ყველაფერს ვიხსენებ 3
ლაშას დილით საწოლში მარტოს გაეღვიძა. როგორც ჩანს დედა უკვე ადგა და საუზმეს ამზადებს. თვალების ფშვნეტით წამოდგა , დერეფანში გასულს მაშინვე შემოესმა ნაცნობი ღიღინი და კიდევ ცოტა ხნით გადადო გონებამ სახლის წართმეული ნახევრის შესახებ რამის თქმა. თუმცა ცდას და გადადებას რა აზრი ჰქონდა. ადრე თუ გვიან ბანკის წარმომადგენელი მოვიდოდა ქონების აღსაწერად და მაინც გაიგებდა. ამოჩაჩული მაისური გაისწორა, სვიტერი ჩამოიწია და სამზარეულოში თმააჩეჩილი შევიდა. უყურებდა მოფუსფუსე ქალს და უკვე წარმოიდგინა ცრემლებით სავსე თვალები. ლაშასგან განსხვავებით, ევას მთელი ღამე ეღვიძა, თვალი ვერ მოხუჭა. უკვე გადაწყვიტა იქ ხელს არაფერს ახლებდა . ეს ბანკის თანამშრომლები და იურისტებიც ყელში ამოუვიდა. ყოველ წუთას ურეკავენ უნდა მივიდეთ აღვწეროთ ქონება და საკუთრებაში გადმოფორმების საბუთები მოვაწესრიგოთო. მაინც მოუწევს წასვლა და ჯობია მალე მოილიოს. ლევანის ზარებს არ უპასუხა, ოთახში შემოჭყეტილ დედასაც თავი მძინარედ მოაჩვენა. უცნაურად დათრგუნა ამ ამბავმა, თან ფიქრებმა სულ აურია თავ-გზა. ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებდა უკვე. შუადღით ტელეფონმა ზუზუნი რომ არ შეწყვიტა ძლივს აზიდა ტანი. სწრაფად გადაიცვა რაც ხელში მოჰყვა და მისაღებში გავიდა. -ოჰ, მოფრთხიალდა მამას მერცხალი,- გაღიმებულმა ახედა მალხაზმა თვალსა და ხელს შუა წამოზრდილ გოგონას. მაინც სხვანაირად მოქმედებდა გოგონაზე მამის სიტყვები. გიჟდებოდა ისე უყვარდა. რაც არ უნდა მოწყენილი ყოფილიყო ყოველთვის ახერხებდა მალხაზი ევას გაღიმებას. სევდა და სიხარული ერთიანად შემოაწვა მისი გახარებული სახის დანახვისას. -როგორ მომენატრა თქვენთან ერთად დილის გატარება ნეტა იცოდეთ,-უცებ მოუარა დივანს და მამას გვერდით მიუჯდა,- ხომ ყველაფერი მქონდა გერმანიაში, ჩიტის რძე არ აკლდაო რომ იტყვიან ისეთ ადგილას ვყავდი რეზოს გაგზავნილი, მაგრამ აი დედა რომ ქადებს აცხობს. მმმ , ეგეთი გემრიელი იქაც კი არაფერი გამისინჯავს. -წარბები მაღლა აწია და აკისკისდა. -აი, თინა გესმის ცოლო ? -სიცილით გასძახა მალხაზმა სამზარეულოში მოფუსფუსე ცოლს. -რაო, რა მინდაო? -რაო და . დედა აცხობს მსოფლიოში საუკეთესო ქადებსო. ეგეთი გემრიელი იქაც არაფერი გამისინჯავსო.-ისე ცდილობდა ყველაფერი გარკვევით გამოეთქვა, ლამის დაუმარცვლა მალხაზმა ცოლს ქალიშვილის ნათქვამი. -ოი, ოი შე ჭინკა. -თინასაც გაეცინა და ტაფის ქვეშ გაზს დაუწია. -არა დე, მართლა გეუბნები. -უცებ დასერიოზულდა ევა და ფეხზე წამოდგა. -დღეს ქადები არ გვაქვს , მაგრამ სამაგიეროდ ბლინები გამომივიდა ძალიან გემრიელი და იმას მოგართმევთ საუზმედ. -შენი გაკეთებული ყველაფერი გემრიელია დე, -ისევ არ ჩერდებოდა ევა.. თინასაც უხაროდა პატარა ბავშვივით და უფრო მეტი მონდომებით აკვირდებოდა როდის შეოქროსფრდებოდა ტაფაზე დაწყობილი ბლინები . -წადი, წადი შენ ხელები დაიბანე, მოწესრიგდი. მერე ერეკლეს მიუკაკუნე ერთი რას აკეთებს ამდენ ხანს .სკოლაშია წასასვლელი და დააგვიანდება ასე თუ იზოზინა. -ხო მიდი მამიკო და მივუსხდეთ სუფრას ძველებურად.. ოჯახი მთელი შემადგენლობით.-ომახიანად წარმოსთქვა ოჯახის უფროსმა და მხრებში გაიშალა. -ეგ თქვენც გეხებათ ბატონო მალხაზ, ხელ-პირი დაიბანეთ.-სიცილით მიუბრუნდა ქმარს თინა და თავისუფალი ხელით აბაზანისკენ მიუთითა. -მე უკვე მოვწესრიგდი და ერთი სული მაქვს ჩემი მეუღლის მომზადებული საუზმე დავაგემოვნო, -ფართედ გაუღიმა და მის წინ დადგა. -ოხ, მალხაზ, მალხაზ, რა გეშველება შენ . შენი გამოსწორება არ იქნება,-გულწრფელად გაეცინა თინას. -მიყვარხარ და რა გავაკეთო?-მხრები აიჩეჩა და იქვე სახილეზე დადებულ ვაშლს წაავლო ხელი. -არც არაფერი ჩემო მეუღლევ. ძალიანაც კარგი თუ გიყვარვარ. ასეც უნდა იყოს,-მაცდურად ამოხედა ქალმა. -თუო ? რას ქვია ქალბატონო თუო.-უცებ შეკრა წარბები ხუმრობით. ვითომ ძალიან გაუბრაზდა. -ხო კარგი, კარგი. ვიცი რომ გიყვარვარ. მიდი ახლა დაჯექი .-უკვე გულიანად კისკისებდა მეუღლის სახის შემხედვარე. ბავშვებს კიდევ ერთხელ გასძახა და მაგიდა შეავსო. ბედნიერი იყო ისევ ოთხისათვის რომ აწყობდა საუზმეს. ისევ გვერდით რომ ყავდა მთელი ოჯახი. რა დიდი ხნით კი იყო ევა წასული, მაგრამ მაინც თურმე აკლდა აქაურობას. ბუზღუნით შემოვიდა ერეკლე სამზარეულოში, ზურგზე ევა აწვებოდა და ნაბიჯების გადადგმას აიძულებდა. -დამთავრდა ჩემი მშვიდი და წყნარი ცხოვრება, -ბურტყუნებდა თავისთვის და თვალებს იფშვნეტდა. -ჰაჰ, მიდი ვაჟბატონო.. მომინდომა მშვიდი და უდარდელი ცხოვრება . შენ ევას ძმა ხარ .. დაგავიწყდა? - სიცილი მოაყოლა სერიოზულ ტონს და მხოლოდ მაშინ მოაშორა ძმის ზურგს ხელები, ერეკლესთვის განკუთვნილ სკამს რომ გაუსწორდა. -რა უნდოდა იმ ბიზნესმენს, ეცდია ბოლომდე, დროის გასვლამდე. დაეთვალიერებინა შენთვის გერმანიის მშვენებები, თუ საქმე აღარ გქონდათ, ვახ. -ამას უყურე რა, რომ ჩამოვედი კარგად გაგიხარდა.-ნიშნის მოგებით უპასუხა ძმას და მის მოპირდაპირე სკამზე მოთავსდა. -გოგო, რა იცი ? მაშინ დავიწყებული მქონდა რა გიჟი იყავი და უცებ გამიხარდა , თორე ისე კი არა . - უცოდველი სახე მიიღო ერეკლემ და დალექილი შაქრის გასახსნელად კოვზით ჩაის რამდენჯერმე მოურია . -აჰამ , გასაგებია ბატონო ერეკლე.. ვიღაცას ძალიან უნდოდა როგორც მახსოვს რაღაც , მაგრამ ახლა დის ჩამოსვლა თუ არ უხარია, მისი საჩუქრები საერთოდ რაში სჭირდება, არა?- ბოლო სიტყვები შენელებით თქვა , თან ძმას გახედა, რეაქცია აინტერესებდა. - ნუ ახლა , თუ მასეა საქმე , მიხარია კი არა სიხარულით ვხტი უკვე .- უცებ შეცვალა პოზიცია ხუჭუჭამ . -აი დედა, ხედავ? როგორ უნდა დიპლომატიურად საქმის მოგვარება , -აკისკისდა ევა და ჩანგლით ბლინი გადმოაცოცა თეფშზე. სამსახურში, როგორც ყოველთვის , მამამ მიიყვანა . ხალისიანად გადმოვიდა მანქანიდან, კარი მსუბუქად დახურა და კუნტრუშით აიარა კიბეები. იქვე მყოფ თანამშრომლებს გულწრფელი ღიმილით მიესალმა. სხვა საფიქარლიც ბევრი ჰქონდა, მაგრამ ამჯერად თავს აიძულა გერმანულ ტენდერში გამარჯვებულის ტიტული ღირსეულად მოერგო და დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა. მდივანს სთხოვა ყველა საჭირო საბუთი მოეგროვებინა და მისთვის რაც შეიძლება სწრაფად მიეწოდებინა. კაბინეტის კარი ფართედ შეაღო და თვალი მოავლო მონატრებულ კედლებს . ჩაგუბებულიყო ჰარი ნაცნობ ოთახში, დამძიმებული. მაშინვე გადასწია ფარდები და ფანჯრები ფართედ გამოაღო. ყურადღება არ მიუქცევია გარედან შემოსული ცივი ქარისთვის. პირიქით, მგონი სიამოვნებდა კიდეც, როცა შუბლს გამყინავი ნაკადი აქტიურად აწყდებოდა. თვალდახუჭულს ერთიანად გაეწმინდა გონება დამთრგუნველი ფიქრებისგან და თითქოს გრილ, ზამთრის სისუფთავეში გასცურა. ახლა იგრძნო როგორ დაღლილა. რა დიდი სიამოვნებით წავიდოდა ოჯახთან ერთად სადმე შორს დასასვენებლად. არ აქვს მნიშვნელობა სად, უბრალოდ მიხვდა, როგორ სჭიდებოდა ცოტა ხნით პრობლემებისგან მოწყვეტა. -ქალბატონო ევა, ყველაფერი მოვაგროვე,- თანამშრომლის ხმამ გამოაფხიზლა და ფანჯარას ზურგი აქცია. -მადლობა მარიამ , მაგიდაზე დააწყვე, ჩემო კარგო,-თბილად გაუღიმა დაბნეულ, გამოუცდელ ახალგაზრდას. -დიახ ქალბატონო, ყავას ან ჩაის ხომ არ მიირთმევთ ? - ერთი ჩაი თუ შეიძლება . -კარგით, ახლავე მოგართმევთ. - სხარტად უპასუხა და მაშინვე გავიდა ოთახიდან. ღმერთო , ნეტავ მართლა იმალება სისხლიანი საქმეები რეზოს ერთი შეხედვით სუფთა ბიზნესის მიღმა? - გულს უჭამდა ევას უკვე ამაზე ფიქრი. აქამდე ეჭვიც არ გასჩენია ,მაგრამ ახლა რაღაც-რაღაცეებს რომ უკვირდება თითქოს... არა, იქნებ ყველაფერი ტყუილია. სანამ ბოლომდე არ გაიგებს ვერავის დაადანაშაულებს . ჰოდა ჩუმად შეამოწმებს საბუთებს, ეტაპობრივად. თავისთვის გონებაში აწყობდა გეგმებს . ნელა მიუახლოვდა მაგიდას და სკამი ახლოს მიაგორა. -დავიწყოთ ევა, შევუდგეთ მუშაობას,-თავი გაიმხნევა და თითები მოხერხებულად მოავლო კალამს. * * * - უკვე მოხვედი ლაშა?- მაშინვე იკითხა როცა კაბინეტის კარი შეაღო და მაგიდასთან ნაცნობ სილუეტს მოჰკრა თვალი. -კი ირაკლი აქ ვარ , მაგრამ რა ? რამდენიმე თვე და შეიძლება აქაც რეზო დაჯდეს საბატონოდ. -კარგი რა, რა ყურები ჩამოჰყარე. შენს გვერდით ვარ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, -რიხიანი ხმით თქვა ირაკლიმ და ლაშას წინ დაუჯდა. -აჰა, იბრძოლე და იყავი რამდენიც გინდაო.- კალამი მაგიდაზე დააგდო, ხელები ფართოდ გაშალა, სკამის საზურგეს მიაწვა და ამოსუნთქვას ირონიული ღიმილი მიაყოლა. -ეგ ვინ გითხრა? -ფაქტებმა ირაკლი, ფაქტებმა. -რა მოხდა კი მაგრამ ? -აღარ ვიცი რა გავაკეთო რა. ყველაფერი უკუღმა მიდის,-ერთი ამოიხვნეშა და შუბლი მაგიდას დაადო. -როგორ ფიქრობ ვინმე ჰყავს აქ?- დაბალ ხმაზე იკითხა ირაკლიმ და სკამის საზურგეს მიაწვა . -ჩვენს კომპანიაში? -ოდნავ ასწია თავი ლაშამ და ქვემოდან ამოხდა მეგობარს. - ხო, რა გაგიკვირდა. ეგრე გეგონათ თქვენც რეზო კრიზისის დროს გადამრჩენი, მაგრამ აღმოჩნდა? -მაგის სახელს ნუღა მიხსენებ რა. -ვაიმე, ლაშა მოცოცხლდი ახლა ცოტა. მასეთს ვერ გიყურებ.-უფრო შეუტია ირაკლიმ. -ძალა გამომეცალა ასე მგონია. ლამისაა თვითონ მივართვა ლანგრით ეს ყველაფერი. მშვიდი ძილი მომენატრა ირაკლი. მოვკიდებ დედას ხელს და წავალ სადმე შორს. -გაგიჟდი ადამიანო შენ ? რას ქვია სადმე შორს წახვალ. და ჩვენ რას გვიპირებ? შენს თანამშრომლებს, მე. ასე უსიტყვოდ აიკრავ გუდა-ნაბადს და წახვალ ვითომც არაფერი მომხდარა ?-გაბრაზება დაეტყო ხმაში გაწიწმატებულს. - რა გავაკეთო ამიხსენი აბა, რაა,- ერთიანად დაგუბებული ემოცია ღრიალში გადაეზარდა ლაშას და მაგრად შეკრული მუშტები უმოწყალოდ დასცხო მაგიდას. -წინასწარ ნუ იკლავ თავს, ჯერ დღევანდელი ჩანაწერი მოვისმინოთ. რაც უფრო მეტ ინფორმაციას მოვაგროვებთ, მით უფრო დაკვირვებულად ვიმოქმედებთ. -კარგი რა. მესამე ჩანაწერს ვუსმენ, მე-სა-მეს და რა გავაკეთე? ვერაფერი,- ფართედ გაშალა ხელები და სკამის ზურგს მიეყრდნო,- ვარ ასე კუნძივით და უფრო და უფრო მეზიზღება საკუთარი თავი ამ ჩანაწერების მოსმენის შემდეგ. -ჰუჰ, მართლა რთული სიტუაციაა რა,-შუბლი მოისრისა ირაკლიმ. უნდოდა რამით დაერწმუნებინა მეგობარი, მაგრამ გამოსავალს ვერც თავად ხედავდა. -რთული კი არა , უფრო ჩიხის მსგავსი. -და იქნებ გავიდეთ მის კვალზე ვიც მმფარველობს ? -მერე რა ? ჩვენ რა შეგვიძლია? -რავიცი რა გითხრა ძმაო, მეც ძალიან ვარ დაბნეული , მაგრამ მჯერა რომ რაღაც გამოსავალი უნდა არსებობდეს. ამ ნაგვებს არ უნდა შერჩეთ რასაც აკეთებენ. ამდენი ხალხის გამწარება, ამდენი უცოდველი სისხლი. -ალბათ ადრე თუ გვიან მოთხოვენ პასუხს, მაგრამ აი მაგ დროს მე ვიქნები თუ არა ეგ არავინ იცის,-ირონიულად გაეცინა ლაშას,- ეგებ მეც მორიგი სისხლის წვეთი ვიყო მის გუბეში. -ჯერ ბოლომდე ნუ ჩაიქნევ ხელს. არჩევნები მოდის, ეგებ იმ მფარველსაც მოვუხერხოთ რამე, ხომ იცი ყველაფერი იცვლება ხოლმე მაგ დროს. წინასწარ არავინ იცის რა მოხდება. -მართალი ხარ ირაკლი,-საოცრად სევდიანი წყლიანი თვალებით გამოიხედა ლაშამ,-წინასწარ არავინ იცის რა მოხდება, ა-რა-ვინ. * * * შვილის წინააღმდეგობის მუხედავად მაინც გამოეწყო ნანა სახლიდან გასავლელად. მართალია არაფერი აკლდა, რაც არ უნდა ენატრა იმ წამში გაუჩენდა ლაშა, მაგრამ მობეზრდა სულ სახლში ჯდომა. ლამის სავარძლის ფორმა მიიღო. კოხტა, ყავისფერ ხელჩანთას დაავლო ხელი და ბაკუნით ჩაიარა კიბე. უნდოდა სახლში დაბრუნებული დაღლილი შვილისთვის რამე გემრიელი დაეხვედრებინა, თან ისე , რომ წინასწარ არაფერი სცოდნოდა. რამდენიმე მეტრი გაიარა და ავტობუსის გაჩერების ქვეშ დაემალა გაწვიმებულ იანვარს. -ცოტა თბილად უდნა ჩამეცვა ,- ჩაიბურტყუნა თავისთვის და ჯიბიდან ხელთათმანები ამოაცოცა. დიდხანს არ უცდია სასურველი ტრანსპორტისთვის. მარტივად აიარა რამდენიმე საფეხური და იქვე კართან დაჯდა , პირველივე სავარძელზე. დიდი ხანია გარეთ არ გამოსულა. რაც აგრილდა სახლში ზის, ან ეზოს უვლის. პატარა ბავშვივით ათვალიერებდა ნაცნობ ქუჩებს, სულაც არ ეჩქარებოდა და არც იმაზე ბრაზობდა დიდხანს რომ ჩერდებოდა „ხანში შესული“ ავტობუსი. ახალგაზრდობაში სანაყინეები იდგა იმ ადგილას სადაც ახლა ერთმანეთისთვის მიუყოლებიათ სასურსათო და სხვა სახის მაღაზიები. გუშინდელი დღესავით ახსოვს პატარა ლაშა რომ მოჰყავდათ მას და მის მეუღლეს. ისე იცოდა ხოლმე აჩემება, ყინვა რომ ყოფილიყო მაინც წამოაყვანინებდა მამას თავს. იცოდა, ხათრს რომ ვერ გაუტეხდა და არც დედის შეწინააღმდეგებას ექნებოდა აზრი. ცრემლი მოერია ნანას ნიკოს გახსენებისას და მხედველობა დაებინდა. ისე უწვავდა გულს ერთად ვერ გატარებული სიბერე. დღემდე არ ესმოდა ვის შეიძლებოდა ასე გამეტებინა. ისე იცხოვრა ცუდი არავისთვის გაუკეთებია და ასე ვინ გადაუხადა სამაგიერო. -ქალბატონო არ ჩაბრძანდებით?- მორიდებულად იკითხა მძღოლმა, სალონში რომ მიმოიხედა და მარტოდ დარჩენილი შენიშნა. -კი, კი. როგორ არა ,-დარცხვენით თქვა ნანამ და წინასწარ გამზადებული სამგზავრო ჩაუთვალა ჭაღარა მამაკაცს. ისე გაერთო ფიქრებში ვერც გაიგო ყველა როგორ გაიკრიფა. ფრთხილად ჩამოაბიჯა საფეხურებზე და მოასფალტებულ გზას გაუყვა. ძველი ნაცნობი ქალი ეგულებოდა და გაუხარდა შორიდანვე რომ შეამჩნია. ჯერ საჭირო პროდუქტები ჩააწყვეს ერთად ცელოფნებში, მერე ლაპარაკს შეყვნენ და როდს როდის წამოვიდა. ფიფქები ეწეოდნენ სახლისკენ მიმავალს, მაგრამ მაინც არხეინად მიაბიჯებდა. ერთი სული ჰქონდა ლაშას სახე დაენახა მონატრებული საყვარელი ტკბილეულის დანახვისას. მსუბუქად შეაღო ჭიშკარი, მაგრამ ნაბიჯი ვეღარ გადადგა შიშისგან. სამი მანქანა იდგა ეზოში და ათზე მეტი ფორმიანი ირეოდა. ნერვიულობისგან ცელოფნები გაუცვივდა ხელიდან ნანას. იდგა ერთ ადგილას და კანკალებდა. ეშინოდა ვაი, თუ ლაშაც აღარ მყავსო. ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასი ადამიანის გარეშე გატარებული ერთი წუთის წარმოდგენამაც კი მოუწურა გული. ლაშას ვერ დათმობდა. შვილის გარეშეც? ვეღარ იცოცხლებდა. ცოტა გონს რომ მოვიდა, რეტდასხმული სირბილით მივარდა პირველივეს. -ვინ ხართ? აქ რა გინდათ? შვილო გამაგებინე ჩემი შვილს რამე ხომ არ მოუვიდა, ცოცხალია?- აკანკალებული, განწირული ხმით იკითხა და ორივე ხელით მაგრად მოეჭიდა ძლიერ მკლავზე მაღალ ახალგაზრდას. -უკაცრავად ქალბატონო, ჩვენ ჩვენს მოვალეობას ვასრულებთ. ბანკიდან ვართ. -ბანკიდან?-ახლა გაკვირვება გადაეფარა მღელვარებას და ხელისგულში მოჭმუჭნული პიჯაკი ნელ-ნელა გაიშალა. -დიახ, სახლის ნახევარი უნდა აღვწეროთ. -ესე იგი ლაშა ცოცხალია? ჩემი ბიჭი ჯანმრთელი მყავს?,-ხმა აუკანკალდა ქალს,-ღმერთო ჩემო ლაშა მყავს , საღამოს სახლში მოვა,-პირზე აიფარა ხელი და ცრემლები გადმოუცვივდა თვალებიდან. ეიფორიაში ყოფს ძლივს გაახსენდა რისთვისაც იდგა ამდენი ადამიანი მის ეზოში.- სახლის ნახევარი უნდა აღწეროთ?კი მაგრამ რატომ? -არ ვიცი ქალბატონო. ჩენ რაც დაგვავალეს იმას ვაკეთებთ.-მორიდებულად გაუღიმა და აღელვებულ ქალს მოსცილდა. არ ეგონა იქვე თუ არ ჩაიკეცებოდა. ვერ გაიგო რა მოხდა. ან ლაშამ რატომ არ გააფრთხილა წინასწარ. იცოდა კი საერთოდ? გონებაში ყველაფერი ერეოდა ნანას და ფეხზე სადგომად ძალას ძლივს იკრებდა. არც დაყრილი პროდუქტების თავი ჰქონდა. გული ყელში მობჯენოდა და მკაფიოდ ესმოდა ყოველი დარტყმა. ბანცალით წავიდა კარისკენ. -შეიძლება შევიდე?- ძლივს გადააბა ორი სიტყვა ერთმანეთს და ახლა კარში გახიდულ ახალგაზრდას შეავლო თვალი. -თქვენ ვინ ბრძანდებით? -აქ ვცხოვრობ შვილო.-ბოდიშის მოხდით გადგა გვერდზე და გაატარა.სამზარეულოში შევიდა პირდაპირ და გაყინულ სკამზე დაესვენა უმოწყალოდ. გრძნობდა რაღაც საშინელის მოლოდინს. ვეღარ იცოცხლებს, ლაშას რომ რამე მოუვიდეს. ლაშაც რომ ისე გაწირონ, როგორც-ნიკო. შვილიც რომ ისე მოუკლან. არაფერი უნდა:არც ფული, არც სახლი, არც საჭმელი ოღონდ ცოცხალი ჰყავდეს. მიწასაც შეჭამს, ყველაფერს დათმობს ერთადერთი ვაჟის გულისთვის. გაშტერებული უყურებდა ერთ წერტილს და ვეღარაფერზე ფიქრობდა უფლისა და მისდამი საკუთარი სათხოვრის გარდა. *** სამსახურიდან გამოდიოდა ტელეფონმა რომ დაურეკა, ჩანთის ელვა სწრაფად გახსნა და ტელეფონის ძებნა დაიწყო. -ევა , როგორც იქნა მიპასუხე ჩემო გოგო, -მხიარულად ჩასძახა ნუცამ. -ნუცა, ნეტა იცოდე მე როგორ მომენატრე,-კიბეზე ჩამოსვლისას სულ გაევსო თვალები ცრემლებით. -მერე არ უნდა მოხვიდე? არ უნდა მოინახულო მეგობარი ? მოკვდა, მორჩა.-თითქოს საყვედური გაურია ნათქვამში. -მართალი ხარ , არ მეპატიება მე ეგ . -შენ ბევრი სხვა რამაც არ გეპატიება ქალბატონო. რომ ჩამობრძანდი და მე არაფერი ვიცოდი, ჰმ. -შენ რა დაგემართა ? რაც გიცნობ შენი გაციება არ მახსოვს . -რავიცი ევა. რა ვირუსი იყო ასეთი. მეც კი მომერია, ხედავ ?- აკისკისდა ნუცა , მაგრამ მერე ხველა მოაყოლა. -შენ მოგიკვდი მე, რა დღეში გაქვს ყელი. -ხოდა მოდი ახლავე , თუ მოსაწვევი გამოგიგზავნო ? -ოხ, შენ არ იცვლები რა.-თავი გააქნია და მანტოს ღილები შეიკრა. -მოდი , მოდი. დარწმუნებული ვარ მოსაყოლიც ბევრი გექნება . -რავიცი, რავიცი .-მხრები უნებურად აიჩეჩა და კიბეს ზემოდან დახედა, ფეხი რომ არ დაცდენოდა. -არა გოგო მე ვიცი. შენ მობრძანდი და ალაპარაკება ჩემზე იყოს, -ისევ იცინოდა ნუცა. -კარგი ჰო, წამოვალ.-წინა სადგომზე გაჩერებულ მანქანებს შორის მოხდენილად გაიარა და მომავალ ტაქსის ხელი დაუქნია. -მიდი გელოდები, წავალ მე მანამდე წყალს ავადუღებ და ყავა დავლიოთ,-უცებ მიაყარა და ტელეფონი გაუთიშა. ევა უკანა სავარძელზე მოთავსდა , ტაქსის მძღოლს მისამართი უკარნახა და პარალელურად დედისთვის შეტყობინების აკრეფა დაიწყო. გააფრთხილა ნუცასთან რომ მიდიოდა და შეაგვიანდებოდა. გადასახდელი თანხა წინასწარ მოამზადა და ჩანთის ელვა შეკრა . კარგა ხნის შებინდებული იყო, მაღაზიაში ყავა, შოკოლადები იყიდა და რიგით მესამე სადარბაზოში შევიდა. ლიფტი, როგორც ხშირ შემთხვევებში, ახლაც გაფუჭებული იყო. მეხუთეზე ცხოვრობდა ნუცა, ძალიან მაღალი არ არის, მაგრამ დაღლილს ესიკვდილებოდა საფეხურებზე აკაკუნება. სხვა გზა მაინც არ ჰქოდა, ზემოთ აიხედა, ერთი ღრმად ჩაისუნთქა და კიბეს შეუყვა . ზარის დარეკვა არც დასჭირვებია, როგორც ჩანს ფანჯრიდანვე დაინახა ნუცამ სადარბაზოში რომ შემოვიდა. გონზე მოსვლა ვერ მოასწრო ისე გაიღო კარი და მეგობარი ყელზე შემოეხვია. -ევა, შე არაადამიანო, ასე უნდა მომანატრო თავი ?- საყვედურობდა, თან სიხარულისგან ცქმუტავდა,- შემოდი ახლა, ოი რა გასალახი ხარ რა, რამდენი ხანია არ მინახავხარ , მე თუ არ დაგირეკე შენ ვერ უნდა მოიფიქრო გამოსვლა და ჩემი ნახვა ხომ ?-მანტო გამოართვა და სასტუმრო ოთახისკენ უბიძგა. -შენ არ იცვლები, -ევასაც გადაედო ნუცას ხასიათი. პოლიეთილენის პარკებს ხელი მოავლო და სამზარეულოში შეჰყვა მეგობარს.-მეც მომენატრე შე გადარეულო, ნახე რა მოგიტანე. შენი საყვარელი შოკოლადები,-ხელში შეათამაშა ტკბილეული და მაგიდაზე დააწყო. -ოხ, შენ ეგ რომ არ მოგეტანა, ისე ვერ მოხვიდოდი ? მიდი, მიდი ჭიქები ჩამოიღე და მომიყევი მერე შენი გერმანიის ამბები,-ეშმაკურად გაუღიმა და გაზი ჩააქრო. -რა მოგიყვე ნუცა, ყოველ დღე ერთი და იგივე. -ჰო?-ცხელი წყალი შიშინით დაეშვა ჩაიდნის ცივ კედლებზე,- კარგი რა , ასე მგონია ყველაზე მოსაწყენ მოგზაურობაში იყავი. -მართლა. ადექი, იმუშავე, ჭამე, დაწექი. ადექი, იმუშავე, ჭამე , დაწექი. მოკლედ რა ...-მოწყენილი ხმით ჩაილაპარაკა, ხელი აიქნია და პირამდე სავსე ჭიქას სული შეუბერა. -კარგი რა, ნუ დამაჯერებ ახლა, რომ შუაგულ ევროპაში გავუშვი ოქროსავით გოგო და იქ არაფერი მოხდა? -და რა უნდა მომხდარიყო, მართლა ყელამდე ვიყავი საქმეებში,-წარბშეკრულმა გამოხედა ნუცას. -დაბრმავდნენ გოგო გერმანელები ?- ისეთი სახე მიიღო ნუცამ, მის შემხედვარე ვეღარ მოითმინა და სიცილი წასკდა. -არა რა , არ ხარ შენ ნორმალური. დანიშნული ვარ ბოლოს და ბოლოს. წამოდი დავსხდეთ და შენ მომიყევი რამე ჯობს. -მე რა მოგიყვე , არც არაფერი. ერთი-ორი პატარა იურიდიული დარღვევა იყო, მაგრამ რეზომ მოაგვარა ყველაფერი,-უცებ თქვა ნუცამ და რბილ სავარძელში ჩაეშვა. -იურიდიული დარღვევა?-ხელი გაუშეშდა ევას და უნებურად ამოუტივტივდა თავში ლაშა ფილფანი. -ჰო, მნიშვნელოვანი არაფერი. მოდი, მოდი დაჯექი,-მის გვერდით ადგილზე მიუთითა და მინის ჭურჭლიდან შოკოლადი ამოიღო. -რა იურიდიული დარღვევა იყო, რას ეხებოდა, რომელი კომპანია იყო, როდის მოხდა ეს ყველაფერი? ლაშა ფილფანი ხომ არ უხსენებიათ?-უცებ მიაყარა და გულაჩქარებული მაგიდას მიეყრდნო. გაშტერებული უყურებდა ნუცა და ვერ გაეგო რა მოხდა. -მნიშვნელოვანი არაფერი,- ნელა წაიბურტყუნა,- რა მოხდა ევა , მაშინებ. -არაფერი ნუცა. უცებ ავნერვიულდი. კარგია თუ მნიშვნელოვანი არაფერი იყო. დარწმუნებული ვარ რეზომ ყველაფერს კარგად გაართვა თავი.-უცებ დაიმშვიდა თავი და ეცადა არაფერი შეემჩნია. -ასე არასდროს აღელვებულხარ. ხომ იცი, ხშირადაა კომპანიაში უზუსტობები.-ისევ უდარდელად გააგრძელა საუბარი ნუცამ. -ხო, ხო ვიცი. ხომ გითხარი ისეთი არაფერი. -მოიცა, მოიცა ლაშა ფილფანი ვინ არის ?- უცებ გამოიჭირა მეგობარი სიტყვაში და გვერდულად გახედა. -არავინ,-მოკლედ მოუჭრა ევამ და მის გვერდით დაჯდა. -ხო? არავინ როგორ არის, როცა სახელი აქვს, გვარი და ადამიანია. -ნუ იქ იყო რა. მეორე კომპანიაც ყოფილა საქართველოდან წარდგენილი და მისი მფლობელი. -მეორე ქართული კომპანია? კი მაგრამ რეზოს რომ არაფერი უხსენებია?-გაიკვირვა ნუცამ და სავარძელში გასწორდა. -ხო, არც მე ვიცოდი. გამიკვირდა ბატონი ირაკლი რომ გამომეცხადა მეც ქართველი ვარ და ტენდერში ვმონაწილეობო. -ირაკლი? ეგ ვინღაა? -ირაკლი ლაშასთან მუშაობს. როგორც მე ვიყავი აქედან გაგზავნილი , ისე იყო ირაკლი იმ კომპანიის წარმომადგენელი. -მერე?-ინტერესიანი თვალებით გახედა თუმცა ევამ უკვე გადაწყვიტა, რომ არაფერს ეტყოდა. ან რა უნდა ეთქვა რაშიც არ იყო დარწმუნებული. ჯობდა ჯერ გაერკვია და თუ რამე სერიოზულია მერე ჩაეყენებინა საქმის კურსში. ან საერთოდაც არ ეტყოდა. როცა შავი წრე მოქმედებს ,რაც უფრო მეტი იცი, მით უფრო დიდ საფრთხეში ხარ. -არც არაფერი. თურმე ერთ სასტუმროში ვყოფილვართ. არც ვიცოდი , ბოლოს გავიგე წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე. ეგ იყო და ეგ. -უი მე. შენგან ხომ კაცი ვერაფერს გაიგებს წესიერად.-ნელა მოსვა ნუცამ ყავა და გაბუსულმა გახედა. -შენ ის ჯობია მითხრა რა გადაწყვიტა ჩემმა ოქრო მეჯვარემ. რას იცმევს ქორწილში?-წარბები აწკიპა ევამ და მისკენ შებრუნდა. -რავიცი ევა. რამდენიმე ვარიანტი მაქვს მაგრამ ყველა მომწონს თითქოს. შენ რას შვები კაბაზე? -ვერ მივედი ჯერ იქამდე. ლევანი ძალიან მაჩქარებს .მე კიდევ მინდა ცოტა დათბეს რა, თორემ ამ სიცივეში მეც უხასიათოდ ვარ და არაფრის ხალისი მაქვს. -ხო გოგო, მაგასაც არ გაურბოდე ახლა შენ. რა მოხდა, მოიცადოს.-მხრები აიჩეჩა ნუცამ. -მეც მასე მირჩევნია. მიფურცუხებული საქმე არ ვარგა. ხომ ვიცი არა? თან, ბოლოს და ბოლოს ერთხელ ვთხოვდები და მინდა ჩემი ქორწილი ისეთი გამოვიდეს, როგორიც წარმომიდგენია,-თვალები დახუჭა და ნაზად გაღიმა. -ხოდა იქნება კიდევაც. აბა აქ შენი საუკეთესო მეჯვარე რას აკეთებს თუ იცი ჰა?-უცებ წამოხტა და მის წინ დატრიალდა, თან ისეთი სახე მიიღო ვეღარ გაუძლო ევამ და სიცილი წასკდა. -ვაიმე რა არანორმალური ხარ ნუცა,-კისკისებდა თან ცრემლებს იწმენდდა. -არანორმალური კი არა , მხიარული ვარ მე. -კი ბატონო, -ორივე ხელი თავის გასწვრივ ასწია, მაგაზე ვერ შეგედავებით,-თავი გააქნია და ფეხზე წამომდგარს ქვემოდან ახედა. *** მანქანა ეზოში რომ შეიყვანა, იგრძნო რაღაცას გადაუარა. გაკვირვებული გადმოვიდა და სუსტი განათების ფონზე დაიწყო ძებნა. ორი ცელოფანი ეგდო შუა ეზოში. ნელა გაუწია ნაპირები შიგთავსის სანახავად, მაგრამ ერთიანად ათქვეფილიყო ყველაფერი დათოვლილ და გაჭ....ტილ პარკებში. მუხლები აუკანკალდა. არც დაუკეტავი მანქანისთვის მიუქცევია ყურადღება ისე გავარდა ღრიალით. -ნანა,-მხეცივით შეგლიჯა კარი და დაფეთებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით. მისაღებში ერთი მოავლო მზერა ყველაფერს ,მაგრამ იქ არ იყო. ნანა არც გამოსულა სამზარეულოდან. ისევ ისე იჯდა გაყინულ ოთახში, ცრემლებით ლოყებდაღარული. არც მაშინ გაუხედავს სხვაგან ლაშა რომ შემოვიდა. -დე აქ ხარ? როგორ შემაშინე,-მაშინვე მივარდა და მის წინ ჩაიმუხლა. ცრემლებით ჰქონდა სავსე კალთა ნანას. ვერაფერი ვერ თქვა ისე ასლუკუნდა, შვილის მკლავები რომ იგრძნო წელზე. -დე, არ დამტოვო დედიკო. -დაწყნარდი გთხოვ. რა გატირებს აქ არა ვარ? შენთან ვარ ნანუ.- დედის დამშვიდებას ცდილობდა ლაშა, მაგრამ არც თვითონ იყო უკეთეს მდგომარეობაში. -დღეს მეგონა , რომ აღარ მყავდი შვილო. დღეს მეგონა, რომ შენც ისე დამტოვე, როგორც-მამაშენმა. -შემაშინე დედიკო, ეზოში ის ცელოფნები რომ დავინახე, მეგონა რამე შეგემთხვა.-კანკალით თქვა და უფრო მეტად მოეხვია დედას. -შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ ლაშა. გესმის დე? მოვკვდები იცოდე,- ძლივს ძლივობით ამოიბლუყუნა ყელში ცრემლებმობჯენილმა. -ერთად ვიცოცხლებთ დე, მამას გულისთვის ვიცოცხლებთ. -იმათ რა უნდოდათ აქ? ძირი გამოგვაცალეს და ახლა სახლსაც აღარ გვიტოვებენ? -შენ არ დარდო დე, ყველაფერი კარგად იქნება. -შენ მყავდე დედიკო, არაფერი მინდა მე მეტი.- თვალებში უყურებდა ლაშას, მერე ლოყებზე შემოაწყო ხელები და თბილად აკოცა შუბლზე.სიტყვები უკვალოდ გაქრნენ სადღაც. ნანას გულისცემა მკაფიოდ ისმოდა ყრუ კედელთა შორის.ამბობენ ყველა სიტუაციიდან არისო გამოსავალი, მაგრამ აქ ხვალინდელი დღეც კი ბუნდოვანი გახლდათ. თითქოს მწუხარებას შეუყვარდა ეს ოჯახი.არადა ვის წარმოედგინა წლების წინ ასეთი მდგომარეობა. ნიკო ისე გეგმავდა შვილიშვილებისთვის ყველაფერს. საკუთარი ხელით აკეთებდა გასართობებს.პატარა ბავშვივით აღტკინებული ათვალიერებინებდა ნანას ყოველ საღამოს ნახელავს და ერთად წარმოიდგნენდნენ სიყვარულით სავსე მიდამოში მორბენალ პატარა არსებებს. ახლა,საკუთარი ყოფნა-არ ყოფნაც სავარაუდო გაუხდათ.მთელი ღამე იქ გაატარეს. სიბნელეც ისე ჩამოეშალათ თავზე,როგორც-ბედნიერება. კიდევ ერთი არაფრის მაქნისი დღე გათენდა.შეფხიზლებულმა ლაშამ ხელში აიყვანა დედის დაღლილი სხეული და საწოლზე დააწვინა. საეჭვოდ დამთბარიყო იანვარი, თუ თავად ვეღარ გრძნობდა სიცივეს ვერ გაიგო. რამდენიმე თბილი გადასაფარებელი საგულდაგულოდ ამოუკეცა გვერდებიდან და ტაატით გავიდა ოთახიდან. არაფერი იცვლებოდა დროის მსვლელობის მუხედავად, ან თუ იცვლებოდა , ძირითადად უარესობისკენ. საშინლად გამოიყურებოდა თვალებში ჩამდგარი შიში. აბა, როგორია გეგონოს, სადაც დადიხარ ყველა წერტილი დანაღმულია.ირაკლისაც კი აღარ ეხუმრებოდა, რაც საქმის სერიოზულობა გააანალიზა. რეზოს ჩანაწერებს უსმედა და ცდილობდა რამდენიმე ნაბიჯით წინ გაესწრო,მაგრამ საოცარი გაიძვერობით გამოირჩეოდა ეს კაცი. ათასში ერთი რომ დაიბადება ქვეყანაზე, ისეთი გაიძვერა. თებერვალი მიიწურებოდა სადაცაა და უკვე ეტყობოდა მისი უმოქმედობა , ბოროტების გარეშე გავლილი წუთები ენანებოდა. ყოველ ჩანაწერში უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა. ახსენებდა, რომ რაღაც ხელს უშლის, რომ ყოველდღე ელოდება სიახლეს და მერე მან იცის რა და როგორ უნდა მოხდეს. -ღმერთო ჩემო, იქნებ ახლა იმ გოგოს ოჯახს უნდა დაუშავოს რამე?-უცებ წამოიძახა ირაკლიმ და ლაშას გახედა. ფიქრი თავს ატკიებდა უკვე წინ და უკან მოსიარულეს. ოცჯერ მაინც მოუსმინეს.ო, როგორ ურევდა ამ კაცის ხმა გულს, მაგრამ საქმე მოითხოვდა ყოველი სიტყვა შეეფასებინათ. -ევას?-უცებ გაჩერდა ირაკლის სიტყვების გაგონებაზე და ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა,-აკი იძახოდი ის გოგოც გარეული იქნება ამ ამბავშიო. -ეჭვი მეპარებოდა ძმაო აღიარებ, მაგრამ არ გეჩვენება, რომ მაგათი ქორწინებაც უაზროდ გაიწელა? ქალი ექვსი თვე დანიშნული იყოს სად გინახავს. -ხო მაგრამ ჩვენ ასე გადაჭრით ვერაფერს ვიტყვით. -გადაჭრით თუ გადმოჭრით არვიცი, მაგრამ რატომღაც მგონია მაგათ უმიზნებს თავის ბინძურ მარწუხებს. -მართალიც რომ იყო, ამ ეტაპზე ჩვენ რა შეგვიძლია? მთავრობიდან ვერავის გავაგებინებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ვერ მივალთ. -იმ კაცთან რომ მივიდეთ პირდაპირ? -გაგიჟდი, როგორ წარმოგიდნენია აბა ჩვენი შეხვედრა? კინწიისკვრით გამოგვყრიან. მერე რეზოს ეტყვიან. ის გაიგებს, რომ ინფორმაცია ჟონავს და მერე ეს ჩანაწერებიც აღარ გვექნება. -აბა რა გავაკეთოთ ლაშა. ასე მხოლოდ უნდა ვუსმინოთ მის ბლუყუნს და არაფერი მოვიმოქმედოთ? -მოთმინება ირაკლი, მოთმინება,-როგორ არ იქნება ჩვენკენაც გადმოვარდეს მომგებიანი კოზირი.ერთხელ მაინც,--ღრმად ამოისუნთქა და ისევ სიარულს მოჰყვა. *** რამდენჯერაც სცადა ევამ ფილფანების საქმის სააღმსრულებლო პროცესების გადადება, იმდენჯერ შეურსულეს თხოვნა, მაგრამ დღეს უკვე მეათედ რეკავდნენ. მიხვდა ადრე თუ გვიან მოუწევდა იქ მისვლა,მაგრამ როგორ უნდა აეხსნა იმ ქალისთვის, რომ არ აპირებდა არაფერის წართმევას.ისევ ზარმა შეაწყვეტინა ფიქრი, ხელი მაგიდის ზედაპირზე გაასრიალა და მწვანე ღილაკს დააწვა.იცოდა სადაც იბარებდნენ , მაგრამ მაინც ბოლომდე მოუსმინა ოპერატორის მოსაწყენ მონოლოგს. -დიახ, ყველაფერი გასაგებია.ვიცი ისედაც დიდი ხანია გალოდინებთ.თქვენს თანამშრომლებს გადაეცით, რომ დღეს სამ საათზე ადგილზე დაგხვდებით,-უხალისოდ ჩააგდო ტელეფონი ჩანთაში და კედელზე შემოსკუპებულ საათს გახედა. სამს ოცი წუთი აკლდა უკვე.კაბინეტის კარი გაიკეტა და ლაშას სახლამდე ტაქსს გაჰყვა. ამ ოც წუთიანი მგზავრობის განმავლობაში ხუთჯერ მაინც მოუნდა უკან დაბრუნება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. მძღოლს ფული მიაწოდა და მანქანიდან უყოყმანოდ გადმოვიდა. მაშინვე მიესალმნენ ფორმიანი ახალგაზრდები, საგანგებოდ სუფთად რომ გამოწყობილან. -შევიდეთ ქალბატონო ევა. -ბევრი საქმეა გასაკეთებელი? ანუ დიდხანს დაგაგვიანდებათ? -არა , რამდენიმე შესასვლელს დავლუქავთ , ისე რომ იზოლირებული შესასვლელი დარჩეს თქვენი მხრიდან. თუ რამე შეგიქმნით დისკომფორტს, ფანჯარა ან შიდა კარი ,დათვალიერებისას იმასაც მოვაგვარებთ. -არა, არა მე არ მინდა შემოსვლა. -კი მაგრამ... -თუ შესაძლებელი იქნება კართან დაგელოდებით და შორიდან ვადევნებ თვალს , წინადადების დამთავრება არ აცადა ევამ ახალგაზრდას. -უკეთესი იქნებოდა საკუთარი თვალით გენახათ, მაგრამ თუ ასე ითხოვთ დაგველოდეთ , შემდეგ გასაღებს გადმოგცემთ და ყველაფერი დასრულდება.-ნაძალადევად გაუღიმა და იქვე გაჩერებულ მანქანებთან დადგა. გული მოეწურა სახლიდან გამოსულ ქალს რომ შეხედა. შორიდანაც იგრძნობოდა მისი დარდი.იქედანაც კარგად ჩანდა ამოშავებული უპეები და უსიცოხლოდ ჩამქრალი სახე.უნდოდა მისულიყო დაემშვიდებინა და ეთქვა რომ ყველაფერი ისევ მათია,მაგრამ სიტუაციას უფრო გაამძაფრებდა. აბა ვის ენდომება იმ ადამიანთან შეხვედრა , ვინც სახლს ართმევს. ისიც შორიდან უყურებდა ყველაფერს. ძელსკამზე ძლივს ჩამოჯდა და სახეზე ხელები აიფარა. გული უწევდა მისულიყო, თუნდაც არაფერი ეთქვა ,უბრალოდ მხარზე შეხებოდა და ეთქვა... ან რა უნდა ეთქვა ისეთი , რაც მდგომარეობას გამოასწორებდა. იდგა და თავისდა უნებურად გადაიარა ეზო. სახეზე აფარებული ხელები ნელა დაუშვა ქალმა და ერთიანად შეეფეთა ევას დამფრთხალი ნაკვთები. -გამარჯობათ, იქნებ დაგეხმაროთ რამით,-გაუბედავად წარმოთქვა და მხარზე ხელი შეახო. -ღმერთი გაგახარებს შვილო, აბა შენ რა უნდა მიყო. ერთიანად გამიგლიჯეს სული და გული. ამას უყურებ?-ხელი მოავლო არე-მარეს,-სანამ ჩემი ქმარი იყო ყვაოდა აქაურობა. ზამთარ-ზაფხულ ყვაოდა ეს ეზო. რაც ნიკო აღარ მყავს არც რამეს აქვს ხალისი , მაგრამ ახლა ამასაც მართმევენ. არც ამ მკვდარ ეზოს და სახლს მიტოვებენ შვილო.-ტირიილი მოაყოლა ქალმა სიტყვებს და ევასაც ყელში ეჩხირებოდა გაურკვევლი გრძნობა,-ღმერთმა შვილო შენს გულს ნუ ანახოს ის ტკივილი, რიტაც მე და ჩემი ბიჭი ვიტანჯებით. როგორ უხაროდა სიცოცხლე ჩემს საყვარელ ქმარს, როგორ უყვარდა ყველა კუთხე და ახლა ვინ შემოვა აქ არავინ იცის. -არავინ მოვა ქალბატონო, ვინ დაგიპირებთ გასახლებას,-ხმადაბლა ლაპარაკობდა ევა. -ეჰ, რისღა უნდა მჯეროდეს. ყველაფერი დასასრულისკენ მიექანება , მარამ აღარც ვდარდობ. ერთადერთი რაც მაღელვებს ჩემი შვილი მყავდეს კარგად და ვერ მიწვდნენ ვინც ჩემს ქმარს მოუსწრაფა სიცოცხლე.-გულზე ეკალივით დაეახლა ევას ქალის სიტყვები. გაახსენდა ლაშას მონაყოლი და უფრო წაუხდა ხასიათი.. ვერ გაერკვა დარჩენა ურჩევნოდა , თუ გამოქცევა.როგორც ჩანს გონებამ უცებ გადაწყვიტა და როგორც კი შეატყო ყველაფერს მორჩნენ უკან მოუხედავად გამოვარდა იქედან.უნდოდა იმ სიმძიმეს დახსნოდა, თითქოს თავისუფლად სუნთქვა, მხოლოდ ჭიშკრის მიღმა იყო დასაშვები. *** -ლევან,-ლამის ღრიალით შევიდა რეზო სახლში და კარი მაგრად მიიჯახუნა. მაგრამ მისი დაძახებითვის პასუხი არავის გაუცია. -ლევან, სად ჯანდაბაში ხარ.-გააფთრებულმა შეგლიჯა საძინებლის კარი და გაბრაზებას გაბრაზება დაემატა თვალებჩაწითლებული ახალგაზრდების დანახვისას. იატაკზე ხმელეთზე ამოყრილი თევზებივით ეყარნენ და ეტყობოდათ ამ სამყაროს აზრზე არ იყვნენ იმ დროს. -მამა მოხვედი?- გაწელილი ბგერებით ძლივს მოაბა თავი ლევანმა ორი სიტყვის ერთმანეთზე ნორმალურად გადაბმას და სულელურმა ღიმილმა გაუპო ბაგე. -დროზე აახვიეთ აქედან. -მოდი მამა , აქ დაჯექი, -ხელი იატაკზე უმოწყალოდ გაასრიალა. -სანამ გადამეკეტა და აქედან ცოცხლებს გიშვებთ,- თავი ვეღარ შეიკავა, ერთ-ერთს ბეჭებში ხელი ჩაავლო და დერეფანში მოისროლა. დანარჩენებიც თითქოს ცოტა შეფხიზლდნენ, ზლაზვნით აღოღდნენ. ზომბებს გავდნენ , საშინელი სანახავები იყვნენ დანგრეული ახალგაზრდები, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად რეზოს ის აღელვებდა ქორწილი რომ ჭიანურდებოდა. არ უნდოდა მისი „მოპოვებული“ ქონების ფლობა ეჭვ ქვეშ დამდგარიყო, თან მხოლოდ იმის გამო , რომ მისმა ნარკომანმა შვილმა ერთი წინკლიანი გოგო ვერ დაარწმუნა ცოლად გაჰყოლოდა. გუმანით ხვდებოდა მის გეგმებს საფრთხე ემუქრებოდა და ყველაფრის დაკარგვის შიში ერთიანად უდუღებდა შიგნეულს. ლევანი სააბაზანომდე მიათრია, მერე მხრებში მოკიდა ხელი და ცივი წყლის ქვეშ დააგდო. -სანამ არ გამოფხიზლდები არ გამოეთრე აქედან. კაბინეტში ვიქნები, იქ გელოდები და მალე ქენი ახლა.-სველი ხელები შარვალზე გაისვა და ხმაურიანად გავიდა ოთახიდან. ლევანი სულაც ვერ ხვდებოდა რამ გააბრაზა მამამისი, საერთოდ რა აღრიალებდა. თავიდან რომ დაინახა, ფარშევანგის ტანზე იდგა მისი თავი, მერე ზებრას ტანი ჰქონდა, მერე სულ ცისარტყელები ჩამოუწვა თვალებში. ახსენდებოდა და ხმამაღლა ხარხარებდა, უაზროდ. გამოფხიზლებულზე ნაკლებად ახსოვდა რა და რატომ მოხდა. სხეულის ტემპერატურა ლამის წყლისას გატოლებია, სააბაზანოს კუთხეში იყო მიყუჟული და შორენკეცით მოპირკეთებული კედელიც უკვე თბილად ეჩვენებოდა გაყინულ ზურგს. რამდენჯერმე გაილოკა ტუჩები, მარჯვენა ხელს დაეყრდნო და ძლივს ძლივობით დადგა ფეხზე. ონკანის საკეტი ვერ იპოვნა ფართხუნით გავიდა ოთახში და იატაკზე გაიშალა. ერთხანს გაუნძრევლად იწვა, თმები უწესრიგოდ ეყარა შუბლზე, იატაკზე დადებული ლოყის ირგვლივ ნელ-ნელა შეიკრა ნაწრეტი წყლის გუბე. ცოტა რომ გამთბარიყო სველი ტანსაცმელი გაჭირვებით გადაიძრო და შორიახლო მოისროლა. ღრმად სუნთქავდა და ამოსუნთქული ჰაერის ნაკადი ტალღებად იშლებოდა დადენილი წყლის ზედაპირზე. ცოტა გონს რომ მოვიდა, სახეზე ჩამოისვა დაკუჭული ხელი და თვალები რამდენჯერმე დაახამხამა. გაკვირვებულმა მიმოიხედა, ძლივს აღიქვა სად იყო, როდის-როდის იცნო საკუთარი ოთახის კედლები და თავი ასწია. ლამის თავი გაუხეთქა წყლის შიშინის ხმამ. კარადიდან სპორტული ტანსაცმელი გადმოაცოცა და ნელა გადაიცვა. შენელებული კადრივით დადიოდა ოთახში. ბოლომდე მოშვებული ონკანი რამდენჯერმე გადაატრიალა და რეზოს კაბინეტისკენ დაიძრა. -მამა აქ ხარ ? -კარი შეაღო და შუბლზე ხელი გადაისვა თმის გადასაწევად. -კი ლევან , აქ ვარ, შენ ?-ნიშნისმოგებით გახედა , სახეზე ეტყობოდა ჯერ კიდევ არ ჩაცხრომოდა გაბრაზება, ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს, ლამის გაევსო ნარჩენებს მაგიდაზე დადგმული საფერფლე. -ხო მამა. -კიდევ კარგი, რა პატივია-ხელები მაღლა ასწია,- ქედი ხომ არ მოვიხარო შენს წინაშე?- ისევ შეუვალი იყო რეზოს ტონი. -გამაგებინე რა მოხდა. -რა ? რა და უვარგისი შვილი რომ მყავს ის მოხდა. არაფრისმაქნისი, წამლით გაჟღენთილი იდიოტი. იატაკზე გვერდიგვერდ რომ აგდიხართ, ჩვარიც კი შენზე პატივსაცემია . ერთი რაღაც დაგავალე და იმასაც ვერ ასრულებ. ევა ცოლად მოიყვანეთქო და დაყიალებ აქეთ-იქეთ. თუ, მეც გთხოვ ახლა მსოფლიო პრობლემების მოგვარებას და იურიდიული საქმეების ხელმძღვანელობას. ყველაფერს მე ვაკეთებ, მე ვგეგმავ და შენ კიდევ...არაფერში როგორ არ ვარგიხარ შვილო? ყველაფერს ვაკეთებ რომ არაფერი მოგაკლდეს.. მე რომ წავალ რა ჯანდაბა დაგრჩება, შენ რას უნდა გაუძღვე? -კარგი მამა რა,- ჩუმად ამოიბლუყუნა მის წინ დამჯდარმა ლევანმა. -რა კარგი მამა, რა კარგი მამა. გადი, ახლა ცოტა გამოფხიზლდი , მერე დაურეკე ევას, სადმე დაპატიჟე და ცოლობაზე დაითანხმე. -ცოლობაზე თანახმაა მაგრამ ქორწილი არ უნდა ჯერ. -სულ არ მაინტერესებს რა უნდა და რა არა. -ისე იღრიალა, სკამზე მჯდომი ლევანი შეკრთა,-უკან მოთრეული არ გნახო ქორწილის თარიღის დაუგეგმავად. არ დავუშვებ ჩემს გეგმებს ვინმე გადაეღობოს გასაგებია? რადაც არ უნდა დამიჯდეს მალხაზის კომპანია ევას წილითურთ ჩემი გახდება.- სკამიდან წამოიწია და შუბლი ლამის შუბლზე დაადო ლევანს . -გავიგე ხო, მაგრამ ჯადოქარი ხომ არ ვარ . -იქნები, როგორ არ იქნები. ჯადოქარი კი არა, კლდეზე მიჯაჭვულ ამირანადაც რომ დაგჭირდეს გადაქცევა ყველაფერს გააკეთებ. კიდევ გავიმეორო? -დამაჯერებლად ჩამოაყალიბა სათქმელი და შვილის მოქმედებას დაელოდა. -არა, განმეორება საჭირო არ არის. ავდგები და წავალ. -მარტო წასვლა და უთავბოლო ბლაყუნი არ მჭირდება. ისედაც მთელი დღე უსაქმოდ დაყიალებ. წადი და საქმე გააკეთე.. ისე როგორც საჭიროა. მე შედეგი მჭირდება გაიგე? შედეგი და არა გზა, რითაც მას მიაღწევ. მიზანი ამართლებს საშუალებასო არ გაგიგია? თუმცა ბოლოს ჭკვიანური რამ შენგან როდის მოვისმინე არც კი მახსოვს . რას გეტყვი იცი ? თუ საჭირო იქნება, თავისთავად თუ არ განვითარდება მოვლენები შენს სასარგებლოდ, უნდა აიძულო და ისე მოაწყო საქმე, თუ საჭიროა ძალაც უდნა დაატანო, თუ დაგჭირდა უნდა მოკლა კიდეც,-ნელ-ნელა აზარტში შედიოდა რეზო და თვალები უწითლდებოდა. უსიტყვოდ ადგა ლევანი და კაბინეტი დატოვა. * * * საღამოს გრილმა ნიავმა შეაჟრჟოლა აივანზე მდგომი ევა და მხრებზე ჩამოვარდნილი ნაქსოვი, ჭრელი, სამკუთხა მოსაფარებელი შეისწორა. სიბნელეს უყურებდა, სიშავეს და თითქოს რაღაც ფიგურებს ქმნიდა ილუზიით. იდეალურობამდე გამეფებული სიჩუმე ტელეფონის ყრუ ბზუილმა დაარღვია. ინსტიქტურად დახედა ქალმა ტელეფონს, ეკრანზე ლევანის სურათი დაეხატა. ფრთხილად გადაასრიალა ცერა თითი ეკრანზე და მის ხმას დაელოდა. -ევა სახლში ხარ? -კი, ლევან. რა ხდება, რა ხმა გაქვს?-ინტერესით იკითხა და ისევ სივრცეს გაუსწორა თვალი. -დღეს ძალიან დავიღალე, თავი ძლივს ავიღე საქმეებიდან, ვერც შენ დაგირეკე და მოგიკითხე. არ გინდა სადმე გავიდეთ?- ლევანი ცდილობდა დამაჯერებლად ესაუბრა, თან გამუდმებით შუბლს ისრესდა. -ახლა? -ხო , ახლა. -სად წავიდეთ? -რავიცი საყვარელო... სადაც შენ იტყვი. -კარგი, გამომივლი? -გამოგივლი აბა რას ვიზამ.. ანუ წავიდეთ ხომ ?-კიდევ ერთხელ შეუბრუნა კითხვა და პასუხს დაელოდა. -კი , კი ლევან. მანამდე მოვემზადები მე და სად წავიდეთ გზაში მოვიფიქროთ. -კარგი, თხუთმეტ წუთში მანდ გავჩნდები ჩემო ქალბატონო. -კარგი...-გაღიმებულმა მოიცილა ტელეფონი ყურიდან და სახლში შებრუნდა. მოღრუბლულიყო, გიჟი მარტისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. ყოველი შემთხვევისთვის გრილ ზედატანზე თბილი მოსასხამი მოირგო. გაშლილ თმას რამდეჯერმე დაუსვა სავარცხელი, თხლად წასმული ღია ფერის ტუჩსაცხის თანაბრად გადასანაწილებლად რამდენჯერმე გადაუსვა ტუჩები ერთმანეთს და ოთახის კარი ფრთხილად გაიხურა. ხალისიანად ჩაირბინა კიბეები, როგორც სჩვევია ხოლმე. მამა როგორც ყოველთვის ინფორმაციულ გამოშვებას უყურებდა და ახალ ამბებს ეცნობოდა. -მამიკო სადმე მიდიხარ?-მაშინვე შენიშნა წასასვლელად გამოწყობილი შვილი მალხაზმა და მის შემხედვარე სახე გაებადრა. -ლევანმა დამირეკა სადმე გავიდეთო. -ვინ მიდის მალხაზ? -ჩაის ტილოთი და ნახევრად მშრალი თეფშით ხელში გამოვიდა თინათინი სამზარეულოდან და თვალი შეავლო ევას, -რა ლამაზი ხარ დედიკო, -თვალებით მოეფერა შვილს და ღიმილმა გაუპო ბაგე. -მადლობა დე, მე მივდივარ . ლევანმა დამირეკა სადმე გავიდეთო. მეც მთელი საღამოა უაზროდ გამიფუჭდა ხასიათი. გავალ ცოტას გავივლი. მოვიდა მგონი,-უცებ გაფაციცდა მანქანის ხმა რომ გაიგონა. -კარგი დედიკო... ჩემი ნატვრის თვალი შვილი,-ევას მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა,-ჭკვიანად აბა ,-პირჯვარი გადაწერა სახლიდან გასვლისას და თვალით გააცილა კარამდე. გარეთ გასულს ლევანი მანქანის გამოღებულ კართან დახვდა. ერთი შეხედა საქმროს დაღლილ სახეს, მოწყვეტით აკოცა ლოყაზე და წინა სავარძელზე მოთავსდა. ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი სად უნდოდა წასვლა, დაელოდებოდა საჭეს როდის მიუჯდებოდა და ერთად დაგეგმავდნენ. -საღამო მშვიდობისა,- მაშინვე მიესალმა და ისევ აკოცა ლოყაზე. -სად წავიდეთ?-გაღიმებულმა იკითხა ევამ და ლევანის შემოთავაზებას დაელოდა. -რავიცი აბა?-მხრები აიჩეჩა- ნაყინი უნდა ჩემს პრინცესას? -უნდა,- გაიბადრა ევა და უფრო კომფორტულად მოკალათდა სავარძელში. -ხოდა მივირთვათ ბატონო ნაყინი,-დამაჯერებელი ტონით თქვა ლევანმა და მაქანა დაქოქა. როგორც ყოველთვის ,ახლაც საუკეთესო მანერებით გამოირჩეოდა ლევანი. ევამ რა იცოდა მისი ნამდვილი სახე. იმდენად იყო მასში დარწმუნებული არც კი დაიჯერა, როცა ლაშამ უთხრა. სამი წელი იცნობს და შეუძლია დაიფიცოს, რომ როგორც მამაკაცს ქალთან არაფერი შეშლია. პირიქით, ყოველთვის ისე იქცეოდა, რომ ევას ეამაყებოდა კიდეც მის გვერდით დგომა. ახლაც ასე იყო, არც ეს საღამო გახლდათ გამონაკლისი. ნაყინი გემრიელად მიირთვეს, მერე მუსიკა ჩაართვევინა ადმინისტრაციის უფროსს და შუა კაფეში იცეკვეს კიდეც. ფაქტობრივად ევას უამრავი ლამაზი მოგონების ფონზე ერთი მიზეზიც კი არ ჰქონია, რომ ლევანის არაჩვეულებრივობაში ეჭვი შეეტანა. მით უმეტეს, რომ ოჯახიც იცნობდა. ერთადერთი ერეკლეს ვერ მოულბო გული, თორემ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცის, მამის თვალშიც მშვენიერი ადგილი ეჭირა. -იცი ევა რა ლამაზი ხარ?-უცემ მიახალა ლევანმა და გაეღიმა მის აფოროჟებულ ლოყებს რომ ჰკიდა თვალი. -მადლობთ. -ცოტა გავიაროთ ფეხით, კარგი ?-თავის დაქნევით დაეთანხმა ევა და მთვარის შუქით განათებულ ხიდზე შედგა ფეხი. ყვითელი შუქი რძესავით იღვრებოდა მდინარის ზედაპირზე. ყველაზე ბედნიერ ქალად გრძნობდა თავს იმ წუთას და ბოლომდე ენდობოდა მის გვერდში მდგომს . -ლევან. -გისმენ,-ყურზე ნაზად გადაუწია თმა და ხელი ჯიბეში ჩაიდო. -ძალიან კარგი ხარ. -ჩემი დედოფლისთვის მხოლოდ საუკეთესო,-რევერანსი შეასრულა და სიცილში აჰყვა ევას. ცდილობდა რაც შეიძლება თბილად მოქცეოდა, რომ დასკვნითი შეკითხვის დასმის დროს პასუხი მხოლოდ დადებითი ყოფილიყო. ალაგ-ალაგ დასკუპებულმა წვიმის წვეთება სულ აჭრა მდინარის არეკლილი გამოსახულებები. -ევა, რაღაც უნდა გკითხო და სანამ პასუხს გამცემ მინდა კარგად დაფიქრდე. -რა მოხდა ლევან? ხომ მშვიდობაა? -კი ევა მშვიდობაა,- ხელები ჯიბეებს მოაცილა და ევას სიფრიფანა მტევნები მოიქცია მუჭაში. ზემოდან უყურებდა გოგონა ხელებს და გუმანით უკვე ხვდებოდა რაზე უნდა ჩამოეგდო ლევანს საუბარი. -გისმენ, -მზერა გაუსწორა მის წინ მდგომს და მოსასმენად მოემზადა. -ევა მგონი იმდენს ხვდები, რომ პატარები არა ვართ. მე მინდა ოჯახი მქონდეს. უკვე კარგა ხანია მოლოდინის, ცდის რეჟიმში ვარ და ამდენ ლოდინს უკვე არ ვიცი როგორ გავუძლებ. -რას მეკითხები ვერ მივხვდი.. -მინდა ჩემი ცოლი იყო ზუსტად ერთ კვირაში. -გაგიჟდი ლევან? ასე უცებ? ჯერ ეს ერთი, მე არაფერი მომიმზადებია. სოფელში წასვლა ხომ არაა, ქორწილია. უცებ მოაცილა ხელები და მოაჯირთან მივიდა. -შენ ოღონდ დამთანხმდი ევა და ხვალ უკვე ყველაფერი მზად იქნება. -საერთოდ რამ გაფიქრებინა რომ ამაზე დაგთანხმდებოდი. აღდგომის მარხვა იწყება ხვალ. ხომ იცი ჩემთვის ასეთი რაღაცეები რა მნიშვნელოვანია. -ანუ ? -სახლში დავბრუნდეთ, მგონი წვიმას იწყებს.-მშვიდად ჩაილაპარაკა ევამ. -ვერ გავიგე რა , გინდა შენ საერთოდ ჩემი ცოლი რომ გახდე, თუ არა?-წარბები შეჭმუხნა და ევასკენ მიტრიალდა. -ეგ რა შუაშია ლევან? აბა რა არის? ჯერ დათბებაო და აჰა, არც ყინავს და არც არაფერი. ახლა კიდევ, მარხვა იწყებაო. მერე რაღას მოიფიქრებ საინტერესოა.-ასანთის ღერივით აალდა და ღრიალი დაიწყო -ლევან რა გაყვირებს?-საოცრად მშვიდმა ტემბრმა უარესად გააღიზიანა. -ფეხებზე შენი მიზეზები რა, ახლავე წაგიყვან. -რას იზამ?-გაოცება დაეტყო სახეზე ქალს. -რა და მოგკიდებ ხელს და წაგიყვან შორს. იქნები ჩემი ცოლი. -უკაცრავად? იმედია რაღაც მომესმა, ან არასწორად გავიგე. რას ნიშნავს ჩემი აზრი არ გაინტერესებს. მე ჯერ არ მინდა ქორწილი. მგონი გასაგებად ვთქვი. -მგონი მეც გასაგებად ვთქვი საყვარელო,-ირონია ნარევი ხმით დაუბრუნა პასუხი და ხელი გასწია ლოყაზე მოსაფერებლად. -ხელი!- ზემოდან დახედა გაფართოებული თვალებით ლევანის ხელს და სახიდან მოიცილა. -ხომ იცი ევა , რომ არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი. -იგივე შემიძლია გითხრა,-სიტყვის დამთავრებაც ვერ მოასწრო, ისე ჩაავლო ლევანმა ხელი და მანქანისკენ წაიყვანა. -ლევან, ხელი გამიშვი! რას აკეთებ? ხელი გამიშვი! -გამეტებით ურტყამდა მკლავზე და ამაოდ ცდილობდა განთავისუფლებას. -ნუღა ყვირი! რა აზრი აქვს? ამ დროს სასეირნოდ მაინც არავინ გამოდის. გინდა ვინმეს ხმა გააგონო და შველა თხოვო? -რა ჯანდაბა დაგემართა? ავადმყოფივით იქცევი. -დამღალა ლოდინმა,-მკვახედ მიახალა ორი სიტყვა. -რას ბოდავ, სამი წელი გიცნობ და ასეთი გადარეული არასდროს მინახავხარ , რამ გაგაცოფა? -ზუსტად მაგან. სამი წელია ვცდილობ ოჯახი შევქმნა, შენ კიდევ?... ამდენი სულელური მიზეზი საიდან მოგდის თავში? ყელში ამომივიდა,-ღრიალებდა , თან გამუდმებით რეზოს სიტყვები უტრიალებდა თავში და კიდევ უფრო აგიჟებდა ევას სიჯიუტე. კარგად იცნობდა მათ ბედს , ვინც რეზოს გეგმებში „გაუთვალისწინებელი“ , თუნდაც ნიუანსი შეიტანა. ისიც იცოდა, არავის რომ დაინდობდა. ტონს და სიტყვებს ვეღარ აკონტროლებდა . ყურებში მამამისის და ევას ხმები ისე ერეოდა , ლამის თავი გაუსკდა. ყოველგვარ ზღვარს მაშინ გადააბიჯა, დედა რომ შეაგინა. ერთ ადგილზე გაშეშდა. წუთის წინ ბოლო ხმაზე კიოდა, ახლა კი, სიტყვებს თავი ვერ მოუყარა. მხოლოდ ის მოახერხა მარჯვენა გაეშალა ლოყაში გემრიელად. კარგა გვარიანად წვიმდა უკვე , მაგრამ ევა ვერაფერს გრძნობდა, სიმწრის გარდა . ლევანი მის ჯინაზე დუმდა ჯიუტად. -ევა,-ერთი ამოიბურტყუნა, მაგრამ მისი სახელის დაძახებაც არ აცადა ისე უყვირა აღარ დამენახოო. აღარც უცდია შეპასუხება მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.