შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რენესანსი (2)


15-05-2017, 19:27
ავტორი ჰუნი
ნანახია 1 210

სალომესთვის, ტიპური მეგრელისთვის რომ დაგვეჯერებინა, ნიას სჭირდებოდა მამაკაცი, რომელიც მის სიუჟმურეს უკუაგდებდა და ამ ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლის ხალისს დაუბრუნებდა. მაგრამ, რაღა თქმა უნდა ნია სრულიად განსხვავებულად ფიქრობდა, უფრო სწორად, ხშირად სალომეს არც კი უსმენდა. ალბათ იმიტომ რომ სალომე ამ საქმესაც კი ხუმრობით უდგებოდა, თან თავისი ერთ-ერთი მეგობრის საკითხით შეწუხებული, ხან ვის დაადებდა თითს და ხან კი ვის. შემდეგ კი, როდესაც ვერაფერს გახდებოდა, მოჟამული სახით ჩამოჯდებოდა და დაუსრულებელ ბუტბუტს მოჰყვებოდა. ნია კი დივანზე მჯდომი ტელევიზორის ყურებით იყო გართული და მეგობრის განწირულ, სალომეს თქმით კი ნიასივე საკეთილდღეოდ ჩადენილი საქმეების ჩავარდნებით გამოწვეულ წუწუნს არც კი ისმენდა.
-უნამუსობის პიკი ხარ, ხომერიკო! -ასე ეტყოდა ხოლმე და ხელებგადაჯვარედინებული, ბრაზმორეული იქვე ჩაეშვებოდა.
ნიას ერთხელ კი ჩაეცინებოდა, მაგრამ შემდეგ სერიოზულდებოდა და უკვე მერამდენედ აფრთხილებდა რომ აღარ ეცადა ვინმეს გარიგება.
-იმაზე რას იტყვი? - სალომემ კარგი აღნაგობის ბიჭი რომ შენიშნა, მაშინვე შეუშვა ხელები კაბას, რომელსაც უკვე რამდენიმე დღეა რაც ეტრფის. -სანამ რამეს მეტყვი უბრალოდ გამოიხედე და ნახე.
-ს-ა-ლ-ო-მ-ე, უკვე მერამდენედ? -გასახდელიდან ნიას მკაცრი ხმა მოესმა.
ჯერ ის გასჭირვებოდა რომ მეგობარმა საყიდლებზე ძალით წამოათრია და ბოლოს, იმის ნაცვლად, რომ სალომეს ეყიდა, გასახდელში თვითონ ამოყო თავი, ესეც სალომეს დაჟინებული მოთხოვნით და არა-თხოვნით.
-თან ქერა თმებით, აპრეხილი ცხვირით, ვარდისფერი ტუჩებითა და...
-მორჩიი... არ მაინტერესებს! -საბოლოოდ დაიყვირა ნიამ და გასახდელიდან თავისი ტანისამოსით გამოვარდა. -აღარ გაბედო და მსგავსი კაბა არ შემომტენო! -ზიზღით გაუწოდა ბრჭყვიალა ფერის კაბა, რომელიც ალბათ საცვალსაც ძლივს უფარავდა.
სალომეს გულიანად გაეცინა და ნია როდესაც მიხვდა რომ მეგობარი გაეშაყირა, ერთი მწარედ უჩქმნიტა.
-ააუჩ, მეტკინაა!
-მეტის ღირსი ხარ!
-ოო, მოიცა, იმას შეხედე, -სალომემ მზერით მათ წინ, ზურგშექცევით მდგომ მხარბეჭიან ბიჭზე მიანიშნა, რა დროსაც ბიჭი მაშინვე მობრუნდა მათკენ, თითქოს მათი საუბარი მოისმინაო.
ნიას დანახვაზე ბიჭს მაშინვე გაკვირვება გამოესახა, შემდეგ კი თბილად ჩაეღიმა და მისკენ წამოვიდა.
-ნია, როგორ მომენატრე! - ჯერ გადაკოცნა შემდეგ კი გადაეხვია.
-დათა, მიხარია რომ შეგხვდი, -გულწრფელად უთხრა და ძველ კლასელს მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი. -როდის ჩამოხვედი? - ჰკითხა.
-ორი დღის წინ, მაგრამ ერთ კვირაში კვლავ მივფრინავ.
-მოგვეწონა ესპანეთი და ვეღარ ველევითო?
გაეხუმრა.
სალომესთვის ერთი ეს იყო გასაკვირი-ნია ვიღაც ბიჭთან ერთად და მეორე ის, რომ მასთან ასე გახსნილი და ხუმარა იყო.
სალომეს ფხუკუნი რომ გაიგო, შეუმჩნევლად აატრიალა თვალები, შემდეგ კი მიუბრუნდა და მეგობარი გააცნო. ესეც საკმარისი იყო რომ სალომეს გაუთავებელი საუბარი დაეწყო, მაგრამ არა, მხოლოდ გაუღიმა და სცადა კიდევაც მათ ოდნავ ჩამოსცლოდა, მაგრამ ნიამ შეუმჩნევლად სტაცა ხელი მკლავზე და გვერდზე დაიყენა.
მაშინვე მიუხვდა მის მზაკვრულ გეგმას და უკვე გონებაშიც კი ალაგებდა საიდან უნდა დაეწყო ლანძღვის უგრძესი სია.
-ისე, წასვლამდე გასაცილებელი წვეულების მოწყობა მაქვს გეგმაში და შენ თუ მოხვალ გამიხარდება, შეგიძლია შენი მეგობარიც თან წამოიყვანო. - უთხრა თუ არა თითები სახესთან ახლოს მიიტანა და ნიას პასუხის მოლოდინში ბაგეები შესამჩნევად მოისრისა.
ნია დაიბნა. რა თქმა უნდა წასვლას არ აპირებდა, მაგრამ არ იცოდა ეს დათასთვის როგორ ეთქვა. სკოლის პერიოდში, სანამ აბიტურიენტი გახდებოდა მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, შემდეგ გარდამტეხი ხანა დაუდგა და ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ მაინც გაახარა მასთან შეხვედრამ და წინასწარი უარის გამო თავი დამნაშავედ იგრძნო.
-რა თქმა უნდა წამოვალთ, - ნიას სალომემ დაასწრო, რა წამსაც თვალების ბრიალი დაიმსახურა, მაგრამ ყურადღება არც მიუქცევია ისე გაუღიმა დათას და შემდეგ დღე, ადგილმდებარეობა და საათიც კი გამოიკითხა.
-არ ვიცი, დათა, არა მგონია შევძლო, - ცრუ ინფორმაციის გამოსწორება მაშინვე შეძლო ნიამ, მაგრამ დათამ თავი ისე გააქნია, თითქოს პასუხი უკვე მიეღო და სხვა რამის გაგონება აღარ სურდა.
-შაბათს გელოდებით! - მისი რეაქცია მისსავე პასუხმა დაამტკიცა, გოგონებს თბილად გადაეხვია და ისე გაქრა თვალთა ხედვიდან, ნიამ ვერც გაპროტესტება მოასწრო და ვერც ნორმალური დამშვიდობება, რადგან დარწმუნებული იყო რომ იმ წვეულებაზე არ წავიდოდა.
-არაფერი მითხრა! -სალომემ მაშინვე დაასწრო, როდესაც ნიას მზერა შენიშნა. ხელმკლავი გაუყარა და გასასვლელი კარისკენ უბიძგა. - ორივენი მივდივართ! -დაამატა, მაგრამ ისე ურწმუნოდ! იცოდა ნიას ასე მარტივად ვერ დაიყოლიებდა და თუ სასწაული მოხდებოდა ნიას დაყოლიების სახით, წვეულებაზე მოსიარულე გვამივით იქნებოდა, ამიტომ არც ერთს ჰქონდა აზრი და არც მეორეს.
ისე უნდა დაეყოლიებინა რომ ნიაც კმაყოფილი დარჩენილიყო და ყველა იქ მყოფი.
ნიასთან ორწლიანი მეგობრობის მანძილზე ერთხელაც ვერ მიაღწია მიზანს და ვერ დაიყოლია ისეთ გასართობ ადგილებზე წასვლაზე, სადაც თვითონ, კვირაში სამჯერ მაინც დადიოდა.
სალომე არ იყო ცუდი გოგო და კარგი მეგობარიც იქნებოდა, ნიას ამის შანსი რომ მიეცა. ერთმანეთის სახლშიც დადიოდნენ, ერთად რჩებოდნენ, უყურებდნენ ფილმებს, ნია საყიდლებზეც კი დაჰყვებოდა, მაგრამ მაინც ვერ სცდებოდნენ მეგობრობის ზღვარს და ერთმანეთისთვის უფრო მეტი ვერ ხდებოდნენ.
ყველაფერი ზედმიწევნით თუ არა, სალომემ მაინც იცოდა ნიას ხასიათი და იმაზე წუწუნს რომ ნია მასთან გულახდილი არ იყო, არ აპირებდა. რადგან მიუხედავად ნიას ჩაკეტილობისა, იგი სალომეს ენდობოდა. გოგონა ჯერ კიდევ ტრამვირებული იყო და ისღა აკლდა, რომ ამდენი ხნის მანძილზე, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩუმად მყოფი სალომე ახლა ალაპარაკებულიყო და ის ერთადერთი ურთიერთობაც დაენგრია, რომელიც ნიას ვიღაცასთან, ამჯერად კი სალომესთან აკავშირებდა.
ერთი ერეკლე და მეორე სალომე, ამ ორს იმდენად ჰყავდათ ეს 22 წლის გოგო გათავისებული, რომ სიტყვის უთმელადაც უგებდნენ.
საოცარი და აღსანიშნავი იყო მათი გამძლეობა. რთული იყო ნიას გაგება და ზოგჯერ ვერც კი უგებდნენ, მაგრამ იმ ყველაფერთან ერთად ისიც იცოდნენ, რომ მიუხედავად ნიას გულგრილობისა, ის შინაგანად თბილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო.
*
უშედეგო შოპინგიდან დაბრუნებულ ნიას სახლში მხოლოდ ლიკა დახვდა. მისაღებ ოთახში, დივანზე ჩამომჯდარი რომ ნახა, მისალმებითაც კი არ მიესალმა, ისე აუარა გვერდი და სამზარეულოში შევიდა. სამზარეულოში რატომ შევიდა, აი, ეგ კი არ იცოდა. ერეკლეს მოსვლამდე დრო უნდა გაეყვანა და რამენაირად ლიკასთან შეკამათება არ მოსვლოდა. არც ოთახში უნდოდა ასვლა. მობეზრდა თავის ოთახში გამოკეტვა, ისიც იმის გამო, რომ ლიკა არ შეეჩეხოს სადმე. ეს კი არა, ამ სახლშიც მობეზრდა ცხოვრება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, ჯერ არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა რომ სახლი ეყიდა და სიძის სახლში ცხოვრებისაგან თავი დაეხსნა.
ეს ერთადერთი რამ იყო, რასაც ლიკა არ აყვედრიდა და ამისთვის ძალიან მადლიერი იყო.
ლიკაც არ იყო მარტივად ასატანი ვინმე და ეს მის თითოეულ გამოხედვაში ნათლად ჩანდა. დები ფიზიკურად არ ჰგავდნენ ერთმანეთს; ნია ქერა, ცისფერთვალება იყო, ლიკა კი პირიქით-შავგრემანი, თაფლისფერთვალება და თითქოს არც ხასიათით იყვნენ ერთმანეთის მსგავსი, მაგრამ სიჯიუტე, რომელიც ორივეს ახასიათებდა, დებად აყალიბებდა.
ნიამ ხუთწუთიანი ფიქრის შემდეგ თუ რა უნდა გაეკეთებინა, მაცივრიდან ანანასის წვენი გამოიტანა და რამდენიმე ყლუპი მოსვა. წვენი რომ ჩაცალა ადგილზე აცქმუტდა და ისეთ რამეს ვერ მიაგნო, რომელიც დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას გაუქრობდა. წამოდგა და აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა, ხან სენდვიჩი გამოიტანა და საუზმობა გადაწყვიტა, მაგრამ ვერ შეძლო. ხან მაცივარზე მიკრულ სათამაშოებს დაუწყო 'წვალება' და ბოლოს, როდესაც მოუსვენრობა ვერ მოიშორა, ადგა და პირდაპირ მისაღებ ოთახში გავიდა. მეტიც კი, ლიკას წინ დაუდგა, ხელებგადაჯვარედინებული, ისე, თითქოს დატუქსვას უპირებდა.
ლიკამ ნია რომ შეამჩნია, წარბაწეულმა შეხედა, 'პულტი' განზე გადადო და თავით ანიშნა, რა გინდაო.
-როდემდე უნდა გავაგრძელოთ ასე? -მოუსვენრად იკითხა ნიამ.
სანამ ამ კითხვას დაუსვამდა, გულში ათასჯერ შეამოწმა მისი ეს ნაბიჯი სწორი იყო თუ არა. კიდევ უნდა ეცადა თუ საბოლოოდ აეღო ხელი მათ ურთიერთობაზე.
-სამუდამოდ. -მხრებისჩეჩვით მოუჭრა ლიკამ და თითქოს არაფერი, ისე დასწვდა 'პულტს' და ტელევიზორში არხების გადართვას შეუდგა.
ეს ჟესტი სხვისთვის არაფრის მთქმელი იყო, მაგრამ მიუხედავად დების ახლანდელი მდგომარეობისა, ნია კარგად იცნობდა ლიკას და იცოდა, როდესაც ლიკა ღელავდა ან რაღაც მსგავსი, სწორედ ასეთი რამ სჩვეოდა, ხან რას აასთამაშებდა ხელში, ხან რას, ამჯერად კი არხიდან არხზე დახტოდა და ფაქტი იყო, რომ ნიას მოუსვენრობა ლიკასაც გადაედო.
-ოდესღაც უნდა მაპატიო, უკვე ხუთი წელი გავიდა, ხვდები რამდენად დიდი? -ნიას ხმა გაებზარა, მაგრამ არ ატირებულა.
-გგონია, შენ პატიებას ოდესმე შევძლებ? - სიმწრისგან ჩაეცინა ლიკას და დივნიდან წამოდგა.
ახლა ორივენი ერთმანეთის პირისპირ იდგნენ.
-უნდა შეძლო. გასაგებია, ცუდად მოვიქეცი, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და ვერ ვხდებოდი რას ვაკეთებდი.
-ბავშვი არ იყავი ნია, 17 წლის იყავი და არა მგონია იმ ასაკისთვის, საამისო ჭკუა არ გქონოდა. მეტიც, პატარაობიდანვე საკმაოდ ჭკვიანი იყავი, ზოგჯერ ზედმეტადაც კი.
კამათი არც ერთს არ უნდოდა, მაგრამ როდესაც ამ თემაზე იწყებდნენ საუბარს, ყველაფერი ცუდად მთავრდებოდა.
არც ახლა უნდოდა ნიას კამათი და ამიტომ, უკვე მერამდენედ მოუწევდა დანებება, რადგან იცოდა, ლიკა ცოცხალი თავით არ დანებდებოდა.
-მე შენი და ვარ და ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ დამ დას არ აპატიოს. - თქვა თუ არა, გვერდი აუარა.
ლიკამ ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო ისე გავიდა მისაღები ოთახიდან, შემდეგ კი სახლიდან.
და სწორედ მაშინ, როდესაც კარს აღებდა, მანქანიდან გადმომავალ ერეკლეს მოჰკრა თვალი და ყველანაირად ეცადა ისე მისულიყო მის ჯართ მანქანამდე, რომ ერეკლეს ვერც ერთი კითხვის დასმა ვერ მოეხერხებინა.
თუმცა, ერეკლემ მაინც შენიშნა აღელვებული ნია და როდესაც გოგონამ შეუმჩნევლად გადაწყვიტა გვერდის ავლა, მკლავში ხელი წაავლო და მაშინვე შეაჩერა.
-ნია, რამე მოხდა? -შეწუხებულმა ერეკლემ სწრაფად ჰკითხა და სცადა, გოგონას სახისთვის მოეკრა თვალი, მაგრამ ნია თავს არც ერთი წამითაც არ სწევდა.
ნიას მდგომარეობამ ერეკლე მაშინვე მიახვედრა. მიხვდა, რომ დები კიდევ ერთხელ წაჩხუბდნენ. უკვე მერამდენედ შეაწუხა ერეკლე სინდისმა. არა მხოლოდ ნია, არამედ ერეკლეც იტანჯებოდა ამ წარსულით. განსაკუთრებით კი იმით, რომ ამ წარსულის გამო ლიკა ნიას მოსვენებას არ აძლევდა.
ღრმად ამოიოხრა ერეკლემ და სანამ რამის თქმას მოასწრებდა, ნიას უკვე მოესწრო მისი ხელისგან თავის დაძვრენა და მანქანის აღმუილებაც კი.
არ იცოდა სად აპირებდა წასვლას. არც ხალხმრავალი ადგილი აწყობა და არც ისეთი, მიყრუებული და შიშის ზარს რომ სცემდა. თუმცა, იცოდა სადაც წავიდოდა. იმ ადგილას, სადაც 14 წლიდან მოყოლებული სულ დადიოდა, ოღონდ გასულ წლამდე. მეორე წელი იყო, რაც იმ ადგილს აღარ სტუმრებოდა. სამაიას ბაღი, ეს ის ადგილი იყო, პირველად, სკოლიდან გამოპარვის დროს გზაში რომ აღმოაჩინა. ერთადერთი ნია და მეორე-ერთი ქალი დადიოდა, რომელიც მტრედებს აპურებდა. ერთი-ორჯერ კი გამოესაუბრნენ ერთმანეთს, მაგრამ ნიას ახლა აეჭვებდა და თითქმის დარწმუნებულიც იყო, რომ ის ქალი იქ აღარ დახვდებოდა. სწორიც აღმოჩნდა. ბაღის ბილიკს რომ დაუყვა, ვერავინ ნახა. ნაადრევი საღამო ჟამი იყო და კარგად ხედავდა ბაღის თითოეულ წერტილს. პატარა და მყუდრო ბაღი იყო, რომელიც ქალაქთან ძალიან ახლოს მდებარეობდა, მაგრამ რატომღაც არავინ სტუმრობდა.
იქვე, გრძელ სკამზე ჩამოჯდა. ხელში მანქანის გასაღები აათამაშა და მზერა ცას აღაპყრო.
გულჩათხრობილი ვინმე იყო. არც არავის ეუბნებოდა თავის სათქმელს და ზოგჯერ, ცხოვრებისაგან დაღლილს არც არავისგან უნდოდა რამის მოსმენა, მაგრამ ვინ უგებდა; ყველა თავის პრობლემაზე ყვებოდა, ყველა თავის განსაცდელს უზიარებდა და ყველა რაღაცაზე ლაქლაქებდა; ზოგი შეყვარებულს დაშორებულიყო და დეპრესიას მოეცვა, ზოგი მშობლებს ეჩხუბა და სახლიდან წამოვიდა, ზოგსაც კი გარდატეხის ასაკში ხელების გადასერვა დაეწყო. ნია კი იჯდა და უსმენდა. ისმენდა ყველაფერს, რასაც კი უყვებოდნენ და თავს უქნევდა. ეტყოდა, გჯეროდეს, ყველაფერი კარგად იქნებაო და ტოვებდა. ზოგიერთს მისი ნათქვამი სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა და ის კი არ იცოდნენ რომ სიმართლეს ამბობდა, თუმცა ნიას თავისივე ნათქვამის თვითონვე არ სჯეროდა და სხვისთვის რა უნდა მოგვეთხოვა!
-ისევ ეს ბაღი?
უეცრად ნაცნობი ხმა მოესმა. გაკვირვებულმა მიიხედა და როდესაც იოანეს მოჰკრა თვალი, ჯერ წარბები შეეჭმუხნა, შემდეგ კი, როცა გაახსენდა, რომ იმ ორის გარდა, მესამემაც იცოდა ამ ბაღის შესახებ, თვალები აატრიალა და ხასიათი მეტად მოექუფა.
პასუხი არ გასცა. არც დაჯდომისკენ მოუწოდა და რადგან დუმილი ამჯობინა, იოანემაც თავს უფლება მისცა რომ ჩამომჯდარიყო.
-იმედია მყუდროება არ დაგირღვიე! - იმედიანად და მხიარულად უთხრა იოანემ.
-დამირღვ...
-ასეც ვიცოდი, მე ხომ არასდროს გირღვევ მყუდროებას. -ნიას აგრესიული პასუხის თქმა არც აცადა, ისე აღმართა ხელები ცაში და მადლობის ნიშნად თვალი ჩაუკრა.
-ჰო, რა თქმა უნდა. - ირონიულად გაუღიმა ნიამ, -აქ რას აკეთებ? -მაშინვე დაამატა.
-დასვენება მომინდა, -დამაკმაყოფილებელი მზერით გახედა. თუმცა ნია მას უკვე აღარ უყურებდა. ჰორიზონტს უაზროდ მისჩერებოდა და ცდილობდა იოანეს იქ ყოფნა არც კი შეემჩნია. აი, ასე ჩუმად იჯდა და ძვრითაც კი აღარ იძვროდა. იოანეც დადუმდა და ახლა უკვე ორივენი ხმისამოუღებლად, შესაძლოა ერთ წერტილსაც კი მისჩერებოდნენ.
და მაინც, რატომ იყო წარსული ასეთი ძლიერი და განუკურნებელი?
"ვადაგაუსვლელობა" ოდესმე თუ გაანაწყენებდა ხალხს, წარმოუდგენელი იყო. ვადა არც დროს გასდიოდა, არც ტკივილს, არც იმ ბედნიერ წუთებს, რომლებიც ოდესღაც არსებობდა.
-ჯერ კიდევ წარსულში ცხოვრობ, -თავისთვის ამოილაპარაკა იოანემ, თუმცა ნიას გასაგონად.
ის კი არ უნდოდა რომ გაეგო, რადგან იცოდა, ამას უპასუხოდ არ დატოვებდა, მაგრამ მაინც გაიგონა და მაშინვე ჩაეცინა.
-შეიძლება, მაგრამ ნუ ღელავ, შენზე შეყვარებული აღარ ვარ.
ისე მწარედ წაკბინა, მაშინვე ინანა იოანემ მისი ნათქვამი.
"ნუ ღელავ“, თითქოს ამას გაურბოდა კიდევაც. წარსული, მოგონებები, დარღვევები და ბოლოს, უდიდესი შეცდომა, რომელშიც ამჯერად წვლილი იოანეს მიუძღვოდა,ნიას კი მეტნაკლებად. მაგრამ საბოლოოდ არც იოანე იყო დამნაშავე. ბედს ვერ გაექცეოდა და უარს ვერ იტყოდა იმაზე, რისი გაკეთებაც აუცილებელი იყო.
იოანე რაღაც მსგავსს ელოდა, თუმცა მაინც დაიბნა. არ იცოდა ირონიით ეპასუხა, სარკაზმით თუ გულწრფელად. რომ დაუფიქრდა, აქ ვერც ერთს გახდებოდა. თუ იქ, ნიას გვერდზე ჯდომა სურდა, უნდა დადუმებულიყო, მაგრამ თუ დუმილს ვერ შეძლებდა, მაშინ ჯობდა დაუფიქრებლად ამდგარიყო და ნიას გასცლოდა, თორემ დღე ცუდად დასრულდებოდა. მათ შორის მიუხედავად ნეგატიური მუხტისა, ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო ერთმანეთისთვის გაეძლოთ.
ნიამ ხელები გულ-მკერდზე გადაიჯვარედინა და სკამის საზურგეს მიაწვა. იოანე კი მუხლებზე იდაყვებდაბჯენილი მის წინ გადაშლილ პატარა, თუმცა მწვანედ აბიბინებულ მინდორს მისჩერებოდა.
-ეს უნდა შეწყვიტო, - დუმილი კვლავ იოანემ დაარღვია. -თავს იტანჯავ! საკუთარი თავი არ გეცოდება?- მზრუნველი ხმით დაამატა და თბილად გახედა, მაგრამ როგორც კი ნიას ცივ გამომეტყველებას შეეჩეხა, მაშინვე შეეცვალა ხასიათი.
თუმცა, მის სახის ნაკვთებს რომ დააკვირდა,მიხვდა, გოგონა თავის ნამდვილ, ემოციურ მხარეს ხელებს ძლიერ უჭერდა და ცდილობდა ჯაყელის წინაშე თავი არ გაეფაქტა.
ნია ძლიერი იყო, მაგრამ იმდენად ძლიერიც ვერა, რომ თავი ბოლომდე გაეტანა. სხვა თუ ვერავინ, იოანე მაინც ხვდებოდა ამას. იცნობდა ნიას. მიუხედავად რამდენიმე წლიანი განშორებისა და უთანხმოებისა, გოგონა კვლავ ისეთი იყო, როგორიც დატოვა.
-მიხარია, რომ ისევ ისეთი გაუტეხელი ხარ! -კმაყოფილი ღიმილით, სიტუაციის განსამუხტად ჩაილაპარაკა იოანემ. ხელები ნიასავით გულ-მკერდზე გადაიჯვარედინა და ისეთი სახის გამომეტყველება მიიღო, თითქოს ეს სიტყვები მისი ბოლო სიტყვები ყოფილიყო და ამის მერე კრინტიც არ დასცდებოდა.
უცნაური ვინმე ნია კი არა, იოანე იყო.
ხან გაამწარებდა ამ საწყალ გოგოს, ხან კი თუნდაც ხუმრობით, მაგრამ რაც მთავარია, ხუმრობაში ჩამალული სიმართლით გააოცებდა.
აქამდე ნიას ოდნავ მაინც სიამოვნებდა იმ ადგილას ყოფნა, სადაც ახლა იყვნენ, მაგრამ ბოლოს ნათქვამმა, ცოტა არ იყოს დააბნია. არ უნდოდა იოანესთან ასე ახლოს ყოფნა. არც მისი ხუმრობების მოსმენა უნდა და არც მისი სარკასტული პასუხების. არ სძულდა, უბრალოდ წარსულს აგონებდა და თუ ხშირად მოაგონდებოდა, შესძულდებოდა კიდევაც.
ასე უეცრად, დაჰკრა ფეხი ნიამ და ისე, რომ იოანეს არც დამშვიდობებია, უკვე სამაიას ბაღიდან გასასვლელ კართან იდგა.
-ყოველთვის ასე რატომ იქცევი, -მობეზრებულმა იოანემ ამოიოხრა და შემდეგ გოგონას დაეწია, ისე, რომ გზაც კი გადაუღობა. -მე წაგიყვან, -დაამატა და დაელოდა მის პასუხს.
სანამ ნიასგან დადებით პასუხს არ გაიგებდა, მანამ არ მოშორდებოდა იმ კარს. ნია კი თანხმობაზე არასდროს წავიდოდა და ასე უსასრულოდ იდგებოდნენ.
-მანქანით ვარ, -წარბაწევით უთხრა ნიამ.
-მანქანით, რომელიც არასწორ ადგილას დგომის გამო პარკინგზე გადაიყვანეს? - დაეჭვებით, თითქოს მწუხარედ, მაგრამ გამარჯვებულის ხმით ჰკითხა იოანემ და მეტი დამაჯერებლობისთვის გოგონას გზა დაუთმო.
თვალებდაჭყეტილმა ნიამ ერთი წამით კი წამოიძახა რაღაც და შემდეგ ისე, როგორც ძლიერმა ქარმა იოანეს ჩაუქროლა და როდესაც მანქანა ვერსად იპოვა, ფეხები გაბრაზებით დააბაკუნა.
-შენ გააკეთე, ხო? -იოანეს მიუბრუნდა და საჩვენებელი თითის ქნევით მიაჩერდა.
იცოდა, რომ იოანეს ბრალი არ იყო მანქანის გაქრობა, მაგრამ ამას იოანეს წინაშე აღიარებდა?
საკუთარ თავზე ბრაზობდა. მიუხედავად იმისა, რომ კვირაში ორჯერ მაინც დადიოდა მანქანით, მაინც ავიწყდებოდა წესები, რომლებიც უნდა დაეცვა, რათა მისი მანქანა ან მართვის მოწმობა მასვე დარჩენოდა.
იოანემ მისი კითხვა აინუნშიც არ ჩააგდო და ისე თავმომწონედ ჩაუარა, თითქოს ოსკარი მოეპოვებინა და მედიდურის ნაბიჯებით სცენას ტოვებდა.
-ასე, რომ შემიძლია მე წაგიყვანო. -შესთავაზა და თან შესაძლო უარისთვის მოემზადა. ყველაფერს მოელოდა, გარდა ნიას შემდეგი პასუხისა.
-მხოლოდ იმიტომ, რომ დღეისთვის საკმაოდ დაღლილი ვარ. - უპასუხა თუ არა, მის მანქანას მიუახლოვდა და გაოგნებულ და ცოტა არ იყოს იმედგაცურელბულ იოანეს წარბები დაუქაჩა.
როგორც არ უნდა ჟღერდეს, უნდოდა გოგონას უარი ეთქვა, თვითონ კი ეწვალებინა და ბოლოს, დიდი ძალისხმევის შემდეგ გამარჯვებულის სახით საჭეს მისჯდომოდა.
ახლა კი, მიუხედავად თანხმობისა, თავს დამარცხებულად თვლიდა და რადგანაც სხვა გზა არ იყო, გამოფხიზლდა, საჭეს მიუჯდა და ადგილიდან მოწყდა.
სახლში მისვლის შემდეგ რა მოხდებოდა? დაემშვიდობებოდა, მაგრამ მცირეხნიანი ყოყმანის შემდეგ სახლში შეიპატიჟებდა თუ მადლობის გარეშე კარს მიიხურავდა და ასე დასრულდებოდა მათი დღეც.
პირველი ყველა ვარიანტში გამოირიცხა და მეორეც. ნია ისეთი უტაქტოც არ იყო, რომ ხმის ამოუღებლად მიეგდო იოანე.
სახლის კარს რომ მიუახლოვდნენ, კარი მაშინვე გაიღო და სახლიდან ერეკლე გამოვიდა. ისე, თითქოს ჩასაფრებულიყო და ელოდა ნია როდის მივიდოდა.
-მადლობა, რომ მომიყვანე, - მადლიერებით აღსავსე მზერა მიაპყრო. დიდი ხნით ვერ უყურა. მზერა აარიდა და გადასვლა დააპირა, მაგრამ იოანემ ხელი მაჯაზე მოჰკიდა და გააჩერა.
-არ გთხოვ რომ მაპატიო. ამის ღირსი არ ვარ, მაგრამ... უბრალოდ, ეცადე, რომ აწმყოში იცხოვრო. - უთხრა თუ არა, ხელი მაშინვე შეუშვა და პირდაპირ გაიხედა.
ახლა ნია უყურებდა იოანეს, იოანე კი აღარ.
ნიამ ვერაფერი თქვა. ვერც ერეკლე შეამჩნია, რომელიც კედელს მიჰყრდნობოდა და მათ აკვირდებოდა. ბავშვობის დროინდელ მეგობართან კი უნდოდა მისვლა, მაგრამ როდესაც ეს ორი ერთად შეამჩნია, ნაბიჯსაც აღარ დგამდა. იდგა და უყურებდა. იოანემ უკანა ხედვის სარკიდან ერეკლე შეაჩნია და მეგობარს მისალმების ნიშნად თავი დაუკრა, მაგრამ ისე რომ ნიას ვერაფერი შეემჩნია. ბოლოს კი ყველაფერი მარტივად დასრულდა; ნია ხმის ამოუღებლად გადავიდა მანქანიდან და როდესაც ერეკლე შეამჩნია, ერთი ღრმად კი ამოიოხრა, შემდეგ კი უკანმოუხედავად შევიდა სახლში.
ვერც ერთი ვერ დაგვპირდებოდა, რომ ხვალინდელი დღე ისეთივე მშვიდი და ამავდროულად სუსხიანი იქნებოდა, როგორიც დღეს იყო. ვერც იმას, რომ ერთმანეთის დანახვისას ღიმილით მიესალმებოდნენ და მით უმეტეს ვერც იმას, რომ მათი ყოველი დიალოგი ასე მშვიდობიანად ჩაივლიდა.



№1  offline წევრი toroo

მომწონხარ, საინტერესო ტიპაჟი ჩანხარ რაც ისტორიაზეც აისახება

 


№2  offline წევრი ჰუნი

toroo
მომწონხარ, საინტერესო ტიპაჟი ჩანხარ რაც ისტორიაზეც აისახება

როგორ მიხარია, არც კი იცი ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent