შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ესეც გაივლის...უბრალოდ არ დანებდე (თავი16)


8-05-2017, 22:39
ავტორი s.a-cicinatela-m.m
ნანახია 1 614

-ნია, ჩემო საყვარელო, გთხოვ დამშვიდდი, დამშვიდდი და ისე მომიყევი ყველაფერი... - სახეზე ცრემლებს მწმენდდა და მეფერებოდა.
ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, მიყურებდა და ვერ ვხვდებოდი რას ფიქრობდა, ამიტომ მის საუბარს ველოდებოდი. განა იმისთვის ვბრაზდები რომ დამტოვა? შეიძლება დაბრუნებულიყო, მაგრამ ის სიტყვები, ის გარემო, ის ხალხი, თუნდაც ის ბიჭი რომელიც დაინახა, სრულიად უცხო იყო ჩემთვის, თან ასე გაცეცხლებული, საშინლად გადარეული, მეც კი შემეშინდა მისი, და ასეთ დროს რა უნდა მეფიქრა? იმაზე რომ სანდრომ დამტოვა ხალხთან რომლებიც სულ რაღაც საათნახევარია ვიცნობდი, თუ იმაზე რომ შეიძლება ვინმე თუნდაც მოეკლა, ან რამე მოსვლოდა... მხოლოდ ერთი მიზეზი არ მაქვს, თან მან კარგად იცის რომ სულ რაღაც ორი თვის წინ დიდი, უდიდესი სტრესი გადავიტანე და ჯერ კიდევ არ ვარ სრულიად ჯანმრთელი გოგონა...
დიდი ხანი ველოდე რომ მოვიდოდა, მერე ავდექი და დაბლა ჩავედი სავარძელში მოვკალათდი, მოვიკუნტე... რას ველოდი? რატომ ველოდი? მოვა? რომ არ მოვიდეს? - ეს კითხვები გამუდმებით მახსენებდა თავს. არ ვიცი როდის ჩამეძინა, რომ გავიღვიძე პლედი მეხურა, სწრაფად წამოვხტი და ოთახი მიმოვათვალიერე, არავინ რომ არ დამხვდა, სანდროს ოთახში შევირბინე, იქაც არავინ დამხვდა, ისევ გამოვედი "მისაღებ ოთახში", მივხვდი რომ სანდრო ღამითაც არ მოსულა სახლში, ამიტომ ყველანაირი ემოცია გაქრა ჩემში, სამზარეულოში -წყალი დავისხი, თითოეული ყლუპი ყელში მეჩხირებოდა, ყელს მკაწრავდა, მივხვდი რომ ჯერ ძალიან ადრე იყო, ამიტომ ჩემს ოთახში ავედი, საწოლზე დავჯექი და თავი კედელს მივაყრდენი, ვერ ვიჯერებდი, ასე აუხსნელად არასდროს შეეძლო ჩემი მიტოვება, მაგრამ რამე ხომ არ მოუვიდა?
-ნიაკო, დეიდაა... - მაღვიძებს დეიდას თბილი ხმა.
-მმმ... -ამოვიზმუკუნე მე.
-საყვარელო, შეიძლება სშემოვიდე?
-მოდი - წამოვჯექი...
-ხომ იცი და გჯერა რომ სანდროს არ დაუტოვებიხარ? ხომ იცი რომ სიგიჟემდე უყვარხარ, ჩემო ერთადერთო დაელოდე, იქნებ სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და საზღვარგარეთ წავიდა? არაფერია გამორიცხული, რა იცი შეიძლება თვითონ დაგირეკოს და შემოგთავაზოს მასთან ერთად წასვლა?
-ჰო, მაგრამ...
-არანაირი მაგრამ არ არსებობს ნია...
-რამე რომ მოსვლოდა? ის სიტყვები სულ დაგავიწყდა?
-კარგი რა ისინი რა მეტაფორებით საუბრობენ ხომ ნახე, ნუთუ გჯერა რომ 19 წლის ბიჭმა შეიძლება ვინმე მოკლას, ან 19 წლის ბიჭი მოკლას ვინმემ, იმედი მაქვს ცივილიზებული ადამიანების გვერდით ვცხოვრობთ...
-არა, ნიტა, ვერ, ვერ დავმშვიდდები სანამ თვითონ არ ამიხსნის ყველაფერს...
-დაურეკე...
-რა? -აქამდე ეს რატომ ვერ მოვიფიქრე, მაგრამ სად მქონდა ფიქრის თავი.
-დაურეკე... -ტელეფონი მომაწოდა...
სანდროს ნომერს ხელის კანკალით ვკრეფ და ველოდები როდის აიღებს... ზუმერი ისევ გრძელდება, მაგრამ არავინ იღებს... -აიღეე, აიღეე... -ბოლოს გამოირთო, გაცეცხლებულმა ტელეფონის გაქნევა ვცადე, მაგრამ ნიტამ გამომართვა...
-მოიცა მე ვცდი...
...
-არ აიღო, ალბათ სადმე კუთხეში აქვს, ან უხმო რეიმზე აქვს დაყენებული და არ ესმის, რომ ნახავს, აუცილებლად დაგირეკავ....
-ნიტა, დამეხმარე რა, ისიც რომ დავკარგო, ალბათ მოვკვდები, ვერ გადავიტან...
- ნიაკო მეორედ ეს აღარ გაიმეორო, უბრალოდ არ გაბედო, შენ დაფიქრებულხარ მაინც რამხელა ვალდებულება გაკისრია ლუკას მიმართ? ან თუნდაც ჩემს მიმართ, ჩემი შვილების, ბებიების, ბაბუების, დეიდების, მამიდების, თითოეულს ის ტკივილი და ტრამვა უნდა შეუმსუბუქო, დიახ შენ შენ უნდა შეუმსუბუქო, ეს ჩაიბეჭდე მაგ ტვინში ერთხელ და სამუდამოდ, ნუთუ შეიძლება ასეთი უპასუხისმგებლობა? კარგი რა, მე ასეთ საქციელი არც ნუციკოსი და არც მიშას არ დამინახია, არასდროს, მათ ჩრდილში როდემდე გინდა იცხოვრო? ნუთუ არ გინდა - უი ეს ნუციკოს და მიშას შვილია , ამის მაგივრად თქვან - უი მიშიკო და ნუცა ამ გოგოს მშობლები იყვნენ, ამაზე ცოტა კიარა ბევრი უნდა იიფიქრო და არამარტო იფიქრო, უნდა გაიაზრო, დაფიქრდე მომავალზე, არ დაივიწყო წარსული, წარსულით ისწავლე და შეინახე ის წუთები რომლებიც გახარებდა, გაბედნიერებდა, აი ის წუთები რომლებმაც ოდესღაც გაგაუბედურა ყოველთვის გახსოვდეს, და ამით მიაღწევ დიდ წარმატებას, შენ საკუთარ თავსვე უნდა შეუქმნა ისეთი კომფორტი რომ ის უბედურება დაამარცხო რომელიც დღესდღეობით უფრო ჭარბობს შენში, ვიდრე ბედნიერება. ვიცი სწავლა არ გიჭირს და ეჭვიც არ შეგეპაროს რომ მე სულ შენ გვერდით ვიქნები, სანამ ჩემი პატარები გაიზრდებიან შენ იქნები ჩემი ჭკვიანი გოგო, რომელიც დიდ წარმატებას მიაღწევს... თუ გინდა სწავლა საფრანგეთში გააგრძელე... იქ დეიდაშენთან ჩადი, ხომიცი შეიძლება უხეშია, მაგრამ შენთვის არაფერს დაიშურებს... ამაზე კარგად დაფიქრდი, ლუკაზე არ იდარდო მასთან მე დავრჩები, საერთოდ აქ გადმოვალ, ბავშვებთან ერთად, ზოგჯერ მამა მოაკითხავს და მასთან წაიყვანს... აქ არაფერი გაგვიჭირდება, ხომ იცი რომ შენთვის მხოლოდ საუკეთესო მინდა, წადი და რაც გინდა ის ისწავლე, მაგრამ შენთვის კომფორტული მომავალი შეიქმენი, გახდი ისეთი რომ არავინ დაგჭირდეს დასაყრდნობად. ამას სერიოზულად გეუბნები, თუ გინდა ამ წამსვე მიიღე გადაწყვეტილება,ასევე უამრავი დრო გაქვს... ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა. ახლა წავალ საკმარისზე მეტი ვილაპარაკე და ალბათ თავიც აგატკიე, შენ ცოტა დაისვენე, დღეს დავისვენებ, აქ დავრჩები, ამიტომ შეგიძლია ნახევარი დღეცკლი იძინო - გაიღიმა - მიყვარხარ -მოვიდა და მხურვალედ მაკოცა ლოყაზე, როგორც დედამ იცოდა, ვალზე ცრემლიც კი მომადგა, გავიდა, მე საწოლში ჩავწექი და საბანში ჩავიმალე, მინდოდა რომ გამეღვიძებოდა სანდრო ჩემს გვერდით ყოფილიყო, და მისი სახე დამენახა, მისი ღიმილი, ეს სრულიად საკმარისი იყო ჩემთვის....



/////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////
ნია რომ დავინახე მივხვდი რომ ყველაფერი აირია, ნიას დავეწიე და მხარზე მოვქაჩე, მან კი უხეშად მომიშორა და ოთახში ავიდა, ნიტას გაუკვირდა რაც მოხდა, მე კი ყველაფერს მივხვდი და ავიდა თუ არა ნიტა მაშინვე ვწვდი ტელეფონს და სანდროს დავურეკე, არ აიღო ახლა კი დავრწმუნდი რომ ზუსტად ის მოხდა რაც გავიფიქრე... მერე ზურასთან გადავრეკე...
-ზურა, ბარო ძმა, რა ხდება ტოო...
-აუუ, ლუკ მოვიდა ნია სახლში?
-კი, რა ხდება არ მეტყვი?
-აუ რა ჯიუტი და გყავს ეე, რამდენი ვინერვიულე...
-კაი, და რა ხდება ამოღერღე... -ანერვიულებული ვუთხარი მე
-ნოე გახსოვს?
-როგორ არა, მაგას რა დამავიწყებს, ეგ ....შვილი, ... - უცებ ამიტაცა ნერვებმა და თავი ვეღარ მოვთოკე.
-ხოდა მაგ ნა.....მა, მის ძმაკაცებთან ერთად ჯერ სანდრო გაიტყუა და მერე დაიჭირეს, ვეღარ დავეწიეთ, მაგრამ უეჭველი ვიცი სად იქნებიან...
-რაა? კიდე ეგ გაბედა?
-მაგარი გარეკა, დებილია ამხელა კაცი...
-ვიფიქრე ნანობს თავის დანაშაულს და...
-ნანობს არა ტყემლავს კიდე - გამაწყვეტინა მე.
-კაი კაი, ახლა სად ხართ თქვენ?
-არ არის საჭირო შენი მოსვლა, ხო იცი ახლა ნიას უნდა მიხედო და სანდროზე არ უნდა გაიგოს რა,
-რათქმაუნდა, ვერც გაიგებს, ჯობია იცოდეს რო სხვაგან წავიდ და ეწყინოს, გაბრაზდეს ვიდრე...
-ჰოჰო, ჯობია, ეგრე უთხარით რა, კაი კაი წავედი,
-მიდი, მიდი.. -გავთიშე და მდივანზე დავჯექი, დღეს აღარ მინდოდა ნიასთან ლაპარაკი და საერთოდ დრო მჭირდებოდა როგორ მეთქვა ისე რომ რამე არ შემშლოდა, თან ახლა ანერვიულებულია...
ოთახში ვიყავი, მაგრამ არ მეძინა ან როგორ დავიძინებდი? კარის ჭრაჭუნი მომესმა, მივხვდი ნია იქნებოდა, ჯერ დაველოდე, მერე კარი გავაღე და მეც დაბლა ჩავედი, რომ დავინახე როგორი უცოდველი კნუტივით, მობუზულიყო, ბეღურასავით აკანკალებდა და გამუდმებით იმეორებდა -სანდრო? ნოე? არ მოკლა... - მივხვდი რომ რაღაც იცოდა ამიტომ ადვილი არ იყო ამის გადასხვაფერება და ახსნა... პლედი მოვიტანე და დავაფარე, მერე შუბლზე ვაკოცე, რამდენიმე საათი მის გვერდით ვიჯექი და ვფიქრობდი, მისთვის უკეთესი მხოლოდ აქედან წასვლა თუ იქნებოდა, მხოლოდ ამით შეძლებდა ამ ყველა ტკივილის დავიწყებას, გადავწყვიტე ნიტას დავლაპარაკებოდი, ის ნამდვილად დამეხმარებოდა, მას ნიაკოზე დიდი გავლენა ქონდა. მერე ავდექი და ოთახში შევედი, კარი ოდნავ ხმამაღლა დავხურე, აღარ შემიმოწმებია ნია თუ გავაღვიძე, პირდაპირ დავწექი და დამეძინა....
დილით ნიტას ყველაფერი ავუხსენი, რათქმაუნდა ნოეს, სანდროს და ძველი ამბების გარეშე. მერე ნია შევიდა და ნიას ელაპარაკა... როგორც მივხვდი კარგად და საკმაოდ დამაჯერებლად, რაც უფრო მალე წავა აქედან, მით უფრო კარგი იქნება მისთვისაც და სანდროსთვისაც, რაც მთავარია ჩემთვის, აბა როგორ შევძლებ მისტვის ამხელა ამბის დამალვას?!
-ანდრეა რამე ახალია?
-არაფერი ძმაო, ისევ ვეძებთ, მაგრამ არსად არ ჩანან... -დამწუხრებული ანდრეას სახე ახლაც წარმომედგინა
-არაუშავს, მალე იპოვით, იცოდე ყველაფერი გამაგებინეთ რა, გუშინ ზურას კი ვუთხარი, მაგრამ არ მოხვიდეო...
-ჰო, არა ლუკა ეგ არც კი გაბედო, ვაფშე ახლა სად ხარ?
- სახლში, სად უნდა ვიყო...
-მერე ნიამ არ გაიგოს ტოო
-არა გარეთ ვარ,
-ჰოო, შენ მაგ საქმეს მიხედე დანარჩენი ჩვენზეა...
-კაი ანდრეა, წავედი... -გამოვრთე და სახლში შევედი, ნიტა ჩამოსულიყო....



დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია მოგეწონებათ.....
სულ არაფერს ხომ ჯობია?!



№1  offline მოდერი bla.ell

აუუუ პატარაა://// უუხ ზარმაცო ველოდები შემდეგ თაავს heart_eyes

 


№2  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

bla.ell
აუუუ პატარაა://// უუხ ზარმაცო ველოდები შემდეგ თაავს heart_eyes

joy joy joy გეთანხმები ზარმაცი ვარ...

 


№3  offline მოდერი bla.ell

s.a-cicinatela-m.m
bla.ell
აუუუ პატარაა://// უუხ ზარმაცო ველოდები შემდეგ თაავს heart_eyes

joy joy joy გეთანხმები ზარმაცი ვარ...

ქალოოო გიცდი მე შენ:// მალე დადე თორეე,მტრობა ვიციიი...მტრისასjoy

 


№4  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

joy joy joy joy ჩვენ არ გვინდა მტრობა...❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent