ნამდვილი სიყვარული (14)
თავი 14 მე ჩემს ოთახში, სიბნელეში ვიჯექი და მომხდარზე ვფიქრობდი, ვერ ვეგუებოდი საკუთარ საქციელს, რაც უფრო დიდხანს და მეტს ვფიქრობდი მომხდარზე მით უფრო ვბრაზობდი საკუთარ თავზე. ოთახში ვეღარ გავჩერდი და სამზარეულოში გამოვედი წყლის დასალევად იქ ნიკი დამხვდა -დაძინება ვერც შენ შეძელი? -დაღლილი ხმით მკითხა ნიკმა -ვერა მომხდარზე ფიქრს ვერ ვწყვეტ, ნიკ მაპატიე -რა გაპატიო? -მე უფლება არ მქონდა თქვენს საქმეში ჩარევის, ხვალ დილით დაცვას გავაფრთხილებ რომ ნინის დაბრუნების უფლება მისცეს, მე მესმის ჩვენს შორის უკვე აღარაფერი იქნება შენ მასთან გინდა ყოფნა ამიტომ მე გზაზე აღარ გადაგეღობები -ჰო ასე აჯობებს, დროა ორივემ ჩვენს მიერ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით შევძლოთ ცხოვრება -ნიკის ნათქვამი ეს სიტყვები ძალიან უცნაურად ჟღერდა-ნიკ მხოლოდ ერთხელ გკითხავ და ამას აღარასდროს გავიმეორებ, ნინი მართლა გიყვარს? -ნიკი მომიახლოვდა, ის ისე ახლოს იდგა ჩემთან რომ სახეზე მის სუნთქვას ვგრძნობდი, ხელზე ნაზად შემეხო და მითხრა -ჩემო ძვირფასო ამ კითხვაზე რა პასუხიც არ უნდა გაგცე ამით არაფერი შეიცვლება, მე ჩემი არჩევანი უკვე გავაკეთე -ნიკ ეს რას ნიშნავს, ნინისთან იმის გამო ვერ იქნები რომ ორი წლის წინ გულნატკენმა რაღაც არჩევანი გააკეთე -მე უამრავი შანსი მქონდა, მაგრამ ყოველჯერზე იგივე გადაწყვეტილება მივღე რაც ორი წლის წინ, ასე რომ ამაზე ფიქრით თავს ნუ დაიტანჯავ, შეეცადე ბედნიერი იყო, ჩვენგან ერთ-ერთი ხომ მაინც უნდა იყოს ბედნიერი -ამ სიტყვების გაგონებისას გული ლამის გამიჩერდა, მინდოდა ნიკთან მივსულიყავი მაგრად მოვხვეოდი და მეთქვა რომ მიყვარს, მაგრამ მე ამის უფლება აღარ მქონდა ის მე არ მეკუთვნოდა, ამიტომ წყლის ჭიქა ავიღე და ჩემს ოთახში დავბრუნდი. თვალებიდან ცრემლები წამომივიდა ჩემი თითქმის შეხორცებული იარები კვლავ გაიხსნა, და ახლაც ისეთივე მტკივნეულია როგორც პირველ ჯერზე, არაფერი არ იცვლება ჩემი ყველა გადაწყვეტილება და ჩემი ყოველი სიტყვა ჩემს ჭრილობებს აახლებს, არ ვიცი თუ დადგება დრო როცა ნიკის მიერ მოყენებული ჭრილობები შემიხორცდება. მე ორშაბათს დილით კამპუსის დაცვას ვესაუბრე და ნინის დაბრუნების შესახებ შევატყობინე, თავად ნინისთან კი არ მისაუბრია, მე მისი დანახვაც კი არ მსურდა. ბრძანებაზე ხელი არ მქონდა მოწერილი რომ ნინი უკვე კამპუსში დაბრუნდა, თუმცა ამ ჯერზე რაღაც შეიცვალა, თუ აქამდე ის და ნიკი ბედნიერად გამოყურებოდნენ ერთად ახლა ყველაფერი პირიქით იყო, ჩვენ ყველანი შევიცვალეთ, ერთმანეთს არ ვესაუბრებოდით, უბრალოდ ერთ სახლში ვცხოვრობდით და როდესაც ერთმანეთს ვხედავდით სხვა მხარეს მივდიოდით. ნიკი და ნინის აღარ საუბრობდნენ ყოველ შემთხევევასი ჩემი და დევიდის თანდასწრებით ისინი უბრალოდ ჩუმად მიდი-მოდიოდნენ. ჩვენს ცხოვრებაში რაღაც აუხსნელმა სიმშვიდემ დაისადგურა, ეს სიმშვიდე ყოველდღიურ რუტინაში გადაიზარდა, უცხო თვალით ესსაოცნებო ცხოვრებას გავდა სინმადვილეში კი ისე ვცხოვრობდით როგორც ჩაკეტილ ოთახში საიდანაც მთელი ჟანგბადი გააქრეს, ეს უღიმღამო რუტინული ცხოვრება ნელ-ნელა ყველას გვკლავდა და ეს იმაზე უფრო თვალსაჩინო იყო ვიდრე ოდესმე. დიტომ და ელიმ მათ იპოვნეს საუკუთარი ბედნიერება, ჩვენგან შორს და ეს ძალიან კარგია, ისინი თითქმის არ მოდიოდნენ ჩემი და დევიდის სანახავდ, თუმცა მე ასეც მერჩივნა რადგან არ მინდოდა ჩემს განადგურებულ ცხოვრებას მათზე მოეხდინა გავლენა, ბარბარეც ბედნიერი იყო აქედან შორს, მისი ბედნიერება კი დევიდის ბედნიერებაც იყო, მათ ეს შეძლეს მანძილის მიუხედავად ურთიერთობა შეინარჩუნეს, მათე ეს გამოუვიდათ ისინი იმაზე ბედნიერებიც კი არიან ვიდრე აქ ერთად ყოფნის დროს, დევიდს როგორც კი შანსი გამოუჩნდება შვეიცარიაში მიემგზავრებოდა ბარბარესთან. გარშემომყოფებმა თანდათან დაიწყეს იმის შემჩნევა თუ როგორი უბედური ვიყავი, ერთ დღესაც ჩემთან გუგა მოვიდა, -გამარჯობა მარ როგორ ხარ? -ნაზად მომეხვია გუგა -კარგად შენ როგორ ხარ? -მეც კარგად, იცი შენთვის შემოთავაზება მაქვს -რა შემოთავაზება? -იცი მეოთხე კურსის პირველი სემესტრი უკვე გავიდა, გამოცდებიც მორჩა ასე რომ დროა აღვნიშნოთ -რას გულისხმობ გუგა? -მინდა რომ კამპუსის ეზოში პატარა წვეულება გავმართოთ, ეს ბავშვებსაც გაამხიარულებს და შენც -მე მგონი მე ვერ დაგეხმარები, აჯობებს სხვას თხოვო -არ შემიძლია, შენსავით კარგად ვერავინ შეძლებს წვეულების ორგანიზებას -კარგი რა გუგა, პიარის ბავშვებს სთხოვე ისინი დაგეხმარებიან -არ გამოვა მარ, პიარს დეკანატმა უარი უთხრა წვეულებაზე -ახლა გასაგებია გინდა რომ დეკანს დაველაპარაკო და ნებართვა ვთხოვო -სწორედ ეგ მინდა, დეკანი თუ გაიგებს რომ წვეულებას შენ გაუწევ ორგანიზებას უარს არ იტყვის -კარგი ვეცდები, მაგარამ წინასწარ ვერაფერს დაგპირდები-მიხარია რომ დამთანხმდი -თავიდან გუგას შემოთავაზების მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, თუმცა მას შემდეგ რაც დეკანმა წვეულების მოწყობის ნებართვა მომცა ცოტა გავხალისდი, ჩემი უფერული ცხოვრებიდან წვეულების ორგანიზებაზე გადავერთე. თითქოს ჩემი თავი დავიბრუნე, კვლავ ძველებურად ხალისიანი გავხდი, ყოველშემთხვევაში ხალხის გვერდით თავს უკეთ ვგრძნობდი. ორ კვირაში ყველაფერი მზად მქონდა, ყველა სტუდენტი მოწვეული იყო საღამოზე. წვეულება შაბათს საღამოს, 25 თებერვალს იყო დაგეგმილი. 25 თებერვალი, შაბათი, საღამოს 6 საათი. -სტუმრების დასახვედრად მზად ხარ? -სიცილით მკითხა გუგამ -კი მზად ვარ, იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის კამპუსის დაცვას გავაძლიერებ არ მიდნა რომელიმე სტუდენტი ჭარბი ალკოჰოლის გამო მოკვდეს -შენი ოპტიმიზმი მაგიჟებს -მაპატიე გუგა მაგრამ აქ მომხდარზე პასუხისმგებელი მე ვარ, ასე რომ არ მინდა რომელიმე იდიოტი სტუდენტის გამო დეკანთა პრობლემა შემექმნას -გასაგებია კონტროლის მოყვარულო ქალბატონო -წადი გაერთე აქ რას დამდგარხარ -გუგა სხვა ბავშვებს შეუერთდა, მეც ჩემს საქმეს დავუბრუნდი. ყველაფერს კონტროლს ვუწედი, აი ეს იყო ჩემი გართობა, ვამოწმებდი ყველაფერი რიგზე იყო თუ არა ამ დროს ნიკი მომიახლოვდა ხელში შამპანიურის ჭიქით -ცოტა დაისვენე, წვეულებით დატკბი არა მგონია ამით ქვეყანა დაინგრეს -მადლობა ყურადღებისთვის ნიკ მაგრამ ყველაფერს თვალ-ყური უნდა ვადევნო -ნიკმა შამპანიურის ჭიქა მომაწოდა -ეს მოთხოვნა, დროა ცოტა დაისვენო -კარგი სულ ცორტა ხნით შევისვენებ - მე და ნიკი საუბარს შევყევით, გამოცდებზე, წვეულებაზე და კამპუსის საქმეებზე, შამპანურს ვსვამდით და ვიცინოდით ამ დროს ნინი არსაიდან გამოჩნდა და კვლავ სკანდალის მოწყობა გადაწყვიტა. მე მაშინვე მარტო დავტოვე ის და ნიკი, ამჯერად აღარ მსურდა მათ საქმეში ჩარევა, თუმცა შორიდან თვალს ვადევნებდი და არა მარტო მე ნინი იმდენად ხმამღლა ყვიროდა რომ წვეულებისყველა სტუმარი მათ უყურებდა, ჩხუბი დიდხანს გაგრძელდა, მუსიკის გამო კარგად არ მესმოდა რაზე კამათობდნენ, თუმცა დავინახე ნიკი როგორ მოშორდა ნინის და კამპუსის ეზოს გასასვლელისკენ როგორ წავიდა ის იყო გაღებულ ჭისკარში უნდა გასულიყო, რომ სადღაციდან დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა შემოვარდა კამპუსის ეზოში, ნიკს დაეჯახა, ის უგონოდ დაეცა მიწაზე, მანქანის დაჯახება და ჩემი ყვირილი ერთდროული იყო -ნიკ !..... -იმდენად ხმამაღლა დავიყვირე რომ ყველა მე მიყურებდა, მოულოდნელად ყევლაფერმა თავლწინ გაირბინა, ჩემი და ნიკის ერთად გატარებულმა ბედნიერმა წუთებმა, იმ წუთს ვფიქრობდი რომ ის სამუდამოდ დავკარგე, ისე დავკარგე რომ მისთვის თქმა ვერ მოვასწარი თუ როგორ მიყვარს, მინდოდა მასთან მივსულიყავი თუმცა ნინიმ ამის უფლება არ მომცა -შენ მის გვერდით არაფერი გესაქმება, შენ არავინ ხარ მისთვის -ამ სიტყვების გაგონების შემდეგ, მე უსიტყვოდ შემოვბრუნდი და კამპუსი დავტოვე არ ვიცოდი სად მივდიოდი, არ ვიცოდი ცოცხალი იყო თუ არა ნიკი, უბრალოდ ვიცოდი რომ იქ გაჩერება აღარ შემეძლო, ამიტომ ტაქსი გავაჩერე და ჩემს საყვარელ ადგილს მივაშურე, პარკში მდგარ განმარტოებულ სკამს, ვერ ვწყევტდი ფიქრს მომხდარზე და იმაზე თუ რამდენი რამ მქონდა ნიკისთვის სათქმელი, არეულ ფიქრებში ვიყავი ჩაძირული როდესაც დევიდმა შეტყობინება გამომიგზავნა, იქ სულ რამდენიმე სიტყვა ეწერა „არ ინერვიულო, საავადმყოფოში ვარ, ის კარგად არის“. ამ რამდენიმე სიტყვამ ცოტათი დამამშვიდა, ამ შეტყობინებამ თითქოს იმედი მომცა, იმედი იმის რომ ნიკის ნახვას კვლავ შევძლებდ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.