ნამდვილი სიყვარული (9)
თავი 9 ნიკი იმ იმედით გავათავისუფლე რომ შვებას ვიგრძნობდი, მეგონა ეს ჩემს სულსაც თავისუფლებას მოუტანდა, ვიმედოვნებდი რომ ჩემი ყოველი ამოსუნთქვა მტკივნეული არ იქნებოდა, ვიმედოვნებდი რომ გასულ წელს მოპოვებული გამარჯვებით ტკბობას შევძლებდი და ამ გამარჯვების დანაკარგთან ასოცირებას შევწყვეტდი, თუმცა ეს ასე არ მოხდა ჩემი სიყვარული რომელიც ცხოვრების აზრს წარმოადგენდა ტკივილად გადაიქცა, მხოლოდ ახლა მივხვდი რას ნიშნავს ფრაზა ტკივილამდე მიყვარხარ, ახლა გავაცნობიერე რომ სიყვარულისთვის ბრძოლის დროს დამავიწყდა ის თუ რას ნიშნავს ჩემთვის ნიკის სიყვარული, დამავიწყდა ის ბედნიერება რომელსაც ეს სიყვარული მანიჭებდა ახლა ამ გრძნობაზე ფიქრისას დაუსრულებელი ტკივილი მახსენდება, ტკივილი რომელსაც ნიკის სხვა ქალთან დანახვა მაყენებს.თუმცა ეს ჩემი არჩევანი იყო, მე გადაწყვეტილება მივიღე და შედეგებზეც თავად უნდა ვაგო პასუხი, ამიერიდან უნდა შევძლო კვლავ თავაწეულმა სიარული. დილის 10 საათი -გამარჯობა -მე თავდაჯერებული შევედი სამზარეულოში სადაც ნინი დამხვდა -გამარჯობა მარიამ -როგორც ვხედავ შენ კვლავ აქ ხარ -რა თქმა უნდა ჩემი ადგილი ნიკის გვერდითაა -ღიმილით მითხრა ნინიმ -ფრთხილად ბარბი ჩემი ჯოჯოხეთის ქალღმერთი არ გააბრაზო -ოთახში დევიდი შემოვიდა -როგორ ხარ პატარავ? -ის მომიახლოვდა და ნაზად მომეხვია, დევიდი რომელსაც ყველაზე ნაკლებად მოვწონდი ახლა ჩემი ერთადერთი მეგობარი იყო, რადგან ელი თავისი სიყვარულით იყო დაკავებული ჩემი უსაყვარლესი და კი საკუთარ მომავალს ქმნიდა -კარგად ვარ ძვირფასო შენ როგორ ხარ? -მეც კარგად პატარავ -ორივეს გულიანად გაგვეცინა, დევიდმა პატარა დამიძახა ეს მართლა სასაცილო იყო, მაგრამ ყველაზე სასაცილო ნინის რეპლიკა გამოვიდა -ღმერთო ვერ ვიჯერებ ერთ ძმასთან არაფერი გამოგივიდა და მეორეზე გადახვედი?! -ამასა ნინი სრული სერიოზულობით ამბობდა, ამ დროს სამზარეულოში ნიკიც შემოვიდა -ნიკ გაიყვანე შენი გონება შეზღუდული შეყვარებული აქედან თორემ გპირდები სხვა შეყვარებულის მოძებნა მოგიწევს -ამჯერად რა ვერ გაიყავით? -ნაწყენი ხმით წარმოთქვა ნიკმა -სამი წამის წინ ნინიმ დევიდთან სექსში დამადანაშაულა -ამ სიტყვების წარმოთქმისას ნიკმა გაოცება და სიბრაზე ვერ დამალა -შენ რა სულ გააფრინე?! დევიდი მისი დის შეყვარებულია -მაპატით მე არ ვიცოდი, არ მინდოდა ვინმეს წყენინება -ნინი თითქმის ატირდა -სხვა დროს კარგად დაფიქრდი სანამ ჩემს უახლოეს ადამიანებს რაიმეში ბრალს დასდებ -კარგი ნიკ გაიგო, არ ღირს ამ თემის ასე გამწვავება -მე დავიცავი გოგო რომელმაც ჩემი ბიჭი მიითვისა, ეს მართლა უცნაური და სასაცილო იყო -შენ არ ჩაერიო მარიამ, მე და ნინი თავად გავერკვევით -მაშინ საძინებელში გაერკვიეთ დღეს დრამების ხასიათზე არ ვარ, როგორც იქნა საკუთარ დრამას წერტილი დავუსვი და სხვის დრამაში არ მინდა მონაწილეობა -ნიკი და ნინი საძინებელში გავიდნენ, მე და დევიდი კი დიდხანს ვიცინოდით. დევიდი ის მეხმარებოდა საკუთარი დრამიდან თავის დაღწევაში -აბა გოგონა მითხარი სინამდვილეში როგორ ხარ? -ცუდად, მე ის გავუშვი ახლა მას არფერი არ უშლის ხელს ამ უცნაურ გოგოსთან ყოფნაში და ეს მე ჭკუიდან მშლის -შენ ყველაზე შეშლილი და არაპროგნოზირებადი გოგო ხარ -ვიცი და სწორედ ამიტომ გიყვარვარ -ჰო ეგეც მართალია, ჩვეულებრივი მტირალა მიტოვებული გოგო რომ იყო პირველი მე გესროდი ჩასაქოლად ქვებს -საოცრად გამჭრიახი ხარ, კარგი ეხლა თავში არ აგივარდეს. მე წავალ მოვემზადები ლექციაზე არ მინდა დავაგვიანო - დევიდს ვაკოცე და ჩემს ოთახში შევედი, ვფიქრობდი რომელი კაბა ჩამეცვა ამ დროს კი მოულოდნელად ჩემს ოთახში ნიკი შემოვიდა -შენ ჩემს ოთახში რას აკეთებ? -უნდა დაგელაპარაკო -ნუთუ სათქმელი კიდევ დარჩა რამე -ნაწყენი ხმით ვუთახარი ნიკს -შეგიძლია მომისმინო? -კარგი ხუთი წუთი გაქვს -ჩვენ ურთიერთობა უნდა მოვაგვაროთ ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, ერთად ვმუშაობთ და ერთად ვსწავლობთ. ასე ბავშვებივით გამუდმებით ვერ ვიკინკლავებთ -დაამთავრე? -დიახ -სამწუხაროა რომ ამის გარდა სხვა სათქმელი არაფერი გაქვს, მაგრამ რას ვიზამთ, შენ მართალი ხარ ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და ასე ვერ გავაგრძელებთ, ორივეს საკუთარი ცხოვრება გვაქს ასე რომ შეგვიძლია როგორც ნორმალურ დაშორებულ წყვილს მეგობრებად დავრჩეთ -მიხარია რომ მეთანხმები -შეგიძლია წახვიდე, ახლა უნდა გამოვიცვალო -რა თქმა უნდა დროებით -ნიკისთვის ნათქვამი სიტყვები „მეგობრებათ დავრჩეთ“ შიგნიდან მანადგურებდა, ამ სიტყვებმა ნათლად დამანახა რომ ის სამუდამოდ დავკარგე, რომ მან სხვა აირჩია და მე ვალდებული ვარ მის არჩევანს პატივივცე რადგან ძალიან მიყვარს. ჩევენი ბოლო საუბრის შემდეგ არ ვიცოდი მეყოფოდა თუ არა ძალა რომ მასთან ურთიერთობა გამეგრძელებინა, ამის გარკვევის მხოლოდ ერთი გზა არსებობდა მასთან პირისპირ შეხვედრა და აი შანსიც ახალი დღე დაიწყო, ისე თითქოს გუშინ არაფერი მომხდარა -დილამშვიდობისა ჯოჯოხეთის ქალბატონო, როგორ გეძინა? -შესანიშნავად ვარსკვალვ ბიჭუნა, ყავას გამიკეთებ? -რა თქმა უნდა თქვენო უდიდებულესობავ -ირონიულად გამიღიმა დევიდმა და ყვა ჩემს საყვარელ ფინჯანში დამისხა -თქვენ ისევ ჩვეულ ამპლუასი ხართ?! -ღიმილით შემოვიდა სამზარეულოსი ნინი -შენი კი ისევ აქ ხარ რაც იმას ნიშნავს რომ სამოთხეში დრამები აღარ არის -ჰო მე და ნიკმა პრობლემა მოვაგვარეთ -კიდევ ცოტა ხანი რომ მომწეოდა ნინისთან საუბარი ალბათ ყავას გადავასხამდი მაგრამ ნიკმა გადამრჩინა შუა საუბრის დროს შემოგვიერთდა -გამარჯობა, ეს ვისი ყავა? -ჩემი ყავაა -ნიკმა ჩემი ფინჯანი აიღო და ყვა მოსვა -რას აკეთებ?! -რა მოხდა ცოტა ყავა გამინაწილწ ნუ იქნები მართლა ჯოჯოხეთი ქალბატონი -ჰო კარგი მე მაინც ბანაობას ვაპირებ, თუმცა კოფეინი მეც მჭირდება ასე რომ... -ნიკს ჭიკა გამივართვი ყავა მოვსვი და კვლავ დავუბრუნე -არ არსი ყავის განაწილება საჭირო, ყავას მე გაგიკეთებ ნიკ -ნინის ხმაში სასოწარკვეთილება იგრძნობოდა -არ გინდა უკვე ვსვამ ყავას -მე აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე და მოულოდნელად დევიდის სახელის ყვირილი დავიწყე -დევიდ! დევიდ სად ჯანდაბაში ხარ? -მიუხედავად ჩემი ყვირილისა დევიდი არსად ჩანდა -მარ აქ არ არის მოხდა რამე? -ნიკი გამოეხმაურა ჩემს ძახილს -არ დამცინო,მაგრამ პირსახოცი დამავიწყდა -გინდა მოგიტანო? -ჰო აბა მთელი დღე აბაზანაში ხომ არ ვიდგები -ნიკ მე მივუტან მარის პირსახოცს არ მინდა უხერხულობა შეიქმნეს -არა იყოს პირველად ხომ არ მიმაქვს მისთვის პირსახოცი -მადლობა ნიკ, იმედია ნინისთან პრობლემა არ შეგიქმენი -არა რა პრობლემა -ნიკი აბაზანიდან გავიდა, მეც პირსახოცი მოვიხვიე და უკან გავყევი -ნინი თუ არ შეწუხდები ყავა გამიკეთე, ხომ ხედავ კოფეინის ნაკლებობის გამო პირსახოცი დამავიწყდა -რა თქმა უნდა თან შენთან საუბარი მინდა -კარგი შენ ყავა გაკეთე მე კი ჩავიცვამ და მოვალ -ცოტა ხნის შემდეგ. -კარგი მაისური გაცვია -მადლობა ეს... -მე ვაჩუქე -ღიმილით თქვა ნიკმა -არაფერიც ჩემთან დაგრჩა და მე მივითვისე -მე ნიკს გავუღიმე და მხრით დავეჯახე -ყველაფერი გასაგებია -ნინის წარმოთქმულ ამ სიტყვებში უსიამოვნო ტონი იგრძნობოდა -კარგი ქალბატონებო მე აბაზანასი შევდივარ -ნიკ პირსახოცი არ დაგავიწყდეს -როგორც იტყვი ჯოჯოხეთის ქალბატონო -ფრთხილად იყავი, ჩემი ყურების ნაცვლად წინ იყურე არ მინდა ფეხი წამოიკრა და რაიმე მოიტეხო -ნიკი სიცილით გავიდა ოთახიდან, მე ნინისკენ შევტრიალდი მის სახეზე სიხარული ნამდვილად არ იყო გამოხატული -შეიძლება ვისაუბრთ? -სერიოზულად მომართა ნინიმ -კი, რისი თქმაც გინდა მითხარი -შენსა და ნიკს შორის რა შეიცალა? -ვერ ვხდები რას გულისხმობ? -ერთი დღის წინ შენს სახელსაც არ ამბობდა ახლა კი შენს ყავას სვამს და ძველ მაისურზე ხუმრობს -ნინი სანერვიულო არაფერი გაქვს, მე და ნიკმა ვისაუბრეთ და გადავწყვითეთ მეგობრებად დავრჩეთ -გასაგებია გულზე მომეშვა, შენთან კონკურენციის გაწევა ნამდვილად გამიჭირდებოდა -კონკურენცია რა საჭიროა ნიკს ისედაც შენ უყვარხარ -ვუყვარვარ მაგრამ არა ისე როგორც შენ -ამ სიტყვების გაგონებისას გული შემეკუმშა, არ ვიცოდი ნინისთვის რა მეთქვა, გამხარებოდა მისი ნათქვამი თუ არა. ამ დროს ნიკი შემოვიდა -ბანაობას მოვრჩი -კარზე კაუკნი გაისმა -ნიკ კარი გააღე, მე მაკიაჟი უნდა გავიკეთო ლექციაზე უნდა წავიდე, არ მიდა დამაგვიანდეს -ღიმილით გავგზავნე ნიკი კარის გასაღებად -უკაცრავად მარიამი აქ ცხოვრობს? -კურიერმა შეკითხვა დაუსვა ნიკს -დიახ რა გნებავთ? -ეს ყვავილები მისთვისაა -გასაგებია მე გადავცემ, მადლობა -ყვავილები ვისთვის არის? - ცნობის მოყვარე სახით მიაჩერდა ნინი -მარიამს გამოუგზავნეს -ვინ გამომიგზავნა? -არ ვიცი კურიერს არ უთქვამს -ბარათი იქნება, მაჩვენე -ნინიმ თავი ვერ შეიკავ და ბარათი გახსნა -ვინემ გუგასგან არის -გასაგებია, ლარნაკში ჩადეთ რა -კარგი მაგრამ ეს გუგა ჩვენი სიმპათიური ლექტორია? -კი ნინი ეს ყვავილები მისგან არის -კარგით ქალბატონებო ერთმა სულელმა ტიპმა ყვავილები გამოგზავნა რა საჭიროა ამის ასე გაზვიადება, თან ლექციაზე ვაგვიანებთ -ნიკ მართალი ხარ ნამდვიალდ ვაგვიანებთ, მოიცა დევიდი სად არსი? -არ ვიცი, მოიცადე დავურეკავ -ნიკმა მობილური ამოიღო დასარეკად მაგრამ მე შევაჩერე -მოიცადე შეტყობინება მომწერა, ის უკვე აუდიტორიაშია -კარგი მაშინ ჩვენც წავიდეთ -ყველანი აუდიტორიისაკენ გავემართეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.