შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (ოცდამეერთე თავი)


11-05-2017, 22:50
ავტორი murachashvili
ნანახია 3 484

ფსიქოლოგიურზე სწავლა იმაზე საინტერესო გამოდგა ვიდრე წარმოიდგენდა ელენე. იმდენად შეუყვარდა საკუთარი პროფესია, წარმოდგენაც კი არ უნდოდა, რომ შეიძლებოდა სხვაგვარი არჩევანი გაეკეთებინა.
ვერასოდეს იფიქრებდა უბრალო ტესტებით, კითხვა-პასუხის რეჟიმში, ერთი შეხევდით თამაშში, თუ ადამიანის შინაგანი სამყაროს დანახვას შეძლებდა. ვერც იმას წარმოიდგენდა, ამხელა დატვირთვის მატარებელი თუ იქნებოდა ფერი. ხშირად უმზერდა თავშესაფრის ბავშვების მიერ შესრულებულ ნახატებს და გული სტკიოდა, იმდენ ამოუთქმელ სევდას ხედავდა თითოეულ ნამუშევარში. თურმე რამდენ ტკივილსა და სიხარულს ინახავდნენ. ხომ ისედაც უყვარდა მამა ნიკოლოზთან ყოფნა, მაგრამ ახლა უფრო მეტად დააფასა მოძღვარი.
ფსიქოლოგიურზე სწავლისას მისი ცხოვრების აზრი აღმოაჩინა, ერთი სული ჰქონდა როდის მიეცემოდა შესაძლებლობა საკუთარი ცოდნა პრაქტიკაშიც გამოეყენებინა. თავდაუზოგავად სწავლობდა და ერთ-ერთ მოწინავე სტუდენტადაც ითვლებოდა. მამა ნიკოლოზი ხშირად უმეორებდა:
- კარგ ფსიქოლოგს, ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია… დაბადებიდან გაქვს მაგის ნიჭი, შეგიძლია ადამიანს მოუსმინო, დაამშვიდო... უდიპლომობა ხელს სულაც არ გიშლის, ჩვენი პატარების დახმარებაში, მოვა დრო და....
და გოგონასაც მთელი გულით სჯეროდა ნიკოლოზის, მთელი არსებით უნდოდა მამაოს სიტყვები გამართლებულიყო, სჯეროდა, რომ შეძლებდა, აუცილებლად მიაღწევდა წარმატებას. მთელი არსებით ცდილობდა დაჰხმარებოდა ბავშვებს, უზომოდ დიდ სითბოსა და სიყვარულს გასცემდა ელე. პატარებიც გრძნობდნენ მისგან წამოსულ დადებით მუხტს, უზომოდ უყვარდათ მათი ფსიქოლოგი.
თავშესაფრის ეზოში, ბავშვების გარემოცვაში მჯდომი, რეალობას წყდებოდა, მათთან ერთად ზრაპრების სამყაროში ეფლობოდა და ხატავდა. იმედითა და სიხარულით სავსე ზღაპარს ქმნიდა, რომელსაც ნელ-ნელა თავადაც იჯერებდა და პატარებსაც აჯერებდა. ღიმილით დაჰყურებდა მამა ნიკოლოზი თითოეულის ნამუშევარს. იოლად მიუხვდა მოძღვარი ჩანაფიქრს. მიუხვდა და გაუხარდა.
- შენ მათთვის მოვლენილი ანგელოზი ხარ! - თბილად ჩაიხუტა გოგონა გულში.
მოძღვრის სიტყვები საუკეთესო შეფასება იყო გოგონასთვის, უფრო მეტი ოპტიმიზმითა და შემართებით სწავლობდა და ელოდა როდის მიიღებდა ოფიციალურად ფსიქოლოგის სტატუსს.
თვალსა და ხელს შუა გავიდა სტუდენტობა. დამამთავრებელი გამოცდებიც წარმატებით დაასრულა და ახლა უნივერსიტეტში მიდიოდა დიპლომის ასაღებად. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ ოცნება აიხდინა. ფრთებშესხმული შევიდა უნივერსიტეტის შენობაში. სხარტი ნაბიჯებით, მსუბუქად აირბინა კიბეები და დეკანის კაბინეტის კარზე ფრთხილად დააკაკუნა.
სულ რამდენიმე წამით მოუწია ცდა, ვიდრე მამაკაცის ხმას გაიგონებდა, სულ რამდენიმე წამით, თუმცა თავად საუკუნედ მოეჩვენა. გული გალამებით უცემდა, ღრმად ჩაისუნთქა და ოთახში მორიდებით შეაბიჯა.
- ჩემი საუკეთესო სტუდენტიც მოსულა! - თბილად ჩაიხუტა ასე ორმცდაათ წლამდე, სათვალიანმა მამაკაცმა.
რამდენიმე წუთით მეგობრულად ესაუბრა, გამოჰკითხა მომავლის გეგმების შესახებ და დიპლომიც გადასცა, ყოველგვარი პომპეზურობის, ყოველგვარი ზედმეტი პათეტიკის გარეშე. გაოცებული უმზერდა მისი წვალების შედეგს. ორად-ორ, ფარატინა ფურცელს, არადა რამდენს იტევდა, რამდენს ნიშნავდა ამ ქაღალდის ნაგლეჯზე გამოყვანილი ასოებით შესრულებული წარწერა: ფსიქოლოგი. მღელვარებისგან ხელები უკანკალებდა, სენტიმენტალური არასოდეს ყოფილა, მაგრამ ამჯერად ცრემლები ვეღარ შეიკავა.
მამაკაცი ყურადღებით აკვირდებოდა მის რეაქციას. რამდენიმე წუთით დააცადა ცოტა დამშვიდება და დუმილი თავად დაარღვია.
- დიპლომს ასე რატომ ელოდი, განსაკუთრებული გეგმები ხომ არ გაქვს?!- ღიმილით ჩაეკითხა დეკანი.
- კონკრეტული არაფერი დამიგეგმავს, იმედია სამსახურს ვნახავ, ცოტა დედასაც დავეხმარები, აქამდე ჩემი უდიპლომობა იყო უარის თქმის მიზეზი...
- სამაგიეროდ ახლა დამწყები სპეციალისტი იქნები, დამწყები კადრის აყვანას კი ყველა ერიდება...
- მაგ პრინციპით თუ ვიმსჯელებთ, ჩემი საშველი არ ყოფილა. მუშაობას თუ არ დავიწყებ, სულ დამწყებად დავრჩები... - ლექტორისგან მსგავს სიტყვებს აშკარად არ ელოდა, უცებ გაცხარდა გოგონა.
- ალბათ... იქნებ მართალიც ხარ. თუმცა მე ერთი შემოთავაზება მაქვს. იმედია მოგეწონება. ყოველ შემთხვევაში დასაფიქრებლად ღირს. რამდენიმე დღის წინ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან დამიკავშირდნენ, პენიტენციალურ სისტემაში ჭირდებათ ფსიქოლოგები.
- სასჯელაღსრულებიდან?! - სახიდან ღიმილი გაუქრა ელენეს - იქ ფსიქოლოგმა რა უნდა აკეთოს?!
- სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მასთან ერთად კი პენიტენციალური სისტემის ფუნქცია, მხოლოდ პატიმრების დაკავება და დასჯა არაა, მათი რესოციალიზაციაც საჭიროა.
- რესოციალიზაციაში რას გულისხმობთ?
- ადრე თუ გვიან ნებისმიერ პატიმარი ციხიდან გამოდის, უმეტესობას უჭირს ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნება, არც საზოგადოება იღებს ხელგაშლილი ყოფილ მსჯავრდებულს. მათი ოთხმოცდაათი პროცენტი ხელახლა სჩადის დანაშაულს და ისევ უბრუნდება ციხეს.
- დამნაშავის ადგილი ნორმალურ საზოგადოებაში არაა, ისინი იზოლირებულნი უნდა იყვნენ! - ცოტა არ იყოს სასტიკადაც კი ჟღერდა გოგონას ნათქვამი - მათი ადგილი ციხეშია.
- შეიძლება, არ გედავები, იქნებ მართალიც ხარ... მაგრამ ნებისმიერი შეიძლება შეცდეს ან იქნებ არც იყოს დამნაშავე?!
- ვერ გავიგე? იმის თქმა გსურთ, რომ ვინმე უკანონოდ დააკავეს?
- არა, მაგას არ ვამბობ, თუმცა ვერც გამოვრიცხავ. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანი სხვის დანაშაულს იბრალებს.
- და, ამ დროს რას აკეთებს ძიება?! ხომ უნდა მიხვდნენ? როგორ შეიძლება კრიმინალი და უდანაშაულო ადამიანი ვერ გაარჩიონ?!- აღშფოთდა ელენე.
- ახალგაზრდა ხარ და ცხოვრებას ვიწრო ჭრილიდან უმზერ. ერთი რამ კი გავიწყდება, ყველაზე უარყოფით, სასტიკ ადამიანშიც კი შეიძლება დადებითის მოძიება. ზოგჯერ სიმართლე საკმაოდ ღრმად ინახება. მისი დანახვა უნდა შეგეძლოს. მომავალმა ფსიქოლოგმა ადამიანის სულში მიძინებული თვისებები უნდა გამოავლინო.
- დამაბნიეთ, ვერაფერი გავიგე. არც გამომძიებელი ვარ და არც მოსამართლე, იქ რა უნდა ვაკეთო?
- მათთან, როგორც ფსიქოლოგმა ისე უნდა იმუშაოს.
- მგონი ზედმეტად კარგი წარმოდგენა გაქვთ ჩემს შესაძლებლობებთან დაკავშირებით. კრიმინალების პანიკურად მეშინია, რამე რომ დამიშავონ?!
- არ გაძალებ, შენი გადასაწყვეტია. თუმცა მგონი მცდელობად ღირს. თუ არ მოგეწონება, დაწერ განხადებას და წამოხვალ. პრაქტიკისთვის ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა. როგორც სამინისტროდან მითხრეს, ძირითადად შეხება იმ პატიმრებთან გექნება, რომლებიც შედარებით მსუბუქი დანაშაულისათვის იხდიან სასჯელს. პატიმრებთან, რომლებსაც შესაძლოა შეწყალება ან ამნისტია შეეხოთ.
- ანუ მათთან სახელმწიფო გამოსწორების პოტენციალს ხედავს?! - ირონია ვერ შეიკავა გოგონამ.
- შესაძლოა ასეც ითქვას.
- იქნებ მართალიც ხართ, იქნებ ღირს კიდეც დაფიქრებად. მაგრამ მეშინია... - გულწრფელად აღიარა ელენემ.
- მარტო ხომ არ იქნები? ყველაგან კამერებია, ბადრაგები, რა უნდა დაგიშავონ?!
- არა, ვერ მიმიხვდით. თუ სწორად გავიგე თქვენი ნათქვამი, ამ ხალხს შეწყალებითა და ამნისტიით ციხიდან გამოსვლა სურთ, მათგან საფრთხეს არ ველი. მაგრამ წეღან თქვენვე აღნიშნეთ, დამწყები ვარ, მათ კვალიფიცირებული სპეციალისტის დახმარება სჭირდებათ, რომ ვერ შევძლო?! გავართმევ თავს ამხელა პასუხისმგებლობას?
-საკუთარი თავის რწმენა, ნამდვილად არ გაწყენდა! - ხმა გაუკაცრდა დეკანს - შენში მაგის უნარს რომ არ ვხედავდე, არც შემოგთავაზებდი.
- რწმენა?! - თვალწინ ნიკოლოზის სახე დაუდგა გოგონას, ნეტა რას ეტყოდა?! რას ურჩევდა მოძღვარი?! - ალბათ, მართალი ხართ. იქნებ შევძლო კიდეც მათი დახმარება. - აშკარად ყოყმანობდა ელენე.
- არ გაჩქარებ. მოიფიქრე. იქნებ მოგეწონოს კიდეც. თუ არადა, წამოსვლას რაღა უდგას წინ?! ანაზღაურება ყოველ თვიურად რვაას ლარამდე გექნება, დღესასწაულებზე თითქმის ამვე ოდენობის პრემია. მგონი საწყის ეტაპზე ცუდი არ უნდა იყოს.
- თუ დაგთანხმდებით, მუშაობა როდის უნდა დავიწყო?
- ჯერ ეს დოკუმენტებია მოსაგროვებელი. - თაბახის ფურცელზე ჩამოწერილი საბუთების ნუსხა გაუწოდა დეკანმა.
- უშიშროებაში ვიწყებ მუშაობას, რამხელა სიაა?!... - გაოცება ვერ დაფარა ელენემ.
- რას ვიზამთ, ფორმალურ მხარეს ვერ ავცდებით. დოკუმენტებს სამინისტროში, მიიტან, კარდებში როგორც კი დატოვებ, დამიკავშირდი. ციხის ადმინისტრაციასთან რეკომენდაციას მე გაგიწევ. ვეცდები შენი დანიშვნა დავაჩქარებინო.
- გასაგებია. - ისევ მოსაგროვებელ ნუსხას ჩაჰყურებდა ქალიშვილი.

უნივერსიტეტიდან წამოსულმა ელენემ მეგობრებიც მოინახულა, მათთან ერთად აღნიშნა დიპლომის აღება, ცოტა დალიეს, ბევრი იცინეს, იმღერეს. შინ გვიან დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ზრდასრული გახლდათ, ისევ ფანჯარასთან ელოდა მაიკო. ალკოჰოლს უფრო მგრძნოაბიარე გაეხადა ჩვენი ელე, ისე ჩაეხუტა დედას, თითქოს ისევ პატარა იყო. დაწვრილებით უამბო შემოთავაზებული სამსახურის შესახებ. არ ვიცი სასმლის ბრალი იყო, თუ უფრო კარგად გაიაზრა დეკანის წინადადება, აშკარად აღარ ეშინოდა. პირიქით, გარკვეულ წილად ადრენალინის მოზღვევაბასაც კი გრძნობდა. თითქოს უჩვეულო მუხტით იზიდავდა კრიმინალური სამყარო და მისთვის ახალ, ამოუცნობ, ხიფათითა და თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას ჰპირდებოდა.
- იქნებ კარგად დაფიქრდე, სად შენ და სად ციხე? არ მინდა მსგავს ხალხთან გქონდეს ურთიერთობა... - ფრთხილად შეაპარა უჩვეულოდ აჟიტირებულ შვილს მაიკომ.
- რატომ? თქვენთან, საავადმყოფოში ყოფილი პატიმრები არ მოდიან?
- მოდიან მაგრამ...
- რა მაგრამ? სამედიცინო დახმარებაზე უარს ეუბნებით?
- ეგ სულ სხვაა...
- სხვა? მაინც რითაა გამორჩეული? ქუჩაშიც ხომ დადიან? იქაც მოვერიდო? ვიზიტის დროს ხომ არ ვკითხო, უკაცრავად თქვენ ნასამრთლები ხომ არ ხართ მეთქი?- უჩვეულოდ გაღიზიანდა ელენე.
- კი, მაგრამ...
- უნდა ვცადო, რას ვკარგავ? - ვერც კი შენიშნა, დეკანის სიტყვები როგორ გაიმეორა - თუ არ მომეწონება, წამოვალ...
- არაა საშენო ადგილი... - ისევ თავისას იმეორებდა მაიკო.
- ასეთი ადგილი არსებობს?! შენც ხომ იცი, რომ სამსახური მჭირდება, გვჭირდება.ნერვიულობა არ გინდა, არც ისეთი სუსტი ვარ, შენ რომ გგონივარ. მთელი ცხოვრება სხვაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული?! მშვიდად თუ იქნები, მამაოსაც დაველაპარაკები ... - დედის დასამშვიდებლად მხოლოდ ესღა მოიფიქრა ელენემ.
- არ იქნებოდა ცუდი...

რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, მოძღვარს სულაც არ გაჰკვირვებია ელენეს გადაწყვეტილება. პირიქით, მოუწონა კიდეც გოგონას იდეა, დალოცა და წარმატებაც უსურვა.
- ისიც შენი ჭკუისაა, ნებისმიერ ავანტიურაში მხარს გიჭერს! - მამაოსთან საუბრის შემდეგ, ორმაგად აღტაცებული შვილის სახის შემხედვარე, ამჯერად ნიკოლოზზე ბრაზობდა მაიკო.
თითქმის ერთი კვირა მოანდომა სასურველი დოკუმენტაციის მოგროვებას, ხან სამედიცინო კომისიას გადიოდა პოლიკლინიკაში, ხან სსიპ „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” მისაღებში, საკმაოდ მოზრდილ რიგში იდგა და მოთმინებით ელოდა ნარკოლოგიურიდან ცნობას, ხან ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ეძებდა და საკუთარ შერაცხადობას ამტკიცებდა.
ასე თუ ისე, როგორც იქნა დაასრულა სირბილი, ბოლოს ასაღებად „ნასამართლობის არქონის შესახებ“ ცნობა მოიტოვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს „მომსახურების სააგენტოდან“ გამოსული ლამის დაფრინავდა.
როგორც იქნა სრულ პაკეტად შეკრული დოკუმნეტები, ფაკულტეტის დეკანის მითითებისამებრ, სწრაფჩამკერში კოხტად ჩააწყო და პრობაციისა და სასჯელაღრსულების სამინისტროში მიიტანა.
ხშირად გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა თქვენი პირველი სამუშაო ადგილი?! არც ელენე იყო გამონაკლისი, ოცნებებში ათასნაირი ვერსია მაინც შეუმუშავებია, თუმცა ვერასოდეს იფიქრებდა, თუ ძალოვან სისტემაში მოუწევდა პირველი ნაბიჯების გადადგმა. გულში შიშიც კი შეეპარა, გამალებით უცემდა გული, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს საშვთა ბიუროში მჯდომი ჯარისკაციც კი ხვდებოდა მის განცდებს. იქნებ ასეც იყო? ან იქნებ თავად იყო ზედმეტად დაძაბული?
ვაჟმა რამდენიმე მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა მოახერხა შიდა ტელეფონით კადრებში დაკავშირება. გოგონას სახელზე საშვი დაუშვეს და საბუთებთან ერთად ლიფტამდეც მიაცილეს.
საკმაოდ მოზრდილი კოლიდორის გავლის შემდეგ, როგორც იქნა მიაღწია სასურველ ოთახამდე. ფრთხილად დააკაკუნა და მიპატიჟების შემდეგ, კაბინეტშიც შევიდა. მისდა გასაოცრად, ოთახი საკმაოდ თბილ ფერებში იყო მოწყობილი. ვიღაცის მზრუნველ ხელს ფანჯარის რაფაზე ოთახის ყვავილებიც მოეთავსებინა. ოთახში ერთად-ერთ მაგიდასთან საშუალო ასაკის, სრული ქალბატონი კომპიუტერის ეკრანს ჯიუტად ჩასცქეროდა. ელენეს შესვლა ან არ გაუგია, ან არ შეიმჩნია.
უნებურად თვალი აციმციმებული ეკრანისკენ გაექცა. ქალბატონი არც მეტი არც ნაკლები, საპნის ოპერას უყურებდა. ქალს მისი მზერა არ გამორჩენია. სწრაფად ჩახურა ფაილი და სათვალის ზემოდან ამოხედა აბეზარ სტუმარს. უნებურად შერცხვა ელენეს. ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს დანაშაულზე ქალის ნაცვლად ის გამოიჭირეს. თვალი სწრაფად მოარიდა ეკრანს.
- რა გნებავთ?! - საკუთარ ვიზუალთან შედარებით, საკმაოდ ცივი და მჩხავანა ხმა აღმოაჩნდა ქალბატონს.
- უკაცრავად, მე საბუთები მოვიტანე... - გაუბედავად მიაწოდა ელენემ დოკუმენტები.
- მერე დატოვე და წადი.
- უკაცრავად, სამსახურში გასვლა როდის მომიწევს?
ალბათ, მსგავს კითხვას არ ელოდა, აშკარად გაოცებულმა ამოხედა ქალმა.
- გენაცვალე, ჯერ უნდა ნახონ, კარგად შეისწავლიან და, თუ მისაღები კანდიდატი აღმოჩნდებით, რაშიც ცოტა არ იყოს ეჭვი მეპარება, დაგიკავშირდებიან.
- ანუ, დამიკავშირდებიან, მაინც როდის?! - ქალის ირონია არ შეიმჩნია მორიგი კითხვა დაუსვა ელენემ და ჯიუტად მიაჩერდა თვალებში.
- არ ვიცი, გენაცვალე. მინისტრი წყვეტს თანამშრომლების აყვანის საკითხს. მას კი ვადას არ ვუნიშნავთ... - გაღიზიანება ვეღარ დამალა ქალბატონმა.
სულ რამდენიმე წამით უმზერდა თვალებში უჩვეულოდ აფორიაქებულ ქალს. აღარაფერი უკითხავს, არც უთქვამს. თუმცა შეეცოდა. უსიტყვოდ შემობრუნდა და წამოვიდა. მოდიოდა ელენე, თავაწეული, ლაღი და ეცოდებოდა იქ, ოთხ კედელში გამომწყვდეული საპნის ოპერის ამარად დარჩენილი ქალი. მოდიოდა და ზუსტად იცოდა, რომ სულ რამდენიმე დღეში ახალ ცხოვრებას დაიწყებდა.



№1  offline წევრი qarishxali

მოლოდინიიიიიი გამიმართლდაა და ვგიჟდები მე ამ ისტორიაზეეე heart_eyes კარგი იყო და სულმოუთქმელად ჩავიკითხე heart_eyes ველი შემდეგს მოუთმენლად smile

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

მომწონს ელენეს შემართება.ალბათ აქ ნახავს თორნიკეს?უკვე ვეღარ ვითმენ ახალ თავამდე
--------------------
ლანა

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

მალე დადე რა.ასე არ დააგვიანო.

მომწონს ელეს შემართება,იმედია თორნიკეს ნახავს და დაუბრუნებს სურვილს ციხიდან გამოსვლის.რა მოითმენს მომდევნო თავამდე ჰა
--------------------
ლანა

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

არა რა რომ ხარ, ხარ უმაგრესიიიი.

 


№5  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Dzaan magari xar.
Arc mifiqria rom ase daakavshirebdi ertmanettan.
Moutbenlad veli shemdegs!

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
მალე დადე რა.ასე არ დააგვიანო.

მომწონს ელეს შემართება,იმედია თორნიკეს ნახავს და დაუბრუნებს სურვილს ციხიდან გამოსვლის.რა მოითმენს მომდევნო თავამდე ჰა

მოთმინება ახლა ყველაზე მეტდ გვჭირდება. საკმაოდ საინტერესო ნაწილი იწყება, თუმცა ყველაზე სერიოზულიც. ფიქრი სიწირდება, მკითხველთან თავი რომ არ შევირცხვიო smile

lalita
არა რა რომ ხარ, ხარ უმაგრესიიიი.

lalita
არა რა რომ ხარ, ხარ უმაგრესიიიი.
რაც ვარ ეს ვარ, თქვენი შექმნილი, თქვენით გაძლიერებული kissing_heart

nawkas12345
Dzaan magari xar.
Arc mifiqria rom ase daakavshirebdi ertmanettan.
Moutbenlad veli shemdegs!

მიხარია თუ ვერ შეძელი მათი შეხვედრის ადგილის გათვლა, ვნახოთ თუ შევძლებ მომავალ თავებშიც თქვენ გაოცებას. smile kissing_heart

qarishxali
მოლოდინიიიიიი გამიმართლდაა და ვგიჟდები მე ამ ისტორიაზეეე heart_eyes კარგი იყო და სულმოუთქმელად ჩავიკითხე heart_eyes ველი შემდეგს მოუთმენლად smile

შენი სიტყვები დიდი სტიმულია kissing_heart heart_eyes

 


№7  offline წევრი ნინუცი

ანა მალე გთხოოოოვ...თორრ უკვე ვეღარ ვითმენ და მე დავწერ ჩემს ტვინში ამის დამთავრებას წამებში :დ

 


№8  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

ვაიმეე როგორ არ მინდოდა დასრულებულიყოოო :((( ახლა ერთი სული მაქვს როდის დაიდება ახალიი თავიი და განვითარდება როგორც ყოველთვის საინტერესოდ მოვლენებიიი.ყველაფერს ისე დამაჯერებლად და რეალურად აღწერ რთულიაა მთლიანად არ ჩაეფლოო ისტორიაშიი და არ მოწყდე ყველაფერს ამის კითხვის დროს.ძალიან კარგი ხარ და მახარებს ამ ისტორიის კითხვა თავს რაღაც სხვანაირად ვგრძნობ ხოლმეე არც ვიცი როგორ უბრალოდ ძალიან სასიამოვნოდ :))

 


№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნინუცი
ანა მალე გთხოოოოვ...თორრ უკვე ვეღარ ვითმენ და მე დავწერ ჩემს ტვინში ამის დამთავრებას წამებში :დ

საინტერესო იდეაა, სიამოვნებით წავიკითხავდი შენეულ დასასრულის ვერსიას smile kissing_heart

ნიტა♡♡
ვაიმეე როგორ არ მინდოდა დასრულებულიყოოო :((( ახლა ერთი სული მაქვს როდის დაიდება ახალიი თავიი და განვითარდება როგორც ყოველთვის საინტერესოდ მოვლენებიიი.ყველაფერს ისე დამაჯერებლად და რეალურად აღწერ რთულიაა მთლიანად არ ჩაეფლოო ისტორიაშიი და არ მოწყდე ყველაფერს ამის კითხვის დროს.ძალიან კარგი ხარ და მახარებს ამ ისტორიის კითხვა თავს რაღაც სხვანაირად ვგრძნობ ხოლმეე არც ვიცი როგორ უბრალოდ ძალიან სასიამოვნოდ :))

ჩემთვის ამაზე დიდი კომპლიმენტი არ არსებობს, როცა მკითხველი ახალ თავს ელის. რათქმა უნდა თქვენი გახარება მეც მინდა და ახალი თავის სწრაფად დადება, მაგრამ სამწუხაროდ სამ დრეზეადრე ფიზიკურად ვერ ვახერხებ, სავარაუდოდ კვირას გაგახარებთ ახალი თავით kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent