მეგონა,რომ ცისფერთვალება ანგელოზი შემიყვარდა...
მიყვარდა მისი ქუჩა, რადგან ვიცოდი ის ახლოს იყო, ის იქ სუნთქავდა, იქ ცხოვრობდა.... ძალიან მიკვირდა როგორ უძლებდა ამდენ ტკივილს, მინდოდა შემემსუბუქებინა ყველაფერი . ერთი წელი გავიდა ასე მეგობრობაში...ერთ დღეს კი მეუბნება, რომ უნდა წავიდეს, აქ არაფერი აღარ დარჩენია და იქნებ იქ მაინც იპოვოს რამე..... -თაკო თქვი რამე, არმინდა რომ ჩუმად იყო... -რავთქვა? რით გავამართლო ეს გადაწყვეტილება?ესე ადვილად მიატოვებ ყველაფერს?მეგობრები? -მისატოვებელი არაფერი არმაქვს...მეგობრები კი გამიგებენ და მინდა შენც გამიგო , არმინდა ნაწყენი დარჩე... -კარგი , მე ვერაფერს გეტყვი, ან რააზრი აქვს?! უნდა წავიდე... გუგამ მითხრა , ხვალ მიდის და იმედია აეროპორტში მაინც მოხვალ, არგაუშვა ესე, თორე ინერვიულებსო, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მწყინდა ეს ყველაფერი და ვიცოდი რომ არშეიძლებოდა, არუნდა წასულიყო... როგორ გავძლო, როცა მის ქუჩაზე გავივლი და მეცოდინება , რომ ის აქ აღარ არის, ვეღარ დავინახავ მის ღიმილს,ვეღარ ვიგრძნობ მის სუნთქვას ,მაგრამ მე ვერაფერს შევცვლი... აეროპორტში მივედით ღამე იყო 2საათი, ფრენა 4საათზე იყო... ნოდოს ძმაკაცები, გუგა, ანა, ნუცა...იქ ვიყავით , ვატყობდი რომ თვითონაც ძალიან უჭირდა , მაგრამ მაინც დგამდა ამ ნაბიჯს იმის იმედით რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეეცვლებოდა. მოვიდა 4საათიც და გამოცხადდა მისი რეისი... გულისასწაულად ამიჩქარდა... სუნთქვა შემეკვრა, მომაწვა ყველაფერი ერთიანად და ცრემლები წამსკდა... დამინახა,ჩემსკენ წამოვიდა და ძალიან მაგრად ჩამეხუტა....მთლიანად ჩავიძირე მის სხეულში , ვგრძნობდი მის აჩქარებულ გულის ცემას...ცრემლები მომწმინდა -გთხოვ არგინდა რა. -კარგი ვსო , კარგად ვარ-ცრემლები მოვიწმინდე- წადი თორე დაგაგვიანდება . გავუღიმე , თვითონაც გამიღიმა ისეთი ღიმილით ყველაზე მეტად რომ მიყვარდა და წავიდა..... ცხოვრება თითქოს უსასრულო ოცნებას ჰგავს. უკვე 2თვე გავიდა მისი წასვლიდან,ამ ორთვეში არაფერი არ გამიგია, არ დაურეკავს,არ მოუწერია და საერთოდ არ მეკონტაქტებოდა. თავს იმდენად ცუდად აღარ ვგრძნობდი, თითქოს უცებ გადავლახე ყველაფერი,მაგრამ მის ქუჩაზე ჩავლისგან მაინც თავს ვიკავებდი. მოკლედ რომ ვთქვათ მივყვებოდი მუსიკას და ეს საოცრად მიმსუბუქებდა ყველაფერს. თორნიკე გავიცანი ჩემი კურსელი, თავიდანვე ვხედავდი, როგორ უნდოდა ,რომ ჩემთვის თავი მოეწონებინა, ეგ კიარა მუშაობა რომ დავიწყე საბავშვო სტუდიაში მასწავლებლის დამხმარედ, ეგეც მანდ მოვიდა. არ მეშვებოდა, ზოგჯერ ეს მომწონდა კიდევაც,მომწონდა რადგან ვფიქრობ ეს უფრო მეხმარებოდა ნოდოს დავიწყებაში. მაგრამ ღამით როცა მარტო ვრჩებოდი ჩემს თავთან ვხვდებოდი როგორ მყინავდა ნოდოსგან შორს ყოფნა, არც კი ვიცოდი ფიქრებისგან ზედმეტად შორს წასული,როგორ დავბრუნებულიყავი. -თაკო ადექიი რა წავიდეთ სადმე-ოთახში შემოდის ნუცა ბუზღუნით. -კარგი წამოდი . ჩავიცვით და გავედით. ღამის 10ხდებოდა, მაისის თბილი ნიავი უბერავდა სასიამოვნოდ,ვსეირნობდით და ასე ამ სეირნობაში ვერც კი შევნიშნე როგორ აღმოვჩნდი ნოდოს ქუჩაზე... სუნთქვა შემეკვრა,სული გამეყინა, მინდოდა გავმქრალიყავი,ოღონდ აქ არ ჩამევლო,ოღონდ არ მცოდნოდა რომ ჩემი ძვირფასი აქ აღარ არის........ ერთხელ გუგა მოვიდა ჩვენთან და სულ შემთხვევით გავიგე როგორ ეუბნებოდა ნუცას -მანამ წავიდოდა,მითხრა ვერ ვუძლებო,ძალიან მიყვარს მაგრამ მეგობრულად მიყურებს და ვერაფერს ვეტყვიო,უფრო მეტად კი ის არმინდა რომ ჩემს გამო მისი ცხოვრება გართულდეს, ვერ იქნება ჩემთან კარგად, ხომ ვიცი რომ ვერ გაუძლებს ამყველაფერს ისეთი მგრძნობიარეაო.ვაჟამ (ნოდოს ძმაკაცი) მელაპარაკა და მითხრა ვეღარ ვცნობ, მოწევა დაიწყო,თავს საერთოდ აღარ უვლისო.ეს თაკომ არგაიგოს თორე ხოხვდები როგორ ეტკინება გული . - ზუსტად ვიცოდი რომ ნოდოსაც ისევე ეყვარებოდა როგორც თაკოს უყვარს, ამბობს აღარ მიყვარსო მაგრამ ვიცი ყოველდღე როგორ იტანჯება მისგარეშე.იქ რას აკეთებს?ჯობდა საერთოდ არც წასულიყო,მაგრამ არდაუჯერა არავის.-თავი უიმედოდ გააქნია ნუცამ. -ეშინია,ეშინია თაკოსთან ყოფნის, ეშინია რომ ერთ დღეს მასაც დაკარგავს... ცრემლები როგორ წამომივიდა ვერც კი გავიგე, ოთახში შევედი, ჩავიცვი და გარეთ გასვლა დავაპირე. -თაკო საით? გამოვდივარ მეც და გაგიყვან თუგინდა. -არა გუგ,არმინდა ფეხით გავივლი. ცრემლებს ძლივს ვიკავებდი... ისევ მივედი და გავყურებდი უიმედოდ ნოდოს ქუჩას... გული ისე აღარ მიჩქარდებოდა როგორც ადრე, რადგან ვიცოდი ცისფერთვალება აქედან შორს იყო. თითქოს იმ დღეს მაისი კიარა იანვარი ყოფილიყოს,თითქოს ყველაფერი გაყინულაო.... არვიცი რა მეფიქრა, რა გამეკეთებინა,ვერაფერს ვერვიზამდი, ცხოვრებისგან მიყენებულმა ტრაგედიებმა რათქმაუნდა დიდი ნაიარევი დაუტოვეს მას. ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი, როცა ვფიქრობდი როგორ ინადგურებდა თავს ,ჩემს გამო აქედან ძალიან შორს. ნუუც ,რასშვებით, მოვედიი. სად არის ანა? -ანა უნივერსიტეტშია, როგორცყოველთვის.:დ -და შენ რატო ზიხარ სახლში შაბათ საღამოს?-გავიკვირვე. -რავი არმინდა არსად გასვლა,მეზარება. -წამოდი თორნიკემ მითხრა დღეს კლუბში მღერის და მოდითო. -კაი გავიდეთ მაშინ ცოტახნით, ჩავიცვამ უცებ. ჩავიცვით და წავედით. -გოგოებო, როგორ ხართ? -თოკო რასიმპატიური ხაარ, შენ როგორ ხარ?-ღიმილით შეეგება ნუცა. -მეც კარგად, დაჯექით იქ და იმედია მოგეწონებათ. -კარგი, ეჭვი არ გვეპარება ,რომ საუკეთესო იქნება. -ამ ლაპარაკში და სიცილში თურმე ბევრი დაგვილევია ნუც ... -ხოო? მე ვაბშე არ მომეკიდა. -წამო ვიცეკვოთ-მხიარულად მოვკიდე ხელი. ბევრი ვიცეკვეთ გავერთეთ , მერე ცოტახნით გამოვედი და დავჯექი იქვე. -ნუცა როგორ ხარ? -კარგად დემე შენ? -მეც კარგად, მომენატრე. -მე საერთოდ არა:) რატო აცდენ ლექციებს? -რავი , წამოდი ცოტახნით გარეთ გავიდეთ რა-ღიმილით უთხრა დემეტრემ და თვალებში შეხედა.-წამოდიიი წამოდი ცოტახნით ,არ დამიწყო რაღაცეები. -კარგი,კარგი. -ნახე რალამაზია ცა, ძალიან მიყვარს გაზაფხული,მზე,სითბო. -ხო? ანუ სრულიად განსხვავებულები ვყოფილვართ :) წვიმაზე მეტად არაფერი არმიყვარს. -არ გცივა? -შიშველ მხრებზე დახედა დემეტრემ და ზურგიდან მიეკრო ნუცას გახურებულ სხეულს. -არა არმცივა, გაიწიე. -კარგი, რაიყო ნუბრაზდები, სად მირბიხარ?! -თაკო,წამო რა წავიდეთ. -რახდება ნუცა რასახე გაქვს? -წამოდი რა. კლუბიდან ისე გამომაქცუნა თორნიკეს ვერ დავემშვიდობე. -გოგო გაგიჟდი თუ რახდება? -ის დემეტრე გიჟია?! -დემეტრე დევდარიანზე ამბობ? რაქნა?ყველა გიჟდება მაგ ბიჭზე პროსტა ჩვენს უბანში. -რა აქვს გასაგიჟებელი ამიხნის ვინმე?! -ნუცა რა მოხდა იტყვი?მოვიდა ესე პირდაპირ, და ხელები შემომხვია ზურგზე, შემეშვას, ორითვეა ვხედავ და რადღეშია! -კაი მაგაზე გაბრაზდი? შენს ნაცვლად სხვა გოგო რომ ყოფილიყო მის ხელებში გული წაუვიდოდა კიარ გამოიქცეოდა :დ ამის მერე არაფერი გვითქვამს , ისე მივედით სახლში. ნუცა შევიდა ოთახში სარკეში იყურებოდა და წარმოიდგინა როგორ ეკვროდა უკნიდან დემეტრე,მაღალი, მწვანეთვალება დემეტრე. თითქოს ეს ძალიან მოსწონდა,მაგრამ თავს ეუბნებოდა ნეტავ რა აქვს ამბიჭს ასეთი ყველა გოგო რომ გადარიაო და ცდილობდა აღარ ეფიქრა ამაზე ,მაგრამ როგორ დაივიწყებდა მის თბილ ხელებს და მის ღიმილს. გათენდა.... -თაკო წავედი მე მაღაზიაში რამე ხოარ გინდა? -არა, არაფერი არმინდა. -კაი მალე მოვალ, მერე ანასთან ერთად გავდივარ საყიდლებზე. -კარგი გაკოცე. -სახლისთვის ყიდულობ?-ეკითხება დემე -რა ბედნიერებაა დილიდანვე შენი დანახვა:) -ბოდიში მგონი შეგაშინე გუშინ. -შენ როგორ უნდა შეგეშინებინე? -ნუ იქცევი ქაჯივით ნუც , ვიცი როძალიან მოგწონვარ! -კაიი მაგ იმედით იყავი ,კარგად. -ნუც!ერთი წუთით -რაგინდა -მინდა გაიგო, რომ ისეთი არვარ როგორიც გგონივარ, დღეს თუ გეგმები არ გაქვს ერთად გავიდეთ რა სადმე გთხოვ! -გეგმები მაქვს , ასე რომ... დემეტრემ ხელი დაუჭირა ნუცას, ძალიან უხეშად, -რასაკეთებ , მეტკინა! -მაპატიე,მაპატიე, გთხოვ წამოდი ჩემთან ერთად. -არა თქო ვერგაიგე?! -ანუ არა ხო?! კაი შენ მაიძულებ. -გაგიჟდიი? დამსვი დემეტრე ,დამსვი!!!! -ყვირილს რააზრი აქვს?:დ მანქანაში ჩასვა და კარები ჩაკეტა. -მაინც მოგიწევს ჩემი გაცნობა ხომ ხედავ , ვერსად ვერ წახვალ და წინააღმდეგობას ნუ გამიწევ ,გაუშვი ხელი გასაღებს! -ამ ყველაფრის შემდეგ რისი იმედი გაქვს? -ამის... დემეტრემ ნუცას აკოცა,მთელი გრძნობით აკოცა.გიჟივით შეუყვარდა მოკლეთმიანი წითური გოგო ,მისი თითოეული ჭორფლი უყვარდა,მაგრამ ვერ იტანდა ნუცასგან ასეთ ქცევას. -დემეტრე, დემეტრე გაჩერდი. - მიყვარხარ, მთელი არსებით ...ვერ ავღწერ როგორ მიყვარხარ ნუც, ჩემი გაზაფხული შენ ხარ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.