ძალადობა
გაზაფხულის ერთი ლამაზი დილა გათენდა, დედაქალაქი მწვანედ იყო შეღებილი, ყველაფერი ხარობდა და მზის იმედიანი სხივები ადამიანების ორგანიზმში მშვიდად აფათურებდა ხელებს, თითქოს ეფერებოდა და ეჩურჩულებოდა იმის თაობაზე, რომ დრო იყო სახლიდან გამოსულიყვნენ და შეეგრძნოთ ის სურნელი, რომელიც ჰაერში ტრიალებდა-სურნელი თავისუფლების. 24 აპრილი იყო, დილის ცხრა საათზე ერთ-ერთ სამშობიაროში პატარა ანგელოზი დაიბადა, მთელი ღამე ტანჯვის შემდეგ თვალცრემლიანმა დედამ გულზე მიიკრა ახალშობილი და აღსრულდა ბედნიერი წამი, მთელი ცხრა თვე მომლოდინე მშობელი ამაყად უყურებდა მოცუცქნულ და გაწითლებულ არსებას, მის სისხლსა და ხორცს და მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა, ყველაფრისგან დაეცვა და ყოველთვის გვერდში ყოლოდა ის, ვის თვალებშიც უკვე სიყვარული და სიწმინდე იკითხებოდა. -სალომეს დაგარქმევ ჩემო კნოპკა-თვალცრემლიანმა ჩაიდუდღუნა და თავი უკან გადააგდო, რადგან მის ორგანიზმს უკვე მეტი აღარ შეეძლო, დაღლილობამ თავისი გააკეთა და მშვიდად მიეძინა. მანანა 17 წლის იყო, როცა გათხოვდა მისი ტრადიციული ოჯახი მოტაცებულ და უკან დაბრუნებულ გოგოს სახლში აღარ შემოუშვებდა, ამიტომ ბედსშეგუებული ისეთ ქმართან დარჩა, რომელიც ერთი გრამითაც არ უყვარდა, 2 წელი იტანდა ყველანაირ დამცირებას, მუცელი სამჯერ მოეშალა, რადგან დედამთილი აიძულებდა მძიმე ტოქსიკოზის დროსაც ემუშავა ვირივით, სამსახურიდან დაბრუნებული ქმარი ათასნაირ შეურაწხყოფას აყენებდა დაღლილ და განადგურებულ ცოლს, ღალატობდა ყველასთან ვინც კი გადაეყრებოდა, რადგან ოჯახის საქმეში ჩაძირული მეუღლე აღარ მოსწონდა და როგორც ქალს ვერ აღიქვამდა, აგინებდა და უყვიროდა, ეუბნებოდა ყველანაირ საშინელ სიტყვას, რაც კი პირზე მოადგებოდა, რადგან საკუთარი საცოდავი ცხოვრება რაიმეთი დაეკომპენსირებინა. აი მანანამ კი საერთოდ არ იცოდა, შეიძლებოდა თუ არა სხვანაირად ცხოვრება, მუდამ მორჩილი იყო და წასასვლელი არსად ჰქონდა, იტანდა ყველაფერს და ყველას. ისინი არ ჩხუბობდნენ, რადგან მხოლოდ რევაზი უყვიროდა ცოლს და აქა-იქ თუ გამოერეოდა დედამისის მწარე წაკბენები -მადლობა თქვი ოჯახში, რომ შემოგიშვი შე უნიჭო-ცხვირაბზუებული წამოჯდებოდა ხოლმე ქალბატონი დიანა სავარძელზე და ზემოდან უყურებდა ორსულ ქალს, რომელიც მთელი ძალით ხეხავდა იატაკს. არაფერზე რეაქცია აღარ ჰქონდა, ცრემლებიც დაუშრა, გრძნობებს და ემოციებს ვერ გამოხატავდა, მხოლოდ „დიახ“ იცოდა. მაშინ ღრიალებდა ბოლო ხმაზე და განწირული, როცა პალატაში შემობიჯებული ექიმის მწუხარე თვალებს გადააწყდებოდა, თქმაც აღარ იყო საჭირო, უკვე იცოდა რომ არსება, რომელიც მის მუცელში ეგულებოდა აღარ იყო და მისი იმედის უკანასკნელი ბუშტიც იფუშებოდა. 3-ჯერ განიცადა ეს დარტყმა და სამივეჯერ გმირულად შეხვდა, ცხოვრებას აგრძელებდა როგორც რობოტი. ეგონა, რომ სიცოცხლე მხოლოდ ტანჯვა იყო და ის ამის ღირსი იყო, რადგან მის ნაჭუჭში ცხოვრობდა, არ იცოდა სამყარო მის გარეთაც თუ არსებობდა. ერთ დღეს კი, როცა რევაზი სახლში მთვრალი დაბრუნდა და ყველაფერს მიედ-მოედო, მანანა მაშინვე მივარდა, რომ ნასვამი კაცი საძინებლამდე როგორმე გაეყვანა, სუსტ და უღონო ქალს რაც კი რამ ძალა ჰქონდა მოიკრიფა და მხარზე დაიყრდნო მძიმე მამაკაცი. მისმა დაუძლურებულმა სხეულმა და სიფრთხილემ, რათა დედამთილი არ გაეღვიძებინა მხოლოდ ერთი შედეგი გამოიღო, ზუსტად 3 წუთში რევაზი და მანანა ხალიჩაზე მძიმედ დაეცნენ და ქალმა მხოლოდ მძლავრი მუშტი იგრძნო ყბაში, შემდეგ კი ჟანგის გემო პირში და მიხვდა მისი ტუჩებიდან, როგორ მოთქრიალებდა ბლანტი და წითელი სითხე. ყველანაირად დამცირებულს ერთადერთი ეს არ ჰქონდა ნაგემი და აი ისიც იგრძნო, მთელს სხეულში წამოახურა და საძაგელმა იმპულსებმა მოსდო მთელ მის არსებას ეს დამცირება. -სულელო, ქათამო და უწიგნურო, არაფერში არ ვარგიხარ-ძალიან დიდი ზიზღი იგრძნობოდა გამძვინვარებულ მამაკაცში. ღრიალებდა და გრგვინავდა, კიდევ ერთი მუშტი მოუქნია და ამჯერად მუცელში ჩაარტყა ქალს, მანანას სახე მოეჭმუხნა და ტკივილისგან დაიკლაკნა, უკანასკნელმა დარტყმამ ბოლო მოუღო და უსულოდ დაეცა იატაკზე. -საოცარია, მაგრამ ნაყოფი შენარჩუნდა-ხავერდოვანი ხმა მისწვდა მის ყურთასმენას და ნელ-ნელა წამოიწია საწოლიდან, ასე ეგონა თითქოს თავში უროს ურახუნებდნენ, მოწოლილ გულის რევის შეგრძნებას აიგნორებდა და ცდილობდა თვალები ფართოდ გაეხილა. პალატაში გამეფებული თეთრი ფერი სამოთხის ილუზიას ჰქმნიდა და მანანამაც დაიჯერა, რომ დადგა ის ნანატრი პერიოდი, როდესაც მისი ოცნება ასრულდა და ზეცაში მიიღეს. გონებადაბინდულმა თითქოს კადრები უკან გადაახვია და ახლა გაიაზრა ექიმის სიტყვები, რომელიც სიფრიფანა ექთანთან ერთად თავზე წამოსდგომოდა იმედიანი და ამავე დროს აღშფოთებული თვალებით. გაიაზრა და გულმა რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა, ჯერ იმას ვერ იჯერებდა, რომ ვერ მიხვდა ორსულობის ამბავს, როგორ ვერ შეამჩნია მასში არსებული პატარა და ცოცხალი არსება რომელიც იზრდებოდა, როგორ იყო ასეთი უყურადღებო? ნუთუ სულ დააჩლუნგა იმ ოჯახში ყოიფნამ? ოჰ როგორ ეზიზღებოდა საკუთარი თავი იმის გამო, რომ ზემოთხსენებულ ორ სატანას ითმენდა, ზიზღს გვრიდა მისი სისუსტე და უნებისყოფობა, გული ერეოდა მის უუნარობაზე. არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ასეთ საწყლად აქცია ცხოვრებამ, მუდამ სხვის მონობაში ყოფნა ხვდა წილად. -ექიმო მე რა ორსულად ვარ?-ცრემლიანი თვალები მიაპყრო კაცს, რომელსაც გაოცებისგან გუგები გაუფართოვდა და გაოგნებულმა გაუღიმა. -დიახ ხუთი კვირის ორსული ხართ, ნაყოფი ჯანმრთელადაა, მაგრამ ახლა წოლითი რეჟიმი და კონტროლი გჭირდებათ, აი ის კი რაც მოხდა -ვიცი, აღარ განმეორდება-არ დაასრულებინა ექიმს და მტკიცედ ჩაილაპარაკა, მეოთხედ მის შვილს საფრთხეს ვეღარ შეუქმნის, არავის მისცემს იმის უფლებას, რომ რამე დაუშავოს პატარას, მისი არსებობა რაღაცას უნდა წარმოადგენდეს ამ ქვეყანაზე, არ არის სულელი, ის უბრალოდ გარემოებების მსხვერპლია, მაგრამ მორჩა დღეიდან არავის აღარ მოუსმენს, უკანასკნელ სისხლის წვეთს გაიღებს და მის პატარას ყველაფერს მისცემს, დღეიდან მშვიდი ანგელოზი, გადაიქცევა მძვინვარე ქალად, რომელიც მის შვილს თუ საჭირო გახდა კბილეთაც დაიცავს. ვაი, რომ ბედისწერა არც ისეთი დანმდობი და ლოიალურია, როგორიც ფერად ზღაპრებშია და მანანას ეს ფსევდო-გმირობა, რთული შესასრულებელი იქნება, ახალგაზრდა ქალი მალევე მოიცვა ფიქრებმა, ათასი უპასუხო კითხვა ამოუტივტივდა თავში. -სად უნდა წავიდე ? სად ვიცხოვრო ? ბავშვი მარტომ როგორ გავზარდო ?- ლოგიკურიც იყო ეს კითხვები რადგან, მანანას არანაირი განათლება არ ჰქონდა გარდა საშუალოსა, მხოლოდ 11 კლასი დაამთავრა და სიფრიფანა ატესტატი მიაჩეჩეს, ამის შემდეგ კი დაიწყო ის მონური ყოფა, რასაც უსიტყვოდ იტანდა. ქალბატონი დიანა და მისი ეგზომ პატივცემული ვაჟი ვერ აიტანდნენ იმას, რომ გოგონას სადმე ესწავლა და ყოველდღიურად ევლო, ამასთანავე ძვირი შესანახი გაუხდებოდათ მანანა. სკოლაში კარგად სწავლობდა, ჩუმი და დინჯი იყო, ამასთან ერთად მორიდებული და სიტყვაძუნწიც, დავალება მუდამ მოჰქონდა, ყველაფერი მოწესრიგებული ჰქონდა, მაგრამ არის რომ 17 წლის გოგოს ტვინი, თუნდაც ჭკვიანის, იმისთვის მომართული რომ ამხელა სტერეოტიპებს გადაახტეს ოჯახის დახმარების გარეშე ? თითქოს მუდამ რაღაცას ელოდა მანანა, ხელჩასაჭიდს ან გასაქცევს? პირველ წელს უფრო ცოცხალი იყო, ქმრის სიუხეშეს ემოციურად უდგებოდა და არც დედამთილის კაპრიზებს ასრულებდა, მაგრამ დროის სვლის შემდეგ დაჩაჩანაკდა, პირველი ბავშვის დაკარგვა მისთვის იმაზე ძლიერი დარტყმა იყო ვიდრე წარმოედგინა, აღარაფერი აინტერესებდა, თავი უსარგებლო და უნაყოფო ქალი ეგონა, ყველაფერში თავის თავს ადანაშაულებდა, ქმრის ცივ და გამყინავ მზერას იტანდა, რადგან მისი შვილი ვერ შეინარჩუნა. მუდამ თვითგვემაში იყო, რამდენჯერ დამჯდარა ჩაის დასალევად სამზარეულოს პატარა მაგიდასთან და დიდ ჭიქაზე ხელებშემოჭდობილს ობლად წამოსვლია პატარა ცრემლის ნამცეცი, ეს უკანასკნელი მისი იმედი იყო, იმედი იმისა რომ ადამიანური გრძნობები და ემოციები ჯერ კიდევ ცოცხლობდნენ მასში და შეეძლო პასუხი გაეცა იმ ტკივილისთვის ძირფესვიანად, რომ უპირებდა ამოგლეჯას მის ადამიანობას. არც მის ოჯახში გადაუხდიათ მანანასთვის დაბადების დღე, მაგრამ დედა მაინც ულოცავდა ერთადერთ ქალიშვილს პატარა ტორტით ხელში, ტორტი მუდამ ხილის იყო და შუაში ნათლობის სანთელგარჭობილი, ღამის 12 საათზე შეაღებდა ოთახის კარებს, მძინარე გოგონას უტოვებდა ტორტს და გადიოდა, სიტყვები არც იყო საჭირო, მანანასაც ვითომ ეძინა და როგორც კი გასულ დედას დაიგულებდა იმ წამსვე ერთადერთ სურვილს იფიქრებდა -ღმერთო ყველანი ჯანმრთელად მიმყოფე. სხვას არაფერს გთხოვ- და მთელი ძალით უბერავდა სანთელს, ამით ამტკიცებდა თავისი ნატვრის სიძლიერეს. ბავშვობის ეს ტკბილი მოგონება ახსენდებოდა პალატაში მწოლიარე თვალებგაშტერებულ მანანას და ერთადერთზე ფიქრობდა, როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება ამ დღის შემდეგ. ტვინს უღრღნიდა იმაზე ფიქრი, რომ ცხოვრებაში პირველად მარტო უნდა დასდგომოდა ყველაფერს, ძლიერი უნდა ყოფილიყო, ახლა მხოლოდ თვითონ არ იყო, ახლა უკვე ორნი იყვნენ, ცუდი ფიქრები მაშინვე შეცვალა თბილმა და კარგმა, მუცელზე ხელი ნაზად დაისვა და მთელს ორგანიზმში სასიამოვნო იმპულსებმა დაუარეს, პირველად იგრძნო თავი ასე ბედნიერად. -დედი, ჩემო პატარა ერთი განსაცდელი უკვე გადავიტანეთ, მე და შენ ძლიერი გოგოები ვართ ყველაფერს გავუძლებთ-თვითონაც არ იყო ამ სიტყვებში დარწმუნებული, მაგრამ სიმამაცის პატარა ნაპერწკალი მასში გაღვივებას იწყებდა, რატომღაც დარწმუნებული იყო რომ გოგო ეყოლებოდა, მთელი ცხოვრება ოცნებობდა, რომ პატარა პრინცესას გააჩენდა, რომელსაც ყველაფერს მისცემდა რაც თვითონ აკლდა, მთელს მის არსებას მასში ჩააქსოვდა და გამოძერწავდა მისგან ნამდვილ და თავისუფალ ქალს, ისეთს როგორიც თვითონ ყოველთვის უნდოდა, რომ ყოფილიყო. არავინ არ მოსულა მოსანახულებლად, დარწმუნებული იყო ყველამ იცოდა მისი ამბავი, არც მშობლებს მოუნახულებიათ ქალი და არც ქმარს, არავის არ ახსოვდა და აინტერესებდა ნახევრადმკვდარი მანანა, სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა განადგურებულიყო, მაგრამ ახლა არაფერი აინტერესებდა, ახლა უკვე აღარ იყო მარტო, ახლა ის დედა გახდა, იმედი მიეცა მის ყოფას, პირველად იგრძნო, ოდნავი თავისუფლება და ამოისუნთქა ღრმად-ამ ამოსუნთქვას ამოაყოლა მთელი ამ დროის განმავლობაში დაგროვებული ტანჯვა, ყველაფერი ცუდი რაც კი გადახდენია. ცხოვრების ახალი ფურცელი გადაშალა ექიმებმა შეატყობინეს, რომ აქ სასწრაფომ მოიყვანა, მეზობელს გამოუძახებია ხმაურზე და შეშფოთებულმა დიანამ ალბათ ვეღარ დამალა ამდენი სიმართლე, გონწასული მანანა თურმე არაფერზე არ რეაგირებდა, პოლიცია სასწრაფოს მოყვა და ვერც დედამისის ტყუილებმა უშველა რევაზს და ვერც მისმა უმანკო სიფათმა, განყოფილებაში გააქანეს და დროებითი დაკავების იზოლატორში ჩასვეს იქამდე სანამ, მანანა გონზე მოვიდოდა და ჩვენებას მისცემდა მის წინააღმდეგ. მალე გამოჩნდა ქალბატონი დიანა მანანასთან, ათასნაირი მუქარით ეცადა რძლის დაყოლიებას, რომ ჩვენება არ მიეცა. -იცოდე ინანებ, ქუჩაში დარჩები, საქმეს ისე გაგიხდი, რომ იშიმშილებ და კიდევ მოგეშლება ეგ მუცელი-ზიზღით სცრიდა კბილებიდან ამ სიტყვებს, თან უემოციო ქალს ზემოდან დაჰყურებდა და თვალებს უბრიალებდა. -რაც გინდათ ის ქენით, მე უკვე ვიცი რასაც ვიზამ-დაღლილმა ამოილუღლუღა მანანამ და აგრძნობინა დედამთილს, რომ უკვე მისი წასვლის დრო იყო. -ნახავ რაც მოგივა შე გონებადაქვეითებულო ქათამო, ლუკმა-პური სამათხოვრო, რომ გაგიხდება და გარეთ მოგიწევს დაძინება მერე ჩემთან მოსული არ დაგინახო, იცოდე კარებს არ გაგიღებ-დაიღრიალა და შემოსულ ექიმს კინაღამ მხარი გააცალა ისე გავარდა პალატიდან. მანანა, როგორც კი გამოწერეს მაშინვე პოლიციაში მივიდა და ქმრის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, ბოროტი არ იყო, მაგრამ სიამოვნებისგან გააჟრჟოლა, როცა ქმრის შეშინებული თვალები დაინახა, უემოციოდ უყურებდა თითქმის ტირილამდე მისულ მამაკაცს და გულში ზეიმობდა. ვერ ხვდებოდა ასეთად როდის იქცა, ის ხომ კეთილი და კარგი გოგონა იყო, ვერ წარმოედგინა თუ ოდესმე ადამიანის ცუდი გაუხარდებოდა, მაგრამ ესეც ამ დამპალი კაცის ბრალი იყო მინის იქეთ საწყლად, რომ აფახულებდა თვალებს, მან აქცია ასეთად და როგორც თქმულა კაცთა მიერ“რასაც დასთეს იმას მოიმკი“. სოციოალურმა სამსახურმა დიდი როლი ითამაშა დასუსტებული და დაბეჩავებული მანანას ცხოვრებაში, ასწავლა რომ თუ მოინდომებდა და თავს ყოველ დღე გაუმეორებდა იმას, რომ ძლიერი და ნებისყოფიანი ქალი იყო, ყველაფრის ძალა მიეცემოდა და მიზენებს აუცილებლად მიაღწევდა. ყოველდღიუმა სეანსებმა, საცხოვრებელმა და მისნაირების გვერდში დგომამ, ექიმის სიტყვებმა რომ „ნაყოფი ჯანმრთელი იყო და ორსულობა სტაბილურად მიმდინარეობდა“ ქალს ფრთები შეასხა, ახლაღა შეიგრძნო რა იყო ნამდვილი ცხოვრება, თითოეული წამი უხაროდა. თვეები ერთმანეთს მისდევდა, მუცელი იბერებოდა და ასევე იბერებოდა ბედნიერებისგან მანანაც, მისთვის ნათელი პერიოდი დადგა, ყოველ დილით მზეს ასწრებდა ამოსვლას და გარშემო ღიმილს აფრქვევდა, ორსულობა ძალიან მოუხდა იმდენად ლამაზი გახდა შინაგანადაც და გარეგნულადაც, რომ ქუჩაში თვალს ვერავინ აშორებდა. ბედნიერებას აბრწყინებდა და იმედიანი თვალებით უყურებდა ყოველივეს, მის ცხოვრებაში ის ხანა დადგა, როდესაც ყველა გადატანილი უბედურება დაავიწყდა, ახსოვდა მხოლოდ თავისი პატარა, რომელიც ძალას აძლევდა. ჩავარდნილი ლოყები ამოევსო, კომპლიმენტის მიღების შემდეგ კი საყვარლად ეფაკლებოდა ხოლმე, თაყვანისმცემელიც გაიჩინა ბუფეტში მომუშავე მზარეულისა და მისი ექიმის სახით, მაგრამ ძველი ურთიერთობისგან დაშინებული მუდამ გაურბოდა იმ თბილ გრძნობას მოსიყვარულე თვალებით მომზირალე მამაკაცის დანახვის შემდეგ, რომ უღიტინებდა მუცელში. ყველაფერი მოხდებოდა, ჯერ საჭირო იყო თვითონ გაეგო რა უნდოდა ცხოვრებისგან და რა მოელოდა მომავალში. გამოიდარა, როგორც ბუნებაში ასევე მანანას ცხოვრებაშიც, მის არსებაშიც შემოიჭრა ბედნიერი გაზაფხულის სხივი, აენთო ქალის სხეულში და ხელი დარია გარშემო მიმოსაფანტად. გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს კი ხმამაღალი კივილით, აუტანელი ტკივილითა და ბედნიერების ცრემლებით გაჟღინთული ქალი წაიყვანეს საავადმყოფოში. დაიბადა პატარა ანგელოზი, ღმერთის ის სასწაული ქმნილება, რომელმაც ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში შეძლო, რომ ყველაფერი შეეცვალა. მისი დამსახურება იყო მანანას ტრანსფორმაცია და ის, რომ ქალი მზად იყო ყველანაირი განსაცდელის გადასატანად იმ წამს, როცა ორმა ერთმანეთისთვის ყველაზე ახლობელმა ადამიანმა თვალები გაუსწორეს ჯერ ერთმანეთს შემდეგ კი ცხოვრებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.