შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობრის ხათრით (თავი 3)


16-05-2017, 22:01
ავტორი ნასტია
ნანახია 3 137

* * *
როგორ ცხელა!..
წარმომიდგენია ახლა ქალაქში როგორ ეცხელება.
კიდევ კარგი დედაჩემს კოსტა სოფელში მიჰყვადა, ჩვენთან. თორემ ალბათ ქალაქში არც გავატანდი მის თავს.
შუადღისით ჩამოსული ბებია კოსტამ იუცხოვა. არადა არასდროს, არავის უცხოობს.
ეთომ და ნანამ ერთმანეთს კარგად გაუგეს. ათას თემაზე ისაუბრეს, ყავაც დალიეს ნამცხვართან ერთად და ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც. ძლივს მოვწყვიტეთ სახლის ჭისკარს ჩვენი პატარა კოსტა. მეც ვაპირებდი წასვლას, მაგრამ გიომ ხმის ამოღება არ მაცადა.
- ეთო, ნინას აქედან არ გაგატანთ!..
დედაჩემიც დიდი სიამოვნებით დათანხმდა, თუ მას ასე უნდა დარჩესო.
გადაწყვეტილება აღარ შემიცვლია, დავემშვიდობე ჩემებს და ნანასთან ერთად სამზარეულოში შევედი.
- ნინა, შვილო, ის ბიჭი მდინარეზე რომ გაიცანი, აღარ შეგხმიანებია?.. - ხანდახან ვფიქრობ, რომ ნანას ფორმაში გადაცმული გიორგი მელაპარაკება და ცდილობს, როგორმე ამალაპარაკოს სიყვარულის თემასთან დაკავშირებით.
- არაა.. - ვუპასუხე და ჭურჭლის რეცხვა დავიწყე.
- გარეგნულად კარგი ბიჭი იყო, მაგრამ არამგონია სერიოზული მიზნები ამოძრავებდეს შენ მიმართ. - ახლა უკვე ვატოს აზრებით ალაპარაკდა ნანა. მგონი ორივემ ერთად დაარიგა.
- მეც მასე ვფიქრობ. - თავი დავუქნიე და ჩემი სამუშაო გულმოდგინედ გავაგრძელე.
- მეზობელთან უნდა გადავიდე ნინა, - ფეხზე წამოდგა. - ძალიან ნუ დაითლი თავს! დამიტოვე და მე გავაგრძელებ..
- არ დავიღლები!.. - ვიუარე მე.
ნანამ მხოლოდ გამიღიმა და ოთახი დატოვა.
ცოტა არ იყოს, მართლაც ძალიან დავიღალე ჭურჭლის რეცხვით, თუმცა დატოვებაც ვერ გავბედე. დაღლილ დაქანცულს გამშრალებაში ვატო დამეხმარა.
- ასე გამშრალებაც არ გინდა, რამდენჯერმე გაუსვი და კარადაში შედე!.. - დავარიგე და თან გამეცინა, ისე უხდებოდა ჭურჭელი ხელში.
- ჭიქას ბოლომდე ვერ ვამშრალებ.. - დაიწუწუნა და პატარა ბავშვივით გამობურცა ტუჩები.
- არაუშავს შედე!.. - ისევ გამეცინა მასზე. - ნანა არ მოგვკლავს მაგის გამო.
- ეს ჩანგალი არ არის კარგად გარეცხილი!.. - მოიღუშა და მომთხოვა ჩანგალი თავიდან გამერეცხა.
- გარეცხილია!.. - მივუგე მე.
- არ არის კარგად გარეცხილი!.. - ისიც გაჯიუტდა.
ამოვიოხრე და სუფთა ჩანგალი თავიდან გავრეცხე. გამარჯვებულმა ჩაიღიმა და განაგრძო ჭურჭლის მშრალება.
- კარგია რომ დარჩი.. - სხვა თემაზე ჩამოაგდო საუბარი.
- ჰო, ალბათ.. - ვუპასუხე და სახის გამომეტყველებაზე დავაკვირდი.
- დღეს კარგი ამინდია, მდინარეზე წავიდეთ, ხომ?.. - თავის საქმეს მორჩა, მაგიდას მიეყრდნო და ჩემს პასუხს დაელოდა.
- რატომაც არა, ძალიან ცხელა.. - დავეთანხმე მე.
- თან იქნებ როგორმე კიდევ შეხვდე ვაჩეს, არა?.. - სამზარეულოში შემოვიდა გიორგი, რომელიც, როგორც ჩანს, იქვე იდგა და ჩვენს საუბარს ყურს უგდებდა.
- მოკეტე!.. - შევუღრინე მე, ვატომ კი მაშინვე დატოვა ოთახი.
- ორი უჟმური... - წვრილი ხმით ამოიკნავლა და მაინც შეძლო ჩემი გაცინება.

* * *
მდინარეზე ფეხით წავედით. ნანა დაღლილი იყო და არ გამოგვყვა.
წინ ვატო მიდიოდა, მის უკან მე მოვდიოდი, ხოლო სულ ბოლოს გიორგი მოჩანჩალებდა.
კოღოებისგან დაკბენილი ქეციანი ძაღლივით იქექებოდა და ამასთანავე წუწუნებდა კიდეც.
- თბილისიდან სიცხეს გავექეცი, აქ კიდე კოღოებმა დამგლიჯეს... - გაჰკიოდა ბოლო ხმაზე. - ვისღა მოვეწონები დაკბენილი?..
- გიორგი, გირჩევნია მოკეტო, სანამ ამას ზრდილობიანად გთხოვ!.. - შეუბღვირა ვატომ და გზა განაგრძო.
- რა დღეში გაქვს ნერვები, ვატო!.. - მიუგო ქალურად და სიცილი ძლივს შეიკავა.
- ნეტა როდის გაიზრდები?!.. - ამოიოხრა ვატომ და თვითონაც ჩაეცინა.
მათზე გამეცინა. პატარაობაში მე და ჩემი ძმაც ასე ვჭამდით ხოლმე ერთმანეთს. ერთხელ მახსოვს, სისულელეზე დავცინე და მთელი სოფელი მომატარა, უკან მომდევდა ცოცხით ხელში. დედაჩემს დღემდე აქვს შემონახული ჩვენი ფოტოები. წინ მე და უკან ლაშა, დიდი ეზოს ცოცხით ხელში. იმ დღეს ლაშას რისხვას გადავურჩი, თუმცა მეორე დღეს საწოლში ერთი ვედრო წყალი გადამასხა.. ამის გამო ერთი კვირა არ ვცემდი ხმას. ძლივს შემომირიგა, მაგრამ შემდეგ ისევ დავიწყეთ ახალი ხაფანგების მოგონება ერთმანეთისთვის.
ამასობაში მდინარეზეც მივედით. ჩვენს ადგილას ისევ ის ბიჭები ბანაობდნენ, რომლებიც რამდენიმე დღის წინ შეგვხვდნენ. მაშინვე შევნიშნე ქვებზე წამოწოლილი ვაჩე. მანაც დამინახა და ბედნიერი სახით დამიქნია ხელი.
- როგორ ხარ ნინა?.. - მეგობრულად გადამეხვია და გამიღიმა.
- კარგად ვაჩე, შენ როგორ ხარ?.. - მეც მოვიკითხე და გავუღიმე.
- ვარ რა, წყალში ჩამოხვალ, ხომ?.. - მდინარეში ჩასასვლელად მოემზადა.
- ჰო, ოღონდ ცოტა ხანში...
ჩემს პასუხზე ისევ გაეღიმა და წყალში გადახტა.
არ ვიცი ეს ბიჭი სულ გაღიმებული დადის, თუ მაინც და მაინც ჩემთან არის გაღიმებული. ეს კი ფაქტია, რომ ჩემტან ერთად სულ გაკრეჭილია.
აი რაც შეეხება ვატოს, ის ახლაც მოიღუშა. მობეზრებულმა სწრაფად გაიხადა მაისური და ისიც ვაჩეს მსგავსად წყალში ჩახტა.
მე კი მორიდებულად გადავიძრე სარაფანა და იქვე მოზრდილ ქვაზე ჩამოვჯექი.
- არ ჩამოდიხარ?.. - ცურვით მომიახლოვდა ვაჩე.
თავი დავუქნიე და ნელა შევედი წყალში. ძალიან ცივი მეჩვენა. ალბათ იმიტომ, რომ დიდხანს გავჩერდი ერთ ადგილას.
ჩავედი თუ არა წყალში, ვატო ნაპირზე ავიდა. ცურვა მინდოდა, თუმცა ვაჩემ არ დამაცადა. ათას სისულელეზე მელაპარაკა, თუმცა მე მათგან არცერთი არ გამიგია. გამოშტერებული ვატოს ვუყურებდი. ალბათ ახლა ჩემთან ერთად ნატა რომ ყოფილიყო, ერთს მაგრად მითავაზებდა თავში... გამოფხიზლების მიზნით.
წარბშეკრული ავიდა ნაპირზე. პირსახოცი სახეზე მოისვა, თმებიც გაიმშრალა და საყვარლად აიჩეჩა. ქვებზე კომფორტულად მოკალათდა და სადღაც შორს დაიწყო ყურება. როგორ მოქმედებს ეს ბიჭი ჩემზე?!.. ისე უხდება წყლის წვეთები, მის კარგად გარუჯულ ტანს...
- ნინა, სად დაფრინავ?.. - მომესმა ვაჩეს მხიარული ხმა.
- ჰა?.. - დავუბრუნდი ამ სამყაროს მე.
- არ მისმენდი?.. - თავი სიცილით გაიქნია მან.
უარყოფის ნიშნად თავი გავიქნიე და დასჯილი ბავშვივით დაბლა დავიწყე ყურება.
- დაიკიდე, მნიშვნელოვანი არაფერი მითქვამს. - თბილად გამიღიმა და ცურვა განაგრძო.
გაყინული წყლიდან მაშინვე ამოვედი.
გიორგი და ვატო გვერდი-გვერდ იწვნენ. მეც მათკენ წავედი და გიორგის მივუჯექი გვერდით.
- რაო ვაჩემ, ნინაჩკა? - მხიარულად შემეკითხა გიო.
- ისეთი არაფერი. - უემოციოდ ვუპასუხე და სხეული გავიმშრალე.
- მე წასვლას ვაპირებ და წამოხვალთ თქვენც?.. - გამოგვაფხიზლა ვატოს ხმამ.
როგორც მოსვლისას, წასვლისასაც ის წინ მიდიოდა, მე მის უკან, ხოლო გიორგი ბოლოს.

* * *
საღამოს მე და გიორგი ვაშლის ხის ქვეშ ვისხედით, ვატო კი ჰამაკში იწვა.
როგორც ყოველთვის, ახლაც მე და ჩემი დებილი მეგობარი სისილელეზე ვკამათობდით.
ვატო ხმას არ იღებდა. ან გვისმენდა და არ სურდა საუბარში ჩარევა, ან სულ სხვა სამყაროში იყო და ვერც ამჩნევდა ჩვენს სიახლოვეს.
მოულოდნელად ჩვენს ჭიშკარს მერსედესის მარკის მანქანა მოუახლოვდა.
იქვე გაჩერდა და მანქანიდან ქერათმიანი გოგონა გადმოვიდა.
- დეა?! - ესღა აღმოხდა გიორგის და ჰამაკისაკენ გაიხედა.
ვატო წამოიწია, გოგონას კარგად დააკვირდა და ფეხზე წამოდგა.
როგორც გიორგიმ უწოდა, დეა სირბილით გამოემართა ვატოსაკენ. მასთან შეჩერდა, ცოტა ხანს უყურებდა, მერე კი გულთბილად მოეხვია. ვატომ, ცოტა არ იყოს, ცივად მოხვია წელზე ხელები და მალევე მოიცილა, საკუთარი ინიციატივით.
- როგორ მომენატრე!.. - ამოიკრუსუნა გოგონამ.
ვატოს არაფერი უპასუხია. კუნთი არ შეტოკებია სახეზე.
მე და გიორგი გამოვეცალეთ და თავი ნანას სამზარეულოს შევაფარეთ.
- დეა ვატოს ყოფილი შეყვარებულია, მასზე გაბრაზებულმა გადაწყვიტა აქ დასახლება. - ამიხსნა გიომ. - ახლა აქ რა უნდა ვერ ვხვდები?!..
არაფერი მითქვამს. ფანჯარასთან მივედი და წყვილი შევათვალიერე. სიმართლე გითხრათ, გოგონასი შემშურდა. გეკაოს ადგილი ისეთი მამაკაცის გულში, როგორიც ვატოა, მართლაც რომ შესაშურია. ღმერთო, რაებს ვლაპარაკობ!.. როდის აქეთ მომინდა ვატოს გულში ადგილის დაკავება?!.. აჯობებს აღარაფერი გავიფიქრო...
- ყავას დალევ?.. - ესღა მოვიფიქრე ყურადღების გასაფანტად.
- ჰო.. - გაუხარდა გიოს სიჩუმეში ჩემი ხმის გაგონება.
- დიდი ხანი იყვნენ ერთად?.. - თავიდან ვერ მიხვდა რაზე ვეკითხებოდი, მერე კი სახე გაუნათდა.
- საკმაოდ... - ყავის ფინჯანი გამომართვა და მადლობის ნიშნად თბილად გამიღიმა.
- მოკლედ, ყველას ეშველა ჩვენ გარდა... - წამოვიძახე და სინქრონში ავხარხარდით.
- შენ ვაჩე მაინც გყავს, მე რა მეშველება?.. - სევდიანად გაიღიმა მან.
მე გვერდით მივუჯექი, თმები ავუჩეჩე, წელზე ხელები შემოვხვიე და ძალიან მაგრად ჩავეხუტე. ნეტავ იცოდეთ, როგორი სულელი და საყვარელია, როცა სევდიანად მიღიმის. ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ შეყვარებული არ ყავს არის მისი დაბნეულობა. ალბათ დაეჭვდით ჩემს სიტყვებში. ამდენს შეუჩერებლად და მოურიდებლად ლაქლაქებს და დაბნეული როგორააო?!.. მეგობრებთან და ახლობლებთან არა, მაგრამ გოგოებთან საუბარში ბატივით ირევა. სიტყვას სიტყვაზე ვერ აბამს და ერთადერთი რისი თქმაც შეუძლია არის – კარგი ამინდია, ჰო?...
გარედან ხმაური შემოგვესმა, როგორც ჩანს ვატო და დეა ჯერ ისევ კამათობენ. მე და გიო მისაღებში გავედით და ტელევიზორი ჩავრთეთ. ერთმანეთზე ჩახუტებულებს ჩაგვეძინა. ნანასაც შევეცოდეთ გასაღვიძებლად და დილით კისერმოტეხილებმა გავიღვიძეთ. ძლივს წამოვდექით ფეხზე და წელში გავიმართეთ. სახლში არავინ იყო. არც არავის ეძინა.
მე და გიომ გადავწყვიტეთ ცოტა ხანს საწოლში გაგვეგრძელებინა ძილი და მეორე სართულზე გადავინაცვლეთ, საინტერესოა სად არის ვატო?.. ან თუნდაც ჩვენი ახალი სტუმარი დეა?!...

* * *
უკვე შუადღისით ისევ კისრის ტკივილმა გამაღვიძა. საწოლში ვეღარ მოვისვენე, სწრაფად ჩავიცვი და ოთახი დავტოვე. სანამ პირველ სართულზე ჩავიდოდი გიოს ოთახს მივაკითხე. მასაც ჩემს მსგავსად ეღვიძა და ცდილობდა როგორმე დაეზილა გაშეშებული სხეული.
პირველ სართულზე ერთად ჩავედით. მისაღებში არავინ დაგვხვდა, ხოლო სამზარეულოში ნანა ტრიალებდა.
- ბეე, ვატო და დეა სად არიან?.. - მისალმების გარეშე ჰკითხა გიომ.
- თბილისში წავიდნენ.. - დაუფიქრებლად უპასუხა ნანამ.
- შერიგდნენ?.. - სახე გაუნათდა გიოს.
- არა, ვატომ გამოუცხადა სხვა მიყვარსო.. - გაბრაზებულმა ჩაიქნია ხელი. - ერთმანეთს ეჯიბრებიან შეყვარებულების ცვლაში..
- როდის წავიდნენ?... - მეც ამოვიღე ხმა.
- გუშინ, ღამით. - მომიგო ნანამ.
- ღამით?... - გაუკვირდა გიოს.
- ჰო, ღამით. - კიდევ ერთხელ გაიმეორა მან. - თქვენ გეძინათ და ვერც გაიგებდით ვერაფერს.

მართალია, ვერაფერი ვერ გავიგეთ. ან შეიძლება გიორგიმ გაიგო, თუმცა მე სრულ გაურკვევლობაში ვარ. საუბარი მაქვს ვატოს და დეას ურთიერთობაზე. თუ არ შერიგებულად, რატომ გადაეხვივნენ ერთმანეთს ეზოში?.. თუ ვატოს სხვა უყვარს, რატომაა სოფელში?.. მოკლედ, ორ დღეში თბილისში ჩავალ და დავისვენებ ამდენ სისულელეზე ფიქრისგან.
- მგონი ვიღაც მოვიდა... - გამომაფხიზლა გიოს ხმამ.
ჭიშკართან ვატოს მანქანა გაჩერდა.
გიორგი და ნანა ეზოში შეეგებნენ, მე კი სამზარეულოს კარებს მივეყრდენი და იქიდან დავუწყე ყურება. ნანას ლოყაზე აკოცა, გიოს რაღაც კითხვაზე გასცა მოკლე პასუხი და ჩემსკენ წამოვიდა.
- ხომ არ მოიწყინე უჩემოდ?.. - ირონიულად ჩაიცინა.
- ცოტა ხანიც რომ დაგეგვიანა, ალბათ მოვკვდებოდი მოწყენილობისგან.. - მეც ირონიულად გავუღიმე და კიბისაკენ წავედი.
მეწყინა. უბრალოდ რომ მომსალმებოდა, უარს არ ვიტყოდი. რას ნიშნავს ეს ირონია?... მე დავუშავე რამე?... რას გაუგებ?!

* * *
დავინახე თუ არა ეზოში ლაშა, კოსტათი ხელში, მანქანის კარი გამოვაღე და უკანმოუხედავად გავიქეცი მათკენ. ორივე გულში ჩავიკარი და მაგრად ჩავკოცნე. მხოლოდ მათი მოწყენის შემდეგ გამახსენდა ვატო და მის მანქანაში დატოვებული ჩემი ბარგი. უკან მივტრიალდი. იგი მანქანასთან იდგა და მობეზრებული მზერით მიცდიდა.
ლაშასთან ერთად მივუახლოვდი. ჩემმა ძმამ ჩანთა გამომართვა, მე კი მოვალეობის მოხდის მიზნით მადლობა გადავუხადე და დავემშვიდობე ვატოს.
ჩემი შვებულებაც ამოიწურა. ხვალიდან ისევ მომიწევს დილით ადრე ადგომა და სირბილი სამსახურის შენობამდე. ერთადერთი ადამიანი, ვინც სამსახურში მახალისებს, გიოა. ის რომ არა, ალბათ, პირველ დღესვე დავტოვებდი კომპანიას.
კოსტა კარგად გაერთო. ჯერ მამამ ათამაშა, შემდეგ მამიმ ( ანუ მე ).
მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის უნახავი ვყავდი, არ მიუცხოვა. ღამით ჩემთან ეძინა და რომ არა მისი მოძრაობა დილით, ალბათ, შუადღემდე ვერც გავიღვიძებდი.

* * *
- კარგად გამოიყურები, ჩემო საყვარელო, - თმები გამისწორა ეთომ და კიდევ ერთხელ დამატრიალა. - მგონი ნეფე-დედოფალს აღარავინ შეხედავს, შენი შემყურე...
- კარგი რაა, დედა!... - გამეღიმა მასზე.
- მაგრამ შავი კაბის მეტი ვერაფერი ნახე?.. რას ამოიჩემებ ხოლმე ერთსა და იმავე ტანსაცმელს... - ახლა უკვე მოიღუშა ეთო.
მე კი ხარხარი დავიწყე. არ შეუძლია, რაიმე შენიშვნა რომ არ მომცეს...
- წავედით ნინაჩკა?.. - ოთახში შემოვიდა შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ლაშა. - რა კარგად გამოიყურები.
- წავედით, წავედით… - პატარა ბავშვივით გამიხარდა მე.
დღეს ჩემი ძმის საუკეთესო ძმაკაცის ქორწილია. ტრადიციულ, ქართულ, ხუთასკაციან ქორწილს იხდიან და მეც მომიწია წასვლა. თან სიძემ ისე დაჟინებით მთხოვა წასვლა, უარი ვეღარ ვუთხარი.
მე და ლაშა პირდაპირ რესტორანში მივედით. დარბაზი უკვე ნახევრად შევსებული იყო. მოსასვლელი იყო მხოლოდ სიძე-პატარძალი და მათი მეჯვარეები. თითოეული სტუმრის ჩურჩული ისეთ ხმაურს ქმნიდა, უბრალოდ ადგომა და გარეთ გასვლა მომინდა. მაგრამ ესეც დამეზარა. ლაშას დავადე მხარზე თავი და დასვენება ვცადე.
- ნინა?.. - გამომაფხიზლა ჩემი სახელის გაგონებამ. - შენ აქ საიდან?...
თავიდან, ცოტა არ იყოს, დავიბენი.
- ვაჩე?.. - პირი დამრჩა ღია.
- კარგია, რომ მიცანი. - გაეცინა მას.
ფეხზე იდგა და მეც უცებ ავდექი სკამიდან.
როგორც შემდეგ გაირკვა, ვაჩე დედოფლის ნათესავი იყო. მაგრამ ვერ გავარკვიე, რა უნდოდა ქორწილში ვატოს?!.. პირველად ვაჩესთან ცეკვის დროს დავინახე. მის მხარზე მედო თავი და მაშინვე შევნიშნე, რამდენიმე მამაკაცს შორის მჯდარი ვატო. მას არ შევუმჩნევივარ. ან შემამჩნია, თუმცა მე ვერ შევამჩნიე, როგორ შემამჩნია მან. მოკლედ, ვაჩეს წყალობით არ მომიწყენია, თუმცა ფეხზე დგომამ, ცეკვამ და უჰაერობამ, ძალიან დამღალა. მოხერხებულად გამოვეპარე ვაჩეს და დარბაზიდან გავედი. ხუთასი კაციდან ჰაერზე გამოსვლა მარტო მე არ მდომებია. თითქმის ნახევარი დარბაზი გარეთ იყო. მე კი გარეთაც უჰაერობა ვიგრძენი და თავისუფალი ადგილის ძებნა დავიწყე. ამ მაღალქუსლიანებმა ფეხები მომატეხა. ერთი სული მაქვს როდის დავჯდები სადმე და როდის გავიძრობ მოხერხებულად, ყველასათვის შეუმჩნევლად.
კარგად ვხედავ, როგორ მაყოლებენ ბიჭები მზერას. ნეტავ რას ხედავენ თითქმის მსუქან გოგონაში, რომელსაც საპანაშვიდე კაბა აცვია და ძლივს მიათრევს გადაღლილ ფეხებს?.. რამდენიმე ნაცნობი მზერაც შევნიშნე. ჩემი ძმის ძმაკაცები თბილად მიღიმოდნენ, ზოგი კი ხელს მიქნევდა. ნამდვილად არ მქონდა მათთან ახლოს მისვლის თავი, ამიტომ მეც გავუღიმე და ხელი დავუქნიე, ყველას ერთად.
როგორც იქნა მივაღწიე თავისუფალ სკამამდე. მთელი ძალით დავეხეთქე და მაშინვე დავიხარე, რათა ფეხსაცმელები გამეხადა. დარბაზიდან გამოსული სინათლე პირდაპირ სახეზე მეცემოდა. ამიტომაც არავისთვის ვიქნებოდი შეუმჩნეველი. სწორად ვივარაუდე. ვატომ შემამჩნია და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა. ჩემთვის არც შემოუხედავს, ისე დაიკავა ადგილი სკამზე. ველოდებოდი, როდის ამოიღებდა ხმას და დაიწყებდა, თუნდაც რაიმე სულელურზე, ლაპარაკს. მაგრამ ენაგადაყლაპულივით იჯდა და ფანჯრისაკენ იყურებოდა.
მინდოდა, საუბარი მას თუ არა, მე მაინც დამეწყო, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. ღმერთს მადლობას ვუხდიდი გულში, როცა ჩვენკენ წამოსული ლაშას ძმაკაცი დავინახე.
- შიგნით რატომ არ ხარ ნინა?.. - გადამკოცნა და გულთბილად გამიღიმა.
- უბრალოდ დავიღალე და გარეთ გამოსვლა მომინდა... - მეც გავუღიმე და სკამზე ჩამოვჯექი.
კიდევ ცოტა ხანი სიჩუმეში ვისხედით. ბოლოს კი ისევ ვატომ ამოიღო ხმა.
- შენ და ვაჩე ერთად ხართ?.. - ფანჯრისთვის თვალი არ მოუშორებია, ისე მკითხა.
თავიდან ვაპირებდი სიცილით გამეცა პასუხი, ვითომ ამგვარმა კითხვამ ჩემი გაკვირვება გამოიწვია... მაგრამ შემდეგ, ცოტა არ იყოს, გულში წყენამ გამიელვა. არც მოვუკითხივარ, მომიჯდა გვერდით და ყველაზე სულელური კითხვა დამისვა, რაც კი შეეძლო მოეფიქრებინა.
- არა, საიდან მოიტანე?.. - მკაცრად გამომივიდა პასუხი მე.
- ალბათ მომეჩვენა... - ირონიულად ჩაეღიმა.
ახლა უკვე ნერვებზე მოქმედებს. ისე იღიმის თითქოს ჩემზე რამით მეტია, არადა საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტია და მეტი არაფერი!..
- ალბათ. - ისევ უკმეხად ვუპასუხე და თავი გვერდით შევატრიალე.
- ისე არ იქნება ურიგო, სამომავლოდ შედარებით უფრო გრძელი კაბა რომ ჩაიცვა, შენ გარდა ვინმე სხვასაც რომ შეხედონ... - მითხრა და ჩაეცინა.
არ ვიცი ეს მეგობრული რჩევა იყო, თუ უბრალოდ დაცინვა, მაგრამ მე რომ ძალიან მეწყინა, ეს ფაქტია. არც ის ვიცი აქამდე მიხვდით თუ არა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ გამოუსწორებელი ბუტია ვარ...
- ეგ უკვე შენი საქმე არ არის!.. და აჯობებს ყველამ საკუთარ ჩაცმულობას მიხედოს!.. - გაბრაზებული ფეხზე წამოვხტი, ფეხსაცმელები ხელში ავიღე და წასვლა ვცადე, მაგრამ ვატომ ხელი დამიჭირა და მისკენ შემაბრუნა.
- ცუდ დღეში გაქვს ნერვები, პატარა ქალბატონო, - გამიღიმა და ყურთან ახლოს, ლოყაზე ნაზად მაკოცა.
რომ არა ისევ ჩემი მხნეობა, ალბათ იქვე დავდნებოდი. რამდენიმე წუთი ერთ ადგილზე გაშეშებული ვიდექი და ვერც შევნიშნე როგორ დაბრუნდა ვატო დარბაზში. გამოვფხიზლდი თუ არა, ჩემს თავზე ნერვები მომეშალა. როდის იყო ბიჭის კოცნა ჩემზე ასე მოქმედებდა?!.. მართალია შეყვარებული არასდროს მყოლია, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ბიჭებთან ურთიერთობა არასდროს მქონია.
სწრაფად ჩავიცვი ფეხზე და შეუმჩნევლად შევედი დარბაზში.
- სად იყავი, ნინა?.. - დამინახა თუ არა ჩემკენ გამოემართა ლაშა.
- ჰაერზე ვისვენებდი. - ვუპასუხე და დარბაზს თვალი მოვავლე.
- არ წავიდეთ?..
- წავიდეთ!.. ძალიან დავიღალე, თან ამ ფეხსაცმელებმაც დამამტვრიეს ფეხები... ალბათ მაღალქუსლიანებს აღარასოდეს ჩავიცვამ.. - პატარა ბავშვივით ავლაქლაქდი მე და ლაშას გავყევი გასასვლელისაკენ.
არავის დავმშვიდობებივართ, ისე ჩავსხედით მანქანაში და სახლისაკენ წავედით.

* * *
დაძინებას ვაპირებდი, როცა ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა.
„გძინავს?“
გიორგი მწერდა.
„კი..“
დავუბრუნე ტრადიციული პასუხი.
„ძმაკაცს დაევასა გოგო და რას ურჩევ, პირველ ჯერზე რა აჩუქოს?..“
„რავი, ყვავილები..“
უცებ მოვიფიქრე და მივწერე.
„შენ ყვავილები მოგეწონებოდა საჩუქრად?..“
„რავი, კი..“
ამის შემდეგ აღარაფერი მოუწერია.
და მეც ტკბილად გადავეშვი სიზმრების სამყაროში.

* * *
დაღლილ-დაქანცულმა ძლივს ამოვირბინე კიბეები. თვალებდახუჭულმა შევაღე კარები, მაგრამ ფეხებზე რაღაც მომედო და საშუალება არ მომცა შიგნით შევსულიყავი. ძალდატანებით გავახილე თვალები და დავინახე წითელი ვარდების საკმაოდ მოზრდილი თაიგული.
თავიდან გავიფიქრე, ალბათ სადარბაზო, ან კარები შეეშალათ-მეთქი.
მერე გამახსენდა გიორგის გუშინდელი შეტყობინება... მაგრამ არამგონია გიორგის ძმაკაცს მოსწონებოდა გოგო და ეს გოგო აღმოცენილიყო, ის ვისაც რჩევა ჰკითხეს საჩუქარზე.
ბოლოს მაინც მოვკიდე ჩემ მიერ გათელილ თაიგულს ხელი და სახლში შევიტანე.
- ეს თაიგული შენ მოგიტანეს დე?.. - გაეღიმა ჩემს დანახვაზე ეთოს.
- არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ჩვენს კარებთან იდო. - მაგიდაზე დავდე და მეც იქვე სკამზე ჩამოვჯექი. - მიხედე რაა!.. ცოდოა გადასაყრელად.
დატოვა თუ არა ეთომ ოთახი, ტელეფონი ამოვიღე და გიორგის დავურეკე.
- რას ნიშნავს ყველაფერი ეს?.. - მიუსალმებლად მივახალე ჩემი სათქმელი.
- ალო.. ნინა შენ ხარ?.. - დაიწყო თავისებური ჯლუყუნი, როგორც ჩანს საჭმლის წამის დროს შევაწუხე.
- გისმენ... - გავჯიუტდი მე.
- რა ხდება?.. - ლუკმა გადაყლაპა და გამართულად მკითხა.
- რას ნიშნავს ყვავილები ჩემს კართან?...
- მე რა ვიცი რას ნიშნავს?!... როგორც ჩანს სატრფო გამოგიჩნდა.. - გაეცინა გიოს.
- და ამ ყველაფერს გუშინდელს ხომ ვერ დაუკავშირებ?.. - მოთმინებით დავუცადე მის პასუხს.
- რას უნდა დავუკავშირო?.. - გაკვირვებულმა იკითხა.
ეს ან თავს ისულელებს, ან მართლა არაფერი იცის.
დაუმშვიდობებლად გავუთიშე და გუშინდელი მესიჯები ხელახლა გადავიკითხე.

* * *
- გამარჯობა, ნინა!.. - ქუჩაში ვიღაც ახმახს დავეჯახე და სანამ მისი ხმა არ გავიგე, მანამდე არ შემიხედავს მისთვის.
- ვატო?.. გაგიმარჯოს. - მგონი პირველად გავიგე მისი ბაგეების მიერ წარმოთქმული სიტყვა – გამარჯობა!..
- სახლში მიდიხარ?..
დასტურის ნიშნად თავი დავუქნიე.
- გამიხარდება თუ ყავაზე დამეწვევი! და ძალიან მეწყინება თუ უარს მეტყვი... - წარბები აათამაშა და მოთმინებით დაელოდა ჩემს პასუხს.
ჯლუყუნი აღარ დამიწყია, პირდაპი დავთანხმდი და უახლოესი კაფისაკენ გავყევი.
საკმაოდ მყუდრო ადგილას დავსხედით და შეკვეთის მოტანას დავუწყეთ მოცდა.
- იმედია ჩემზე გაბრაზებული არ ხარ!.. - გულთბილად გამიღიმა.
- რაზე უნდა ვიყო გაბრაზებული?.. - გამიკვირდა მე.
- ქორწილში კინაღამ იქვე გამაწანი სილა... - გულიანად ახარხარდა.
- ღირსი კი იყავი!.. - გამეცინა მეც.
- მეგობრული რჩევა მოგეცი, რა გეწყინა?.. - წამშივე დასერიოზულდა.
- ასე მწყინს ხოლმე, ყურადღებას ნუ მომაქცევ! - ისევ გამეცინა მე.
ყავა მოგვიტანეს.
რაღაცნაირად მეგემრიელა. ფინჯანი ხელში დავიჭირე და მისი წყალობით გაყინული თითები გავითბე.
- კოსტა როგორ არის?.. - თავისი ინიციატივით წამოიწყო საუბარი ვატომ.
- კარგად არის.. მაგრამ ცოტა არ იყოს მოენატრა სოფელი და სოფელში გატარებული დრო.. სულ სოფელზე ტიტინებს ხოლმე და არ გვაძინებს მე და მამამისს.
ახლა უკვე კოსტაზე ჩაეცინა ვატოს.
რაღაც სხვანაირი მეჩვენა. არანაირი ირონიული ჩაცინება, არანაირი უკმეხი პასუხი. იმედია ახლაც სასაცილოდ არ მიგდებს, ან სადმე ვიდეო თვალი არ არის დამაგრებული...
- თუ წინააღმდეგი არ იქნები, სახლამდე მიგაცილებ. - ფეხზე წამოდგა.
- არ შეგაწუხებ!.. - დაუფიქრებლად მივუგე და ჩემს უხერხულობაზე ლოყები ამიწითლდა.
- რა შეწუხებაა... - ქურთუკის ჩაცმაში დამეხმარა და კაფის კარები გამომიღო.
მგონი რაღაც ხდება მის თავში.
- გიორგი როგორ არის? დღეს სამსახურში არ იყო.. - წამოვიწყე საუბარი.
- დილით სიცხე ჰქონდა... მერე აღარ მინახავს.
- სად გაცივდა ეგ სულელი?! - გამეცინა, ჩემს სიცილზე კი ვატოც ახარხარდა.
- გუშინ მაღაზიაში ჩასულა და წვიმამ მოუსწრო. მაგის მოუქნელობის ამბავი რომ ვიცი, სადმე გუბეში ჩავარდებოდა... - სიცილს ვერ წყვეტდა.
რომ სცოდნოდა თუ როგორ უხდებოდა სიცილი, ალბათ არასდროს შეწყვეტდა ამას. ცოტა ხანს მივაშტერდი კიდეც, მაგრამ კიდევ კარგი მალევე გამოვფხიზლდი და მზერა მოვარიდე.
- დეასთან დაკავშირებით რას შვრები?.. - უცებ გამახსენდა და დამაინტერესა ამ ამბავმა.
მოულოდნელად მოიღუშა. მეგონა ისევ ძველი ვატო გაიღვიძებდა მის სხეულში და რაიმე უკმეხ პასუხს მომიგდებდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად თავი შეიკავა.
- უკვე ორი წელიწადია მის მიმართ ყველა ადამიანური გრძნობა გამიქრა... - სევდიანად ამოილაპარაკა. - აღარ მინდა ურთიერთობის გაგრძელება იმ ადამიანთან, ვის მიმართაც არავითარი გრძნობა არ გამაჩნია..
- ვწუხვარ.. - მივხვდი, რომ ეს კითხვა არ უნდა დამესვა.
ამასობაში სახლსაც მივუახლოვდით.
- მქონდეს იმედი, რომ კიდევ დამეწვევი ყავაზე?.. - გამიცინა და ჩემს პასუხს დაელოდა.
- რატომაც არა?.. - გამეცინა მეც.
- ხვალამდე?..
- ხვალამდე.
სადარბაზოში შევდიოდი, როცა უკან მოვბრუნდი და კარგად დავაკვირდი ერთ ადგილზე გაჩერებულს.
- ვატო!..
- რა იყო?.. - მოულოდნელად შეკრთა.
- სხვანაირი ხარ!..
- გეთანხმები. - გამიღიმა და ადგილიდან გაუჩინარდა.

გადახედვა ვერ მოვასწარი, ამიტომ წინასწარ გიხდით ბოდიშს დაშვებული შეცდომებისთვის relieved



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაუ მომეწონა ყოჩაღ გააგრძელე
--------------------
თ.ჭიღლაძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent