შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბურდული და სხვა კატასტროფები (5)


9-04-2017, 21:35
ავტორი gonegirl
ნანახია 12 091

ორი დღეა საიტს აშკარად არ ვევასები ბავშვებო :დდ ხან კომენტარს ვერ ვწერ, ხან მესიჯს და ხან საერთოდ არ მიშვებს ნიკით. იმედია სურათიც წესიერად დაიდო და ხარვეზებიც მალე გამოსწორდება.
რაც შეგეხებათ თქვენ,მთელი ცხოვრებაა ვერაფრით ვერ ვიმახსოვრებ სახელებს,სამაგიეროდ ზეპირად შემიძლია ჩამოვთვალო აქ ვინ რა ნიკით რა დამიწერა ან მომწერა (ტალანტ :დ). მოკლედ დიდი ბოდიში რომ გალოდინეთ და მადლობა რომ მელოდებით ))
--------------------------------------
ნინი.
კიდევ ერთხელ დავყურებ აზუზუნებულ მობილურს, ხმას ვურთავ და ჩანთაში ვაგდებ, რეკოს და იყოს ახლა. რიგით მეოცეჯერ ვცდილობ მთელი ყურადღება ლექციაზე გადავიტანო და რიგით მეოცეჯერ არ გამომდის, ჯანდაბა! რა ნამუსით მიდის ათასობით კილომეტრის იქეთ, ბურთს აქ ვერ გაეკიდება?
-დეზდემონა-ბუნდოვნად ჩამესმის ხმა. არა რა, მარტო საკუთარ თავზე ფიქრობს, მე და მაშო თუ არა ის თავისი ნატალი მაინც არ მოენატრება?
-ასეთი უპასუხისმგებლო დეზდემონა არ აუღწერია შექსპირს!-უკვე ყურთან ჩამესმის შენგელაიას ბრაზიანი ხმა და წამში ვუბრუნდები რეალობას. სცენაზე ასულს დეზდემონას მონოლოგი კი არა დილით რა ვჭამე ისიც აღარ მახსოვს. მორჩა, იწყება საათნახევრიანი ლანძღვის სესია, ამის მოსმენას ისევ დეზდემონასავით დახრჩობა ჯობდა.
დაღლილი,მშიერი და მთელი თვის სამყოფად მიწასთან გასწორებული ვტოვებ უნივერსიტეტის შენობას. არ ამოიღო მობილური ნინი! არც კი სცადო! თავაწეული მივუყვები კიბეებს, ჰო კაი სულ ერთი წამით დავხედავ და მერე აღარ. მარჯვენა ხელით ჩანთაში ვიწყებ ქექვას, ესე იგი ტუში, რვეული, კევი, ერთჯერადი სალფეთქი და რაც კი რამე არსებობს ყველაფერი მხვდება ხელში ტელეფონის გარდა. ძლივს,მეღირსა! ნაცნობი მოხაზულობის ნივთს კიდევ ერთხელ ვამოწმებ თითებით და ზემოთ ვიღებ, 8 გამოტოვებული ზარი და 3 შეტყობინება ციმციმებს ეკრანზე, ყველა ლექსოსგან. ძალიანაც კარგი, ისე წავშლი ზედ არც დავხედავ! თითი ეკრანთანთან მიმაქვს და ჰაერში მიჩერდება, ჰო კაი მხოლოდ ცალი თვალით დავხედავ. სათითაოდ ვხსნი კონვერტის ფორმის ჩარჩოებს
"ნინელი აიღე ყურმილი გამოგივლი და გავიდეთ სადმე ვილაპარაკოთ"
"კაი რა ნინელი გამეცი ხმა რას ბავშვობ"
"ნინელი თქო"
ვიღაცას აშკარად არ სმენია წერტილ-მძიმის არსებობის შესახებ. არაფერსაც არ გავცემ, თავის ახალ სადაქალოს ურეკოს ამერიკაში! მობილურს ჩანთაში ვდებ და გაკაპასებული გავდივარ ქუჩაში
-ძლივს ნინელი,დავმჟავდი!-ორი ნაბიჯის გადადგმაც არ მაქვს მოსწრებული ნაცნობი ხმა რომ მესმის და დენდარტყმულივით ვბრუნდები. მანქანაზე აყუდებული ლექსო წელში სწორდება და დამნაშავის მზერით მოაბიჯებს ჩემკენ
-მე მელოდებოდი?-აშკარად არ გამომდის ისე ომახიანად როგორც გონებამ დაგეგმა, ეს კითხვა კი აუცილებლად შევა შენს „ახლა რა წამოვროშე“ სიაში ნინი.
-არა გასაჩერებელი ადგილი ვერ ვნახე და საათნახევარი ვიყურყუტებ ნინელის უნივერსიტეტთან მეთქი ვიფიქრე-ყურებამდე იკრიჭება და როგორც ყოველთვის ხუთი წლის ბავშვს ემსგავსება სიცილისას. უკვე წინ ატუზულს ვუყურებ, ახლა მეორეჯერ გადმოვუშვებ ფანტანს თვალებიდან!
-ეე ნინელი რას იბუსხები, წამო-მკლავში ხელჩავლებული მიმაჩანჩალებს მანქანისკენ-სულ ასე უნდა მებუტო ახლა?
-არ ვარ გაბუტული
-არა მე ვუბღვერ ჩემს თავს მკვლელის თვალებით-ხითხითით მიღებს კარს.
-არ ვარ მეთქი გაბრაზებული-სიტყვას ვაწევ სანამ მანქანას წინიდან უვლის
-აბა ზარებზე რატო არ მპასუხობდი?-აშკარად ჩემი მჟავე გამომეტყველებით გამხიარულებული სკუპდება საჭესთან
-მობილურისთვის არ დამიხედავს-ვუჭრი და ცხვირაბზუებული ვიყრი თმებს პასუხის მოლოდინში, ქვედა ტუჩს კბილებს შორის იქცევს სიცილის შესაკავებლად და საჩვენებელ თითს ჩემი ხელებისკენ იშვერს,ინსტიქტურად გადამაქვს მზერა მარჯვენა ხელში ჩაბღუჯულ მობილურზე. მორჩა, აქ დავიწვი. ასეთი შტერი რა გაჩნდი ნინი?
-შენი ხმა არ გავიგო-თვალებს ვუბრიალებ და ღვედს ვექაჩები.
-ხვედელიძეს და მაშიკოს გავუაროთ და ჩავუჯდეთ სადმე-კუთხეში დაყენებული ბავშვივით მეჩურჩულება გზიდან თვალმოუშორებლად. მოიცა ჩურჩული ხმის ამოღებაში არ ეთვლება თუ რა ქნა ახლა.
-მაშო გვიან ამთავრებს დღეს-ვუკარკლავ და ისევ კოპებშეყრილი ვაჩერდები საქარე მინას.
დუმილის აღთქმადადებულებივით ვაგრძელებთ გზას. ხვედელიძე გიგანტური ჩანთით გამოდის შენობიდან და ხელების ქნევით მოდანდალებს ჩვენამდე
-რა არის ბიჭო უნივერსიტეტში იყავი თუ ყაზარმაში?-ლექსო ხითხითით იშვერს თითს უკანა სავარძელზე აზვირთული ლუკას ბარგისკენ
-მომკლეს წიგნების ნათრევი-თვალებს უმანკო კრავივით აფახულებს ხვედელიძე. მე და ლექსო „ორივემ კარგად ვიცით მანდ რაც დევს“ მზერით ვუყურებთ ერთმანეთს.
-წიგნებს სნიკერსი, მარსი და კეკელიძის ლობიანი თუ ერქვა არ ვიცოდი-კისკისით ვუყოფ ენას უკანა სავარძელზე აწურულ ლუკას და ელვა შესაკრავიდან ამოწვერილ ბრჭყვიალა ქაღალდზე ვანიშებ,რამხელა შვებაა როცა იცი ერთადერთი ბოთე რომ არ ხარ მთელ მსოფლიოში.
-სასუსნავები ვიყიდოთ და ბუნებაში დავჯდეთ სადმე რა-მანქანას ძრავს ლექსო
-ჰო რამდენ ხანს ვეღარ ნახავ თბილისს ვინ იცის-მხარზე ხელს უტყაპუნებს აჟიტირებული ხვედელიძე, როგორ მინდა ენა ამოვაძრო. ავ მზერას ვტყორცნი და ისევ ტრასას ვაშტერდები. მთელი გზა შეთქმულებივით არ ვიღებთ ხმას, მე ხასიათი გამიფუჭდა, ლექსო ნაღვლიანად გაჰყურებს გზას და სავარაუდოდ იგივეზე ფიქრობს რაზეც მე, ხვედელიძე ისე წრიალებს აშკარად კიდევ ერთი სიბრძნის დარეხვება უნდა, მაგრამ რაღაც ძალა აკავებს. ვაკის პარკთან მისვლამდე ჯიხურთან ვჩერდებით,ლექსო მარდად ხტება და ხუთ წუთში ცელოფნებით ხელში ბრუნდება. ცხელი ფენოვანის სუნი მიღიტინებს ცხვირში, ხვედელიძეს ისეთი სახე აქვს დროზე თუ არ მივაღწიეთ დანიშნულების ადგილამდე ხაჭაპურის ხსენებაც აღარ იქნება დარჩენილი.
-გვეშველა!-ტაშს ვუკრავ პარკის დანახვაზე, ლექსო ოსტატურად აჩერებს პარკირების ნიშანთან და მეც ღვედს ვექაჩები
-ნინელი რით ვერ ისწავლე ჯერ ჩააჭერ და მერე ამოიღებ-თავის ქნევით მადებს ხელზე გრძელ თითებს და სათვალავი ამერია მერამდენედ მასწავლის ღვედის მოხსნას, ვისღა ახსოვს გაბრაზება, წყენა და ყველაფერი ასეთი. არ გაბედო ნინი ნიანგის ცრემლების გადმოყრა! რა ყველაფერზე გეტირება,ორსულად ხარ?
-სულ შენი მანქანის ბრალია,მაშოსაში მშვენივრად ვიხსნი-ბურტყუნით ვიმართლებ თავს
-ჰე გადმოდით დამემართა ანორექსია-უკვე მოუსწრია გადალაჯება ხვედელიძეს და დორბლებმომდგარი დაჰყურებს ცელოფნებს. აბა,ძაან გავს ორასკილოიანი ხვედელიძე ანორექსიის მსხვერპლს.
პირველივე ბაღის სკამზე ვთავსდებით, როგორც ყოველთვის შუაში ვსკუპდები და საზურგეს ვეყრდნობი. ლუკას უკვე მოუსწრია წვენის გახსნა
-ვჭამოთ სანამ ცხელია-სალფეთქში გახვეულ ფენოვანს მაწვდის ლექსო
-ვჭამოთ სანამ ხვედელიძეს შეუსანსლავს-ვუსწორებ და ნაჩქარევად ვართმევ. ლუკა ვითომ განაწყენებულ მზერას გვავლებს და მოწიწებით იღებს ერთ ნაჭერ ხაჭაპურს
მოღრუბლულ ცას ვუყურებ და ბოლო ლუკმას ხელში ვათამაშებ
-ჰე თქვით ახლა რამე-შავ თვალებს გვანათებს ლექსო
-როდის მიდიხარ?-პირგამოტენილი როხროხებს ლუკა
-თუ დავთანხმდი,თვის ბოლოს-არ აყოვნებს პასუხი. ხავსსმოჭიდებული წყალწაღებულივით ვებღაუჭები ამ „თუ“-ს.
-მერე ნატო რა აზრისაა ამაზე?-ხელებს გულთან ვიკრეფ და ისე სასხვათაშორისოდ გავყურებ სივრცეს
-ნატალი ქვია,ნინელი-გაღიმებული მისწორებს ლექსო-რავიცი არ მოწონს წასვლის იდეა,წესიერად არც გვილაპარაკია
ის-ისაა უნდა ჩავეძიო წესიერად რატომ არ გილაპარაკიათ თქო, ხვედელიძე რომ მასწრებს პირის მოღებას
-აუ რა მაგარია ისე, თავიდან გაგიჭირდება და მერე საერთოდ აღარ მოგინდება აქეთ ჩამოსვლა-აღტკინებული ბუტბუტებს და კრეკერების შეკვრას ხსნის. მაშინვე ლექსოზე გადამაქვს მზერა,უბრალოდ ღრმად სუნთქავს და თავდახრილი აჩერდება ერთმანეთში ახლართულ თითებს.
-თან ამერიკელი გოგოები ე, აუ მანდ ხომ იცი თამაშებზე რომ ცეკვავენ-აშკარად არ აპირებს დაოკებას ხვედელიძე, მგონი გაჩუმებული უფრო მომწონდა, არა აშკარად უფრო მომწონდა!
-თმებზე მომეფერე რა ნინელი-გვერდიდან ჩამესმის ლექსოს ჩურჩულამდე მისული ხმა,თავს მხარზე ისე მადებს ბავშვობაში რომ იცოდა, რბილ კულულებში თითებს ვუცურებ და სანამ ხვედელიძე გაქაფული მსჯელობს როგორ აღარ გაახსენდებოდა აქაურობა თვითონ რომ მიდიოდეს, ლექსოს დამახასიათებელ მენთოლის და კიდევ რაღაც გასაგიჟებლად სასიამოვნო სუნს ვიყნოსავ.

.მაშო.
კიბეებზე თმების სწორებით მივკაკუნებ,არა უნივერსიტეტში ლიფტი რომ გვაქვს კარგია, მაგრამ ოდესმე ყველას დასატევი ადგილი რომ იყოს მთლად უკეთესი იქნებოდა. მესამე სართულამდეც ვაღწევ და დერეფნის ბოლოსკენ ვუხვევ. აუდიტორიის კართან მდგარი ბურდული? თან მარტო? წარღვნა ხომ არ ემუქრება დედამიწას? ძალიან კარგი, აქვე შემიძლია ჩემი გენიალური გეგმის განხორციელება. ტაქტიკის მამა ხარ რა მაშო!
-ამდენ ხანს სად იყავი ზღარბო-ჩვეული ღიმილი აქვს სახეზე აკრული,აი რომ გინდება ცემენტზე აფორთხიალო ისეთი.
-ერთი ვიდეოს ყურებაში გავერთე უიღბლო-წარბების თამაშით ვუდგები წინ.
-წამო,უნდა დაგელაპარაკო-კიბისკენ იშვერს ხელს,ეგღა მაკლია ამის თითის დაქნეულზე ვიარო
-რა დამთხვევაა,მეც მაქვს სალაპარაკო-ტუჩის კუთხეს ვტეხ და კიბის საპირისპირო კუთხისკენ ვუშვერ თითს. თვალების ტრიალით მომყვება, დავიჯერო ღირსების ორდენი არ მეკუთვნის სანდრო ბურდულის გამწარებისთვის?
-აბა გისმენ-ხელებგადაჯვარედინებული მიდგება წინ და ზემოდან დამყურებს, არა ეს ზემოდან გადმოხედვები აშკარად აკნინებს ჩემს როლს, გასაშლელი სკამით უნდა იარო ხოლმე უნივერსიტეტში და ამასთან შეხვედრისას ზედ დადგები მაშო.
-ჯერ შენ გისმენ-საჩვენებელ თითს ვუშვერ
-ჩემი ვიდეო სადაა ზღარბო-თვალებანთებული დამღიმის თავზე
-სადაც ბოლოს ნახე,მობილურში-ნიშნისმოგებით ვიყრი თმებს უკან
-და რატომ არ დადე?-დანაშაულში გამოჭერილ ბავშვს რომ ბოროტი ფიზიკის მასწავლებელი უყურებს ზუსტად ისე მიყრის თვალს თვალში, რა ტყუილად გიხარია ჩიტო შენ ხომ არ იცი!
-ზუსტად მაგ თემაზე უნდა მელაპარაკა-ტუჩებდაპრუწული ვსწორდები წელში-მოკლედ გარიგებას გთავაზობ,მე ვიდეოს არ დავდებ, შენ რაღაცეებს მისრულებ
-მაშანტაჟებ ზღარბო?
-კი-ამაყად ვუქნევ თავს
-აი თურმე რას უმიზნებს ზღარბი-არისტოტელესავით წევს ხელს-რამდენი გინდა?
გონება სადღაც სამი წამი უნდება დასმული კითხვის გადახარშვას, უიმე არაა ეს ნორმალური!
-შენი ფული კი არ მჭირდება იდიოტო,რაღაც პირობები მაქვს და ეგენი უნდა შეასრულო-გაბრაზებული ვუწევ წარბს, წამის მეასედში ესახება გაკვირვება სახეზე და მეორე მეასედში უკვე ინტერესით მაჩერდება, ხმას ვიწმენდ და პირს ვაღებ
-მოკლედ, არანაირი ზღარბო,არქეოლოგიის და სოციოლოგიის ლექციებს სხვა საათზე გადაატანინებ, მუსიკას ხმამაღლა აღარ ჩართავ და საერთოდაც ქუჩაში რომ შემხვდები უსიტყვოდ ამივლი გვერდს-გამოსვლას ვამთავრებ და მონაცრისფრო მომწვანო თვალებს ვუსწრორებ მზერას
-მერე ჩემი ხმის გარეშე როგორ უნდა გაძლო?-ისეთი ჩაფიქრებული მეკითხება წამით ვფიქრდები მართლა სერიოზული რამე ხომ არ თქვა თქო. ჩემს გამომეტყველებაზე აშკარად მაგრად მხიარულობს და ყურებამდე ააქვს ის ამაზონიდან გამოწერილი ტუჩის კუთხეები,დიპლომიანი შტერი!
-ხო სულ დამავიწყდა, სადარბაზოს წინ გასაჩერებელი ადგილი ჩემია-თვალების ფახულით ვაყოლებ კიდევ ერთ პუნქტს, იკრიჭოს ახლა. ზარის დარეკვის ხმა მესმის და ისევ ჩაფიქრებულ ბურდულზე გადამაქვს მზერა, ვაიმე ამასაც არ ქონდეს გადასაწყვეტი ზესაკაცობრიო პრობლემა
-აბა?-თვალების ტრიალით ვისწორებ ჩანთას
-კარგი-გაბეზრებული მიქნევს თავს. გაჯგიმული ვუვლი გვერდს და აუდიტორიისკენ მივკაკუნებ, აქ დაიდო გიორგიევსკის ტრაქტატი!
არც ლექციები და არც სახლამდე მგზავრობა ჯერ არ ყოფილა ასეთი სასიამოვნო. აი რას ნიშნავს გამარჯვების გემო. სადარბაზოსთან მისულს ისევ შავი ლექსუსი მისწრებს წინ, ჰო გზის დათმობის მიმატება აშკარად დამავიწყდა იმ სიისთვის. ენით აუღწერელი სიამოვნებით ვუყურებ როგორ მიაქანებს თავის რაშს კორპუსის ბოლოსკენ და ენით ორმაგად აუღწერელი სიამოვნებით ვაყენებ ჩემს პატარას მონატრებულ ადგილას. ესეც ასე, კეთილი იყოს შენი დაბრუნება მშვიდო ცხოვრებავ!
ჩანთამოკიდებული მივაბიჯებ სადარბაზოში და ლიფტს ვიძახებ. სასწაული! ორ წუთში იღება კარი, დღეს აშკარად გიმართლებს მაშო. შიგნით შევდივარ და ის ისაა ღილაკს უნდა დავაწვე ფაფხურის ხმა რომ მესმის ზურგს უკან. მოწყვეტით ვბრუნდები, სერიოზულად? რატომ ამცირებს ეს თავხედი ჩემი ბედნიერების კოეფიციენტს 100- დან 99-მდე.
-ბურდული,შეთანხმება დაგავიწყდა?-კარისკენ ვუშვერ ხელს
-ლიფტში ჩემთან ერთად არ იმგზავროო არ გიხსენებია-უმანკო ბავშვივით იჩეჩავს მხრებს.
-ჰოდა დღეიდან ეგეც შედის იცოდე-ტუჩებს ვპრუწავ და კარიც იხურება.
-უკვე გვიანია-დანანებით აქნევს თავს, კი კი ერთი ამას ეწყინა ახლა კარის დახურვა და მეორე ჯონი დეპს. მოუთმენლად ვაჭერ ღილაკს ხელს და ლიფტიც იძვრება, ახლა გაიწელება ორი წუთი საუკუნედ! მეორე სართულს ძლივს ვართ აცდენილი ეს დებატებში დამარცხებული დახურულ კარს რომ ეჯაჯგურება,გააფრინა?
-რას შვები,გავიჭედებით-წივილით ვუდგები გვერდით
-ვიცი ზღარბო-ეშმაკურად ათამაშებს წარბებს და დაძარღვული ხელებით კარებს ოდნავ აშორებს ერთმანეთისგან. უცნაური რღჭიალის ხმა მესმის და ლიფტიც წამში ჩერდება, ნამდვილად შეიშალა!
-რა ქენი არანორმალურო?-ღილაკებზე ვუფათურებ თითებს,შენც არ მომიკვდე, არ მუშაობს!
-ზღარბო მობილური მომეცი-მარჯვენა ხელს გაღიმებული იშვერს, ჯანდაბა, ცუდადაა შენი სამქე მაშო.
-სანდრო აამუშავე ლიფტი! არაფერსაც არ მოგცემ-კედელს ვეკრობი და საჩვენებელ თითს გამაფრთხილებლად ვუშვერ
-ნებითა შენითა ან ძალითა ჩემითა-ქოჩორზე ისვამს ხელს და ერთი ნაბიჯით ამცირებს მანძილს. ლექციებზე ტინგიცის მეტს არაფერს აკეთებს და ამ გამოთქმებით ახლა გახდა ბრძენკაცი?
თავს უარყოფის ნიშნად ვაქიცინებ და თითებს უფრო მაგრად ვუჭერ მობილურს
-როგორც გინდა ზღარბო-მხრებს იჩეჩავს და აზრზე მოსვლასაც ვერ ვასწრებ უკვე წინ რომ მიდგას
-არ გაბედო შეხება!-კატის კნავილივით ამომდის ბგერები
-მომეცი თორემ გავბედავ-სამ თითს მიფრიალებს წინ-სამი,ორი,ერთი...აბა?
-არა-ვცრი კბილებს შორის. ტუჩის კუთხეს ტეხს და მარცხენა ხელზე მარწუხებივით მეხება მისი თითები,ჯანდაბა, მოვკლავ! არ ვაცოცხლებ! მობილურიან ხელს ზურგს უკან ვწევ და მთელი ძალით ვეკრობი. ახითხითებული ცდილობს კედელს მომაშოროს,ეს ნორმალურია ახლა? რა ნახა სასაცილო.
-გამიშვი ახლავე!-ძლივს ვქოშინებ მის კისერთან,სიტყვაც არ მაქვს დამთავრებული ხელს ზურგს უკან რომ მიცურებს და უკვე მარჯვენა მაჯაზე ვგრძნობ ძლიერ მოჭერას. ჯანდაბა! აი აქ დაგე’რხა მაშო. მთელი ძალით ვუჭერ თითებს, მომკლას და წამართვას,ისე არ მივცემ!
-არ მინდა გატკინო და ნუ მაიძულებ-მილიმეტრებით დაშორებული დამყურებს ზემოდან და მეორე ხელსაც ზურგს უკან აცურებს. აი მე კი ძალიან მინდა გატკინო! გათავისუფლებული მარცხენათი მკლავზე ვბრწკენ
-აუ მწარეა ზღარბო-ლეკვივით აწკმუტუნებული მთელი სხეულით მეკრობა, ყოჩაღ მაშო,ახლა განძრევაც აღარ შეგიძლია.
-გავიგუდე იდიოტო-კვნესასთან ერთად ვუშვებ ჰაერის ბოლო ნაკადს. ბურდულის სხეული და ჩემი ძვირფასი ტელეფონი ერთდროულად მშორდება. ისედაც ჩახუთულ ლიფტში ძლივს ვითქვამ სულს.
-პირდაპირ რომ მოგეცა არ ჯობდა ზღარბო?-აქოშინებული დგება მოპირდაპირე კუთხეში და მკლავს იზელს, ეტკინა ხო, ძალიანაც კარგი, იაროს ახლა დალურჯებულმა! მობილურს იმარჯვებს და გვერდითა ღილაკს აჭერს ხელს, ჯანდაბა, ასე მარტივად ვერ დავთმობ ჩემს განძს! მთელ ძალას ვიკრებ და მისკენ მივექანევი, მიწვდომამდე ასწრებს ხელის ზემოთ აწევას
-ცუდი ზღარბი,ცუდი-ხითხითით მიქნევს საჩვენებელ თითს
-სანდრო მომეცი,შიშველი ფოტოები მაქვს შიგნით-ვაყრანტალებ რაც პირველი მომდის თავში. სერიოზულად მაშო? რა სიკვდილი წამოროშე ახლა
-კაი?-ეჭვის თვალით დამყურებს და მზერა ზემოთ აწეულ მობილურზე გადააქვს,სანამ ხტუნვა-ხტუნვით ამაოდ ვცდილობ სამიზნეს მივწვდე, ორი წლის ბავშვივით ახორხოცებული ჩემს თვალწინ ქექავს მთელ მენიუს
-ვიპოვე-აჟიტირებული მაჩვენებს ეკრანს, ჰოი გმირი ალექსანდრე! ვიდეოების ფაილში ვიდეო იპოვა, სასწაული! რა გაჩნდა ასეთი ნიჭიერი! ამ ვირის ეპიკურ ჩანაწერს და ჩემს იმედებს ერთდროულად შლის DELETE კლავიში.
-ახლა შიშველი ფოტოები მოვძებნოთ-თვალებანთებული ისწორებს ქოჩორს
-ახლავე დამიბრუნე დეგენერატო-კბილებს შორის ვცრი და მთელი ძალით ვბრწკენ ნეკნებთან.
-აუ ჩემი-ჭიაყელასავით იკლაკნება ერთ ადგილზე,ჩამოწეული ხელიდან სასწრაფოდ ვართმევ მობილურს. გამარჯვებულის სახით აგდებს ხურდას შემოსასვლელთან დაკიდულ ყუთში. ჯანდაბა,ეს რა გამიკეთა! სერიულ მკვლელს რომ არ დაესიზმრება ისეთი იდეები მომდის ლიფტის გაჩერებადე. ღია კარში გასასვლელად გამზადებულს მკვეთრი დაქაჩვა მაბრუნებს უკან
-არადა შიშველი ფოტოებიც მინდოდა-ქვედა ტუჩს წინ ბურცავს, ამ წამს მოთმინების ბოლო წვეთიც ამოაშრო ამ უბედურმა! მარჯვენა ხელს ვშლი და ხმაურით ვუქანებ სახეში
-მე სილის გაწნა მინდოდა-თმებს უკან ვიყრი და კაკუნით მივაბიჯებ კარისკენ.



№1  offline წევრი ninuca)))

ძალიან მაგარი იყო. რამდენი ვიცინე. ვგიჟდები მაშოს და სანდროს წყვილზე. ველოდები შემდეგ თავს.
--------------------
ნუ იტყვით თქვენს ოცნებაზე უარს მხოლოდ იმიტომ რომ "ხალხი რას იტყვის", რადგან ხალხი მაინც იმას იტყვის რასაც უნდა.

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

როგორც ყოველთვის სასაცილო მხიარული პოოზიტიური და საოცარი გამოდის შენი ისტორია უბრალოდ საიდან ამხელა იუმორის გრძნობა არ ვიცი სიგიჟე ხარ ჩვეულებრივი heart_eyes

 


№3  offline წევრი Geta

აუუუ რა კარგია. მალე დადე რა ახალი. შენი მოთხრობების ფანი ვარ!!

 


№4  offline მოდერი gonegirl

ninuca)))
ძალიან მაგარი იყო. რამდენი ვიცინე. ვგიჟდები მაშოს და სანდროს წყვილზე. ველოდები შემდეგ თავს.

სპასიბაჩკი blush ამათ რა დააწყვილებთ smile
sameone crazy girl
როგორც ყოველთვის სასაცილო მხიარული პოოზიტიური და საოცარი გამოდის შენი ისტორია უბრალოდ საიდან ამხელა იუმორის გრძნობა არ ვიცი სიგიჟე ხარ ჩვეულებრივი heart_eyes

იიჰ ეს ვინ შემოერთებია არმიას smile blush
Geta
აუუუ რა კარგია. მალე დადე რა ახალი. შენი მოთხრობების ფანი ვარ!!

მადლობა საყვარელო blush ვეცდები relaxed
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№5  offline წევრი blue witch

ეჰ მაშიკო რა გველაძუა ხარ. ჩემს ფავორიტს არც ეკადრება სხვანაირობა, იცოდე არ შემარცხვინოს, მიწასთან მოასწოროს, ტვინი ასფალტზე დაანთხევინოს ბურდულს stuck_out_tongue_winking_eye laughing stuck_out_tongue_closed_eyes

 


№6  offline მოდერი gonegirl

blue witch
ეჰ მაშიკო რა გველაძუა ხარ. ჩემს ფავორიტს არც ეკადრება სხვანაირობა, იცოდე არ შემარცხვინოს, მიწასთან მოასწოროს, ტვინი ასფალტზე დაანთხევინოს ბურდულს stuck_out_tongue_winking_eye laughing stuck_out_tongue_closed_eyes

გადავცემ :დდ
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№7  offline წევრი Indigo

დავიწყე. სათაურზე მეტად ისტორია მომეწონა :დდ ამდენი კაი ხანია არ მიცინია joy joy
ჯერ სათაურმა დამატყვევა და შენ ხო არ იცი, როგორ მინდოდა ისეთი ისტორია დამხევედროდა მას რომ შეეფერებოდა და გამართლდა ჩემი იმედები, "დაჟე" მოლოდინს გადააჭარბე. როგორ მაკლდა ესეთი ისტორია და როგორ ითხოვდა ჩემი ორგანიზმი... მოკლედ, ძაან ვიხალისე და ველი შემდეგ თავს joy joy kissing_heart kissing_heart
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№8  offline მოდერი gonegirl

Mariiiiami
კაი ყველაერი არაჩვეულებრი და გადასარევია ნამდვილადდ მაგრამმ აღიარე პროსტაა რომ უფრო დიდი თავი გვეკუთვნოდა თუ ვცდები ნეტავ?არა არა არვცდებიიი
აუუუ მაშო რა "ჯიგარია" :დდდდ
გული დამწყდა ოღონდ იმ აპოლონმა რო წაუშალა ვიდეო თუმცა ეგ გამოძებნის რამეს
ალექსმა თმებზე მოფერება როთხოვა ცუდად გავხდიიი
რა საყვარელი ტიპია პროსტააა
თანნ ჩემი ნინელიი აუუუ რგორ განიცდისს
არ გაუშვა ძაან ცოდოა ნინელიც და ლექსოც :დდ
აუუ მალეე დადეე რააა
და უფრო დიდი თავი არ მყოფნისს

ვაღიარებ კი )) ვეცდები მოდიდო იყოს :დ თუ არადა ნელა წაიკითხეთ არაა სხვა გზა :დდ

M-A-R-I
დავიწყე. სათაურზე მეტად ისტორია მომეწონა :დდ ამდენი კაი ხანია არ მიცინია joy joy
ჯერ სათაურმა დამატყვევა და შენ ხო არ იცი, როგორ მინდოდა ისეთი ისტორია დამხევედროდა მას რომ შეეფერებოდა და გამართლდა ჩემი იმედები, "დაჟე" მოლოდინს გადააჭარბე. როგორ მაკლდა ესეთი ისტორია და როგორ ითხოვდა ჩემი ორგანიზმი... მოკლედ, ძაან ვიხალისე და ველი შემდეგ თავს joy joy kissing_heart kissing_heart

ძალიან მიხარია ))
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№9  offline წევრი gogona tbilisidan

რა საყვარელიაა მაშო heart_eyes joy joy დიდი ამბები გველოდება წინ დდ მალე დადე რა innocent

 


№10  offline აქტიური მკითხველი uchveulo

auu ra sayvarlebi ariaan <3 au leqso ro ar wavides da natalia gaaqro araa :D warmatebebii kargia dzaan

 


№11  offline წევრი aNuGi

ძალიან ძალიან მომწონს! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№12  offline მოდერი gonegirl

gogona tbilisidan
რა საყვარელიაა მაშო heart_eyes joy joy დიდი ამბები გველოდება წინ დდ მალე დადე რა innocent

ვეცდები ))

uchveulo
auu ra sayvarlebi ariaan <3 au leqso ro ar wavides da natalia gaaqro araa :D warmatebebii kargia dzaan

არაა ნატო ასეთი ადვილი გასაქრობი :D მადლობა ))

aNuGi
ძალიან ძალიან მომწონს! <3

მადლობა )) მიხარია)
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№13  offline წევრი M^d G1rl

როგორციქნა შემოვედიიი ვაიიჰ შენ არიცი რაძნელი იყო უკანასკნელი 2დღე შენი ისტორიის და საერთოდ ამ საიტის გარეშეე((( 4-5თავი ამწამს დავამთავრე და ვერ ვჩერდები სიცილისგან :დდ კი მეწყინა ვიდეო რომ განადგურდა მარა მაშო ისეთია მოძებნის რამეს (აქბოროტისმაილი :დდდ) მოკლედ გელიიი გელიიი მოგელიიი

 


№14  offline მოდერი gonegirl

M^d G1rl
როგორციქნა შემოვედიიი ვაიიჰ შენ არიცი რაძნელი იყო უკანასკნელი 2დღე შენი ისტორიის და საერთოდ ამ საიტის გარეშეე((( 4-5თავი ამწამს დავამთავრე და ვერ ვჩერდები სიცილისგან :დდ კი მეწყინა ვიდეო რომ განადგურდა მარა მაშო ისეთია მოძებნის რამეს (აქბოროტისმაილი :დდდ) მოკლედ გელიიი გელიიი მოგელიიი

მადლობა საყვარელო blush kissing_closed_eyes
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№15  offline წევრი ketaa

ნუ რახარ ამნაირი შოკი არ შემიძლიხარ რა! არც შენ არ შემიძლიხარ და ესენი ხო მითუმეტეს :დ ველოდები შემდეგს <3

 


№16  offline მოდერი gonegirl

Lollipop :))
მოლოდინს გადააჭარბე
ბევრი ვიცინე
ვგიჟდები ორივე წყვილზე❤
ნატალი ვინ არის გამარკვევია და მეტი არაფერი მინდა

მიხარია blush მესამე თავში ახსენა ლექსოომ ნატალი,ვხვდებითო smirk
ketaa
ნუ რახარ ამნაირი შოკი არ შემიძლიხარ რა! არც შენ არ შემიძლიხარ და ესენი ხო მითუმეტეს :დ ველოდები შემდეგს <3

დიდი მადლობა საყვარელო blush
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№17  offline მოდერი gonegirl

Ta-Ta
რატომღაც მგონია, რომ ნატალიში ალექსი ნინელის გულისხმობს და რავიცი... თუ ნატალი მართლა ნატალია, მაშინ სასწრაფოდ უნდა მოვაშოროთ ლექსოს... სასწრაფოდ

ვნახოთ ვნახოთ bowtie
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№18  offline წევრი blue witch

ახალ თავს როდისთვის ველოდოთ? blush

 


№19  offline წევრი Geta

ახლი თავი როდის იქნება?

 


№20  offline მოდერი gonegirl

blue witch
ახალ თავს როდისთვის ველოდოთ? blush

Geta
ახლი თავი როდის იქნება?

იწერება და ხვალ დაიდება ))
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№21  offline წევრი მარიამი”

დღეს იმედია დადებ ახალს.

 


№22  offline მოდერი gonegirl

მარიამი”
დღეს იმედია დადებ ახალს.

კი აუცილებლად
Lollipop :))
gonegirl
Lollipop :))
მოლოდინს გადააჭარბე
ბევრი ვიცინე
ვგიჟდები ორივე წყვილზე❤
ნატალი ვინ არის გამარკვევია და მეტი არაფერი მინდა

მიხარია blush მესამე თავში ახსენა ლექსოომ ნატალი,ვხვდებითო smirk
ketaa
ნუ რახარ ამნაირი შოკი არ შემიძლიხარ რა! არც შენ არ შემიძლიხარ და ესენი ხო მითუმეტეს :დ ველოდები შემდეგს <3

დიდი მადლობა საყვარელო blush


არა ეგ კი ვიცი რო ნატალის ხვდება. But ის უფრო მაინტერესებს მართლა ხვდება, არ თვალთმაქცობა და რა ურთიერთობა აქვს. ნინელისთვის მემეტებაეგ მარტო

ჰომ ვნახოთ რას იზამენ kissing
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№23  offline წევრი blue witch

აუუ სადაა ახალი თავი? ვიტირებ ეხლა

 


№24  offline წევრი Geta

blue witch
აუუ სადაა ახალი თავი? ვიტირებ ეხლა

მეც ვიტირებ

 


№25  offline მოდერი gonegirl

blue witch
აუუ სადაა ახალი თავი? ვიტირებ ეხლა

Geta
blue witch
აუუ სადაა ახალი თავი? ვიტირებ ეხლა

მეც ვიტირებ

თითქმის 20 წუთია დავამატე, ადმინებმა უნდა შეამოწმონ და დადონ ბავშვებო
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№26  offline აქტიური მკითხველი terooo

ამ გოგომ სასწრაფოდ უნდა მოიფიქროს რამე, თორემ ასე გული გამისკდა

 


№27  offline მოდერი gonegirl

terooo
ამ გოგომ სასწრაფოდ უნდა მოიფიქროს რამე, თორემ ასე გული გამისკდა

ჯერ სად ხარ :))
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№28  offline წევრი კალლ აია

რუტუტუტ ტუურუუუ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent