შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

festina lente.(1)


7-05-2017, 00:02
ნანახია 3 837

გოგონა არ იყო ძალიან ლამაზი,მაგრამ მას მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი შარმი და მიზიდულობა ქონდა.თანდაყოლილი სურნელი და მუქი მწვანე თვალები,რომელიც ბიჭებს ხიბლავდა.ერთი შეხედვითაც ეტყობოდა,რომ განსხვავებული იყო.ყელზე პატარა შრამი ქონდა.იგი არასდროს იღიმოდა და ძალიან ცოტას საუბრობდა.მეგობრები არასდროს ყოლია.
დარიამ ქუჩაში გამოაბიჯა და ყურსასმენები მოირგო.ფეხით სიარულზე გიჟდებოდა.დადიოდა და ბრბოს სახეებს აკვირდებოდა.მისთვის ყველა ერთნაირი იყო,გრძნობებით და ემოციებით დაცლილი ბუტაფორიები.სადღაც ვიღაც ქალი პატარა ბავშვს უყვიროდა,თვალები დახუჩა და უსიამოვნო მოგონებები გაახსენდა.რა იქნებოდა რომ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო,მაგრამ იგი ვეღარაფერს შეცვლიდა.მას სწამდა რომ ის ყველაფერი რაც მოხდა,უნდა მომხდარიყო და შესაძლებლობა რომ ქონოდა არაფერს შეცვლიდა.თავი გადააქნია და ამოიხვნეშა.უკვე მიეღწია დანიშნულების ადგილამდე.აუდიტორიის კარი ნელა შეაღო და მობეზრებულად გადაატრიალა თვალები.ყველაფერი ძალიან მომაბეზრებელი იყო მისთვის.ყურსასმენები მოიხსნა და მისთვის განკუთვნილ ადგილზე დაჯდა.ლექციები უაზროდ გაიწელა და დარიამ ძლივს გამოაღწია შენობიდან.სახლის გზას დაადგა და ერთ ჩიხში ვიღაც დაინახა რომელიც იქვე ჩაკეცილიყო და კვნესოდა.დარია ნელა მიუახლოვდა.ახალგაზრდა ბიჭი შერჩა ხელში,რომელსაც მუცლის არეში იარაღით ქონდა მიყენებული ჭრილობა.გოგონა შეკრთა,ბევრჯერ ენახა დაჭრილი ადამიანი,მაგრამ მისთვის მაინც მოულოდნელი იყო.
-დამეხმარე,ჩაილაპარაკა ბიჭმა
-ახლა.წაიბურტყუნა დარიამ.
ჩანთა გვერდზე გადადო და ბიჭთან ჩაიმუხლა.
-ჭრილობა ძალიან ღრმაა,აქ ვერაფერს ვიზამ,უნდა გამომყვე.
-არა,დაიყვირა ბიჭმა.
-ნუ ყვირი,აქ არანაირი ინსტრუმენტი არმაქვს და ჭრილობას ვერ დაგიმუსავებ,ხომ ხედავ უკვე სისხლისგან იცლები?!.
-რა გარანტია მაქვს რომ პოლიციაში არ დარეკავ?ეჭვით შეხედა ბიჭმა.
-ეგ რომ მდომოდა უკვე დავრეკავდი.გაბრაზებით ჩაილაპარაკა დარიამ
-ან წამომყვები ან სისხლისგან დაიცლები,აირჩიე.
-ჰო კარგი,წამომაყენე.
გოგონამ ბიჭი ძლივს წამოაყენა და ზლაზვნით გაემართა სახლისკენ.
უკვე ღამე იყო და დარიას ღამის სიგრილე საქმეს უადვილებდა.როგორც იქნა აიყვანა სახლში.კარი ფრთხილად გააღო და მისი ოთახისკენ წაიყვანა.ბინა სუფთა იყო,მაგრამ პატარა.
-პატარა ბინაა,თქვა ბიჭმა.
-მე მყოფნის და საერთოდ შენს მდგომარეობაში არამგონია ამაზე საუბრის დრო იყოს.
ბიჭმა ბრაზით შეხედ.
დარიამ იგი მის ლოგინზე დააწვინა.ტყვია ამოუღო და ჭრილობა დაუმუშავა.ბიჭს ძალიან სტკიოდა მაგრამ ერთხელ არ დაუყვირია.
-ყოჩაღ,კარგად გაუძელი.თქვადარია როცა ყველაფერს მორჩა.
-უარესებისთვის გამიძლია.ამოილაპარაკა ბიჭმა.
დარიამ მიაშტერდა,თითქოს მის გაშიფვრას ცდილობსო.
-კარგი,ახლა მე წავალ.შენ დაისვენე.თქვა რამდენიმე წუთის მერე.
-არა,ისედაც შეგაწუხე.ჯობია წავიდე.
-დაწექი მეთქი!.მკაცრად შეხედა დარიამ.ნაკერები გაგეხსნება და სისხლისგან დაიცლები.
ბიჭმა არაფერი უთხრა.დარია კარადასთან მივიდა და თავისი პიჟამო გამოიღო.
-რა გქვია?კითხაბიჭმა.
-დარია.
-დარია,ლამაზი სახელია.მე დემეტრე მქვია.
-სასიამოვნოა.კარგი ძილინებისა.
-ძილინებისა დარია.ჩაილაპარაკა დემეტრემ.
დარია ოთახიდან გავიდა და კარი მიიჯახუნა.ყველა კუნთი ტკიოდა და სახსრებში ტეხდა.საბაზანოს მიაშურა და 2 საათი იდგა ცხელი წყლის ქვეშ.იქედან შედარებით დასვენებული გამოვიდა და მაშინვე დივანზე დაწვა.საბანში გაეხვია და დაფიქრდა.
სრულიად უცხო კაცი საკუთარ სახლში მიიყვანა.იქნებ დამნაშავეა,ან მანიაკი.ვინც არ უნდა ყოფილიყო,აშკარად ცუდ საქმეშიიყო გახვეული.დარიას კი პრობლემები არ აკლდა.
-რც არის არის.ჩაიბურტყუნა მან.ფიქრის თავიც აღარქონდა.მაშინვე გაითიშა... --------------მოგესალმებით!ეს ჩემი პირველი ისტორიაა და ცოტა არ იყოს ვნერვიულობ.ყველას,ვინც კი წაიკითხავს ჩემს ისტორია,გთხოვთ რომ დამიტოვოთ კომენტარი.მოგწონთ თუ არა და რა შენიშვნები გაქვთ.უღრმესი მადლობა ყველას.იმედია ისიამოვნებთ.



№1  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

მომეწონა. ძალიან საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები, აუცილებლად გააგრძელე და თავები ოდნავ გაზარდე

 


s.a-cicinatela-m.m
მომეწონა. ძალიან საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები, აუცილებლად გააგრძელე და თავები ოდნავ გაზარდე

აუცილებლად ჩემო კარგო,დიდი მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent