შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკის თამაშები - სრულად


7-05-2017, 23:56
ავტორი D-roni
ნანახია 33 668

ცხოვრების ხანმოკლეობა და წუთისოფლობა მგონი ახალი ნათქვამი სიტყვები არ არის ...
ერთი შეხედვით ვიცით , რომ რაღაც სიღრმისეულს უნდა ნიშნავდეს ცხოვრებაზე მოცემული ეს რამოდენიმე სიტყვა ... თუმცა ცოტა თუ ჩავუღრმავდებით ამ ასოებისგან შექმნილ ბრძნულ გამონათქვამებს.
ერთ დროს თვითონაც ასე უყურებდა ყველაფერს , თითქოს ზერელედ და დაუკვირვებლად ...
ყველაფერს აზრი მაშინ დაეკარგა ჯერ კიდევ ბავშვი , რომ იყო და გაიზრა ოჯახში მხოლოდ დის ანაბარა იყო დარჩენილი ...
მშობლები დაეღუპა , კარგად არ ახსოვს როგორები იყვნენ ... ისიც არ ახსოვს როგორ გაიზრა , როგორ გადაიტანა , გადახარშა და შეეგუა ბებიასთან თანაცხოვრებას.
17 წელი ისე იცხოვრა არაფრისთვის მიუნიჭებია დიდი მნიშვნელობა , ჰქონდა ... ნამდვილად ჰქონდა უდარდელი და ლაღი ბავშვობა თავის დის გადამკიდე.
მარიამი არასდროს აძლევდა უფლებას მოწყენილიყო , რაიმეზე გული აეცურებინა ... მიზანიც ბოლომდე მიჰყავდა ყოველთვის.
ძალიან შეუპოვარია ჩვენი ნინა , შეუპოვარი , ჯიუტი და ულამაზესი.
ქუჩაში ყოველთვის ჩერდებოდნენ და უბრალოდ უყურებდნენ ... ხშირად უყვებოდა ბებია , რომ როგორც კი გაჩნდა სამშობიაროში დედას ხელში მოკალათებულს ბევრი მნახველი აკითხავდა.
მარიამი იცინოდა და ზოგჯერ იბუტებოდა , მაგრამ ისე უყვარდა თავისი და რომ დიდხანს ვერც თამაშობდა ამ სცენას.
რაზე გავჩერდით ? ... ბებიაზე ? ბებია ... ხო როდესაც 16 წლის გახდა ისიც დაკარგა , მხოლოდ და დარჩა , და რომელიც გალაქტიკას ერჩივნა.
მალევე მარიამმაც იპოვა თავის მეორე ნახევარი , ყველაზე თბილი და მოსიყვარულე სიძე იყო გიორგი.
იყო ... იყვნენ !
______

^^^
- ყველაფერი კარგად არის პატარავ ... - წამოვარდა საწოლიდან შეშლილი სახით და დისშვილი ხელში აიყვანა . - გესმის სანდრო ? ყველაფერი კარგად არის ჩემო სიცოცხლე ... - პატარა შუბლზე მიაკრა ტუჩები და პატარაც დეიდის ხელში გაინაბა.
შეძლებისგვარად მალე დაანაყრა და მალევე დააძინა.
როგორც კი მძინარე იგრძნო ოთახიდან ფეხაკრეფით გავიდა და აივნის კარი გამოაღო.
მოაჯირს ხელებით დაეყრდნო და მოთქმით აქვითინდა.
ტიროდა მთელი ძალით , თვეებს მისი ჭრილობა ჯერ კიდევ ოდნავადაც ვერ მოეშუშებინათ.
ნელნელა სუსტდებოდა და მოაჯირთან იკეცებოდა , ყველაფერი ბურუსს მოეცვა , იქვე ჩაკეცილი კედელს მიეყრდნო და ნელნელა მოადუნა სხეული.
- მარიამ ... - ამოიქვითინა და ფეხებს თავი დაადო. - რატომ დაგვტოვე , ახლა რა უნდა ვქნათ ... უშენოდ რა ვქნა , როგორ მოვუარო ... როგორ ვაჭამო , დავაძინო , ვაბანავო ... მე ხომ არაფერი ვიცი , გიორგი ! შენ სადღა მიდიოდი ? - ამოიტირა და გამწარებულმა მუშტები მაგრად დაუშინა იატაკს.
მომენტალურად აღიქვა მხედველობამ გვერდითა აივანზე შუქის ანთება.
თვალები მშვიდად გააპარა და ტუჩებს ძლივს მოუყარა თავი , რომ გაეღიმა.
- ნინა შვილო ... - ლოყაზე ხელი მიირტყა ნინო დეიდამ. - ნინა კარგად ხარ ?
- დიახ ... თქვენ რატომ არ გძინავთ ? - ფეხზე წამოდგა და ნინომაც უცებ ასწია ჰაერში ცალი წარბი.
- აბა კარი გამიღე მალე ! - დაუბრიალა თვალები და ნინაც მხრების ჩეჩვით წავიდა კარისკენ.
- რა გჭირს შვილო ? ან ამ დროს რატომ გღვიძავს ? - იქვე ჩამოაჯინა და ცრემლები სახიდან ჩამოწმინდა.
- ნინო დეიდა ... მე ხომ საერთოდ არ ვიცი როგორ უნდა მოვუარო თითის ტოლა პატარას ? გიორგის მშობლებს თავისი გასჭირვებიათ , შვილიც ვერ დაუტირებიათ ნორმალურად ისეთ დღეში არიან ... მე კი , მე მარტომ სანდრო როგორ უნდა გავზარდო ... სამუშაოც კი არ მაქვს , რომელ წყალში გადავხტე აღარც კი ვიცი ნინო დეიდა ...
- დამშვიდდი შვილო , აბა მე რისთვის ვარ აქ ? თუ არ დაგეხმარე რა ჯანდაბა და ამოწყვეტა მინდა აქ ისე ჰა ჩემო საყვარელო ? დამშვიდდი , დაწყნარდი ... პირველ რიგში ლუკას მეურვეობა ხომ უნდა აიღო ... თუმცა რამოდენიმე თვე კიდევ ვერ გახდები სრულწლოვანი ჩემო პატარა , არც მე მაქვს ისეთი მდგომარეობა რომ მეურვეობა დროებით მაინც მომანიჭონ , მეორე მხრივ სამუშაო გინდა ... გინდა მაგრამ სკოლა სულ ახლახანს არ დაამთავრე ? უნივერსიტეტშიც ხომ უნდა იარო აბა ? მოდი კარგად მომისმინე ჩემო საყვარელო , ცოტა ხნით მე მივხედავ სანდროს , თუ შენ სახლში არ იქნები ... იშოვი სამუშაოს და დაგეხმარები მეც ჩემო საყვარელო !
- არც კი ვიცი მადლობა , როგორ გადაგიხადოთ ... თქვენ , რომ არა არ ვიცი მე და სანდრო ახლა როგორ ან სად ვიქნებოდით ...
- დამშვიდდი და შენ მომავალზე იფიქრე , გაითვალისწინე რომ მარიამმა პატარა შენ დაგიტოვა ! შენ და არავის სხვას , შენ უნდა გაზარდო და მიხედო ნინა , დას ხომ არ აწყენინებ არა ? კარგად დაფიქრდი და ფეხზე მყარად დადექი , არ მჭირდები ასეთი სუსტი !
- ხვალ ირაკლის დაველაპარაკები , ის დამეხმარება !
^^^
როგორც კი ფეხზე დადგა მაშინვე გამოსაფხიზლებელი პროცედურები ჩაიტარა და პატარას ოთახში შევიდა.
სანდრო ხელებს და ფეხეს იქნევდა , როგორც კი დეიდა დაინახა მაშინვე დააღო პირი და ჭინკებათამაშებული თვალები პირდაპირ მისკენ მიმართა.
ნინამაც აიყვანა ხელში თითისტოლა დისშვილი და ღიმილით მიაკრა შუბლზე ტუჩები.
საწოლზე ჩამომჯდარმა დააწვინა მასთან ახლოს პაწაწუნა ჭინკა და ღიმილით დააჩერდა თავზე.
- ცუდს ვივიწყებთ სანდრიკო , ვიწყებთ ახალ ცხოვრებას ... მე და შენ ! შენ და მე ... დეიდა შენთვის ყველაფერს გააკეთებს , შენთვის გავძლიერდები ჩემო ერთადერთო!
___
- ნინო დეიდა , სამამდე არაფრით გაიღვიძებს , აი ფაფები აქ არის ... სათ ...
- ნინა შვილო , პირველად ხომ არ ვიტოვებ ! - გაუცინა ქალმა და ნინამაც ქლოშინით გადაისვა თმაზე ხელი.
- ხო მაგრამ პირველად ვტოვებ უჩემოდ ... - ამოიწუწუნა და ქალს ლოყაზე აკოცა . - თუ რამე ტელეფონი სულ თან მექნება და დამირეკეთ ...
^^^
- რა ხდება ლამაზო ? - კაფის კარი გააღო და წინ მეგობარი შეატარა.
- ირაკლი ... აუცილებელი საქმე მაქვს ...
- ლაწირაკო , ჯერ ისეთი პატარა ხარ გათხოვებითაც კი ვერ გათხოვდები ! - წაუთაქა სიცილით და ნინამაც ღიმილით გადააქნია თავი .
- იკა , მართლა სერიოზულადაა საქმე !
- კარგი , გისმენ აბა !
- მოკლედ სამსახური მჭირდება ... შენი დახმ ...
- რა სამსახური გარეკე ? უნივერსიტეტში უნდა ისწავლო , სანდროს უნდა მოუარო , კიდე სამსახური გინდა ? არა გამორიცხულია , გიო რომ აქ ყოფილიყო ყურებს დამაჭრიდა !
- გიო აქ არ არის , არც მარიამი ... ბავშვს რჩენა და ჭამა უნდა ირაკლი !
- მერე რა , მე რისთვის ვარ აქ ? არაფერს მოგაკლებთ !
- ირაკლი , ნუ მიშლი ნერვებს თორემ წავალ და ღამის კლუბში ვიპოვი სამსახურს!
- გოგო ! - თვალები დაქაჩა და უკან დაიწია . - ხო კარგი , გისმენ რა გინდა ჩემგან აბა ?
- არ აქვს მნიშვნელობა , ხომ იცი არა რისი გამკეთებელი ვარ ... გთხოვ დამეხმარე და მაშოვნინე თუნდაც დროებითი სამუშაო , რომ გონს მოვიდე და კალაპოტში ჩავდგე ...
- კარგი ვიზავ რამეს , ნინ ...
- ჰოუ ... - ახედა ჩაფიქრებულმა და გაშტერებული გაშეშდა როცა ირაკლი მთელი ძალით მოეხვია.
- მე მივდივარ ... - ამოილაპარაკა და საზურგეს მიეყრდნო.
- სად ? - იკითხა გაოგნებულმა.
- გერმანიაში , უსიკვდილოდ უნდა წავიდე რამდენიმე თვე ...
- ხომ ჩამოხვალ ? - კითხა შეშინებულმა და თვალები მაგრად დახუჭა.
- არ იტირო რა ... - მიიხუტა მეგობარი და თავზე მაგრად აკოცა.
- როდის მიდიხარ ...
- ერთ კვირაში , გეფიცები მანამდე ყველაფერს მოგიგვარებ !

^^^
დანაპირები ნამდვილად შეასრულა ირაკლიმ , წასვლამდე ერთ-ერთ კომპანიაში მიიყვანა და მთავარი ფილიალის წინ დააყენა.
ნიანამაც ნერვიულად ააყოლა თვალი შენობას და ხელები ერთმანეთს გაუხახუნა.
- მხოლოდ 17 წლის ვარ ... - ამოილუღლუღა და დაცვარულ შუბლზე თითები გადაიტარა.
- იმდენად პატარა , რომ ვერც კი თხოვდები ... - ამოიხარხარა ირაკლიმ და მეგობარს თვალი გამამხნევებლად ჩაუკრა . - შევედით ! - ხელი გადახვია და კარისკენ უბიძგა.
- კარგი შევიდეთ , ოღონდ რა უნდა გავაკეთო რომ არ გითქვამს ?
- ნუ გეშინია , მდივანი იქნები ... რაღაც საბუთებს დაახარისხებ , ყავას მოადუღებ , ტელეფონს უპასუხებ და კიდევ უფროსს გაუძლებ ... - დააყოლა ბოლოს შეპარული ღიმილით.
- მოიცა , ბოლოში რა თქვი ? -ახედა შეშინებულმა .
- ხო რა , აი მაგას თუ გაართვი თავი ჩათვალე აიწყვე ცხოვრება ამ 17 წლის ლაწირაკმა ! - ახარხარდა ისევ ირაკლი.
- როდესმე სერიოზულად დამელაპარაკები ? - თვალები დაქაჩა შეშინებულმა და გაბრაზებულმა ნინამ.
- კარგი , მთლად სატანა არ არის მაგრამ ... დესპოტი არის !
- მოიცა , მერე რაღა ამასთან დამსვი შენც ? დავალგებდი რამ ...
- ახლა გაჩუმდი ! - აატრიალა თვალები ჰაერში. - მინდა , რომ აქედან მშვიდად წავიდე და ის რამოდენიმე თვე მშვიდად ვისუნთქო !
- კარგი ... - გაიცინა და მასთან ერთად შევიდა ლიფტში.
- გამარჯობა ბატონო ირაკლი ... - შემოძვრა მოკლეკაბიანი ლიფტში და ირაკლიმაც მაცდური ღიმილით გახედა ნინას.
ნინამ კი თვალები გადაატრიალა და დოინჯშემორტყმული სიცილით დააკვირდა ირაკლის "მოჟუჟუნე თვალებს".
^^^
- შეიძლება ? - კარზე დააკაკუნა ირაკლიმ და კაბინეტში ცალი თვალით შეიჭყიტა.
- გამარჯობა ... მობრძანდით , მე გელაპარაკეთ ... ეს არის ის გოგონა ? - თბილი მზერა შეაგება შუახნის ლამაზმა ქალმა ნინას.
- დიახ , ეს არის ნინა ...
- ნინა , ნინა წიკლაური ! - გაუღიმა და მსუბუქად ჩამოართვა ხელი.
- რამდენი წლის ხარ ნინა ? - ჰკითხა და ნინამაც ცალი თვალით ირაკლის გახედა , მეგობარმა გამამხნევებლად ჩაუკრა თვალი და ანიშნა უთხარიო.
- 17 წლის ...
- ნინ , რეალურად ჯერ ვერ გაგაფორმებ ოფიციალურად ამ ვაკანსიაზე , თუმცა იმუშავებ და ფიქსირებულ ხელფასსაც მიიღებ , როცა უფროსი ჩამოვა თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას , უფროსი 1 კვირაში ჩამოდის გერმანიიდან ... - გაუღიმა და ყავის ჭიქა ორივეს მიაწოდა. - თანახმა ხარ ?
- დიახ ...
- იცი რაც უნდა გააკეთო არა ?
- დიახ , ამიხსნა ირაკლიმ ...
- ძალიან კარგი , აბა მეც მითხარი რა აგიხსნა ბატონმა ირაკლიმ ? - გაუცინა და მის წინ ჩამოჯდა.
- საბუთები უნდა დავახარისხო , ტელეფონს უნდა ვუპასუხო , ყავას არ ვთვლით ...- გაიღიმა და უცებ თვალები აენთო . -ა ... უიჰ , კიდევ უფროსს უნდა გავუძლო ... - გაიცინა და ირაკლიმ ისეთი ხარხარი ატეხა გამჭირვალე მინაში კარგად გამოჩნდა მომუშავე პერსონალის გაოგნებული სახეები.
ქალმა ოდნავ ჩაიღიმა და ფეხზე წამოდგა , კაბა შეისწორა და ნინას ანიშნა გაჰყოლოდა.
ისიც მორჩილად გაჰყვა უკან , დათვალიერებას , რომ მორჩა ირაკლიც დაემშვიდობა და სახლში წავიდა.
პირველმა სამუშაო დღემ კარგად ჩაიარა , ვინაიდან და რადგანაც უფროსი არ ჩანდა მხოლოდ ქალბატონი ნატალიას მითითებებს ემორჩილებოდა ნინაც.
განრიგიც არ ჰქონდა საზიზღარი ,ვერ ვიტყვი , რომ ძალიან თავისუფალი იყო თუმცა იმდენადაც არ იღლებოდა სახლში მისული სანდროს , რომ ვერ მოფერებოდა და მასთან დროის დიდი ნაწილი , რომ ვერ გაეტარებინა.
^^^
- გისმენთ ... - ამოთქვა დაღლილმა და ძლივს დაჯდა მაგიდასთან მისული სკამზე.
- მისმენ კი არა წამი წამზე ჩემთან კაბიტენტში !- გაიგო ნატალიას ხმა და მომენტალურად ფეხზე წამოვარდა.
- რა ხდება ? - შევარდა მასთან და ქლოშინით აეყუდა კარს.
- გაიცანი , თორნიკე ... თორნიკე ფარჯიანი , ჩვენი უფროსი და კომპანიის მფლობელი ! - ნატალიმ ხელი ზურგითმდგომი მამაკაცისკენ გაიშვირა და ნინაც წამში მიაჩერდა მის მხრებს.
" სასიამოვნოა მისტერ მხრებო , ნეტა წინ როდის შემობრუნდება?" გაიფიქრა და ხელები ნერვიულად წაიღო ზურგსუკან , რომ არ გასცინებოდა.
- სასიამოვნოა ... -ამოიჩურჩულა და მისკენ მომზირალ ნატალიას თვალებით ჰკითხა რა სჭირსო.
- იმედია ჩემთვისაც სასიამოვნო იქნება ! - ამოთქვა ბოხი ხმით და მისკენ ძალიან ნელა შებრუნდა.
ნინა ისევ "იმედია ჩემთვისაც სასიამოვნო იქნება"- ზე ფიქრობდა და ამ რამოდენიმე სიტყვის გადახარშვას ცდილობდა.
- იმედი მაქვს ! - თქვა და ცხვირი ზემოთ ასწია.
- ოჰო , როგორი მდივანი გიპოვნია ნატალია ... ვერაფერს დაუწუნებ ! - ირონიულად ჩაიღიმა და პიჯაკი შეიხსნა. - შეგიძლია ჩამოკიდო ! - ხელში მიაწოდა და ნინამაც გაოგნებულმა დახედა მის ხელში მოქცეულ პიჯაკს. - დიდხანს გელოდო?- იკითხა ცინიკურად და ნინამაც ერთი ღრმად ამოისუნთქა.
" ერთი ძალიან არ მჭირდებოდეს სამსახური , რა დიდი სიამოვნებით ამოგდებდი ერთ ადგილში!"
- უკაცრავათ ... - ამოილაპარაკა ჩუმი ხმით და პიჯაკი ხელიდან გამოართვა. - კიდევ რამე ხომ არ გინდათ ? - ჰკითხა ნორმალური ტონით.
- არა , შეგიძლია გახვიდე ! - უთხრა და ნინაც თავის დაკვრით გავიდა კაბინეტიდან.
^^^
- მეღადავები ? - მობილური ყურზე მიიდო და გაბრაზებულმა ამოთქვა ეს ერთი სიტყვა .
- რა ხდება ? - იკითხა გაკვირვებული ხმით ირაკლიმ.
- მეკითხები კიდეც ? ღმერთო ეს სატანისტური მახინა ვინ არის ?
- ჩამოვიდა უფროსი ? - მიუხვდა და იქიდან მორთო სიცილი.
- სანდროს გეფიცები , სამსახური ასე რომ არ მჭირდებოდეს ერთს ისე ამოვდებდი ...~
- საინტერესოა სად გინდა , რომ ამომდო ბავშვო ! - მის წინ მაგიდას დაეყრდნო და ცინიკური სახით მიაშტერდა გაყინულ ნინას , რომელმაც ძლივს გათიშა მობილური.
- სადაც უფრო მოსახერხებელი იქნება ... - ამოილუღლუღა ის რაც პირველი მოადგა ენაზე.
- რა თქვი ? - ცალი წარბი ჰაერში ასწია და თავი გადაატკაცუნა .
- მარილები გაწუხებთ ? - ჰკითხა და ფეხზე წამოდგა. - კარგი წამალი ვიცი !
- დაბრუნდი ადგილზე ! - თქვა ტონუცვლელად და ნინაც წამში დაებერტყა სკამზე. - რა გაწუხებსო რა თქვი?
- არანაირი არაფერი ... - ამოილაპარაკა და ხელები ჰაერში აღმართა.
- საიდან ამ პატარა ბავშვებს ამხელა ენა ? - იკითხა და წელში გასწორდა. - გავიგე კარგი წამალი გცოდნია , ასე რომ ცოტახანში მასაჟის გასაკეთებლად შემობრძანდები ჩემს კაბინეტში ! - უთხრა და ირონიული ღიმილით დაიძრა შარვლის ჯიბეებში ჩაწყობილი ხელებით კარისკენ.
- უკაცრავად ? - ფეხზე წამოდგა და გაშეშებული შედგა ადგილზე.
- მოგეცი ადგომის უფლება და არ მახსოვს ? - ცალი წარბი ჰაერში ასწია მამაკაცმა.
ნინაც გაშტერებული დაბრუნდა ადგილზე და ერთი ამოიქშინა.

^^^
- როგორ არის ჩემი პატარა ბიჭუნა ? - სახლის კარი შეაღო და ნინო დეიდას ღიმილით გამოართვა ბავშვი.- ხომ არ დაგღალათ?
- არა შვილო,მთელი დღე სძინავს ამან როგორ უნდა დამღალოს?-ჰკითხა გახარებულმა და ნინაც ბედნიერი შევიდა მისაღებში.- ძალიან დაიღალე?
- ვაიმე ნინო დეიდა , ვეღარც ვწუწუნებ ისე ვარ ... ეს უფროსი სისხლს მიშრობს უკვე ერთი თვეა , ამას კიდე დიდ ხანს მე შანსი არაა ვერ გავუძლებ ... სანდროს მეურვეობის საქმეებიც მოსაგვარებელი მაქვს ... ღმერთო ჩემო , როგორ მაწვება ყველაფერი !
- კარგი დამშვიდდი , ყველაფერი დალაგდება !
^^^
- ხო იკა ...
- ვერ ჩამოვდივარ კიდე ორი თვე ჩემო ციცქნა ... - ამოილაპარაკა სევდიანად და ნინამაც თვალები გააფართოვა.
- კი მაგრამ ... ხომ უნდა ჩამოსულიყავი , რა მოხდა ?
- გამეწელა ვიზიტი ნინ ...
- აუ იკა , მე კიდე სანდროზე მეურვეობის ამბებზე მაჩქარებენ ... ძალიან გაჭედილი ვარ , არც კი ვიცი რა უნდა გავაკეთო , სად უნდა წავიდე , ვის უნდა მივმართო ... არაფერი არ ვიცი ... ჯანდაბა !
- დამშვიდდი , ერთი წუთით უნდა გავთიშო დაგირეკავ ცოტა ხანში !
- კარგი , მიდი ...
ამოიხვნეშა და საწყლად გადაწვა სკამზე.
თავი საზურგეზე გადადო და თვალებდახუჭული გაშეშდა ადგილზე.
მესიჯის ხმაზე თვალები გაახილა და ცალი თვალით ახედა მაგიდასთან წამომდგარ უფროსს.
" ფარჯიანია შენი დის და სიძის მკვლელი , თვალები გაახილე "
ფერდაკარგული დავარდა სკამზე და დაბლოკილი მობილური დააგდო მაგიდაზე.
სწრაფად მივარდა თორნიკე მასთან და მისი სკამი სავარძლისკენ შეაბრუნა , მის წინ ჩამოჯდა და წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა.
ნინას თვალები ცეცხლით აევსო და თითები ძალიან მაგრად მოუჭირა ჭიქას.
ზიზღით სავსე მზერა აატარ-ჩაატარა მამაკაცს და თორნიკესაც წამში შეეცვალა გამომეტყველება.
- მშივიდობა გაქვს ? - ჰკითხა და ნინამაც ეჭვნარევი მზერით დაუქნია თავი.
" დამშვიდდი ნინა , ჯერ არ იცი ვინ გწერს , რა უნდა და რას აპირებს , მართალია ეს კაცი გულზე არ გეხატება მაგრამ არ შეიძლება ასე , ვიღაცის სიტყვაზე დადო ბრალი "
- კი ... უბრალოდ პრობლემები მაქვს და ...
- შემიძლია დახმარება ? რაღაც მეურვეობას მოვკარი ყური .
- არ მინდა ჩემი პრობლემები მოგახვიოთ თავს ...
- გისმენ !
- 6 თვის წინ ჩემი და და სიძე ავარიაში გარდაიცვალნენ , მათი პატარა სულ რაღაც 8 თვის არის , ჩემი ერთადერთი მეგობარი ვინც გიოსგან და მარიამისგან დამრჩნენ გერმანიაშია ... საქმიან მივლინებაში , ბავშვის აღზრდაში ოჯახის ახლობელი და მეზობელი მეხმარება , რამოდენიმე თვეა ბავშვის მეურვეობის ამბებს მიტრიალებენ, გონზე არ ვარ რა გავაკეთო ... რამდენიმე თვე სრულწლოვანი ვერ გავხდები ... ამდენი ფიქრისგან ლამის თავი გამისკდეს.
- რას ამბობ ... - ჩაილაპარაკა რაღაცნაირი ტონით და თავი გააქნია.
ნინამ ეჭვნარევი მზერით ახედა მამაკაცს და მის სახეზე გაკვირვება , რომ ვერ ამოიკითხა გულმა რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა და შემდეგ ორმაგი ძალით აძგერდა.
გაღიზიანდა , ძალიან გაღიზიანდა და მოუნდა რაიმე საშინელება დაემართა მამაკაცისთვის.
- არც კი ვიცი რა გითხრა , ვიზიარებ შენების იმქვეყნად წასვლას ! - ამოილაპარაკა უცნაური ტონით და ნინამ კიდევ ერთხელ დაქაჩა თვალები . - ბავშვზე რა ხდება?
- თუ მეურვეობის საქმეს ვერ მოვაგვარებ ... თქმაც კი არ მინდა რა შეიძლება მოხდეს ! - ამოისრუტუნა და თავი ხელებში ჩარგო.
- 17 წლის ხარ არა? - ჰკითხა და ნინამაც თავაუღებლად ამოიბურდღუნა კიო. - მე შემიძლია შენი დახმარება ...
- რა ? როგორ ? - თავი გველნაკბენივით ასწია და თვალებში მიაჩერდა უფროსს.
- გეტყვი , მაგრამ გაფრენები და ქალური წიკვინი არ გვინდა ... თუმცა რა ქალობაზეა საუბარი , 17 წლის ხარ ! - ტუჩის კუთხე ცინიკურად ჩატეხა და ნინამ კიდევ ერთხელ გადაატრიალა თვალები მობეზრების ნიშნას. - ფიქტიური ქორწინება , უბრალოდ ხელს მოვაწერთ , ჩემთან გადმოხვალ და ყველა დაიჯერებს რომ ბავშვისთვის შესაფერის ოჯახს შევქმნით !
- მოიცათ , მე თქვენთან გადმოვალ ? - თვალები დაქაჩა წიკლაურმა.
- და ამხელა წინადადებიდან შენმა ტვინმა მხოლოდ ეგ ორი სიტყვა გაიგე ? - ცალი წარბი ჰაერში ასწია თორნიკემ.
- და ჩვენ ვიქროწინებთ ? - თავისთვის ჩაილაპარაკა ჩუმი ხმით ნინამ.
- ბავშვის გარდა ყველაფერი გაიგო ! - თმაზე ხელი გადასივა და ფეხზე წამოდგა. - მე მხოლოდ ამის შემოთავაზება შემიძლია , მინდა რომ დაგეხმარო , დაფიქრდი და პასუხი ისე მითხარი ! - უთხრა და კაბინეტისკენ წავიდა . - ხო , ერთი ყავა და იმედია გახსოვს რომ უშაქრო მიყვარს ! - გამოსძახა და კარი მიიკეტა.
გაშტერებული გასწორდა და სკამი მაგიდასთან მიაგორა , მოსული ესემესი კიდევ ერთხელ გადაიკითხა და თავი ხელებში ჩარგო.
- მეტი შანსი არ გაქვს , სანდროს წაგართმევენ ... - ამოილუღლუღა და ფეხზე წამოდგა.

- ყავა შემომიტანეთქო არ გითხარი ? - წარბშეკრული წამოადგა ჩაფიქრებულს თავზე გაბრაზებული თორნიკე.
- ბოდიში ... ახლავე მოგიტანთ ! - ფეხზე წამოდგა და აპარატისკენ წავიდა.
- მოიფიქრე რამე ? - ჰკითხა ჩაფიქრებულს და ნახევრად ჩამოჯდა მაგიდაზე.
- ჯერ 10 წუთი გავიდა ! - ყავით სავსე ჭიქა მიაწოდა და მის წინ დივანზე მოწყვეტით ჩაეშვა.
- მერე 10 წუთი რომ გავიდა და ყავა არ მომიტანე ე წერტილი გ ფიქრობდი ხო ? - კითხა წარბებაქაჩულმა და ნინამაც ღრმად ამოისუნთქა. - არა ისე იფასებ თავს გეგონება , მართლა ცოლად მომყვებოდე ! - თვალები გადაატრიალა და ყავა მოსვა.
- ღმერთმა დამიფაროს ! - ჩაიჩურჩულა თავისთვის ხველა-ხველით.
- რაო ? - წარბი ასწია ჰაერში ფარჯიანმა.
- რატომ მითამაშებთ გაფუჭებული მანქანასავით ამ წარბებს ბოს ? - იკითხა უხერხული ღიმილით.
- რა თქვი რამოდენიმე წამის წინ ?!
- არაფერი , დავახველე ! - ფეხზე წამოდგა და მხრები აიჩეჩა.
- მოკლედ რომ მოიფიქრებ შემოდი ! - უთხრა და კაბინეტისკენ წავიდა. - ყავას არაუშავდა ! - თვალი ჩაუკრა ადგილზე შემდგარმა და კაბინეტში შევიდა.
- ღმერთო ასეთი სატანა რამ დაბადა ? - ჩაილაპარაკა ჩუმად და სკამზე ჩამოჯდა. - თან თვალებსაც რომ სატანისტურად აბრიალებს ? - ამოიჩურჩულა და თავი გააქნია. - ჩემს მტერს ამის ქმრობა !
^^^
- მოვიფიქრე ! - შეაჭრა მის კაბინეტში დაუკაკუნებლად და წინ დაუსკუპდა ანერვიულებული. - გამოგყვები !
- ოჰ , რამდენ ხანს ფიქრობდი ? - ირონიულად ასწია ცალი წარბი . - აბა , სტენკას მარცხნივ დგავ თუ მარჯვნივ ? მტვრის ტილო აიღე და გადაწმინდე თუ ისევ დამტვერილია იქაურობა ? 20 წლის იუბილეზე რის ტორტს მიკეთებ ?
- თორნიკე !
- ბატონო თორნიკე ! - შეუსწორა საჩვენებელი თითის ქნევითა და ბოროტული ღიმილით . - ცოლად მომყვები , ცოლად კი არა ! რა თორნიკე აგიტყდა?!
ნინამ სახე ხელებში ჩარგო და თორნიკესაც ჩაუტყდა მარჯვენა ტუჩის კუთხე.
- კარგი ხო , გისმენ !
- გამოგყვებით - მეთქი ! - "თ" გამოკვეთა გაღიზიანებულმა და საზურგეზე გადაწვა.
- კიდევ ვინმეს მიყვები ჩემს გარდა ? - ჰკითხა გაოგნებულმა.
- ბატონო ? - გაოცება გამოესახა სახეზე ნინას.
- გამოგყვები"თ"ო და ... ჩემს ბავშვობაში ეგ მრავლობითს ნიშნავდა ...
- კარგით , მე გავალ ! - ფეხზე წამოდგა და თორნიკემაც ირონიული ღიმილით ანიშნა ხელით დაჯექიო.
- ბუნებრივია რაღაცეები უნდა ვიცოდეთ ერთმანეთზე ...
- მე მოგიყევით , თქვენი ჯერია !
- თორნიკე რო მქვია და ფარჯიანი რომ ვარ ეგ იცი ხო უკვე ? - ჩაეიკითხა და ნინამაც ღიმილით დაუქნია თავი . - ვაჟიშვილი ვერ ჩაგბარდები , ამაზე აქედანვე შევთანხმდეთ !
- ბატონო თორნიკე ! - აწითლებულმა უბრიალა თვალები უფროსს.
- კარგი , ქალიშვილი შენც მეყოფი ! - ხელი ჩაიქნია და მის სახეზე ტუჩის კუთხე ისევ ავტომატურად ჩატეხა.
- ასე არაფერი გამოვა !
- აბა როგორ , შენც არაქალიშვილი უნდა ჩამბარდე ? - მეამიტურად შეიცხადა ფარჯიანმა. - პილპილ მოყრილ ხინკალს გავხარ ! - სიცილით წამოდგა ფეხზე და თავის სავარძელში ჩაეშვა.
^^^
- იცი როგორ მომენატრე ? - თვალცრემლიანი მოეხვია მეგობარს და მანაც მაგრად მოჰხვია ხელები .
- კარგი , აქ ვარ ... უკვე კარგადაა ბაბუ და აღარ მომიწევს ჯერ-ჯერობით ჩასვლა სოფელში ... - გაუღიმა და ისევ მაგრად აკოცა ლოყაზე. - ჩემო გოგო , როგორ არ მინდოდა ამ დროს შენი დატოვება ...
- ისეთები მოხდა , რომ გაიგებ წერილს წაიღებ !
- ერთბაშად თეთრ კაბას არ იცვამდე რა ! - აიქნია ხელი და მის სახეზე თვალები დაქაჩა. -რა ?!
- გოგო რავი , ფატასაც ვიკეთებ... -ამოიჩურჩულა თვალების ცეცებით.
- ნინა გაგიჟდი ? რეებს ბურტყუნებ ?! - გაოგნებული წამოჯდა ლილე.
- ყველაფერს მოგიყვები , დამშვიდდი ...
- რა დამამშვიდებს , ბავშვობის დაქალი მითხოვდება 17 წლის ასაკში !-წამოიკივლა და ტუჩებზე სახის მანჭვით მიიდო ხელი , როგორც კი სანდრო შეირხა.
- ბავშვს თუ გამიღვიძებ , შენ დააძინებ !
- გისმენ !
- მოკლედ , სანდროს მეურვეობასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემები მაქვს , იკაც ხომ გერმანიაშია წასული ... მე ჯერ სრულწლოვანიც კი არ ვარ და ვინ რას დამაცდის , ვლაპარაკობდი ამაზე და ამ დროს ჩემმა უფროსმა მითხრა მე დაგეხმარებიო , ცოლად თუ არ გავყევი ისე რას იზავს ? მეურვეობას მოვიპოვებთ და გავეყრებით ...
- მოიცა , მოიცა და ვინაა ეგ შენი უფროსი?
- თორნიკე ფარჯიანი , მთავარი და შოკი ?
- ახლა არ მითხრა გეიაო ! - შიეცხადა ლილემ და სიცილი წასკდა ჩუმ ხმაზე.
- არა ქალო , ესემესი მომივიდა ზუსტად მაგ შემოთავაზებამდე , თორნიკეა შენების მკვლელი თვალები გაახილეო !
- რა ? - ნერვიულად წამოჯდა ლილე. - მოიცა , ავარია არ იყო? რა მკვლელი? ვითომ მოწყობილი იყო?
- არ ვიცი , რაღაცნაირად კი დავეჭვდი , რომ მოვუყევი ყველაფერი წარბი არ შეუხრია...
- მოთქმით ხომ არ მოგისამძიმრებდა ?-თვალები გადაატრიალა ლილემ.
- არ ვიცი , თან თუ მასთან გადავალ უფრო ადვილად არ გავარკვევ ?
- და შენც რომ გაგასხმევინოს ტვინი სად ჭირში მიდიხარ მერე?!
- ფუფუფუ იდიოტო! - ფეხზე წამოდგა და ნერვიული მიმოსვლა დაიწყო. - ახლა ვფიქრობ იკს როგორ შევაპარო...
^^^
- ჩუმად უნდა ვიქორწინოთ ხო ? - ჰკითხა მის წინ ჩამომჯდარმა და თორნიკემაც თავი გააქნია.
- არ გამოვა , მაინც გავა სტატია და ისეთებს დაწერენ ბავშვის კი არა კატის მეურვეობას ვერ მოვიპოვებთ !
- ესღა მაკლდა !
- კარგი არაუშავს , ძალიან არ დაგრჩდილავ ... თუმცა ვერ შეგპირდები , რომ ბიჭი ჯობიაო არ იტყვიან !
- პედოფილი ბიჭი ! - შესწორება შეიტანა ირონიული ღიმილით ენაწატლეკილმა ნინამ.
- ოჰ , ენა გვაქვს მოსალესი !

^^^
ძალიან კი დააშინა დიდი ქორწილით და სამზადისებით , თუმცა საბოლოო ჯამში მცირე წრეში მოხდა ყოველივე ეს.
როგორც კი მორჩა თორნიკე ირონიულ ლაპარაკს და ღლაბუცს მაშინვე გაუმხილა (რა თქმა უნდა შიგადაშიგ ხუმრობებით) თავისი გეგმა ხელის მოწერასთან დაკავშირებით , ნინაც იკასთან საქმის მოგვარებით გახარებული დარწრწოდა მთელს კომპანიაში და თვალებგაბრწყინებული უყურებდა ყველაფერს.
იმდენად ახარებდა მოგვარებული პრობლემა , რომ მთელს ტანში ჟრუანტელი უვლიდა.
ხელის მოწერისას ჩვეულებრივ თეთრ სადა მოკლე ლამაზ კაბაში გამოეწყო და ძლივს შეიკავა თავი კედებისკენ გაპარებული თვალები უკან რომ მოებრუნებინა.
ლილემ თვალეის ბრიალით დაუდო წინ მაღალქუსლიანები და თვალებგაბრწყინებულმა შეხედა გალამაზებულ დაქალს.
- არ მჯერა , რომ თხოვდები !
- მეც ეხა სიყვარულით არ ვთხოვდებოდე რა !
- არ მესმის ეგ ბიჭი , როგორ არ უნდა შეგიყვარდეს ?
- აი დაჯექი შენ მაგის წინ 24საათი , ისმინე მაგის ცინიკური ლამაპარაკი , აიტანე ირონიული და გარყვნილური გამოხტომები , შეასრულე მაგის ბრძანებები და თუ შეგიყვარდება გავეყრები და შენს ქორწილს მე დავგეგმავ ! - თვალები გადაატრიალა და მაღლებზე შემდგარი ხელით ლილეს მხარს დაეყრდნო. - უფრო მადაფაქერები ვერაფერი ნახე ?
- ძალიან ლამაზია და ნუ წუწუნებ ფლიზ ! - წარბები შეკრა და სანდროსკენ დაიხარა , ჭოჭინით რომ დაბორიალებდა აქეთ-იქით სმოკინგში გამოწყობილი. - ვინ უნდა შეგჭამოსო სენო ვინო ა ? - მისკენ დაიხარა და აკისკისებული იქიდან ამოიყვანა.
- დეიდამ ! - წამოიკივლა ნინამ და სიცილით ააცალა დაქალს პატარა. - ჩემო სკვინჩა , ჩემო პატარა და ჩემო ყველაფერო!
- იმედია შუა ნიშნობაზე ,ჟურნალისტების თვალწინ ბატონო თორნიკეს არ დამიძახებ! -კარი შემოაღო და საცოლეს ცინიკური მზერით აატარ-ჩაატარა თვალები. - არა რა , რამე ისეთის თქმა მინდოდა და ენა პირში ჩამივარდა !
- კარგად შეინახე და ცოტა ხანს არ ამოსწიო ! - გაბრაზებულმა შეკრა წარბები.
- მომიყვანე აქ ჩემი შვილობილი და წადი ენა გაილესე !
- ზედმეტი ხომ არ ვარ ? - ამოილაპარაკა გაოცებულმა ლილემ.
- თორნიკე ! - ხელი გაუწოდა ღიმილით გოგონას.
- ლილე ! - ლილეც მის ღიმილს ჩაადნა ხელებში.
- ახლა მე ხომ არ ვარ ზედმეტი ? - წარბშეკრულმა ნინამ იქვე მიგდებულ სანდროს მაისურს დაავლო ხელი.
- ასეთი ეჭვიანია თუ როლებში იჭრება ? - ცალი თვალით გადახედა ლილეს.
- ცოტა ეჭვიანია ! -სიცილით დაუმოწმა და ნინამაც თვალები გაოცების ნიშნად გააფართოვა.
^^^
- ერთი სული მაქვს კოცნის მომენტზე როდის მივალთ ! - უჩურჩულა მის გვერდით მდგომს და ნინასაც ლოყები აუწითლდა. - ეს მაკიაჟი ვერ გშველის !
- გიჩივლებ არასრულწლოვანზე მორალური ძალადობის გამო !
- არ დაგავიწყდეს , რომ ახლა შენც ჩემი მეურვეობის ქვეშ ხარ ! - ირონიულად გაუღიმა თვალებმოჭუტულმა.
- ახლა სულ ასე უნდა მიშალო ნერვები ? - საწყლად ახედა მასზე მაღალს.
- გააჩნია ჩემს ხასიათს , ისე რა გინდა კი ამირტყი შველივით ბიჭი !
- ღმერთო ჩემო , მალე დასრულდეს ეს სპექტაკლი !
- შენც კოცნის მომენტს ელოდები ხო ? - თვალებგაბრწყინებულმა ჩამოხედა მასზე დაბალს .
- სულმოუთმენლად ! - გაუღიმა და თვალები გადაატრიალა. - იცოდე ლოყაზე მაკოცებ ! - გააფრთხილა რამდენიმე წამის შემდეგ გონზე მოსულმა.
- და იქნებ საერთოდ არ ვაპირებდი კოცნას , რას დამიგეგმე ? - წარბი ასწია ჰაერში ფარჯიანმა.
- ნეტავ ეს რამოდენიმე თვე რა მეშველება ? - იკითხა თავისთვის დანევროზებულმა.
- მაქსიმუმ დაორსულდე , მეტი ისეთი არაფერი! - ვითომ არაფერიო ისე უჩურჩულა და ყურადღებით მიაჩერდა მის წინ მდგომ ქალს. - ისე ეს ქალი როგორ მიყურებს , რა უნდა ? ალბათ ფიქრობს ამ ბიჭს ამ გოგოს გვერდით რა უნდაო.
- სხვათაშორის ეგ ქალი გვაქორწინებს!
- ოჰ ბოდიში , დიდი შეღავათი ! - თვალები გადაატრიალა მობეზრებულად. - რას ლაპარაკობს ამდენს ტოოო , მკითხოს თანახმა თუ ვარ ისეთი მაგარი პასუხი მაქვს მომზადებული ...
- რაო ? -შეშინებულმა ახედა ფარჯიანს.
- ვიხუმრე , ნუ ამოძვერი ტყავიდან ! - ოდნავ ჩაიღიმა მამაკაცმა.- მოგიყვან ცოლად , აბა ისე ხო არ დაგტოვებ ... ქალიშვილს ?!

- შეგიძლიათ პატარძალს აკოცოთ ! - ითქვა თუ არა ეს სამი სიტყვა მაშინვე მოეფინა თორნიკეს ეშმაკური ღიმილი სახეზე.
წამში შეაბრუნა წიკლაური მისკენ , გოგონამაც დაბნეულმა გააცეცა თვალები აქეთ-იქით და საწყალი თვალებით ახედა თორნიკეს.
მამაკაცმაც ნასიამოვნებმა მოხვია ხელები წელზე და მის სახეს თავისი მოუხლოვა.
- ახლა გაკოცებ ...- დაიჩურჩულა მის ტუჩებთან და ნინასაც წამში მოემატა ტემპერატურა.
- ახლა შემოგცხებ!- დაიჩურჩულა მისივე ტონით და თავი უკან გასწია. - მერე ...
- მაინც გაკოცებ !
- ცოტ ...
- თავი მოსწიე ,რა გამოუცდელი ხარ!
- ცოდნისთვის 17 წლის ვარ ! - ამოთქვა ყურადღება გაფანტულმა და თვალები მის ტუჩებს გაუსწორა. - ჯანდაბა , მაკოცე თუ მკოცნი !
- შენ რა მონდომებული გოგო ხარ , წარმომიდგენია დღეს ღამით რეებს ჩამიტარებ ! - თქმა და მის ტუჩებზე დაწაფება ერთი იყო.
წამში გაუშეშდა ნინას მის მხრებზე ჩამოდებული ხელები და სხეულიც ავტომატურად აუკანკალდა.
აცახცახებულის სხეული , როგორც კი იგრძნო მაშინვე მოჰხვია უფრო მაგრად ხელები წელზე და უფრო მონდომებით დაიწყო მისი ტუჩების შესწავლა.
გამოუცდელი ნინა ადგილზე გაშეშებული იდგა და ვერც ყვებოდა , ვერც აჩერებდა.
მის თავში ისეთი მდგომარეობა იყო , ახლა იმ კოცნის გარდა ყველაფერზე ფიქრობდა.
"ნეტავ გერმანიაში რა ამინდია?"
"ჯანდაბა , რაზე ფიქრობ თორნიკე გკოცნის!"
"არა , არა და არა!"
ხელები მისი მხრებიდან ჩამოაცურა და შეპარული ღიმილით მომზირალ თონიკეს წამით მთელს ტანზე მოატარა მზერა.
მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა ტაშის ხმა , რომ გაიგო ... ცალი თვალით გადახედა მის გვერდით ჩამომდგარ ლილეს და გოგონამაც ფხუკუნით აუწია ჰაერში ცერა თითი მოწონების ნიშნად.
შემდეგ თვალი თორნიკეს გვერდით ჩამომდგარ , სოლიდურ ფორმაში გამოწყობილ მის ძმაკაცს გაუსწორა , მამაკაცმა ერთი თბილად გაუღიმა და თორნიკეს მხარზე ხელი დაჰკრა.
- ეს ხელი მხარზე კი არა , მე ვიცი სადაც უნდა ამოეკრა ! - თქვა ბრაზმორეულმა ჩუმად და კბილებში გამოსცრა.
- არ მითხრა არ მომეწონაო !
- გერმანიაში რა ამინდიათქო იმაზე ვფიქრობდი ... - ამოთქვა სიცილით და ღიმილით გამოართვა მეგობარს სანდრო.
^^^
- შენი და სანდროს ოთახი ესაა ! - პირდაღებული და სახლით აღბრთოვანებული მხოლოდ "ქმრის" ხმამ მოიყვანა გონს.
- მადლობა მაგრამ ... ცოტა ძალიან დიდი ხომ არაა ჩვენთვის ?
- არა , კარგი ზომისაა ... ისე ზომაზე გამახსენდა ...
- ახლა ის , რომ თქვა რაც მე მგონია იცოდე ...
- დამშვიდდი , ნუ ნერვიულობ ! - ხელი მხარზე დაადო ცინიკურად მომღიმარმა. - თუ მიხვდი თქმას რაღა აზრი აქვს , ხო და ...
- არ ვარ არანაირი აზრის ! - დაასწრო თქმა და ოთახში შევიდა. - მადლობა , რომ ნივთები დაალაგებინე , უკაცრავად და შეიძლება შენობით მოგმართო ? - იკითხა მობეზრებული სახით.
- ხალხში კი , ისე არა ! - უთხრა და გაოგნებულის სახეზე ჩაიღიმა. - შეგიძლია , შეგიძლია ! რაც შეეხება სამსახურს , თავს ანებებ !
- რა ? - იკითხა შეცბუნებულმა. - რას ქვია თავს ვანებებ ?
- ხო , სწავლას იწყებ უნივერსიტეტში ... როგორც ვიცი გრანტი აიღე და სტიპენტიაც გაქვს , საკმაოდ კარგ ადგილზე მოხვდი !
- თორნიკე ... აქამდე მეზობელი მეხმარებოდა სანდროს მოვლაში , მე რომ სასწავლებლად ვიქნები წასული ...
- ნუ ინერვიულებ მაგაზე , ჩემი ძიძა მოუვლის ! - გაუღიმა და იქვე ჩამოჯდა.
- შენი ძიძა ?
- ხო , ნუ გეშინია ხასიათი მაქვს ჩამჯდარი , ეგეთი მაგას არ გავუზრდივარ ! - სიცილით გაამხნევა და ფეხზე წამოდგა.- მშვიდი ძილი !
- კარგი და ... სიგნალიზაცია ხომ აყენია ? - იკითხა შეშინებულმა.
- კი და დაცვაც დგას , ნუ ნერვიულობ ...
- არა, იმხელა სახლია ძალიანაც , რომ მოინდომონ ვერ მნახავენ ... ისა და შენი ოთახი სად არის ?
- თუ გინდა ჩვენი - ორივესიც , რომ გახდება იმაზე მეკითხები ? - ჩაეკითხა ეშმაკური ღიმილით . - შენს გვერდითაა ...
- კარგი ... მადლობა ! - მიაძახა გასვლის წინ ღიმილით.
- არ გვინდა დრამა ! - მოუტრიალდა წარბებშეკრული .- როცა გინდა მაშინ მოიყვანე მეგობრები და იცოდე ეს დღეიდან შენი სახლიცაა !

- რას შვები ? - მოუსვენრად მყოფმა ჩუმად ჩაიჩურჩულა და კამერა გაასწორა.
- სახლში საათი არ გაქვთ ცოლ-ქმარს ? - უკმაყოფილო ხმით ამოიბურტყუნა ლილემ. - ისედაც თავი მტკივა , რა ღვინო ჰქონდათ ჰა ?
- დემეტრეს ვენახიდანაა ... - ჩაიჩურჩულა ჩუმად ქმრის მეჯვარის და საუკეთესო ძმაკაცის სახელი .
- უჰ , ეგ დემეტრეც კაი მათრობელა ვიღაცაა ! - ტუჩები გაილოკა ჭინკებათამაშებული თვალებით ლილემ და ნინამაც ძლივს შეიკავა ხმამაღალი სიცილი , სანდროს გადახედა რომელსაც ბალიშებს შორის საყვარლად ეძინა და ნეკა თითი პირში ჰქონდა გაჩრილი.
- დაგათრო ?
- ღვინომ თუ დემეტრემ ? - წარბი ასწია ჰაერში ლილემ.
- დემეტრემ !
- არა ქალო , ხო იცი მე ჩემი იკუნას ერთგული ვრჩები ... მოიცადე , ერთი ორი წელი დამაცადე და მაგას სულ ჩოქვა-ჩოქვით მოვათრევ ჩემამდე !
- მუხლებზე დამცავები გაუკეთე ! - დასცინა და ბალიშძე კომფორტულად დადო თავი .
- რაო შენმა ქმარუკამ ?
- სწავლას გააგრძელებო , ბავშვის აღზრდაში ჩემი ძიძა მოგეხმარებაო , ეს უკვე შენი სახლიცაა და ვინც გინდა ის მოიყვანეო !
- მოიცა , იქნებ საყვარლის მოყვანა გინდა ?
- ნუ ხარ მასხარა ლილე !
- კარგი ხო ... - გაიცინა და ჩაყუჩდა.
- სწავლის საქმეებზე ხვალვე გავალ , რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყო ...
- გამოგყვები , აუ რა კაია ერთ უნივერსიტეტში ვიქნებით , ერთ ფაკულტეტზე!
- იქაც შენ უნდა გიყურო ხო ? - გაიცინა და მეგობარს კოცნა გაუგზავნა.
- გადი იქით რა , მეძინება ... ხვალ დაგირეკავ , ისე იმის ოთახში რატომ არ ხარ ?
- მეკაიფები ?
- კი ! - სიცილი ატეხა და საწოლზე წამოჯდა. - არც უცდია არაფერი ხო ?
- საერთოდ ... ზედმეტიც არ შემოუხედავს ... თუმცა მითხრა ჩემი ოთახის კარი ყოველთვის ღია იქნება შენთვისო ... - გაიცინა და ბალიში გაისწორა.
- ღმერთო ჩემო , ასეთი კაცი მეწვეს გვერდით ოთახში და მე ჩემს დაქალს ველაპარაკებოდე?
- ლილე ! - ამოიღმუვლა შეცბუნებულმა და აწითლებულმა.
- ხო კარგი , წადი დაიძინე ... არ აფირქრებინო იმ კაცს ღამე თავისით დაიკმაყოფილა ჰორმონები და მაგიტომ არის ახლა გამოუძინებელიო !
- ლილე !!!
- კარგი , ხო , კარგი ! - გადაიკისკისა და გაუთიშა.
- გიჟის ერთეული !
^^^
- გღვიძავს ? - სანდროთი ხელში შევიდა სამზარეულოში და უხერხულად გაისწორა მოცმული თხელი ხალათი.
- არა , ჯერ საწოლში ვარ და მეორე სიზმარს ვნახულობ , მოიცა აი უკვე გახდილიც მეჩვენები ... ცოტა გაიწიე , ო ო კაია ! - ყავის ჭიქით ხელში დაუდგა წინ და კმაყოფილმა აუთამაშა წარბები.
- არ გათენებულა ჯერ ! - თვალები გადაატრიალა მოშხამულმა ნინამ და იქვე დადებული ფორთოხლის წვენი მოსვა.
- მშია , იცი რამის გაკეთება ქაშების გარდა ? - ჰკითხა ინტერესით და იდაყვებზე დაყრდნობილი მიიწია მისკენ.
- მარტო ქაშების რატომ უნდა ვიცოდე ? -წარბები შეკრა გაბრაზებულმა წიკლაურმა და ჯიქურ მიაშტერდა თვალებში.
- რავი აბა , ორი ბავშვი რომ ხართ სხვას რას უნდა ჭამდეთ , ისე კბილები მოიცვალე ? - ჰკითხა თითქოს არაფერიო და წელში ირონიულად მომღიმარი გასწორდა.
- თორნიკე , ვცდილობ პატივი გცე ჩემი დახმარების სურვილით შეპყრობილს , თუმცა ასე თუ უნდა მიშალო ნერვები რაღა შენ მოგიკლივარ და რაღა უსანდროობას !
- რა დღეში გაქვთ ამ პატარა ბავშევებს ნერვები ? აფსუს ! - ხელი ჩაიქნია და ჭიქა იქვე დადო. - მომიყვანე ბავშვი და რამე მოამზადე რა , პროდუქტები მაცივარშია!
- მე რომ არ ვიცი რა გიყვარს? - ჰკითხა და პატარა ხელებში გადაუწვინა.
- არ აქვს მნიშვნელობა , მთავარია იჭმეოდეს და ხაში არ იყოს !
- ხაში ? - თვალები დაქაჩა გაოგნებულმა . - შენ რა , ხაში ნაჭამი არ გაქვს?
- რა იყო , შენ გაქვს ?
- არა , მაგრამ ყველა ბიჭს აქვს ...
- შენ კარგად იცნობ ყველა ბიჭს ? - ირონიული ღიმილით დააჩერდა ზემოდან მოქუფრულს. - გაბრაზებულზე შაქარი არ ჩაყარო და ამ ბანალურ წიწაკიან ყავებს და თემებს არ ვართ ოჯახში , გაითვალისწინე ყველაფერი უკან მოგიბრუნდება ბუმერანგივით ! - გააფრთხილა და ბავშთან ერთად გავიდა სამზარეულოდან.
- ეს კაცი ან გიჟია , ან მე მაჩვენებს გიჟად თავს !
^^^
- თორნიკე , შემოდი ! - გასძახა და მისაღებში გავიდა .
- ჩშ , სძინავს ! - უთხრა თვალების ბრიალით და ნინაც ღიმილით წავიდა მისკენ.
- მომიყვანე , ავიყვან ოთახში ...
- მე ავიყვან ! - უთხრა მკაცრად და კიბისკენ წავიდა . - შენ სანთლები ააგიზგიზე , მალე მოვალ ! - თითი დაუქნია გამაფრთხილებოლად და ჩვეული ირონიული ღიმილით ადგა პირველ საფეხურზე ფეხი.
ნინამ თვალებისტრიალით გაჰკრა ფეხი სავარძელს და კვნესით შევიდა სამზარეულოში.
- აბა , სადაა სანთლები ტოო ...
- სანთლები არა , მაგრამ ჩემგან სკამზე ჭიკარტებს დაელოდე , მაინც ჩემი ასაკიდან გამომდინარე ...
- ჩემი არაამქვეყნიური საჯდმოს დაზიანება პირდაპირ აისახება აბაროტზე , რომელიც იქნება გამოწვეული ხელებით და არა ჭიკარტებით ... ერთი მწირე და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებით , შენი დაზიანება იქნება სასიამოვნო რასაც ვერ ვიტყვ...
- კარგი , გეყოფა ! - ფეხები დააბაკუნა და თორნიკეც მხრების ჩეჩვითა და ღიმილით ჩამოჯდა სკამზე. - ერთს ვიტყვი და იმაზეც ათასს დამიბრუნებს !
- ყოჩაღ შენ , რა ჭკვიანი და მიხვედრილი გოგო ხარ !
- ჭამე ...
- რა მომიზადე აბა ?
- ცეზარი და შემწვარი კარტოფილი ...
- ცოლიც მესმის და ცოლიც ! - კმაყოფილმა ამოთქვა და წვენი მოსვა. - საღოლ , შენ მიიღე ერთი ადგილი ჩემს ლოგინში !
- თორნიკე !
- ბატონო ?
- თორნიკე !
- კარგი ხო , ვჭამოთ და მერე ბავშვის საბუთებზე უნდა გავიდე ...
- ჩემი წამოსვლა არ არის საჭირო ?
- არა , ყველაფერს მოვაგვარებ დამშვიდდი !
- მადლობა ...
- ჭამე !
- უჟმური ... - ჩაიჩურჩულა უკმაყოფილოდ და საჭმელი თეფშზე გადაიდო.
- ვერ გავიგე ?
- ჟუჟუნა წვიმა მომენატრა თქო ... მომიყვან ? - ჰკითხა თავწამოწეულმა და ჩანგალი პირში ჩაიდო.
- ჯერ მაცადე , ვარსკვლავები ხო უნდა ჩამოვიღო ყველა სათითაოდ ...
- აჰ , მე ბოდიში ... ცოტა ნელა მუშაობ !
- ზატო საწოლში ვარ ძააან შუსტრი ! - თვალი ჩაუკრა და ნინასაც გაოგნებულს გადასცდა ლუკმა სასულეში .
- როცა ვჭამ მაშინ მაინც ნუ მეუბნები ასეთ რაღაცეებს ! - ამოთქვა თვალებჩაწითლებულმა და ანერვიულებულმა მთელი ჭიქა წყალი გამოცალა.
- აა ანუ ისე , რომ გითხრა არ ხარ წინააღმდეგი ხო ? კაი , გასაგებია აღარ მიპასუხო გაიასნებულია ... წავედი ცოლო , გემრიელი იყო იხარე და გამრავლდი ... - შუბლზე აკოცა და მანქანის გასაღები ხელში აიღო.
- გამრავლდი ! - გამოაჯავრა და ახარხარებულ თორნიკეს თვალები უბრიალა.
- ხო გეუბნები , რაც გინდა ის გესმისთქო!

- გისმენ ... - მობილური კისერსა და მკლავს შორის მოიქცია და კარგად დაიჭირა კონსკპექტების გროვა .
- ნინა , გინდა გაგიყვან ... - შესთავაზა ახალგაცნობილმა ჯგუფელმა და ნინამაც ღიმილით გაუქნია მოშტერებულ ბიჭს თავი .
- სად ხარ ?! - გაისმა მობილურის მეორე მხრიდან ბოხი ხმა და შეშინებულ ნინასაც კინაღამ გაუცვივდა ყველაფერი რაც კი ხელში ეჭირა.
- უნივერსიტეტში თორნიკე , სად უნდა ვიყო ? - უხერხული ღიმილით დაემშვიდობა ჯგუფელს და გზა განაგრძო.
- გარეთ გელოდები , გამოდი ! - უთხრა და გაუთიშა.
ნინამაც მობილური ჩანთაში ჩაიგდო და თვალებისტრიალით წავიდა გასასვლელისკენ.
- ნინა , მართლა არ გინდა რომ გაგიყვანო ? - გზად ისევ აეკიდა ვატო და ფოიეს კარი გაუღო.
- არა ვატო , მადლობა ... - გაუღიმა და თვალი ეზოში დაყენებულ მანქანებს მოავლო . - აი მელოდებიან ...
- მიგატანინებ ... - კონსპექტები გამოართვა და ნინამაც ღრმად ამოისუნთქა.
- ტყუილად წუხდები ვატო ... მელოდებიანთქო ხომ გითხარი ?
- რა შეწუხებაა ... - ჩაადნა ხელებში ახალგაცნობილი და ნინაც მხრებისჩეჩვით წავიდა ქმრის მანქანისკენ.
- აბა სად მელოდებიან გოგოებიო ? - იკითხა გაკრეჭილმა და ნინას გახედა გვერდიდან.
- გოგოები არა , ქმარი ველოდები ! - უთხრა წინ ჩამომდგარმა და ნინას წელზე სწრაფად მოჰხვია ხელი . - როგორ ჩაიარა პირველმა დღემ საყვარელო ? - ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და წიკლაურიც გამოშტერებული ააშტერდა თავზე წამომდგარ , სუროსავით შემოხვეულ ქმარს. - შეხედე მანქანაში ვინ გვყავს ... - კარი გამოხსნა და პატარა სკამზე ჩამაგრებული სანდრო გადმოიყვანა.
- ჩემი ბიჭი ... - დაიყვირა გახარებულმა და ისე მოიქცია პატარა ხელებში , საერთოდ დაავიწყდა წამისწინდელი კოცნა.
არა ვის ატყუებს , მე ?
ან მე ვის ვატყყუებ , თქვენ ?
რა დაავიწყდა , ახლაც საოცრად უთრთის ის სხეული , რომელსაც ძლივს იმორჩილებს წონასწორობაში მყოფს.
- აი კონსპექტები , მეჩქარება ... - დაბნეულმა ვატომ კონსპექტები თორნიკეს მიაწოდა და მამაკაცმაც ნასიამოვნებმა დაუკრა თავი .
- მადლობა ვატო ... - მიაძახა და სანდრო უფრო მაგრად აიხუტა სხეულზე.
- არაფერს ! - გაბრაზებულმა გაუქნია თავი და უკანმოუხედავად გაშორდა ტერიტორიას.
- რაო , ხო არ გინდა გაგიყვანოო ? - წარბაწეულმა კითხა და სანდრო ისევ თავის ადგილზე მოათავსა.
- რა კოცნები აგიტყდა ?! - ჰკითხა გაბრაზებულმა და სწრაფად ჩაჯდა მანქანაში.
- დახმარება უნდა ბიჭს ! - გააჯავრა და ცინიკური ღიმილით გაიყვანა ტრასაზე მანქანა.
- არ მესმის რა გინდა !
- არაფერი , გარდა იმისა რომ მოერიდო ესეთ სი*იკო ტიპებს ! - კბილებში გამოსცრა და სარკიდან უკან მჯდომ სანდროს გადახედა. - პატარავ , დეიდას უთხარი კოჭები არ დამახვრეტინოს ! - თვალი ჩაუკრა ბავშვს და თავისივე ნათქვამზე ხარხარი ატეხა.
- გიჟია ! - თქვა გაოცებულმა ნინამ და თორნიკემაც თვალი ჩაუკრა გაბრაზებულ გოგონას.
- გიჟი მერე ნახე , ეს გამო*რებული თუ არ შეგეშვება !
- რას არ შემეშვება , რა სახით წავიდა ვერ დაინახე ?
- ხო და ძაან კაი !
^^^
- როდის ჩამოდის ? - ყურებს ვერ უჯერებდა სანდროსთან მოთამაშე ლილე.
- ხვალთქო გოგო !
- ასე უცებ გავიდა დრო ? ქორწილამდე ორი დღით ადრე წუწუნებდა ორი თვე ვერ ჩამოვალო !
- ლილე , ორი კი არა სამი გავიდა უკვე !
- უი მართლა ? აუ იკაა ... ვერც შევამჩნიე ... - ამოიკისკისა და თვალები გააცეცა.- სიძე , სად ხარ იწყება ფეხბურთი !
- მოვდივარ , კარი გააღეთ რომელიმემ დემეტრე და დაჩი მოვიდნენ !
- ახლავე , ჩემი მათრობელა ბიჭი მოვიდაა ! - სიხარულით შეეგება კარში გაჩენილ გაკრეჭილ ორ არსებას.
- ჩემი ქაჯანაც აქ ყოფილა , რაო აბა ვის გულშემატკივრობ ? - დემეტრემ ხელი გადახვია და მასთან ერთად წავიდა სავარძლისკენ.
- ეგ გერმანიას ბალეშიკობს , ეგრე მგონია პირადად მე ... - ეშმაკურად ჩაიღიმა თორნიკემ და ნინასაც პომიდვრის ფერი დაედო ისე მოუნდა გადახარხარება.
- გაიცინე ხო , გაიცინე ნუ დაიგუდები ! - დაუბღვირა დაქალს და დაჩის მხარი გაჰკრა. - აე , დაჩის ზღაპრები ... აქ ვართ ? - ჰკითხა და თვალები უბრიალა მობილუიდან თავ ამოწეულს.
- ნახე როგორ იცის დაჩის ზღაპრები , ჰა აღიარე ეხა სანდროს იმიზეზებ თორე შენც ძაან გიყვარს კითხვა ! - გადმოსწვდა დაჩი და ლილემაც სიცილი ატეხა.
- ვგიჟდები !
- კაი ჩუ , დაიწყო ... - დაიღრიალა თორნიკემ და ძირს გადაგებული პულტისკენ დაიხარა.
ნინამ ყურადღება არ მიაქცია , სანამ მის წვივს ვიღაცის , კერძოდ კი თორნიკეს თითები არ შეეხნენ და შიშველ ფეხზე ყველასგან შეუმჩნევლად არ ასრიალდნენ თითები.
გაოგნებულმა , გაოცებულმა , თვალებგაფართოებულმა , პირდაღებულ/დაფჩენილმა , ჯრუანტელ დავლილმა და ახურებულმა სიტყვის თქმაც კი ვერ შეძლო.
ადგილზე გახევებული თითსაც კი ვერ ამოძრავებდა , სახეზე ფერები გადაუვიდა და კინაღამ ხველა აუვარდა , როგორც კი თითები ბარძაყთან ჩასრიალდნენ.
გულაჩქარებულმა მზერა ტელევიზორს გაუშეშა და შეეცადა არაფერი შეემჩნია მეგობრებთან , თუმცა რამდენად გამოუვიდა ვერ გეტყვით.
აი თორნიკე კი კმაყოფილი ადევნებდა მის რეაქციებს თვალს და გულშიც ზეიმობდა.
ხელი მოაშორა და წელში გასწორებულმა ჩაახველა.
წამში გამოხედა ყველამ მას , შემდეგ მზერა გაშეშებულ ცოცხალ-მკვდარ ნინას მიაპყრეს და წამში აუტყდა სიცილი ლილეს.
- ვაიმე , მიშველეთ ! -ამოიხავლა და თავი ხელებში ჩარგო.
- რა გჭირს ? - წამში მოაშორეს გაოგნებულებმა ნინას მზერა და ამჯერად ლილეს მიაშტერდნენ.
- არაფერი ... ნინ , წამო სანდრო დავაწვინოთ ...- უთხრა დაქალს და ნინაც ვარაუდზე წამოდგა.
- ფრთხილად ნინა ... - გააფრთხილა თორნიკემ წაბორძიკებულს და ამჯერად თითები მის საჯდომს მიადო .
ლილემ დაქალს ხელი დაავლო და სანდროთი ხელში ავიდა კიბეებზე.
შეშინებული ნინაც დახურულ კარს აეყუდა და სუნთქვაარეული დავარდა საწოლზე.
- ღმერთო ჩემო , ალბათ ვკვდები ...
- ვაიმე , შენ არ იცი როგორ გამიჭირდა ასე აჭიხვინება , რომ იმათი ყურადღება მიმეპყრო ...
- შენ აზრზე ხარ იმ ... იმ ... იმ ვაიმეე ... იმან რა გააკეთა ?
- კი , დავინახე ! - სიცილი თავიდან ატეხა და ნინამაც გაოგნებულმა გახედა მოკისკისეს. - ასე ნუ მიყურებ , შენ რომ შენი თავი დაგენახა ჭიხვინს ვერ შეიკავებდი !
- ნუ დამცინი ... რა გააკეთა , რატომ გააკეთა ...
- მაგას მემგონი თავი კრისტიან გრეი ჰგონია ... - ამოიკისკისა მოუთმენლად .
- ღმერთო , როგორ ... როგორი იდიოტია ... და მაინც ... ჯანდაბა , როგორი სიმპატიური და ვნებიანი ...
- რეებზე ფიქრობ ეს ლაწირაკი ბავშვი ?! - მკაცრი სახე შეინარჩუნა აცანცარებულმა ლილემ.
- აუ , ამასთან ჩემი ასაკი სულ მავიწყდება ! - ამოიკნავლა და საწოლზე გადაწვა.
- პირველად გააკეთა ხო ?
- ლილე , გეფიცები ამ სამი თვის განმავლობაში თითიც კი არ დაუკარებია ზედმეტად ... საერთოდ არ შემხებია გესმის ? ერთი ის უნივერსიტეტში მაკოცა ისიც მოწყვეტით და ისიც ვიღაცის დასანახად !
- კარგი დამშვიდდი , უბრალოდ შეგეხო ... - გაიცინა და მძინარე სანდროს დახედა.
- უბრალოდ შემეხო ... ირაკლი , რომ ეგრე შეგეხოს მერე იჭიკჭიკე ეგრე !
- შენს ადგილზე ამხელა მოთმინებას ვერ გამოვიჩენდი ... მითუმეტეს ... კარგი რა ნინა , ხომ გამჩნევ რომ გიჟდები ისე მოგწონს !
- რა სისულელეა ? ეგ დესპოტი მე ? ფფ ! - ამოთქვა მოცინარმა და თვალებდახუჭულმა აიხედა ჭერში .
- ასე მაშინ შვები , როცა რაღაცას თავს არიდებ !
- ნუ ამბობ სისულელეებს ... მე და თორნიკეს ფიქტიური ქორწინება გვაკავშირებს !
- კარგი ერთი ... ფიქტიურად მოგითათუნა თათები წეღანაც !

^^^
ისე დაიძინა და ისე გაიღვიძა ბატონი ფარჯიანი , რომ არ გადაყროდა სახლში .
გამოფხიზლებული ფეხაკრეფით წავიდა მისი ოთახისკენ და შეშინებულმა გულზე ხელი მიიდო , როგორც კი ოთახის კარში თავი თორნიკემ გამოჰყო.
თვალები სწრაფად დაახამხამა და შეშინებული წავიდა კიბეებისკენ , ქვემოთ ჩასული სამზარეულოში შევიდა და წყალით სავსე ჭიქა მოიყუდა.
წელსზემოთ შიშველი თორნიკეც შემოვიდა სამზარეულოში და ნინამაც მის ხელში მოქცეულ ფურცელს გააყოლა თვალი.
- როდის უნდა გეთქვა ? - წარბშეკრულმა დაუდო სურათი წინ და გოგონამაც სწრად მოიქცია ფურცელი ხელში.
იმ მესიჯის სურათი იყო , ვიღაც რომ წერდა " თორნიკე ფარჯიანია შენების მკვლელი , თვალები გაახილეო" .
- შენ ეს საიდან ? - გაოგნებულმა დააბრუნა სურათი მაგიდაზე , აღარც კი ახსოვდა ეს მესიჯი.
- რა მნიშვნელობა აქვს , რატომ თავიდანვე არ მითხარი?
- ეს ... იმ დღევანდელია შენ რომ დახმარება შემომთავაზე ...
- და შენც იმიტომ დამთანხმდი , რომ გაგერკვია ყველაფერი არა ?
- თორნიკე , რა შუაშია ... მე უბრალოდ იმიტომ არ გითხარი , რომ მნიშვვნელობა საერთოდ არ მიმიქცევია ... მართალი ხარ უნდა მეთქვა , თავიდან რაღაც ეჭვი შემეპარა ... მქონდა გეგმაში რაღაცეების გარკვევაც , მაგრამ გეფიცები რომ გაგიცანი საერთოდ დამავიწყდა ეს მესიჯები , სამ თვეზე მეტი გავიდა ... არაფერი აღარ მახსოვდა გეფიცები ...
- კარგი , კარგი ... უბრალოდ გავბრაზდი , რომ არ მითხარი ! - ამოთქვა ხრიალით და წყლის ჭიქა მოიყუდა.
- საიდან გაქვს არ მეტყვი ? - ჰკითხა და მის წინ ჩამოჯდა.
- გრძელი ამბავია ...
- სანდროს სძინავს , მე კიდევ დღეს ლექციები არ მაქვს ... გისმენ !
- ვიცი ვინც მოგწერა , ჩემმა ყოფილმა საცოლემ მოგწერა ეგ !
- რა ? შენ რა საცოლე გყავდა ?!
- არა , ანუ კი ... მაგრამ ძალიან ადრე , წლების წინ ...
- ააჰ , მერე ? რაში დაჭირდა მაგის გაკეთება ?
- შეეშინდა , რომ შეგიყვარდებოდი და ეგ მოგწერა რომ ეჭვებს შეეჭამე ! - ირონიულად ჩატეხა ტუჩის კუთხე. - მაგრამ შენ ეჭვებმა არ დაგრღნა ... - მისკენ გადაიწია და ნინაც გაშეშებული დაიწია უკან.
- ხო ... არ გამჩენია ... - ამოიხრიალა და ფეხზე წამოდგა. - მერე ? გააგრძელე ...
- ორი წლის წინ დავშორდით , მიღატა ! - გაუღიმა და საზურგეზე გადაწვა.
- ძალიან გიყვარდა ? - ჰკითხა საცოდავი სახით და თითები ნერვიულად ახლართა ერთმანეთში.
- არა ... ანუ , ის ჩემი პირველი შეყვარებულის დასავიწყებლად მყავდა რა ...
- პირველი შეყვარებული ?
- 18 წლის ვიყავით ორივე , ბავშვობიდან მიყვარდა ... მის დაბადების დღეზე ავარიაში მოჰყვა და გარდაიცვალა !
- რა .., რა საშინელებაა ... - პირზე ხელი აიფარა და ისევ სკამზე დაჯდა.
- ხო , ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა ლენკა ... ძაან გაუბედურებული და მდგომარეობიდან გამოსული ვიყავი , ვაფშე ვერ გავაცნობიერე ის განვლილი ორი წელი რაც მასთან გავატარე , ორი წელია დავშორდით , მაგრამ ვერ ისვენებს!
- რატომ დაშორდით ? - ჰკითხა შეპარვით , იცოდა მოსმენილი პასუხი ძალიან ატკენდა გულს თუმცა მაინც არ იშლიდა თავისას.
- იმიტომ , რომ სესილი მიყვარდა ისევ ...
- ახლაც გიყვარს ? - ნიკაპაკანკალებულმა ჰკითხა და თითები ერთმანეთში მთელი ძალით გადახლართა.
- რამე მოამზადე რა , მშია ! -ფეხზე წამოდგა და სამზარეულოდან გავიდა.
სამზარეულოს დახლს მაგრად დაეყრდნო და ღრმად ამოისუნთქა , კბილები ერთმანეთს მთელი ძალით დააჭირა და გაჭირვებით გადააგორა მოწოლილი ცრემლების ნაკადი.
- აბა დეიდა , რა გვაქვს საჭმელიო ? - სამზარეულოში შემოვარდნილმა თორნიკემ სანდრო სამზარეულოს მაგიდაზე შემოსვა და ბავშვმაც კისკისით გამოხედა ისევ იგივე პოზაში მდგომ დეიდას.- ჯერ არაფერი გაგიკეთებია ? - ჰკითა გაოგნებულმა იქვე მდგომი თავისკენ შეაბრუნა. - რა გატირებდა ?
- არაფერი ... ხახვს ვჭრიდი ...
- აბა ხახვი ? - თვალი მოატარა ცარიელ მაგიდას და ეჭვნარევი მზერით დახედა მასზე დაბალს.
- იშუშება ... გადით და მაცადეთ ! - ხელით მიაწვა და კარი ცხვირწინ მიუხურა.
გულაჩქარებულმა გამოაღო მაცივარი და პროდუქტეით ხელში იქვე ჩამოჯდა.
- ჯანდაბა , ჯანდაბა , ჯანდაბა ! - ამოთქვა ხმადაბლა და სლუკუნით წავიდა ონკანისკენ.
^^^
- მზად არის , ისაუზმე ... მომიყვანე ეგ , ფაფა უნდა ვაჭამო ! - სანდროსკენ გაიწია , მაგრამ თორნიკემ ბავშვი ისევ უკან დასწია.
- მე ვერ ვაჭმევ ?! - წარბები შეკრა უკმაყოფილოდ ფარჯიანმა.
- შენ შენი ჭამე , ამას მე ვაჭმევ ! - უთხრა დაღლილმა და იქვე ჩამოჯდა. - კარგი , როგორც გინდა ... - უთხრა და გრძელი , მოშიშვლებული ფეხები სავარძელზე გაშალა.
- აი ეს მესმის ! - ამოთქვა და მისკენ დაიწია. - ეგენი სულ შენებია ?
- არა , ძველი სახლიდან წამოვაყოლე ხელს !
- მარცხენა შხვართ ფეხზე ხარ დღეს ამდგარი ? - ჩვეული ცინიკური მზერით დახედა ზემოდან და ნინამაც პასუხი ვეღარ გასცა , მისი მობილური რომ ამღერდა.
- ჩამოხვედი ?
- ვერა , ისევ გადამედო ფრენა ...
^^^
- ვერ ვარ კარგად , არ მომწონს სანდრო რომ დავტოვეთ ... - ამოთქვა ანერვიულებულმა და კლუბში შესულს მაშინვე ეცა ალკოჰოლისა და მოსაწევის სუნი.
- დამშვიდდი , ნანა ისე მოუვლის როგორც საკუთარ შვილს , დამიჯერე ! - დაამშვიდა და ხელით ოდნავ შეეხო წელზე , რომ წინ წაეყვანა.
- არა , მაგაში ეჭვი არ მეპარება ... უბრალოდ არ ვიცი როგორ შეეგუებიან ერთმანეთს ...
- ნინა , პირველად ხომ არ დაუტოვე ?
- არა , მაგრამ ახლა ღამეა ...
- მერე რა რომ ღამეა ? - გაოცებულმა შეიცხადა და სიცილი ატეხა.
- ღამე როა და ...
- ღამე შენ რეებიც გემართება ბავშვისთვის ჯერ ადრეა ... - თვალი ჩაუკრა აპილპილებულს და მეგობრებისკენ წავიდა.
- სხვათაშორის მეც ბავშვი ვარ !
- სექსუალური და ცეცხლოვანი ბავშვი ! - მზერა აატარ-ჩაატარა მოკლე მომდგარ კაბაში მყოფს და ანთებული თვალებით ჩააჩერდა მის შემცბარ ორ ირისს.
- გეყოფა თორნიკე !
^^^
- იცი რა არ მესმის ? რატომ არ მეცეკვები ? - კითხა თვალების ბრიალით იქვე ლილესთან ლაპარაკში გართულ ცოლს .
- იმიტომ , რომ არ მინდა ... - ამოიბუზღუნა მის ყურთან და მხრები აიჩეჩა დაღლილმა.
- კარგი ! - უთხრა ირონიული ტონით და ფეხზე წამოდგა. -მსურველების მეტი რა არის ? - იკითხა მის გასაგონად და ბარისკენ წავიდა.
გაცოფებულმა გააყოლა თვალი და ერთი ჭიქა არაყი წამის დახამხამებაში გადაჰკრა .
- არავის ეცეკვება , უბრალოდ ჩემს გასაბრაზებლად ამბობს ხო ? - გახედა ლილეს ანერვიულებულმა.
- ნინა ... - ფხუკუნით ჩაიჩურჩულა დაქალის სახელი და თვალით თორნიკეზე ანიშნა , რომელსაც გარშემო ორი ლამაზმანი ეხვია და ორივე ერთად ცდილობდა მასთან ერთად ცეკვას.
- რძალო , გირჩევ ადგე და მალე მოაშორო ის ორი მრავალფეროვნების განსახიერება , ერთი ქერა როა და მეორე შავგვრემანი ... თორემ შენი ქმრისგან რამდენიმე წუთში არაფერი დარჩება ! - სიცილით დაჰკრა მხარზე დაჩიმ ხელი .
- მეც გირჩევ ნინ , ადექი და ეცეკვე თორე ეს ისე გაქრება აქედან თვალსაც ვერ მოკრავ ! - დემეტრემ თვალი ჩაუკრა და სალათის ფურცელი ყბისკენ გაიქანა.
ანერვიულებულმა გადახედა ლილეს , რომელიც იგივეს ეუბნებოდა მზერით და მიმიკებითაც ანიშნებდა მიდი ადექიო.
შემდეგ თვალი მოცეკვავე ქმრისკენ გააპარა , რომელსაც ერთი ხელი ერთის წელზე ჰქონდა მოხვეული , მეორე მეორისაზე.
სისხლი კაპილარებს მოაწვა და გაბრაზებული წამოდგა ადგილიდან , კაბა გაისწორა , ტუჩები ერთმანეთს გაუხახუნა და დაყენებული სახით წავიდა მოცეკვავეებისკენ.
ის ის იყო ერთ-ერთს ლოყაზე უნდა

ეკოცნა , ხელზე რომ დაექაჩა ქმარს და თავისკენ მოიზიდა , წამში გაშორდა ორივე , ერთმანეთს გაოგნებულებმა და გაცოფებულებმა გადახედეს და რაღაც ანიშნეს.
- რა ხდება ? - წამოიწიკვინა ქერამ და ნინამაც გულუბრყვილო ღიმილით გახედა ოცსანტიმეტრიანზე ამხედრებულს.
- ჩემს ქმარს ვეცეკვები , რამე პრობლემაა ? - ჰკითხა და ირონიული ღიმილით მიაჩერდა ჯერ ერთს , შემდეგ მეორეს.
ორივე გაშორდა ტერიტორიას , თორნიკემაც ღიმილით დახედა ცოლს და გაბაზებულს , რომელსაც უკვე ნათლად ეტყობოდა ყველა ემოცია სახეზე , წელზე ხელი მოჰხვია.
- აბა ? ახლა რატომ მოგინდა ცეკვა ? - ჰკითხა შეპარული ღიმილით და თითები საჯდომისკენ ჩააცურა.
- რას ნიშნავდა ჩემს თვალწინ ეს სექსუალური ორგია ?!
- აბა შენ არ მეცეკვე და ... - ამოილუღლუღა და მის შუბლს თავისი მიაბჯინა . - ძალიან ლამაზი ხარ ! - მთვრალი ღიმილით გაეკრიჭა და თითები სახიდან კისერზე გადაიტანა. - ძალიან !
- თორნიკე ... - ამოთქვა ხრიალით და წამში შეატრიალა ზურგით , უკნიდან აეკრო , ორივე ხელი მუცელზე მოჰხვია და ცხვირი მის კისერში ჩარგო. - ნუ იქცევი ასე ...
- როგორ ასე ... - ამოიჩურჩულა და სველი კოცნა დაუტოვა იგივე ადგილზე , სადაც წამის წინ მხოლოდ ტუჩები ჰქონდა მიკრობილი.
- თორნიკე , უბრალოდ უნდა გვეცეკვა ! - თქვა ტუჩების კვნეტით და იგრძნო , როგორ გაამოძრავა მის სხეულზე აკრული ნინა მოხვეული ხელებით. - რას აკეთებ ... - სიამოვნებისგან კისერი მის მხარზე გადაუვარდა და ხმადაბლა ამოიკვნესა ტუჩების შეხებისთანავე.
- ვცდილობ გაგაგიჟო ... არ გამომდის ? - ხრიწიანი ხმით ეჩურჩულებოდა და საწყალი ნინაც თანდათან ითიშებოდა გარესამყაროსკენ.
- გეყოფა ...
- სახლში ხო არ დავბრუნდეთ ? - ჰკითხა და თავისკენ შეაბრუნა. - რას იტყვი ? - თითებით კისერს მოეჭიდა და თავისკენ დაქაჩა. - დავბრუნდეთ ? - ტუჩებზე ფრთხილად აკოცა და კოცნა თანდათან უფრო გააღრმავა.
- დავბრუნდეთ ... - ამოთქვა სუნთქვაარეულმა და თითები მის წელზე მოდებულ ხელზე აასრიალა.
^^^
როგორც კი მანქანა გააჩერა მაშინვე გადმოვიდა , კარში ნანა შემოეგებათ , უთხრა რომ ბავშვს მშვიდად ეძინა და უკვე სახლში მიდიოდა.
არეული თვალებით გააცილა ქალი და ქმრისკენაც ასევე არეული ნაბიჯებით წავიუდა.
- მოდი ამით დავიწყოთ ! - სახლში შესულმა კარს ააკრა და ანთებული თვალებით ჩახედა ამღვრეულ ირისებში . - მოვიშოროთ ! - მაღლებზე ანიშნა და ნინაც დამჯერი ბავშვივით ჩამოვიდა კოშკებიდან. - კარგი გოგო ხარ , ახკა მაკოცე ! - მის კისერში ამოიჩურჩულა და ცალი თვალი მკერდისკენ გააპარა. - ამას მიმალავდი ?
- არც მიცდია ... - ამოიჩურჩულა ის რაც პირველი მოადგა პირზე და თორნიკესაც ჩაუტყდა ტუჩის კუთხე მის საქციელზე.

კომფორტულად მოითავსა მისი ფეხები წელზე და კედელს მოშორებულთან ერთად ავიდა კიბეებზე.
ოთახის კარი ფრთხილად შეაღო და ძალიან ნაზად ააკრო გარესამყაროს სრულიად გამოთიშული სხეული კედელს.
აკანკალებულ ნინას თითები მისი კისრიდან ჩამოუცურდა და დამფრთხალი გაიწია უკან.
წამში შეიცვალა ფარჯიანის მზერაც , თვალები მაგრად დახუჭა და შეკრული მუშტი კედელს მთელი ძალით მიაბჯინა.
ხელები თანდათან შეუშვა და ახლა მხოლოდ წიკლაურის ფეხები იყო საყრდენი , რომ ზღართანი არ მოედინა ძირს.
- დავიშალოთ ... - თქვა და როგორც კი სხეული შეარხია გონს მოსულმა ნინამაც სწრაფად მოჰხვია ხელები კისერზე.
- არა ... რა დავიშალოთ ... - თავი გააქნია და პატარა ბავშვივით შეკრა წარბები.
- ნინა ...
- წიგნი , წიგნი წავიკითხოთ ! - ტაში შემოკრა გაკრეჭილმა და მისი ფეხებიდან ჩამობობღდა. - მიდი , აი დაწექი მოდი ... - ხელით მიაგდო საწოლზე და თაროდან რაღაც წიგნი გადმოიღო . - აი მეც აქ ვარ , წამიკითხე ... წამიკითხე და არ დავიშალოთ ხო ?
- შოკში ხო არ ხარ ? - გაოგნებულმა ასწია წარბი ჰაერში ფარჯიანმა.
- არა ... ოო თორნიკე , წაიკითხე რაა ...
- ნინა რა წიგნი , წეღან სექსს ვაპირებდით და ახლა გინდა , რომ წიგნი წაგიკითხო ? ხო არ გაკანკალებს?
- აი რა სიტყვებია , გეუბნები წავიკითხოთ წიგნი და გავნათლდეთ ... გავამდიდროთ ჩვენი ლექსიკონი ...
- კარგი , რა წიგნია აბა ... - გამოართვა დაღლილმა და რომ დახედა ისეთი სიცილი ატეხა , ეჭვი მაქვს გვერდითა ოთახში მძინარე სანდროს შეარხია .
- რა გაცინებს ? - გაბრაზებული წამოჯდა და დოინჯი შემოირტყა თეძოზე.
- რაღა მაინცდამაინც ასეთი ეროტიული არჩევანი ? - წარბების თამაშით დაქაჩა თავისკენ და ცხვირზე ოდნავ შეახო ტუჩები.
- ხელში რაც მომხვდა ის გადმოვიღე და ახლავე თუ არ წაიკითხავ იცოდე რაც მომხვდება ამჯერად ის მოგხვდება შენც !
- ეგ არ გვაწყობს , კარგი ჯანდაბას წაგიკითხავ ... ისე რა გაფუჭებული ბავშვი ხარ , ესაა შენი ზღაპარი ?
- თორნიკეე !
- ბატონო თორნიკე ! - შეუსწორა საჩვენებელი თითის ქნევით აფოფრილ ცოლს.
- კითხულობ ?! - ჰკითხა გაბრაზებულმა და ისევ წინ წამოიწია.
- იცი ? გადავწყვიტე რომ არა ! - თქვა ცინიკური ღიმილით და წიგნი იქვე მიაგდო.
- ანუ არა ხო ? - ჩაეიკითხა და უკანალის ქნევით გადავიდა საწოლის მეორე მხარზე მასზე გადაბობღებული , რომ წიგნი ხელში აეღო.
- არა ! - უცებ ამოაბრუნა და ზემოდან მოექცა გაღიმებულს. - უკეთესი აზრი მაქვს ... - დასჩურჩულა ზედ ტუჩებზე და ძალიან ნაზად შეეხო გატრუნულს.
- არააა ? მატყუებ ! - ჩაიღიმა ეშმაკურად და ხელები ძალიან ფრთხილად მოჰხვია კისერზე.
- დარწმუნებული ხარ , რომ ეს ეშმაკური დიდების თამაში ნამდვილად გინდა ? - თითი მკერდიდან ფეხამზე ჩააყოლა და ფრთხილად აკოცა კისერში მისკენ დახრილმა.
თანხმობის ნიშნად თვალებგაფართოებულმა დაუქნია თავი და თავისკენ დაქაჩა.
თორნიკემ ერთი გადაატრიალა თავი და ჟინმორეული დააცხრა გამომწვევად მომზირალ ბაგეებს.
ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს სუნთქვა შეუკრესო , მომენტალურად აუხურდა ყველაფერი , სახიდან დაწყებული მუცლიდან დამთავრებული.
თითქოს მის მუცელში მსოფლიო ომი მიმდინარეობდა , თორნიკეც ისე პოფესიონალურად დაატარებდა თითებს მის სხეულზე , თითქოს ყველა მოქმედება წინასწარ ჰქონდა გათვლილი და ყველა წერტილს იმიტომ ეხებოდა , რომ უფრო და უფრო გამოეთიშა გარესამყაროდან ნინა.



^^^
თითქოს რაღაც მყარში გაიარა და ზენიტს მიღწეულმა მხოლოდ ბედნიერი და სასიამოვნო წამები გაიხსენა.
თვალები რამდენჯერმე დაახამხამა , ვერ გაიაზრა რომ ახლა იმ საწოლზე ის 17 წლის გოგონა იწვა , რომელიც რამდენიმე თვის წინ დაკარგულ ოჯახს მისტიროდა , ვერ გაიაზრა ვერცერთი წამი , ვერც გუშინდელი ღამე , ვერც ის რომ ახლა საწოლზე მარტო იწვა და გვერდს ის უფლისწული არ უმშვენებდა , რომელსაც ზღაპრული დილის იდილია უნდა შეექმნა.
თითქოს ყველაფერი წყვდიადმა მოიცვა , ძლივს მოაშორა ჭერს თვალი და მზერა მის გვერდით ცარიელ ადგილზე გადააცოცა.
" ხო რა თქმა უნდა , აბა აქ ხომ არ დარჩებოდა ... შენმა მზემ , ყვავილს და საუზმესაც დაგახვედრებდა ... ჯანდაბა , მას ხომ ისევ სესილი უყვარს , მას ხომ ისევ ის უყვარს , მას ხომ მე არ ვუყვარვარ , ჯანდაბა ჯანდაბა!"
ბალიშიდან თავი წამოსწია თუ არა თვალებში დაუბნელდა და ისევ უკან გადავარდა.
შეშინებულმა დააჭირა ტუჩები ერთმანეთს და მოჭუტული თვალებით აიხედა ისევ ჭერში , მზერა თანდათან უფროდაუფრო ებინდებოდა , როგორც კი ოდნავ უკეთ იგრძნო თავი მაშინვე აზიდა სხეული საწოლიდან და კანკალით დახედა ნაცრისფერ ზეწარზე შერჩენილ წითელ ლაქას , ხელები მაგრად მოუჭირა საწოლის კიდეს და ფეხზე წამოდგა , ისევ იგრძნო სისუსტე მაგრამ თავს ძალა დაატანა და სხეული აამოძრავა , ჯერ ერთი ნაბიჯი გადადგა , შემდეგ მეორე ... მაგრამ ხელით რომ ვერაფერს ვეღარ დაეტყრდნო ერთი ამოიხრიალა და იატაკისკენ დაეშვა.
ის ის იყო თვალებდახუჭულს ცივი ზედაპირი უნდა აღექვა წელზე , რომ იგრძნო მოხვეული ნაცნობი და გახურებული ხელები და თვალებდახუჭულს გაეღიმა.
- ნინა , ცუდად ხარ ? - მასთან ერთად ჩამოჯდა იატაკზე და მთელი ძალით აიკრა სხეულზე. - მიპასუხე , სუსტად ხარ ? გტკივა რამე ?
- კი ... - ამოიხრიალა და ტუჩები გაბადრულმა გაილოკა. - დაკარგული ქალიშვილობა , რო რამე დამიბრუნებ ? - თვალებმოჭუტულმა ახედა და შეეცადა გაეღიმა.
- გიჟი ხარ , გული გამისკდა ! - ამოიგმინა და მასთან ერთად წამოდგა ფეხზე , საწოლზე წამოაწვინა და ხალათი გაუსწორა. - სად მიბობღავდი ?
- ცხელი აბაზის მიღება მინდოდა , მაგრამ გადავიფიქრე ... - ამოიჩურჩულა და ხელები ბალიშს ქვემოთ ამოსდო. - თოკო ... - ამოილუღლუღა ნახევრად ძილში წასულმა და ხელით მისი თითები მოძებნა.
- გისმენ ... - ამოიჩურჩულა გაშტერებულმა და მისკენ დაიხარა.
- სანდროს მიხედავ ? ...
- რას გულისხმობ ? - შეშფოთებულმა წამოყო თავი და მის თითებს დახედა.
- სანამ მეძინება ანუ ... - დაუზუსტა თვალებდახუჭულმა და ძილშიც კი გაეღიმა მის გაკვირვებაზე.
- კი , დაიძინე შენ ...
- კარგი ბიჭი ხარ ... - ამოიჩურჩულა გაბადრულმა და ტუჩები გაამაცმაცუნა.
- არ ვარ ... - ამოიხრიალა ხმაწართმეულმა და თავი მის ხელს დაადო.
- ასეთი მიყვარხარ ... - მის სიტყვებზე ფეთიანივით წამოჰყო თავი ფარჯიანმა , გაოგნებულმა დახედა მშვიდად მფშვინვარე სხეულს და აწყლიანებული თვალები ერთ წერტილს გაუშტერა.
- რა თქვი ? - გაუგონარი სიჩუმით იკითხა და ისევ მას გაუშტერა მზერა.
პასუხი ვერ გაიგო , თუმცა რაც მანამდე მოისმინა ისიც საკმარისი იყო მისი სულიერი სიმშვიდის დასარღვევად.
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ო ...
^^^
წყლისგან მოდუნებული გამოვიდა კაბინიდან და თხელი ხალათი უკვე გამშრალებულ სხეულზე ფრთხილად მოიცვა.
ისეთი შეგრძნება ჰქონდა , ქალიშვილობა კი არა სხეულის რომელიღაც ნაწილი დავკარგეო , ყველაფერს იმდენად ფრთხილად აკეთებდა , იმდენად დაკვირვებით და გააზრებულად , რომ საკუთარ საქციელზე ძალიან ეცინებოდა.
ოთახიდან გამოსულმა პირდაპირ მძინარე სანდროს დახედა , შემდეგ ფანჯარაში გაიხედა და ჩამობნელებულ გარემოს თვალი მოავლო.
ხმაზე თავი კარისკენ შეაბრუნა და შემოსული თორნიკესკენ ფეხაკრეფით წავიდა.
ხელით ანიშნა გამოვალო და მამაკაციც თავის დაკვრით გავიდა ოთახიდან , უკან გაჰყვა და მაგრად მოუჭირა ხალათს ქამარი.
- რა ხდება ?
- როდის გამოიპარე ჩემი ოთახიდან ? - ჰკითხა და ფეხები გადააჯვარედინა კედელზე აყუდებულმა.
- რავი , გავიღვიძე და გამოვედი ... რა იყო ?
- კარგი და ზეწარი სადღა წაიღე ? - წარბი ასწია და მისკენ წავიდა .
- სად წავიღე ... აბა იქ ხომ არ დაგიტოვებდი ? - უკანსვლით წავიდა კედლისკენ და დამფრთხალი აეყუდა მყარ ზედაპირს.
- კარგი , მაგრამ სად წაიღე ? - ეჭვნარევი მზერა მოავლო და მის წინ ჩამოდგა.
- უბრალოდ გადავაგდე ... - ხელებიდან დაუძვრა და დამფრთახლი გადგა გვერდით.
- სად გადააგდე , სახლიდან არ გასულხარ ! - უთხრა სიცილით და მის ნაბიჯებს გაჰყვა.
- რა გინდა თორნიკე ?! - ამოიგმინა დაღლილმა და ადგილზე შედგა.
- არაფერი , შევამოწმე რამდენ ხანს გაძლებდი ... - ჩაიცინა და კიბისკენ წავიდა.- არ გშია ? მთელი დღე არაფერი გიჭამია ...
- კი ...
- ხოდა ჩამოდი და გაიკეთე რამე , მეც გამიკეთე ძალიან მშია ... - მუცელზე ხელი მოისვა და ღიმილით ჩაუყვა კიბეებს.
- ი დ ი ო ტ ი !



^^^
- კარგი რა , ნაყურები მაქვს ეს და სხვა ჩართე ! - ამოიბუზღუნა და დამანჭული სახით მოწუწნა ჩუპა-ჩუპსი.
- მე არ მაქვს ნაყურები და მინდა , რომ ვუყურო !
- ხო მაგრამ შეგიძლია ცალკე უყურო , და ისეთი ვნახოთ რაც არცერთმა არ ვიცით ...
- არა , მოიცა რა ვითომ არც შენ გაქვს ნანახი !
- რა არ მაქვს ნანახი , ორი წელია ლილეს გადამკიდე ყოველდღე ვუყურებ ლამის !
- ხო და ერთხელაც აიტანე ! - წარბშეკრულმა ისეთი ტონით უთხრა , რომ ნამუსმა შეაწუხა და გაჩუმდა.
- ჯანდაბას , ოღონდ იცოდე მერე იმას ვუყურებთ რაც შენ იცი და მე არა !
- ბავშვი ! - ირონიულად გადმოხედა და ჩაიღიმა . - პატარა ბავშვი ! - დააზუსტა და პოპკორნი პირისკენ გაიქანა.
- პედოფილო , სხვათაშორის გუშინ ღამით ამ ბავშვს აკვნესებდი ბოლო ხმაზე ! - დაისისინა და გემრიელად გაილოკა ტუჩები.
იმდენად არ ელოდა ფარჯიანი ამ სიტყვებს და ამ შინაარსის პასუხს , რომ მოულოდნელობისა და გაურკვევლობისგან სასულეში გადასასვლელი პოპკორნი გადასცდა და ბოლო ხმაზე დაახველა.
- რა თქვი ? - თვალებჩაწითლებულმა გადმოხედა არხეინად გაწოლილ გოგონას.
- გინდა მოგიყვე რა ხდება ამ ფილმში ? - ჰკითხა და ეშმაკურად გაუღიმა.
- არა !
- კარგი ... - მხრები აიჩეჩა და მობილურში ჩაძვრა.
"ხვალ გამო ჩემთან , სალაპარაკო მაქვს!"
"მშვიდობაა?"
"ისეთ პონტში"
"რა იყო შენც ახლა ქალიშვილობა არ დაგეკარგა"
"რაღაც ეგეთი..."
"რაააა?"
"არაფერი ლილე , ხვალ გელოდები!"
"შემომაკვდები!"
"სინ:დ"
- ვის წერ ? - გადმოხედა გაბრაზებულმა და ბალიში ესროლა. - დადე და უყურე !
- აუფ ! - თვალები გადაატრიალა და ნასროლი ბალიში თავქვეშ ამოიდო. - ძმა ხარ !
- რატო ?
- ბალიში მინდოდა და არ გეუბნებოდი , ვიცოდი არ მომცემდი და ამიტომ გადმოგაგდებინე...
- შენ მომცემდი ? - ჰკითხა ჩვეულებრივი ტონით და სახეზე დააკვირდა.
- რავი , ისეთი რაღაც მოგეცი ბალიში რა მოსატანია მაგასთან ... - უინტერესო ტონით ამოთქვა და სიცილით გადახედა ხელმეორედ ხველაამტყდარს.
- ჭამის დროს ეგეთ რაღაცეებს ნუ მეუბნები , ცოტა უნდა შევეჩვიო შენგან !
- უყურე , უყურე.
^^^
- აუ ჩამეძინება ახლაა ... - ამოიწუწუნა და გაბუშტული ტუჩებით გადატრიალდა მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი თორნიკესკენ . - მოგიყვები რაა ...
- არა !
- გთხოვ ...
- ხო კარგი , მაინც არ გააჩუმებ ენას !
- მერე გამაჩუმებინე შე კაი კაცო , მე დაგიშალე ? - შეიცხადა და სიცილით წამოჯდა. - მოკლედ რა ხდება , ეს ბიჭი არის იმენა ცინიზმის მეფე რა , ადრე შეყვარებული ყავდა , მაგრად უყვარდა , ის გოგო მოკვდა და ესეც ჩარჩა და ჩარჩა , გოგოებს როგორც ერთჯერად ტრუსიკებს ისე იცვლიდა , მერე გამოჩნდა ეს გოგო , ამ გოგოს შეუყვარდა და ერთ-ერთი ერთჯერადებისთაგანი გახდა , თავიდანვე იცოდა რაზეც მიდიოდა , მაგრამ იცოდა მასთან ახლოს ყოფნის ერთადერთი გზა ეს იყო , ეს ბიჭი სულ უმეორებდა , რომ არ უყვარდა და ეს უბრალოდ დროებითი "გრძელვადიანი" ურთიერთობა იყო , გრძელდებოდა ერთი წელი ესე და მერე ძაან ამოასხა ამ გოგოს და დაშორდა ამ ბიჭს , თავიდან იმან მაგრად დაიკიდა ფეხებზე , მერე თანდათან რომ გააცნობიერა და მოენატრა , ეჭვიანობაც , რომ დაიწყო ... უუუ , აეწვა თავისი ლამაზი ერთი ადგილი და ნეტავ იცოდე მართლა რა მაგარი უკანალი აქვს , პერფექტო ! - ტუჩები გაილოკა და მის სახეზე სიცილი ატეხა. - მოკლედ , ამ ბიჭსაც შეუყვარდა ეს გოგო და ჩვეულებრივი ჰეფი ენდი გაიჩითებოდა , რომ არა უცებ გამოჩენილი საყვარელი და უუუსიმპატიურესი ამ გოგოზე გადარეული მალჩიკი , შეუყვარდა და როგორც უჟუალ ხდება ხოლმე რა ... იდიოტმა ისწავლა ჭკუა! გინდა ახლა ამის ყურება ? - დაღლილი მიეყრდნო საზურგეს და თვალები გადაატრიალა მის გაშტერებულ სახეზე. - შენ ვაფშე მისმენდი ?
- მოიწიე ! - უთხრა მშვიდად და ნინამაც გაოცებულმა გაიხედ-გამოიხედა.
- რატომ ?
- მიდი , მოიეწიე ! მიდი , მიდი ! - თავი გაუქნია და გოგონაც მხრებისჩეჩვით მიიწია მისკენ.
- რამე უნდა მითხრა ყურში ? - ჰკითხა და ემაკური ღიმილით დააწყო განიერ მხრებზე თითები.
- კი , ძალიან ჩუმად უნდა გითხრა ...
- მე , რომ გითხრა პირველმა შეიძლება ? - ჰკითხა მეამიტური სახით და როგორც კი ფარჯიანმა თავი დაუქნია მაშინვე ეცა და გაბადრულმა დაუკოცნა ტუჩები.
არც გაკვირვებია , არც აცია , არც აცხელა ... მაშინვე ფეხებზე გადმოისვა და უკანალზე ხელები აასრიალა , კოცნაში ვნებიანად აჰყვა და ნინამაც გაააფრინა რამდენიმე წამში.
- გეყოფა , ფილმის ყურემაც აღარ მინდა ! - გაუცინა და ფეხზე წამომდგარმა იქვე დასვა წიკლაურიც.
- რატომ , გეშინია ? - ჰკითხა წარბშეკრულმა.
- რისი ?
- დასასრულის !
- დასასრულის მე კი არა შენ უნდა გეშინოდეს ! - მასთან ჩაიჩუცქა და თითები მუხლებზე მოუჭირა. - მგონი ამ გოგოსავით შენც კარგად იცი , რა ადგილიც გიჭირავს ჩემს ცხოვრებაში ...
- ზედმეტი სიტყვების და მოქმედებების გარეშე , უბრალოდ მაკოცე ... შენს "დროებით მუდმივ" პარტნიორს ! - ამოთქვა დაღლილმა და ხელები მაგრად მოჰხვია კისერზე.
- დარწმუნებული ხარ , რომ იმ გოგოსავით შენც არ გაიქცევი ?
- მაკოცე !

^^^
დილით გვერდითა ოთახიდან გამომავალმა ტირილმა გააღვიძა , თვალებმოჭუტულმა გადახედა მის გვერდით მძინარე თორნიკეს და ღიმილით დაუტოვა კოცნა ტუჩებზე , ხვნეშით წამოდგა , ხალათი შემოიცვა და ქამრის შეკვრით წავიდა თავისი ოთახისკენ.
იქ შესულს საწოლზე წამოჯენილი სანდრო დახვდა , ტირილისგან აწითლებულ ცხვირს გაბადრულმა დახედა და ხელებში მომწყვდეული მოკრუტუნე ციცქნა მაგრად ჩაიკრა გულში.
- გინდა რომ შეგჭამო ? - ჰკითხა სერიოზული სახით და იქვე წამოაწვინა . - უნდა შეგჭამო , უნდა შეგჭამო ! დეიდამ უნდა შეგახრამუნოოოს ! - სიცილით უღუტუნებდა და დროდადრო კისერში კოცნიდა. - როგორ უყვარხარ დეიდას , როგორ ესამყაროები ჩემო პატარა , შენ ჯერ კიდევ ვერ ხვდები ! - ლოყები დაუკოცნა და პატარაც აკისკისდა მის ხელებში განაბული. - კიდევ გაკოცოს დეიდამ ? მოგეწონა ? - ცხვირზე ცხვირი გაუსვა და სანდროც მაშინვე აკრუსუნდა.
- დეიდამ მე მაკოცოს , როგორ შეიძლება დეიდას კოცნა არ მოგეწონოს ? - როგორც კი კისერში სველი კოცნა იგრძნო , მაშინვე აცახცახდა მთელი სხეულით და შეშინებულმა გაიხედა უკან.
- თორნიკე ? - ჩაიჩურჩულა და მის წინ დადგა. - შენ ... არ გეძინა ?
- კი , მაგრამ ერთმა ცელქმა დეიდამ მაკოცა და გამაღვიძა ... დეიდას ამისთვის მოეთხოვება!
- დეიდა პატარას მოამზადებს , აჭმევს და მერე დაისჯება ! - ეშმაკური ღიმილით ჩაუკრა თვალი და სანდროსკენ შებრუნდა , რომელიც სულ არ აქცევდა წყვილს ყურადღებს , თავის პაწაწუნა ფეხს ეთამაშებოდა და გაბადრული , ენა გადმოგდებული რაღაცეებს ბურტყუნებდა.
- დეიდა ძალიან სექსუალურია , აგიჟებს დეიდა ბიძიას ! - მის უკან დაიჩურჩულა და ერთი ხელის მოსმით შეუხსნა მისკენ შემოტრიალებულს ქამარი , შიშველ წელზე შეუცურა გახურებული ხელები და თავისკენ მიიზიდა.
- ბიძია , ცუდი ბიძია ! - ამოილუღლუღა თვალებანთებულმა და მის ტუჩებს წაეპოტინა. - მოუწევს ბიძიას მოცდა , რადგან დეიდა პატარას სჭირდება!
- მოიცა დეიდა , განა ჩემს პატარას არა სჭირდები ? განა მე ხალხი არა ვარ ? განა მე გული არა მაქვს ? - ალაპარაკდა კილოთი და ნინამ ისეთი კისკისი მორთო ბავშვმა გაოგნებულმა წამოჰყო თავი.
- დეიდამ ბიძიას პატარა დააკმაყოფილა ! - უთხრა და თვალი ჩაუკრა. - წადი ბიძია , აცადე დეიდას სანდროს მოვლა , თორემ სანდრო გაიზრდება და განანებს ! - დაემუქრა და პატარა ხელში აიყვანა.
- მოგინდები შენ და მომიცუცქდები ! - მიაძახა და თავისქნევით წავიდა კარისკენ. - პატარა გიჟი!
^^^
- ნინა , სადაა ჩემი პერანგი ? - სამზარეულოში შემოყო თავი და მაგრად ჩაეხუტა ახლადმოსულ ლილეს . - ლილიკო , შენ როდის მოხვედი ?
- ლილიკოს მოგცემ ახლა მე ! - თვალები დაუქაჩა და ფარჯიანის ცინიკურად ჩატეხილ ტუჩის კუთხეზე გაეღიმა. - რა ნადირი ხარ , არა ამას როგორ უძლებ ? - დაქალს გადახედა და ნინამაც მხრები აიჩეჩა. - ჭკუა ვერ ვისწავლე , ასე მშვიდად ხუმრობა ხუმრობაში ისე დაგათხრის ნერვებს გონზე ვერ მოხვალ !
- ვატკბობ და მიძლებს რაა ... სადაა ნინა ჩემი პერანგი ?
- რავი , სადაც გაიხადე იქ იქნება , მე რა ვიცი ? - გახედა წარბაწეულმა და თორნიკემაც წარბები შეკრა.
- შენ გამხადე და მე უნდა ვიცოდე ? - იკითხა და როგორც კი ლილეს სახეზე განცვირფრება და ნინას სახეზე სიწითლე შენიშნა , თვითკმაყოფილი ღიმილით გავიდა სამზარეულოდან . - გეგმა ა) -მ გაამართლა !
^^^
- რაოო ? - ამოილუღლუღა და ნინამაც ცალი თვალით გახედა კარში გამავალ ქმარს.
- გეფიცები მოგიყვები , პროსტა ეს გავიდეს ამ ტერიტორიიდან , რომ შენი კივილი არ გაიგოს !
- მოყევი თორე ჯინაზე ვიკივლებ !
- იმ ღამეს ... - ამოილუღლუღა თვალებისცეცებით და ფეხზე წამოდგა.
- იმ ღამეს ?
- იმ ღამეს ...
- იძახე ახლა იმ ღამეს , იმ ღამეს ! პირველ ღამეს რო გულისხმობ მივხვდი , რომელ ღამეს !
- კლუბიდან, რომ წამოვედით ...
- ჰოი საოცრებავ , მე რომ ვურეკავდი თურმე ეს კვნესოდა ! -შეჰკივლა და გაოცებული წამოჯდა. - ვაიმე , ჩემი დაქალი ქალია !!!
- ლილე , გეყოფა ! - თვალები უბრიალა შეცბუნებულმა და მის სახეზე სიცილი ატეხა.
- აუ , მომიყევი რაა ...
- რა მოგიყვე ? - კისკისით დაუჯდა წინ და ლილამაც მოუთმენლად გამოსცალა ჭიქა.- სანამ იკასთან მოვხვდები , გამოცდილება ხომ უნდა მქონდეს არა?!
- ლილეეე !
- რაა ... მომიყევი რაა , გთხოვ , გთხოვ , გთხოვ ! - ლამის ყელი გამოიღადრა და ნინამაც თვალები გადაატრიალა.
- რა გინდა , რა მოგიყვე , სახლში შემოსვლის მომენტი ?
- არა , სახლში არა ... იქ შესვლის მომენტი უფრო მაინტერესებს !-აკისკისდა და ნინასაც მოედო ალისფერი სახეზე.
- ლილე !
- რააა , მომიყევი შე ქალო !
- ისიც ხომ არ გითხრა რამდენი სანტიმეტრი აქვს?!
- გაუზომე ? - შეიცხადა და პირზე ხელი აიფარა.
- ლილეეე !
- ჰო , ჰო კარგი ! - სიცილით დანებდა და მისკენ გადაიხარა.- და აბა ის გოგო უყვარსო ?
- უყვარს ... - თვალები დახარა და თითები ნერვიულად ახლართა ერთმანეთში.
- მოიცა , შენ რა ...
- ხო , ხო ... აუ რა ვქნა ? - ამოიბუზღნა და ფეხები სკამზე აალაგა.
- არაფერი უთქვამს მაგაზე ?
- არა , თავიდან გაჩერდა ... ჩემი ინიციატივა იყო ... მერე გუშინ ჩვენს კინოს უყურებდა და მოვუყევი შინაარსი , მოდი და მეც ვაკოცე , მერე ... მერე გაჩერდა და მითხრა იმ გოგოსავით შენც იცი რა ადგილიც გიჭირავს ჩემს ცხოვრებაშიო ...
- ანუ ... არც მე მიყვარხარო ?
- ანუ შენც ჩემი "დროებითი მუდმივი" პარტნიორი ხარო ...
- და შენ ? შენ რა უთხარი?
- მაკოცეთქო ... - აწითლებულმა დაჰკრა შუბლი მაგიდას და ამოიგმინა. - ჯანდაბა , მიყვარს და რა ვქნა ?! - ამოისლუკუნა და თავი წამოწია. - რა დავაშავე ?!
- გაგიჟდი გოგო ? აწიე თავი , არ გეტკინა მაინც ? - სახე დამანჭულმა მიადო სველი ტილო და თმაზე აკოცა. - კოპი დაგაჯდება , კარგი რა ნინააა !
- რა ვქნა ... ესეც მაკმაკოფილებს , გეფიცები კმაყოფილი ვარ , რომ ასე მაინც ვარ მასთან ...
- და ვინ ამბობდა ეს როგორ უნდა შემიყვარდესო ? ფუ ფუ ფუ , ხეზე სამჯერ დააკაკუნეო ?!
- ნუ მახსენებ !!!
- უნდა გაგახსენო !!!
- ჯანდაბა , რა ვქნა ?
- რა უნდა ქნა , ამ ეტაპზე დარჩეს ყველაფერი ისე როგორც არის ... მერე ვნახოთ !
- რომ არ შევუყვარდე ? - იკითხა აცრემლიანებული თვალებით. - ჯანდაბა , ხომ არის ახლა ჩემი ბრალი ? რა მინდოდა , რას ვეკიდებოდი და ვეტინგიცებოდი ამხელა კაცს ?
- ამხელაო ისე ამბობ , თითქოს ხუთით კი არა 20 წლით იყოს შენზე დიდი , სიყვარულზე ნუ ფიქრობ , ჯერ რა დროს დასკვნების გამოტანაა ... ახლა დაიწყო თვქენი ურთიერთობა ...
- კარგი რა ლილე , რამდენიმე თვეა ვწუწუნებ მიყვარსთქო და რაღა ადრე ?
- მაგრამ ორი დღეა რაც სექსი გაქვთ !
- არა , რამე უნდა მოვიფიქრო ... ასე არაფერი გამოვა !
Nuca
- მოხვედი ? - ფურცლებიდან თავი არ აუწევია ისე ჰკითხა და ფანქარგაჩრილმა გაუსწორა მზერა საშინლად დაღლილს.
- ნწ , ჯერ ისევ გარეთ ვარ , გამიღე კარი !
- ენერგია წავიდა , ირონია მოვიდა ! - თავი გადააქნია და მისკენ წაიწია. - რომ გაკოცო არ გაგივლის ?
- არა ! - უხეშად აუქნია მხარი და მობილურში ჩაძვრა. - წვენს დამალევინებ ?
- კი ... - ფეხზე წამოდგა და ჩაფიქრებული წავიდა სამზარეულოსკენ. - არ გშია ? - წვენით სავსე ჭიქა მიაწოდა და ადგილს დაუბრუნდა.
- არა ! - ჭიქით ხელში წავიდა კიბისკენ და როგორც კი თვალს მოეფარა მაშინვე დააგდო ფანქარი გაბრაზებულმა წიკლაურმა მაგიდაზე.
- მეც კარგად , მადლობა ! - ამოიბურტყუნა და ფეხზე წამოდგა. - ალბათ სექსის ხასიათზე არ ვართ და მაგიტომ ...
ბავშვის ოთახისკენ წავიდა და მძნარეს დახედა , შემდეგ ჩაფიქრებული შედგა ადგილზე და როგორც კი ფიქრი დაიწყო ,მაშინვე გაგიჟებულმა გადაუხვია გვერდითა ოთახისკენ.
- სად ხარ ? - შესვლისთანავე დაიძახა და როგორც კი შიშველი დაინახა მაშინვე აიფარა თვალებზე ხელები. - ჯანდაბა , რატომ ხარ შიშველი ?
- რატომ იფარებ ხელებს ?
- რატომ იხდი აქ ?!
- იმიტომ , რომ ჩემს ოთახში ვარ ... შენ ძაან შეეჩვიე ეტყობა ამ ბოლო დროს ჩემს გათავისუფლებას ტანისსამოსისგან ...
- მინდოდა მეკითხა რა გჭირსთქო ... - ხელები ფრთხილად მოიშორა და ამოისუნთქა , როგორც კი ტრუსში გამოწყობილი დაინახა.
- რა უნდა მჭირდეს ? - იკითხა და საწოლზე ჩამოჯდა.
- რავი , უცნაურად იქცევი დღეს ... - მხრები აიჩეჩა და მის წინ ჩაიკუზა. - ვინ გაგაბრაზა ? - შიშველ სხეულზე საჩვენებელი თითი ჩამოუსვა და მისკენ აიწია.
- ნინა , გეყოფა ... - თქვა გატეხილი ხმით და უკან გადაიწია.
- ჯერ არ დამიწყია , რა მეყოფა ? - იკითხა დაბნეულმა და ღიმილით აიწია მისკენ.- რა სჭირს ბატონ თორნიკეს ? - თავი გადახარა და ღიმილით დაუჟუჟუნა თვალები.
- ნუ მაიმუნობ , არ ვარ დღეს ხასიათზე !
- ხო ? - ჰკითხა და ტუჩები კისერზე მიაკრა. - რა გაეწყობა , სხვა დროისთის გადავდოთ ... - ფეხზე ნელა წამოდგა და უკან შებრუნდა.
წამში ჩაავლო მამაკაცმა წელზე ხელები და სხეულზე აიკრა , ისე რომ ფეხზეც არ ამდგარა.
ნინას ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა და ნელა ჩამოჯდა მის ფეხზე , ფრთხილად შემოჰხვია ხელები კისერზე და ნაზად წაეპოტინა მის ტუჩებს.
ფარჯიანი საერთოდ არ შერხეულა , გამომეტყველებაც კი არ შეცვლია , გაშეშებული ერთ ადგილზე იჯდა და მხოლოდ ნინას სახესა და მის მოქმედებს აკვირდებოდა.
არ ვიცი საიდან ან როგორ მოიკრიბა ნინამ ამდენი გამბედაობა , მაგრამ პირველად შეხედა ამ ხნის განმავლობაში თვალებში , ტუჩები მისი ყურისკენ წაიღო , თორნიკე უბრალოდ იჯდა და შეიგრძნობდა , თვალები მხოლოდ მასზე და მის ტუჩებზე ფიქრობდა.
ნინამაც ივაჟკაცა და ფრთხილად გადააწვინა საწოლზე , ხელები მის გულმკერდზე აასრიალა და მის თვალებში ჩაძირული სამყაროს მოწყდა.
დაღლილი , მასზე შემოხვეული შიშველი სხეულით იწვა მასზე მოქცეული და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა.
თორნიკემ თითები შიშველ წელზე მოჰხვია და ფრთხილად გადააფარა საბანი.
გათიშულმა ნინამ ერთი ჩაიღიმა და მის კისერში ჩარგო ცხვირი , მშვიდი სუნთქვა ამოუშვა და ძილის სამყაროში მასზე ახუტებული წავიდა.
ხელები მაგრამ ჰქონდა ჩაბღაუჭებული მის მკლავებზე და დროდადრო ძილში ტუჩებს კისერზე ამოძრავებდა.
ფარჯიანმა ერთი ამოიგმინა და თვალებით ჭერს მიაშტერდა.
თითები მაგრად მოუჭირა თეძოებზე და დაჭიმული სხეულით გადააწვინა გვერდით მასზე ახუტებული ნინა.
თვალებანთებული წამოდგა ფეხზე და აივანზე გავიდა , ეზოს გადახედა და თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს.
ისევ ისეთი შეგრძნება ჰქონდა , რომ სესილის ღალატობდა , ეს შეგრძნება კი მხოლოდ ნინასთან ყოფნის დროს ებადებოდა ...
მხოლოდ ნინასთან და არცერთ სხვა ქალთან ...
მხოლოდ ნინასთან , ნინასთან , გოგონასთან რომლის დაცვაც უწევდა , დაცვა და მზრუნველობა ...
გოგონას რომელიც უნდა დაეცვა ... უნდა დაეცვა , მაგრამ ყველაზე დიდ ზიანს აყენებდა , მისი ნათქვამი სიტყვები ყელში უჭერდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
" ასეთი მიყვარხარ "
სინდისი ყელში მოაწვა , გეგმა კი რომლის მიხედვითაც მისგან თავი შორს უნდა დაეჭირა სადღაც ჯანდაბაში გადაიხვეწა , ნინამ ეს შეძლო ...
მისი ამდენწლიანი დადებული ფიცი გაანადგურა , გაანადგურა და მიწაში ... იქ სადღაც , სესილისთან ჩამარხა , ასე შორს ... ასე შორს !
^^^
მესიჯის ხმაზე თავი წამოსწია და როგორც კი მძინარე ნინას ჰკიდა თვალი , რომელსაც მის მხარზე ედო თავი და შუბლზე თმა ჰქონდა გადმოყრილი , თვალი გაუშტერდა.
ფრთხილად გადაუწია თმა შუბლიდან და როგორც კი თვალი აწითლებულ ოდნავ ამობურცულ ადგილს ჰკიდა მაშინვე გაოგნებულმა წამოაჯინა ახლადგაღვიძებული სხეული.
- კოპი რატომ გაქვს შუბლზე ?!
- გული გამისკდა , რა ფეთიანივით წამოვვარდი ... - ამოიბურტყუნა და შიშველი გულ-მკერდით აეკრო სხეულზე , თავი მის კუნთს ჩამოადო და თვალები დახუჭა.
- რატომ გაქვს კოპი შუბლზე ?! - გაუმეორა გაბრაზებულმა და ნინამაც ერთი ამოიბურდღუნა.
- შენზე ფიქრის დროს ჩამოვარტყი მაგიდას , კმაყოფილი ხარ ? - ახედა და ფეხზე წამოდგა, იქვე მიგდებული თორნიკეს პერანგი შემოიცვა და თვალებისფშვნეტით შედგა ადგილზე. - რატომ გამაღვიძე ასე ადრე უუფფფფ ! ამოიბურდღუნა და ნახევრად მძინარე ისევ მის გვერდით დაეცა.
- ლექცია რომ გაქვს დაგავწიყდა ?! - ჰკითხა და ამჯერად მან ამოაბრუნა და მისკენ მიიზიდა. - მიდი წყალი გადაივლე , გაემზადე და გაგიყვან !
- აიტანე ახლა იქ დებილი გუგა ! - ამოიბურდღუნა და ხელებდაყრდნობილი წამოჯდა. - აუ არ წავალ რა დღეს ...
- ვინ გუგა ? - ჰკითხა წარბაწეულმა და საათს დახედა.
- ვინ გუგა ? არავინ ... წავალ მე გავემზადები ! - უცებ წამოჯდა და ისე გავარდა ოთახიდან თორნიკემ გააზრებაც ვერ მოასწრო.
- საქართველოში 100 იდან ერთ 30 პროცენტს მაინც ჰქვია გუგა , და ერთ-ერთი გუგა მაგრად მიიგვებება დღეს ! - ამოიდუდღუნა და საწოლიდან წამოდგა. - ამ ბავშვმა სულ გამომაცალა ენერგია !
- ბავშვმა ! - ენა გამოუყო გაჯავრებით ოთახში შემოვარდნილმა ნინამ და მისი ნივთები გაზიდა იქიდან.

^^^
- არ მჯერა ! - ამოთქვა გაგიჟებულმა და მისაღებში იატაკზე მჯდარი პატარა სანდროსკენ დაიძრა , რომელიც გაკრეჭილი უყურებდა დეიდას , თავზე გვირგვინი ეკეთა და ხელში ფურცელს ათამაშებდა. "საუკეთესო დეიდას ვულოცავთ დაბადების დღეს!"
აქვითინებული დაიხარა მისკენ და იმდენად მაგრად ჩაეხუტა , რამდენადაც არასდროს.
შემდეგ იყო მთელი ქვედა სართულის განათება და მეგობრების გამოვარდნა.
პირველი ლილე გამოვარდა , დაქალს მაგრად ჩაეხუტა და მილოცვის შემდეგ სანდრო ხელიდან გამოგლიჯა.
დაჩი და დემეტრეც ერთად მოეხვივნენ და ყურში მილოცვასთან ერთად ყველაზე მაგარი სიტყვებიც აჩუქეს.
"შენ ხარ ზე რძალი ზეე-ბს შორის , მთელს გალაქტიკაზე ნინჩუჩ!"
გაბადრულმა აკოცა ორივეს ლოყაზე და ცრემლიანი თვალებით გაიხედა თორნიკესკენ.
მამაკაცი ღიმილით იყო ერთ ადგილზე შემდგარი და თავი გვერდით ჰქონდა გადახრილი.
ტუჩის კუთხე ჩატეხილი უყურებდა და თვალებში ჭინკები უხტოდა.
- დაბადების დღეზეც მე უნდა ჩამოგეკიდო ? - ჰკითხა წარბაწეულმა და თორნიკეც ხარხარით დაიძრა ცოლისკენ.
- დაბადების დღეს გილოცავ ცოლო ! - მაგრად მოჰხვია ხელები წელზე და ნინაც ბედნიერი აეხუტა სხეულზე . - ბედნიერ მომავალს და იმას გისურვებ რაც შენ გინდა !
- ყველაფერს ? - ჰკითხა მოჭუტული თვალებით , ისე რომ არც შეუხედავს.
- ყველაფერს !
- მაშინ შენი თავი მინდა ... - ღიმილით უთხრა და გაშეშებულს მოშორდა.
- მთავარი სიურპრიზი წინაა ... - ამოილუღლუღა ლილემ და ნერვიულად მოიფხანა თავი.
- რა ? - ინტერესით იკითხა და იქვე ჩამოჯდა მათთან.
- ჯერ რაღაც უნდა მოგიყვეს თორნიკემ ... მერე ნახავ !
- რა მოხდა ? ნუ მაშინებთ ... - ამოილუღლუღა და სანდრო კალთაში ჩაისვა.
- ნინა ... კაროჩე რა , არ ვიცი საიდან დავიწყო , რომელი სიტყვით , მთავარი ახლა გითხრა თუ ბოლოს ... მაგრამ ვიცი შესავლის გარეშე არ გამოვა !
- თორნიკე თქვი ! - დაღლილმა გადაატრიალა თვალები და პატარას თითებზე მოეფერა.
- კაროჩე , გემახსოვრება როგორ ურეაქციოდ შევხვდი შენების ისტორიის მოსმენას ... - ნინას სახე შეეცვალა , წელში გასწორდა და ნერვიულად ახლართა ერთმანეთში თითები. ეს თემა მისი ტკივილია ! - მაშინ მე ჩემი მიზეზი მქონდა , არც შენ მოხვედრილხარ ჩემს კომპანიაში , ჩემს მდივნად მაინცდამაინც შემთხვევით ...
- რას გულისხმობ ?
- ირაკლიმ განზრახ მოგიყვანა ჩემთან , რომ წავიდოდა უნდოდა იქ მშვიდად ყოფილიყო ...
- რას ქვია ... მოიცა , შენ რა ირაკლის იცნობ ?
- მე , ირაკლი , გიო , დაჩი და დემეტრე ძმაკაცები ვართ ... - თქვა და სიგარეტს გაუკიდა.
- ხართ ? ვერაფერი გავიგე ... რას ნიშნავს ხართ , ან აქამდე რატომ არ მითხარი ?!
- ნინა , გიოს კომპანიის პონტში ვიღაც ტიპი გადაეკიდა , ავარია მისი მოწყობილი იყო , ის ტიპი მთელს ოჯახს ემუქრებოდა , მაგრამ რადგან გიოს და მარიამის სიკვდილი დადასტურდა მაშინ შენ და სანდროს შეგეშვათ , აუ ნინა ძაან გთხოვ ახლა პანიკა არ ატეხო , ვიცი მშვიდად ვერ შეხვდები ამ ამბავს მაგრამ დროა გაიგო , ის ტიპი მოკვდა , ამ დროის განმავლობაში მარიამი კომაში იყო , გიო კიდე იმიტომ არ ჩნდებოდა , რომ თქვენ საფრთხე არ შეგქმნოდათ , ირაკლიც მაგიტომ წავიდა გერმანიაში იმათთან , თორემ აქ ხომ არ მიგატოვებდათ პროსტა სამსახურის გამო შენ და სანდროს , ამიტომ ჩემთან მოგიყვანა , რომ ყურადღება მომექცია ... იცოდა ის ტიპი მე რომ ვერ შემეხებოდა , კაროჩე მერე სანდროს მეურვეობაზე ძაან რო გაატრ*კეს მაგიტომ შემოგთავაზე დახმარება , რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გიომაც იცოდა და ირაკლიმაც ... მარიამი კომიდან ნახევარი თვის წინ გამოვიდა ...
- რა ? - ფეხზე წამოდგა და სანდრო ლილეს მიუყვანა. - ჩემი და ... მარიამი და გიო ... ცოცხლები არიან ? - ცრემლიანი თვალებით გამოანათა და თორნიკესთან ჩაიცუცქა. - არ მატყუებ ? ცოცხლები არიან ?
- ცოცხლები არიან და ეზოში გელოდებიან ! - შუბლზე აკოცა და ნინაც ფეთიანივით წამოვარდა ფეხზე.
კარი გამოგლიჯა და ეზოში გავარდა , გარშემო მიმოიხედა და როგორც კი მანქანიდან გადმომავალი და და სიძე დაინახა მაშინვე მათკენ გაექანა და ისე მოეხვია ორივეს სუნთქვა შეეკვრა ყველას , ტიროდა , ეხუტებოდა და გაუგებარ სიტყვებს ბურტყუნებდა.
გიჟივით უსვამდა ხელებს ორივეს და ისევ ტირილს აგრძელებდა.
- ყველაფერი კარგადაა პატარა , ყველაფერი ძალიან მაგრად არის და იქნება ! - გიო მოეხვია და ნინამაც მაგრად მოჰხვია ხელები კისერზე.
- როგორ მომენატრეთ ... არ მჯერა , როგორ არ მითხარით ... ვაიმე, ცოცხლები ხართ და ჩემთან ხართ ! - დაიკივლა და ორივეს სხეულზე შეახტა.
მარიამმა სიცილით მოჰხვია დას ხელი და მის კისერში ჩარგო ცხვირი.
- ვვამაყობ შენით , მთელი სერიოზულობით ... ეს თვეები დაკარგვა მხოლოდ იმის გამო ღირდა , რომ შენი სიყვარული დამენახა და დამეფასებინე ...
- მე ვერ მხედავ ? - დაიღრიალა ირაკლიამ და ხარხარით მოეხვია საყვარელ მეგობარს.
- გადარეულო , გიჟო , როგორ არ მითხარი , რა გულმა გაგიძლო ?! - დაიკივლა და მაგრად ჩაეხუტა.
- შევიდეთ სახლში ! - გაუღიმა მარიამმა და შვილისკენ წავიდა , რომელიც დის ნახვამდე მოისიყვარულა. -მოდი დე ჩემთან ...- ლილეს გამოართვა და პატარა გულში ჩაიხუტა.
- რაო მაა , დეიდამ იმდენი გაჭამა გაბუთქუნდი ? - ჰკითხა შვილს და სანდრომაც კისკისით გაიქნია ხელები მამისკენ. - მოდი ჩემთან ჩემო ვაჟკაცო ! - ცოლს ხელიდან აართვა და კისერზე შეჯენილი წაიყვანა სახლისკენ.

ყველა შევიდა , მხოლოდ ნინა დარჩა ეზოში , სკამზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო , ტიროდა მთელი გულითა და ემოციებით , სიხარულისგან , ბედნიერებისგან , გაოცებისგან , ყველაფრისგან იცლებოდა როცა მხარზე ხელის გადახვევა იგრძნო , გვერდით გაიხედა და იკა , რომ დაინახა მაგრად ჩაეხუტა მეგობარს.
- კარგი , შედი და მოისიყვარულე ...ხომ იცი გეტყოდით , მაგრამ საფრთხე გემუქრებოდა ნინ , ხომ ხვდები და იაზრებ არა ?
- ვიცი , ვიცი ... მაგრამ ისე უცებ მოხდა , ვაიმე ცუდად ვარ ! - აქვითინდა და მის ხელებში ჩაიმალა. - არ შემიძლია ... არ შემიძლია ამდენი ...მართლა მიჭირს , ძალიან მიჭირს იკაა ...
- ვიცი ჩემო პატარა , ვიცი მაგრამ მთავარია ორივე ძალიან კარგად არის და სანდროსაც მშობლები დაუბრუნდნენ , შენ კიდევ უახლოესი ადამიანები ... -თმაზე აკოცა და ეჭვნარევი მზერა მოატარა . - ახლა განქორწინებას შეძლებ , მათთან დაბრუნდები და გააგრძელებ ცხოვრებას ... - უეცრად გაჩერებულს , რომლის სუნთქვაც აღარ ისმოდა ღიმილით დახედა და თმაზე ხელი გადაუსვა. -არ გიხარია დავიჯერო?
- რა ? ...
- ის , რომ თორნიკეს გაეყრები და ცხოვრებას თავიდან დაიწყებ ...
- თორნიკეს გავეყრები და ცხოვრებას თავიდან დავიწყებ ?- შეშინებულმა წამოჰყო თავი და ნიკაპაკანკალებულმა მორთო ტირილი.
- შეგიყვარდა ...-ამოთქვა და ხელები შეუშვა.
- იკა ...
- შეგიყვარდა , თორნიკე შეგიყვარდა ... არ შეიძლება ნინა , არ შეიძლება !
- ვიცი ... ჯანდაბა ! ვიცი , მაგრამ რა ვქნა ?! - ამოიტირა და მინდორზე გაგორდა. - რა ვქნა ?!
- შენ არ იცი ...
- ვიცი , ვიცი ყველაფერი ვიცი ! - დაიკივლა და ფეხზე წამოდგა. - არაფრის მოსმენა არ მინდა , არ მინდა ! - სახლისკენ გადაუხვია და აქსუტუნებული მიუჯდა გვერდით მონატრებულ დას და სიძეს.
- მშვიდად იყავი , მერე დავილაპარაკოთ ... - ჩასჩურჩულა და საფეთქელზე მიაკრა ტუჩები.
- დე...და ... - ამოიტიტინა სანდრომ და მარიამს ყელზე მოეხვი.
- ეეეე , რა პონტში თქვი დედა ტოოო , მამაც თქვი ... მა...მა ! - დაუმარცვლა გიომ ბუზღუნით.
- დეი...დეი..დაა ... - ამოიბურტყუნა გაბადრულმა და ენაგადმოგდებულმა და ისე უცებ ააცალა ბედნიერმა ნინამ მარიამს ბავშვი , ქალმა ვერც გაიაზრა.
- ჩემო პატარა , დეიდას დათვის ბელო , ჩემო ბედნიერება ... შეგჭამ , შეგჭამ და დაისვენებ ! - კისერში კოცნიდა და სანდროც კისკისებდა.
- შვილი ამახიეს ტოოო ...
- გერმანულად ტოო-ს არ აქვს თარგმანი ?- ჰკითხა დაჩიმ და გიომ ისეთი ხარხარი ატეხა ცუდად გახდა.
- კი ბიჭო , პროსტა მერე ყურში გეტყვი ჩუმად , უზრდელობაა ! - ენა გამოუყო და გიომაც ესროლა ძმაკაცს ბალიში.

^^^
- ხომ ხვდები არა ყველაფერს ? - ოთახისკენ წასულს ხმა მოესმა და კარს სწრაფად ამოეფარა. - ხომ იცნობ ნინას , რა ხდება მომიყევი ... - ირაკლის ხმა იცნო და ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო.
- თუ ძმა ხარ რააა ! - ხელი აიქნია თორნიკემ და ვისკის პირდაპირ ბოთლიდან მოიყუდა.
- თორნიკე , უყვარხარ ამ გოგოს ... და თუ ძმა ხარ-ს დროა ? გააგდე ეგ ბოთლი შეჩ*მა ! - დაიღრიალა და ბოთლი ააგლიჯა.
- ვიცი ბიჭო ვიცი , ვიცი რომ ვუყვარვარ ! ნუ შემეც*ი ! - მანაც დაიღრიალა და ფეხზე წამოდგა. - რა გინდა , რას მოითხოვ ჩემგან ?!
- გესმის მაინც რას მეუბნები ? უყვარხარ ... შენ ? ისევ სესილი გიყვარს არა ?- ირონიულად ჩაიცინა და სკამზე ჩამოჯდა. -რა თქმა უნდა , ისევ სესილი და სესილიზე გლოვა !
- ირაკლი , გეყოფა ! - კბილებში გამოსცრა ფარჯიანმა.
- რა მეყოფა , რა მეყოფა , გოგო გადარეულია და შენ ? მოიცა , მოიცა მოიცა ! ფეხზე წამოდგა და მისკენ წავიდა .- არ მითხრა , რომ ... არ არსებობს ! - თვალები აენთო და ამჯერად მან მოიყუდა ბოთლი.
- რა ? - თვალები გადაატრიალა თორნიკემ.
- სექსი გქონდათ ? - ჰკითხა და იგრძნო , როგორ მოედო წითელი ფერი სახეზე.
- ბიჭო შენ ში* ხო არ გაქ ? რეებს მეკითხები ? - ჰკითხა თვალებანთებულმა და იქვე ჩამოჯდა.
- ახლა გასაგებია რატომ ხარ ასეთი გაგიჟებული ! - ცინიკური ღიმილით მიუჯდა გვერდით და თავი ხელებში ჩარგო.
- ვერ დავივიწყე ... ვერ დავივიწყე შენ ძმობას ვფიცავარ , არ მინდა გული ვატკინო მაგრამ , ვერ დავივიწყე , ვერ დავივიწყე ეს დედააფეთქებული და რა გავაკეთო ?! - ამოიგმინა მოუთმენლად.
იგრძნი როგორ დაეხვა თავბრუ და როგორ დატრიალდა გარშემო ყველაფერი , სუნთქვააჩქარებული მიეყრდნო კედელს და აკანკალებულმა ძლივს ამოისუნთქა.
- და ამასთან რაღა გინდოდა ტოო , რაღაც იწვენდი , ნუ გამაგიჟე ბიჭო , ნუ გამაგიჟე ! ნინაა , ნინაა ! ვიღაც სხვა ხო არაა , ნინააა , ჩვენი ნინა !
- ბიჭო და დარწმუნებული ხარ რო ჩემს ადგილზე შენ სხვანაირად მოიქცეოდი ?! - ჰკითხა და ირაკლიმაც გაშეშებულმა ამოხედა.
- რას ქვია სხვანაირად ?
- ხო , სხვანაირად მოიქცეოდი ირაკლი ? - კარი შემოაღო ნინამ და ცრემლიანი თვალებით შეხედა თვალებში გაშეშებულ თორნიკეს. - ჩემი ბრალია , მე ავეკიდე , მე არ მივეცი გასაქანი , ჩემი ბრალია ... მაგას ტყუილად ეჩხუბები ! - თავი გაუქნია და ნერვიული ღიმილით გავარდა ოთახიდან.
- არ გამომყვე ! - გააფრთხილა თორნიკემ და გვერდითა ოთახში შევარდნილს უკან შეჰყვა , კარი გადაკეტა და მისკენ წავიდა. - გვისმენდი ?!
- არა , დამესიზმრა რაც თქვი ! - მიუგდო და კარადა გამოაღო.
- რას აკეთებ ? - გაგიჟებული გადაუდგა წინ.
- ტანსაცმელს ვალაგებ , შენდა საბედნიეროდ აღარ გყავს შემცდენელი , მე ხომ შენი "დროებითი მუდმივი" პარტნიორი ვიყავი , ახლა არც ეგ ვარ , ზედმეტი ახსნა-განმარტებების გარეშე , მე ხომ კარგად ვიცოდი ჩემი ადგილი შენს ცხოვრებაში , ხოდა ახლა გაიწიე და მომეცი საშუალება ჩავალაგო ჩემი ნივთები !
- არსად წახვალ ! - ამოთქვა გაბრაზებულმა და ნინასაც ჩაეღიმა.
- არსად არ წავალ ? - ჰკითხა და მკერდზე ხელი მიარტყა.- და შენთან დავრჩები ? შენთან ?!
- ხო , ჩემთან დარჩები !
- და რისთვის ? რომ სამსახურიდან მოსულმა მოთხოვნილებები დაიკმაყოფილო , შენი ცინიზმი და ირონია ჩემთან გადმანთხიო , მაგრად დაიკიდო ჩემი გრძნობები და მეც უთავმოყვარეომ გაგიტარო და ავიტანო არა ?!
- ნინა ...
- არანაირი ნინა არ მაინტერესებს , შენგან შორს ყოფნა და დასვენება მჭირდება , აუტანელია ის რაც ჩვენ ორს შორის ხდება , ვნება არა ? მხოლოდ ვნება გვამოძრავებს ... და მე ? რატომ ვლაპარაკობ მრავლობითში ? ჩემი ბრალია , მე ჩამოგეკიდე კისერზე , მე გავაკეთე ყველაფერი რომ გამომეჭირე , მეუბნებოდი არ გინდაო , მაფრთხილებდი ... მეუხეშებოდი ... მაგრამ ? მე მაინც არ გავჩერდი , შენ ნუ იგრძნობ თავს დამნაშავეთ , მხოლოდ ჩემი ბრალ ... - სიტყვის თქმა არ დასცალდა ისე აღმოჩნდა მის ხელებში მოქცეული , როგორც ყოველთვის ისევ მისი ტუჩებისკენ გაექცა თვალები , ისევ მის ტუჩებს უყურებდა და ისევ ორმაგად უძლიერდებოდა სურვილი , რომ მთელი გრძნობით დაეკოცნა ორივე. - არ გააკეთო ... არ გააკეთო ! - ალუღლუღდა ჩუმად და ხელებში აფართხალდა. - არ მინ... - სიტყვა ისევ შუაზე გაუწყდა , ამჯერად თორნიკეს კოცნამ მოსწყვიტა მწარე რეალობას , ისეთი გრძნობით კოცნიდა თითქოს ბოლო იყო და ყველა დეტალი ბოლომდე უნდა შეეგრძნო.
- ნინა , კარი რატომ გაქვს ჩაკეტილი ? - მოესმა მარიამის ხმა და ნელა მოშორდა თორნიკეს.
მამაკაცმა მაგრად ჩაიხუტა და ლოყაზე აკოცა.
მალევე მოშორდა , კარისკენ წავიდა და გასაღები გადაატრიალა.
მარიამს გაუღიმა და ოთახიდან გავიდა.

- რა ხდება ? - შემოვარდა მარიამი და უკან დაბნეული ლილე მოჰყვა.
- ბარგს რატომ ალაგებ ? - ჰკითხა გაბრაზებულმა და საწოლზე დააგდო დაქალი.
- ჩვენთან გადმოვა , რაღა უნდა თორნიკესთან აბა ? - სიცილით მიუჯდა დას გვერდით და მისი ცრემლების შემჩნევისთანავე დაქაჩა თვალები. - შენ რა ტირი ?
- რა მოხდა იტყვი ?! - დაღლილმა დაიღრინა ლილემ.
- არ ვუყვარვარ ... - ამოისლუკუნა და თავი ბალისში ჩარგო. - მეგონა შევუყვარდებოდი ... რა სულელი ვარ , ჯანდაბა , რა სულელი ვარ !
- მოიცა ... რა ხდება ამიხსნით ? - გაოცებულმა მარიამმა და ხელით წამოაყენა და დაბნეული მიაჩერდა თვალებში .
- კარგი რა მარიამ , რა უნდა ხდებოდეს ... შეუყვარდა ამ სულელს და ეგ ხდება !
- ნინა ... შენ არც კი იცი ... - აბლუყუნდა დასევდიანებული და მისი თითები თავისაში მოიქცია.
- ვიცი , ყველაფერი ვიცი ! - ამოიბურდღუნა და ფეხზე წამოდგა , კარადასთან მივიდა და იქიდან ტანისსამოსი გადმოიღო.
- როგორ დაუშვით ეგ ... - ხელები სახეზე ჩამოისვა და დაღლილმა ამოისუნთქა.
- მარტო ეგ რომ იყოს რაღა გვიჭირს ... - ჩაახველა ლილემ და თვალები ჭერს მიაპყრო.
- მოიცა რა ? - თავი წამოჰყო ფეთიანივით უფროსმა წიკლაურმა. - თქვენ რა ... ის ?
- ის ? - თავი გაუქნია ლილემ და მის სახეზე სიცილი ატეხა. - მარიამ შენ მემგონი იმდენი ხანია "ის" არ გქონია , რომ უკვე დაგავიწყდა როგორია , ჰკითხე შენს დას , მეც , შენც და მთელი მსოფლიოს მაშტაბით ყველა ქალს განგვანათლებს!
- არ არსებობს ! - დაიყვირა და მისკენ წავიდა. - გააფრინე ? რაზე ფიქრობდი ?
- რავი , შენ რაზე ფიქრობ ხოლმე მაგის დროს ? - ჰკითხა უემოციოთ და იქვე ჩაიკეცა.- აუ რა მატირებს ?!
- გინდა დაგტოვო თოკუნასთან ? - აკისკისდა მარიამი . - ვეტყვი ქალიშვილი ჩაგაბარე და კეთილი ინებე ქართველო მუჟიკო და ივაჟკაცეთქო ! - ენა გამოუყო და ნინამაც წამში წამოჰყო თავი.
- კია ღირსი ისე ... - ამოიბურდღუნა ლილემ.
- არაფრის ღირსი არ არის , რაში ადანაშაულებთ ... თავიდანვე გამაფრთხილა და მეც არანაირი პრეტენზია არ მქონია თავის დროზე , ახლა რა შეიძლება მოთხოვო მაგას ? კარგით რა ...
- ჩაალაგე და წამოდი ! - შუბლზე აკოცა და კარიდან გავიდა. -სამარე ვარ , ნუ ნერვიულობ!
- გიოს ყბაში მტერი ჩემი !

^^^
- არ გადაიფიქრებ ? - კედელზე მიყუდებულმა ჰკითხა და თმაზე ხელი ჩამოუსვა.
- არა ! - თქვა ურყევი ტონით და ჩემოდანს დანანებით დახედა.
- შენც გარბიხარ , იმ გოგოსავით როგორც იმ ფილმში ... არადა შემპირდი არ გავიქცევიო ! - უთხრა და ტუჩის კუთხე ჩატეხა მის სახეზე.
- მაგრამ შენ არ შეგყვარებივარ , როგორც იმ ბიჭს იმ ფილმში ... - ბოლოჯერ გაუღიმა და მთელი სული ჩაატია ამ ღიმილში. - ვისწავლი უშენოდ ცხოვრებას ... კარგად ! -
- დაფიქრდი ... უბრალოდ დარჩი ...
- რისთვის ?
- უბრალოდ !
- დასრულდა , არამგონია შეგუება გაგიჭირდეს ...
^^^
- როგორ გამიხარდა ნეტავ იცოდეთ ... - გახარებული ეხუტებოდა ნინო დეიდა მარიამს და გიოს. - კი მაგრამ ... ანდა რამნიშვნელობა აქვს , მთავარია ცოცხლები და ჯანმრთელები ხართ შვილო ...
- დიდი მადლობა ყველაფრისთვის , თქვენ რომ არა არ ვიცი ნინას და სანდროს რა ეშველებოდათ ... - მაგრად ჩაეხუტა მარიამი ქალს. - თქვენს ვალს ვერასდროს გადავიხდით ...
- თქვენ იყავით შვილო კარგად და არაფერი მინდა მეტი მე ! - მაგრად აკოცა გოგონას და სანდროს ჩაეხუტა. - რაო ბებო , გიხარია დედიკო და მამიკო ?
- უხარია არა ის , დედა და დეიდა თქვა , მამა სულ არ უყვარს ! - ამოიბურდღუნა გიომ და ქალმაც სიცილით დაარყა ხელი მხარზე.
^^^
- როგორია სრულწლოვანება ? - ჰკითხა დას და გვერდით მიუწვა. - რამდენი ხანია ერთად არ გვძინებია ...
- რა ვიცი აბა ... დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ , ასაკი მაშინ მომემატა როცა თქვენ დაგკარგეთ ...
- ასე ნუ ლაპარაკობ , ახლა ხომ აქ ვართ არა ? თან სამაგიეროდ თორნიკე შეიძინე ... შენ ის არ დაგიკარგავს ნინ !
- თორნიკე ჩემი არასდროს ყოფილა , შესაბამისად ვერც ვერასდროს დავკარგავდი იმას , ვინც ჩემი არ ყოფილა !
- არაფერი გითხრა წამოსვლის წინ ?
- კი , დარჩენა მთხოვა .
- მერე ? - თვალები დაქაჩა და საწოლზე წამოჯდა.

^^^
- არაფერი , უარი ვუთხარი ...
- ძალიან კარგი , ვიცი რომ თორნიკე მარტო თავისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად არ დაგიტოვებდა , თუმცა რომ უყვარდე იბრძოლებდა შენთვის ... ყველაფერი დროს მიანდე !
- არაუშავს , იქნებ როგორც იმ ფილმშია მეც შევუყვარდე ისეთ ვინმეს , ვისაც მეც მთელი გულით შევიყვარებ ხელმეორედ.
- რომელ ფილმში ? - ჰკითხა თვალებმოჭუტულმა და თითით თმა გაუსწორა.
- აი , ჩვენს ფილმში ...
- ნინ , ჩვენს ფილმში მთავარ ჯეისონს უყვარდება ქეითი , ჯეისონის გარდა მის ცხოვრებაში სხვა კაცი არც გამოჩენილა !
ნინამ ჩაიღიმა , შემდეგ თვალები ეშმაკურად მოუჭუტა და მარიამმაც კისკისი მორთო.
- მოვუყევი რომ სხვა გამოჩნდა და ის შეუყვარდა ქეითს ...
- მერე ? - თვალები დაქაჩა და ინტერესით მიაშტერდა დას.
- არაფერი , აღარ უყურებია ... - სიცილი ატეხა და გაბადრულმა ჩამოადო თავი ბალიშს გვერდულად.
- ეს რატომ გააკეთე ? - ჰკითხა ინტერესით და მის თვალებზე ჩაეღიმა.
- იმიტომ , რომ ვიცი მაინც უყურებს ... და სანამ ნახავს მანამდე მინდა ეჭვებმა დაღრღნას , მისი ბრალი არაა რომ არ ვუყვარვარ , მაგრამ მგონი გაჭრის , რომ უყურებს აუცილებლად გავახსენდები...
- კარგი , მაგრამ შენ რა მაგით ?
- არც არაფერი , ერთი ის რომ მიხვდება მოვატყუე ...
- მერე ?
- მერე ცუდი გოგო ხარო მეტყვის და ისევ დამსჯის ...-სიყვარულით გადაატრიალა თვალები და მარიამმა მაშინვე ჩაარტყა ბალიში თავში.
- ქლიავო გოგო !
- თორნიკეს უყვარს ქლიავი ...
- ნინააა !
- კარგი დავიძინოთ , ამ ღამით სიზმარში მაინც ვნახავ ...
^^^
- რესტორანში ვიკრიბებით ამ საღამოს ... 9 ზე მზად იყავი !
- მე ვერ წამოვალ გიო , სამეცადინო მაქვს ბევრი ... ხვალ შუალედური მაქვს !
- ნინა , ნუ ატ*კებ , 9 ის მერე ისედაც გაითიშები !
- არა გიო ვერა , თან სანდროს დავიტოვებ ... წადით თქვენ , მაცადე ახლა მეცადინეობა !
- ნინა , კარგი რააა !
- სხვა დროს წამოვალ , მართლა ჩავიჭრები არაფერი მაქვს ნამეცადინები გიო !
- მაგრად მიტეხავ !
- ვიცი მაგრამ ვერაფერს ვიზავთ , წადით და გაერთეთ !
- ლილეს მოგიგზავნი !
- ლილე იკაზეა გაბრაზებული და არ წამოვა ! - კმაყოფილმა გამოუყო ენა და სიცილი ატეხა მის სახეზე. - თან ლილე დღეს საღამოს ჩემთან გამოდის !
- ნინა , ვიცი რატომაც იკავებ თავს წამოსვლისგან და იცოდე ...
- არაფერ შუაშია და გაატარეთ ეგ თემა , გავიდა ერთი თვე გიო და ნუ შეჭამთ ტვინს ყველანი ერთად , წადით და გაერთეთ , გკოცნი ! - ლოყაზე აკოცა სიძეს და სანდროსთან ერთად შეიკეტა ოთახში.
" ასე სჯობს , ასე უფრო გამიადვილდება! "
^^^
- შემეშვი , არ წამოვალთქო არ გითხარი ? - გაბრაზებულმა ჩაჰყვირა ტელეფონში ირაკლის და მის ხმაზე შემხტარი ნინაც კინაღამ საწოლიდან გადმოვარდა.
- ჩუმად შე ნადირო ! - ბალიში ესროლა და სანდროს შუბლზე თითები გადაუსვა.
- არა , არ მინდა და არ წამოვალ ! იმ გოგოს რომ ეკურკურებოდი მაშინ გეფიქრა , ირაკლი შემეშვი ! არათქო , თან ნინას მარტო ვერ დავტოვებ ! არა , არ წამოვა სამეცადინო აქვს , ახლაც წიგნებშია ჩამძვრალი ... მობილურში ჩამძვრალს გადახედა და მის ტყუილზე ძლივს შეიკავა სიცილი .- არა , არა სად მოხვალთ ... გაჩერდი შე იდიოტო , ფეხმოდგმული არ დაგინახოთ არცერთ... - სიტყვა შუაზე გაუწყდა და გათიშული მობილური იქვე მიაგდო.
- არაა ? - დაიკვნესა საცოდავი ხმით და კნუტის თვალებით შეხედა დაქალს. - მე მძინავს !
- ხო , აი ოკ ! - ენა გამოუყო და მობილურს ხელი მოკიდა.
- გთხოვ წადი რა , ერთი თვეა არ მინახავს , იცი როგორ მშვიდად ვარ ? ახლა ვერ ვნახავ , წადი , წადი გთხოვ რა , მიდი შენც ... აქ არ მოვიდნენ ! - ეხვეწებოდა და თან ხელებს უტყაპუნებდა ერთმანეთს.
- კარგი , დამშვიდდი გოგო ... წავალ ! - შუბლზე აკოცა და სწრაფად გავარდა სახლიდან.
^^^
- მიგაკლავ გეფიცები ! - ირაკლის გვერდით მიუჯდა და ხმადაბლა ყურში ჩასჩურჩულა. - როგორ იქცევი ?
- მეორე სადაა ? იმასთანაც უნდა ჩავატარო ერთი ასეთი მახინა ?
- ხომ არ გაგიჟდი ?! - თვალები უბრიალა და წინ მჯდომ თორნიკეს გაუღიმა , რომელიც დაჩისთან ლაპარაკში იყო გართული და დროდადრო ტერიტორიას ათვალიერებდა გულდასმით.
- შეეშვი ნინას , იცოდე შეეშვი და ნუ ცანცარებ , ხომ იცი რომ ასე უფრო მშვიდად არის ? ახლა რომ ნახოს თავიდან შემოუტევს , შეეშვი თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ რა !
- ხო მაგრამ ახლა ჩვენთან ერთად არასდროს არ უნდა იყოს ? ეგ როგორ გავატარო ტოოო.
- ცოტა ხანი ... მერე გადაუვლის , ცოტაც აცადე რა ...
- კარგი , კარგი ...
- ეს ? საერთოდ არ ლაპარაკობს ნინაზე ?
- მეკითხება ხოლმე როგორ არისო , დღესაც მკითხა თუ იქნებაო , რომ ვუთხარი არ სცალიათქო თვალები გადაატრიალა , ისე არაფერს იმჩნევს !
- რა უნდა შეიმჩნიოს ? არ უყვარს და რა არის აქ შესამჩნევი !
- რით ვერ ამოიგდო ეს სისილი ...
- მესმის რომ უყვარდა მაგრამ ... ახლა მთელი ცხოვრება ქალები უნდა იცვალოს ?
- კარგი გეყოფა , არ არის ეგ ჩვენი საქმე !

^^^
- ჩემს გამო არ მოვიდა არა ? - მოესმა ვერანდაზე გასულს ფარჯიანის სიტყვები და ადგილზე შედგა. - ლილე ...
- არა , შენ რა შუაში ხარ ... სამეცადინო ჰქონდა , ხვალ შუალედური გამოცდა აქვს ...
- ნუ მატყუებ ... - თვალებანთებულმა დაიღრინა და სკამს ფეხი გაჰკრა. - ჩემი ბრალია , ახლა სადაც ვიქნები არსად აღარ გამოჩნდება !
- თორნიკე , გაგიჟდი ? - გაოცებულმა სიცილით შეაბრუნა თავისკენ და ზურგით მოაჯირს მიეყრდნო. - არაფერ შუაში ხარ , მართლა აღარ განიცდის , უკვე გამოფხიზლდა და გონს მოვიდა , სწავლაზეა ორიენტირებული , გეფიცები შენ არაფერ შუაში ხარ !
- აღარ განიცდის ? - ირონიული გაუხდა მზერაც და ტონიც , თვალები კი ისევ ანთებული ჰქონდა , თითქოს ბრაზს და უკმაყოფილებას გამოხატავდა თითოეული.
- არა , აღარ ახსოვხარ ... - მხრები აიჩეჩა და ღიმილით შებრუნდა ზურგით . - ნუ შეგაწუხებს ნამუსი , ნინა ძალიან კარგადაა , მალე გადახარშა !
უკან მიიხედა , თუმცა არავინ აღარ დახვდა .
გაეღიმა , მთელი გულით გაეღიმა და თვალებგაცისკროვნებულმა დააღო პირი , სუნთქვა უჩქარდა , სიხარულისგან და ბედნიერებისგან სუნთქვაარეული დაწვდა ტელეფონს და მოუთმენლად აკრიფა ნაცნობი ნომერი.
ფარჯიანი გაიყიდა , თვალებმა გაჰყიდა!

^^^
- ნინა რა გჭირს ? - ფერდაკარგული ძლივს დაიჭირა ხელში გუგამ და იქვე ჩამოსვა. - კარგად ხარ ?
- არა ... უფროსაწორად კი , არ ვიცი ... უცებ თავბრუ დამეხვა ...
- რამე ჭამე ? - ჰკითხა შეშინებულმა და წამოდგომაში დაეხმარა.
- არა , ალბათ ამის ბრალია ... არაფერია გამივლის !
- წამოდი და რამე ვჭამოთ ვენდისში ... - მისი ხელი მხარზე მოიხვია და მანქანისკენ წაიყვანა.
- არა გუგა , არ მინდა ...
- ნინა , ნუ გგონია რომ შენზე სხვა განზრახვით ვზრუნავ , შეყვარებული მყავს ოთხი წელია და დამიჯერე უბრალოდ შენი დახმარება მინდა , ჩემი ყურადღებიანობა და ის , რომ ასეთი საყვარელი ვარ ეჭვებს არ მინდა იწვევდეს შენში ! - თვალები უბრიალა და ღრენით ჩასვა მანქანაში.
- მე ...
- არ გინდა თავის გამართლება , ვიცი გეგონა რომ მომწონდი ... მე ყველასთან ასეთი ვარ , მგონი ბებიაჩემთანაც ... - ბოლოს სიცილით დაამთავრა.
- და შენი შეყვარებული არ იეჭვიანებს ? -თვალებმოჭუტულმა გადახედა და მასაც გაეღიმა .
- კი და დამჭრის მაგრამ ეგ არაფერი ...
- კარგი რა , არ მინდა ჩემს გამო ...
- ვღადაობ ქალო ვღადაობ , რა იეჭვიანებს ... ლამის შევაბერდით ერთმანეთს , რა აქვს საეჭვიანო ! იცოდე ჩემი შეცდენა არ განიზრახო ! - თითი დაუქნია და ნინასაც გაეცინა.
- კარგი , რადგან დაკავებული ხარ რა გაეწყობა ... წავიდეთ ვენდისში ...
- აი ასე , უფრო თავისუფლად ! - გაუცინა და მანქანა ტრასაზე გაიყვანა. - ჩავსკდეთ და შენც მომიყვები შენც ამბებს , რაღაც საეჭვოდ სუსტად მეჩვენები ...
^^^
- მადლობა ... არც კი იცი როგორ მიშველა შენთან დროის გატარებამ ... - გაუღიმა და ფრთხილად გადმოვიდა მანქანიდან.
- თუ რამე დამირეკე , ეკოსაც გამოვიყვან და ზუსტად ვიცი გაუგებთ ერთმანეთს !
- აუცილებლად გამაცანი მერე ... - ლოყაზე აკოცა და სადარბაზოსკენ წავიდა.
მისი მანქანა თვალს მოეფარა , თუმცა ამჯერად თორნიკეს მანქანა შენიშნა , დაბურული მინა ჩამოიწია , იქიდან კი ანთებული თვალები გამოჩნდნენ.
თავი გააქნია და გულაჩქარებულმა ადგა პირველ საფეხურზე ნაბიჯი , მცირეხნიანი ყოყმანის შემდეგ უკან ჩამოდგა და მისკენ შებრუნდა.
გარშემო მიმოიხედა , უკვე ბნელდებოდა , მისი მანქანისკენ წავიდა , ფარჯიანიც გადმოვიდა იქედან , კაპიშონი გადაიხადა და მისკენ ფრთხილი ნაბიჯებით წავიდა.
- აქ რა გინდა ? - ჰკითხა უემოციოდ , მხოლოდ მან იცოდა რამხელა ფასად უჯდებოდა ასე დგომა და არაფრის შემჩნევა , თუმცა ეს თვითონ ეგონა , რომ არაფერი ემჩნეოდა , რეალურად ერთ ადგილზე ირწეოდა და ნერვიულობისგან აცახაცახებული კანკალს ვერ წყვეტდა.
- ვინმე ახალია ? - ჰკითხა და მანქანას მიეყრდნო.
- ვალდებული არ ვარ გიპასუხო ! - თავი გაუქნია გაბრაზებულმა და ხელები გადაიჯვარედინა.
- რაო შუალედურმა , კარგად დაწერე ? - თვალებში დაჟინებით მიაჩერდა და თმა გადაუწია .
- რა გინდა ... - ხმაწართმეულმა ამოიდუდღუნა და თვალები ძლივს დაიმორჩილა .
- არ დაგვიწყებივარ ... - დაიჩურჩულა ხმადაბლა მის ყურთან და ოდნავ ჩაეღიმა , თავისებურად , ისევ ტუჩის კუთხეში , ისევ ირონიულად ... მაგრამ მაინც მთელი გულით და სიხარულით.
- რას ბოდავ ... - ამოიხრიალა და უკან დაიწია. - თორნიკე , ნუ მეხები !
- არ დაგვიწყებივარ ... - გაუღიმა და წელზე მოხვეული ხელით თავის სხეულზე აიკრა .- ისევ გიყვარვარ ...
- არ მიყვარხარ ... ხელი გამიშვი ! - ამოთქვა გაბრაზებულმა და ხელები მკერდზე მიაყრდნო. - დამთავრდა ის დრო ჩემზე რომ ზემოქმედებდი , რასაც გინდა იმას რომ მაკეთებინებდი , დამთავრდა გესმის ?!
- არა , არ მესმის ... - მშვიდად მიაკრა ტუჩები ლოყაზე და თითები მაგრად მოუჭირა თეძოზე. - ახლა ორმაგად ვზემოქმედებ შენზე , ახლა ორმაგად გიყვარვარ , ახლა მილიონჯერ დიდი სიჩქარით გიცემს გული , ისევ გიყვარვარ პატარავ ...
- შემეშვი ! - დაუღრინა და უცებ ჩამოეცალა. - შემეშვი , თავი გამანებე გაიგე ?
- ვერ გავიგე , არ შემიძლია ! - მშვიდად ამოთქვა და ზურგით შებრუნდა.
- რა გინდა , გიხარია რომ მტანჯავ ? მიპასუხე რა გინდა იცი ? რას მოითხოვ ჩემგან , რა გინდა ?!
- ვერასდროს დამივიწყებ , ისევ გიყვარვარ ... - ამოილაპარაკა ნასიამოვნებმა და ლოყაზე ტუჩები მიაკრა. - ვერასდროს დამივიწყებ ... - ბოლოს ეს ჩასჩურჩულა და მანქანის კარი გამოაღო.
- მაინც დაგივიწყებ , ეგ დღეს დადგება , მალე დადგება და ამ სიტყვებს უკან წაიღებ გესმის ? - მიაძახა მანქანაში ჩამჯდარს და იქ იდგა სანამ მისი მანქანა თვალს არ მოეფარა.

^^^
- ვიკრიბებით დღეს ? ხომ იცი ეკოს ძალიან უნდა შენი გაცნობა ! - თავზე წამოადგა გუგა და მანაც ღიმილით აიღო ჩანთა .
- წავედით ... - გაუცინა და ფეხზე წამოდგა.
კარში გადიოდნენ შესასვლელში თორნიკე , რომ დაინახა მანქანაზე მიყუდებული.
ფერდაკარგულმა ჰაერი ძლივს ჩაისუნთქა , სახეზე ფერები გადაუვიდა , ხელით გუგას მხარს დაეყრნო და ნაბიჯი ჰაერში გაეყინა.
- რა გჭირს ? - ფეთიანივით შებრუნდა მისკენ და წელზე ხელები მოჰხვია.- ცუდად ხარ ? ნინა ნუ მაშინებ !
- აქ რა გინდა ? - ჰკითხა მასთან მოსულს და გაბრაზებულმა დაქაჩა თვალები.
- შენს წასაყვანად მოვედი ! - უთხრა ურეაქციოდ და მისკენ წაიღო ხელი , თუმცა ნინა უცებ გადგა უკან და ხელი აუქნია.
- არსად ვაპირებ შენთან ერთად წამოსვლას , წადი გთხოვ !
- ნინა , გითხარი შენს წასაყვანად მოვედიმეთქი , გელოდები ! - მანქანაზე ანიშნა და ნინამაც მაგრად მოუჭირა თითები გუგას ხელს.
- არ მინდაო გითხრა ძმაო ! - უთხრა თვალების ბრიალით გუგამ და ნინას წელზე მოჰხვია ხელი.
- იცი მაინც ვის ელაპარაკები ? - ჰკითხა ირონიული ღიმილით და სახეზე უცებ დაეტყო ბრაზი.
- არ ვიცი და ნინასთან ასეთი ლაპარაკის უფლება მხოლოდ მის ოჯახის წევრებს აქვს , გაიწიე და გაგვატარე !
- ჩემს ცოლს ხელი გაუშვი და აქედან მოშორდი სანამ მთელი ხარ !- დაიღრინა თვალებანთებულმა .
- რაო ? - ნინას ცალი თვალით დახედა და წამში მოაშორა ხელი . - თორნიკე?- ჰკითხა მამაკაცს და მანაც ირონიული ღიმილით გაუქნია თავი.
- შეიძლება ჩემი ცოლი წავიყვანო ? -ცინიკური მზერა მოატარა და მაშინვე ჩაეღიმა გუგას.
- ნინას თუ არ უნდა არსად წამოვა ! - უთხრა და ნინას დახედა. - გაჰყვები?
- არა გუგა , თორნიკე აქედან წადი და გთხოვ აღარ გამეკარო ! - დაუღრინა და გვერდი აუარა.
- ნინა !
- თორნიკე წადი ! - წარბშეკრულმა გაუმეორა და გუგას მანქანაში ჩაჯდა.
გუგამაც ერთი გადახედა გაბრაზებულ მამაკაცს და ღიმილით წავიდა მანქანისკენ.

^^^
- ეკო , წყალი წამომიღე რაა ! - გასძახა სამზარეულოში შესულ შეყვარებულს და ჩაფიქრებულ ნინას მხარი გაჰკრა .-რატომ არ წაჰყევი ?
- თვითონაც არ იცის რა უნდა ... - სევდიანმა ამოიდუდღუნა და ტელევიზორს გაუსწორა მზერა.
- მე გავაღებ ! - მოსულმა ეკომ გუგას წყალი მიაწოდა და კარისკენ გაბრუნდა. - ვინ გნებავთ ? - გაღებულ კარში ჩამომდგარ მამაკაცს მიაჩერდა და გაუღიმა.
- აქ გუგა არ ცხოვრობს ? - იკითხა შენარჩუნებული სიმშვიდით და მის უკან მოათალიერა ტერიტორია.
- ვინ არის საყვარელო ? - გუგა საყვარელ სხეულს შემოეხვია და მუცელზე ხელი მოჰხვია. - თორნიკე ? - გაოცებულმა ამოთქვა და გვერდით გადგა.
- აქ არის ? - იკითხა ბრაზმორეულმა და გუგამაც თავი დაუქნია.
- აქ რა გინდა ? - გაოცებული გადაუდგა წინ ნინა და სუნთქვაშეკრული შედგა ადგილზე.
- მე და შენ საქმე გვაქვს ! - დაირღრინა და გაბრაზებულმა გადაიკიდა მხარზე საყვარელი სხეული.
- ააა , შე ნადირო , ველურო , დამსვი ! - გაჰკიოდა ბოლო ხმაზე და ფეხებს აფართხალებდა ჰაერში.
- ნივთები გამოუტანე ! - გუგამ მაშინვე მიაწოდა მისი ნივთები და თორნიკეც სწრაფად დაეშვა კიბეებზე.
^^^
- რას ნიშნავს ეს ? თავი ვინ გგონია ?! - დაიკივლა და თმა გაისწორა .
- შენი ქმარი !
- თორნიკე მანქანა გააჩერე ! - ნაცნობ შესახვევს შიშშეპარულმა ჰკიდა თვალი და ნაცნობი საკუთარი სახლის დანახვისას ყველა გრძნობა თავიდან წამოეშალა.
- დამთავრდა , გაცადე ფიქრიც , გადახარშვაც , მარტო ყოფნაც , ასე ქცევაც , მაგრამ ასე აღარ გაგრძელდება ! - მანქანა ეზოში შეიყვანა და იქიდან გადმოსვა.
- რას ნიშნავს ასე აღარ გაგრძელდება ?! - ბრაზმორეული შევარდა ინერციით სახლში და ფარჯიანმაც მოუკეტა კარი უკან.
- ჩემთან უნდა იყო გესმის ? - ჰკითხა და კარზე ააკრა. - სულ ჩემთან უნდა იყო , მაგიჟებს შენგან შორს ყოფნა , დილით შენ რომ ვერ გხედავ ჭკუიდან გადავდივარ , სხეულის ყველა ნაწილი გითხოვს , ყველა ორგანოს შენთან უნდა გესმის?!
- ყველას თუ ერთს და მთავარს ? - ჰკითხა გათიშულმა და ხელები მკერდზე მიაბჯინა. - ნუ მიახლოვდები !
- ყველასაც და იმ ერთსაც !
- იმ ერთს ზედ დამჯდომები არ დააკლდებოდა ამ თვენახევრის განმავლობაში !
- გარყვნილო , სულ მაგაზე როგორ ფიქრობ ? ხომ ვამბობ რაც გინდა ის გესმისთქო ?!
- თორნიკე ...
- ამ გულს უნდიხარ გესმის ? - მისი ხელი გულთან მიიდო და ნინამაც თვალები დაქაჩა.
- გული მარცხნივაა იდიოტო ! - ხელი გვერდით გადააცურა და ტუჩები მოკუმა.
- ეჭვიანობისგან გავგიჟდი , შენ კი ძალით გამაგიჟე ... არ შემიძლია შენს გარეშე , შემიყვარდი , მეც , ამ გულსაც , იმ ერთსაც და ამ სახლსაც ... შენს გარეშე ვეღარ ვსუნთქავ ნინა ...
- სეს ...
- სესილი იმ დღეს დაიმარხა საბოლოოდ შენ რომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში ... მთელი ცხოვრება ამომიტრიალე , ქაოსში ცხოვრება უკვე აუტანლად გაუსაძლისია , გთხოვ დამიბრუნდი ... დამიბრუნე ჩემი მსუბუქი თვეები ... დამიბრუნდი ... იმ ფილმში რომ რჩებიან ერთად ჯეისონი და ქეითი ... ისე დავრჩეთ ...
- უყურე ? - თვალებგაცისკროვნებულმა ჰკითხა და ინსტიქტურად მოჰხვია ხელები კისერზე.
- რატომ მომატყუე ? - წარბშეკრული წაეპოტინა საყვარელ ტუჩებს და მაგრად მოჰხვია ხელები წელზე.
- იმიტომ , რომ ვიცოდი მაინც უყურებდი ბოლოს ...
- მე უფრო მიყვარხარ ვიდრე ჯეისონს ქეითი ! - ცხვირზე აკოცა და მასზე აკრული წაიყვანა დივნისკენ.
- არარეალურად მიყვარხარ ეშმაკო ! - ტუჩებზე აკოცა და საყვარელ თვალებში ჩააჩერდა.

არარეალურად ძალიან ვნერვიულობ და მინდა რომ ძალიან მოგეწონოთ ...
იმდენად მონატრებულები მყავხართ ... გამოცდების შიშსაც კი ფარავს ის გრძნობა რასაც თქვენი სიტყვები მანიჭებს ...
მართლა ძალიან სულმოუთქმელად გელით თქვენც და თვქენს კომენტარებსაც ...
ძალიან მიყვარხართ და იმედია მოგეწონებათ !



ეშმაკის თამაშები - სრულად



ეშმაკის თამაშები - სრულად



ეშმაკის თამაშები - სრულად



№1  offline მოდერი sameone crazy girl

აუუუ რა მაგარი გამოვიდაა როგორ არ წავიკითხე აქამდე ,მარა ერთიანად რო არ წამეკითხა სულ გავგიჟდებოდი რა მოითმენდა სანამ შენ მოიცლიდი დასაწერად. აიი იმდენი ვიცინე ზოგ მომენტზე ლამის გული წამივიდა. როგორც ყოველთვის ზეპოზიტიური იყო უზალიანმაგრესი ხარ შენ და ვგიჟდები მე შენზე ვაფრენ ვაფანატებ ვაბოდებ გყვარობ მე შენ

 


№2  offline მოდერი D-roni

sameone crazy girl
აუუუ რა მაგარი გამოვიდაა როგორ არ წავიკითხე აქამდე ,მარა ერთიანად რო არ წამეკითხა სულ გავგიჟდებოდი რა მოითმენდა სანამ შენ მოიცლიდი დასაწერად. აიი იმდენი ვიცინე ზოგ მომენტზე ლამის გული წამივიდა. როგორც ყოველთვის ზეპოზიტიური იყო უზალიანმაგრესი ხარ შენ და ვგიჟდები მე შენზე ვაფრენ ვაფანატებ ვაბოდებ გყვარობ მე შენ


ვგიჟდები შენზე ! ❤️

 


№3  offline წევრი SillyGirl

არავის ისტორიები არ მიყვარს ისე როგორც შენი.
არავის ისტორიები არ მახალისებს და მაბედნიერებს როგორც შენი.
თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ ყველაზე მეტად შენი ისტორიები მიყვარს. ხო მიყვარს ნამდვილად
ყველა ისტორია რამდენჯერ მაქვს წაკითხული ვინ იცის.
ამ ისტორიაზე
ძალიან ბევრი ვიცინე.
ემოციებით ავივსე
გავბედნიერდი.

სულ ყოველთვის ახერხებ შენი ისტორრიებით გაგვაოცო.
ყველა ისტორია ერთმანეთზე უკეთესია
თავად შენ კი საუკეთესო ხარ.
არც კი ვიცი როგოე გითხრა ის რასაც იმსახურებ.
სასწაული ხარ.

 


№4  offline მოდერი D-roni

SillyGirl
არავის ისტორიები არ მიყვარს ისე როგორც შენი.
არავის ისტორიები არ მახალისებს და მაბედნიერებს როგორც შენი.
თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ ყველაზე მეტად შენი ისტორიები მიყვარს. ხო მიყვარს ნამდვილად
ყველა ისტორია რამდენჯერ მაქვს წაკითხული ვინ იცის.
ამ ისტორიაზე
ძალიან ბევრი ვიცინე.
ემოციებით ავივსე
გავბედნიერდი.

სულ ყოველთვის ახერხებ შენი ისტორრიებით გაგვაოცო.
ყველა ისტორია ერთმანეთზე უკეთესია
თავად შენ კი საუკეთესო ხარ.
არც კი ვიცი როგოე გითხრა ის რასაც იმსახურებ.
სასწაული ხარ.


არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო , შენმა კომენტარმა მიმახვედრა რომ ნამდვილად ღირს ამ საიტზე ყოფნა და იმის კეთება რაც ასეთ სიამოვნებას და ბედნიერებას მანიჭებს , იმდენად ავივსე და გავიბერე სიტვებიც კი არ მყოფნის!
უღრმესი მადლობა , რომ ეს რამოდენიმე წუთიანი ემოცია მაჩუქე ❤️

 


№5  offline წევრი NiniG-1

გავგიჟდი ისე მომეწონა <3 რა იყო ეს :დ წყვილი საოცრბა მართლა ოღონდ<3
აი მარიამის და გიო რო გამოჩნდა ისე გამიხრდა რო მარტლა ცეკვა დავიწყე <3 :დ
შენ შექმენი ჰეფი ენდი შენი მოფიქრებულია :დ
მიყვარხარ და მიყვარს შენი ისტორიები <3

 


№6  offline აქტიური მკითხველი La Llorona

იჰუუ, ძალიან მაგარი იყო. ბევრი ვიცინე და მართლა გეუბნები ვბჟირდებოდი ხოლმე :) კინაღამ ჩემები გავაღვიძე, მოგუდულად ვიცინოდი :დდდდ წარამტებები ❤
--------------------
M.D

 


№7  offline წევრი Indigo

ვუაიმე, ჩემი ეშმაკიი... <3 რა მაგარ ხასიათზე დამაყენე, შენ ხო არ იცი. ამაზე უკეთესად ვერც დავასრულებდი დღეს. ნამდვილად ღირდა ლოდინი. ^^ <3
უი ისე მე "ეშმაკის სათამაშო" მახსოვდა სახელი და მეშლება თუ შეცვალე?
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№8  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaimee ra dzaanmagari iyooo mokled dzaan magari xar raa saswaulii <3 vaime ra kargebi da sayvarlebi ariaan <3

 


№9  offline წევრი Kukrali

არარეალურად მაგარი იყო <3 არა ხო ვამბობ საუკეთესო ხარ რაა გადამათენებინე ამ ისტორიით ახლა დავამთავრე კითხვა და აუ ძაან მაგარი იყო მართლა ვგიჟდები ყველა შენს ისტორიაზე არ მეხერხევა ეს ტკბილი სიტყვები და მსგავსი რაღაცეები უბრალოდ გეტყვი რომ არაჩვეულებრიბი ხარ და ყველა ემოციას ამ სიტყვით გადმოვცემ მოუთმენლად ველი შენს ახალ ისტორიების ყველა შენს ისტორიაზე მეკეტებაა <3<3<3<3

 


№10  offline წევრი nini5

Chemi yvelaze magari tbili da sauleteso gogo
Rogor miyvarxar rom icode
Sul maxaliseb da mabedniereb sheni istoriebit
Sauketeso xar sauketesota shoris
Sul gabadruli cavikitxe mteli istoria,ar arsebobs vinmem sheni nacerebi ar caikitxos da sicilit guli ar ijeros
Ai dges namdvilad mchirdeboda es karg xasiatze davmdgariyavi
Miyvarxar chemo tkbilo da lamazo gogo

 


№11  offline მოდერი bibo

ჩემიშნუციუსი აი ისტორია იყო საოცრება სასწაული შენსვით:* ხო გითხარი თავიდან სევდა იყო მეთწი ედ ნუცას არ გავს რა ხდება :( მერე იმდენი ვიცინე ცუდად ვიყავი სიცილისგან ვიწექი :* აი სასწაული საოცრება გასაგიჟებელი ისტორია:* თავისი პერსონაჟებირთურთ.ეს ირაკლირო არ ჩამოდიოდა მივხდი რაღაცაში როიყო საქმე ეგ მატრაკვეცა ნახე შენ:*** ვაიმე სიძე და მარიამი კამფეტი წყვილი თავის ბუსუნა სანდროსთან ერთად :* დემეტრე და დაჩი კამფეტები აი ჩოკოლატები :* ლილე სასწაული საოცრება გასაგიჟებელი მეგობარი დაქალი პიროვნება:* ოო თორნიკ საოცრება რა ვთქვა ამ ბიჭზე რა რო ვერ ვხდები მე მინდა თორნიკე მიყვარს თორნიკე :**** და თვითონ ქალბატონი კაი ბოვშვი საოცარი სასწაული :* აუ იმ პილმზე ვიწექი ძირს რო უხნიდა ბოლოს რო მოუტყუებია :დდდდ აი უბროდ საოცრება ხარ ჯემო სასწაული:* კამფეტი ხარ პირის და გულის ჩასაკოკლოზინებელი პატარავ :* მდამ ფერადი მუდამ ხალისიანი მუდამ ჰაეროვანი ტკბილი თბილი და უბრალოდ ყველაზე გემრიელი ყველაზე კაობა :****მაგიტო მიყვარს შენი ისტორიები სიფერადეა სილაღე ვერ ამჩნევ სიშავეს ცუდ ფერებს ცუდ გარენოს სავსეა სახლისო სითბო სიყვარული ბედნიერებით :* უბროდ ვგიჟდები ჩემო გემრიელო მე შენზე ჩემო ნუგბარო გოგოვ გყვარობ ბევრობასა სუ სუ ბევრობას ჩემო ნაზუქო:* სუ სუ ველი შენ გამოჩენას ასეთი თბილი ხალისიანი და ჰაეროვანი რო ხარ გულთან ხარ გულში ხარ ალუბალო ვაფრენ შენზე მე

 


№12  offline წევრი veroo

Umagresia dzalian momewona cremlic ki momeria ise iyo ninas gancdebi axwerili tornikes personajma bevri ram damanaxa Tu Ra imaleba misnairi adamianebis ukan misi simkacre da amovdroulad sitbo yvelas moxiblavs .
Sheni yvela istoria gasakutrebulia chemtvis zogi imdenad nacnobia cxovrebiseulad rom zogjer tavi mec personaji mgonia

 


№13  offline წევრი Veronika

სასწაული იყო! ❤️

 


№14  offline წევრი aNuGi

ჩემი ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ !
ხო იცი რა დღეში ვარ (დაბდურა მე) მაგრამ მაინც გავათენე გუშინ ამის კითხვაში და ხოიცი როგორც ველოდებოდი ამ ყველა ემოციას !
ყველაფერი მოვიდა ჩემამდე და ერთიანად გამაბედნიერე <3
ვგიჟდეეები!
ხოიცი როგორც მიყვარხარ!
უნიჭიერესი ხარ, უმაგრესი!
ჩემი სასწაული გოგო სასწაული ისტორიებით :დ <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№15  offline წევრი Strawberry

Auuu, rogor mevasebi! ❤️
Shen xar dzalian magari gogo ❤️❤️❤️

 


№16  offline წევრი jina

ძალიან მომეწონა და წავედი ეხლა შენი სხვა ისტორიებიც უნდა წავიკითხო <3

 


№17  offline წევრი rainbowcolored

ისე მომეწონა სიტყვებით ვერ აღვწერ. შენ ხარ ძალიან მაგარი გოგო ვგიჟდები შენს ისტორიებზე ❤

 


№18  offline მოდერი zia-maria

ძალიან ვისიამოვნრე,საუკეთესო ხარ,სასწაული ხარ და ყველაზე კარგი. kissing_heart

 


№19  offline მოდერი D-roni

აქ რა ხდება და თურმე მე სად ვარ ... ისეთი გახარებული და ბედნიერი ვარ ამ სიტყვების და შეფასების გამო , რომ ჯერ გააზრება ცოტა მიჭირს !
უღრმესი მადლობა ყველას , არარეალურად მიყვარხართ!
რაც შეეხება მეორე ნაწილს , აუცილებლად აგისრულებთ ამ თხოვნას და ერთ პაწაწინა გაგრძელებას გაჩუქებთ , თუმცა ეს მალე ვერ მოხდება , გამოცდები მეწყება და ორიენტირებული მხოლოდ ამაზე ვარ უკვე , გპირდებით როგორც კი დავამთავრებ დაგიბრუნდებით!
უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ !
❤️❤️❤️

 


№20 სტუმარი Guest Yes

Waiting for something new!!!!

 


№21  offline მოდერი D-roni

Guest Yes
Waiting for something new!!!!


იქნება!

 


№22 სტუმარი Guest yes

D-roni
Guest Yes
Waiting for something new!!!!


იქნება!


Hope so :)

 


№23 სტუმარი guest

რა ფილმია ისტორიაში?

 


№24  offline წევრი Kukrali

სად დაიკარგეე მომენატრა შენი ისტორიები მალე გამოჩნდი რაა:( :*

 


№25 სტუმარი Name

Where are u ?

 


№26  offline მოდერი D-roni

ბავშვებო ახალი ისტორია წერის პროცესშია , შევეცდები მალე ავტვირთო ! ❤️
რაც შეეხება ფილმს , რომელიც ისტორიაშკა აღწერილი ... ალბათ მართლაც არსებობს მსგავსი შინაასის ფილმი , მაგრამ აქ დაწერილი შინაარსი მხოლოდ ჩემი ფანტაზია იყო . ❤️

 


№27  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ნუცი აი გენიოსი გოგო ხარ რა heart_eyes

 


№28 სტუმარი Guest Someone

Saaadd xaar

 


№29  offline მოდერი D-roni

ბავშვებო ჯერ ერთი თვე გავიდა ნაადრევად ამიჯანყდით რაღაც :დ
გომოცდები სკოლა და ვოიაჟი ახლა დავამთავრე , რეალურად წერის დროც ახლა გამომიჩნდა და დავიწყე კიდეც , იცით რომ სრულად ვტვირთავ ხოლმე , ამიტომ სანამ არ დავასრულებ ვერ დავდებ!
ძალიან მიხარია ასე რომ მელით და გპირდებით შევეცდები ყველანაირად მაქსიმალურად მალე დაგიბრუნდეთ ❤️

 


№30  offline წევრი friza

ძალიან მომეწონა,სასიამოვნო ისტორია იყო kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent