შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ ვაპირებ უშენოდ ვიცხოვრო< 14 თავი


14-05-2017, 16:28
ავტორი zia-maria
ნანახია 2 400

თამროს ძალიან გაუხარდა ნანას და ნინის სტუმრობა და დატრიალდა,რადგან სტუმრებს არ ელოდა,მათთან ერთად მოამზადა სადილ-ვახშამი და გემრიელად მიირთვეს.ნინის ძალიან მოეწონა ეზოში ნაი-ნაირები ყვავილების ბაღში ყოფნა და ამ სილამაზესთან ერთად გაზაფხულის თბილი მზე.ბევრი ფოტოები გადაიღო,რაც ძალიან ახალისებდა.მირიანი შუადღით ადგა,რომ არ შეაკითხა არავინ.უცნაურად მოეჩვენა, ის რომ სახლი მდუმარედ დახვდა.მაგიდაზე წერილი ნახა და გაეღიმა,რადგან ნინიკოც წაიყვანე,ესე იგი ერთად დაბრუნდებით.შემდეგ ალეკოს და ბიჭებს დაურეკა და ყველა მასთან მივიდნენ,მაგრამ ნინის და ნანას სახლში არ ყოფნის გამო,მალე წავიდნენ.
მირიანთან მხოლოდ გელა და ზაზა დარჩნენ.მორიგეობით ურეკავდნენ ნანას მაგრამ არცერთს არ პასუხობდა,შემდეგ კი შეტყობინება მოუვიდა ზაზას ტელეფონზე.
---მაცივარი სავსეა და მიირთვით, თეფშები გარეცხეთ თორემ ვერ გადამირჩებით ვერცერთი.რაც შეეხება ცივსისხლიან ფაშისტს კი მისი ქეთი მოუყვანეთ და ის მიხედავს.მე და ნინი კი ძალიან კარგად ვართ და ძალიან კარგადაც ვერთობით.არ გვეძებოთ,მაინც ვერ მოგვაგნებ.ზაზამ შეტყობინება წაიკითხა და გულიანად გადაიხარხარა.
შემდეგ ნანამ ბაღში გადაღებული ფოტიებიც გადაუგზავნა,ვერცერთმა ვერ იცნო ადგილი და სამივე ფიქრობდა,თუ უნდა წასულიყვნენ.
---დათოს ეცოდინება.თქვა ზაზამ.
---შეეშვით,დაისვენონ. ნინიკოს რა ბედნიერი სახე აქვს ხედავთ? თქვა მირიანმა.
---მერე შენ მარტო გაჩერდები?
---მერე რა ვინ მომიტაცებს. თქვენ რას მიკეთებთ,ამაღამ აქ გაჩერდით.
---მერე სიცხემ რომ აგიწიოს რა ვქნათ?შეშინებული სახე ქონდა ზაზას.
--ნუ ეფეთები,არ ამიწევს წამლები დამიტოვა.მთლად სასიკვდილოდ ვერ გამიმეტა.გაეღიმა მირიანს.
ბევრი თემის გარშემო ისაუბრეს ბიჭებმა, ბევრი საერთო თემა განიხილეს და ბოლოს დაღლილები, ზაზა მირიანის საძინებელში მოთავსდა და გელამ მდივანზე გაიწყო საწოლი. ზაზამ მალე ამოუშვა ხვრინვა,მირიანმა გადახედა და ხელი კრა,თან გაბრაზებულმა უთხრა.
---შენ საავადმყოფოში უნდა მუშაობდე, მაგრად მიხედავ ავადმყოფებს.სიცილით უთხრა და ზაზას ბალიში დაადო თავზე.---მირიან ხელი გაგიხმეს,მხოლოდ ერთი ჯერ.დამაცადე შეუღრინა ზაზამ.ჩაყუჩდა მირიანი მაგრამ ერთ საათში ისევ დაუწყო შეღვიძება ზაზა.
---ზაზა,ზაზულიიი.
---მმმმმმმ.
---ზაზა.ხელით შეანჯღრია მირიანმა რომ გაეღვიძებინა.---რა გინდა,მირიან რა არ გასვენებს.
---ახლა რომ დავფიქრდი,მივხვდი რომ ნანა შემიყვარდა.
---მერე ჩემთან რა გინდა,მე რა დავაშავე შუაღამე რომ შეარჩიე ახალი ინფორმაციის სათქმელად,არ ჯობდა დილით,კარგ გამოძინებულზე რომ გეთქვა?---არ შემიძლია დავიძინო,ის რომ არ არის სახლში.---მე შემიძლია და დამაძინე,მეძინება.
---და შენი გული მოგცემს,მაგდენ უგულობას მარტო დამტოვო ამ ფიქრებთან?
---მომცემს,რატომაც არა.შენ შეყვარებული ხარ და მეც უნდა ვათიო ღამე შენთან ერთად? ღმერთო შენ უშველე ამ ტვინით ავადმყოფს.გადაბრუნდა ზაზამ და დაიძინა.ცოტა ხანში კი ისევ დაუძახა მირიანმა.
---ზაზა ვერ ვიძინებ,ყელში რაღაც მახრჩობს.
---მირიან ნუ მედებილები ამ შუაღამეს და ნუ გამოშტერდი.სულ გამოგაშტერა ამ გოგომ,ვეღარ გცნობ.,ღმერთო გადმოხედე და უშველე ყველა ტვინგარეცხილს.ადგა,ბალიში აიღო და გელას დაადგა თავზე.გელამ შეშინებულმა შეხედა და უთხრა.
---რა ხდება,რომ დამადექი თავზე ანჩის ხატივით.
---არ გაგაღვიძე,გემრიელად გეძინა და ახლა შენ ადი.მაღალი სიცხე ქონდა მთელი ღამე არ მიძინია.
---მართალა თუ ღადაობ?
--რას ვღადაობ,ფეხზე მეძინება ვერ მხედავ?ახლა შენ წადი და მეც წაუძინებ ცოტას,ბალიში წაიღე.გელა უთქმელად წამოდგა და მირიანთან შევიდა. მირიანმა გელას რომ შეხედა გაუკვირდა და თან გაეცინა,შემდეგ კი შეეკითხა.
---ის სად წავიდა.
---სიცხე აქვსო და მე გამომიშვა,მომატყუილა ხომ?---მოდი,მოდი დაწექი,შემ მაინც დაგელაპარაკები.
---ააა არ დააძინე,არ მოასვენე და იმიტომ გამოგექცა?მირიან მეძინება და შენი ხმა არ გავიგონო,თორემ გარეთ გაგსვამ იცოდე.
---მოიცადე,დათო რომ შეყვარებულია იცოდი?
---ვახ,ვისზე შენზე?
---სერიოზულად გეუბნები,ნანას მეგობარია.
---აბა ვქეიფობთ?
---მე მგონი კი და თან ძალიან მალე.მთელი ღამე ვფიქრობ სად უნდა წასულიყო და აზრზე ვერ მოვდივარ.თქვა დაფიქრებულად მირიანმა.გელა რა გგონია,რამდენი დღე არ მოვა სახლში?
---მირიან დაიძინე,5 საათია იცი?
---არ მეძინება და რა ვქნა.ვფიქრობ სად არის,და რომ ვიცოდე ახლავეს წავიდოდი.იქნებ ნინიკომ მითხრას,მივწერო?გელამ თვალები გადაატრიალა,ეგებ მოვიშოროო და უთხრა.
---მიწერე და ნახე თუ მოგწერს.
მირიანმა ჯერ ნინიკო მოიკითხა და შემდეგ ნელა-ნელა შეაპარა,რომ ეთქვა თუ სად იყნენ წასულები.
---ვერ გერტყვი,ეს საიდუმლოა.იყო პასუხი.
---ნინიკო მე მიკეთებ მაგას? მე?
---მაპატიე მამიკო,ძალიან უყვარხარ შენს ნინიკოს,მაგრამ ამ წუთში რომ ღვიძავდეს გეტყოდა სადაც ვართ,ასე რომ თუ არ გეძინება,შენი ქეთინო მოიყვანე და ის დაგაძინებს.
---გვერდით მიწევს,მაგრამ მაინც არ მეძინება.შენ მინდა რომ იყო ჩემს გვერდით და არა ეს უსაქციელო.გელა მესიჯების ხმამ გააღვიძა და გადაბრუნდა მირიანისკენ. მესიჯი წაიკითხა და გელამ ბალიში ჩასცხო.
---მე ვარ უსაქციელო? კარგად გეძახის ნანუჩი ცივსისხლიანი ფაშისტი არისო.ორივე იცინოდა და გელამ თქვა.-ახლა წავალ და ზაზუნიკას წამოვაგდებ,ნახე რა ვუქნა როგორ შევაშინო.გელა წამოდგა,შარვალი ამოიმცვა და ტელეფონზე დაიწყო საუბარი,თან მისამართს ეუბნებოდა.
---კი,კი ძალიან მაღალი სიცხე აქვთ,თითქმის 40-მდეა და სულ ოფლში ცურავს.აზრიც არააქვს, ჩქარა მოდით რა,ძალიან მეშინია.ზაზა თვალებ დაჭყეტილი უსმენდა გელას და უთხრა გაოცებულმა.
---მართლა აუწია სიცხემ ტო?
---შენ რომ რამეს უწინასწარმეტყველებ ადამიანს,შანსი არაა ის არ ახდეს. შემთხვევით ვანგა ხომარ ხარ, მთელი ღამე ოფლში ცურავს,ორჯერ გამოვუცვალე აქამდე.
---ჩემი რა ბრალია,განა მართლა გულით ვთქვი რაც ვთქვი?მთელი ღამე არ დამაძინა.სხებსაც დაურეკე?
---არა,სასწრაფოს დაურეკე და წადი გარეთ დახვდი.გასაღები წაიღე,რომ შემოხვიდე მერე. მე მაღლა ვიქნები და შეიძლება ზარის ხმა ვერ გავიგონო.ზაზა წამოდგა,ჩაიცვა,ქურთუკი მოიმცვა,კარები გაიხურა და გავიდა სასწრაფოს დასაძახებლად.ისე დაათენდა თავზე სასწრაფო არსად არ ჩანდა.გელა და მირიანი კი ზემოთ იცინოდნენ.
---დაუძახე,გაიყინება ის საცოდავი. ვსიო,დარხეული გაქვს. მოგკლავს, სიმართლეს რომ გაიგებს. სახლში ბრუნდებოდა ზაზა რომ გეგი და დათო მოვიდნენ.
---რას აკეთებ აქ ამ დილა უთენია.შეეკითხა დათომ.
---სასწრაფოს ველოდები,მირიანს სიცხემ აუწია და გელამ გამოიძახა.
---მართლა?დიდი ხანია უკვე?ჩვენ რატომ არ დაგვირეკა.იკითხა გაკვირვებულმა გეგიმ.წამოდი სახლში და თუ კიდევ დააგვიანდა მანქანით წავიყვანოთ საავადმყოფოში.თქვა და ჩქარი ნაბიჯით წავიდნენ სახლისკენ სამივე.შევიდნენ სახლში და დაბლა სიწყნარე იყო,მაღლა ავიდნენ და ნელა-ნელა შეაღეს მირიანის საძინებლის კარები და თვალებ გაფართოებულმა მიაჩერდა ზაზამ ორივეს,რომლებიც ტელეფონში თამაშებს თამაშობდნენ და იცინოდნენ.
---თქვენ ნორმალურები ხართ?იყვირა ზაზამ.-7 საათის შემდეგ გზაში ვდგევარ და სასწრაფოს ველოდები,დარეკვა მინდოდა ახლა და უნდა მეგინებინა იმათთვის.შენ ეს რა გამიკეთე შენი პი........ი დედას რომ შე....ი.დაახტა გელას თავზე და მუჭებს ურტყამდა.
---შემეშვი შე მხეცო მეტკინა,დაწოლილს მომერიე? დაიცა ავდგები და ვნახოთ რომელი უფრო ძლიერია.ყვიროდა გელა.აქედან მირიანი აყვირდა.
---ჩატყდა ველურებო საწოლი,მართლა იფიქრებს,ერთი ქეთი კიარა ათი ქეთი მყავდა მოყვანილი.
---ხომ ხარ მოსაკლავი,იდიოტი ხარ.ყვიროდა ზაზა და გელა სიცილისგან ვეღარ სუნთქავდა.
---აბა რა გეგონა,მე რომ ამაგდე და შენ შეწექი ჩემს გაწყობილ საწოლში,გეგონა შეგრჩებოდა?
---თქვენ არასდროს არ გაიზრდებით,ნახე ნანუჩი რას დაამსგავსეს საძინებელი.დათომ ვიდეო გადაიღო და ნანას გადაუგზავნა,მაგრამ ნანას ჯერ კიდევ ეძინა.ნინიკომ გაიღვიძა ადრე და ვიდეოს ყურებაზე ბევრიც იცინა,მაგრამ რატომღაც ეს ვიდეო ნანასთვის არ უჩვენებია. რამოდენიმე დღე კარგად გაატარეს თამარასთან ერთდ და სახლში დაბრუნდნენ. ნანა ისევ შორიდან უვლიდა მირიანს,რადგან ისევ გაბრაზებული იყო მასზე, მირიანი კი ჩუმ-ჩუმად იცინოდა.
---მიყვარხარ მარინა. მე გულიდან ამოვშალე ყველაფერი ის რაც, სიყვარულს არ უკავშირდება .მე გაძლევ,ჩვენი ერთად ყოფნის შანსს და შენს გულს ვდებ ჩემს გულში,ასევე ჩემს სულს შენს გულში ვდებ,რადგან შენ ჩემს ცხოვრებაში სინათლედ შემოდი,ადამიანი რომლის გამოც მე მიხარია ცხოვრება.მიყვარხარ მარინა და ვფიცავ,ცხოვრების ბოლომდე მეყვარები.
---მეც მიყვარხარ დათო.მე ძალიან დიდხანს ვეძებდი სიტყვებს,თუ რა მეთქვა და როგორ გადმომეცა ჩემში ჩადებული შენდამი გრძნობა.მივხვდი,რომ სიყვარული მარტო გრძნობა არ არის,სიყვარული ქმედებაა და შენი გაცნობის პირველი დღიდანვე და შემდეგ ყოველდღიური ურთიერთობაში გაჩნდა ეს გრძნობა.შენ მე დღითი დღე უფრო და უფრო მავსებდი ამ ძლიერი გრძნობით და რაც შეგეძლო ყველაფერი მომეცი.
---ჩემო საყვარელო,თანახმა ხარ ცოლად გამომყვე?
---ამ წუთიდან, სიცოცხლის ბოლომდე მე მხოლოდ შენ გეკუთვნი,მხოლოდ შენ.ცის უსასრულობაშიდაც კი გამოგყვები. შენთან ერთად მე არაფლის და არავის არ მეშინია. თვალები აუციმციმდა მარინას.დათო გაახარა მარინას თანხმობამ და გულში ჩაიხუტა. მარინამ ქვემოდან ახედა და უთხრა ღიმილით.-ისე ასეთი სერიოზული კაცი,როდის მერე გახდი გარყვნილი მამაკაცი?დათოს ხმამაღლა გაეცინა და სიცილით უთხრა.
---ახლა არ მცალია და ადგილზე რომ მივალთ,განახვებ რა შეუძლია ამ გარყვნილ მამაკაცს.მარინას გაეცინა და ეშმაკურად შეხედა,თან უთხრა.
---არ მეშინია,შენ ჩემი ადამი ხარ,რომელიც ევას დაიპყრობს დღეს.დათომ ვეღარ შეიკავა თავი და გულიანად გადაიხარხარა,რაზედაც მათ გარშემო მყოფი უცხო ხალხის ყურადღება მიიპყრო და მარინამ პირზე ააფარა ხელი,არადა თავადაც გულიანად იცინოდა.თვითმფრინავი კი ამ დროს ჰაერში ღრუბლებს აპობდა.დილაა,ნანამ ქარიშახალივით ჩამოუარა სახლს და მიალაგა,კარგ ხასიათზე იყო და ღიღინებდა მხიარულ მელოდიას და ეს ღიღინი ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინა.შეხედა ნომერს და ღიმილით უპასუხა.
---რაო დავითა ამ დილა ადრიან რომ გაგახსენდი,სიზმრად ხომ არ მნახე?ნინიკო ღიმილით უცქერდა ნანას და მოულოდნელად ნანამ მთელი ხმით ატეხა კივილი და ნანას ხმამ მირიანს შიგ გულში გაუარა,როგორ ავიდა კიბეებზე თავადაც ვერ მიხვდა.კარები შეაღო და დაინახა ნანა საწოლზე ხტუნავდა და მხიარულად კისკისებდა.დაინახა თუ არა მირიანი არც დაფიქრებულა,ისე შეახტა და ჩაეხუტა.გაოგნებული იდგა მირიანი და ორივე ხელებით იჭერდა ძლიერად,რომ არ დავარდნილიყო ძირს.
---ჩემზე ჩახუტება თუ გინდოდა,რა საჭირო იყო კონცერტის მოწყობა,დაგეძახა და ამოვიდოდი.უეცრად ნანა გამოფხიზლდა და ცივად მოშორდა მირიანს.
---კარგად გამოგდის,ადამიანს ის დიდი სიხარული უნდა ჩააშხამო,რომელიც ახლახანს გაიგო და უნდოდა შენთვისაც გაეზიარებინა,მაგრამ შენ ხომ სიხარულის არც გამოხატვა იცი და არც შეგრძნება.შეუღრინა ნანამ.მირიანმა გაკვირვებულმა შეხედა და შეეკითხა.
---რამ გაგახარა ასე,შეიძლება ახლა მითხრა?
---მარტო დამტოვე,არ ვაპირებ შენთან ერთად რაიმე გავიზიარო,თუნდაც ეს სიხარული,მე თავად მივხედავ ჩემს სიხარულსაც და ჩემს ტკივილსაც.უთხრა მირიანს და კარები მიუხურა,შემდეგ საწოლზე ჩამოჯდა და ცრემლებს გზა მისცა.ნინიკომ ვერ გაუძლო ნანას ცრემლებს, ეტლი მასთან ახლოს მიაგორა და უთხრა.
---ნანუჩი ძალიან მიყვარხარ,მე ბავშვი აღარავარ,ვიცი რომ ორივეს ძალიან გიყვართ ერთმანეთი და ასე არ დაჭამოთ ერთმანეთის ნერვები არ შეგიძლიათ?ასე რატომ აწამებთ ერთმანეთს.თუ იმას ფიქრობ,რომ მე რამეს გეტყვი და გატკენ ეს არც კი გაიფიქრო. მე დედა არც მახსოვს,არც მოუკითხივარ,იმიტომ რომ არც ვუყვარდი.მამამ მომხედა,მამამ გამზარდა და მისმა სამეგობრომ.არც ის ვიცი ასე რატომ ვარ,რატომ დამემართა.რაც უფრო დრო გადის,მხოლოდ ამაში ვრწმუნდები,რომ დედაჩემის შეცდომისთვის მე დავისაჯე.გთხოვ,თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ ნუ იჩხუბებთ,მამიკოს სიგიჟემდე უყვარხარ.იცი რამდენი წელია,ასეთი ბედნიერი და მხიარული არავის რომ არ უნახავს?აღარც კი მახსოვს,ბოლოს როდის გაიცინა და შენ ეს შეძელი,შენ ეს გააკეთე და შენ როგორც მის გულში,ასევე ამ სახლშიც შემოიტანე ბედნიერება.შენ შეაღე მხოლოდ მისი გულის კარები,რომელიც წლებია დახურული დარაბებით არის ყველას მიმართ.შენით,შენით არის ის ასეთი ბედნიერი.გთხოვ დაფიქრდი ნანუჩი და გახსოვდეს,უშენოდ მის ცხოვრებას აზრი არ ექნება თუ შენ გაქრები მისგან.ამას კი ის ვეღარ გადაიტანს,ვერ გაუძლებს კიდევ ერთ წარუმატებლობას სიყვარულში და მართლა დაკარგავს ამ გრძნობაზე წარმოდგენას. მე უკვე 14 წლის ვარ,განა ვერ ვხვდები რა არის,ან რას ნიშნავს ეს გრძნობა?მაგრამ როგორც ხედავ ეს ჩემთვის არ არის დაწერილი,ის ჩემამდე არასდროს არ მოვა.შებრუნდა და გავიდა ოთახიდან,ნანა კი დატოვა გაშეშებული.კიბის თავზე მისულმა კი მირიანს დაუძახა.
---მამააა ჩამიყვანე რა. მირიანმაც ხელიში აიყვანა და წაიყვანა,იქ კი გელა,ზაზა და ალეკო დახვდნენ.მიესალმა ბიჭებს და მირიანს მიუბრუნდა.
---შეგიძლია, ერთი დღე ისე გათენდეს,რომ ერთმანეთს არ ატკინოთ?
---რას მეუბნები ნინიკო ვის ვატკინე?გაუკვირდა მირიანს.
---ვიცი ჯერ პატარა ვარ,მაგრამ არც ისე პატარა,რომ ვერ ვხედავდე და ვერ ვხვდებოდე ვერაფერს,ან ვერ ვგრძნობდე მამა.იცი ნანა დღეს რამ გაახარა ასე ძალიან?არ დაგაინტერესდა?დათო ძიამ მარინა წაიყვანა ჩუმად და პირველი ნანას დაურეკა.შენ კი ეს სიხარული ჩააშხამე.როგორ შეგეძლო ის სიხარულით და ბედნიერებით სავსე თვალები ცრემლით შეგეცვალა მამიკო.რატომ არ ფიქრობ სხვაზე ხოლმე.მე მინდა შენ ბედნიერი იყო და გულით მიხარია შენს თვალებში ამდენი წლის შემდეგ ბედნიერების სხივს რომ ვხედავ.გიყურებ დღითი დღე როგორ იზრდება და ნათდება ეს ბედნიერების სხივი,მართლა მიხარია,მაგრამ სხვასაც მიეცი ბედნიერების უფლება.ძალიან გთხოვ გაუფრთხილდი იმ ახალ გრძნობას,რომელიც შენშია შემოსული ნანას სახით და გაუფრთხილდი მის გრძნობებსაც.ვიცი,ვიცი რომ ბევრი გადაიტანე,მაგრამ ნანუჩი არ არის ამ ყველაფერში დამნაშავე და ნუ აზღვევინებ მას სხვის შეცდომაზე.ის ძალიან ფაქიზი,ძალიან სუფთა არსებაა.ყველა თავჩაღუნული უსმენდა ნინიკოს და ამ პატარა გოგომ გააჩუმა ყველა და დაადუმა.ამ დრომდე ნანამ თავი მოაწესრიგა და დაბლა ჩამოვიდა,ისე ვითომ არც არაფერი არ ყოფილა.
---ოჰ აქ ხართ?გილოცავთ მეგობრის ბედნიერებას.სეზონი გაიხსნა,აბა ვისი ჯერია შემდეგში? იკითხა მხიარულად.ყველას გაეცინა და გამხიარულდნენ ნანას მხიარული სახე რომ დაინახეს.
---აბა რა მოგართვათ,რას ინებებთ?მშვენიერი ამინდია,ვერანდაზე ხომ არ გავსულიყავით?თუ ესეც აკრძალულია ამ სახლში თუ იცით?
---მართალია,მზიანი ამინდია და აივანზე დავჯდეთ ნანუჩი.უთხრა გელამ. ნანა სამზარეულოში გავიდა და საუზმე მოამზადა. უკვე მზად ქონდა ყველაფერი და უნდა გაეტანა გარეთ,რომ მირიანი შევიდა სამზარეულოში და შეეკითხა.
---მოგეხმარო?
---არ მინდა,შენ მხოლოდ ყველაფრის გაფუუჭება შეგიძლია და არა გაკეთება.ამიტომ დაიხიე უკან,ესენიც არ გააფუჭო თორემ დარჩებით საუზმის გარეშე.მირიანი ახლოს მივიდა და ხელით შემოაბრუნა ნანა.
---მომისმინე.მე არ მინდოდა,რომ შენ გტკენოდა და გეტირა.გეფიცები,შენს თვალზე ცრემლებს ყველაზე მეტად მე ვერ ავიტან.ნუთუ ვერ ხვდები რას მიშვები?ნუთუ ვერ ხვდები გრძნობა რომელიც შენს მიმართ მაქვს ეს უკვე ძალიან ძლიერია და დღითი დღე უფრო და უფრო ძლიერდება?
---მერე როგორია ეს გრძნობა შენში,მხოლოდ ისე რომ გსიამოვნებს სხვისი წვალება და წამება?
---არასოდეს აღარ იტირო გესმის?არასოდეს,თუნდაც ჩემს გამო.ახლა კი გილოცავ მეგობრის ბედნიერებას.უთხრა ღიმილით და ჯერ ყელში აკოცა და შემდეგ ბაგეებზე დაუტოვა ნაზი კოცნა.შეიძლება ვერ ვამჟღავნებდე,მაგრამ მაგიჟებ უკვე,სულის შეძვრამდე მინდა მხოლოდ ჩემს სიახლოვეს იყო,მარტო ჩემი და მარტო ჩემთან მინდა რომ იყო.გავიდეთ,გველოდებიან არავართ მარტოები.
---გადი და გამოვალ.უთხრა ძალიან სუსტი ძლივს გასაგონი ხმით.
---ასე მიშვებ?ამდენი ვილაპარაკე და არაფერი არ მეკუთნის?---როცა დაიმსახურებ,მაშინ მიიღებ ახლა კი მიბრძანდი.მირიანმა ამოიოხრა და ვერანდაზე გავიდა ბიჭებთან ერთად.---რა ქენი შემოირიგე?უჩურჩულა გელამ.---მგონი კი.ღიმილით უპასუხა მირიანმა ამ დროს ნანას ტელეფონი თავგამოდებით მღეროდა,
,,სიყვარულს ვეძებდი მთელი ცხოვრებაააა
,მე შენ გიპოვნე ხარ საოცრებაააა,
ულამაზესი როგორც ედემი
,მე შენს სიყვარულს უთქმელად
ვნებდებიიიი.
---ნანააა შენი ტელეფონია და უცხო ნომერია.უთხრა მირიანმა.
---უპასუხე და გაიგე ვინ არის.
---გისმენთ.უპასუხა მირიანმა სერიოზული ხმით.
---ნანა სად არის მირიან.იყო მამაკაცის გაბრაზებული ხმა.
---სახლშია,რომელი ხართ.გაუკვირდა მირიანს ასე შინაურულად რომ მიმართა უცნობმა.
---დაუძახე თუ არის ახლოში.თხოვნა არ იყო,ეს იყო მოთხოვნა უცნობისგან.
--- ნანა შენთან უნდა საუბარი.ვერ ვიცანი,არ ვიცი ვინ არის.ნანამ გაოცებული სახით გამოართვა ტელეფონი და სერიოზული სახე მიიღო.
---გისმენთ.
---გისმენთ კიარა,მითხარი სად წავიდნენ შენი დაქალი და მისი მიჯნური,არ აბლუკუნდე ისე თქვი.
---იმედა შენ ხარ?ვერ გიცანი,რა ხდება სად უნდა წასულიყვნენ?სხარტად უპასუხა ნანამ.
---ნანა გცემ იცოდე.გაბრაზებული ხმა ქონდა იმედას.
---შენს თავს გეფიცები თუ რამე ვიცოდე.ბიჭებს გადახედა და ანიშნა არ გაიცინოთო.
---ჩაიცვი და გამოგივლი,ერთ ადგილზე მივდივარ და უნდა გამომყვე.
---ჩემს ცივსისხლიან ბოსს დაველაპარაკები თუ გამომიშვებს წამოვალ.
---მე დაველაპარაკები მირიანს მიეცი ტელეფონი და შენ მოემზადე.მირიანმა გაბრაზებულმა გამოართვა ნანას ტელეფონი და ცოტა ხანი ისაუბრეს,შემდეგ კი ნანას უთხრა.
---მოემზადე,იმედა გამოივლის და მივდივართ.ნინიკო ვისთან დავტოვოთ?
---ეს მე მომანდეთ,ნინიკოს სამი დღის ტანისამოს ჩაულაგებ და ვიცი სადაც უნდა დავტოვო.ხომ გინდა იქ ნინი.
---თამრო ბებოსთან?კი რა აწი ჩემი დატოვება რომ მოგიწიოთ მხოლოდ იქ დავრჩები.სიხარულით აჭიჭიკდა ნინიკო.
---ვინ არის თამრო ბებო? მირიანმა კითხა ნინიკოს ნანა რომ გავიდა.
---იცი რა მაგარი ქალია?მამიდაცაა ნანასი და ნათლიაც.ნანამ ნინიკოს ტანისამოსიც ჩაუწყო და თავადაც მოემზადა.
---მირიან რამდენად იცნობ ქალს?წარბაწეულმა შეეკითხა გეგიმ.
---როგორ ქალს,ნანაზე ამბობ თუ ზოგადად ქალზე.
---ზოგადად ქალზე.
---ქალის გაცნობას რომ შეეცადო,ის ჩაგითრევს,ჩაგძირავს და მაინც ვერ ამოიცნობ მის შინაგან თვისებებს.ისინი ასე ამოუცნობი დარჩებიან ჩვენში,მაგრამ მე ერთს ვფიქრობ და იცით რას? მამაკაცები ვიბადებით და ვიზრდებით,მაგრამ მაინც ბავშვებად ვრჩებით.ქალი?ქალი ამოუცნობი ფორმულაა მეგობარო.ის ძალიან ბევრ ტკივილს უძლებს და ძალიან ბევრს მალავს,ისე რომ ჩვენ ვერ გავიგოთ. დაგაყმაყოფილა ჩემმა პასუხმა?
---სავსებით.უთხრა ღიმილით გეგიმ.



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ესეც ასე ;) მშვენიერია :*

 


№2  offline მოდერი zia-maria

Anuki96
ესეც ასე ;) მშვენიერია :*

თბილო და ტკბილო. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

მომეწონა ნინიკოს სიტყვები
იმედია იმედა არ გაგიჟდება.აუ როგორ მაინტერესებს რა მოხდება.ერთი სული მაქვს უკვე ახალი თავი როდის დაიდება
--------------------
ლანა

 


№4  offline მოდერი zia-maria

La-Na
მომეწონა ნინიკოს სიტყვები
იმედია იმედა არ გაგიჟდება.აუ როგორ მაინტერესებს რა მოხდება.ერთი სული მაქვს უკვე ახალი თავი როდის დაიდება

smiley გაგიჟდება,მაგრამ დაწყნარდება მალე. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent