შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვლელობა შავი იებით (ნაწილი 1)


15-05-2017, 11:39
ნანახია 2 907

,,მკვლელობა შავი იებით”
შავი გრძელი ატლასის კაბა, ყვავილებში გაწყობილი ეცვა ახალგაზრდა ქალს, რომელიც უსულოდ იწვა იატაკზე. მასთან ახლოს ხნიერი კაცის სხეული იყო,რომელთა შორის მანძილი ყვავილებს დაეფარათ. იები იისფერი იები,სრულიად მიმოპნეულიყვნენ მათ შორის, ისე თითქოს ვიღაცას ხელში ეჭირა და უცაბედად ყოველი მათგანი ხელიდან გავარდნოდეთო. არავითარი სისხლი,არავითარი კვალი არსად არ ჩანდა. მხოლოდ დატოვებული რამოდენიმე ბაკალი იდო მაგიდაზე, რომლიდანაც დაცლილი ღვინო მოჩანდა ნახევრამდე. მხოლოდ მასზე გამოსახული ნათითურები მოწმობდა, რომ ორივეს დაელიათ ღვინის რამდენიმე წვეთი.
კაცმა დიდი მონდომებით და გულისყურით დაათვალიერა ყოველი ადგილი კაბინეტისა და რამოდენიმე საათიანი მუშაობის, დაკვირვების და ფიქრის შემდეგ ეზოში გავიდა. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და ჩაფიქრებული გაუყვა ქუჩას.
რამ მოკლა ორივე მათგანი?! არანაირი სისხლი არ არის არსად! არც ღვინოში იყო რაიმე საწამლავი! სხვისი არავითარი ანაბეჭდები არსად არ ჩანს! რა იყო მკვლელობის მოტივი თუ ეს მკვლელობაა. ერთმანეთი უბრალოდ დახოცეს?! როგორ ან რანაირად,რატომ როცა არცერთზე არ არის რაიმე კვალი! სიმართლე მხოლოდ გამომძიებელს უნდა გაეგო,რომელსაც არც სისხლი,არც რაიმე ანაბეჭდები არ ჰქონდა ხელთ მათ გარდა,ისიც მხოლოდ ჭიქებზე!
ყვავილები?!ვის ეჭირა ყვავილები?! ნუთუ მოწამლული ეს ყვავილები იყო ფიქრობდა კაცი,მაგრამ ყვავილებზეც არავითარი შხამი არ ჩანდა...
***
გამომძიებელმა გაბრაზებულმა დახურა საქაღალდეში მომწყვდეული მკვლელობის ჩანაწერები და ფეხზე წამოიჭრა.
არავინ იყო იქ მათ გარდა! არავის გაუგონია იქ იმ კაბინეტში მათი კამათი! არც ჩხუბის ნიშან-წყალია არსად! რამ მოკლა ორივე თანაც ერთად?! რა არის ეს დამთხვევა თუ დაგეგმილი განზრახული მკვლელობა! არაფერი არ არის საეჭვო მხოლოდ ყვავილებისა! ყოველი ნივთი თუ საბუთი ადგილზეა მოწესრიგებული! მაგრამ ყვავილები იატაკზე ყრია. რა იმალება მათში?! თუ ყვავილებმა მოწამლა ორივე რატომ არ არის შხამის ნაწილაკი არც ორგანიზმში და არც ყვავილებში დატოვებული! ვინ მოიტანა ყვავილები იქ?! გამომძიებელს ათასი კითხვა ჰქონდა. ათასი კითხვა უტრიალებდა თავში და კვანძის გახსნა ყვავილებიდან დაიწყო...
ვინ მიიტანა ეს ყვავილები კაბინეტში?! და საიდან მოიტანეს?!
დღეები გამომძიებლის ფიქრებში გადიოდა. ახლა კარგად იცოდა ყვავილები რამოდენიმე მეტრის დაშორებით მყოფი ბაღიდან მოეტანა თავად გარდაცვლილ ქალს,რომელიც ახლა უკვე მიწას ებარა. რამოდენიმე თანამშრომლის დაკითხვის მიუხედავად არაფერი არ იყო ხელჩასაჭიდი და საინტერესო.
ხნიერი კაცი პატარა მცირე კომპანიას ხელმძღვანელობდა,რამოდენიმე თანამშრომელი ყავდა,რომელთანაც განაწილებული ჰქონდა თავიანთი საქმეები. ქალი რამოდენიმე წლის წინ აყვანილი თანამშრომელი იყო,რომელიც სულ რამოდენიმეჯერ შეხვდა თანამშრომლებს იგივე კაბინეტში, სადაც გარდაცვლილები იპოვეს, რადგან მისი სამუშაო განრიგი სახლშიც გრძელდებოდა. თანამშრომლების ძველი სიაც მოიპოვა და ახლა უკვე მის წინ იდო ყველა წარსული თუ მოსული თანამშრომლების დოსიე.
ერთ-ერთ ძველ თანამშრომელზე,რომლის ადგილიც გარდაცვლილ ქალს დაეკავა მასზე შეაჩერა გამომძიებელმა ფიქრები და ქალის ფოტოს დახედა:-რატომ დატოვა სამუშაო თავისი ნებით?! თუ აიძულეს?! რატომ წავიდა სამუშაოს დატოვებიდან მალევე ისე,რომ არავისთვის გადაუცია თავისი საქმეები! ისე უცბად წავიდა! იცნობდა კი ამ გარდაცვლილ ქალს?! იყო ეს გამგზავრება სამუშაოს მიტოვების მიზეზი თუ გაქცევა და რაიმეს თავიდან აცილება?! გამომძიებელმა საქაღალდე ხელში აიღო და თავის დამხმარეს უხმო.
რამოდენიმე ხანში უკვე მის წინ კაბინეტში რამოდენიმე ხნის წინ დაბარებული ფრანკო იდგა და გამომძიებელს აცნობდა: -ძველი თანამშრომელი ქალბატონი მალე ჩამოდის! ბილეთი ზუსტად ერთი კვირის წინ მკვლელობის შემდეგ რამოდენიმე ხანში შეუკვეთავს! თავად ქალბატონს სრულიად არ ჰქვია თქვენს მიერ მოპოვებული სახელი და გვარი ახლა ის სრულიად სხვა სახელითა და გვარითაა ცნობილი. ეს კი მისი ძველი და ახლანდელი ფოტოებია! აქ არის მისი ახლანდელი მისამართიც. -თქვა და კაცს საბუთები დაუდო წინ.
ქალი ძველ და ახლანდელ ფოტოებში სრულიად ერთნაირი იყო!
გამომძიებელი ახლა მასზე ფიქრებში დადიოდა კაბინეტში:- სახელი და გვარი შეიცვალა მარტო! რატომ რისთვის?! რამეს თუ ემალება მაშინ სტილსაც შეიცვლიდა მაგრამ მხოლოდ სახელი და გვარის შეცვლას დაჯერდა! გარდაცვლილი ქალის სურათს დახედა და ბოლოს მეორე ქალს შეხედა. რა აკავშირებთ მათ ერთმანეთთან გარდა სამსახურისა! იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს?!
ფიქრებში ღამესაც კი არ აქცევდა გამომძიებელი ყურადღებას,ყავას სვამდა და ისევ უბრუნდებოდა მკვლელობის მომენტებს,მაგრამ ორ გარდაცვლილ სხეულზე ფიქრს,ძველ თანამშრომელზეც ფიქრში ატარებდა...
***
იები დაკრიფა და იისფერ პატარა ვაზაში ჩააწყო ეს შავი მუქი იები, რომელსაც მწვანე ღეროები ჰქონდა, მაგრამ არა იისფერი ნამდვილი ფურცლები. წყალი ჩაასხა შიგნით და სითხე შეურია, რომ მალე არ მომკვდარიყვნენ, მაგრამ დღეს მათ სიკვდილსაც აიტანდა ისედაც მკვდარი იები იყვნენ მისთვის ეს შავი მუქი ყვავილები.
კარები გააღო, გარეთ გავიდა და მინდორი გაიარა, ცხენისკენ წავიდა, გადაწყვიტა ბუნებაში გაესეირნა. თავის ლამაზ შავ ცხენს მოეფერა, ზედ ამხედრდა და ბუნებას შეუერთდა. დიდიხანია რაც დღევანდელ დღეს ელოდება.დღეს უკან უნდა დაბრუნდეს,იმ ქვეყანაში რაც 3 წლის წინ მიატოვა,მიატოვა ტკივილის გამო და აქ გამოიქცა. ნახევარი საათი ხეებში იარა,ლამაზ მწვანე წყალში შეიყვანა ცხენი,ხელით წყალი შეასხა და თან მოეფერა,ცოტახანში მეორე ნაპირზე ავიდა,რამოდენიმე ადგილს თვალი გადაავლო და ცხენი საჯინიბოსკენ მოატრიალა. ცხენს საჭმელი თავისი ხელით მიაწოდა და აკოცა:
შენ ჩემი ლამაზი მოგონება იქნები,ლამაზი დღეების მომნიჭებელი ამ 3 წელიწადში.ცხენს აკოცა ისევ და სახლისკენ წავიდა. მწვანე ხასხასა მდელო გაიარა,რომლის გარშემო დიდი ხეები იყვნენ ჩამწკრივებულები, მათ წინ კი მთლიან სიგრძეზე შავი იები იყო დარგული,რომელიც პატარა რუთი ირწყვებოდა. ამ მწვანე გარემოს თვალი შეავლო,იები დაკრიფა.ახლა იცოდა რომ აქ დღეის მერე ნამდვილი ლამაზი იასამნისფერი იები დაბრუნდებოდნენ და შავები აღარც კი იარსებებდნენ. წყალში ჩაყარა იების ყვავილები და დინებას გაუყენა. გზა განაგრძო სახლის კარები შეაღო,თავის ოთახში შევიდა. აბაზანა მიიღო,საჭმელი შეჭამა და საბოლოოდ გადახედა თავის ოთახს:
ლამაზ ლოგინს, რომელსაც ლურჯი გადასაფარებელი ეფარა თვალი შეავლო,ლოგინს მხოლოდ იმიტომ რომ ამ ლოგინმა და მისმა ბალიშმა იცოდა მისი საიდუმლო ცრემლების ისტორია და თავისი მზერით დაემშვიდობა და კარები გამოხურა.
ბარგი უკვე მზად იყო. სახლსაც მალე თავისი მეპატრონე დაუბრუნდებოდა და უხაროდა რომ ცხენიც და ეს მინდორიც თავის მფლობელს უყვარდა რომ მასზე იზრუნებდა.
შავი მერსედესი ჭიშკარს მიუახლოვდა და ამ ხეებისა და ყვავილების შუაში გზას პირდაპირ წამოუყვა. ხეების ზოლის დასასრულს მოატრიალა მანქანა და გაჩერდა.
30 წუთიანი ლოდინის შემდეგ.კაცი მანქანიდან გადმოვიდა კარები გააღო და სახლის დროებით მფლობელს მიესალმა.
-მთელი 3 წელიწადია ვიძახი ასე ნუ მმომართავ და კარების გაღებაც არაა საჭირო მეთქი,მაგრამ აბა დღეს ამას უკვე ვეღარ გეუბნები რადგან ამის თქმის უფლება ბოლო დღეს როგორ აგიკრძალო,- თქვა და კაცს გაუცინა. -დანიელასთან ხომ მშვიდობაა?! -ბოლოს ისევ კაცს მიმართა,რომელიც 2 წელია მისი მძღოლი იყო.
-მშვენივრად... მადლობთ.ძალიან მოენატრებით აქ ყველას.
-მეც მომენატრება ყველა და თქვენც ბატონო...
-მადლობთ ქალბატონო, ყველაფრისთვის მადლობას გიხდით.- თქვა და მანქანა დაძრა. ეზოდან გავიდნენ და ქუჩას გაუყვა მანქანა. რამოდენიმე ხნის მერე მანქანა გააჩერა. ისევ კარები გააღო და ქალბატონს დაემშვიდობა.
კიბეები აიარა.კონსიერჟიმ კარები გაუღო და თავი დაუხარა. ლიფტთან მივიდა და ნაბიჯი გადადგა კარებისკენ. კარები იკეტებოდა როცა პატარა ბავშვი შემოვარდა და კარების შუაში გაჩერდა და ხელი სტაცა ბავშვს კარებში რომ არ მოყოლილიყო. ბავშვს შეეშინდა უცბად, მაგრამ გულში რომ ჩაიკრა,აკოცა და გაუღიმა, მაშინ ბავშვი გამოცოცხლდა,შიში გადაავიწყდა.
-რაო ლამაზო სად არიან შენი მშობლებიი?! ასე ლიფტში რატომ შემოვარდი?! ცელქი ხარ?! -შეეკითხა და ისევ გაუცინა.
ახლა ბავშვს შეეშინდა უცხოსთან მარტო რომ იყო და ატირდა.
-ნუ გეშინია შენებთან მიგიყვან არ დაიკარგები,- 7 სართულზე გააჩერა ლიფტი და დაცვის კარებზე დააკაკუნა.
კარები გააღო და ბავშვი შეიყვანა.
-დიახხ! -თქვა კაცმა და ენა დაება,მის დანახვაზე.შეეშინდა ხომ არაფერი დააშავესო.
-პატარა ანგელოზი დაეკარგათ ღილაკს დავაჭირე თუ არა ლიფტში შემოვარდა უცბად.
-ოოო ახლავე გამოვაცხადებ რომ ბავშვი 7 სართულზეა.კარგია რომ იპოვეთ,თორემ აქ 30 სართულზე ნამდვილად დაიკარგებოდა დიდი ხანი და ბავშვს მოეფერა.
10 წუთში ხმამაღალი ხმა მოისმა კარებთან: -ოოო ემილია ჩემო გოგო მადლობა უფალს რომ უვნებელი ხარ და კარგად ხარ.
-თქვენი შვილი ამ ქალბატონმა იპოვა და ასევე გადაარჩინა კიდევაც ბავშვი ლიფტში შევარდა და კარებში ყვებოდა,ქალბატონი ტელეფონზე საუბრობდა ბავშვი რომ დაინახა ტელეფონი გაუვარდა და ბავშვს ხელი სტაცა.
ჟაკლინი ქალბატონს ჩაეხუტა და დიდი მადლობები მოუხადა,მერე მიუბრუნდა და ტელეფონის თანხა ან მისი ყიდვა მოისურვა.
-არა, რას ამბობთ, საჭირო არ არის! ძალიან ლამაზი და ცელქი გოგონა გყავთ და ბავშვს აკოცა,ახლა უკვე დედასთან ხარ და აღარ იტირო.- უთხრა გოგონას და გაუღიმა.
-მადლობთ ქალბატონო.- ისევ მოუხადა მადლობა შვილის გამო და აკოცა კიდევ.
ამის შემყურე დაცვა გათეთრდა,ქალბატონს რომ აკოცეს და უცბად გამოფხიზლდა მათკენ რომ მიბრუნდა ქალი: -თავისუფლები ვართ ხომ ყველანიიი?! კარგად ბრძანდებოდეთ! -თქვა ქალმა და კარებისკენ წავიდა.
-დიახ ქალბატონო... კარგად ბრძანდებოდეთ თქვა და გაკვირვებული ჩაჯდა თავის სავარძელში,რომ უცხო ქალის კოცნა ასე მშვიდად მიიღო...
ისევ ლიფტში შევიდა და 30 სართულზე გაჩერდა.
კარები გაიღო დიდი ჰოლი გაიარა და პირდაპირ ჰაერზე გავიდა.
მორთულ მაგიდებზე უკვე მზად იყო ლამაზი დელიკატესები და სასმელები. ყველა სტუმარი მის დანახვას ღიმილით შეხვდა და ალეხო მისკენ დაიძრა. ქალს მიესალმა ხელი მკლავში გამოდო და მის გვერდით დადგა.
-ხომ არ მიბრაზდებით?! -მიმართა თქვენობით და ქალს გაუღიმა.
-არა რას ამბობთ რატომ?! რამე დააშავეთ?!
-დიახ! სახლი და თქვენი ცხენი, მძღოლიანა უკვე რამოდენიმე საათის მერე ჩემი გახდება!
ქალს გაეცინა და კაცს მიუბრუნდა: -ცდებით!
ალეხოს გაუკვირდა და ქალს კითხვა ნარევი მზერით შეხედა.
-ცდებით ბატონო ალეხო ჩემი სახლი,ცხენი და მძღოლი ასევე ის მინდორი ბაღით დღეს 5 საათში კი არ გახდება თქვენი უკვე ერთი კვირააა თქვენია და მე გიხდით მადლობას რომ არ გამომაგდეთ იქიდან!
-ოოო, ძალიან მოენატრებით ყველას და მათ შორის ცხენსაც,რომელსაც ასე ძლიერ შეაყვარეთ თავი... და გაიცინა თავისივე ხუმრობაზე კაცმა.
ორივენი საუბრობდნენ და იცინოდნენ.ხელს არ უშვებდა ქალს,რომელიც უკვე 3 წელი იყო მისი მეგობარი გამხდარიყო და პარტნიორი. ქალს ის მოსწონდა რომ ეს კაცი,თავდაჭერილი და პატიოსანი იყო თავის საქმეში და ქალის მიმართ მხოლოდ პარტნიორულ მეგობრულ ურთიერთობას გამოხატავდა.
ბოლოს 1 საათი ისევ თავის სამუშაოზე ისაუბრეს და ცალკე მაგიდასთან ჩამოსხდნენ.
-დღეს სულ შენ გინდა ჩემი დაქალი?! მეც მაქვს მასთან საჭორაო!-ალეხოს მიმართა გაბიმ და კაცი ძალით გააგდო სასმელის მოსატანად.
-როგორც ყოველთვის.- მიმართა ორივე ქალბატონმა ერთად და გაეცინათ კიდევაც.
-ჩემთან ხომ ჩამოხვალ,თან ახალი ფილიალი უნდა ნახო ახლოს.
-კი აუცილებლად და მისი მფლობელიც უნდა ვნახო როგორი ქალიაა.-თქვა და ჩაეხუტა,- მომენატრები! -უთხრა ქალს და გაუღიმა.
-მეც ჩემო კარგო!- აკოცა ლოყაზე, რომელიც მასთან ახლოს ჰქონდა ჩახუტების დროს.
სასმელი დალია მხოლოდ 3 ბაკალი და ფეხზე წამოდგა. რამოდენიმე ნაბიჯი გაიარა და აივნიდან გადახედა გარემოს. მის წინ დიდი ლამაზი შენობები იდგნენ და თავს იწონებდნენ თავიანთი ახალი სტილით. შემოტრიალდა ჭიქით ხელში და საათს დახედა. ბაკალი ოფიციანტს გაატანა და ალეხოსთან მივიდა:
-ჩემი წასვლის დროა,ყველაფრისთვის მადლობას გიხდი ამ 3 წლის განმავლობაში რაც ჩემთვის გააკეთე...ამ ვალიდან ვერასდროს ამოვალ...შენ ერთადერთი ადამიანი იყავი ვინც გვერდით დამიდგა პირველსავე დღესვე აქ ჩამოსვლისას და ცხოვრების იმედი დამიბრუნა...
-ვალი ჩემი ნამდვილად არ გაქვს.- თქვა და გადაეხვია. -მაგიერში მშვენიერი,ახლა უკვე ახალი კომპანიის მმართველი ქალი გავიცანი თქვა და ჩაეხუტა: -წარმატებებს გისურვებ მთელ შენს ცხოვრებაში იქ შენს სამშობლოში...
-მადლობას გიხდი ალეხო,წარმატებებს გისურვებ...-თქვა და გაბის ჩაეხუტა,მასაც დაემშვიდობა, გადაკოცნა და თავის მძღოლს დაუძახა.
ქუჩები კაშკაშებდნენ თავიანთი ლამპიონებით, ზღვის ნაპირას გაიარეს და ფანჯარა ჩამოსწია,კიდევ შეიგრძნო ამ სამყაროს გრილი თავისუფლების ჰაერი და მძღოლს გახედა,რომელიც მიუხვდა და ნელა ატარებდა მანქანას,ცოტახანში სიჩქარეს მოუმატა და მანქანა მალევე სახლის წინ გააჩერა.
თავის უკვე ყოფილ ოთახში შევიდა. გაიხადა შავი გრძელი კაბა,რომელსაც თავისივე გაკეთებული შავი თვლებით დაჰყვებოდა შავი იები და ლოგინზე დადო.
აბაზანაში წყალი ჩაასხა,მერე ქაფი და ამ ქაფში გაეხვია. თვალები დახუჭა მაგრად,ცდილობდა იქ გატარებული ბოლო წლები დაევიწყებინა და ამოეგდო გონებიდან,ცდილობდა უკან არ დაებრუნებინა ეს საშინელი ფიქრები და მაინც შეშინებული ჩასჭიდებოდა აბაზანის კედელს.
ტელეფონზე ზარი გაისმა და კარებზე დაუკაკუნეს. -ტელეფონზე გთხოვენ!
-მობრძანდით.- დაუძახა და ისევ აბაზანაში დარჩა.
-გისმენთ!
-მე ვარ, გაიგე ახალი ამბავი? 1 კვირის წინ მოკვდა ის... -და გაჩუმდა ქალის ხმა.
ხელი ახლა უფრო მოუჭირა კედელს და თვალები მაგრად დახუჭა:-უკვე ვიცი უთხრა და შეშინებულს ახლა ამოუტივტივდა 7 დღის წინ ნანახი სიზმარი:
შავი კაბა ეცვა გრძელი,მთლიანად სადა ნაჭრის,შავი იებით...ხელშიც შავი იები ეკავა და თოვლიან გზას მიუყვებოდა.გარემო მთლიანად თეთრში იყო ჩაფლული. რამოდენიმე მანძილი თოვლში იარა. ხეებს გასცდა თუ არა სახლიც გამოჩნდა,შავი ბნელი სახლი დაინახა და შიგნით შევიდა.
კარებში ფეხი შედგა თუ არა ქალის სხეული დაინახა მის წინ მკაცრი,ბოროტი კაცის სხეული იდგა,რომელიც ქალის მთელ ცხოვრების რაღაც ბედნიერ წამებს პარავდა და ანადგურებდა. მაღალი სევდიანი სახის კაცი მათკენ მიდიოდა მაგრამ ქალის განადგურებულ სახეს ბედნიერებას ვეღარ უბრუნებდა. უკან გაჩერდა ამ ქალის ტკივილის დანახვისას,არ იცოდა რა მოემოქმედებინა და როგორ დაეღწია ქალი ამ ბოროტი კაცის ბრჭყალებიდან. შავ კაბაში შემოსილი ქალი ქალსა და კაცს შორის გაჩერდა უცბად,ქალს შეხედა და ახლა შენიშნა მისი ცივი სხეული,რომელიც აღარ გრძნობდა სიცოცხლის რაიმე ნიშანწყალს. კაცს შეხედა, რომელმაც ქალი იცნო და გაყინული მიაშტერდა მის სახეს. ქალმა კი ხმა ამოიღო:
-ვიცი მიცანი! შენ დაინახე შენი საშინელი საქციელი 3 წლის წინ ჩადენილი,მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ეს ქალი მოკვდა ამ ტკივილისგან შენი ერთი კოცნისგან მე კი არ მოვმკვდარვარ! და სახეში შეაყარა შავი იები. კაცი ახლაც გაყინული იდგა არც ეხლა იხდიდა ბოდიშს,არც სინანულის გრძნობა აღარ ჰქონდა მასში არაფერი არ იყო ადამიანური.კეთილმა კაცმა ქალს შეხედა ბედნიერი ღიმილით შეხედა და მადლობა გადაუხადა ამ კაცის სიკვდილის გამო და მკვდარი ქალის სხეული აიყვანა ხელში და სახლი დატოვა. ქალის ლანდი გარეთ გამოვიდა,იგრძნო ბედნიერება იგრძნო სიხარული,იგრძნო თეთრი თოვლისგან მინიჭებული სუფთა ჰაერი და ტყეს გაუყვა და გაქრა...შავი ლანდი იებით ხელში...
-იმედია კარგად ხარ და ცოტა დამშვიდდი?! -გამოფხიზლდა მის კითხვაზე და უცბად წამოხტა აბაზანიდან.
-კი კარგად ვარ,მალე გნახავთ რამოდენიმე საათში თვითმფრინავში ჩავჯდები. მალევე დაემშვიდობა და სიზმრის დავიწყებას შეეცადა. შიშველი მოჰყვა აბაზანაში სიარულს და თან თავს აქნევდა,რომ როგორმე გაეგდო ეს ფიქრები გონებიდან. უცბად ტანი შეიმშრალა და შავ კაბას გადახედა,რომელიც აგონებდა სიზმარს და შეეშინდა,მაშინათვე ნაგავში ჩააგდო...
,,Elle" დაისხა,თავისი საყვარელი ,,elle" და გაეხარდა ამ სუნის შეგრძნებაზე. ოქროსფერი პატარა საყურე გაიკეთა, ოქროსფერი საათი. უჯრა გამოაღო სადაც მხოლოდ დღეს ჩასაცმელი სამოსი ჰქონდა დატოვილი. ოქროსფერი კაბა აიღო ხელში და ტანზე მოირგო. მოეწონა თავისი თავი სარკეში. გაიღიმა,შემდეგ თავის ოთახს თვალი შეავლო: ერთ კედელთან იდგა ლურჯი გადასაფარებლით ლოგინი, რომელსაც ზემოდან გამჭვირვალე ფარდა ჩამოყვებოდა ქვემოთ და ნიავის დროს ქარი არხევდა და გარემოს ჰაეროვნებას ანიჭებდა. მეორე კედელზე სარკე, რომელიც აბაზანის პირდაპირ დიდ გარდერობზე იყო მოთავსებული გარშემო სულ სვაროვსკის თვლებით იყო შემკული. პატარა დივანი, რომელიც აივანზე იდგა და მაგიდა,რომ ეხატა ესკიზები. როიალი,რომელიც ფანჯარასთან იდგა და აივანს გადაჰყურებდა, მასზე უკრავდა როცა ხასიათზე იყო და ახლა დღეს თავის საიდუმლო ლოგინს უფრო ემშვიდობებოდა ვიდრე დანარჩენ ნივთებს. შენც მომენატრები თქვა და როიალის კლავიშებს შეეხო,ისევ შეიგრძნო მისი ახალი სუნი და მისი სუნამოს სუნიც, რომელიც კლავიშებს დაჰყვებოდა,რამოდენიმე ნოტის ხმა გაისმა და დახურა.კარები გამოხურა და კიბეებს ჩაუყვა. ყველას დაემშვიდობა და გარემოს მოავლო თვალი,ბოლოს თავის სახელოსნოში შეიხედა. ბედნიერებით სავსემ მაგიდას ხელი შეახო და ყველა აქ განვლილი დეტალი გაახსენდა და ცრემლი მოიწმინდა უცბად, ცხენსაც დაემშვიდობა და მანქანაში ჩაჯდა.
ყველა ჩემოდანი სახელწოდებით ,,elle“ უკვე თვითმფრინავს მიჰქონდა თავის ადგილზე.
მხოლოდ ჩანთა ეჭირა ხელში,მანქანიდან როცა გადავიდა. მალევე თვითმფრინავზე ავიდა და თავისი ადგილი დაიკავა. აღელვებულმა გადახედა საბოლოოდ აეროპორტს,რომელიც ულამაზესი იყო ღამით,მოკაშკაშე ნათურებით განათებული. როგორც იქნა რამოდენიმე საათიანი მგზავრობის მერე თვითმფრინავი დაჯდა. რეგისტრაცია გაიარა და რიგას, ლატვიის დედაქალაქს შეუერთდა მისი სუნამოს სუნი...
მაღაზიებში გაიარა,აქ სულ რამოდენიმე წლის წინ იყო რიგას გავლით მაშინ ძალიან ციოდა და აეროპორტიდან არც გასულა,ახლა კი დრო ჰქონდა და ქალაქში სეირნობა გადაწყვიტა.
ქალაქი ახლა არც ისე ცივი იყო,მის სხეულს ისე ძლიერ აღარ ყინავდა როგორც ადრე.და ეს ესიამოვნა კიდეც. ახლა შენიშნა არტ-ნუვოს არქიტექტურა და მისი დანახვით დატკბა,რომელსაც მხოლოდ ვენა,პრაღა და ბარსელონა თუ შეედრებიან.
ბოლოს მდინარე რიზდენესთან გაისეირნა და ტაქსით აეროპორტისკენ გაეშურა.
ბარგი უკვე ადრე წაეღოთ და სანამ ჩავიდოდა უკვე ადგილზე მიიტანდნენ. სამწუხაროდ ტელეფონი, რომელიც ლიფტში დაუვარდა აღარ ჰქონდა და არც ახალი უყიდია. თვითმფრინავში, რომ ავიდა მაშინ იგრძნო, რომ დაიღალა და ძილი გადაწყვიტა, მაგრამ თვალი ვერ მოხუჭა.
***
3 წლის წინ, სტამბულიდან Turkish Airlines-ის თვითმფრინავი დაჯდა თუ არა ბოსტონის E ტერმინალზე შევიდა. 1923 წელს გახსნილი Boston Logan International Airport დაინახა თუ არა ზემოდან,რომელიც ზღვაში იყო ჩაძირულივით გაოცდა,გაეხარდა ისეთი მშვენიერი ადგილი იყო. აშშ ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ბოსტონს ფეხი შეახო და რაღაც ახალი სიცოცხლის სურნელი შეიგრძნო სულში.
არც იცოდა რას გააკეთებდა იქ მაგრამ თავის სამშობლოში გაჩერება იმ დროს ძალიან უჭირდა,ერთი სულელური ტყუილის გამო იძულებული იყო სახლი დაეტოვებინა და გაიქცა. გაექცა ტკივილს და სისასტიკეს,რომელსაც მას ყველა აყენებდა მათდა უნებურად. როცა ქალაქში ჩაფრინდა არც იცოდა სად მოხვდებოდა.
ბოსტონის ზღვის ხედით ისე მოჯადოვდა, მის გვერდით გასეირნებისას გრილი შხეფები სახეში ეჯახებოდნენ და დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. მიაბიჯებდა მის გვერდით და მისი ხმაური,შხეფები მონაბერი ნიავი სახეში ეცემოდა. ეს იმდენად სიამოვნებდა რომ თავის ტკივილს ავიწყებდა.
ზღვის ნაპირას შემოვლებულ ქვაფენილს ფეხით ჩაუყვა და ზღვას გახედა. old atlantic ave-სთან მდებარე New England Aquarium დაინახა და მის დიდ შენობას მოავლო თვალი.ძალიან მოეწონა და შიგნით შევიდა. 1969 წელს გახსნილი აკვარიუმი 9-დან 5 საათამდე მუშაობდა,სადაც 20 000 ულამაზესი ცხოველებით იყო სავსე. ლურჯ კამკამა წყალში მოცურავე აფრიკული პინგვინები წყალში მდებარე რამოდენიმე ქვაზე ამოდიოდნენ და თავს იწონებდნენ მაყურებლის წინაშე. ლამაზი ნიჟარები წყალში იყო მიმოფანტული.კუები თავის ნელი მოძრაობით დაცურავდნენ ლამაზად განათებულ წყალში. ლამაზი მწვანე წყალმცენარეებში თავს იწონებდნენ, ზღვის ლამაზი ცხენები,თევზები მარმარილოს სკაროსი,ზღვის გველთევზები-კონგერები,რომელთაც სხეულის ნახევარი ჩაფლული ჰქონდათ სოროში და თავი წყლის დინების შესაბამისად ერხეოდათ იდგნენ მარჯნის რიფებს ახლოს... საიმპერატორო პომაკანტის თევზები,ულამაზესი ფერებითა და ზოლებით,ნებისმიერ დიზაინერს შეშურდებოდა ამ ფერების შეხამება,ისეთი მშვენიერი და ლამაზი იყო, რომ რომელიმე დიზაინერს თუ მხატვარს მოუნდებოდა თავის კოლექციისთვის ეს ბრწყინვალე ფერები მიეთვისებინა. Diadema antillarum შავი და ფერადი ეკლებიანი ბურთები ეყარა წყალში, რომელიც ლამაზად მოჩანდა. ისეთი ლამაზი იყო ეს აკვარეუმი მისთვის,სრულიად დაავიწყდა თავისი ტკივილი და ამ ქალაქში მარტო მყოფი საკუთარი თავი. ზღვის ქვაფენილს გაუყვა და ჩაისუნთქა მისი გრილი ჰაერი. ძალა მოიკრიბა და გზიდან გადავიდა თუ არა გაითიშა, გზაში კინაღამ მანქანა დაეჯახა,გაუხარდა იქნებ მოვკვდეო, მაგრამ როცა მიხვდა რომ სულ სხვაგან შორს იყო თავისი ქვეყნისგან შეეშინდა და გული წაუვიდა. ალეხო, რომელიც ახლა მისი პარტნიორია,ხელში აიყვანა ქალი და გონს როცა მოიყვანა სახლში დაპატიჟა. უარი მიიღო. გაუკვირდა, მაგრამ მის უარს პატივი სცა და სასტუმროში მიაცილა. მალე მისი დახმარებით მუსიკის მასწავლებლობა დაიწყო. ასწავლიდა მუსიკაში რამდენი ნოტი არსებობს, მუსიკის ნიშნებს და ზომას. რა იყო პრიმა,სეკუნდა,ტერცია,კვრტა, კვინტა, სექსტა,სეპტიმა,ოქტავა... სამხმოვანებას და დომინანტსეპტაკორდს თავიანთი შებრუნებებით უხსნიდა ბავშვებს,მუსიკის ისტორიას და კომპოზიტორების ცხოვრებას და მათ შემოქმედებას...
ბავშვები კი მას ხან რას უხატავდნენ, ხან რას უყვებოდნენ თავიანთ ბავშვურ ისტორიებს. შესვენების მერე ისევ პიანინოს მიუჯდებოდნენ და ერთად მეცადინეობას განაგრძობდნენ. ასე ასწავლიდა და უხსნიდა მუსიკას მოსწავლეებს და ყოველ მეორე დღეს მათთან იყო.
ღამე მარტო დაჯდებოდა და ისევ ხატავდა,მის წინ უამრავი ახალი საინტერესო მასალის ესკიზები ეყარა და იქიდან საუკეთესო ნახატებს არჩევდა. მერე ძილი მოერეოდა და ლოგინზე მიწვებოდა ზოგჯერ ტანსაცმლიანა. უხაროდა რომ ადგილი ჰქონდა და თავის ნახატებს აღარ აალაგებდა სადმე აღარ შეინახავდა და მაგიდაზე ედო. უცბად კარებზე კაკუნი მოესმა.გვიან გაიღვიძა და პირდაპირ კარები გააღო.
-რა მოგივიდა?!- იყვირა შეშინებულმა ალეხომ.
ხელზე დაიხედა, შავი საღებავი დაინახა და გაახსენდა შავი იები,რომელმაც აიძულა გაქცევაზე ეფიქრა. აბაზანაში შევიდა დაიბანა უცბად და ჩაცმული მოწესრიგებული უკან გამოვიდა.
-ბოდიშით შეშინებისთვის და ლოდინისთვის.- უთხრა ალეხოს და ყავაზე დაპატიჟა.
-თუ ასე დახატავ არაუშავს ამ შიშს გადავიტან,- მიმართა და მოწონებული ნახატები გაუწოდა. -არ გითქვამს თუ ხატავდი,მეგონა მხოლოდ მუსიკის განათლება გქონდა.
-განათლება ხატვაშიც და მუსიკაშიც მაქვს მაგრამ არაა ისეთი დიდი და განსაკუთრებული.
-რამოდენიმე ესკიზი რომ მაჩუქო და ამიხსნა როგორ ხედავ შეიძლება?!
-დიახ.-უთხრა და თავისი ნახატის შინაარსი ზედმიწევნით აუხსნა.
1 კვირის მერე ისევ მის კარებზე ალეხო იყო და ხელში ყუთი ეჭირა პატარა ლამაზი ყუთი.
-აბა გამოიცანი რა მაქვს?! -შეეკითხა ქალს და ყუთი გაუწოდა.
-საჩუქრები არ მიყვარს და ნუ დამაძალი აღებას თუ ჩემთვისა! -ბრძანა უცებ და კარებში შემოატარა.
ყუთს ბანტი მოხსნა ლამაზი შავი ყუთი ოქროსფერი ლენტით მთლიანად გაიხსნა და შიგ ჩაიხედა და გაოცდა: თავისი დახატული 5 სამკაული,რომელიც ახლა მის წინაშე სრულიად სრულყოფილი და სულიანი იყო და არა საღებავიანი.
-არ არსებობს! -შესძახა ხმამაღლა და ხელში აიღო ის რაც 1 კვირის წინ ალეხოს მხოლოდ ქაღალდებით გადასცა,ახლა უკვე ცოცხალი არსებასავით ეჭირა და მიხვდა რომ აქ მის ხელში ეს 5 სამკაული სუნთქავდა და სიცოცხლეს შეიგრძნობდა. ხელში ეჭირა, ეფერებოდა ტკივილის მიუხედავად და მთელ ტანში აჟრჟოლებდა,მისი შეგრძნებისგან.
-ახალი სამუშაო გაქვს გილოცავ.მუსიკას ასწავლი და დახატავ კიდევაც.- უთხრა და მისი გაკეთებული პიცა ჩაკბიჩა.
ასე დაიწყო თავისი სამუშაო მუსიკიდან სამკაულების ხატვამდე.
ყოველ დღე და ღამე მუშაობდა, ახალ ახალ სამკაულების სტილს იგონებდა.ზოგჯერ არც ეძინა,ჭამაც კი ეზარებოდა და მუშაობდა. ღამის 3 საათზე ისევ ეღვიძა და ხატავდა, თან ახალ მასალას ეცნობოდა,რის შემდეგაც ახალი იდეები მოსდიოდა თავში.
ხატავდა ყელსაბამებს,საყურეებს,სამაჯურებს,საათების ესკიზებს, თმისამაგრებს, ბეჭდებს. დახატულ მასალას ალეხოს ანახებდა და თუ მოეწონებოდა მხოლოდ მერე მიჰქონდა სამჭედლოში. ზოგჯერ ალეხოსთან ერთად ესკიზებს ცვლიდა და ახალს ხატავდა. მასთან ერთად ვახშამზე დადიოდა,ახალ გეგმებს და კონტრაქტებს აფორმებდნენ,ახალ მასალას ეცნობოდნენ და ხვეწდნენ. ბევრი დრო დასჭირდა რომ ქვების სახელები დაემახსოვრებინა და ეცნო.აქამდე ყველა ქვას მხოლოდ ფერითა და ბრწყინვალებით უყურებდა და მეტი არაფრით,მაგრამ ახლა იცოდა რა ქვა რა ფერის იყო,რა რას უხდებოდა და რა რასთან არ შეიძლებოდა. მის მაგიდაზე ზოგჯერ ქაღალდების მაგიერ მთელი ქვების ნაკრებები ელაგა და სკამიდან მათ ბრწყინვალებას უყურებდა. რამოდენიმე ქვას ამოარჩევდა რომელიმე ესკიზისთვის და მერე თავის ესკიზებზე ფიქრობდა და მსჯელობდა რა როგორ სჯობდა და საბოლოოდ რა გამოუვიდოდა.იქამდე აკეთებდა სანამ თვითონ არ მოეწონებოდა და თვითონ არ დატკბებოდა მისი სილამაზით და უხაროდა რომ პირველი ის იყო ვინც იდეას ასხავდა ქაღალდზე და ახალ სულს,ახალ სიცოცხლის სახეს აძლევდა ამა თუ იმ ნამუშევარს...
დრო გავიდა.წინ წაიწია.მუსიკის სწავლებას თავი დაანება.დროებით მწვანე მინდორში მდგომ სახლში გადავიდა,რომელიც ალეხომ დაუთმო. იქვე ახალი სახელოსნო იყო და სულ იქ მუშაობდა.ძირითადად სახელოსნო და თავისი ოთახი არსებობდა მისთვის.სახლი მხოლოდ სახელის გამო გამოაცვლევინეს,თორემ ისევ ძველ პატარა 2 ოთახიან სახლში დარჩებოდა და იქ ისევ დახატავდა. როიალი მის ოთახში იდგა და იქ უკრავდა. უკრავდა, მაგრამ 5 წუთით მერე გულს ვერ უდებდა,ფიქრები, აზრები ეფანტებოდა და სკამიდან უცბად ხტებოდა და ცხენით სეირნობდა.
ღამე თუ დაიძინებდა სამშობლო ახსენდებოდა და მასთან ერთად ტკივილიც, რომელიც გულს უკლავდა და მასაც კლავდა. ძირითადად ღამე მუშაობდა, რამოდენიმე საათი ეძინა და დილითაც ადრე დგებოდა,რომ აღარ ენახა ძველი საშინელი სიზმრები.
სევდიანმა ქალმა გასაღები აიღო და მძღოლს დაემშვიდობა. მანქანა დაძრა და სახლიდან გავიდა. რამოდენიმე მანძილი გაიარა და მანქანა გააჩერა. ერთი ბოთლი ღვინო აარჩია და მანქანაში ჩადო. ქალაქში გაისეირნა და სახლისკენ წავიდა. ისე უნდა იარო მშვიდად და ყურადღებით, რომ არაფერი მოგივიდეს! სიკვდილზე ვეღარ იფიქრებ! არ გაქვს სიკვდილზე ასე ფიქრის უფლება! მხოლოდ ამის უფლება არ აქვს ადამიანს და არც შენ გაქვს! შენ მხოლოდ ბრძოლის და სიცოცხლის გაგრძელების უფლება გაქვს! უნდა იბრძოლო საკუთარი თავისთვის და უნდა იპოვო გზა! გზა გადარჩენის და ამ ტკივილის დამარცხების! გზა ამ წარსულის დავიწყების და მოშუშების! არ გაქვს უფლება იფიქრო ამ წარსულის ტკივილის შეგრძნების გამო სიკვდილზე! ამის უფლება არ გაქვს! თავის თავს ეუბნებოდა და თავის სახლისკენ გადაუხვია. ოთახში შევიდა და დივანზე ჩამოჯდა ბოთლით,თან ერთი ბაკალი მოექცია ხელში.
კაცმა კარებზე დააკაკუნა და შემოვარდა: -დამიძახე მაინც და შენთან ერთად დავლევ, მარტო რომ თვრები.-უთხრა და იქვე ჩამოჯდა.
-მარტო ყოფნაც მინდა! -თქვა სევდიანმა და ღვინო მოსვა.
-ისედაც მარტო ხარ აქ! მეც დამისხი!
-ჩემდენს ვერ დალევ! -თქვა ქალმა და ბაკალი მოიყუდა.
-მერამდენეა?! -ჩაეკითხა კაცი და ბოთლი აიღო ხელში.
-მეხუთე ჯერ!
-ხოდა საკმარისია! არ მეგონა ერთ დღიანი ლოთი თუ იყავი.- გაეხუმრა და დივანზე ჩამოჯდა.
-აქ რას აკეთებ?! -იკითხა ქალმა და ახლა გახედა კაცს,რომელიც პირველმა გამოიწოდა მისთვის ხელი,რომელიც მას არ სტკენდა და ჭრილობას არ აყენებდა.
-სამკაულების ალბომი მოგიტანე მეთქი დღეს ვანახებთქო.
-დატოვე და ვნახავ!
-წავიდე?!
-კი მარტო ყოფნა მინდა! -თქვა სევდიანი ხმით და ბოთლს დასწვდა.
-კარგი. თავს გაუფრთხილდი და მეტი ბოთლი არ დალიო,ხვალ თავი გეტკინება! -დაემშვიდობა და თავის სახლისკენ წავიდა ალეხო.
ქალმა ბოთლი დაცალა და კატალოგს დასწვდა. რამოდენიმეჯერ გადაათვალიერა ყველა გვერდები და ბოლოს ალეხოსაც შეეხმიანა,მოუწონა მთლიანი კატალოგი და დასაძინებლად დაწვა.
დილით ადგა გაბრუებული,გულისრევის შეგრძნებაც ჰქონდა. აბაზანის წინ იჯდა და სახეს ცივი წყლით იბანდა,მთელი დღე ეზოში დაიარებოდა ჩაფიქრებული,ისევ იხსენებდა წარსულის ტკივილს. ისევ იხსენებდა დღეს საშინელს.ქარის შეხება იგრძნო სახეზე და ცრემლებიც წამოუვიდა,უცბად მოიმშრალა ცრემლი და სახელოსნოში შევარდა. მაშინათვე ეცა ფანქრებს და ხატვას შეუდგა,რამოდენიმე ნახატი დახატა და ნაგვის ყუთში გადაუძახა.
-არ მოგცემ ჩემი განადგურების უფლებას! არ მოგცემ ჩემი გათელვის უფლებას! შენ მე ვერ მომკლავ! შენ ვერ მომიღებ ბოლოს! შენ ვერ გაიმარჯვებ ჩემზე! -უყვირა თავის ფიქრებს და ფანქარი მოისროლა ხელიდან. გაბრაზებული ადგა და ცხენისკენ გასწია,ისედაც დაღლილი და გამოფიტული სიმთვრალისგან,უფრო გამოიფიტა და მალევე ჩამოქვეითდა ცხენიდან,საჭმელი მიაწოდა და სახლში შევიდა. გაემზადა და სამსახურში წავიდა,რამოდენიმე გადაღებას დაესწრო გათიშული და ისევ შეუდგა თავის ნახატების შექმნას.ხატავდა სანამ საბოლოო შედეგს არ მიაღწევდა და სანამ არ იქნებოდა კმაყოფილი საკუთარი ხელით შექმნილი ნახატით. სამუშაოს მორჩა და სახლში წავიდა.ჭამა და დასაძინებლად წავიდა,მაგრამ მაინც ფიქრებით სხვაგან მიჰქროდა და მიფრინავდა. რამდენჯერ უნახია სახლი სახლი რომელშიც ცხოვრობდა, რომელიც დატოვა,რამდენჯერ უნახია ის დღე,რომელსაც გაურბოდა რომლის გახსენებაც არ უნდოდა მაგრამ მაინც ახსენდებოდა. სკოლა გაახსენდა წიგნები,გაკვეთილები,სკოლის მეგობრები როცა მათთან არც კამათობდა, იყო წყნარი მშვიდი გოგონა,თავისთვის რამოდენიმე მეგობართან იჯდა სასადილოში და საჭმელს მიირთმევდა.რამოდენიმე ბიჭის გრძნობებს ყურადღებას არ აქცევდა და ისევ წიგნებში იქექებოდა.სახლში მისული ისევ გაკვეთილებს სწავლობდა,მერე მაღაზიაში ჩაირბენდა რაიმეს საყიდლად და თან რაიმე ნაკლეინკას წამოაყოლებდა,მერე ჟურნალებს იყიდდა და იქ წარმოდგენილი სამოსი და სამკაულებით იხიბლებოდა ისე იხიბლებოდა და მოსწონდა, რომ გადაწყვიტა ხატვა ესწავლა და ხატვის სწავლა დაიწყო.რაღაც ნახატებს თავისით ხატავდა,ახლა ისეთი ნახატები იყო რომ გაეცინებოდა რომ ეს მისი დახატული იყო,მაგრამ არასდროს დაუმალია პირიქით დიდი სიყვარულით ინახავდა თავის პირველ დახატულ სამოსის ნიმუშებს,რომელიც ახლა ძალიან უბრალოდ და სასაცილოდ გამოიყურებოდნენ. მუსიკაზეც იარა ცოტახანი შეეჩვია მუსიკას და შეუყვარდა,ის პირველი იყო ვინც ცხოვრებაში უყვარდა,ღამე წამოწვებოდა და მუსიკებს უსმენდა.ფორტეპიანო უყვარდა და როცა დრო ჰქონდა პიანინოს მიუჯდებოდა და რაიმე ახალ ნოტს არჩევდა. მაგრამ ახლა ახლა მუსიკასთან ახლოს ყოფნა უჭირდა,იმ დღის მერე უჭირდა მასთან რაიმე საერთოს გამონახვა და აღარც უკრავდა დიდი ხანი.უნივერსიტეტში ბევრს ხაზავდა,ხატავდა,ლექციებს არ აცდენდა,ყოველ დღე დადიოდა მუსიკაზე და ხატვაზე. რამოდენიმე მოსაწონ ბიჭსაც კი არ ხვდებოდ,ა ისევ თავისი საქმე მოსწონდა და აინტერესებდა.სწავლის მერე ცოტახანი სამუშაო იშოვა და მუშაობას შეუდგა,მაგრამ ეს დროც კრახით დასრულდა და სამუშაო დატოვა.რამდენი ადამიანი გაუცნია არასდროს დაუთვლია ისეთი ცოტა იყო სია,შეხვედრების.კოცნა ჰქონია,მაგრამ იყო იქ ერთ დღეს მომხდარ კოცნაში რაღაც საზარელი, საზიზღარი,ამაზრზენი და მთელ ქვეყანას გაექცა სადღაც შორს,მილიონი კილომეტრის იქით გაიქცა და წავიდა. ბარგი ჩაალაგა,გამოაცხადა წავედიო და დიდი ბრძოლის მერე წავიდა.არც ფიქრობდა ვინმეს მისი წასვლა თუ ეტკინა,იმ დროს იცოდა რომ მხოლოდ მას ეტკინა მას ეტკინა პირდაპირ გულში ეტკინა და ჭრილობას სხვისთვის მისაყენებელ ჭრილობასაც გაექცა და წავიდა,სადღაც სრულიად უცხო ქალაქში ჩავიდა.
***




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent