სანდრა ლიპარტელიანი (თავი 4)
მე კიბო მაქვს! იმედგაცრუება,ყველაზე საშინელი გრძნობაა.როდესაც ყველაფერს გეგმავ,თუმცა მალევე მის საპირისპიროდ ხდება ყველაფერი. თუმცა რისი იმედი უნდა მქონოდა,მე?სანდრას,რომელსაც არავინ არ ჰყავს,მაგრამ მე ის სულ სხვანაირი მეგონა,იმედები კი გამიცრუვდა... საშინლად გამიცრუვდა.ალბათ ასე უნდა მომხდარიყო, არა ღმერთო? ხომ ასეა?.. ვეკითხები ღმერთს,თუმცა პასუხი კვლავაც არ ისმის,ამიტომ ვდუმდები. მთელი გზა ჩუმად მივდიოდით,არც სამარშრუტო ტაქსს არ გავყევით და ასე ფეხით,ჩუმად და აფორიაქებულებმა ვიარეთ დიდხანს. არვიცი ზუსტად რამდენი,თუმცა ერთხელ,როდესაც ფული დავკარგე და ამიტომ ფეხით სიარული მომიწია,დრო დავინიშნე და 43 წუთი დამჭირდა სახლამდე,თუმცა მაშინ სირბილით მივდიოდი,ახლა კი ალბათ 2 საათია რაც მივდივართ და ძლივს ვხედავ ჩემს კორპუსს. ანაბელი კვლავ დუმს,"მშვიდადაა" თუმცა ვიცი მის თავში სრული ქაოსია,ისევე როგორც ჩემსაში.ლიFტს ვიძახებ და ისევ ჩუმად ვფარავთ 7 სართულს და კვლავაც უხმოდ შევდივართ ბინაში.შესვლა და ანაბელის კარებთან ჩამეცვა ერთი იყო.ფერი სრულიად დაეკარგა და რაღაცას ბუტბუტებდა. -ანაბელ,ბელსს გამოფხიზლდი,ყველაფერი რიგზეა ნუ ღელავ -ვეუბნები,თუმცა ჩემი ნათქვამის მე თვითონაც არ მჯერა. -არა სანდრა,აღარაფერი აღარ იქნება რიგზე,მანამ სანამ კარგად არ გახდები-ჩურჩულებს და მის ლოყებს ცრემლები ნამავს.-შეგიძლია დაიწყო და ყველაფერი მომიყვე. -კიი მაგრამ....-უნდა გამეგრძელებინა,როდესაც ძლიერად მიბწკინა იმის ნიშნად,რომ "არანაირი მაგრამ" და მეც თხრობა დავიწყე-ანა,როდესაც შენ წახვედი ყველა'ფერი შეიცვალა.შეიცვალა გარემო,შეიცვალა ხალხი,შეიცვალა ცა,შეიცვალა გრძნობები.იცი,როდესაც შენ წახვედი ყველაფერმა აზრი დაკარგათქო ვიძახდი,რის გამოც დამცინოდნენ 10 წლის ბავშვი ხარ ჯერ,შენ რაიცი აზრის მნიშვნელობაო... თუმცა ბელსს,შენ ხომ მიცნობ'დი არა? ხომ იცი,რომ უშენოდ მართლაც ყველაფერი დაკარგავდა აზრს,განა შენც ასე არ იყავი? ერთმანეთის გარეშე ერთ დღესაც კი ვერ ვძლებდით,სულ ერთად გვინდოდა ყოფნა,მაგრამ ცხოვრებამ დაგვაშორა.შენ,რომ წახვედი დედაც კი შეიცვალა ჩემს მიმართ,ან უბრალოდ მე მეგონა ასე,მაგრამ ბელსს,შენ რომ წახვედი არაფერი აღარ იყო ძველებურად.არავის აღარ ველაპარაკებოდი,ჩემს თავში ჩავიკეტე,ყოველდღე რაღაცას ვხატავდი და დედას ვაძლევდი ანაბელს დაუგზავნეთქო,მაგრამ ის რათქმაუნდა ამას არ აკეთებდა,იცი?თურმე დედა იმ ნახატებს ინახავდა,დაიცა მოვიტან,2 დღის წინ ვიპოვე-უჯრიდან ყუთი ამოვიღე,თავი მოვხადე,მის წინ დავდე და თხრობა განვაგრძე-მერე თითქოს ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს,მაგრამ შემდეგ ეს ინტერნეტ კონტაქტიც გაწყდა და აი მაშინ მართლა მივხვდი,რომ ყველაფერმა დაკარგა აზრი.მერე დედაც შეიცვალა ჩემს მიმართ,სულ მეჩხუბებიდა,მცემდა,ნაიარევიც კი მაქვს,აი ნახე-მაისური ავიწიე და ხელზე ნაიარევი ვაჩვენე-ეს შენი წასვლიდან 3 თვეში მოხდა,მეჩხუბებოდა,მეუბნებოდა რომ მამამ ჩემს გამო დაგვტოვა და როდესაც შევეკამათე,დანა ისროლა და ხელზე მომხვდა.შემდეგ მე მისი მეშინოდა,აღარ ვეკარებოდი და ამის გამო კიდევ უფრო ბრაზდებოდა,ოთახში მკეტავდა და საათობით გადიოდა გარეთ,მეკი ბნელ ოთახში ვიჯექი. მერე დაავადმყოფდა,ყოველდღე სისხლს იღებდა პირიდან,იძახდა ვეღარ ვსუნთქავო და ითიშებოდა. წლინახევრის წინ კი გავიგეთ ჩემი ავადმყოფობის ამბავი,თავიდან ვმკურნალობდი,მაგრამ დედამ ვეღარ გაუძლო და შეტევა ჰქონდა,რის გამოც დაიღუპა.მე მკურნალობა შევწყვიტე და ფსიქოლოგთან "შემაგდეს" შემდეგ კი შენც ჩამოხვედი,სხვა რა გითხრა ანაბელ?ჩემი ანაბელ?სხვა რაა?-ნერვებმა მიმტყუვნა და მთელს ხმაზე ავღრიალდი.მივტიროდი დედას,ხალხს,ბუნებას,ცას ჩემს ცხოვრებას ... ყველაფერს. ყველაფერს.შემდეგ ხორბლისფერი გამახსენდა და კვლავ განვაგრძე ასლუკუნებულმა-2 წლის წინ ერთი ბიჭი დავინახე,თავიდანვე მომხიბლა მისმა ხორბლისფერმა კანმა და ჭაობივით მწვანე თვალებმა,რომლებიც მართლაც ითრევდნენ ადამიანს.შორიდან ვეტრფოდი,მხოლოდ დღეს გამოვესაუვრე მას,შეხვედრა მთხოვა მეკი ჩემი ავადმყოფობის ამბავი ვუთხარი და ისიც დავაყოლე თუ მაინც მოგინდება შეხვედრა მე თანახმა ვართქო,თუმცა არაფერი უთქვამს,კაFიდან რომ გამოვედით გვერდი ამიარა და არაფერი უთქვამს.ალვათ პასუხიც ეს იყო,რომ მას არანაირი ურთიერთობა არ უნდა ჩემთან-მისი თვალები საოცარი სევდით მიმზერდნენ,არაფერი არ უთქვამს,უბრალოდ ადგა და ტკივილამდე ჩამიკრა გულში,თითქოს ჩემი დარდის გაზიარება უნდოდა,თითქოს უნდოდა,რომ ეს დარდი ჩემიდან ამოეღო და მასში ჩაედო.ეს ჩახუტება ყველაფერს ნიშნავდა,მონატრებას,სიყვარულს,ტკივილს,სევდას,ბედნიერებას ყველაფერს,საერთოდ ყველაფერს. -სანდრა -ჰმმ -მი....მიყვარ..ხარ -მეც ბელს,მეც. -კარგი ახლა მოდი ცრემლები მოგწმინდო და ბარგი ჩავალაგოთ,ხო მოდიხარ ჩემთან-სცადა გაეღიმა და ცრემლები შემაშრო,შემდეგ კი ორივე თვალზე მაკოცა. -კარგი ანა -არა რაა ბელსი მირჩევნია -კარგი ჩემო ბელსს,მაგრამ ეს ჩაბარგება ღამისთვის გადავდოთ-ვუთხარი და ტუჩები მოვიკვნიტე -რატომ?-საღე ეღუშება და საცოდავად მიყურებს -ფსიქოლოგთან მაგვიანდება-ვუთხარი და გავუღიმე (შეძლებისდაგვარად) -კარგი.ახლა მიდი აბაზანაში შედი,წყალი შეისხი,თორემ დაგისივდა თვალები , მეც დავიბან პირს და გავიდეთ ხო?-ლოყაზე მოწყვეტით მაკოცა და ფეხზე წამომაყენა. -კარგი -თავი დავუქნიე და აბაზანაში შევლასლასდი,მართლაც ჩემი თავი რომ დავინახე შემეშინდა.მალევე გამოვედი ანაბელს პადრუშკი გამოვდე და ანიტასკენ წავედით.. ----------- აბაა? იმედია მოგეწონებათ ცოტა რთული პერიოდი მაქვს და რაც შემიძლია იმას ვაკეთებ ... მე მიყვარხარ'თ❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.