ბურდული და სხვა კატასტროფები (14)
ნინი. სივრცეს უაზროდ მიჩერებულს ჯერ შორიდან ჩამესმის ხმა და თანდათან უფრო ძლიერდება -მოიხარშა კიარა და შეიწვა ყავა ნინელი, რომელ პლანეტაზე ხარ ამ ბოლო დროს?-უკვე ყურთან აწივლებული მაშო როგორც ავფრინდი ისე მაბრუნებს ღრუბლებიდან. ჯანდაბა, მერამდენედ უნდა მოსპო გაზი ნინი? -წუხელ ვერ დავიძინე, ალბათ მაგის ბრალია-ფართხუნით ვიღებ მადუღარას -გუშინ კოვზით ჭრიდი კარაქს, გუშინწინ იმ კურდღლებიანი ჩუსტებით მიდიოდი უნივერსიტეტში, ხვედელიძემ დაგწყევლა ნინელი?-ეჭვის თვალით მიყურებს თავგადახრილი მაშო. კი აშკარად დამწყევლეს, ოღონდ სადღაც კუპიდონს და ვენერას შორის ვეძებ დამნაშავეს. თუ ჯერ კიდევ მოჩერებული ორი მუქი თვალით და „ახლავე ამოღერღე“ მზერით ვიმსჯელებთ აშკარად კარგი არგუმენტი მესაჭიროება ბოლო დროინდელი პარანორმალური მოვლენების ასახსნელად. აქ დაგერხა ნინი! ის-ისაა ატომური ბომბის დაცემა და მიწაში ჩატანა ათასმეერთედ უნდა ვინატრო სირენის ხმა რომ სწვდება სმენას, „50 რამ რაც უნდა გავაკეთოთ სანამ ცოცხლები ვართ“ სიაში ჩვენი კარის ზარის შეცვლა ისევ ლიდერია. -მე გავაღებ-ნაჩქარევად ვშორდები გაზქურას და სამხედრო მარშით მივემართები შემოსასვლელისკენ. მოიცა, რომ მიშლიგინებ სად მიშლიგინებ ნინი? ის რომ იყოს? სიხარულით აკრეფილი სიჩქარე კრახით ვარდება ძირს. ჯანდაბა რა უნდა ვუთხრა ის რომ იყოს? გამარჯობა ლექსო, სამი დღეა იმიტომ გემალები რომ დავასკვენი თურმე მიყვარხარ მეთქი? თუ დღეს შენს თამაშზე ვერ წამოვალ, ვერც მომდევნოზე და ვერც იმის მომდევნოზე იმიტომ რომ გზააბნეული კოლუმბივით ახალი აღმოჩენა გავაკეთე მეთქი? და აი გამოქანებული ატომური ბომბის ათასმეორედ ნატვრის ჯერიც დადგა, ჯანდაბას მეტეორი იყოს, ოღონდ გამანადგუროს. სახელურის ჩამოწევა და კამერამომარჯვებული სილუეტის დანახვა ერთია, მგონი ბომბის ნაცვლად უფრთო აპოლონი გამომიგზავნეს ციდან, მადლობა ზეციურო ძალებო! -გამარჯობა ქერა, ეკლებიანი სახლშია?-მუქ მწვანე თვალებს გაღიმებული მანათებს -დილამშვიდობისა, კი სახლშია-ერთიანად მეშვება დაძაბული სხეული. სანამ ქოჩორჩამოყრილი აპოლონი სამზარეულოსკენ მიემართება წინასწარ ვემზადები ნანატრი სურათების დასათვალიერებლად. -მოვედი ზღარბო-ხელებს შლის კართან მისული ძვირფასი მეზობელი -მომკალით ვინმემ-მაშინვე თავს აბრუნებს მაგიდასთან მოკალათებული მაშო -შენი მხსნელის შიშით ვინ შეგეხება-მამალივით იბღინძება აპოლონი და ისევ იმ კუთხეში ჯდება მისი პლაკატის გაკვრას რომ ვგეგმავდი-აუ დღეს რაღაც ვერ ვარ ზღარბო -შენ გაჩენის დღიდან ვერ ხარ სანდრო-თვალების ტრიალით დებს ტკბილეულს მაშო -არა დღეს ყელი მტკივა-სახეს მანჭავს ბურდული -ყავას ხომ მიირთმევ-აჟიტირებული ვესვეტები წინ -ჯერ დაქალის გმირობებს გაჩვენებ-ტუჩჩატეხილი მიკრავს თვალს. -სანდრო არ გაბედო!-თითს გამაფრთხილებლად სწევს მაშო -აუ შიკო გეხვეწები რა-ფეხების ბაკუნით ვუკრავ ტაშს, თუ 180 გრადუსით გაქნეული თავით ვიმსჯელებთ ესე იგი უარზეა და თუ აწითლებულ სახესაც მივაყოლებთ ესე იგი კამერის მეხსიერების ბარათზე ნამდვილი განძი უნდა იმალებოდეს. ზუსტად ხუთ წუთში აპოლონის მარცხენა ხელი აფართხალებული მაშოს მკლავებს იჭერს, მარჯვენა კი ეკრანზე გამოსახულ ფოტოებს მაჩვენებს ერთმანეთის მიყოლებით -აქ უკვე ორმოშია ჩამხტარი-ხითხითით მატყობინებს ბურდული და ვიდეოც ირთვება, ამოთხრილ მიწაში მდგარი მაშო მკვლელის სახით ცრის ჩემი გმირი ხარო და უკვე ვხვდები რის სანაცვლოდ ამოაღწია იქედან. ვარძიის გამოქვაბულების და ობსერვატორიის ფოტოების შემდეგ ლიკანის ბოთლით ჩამომჯდარი მაშო ჩანს ერთადგილიან საწოლზე, კაი? ხვედელიძის არაყია ვითომ? -აქ დალევა მაიძულა, ჩემი შეცდენა უნდოდა-თითს მბრალდებელივით იშვერს აპოლონი -არ დაუჯერო ნინელი,თვითონ შემჭამა ასეთ ოთახში ფხიზელი ვერ დავიძინებო-კრიჭაშეკრული მიკარკლავს შებოჭილი მაშო -ყველაზე საინტერესო წინაა-თვალებს ნაბავს ბურდული და მარჯვენა ღილაკს აჭერს ხელს -სანდრო მოგკლავ იცოდე-კიდევ ერთხელ ფართხალებს მაშო. მზერა ისევ ეკრანზე გადამაქვს, პირველ სურათზე მიძინებული მაშო ჩანს საწოლის მთელ სიგრძეზე გადაჭიმული, სტაჟიანი ლოთივით გადმოგდებული ხელით და ნახევრად ღია პირით, მეორეზე უკვე პლედი აქვს გადაფარებული და შედარებით ადამიანური სახით სძინავს, მესამე სურათს კი ორჯერ ვუყურებ რეალურობაში დასარწმუნებლად, მარჯვენა მხარეს მოკუნტული სხეულის გვერდით მარცხენა ნახევარზე გაწოლილი აშკარად ბედნიერი ბურდული ჩანს, ესეც საუკუნის სელფი -აქ ძალიან შემცივდა და ვეღარ გავძელი, მთვრალიც არ მაწვენდა-ხითხითით მიხსნის აპოლონი-ხედავ რა კეთილი ვარ ზღარბო? პლედი გაგიყევი -ნეტა მგელს შევეჭამე-წარბებს საცოდავად წკეპს ფერწასული მაშო -აი აქ მოსახდენი მომხდარია უკვე-კიდევ ერთხელ აჭერს ღილაკს. ოთახის განათებით თუ ვიმსჯელებთ დილით უნდა იყოს გადაღებული, კამერაზე მიჩერებულ გულაღმა მწოლიარე აპოლონს მკერდზე მძინარე მაშოს ლოყა ადევს, თავისუფალ მკლავზე აბურდული თმები აქვს დაყრილი და მუცელთან შავი ლაქით შეღებილი თითებიც აშკარად არ გავს ბიჭისას. უკვე წარმომიდგენია გაღვიძებისას დატრიალებული სცენები, მგონი ის სასტუმრო თავის ადგილას აღარ უნდა იდგეს. -ცხოვრებაში აღარ დავლევ ხვედელიძის არაყს-საწყლად კნავის მაშო -ბალიშსაც ზუსტად ასე ეხუტება ყოველ დილით, სავარაუდოდ შენც ბალიში ეგონე-კისკისით ვიშვერ თითს -კიდევ კარგი ჩაცმულებს გვეძინა, ნახე გამოფხიზლებულმა რა დამმართა-მაისურს იდაყვამდე იწევს გაბადრული აპოლონი, მთელ სიგრძეზე შვიდამდე დალურჯებული ადგილი აქვს სანტიმეტრების დაშორებით -მეორეც მაგ დღეში აქვს-ბოროტად იღიმის თავაწეული მაშო. ჰო ჩქმეტაში აშკარად საქართველოს ყავს ოლიმპიური ჩემპიონი. -თვითონ მეხუტებოდა და კიდევ მე ვარ დამნაშავე-თავს აქიცინებს ბურდული. -ხომ ვამბობდი არაა სახუმარო ხვედელიძის არაყი მეთქი- გამარჯვებულის სახით გადამაქვს მზერა აზუზუნებულ ტელეფონზე, ზურას მესიჯის დანახვაზე გონება თავისით რთავს სიგნალიზაციას -უნდა წავიდე, ზურა მელოდება-დამნაშავის სახით ვწევ თავს, მსოფლიოში ყველაზე საშინელი ადამიანი ვარ! ყველაზე! -მერე აყლაყუდას თამაში? ერთ საათში მოგიყვანს?-გაოცებული გამომეტყველებით მაყრის მაშო. -ვერ მოვალ, ჩემ მაგივრად მოუბოდიშე-ნაჩქარევად ვარიდებ თვალს -ნინელი დაურეკე მაინც, ხომ იცი როგორ ეწყინება-სრულ სიმართლეს დამღაღადებს შეცვლილი ხმა -ამას ნუ უსმენ ქერა, წადი გაერთე-ნებას მრთავს აპოლონი -დროებით აბა-მეორედ აზუზუნებული მობილურით მივაბიჯებ გასასვლელისკენ და ის-ისაა კარის სახელური უნდა ჩამოვწიო ფეხის ხმა რომ მაყინავს ერთ ადგილას, რა ტყუილად მქონდა ადვილად გამოძრომის იმედი. -მის გამო ხარ ასე არა ეს დღეებია?-ზურგს უკან ჩამესმის მაშოს ხმა. ჯანდაბა, მიხვდა? რით ავუხსნა თუ მიხვდა -ვის გამო?-ყველაზე შტერულ კითხვას ვარჩევ შტერულ კითხვათა შორის -ზურას, ყოველდღე ხვდები ანუ სერიოზულადაა საქმე-დასკვნა გამოაქვს ხელებგადაჯვარედინებულ მაშოს და თითქოს სიმძიმე მეხსნება მრებიდან. -ჰო ზურას გამო-იდიოტივით ვაქნევ თავს, ყოჩაღ, მარტო ცუდი დაქალი კი არა ახლა მატყუარა დაქალიც ხარ ნინი! -წადი მაშინ-სევდიანად მიღიმის და თავისი ხელით მიღებს კარს-აყლაყუდას სიმართლე ვუთხრა თუ სამეცადინო გქონდა და ვერ წამოხვედი? -სიმართლე უთხარი-ღრმა ამოსუნთქვას ვაყოლებ სიტყვებს და ლიფტისკენ ვიღებ გეზს. სადარბაზოდან გასვლა და გაღიმებული ზურას მოგებება ერთია. -დღეს ოქროყანაში მივდივართ- ჩვეული მოწიწებით მიღებს მანქანის კარს. ამ წამს ოქროყანა, ჰოლივუდი, სეიშელის კუნძულები და ჯოჯოხეთი ერთნაირად უფერულ მნიშვნელობას იძენს, სადაც ყველაზე მეტად მინდა იქ ნამდვილად არ მივდივარ. ნაცნობი ზარის მოლოდინში მთელი გზა შიზოფრენიკით ვატრიალებ მობილურს, დროს თუ გავითვალისწინებთ უკვე დაწყებული უნდა იყოს თამაში. რესტორანში შესვლისას ნერვიულობიდან შეშფოთების ფაზაში გადადის ტვინი, ამდენ ხანს რატომ არ დარეკა? ჯანდაბა, უბრალოდ ადგეს და მიმალანძღოს, მიწასთან გამასწოროს, მიყვიროს, ოღონდ დარეკოს. სანამ საპირისპირო მხარეს დასკუპული ზურა მთელი ემოციებით საუბრობს რაღაც კონკურსში გაგზავნილ თავის ფოტოზე გადამწვარი რობოტივით ვაქნევ თავს. შუალედებში გაღიმებული წრუპავს ლუდს, მოიცა საჭესთანაა ლუდს რატო წრუპავს, ახალგამოღვიძებულივით ვჭყეტ თვალებს, ჰომ აშკარად არ მეშლება, აქაფებული კაიზერის კათხაში ლიმონათი ნამდვილად არ უნდა ესხას -ზურა საჭესთან რომ ხარ?-ფრთხილად ვიშვერ თითს ბაკლისკენ -ერთმა ჭიქამ რა უნდა მიქნას-უდარდელად აგრძელებს ყლუპვას -ერთი წუთით გავალ მე, დავრეკავ-ისევ მიმიკის ლექციები მეხმარება ტუჩების ზემოთ აზიდვაში და პატარა ვერანდისკენ ვაჭრი. აიღე მაშო ყურმილი თორე გადახტომით მოვიკლავ თავს, დაეჭვებული ვზომავ მიწამდე მანძილს, ჰო აქედან გადამხტარმა მაქსიმუმ საჩვენებელი თითი მოიტეხო დაცემისას, სიკვდილშიც რომ არ გექნება ბედი ადამიანს. -ხო ნინელი-შეძახილების ფონზე მესმის ნაცნობი ხმა -უთხარი ლექსოს?-აცქმუტებული მაინც ვერ ვითმენ პირდაპირ მიხლას -კი -ძალიან ეწყინა? -აუ პაემანს ნუ ჩაიშხამებ რა ნინელი, გადაიტანს როგორმე-სულმოუთქმელად მიკარკლავს მაშო, რაც ჩვენ ენაზე რომ ვთარგმნოთ ახლა სანაგვეში დატოვებული ლეკვივითაა გაბუსხული და მთელი კვირა არ გამცემს ხმას -და როგორ თამაშობს?-მხრებჩამოყრილი ვცემ ბოლთას -პირდაპირ გითხრა კოშმარულად მეთქი თუ შეგაპარო?-არ აყოვნებს ნაწყვეტებად გაცემული პასუხი -ჯანდაბა, უნდა წამოვსულიყავი-სუნთქვაშეკრული ვეყრდნობი მოაჯირს -კაი ხვედელიძე მოდის და სანამ წაიგრძელა ენა მანამ გავთიშავ-ნაჩქარევად მაყრის მაშო. კავშირი და ტვინის ფუნქციონირება ერთდროულად წყდება. -სად ხარ ტო ამდენ ხანს?-შემობრუნებულს თვალებაციმციმებული ზურა მრჩება ხელში -მეგობარს ველაპარაკებოდი-მთელი ძალით ვცდილობ გავიღიმო -მე კიდევ მეგონა ჩემი გამოტყუება გინდოდა, თუ გინდოდა?-ლამის ცხვირთან მოაქვს სახე და ალკოჰოლის სუსტი სუნი უსიამოვნოდ ხვდება ნესტოებს. მგონი ახლა იმ საქმის დამთავრებას აპირებს ხვედელიძის წინ ლამის რომ დაიწყო, კარგი მაშინ რაღაც ნაწილს ინტერესი კლავდა, გადავიფიქრე, ახლა აღარ კლავს. -დავ... დავბრუნდეთ მაგიდასთან- ძლივს ვლუღლუღებ თვალებგაფართოებული. სიტყვაც არ მაქვს დამთავრებული სახეზე ხელები რომ მეხება, ჰო მგონი ეს დაბრუნების ჟესტი ნამდვილად არ უნდა იყოს -ზურა გაჩერდი-ხელისგულებს მსუბუქად ვაჭერ მკერდზე -რამე პრობლემაა?-დასერიოზულებული სახით იხევს ოდნავ უკან. ახლა რა სიკვდილი ვუთხრა, რამე კი არა ვინმეა მეთქი? ხო ნინი, ზუსტად ეგ სიკვდილი! შენს თავთან თუ ხარ არასწორი სხვებს მაინც ნუღარ გააუბედურებ. მთელ არარსებულ ძალისხმევას ვიკრებ და თვალს თვალში ვუყრი, ათასმესამეჯერ ნანატრო ატომურო ბომბო ახლა მაინც გამოჩნდი! -ძალიან კარგი ბიჭი ხარ ზურა, ჭკვიანი, ყურადღებიანი, საყვარელი. ის კიდე თვალის ჩაკვრისას ორივე თვალს ახამხამებს, კომპლიმენტებს ოთხმოცი წლის კაცივით ისვრის, მეოთხე კლასამდე მაისურებს უკუღმა იცვამდა, ორჯერ დაიწუწუნებს და მაინც იმას აკეთებს რაც სხვებს ესიამოვნებათ, ჰო მესიჯებს ყოველთვის სასვენი ნიშნების გარეშე წერს-სიმწრით მეცინება ლექსოს გახსენებაზე-მოკლედ ბოთეა, ძალიან ბოთე,მაგრამ -მაგრამ?-დაეჭვებულ მზერას მაგებებს ზურა -მაგრამ მიყვარს-ხრიალით ამომდის ბგერები-შენ კი ჩემზე გაცილებით უკეთესს იმსახურებ. -გასაგებია-წარბაწკეპილი ბრუნდება კარისკენ. თავდახრილი მივყვები უკან. ჯანდაბა, ნამდვილი კატარსტროფა ხარ ნინი! დადუმებული ვუყურებ ანგარიშის მოთხოვნის მაგივრად როგორ უკვეთავს არაყს და პირის გაღებასაც ვერ რისკავს მინუსებში გადასული გამბედაობა. -ჩემი წასვლის დროა-მესამე ჭიქის და ოცწუთიანი დუმილის შემდეგ ორ სიტყვას ძლივს ვაბამ ერთმანეთზე. -ადექი-ჩანთისკენ იშვერს ხელს. -ტაქსს რა მისამართი ვუთხრა?-ხმაჩავარდნილი ვედევნები უკან -რა ტაქსი გოგო მანქანა რისთვის ვითხოვე?-მკაცრი ხმით და უფრო მკაცრი სახით სულ სხვა ადამიანი ბრუნდება ჩემკენ -ნასვამი რომ ხარ?-ქანდაკებასავით ვეყინები ადგილს -ბავშვი ვარ ორმა ჭიქამ დამაგდოს? ჩაჯექი რომ გეუბნები-ხელის ქნევით აგრძელებს გზას. ჰო როცა ცუდი სიმთვრალე ახსენა მაქსიმუმ მეზობლების დათვლა და ქალო ნასკი გამხადეს ძახილი ვიგულისხმე, მანქანის ტარება და ღრიალი აშკარად არ შედიოდა წარმოსახვაში. სიკვდილმისჯილივით ვასრულებ ბრძანებას, ოღონდ დღეს გადავრჩეთ და საუკუნო ფიცს ვდებ დერეფანში რომ არასდროს არავის აღარ დავეჯახები. სანამ ამდენი ანთება-ჩაქრობისგან ბოლო ხაზამდე დამჯდარ მობილურს ნერვიულად ვაწვალებ ხელში სავარაუდო გადასახვევს აშკარად სცდება ჩვენი ტრანსპორტი -ზურა მგონი საპირისპირო მხარეს უნდა წავსულიყავით-სუნთქვაშეკრული ვაჩერდები გზას -სწორად მივდივართ-ალმაცერი ღიმილით აბრუნებს თავს -ეს მთაწმინდის გზაა, დაღმართზე არ უნდა ჩავდიოდეთ წესით?-დაჭიმულ თითს მოპირდაპირე მხარეს ვიშვერ -ჩემთან მივდივართ, მშვიდად დავილაპარაკებთ-აწითლებულ სახეს ისევ ტრასისკენ აბრუნებს, მოიცა რას ქვია მასთან ავდივართ? ან მომესმა ან ვიღაცას ჩემზე უარესი იდეები მოსდის თავში. -არ შემიძლია ზურა, ინერვიულებენ ჩემები-ინსტიქტურად ვეკვრები მგზავრის სავარძელს და ჩაბნელებული გზის ორივე მხარეს წიწვოვან ტყეებს ვავლებ თვალს. -ზურა არ მინდა წამოსვლა, მოაბრუნე-უკვე სასოწარკვეთილი ბგერები ამომდის ყელიდან. -უარესად ნუ ამშლი ნინი-ყბის ძვალი მკვეთრად ეძაბება. ჯანდაბა, რატომ უნდა მემართებოდეს ყველაფერი მე, რატომ! -ერთი წუთით მაინც გამიჩერე ცუდად ვარ-უმწეოდ ვაფრიალებ ხელებს, რეაქცია ნული. მორჩა, ცუდად კი არა ჯოჯოხეთურადაა შენი საქმე ნინი! -ზურა თუ არ გინდა მანქანა დაგისვარო გააჩერე-პირზე ვიფარებ მარჯვენა ხელს და კისერს წინ ვწევ, მეორე მადლობა მიმიკების ლექციას. -ფუ ამის-ისეთი სისწრაფით ამუხრუჭებს ლამის ჩემი მიმიკებიანად ვეწებები საქარე მინას. საჩქაროდ ვხტები მანქანიდან და დაუფიქრებლად ვიღებ ხეებისკენ გეზს -სად მიდიხარ გოგო-ზურგს უკან მეწევა ზურას ღრიალი, მანქანიდან ჯერ ვერ უნდა მოესწრო გადმოსვლა. მთელი ძალით გავრბივარ მეჩხერ ტყეში და თავში მოტრიალე ერთადერთ ნომერს კანკალით ვკრეფ. მესამე ზარის გასვლაზე მხოლოდ შრიალი მესმის მეორე მხრიდან -ლექსო დამელაპარაკე გთხოვ-სრუტუნით ამომდის ბგერები -რა გჭირს ნინი-მაშინვე მპასუხობს უჩვეულოდ მკაცრი ხმა -სადღაც მთაწმინდის გზაზე ვარ ტყეში-ქოშინით ვდგები მსხვილი ხის უკან -ნინი რა მოხდა? რა გინდა მანდ? იმან დაგტოვა?-ახლა შეშფოთებული ბგერები წვდება სმენას -პათოლოგიური სიმთვრალე აქვს მგონი და გამოვექეცი, ვერ გელაპარაკები მეძებს-ჩურჩულამდე მისული ვიკეცები ფესვებთან -გზაში ვარ უკვე არ გამითიშო-ჩხაკუნი და უკვე სადღაც ახლოდან დაძახებული საკუთარი სახელი ერთდროულად მაგდებს პანიკაში -ის იყო? ნინი?-ყურმილიდან ჩამძახის ლექსოს ხმა-ნინი არ გათიშო გავგიჟდები იცოდე გარინდული ვუჭერ ხელს ჩაბღუჯულ მობილურს და ჩურჩულსაც ვეღარ ვბედავ მოახლოვებული ნაბიჯების ხმაზე. -სად ხარ მეთქი გოგო? ამ ტყე-ღრეში დაგტოვებ იცოდე-ათიოდე მეტრში ღრიალებს ნაცნობი ბარიტონი. ისევ სიბნელის იმედად დარჩენილი ვიკუნტები. -ცოტაც გაუძელი და მოვალ, არაფრით არ გაყვე ნინელი, გესმის? და არ გამითიშო-სულ სხვა ხმა მამხნევებს ყურთან აწებებული ტელეფონიდან, საპასუხოდ მხოლოდ ღრმად ვისუნთქავ, იმ იმედით რომ გაიგებს. -ხუთ წუთში თუ არ გამოხვალ შენს თავს დააბრალე იცოდე-სხვა მხარეს გადანაცვლებული ხრიალი წვდება სმენას, სავარაუდოდ გზისკენ მიმავალი უნდა მეძებდეს ახლა. დროის შეგრძნება დაკარგული ვზივარ ტოტებით დაფარულ მიწაზე და ბუნდოვნად ჩამესმის პერიოდული ლაპარაკი. ჯანდაბა, ეს რა ჩავიდინე? -ვერცხლისფერი მანქანა ყავს ნინი? მითხარი ეგაა?-ერთბაშად მაფხიზლებს ლექსოს აწეული ხმა -ჰო-ჩურჩულით ამომდის ბგერები-მოხვედი? -არ გამოხვიდე, მოგაკითხავ-სიტყვა და კავშირი ერთად წყდება, რამე რომ დაუშავოს ზურამ? ჯანდაბა, რამე რომ ჩაარტყას? თუ უნდა დამიჭიროს, აზრი აღარ აქვს, მაინც ვერ წამიყვანს! ლექსო არ გაატანს ჩემს თავს! ერთბაშად ფხიზლდება პარალიზებული სხეული და განათებული ეკრანით ხელში გავრბივარ ტრასისკენ. ვერცხლისფერი მანქანის უკან ნაცნობი ლურჯი სუბარუ ჩანს გაღებული კარით -ლექსო-კივილის მაგივრად ჩახლეჩილი ბგერები ამომდის ყელიდან. ქოშინით გავრბივარ ფარებანთებული მანქანის მიმართულებით და ათიოდე მეტრით დაშორებული ცხოვრებაში პირველად ვხედავ მოჩხუბარ ლექსოს. ჰო ნინი ერთმანეთს რომ დახოცავენ მერე ამოიდგი ენა! ფარების შუქზე ძლივს ვარჩევ როგორ ვარდება ერთი სილუეტი და მხოლოდ სიმაღლით ვხვდები ფეხზე მდგარის ვინაობას. -ლექსო არ გინდა, მთვრალია!-წივილით გავრბივარ მანქანისკენ. აყუდებული სხეულიც წამში ბრუნდება ჩემკენ -რამე დაგიშავა? შემომხედე ნინელი-გაშლილი მკლავები მეხვევა მხრებზე. -წამიყვანე აქედან-შავ თვალებს ვუსწორებ მზერას მთელი ძალით ვეკრობი მკერდს, ჰო ნამდვილად მიყვარს. .მაშო. -ისევ არ მპასუხობს-ფრუტუნით ვჯდები დივანზე-შემდეგში პაემანზე რომ წავა გავაფრთხილებ მობილური ყელზე დაიკიდოს -ჯერ თამაშზე არ მოვიდა ახლა არც გვპასუხობს-გორგასალივით გაჯგიმული ბლუკუნებს ხვედელიძე, ოღონდ იმას ხმალი ქონდა მომარჯვებული, ამას კეკელიძის ლობიანი. -ან ლექსო სად გავარდა კაფედან-ხელების ფრიალით დავკაკუნებ პარკეტზე. მგონი დღეს გაუჩინარების საერთაშორისო დღეა და ჩვენ წვეულებიდან მოგვტეხეს, ხვედელიძე გასაგებია გადაძოვდა ყველაფერს, მაგრამ მე რომელ კრიტერიუმს არ ვაკმაყოფილებდი? -მაგას ნატალი დაურეკავდა-დასკვნა გამოაქვს ქათმის ფრთა ჩაფრენილ ლუკას. ის-ისაა ნელა ჭამე არ დაიხრჩო მეთქი უნდა ვთქვა აზუზუნებული მობილური რომ მაწყვეტინებს ენას, ალელუია, გვეშველა მგონი! ხელში აღებამდე მთელ რიგ სალანძღავ სიტყვებს ვამზადებ ნინელისთვის და მწვანე ღილაკს გაკაპასებული ვაჭერ თითს -სად ხარ ნინელი ამდენ ხანს? პაემანზე გაგიშვი თუ დედამიწის გარშემო სამოგზაუროდ? -არ ინერვიულო ჩემთანაა, მომყავს უკვე-ნაცნობი ხმა მპასუხობს იქედან, ჰო ნაცნობი ოღონდ მამრობითი. -ნინელისთან რა გინდა ლექსო?-ყბაჩამოვარდნილი ვცემ ბოლთას -საჭესთან ვარ, აგიხსნით რომ მოვალთ-ნაჩქარევად ჩამესმის ფაჩულიას ძმაკაცის ლუღლუღი და კავშირი წყდება. -რა ხდება?-ღაბაბიან კისერს იგრძელებს ხვედელიძე -არ არიან ესენი ნორმალურები-მხრების ჩეჩვით ვჯდები დივნის კუთხეში და ჩემსავით გაუგებრობაში მყოფ ლუკას ვუსწორებ თვალს, რა ბედნიერებაა როცა იცი რომ მარტო ერთი ბატი არ დააბიჯებ ამ დედამიწაზე, თან მეორე გაცილებით ფუმფულა ბატია. ის-ისაა უკანასკნელ ბარკალს უნდა წავეპოტინო ისევ რომ ზუზუნებს მობილური და თვალების ტრიალით ვხსნი მისი უდიდებულესობის მესიჯს, ამ ღამით რომელმა გენიალურმა აზრმა ააფორიაქა ბრძენთა ბრძენი? ნაჩქარევად დავყურებ ეკრანზე გამოვარდნილ ტექსტს „გმირი გიკვდება ზღარბო“ რა ჭირს ახლა მელანქოლიურ ხასიათზეა თუ გადაჭარბებული ბედნიერებისგან იკლავს თავს, ტუჩებმოპრუწული ვკლიკავ ღილაკებს „ვიცოდი ოცნებები რომ ხდებოდა სანდრო“. -ვის ემესიჯები?-თავს ყოფს ჭამას მოწყვეტილი ხვედელიძე -ლუკა ბოლოს შენსავით რომ წაიგრძელა კისერი ამ ქათამმა ხომ ხედავ ახლა სადაც დევს?-თითქმის გაცლილი თეფშისკენ ვიშვერ ხელს, ჰო აშკარად ლუკას მუცლისკენ უნდა გამეშვირა, უფრო დამაჯერებლად გამოვიდოდა. სიტყვაც არ მაქვს დამთავრებული ისევ რომ წუწუნებს მობილური, აჰ ჯერ კიდევ ცოცხალია ანუ. „მართლა ცუდად ვარ ზღარბო, გამო რა. კარი ღიაა“ კი აბა, ახლავე მოვიგდებ გუდა-ნაბადს და თავქუდმოგლეჯილი გავვარდები. ვერსადაც ვერ გამიყვანს! ცხვირაბზუებული ვუბრუნდები ნაბოლარა ბარკალს, სასწაული, როგორ მოხდა ისევ თავის ადგილას რომ დამხვდა? პირველი ლუკმის დამთავრება და საეჭვოდ დადუმებული მობილურისკენ თვალის გაპარება ერთია, როდის იყო უპასუხოდ დატოვებულ ერთ მესიჯს მეორეს არ მოაყოლებდა ვაჟბატონი? ჰო კარგი სულ ორი წამით შევუვლი, მივალანძღავ და გამოვალ. -წავედი მე, ჩემს მოსვლამდე თუ მოვლენ გაუღე კარი იმათ-ნაჩქარევად ვხტები ფეხზე -შენც მიდიხარ მაშო?-ხვედელიძის სასოწარკვეთილი ხმა მეწევა კართან მისულს -ვაიმე მოვალ მალე, ნუ გეშინია კანიბალები თუ დაგესხნენ მთლიანად ფიზიკურად ვერ შეგჭამენ -არ მინდა მარტო ყოფნა-აშკარად არ ნებდება მეორე მელანქოლიკი -მაცივარში შოკოლადია და რამე ფილმს უყურე მანამდე-წივილით ვწევ სახელურს. თუ ფეხების თქარუნით ვიმსჯელებთ უკვე სამზარეულოსკენ უნდა გარბოდეს დადუმებული ლუკა. სადარბაზოში სამი ჩასუნთქვის და სავარაუდო საფრთხის დასახვედრად ფსიქოლოგიურად მომზადების შემდეგ გაჯგიმული ვაღებ საუკუნის აქოჩრილის კარს. -შენ ხარ ზღარბო?-მარცხენა მხრიდან ჩამესმის ჩახლეჩილი ხმა, ახლა რაღას მაიმუნობს? -ნიღბით რომ გამომიხტე იცოდე თავს წაგაცლი სანდრო-ხელებგაშვერილი მივემართები სუსტად განათებული მისაღებისკენ -მართლა ცუდად ვარ ზღარბო-დივანთან ვამჩნევ რაღაც მოძრაობას და ფეხაკრეფით მივემართები წინ. მთელ სიგრძეზე პლედში მუმიასავით გახვეული ბურდული გაღიმებული მანათებს ჩაწითლებულ მონაცრისფრო მომწვანო თვალებს -რა გჭირს?-გაკვირვებული ვადგები თავზე -სიცხე მაქვს მგონი-ჩავარდნილი ხმით მებუტბუტება და თვალებს ნაბავს. ნაჩქარევად ვადებ შუბლზე ხელისგულს. ჯანდაბა, სიცხე კი არა იწვის! -გაცივდი? თერმომეტრი სად გაქვს-ხელების ფრიალით ვიყურები ოთახში, ოჰ ერთბაშად არ მიაგნო მაშო! -არა ყელი მტკივა მარტო, აფთიაქის ყუთში უნდა იყოს იმ კარადასთან-პლედიდან აძვრენს ხელს. თუ დედაჩემის სიტყვებს დავუჯერებთ ყელმა მაღალი სიცხეები იცის. რა ქნა, სანაყინეს შეესია? კაკუნით ვადგები მითითებულ უჯრას, ჰო მგონი თერმომეტრი კი არა ნახევარი აფთიაქი ალაგია აქ -რა ქენი ავერსი გაძარცვე?-გამწარებული ვიჩხრიკები კოლოფებს შორის -დედაჩემის ნახელავია-სუსტი ხმა აღწევს ყურამდე მგონი მენდელეევს არ გახარებია ახალი ქიმიური ელემენტების აღმოჩენა ისე მე რომ თერმომეტრის პოვნამ აღმაფრთოვანა. ორი წლის ბავშვივით იტენის გაწვდილ ნითვს. იმედია ხვედელიძე საერთაშორისო ძებნას არ გამოაცხადებს ჩემზე, პრინციპში საჭმელის გამოცლამდე ნახევრადშიშველი ჯულია რობერტსიც არ გაახსენდებოდა მაგას. -ეყოფა მგონი-შენელებული კადრივით იღებს თერმომეტრს ნინელის აპოლონი და თვალებდაწვრილებული აჩერდება ზედ, რისი დამნახავი ხარ დასიებული გუგებით ადამიანო? -მომეცი აქ-ბურდღუნით ვართმევ ხელიდან, ჰო მგონი ჯობდა მეც არ დამენახა. -ოცდაცხრამეტი და სამი გაქვს სანდრო, შენებს რომ დავურეკოთ?-საკუთარი ხმა უცხოდ ჩამესმის ყურში -არ არიან თბილისში-ხრიალით აქნევს თავს -მაშინ სასწრაფოში დავრეკოთ -არა რა სასწრაფო ზღარბო, იქნება იქ სიცხის დამწევი და მომიძებნე რა-ლეკვივით მანათებს მომწვანო თვალებს. მაინც არ მომწონს ეს იდეა! თავის ქმევით ვიქექები მედიკამენტებით სავსე ყუთში და პარაცეტამოლის დანახვაზე სალტოს გაკეთება მინდება,თან ორმაგის. კი მაშო და მერე ორ კაცს გაგაქანებთ სასწრაფო, იმას მაღალი სიცხით და შენ მრავალჯერადი მოტეხილობებით. გრიპჰოთის პაკეტებს და თერმომეტრმიხატულ რაღაც პრეპარატსაც ვავლებ ხელს. -ჭიქა სად ვიპოვო ბიჭო? -სამზარეულოში-მარჯვენა მხარეს იშვერს თითს. ხუთწუთიანი ძებნის შემდეგ გამარჯვებულის სახით და სავსე ჭურჭლით ვბრუნდები უკან. აშკარად არ გამოვა ჩემგან ექიმი, არც ექთანი და საერთოდ ავადმყოფთან ახლოსაც არ უნდა გამაკაროს ნორმალურმა ადამიანმა. -ფუ მწარე იქნება ეგ-აბის დანახვაზე ტუჩგადმობრუნებული მანჭავს სახეს -ორმოცამდე თუ აგივარდა სიცხე ვენოკის ფერები ამარჩევინე მერე-თვალების ტრიალით ვაჩეჩებ აბს. კრუსუნით იწევა ზემოთ, ჰო 39 რომ მქონდეს სიცხე საერთოდ ვერ გავინძრეოდი სავარაუდოდ. -წავალ მე წყალს ავადუღებ და ეს რაღაც დალიე-გრიპჰოთისკენ ვიშვერ თითს -არ მინდა დარჩი-ცახცახით ეხვევა პლედში -რამე თბილსაც გამოგიყოლებ და მოვალ-პაკეტით ხელში მივემართები კარისკენ. -მალე დაბრუნდი-ჩახრეწილი ბგერები მეწევა გასასვლელში. რას მოვესწარი! სადარბაზოდან მისაღებში შესულს ლეპტოპის წინ შოკოლადის ქაღალდით ხელში ჩაცუცქული ხვედელიძე მხვდება, ბოლომდე გალოკვა როდისღა მოასწარი ადამიანო? -მოხვედი მაშო?-ეკრანიდან თვალისმოუშორებლად ყროყინებს -არა ლუკა გეჩვენები-ჩაიდანით ხელში მივემართები სამზარეულოსკენ. ესე იგი როცა არ გინდა ორი წამის დადგმული ყავა ცუნამივით გადაუვლის მთელ გაზქურას და როცა გეჩქარება მაშინ არ დაადგება წყ’ლის ადურებას საშველი. საუკუნედ გაწელილი წუთების შემდეგ მეცხრე სიმფონიასავით ჩამესმის ჩაიდნის სტვენა, გვეღირსა! უკვე ჭიქაში გაზავებული წამლით მივემართები თეთრეულის კარადისკენ. თბილი პლედის გამოღება და ხვედელიძის როხროხის ატეხა ერთია, აშკარად ნინელი დაბრუნდა ჯვაროსნული ლაშქრობიდან. ორივე ხელში მომარჯვებული ნივთებით მივკაკუნებ მისაღებში, ოჰ ლექსოც მოგვყოლია ბონუსად, დაუბრუნდნენ უძღები შვილები ბუდეს -მობრძანდნენ-თითს მოსამართლესავით იშვერს ხვედელიძე. ჰო ლუკა შენ რომ არ გეთქვა ვერ მივხვდებოდი -აბა ამოღერღეთ ახლა სად იყავით და რატომ იყავით-დაკავებული რომ არ მქონდეს დიდი სიამოვნებით ავაფრიალებდი ორივე ხელს მეტი ეფექტისთვის -ზურა დათვრა და ლექსომ წამომიყვანა-აყლაყუდას მკლავებში ჩარგულ თავს საცოდავად სწევს ხსენებულ აყლაყუდაზე აწებებული ნინელი. მოიცა ბოლოს რომ ვნახე სასტიკად ნაწყენი არ იყო ეს ვაჟბატონი? ეს ქალბატონი კიდე თავის პრინცს მისდევდა თავქუდმოგლეჯილი -დაწყნარდეს და მოგიყვებათ ყველაფერს-შუბლზე ადებს ლოყას თავდახრილი ლექსო. ჰო როგორც იქნა ცოტათი ნაკლებად ბოთე ხარ ამხელა ზაზა ფაცულია კაცი. -სახლიდან მიდიხარ მაშო?-თითს მიშვერს გაოგნებული ხვედელიძე, ვაიმე ეს და თავისი ლოგიკას მოკლებული სიბრძნე რომ არსებობდეს რა ეშველებოდა სრულიად პლანეტას. -ხო ლუკა კომუნისტებმა გადამასახლეს და ციმბირში მივდივარ, პლედი მიმაქვს რომ არ გავცივდე-თვალების ტრიალით მივაბიჯებ გასასვლელისკენ-მეზობელს სიცხე აქვს და დავბრუნდები უკეთ რომ გახდება! სწრაფად ვკვეთ სადარბაზოს და ოთახში ვაჭრი. თვალებდახუჭული ბურდულის დანახვაზე ცხოვრებაში პირველად მინდა თავისი სისულელეები ილაპარაკოს. -მოვედი სანდრო, ეს დალიე ახლა-შუბლზე ფრთხილად ვადებ ხელისგულს -ვერ ვდგები ზღარბო-ოდნავ იწევა და ისევ დივანზე დებს თავს -მოიცა დაგიჭერ-გადახრილი ვუჭერ ოდნავ აწეულ კისერს,ხო სამი დღის წინ გილიოტინით წაჭრას და ამ დილით სახრჩობელაზე ჩამოკიდებას რომ ვუსურვებდი იმას. ცალ ხელში მომარჯვებული ჭიქით ნაჩქარევად ვუჯდები წამოწეულ ზურგთან -მომეყრდენი ახლა მთელი სიმძიმით მეხეთქება ხელებგაშლილს, როცა ვთქვი მომეყრდენი მეთქი გამთელე და მიწაში ჩამდე არ მიგულისხმია. -ასე უკეთესია-კმაყოფილი მართმევს მოყვითალო სითხით სავსე ჭიქას და ნელა იწყებს წრუპვას -სანდრო იბიცაზე ნაყიდი კოქტეილი კი არ მომიცია, ცხლად უნდა დალიო -დროებით გითმობ მხსნელის სტატუსს და ისიამოვნე ზღარბო-ხითხითით მადებს თავს ყელთან -აბა სიხარულისგან აღარ ვიცი რა გზას დავადგე-თავისუფალი ხელით თბილ პლედს ვაფარებ ზემოდან -მერე კიბეზე დაგორებულს გადაგარჩენ და ისევ ორივე ვიქნები მხსნელიც და გმირიც-ლაღად აგრძელებს ბუტბუტს -კიბეზე დაგორებას ნამდვილად არ ვაპირებ ჭკვიანო-მარცხენა ხელით ვიწევ წინ ჩამოყრილ თმებს -არაუშავს საკუთარი ხელით დაგაგორებ და მერე გადაგარჩენ ზღარბო-სვენებ-სვენებით აგრძელებს სასმელის წრუპვას. გადავიფიქრე, მგონი გაჩუმებული უფრო მომწონდა. -ისე ბონიდან ისევ თბილისში რა გინდოდა?-შეძლებისდაგვარად ვაბრუნებ თავს -ხელი მომეცი და გეტყვი-ისე რაკრაკებს აშკარად დაუწია სიცხემ, ხელი რად უნდა ბედი უნდა მიმკითხაოს? დაეჭვებული ვასრულებ მოთხოვნას. წესიერად გაშვერილიც არ მაქვს ხელის გული ლოყაზე რომ იკრავს, არაა ეს ნორმალური! -ცივი მსიამოვნებს-პირის მოღებამდე მასწრებს ახსნას-ბონში ლექციებს ვაცდენდი და სტატუსი შემიჩერეს -მართლა ოროსანო-აქეთ-იქეთ ვაქიცინებ თავს, ადამიანი ბონის უნივერსიტეტში მოვხვდე და იქაც არ მივეთრა? -თუ აქ კარგ ქულებს მივიღებ ისევ ჩამრიცხავენ-უდარდელად გადააქვს ლოყაზე მიწებებული ხელი შუბლზე. ჰო აბა ზუსტად ისეთ იღბლიან ვარსკვლავზე გავჩნდი თავისი ხუმრობებიანად მომშორდეს რამდენიმე თვეში და სულიერ სიმშვიდეს ვეღირსო ბოლოს და ბოლოს. -კი შენი ტალანტის ამბავი რომ ვიცი პირდაპირ დიპლომს მოგცემენ და გერმანიის კანცლერად დაგსვამენ კიდე-დივნის საზურგეზე ვადებ თავს. ერთი ხვედელიძეა დუკანის დიეტის ოდესმე ბოლომდე დამცველი და მეორე ლექციებზე ტურისტივით დამჯდარი ბურდულია საკმარისი ქულების დამგროვებელი. -რით ვერ დააფასე ჩემი ნიჭი ზღარბო-ბოლო ყლუპსაც იყუდებს და თვალებს ხუჭავს. რა ენაღვლება იშოვა ცოცხალი ბალიში. ორწუთიანი დუმილის შემდეგ ვაცნობიერებ რომ არ არსებობს თვალებდახუჭულ და თან გაჩუმებულ სანდროზე უნიკალური კომბინაცია, ამ წამს მაშომ მსოფლიოს მერვე საოცრება იხილა! -ზღარბო-ისევ იდგამს ენას. აქ დამთავრდა შენი ნეტარების წუთები მერვე საოცრების მხილველო მაშო! -რა?-თვალების ტრიალით ვაბრუნებ თავს -მადლობა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.