სანდრა ლიპარტელიანი (თავი 2)
მე კიბო მაქვს! დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამოაღვიძა.ეს ყოველივე უკვე აუტანელია.ჯერ მხოლოდ დილის 5 საათია,მე კიდევ ცოფიანი ძაღლივით,ენაგადმოგდებული დავდივარ ოთახიდან ოთახში.სპორტულად გამოვეწყვე და სარბენად გავედი.მოიცა,მე ხომ არ უნდა გადავიტვირთო,მაგრამ ვის აინტერესებს.იცით? იცით რა კარგია თბილისი დილით,როდესაც თითქმის არავინ არაა ქუჩაში,ნუ თითქმის კიარა მართლაც არავინაა.იდეალურია....არ ვიცი როდის შემძულდა ხალხი ასე,უბრალოდ მათი იმედი დავკარგე,ალბათ მაშინ როდესაც დედა მოკვდებოდა და მეუბნებოდნენ ვერ ვუშველით,ფულს თუ არ მოიტანო.როგორ,როგორ შეუძლიათ ასეთი ბოროტები იყვნენ.არ შემიძლია მათი ატანა.მხოლოდ 1 თვე გავიდა რაც იდეალი ქალი დავკარგე.ძალიან ძნელია,როდესაც დედას კარგავ და მითუმეტეს ძნელია,როდესაც "პატარა" ხარ.მართალია მას არ ვუყვარდი,მე მაბრალებდა იმას რომ მამამ დაგვტოვა,მაგრამ ის მაინც დედაჩემი იყო.მისი სითბო არ მიგრძვნია,მაგრამ ჩემთვის ის მაინც კეთილი და თბილი იყო.არ ვამბობ მასზე ვგიჟდებოდითქო,მაგრამ მაინც მიყვარდა 'რაღაცნაირად' . შეიძლება იფიქროთ დედაზე ასე როგორ ლაპარაკობსო,მაგრამ ჩემს ადგილზე რომ იყოთ თქვენც ასე იქნებოდით.არავის არ გისურვებთ,რომ დედის სითბოს მოკლებულნი იყოთ. სირბილით თავი არ მომიკლავს,მხოლოდ 15 წუთი "დავრბოდი" შემდეგ იქვე სკამზე ჩამოვჯექი და გარემოს მოვავლე თვალი,და მაინც როგორი ლამაზია თბილისი დილით.შორიახლოს მორბენალი ბიჭი შევნიშნე,მასაც გაეღვიძა?? ჰმმმ რას გაიგებ.... ეს თავი კი კვლავაც მტკივა,ოდნავ თავბრუს ხვევას ვგრძნობ და სკამს ძილერად ვეჭიდები.მხარზე ვიღაცის ხელს ვგრძნობ და ძლივს ძლივობით ვახელ თვალებს,და ვშეშდები.ჩემს წინ, პირდაპირ ჩემს წინ "ჩემი" მწვანეთვალება დგას და შეშინებული (ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ) დამყურებდა თავზე. -კარგად ხართ?-მეკითხება ბოხი,მაგრამ ძალიან,ძალიან სასიამოვნო ხმით.აი იმ ხმით რომლის გაგონებაზეც 2 წელი ვოცნებობდი.გგონიათ გიჟი ვარ?? მართალი ბრძანდებით!! -დიახ! იცით მე...არა არაფერი-უხერხულად ვიშმუშნები და კვლავაც თავბრუს ხვევას ვგრძნობ. -სახეზე მთლიანად გაფითრებული ხართ,შემიძლია რამით დაგეხმაროთ?-კვლავაც სასიამოვნო ბარიტონი და თითქოს უკეთ ვარ. -არა გმადლობთ! უკეთ ვარ-თავდახრილი ვჩურჩულებ -სახლამდე მიგაცილებთ თუ არ იქნებით წინააღმდეგი-შემომაპარა თითქოს და მორიდებით.. -არ მინდა შეგაწუხოთ!-ვთქვი მორცხვად,მაგრამ გული სალტოებს აკეთებდა. -არა რა შეწუხებაა..მე ალექსანდრე ვარ.ალექსანდრე ბურდული.-მეუბნება და მიღიმის.ამას ჩემი მოკვლა უნდა? გამომაშტერა.რას მოესწარი ლიპარტელიანო... -დააა თქვენ?-უხერხულად მიღიმის.სულ დამავიწყდა პასუხის გაცემა.რა უხერხულია.. -აამ უკაცრავად.. მე სანდრა ვარ ლიპარტელიანი-ვუღიმი საპასუხოდ. -სასიამოვნოაა სანდრა.აბა წავიდეთ? -დიახ წავიდეთ-თავს ვუქნევ და ისიც წამოდგომაში მეხმარება. უხმოდ ვაგებებ ჩემს ხელს,მისას და მთელს ტანს ბუსუსები იკავებენ. -აბა სანდრა მომიყევი შენზე რამე? ხომ შეიძლება შენობით მოგმართო? -კიი რა თქმა უნდა.მოსაყოლი ბევრი არაფერია.სახელი და გვარი იცი..-ვუღიმი და ვაგრძელებ-18 წლის ვარ.არ მყავს არც დედა,არც მამა,არც დედმამიშვილი,არც დაქალი... ნუ მოკლედ რომ ვთქვათ არავინ.ვსწავლობ... მე-12 კლასელი ვარ.ჰო მგონი მოვრჩი.-გავხედე და გავუღიმე.ჯერ დუმდა,შემდეგ კი შემომხედა და სევდიანად გაიღიმა. -ცუდია-მხოლოდ ეს თქვა.ან სხვა რა უნდა ეთქვა -ჰომ ალბათ.შენზე რას მეტყვი?-სიტუაციის განსამუხტად ახლა მე ვკითხე.. -სახელი და გვარი იცი-ჩემი ნათქვამი გაიმეორა და გაიცინა.ღმერთო მართლა ჩემი მოკვლა უნდა-21 წლის ვარ.მშობლები მყავს ნოე და ლინდა,მეგობრები ძალიან,ძალიან ბევრი...მგონი სულ ესაა.აი შენს სადარბაზოსთანაც მოვედით ესაა ხომ? -კიი ძილიან დიდი მადლობა.და ბოდიში შეწუხებისთვის.-ვუღიმი მადლიერი -არაფრის და არ შეგიწუხევივარ-თავს ვუკრავ და ისის იყო სადარბაზოში უნდა შევსულიყავი,რომ დამიძახა და მეც შევტრიალდი. -სანდრა.დღეს რაიმე გეგმები გაქვს? -არა სკოლის მერე თავისუფალი ვარ 7-მდე-ვეუბნები გულაჩქარებული -შეიძლება ყავაზე დაგპატიჟო-მეუბნება და თავს დაბლა ხრის. -კარგი,მაგრამ ჯერ რაღაცას გეტყვი და თუ ამის მერე მაინც მოგინდება შეხვედრა,მე თანახმა ვარ...-ვეუბნები და ისიც უცებ სწევს თავს და მიყურებს.ჯერ ფურცელზე რაღაცას ვწერ და შემდეგ ვეუბნები-მე კიბო მაქვს. პირველ სტადიაში და მალე მოვკვდები.ეს ჩემი ნომერია თუ მაინც მოგინდება შეხვედრა შემეხმიანე-უცებ ვაჩეჩებ ფურცელს და სადარბაზოში ნაჩქარევად შევრბივარ.დავკარგე,მორჩა მე ალექსანდრე დავკარგე.ჯანდაბა უკვე 8-ის ნახევარია,დროა გავემზადო და სკოლაში წავიდე.წიგნები ჩავალაგე,წყალი გადავივლე,შავი ტანის სამოსი ჩავიცვი და სკოლის გზას დავადექი.სკოლაში შევედი თუარა,მაშინვე ვიგრძენი სიბრალულით აღსავსე თვალები,რომლებიც ჩემკენ იყო მომართული.მათ თავი ავარიდე და საკლასო ოთახში შევედი.ზარის დარეკვა და დამრიგებლის შემოსვლა ერთი იყო. -ბავშვებო ახალი მოსწავლე გვყავს.მართალია შუა რიცხვებში ბავშვის მიღება არ შეიძლება,მაგრამ ის გამონაკლისია.ადრეც სწავლობდა აქ.არვიცი გახსოვთ თუ არა,მაგრამ გამოიჩინეთ ზრდილობა და კარგად მოექეცით მას.მოკლედ ეს ანაბელია.ანაბელ გასვიანი.ანაბელ მოდი შვილო-ბოლომდე ვერ გადავხარშე რა ხდებოდა.ხომ შეიძლება,რომ სხვა იყოს.ისე რა თქმა უნდა სხვა იქნება,ის საფრანგეთშია.ჰო ჰო ნამდვილად სხვა იქნება.კარისკენ გავიხედე სხვა ანაბელ გასვიანის ლოდინში,როდესაც ზუსტად ის,ზუსტად ის "ჩემი" ანაბელ გასვიანი დავინახე.საერთოდ არ შეცვლილა,ისევ ანგელოზია.თვალები დამებინდა,ყველაფერი ნისლმა მოიცვა,თვალები ამემღვრა..ასე გაშტერებული ვიჯექი და ვერ ვიჯერებდი,რომ ჩემი და დამიბრუნდა. -ბელსს-ამოვიტირე და ფეხზე წამოვხტი. -საან-მანაც დაიკივლა და მთელი ძალით ჩამიკრა გულში. -მენატრებოდი ბელს -მეც ძალიან.ხომ მაპატიებ?-ხმა შეცვლილმა მკითხა. -არა...მოიცა უნდა დავფიქრდე-გამოვიწიე და საჩვენებელი თითი ტუჩთან მივიდე და ჩაფიქრებულის იერი მივიღე.ბელსს სახე შეეცვალა,ღმერთო ისევ ისეთი გულუბრყვილოა,რაც იყო -საან-თვალები ცრემლით აევსო. -რა თქმა უნდა სულელო-გავიცინე და ისევ ჩავეხუტე. -დები ვართ?-დაიჩურჩულა ჩემს კისერში. -დები ვართ! -დავუდასტურე მეც. -სამუდამოდ?-თავი ამოეია და საყვარლად იკითხა. -სამუდამოდ-ვუთხარი და უფრო ძლიერად მოვეხვიე. ---------- აბა როგორია?ღირს გაგრძელება??? მე მიყვარხარ'თ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.