შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

2.პროფესორი მეტიჩარა


9-05-2017, 00:06
ავტორი blue witch
ნანახია 2 220

კონსპექტებაჩრილი ვაჭრი მისაღებ ოთახში. სიმართლე, რომ ვთქვა ადრე არ მესმოდა მობუზღუნე სტუდენტების, შემინდოს ღმერთმა! შემოდგომა თვალსა და ხელს შუა გამეპარა, სოფოს ისევ ვატოსთან ერთად მოუნდა ჯლიგინი, ჰოდა ვართ მარტოები,მე ჩემი გადაქსეროქსებული ფურცლები და ყავა. ნეტა ვინ სიკვდილმა მოიგონა ეს უნივერსიტეტი! თავში უნდა ურტყას კაცმა ეს კონსპექტების ორტომეული და მერე ჩემი მომზადებული ჩაცომებული ბისკვიტი აჭამოს, მრავალფეროვნებისთვის ცხელი ტაფის სიფათში ტაკებაც შეიძლება! სანამ წყევლა კრულვით ვსწავლობ ზღვა მასალას, პარალელურად კაი ბაბნიკივით ვილანძღები და იმ მომენტში კარაგდ მესმის სტალინის.
ტელეფონის წკრიალი არღვევს სახლში გამეფებულ სიჩუმეს, თვალებმოჭუტული დავყურებ ეკრანს და მაშინვე ზიმბაბველი ვირი მახსენდება, რა არ გამახსენდებოდა, ლამის ყოველდღე ვხედავ (ვატოსთან ერთად ხშირად მოდის ჩვენთან, სოფოს შევთავაზე არ გინდა სხვა შეყვარებული გიპოვო-მეთქი და ქვაბი გამომიქანა),თანაც ფეისბუქზე ახალი ფოტო დაუდია, როგორც ყოველთვის თმები ძროხის ნალოკივით უდგა აფოფრილ პოზიციაზე, „გოგოებო მიყურეთ, ჩემს გულში ყველას ადგილია“ გამომეტყველება აქვს.
სოფოს ტელეფონით უნდა გავუტეხო თავი, მაგის მოწერილი მესიჯი, რომ არა სულ არ შევეთრეოდი ფეისბუქზე, შესაბამისად ვერც ამ ახალი გვინეის პაპუასს დავინახავდი,მახინჯ პაპუას, ანდა ჯანდაბას ,სულ ოდნავ სიმპატიურ პაპუასს.
თავს ქეციანი ძაღლივით ვიქნევ, ფეხებს კედებში ვჩრი და სოფოკლეს შეკვეთილ პურზე მივდივარ მაღაზიაში.
* * * * * * *
-იცი რა მაგარი იყო?!-უკვე მეთოთხმეტედ იწყებს სოფიკო.-მე და ვატო კაფეში ვიყავით და...
-და შემდეგ გითხრა მსოფლიოში ყველაზე მეტად მიყვარხარო, მოგართვა ეს თეთრი ვარდები და თუარ მოკეტვ შენ ვენოკად გამოვიყენებ!- გაცეცხლებული სიტყვის დამთავრებას აღარ ვაცდი ისე ვეუბნები უკვე გაზეპირებულ „ვატო მსოფლიოს მერვე საოცრებაა“ ისტორიის შინაარს. მგონი ეს უფრო დავიზუთხე ვიდრე საგამოცდო საკითხები!
-რაიყო გოგო რა ხასიათი გაქვს!-ხითხითით დგება სოფო,-ყავა გინდა?
-საწმლავს ნუ ჩამიყრი !-გავძახი.
სოფო წინ დიდ ფინჯანს მიდგამს, სავრაძელში ენარცხებადა ჩანთიდან თავის ფურცლებს იღებს დამჟავებული სახით. გულში ბოროტი დედაბერივით ვწიკვინებ, რაო დავბრუნდით სამოთხიდან დედამიწაზე?
-ის მაინც აღიარე, ხოა მაგარი ვარდები?-თვალებს ვატრიალებ, ვაიმე ამას სამეცადინო არ აქვს თუ ტრაქტატი გააფორმა „როგორ დავბღმოთ და შევუშალოთ ხელი სალომეს დედააფეთქებული კონსპექტის სწავლაში.“
-სოფოოო!-გამხეცებული ნადირივით ვღრიალებ.-შენ ნიკას ნატესავი ხომ არ ხარ? ნუ შემიჭამე ტვინი ადამიანო, გითხარი ძალიან ლამაზი ვარდებია და ისიც იცი როგორ მიყვარს ვატო, მაგრამ ერთი და იგივე ამბავს ნუ მიყვები ათასჯერ! ამ ჯახნაბას მოვრჩები და შემდეგ გამიბურღე ტვინი!-ვასრულებ მონოლოგსდა გაეროს სხდომაზე მყოფი კეთილი ნების ელჩივით ვიჯგიმები, არა რა გენაცვალე, ჩემნაირი ორატორი პარლამენტში უნდა იჯდეს.
- რა შუაშია აქ ნიკა?-მეკითხება ჩემი ტვინმრუდე და , მოიცა ამხელა ფილოსოფიური მსჯელობიდან მსოფლიოს ტვინმრუდეთა გაერთიანების უფროსის სახელის მეტი ვერაფერი გაიგო? ტყუილად ვიყბედე ამდენი?
-ხშირად მიხსენე, განწყობა ჯრ მთლად არ მომსპობია.
-შენ თვითონ ახსენე.-ზუსტად ისეთი სახე აქვს როგორც ივანიშვილ-სააკასვილს ერთმანეთთან შეხვედრისას, ანუ მზერით მეუბნება ისედაც ვიცი რატომ ჩააკერე შენს სიტყვებში და შენ ნააზრევს ვხვდები მახეში ხარო.
-ჯობდა ისევ ვატოზე გელაპარაკა.-ვდუდრუნებ ტრიუმფის შემდეგ ფიასკოთი მიწაზე დაბრეხვებული.
-სხვატაშორი შენ და ნიკა ერთი პერიოდი რაღაც შეყვარებულებივიტ იყავით.-მახსენებს სოფიკო, შენს გარეშეც ვიცი ეგ ქალბატონო ფილთიკოზა! ჯერ სკლეროზი არ დამწყებია!
-უბრალოდ მეგობრები ვიყავით, თუმცა მაგისმა ფან-კლუბმა ყველაფერი გააზვიადა.-სეტყვასავით ვაყრი, ერთი სული მაქვს თემა შევცვალო, რას ვამბობდი, მშვენიერი ვარდებია .
-ერთმანეთს მყეფარი ძაღლებივით დასდევთ, მასე ფრთებს ვერ გაშლი სალიკუნა.-მმოძღვრავს აინშტაინის გარე ბიძაშვილი.
-მთავარია შენ გაშალე ! ფრთხიალდ თორემ ჩამოგანარცხებ მიწაზე.
საბედნიეროდ მეცადინეობის პროცესს უხმოდ ვაგრძელებ, რასაც ვატოს ზარი მოსდევს,ჭაკი ცხენივით მივჭიხვინებ კარის გასარებად.
-კიდეკაი მოხვედი, შენმა ქალმა დამიბუჟა ტვინის ყოველი უჯრედი,მოსვლის წუთიდან გაუჩერებლივ იყროყინა!-ვახლი გაცისკროვნებულ ვატოს.
-არ მეგონა ყროყინში შენთვის ეჯობნა.-ჰაჰ, იმედია ყური მატყუებს და ამ შავი მერანით მქროლავი , რეგვენი ორფეხა ჯორის ხმა არ გამიგია.
-სალამი სოფი!-წესით თვალიც უნდა მატყუებდეს, კლასის ვარსკვლავბიჭუნა, დიდი გულთამპყრობელი და ჩემთვის უბრალოდ ლენჩი, გლუვტვინა, რაღაც უცნაური სახეობის წარმომადგენელი ინდივიდი სახლში ჯვაროსანი მოლაშქრესავით შემოდის.
-გმადლობთ შემოპატიჟებისათვის!-აუფ, დალეწა იუმორის საკლიტურები.
-სარკაზმმა არ შემიცოდავს ასეთი არაფერიო.
ვატო და სოფო ღიმილით ეკვეტებიან ერთ სავარძელში.
-კარგით რა ხალხო.-უკმაყოფილოდ იბზუებს ცხვირს სოფო.
-დაანებე ამათ ტავი.-ეკრიჭება ვატო. ჰო დრო არ დაკარგოთ საკმარისად არ დაგთხრიათ შავი თვალები ერთურთის ცქერით!
-სოფი დარწმუნებულები ვართ, რომ ნამდვილად შენი დაა?-ხორცებამოსაჯიჯგნი ნიკანორი კვლავ სოფიკოს ეკითხება.
-რავიცი, ჩემზე ერთი წლითაა დიდი.-
-გეტყობა კიდეც, შენ სკოლაში შევლისას ხუთის იყავი, მე შვიდის გავხდი, ჰოდა შემთხვევით მოხვდიტ ჩემს კლასში, ნიკაც უმცროსია ჩემზე , მაგ მიზეზით გაკლიათ განვითარების დონე.-ცინიკურად ვიღრინები.
-გადმოაფრქვია ბრძნული აზრები! თერთმეტი თვე არ შემარჩინო!-ბუზღუნებს ნიკა.
-დალევთ რამეს?-გვაწყვეტინებს ფეხზე წამომდგარი სოფო.
-ვატოს და მე ყავა როგორც ყოველტვის, ამას თუ გინდა დარიშხანი ჩაუმატე,-ბრძნულად მივანიშნებ ნიკაზე.-ისეთი შხამიანია არაფერი მოუვა.
-ეხლა წყნარად ცოტა, რამდენი მოგითმინო!-სერიოზულად მიბღვერს ხეთები ბელადი და ტენოჩტიტლანის (ავტ. შენიშვნა: დღევანდელი მეხიკოს ტერიტორიაზე, აცტეკების განვითარებული ცივილაზია, ქალაქი კოლუმბამდელ ამერიკაში.) მცხოვრები.
-გული არ გამიხეთქო.-ვეჯღანები.
* * * * * * *
-სულ ჩენთან უნა ეგდოს?-ვებურტყუნები სოფიკოს როცა გუშინდელი საღამო და აღა-მახმათ-ხანივით გართხმული ნიკა მახსენდება.
-რა მოხდა? ჰაერს ვერ უნაწილებ თუ ერთი ჭიქა ყავა გენანება?-ჩამსისინებს საპასუხოდ.
-ზუსტადაც!-ჯოკონდასავით ვიჯგიმები.
-არ გეშველება შენ არაფერი.-რენტგენოლოგივით გამოაქვს დასკვანა.
-პროფესორთან ხმას ნუ უწევ!
-მეტიცარასთან?-ხვიხვინებს სოფო.
-პროფესორი მეტიჩარებიც არსებობენ,-ეფბიაის აგენტივით ვეჩურჩულები.
-მაგალითად შენ და ნიკა!-შეთქმულივით ხორხოცებს.
-სოფოკლე, შენც გადაგიბირა ხო? შეეენც სოფიკო?-კეისარის ხმით ვაცხადებ.
-მომქრტამა.
-მაინც რით?
-გოჭის ხორცით,-მეღრუტუნება სოფო,-რითი უნდა მოვექრთამე გოგო.
-თეთრი ვარდებით!-დაუყოვნებლივ ვპასუხობ, ეხლა არ გვინდა ერთგულების ფიცი, ყველამ ვიცით რა გამყიდველიც ხარ!
-საღამოს რესტორანში მივდივართ სავახშმოდ...
-მერამდენედ უნდა გითხრა, სოფო-ვატოს რომანტიკული თავგადასავლები ...
-ოთხნი!-მკაცრად მაწყვეტინებს სოფო.
-ვინ ოთხნი?-ჩემ გაწამებულ ტვინს მიღებული ინფორმაციის გადახარშვა უჭირს.
-მე, ვატო, ნიკა და შენ.-ვიაზრებ თუ როგორ მაქვს თვალები გადმოკარკლული.
-მე რა შუაში ვარ? წამოათრევს ნინასაც მაგ ორმაგ პაემანზე, ჰოდა ვიქნები მურმანის ეკალივით ჩახიდული.-წიკვინისგან თავს ვიკავებ.
-ნინას კარგა ხანია დაშორდა.-ჩემი ტვინის ერთი ჩერჩეტი ნაწილი ჰაერში მალაყს აკეთებს.
-აი დარდი!
-წამო რა!-მთხოვს წიხლამორტყმული ლეკვის თვალებით.
-არა!-ვჭრი მოკლედ.
* * * * * * *
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გადაწყვეტილების მიღება შემეძლო, სამწუხაროდ ცემი „არა“ არმოჩნდა „ჯანდაბას თქვენი თავი წამოვბლაყუნდები“. ღია ცისფერი,ფრიალა კაბა პირველია რაც ხელში მომხვდა, სამაგიეროდ მაკიაჟზე სოფომ იზრუნა. ტყავის ბათინკებს და ტყავისავე ქურთუკს ვირგებ.
-იმედია წესიერი მენიუ იქნება, სხვანაირად თავს წაგაცლი.-ვემუქრები ძვირფას დაიკოს.
სადარბაზოსთან ნაცნობი მერსედესი დგას, რა არი ვატომ მანქანა გააქირავა ? ცემდა გასაკვირად ვატო თავის ტოიოტაზეა აყუდებული.
-დაბრძანდით.-ღიმილით მიღებს მანქანის კარს ნიკა. ეხლა ბებრუხანა კატია არ მიყურებდეს ლოკატორებად გქეული ყურებითა და პროჟექტორის თვალებით ნახავდით რა ისტერიკებს მოვაწყობდი აქ!
-კეტილი მგზავრობა!-ხელს მიქნევს წინა სავარძელზე ხალიფასავით გაბრენძილი სოფო, მოხვალ სენ სახლში!
-აბა გავგრიალდეთ baby?
-სანამ ჩამილეწია ეგ დაღრეცილი კბილები და გამიერთიანებია ეგ გასიებული თავ-ყბა მანამდე მიბრუნდი და დაძარი შენი ჯართი ადგილიდან.-ვებრეხვები „ჯართის“ კომფორტულ, ტყავის სავარძელში.
-რა ეკლიაანი ხარ!
-ვარდი უეკლოდ არ არსებობს!-ვეჯღანები, თან უკვე მაცდურად მეჩვენება ღვედით თავის მოხრჩობის იდეა, სუიციდიც კი უფრო მიმზიდველია ვიდრე ამის მანქანით აქეთ-იქით გრიალი!
* * * * * *
-ინებეთ!-ცისფერთვალება მიმტანი ღიმილით გვიდებს შეკვეთას.
-მადლობა.-უღიმის ნიკაც, არა რა შანსი მქონდა, რატომ არ ჩამოვუღე კბილები?! უკვე მეოთხე გოგოს აბამს, რა უბედურებაა ქალის უნახავია თუ?
-აქვე ვიქნები!-აქვე იქნები კიარა წაეთრიე შვილო თორემ დაგთხარე ეგ ზღვისფერი თვალები!
-ცაზეტქე სალომე, თუ რამეა ჯერ შენ გასინჯე, მნიშვნელოვანი ხალხი ვართ და არ დაგვხოცო.-ქირქილებს ორფეხა ღორი, ის ღორი ცოტა ხანში ოთხზე, რომ ვატარებ.
ჭამის პროცესსი არასოდეს ყოფილა ასეთი საშინელი, ლუკმა ყელში არ გადამდის და ორ ლიტრამდე წყალს ვაყოლებ.
-ვიცეკვოთ?-სთავაზობს ვატო სოფოს, ეს უკანასკნელიც ჩორთით მიჰყვება, მე ამ ფსიქოპატთან მტოვებენ, აი ზრდილობა!
* * * * * * *
-ჩამოსწიე ეგ მენიუ.-მეუბნება ნიკა, ნახევარი საათია რაც ვატო და სოფო ბაღში გავიდნენ სასეირნოდ, ამასობაში თექვსმეტჯერ წავიკითხე მენიუ, უკვე მეშინია გამოცდებზე კერძების ჩამოთვლა არ დავიწყო.
-შენი საქმე არ არის. საერთოდაც ნუ მიჭამ ტვინს.-თვალების ტრიალით მეჩვიდმეტედ ვვიწყებ კითხვას.
-მაშინ ერთხელ მეცეკვე.
-წადი მიმტანს ეცეკვე.-თავაუწევლად ვპასუხობ.
-ძალიან გთხოვ.
-შენთან ცეკვის ერთი მიზეზი მაინც მითხარი? სკოლაში აღარ ვსწავლობთ, ეს არც ბანკეტია და არც კლასის ქეიფი, ჩემთან მეგობრობა არ გინდა, ნაცნობი ხარ მხოლოდ, ამიხსენი რატომ უნდა გეცეკვო?-წარსულის გახსენებაზე ლამის ღრიალი დავიწყო, ვინ მოთვლის რამდენჯერ ვიცხუბეთ სულელი გოგოების გამო, რა შარიანი და თავხედი ვირია, როგორ მეზიზრებოდა ხანდახან! რატომ ჰგონია, რომ ყოველთვის შეუძლია გამოასწოროს შეცდომები?
-ვინ გითხრა შენთან მეგობრობა არ მინდაო?-ბრაზიტ მეუბნება ის.
-ისეთი ჩამოუყალიბებელი ხარ! შენი საქციელი მუდმივად მაბნევს, მე არ მიყვარს გაურკვევლობა!-ვუღრენ, თან მენიუს ჯვაროსანთა დროშასავით ვაფრიალებ.
-თქვენის ნებართვით ერთი წუთით გავალ!-სარკასტულად ვამატებ.
საპირფარეშოდან დაბრუნებულს გზაზე ერთი ტიპი მეღობება, მთვრალს ჰგავს.
-მეცეკვები?-ღიმილით მიცხადებს და წამში ვცნობ, ოთარია, მამაჩემის ძმაკაცის შვილი. ამ თბილისში ყველა გადამთიელი ერტად როგორ შეიყარა?!
-იცი-თვალებს გიჯივიტ ვატრიალებ, თვალში ბართან მდგოომი ნიკა მხვდება,-ნიკას დავპირდი, მაპატიე ხომ ხვდები?-უხერხულად ვუვლი გვერდს, ნიკასტან მივრბივარ, ლამის ძალიათ მივათრევ საცეკვაოდ.
-ოთარისგან გადამარჩინე , ვუთხარი ნიკას დავპირდი-მეთქი.-ენაჩავარდნილი ნიკა მხოლოდ თავს მიქნევს.
Christina Perri - A Thousand Years ჟღერს. მაშინვე ბინდის საგა მახსენდება, რა უცნაურია, მაინც საიდან ამოთხრიან ხოლმე პაპიჩემის დროინდელ სიმღერებს. თუმცა ძალიან მომწონს და ტანს სიამოვნებით ვაყოლებ.
ვცდილობ არ ვიფიქრო ნიკაზე, არც იმაზე, რომ მის სხეულზე ვარ აკრული, ყურებში სისხლის შხუილის, საკუთარ გულისცემისა და ინგლისური სიტყვებს ნაკადი ჩამესმის.
* * * * * * *
არა ღმერთო! ამ შაბათ დღესც აფოფრილ ინდაურს ვგავარ! სავრცხელი ამას ვერ უშველი, სააბაზონოს დასალაშქრად ვემზადები როცა სოფოს წიკვინი მესმის.
-ჩქარაააა, სალომე აქ მოდი!-ახლა რა ხდება? ხელი ხომარ სთხოვეს?
ატლასისხალათმოსხმული , ფლოსტების ტყაპატყუპით გავდივარ დერეფანს, კართან ყვავილებისმაგვარ რაღაცას ვამჩნევ, ალბატ ვატომ გამოუგზავნა, ახლა უნდა ამიკლოს მტელი დღე!
-ეს შენთვისაა!-მიმანიშნებს უხარმახარი კესანეების თაიგულისაკენ, ვშეშდები, ყვავილები ადრეც მიმიღია, მაგრამ თავზე გადავაპუტე მჩუქნელს, ნეტა რომელმაჭკუათხელმა გამოგზავნა?
-იქნებ შენთვისაა?-იმედიანად ვეკითხები, არ მინდა ტვინი უცნობ თაყვანისმცემელზე ფიქრით ვიღრძო.
-კურიერმა შენს სახელზე მოიტანა.-ყველა იმედს მიწურავს სოფიკო.
ცისფერ ყვავილებში თეთრ ფურცელს ვხედავ, კიდევ ერთხელ ვიიმედებ ტავს, რომ ვინაობას დაწერდნენ. ლამაზი, ბეჭდური ასოებიტ წინადადებაა გამოყვანილი: „მაპატიე თუ ხანდახან გეუხეშები, ასეთი ვირი ვარ და რა ვქნა, დაბადების დღეს გილოცავ!“ გაოცებისაგან ვკივი, როგორ დამავიწყდა, დღეს ათი დეკემბერია!
p.s ყველანაირად ვეცადე დიდი გამოსულიყო, უმორჩილესად გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი პერსონაჟებთან და მოთხრობასთან დაკავშირებით, წინა ტავს საკმაოდ ბევრი ნახვა ჰქონდა და არც თუ ისე ბევრი კომენტარი. რათქმაუნდა მე პირველ რიგში საკუთარი თავისთვის ვწერ, მაგრამ მინდა მკითხველსაც ვასიამოვნო. ველი კრიტიკას. ლავი იუ! <3



№1  offline წევრი londoni

კარგი იყოო, განსაკუთრებით იუმორი მომწონს:დდ მალე გააგრძელე, ველი შემდეგს<3

 


№2  offline წევრი blue witch

ძალიან დიდი მადლობა ყველას <3 heart_eyes მაფატიეთ ფეისბუქიდან დატოვებულ კომენტარებს, რომ ვერ ვპასუხობ, მიხარია თუ ორ კაცს მაინც მოსწონს, იმედია გაიზრდება მკითხველთა რაოდენობა, ვეცდები მალე დავდო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent