შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება (თავი 5)


16-05-2017, 19:24
ავტორი japara
ნანახია 1 471

ვსუნთქავ. ვსუნთქავ, რაღაც განსხვავებულსა და უჩვეულოს, რაღაც უცხოსა და საჭიროს, სასიცოცხლოდ საჭიროს. ჩემთვის…
მიყვარს წყალში ჩასვლა და გაუჩინარება. მიყვარს სამყაროსგან მოწყვეტა და ვგიჟდები შეგრძნებაზე, როდესაც წყალი მეხება. არავითარი განსხვავება არაა წყლისა და მის შეხებაში. ერთნაირად ნაზად და თბილად მედებიან სახესა და მთელს ტანზე. იგივენაირად ვიკარგები მის ზღვისფერ თვალებშიც, როგორც ზღვაში. არ ვიცი რომელი უფრო რეალურია. ბალიშზე მიდევს თავი და მას ვუყურებ. არ ვაკვირდები მის ყოველ ნაქვთსა და მიმიკას, არ ვცდილობ შევისწავლო ისინი. მხოლოდ მისი თვალები.
ადამიანის სული გამყიდველი და მოღალატე მეგობარი თვალებია. ისე გაგთქვამს, არც კი დაფიქრდება. მის მორჯულებას და მისით ტყუილს კი დიდი ნიჭი სჭირდება, რომლითაც მე ვარ დაჯილდვებული. გაგთქვამს და გაგყიდის. თვითონ თუ ვერა, მოციქულს გამოგზავნის ცრემლის სახით და მერე ყველაფერი ნათქვამია. თვალები ყიდნენ მათ და არ ვიცი, შეიძლება მეც. თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ ასე არ მოხდეს.
სამარისებურად იდეალურ სიჩუმეს ტელეფონის ზარი აპობს. არ მესმის. ვერ მესმის. ბგერები ჩემს ყურებში შეღწევის გზას ვერ პოულობენ, რადგან ჩემს გარშემო ყველაფერი მისითაა ამოქოლილი.
- გირეკავენ. - მეუბნება და ვხვდები. რეალობაში დაბრუნების დროა.
- ხო, ბელს…
- რა მოხდა?
- ბატონო?
- გუშინ ივა უნდა გვენახა და ისევ გაუჩინარდა. ხოდა გეკითხები…
- მე რა შუაში ვარ?
- დევიდმა დამირეკა, მითხრა რომ…
- დევიდს საიდან იცნობ? - დაკითხვაში როლები გავცვალე და ახლა მე ვიყავი გამომძიებელი.
- ერთად ხართ?
- ჰა?
- შენ და ივა. ახლა ერთად ხართ?
- მე… - ივამ თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა. აშკარად ყველაფერი ესმოდა. - ხო.
- კარგი. - გათიშა. უკვე რვის ოცდახუთი წუთია. ტელეფონს არ ვდებ და ახლა ჯილს ვურეკავ.
- ჯილი, დღეს ვერ მოვალ ვერცერთ ვარიანტში. დიდი ქეისი მაინც არაფერი მაქვს და ბატონ გრეგორის უთხარი საბუთებს აქედან გავუგზავნი.
- რა პრობლემაა.
- ეს ერთი დღეც და მერე რამხელა შვებულებაც გინდა აიღე. - გვეცინება და ვთიშავ. ლოგინიდან ისე ვდგები მას სულ აღარ ვუყურებ. ვითომ იქ საერთოდაც არ არის. სააბაზანოში შევდივარ და შხაპის ქვეშ ვდგები. გამოფხიზლება მჭირდება-თქო რომ ვთქვა, მოგატყუებთ. მალევე ვემზადები და იქიდან პენუარ გადაცმული გამოვდივარ. ის ჯერ კიდევ წევს. უსიტყვოდ გავდივარ ოთახიდან და თან ვგრძნობ მის მოუშორებელ მზერას.
სამზარეულოში შესვლამდე ვყვირი.
- ნოყიერი თუ მსუბუქი?
- ნოყიერი. - ხრინწიანი ხმა მესმის და მეც მზადებას ვიწყებ. ნაბიჯ ნაბიჯ… ნელნელა ვაკეთებ საუზმეს. მოკლე ბაგეტში ვდებ შემწვარ ვიჩინას, ყველს, სალათის ფოთოლს და ყველაფერს რაც მიყვარს. მერე ხის ჩხირებით ვამაგრებ, რომ არ გადაიშალოს და ტაფაზე ვდებ. გამოსული გაოცებული სახით მიყურებს. შარვლის ამარა დატანტალებს ბიჭი. თეფშებზე ვანაწილებ საუზმეს. ჩემი ბაგეტი მისი ორი მესამედია. ივას ხარივით შეუძლია ჭამა. იმიტომაცაა სულ ენერგიაზე.

დივანზე გაწოლილი ზის. თავქვეშ ერთი ხელი აქვს მოქცეული. მე ვწევარ და თავი მის მუცელზე მიდევს, მას კი ხელი უდევს ჩემსაზე. თვალები დახუწული მაქვს და ვგრძნობ, როგორი გამოუძინებელი ვარ. მისი მძიმე სუნთქვა იავნანასავით ჩამესმის, მე კი გათიშული ვგდივარ. ერთი ორი აშკარად მძიმედ ამოიხვნეშა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე წამოვჯექი, ისე რომ მის მხარზე თავი მედო და სახეში ვუყურებდი.
- რა გჭირს?
- არაფერი.
- ხომ იცი, რომ ჩემთან ყველაფერზე შეგიძლია ლაპარაკი?
- არ მინდა დატვირთო.
- არაუშავს. მე გაიძულებ… - ვუღიმი და ველოდები.
- ყველაფერი რთულადაა… - ლაპარაკს იწყებს თუ არა ტელეფონზე ურეკავენ და იღებს. ინგლისურად ლაპარაკობს. - სიცხე აქვს? ჯანდაბა! რა უნდა ვქნა? მოვდივარ. კარგი. წამლები გაქვს? მოვდივარ… - თიშავს და მე მიბრუნდება. - უნდა წავიდე.
- რა ხდება?
- მერე მოგიყვები. - დამძიმებული ამბობს და სახეზე ხელებს მოუსვენრად ისვამს.
- მოკლედ მითხარი.
- ბავშვი მყავს სახლში. სიცხე აქვს.
- რამხელაა?
- ორი თვის. - ამის გაგებაზე სახე სიხარულისგან მებადრება…
- შეიძლება? შეიძლება წამოვიდე? - ენის ბორძიკით ვეუბნები და თან ყურებამდე ვუღიმი. - თუ… თუ რა თქმა უნდა დედამისთან არ…
- წამოდი და გზაში მოგიყვები. - ისიც ღიმილით მეუბნება და საძინებელში მივრბივარ. მალევე ვიცმევ და ჩანთაგადაკიდებული კარიდან გავდივარ. მანქანაში გვერდით ვუჯდები და ვიწყებ მოსმენას.
- პატარა ძმა მყავს. ოცი წლის. ყოველთვის შარში ეხვეოდა და ყოველთვის მე მიწევდა მისი შველა. ახლაც… ვიღაც საცოდავი გოგო დააორსულა. ბავშვი ჯანმრთელი დიაბადა მაგრამ დედამისი ძალიანცუდად გახდა… მთელი თვე იწვა, მაგრამ ვერაფერი უშველეს… გარდაიცვალა. ნიკუშა ბავშვს ვერ მოუვლიდა. იმ გოგოს დედ-მამა ამბობენ ამ ცოდვის შვილს და ჩვენი შვილის მკვლელს ვერ გავზრდითო, პრინციპში არც მინდოდა მაგათ ჰყოლოდათ. დედაჩემისა და მამაჩემისთვის არც მითხოვია ისე დავავლე ბავშვს ხელი და წამოვიყვანე. ოფიციალურ მეურვედ გავიფორმე თავი და ახლა აქ მყავს. - ხელებს ნერვიულად ათამაშებდა საჭეზე და ვხედავდი, როგორ ებერებოდა ძარღვები ყელზე. მერე ერთი ღრმად ამოიხვნეშა და მანქანა გვერდზე გადააყენა.- ლიზ, მე არაფერს მოვითხოვ შენგან… უბრალოდ მინდა იცოდე, რომ ეს… ეს… - იბნევა და თვალების ფახურით მიბრუნდება, ჩემს ხელებს თავისაში აქცევს და აგრძელებს. - ეს, რაც ჩვენ გვაქვს, ჩემთვის იმაზე ბევრად სერიოზულია ჩემთვის, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი. საშინლად არ მინდა გული გეტკინოს და უბრალოდ გეუბნები, რომ თუ ეს შენთვის რამეს ამძიმებს შეგიძლია…
- როგორ შეიძლება ბავშვმა რამე დაამძიმოს ან გააფუჭოს? თუ რა თქმა უნდა ეს ცუდი არაა… - ვუღიმი და ლოყაზე ხმაურით ვკოცნი. - ივა, ბავშვს სიცხე აქვს შენ კი რა სისულელეებს მეუბნები. წავედით. - ვეუბნები და გზას ისე ვუბრუნდები, ვითომც არაფერი. უბრალოდ ვხვდები, რა საშინლად ბევრს ნერვიულობს სავარაუდოდ, რადგან ეს მას სისხლში აქვს. და მაქსიმალურად ვცდილობ ვაგრძნობინო, რომ მე მის გვერდში ვარ, რაც არ უნდა მოხდეს.
მის სახლში პირველად ვარ. მანჰეტენის ერთერთ მაღალ შენობასთან აჩერებს მანქანას და კარს მიღებს. მალევე შევდივართ ლიფტში და ვხედავ, როგორ აჭერს თითს მე-18 სართულის ღილაკს. გული ცაში მივარდება. - ხუმრობ?
- რა მოხდა?
- სიმაღლის მეშინია. - ვაღიარებ და შეშინებული ვუყურებ თვალებში. სადღაც იმედიც მაქვს, მეტყვის გეხუმრებიო და მეოთხეზე მაინც ჩავა. ის კი უბრალოდ სიცილით მიხუტებს გულში და თავზე მკოცნის.
- რა ხარ ასეთი საოცრება?
- არ ვარ.
- ხარ.
- არ ვარ.
- ნუ მეწინააღმდეგები.
- რა ჰქვია?
- ვის?
- მასზე ფიქრს ვერ ვიგდებ თავიდან. - ვშორდები. ისე მიხარია ბავშვის ნახვის ამბავი, დავფრინავ და მხოლოდ მასზე ვფიქობს. ყურებამდე გაკრეჭილი ველი პასუხს.
- ბაბი. - სახელის გაგონებაზე ადგილს ვეყინები… ვშეშდები და თვალები ცრემლებით მევსება.
- მოხდა რამე?
- მე… ჩემს პატარა დაიკოსაც ბაბი ჰქვია. - ჩუმად ვეუბნები და ლიფტის კარს ვაშტერდები. მაქსიმალურად ვცდილობ, არ ვიტირო. მაგრამ უშედეგოდ. თვალიდან იმ გამყიდველი მეგობრის მოციქული მოცურავს და მეც უცებ ვიშორებ თავიდან. - ბაბი. - ჩუმად ვამბობ და კარიც იღება. ჩქარი ნაბიჯით მივდივართ და 187-ე B ბინას აღებს. კარს ვაღებთ თუ არა ბავშვის ტირილი მესმის. ივა გაგიჟებული დიდი ნაბიჯებიტ მიიწევს, ისე რომ კარს ღიას ტოვებს. მთელი მისაღების კედელი შუშაა და ნიუ-იორკს გადაჰყურებს. მეღიმება მაგრამ მეშინია. კარს ვხურავ და შვდივარ. ივას ბავშვი უჭირავს და ისტერიკულად ატირებულს ამშვიდებს.
- მე… ვერაფრით დავამშვიდე. - დუდრუნებს დაბალი, აზიელი ქალი, და ივას შეშიებული უყურებს.
- შეგიძლიათ წახვიდეთ. - ინგლისურად ეუბნება და ბავშვს ქართულად უგრძელებს. - რა გჭირს ბიძას გოგო? - აშკარად მთელი მონდომებით ცდილობს დაამშვიდოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. მე კი გახარებული ვუყურებ ამ სანახაობას. მერე ხელებს ვშლი დავანიშნებ ბავშვი მომიყვანოს. ისიც მაჭერინებს. მთელი სითბოთი და სინაზით ვიჭერ ხელებში და ნელა ვაქანავებ.
- რაო პატარავ? - ღიმილით ვეუბნები და შუბლზე ვკოცნი.
- ახლა უნდა ეძინოს. - ცუმად ამობობს და საათს დაჰყურებს.
- ლოგინი სადაა? - თვალით კარისკენ მანიშნებს და მეც მივდივარ. კარს ვხურავ თუ არა ჩუმად ვიწყებ სიმღერას. მართალია რომ ამბობენ იავნანას ღვთიური ძალა აქვსო. პატარა ჩემს ხელებში ინაბება და აშკარად მშვიდ სუნთქვას იწყებს. მეც ლოგინში ვაწვენ და სიმღრას არ ვამთავრებ, სანამ არ გაითიშება…
უკვე მშვიდად ძინავს. მე კედელზე აყუდებული ვდგავარ აკვანთან და ბავშვს დავყურებ. ისე მშვიდად სძინავს. ვუკვირდები მის სახის ყოველ ნაქვთს, თითქოს ჩემი ცხოვრების მოწოდება და მთავარი მიზანი ეს იყოს. ვუკვირდები მის გაბერილ, ვარდისფერ ლოყებს, თეთრ ქათქათა კანს, დიდ ულამაზეს წითელ ტუჩებსა და შუბლზე დადებულ ერთ ცალ კულულს. ღმერთო, ასეთი სილამაზე არასდროს მინახავს. მისი პაწაწინა ცხვირის დაკვირვებისას მთელი სახე ღიმილით მებადრება. პაწაწინა ლამაზი თვალები და ლამაზი ყურები აქვს. მერე ხელთათმანებს ვუყურებ. ერთერთი ცუდად უკეთია, ცერი აქვს გამოგდებული. ხელთათმას ვხსნი და მისი პაწაწინა ხელის დანახვაზე კიდევ უფრო მეღიმება, ნაზად ვუბრუნებ სამოსს და ისევ კედელს ვეყრდნობი.
მეცოდება. ის ვერასდროს იგრძნობს დედის სითბოს და უცებ ჩემი გონება ოცნებებში მიდის.
მოვა დრო და მეც მეყოლება ასეთი. მეც ვიქნები დედა… მაგრამ… მაგრამ იქნებ უკვე მყავს? იქნებ… მეღიმება და ბავშვს ლოყაზე ნაზად ვეფერები ხელის ზურგით.
ფიქრებიდან წელზე შემოხვეული ხელი, ზურგზე აკრული სხეული და გრილი სუნთქვა მარკვევს კისერში…
- როგორ შეძელი?
- ვფიქრობ, ერთმანეთს ვუგებთ. - მისკენ ნელა შევბრუნდი და კისერზე ხელები შემოვხვიე.
- მიხარია.
- მეც.- ვჩურჩულებ და მის კისერში თავს ვრგავ. ახლა მეტი არაფერია საჭირო. ერთის ნაცვლად ორ სუნთქვას ვუსმენ და ვმშვიდდები. ჩემი ცხოვრება რადიკალურად იცვლება…

არც მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი სასტუმრო ოთახში, დივანზე, ყავით ხელში. ფიქრებში გართული იმ ადამიანის გაბადრულმა ღიმილმა გამომარკვია, წინ რომ ვუზივარ.
- რა იყო?
- არაფერი. - ამბობს და ეცინება.
- მითხარიი… - პატარა ბავშვვით ვებუსხები.
- დაახლოებით ნახევარი საათია ერთნაირად ზიხარ, თხუთმეტი წუთის წინ ისიც თქვი ყავა მეც მინდაო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ გახსოვს.
- მე ვილაპარაკე? და ნახევარი საათია რაც ოთახიდან გამოვედი?
- რაზე ფიქრობდი? - დავიბენი. რა უნდა ვუპასუხო? იმაზე, რომ ოდესმე მეც ვიქნები დედა? ეს ზედმეტად სერიოზული წინადადება იქნება იმასთან, ვისაც მხოლოდ 2 თვეა ვიცნობ. ჯანდაბა, რატომ მოვატყუო? - იმაზე, რომ ოდესმე მეც მეყოლება ბაბისნაირი. - სიჩუმე. ჩემს ცარიელ ყავის ჭიქა მართმევს და სამზარეულოსკენ მიდის.
- იქნებ უკვე გყავს? - ჩუმად ჩაიდუდღუნა სანამ შევიდოდა.
- ივაა …
- ხო.
- ძაან მეძინება.
- კარგი, წავიდეთ.
- ბავშვი?
- ძიძას გვერდით ბინა აქვს. - თქვა და გავიდა.
ლიფტში შევედით… ისე მეძინება თვალებს ძლივს ვახელ. მაგრამ როცა ვახელ თვალწინ სულ პატარა ბაბი მიდგას. სიცხიანი ბავშვი. როგორ წვალობს, ტირის… ძალიან მეცოდება. ის ქალი კი დარწმუნებული ვარ სულ ასეა, ვერ აწყნარებს. საწყალი ბაბი.
- ივა, ამ დღეებში რას აკეთებ?
- რა იყო?
- გეკითხები…
- სახლში ვიქნები სავარაუდოდ… ბავშვს ხო სიცხე აქვს.
-აა.. - დავფიქრდი და ჩემი აზრის გენიალურობაში დავრწმუნდი. სახლში მალევე მივედი. მანქანიდან გადავედი და ივას მივაძახე აქ დამელოდე-მეთქი. უკან რუგზაკითა და ნოუთბუქით დავბრუნდი. - ეს დღეები შენთან ვრჩები. - თავდაჯერებულმა ვკითხე და მანქანის კარი მოვიხურე. საშინლად მეშინოდა მისი რეაქციის. ცალი წარბი ასწია და გაკვირვებულმა შემომხედა. - როგორც მეგობარი… - დავამატე.
- ეგ რაღა საჭირო იყო?
- ანუ… თუ ვინმეს ამოყვანა მოგინდება, არ გაგიტყდეს-თქო. - ჩუმად ვუთხარი და გავწითლდი. მაგრამ ტელეფონს ჩავაჩერდი.
- გავითვალისწინებ. - ჩუმად ამბობს და მანქანას იგივე სახლის პარკინგ-ფლორზე აჩერებს.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგია,ბაბი უფრო დაახლოვებს ამ ორს.გამიხარდა ახალი გმირის გამოჩენა,თან როგორი ციცქნა და საყვარელია
--------------------
ლანა

 


№2  offline მოდერი ენემი

აუუუ ლა საკალელიააა <3 ვგიჟდები ბავშვებზე ძაან მაგრები არიან კიკინებიანი გოგოები მითუმეტეს :D . მაგარი ისტორიაა <3 მიხარიხარ :) წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent