შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბურდული და სხვა კატასტროფები (13)


7-05-2017, 23:47
ავტორი gonegirl
ნანახია 11 896

ნინი.
-ვაიმე ნუ გამაგიჟეთ ნინელი, ორი დღით დაგტოვეთ და იქედან ლექსო მწერს ნინის ხომ არ დაურეკავს ვერ ვუკავშირდებიო, აქედან პირგამოტენილი ხვედელიძე მირეკავს ლექსომ ნინელის ააკითხა, კარი არ გაუღო და შენ ხომ არ იცი რამეო, ამიხსენით ერთი რა ხდება-სულმოუთქმელად ჩამწივის მაშოს ხმა. მთელი ბავშვობა ვფიქრობდი რა მაგარი იქნებოდა მობილურში შეძვრომა და სასურველ ადამიანთან გადასვლა რომ შეგეძლოს მეთქი, გადავიფიქრე!
-რა და გუშინ რომ გაგაცილეთ გადავწყვიტეთ კაფეში ჩავუჯდეთო, მერე აეკიდა ლექსოს ის თავისი ნატალი ვიღაც მეგობრით, ჰოდა სანამ ესენი წყვილებში ჭუკჭუკებდნენ შენი ძვირფასი დაქალი იჯდა წითელი კვერცხივით, ავდექი და წამოვედი-ქოშინით ვასრულებ ტლიკინს და ნატოს სახის გახსენებაზე თავისით მეკრიჭება კბილები.
-ინგლისური რომანის ლედივით წამოხვედი თუ ბრაზილიური სერიალის გმირივით?-ზედ მაზოლზე მაჭერს ფეხს მაშო
-აუ მესამე ზედმეტია ხომ გაგიგია, მე კიდე მეხუთე ზედმეტია ვიყავი-სარკეში ვხედავ საკუთარ წარბებაწკეპილ გამოსახულებას, რა საცოდავი ხარ ნინი.
-აჰა ესე იგი ბრაზილიელ როსაურასავით-დასკვნა გამოაქვს ხმას-პირდაპირ გითხრა შტერი ხარ მეთქი თუ შეგაპარო?
-სამაგიეროდ მთელი საღამო ზურასთან გავატარე და დღესაც ვხვდებით-სასწრაფოდ ვაშველებ შემამსუბუქებელ გარემოებას, ჰომ თუ საპასუხოდ მიღებულ ავ დუმილს გავითვალისწინებთ ეს არ უნდა ამომეღერღა, ჩამოსვლამდე მაინც.
-როდემდე უნდა იყო ბოთე ამხელა ჯულიეტა ქალი?-მაშოს ბურდღუნს და წარმოდგენაში გაცოცხლებულ უკმაყოფილო სახეს ერთად აღიქვამს გონება
-შენ როდის ჩამოდიხარ?-აწკმუტუნებული ლეკვივით ვიკუნტები დივანზე
-ახლა მივდივართ ვარძიაში და სადღაც რვისთვის თბილისში ვიქნებით ალბათ
-მალე ჩამო-ჩლარტუნით მივიწევ სამზარეულოსკენ
-კი ნინელი ავტობუსში წინ დავჯდები და უფრო მალე ჩამოვალ-სიცილი ერევა ხმაში
-ვის ელაპარაკები ზღარბო?-ახლა ბოხი ბარიტონი ჩამესმის, მგონი აპოლონიც შემოუერთდა ზოგადსაკაცობრიო ბჭობას
-ბებიაჩემს სანდრო, გაგაცნო?-არ აყოვნებს მაშოს პასუხი, ჰო ნამდვილად აპოლონი ყოფილა.
-გამარჯობა მაშოს ბებიავ, მე სანდრო ვარ მაშოს გმირი-ახარხარებული ხმა ჩამყვირის ყურმილში
-მოშორდი დეგენერატო-ახლა წიკვინი ცვლის როხროხს. თუ ჩხაკუნის ხმით ვიმსჯელებთ სავარაუდოდ უდროოდ შემოჭრილს რაღაც გაუქანეს თავში და თუ შორეულ ხარხარსაც გავითვალისწინებთ ესე იგი მთლად მიზანში ვერ უნდა გაერტყა აპოლონისთვის.
-მოკლედ ავდივარ უკვე ავტობუსში ნინელი, იმ ორ თავგასიებულს ვეტყვი ცოცხალია თქვენი დაქალი მეთქი თორე შეძრეს ქვეყანა-ჩემთვისაც იცლის აშკარად აჟიტირებული მაშო
-აპოლონი მომიკითხე-კისკისით ვადგამ ყავას
-წავიდა გენერალი მაშო აბა, ჩემს ჩამოსვლამდე არაფერი გააფუჭო- მოგუდული ხმით ჩამხითხითებს და კავშირიც წყდება. კარგი ისევ მარტონი დავრჩით ჩემო მუდამ დაულაგებელო და ლოგიკისგან სინათლის წელიწადებით დაშორებულო თავო. მობილურის დადებასაც ვერ ვასწრებს წრიპინით რომ ინთება ეკრანი, ნაჩქარევად ვკითხულობ წინ გამომხტარ ზურას შეტყობინებას, „გამოვედი უკვე, მალე მოვალ“. მაკიაჟი არ გამიკეთებია ჯერ, რას ქვია მალე მოვა? სასწრაფოდ ვიყუდებ ყავის ფინჯანს და ფეხზე ვხტები, ჯანდაბა! მგონი ყელიდან კუჭამდე მთელი საყლაპავი სისტემა დავიფუფქე, კარგია ნინი, დამწვარი პირით ნაკლებ სისულელეებს წამოაყრანტალებ. ცოფიანი ძაღლივით ენაგადმოგდებული ვუშვებ ცივ წყალს, დილიდან იღბლიანად რომ დაიწყებ ცხოვრებას ადამიანი!
მეორე მესიჯი სარკის წინ მდგარს მეწევა და მარჯვენა ხელში მომარჯვებული ტუშის ფუნჯი წამწამის მაგივრად თვალში იდებს ბინას. აცრემლებული ვუყურებ განათებულ ეკრანს, „შენს კორპუსთან ვარ უკვე“, ჰო მე კიდე ჩემს სარკესთან ვარ გუგაში ნატაკები ტუშით და ალაგ-ალაგ წასმული ტონალურით. ფართხუნით ვისვამ რბილ სალფეთქს და საკუთარ ანარეკლს ვავლებ თვალს, აი ნათელი მაგალითი თუ როგორ არ უნდა გამოიყურებოდე გოგო მეოთხე პაემანზე ან როგორ უნდა გამოიყურებოდე თუ გინდა რომ მაგ მეოთხეს ბოლო პაემანი დაერქვას. არასდროს არ მესმოდა თვითმკვლელების, ახლა მესმის!
დამწვარი პირით, ძალადობის მსხვერპლივით აწითლებული თვალით და მინუსებში გადასული თვითშეფასების დონით მივაბიჯებ სადარბაზოდან,მგონი ერთი საყვარელი ატომური ბომბიღა მაკლია სრული ბედნიერებისთვის.
-გამარჯობა-ყურებამდე გაღიმებული მივემართები ვერცხლისფერ მანქანაზე მიყრდნობილი ზურასკენ.
-იტირე?-გაკვირვებით ეცვლება გაღიმებული სახე
-არა რაღაც ჩამივარდა-ისევ გაბადრული ვუკარკლავ, ჰო ეს ვერსია აშკარად ჯობდა თვალში გიგანტური ჯოხი გავირტყის აღიარებას.
-ძმაკაცს ვესესხე, დღეს ვგულაობთ-თითით მანიშნებს მანქანაზე და კარს მოწიწებით მიღებს. უკვე დაწყნარებული სახით ვთავსდები შიგნით. საჭესთან კალათდება და ყელმოღერებული ატრიალებს გასაღებს. სწორ გზაზე სიჩქარის პანელს ვუშტერებ თვალს, მგონი ფეხით გასეირნების იდეა უფრო მომწონდა. ახლავე ვუთხრა სიჩქარის შიში მაქვს თქო თუ სულს რომ განვუტევებ მერე?
-ზურა ცოტას თუ არ შეანელებ მოსასულიერებელი გავხდები-ნაწყვეტებად ამომდის ბგერები სიმწრით აწეული ტუჩის კუთხეებიდან.
-მოვედით უკვე, არ მითხრა ხინკალი არ მინდაო-გაღიმებული ამუხრუჭებს „მაჭახელას“ წინ. ჰო ახლა რომც გითხრა აშკარად არ აქვს აზრი. სარკეში უკვე დამშვიდებულ სახეს ვავლებ თვალს და ფეხაკრეფით ვედევნები გადასულ ზურას. სანამ მიმტანს რაღაცეებს ელაპარაკება ისევ კაფეში დასკუპული ლექსო მიდგება თვალწინ, ყოველთვის ცხრაჯერ რომ კითხულობს ვის რა და რამდენი უნდა და მერე მაინც ზედმეტს უკვეთავს, საბედნიეროდ როცა ხვედელიძე გიზის მაგიდასთან სიტყვათშეთანხმება „ზედმეტი საჭმელი“ ხუთ წუთში ერთდროულად ქრება სუფრიდან და ლექსიკონიდან.
-ლიმონათი და ლუდი გვაქვსო, ლიმონათი ავიღო ხო?-ფიქრებიდან გამოვყავარ ზურას ხმას. თავს თანხმობის ნიშნად ვუქნევ და ისიც კმაყოფილი მიჯდება წინ.
-შენ არ სვამს ლუდს?-უხერხულ სიჩუმეს თითების კაკუნით ვარღვევ და წამის მეასედში ვხვდები ისევ დაურღვევლად დატოვება რომ ჯობდა, საჭესთანაა როგორ დალევს, ინტელექტუალური საუბრების შტერულად წამოწყებაში როგორც ყოველთვის ათიანი ნინი!
-ცუდი სიმთვრალე მაქვს-წარბაწეული აქნევს თავს, ჰო ამას ჩემი აშკარად არ უნახავს, არც ის ცეკვა ლექსო რომ დაათრევს მობილურით და არც ხელში აყვანა მოსწევია თავი დედოფლად რომ მეგრძნო. დებილივით მეცინება ბოლო დათრობის გახსენებაზე, რა გენაღვლება ნინი, იმდენი ჭკვიანური აკეთე დილიდან ერთი უაზრო გაღიმება დიდად ვერ შეცვლის საერთო სურათს.
-მგონი მიყვარდები ნინი-ხელზე თითების შეხება ისევ რეალობაში მაბრუნებს და თაფლისფერ თვალებს ვუსწორებ თვალს. კარგი,მე კი მგონი ცხოვრებაში პირველად რაღაც სიყვარულის ახსნასთან მიახლოვებულს მოვესწარი, ნუ დაწყებით კლასებში ფურცელზე დაჯღაბნილი მიყვარხარები არ ეთვლება. სუნთქვაშეკრულს გადამაქვს მზერა გრილ ხელებში მოქცეულ საკუთარ თითებზე და ოცი წლის განმავლობაში ნანახი ყველა რომანტიკული ფილმის სცენა ერთად ტრიალებს თავში, თუ ოთხმოცდაათიანების მელოდრამებს დავუჯერებთ ახლა ან გული უნდა მიმდიოდეს ბედნიერებისგან ან თვალცრემლიანი უნდა ვუმეორებდე იგივე სიტყვებს, ტვინისგან განსხვავებით სრულიად პარალიზებული ტანი ორივე მოქმედებას ჯიუტად უარყოფს. რაღაც გაუგებარი მთელი ძალით აკავებს ენაზე მომდგარ სიტყვებს, ჯანდაბა რატომ ხარ ასეთი იდიოტი ნინი? მომწონხარო ეგ მაინც უთხარი, ხომ იცი რომ მოგწონს, ჰო კარგი ძალიან მოგწონს!
-თქვენი შეკვეთა-თავზე გვადგება გაღიმებული მიტანი და წამში უზარმაზარი ლოდი მეხსნება გულიდან. გათავისუფლებულ ხელს თავის ადგილას ვაბრუნებ და უაზროდ ვიწყებ ხელსახოცის წვალებას. აშკარად იყო რაღაც ჭეშმარიტება ბოლო პაემნის ხსენებისას.
-მე არ გაჩქარებ ნინი, მაგრამ თუ იჩქარებ არ ვიქნები წინააღმდეგი-ისევ ბოხი ბარიტონი ჩამესმის ყურში.
-მომწონს შენთან ყოფნა, მართლა-თავს ქოჩორწაცლილი ოფოფივით ვგრძნობ, თუ არსებობს ასეთი რამე საერთოდ.
-ვიცი, მალე შეგიყვარდები კიდეც-კმაყოფილი სახით მიკრავს თვალს და ფოტოგრაფიულ მიღწევებზე აგრძელებს საუბარს.
ხმის ვერ ამოღების მიზეზზე ფიქრში აჩქარებული ფილმის კადრივით გადის დრო სახინკლიდან სახლამდე, სპიდომეტრი ისევ არასასურველ ციფრზე ურტყამს ისარს, მაგრამ გასაცოდავებულ ტვინს აშკარად არ შეუძლია ორ პრობლემაზე ერთდროულად ფიქრი. რომ დავბერდები ავტობიოგრაფიული წიგნი უნდა გამოვცე „როგორ ვიჯდეთ ხმაჩაწყვეტილი როცა ძლივს ნაღირსები სიმპათიური ბიჭი სიყვარულს გვიხსნის“, ჰო მგონი ცოტა მოგრძო სათაური გამოვიდა. ის-ისაა კორპუსთან გაჩერებული მანქანიდან ფეხი უნდა გადავადგა სადარბაზოსთან დოინჯით აყუდებულ ხვედელიძეს რომ აღიქვამს თვალი, აქ დაგერხა ნინი!
-დიდი მადლობა ყველაფრისთვის-ნაჩქარევად ვაბრუნებ თავს მძღოლის სავარძლისკენ
-არაფრის-ტუჩჩატეხილს უფრო ახლოს მოაქვს თავი, სანამ ლუკას თვალწინ ის მოხდებოდეს რასაც არანაკლები ინტერესით ელოდა მელოდრამებში ჩაძირული ტვინი, სასწრაფოდ ვაბრუნებ თავს და დამფრთხალი ნადირივით ვკოცნი ლოყაზე. თუ ყველა ფაქტს მანქანიდან სინათლის სიჩქარით გადახტომასაც დავუმატებთ, კი ნამდვილად იყო სიმართლის მარცვალი მეოთხე პაემნის უკანასკნელად გადაქცევაში. ქარიშხალი ზურადან განრიდებული ტორნადო ლუკასკენ ვიღებ გეზს, ვაიმე ხვედელიძე ნუ გაქვს აკრული ეს გრუზინული გამოხედვა ორივემ ვიცით საყვედურის სათქმელად ორ სიტყვას რომ ვერ გადააბამ ერთმანეთს.
-ვინ იყო ნინელი ის ბიჭი?-მკერდს წინ სწევს გაჯგიმული ხვედელიძე, გამობერილი ღიპიც რომ არ მოყვებოდეს სინქრონში ალბათ უფრო დამაჯერებლად გამოუვიდოდა
-უიმე რა ბოთე ხარ ბიჭო-ვითომ დასერიოზულებული სახის დანახვაზე კისკისი მივარდება-ამოისუნთქე, არ დაიხრჩო!
-ლექსო მოგხედავს შენ-დაჩაგრული ბავშვივით ბურდღუნებს და დათვივით მიბაჯბაჯებს ლიფტისკენ, მორჩა, გარდაისახა სტალონესეული ხვედელიძე ისევ ბუნჩულა ხვედელიძედ.
-ლექსოც აქაა?-ახლაღა აღიქვამს ტვინი წამის წინ მოსმენილ სიტყვებს და ისედაც დაფუფქული პირი მთლად საჰარას უდაბნოსავით მიშრება.
-მთელი საათია გელოდებით, გამიხმა კუჭი-თავის გასაჭირს ამხელს ლუკა
-ნუ გეშინია რომ ავალთ გაჭმევ-დაპროგრამებულივით ვიღებ მობილურს და შვიდ გამოტოვებულ ზარს ვავლებ თვალს, შვიდივეს ერთი სახელი ქვია. ლიფტის გაჩერება და გულის აფრთხიალება ერთია, უიმე ნინი კაფეში გამყინვარების მსხვერპლივით იყავი გაშეშებული, ახლა მოგინდა ინფარქტი და ნერვული აშლილობა? სიკვდილმისჯილის ნაბიჯებით გამოსულს კართან ჩამჯდარი ლექსო მრჩება ხელში, გაშტერებული ვუყურებ თავით კედელზე მიყრდნობილს და გულისცემას სუნთქვასავით ავიწყდება თავისი მნიშვნელობა.
-მობრძანდა ქალბატონი-ხვედელიძის როხროხს მოვყავარ აზრზე და თვალებდახუჭული ლექსოც წამში აბრუნებს თავს
-კარგად ხარ ნინელი? სად იყავი? ორი დღეა გეძებთ-თვალის დახამხამებაში ფარავს დარჩენილ მანძილს და ყელიც მაშინვე გრძნობს თბილი ხელის ფრთხილ შეხებას
-დამშვიდდი კარგად ვარ-ძლივს ვცნობ საკუთარ ჩამწყდარ ხმას. ღმერთო როგორ მომნატრებია პიტნის და მენთოლის ნაცნობი სუნი
-რატო არ მპასუხობდი, იცი რა აღარ ვიფიქრე?-ორივე მკლავით მაგრად მაკრავს მკერდზე, ჰო ახლა ნამდვილად დამავიწყდება სუნთქვა. თვალდახუჭული ვადებ შუბლს რბილ ნიკაპზე და გონებაში ვითვლი სანამ ხვედელიძე ნეტარების წამებს ჩამაშხამებდეს
-ვიღაც ბიჭმა მოიყვანა-ზურგს უკან მესმის აღნიშნულის ბუზღუნი და ტვინს უკვე წარმოუდგენია როგორ მეორეკლასელი ჩამშვებივით იშვერს თითს ჩემკენ. ყოჩაღ ლუკა, შეგიძლია საჭმელზე აღარც იოცნებო!
-ვინ იყო ნინი?-ჯერ კიდევ შემოხვეული ხელებით ოდნავ მშორდება ლექსოს სხეული, ის-ისაა თავის სამართლებლად პირი უნდა მოვაღო შავ თვალებს რომ ვუსწორებ მზერას და რაღაც გიგანტურ აფეთქებასავით ირევა ტვინში, არა უფრო ლაგდება. ერთმანეთის მიყოლებით ერთიანდება მენთოლის სუნი და შავი თვალები, ორი წლის ბავშვს რომ ემსგავსება იმ სიცილს ემატება მხარზე მოხვეული გრძელი თითები, შუბლზე ჩამოყრილი თმებიც თავის ადგილს იკავებს გონებაში ყველა ჩახუტებისას აჩქარებული გულის გვერდით, ბოლოს ის ხმა კრავს წრეს არავისი რომ არ გავს დედამიწაზე და... და აფეთქებამდე მისულმა გონებამ ახლა ზუსტად იცის რა აკლდა იმ მაგიდასთან ხმის ამოსაღებად. ჯანდაბა, მგონი საუკეთესო მეგობარი მიყვარს!

.მაშო.
ისტორიას არ ახსოვს ასე მალე მოვლილი ვარძია, ექსკურსია იყო თუ მარათონული გარბენი ვერ გაიგებ კაცი. ჩემსავით აბუზღუნებული ხალხით სავსე ავტობუსში ვიკავებ ადგილს, ჰო ნამდვილად არ მომჩვენებია, ანუ იმ ჰიპერაქტიურმა გიდმა მართლა სამხედრო ძუნძულით მოგვატარა ამდენი გამოქვაბული.
-ჩავუქროლეთ ვარძიას ქორივით-თავისი სანაქებო კამერით მისკუპდება ახითხითებული ბურდული
-თავი ოლიმპიურ თამაშებზე მეგონა-ერთჯერად ხელსახოცს ვიღებ ჩანთიდან.
-ხომ მოგეწონათ ბავშვებო?-ქოშინით ამოდის სახეგაწითლებული რუსიკო, ძლივს რუპორში წივილის თავი მაინც აღარ აქვს ქალბატონს.
-დიახ-ერთხმად ვყვირით გაზეპირებულ პასუხს, ამის შემდეგ ყველას ერთით მეტი ტყუილი ჩაგვეწერება მოსანანიებელი ცოდვების სიაში.
-აუ მას პირველიც არაა ჯერ წავიდეთ რა კიდე სადმე-ზურგს უკან მესმის გოგოს წიკვინი.
-ობსერვატორია ვნახოთ რა მას-ახლა ბიჭი ყვება ხმაში
-ობსერვატორია მეც მინდა-თვალების ფახულით ვწევ ხელს
-ბავშვებო გაწერილ მარშრუტს ვერ გადავუხვევ,ხომ ვიყავით უკვე აბასთუმანში-სათვალეების სწორებით გვიკარკლავს ბუსავით თვალებგადმოკარკლული რუსიკო
-იქ მარტო ციხე ვნახეთ, თან შორსაც არაა რა მას-ლამის ყელი გამოიღოს ხუჭუჭა ბიჭმა, აუღებელი ციხესიმაგრე ისევ უარყოფის ნიშნად აქნევს თავს
-გინდა გადავაფიქრებინო ზღარბო?-წარბებს მითამაშებს აპრეხილი ქოჩრების სულისჩამდგმელი, ვიღაცას რატომ ჰგონია თავისი სახრჩობელაზე ჩამოსაკონწიალებელი თავი ყოველთვის ყოვლისშემძლე?
-შანსი არ გაქვს-თვალების ტრიალით ვაბრუნებ კისერს.
-დავნაძლევდეთ?-გაღიმებული მიშვერს ხელს-ათ სურვილზე
-არ მინდა-ტუჩებაბზუებული ვაქნევ თავს
-მშიშარა
-ჯანდაბას, ერთზე ოღონდ-გაღიზიანებული ვართმევ ხელს და გონების თავისუფალი ნაწილი უკვე მზაკვრულ იდეებზე იწყებს ფიქრს, თურმე რამდენი სიბოროტის ჩაქსოვა შეძლებულა ერთ პატარა სურვილში. მარცხისთვის განწირული გაბადრული სახით მიემართება ავტობუსის ცხვირისკენ, წარბების თამაშით ვუყურებ როგორ ეტლიკინება არქეოლოგიის დედოფალს თავისი მომნუსხველი მზერით, ჩაფიქრებული რუსუდანის თავის გაქნევა და გამარჯვების ზეიმი ერთია, შამპანიური და ფეიერვერკები მომაწოდოს ვინმემ!
-ახლავე გითხრა ჩემი სურვილი თუ ტირილი გაცადო ჯერ?-გაკრეჭილი ვეგებები უჯიშო ლეკვის სახით მომავალ გმირთა გმირს, რაო სტალინის ძეგლივით ჩამოგვაგდეს აგებული კვარცხლბეკიდან?
-რა ზღარბი ხარ ზღარბო-წამში შეცვლილი გამომეტყველებით მისვამს ხელს წინ ჩამოყრილ თმებზე, რაღაც არ მომწონს ეს ამბავი, ძალიან არ მომწონს! ის-ისაა ორი თითი საბრწკენად უნდა გავაქანო გამოგონების დღიდან დასაბუგი რუპორის ხმა რომ სწვდება სმენას
-გრაფიკს გადავხედე ახალგაზრდებო და თქვენი თხოვნით აბასთუმნისკენ ვიღებთ გეზს-მხიარულად გაჰკივის რუსიკო. ჯანდაბა, მგონი ამ წამს თვითონ დავეჟღერტე სტალინის ძეგლივით. რა ქნა, ჯადო გაუკეთა?
-შეგიძლია ჩემს მხარზე იტირო ზღარბო-ხელზე თითებს იტყაპუნებს მოწოდების სიმაღლეზე მყოფი სათნოების მამა. რა სიკვდილი გატლიკინებდა მაშო?
მთელი გზა პირში წყალჩაგუბებული ვუსმენ ბურდულის მიერ საკუთარი თავის მიმართ მიძღვნილი საქებარი სიტყვების ოთხტომეულს, ამდენი ზედსართავი სახელით მეორე ვეფხისტყაოსანს დაწერდა კაცი.
-აი ზემოთ მიმავალი საბაგირო ბავშვებო, ჩვენ გადავუხვევთ და უღელტეხილით ავალთ - ისეთ ტონზე წიკვინებს რუსიკო სავარაუდოდ ობსერვატორიაში გაღებული ჭიშკრით უნდა გველოდნენ უკვე. არა საბაგიროს დანახვა კარგია, მაგრამ შიგნითაც რომ შეგვედგა ფეხი მთლად გადასარევი იქნებოდა. ფიქრიც არ მაქვს დამთავრებული რაღაც რუსიკოს ხმის და დათვის ღრიალის შერწყმის მსგავსი ხმა რომ ისმის და ჭრიალით ვჩერდებით შუა გზაზე. ქათმებივით წაგრძელებულ კისრებს იქეთ-აქედან ჩურჩულით ნათქვამი „რა ხდება“ ემატება. ორი წამიც და გაოგნებული რუსიკოსკენ ლეკვის თვალებით მოცქირალი მძღოლის დანახვაზე უკვე ადვილად მისახვედრია რაც ხდება, ტრანსპორტი გაგვიფუჭდა! საცოდავი ჩვენ და გაცეცხლებული რუსუდანის ხელში ორმაგად საცოდავი მძღოლი შეთანხმებულად ვაჭრით ავტობუსიდან.
-მიმიშვით-კაპოტისკენ მიიწევს ჩანთამოკიდებული ბურდული, ოჰ მიუშვით დიდი ხელოსანი, ლექციაზე ფეხები სად წაიღოს არ იცის და ამ ჯართის გაკეთება ეცოდინება.
-ძრავი დაისტუკა-ორ წამში ბრუნდება დიდი მანქანათმშენებელი გამოტანილი განაჩენით რაც ჩვენს ენაზე რომ ვთარგმნოთ აქ ჩავრჩით და არაფერი არ გვეშველებას ნიშნავს. რა დავიბადეთ ასეთ ბედნიერ ვარსკვლავზე!
აბობოქრებულ რუსიკოს უკვე მოუსწრია ამბების გაკითხვა და ხელების ფართხუნით გვამშვიდებს შვიდ საათზე ორი მარშრუტი გადის თბილისამდე და იმას გაყვებით ყველაო. ამას ზედმეტი ვალერიანი მიეცით ვინმემ! კუდამოძუებულები მივემართებით ორმოცდაათ მეტრში დადგმული გაჩერების იმიტაციისკენ, სხვებზე ადრე მისულ სამ კაცს დასაჯდომი ადგილიც კი ხვდება წილად, დანარჩენ ოცდაშვიდს აშკარად არ გაგვიმართლა.
-არ დაიფანტოთ ბავშვებო, მხოლოდ დილის ცხრაზე და საღამოს შვიდზე გადის ტრანსპორტი-თავისი სპიკერის წამოღება არ დავიწყებია რუსიკოს-მე არ დამელოდოთ მძღოლს უნდა გავყვე სერვისში, ყველანი ჩასხედით სამარშრუტო ტაქსებში და ჩასვლისთანავე დამირეკეთ-თავის ქნევით გვიკარკლავს და ოცდაათჯერ თქმული გასაგებიას შემდეგ წიწილებს მოშორებული კრუხის სახით მიემართება ავტობუსთან ატუზული მძღოლისკენ, საწყალი კაცი, მის ადგილას სუიციდით ვუშველიდი თავს.
-აუ სამი საათი უნდა ვისხდეთ აქ?-თვალებს იჩრდილავს ხუჭუჭა ბიჭი
-არ მეგონა აბასთუმანი ასეთი მიყრუებული თუ იყო-მობუზული ზვერავს ტერიტორიას ქერა გოგო, ინსტიქტურად ვაწვრილებ თვალებს, მგონი პატარა ჯიხურში გამაგრებული გამყიდველიღა ამაგრებს აქაურობას და თუ აქ დასაყუდებელი დროით ვიმსჯელებთ ხვალამდე აშკარად გავამდიდრებთ აღნიშნულ გამყიდველს
-მკვდარი სეზონია ახლა-სათვალეების სწორებით გვიხსნის ბეჭებში მოხრილი ბიჭი. გადასარევია, თავი საშინელებათა ფილმის მეორეხარისხოვანი გმირი მგონია, დასასრულამდე რომ მიაღწევს და მერე სასაში გადაცდენილი ზეთისხილით კვდება აი ეგ.
-წამო ზღარბო-მაჯაზე მექაჩება უკვე გაშინაურებული თითები
-თბილისში ფეხით მიდიხარ ჭკვიანო?-წარბებაწკეპილი ვაბრუნებ თავს მომავალი სიბრძნის მოსასმენად
-ობსერვატორიაში წამო-თითით მანიშნებს საბაგიროსკენ
-მერე ტრანსპორტმა რომ გაგვასწროს
-დასაძინებლად მიმყავხარ ზღარბო? სამ საათში ჯომოლუნგმას მოივლის ადამიანი-თვალების ტრიალით არაკრაკებს, იმდენი შენს გეოგრაფიის მასწავლებელს რა ვუთხარი მე.
-მაინც არა-ეჭვით ვაქნევ თავს, არასდროს ენდოთ მარტის მზეს, ვაჭრის ღიმილს და საქმეგამოლეულ ბურდულსო უთქვამს ერთ ბრძენს.
-სურვილს ვიყენებ-პროფილში დახატული იულიუს კეისარივით იბზუებს ცხვირს. ჯანდაბა! დიდი, მძიმე და მათემატიკურად დასაბუთებული ჯანდაბა!
როგორმე აზრის შესაცვლელად ვაღებ პირს და ზუსტად თხუთმეტ წუთში იგივე პოზაში გაღებული პირით უკვე საბაგიროს მოძრავი კაბინიდან დავყურებ ერთმანეთზე მაღალი ნაძვის წვერებს. ვისღა ახსოვს რუსიკოს საშვილიშვილო დანაბარები და სიცხეში დატოვებული ოცდარვა ბავშვი, ძვირფასი მეგზური ყოველ ხუთ წამში რომ არ ყროყინებდეს არიქა ვვარდებითო მისი არსებობაც დამავიწყდებოდა სავარაუდოდ. კაბინიდან გადმოსვლა და წინ აყუდებული თავიდან ბოლომდე თეთრი შენობის დანახვა ერთია. აცქმუტებულები მივემართებით შესასვლელისკენ. სოლიდურად ჩაცმული თავმოტვლეპილი კაცი აშკარად არ გავს ვარძიის ანცი კვიცივით მორბენალ გიდს, მოზომილი ნაბიჯებით და დინჯი ტემბრით ოტ ი დო გვიყვება კედლის ყველა სურათსა და მთავარ დარბაზში გამოჭიმულ უზარმაზარ ხელსაწყოზე. გაფრთხილებას საგნებთან არ მიკარების თაობაზე ერთი ხვედელიძის უმცროსი და ასრულებს ხოლმე და მეორე აკუნტრუშებული ბურდული, კედელზე ბზარი არ დარჩა ამის ანაბეჭდი რომ არ იყოს მითუთხნული ზედ.
-სანდრო რომელი საათია?-კისერს ვიგრძელებ შენობიდან გამოსვლისას
-ექვსის ნახევარია ჯერ-ცხვირწინ მიფრიალებს მაჯის საათს
-რამდენიმე ფოტო ბაღსაც გადავუღოთ და წავიდეთ-ემოციებით სავსე ვიშვერ ხელს. იდეაში რამდენი ფოტოს რაოდენობის თვლას ოცდამეორეზე ვწყვეტ და ახლა ბუჩქთან ვპოზიორობ ხელებგაშლილი.
-ზღარბო-უცნაურად შეცვლილ ხმას გამოვყავარ ფიქრებიდან
-რა?
-ჩემი საათი ექვსის ნახევარს აჩვენებს
-მერე?-მხრების ჩეჩვით ვაბრუნებ თავს
-წინა დახედვაზეც იგივეს აჩვენებდა-თვალებგაფართოებული უკაკუნებს ხელს. კაი? მაინცდამაინც ახლა შეუსრულდებოდა სამასი წელი? ინსტიქტურად ვიღებ ჩანთის ფსკერზე ჩაჩურთულ მობილურს და ეკრანზე ანთებულ 18:42-ს ორჯერ ვავლებ თვალს დასარწმუნებლად
-ვაიმე შვიდს აკლია ოცი წუთი სანდრო-ხრიალით ამომდის ბგერები,დაფეთებული მკიდებს ხელს და თვით ვარძიელ გიდს რომ არ დაესიზმრება იმ სიჩქარით გავრბივართ საბაგიროსკენ. პირგამომშრალი ვაჩერდები სალაროსთან საფულეგაშვერილი ბურდულის უკანვე წაღებულ ხელს
-ყოველ ორმოც წუთში გადისო, თხუთმეტი წუთის წინ წასულა-სიცილნარევი ხმით მიკარკლავს მომხდარს-წამო პერევალი ჩავირბინოთ
-ამხელა გზატკეცილი გინდა ოც წუთში დავფაროთ?-სასოწარკვეთილი ვაფრიალებ თითს
-სხვა გზა გვაქვს?-ანთებული თვალებით მიშვერს ხელს, ჯანდაბა! ორ წამში ვეჭიდები და ახლა წივილით ვიწყებ ლაბირინთივით დახვეულ ტრასაზე სირბილს. ის-ისაა მეოთხე ზოლიც ღირსეულად უნდა ჩავამთავროთ მანქანის ხმა რომ მესმის ზურგს უკან და მექანიკური საფრთხობელასავით ვიწყებ ხელების ქნევას. ულვაშებიანი კაცი ზედ ფეხებთან გვიჩერებს მინიატურულ პიკაპს. ათამდე მოსახვევის, ობსერვატორიის ისტორიის თავიდან მოსმენის და ველური ცხოველების თავდასხმების გახშირებაზე ლექციის ჩატარების შემდეგ ძლივს ვაღწევთ დანიშნულების ადგილს. ან ბოროტი ჰალუცინაციები დამეწყო ან აღარც მარშრუტკის კვალი ჩანს და აღარც ოცდარვა ბავშვის. სასოწარკვეთილი ვუყურებ ეკრანზე ანთებულ 19:12-ს. დავაგვიანეთ!
-აქ ერთადერთი მარეხის კოტეჯი იქნება თავისუფალი-ულვაშების სწორებით გვიკარკლავს პიკაპის მძღოლი-ჩემთან წაგიყვანდით მაგრამ ერთი ოთახი მაქვს სულ
-სად ვიპოვოთ ეგ კოტეჯი?-სასოწარკვეთილი ვაბრუნებ თავს
-შორსაა გაგიყვანთ-მხიარულად ძრავს მანქანას ის ერთადერთი მოწმე ვის გამოც აქვე და ახლავე ვერ ვკვლავ ყველა უბედურების ეპიცენტრს. ათ წუთში ორსართულიანი გრძელი სახლის წინ ვჩერდებით. ჰო როცა კოტეჯი გავიგე აშკარად ზედმეტად პოზიტიურად აზროვნებდა ტვინი, აი ახლა ნამდვილად ვართ საშინელებათა ფილმის გმირები.
-მადლობა-ხელს უწევს მომხდარის თავი და თავი
-დიდი მადლობა-სიმწრის ღიმილით ვბუტბუტებ ჩამოსვლისას. მანქანის დაძვრა და ბურდულის მკლავზე ხელების დაშენა ერთია
-ხომ გითხარი დავაგვიანებთ მეთქი-კიდევ ერთხელ ვუქნევ გაშლილ მარჯვენას
-აქ ყოველდღე მოდიხარ ზღარბო? ყველაზე მაგარ პონტში ვართ ახლა ჩვენ-სიცილით იცილებს მოღერებულ მტევნებს.
-რას ინატრებ უკეთესს,ზღაპრებში ბოროტი ბაბაიაგები ცხოვრობენ ასეთ ქოხებში-წივილით ვიშვერ თითს სუსტად განათებული ხის შენობისკენ. სიტყვაც არ მაქვს დამთავრებული ჩასუქებული ქალი რომ მოაბიჯებს ღია კარიდან და გაკრეჭილი გვანათებს ოქროს კბილებს, როგორც აღიმართა მარჯვენა ხელი ისე ებერტყება ქვევით.
-გამარჯობა, ოთახი გვინდოდა ერთი ღამით-საფირმო გამჭოლ მზერას აგებებს ბურდული
-ზუსტად ერთი ოთახი გვაქვს დარჩენილი-სომხური აქცენტით გვიკარკლავს გაბადრული ქალი, ერთი ოთახიო? „არც იფიქრო“ მზერას ვტყორცნი ჩემზე მოშტერებულ გენიალური იდეების მამას და ის-ისაა უკან უნდა შევბრუნდე გაბმული ყმუილი რომ ჩამესმის ახლოდან. დიდი იმედი მაქვს მიტოვებული ძაღლის ხმა ჩამესმა ამ წამს
-როგორ მომრავლდნენ მგლები-თავს დანანებით აქნევს ქალი, ჰოდა რას ვამბობდი ერთ ოთახზე? არაუშავს, იატაკზე დაიძინებს ვაჟბატონი
-ვიღებთ ოთახს-პირველკლასელივით ვწევ ხელს
-ცოლ-ქმარი თუ არ ხართ ვერ შეგიშვებთ-თითს გამაფრთხილებლად გვიწევს ფუშფუშა-თქვენი მშობლები მე მომთხოვენ შენდეგ პასუხს
-ორი თვეა დავქორწინდით-ხელს ისე დამაჯერებლად მხვევს აწ უკვე ქმარად წოდებული ლამის გაყ’რაზე დავიწყო ფიქრი
-ბეჭდები სადაა შვილებო?-ეჭვიან მზერას გვავლებს კაგებეს აგენტივით მომზირალი მარეხი, აი აქ დავიწვით! გაქუცული მგელი ყოფილა ჩემი ბოლო ბედი!
-ლაშქრობებში არასდროს არ ვატარებთ ხოლმე, მაშოს დაეკარგა ერთხელ და ვისწავლეთ ჭკუა-მარცხენა ყურში ჩამესმის ომახიანი ხმა და სანამ აზრზე მოვიდოდე საფეთქელზე მეკვრება თბილი ტუჩები, ერთი მთავრობას აქვს ტყუილების დაუშრეტელი მორევი და მეორე ჩემზე აწებებულ ამ ორფეხა ვირს.
-ჩქარა შემოდით აბა, არ გაცივდეთ-წამში შესასვლელისკენ მიგვიძღვება კითხვებამოწურული დეტექტივი.
-პატარა გმირუკების გაჩენაზე დღესვე ვიფიქროთ ზღარბო?-მომწვანო თვალებს მანათებს ნობელის პრემიის ლაურეატი გენიალური აზრების გადმოფრქვევაში.
-სანამ მთელი ცხოვრება უგმირუკოებოდ დაგტოვე მანამ მოკეტე სანდრო!



№1  offline მოდერი gonegirl

ვიცი რამდენი გალოდინეთ,უბრალოდ შემდეგი თავისთვის უნდა მომემზადებინა ნიადაგი. ცრხაჯერ წავშალე და გადავწერე სანამ ის არ გამოვიდა რასაც ახლა ხედავთ, უნდა მაპატიოთ არაა სხვა გზა flushed
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№2  offline აქტიური მკითხველი La Llorona

ულლააა, ბლაბლლააა. მომეწონა და ბლაბლაბლა. არ მინდა ბევრი ლაპარაკი ყველაფერი ნათელია. ეს ისტორია უძალიანმაგრესია :) :) :) "ჯანდაბა, მგონი საუკეთესო მეგობარი მიყვარს!" ეს იყო შოკი და პიკი და პანიკა. ულაააააააააა, გახარებული ვარ :) :) :) :) ძალიან მიყვარს ისტორია და შენ'ც რა თქმა უნდა. ველოდები ახალ თავს ❤
--------------------
M.D

 


№3  offline წევრი Kukrali

აუ რაკაი იყოო ნამდვილად ღირდა ლოდინად აი ბოლო ეპიზოდზე კი მართლა კარგად ვიცინე :დ ნინელის და ლექსოს ამბებს ველი მალეე მაშოზე და სანდროზე აღარც ვამბობ :დ
ნუ არ შემიძლია ეს თბილი სიტყვები და ამბები რაა ჯიგარი გოგო ხარ, შენი ისტორიების დარაჯად ვიქეცი :დ ძაან კარგად წერ და რაც მთავარია პოციტიურად მალე დადე ახალი გეფლოზებიი თორე დღეში ათჯერ ვამოწმებ შენს პროფილს

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეეე ცუდად ვარ იმდენი ვიცინე არ შემიზლია რა ხო ისედაც ვგიჯდები ამათზე მარა პატარა გმირუკებმა წამლეკაა ბოლო იყო რაღაც საოცრება laughing smile უბრალოდ გაღიარებ მე შენ

 


№5  offline წევრი Indigo

ეღირსა როგორც იქნა ნინელის და გაუნათდა "ლამპოჩკა" თავში. აღარ მომინდება შეძრომა იმედია და ეშეველება რამე ამ ორ ბოთეს. sweat_smile
ეს რეგვენოზავრი რო კატასტროფაა ვთქვი ხო უკვე?
ცოტა გააწვალე ის ყველის ვაჭარის ღიმილის მქონე, თორე დამეჩაგრა მაშუნა. უი, შემთხვევით, ხვედელიძის არაყის დარჩენილ ნაწილს ამ ღამით ხო არ დალევენ(ხანდახან მეც მინათდება ხოლმე "ლამპოჩკები" :დდ)?
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№6  offline წევრი gogona tbilisidan

vaimeeee:oo rogorc ikna gvagirseee:ddd Nineli auu auuu <3 lodinad martla koveltvis girs:ddd burdulis ium2 mokled))))):d male dade tore interesit movkvdebii

 


№8  offline მოდერი gonegirl

La Llorona
ულლააა, ბლაბლლააა. მომეწონა და ბლაბლაბლა. არ მინდა ბევრი ლაპარაკი ყველაფერი ნათელია. ეს ისტორია უძალიანმაგრესია :) :) :) "ჯანდაბა, მგონი საუკეთესო მეგობარი მიყვარს!" ეს იყო შოკი და პიკი და პანიკა. ულაააააააააა, გახარებული ვარ :) :) :) :) ძალიან მიყვარს ისტორია და შენ'ც რა თქმა უნდა. ველოდები ახალ თავს ❤

მადლობა საყვარელო ❤❤მოვა ახალი თავიც მალე

Kukrali
აუ რაკაი იყოო ნამდვილად ღირდა ლოდინად აი ბოლო ეპიზოდზე კი მართლა კარგად ვიცინე :დ ნინელის და ლექსოს ამბებს ველი მალეე მაშოზე და სანდროზე აღარც ვამბობ :დ
ნუ არ შემიძლია ეს თბილი სიტყვები და ამბები რაა ჯიგარი გოგო ხარ, შენი ისტორიების დარაჯად ვიქეცი :დ ძაან კარგად წერ და რაც მთავარია პოციტიურად მალე დადე ახალი გეფლოზებიი თორე დღეში ათჯერ ვამოწმებ შენს პროფილს

დიდი მადლობა )) ვეცდები მალე დავდო

sameone crazy girl
ვაიმეეე ცუდად ვარ იმდენი ვიცინე არ შემიზლია რა ხო ისედაც ვგიჯდები ამათზე მარა პატარა გმირუკებმა წამლეკაა ბოლო იყო რაღაც საოცრება laughing smile უბრალოდ გაღიარებ მე შენ

იჰ მადლობა დიდი :))

Indigo
ეღირსა როგორც იქნა ნინელის და გაუნათდა "ლამპოჩკა" თავში. აღარ მომინდება შეძრომა იმედია და ეშეველება რამე ამ ორ ბოთეს. sweat_smile
ეს რეგვენოზავრი რო კატასტროფაა ვთქვი ხო უკვე?
ცოტა გააწვალე ის ყველის ვაჭარის ღიმილის მქონე, თორე დამეჩაგრა მაშუნა. უი, შემთხვევით, ხვედელიძის არაყის დარჩენილ ნაწილს ამ ღამით ხო არ დალევენ(ხანდახან მეც მინათდება ხოლმე "ლამპოჩკები" :დდ)?

ჰო ოცი წლით დაგვიანებული გამონათება ჰქონდა ნინელის :დ ხვედელიძის არაყის ბედს აუცილებლად შეიტყობთ ნელ-ნელა :დ

gogona tbilisidan
vaimeeee:oo rogorc ikna gvagirseee:ddd Nineli auu auuu <3 lodinad martla koveltvis girs:ddd burdulis ium2 mokled))))):d male dade tore interesit movkvdebii

ბურდული ვერ დავასერიოზულეთ :დ ვეცდები ყველანაირად ))

Mariiiiami
აუუუ არ შემიძლია მოკლედ შენი იუმორი რა :დდდ
ნინომ ძვლივს რო აღიარა მეგონა მეჩვენებოდა :დდ
მომწონსს
მომწონსს
ვგიჟდებიი ამ ისტორიაზეე
ვგიჟდები სანდროზეე
მაშოზეე
დაა შენზეეე
აიი ბოლო მომენტებიი იყოო არვიციი
ძაან ძაან მაგარიი
დაა მინდა მაშო და სანდროც მალე გაერკვნენ გრძნობებშიიიი
ველოდებიი საყვარელო ახალ თავს

დიდი მადლობა ❤❤ ^^

მარიამი”
au ra kargi iyo

მიხარია რომ მოგეწონა ))
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№9  offline წევრი f43i3zxv

ეეე ნინელი მეცოდება ლექსო სანამ მოვა აზრზე კი დაბერდება :დ ბურდული მიყვარს :დ როგორ დაუტკბათ " ურთიერთობა მას და ზღარბს :დ აი ექსკურსიიის ამბები მაინტერესებს როცა ვთქვი ამას ველოდი :დ ველი შემდეგს :*

 


№10  offline წევრი ლილიტიი

ცუდად ვარ აი ბოლო დიალოგი იყო რაღაც საოცრება ;დდდ
ძალიან ძალიან მომწონს, მაგრამ ერთი რამ მინდა გირჩიო
ეს ყველაფერი კარგია
თუმცა ძალიან "ენამახვილები" რომ არ არიან ეს ჩვენი გოგომენები
მერე ქალურობა ეკარგებათ
მაშო ძალიან წიკვინა და მომაბეზრებელი ჩანს უკვე
თან ესე იწილება და იწელება მოთხრობა
ან გული არ უჩქარდება სანდროს შეხებაზე?
ან არ იბნევა
ანუ მართლა კარგად წერ
უბრალოდ ზოგადად მამაკაცებს ნაზი ქალები მოწონს და არა ქაჯები
და რამე გრძნობა ჩაურთე ამ მაშოსაც
თორე და-ძმას უფრო გვანან ვიდრე რაიმე მომავლის წყვილს

 


№11  offline წევრი FLAWless

ვაიმეე სუპერ გოგო ხარ შენ ^^ როგორ მიყვარს მაშო და სანდრო აი პირდაპირ ვგიჟდები მაგრამ ცოტა გააქტიურების დრო აღარ მოვიდა? აი ნინლი კი მიხვდა როგორც იქნა მაგრამ მაშოოოს რა ვუყოთ მაგ ტუტუც გოგოს (( როდის გამოამჟღავნებს სითბოს

 


№12  offline მოდერი gonegirl

f43i3zxv
ეეე ნინელი მეცოდება ლექსო სანამ მოვა აზრზე კი დაბერდება :დ ბურდული მიყვარს :დ როგორ დაუტკბათ " ურთიერთობა მას და ზღარბს :დ აი ექსკურსიიის ამბები მაინტერესებს როცა ვთქვი ამას ველოდი :დ ველი შემდეგს :*

ნინელიმ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო :დ

მედი
გვეშველა!!!ნინი მიხვდა:დდ ნინის აღიარებას თუ მოვესწრებოდი რას ვიფიქრებდი:დდ მაშოს გმირი ყოველთვის როგორ პოულობს გამოსავალს:დდ გმირიკოები:დდ უნდა ბავშვს და რა ქნას:დდ ძალიან კარგი იყო და ველი გაგრძელებას♡

ეს დღეც დაუდგა ნინის :დმადლობა :))

ლილიტიი
ცუდად ვარ აი ბოლო დიალოგი იყო რაღაც საოცრება ;დდდ
ძალიან ძალიან მომწონს, მაგრამ ერთი რამ მინდა გირჩიო
ეს ყველაფერი კარგია
თუმცა ძალიან "ენამახვილები" რომ არ არიან ეს ჩვენი გოგომენები
მერე ქალურობა ეკარგებათ
მაშო ძალიან წიკვინა და მომაბეზრებელი ჩანს უკვე
თან ესე იწილება და იწელება მოთხრობა
ან გული არ უჩქარდება სანდროს შეხებაზე?
ან არ იბნევა
ანუ მართლა კარგად წერ
უბრალოდ ზოგადად მამაკაცებს ნაზი ქალები მოწონს და არა ქაჯები
და რამე გრძნობა ჩაურთე ამ მაშოსაც
თორე და-ძმას უფრო გვანან ვიდრე რაიმე მომავლის წყვილს

ნინელი გვყავს ბამბის ნაყინი, აი მაშოზე რა გითხრა როგორც ჩაფიქრებული იყო ზუსტად ისეთია, რას იზამ ყველანაირ საქონელს ყავს თავისი კლიენტი :დ

anna11
ვაიმეე სუპერ გოგო ხარ შენ ^^ როგორ მიყვარს მაშო და სანდრო აი პირდაპირ ვგიჟდები მაგრამ ცოტა გააქტიურების დრო აღარ მოვიდა? აი ნინლი კი მიხვდა როგორც იქნა მაგრამ მაშოოოს რა ვუყოთ მაგ ტუტუც გოგოს (( როდის გამოამჟღავნებს სითბოს

მადლობა :)) სამაგიეროდ ბურდული გვყავს სუპერაქტიური :დ
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№13  offline წევრი anuki15

ვაიმეეე ეხლა იწყება რაც იწყებაა <3 საოცრება იყო <3 ბოლოზე ხო მოვკვდი სიცილით :დდდდ ახალ თავს ისე ველოდები რო ვერ აგიღწერ <3 ვიცი შემდეგი თავიდან გველის უკვე სასწაულები <3

 


№14  offline წევრი ucnobi_18

შემდეგ თავს ველოდები სხვაკომენტარი ზედმეტია

 


№15  offline წევრი qetiqetiA3

კარგი გოგო ხარ შენ და ძალიან ძალიან მაგარი <3 <3 <3

 


№16  offline მოდერი gonegirl

anuki15
ვაიმეეე ეხლა იწყება რაც იწყებაა <3 საოცრება იყო <3 ბოლოზე ხო მოვკვდი სიცილით :დდდდ ახალ თავს ისე ველოდები რო ვერ აგიღწერ <3 ვიცი შემდეგი თავიდან გველის უკვე სასწაულები <3

ვნახოთ რა იქნება ^^ :)

ucnobi_18
შემდეგ თავს ველოდები სხვაკომენტარი ზედმეტია

მეც ველოდები :დდ

qetiqetiA3
კარგი გოგო ხარ შენ და ძალიან ძალიან მაგარი <3 <3 <3

დიიდი მადლობა ^^
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№17  offline წევრი Kukrali

დღეს ხომ დაამატებბ:(

 


№18  offline მოდერი gonegirl

Lollipop :))
ყველაზე მაგარი თავი იყო ვაბშე
ნინიმ ძლივს შეიგნო რო უყვარს
რო აღიარა უნდა გენახე რა დღეში ვიყავი
მალე დადე გთხოვ
იმედია აწი იწყება რაცაა

მადლობა საყვარელო blush
Kukrali
დღეს ხომ დაამატებბ:(

ხვალ ან ზეგ დაიდება, ალბათ უფრო ზეგ no_mouth
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№19  offline წევრი Kukrali

gonegirl
Lollipop :))
ყველაზე მაგარი თავი იყო ვაბშე
ნინიმ ძლივს შეიგნო რო უყვარს
რო აღიარა უნდა გენახე რა დღეში ვიყავი
მალე დადე გთხოვ
იმედია აწი იწყება რაცაა

მადლობა საყვარელო blush
Kukrali
დღეს ხომ დაამატებბ:(

ხვალ ან ზეგ დაიდება, ალბათ უფრო ზეგ no_mouth

ოო ახლა უნდა მიშველოთ ;( რა გაძლებს ვაიიი:((((((

 


№20  offline წევრი FLAWless

დღეს არ დაიდება? :'( არადა როგორ ველი ყოველდღეეეეე

 


№21  offline მოდერი gonegirl

კი როგორც კი მზად იქნება დავდებ, იღონდ გვიან დავამთავრებ წერას სავარაუდოდ ))
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№22  offline წევრი Nina13

ძაან მაგარი გოგო ხარ heart_eyes ძაან გაუგრძელდათ მაშოს და რეგვენოზავრს ერთმანეთთან ეს ამბების მოწყობა ცოტა გამოაფხიზლე ორივე გთხოვვ joy heart_eyes პ.ს ძაან მაგარი გოგო ხარ და მალე დადე ახალი თავი გთხოვ heart_eyes sweat_smile

 


№23  offline მოდერი gonegirl

ნახევარ საათში მოვრჩები ალბათ blush დაიძინეთ და დაგხვდებათ ხვალ :))
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№24  offline წევრი Kukrali

Meoret daviwye am tavis kitxva axlis molodinshi :D ra damazinebs waukitxavad :*

 


№25  offline მოდერი gonegirl

Kukrali
Meoret daviwye am tavis kitxva axlis molodinshi :D ra damazinebs waukitxavad :*

დავდე და იმედია მალე დაამატებენ :))
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№26  offline წევრი Kukrali

Kidev ar aris axlai damatebuli ratoa r daamata adminmaaa? :(((

 


№27  offline აქტიური მკითხველი terooo

არაა რააა.. ვფეთქდები ისე მომწონს

 


№28  offline წევრი კალლ აია

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent