოდ პირველი რამოდენიმე წუთი ვკიოდი შოკისგან. როცა ამან გაიარა, შიშიც თან გაყვა. ეშმაკის არ მეშინოდა, მისი ნახვაც კი მინდოდა. მინდოდა მოსულიყო და უამრავი რამ მეკითხა მისთვის, მაგალითად ის თუ რატომ წერდა იმ ასოებს თუკი ჩემი კითხვაც კი საკმარისი იყო მისთვის?! რატომ მაძლევდა იმას, რაც მინდოდა, როცა ძალიან მარტივად შეეძლო ჩემი სულის მოპარვა პირველივე წამიდან?! საკმარისი იყო თვალებში ჩაეხედა და უსიტყვოთ მივუგდებდი ჩემს გახრწნილ სულს. ძალიან მინდოდა ლილისთან საუბარი, მინდოდა გამეგო რა იგრძნო ლილიმ?! მგავდა თუ არა მე?! ან ის დანარჩენი ოთხი თუ მგავდა მე?! რა იგრძნეს მათ, როცა სამაელი შეიჭრა მათ ცხოვრებაში?! რა დიალოგები ქონდა მასთან სამაელს?! ცნობისმოყვარეობას და ყრუ ტკივილს ვგრძნობდი მთელი ორი თვის, 61 დღისა და 1464 საათის განმავლობაში. პირველი სამი დღე და ღამე არ მიძინია, ველოდი მის მოსვლას. სულმოუთქმელად ველოდი, ვეძახდი კიდეც. სარკესთან ვდგებოდი, საკუთარ თვალებში ვცდილობდი მისი მზერის დაჭერას და მოძებნას. მწყუროდა მისი ნახვა, მის თვალებში ჩახედვა, მისი ხმის გაგონება, თუნდაც წამსვე მოვეკალი და ჩემი სული სატანჯველად წაეღო, მე მზად ვიყავი სამუდამო ტანჯვისთვისაც კი, ოღონდაც მისთვის შემეხედა.
დაუჯერებელია, მე ეშმაკი შემიყვარდა! ალბათ, იგივე იგრძნეს თვითმკვლელებმაც... სამაელი მათ აგიჟებდა, მათ ფსიქიკას ეთამაშებოდა და შემდეგ, თვითმკვლელობამდე მიჰყავდა... მზად ვიყავი ამისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ თვითმკვლელობა აზრადაც არ გამევლო, მის ერთ ბრძანებაზეც კი გამოვისვამდი დანას ყელში, ოღონდ მენახა...
ორი თვის მანძილზე, მხოლოდ ჟანეტი მოდიოდა ჩემთან და როგორც დედა უვლის თავის ავადმყოფ ბავშვს, ისე მივლიდა. ასეთი დარდიანი ჟანეტი არასოდეს მენახა. სამაელი მასთან არც მიხსენებია და ვერც ხვდებოდა, რომ რაიმეს ვუმალავდი. ვაკვირდებოდი ჟანეტს და სამაელის სიტყვებზე ვფიქრობდი, როცა მასზე მითხრა „კი არ გიყვარს, გეზიზღებაო“ და უზომო ტკივილი ვიგრძენი. როგორ შეიძლებოდა მე ის შემძულებოდა?! მერე ვიფიქრე, რომ ჟანეტის გამო არ მოდიოდა ჩემთან სამაელი და მკაცრად მოვითხოვე, წასულიყო. თავიდან, ჯიუტად არ მიდიოდა, მაგრამ ბევრი ჭიდილის შემდეგ, ჩემს სიუხეშეს ვეღარ გაუძლო და ნაწყენი წავიდა...
უნივერსიტეტში არ დავდიოდი, საერთოდ მივატოვე ყველაფერი. ჟანეტის წასვლის შემდეგ, საჭმელსაც არ ვჭამდი, მხოლოდ წყალს ვსვამდი, ისიც იმიტომ რომ არ მინდოდა მის უნახავად მოვმკვდარიყავი... ველოდი და ეს მოლოდინი უსასრულობად მეჩვენებოდა. მეგონა ორი თვის ნაცვლად ორი საუკუნე გავიდა... ეს მტანჯავდა... ვფიქრობდი სიკვდილზე, საიქიოზე და მეშინოდა სიკვდილის შემდეგ სამოთხის... ნორმალურ ადამიანებს ალბათ ჯოჯოხეთი აშინებთ, მე კი სამოთხის მეშინოდა, რადგან იქ სამაელი არ დამხვდებოდა. ისიც კი ვიფიქრე, თავს მოვიკლავ დანარჩენების მსგავსად და შევხვდები მეთქი, მაგრამ რაღაც ძალა უკან მექაჩებოდა. დაძაბული, შეშლილი ველოდები და სიჩუმეში ვიჯექი მთელი დღეები. ეს სიჩუმე უფრო მშლიდა ჭკუიდან, ვეწეოდი გაუთავებლად, რადგან თამბაქოს სუნი სამაელს მახსენებდა. შემდეგ კი სიგიჟის ზღვარზე მისული, სიგარას პირში ვიფერფლებდი და ვყლაპავდი, ისე როგორც მან გამიკეთა ჩვენს პირველ შეხვედრაზე. ეს გულისამრევი გემო, მას მახსენებდა. გიჟივით ვეფერებოდი სხეულის ყველა წერტილს, რასაც სამაელი მეხებოდა და ვცდილობდი გონებაში აღმედგინა ყველა მისი მოძრაობა, ყველა მისი ქმედება.
ზოგჯერ, ისტერიული ტირილი მივარდებოდა და სამაელის სახელს გავიძახოდი. ღამე ოფლით გაჟღენთილს მეღვიძებოდა და სიბნელეში მისი სილუეტის დანახვას ვაიძულებდი ჩემს გონებას.
ტანჯული ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სამაელი გაქრა ჩემი ცხოვრებიდან.
დღეს...
თვალს ვახელ და თითქოს დიდი ლოდი ჩამომხსნეს გულიდან, ოდნავ სიმშვიდეს ვგრძნობ და შიმშილიც კი ვიგრძენი. საწოლიდან ვდგები და კარისკენ ვიღებ გეზს, რომ სამზარეულოში გავიდე. ამდენი წოლისგან და უჭმელობისგან, თავბრუ მეხვევა და თვალთ მიბნელდება, მაგრამ ცოტა ხნით წამოვჯექი და დაბნელებამაც გამიარა.
სააბაზანოში შევედი, ცხელი წყალი ძალიან მსიამოვნებს და დაღლილობაც წყალს მიჰყვება. სააბაზანოდან გამოსული კი კართან ვშეშდები.
სამაელი - პირდაპირ ჩემს წინ სავარძელში მოკალათებულა და მომღიმარი სახით მიყურებს. თვალები მემღვრევა და მათში ორი თვის მანძილზე გამქრალი შიში მიდგება. წამიერად, თავბრუ დამეხვა და ძლივს შევიმაგრე თავი, რომ არ დავცემულიყავი.
რა შეგრძნებაა, როდესაც შენს წინ ეშმაკი დგას და არა გადატანითი მნიშვნელობით?! რა შეგრძნება შეიძლება დაეუფლოს ამ დროს ადამიანს? ამ წამს არ ვგრძნობ შიშს, სიკვდილის შიშს. მეშინია, რომ ხმას არ გამცემს... ასე, უსიტყვოდ იდგება და თავისი მდუმარე ღიმილით მომკლავს, წაიღებს ჩემს სულს და ჯოჯოხეთში გადააგდებს საჯიჯგნად, ის კი იმ სამუდამო სატანჯველში, ერთხელაც არ დამენახება. სწორედ ამის მეშინია...
ხელით მანიშნებს, რომ მასთან მივიდე. მეც, უსიტყვოდ ვემორჩილები და მის მოპირდაპირედ მდგომ სავარძელში ვჯდები. ვუყურებთ თვალებში ერთმანეთს და ვერაფერს ვხედავ, მის თვალებში ვეღარც ბოროტებას ვხედავ, ვეღარც სისასტიკეს, ვეღარც თამაშის სურვილს. ეს არ ნიშნავს, რომ მასში ეს ყველაფერი არ არის, ეს ნიშნავს, რომ მე სრულიად მოწყვეტილი ვარ სამყაროს.
-გისმენ. -მომღიმარი სახით მეუბნება და წამით სუნთქვაც კი შევწყვიტე, მაგრამ როგორც შემეძლო ძალა მოვიკრიბე, თვალი ავარიდე და ვეცადე თანმიმდევრობით გამომეკითხა მისთვის ყველაფერი.
-რატომ წახვედი? -ჩურჩულით ვეკითხები. მგონი ყველაზე სულელური კითხვაა, რაც კი შენგან წასულ ეშმაკს შეიძლება ჰკითხო. მასაც ეღიმება ჩემს კითხვაზე.
-გონზე მოსვლა გჭირდებოდა. -ყოყმანის გარეშე მპასუხობს.
-თვით ეშმაკიც კი ვერ შეძლებდა უბრალო ადამიანის დროის მიუცემლად გონზე მოყვანას? -ცოტათი გაკვირვებული ვარ იმით, რომ დრო მომცა.
-მე ძალას არავის ვატან. მე ხომ ანგელოზი ვარ?! -მპასუხობს ღიმილით.
-შენ ანგელოზი კი არა, ეშმაკი ხარ! -თვალებშიც კი ჩავხედე იმდენად დიდი გამბედაობა მომეცა. ამაზეც ეღიმება, მგონია რომ კარგად ხალისობს ამ დიალოგით და ვგრძნობ როგორ ვწითლდები ბრაზისგან თუ უვიცობის შეგრძნებისგან.
-ანგელოზები, ეშმაკები... -წარბებაწეული, უდარდელად მპასუხობს. -ჩვენ ერთნაირები ვართ, უბრალოდ ჩვენი მოთხოვნილებები განსხვავდება ერთმანეთისგან.
-და რას ითხოვთ თქვენ? -სრულიად გამიქრა ყველანაირი შიში და თავით გადავეშვი ცნობისმოყვარეობის მორევში.
-დაფასებას. -სერიოზული და მკაცრი სახით მპასუხობს.
-მხოლოდ მაგას? -თავის თითქმის შეუმჩნეველი მოძრაობით მპასუხობს, რომ კი.
-მაშ, ადამიანები რისთვის გჭირდებათ?
-მამას ჰგონია, რომ ადამიანები ჩვენზე უკეთესები არიან. იქ მცხოვრებ ანგელოზებზეც კი. -საჩვენებელი თითით ზეცისკენ მიმანიშნებს.
-და ჩვენი სულის მოპარვა ერთგვარი შურისძიებაა? -ღიმილით ვეკითხები.
-არამარტო.
-მაშ?
-თქვენ ჩვენზე უკეთესები არ ხართ და სწორედ ამის დამტკიცებას ვცდილობ. თქვენ, ადამიანებმა არც კი იცით რისთვის ცხოვრობთ. უმადურები ხართ და თავი ღმერთები გგონიათ. ცრუობთ, ღალატობთ, თამაშობთ, კლავთ, სიკეთეს და ბოროტებას ვერ ანსხვავებთ და მას ჰგონია, რომ ჩვენზე უკეთესები ხართ. -ისევ ზეცისკენ იშვერს საჩვენებელ თითს.
-შენც ხომ უღალატე შენს მამას? -ვერც კი ვიჯერებ, რომ ამის კითხვა გავბედე.
-ღალატსა და წინააღმდეგობას შორის დიდი განსხვავებაა, ემილი.
-ანუ, ადამიანებზე ეჭვიანობ? -შიშგარეული ხმით ვპასუხობ. ბოლოსდაბოლოს ჩემს წინ ეშმაკი ზის.
ღიმილი ისტერიულ ხარხარში ეზრდება და წამიერად სახეს ასერიოზულებს. ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადასვლა ალბათ ბუნებრივია მისთვის.
-რას გულისხმობდი მაშინ, როდესაც თქვი აქ ლილისთვის ვარო? და რატომ მოიკლა მან თავი? -ვცდილობ თანმიმდევრობით ჩემთან მისი მოსვლის მიზეზი გავიგო.
-ლილისთვის და კიდევ რამდენიმესთვის მოვედი. დაბადებიდან ვაკვირდებოდი მათ.
-მეც დაბადებიდან მაკვირდებოდი?
-შენ არა.
-მაშ, რატომ მოხვედი ჩემთან?
-მე არ მოვსულვარ შენთან. შენ მოხვედი ჩემთან.
-ეგ როგორ? -დაბნეულობამ სახე წამიშალა.
-შენ გინდოდა მოვსულიყავი. მეც შენს სურვილს დავემორჩილე, მე ხომ ანგელოზი ვარ?! -ისევ ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
-რატომ ხარ ასეთი გულახდილი?
-მე ტყუილს არ ვამბობ, ადამიანებისგან განსხვავებით, ანგელოზები (დაცემულებიც კი) არ ცრუობენ.
-ჰო არა? ლილის უთხარი ეშმაკი ვარ, შენი სული მინდა, ამიტომ თავი მოიკალიო და დაგიჯერა არა? -ცინიზმი საიდანღა ვისწავლე?!
-სიმართლე არ ნიშნავს ყველაფრის თქმას. მას არც უკითხავს ვინ ვიყავი.
-აბა საიდან იცოდა შენი სახელი?
თვალებით ჩემი მუცლისკენ მანიშნებს.
-ანუ ასოებით? და რატომ მაწერდი ამ ასოებს?
-თამაშის წესია.
-ეს თამაშია? ადამიანების მკვლელობას თამაშს ეძახი?
-მე არავინ მომიკლავს. თავისუფალ ნებას ჩვენ ვერ ვეწინააღმდეგებით. ეს მათი არჩევანი იყო.
-და მაინც როგორი წესები აქვს შენს თამაშს?
-სახელის წერა დასრულდება და ამ დროისთვის ადამიანი ან თავს იკლავს ან მე მივდივარ.
-ანუ მათი შეცდომა ის იყო, რომ ვერ მიხვდნენ შენი თამაშის წესებს? რომ მიმხვდარიყვნენ და ჩემსავით ეკითხათ, უპასუხებდი?
-ისინი არ მკითხავდნენ.
-მართლა? მაშ მე როგორ გკითხე? -ირონიულად მეღიმება.
-შენ მათ არ ჰგავხარ. სწორედ ამიტომ მოხვედი შენ ჩემთან და არა პირიქით.
ავდექი, ცოტა გავიარ-გამოვიარე. ინფორმაციას ვეღარ იტევს ჩემი გონება და ვცდილობ ყველაფერი გადავხარშო. ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა. სამზარეულოში გავედი, წყალი მოვსვი და ვცდილობ დავალაგო ყველაფერი ჩემს თავში, ყოველვარ ბურუსს ნათელი მოვფიქნო. ისევ სამაელთან გავდივარ, მის წინ ვჯდები და შიშნარევი ხმით ვეკითხები:
-რა იქნება ახლა? მე რა მომივა?
თავს მარცხნივ აგდებს, თავით ფეხებამდე მათვალიერებს და ღიმილნარევად მეუბნება:
-თამაში დამთავრდა, ემილი. -ქვევიდან, ბოროტი მზერით მიყურებს თვალებში და მთელი ტანით ვიწყებ კანკალს. დავიბენი, თითქოს აზრები აღარ მემორჩილება. სადღაც, დავიწყებაში ვიკარგები და ერთადერთი, რაც ამ მომენტში ვიცი ის არის, რომ ყველა თამაშს ერთი გამარჯვებული ჰყავს. მე კი ვერ ვხვდები ამ თამაშში დავმარცხდი, თუ გავიმარჯვე.
-ანუ, გავიმარჯვე? - აკანკალებული ხმით ვეკითხები. მას კი ტუჩები უფრო შესამჩნევად ეხსნება, ოდნავ დგება სავარძლიდან და წამებში უკვე ჩემს სახესთან ძალიან ახლოსაა. მე ლამისაა მუხლებმა მიმტყუნოს და იქვე ჩავიკეცო.
თავს ხან მარჯვნის აგდებს, ხან მარცხნივ და სახეში მაშტერდება ავადმყოფურად. თვალები უფართოვდება და უფრო ახლოს მოდის. შემდეგ კი მის კბილებს ვხედავ, ვხედავ როგორ იხსნება მისი ბაგეები და სასაცილოდ იგდებს ჩემს შიშჩამდგარ გამომეტყველებას. შემდეგ კი, კარისკენ იძვრის.
ადგილს ვეყინები, ვერც უკან ვიყურები, ვერც ჩემს წინ ვხედავ ვერაფერს, მიუხედავად იმისა, რომ მხედველობა არ დამიკარგავს. რამოდენიმე წამში, სამაელის ხმა ჩამესმის ყურებში.
-იცი, სადაც უნდა მიპოვნო.

***
დღეებმა ერთ ამოსუნთქვაში გაირბინეს, თითქოს. მე კიდევ, ვკვდები... ცოცხლად ვიხრწნები, სამაელი მჭირდება... თამაში დამთავრდა, მე კიდევ თავს დამარცხებულად ვგრძნობ, რადგან მისი დამარცხება, ჩემს გამარჯვებას არ ნიშნავდა. ვერც ვერასდროს გავიმარჯვებდი, რადგან მე დაცემული ანგელოზი შემიყვარდა. ეს არის ცხოვრების ბოლო. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ არ ვგავდი სხვებს. მე ყოველთვის ვგრძნობდი თავს ზედმეტად ამ უსაშველო სივრცეში გამოკიდებულ ლურჯ ბურთზე, მაგრამ სამაელში ვიპოვე ის, რაც მე მჭირდებოდა. შენ მე გამკიცხავ, შენ იტყვი, რომ მე უბრალოდ დეპრესიული, ილუზიებში მცხოვრები საცოდავი ადამიანი ვარ და სიბრალულს იგრძნობ ჩემს მიმართ. არც მიკვირს, ეს ასეც უნდა იყოს, რადგან შენ ვერასოდეს შემოხვალ იქ, სადაც სამაელმა შემოაღწია. როგორადაც არ უნდა ეცადო, შენ ვერ გახდები ის... მე დავეცი და ვერასოდეს წამომაყენებდა ფეხზე მდგომი, მე დაცემული მჭირდეოდა... როგორიც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს... მე შევძელი მისი გაგება, შეყვარება, თუმცა ეს სიტყვა მისი არ არის. სიყვარული, ეს რაღაც თქვენეულია, უბრალო ადამიანებო. მე მხოლოდ თავგანწირვა შემიძლია და ამაში ვპოვებ სიამოვნებას. ეს მე ვარ, ერთი საბრალო, მარტოსული გოგონა, რომელიც ეშმაკმა ჯოჯოხეთში ჩაითრია...

***
გამარჯობა. მე თამუნა მღებრიშვილი ვარ. ვსწავლობ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ეს ჩემი სფეროა, რადგან ბავშვობიდან, ყველაფრის მიმართ გამძაფრებული ინტერესი მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი მავნე თუ ღირებული ჩვევა, რაიმე მნიშვნელოვანში ჩამედო. სწორედ ამიტომ ჩავაბარე ამ ფაკულტეტზე და სწორედ ამიტომ გადმოვედი სახლში, სადაც მცხოვრებმა გოგომ თავი მოიკლა. ეს მე არ მაშინებს, რადგან ყველა ხიფათი მიზიდავს, თითქოს.
დღეს, შემთხვევით ამ სახლში მცხოვრები გოგონას, ემილი დორეულის დღიურს წავაწყდი. ვფიქრობ, რომ მისმა ილუზიებმა შეიწირა, რადგან მე თავად ათეისტი ვარ და საერთოდ არ მჯერა ბოროტისა და კეთილის. 10 მცნება საჭირო იყო კაცობრიობისთვის, რომ ანარქია არ გაბატონებულიყო. მახსოვს, ბავშვობაში, ხშირად მაშინებდა დედა, რომ თუ ცუდად მოვიქცეოდი, ეშვებიანი კაცი მომიტაცებდა და დამსჯიდა. მსგავს ახსნას ვუძებნი ჯოჯოხეთსა და სამოთხესაც და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ადამიანის ბუნებას სჭირდებოდა ღმერთი, რათმაქუნდა სჭირდებოდა და გამოიგონა კიდეც.

სანამ გადმოვიდოდი, სახლი კარგად დავასუფთავებინე. მაინც, ყოველი შემთხვევისთვის. ემილის დღიურის წაკითხვის შემდეგ კი, ხელმეორედ მომინდა დალაგება, რადგან ეს გოგონა, აშკარად სრულ ჭკუაზე არ იმყოფებოდა. სააბაზანოში შევდივარ და პირზე წყალს ვისხამ, დილითაც ვიყავი, მაგრამ აბაზანის სარკესთან ეს წითელი წარწერა არ მახსოვს. მთელი სარკის მინაზე, მოხაზულია, ასო S.

*** დ ა ს ა ს რ უ ლ ი ***

მარტო [სრულად] +18



№1  offline მოდერი MoonDaughter

MoonLady
რა მარტივი ყოფილა ემილისთვის...
მეც მინდა ეს სიმარტივე, მაგრამ არასდროს შემეძლება.
კარგია, ცუდია...
ბევრი ვიტირე მე ამ ისტორიაზე, იმიტომ რომ ზედმეტად ააფათურე ხელები ჩემს სულში... იმდენად მეტკინა ვერ აღვწერ, მაგრამ... მაგრამ...
მაზოხისტვი ვარ და, ვგიჟდები შენზე. არ ვიცი სიტყვიერად როგორ გამოვხატო სხვანაირად, ესოდენ დიადი სიამოვნებისთვის რომ "გამიმეტე" როგორ გადაგიხადო მადლობა...
ბრავო...

მადლობა, მადლობა <3 <3 შენია ეს ისტორია <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ალბათ ემილის მძიმე ცხოვრება და გადატანილი ტრავმა იყო მისი დეპრესიის მიზეზი, რომელსაც მარტო ვერ მოერია, გაირიყა და საბოლოოდ მისცა ეშმაკს უფლება ებარონა მასზე. თვითმკვლელობა გამოსავალი არაა. ყველა ასეთი ადამიანი მეცოდება, რადგან სუსტები არიან.
სულმოუთქმელად ველოდები შენს ახალ ისტორიებს, იმედია არ გვალოდინებ დიდხანს, წარმატებები :* :*

 


№3  offline წევრი ლილიტიი

დემონები
ნამდვილები არიან და ისინი ჩვენში ცხოვრობენ.
ჩვენ არ შეგვიძლია ჩავახრჩოთ ისინი და ამიტომ უფლებას ვაძლევთ
შიგნიდან შეგვჭამონ.
ჩუმად
ძალიან ნელა
გვხრავენ და გვღღრნიან
შიგნეულობას გვაცლიან და
სისხლს გვწოვენ.
დემონები ნამდვილები არიან
და ისინი
ჩვენში ცხოვრობენ.
ჩვენს სულებთან ერთად, თუმცა ხანდახან ვფიქრობ
რომელი მეტად მაშინებს?
ადამიანის სული
თუ მათი.
ისინი არ თამაშობენ
ისინი არ იტყუებიან
ისინი არ გარბიან
არ ღალატობენ
და არ ტოვებენ.
საინტერესოა?
ნუთუ დემონი_ჩვენივე სულია.
და ის რასაც ჩვენ "დემონს" ვუწოდებთ
ჩვენზე ბევრად მაღლა მდგარი არსება.
ამბობენ ერთ დღეს
ბელზებელი იესო ნაზარეველთან_მეფე იუდეველთან
მივა მუხლებზე დაემხობა და ადამიანებზე ეტყვის.
"მამაო, ღმერთო?ესენი ვინები შეგიქმნია"_ო

თავიდან მოსაწყენად დავიწყე კითხა, მაგრამ საბოლოოდ მე მაინც ვიპოვე ის რაც შენ ამ მოთხრობაში ჩადე.
მინდა გითხრა, რომ არაჩვეულებრივი იყო
ცოტა დასახვეწი, მაგრამ აი ისეთი სლ მცირე 1 თვე რომ ამ საკითხზე ვიფიქრებ.
მადლობა შენ და ჰო
დემონები არსებობენ და ისინი ჩვენში ცხოვრობენ.

 


№4  offline მოდერი MoonDaughter

Chikochiko
ალბათ ემილის მძიმე ცხოვრება და გადატანილი ტრავმა იყო მისი დეპრესიის მიზეზი, რომელსაც მარტო ვერ მოერია, გაირიყა და საბოლოოდ მისცა ეშმაკს უფლება ებარონა მასზე. თვითმკვლელობა გამოსავალი არაა. ყველა ასეთი ადამიანი მეცოდება, რადგან სუსტები არიან.
სულმოუთქმელად ველოდები შენს ახალ ისტორიებს, იმედია არ გვალოდინებ დიდხანს, წარმატებები :* :*

უღრმესი მადლობა ჩიკო <3 ახალ ისტორიაზე ვმუშაობ უკვე და იმედია მალე დავიწყებ დადებას <3 <3

ლილიტიი
დემონები
ნამდვილები არიან და ისინი ჩვენში ცხოვრობენ.
ჩვენ არ შეგვიძლია ჩავახრჩოთ ისინი და ამიტომ უფლებას ვაძლევთ
შიგნიდან შეგვჭამონ.
ჩუმად
ძალიან ნელა
გვხრავენ და გვღღრნიან
შიგნეულობას გვაცლიან და
სისხლს გვწოვენ.
დემონები ნამდვილები არიან
და ისინი
ჩვენში ცხოვრობენ.
ჩვენს სულებთან ერთად, თუმცა ხანდახან ვფიქრობ
რომელი მეტად მაშინებს?
ადამიანის სული
თუ მათი.
ისინი არ თამაშობენ
ისინი არ იტყუებიან
ისინი არ გარბიან
არ ღალატობენ
და არ ტოვებენ.
საინტერესოა?
ნუთუ დემონი_ჩვენივე სულია.
და ის რასაც ჩვენ "დემონს" ვუწოდებთ
ჩვენზე ბევრად მაღლა მდგარი არსება.
ამბობენ ერთ დღეს
ბელზებელი იესო ნაზარეველთან_მეფე იუდეველთან
მივა მუხლებზე დაემხობა და ადამიანებზე ეტყვის.
"მამაო, ღმერთო?ესენი ვინები შეგიქმნია"_ო

თავიდან მოსაწყენად დავიწყე კითხა, მაგრამ საბოლოოდ მე მაინც ვიპოვე ის რაც შენ ამ მოთხრობაში ჩადე.
მინდა გითხრა, რომ არაჩვეულებრივი იყო
ცოტა დასახვეწი, მაგრამ აი ისეთი სლ მცირე 1 თვე რომ ამ საკითხზე ვიფიქრებ.
მადლობა შენ და ჰო
დემონები არსებობენ და ისინი ჩვენში ცხოვრობენ.

საერთოდ, ეს ისტორია ჩაფიქრებული არ იყო. თავიდან არდებობდა როგორც ჩანახატი და მერე გადავწყვიტე, რომ განმევცო. ეშმაკის თემა წამოვწიე იმის გამო, რომ მე თავად მგონია რომ ადამიანს შეუძლია გახდეს ყველაზე დიდი ეშმაკი. ანგელოზიდან ღორამდე დაცემა შეუძლია და პირიქით. ასევე მინდოდა ცოტათი მაინც გამომეხატა ჩემი აზრი დაცემულ ანგელოზთან დაკავშირებით... თავიდან ნამდვილად მოსაბეზრებელია, რადგან ბევრი მიწერია ემილის წარმოსახვაზე და მის სამყაროზე. ეს ნამდვილად დამღლელია, დასახვეწიც არის კარგად. უღრმესი მადლობა, არც კი ვიცი სიტყცებით როგორ გამოვხატო ჩემი სიხარული, რომ მოუხედავად ხარვეზებისა, ემოცია გამოიწვია. <3 დიდი მადლობა <3

 


№5 სტუმარი roseheart

ამ სურათზე რო ბიჭია რა ქვია?

ძალიან კარგი იყო აზრიანი.

 


№6  offline მოდერი MoonDaughter

roseheart
ამ სურათზე რო ბიჭია რა ქვია?

ძალიან კარგი იყო აზრიანი.

დიდი მადლობა <3 Ezra Miller

 


№7  offline წევრი kiko

Dzaan Didi Dro gavida rac am saitze bolos komentari davwere. Magram es istoria ar shemedzlo ise gametarebina rame ro ar damezara. Bavshvobidam miyvarda aseti idumalebebi is rac shishs iwvevs magram ver wydebi. Grdznob rom ar sheidzleba magram mainc aketeb. Arvici dzalian ragacnairi istoria iyo <3

Miyvars aseti idumali ambebi. Imitomacaa qtulhus dzaxili chemi ert erti sayvareli wigni. Tavidan titqmis damezara wakitxva magram shemdeg is emilis titoeuli gamocdaze ise gavige rom verc ki gavacnobiere rogor davamtavre kitxva da sabolood ufro Didi intersi gamixarda vidre wakitxvamde mqonda. Pirvelad momewona aq dadebuli eshmakze istoriebidan rame.

 


№8  offline მოდერი MoonDaughter

kiko
Dzaan Didi Dro gavida rac am saitze bolos komentari davwere. Magram es istoria ar shemedzlo ise gametarebina rame ro ar damezara. Bavshvobidam miyvarda aseti idumalebebi is rac shishs iwvevs magram ver wydebi. Grdznob rom ar sheidzleba magram mainc aketeb. Arvici dzalian ragacnairi istoria iyo <3

Miyvars aseti idumali ambebi. Imitomacaa qtulhus dzaxili chemi ert erti sayvareli wigni. Tavidan titqmis damezara wakitxva magram shemdeg is emilis titoeuli gamocdaze ise gavige rom verc ki gavacnobiere rogor davamtavre kitxva da sabolood ufro Didi intersi gamixarda vidre wakitxvamde mqonda. Pirvelad momewona aq dadebuli eshmakze istoriebidan rame.

უღრმესი მადლობა, ჩემო კარგო <3

 


სხვათაშორის,არ ვაჭარბებ და შემეშინდა.მაგრამ მაინც მომწონს !

 


№10  offline მოდერი MoonDaughter

ისევ მეოცნებე
სხვათაშორის,არ ვაჭარბებ და შემეშინდა.მაგრამ მაინც მომწონს !

მადლობა ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent