შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სველი იასამანი [3]


11-05-2017, 23:15
ავტორი მარრიამი
ნანახია 7 207

სასტუმროში გვიან ღამით ვბრუნდებით. ჩემს ოთახამდე მაცილებს და კარების წინ ვდგებით. ვუყურებთ ერთმანეთს და ჩუმად ვართ, ან იქნებ ვერ ვხვდებით რა უნდა ვთქვათ, იქნებ სიტყვები ზედმეტია. კისერზე მკიდებს ხელს, მიახლოვდება და ძალიან, ძალიან ნაზად მეხება ტუჩებით ყბის ძვალთან, ოდნავ ქვემოთ. ისე მკოცნის, ლამისაა წავიქცე, მუხლები მეკვეთება. მერე მშორდება, მაკვირდება, მემშვიდობება და თავის ოთახში შედის. მეც შევდივარ ჩემს ოთახში, ალბათ უფრო მექანიკურად ვმოძრაობ. მისი შეხებით გამოწვეული სიმხურვალე ჯერ კიდევ არ გამნელებია. აივანზე გავდივარ, იქნებ სიგრილემ მაინც შემაფხიზლოს. გადაჭარბება ნამდვილად არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღე სწორედ ეს იყო. და როგორ გინდა დაიძინო? ვერ დავიძინებ.
სავარძელი აივანზე გამაქვს, იქვე ვჯდები, ფეხებს ვიკეცავ და პლედს ვიხვევ. გვერდით ოთახის აივანთან საერთო მოაჯირი მაქვს, გვერდით ოთახში ზღვისთვალაა.. გამუდმებით იქით გამირბის თვალი, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ძალით ვცდილობ მხოლოდ ზღვის ხედით დავტკბე, არ გამომდის.
ვერაფრით ვიშორებ ეიფორიას, ის აქვეა, ამ კედელს მიღმა, ადამიანი, რომელიც გუშინ გავიცანი და ადამიანი, რომელსაც დღეს ყველაზე კარგად ვიცნობ.
ისევ წვიმს, წვიმის ხმაური იდეალურ გარემოს კიდევ უფრო საოცარს ხდის. აქა-იქ ჩემს სხეულსაც ხვდება და მსიამოვნებს.

- ჩაი გაკლია - გვერდით აივნისკენ ვიხედები, საერთო მოაჯირს ეყრდნობა და ორი ფინჯანი ჩაი უკავია.
- მეგონა გეძინა - ფინჯანს ვართმევ და ოდნავ მოშორებით ზურგით ვეყუდები იმავე მოაჯირს.
- მაშინ როცა შენ გღვიძავს? - ჩაცინებას აყოლებს სიტყვებს.
- მითვალთვალებდი?
- საიდან დაასკვენი? - ეცინება.
- აბა რა იცოდი, რომ მეღვიძა?
- ვგრძნობდი, მაკა, ვგრძნობდი - რაღაცნაირად ამბობს, შესაფერის სიტყვას რომ ვერ იპოვი ისე, მე კი ზუსტად ასე რაღაცნაირად მწვდება მისი სიტყვები გულში.
- გელოდებოდი - ჩუმად ვამბობ და ვხვდები იწევა, მოაჯირს აღარ ეყრდნობა.
არ ვიცი, შეიძლება ჩემმა ნათქვამმა იმოქმედა, მიხარია.
წამში მეხვევა მისი ხელი მუცელზე და მეორე ყელზე, ზურგიდან მეხუტება და მათბობს ისე, როგორც არავინ და ვერავინ, არასდროს და ვერასდროს. კისერში ვგრძნობ ჯერ მის სუნთქვას, შემდეგ ტუჩებს, ძალიან ნაზად და ბოლოს ცხვირს. ჩემს ყელში სუნთქავს და მე ვითიშები.
- უსასრულობად ვაქცევდი ამ წამებს - მეჩურჩულება და ეს ჩურჩული მავსებს, მთელ სხეულს მიდუღებს.
არ ვიცი რამდენი ხანი ვართ ასე, დროის შეგრძნებას ვკარგავ. ჩემს სხეულს შემოხვეული ის და მის სხეულს მიხუტებული მე, სრული ჰარმონიაა.
- ცოდო ხარ, მიდი, დაიძინე, დაისვენე - ისევ ჩურჩულებს.
- შენ გეძინება, მე მაბრალებ და მიშვებ? - მეცინება.
- კაიი - თავს წევს ჩემი მხრიდან.
- რა? - ღიმილით ვინთავისუფლებ თავს და მისკენ ვბრუნდები.
- სანამ ჩემთან ხარ მე არ დავიძინებ.
- რატომ, საკუთარი თავის წვალება მოგწონს? - ვცდილობ არ შევიმჩნიო მისი სიტყვებით გამოწვეული ემოცია.
- რომანტიკის რამე გაგეგება საერთოდ? - ხმამაღლა ეცინება.
- ყველაზე მაგარი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში - კისერზე ვხვევ ხელებს და ვეხუტები.
- ჩემთვისაც - თვითონაც მხვევს ხელებს წელზე.
- კარგი, დავიძინებ - ვშორდები.
- კარგი, დაიძინე - სანამ ხელს გამიშვებს ლოყაზე მკოცნის, ან უფრო ტუჩებთან ახლოს, მაგრამ არა ტუჩებზე და მიშვებს.

ოთახში სიარულით კი არ შევდივარ, მივფრინავ, თითქოს ღრუბლებზე დავაბიჯებდე. არ ვიცი რას მმართებს, მაგრამ ფაქტია, მის გვერდით სხვანაირი ვარ.
საწოლზე ვარსკვლავივით ვწვები. ვერაფრით ვიძინებ. ისევ მასზე ვფიქრობ და ვხვდები, ასე არ შეიძლება. ბალიშს ვეხუტები და განვლილ დღეზე ფიქრს ვიწყებ. რამდენი რამ მოხდა დილიდან. ლენკას სახლიდან პირდაპირ ბათუმში აღმოვჩნდი, რეზისგან - დათასთან. ამ დღემ მიმახვედრა, რომ რეზი ჩემი ცხოვრების წარსულია. რეზის ფურცელზე წერტილია დასმული და მე ყველაფერს ახალი, სუფთა ფურცლიდან ვიწყებ, აქ კი მისი ადგილი აღარაა. თუმცა მასთან ყოფნა მაინც აღძრავს რაღაც ემოციებს ჩემში, მისი თვალებიც, მისი შეხებაც. კარგად ვხვდები ეს ყველაფერი ისეთი ძვირფასი რომ არ არის, როგორც დათას თითოეული ქმედება, მაგრამ მე სხვანაირად მინდა. მინდა საერთოდ აღარფერს ვგრძნობდე, მინდა მის შეხებაზე რეაქცია არ მქონდეს, მინდა საერთოდ დაცლილი ვიყო ყველაფრისგან, რაც მას უკავშირდება.

თენდება..
მაღვიძებს, მაგრამ მზის სინათლე კი არა, ყავის სურნელი.. თვალებს ვახელ და პირველი სწორედ ყავის ფინჯანს ვხედავ, საწოლის გვერდით, ტუმბოზე ლანგარი დევს, ლანგარზე ყავა, შოკოლადი, კრუასანი და აბა გამოიცანით? რასაკვირველია, იასამანი! მხოლოდ ამის შემდეგ მაწუხებს დაჟინებული მზერა და მისკენაც ვიხედები. საწოლის ბოლოში ზის და მიყურებს საოცრად თბილი მზერით.

- დილა მშვიდობის - ოდნავ ვიწევი და საზურგეს ვეყრდნობი, ხალათით დამძინებია.
- დილა მშვიდობის - ახლოს იწევა, ჩვეულ ადგილას, ყბის ძვალთან მკოცნის და თავის ადგილს უბრუნდება.
- დამაგვიანდა გაღვიძება? - მეცინება და ლანგრისკენ ვიხედები.
- არა, მე გავიღვიძე ადრე - დგება, ლანგარს მუხლებზე მიდებს და უფრო ახლოს ჯდება.
- და ოთახში შემოიპარე? - ზუსტად მახსოვს, რომ კარები ჩავკეტე.
- ხო, მინდოდა ახალი გაღვიძებული მენახე, ვაიდა თავი შემოგეტყუებინა - ისე სერიოზულად მელაპარაკება, დაჯერებაც შეიძლება, მაგრამ მე გულიანად მეცინება.
- მერე?
- მერე აქეთ უნდა ვიწვალო, რომ ჩემი თავი შემოგატყუო - იცინის, აი ისე, მე რომ მაგიჟებს.
- შენ არ გინდა ყავა?
- შენი ჭიქით? - ისევ მიღიმის.
- თუნდაც - დარწმუნებით ვპასუხობ და ჩემს ფინჯანს ვაწვდი.
- ყველაზე გემრიელი ყავაა, რაც კი ოდესმე დამილევია - ქვედა ტუჩს ილოკავს.
- შენ კი ყველაზე აფერისტი ბიჭი ხარ - მეცინება.
- არადა მართლა ეგრეა, აი გასინჯე თუ არ გჯერა - თვალები უცინის, გეფიცებით.
- დავლევ და წავიდეთ.
- დალიე და წავიდეთ, ოღონდ პირდაპირ სახლში არა.
- აბა?
- გავალ მე და მოემზადე - ლოყაზე მეფერება ხელის ზურგით და გადის.

ვიცი, სიგიჟეა!
დღეს მეორე კაბას ვიცვამ, ისიც იასამნისფერია, ოღონდ გრძელი. თმა ისევ სველი მაქვს, ისევ არაუშავს.
კარებზე კაკუნია, ვაღებ და რა თქმა უნდა ზღვისთვალას ვეგებები.
მუქი მწვანე, ჭაობისფერი პერანგი აცვია და საოცრად უხდება მის თვალებს.

- წავედით?
- წავედით.

ხელს ყოველგვარი „შეპარების“ გარეშე მკიდებს, ტუჩებთან მიაქვს და მკოცნის, მიყურებს, მიღიმის და მივდივართ.

- შანსი არაა აქედან ისე წავიდეთ აჭარულები არ ვჭამოთ - მანქანას აჩერებს.
- უნდა ვჭამოთ - სიცილით ვეთანხმები და მივყვები.

- შენ ყოჩაღ - მეუბნება სიცილით, როგორც კი ბოლო ლუკმას ვყლაპავ.
- ძალიან მიყვარს - მხრებს ვიჩეჩავ ჩემი ბრალი არაას გამომეტყველებით.
- ძალიან კარგი - აი, ისევ მიცინის - წავედით?
- კი, სახლში.

გზა?
მგზავრობა რომ მიყვარს გითხარით უკვე?
ძალიან მიყვარს მანქანაში ჯდომა და მითუმეტეს სასიამოვნო ადამიანებთან ერთად.
თან გზას უყურებს, თან მე, გამომხედავს და მიღიმის და ყოველ გაღიმებაზე ძალიან, ძალიან მინდა იმ ნაჩვრეტზე კოცნა.

- რაზე ფიქრობ? - უეცრად ბრუნდება ჩემკენ.
- ლენკა გაგიჟებული დაგვხვდება - სულ სხვა რამეს ვამბობ და მეცინება.
- და?
- და არაფერი, კარგად ვიხალისებთ მის ქოთქოთზე.
- შენ თემო და თაზო უნდა ნახო - მასაც ეცინება.
- მომკლავენ - ისევ ვიცინი, რა ვქნა, ვერ მოიწყენ ზღვისთვალასთან.

იცით როგორი მზერა აქვს?
ყოველ გამოხედვაზე როგორ მიყურებს?
როგორი თვალები აქვს?
არ ვიცი მე მეჩვენება თუ მართლა ასეთი თბილია, რაღაცნაირად სავსე, ყურება რომ არ მოგბეზრდება ისეთი, ბევრ რამეს რომ დაინახავ, მერე თვალები მიმძიმდება და მეძინება.
მგზავრობისას ძილი ყველაზე მაგარი რამაა, არ შემიძლია, უბრალოდ ვერ ვძლებ მღვიძარე.
ქალაქში შესვლისას მაღვიძებს დათა. ნაზად მეფერება სახეზე და ხმადაბლა მეძახის.

- რომ იცოდე მძინარე რა კარგი ხარ - ღიმილისას სითბოს აფრქვევს.
- ჩამოვსულვართ - მისი შემხედვარე მეც მეღიმება.
- ლენკასთან მივიდეთ თუ სახლში წაგიყვანო?
- სახლში მირჩევნია, დავისვენებ და ლენკასთან საღამოს გავალ.
- კარგი.
სახლთან მიჩერებს მანქანას და ჩემთან ერთად გადმოდის.
- კარგი, წავალ - ისე უხერხულად ვეუბნები, თითქოს გუშინდელი დღე ერთად არ გაგვეტარებინოს.
- დროებით - ეღიმება. იწევა და სულ წამით მეხება ყელთან.
- მადლობა ამ დღეებისთვის - ლოყაზე ვკოცნი და სულ ოდნავ ვეხუტები.
- გელოდები, გადმომხედე - ხომ არაფერი? გული ლამისაა გამისკდეს ბედნიერებისგან.
- კარგი - ვუღიმი და სადარბაზოში შევდივარ.

კიბეებზე სწრაფად ავდივარ, კარებს ვაღებ და მაშინვე აივნისკენ მივიწევ. გავდივარ და მეცინება, ჩემს აივანს ეძებს აშკარად. როგორც კი მხედავს, მიღიმის, ოდნავ მიქნევს თავს და მას შემდეგ, რაც ხელს ვუქნევ, მანქანაში ჯდება.

ახლა ისე არაფერი მჭირდება, როგორც შხაპი. ტელეფონს სატენზე ვაერთებ. ალბათ ერთი საათი მაინც ვდგავარ საშხაპეში, საოცრად მსიამოვნებს ცხელი წყალი. იქიდან მოთენთილი გამოვდივარ. პირსახოცმოხვეული ვწვები და იქვე მეძინება. რომ ვიღვიძებ, გარეთ უკვე ბნელა. ვარაუდით ვხვდები, რომ საათი ისრები რვას გადაცდენია. ჯერ ისევ ძილბურანში მყოფს მახსენდება გუშინდელი დღე, ნებიერად ვიშლები ლოგინზე, საკუთარი ემოციები მაბნევს მგონი.
ტელეფონს ვრთავ და მაშინვე მოდის შეტყობინებები, გამოტოვებული ზარები, აბა გამოიცანით ვისგან?
რა თქმა უნდა, ლენკასგან.
მომდევნო ზარიც არ აყოვნებს.

- გისმენ.
- ორი დღეა ვრეკავ, ზუსტად ორი დღე - ისეთი ხმა აქვს, რომ შეეძლოს მომკლავდა.
- გეხვეწები ახლა არ აქოთქოთდე და ხვალ მოგიყვები რა - თავდაცვაზე გადავდივარ.
- ხვალამდე მოვითმენ შენი აზრით? გელოდები, ჯერ ძილს არ ვაპირებთ.
- აუ მეხუმრები? ცხრა საათია.
- მაკა, მოგკლავ იცოდე! ორი დღეა გამქრალი ხარ და იმასაც არ კადრულობ რამე ამიხსნა.
- კარგი, ხო, მოვემზადები უცებ.
- მიყვარხარ, ჩავუსხდებით ჩვენებურად.
- აფერისტი - მეცინება.

სწრაფად ვემზადები და გავდივარ. წარმოდგენაც მიჭირს რა რეაქცია ექნება ლენკას, როცა ვეტყვი სად დავიკარგე ეს ორი დღე. კიბეებზე ჩავრბივარ და თან მეცინება.

- ძლივს არ ჩამოხვედი? - სადარბაზოდან გავდივარ თუ არა დათას ხმა მესმის და მოულოდნელობისგან შეშინებული ვხტები - აუ, შეგეშინდა? - ხელს თავზე ისვამს და ჩემკენ მოდის - ბოდიში რა - მიხუტებს და თმაზე მეხება ტუჩებით.
- აქ რა გინდა? - ჯერ ისევ გაკვირვებული ვარ.
- თემომ დამირეკა და ზუსტად ვიცოდი, ლენკაც დაგირეკავდა - ეცინება.
- გეუბნები, მთლად დალაგებული არ უნდა იყო - მეც მეცინება და მანქანისკენ მივდივარ.
- დაბრძანდით - კარებს აღებს და მანიშნებს.
- მადლობა.

კარების გაღებისთანავე თვალები საცრისოდენა უხდება ლენკას, თუმცა არაფერს ამბობს, დათას წინ უშვებს, მე მკლავზე მჩქმეტს და ფაქტობრივად მიმათრევს მისაღებში. ბავშვობიდან ასეთი ჩვევა აქვს, თუ რამეს ვერ იგებს და აინტერესებს, თუ რამე არ მოსწონს, დგას და მჩქმეტს, მისი წყალობით სულ დალურჯებული ვარ, ვერაფრით გადავაჩვიე.
მისაღებში სუფრა გაშლილი გვხვდება, განსაკუთრებული არაფერი - სალათი, კარტოფილი, მჭადი, ყველი და არაყი, არა მხოლოდ, ლუდიც იქვეა, მგონი ჩემი სიკვდილი უნდა.

- დაჯექი - დივნისკენ მანიშნებს და მეც ვემორჩილები.
- მხოლოდ ჩვენ ვართ?
- თაზო გზაშია, ჩემი გოგოები არ მოვლენ, წავიდნენ უკვე.
- შენი გოგო მე ვარ და აქ ვარ - ვუბღვერ და ხელებგადაჯვარედინებული ვეყუდები საზურგეს. დათას ჩაცინებაც მესმის.
- ჩემი გოგო როდის იქნები ზუსტად ვიცი - ღიმილით მიჯდება გვერდით ლენკა - მიდით აბა, ჩამოასხით და თან მოყევით სად გაქრით ორივე ასე ერთდროულად.
- დავასხი - ბოთლს აჩვენებს დათა - და ბათუმში გავქრით ორივე ასე ერთდროულად - იღიმის, ეშმაკურად და თან ისე, მე რომ მიყვარს.
- ორი დღე? - კივილამდე ცოტა უკლია.
- ცალ-ცალკე ოთახებში გვეძინა - ხმამაღლა იცინის და თან ისე გულიანად, მეც ვყვები.
- არა, მე ამას მარტო ვერ ავიტან, გული გამისკდება, თურმე რა ამბებია და მე ახლა ვიგებ.
- აუ, დაიწყო - სახეს ხელებში ვრგავ და ფსიქოლოგიურად ვემზადები ლენკას ქოთქოთისთვის, თუმცა თაზო გვევლინება მხსნელად.
- მზეობისთვის ძალიან გვიანია, ამიტომ ბადრი მთვარე მოვედი - მხიარულ ტალღაზეა.
- ძალიან მაინტერესებს შეინარჩუნებ თუ არა განწყობას, როცა გაიგებ ამ ორი ჩუმჩუმელას შესახებ - ისევ აღშფოთებულია ლენკა.
- ლენკა გეყოფა, ჯვარი კი არ დაგვიწერია - უკვე ნერვებს მიშლის.
- ეგღა გაკლდათ.
- ერთად იყავით ხო ეს ორი დღე? - საჩვენებელ და შუა თითს ერთმანეთს უხახუნებს თაზო და ჩვენკენ წევს.
- რა დავაშავე - ვწუწუნებ.
- მერე რა, მე მაშინვე „მოვწვი“ - ეცინება და კმაყოფილი სახით წრუპავს ლუდს.
- ამათ აკლიათ, გეფიცები - დათას ვიყურებ.
- კაი რა, ხო იცოდი , გაგვიმარჯოს? - მიცინის დათა და არყის ჭიქას მაწვდის.
- არ არსებობს, ვერ დავლევ.
- მიდი რა - ისე იღიმის, როგორ შეიძლება უარი თქვა.

ერთი ამოსუნთქვით ვუშვებ ყელში სითხეს და ვგრძნობ, როგორ ედება სიმხურვალე მთელ სხეულს. ერთს მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე და მერე თვლის გაგრძელებას აზრი არ აქვს. მაგრამ დათა არ სვამს, ერთი ჭიქით უდგას ლუდი და იმას აგემოვნებს მხოლოდ, თავის გასამართლებლად მანქანით ვარო ამბობს. ჭიქების მატებასთან ერთად არაადეკვატურობაც იმატებს, ზედმეტად მხიარულები ვართ.

- აბა, ახლაც არ იტყვით რა გინდოდათ ბათუმში? - ენის ბორიძიკით ისევ სასურველ თემას უბრუნდება ლენკა.
- აუუ, გავიპარეთ, რას შეგვჭამე? - მობეზრებით ვპასუხობ.
- ოო, რა საზიზღარი გოგო ხარ - ბურტყუნებს.
- გეფიცები მეტი აღარ შემიძლია, მე მივდივარ - ჩემი ჭკუით დემონსტრაციულად ვდგები, თუმცა პირველივე ნაბიჯზე ვიქცევი და მგონი იატაკსაც ვეხუტები. არა, დათას ხელები მიჭერს.
- თაზოს და მაკას მე გავიყვან - მისი სიცილი სწვდება ჩემს ყურებს. არ ვიცი თაზო როგორ დადის, თუმცა ვხვდები, რომ მე დათას გარეშე სიარული არ გამომივა. ჯერ თაზო მიჰყავს და შემდეგ მიდის ჩემი სახლისკენ.

დიდი ხანია ამდენი აღარ დამილევია და საერთოდ, არაყი პირველად დავლიე. ასე მგონია, ყველაფერი ბრუნავს, მთელი ჩემი შინაგანი ორგანოები და გარეთ მთელი დედამიწა. თვალებს როგორც კი ვხუჭავ, საზიზღარი შეგრძნებებით ვივსები, ვერ ვიძინებ.
მანქანაც ჩერდება.

- არ გადმოხვიდე - მაფრთხილებს და თვითონ გადადის. რამდენიმე წუთში ჩემი კარები იღება და გადმოსვლაში მეხმარება.
არადა დღეს დალევა სულაც არ მქონია გეგმაში. კიბეებზეც ავყავარ, თავისთავად, აბა მარტო ამსვლელი ვერ ვარ.

- გასაღები? - ცალი ხელი ჩემთვის აქვს მოხვეული, მეორე კი გასაღებისთვის გამოწვდილი.
ჩანთაში სამწუთიანი ძებნის შემდეგ გასაღებს ვპოულობ და ვაძლევ. სახლში შევყავარ და მისაღებში დივანზე მსვამს.
- ვკვდები - ძლივს ვამბობ და ვკრუსუნებ.
- ნუ გეშინია, არ მოკვდები - ეღიმება - პირველად დალიე?
- არაყი კი.
- აუ მართლა? - სწორდება და შეწუხებული მიყურებს - მოიცა, წამო, ადე - როცა ხვდება რომ აზრი არ აქვს და მაინც ვერ ავდგები, ხელში მიყვანს და სააბაზანოში მივყავარ.
ნიჟარასთან მსვამს, თან ცალ ხელს არ მაშორებს და მეორეთი ცივ წყალს მისვამს სახეზე. წამით ვგრილდები, მერე კი ისევ მცხელა.
- უკეთ ხარ? - მეკითხება და ცივ თითებს ლოყაზე მადებს - აი ასე - ხან შუბლზე „მეფერება“, ხან ლოყებზე - მორჩა, ახლა წავიდეთ - ისევ თვითონ მივყავარ მისაღებში და ამჯერად მაწვენს დივანზე - ყავას გაგიკეთებ და მოვალ, კარგი? - ისე მეკითხება, თითქოს ვუპასუხებდე და სამზარეულოსკენ მიდის.

დივნიდან კარგად ჩანს როგორ მოძრაობს სამზარეულოში, მგონი ეს აკლდა ჩემს სახლს იდეალურობისთვის. მთელი სხეული უჩვეულო სითბოთი მაქვს სავსე, მაგრამ ეს ალკოჰოლის ბრალი ნამდვილად არაა. მალე ბრუნდება, დიდ ფინჯანში მოუმზადებია ყავა.

- წამოჯექი კაი? დალიე და მერე დაიძინე - წამოჯდომაში მეხმარება და თვითონაც გვერდით მიჯდება. მის მხარს რომ არ ვეყუდებოდე, ალბათ ისევ მივწვებოდი.
- რა თბილი ხარ - ვბურდღუნებ და ცხვირს ვუხახუნაბ მკლავზე.
- ხო, შენ მთვრალი ხარ - ეცინება - მაგრამ მაინც მიხარია ამის მოსმენა.
- დათა მეძინება - ისე ვეხუტები, თითქოს ბალიში იყოს, მაგრამ თვალებს მაინც ვერ ვხუჭავ, ისევ ტრიალებს ყველაფერი.
- მოდი დავლიოთ ყავა და მერე დაიძინე, უკეთესად იქნები - ბავშვივით მიხსნის, ლოყაზე მეფერება ხელის ზურგით და თავზე მკოცნის.

ისეთი სინაზით მივლის, ისე თბილად. მერე რა რომ ყველაფერი ტრიალებს, მის თვალებში მაინც ვხედავ ჩემს თავს, სარკესავით მირეკლავს და მისეულ სილამაზეს მანიჭებს.
დიახ, მის თვალებში ლამაზი ვჩანვარ.
ყავასაც თავისი ხელით მასმევს და მაწვენს.

- ახლა უკეთესად გახდები და შეძლებ დაიძინო.
- არ წახვიდე რა - ისე ვამბობ, მეც არ მესმის, მაგრამ ის იგებს.
- არ მივდივარ, აი აქ ვარ - იატაკზე ჯდება ჩემს თავთით და თვალებში მიყურებს. თითებს წინ გადმოყრილ თმებში მიცურებს და თმებს ეფერება.
ვერ ვიტან როცა თმას ეხებიან!
მაგრამ ვერაფერს ვეუბნები, ვერ ვეწინააღმდეგები.
მერე ყველაფერი ბუნდოვანი ხდება, გამოსახულება ქრება, მეძინება.
_____
ესეც მესამე.. სიტყვებით ვერ აღვწერ როგორ მაბედნიერებთ, ეს მხოლოდ იგრძნობა, გამოხატვა შეუძლებელია.
მიყვარხართ!!!



№1  offline წევრი Camomilla

ვგიჟდები დათაზე და მაკაზე საოცარი წყვილიაა

 


№2  offline წევრი შამხათი

რა საყვარლობაა, ძალიან მომწონს.

 


№3  offline წევრი nasia

Rato damtavrdaaaa :'( :'( kide minda kide da kide iseti kaegia ♥♥♥♥♥

 


№4  offline აქტიური მკითხველი La Llorona

რა საყვარლობაა, რა სიყვარულიაა ❤ დათა მომწონს ძალიან, ძალიან ❤❤❤ ველოდები ახალ თავს და იმედია ყველაფერი კარგად იქნება ❤❤მიყვარხარ. ❤
--------------------
M.D

 


№5  offline წევრი FLAWless

აი შემოვედი თუ არა თვალში მომხვდა და გულს გაუხარდა <3 ეგრევე კომენტარის დაწერა მომინდა ^^ მოკლედ წავიკითხავ ეხლა მეეე რამდენჯერმე (ერთხელ ნამდვილად არ ეყოფა ჩემს გულს) და მერე დავწერ შედარებით ვრცლად რა მაგარი გოგო ხარ შენ და როგორ არასდროს მიცრუებ იმედებს <3

 


№6  offline აქტიური მკითხველი Anuki96

გვრიტები ♡♡

 


№7  offline მოდერი მარრიამი

Camomilla
ვგიჟდები დათაზე და მაკაზე საოცარი წყვილიაა

მე თქვენზე ვგიჟდები <3
შამხათი
რა საყვარლობაა, ძალიან მომწონს.

ძალიან დიდი მადლობა <3
nasia
Rato damtavrdaaaa :'( :'( kide minda kide da kide iseti kaegia ♥♥♥♥♥

ვუაიმე, მადლობა <3
La Llorona
რა საყვარლობაა, რა სიყვარულიაა ❤ დათა მომწონს ძალიან, ძალიან ❤❤❤ ველოდები ახალ თავს და იმედია ყველაფერი კარგად იქნება ❤❤მიყვარხარ. ❤

ძალიან დიდი მადლობა <3 მეც მიყვარხარ <3
FLAWless
აი შემოვედი თუ არა თვალში მომხვდა და გულს გაუხარდა <3 ეგრევე კომენტარის დაწერა მომინდა ^^ მოკლედ წავიკითხავ ეხლა მეეე რამდენჯერმე (ერთხელ ნამდვილად არ ეყოფა ჩემს გულს) და მერე დავწერ შედარებით ვრცლად რა მაგარი გოგო ხარ შენ და როგორ არასდროს მიცრუებ იმედებს <3

ვაიიჰ, ძალიან დიდი მადლობა <3
Anuki96
გვრიტები ♡♡

საყვარელო <3

 


№8  offline წევრი londoni

აი არ ვიცი რა ვთქვა, ისე წავიკითხე ეს თავი, რომ სახიდან ღიმილი არ მომშორებია^-^ ველი შემდეგს❤

 


№9  offline მოდერი Maiaabuladze

წეღან აქ კომენტარი არ დამიწერია? smile
იასამანო ისეთი ტკბილი თავი იყო რომ არ მეყო ბევრი სიტკბოება მინდოდა უფრო არ მინდოდა დასრულებულიყო <3 ვგიჟდები ისე მიყვარხარ <3 მესაკუთრე მარიამ

 


№10  offline წევრი Rija)))

ისედაც იცი შენზე რომ ვგიჟდები:)))
ეს მესამე თავი რაღაც მაგიური იყო^^...^^ მომწონს დათა,რაღაცნაირად საყვარელია^^^
მოკლედ,იასამანო ველოდები მეოთხე თავს, როგორც ყოველთვის იცი როგორ უნდა "გაგვაგიჟო" < 333

 


№11  offline წევრი Tamtu_tatu

Davtkbi davtbi da agvprtovandi. Rogor momcons. Ra sakvarlebi arian. Saertod shen xar umagresi adamiani. Mxolod sitbos da siketes rom aprkvev. Ra vkna dzalian mikvsrs sheni gmirebi da shenc mikvarxar aseti tkbili shokoladi rom xar

 


№12  offline წევრი marikuna (1)

Dzalian kargi tavi iyo momewona velodebi shemdeg tavs

 


№13  offline წევრი Mariammmo

საყვარლებიიი <3
ვაიმე ეხლა ის ბიჭი არ ჩაუხტედ ამმარწყვივით ბიჭს და არ აურ-დაურიოს ამ გოგოს ამბები რააა -_-

ამ გოგოზეა
"მერე რა რომ სველია, სველი იასამანი" :D

 


№14  offline მოდერი მარრიამი

londoni
აი არ ვიცი რა ვთქვა, ისე წავიკითხე ეს თავი, რომ სახიდან ღიმილი არ მომშორებია^-^ ველი შემდეგს❤

მე თქვენს კომენტარებზე ვერ ვიშორებ ღიმილს <3 მადლობა <3
Maiaabuladze
წეღან აქ კომენტარი არ დამიწერია? smile
იასამანო ისეთი ტკბილი თავი იყო რომ არ მეყო ბევრი სიტკბოება მინდოდა უფრო არ მინდოდა დასრულებულიყო <3 ვგიჟდები ისე მიყვარხარ <3 მესაკუთრე მარიამ

ძალიან დიდი მადლობა <3 მეც მიყვარხარ <3
Rija)))
ისედაც იცი შენზე რომ ვგიჟდები:)))
ეს მესამე თავი რაღაც მაგიური იყო^^...^^ მომწონს დათა,რაღაცნაირად საყვარელია^^^
მოკლედ,იასამანო ველოდები მეოთხე თავს, როგორც ყოველთვის იცი როგორ უნდა "გაგვაგიჟო" < 333

ძალიან დიდი მადლობა საყვარელო <3 ვეცდები <3
Tamtu_tatu
Davtkbi davtbi da agvprtovandi. Rogor momcons. Ra sakvarlebi arian. Saertod shen xar umagresi adamiani. Mxolod sitbos da siketes rom aprkvev. Ra vkna dzalian mikvsrs sheni gmirebi da shenc mikvarxar aseti tkbili shokoladi rom xar

თამთა, მადლობა <3
Lollipop :))
კარგი თავი იყო
მომეწონა
წარმატებები❤

მადლობა, მიხარია <3
marikuna (1)
Dzalian kargi tavi iyo momewona velodebi shemdeg tavs

მადლობა, მადლობა <3
Mariammmo
საყვარლებიიი <3
ვაიმე ეხლა ის ბიჭი არ ჩაუხტედ ამმარწყვივით ბიჭს და არ აურ-დაურიოს ამ გოგოს ამბები რააა -_-

ამ გოგოზეა
"მერე რა რომ სველია, სველი იასამანი" :D

ძალიან მიხარია, მადლობა <3 მაკას ძალიან უხარია კომპლიმენტი ^^ :დ <3

 


№15  offline მოდერი მარრიამი

Mariiiiami
ერთი ასეთი დათა მეც მინდაა...
ძაალიანნნ ძააალიანნ მომწონსსს!!!!!
ველოდები ახალი თავს
საოცრება იყო
სითბოს და ემოციებს რო აფრქვევს ისეთი

ერთი ასეთი დათა მარიამს!
ძალიან დიდი მადლობა <3

 


№16  offline ადმინი მწარე

ერთიანად გავთბი ჩავთი არვიცი რავთქვა როგორი შეყვარებული ვარ როგორ მინდამეც მსგავსი სიყვარული განვვიცადო ან თუნდაც მასეთი ბიჭი ვიპოვო როგორი კარგები არიაან მათბობენ ^_^ ვაი ვაი ვნახოთ ააბა ესე თუ გააგრძელებ შემდეგშიც და იმედებს არ გამიცრუებ ისეთი ისტორიაა და ისე დაიწყე რომ აზრზე არვარ როგორ განვითარდება მოვლენები გაგიჟებული და გადარეული მე აუუუ მნდა მინდა მინდა
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№17  offline მოდერი მარრიამი

მწარე
ერთიანად გავთბი ჩავთი არვიცი რავთქვა როგორი შეყვარებული ვარ როგორ მინდამეც მსგავსი სიყვარული განვვიცადო ან თუნდაც მასეთი ბიჭი ვიპოვო როგორი კარგები არიაან მათბობენ ^_^ ვაი ვაი ვნახოთ ააბა ესე თუ გააგრძელებ შემდეგშიც და იმედებს არ გამიცრუებ ისეთი ისტორიაა და ისე დაიწყე რომ აზრზე არვარ როგორ განვითარდება მოვლენები გაგიჟებული და გადარეული მე აუუუ მნდა მინდა მინდა

ჩემო მწარე <3 მადლობა ჩემო საყვარელო <3 ვნახოთ, ვნახოთ <3

 


№18  offline წევრი Chasing liberty

რა საყვარელია ეს ბიჭი გავგიჟდი

 


№19  offline მოდერი მარრიამი

ნინი პირველი
რა საყვარელია ეს ბიჭი გავგიჟდი

მადლობა ^_^ <3

 


№20  offline აქტიური მკითხველი terooo

რა კარგია, როგორ მიხარია, როგორი თბილია, ჩასაკბეჩ ჩასახრამუნებელი

 


№21  offline მოდერი მარრიამი

terooo
რა კარგია, როგორ მიხარია, როგორი თბილია, ჩასაკბეჩ ჩასახრამუნებელი

მადლობა, მადლობა ^_^ <3

 


№22  offline აქტიური მკითხველი terooo

წამიკითხავს დააღარ მხსოვს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent