შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Pont Neuf (სრულად)


7-05-2017, 23:18
ნანახია 5 090

მისი ხელი ძლიერად მიჭირავს.ვიცი,უნდა გავუშვა,მაგრამ ღმერთია მომწმე არ მემეტება.ვგრძნობ,ახლა თუ გავუშვებ წავა და დავკარგავ.
-მირა,-ყურში ჩუმად მეჩურჩულება ჩემს სახელს,-უნდა წავიდე.
უარყოფის ნიშნად თავს გიჟივით ვაქნევ და ხელს უფრო მეტად ვუჭერ.
-მირა,გამიშვი.
-არ შემიძლია.არ წახვიდე.ხომ იცი,რომ არ შემიძლია,-ტირილით ვეუბნები.ცოტაც და გული გამისკდება.
-შემომხედე.
ვუყურებ.შავი თვალები უფრო ჩამუქებია.გრძელი წამწამები ლამაზად გაშლია.შუბლზე ვენა აქვს გამობერილი.ნელა ვიწევი და ზუსტად იმ ადგილას ნაზად ვკოცნი.ხელებს წელზე ძლიერად მიჭერს და ცდილობს უკან გამწიოს.
-გაგიჭირდება,მირა,თავს ძალით იტანჯავ.
-ჩემ გაგდებას ნუ ცდილობ.გთხოვ.
ხმამაღლა ვტირი.წელზე შემოხვეული ხელები უდუნდება და ახლა მისკენ მწევს.კალთაში ვუჯდები და თეთრ პერანგს ტუშით ვუღებავ.არ ვიცი ჩუმად რატომაა,ალბათ ჩემი მდგომარეობა ცუდად ხდის.მეც ცუდად ვარ.ოღონდ საკუთარი თავი არ მადადრდებს,მინდა დარჩეს.არ მიდიოდეს.არ მტოვებდეს.მინდა იგრძნოს,რომ მიყვარს და ჩემი გაშვება ვერ შეძლოს.მინდა სწორედ ისე იტიროს ჩემ გამო,როგორც მე ვტირი მის გამო.მინდა საკუთარი გრძნობები ხმამაღლა გამიმხილოს და ყოველთვის არ მიწევდეს მისი დუმილის მიღმა დატრიალებული მრავალი სიტყვის გამოცნობა.მინდა ჩემი სუნი ისე შეუყვარდეს,როგორც მე მისი.მინდა ერთხელ მაინც ის იყოს ჩემთან,რაც ნამდვილად არის და ძლიერი მამაკაცის როლი დაივიწყოს.მინდა ერთხელ მაინც საკუთარ თავს გადაახტეს და უფლება მომცეს მე ვიზრუნო მასზე.მინდა ხელი ჩამჭიდოს,როგორც მე ვაკეთებ ხოლმე ამას,და არასდროს გამიშვას.მინდა ისეთი სინაზით მოეპყრას ჩემს სახელს,როგორც მე მისას.მინდა ყოველ სიტყვას ის ტკივილი ამოაყოლოს,რასაც მე ვაყოლებ ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას.მინდა მომავალს ჩემი თვალებით,ჩემი გულითა და სულით უყუროს.მინდა მიიღოს ის,რაც მაქვს და რისი გაცემაც შემიძლია მისთვის.მინდა ვიმოგზაუროთ.ერთად დავათვალიეროთ ის ადგილები,რომლებზეც გულში ჩვენთვის გვიფიქრია.მინდა დილით მისმა უხეშმა ხელებმა გამაღვიძოს.მინდა,რომ ისე გრძნობდეს თავს ჩემთან,როგორც მე ვგრძნობ მასთან.მინდა ვუყვარდე.
-პარიზში,Pont Neuf-დან ულამაზესი ხედი იშლება.შემოდგომით,საღამოს, მზის ჩასვლისას,ყველაფერს ცეცხლისფერი ედება.მინდოდა ერთად გვენახა.მირა,მინდოდა ეს მშვენება შენი თვალით გენახა.ბედნიერებაა,როდესაც გრძნობ სამოთხე დედამიწაზეც არსებობს.ცოდვიანი,მაგრამ ლამაზი.არავითარ შემთხვევაში არ დაკარგო მისი ხილვის შანსი.წადი და აქაურობა უკან მოიტოვე.
-ერთად წავიდეთ.
ხმა არ ამოუღია.
მერე, მგონი ჩამეძინა.
რომ გავიღვიძე,აღარ დამხვდა.
წავიდა.
_____
სახლში რომ დავბრუნდი თორმეტი სრულდებოდა.მაგიდაზე დარჩენილი ჭიქიდან წყალი მოვსვი და სამზარეულოში გავიტანე.
ტელეფონმა დარეკა.
-გისმენ დე.
-მირა,მირა სად იყავი?
-სახლში დე.
-ნუ მატყუებ.რომ ვრეკავდი სახლში არ იყავი.
-მეძინა.
-მატყუებ,ხო ვიცი,-ხმა დაურბილდა,-ისევ სასაფლაოზე იყავი,არა?
-ვიყავი.
-ოდესმე შეძლებ რომ დაივიწყო?
-ოდესმე შევძლებ.ახლა ვერა.
-თავს იტავჯავ.
-დედა,ახლა საუბარი არ მინდა.
-ყოველთვის თავის არიდებას ვერ შეძლებ,მირა...
-არც ვცდილობ.დღეს არა.ძილინებისა,დე.

თბილისში თოვს.ამინდის პროგნოზი დიდად ვერ მაიმედებს.სულ ერთია.ჩაის ვიკეთებ და დივანზე ვჯდები.ამ ბოლო დროს სიჩუმე შემომიჩნდა.ჩაის არომატს ხშირად მოყვება ხოლმე.ლიმონიანს მითუმეტეს.სიჩუმეს არაფერს ვერჩი.პირიქით,მაშინ ვგრძნობ რომ მარტო არ ვარ და ვცდილობ წამები გავიხანგრძლივო.
სიჩუმეს სევდა მოყვება,
სევდას ფიქრები,
ფიქრებს თავისებული ნოსტალგია გაგიჟებულ სიყვარულზე,
შენზე,
შენს წასვლაზე,
უკან მოუხედავად გადადგმულ ნაბიჯზე.ნაბიჯზე,რომელიც მთელ სიცოცხლედ დამიჯდა.მეც და შენც.

ორთქლი სახეზე მეცემა.
სახლი მტვერს დაუფარავს.მისახედია,დასალაგებელია.მე არ შემშვენის.დედა გამიბრაზდება.ის არ მაპატიებს.პატარა გოგოსავით მისაყვედურებს და მეტყვის რომ დავეცი.რომ საკუთარი თავი დავკარგე.ადამიანობა დავკარგე.გრძნობებიც და მომავალიც ლაფში გავსვარე.სუნთქვა მიჭირს.მინდა კარი გამოვაღო და სასაფლაოზე დავბრუნდე.მინდა ამ ცივ ზამთარს ჩაი კი არა, მისი მკლავები მათბობდეს.ღმერთო,როგორ მინდა !

-სანამ წავიდოდა,-ამოვიჩურჩულე,თითქოს რაღაც ბუნდოვნად გამოჩნდა გონებაში.ტვინის ნაოჭებს გადაუარა და ღრმად შემოძვრა,-მიდი,გაიხსენე.რაღაც გითხრა.გთხოვა.მიდი,გაიხსენე.გაიხსენე,მირა.შენ ეს შეგიძლია.სანამ წავიდოდა.

____
ხელჩაკიდებულები მივდივართ.შავი ჟაკეტი აცვია,მე-მწვანე.მას ყოველთვის მუქი ფერი ხიბლავდა,მე-ღია.
სიჩუმეა.
ახლახან მითხრა,რომ ცოტახნით წასვლა უწევს.ხმას ვერ ვიღებ.არადა,სამი დღის წინ დაბრუნდა.ყელში გაჩხერილ ბურთს ვერაფერს ვუხერხებ.ვიცი მელოდება,ჰგონია,რომ რაღაცას ვიტყვი,მაგრამ არ შემიძლია.ხმა რომ ამოვიღო ვიტირებ,მე კი ვიცი მისთვისაც მტკივნეულია.მე ვერ ვატკენ.
-მირა.
ოხ,როგორ მიყვარს სახელით რომ მომმართავს.ერთიანად მათბობს მისი ბარიტონი.მინდა იდგეს და დაუსრულებლად ჩემს სახელს ამბობდეს.
-ამიტომ მენანებოდი საკუთარი თავისთვის.
ვერ მივხვდი,გაოცებულმა ავხედე.მუქი თვალები უფრო ჩაშავებოდა.ხელზე თითით მეფერება.
-ამიხსენი.
ჩერდება.მოულოდნელობისგან ადგილზე გაჩერებას ძლივს ვასწრებ.ხელს მიშვებს,მინდა შევეწინააღმდეგო,მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ.გრძელი თითები სახეზე მეხება.მიატნის სუნი მცემს.მისი სუნია.ათასში შემიძლია გამოვარჩიო.
-ისევ ჩაივლიან ქვეყნად ზღვის გემები,
ისევ მომაწვება შენი მონატრება,
ხელებს ვერ გაგიშვებ,აღარ მემეტები,
შენი სიყვარული მე დღეს მეჩქარება.

ხმა ვერ ამოვიღე.ვეღარც ემოციები დავიტიე და ავღრიალდი.ვგრძნობდი,ხელიდან მეცლებოდა ყველაზე ძვირფასი.
-მირა,მიყვარხარ!

____
ჩაის მიატნის სუნი აქვს.ყველაზე კარგი შეგრძნებაა შენთვის რაღაც ძვირფასს და ღირებულს რომ იხსენებ.მოგონებების სიაში ემატება,მერე კადრებივით ტრიალებს და ტრიალებს გონებაში.მანამ,სანამ ახლით არ ჩაანაცვლებ.თუმცა ყველაზე ცუდია წარსულით,მოგონებებით ცხოვრება.იმით,რაც უკვე იყო და იცი,აღარ განმეორდება.იმით,რაც დიდ სიამოვნებასთან ერათად უდიდეს ტკივილს გაყენებს.არა იმიტომ რომ მოგონებაა,არამედ იმიტომ,რომ მათ ახალი აღარ დაემატება.
გამახსენდა პირველად როგორი განცდა დამეუფლა.არადა თითქოს სულ აღარ მახსოვდა.გამახსენდა და კიდევ ერთხელ მივხვდი რაც დავკარგე.არ არის მართებული მიდიოდნენ და აღარ ბრუნდებოდნენ.სამყაროს გპირდებოდნენ და სწორედ ამ სამყაროში სიმარტოვისთვის გიმეტებდნენ.მომავალს გისახავდნენ და მერე თავადვე გინგრევდნენ.ერთ წამს ბედნიერებისგან ტიროდე და მეორე წამს ტკივილისგან კიოდე.გინდოდეს,შეეხო,იგრძნო და დააფასო,მაგრამ მხოლოდ გინდოდეს.რეალურად,სწორედ იმ მომენტიდან კვდება შენში ქალი,როცა საყვარელ მამაკაცს ვეღარ იბრუნებ.კვდება და ვერ შველი.იკარგება და ვერ პოულობ.ეძახი და ვერ აგონებ.
შეხება.რამდენად დიდი ძალა იმალება მასში.მხოლოდ ერთი შეხებაა საჭირო და ყველაფერი ნათელი ხდება.რამდენი რამ შეუძლია მას.ეხები და გრძნობ,შენია.ეხები და გრძნობ, შენშია.ეხები და გრძნობ, გიყვარს.ეხები და მერე ეს შეხება მთელი ცხოვრება თან გდევს.შეხებაშია ყველაფერი.შეხებას აქვს მახსოვრობა.

ხოდა,მეც ვზივარ ხოლმე.სიჩუმეს ყურს ვუგდებ,ჩაის ვსვამ და ვცდილობ დასალაგებელ,მტვრად ქცეულ სახლს ყურადრება არ მივაქციო.როგორც კი ვკონცრერტრირდები, მაშინვე მოგონებების კორიანტელი მყლაპავს.ნელ-ნელა იღვიძებენ.იმ დღის შემდეგ მიძინებული გრძნობები იფურჩქნებიან.ყოველი წამი და წუთი მიყვარს.ის დღეები,როცა მთელი ტანით ვგრძნობდი ბედნიერებას და მეტი არაფერი მინდოდა.მხოლოდ ცოტაოდენი ბედნიერება ჩემს დიდ ბედნიერებასთან ერთად.

დილით დედა დამადგა თავზე.საწოლიდან სულ ძალით წამომაგდო და ჩხუბით შემიყვანა სააბაზანოში,თან მომაძახა,ცივი შხაპი მიიღე,თორემ ძალით გადაგავლებო.კბილების კაწკაწით გამოვედი,იქვე მიფენილ თბილ ხალათში გავეხვიე და სამზარეულოში გავედი.
-მირა,საჭმელს თუ ჭამ ხოლმე?
-ვჭამ,დე.
-არაფერი გეტყობა,-უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა,-მანახე რა გაქვს მაცივარში.
-არ გირჩევ.რასაც იქ ნახავ არ მოგეწონება.
-ახლავე ჩახვალ და ნორმალურ საჭმელს იყიდი.მერე ამოხვალ,შეჭამ,თავს მოიწესრიგებ და ამ სახლსაც ხელს შეავლებ.მირა,არ გრცხვენია?
-რისი დედა?
-ყველაფრის.საკუთარი თავის,საქციელების.ბოლოსდაბოლოს შენი სახლის.
-არა დე,არ მრცხვენია.
-მირა,შეწყვიტე გთხოვ,-ამოიტირა,-ამით მეც გულს მტკენ ხომ იცი?მინდა რომ დამიბრუნდე.მინდა ისევ ისეთი ლაღი იყო, როგორც ადრე.მინდა ისევ გიჟივით ირბინო ოთახებში.ყველაფერი აურიო.მამაშენს კისერზე შემოახტე,მე ნერვები მომიშალო.მინდა ჩემი შვილი იყო.არ მინდა შენთან მოსვლის მერიდებოდეს.არ მინდა წინასწარ დარეკვა ან ნებართვის აღება მჭირდებოდეს.მინდა მირეკავდე და მლანძღავდე,რატომ დამივიწყეო.შოკოლადებს მაბარებდე.ეზოში ბავშვებთან ერთად ერთობოდე.როგორც ადრე.სახლში დაბრუნდი,მირა.ჩემთან დაბრუნდი.

ნინამ დამირეკა.სასეირნოდ პარკში გავედით.დიდი ხანია რაც მასთან ერთად არ მისეირნია.თითქოს მომენტრა კიდეც.თბილისური საღამოები,მეგობრები,დალევა და გართობა.ღმერთო,როგორი შორი მეჩვენება ეს ყველაფერი.
-როგორ ფიქრობ,სწორი იქნება მეჯვარეობა რომ გთხოვო?-თითები ერთმანეთში გადახლართა და სათვალის ზემოდან დამაკვირდა.ნერვიულობს.
-თუ შენ თვლი ასე,მაშინ მოხარული ვიქნები,-გავუღიმე და ცხვირზე გავეთამაშე.
-მირა,მგონია რომ დედამიწაზე ძალით დადიხარ.
-გეჩვენება.გეფიცები,კარგად ვარ.
-ბავშვობიდან გიცნობ ხომ იცი,ვერ მომატყუებ.შეეცადე ადამიანს დაემსგავსო.დედამიწაზე დაეშვი,ცხოვრება გრძელდება.მისით არაფერი მთავრ...
-გთხოვ,არ გინდა.ეს უფრო მტკენს.

დივანზე ვზივარ.ჩაის ამჯერად მალინის არომატი აქვს.თითქოს პირველი ცვლილება იმჩნევა.რაღაც ახალი იწყება.თითქოს...მაგრამ დაზუსტებით თქმაც არ შემიძლია.ამჯერად მისი ნაჩუქარი ჭიქა არ მიჭირავს.ჩაისაც უგემურად ვსვამ.თუმცა კარგია,რაღაც განსხვავებულს ვაკეთებ.მეუცხოვება,მაგრამ ხელს არ მიშლის.გული ორმაგად მტკივა.ბოღმა ყელში მიჭერს.მგონია,მასთან დამაკავშირებელ ძაფებს ვანადგურებ.სათითაოდ,ერთმანეთის მიყოლებით.
-ორი წელი გავიდა.ასე აღარ უნდა მიჭირდეს.შეწყვიტე მირა.დანებდი.უფლება მიეცი გადაგიაროს და ამოისუნთქებ.ნუ ცდილობ შეჭიდებას.მოკვდები.მირა,ისუნთქე.

ჭიქას გვერდით ვდებ.ბოლომდე ვერ ვსვამ.გულისრევის შეგრძნება მაქვს.ადგომას ვერ ვასწრებ,იქვე იატაკზე ვარწყევ.პირს ხელით ვიწმენდ და სამზარეულოში გავდივარ წყლის დასალევად.
-წასვლამდე...ბოლო დღეს.რაღაც გითხრა და უნდა გაიხსენო.მიდი,გაიხსენე.ჯანდაბა,თავს ძალა დაატანე და გაიხსენე.მიდი,შეგიძლია.

____
ჩემს სახლში ვართ.
საჩუქრად ის ჭიქა მომიტანა,რომელსაც დღემდე ვხმარობ.
დღეს კარგ ხასიათზეა.ხელში მიყვანს,მატრიალებს,მკოცნის და მეფერება.მიხარია,ასეთი დიდი ხანია რაც არ მინახავს.
-სამსახურში საქმეები როგორ მიდის?-მეკითხება და თეფშიდან კიტრს სწრაფად მაცლის.
-კარგად,უფროსი დამპირდა თუ ასე გააგრძელებ მუშაობას, დაგაწინაურებო.
-ეგრე გპირდება მეორე წელია.
-ჰეი,ჩემს იმედებს ნუ ანგრევ, თორემ თავს ჩემი რისხვა დაგატყდება,-ვემუქრები და დანას ცხვირწინ ვუტრიალებ.ხელებს შლის და მეხუტება,თან მომაჯადოვებლად იღიმის.მისი ღიმილი მიყვარს.ლოყები ეჩხვლიტება ხოლმე.ვცდილობ ბევრი ვიხუმრო,რომ გაიცინოს.თუმცა მისი ბედნიერი ღიმილის ნახვის შანსი იშვიათად მაქვს.ზოგადად მასაც იშვიათად ვხედავ ამ ბოლო დროს.
-წასვლა როდის გიწევს?,-მტკივნეულ თემას ვეხები და ჩამოწოლილი უხერხულობის გადასაფარავად კვლავ კიტრის ჭრას განვაგრძობ.
-თვის ბოლოს.რაღაც მინდ გითხრა,-დანას მადებინებს და ფეხებშორის მიქცევს,-შემპირდნენ,რომ ეს ბოლო იქნება და ამის შემდეგ აღარსად წასვლა მომიწევს.
-სერიოზულად?სულ აღარ წახვალ?არც ერთი დღით?-სიხარულს ვერ ვუმკლავდები და ხტუნვას ვიწყებ.
-დამშვიდდი.მთავარია ეს გადავიტანოთ.გპირდები,ყველაფერი ისე იქნება,როგორც ჩვენ გვინდა.

____
უსარგებლოა.ორი დღეა გახსენებას ვცდილობ და უსარგებლო რაღაცებს ვაწყდები.როგორ მომილოცა პირველად დაბადების დღე.როგორ მაჩუქა დიდი დათვი.როგორ წამიყვანა კინოში.როგორ ამიხსნა სიყვარული.როგორ წავიდა პირველად.მერე უფრო მძაფრ შეგრძნებებს ვაწყდები: პირველი ჩხუბი,გულისტკენა,ცრემლები(რომლებიც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მეტად ჭარბობს),არ’დაბრუნების შიში,გადაულახავი ემოციები,სიამაყე,ვერ’გადადგმული ნაბიჯი.შემდეგ თბება: ჩახუტება,კოცნა,თმაზე დაუღალავად მოფერება,პირველად განცდილი პეპლები მუცელში,პირველად ნათქვამი ‘მიყვარხარ’.
ის,რაც ბოლოს მითხრა ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს.ყველაზე წრფელი და დასამახსოვრებელი.რაღას,რაც სულ უნდა მხსომებოდა.უკანასკნელი სიტყვებივით.გამომშვიდობება და მსგავსი სცენები.თითქოს ხელი გავუშვი და დავკარგე.არადა ვგრძნობ,ახლოსაა.აქვე ტრიალებს და მე არ ვაძლევ უფლებას თავი შემახსენოს.მას რაღაც ისეთი ჰქვია,რაც ბოლო წამებს შეეფერებოდა.ბოლოსიტყვაობა?დაპირება?სიყვარულის უკანასკნელი ფიცი?არა,ეს იყო ანდერძი.ბოლო პირობა,რომელიც უნდა შემესრულებინა.ანდერძი.

ქორწილი ვიწრო წრეში ჩატარდა.პატარძალი ულამაზესი იყო,სიძე-უსიმპათიურესი.მე ჩვეულებრივი,როგორც ყოველთვის.ერთი კარგი ამბავია,გულწრფელად გავიღიმე.ვიდექი და არ მჯეროდა რომ ამას ვაკეთებდი.თითქოს ორი ნაბიჯით მივუახლოვდი ახლა ცხოვრებას.ცხოვრება,რომელიც წარსულს არ ითვალისწინებდა.წარსული,რომელშიც ჩემი უკვდავი პიროვნება და სასაფლაოზე მიტოვებული სხეული ცხოვრობდა.ერთადერთი და განუმეორებელი.

საწოლზე ვზივარ.ხელში ყავით სავსე ჭიქა მიჭირავს და გაზაფხულს ვეგებები.თმა გაშლილი მაქვს,ფეხზე თბილი წინდები მაცვია.გვერდით ლეპტოპი მიდევს,რომელიც რახანია აღარ მიხმარია.ნელა ვეხები მტვრით დაფარულ ზედაპირს და ვხსნი.ეკრანიდან მისი მომაკვდინებელი სახე შემომცინის.თვალს ვაშორებ და ინტერნეტში შევდივარ.სიმღერას ვრთავ,ჯერ დაბალ ხმაზე შემდეგ ნელ-ნელა ვუწევ.სხეულში ნაცნობი სითბო მეღვრება.ეს მაკლდა,ნამდვილად მაკლდა.

ფეხზე ვდგები და ტილოს ხელში ვიჭერ.ნაბიჯს ვდგამ და ავეჯს მტვრისგან ვათავისუფლებ.ეს ახალი ცხოვრების დასაწყისი უნდა იყოს.ასე უნდა გამოიყურებოდეს ჩემი მომავალი.მომავალი,რომელიც მას აღარ ითვალისწინებს.

სასაფლაოზე იმ წელს ბოლოჯერ ვიყავი.ყვავილები ავუტანე და ცოტახნით დავრჩი.მერე დავფიქრდი.ჯერ დაბადების და გარდაცვალების თარიღს შევხედე,მიწა ხელში მოვიქციე და გამახსენდა...

____
გზაზე მივდიოდით.შუაღამისას.პარიზზე მიყვებოდა.იმ წელს საფრანგეთში იმოგზაურა და უნდოდა ყოველი დეტალი შემთვის აღეწერა.პირობა დამადებინა Pont Neuf-დან მზის ჩასვლას უნდა უნდა უყუროო.მეც სიცილით დავეთანხმე და კისერზე ხელები შემოვხვიე.წინ გაიწია და ჩამომშორდა.ცემკენ მობრუნდა და უკან-უკან დაიწყო სირბილი.მერე სულ ერთხელ შემოიხედა,ჩემი ყურებამდე გახეული ღიმილი რომ დაენახა.მახსოვს ყვირილი,რომ ჩაბიკეცე და ვეღარაფერს ვშვებოდი.მახსოვს მანქანა,რომელიც არც კი გაჩერებულა ისე გაუჩინარდა.მისი სხეული ხელებში მყავდა მოქცეული და მესმოდა როგორ წყვეტდა ნელ-ნელა სუნთქვას.უძლურება,სწორედ ეს გრძნობა გამიჩნდა და დამეუფლა მაშინ.ხელებიდან გამომტაცეს და წაიყვანეს.მერე სიბნელე იყო.რომ გამოვიღვიძე აღარ მყავდა...სულ აღარ.

____
ჩემოდანს ვალაგებ.ჩუმად ჩვენ საყვარელ სიმრერას ვღიღინებ და ჩალაგებას ვასრულებ.ხელში ბილეთს ძლიერად ვიჭერ და ვსუნთქავ.ეს სიმშვიდის სუნთქვაა.

თვითმფრინავში ფანჯარასთან ვიკავებ ადგილს.ილუმინატორიდან ჩემს პატარა საქართველოს გადმოვყურებ.ქალაქს,სადაც ჩემი ცხოვრება რჩება.თვალებს ვხუჭავ და მეძინება.

Pont Neuf-ზე ვდგავარ და მზის ჩასვლას ვუყურებ.მომხიბვლელი სანახაობაა.ცხოვრება ამისთვის ნამდვილად ღირს,ხელში ჩემი სიყვარულის მიერ ნაჩუქარი ყელსაბამი მიჭირავს.ყვავილების სუნს რეალურად ვგრძნობ და ამდენი ხნის შემდეგ მეცინება.

ზურგს უკან მის სხეულს ვგრძნობ.
მიყვარს,
ვუყვარვარ.
-ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრე,მირა,-ბოლოჯერ მესმის მისი ხმა და მერე ქრება.

მზე ჩავიდა.
მე ისევ მეღიმება.



№1  offline წევრი japara

ცუდად ვარ მართლა disappointed_relieved რაღც სხვანაირად მიცემს გულიდა აი საშინლად ვარ. ასეთი ემოციური ჯერ არაფერი წამიკითხავს. მირას ტკივილი მეტკინა და მისი წასვა მეტკინა. საოცრება იყო!

 


japara
ცუდად ვარ მართლა disappointed_relieved რაღც სხვანაირად მიცემს გულიდა აი საშინლად ვარ. ასეთი ემოციური ჯერ არაფერი წამიკითხავს. მირას ტკივილი მეტკინა და მისი წასვა მეტკინა. საოცრება იყო!

მადლობა დიდი ^^

 


№3  offline მოდერი zia-maria

მომეწონა თუმცა ძალიან მტკივნეულია. disappointed_relieved მირა,მირა შემეცოდა და მისი სიმარტოვე.

 


zia-maria
მომეწონა თუმცა ძალიან მტკივნეულია. disappointed_relieved მირა,მირა შემეცოდა და მისი სიმარტოვე.

მადლობა heart_eyes

 


№5  offline წევრი triniti

კარგიააა ძალიან მომეწონა

 


triniti
კარგიააა ძალიან მომეწონა

გმადლობ ^_^

 


№7  offline მოდერი ენემი

არც კი ვიცი რა ვთქვა , მეტკინა ძალიან მეტკინა . მირა ძლიერი აღმოჩნდა რომ ამას გაუძლო.

 


baby girl for everyone
არც კი ვიცი რა ვთქვა , მეტკინა ძალიან მეტკინა . მირა ძლიერი აღმოჩნდა რომ ამას გაუძლო.

მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent