გიჟი ექიმი მატარებელში (11 თავი)
დილა უჩვეულოდ ლამაზად დაიწყო. სვანეთში ისევ გრილა მე კი ჩემს ჟაკეტს ვიცვამ, ეზოში ჩამოკიდებული ჰამაკისკენ მივდის შიგნით ფრთხილად ვეშვება და მოწმენდილ ცას ვუყურებ. -აქ დილაც ლამაზია-მესმის ხმა და ტანზე სულ ბუსუსები მაყრის -ხო გეთანხმები-ვეთანხმები და ვსწორდები -ჩამოვჯდე?-მკითხა ლექსომ გამომცდელად -იმხელა ხარ ცალი ფეხი თუ დადე კიი-ვეკრიჭება ამხელა ექიმი ქალი -აი თუ ვერ დავეტიოთ ორივე ნახე.-ლექსო ჩემკენ მოდის. არააა რას აკეთებს მოიცა ჰაერში რატომ ვარ? შიგნით ჯდება და მეც მისვამს კალთაში. მე ფართხალს ვიწყებ აი ისე ფარულავამ რომ უთხრა ნიჭიერში ,,ცკვა კი არა თევზის ფართხალი უფრო იყოო“ რამდენიმე განსხვავებით: მოზვერის მკლავებში ვარ გახვეული, თავის დახსნას ვცდილობ და არ ვცეკვავ. -კაი მოისვენე ახლა-ბურტყუნებს მოზვერთა მამა და თავის მარწუხებს მხვევს და საბოლოოდ მაჯაჭვებს მასზე. -ეე გამიშვი რა-ვბურტყუნებ მის კისერში თავჩარგული. -რავი მე მგონია, რომ კარგად ხარ მოკლათებული-სასაცილოდ მაჩვენებს ხელებს, რომლებიც კარგა ხანია დაშვებული აქვს -იდიოტო-ვბურტყუნებ და ადგომას ვცდილო, მაგრამ ეს მოზვინული არსება რამეს გაცლის? -კაი იყავი ცოტახანი გთხოვ-მებურტყუნება და უფრო მიკრავს ტანზე. -იიი თეგენათალე მე-ვცდილობ განვმუხტო სიტუაცია -ისე არგინდა გაგასეირნო აქვე ჩემი მეგობარი ცხოვრობს და ვეწვიოთ-მითხრა თავისი აზრით კმაყოფილმა -ამდენი გვილაპარაკია?-ისე დავახეთქე მეც გამიკვირდა -კი მაგრამ არ ვიცი თუ გახსოვს აი უნივერსიტეტის ბანკეტზე, რომ დათერი...-გააწყვეტინე -მახსოვს ფოტოც გადამიღე და სხვათაშორის მახსოვს კარგი ფოტო იყო არ გადმომიგზავნი?-თავი ამოვყავი მისი კისრიდან -არა მე მინდა-გამებუსხა-ახლა ადექი წავედით-ხელი ჩამჭიდა და აღმართძე ამატარა. იქ კი ორსართულიანი ქვისგან ნაშენი სახლი და კოშკი იდგა. -ლიპარტელიანო...ლიპარტელიანი...-გასძახა მოზვერმა. მალევე გამოვიდა სვანურ წუდიანი ბიჭი და ისე მეცნო ლამის იქვე გონება გავიჭყლიტე. მოგვიახლოვდა და არა ჩემი ლიპოა ეს უეჭველი. გაკვირვებული მიყურებდა. -ლიპარტელიანო მაქსიმე აე უნდა დამივიწყო?-ვითომ გავუბრაზდი და მისი შემოფრენა ერთია. ვის აინტერესებს ახლა სად ვართ ჩემი მეგობარი სასწაულად მეხუტება. -ისა მეც აქ ვარ-ხელებს აფართხალებს მოზვერთა მამა -აუ ლიპო იცი აქ ვინ მყავს?-გამომცდელად შევხედე -ჩემი ქაჯი თუ აქაა გადავირევი-32 კბილი წინ დამიდო ისე გაიღიმა -ხო აქაააა და ვერც წარმოიდგენ რა ქნა-გავიცინე -ინტრიგანო წამო დინა ნახე-სახლში შემაგდო და მე რაც სვანური ვიცოდი გადმოვაფრქვიე. -ხოჩა ლადეღ დინა დედე(გამარჯობა დინა დედა)-დედა დამიძახეო ასე მეუბნებოდა პატარაობაში და სულ ასე ვეძახდი. -ვაიმე ჩემი გოგო მოსულა-გიჟივით დამეტაკა უფროსი ლიპარტელიანი -ეი ეი ეს ძმები რამ გადაგრიათ?-ლექსო ისე პირველი არხივით იდგა და ბურტყუნებდა -შენ არ იცი ეს გოგო ვინაა თორე არ გვანახებდი-გაიცინა უფროსმა ლიპარტეიანმა -მიმიშვეთ ბოვშვებო ნუცასთან რა მოხდება?-გაჯავრდა დინა -მაგვარდ ხარიდ?(როგორ ხართ?)-ვკითხე ისე მე -ხოჩამდ ხვარი(კარგად ვარ)-მითხრა მანაც -დაჯექი ნუცა-მითხრა დინა დედამ -არა ნატალიაც აქააა და შანსი არაა-წამოიყვირა უმცროსმა ლიპარტელიანმა და სულ სირბილით ჩამატარა დაღმართი. ყველაზე მაგარი იცი რა იყო?! მაქსიმეს და ნატალიას შეხვედრა ბევრს სხვა რაღაც გეგონებათ მაგრამ ესენი არიან ტკიპები ერთმანეთის. ნატალია დილით თავი რომ ავწიე და თმა სახეზე არ ჩამომეშალა ბედნიერად ამოვიზმუილე. ქვევით ჩავედი და ბავშვებს მივუჯექი და ცხელ კუბდარს გებრიელად შევექცია. ცოტახანში ჩემმა ტელეფონმა ზმუილი დაიწყ. -ნატალია ახალაია გაგაბრტყელებ უნამუსო ვიყო-აკივლდა ნანუკა -ხო მშვიდობა გაქვთ?-ვუპასუხე სიცილით -კი აბა რა შუა გზაზე ჯორებივით ვდგავართ მეტი არაფერი-გაბრაზებულმა გამოსცრა კბილებში -სფიქერზე ჩართე-ვუთხარი მე -ბუბუუუ გაგაბრტყელოგინდა?-ეს შედარებით ხალისაიანი ხმა თაიასია -აუ შეეშვით რა მაგის ბრალია-ეს მარია რომელიც არ მიხსენებია სად ცალია ამას ჩვენთვის იურისტი ქალია და თვეში ერთხელ თუ გვიკადრა მადლობლები ვართ. არ იფიქროთ ან არ გვიყვარს ან რამე პირიქით ეგ რომ არა იმდენი სისულელე რაც ჩვენ გვაქვს გაკეთებული ვინ გვიშველიდა აზრზე არ ვარ -ხო მარ მე რა შუაში ვარ?-გავიკვირვე -ვინმე გამოგზავნე ან დაგცხრილავ-მემუქრება ნინა -ვაიმე კაით გავიგე-ვბურტყუნებ მობეზრებული და კარში შემოსულ მოკისკისე მაქსიმე და შმაგი ლიპარტელიანებზე მიშეშდება მზერა. -არააა არააა არაააა-ვკივი მაქსიმეზე შეფრენილი -ტუტუცო მეც აქ ვარ-მიბღვერს შმაგი და ისე გადავყავარ თავის ხელში, როგორც ორი წლის ბავშვი. -როგორ მომენატრეთ-ვბურტყუნებ მე -დამიბრუნეთ ჩემი გოგო-ღრიალებს მაქსიმე და ისევ მას ვყვარა ოღონდ ახლა ვზივართ -ჩემმა ლამაზმა გოგომ ეს რა მიზეზით ქნა?-ხელი თმაზე გადამისვა -ერთი უმადური გამო-აგდებულად გავხედე მობღვირალ წერეთელს -ეს ბიჭი რატომ მიყურებს ასე?-მიჩურჩულა ყურში -მერავიცი ვახ-გაბრაზებულმა ვუთხარი და ამოვიკივე -ვაიმე თაია, ნანკა, ნინა და მარიამი გზაშ გაჭედილები არიან და არ მაცოცხლებენ ვინმს თუ არ გავგზავნი-გამახსენდა მეგობრები და შმაგს გავხედე -ტყუილად მიყურებ ახლაიავ ეგრე მე იმ არანორმალურ ნანუკას არ დავეხმარები მახსოვს რა გამიკეთა-დაიბღვირა შმაგიმ და გვერძე გაიხედა რასაც ჩემი და მაქსიმეს კისკისი მოყვა -მხდალი-კბილებში გამოვცარი-ნანუკასი ეშინია-ისევ ავხარხარდით -ხო მეშინია მაგ ქაჯის. ჯერ იყო დამეჯახა მერე ფენი ჩამარტყა ნაჭყებიას ქორწილის სმზადისის დროს, ქორწილში რალის დროს ლამის ამლეწა, ბათუმში ჩემი საცურაო კოსტუმი ზღვაში დამიჭრა და ლამის დამწვა შეზლონგზე, რომ ვიყავი და ძილის წამლიანი წყალი, რომ შემომაპარა-გაბრაზდა ლიპო -აუუუ მერე წინიდან სულ შავი იყავი და უკნიდან თოთო ბავშვის უკანალივით ფითქინა-ახარხარდა მაქსიმე და ჩემთან ერთად წამოდგა. -მე ჩავალ ვეტყვი შმაგს ნანუკასი ეშინოდა და იმიტომ გამომიშვა მე უცოდინარითქო-გაიკრიჭა და სმაგი წამოფრინდა -დაეტიე მანდ თუ ძმა ხარ რა-კბილებში გამოსცრა და გარეთ გავიდა. ნუცა -რაღაც უნდა გითხრათ-ოთახში ხელებ ჩაკიდებული კატა და ნიკო სემოდიან -ვარიანტები უკვე მაქვს-კივის ნატა -მაქედან ყველა-სიცილით ეუბნება კატა -თხოვდები? ორსულად ხარ? აჩენ უკვე?-გაჰკივის ნუცა -დაეტია შენი ჭირიმე რა ორი მაქედან-იკრიჭება -არააააააა-ვკივი და კატას გასაპუტად წასვლის მაგივრად მუცელზე ხელს ვადებ -აი ახლა აქ ამ თავგასიებულის ბაჭაჭყანია?-ვსვამ კიდევ ერთხელ კითხვას -ხოოო-გაჰკივის ეს დეგენრატი და ნიკოს ეხუტება -როდის მოასწარით ხალხო ორი თვეა ერთმანეთსიცნობთ მეტი კი არა-ვკაკანებ მე -ადამიანის შეყვარება რვა წამში შესაძლებელი რა-ბუზღუნებს კატა და ნიკოს კოცნის -ფუ გარყვნილო ხალხო შეგრცხვეთ ბავშვი ვარ აქ-გაღიზიანებული ხავის ნანუკა -აღარ აცალო ერთმანეთით ტკბობა- უბრაზდება შმაგი -გაიარე შე რომანტიკოსის ერთო რა-ცხვირს იბზუებს ნანუკა და ყველას ეხვევა. ახლამიჩნდება შეკითხვა სად არიან თედო, ანდრია და გეგა. -ისე თედო, ანდრია და გეგა სად არიან?-ვკითხულობ მე -გუშინ წავიდნენ გვიან რაღაც სასტიკი ავარია მომხდარა და თან სიმსივნე ქონია და სამივე გაშპა-ჩაკარკლა აშკარად გაღიზიანებულმა -ამას რა სჭირს?-გავკივი და ისევ თორნიკე მაჩუმებს -არც არაფერი-თვალებით კლავს მაქსიმეს და ისე გადის ოთახიდან. -მე გავალ რა ორი წუთით-ამბობს მაქსიმე და გადის. ათ წუთში გაბადრული სახით ბრუნდება თორნიკე და ძნელი მისახვედრი არაა რაზე ილაპარაკეს. -აუ ნუცა გინდა ბავშვობა გავიხსენოთ?-მეკითხება მაქსიმე -ვიცი რასაც გულისხმობ ახლა და თუ არ გინდა გაგიხეთქო თავი შემეშვია-ვუბღვერ მე -გთხოვ რა-მეუბნება და ჩემს სუსტ წერტილზე ურტყამს-ჭიშდვრის გაკეთებას გასწავლი-მეკრიჭება და მეც ვკივი -სადაა გიტარა, პლედი, გოჩას ვალინკები და ჩვენი ადგილი?-ვწიოკდები მე. პ.ს იმედია მოგეწონებათ. უფრო მეტი კომენტარი რა გთხოვთ. ბოდიშით შეცდომებისთის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.