სანდრა ლიპარტელიანი (თავი 3)
მე კიბო მაქვს! მაინც რა არის ცხოვრება?? ერთ დღეს შეიძლება ყველაფერი თავზე დაგექცეს,მეორე დღეს კი შეიძლება უბედნიერესი იყო.რატომ ხდება ასე ვერ ვხვდები,რატომ გვტანჯავს ღმერთი თუ მეორე დღეს უნდა გაგვაბედნიეროს?! მაგრამ სისულელეებს ვბოდავ... თუ არ ვიცით რა არის უბედურება,მაშინ არასდროს გვეცოდინება ბედნიერების არსი და თუ არ ვიცით ბედნიერების არსი,მაშ არც გვიცხოვრია ასე არ არის?,მაგრამ მაინც რა არის ცხოვრება?? ნუ მოკლედ სულ გაუბერე სანდრა... რაზე ფიქრობ .. -საან რაზე ჩაფიქრდი?-ფიქრებიდან ბელსის ხმას გამოვყავარ,ვერც კი ვიჯერებ,რომ ეს ყველაფერი სინამდვილეა,რომ ანაბელი დაბრუნდა.ღმერთო რამდენი რამე ხდება... -არაფერზე,რა არის??-ვკითხე გაკვირვებულმა,თითქოს ეჩვენებოდეს -არა უბრალოდ,ზუსტად 40 წუთია თვალი გაქვს გაშტერებული და რაღაცას ბუტბუტებ-ეღიმება და პირს აღებს,რომ კიდევ რაღაც მითხრას,მეკი უკვე ცივი ოფლი მასხავს,თუმცა ზარი ირეკება და მეც"გადავრჩი". ანაბელი ხელს მკიდებს,ჩანთას ხელში მაჩეჩებს და სასწრაფოდ მიმათრევს გარეთ. -ბელსს რამე მოხდა?-ვეკითხები შეშინებული.ის კი ჯიუტად მიიწევს წინ და ხმას არ იღებს. -ანაბელ შენ გელაპარაკები რატომ არ მცემ ხმას?-ვუბრაზდები და თვალები ცრემლით მევსება,ყოველთვის ასე ხდება როცა ვბრაზდები. -სანდრა ახლა კაფეში შევალთ და დაგელაპარაკები მანამდე კი გაჩუმდი, შენი ხმა არ გავიგო-მიბღვერს და კვლავ მიმათრევს.15 წუთი ჩუმად მივდივართ თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ თუ როგორ მიჭირს ასე ჩუმად ყოფნა. კაფეში შევდივართ და ანაბელი "ჩვენს" საყვარელ შოკოლადის ნამცხვარს უკვეთავს,ღმერთო ჩემო მას ახსოვს ჩვენი საყვარელი შოკოლადის ნამცხვარი ახსოვს.მას ახსოვს.შემდეგ სკამზე კომფორტულად მოეწყო და კვლავაც დუმს. -ანაბელ თუ ხმას არ ამოიღებ ამ სკამს გადაგამტვრევ თავზე-ვუბღვერ და მეტი დამაჯერებლობისთვის სკამს ვკიდებ ხელს და ოდნავ ჩემკენ ვიჩოჩებ.მას ეღიმება და კვლავაც არ იღებს ხმას. -ბელსს რამე მოხდა მითხარი რა?- ახლა ვიტირებ.თვალები ისევ ცრემლით ამევსო,მას კი კვლავაც ეღიმება.ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და კამერაში ვიხედები. -რატომ იხედები კამერაში?-გაკვირვებული მეკითხება. -მაინტერესებს რამე ხოარ მისვიათქო-ვეუბნები და კვლავაც კამერაში ვიჭყიტები,თუმცა სახეზე ვერაფერს ვამჩნევ,ტელეფონს ვბლოკავ და ჯიბეში ვაბრუნებ. -რატომ გაგიჩნდა ეჭვი,რომ სახეზე რაღაც გესვა?-ისევ გაკვირვებულია. -უბრალოდ,რამდენი რაღაც გითხარი,იმდენი გაგეარიმა და ვიფიქრე ალბათ რამე მისვია და ეცინებათქო-ვუხსნი და მერე მის გაკვირვებას სიცილი ანაცვლებს,მთელს ხმაზე კისკისებს შემდეგ ჩუმდება,თავს მარჯვნივ წევს,ერთ თვალს ხუჭავს და ისე მიყურებს.რაღაცის კითხვა უნდა,მაგრამ ვერ ბედავს.ბავშვობაშიც ასე იცოდა. -რამის კითხვა გინდა ანაბელ?-მეღიმება და ისე ვეკითხები. -სან რაც გავიგე მართალია? დეიდა ბელა მართლა გარდაიცვალა?-მეკითხება მოღუშული სახით. -ხო ბელსს მართალია ბელა გარდაიცვალა 1 თვის წინ.ხო იცი,რომ ავადმყოფობდა თვე ნახევრის წინ ძალიან ცუდად გახდა და საავადმყოფოში დავაწვინე,თუმცა ხარჯები ზედმეტად ბევრი იყო,მითხრეს თუ ფულს არ მოიტან ისე ვერ გავუკეთებთ ოპერაციასო,მეკი ფული არ მქონდა, ამიტომ აპარატიდან გამორთეს და მასაც მაშინვე გაუჩერდა გული,სუნთქვა შეწყვიტა,თვალები დახუჭა და აღარც გაუხელია-ვუთხარი და თვალზე,ჩამოგორებული ცრემლი მოვიწმინდე.მიმტანს ნამცხვარი გამოვართვი და ანაბელს შევხედე. -ვიზიარებ სან,ხომ იცი რომ ძალიან ვწუხვარ.-ტირილი დაიწყო და ჩამეხუტა -ვიცი ბელსს,ვიცი-ვუთხარი და მთელი ძალით მოვეხვიე. -სან შეგიძლია ჩემთან გადმოხვიდე,არც მე არ მყავს არავინ და არც შენ-მითხრა და გამიღიმა. -შენთან? თქვენ ხომ სახლი გაყიდეთ?-თვალს ვჭუტავ და ეჭვით ვუყურებ. -შენი აზრით ისე ჩამოვიდოდი,რომ სახლს არ ვიყიდიდი? ჰაა აბა რას იტყვი?-გამკრა ხელი და წარბები ამითამაშა,ისევ ისეთი გიჟია. -კარგი,მაგრამ ჩემს სახლს რა ვუყო? გავყიდო? -ჰო შენ თუარ დაგენანება...-მეუბნება მოღრეცილი სახით. -არა არ დამენანება.ვერ ვიტან იმ სახლს.ახლა გავიდეთ,ჩემს ნივთებს ჩავაწყობ და ეგაა რა,თან გზაში რაღაც რაღაცებს მოგიყვები-ინტრიგას ვდებ ჩემს სიტყვებში,ანგარიშს მაგიდაზე ვტოვებ და უკან მოუხედავად გამოვდივარ... 1.2 და 3 აი ისიც. -სანდრა რა უნდა მითხრა?-მეკითხება და მომლოდინე თვალებით მიყურებს.მეკი ჯიუტად არ ვიღებ ხმას. -სანდრა რა უნდა მითხრა?-მიმეორებს კითხვას და ამჯერად მის ხმაში სიბრაზის კვალი ჩნდება. ახლა მე ვუკრავ მის ნერვებზე და კვლავაც ვდუმვარ. -სანდრა ახლა იცოდე გავრუნდები,იქ საიდანაც ჩამოვედი.-სუსტ წერტილზე მადგავს ფეხს და უკან ბრუნდება.მე დაფეთებული ვხტები მისკენ და თავში ვუტყაპინებ. -ეეეი მეტკინა-შემომიღრინა და ხელზე ძალიან მწარედ მიბწკინა. -ველურო -თხა -კაი გვეყო -ჰაა დაფქვი ახლა-მეც მახსენდება,რომ რაღაც უნდა მეთქვა და მისკენ ვბრუნდები. -რადა ახლა ფსიქოლოგთან უნდა გამომყვე-ვეუბნები და მის გაკვირვებულ სახეს ვაიგნორებ. -რა გინდა ფსიქოლოგთან?? -რა მინდა და გადავწყვიტე,ხოდა ჩვენმა მატრაკვეცა მასწავლებელმა გამომაბურძუყა ანიტასთან-ვეუბნები და ახლა მის გადმოცვენილ თვალებს ვაიგნორებ. -რა ?შენ გოგო შიგ... კიარადა შიდაქარის წნევები ხოარ გაქვს???-იმხელაზე იკივლა,გამვლელი გაჩერდა და გულზე მიიდო ხელი,მგონი სკორი გვჭირდება. -ანა ნუ კივიხარ,სირცხვილია-ვუჯავრდები ისკი დასჯილი ბავშვივით,წევს დაბლა თავს. -ბოდიში,მივალთ სახლში და დაგელაპარაკები მე შენ!- თითს მიქნევს გამაფრთხილებლად და ჯიქურად მიიწევს წინ.დანანების ნიშნად ხელებს მაღლა ვეწევ და მეც უკან მივყვები. -რატომ გადაწყვიტე ?- მეკითხება უემოციოდ და სახეზე მაშტერდება. -მაინც მოვკვდები ანაბელ და რა აზრი აქვს ახლა მოხდება ეს თუ 2-3 თვის შემდეგ?- მეც უემოციოდ ვპასუხობ და გვერდს ვუვლი. -რატომ უნდა მოკვდე გოგო? დაგესიზმრა რამე??- კისკისებს და თვალებს ატრიალებს,არაფერი გეშველებაო. -ანაბელ კიბო მაქვს!-ვეუბნები და ვამჩნევ,როგორ ეყინება ღიმილი სახეზე. -გოგო გაფიცებ რა სიზმარი ნახე ეგეთი?-ცდილობს გაიღიმოს,თუმცა მისი "ღიმილი" დაჭყანვას უფრო ჰგავს ვიდრე ღიმილს.ხმას რომ არ ვიღებ ხვდება,რომ არ ვღადაობ და სახეზე ისეთი ფერი ედება,რომ ასე მგონია მკვდარს ვუყურებ. -ანა,ანა კარგად ხარ?-შევშინდი და სიფათში ვულაწუნებ ხელებს -სანდრა,ახლა....ახლა თქვი,რომ იტყუები,თორემ მოვკვდები-ცრემლები ღაპაღუპით მოსდის და ცდილობს თავი შეიკავოს,რომ არ დაეცეს. -სახლში მივიდეთ და ვილაპარაკოთ კარგი?-ვეხუტები და ცრემლებს ჩუმად ვიშორებ სახიდან.ისიც დამჯერი ბავშვივითთავს მიქნევს და ისევ მეხუტება.არ მინდა ასე ხდებოდეს,ჩემს გამო რატომ უნდა იტანჯებოდეს ბელსი.არა არ დავუშვებ.მე ვიცოცხლებ ხომ ღმერთო? ხო ვიცოცხლებ?... ვეკითხები ღმერთს,თუმცა პასუხი არ ისმის,ანდა ვინ მიპასუხებს,მგონი მართლა გავგიჟდი.პატარა მანძილი გვაქვს გავლილი,როდესაც ალექსანდრეს ვხედავ,მანაც შემნიშნა,გზის იქით იყო ამიტომ აქეთ გადმოსვლა დაიწყო მე გამეღიმა მეგონა ჩემთან მოდიოდა თან იღიმოდა თუმცა შევცდი,გვერდით გამიარა მისალმების ნიშნად თავი დამიკრა და ჩემს უკან მდგომ გოგონას მთელი ძალით მოეხვია.ნეტავ მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავეტანე,ოღონდ ეს არ მენახა.გულმა გაშმაგებით დაიწყო ძგერა,კაპილარებში სისხლმა სწრაფად მოძრაობა დაიწყო და ჩემმა ალტერეგომაც საცინად ამიგდო. " რა გეგონა?? გეგონა შეგიყვარებდა და დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებდით? ზღაპრებს ნუ იჯერებ სანდრა" ახლა ჩემმა მეორე "მემ" შეუღრინა "ახლავე თუარ გაჩუმდები შუაზე გაგაპობ!! იქნებ უბრალოდ ნაცნობია?!ნუ ხარ ეშმაკი!!" კვლავ უპასუხა ალტერეგომ "კარგი ვთქვათ და ნაცნობია,მაგრამ რატომ არ გამოელაპარაკა სანდრას? ხომ შეეძლო მოეკითხა მაინც? მაგრამ არა ! ისე ჩაუარა თითქოს არ არსებობდა! " ახლა კვლავ ჩემი მეორე მე უტევს "მაგრამ იქნებ...." არაფრის თქმა არ ვაცადე და დავუყვირე -შეწყვიტეეთ! აღარ შემიძლია ორივე გაჩუმდით!- მე მეგონა გონებაში ვკიოდი,თუმცა თვალი რომ გავახილე და დავინახე თუ როგორ მიყურებდა ხალხი მივხვდი,რომ მართლაც ხმამაღლა მიყვირია.შემრცხვა და თავი დაბლა დავხარე.ანაბელს ვუთხარი მერე გეტყვი ყველაფერსთქო და გზა გავაგრძელეთ... ----------- გზა კი გავაგრძელეთ , მაგრამ ის მაინტერესებს ამის გაგრძელება თუ ღირს??? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.