შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მონსტრი 10-11-12


18-05-2017, 14:13
ავტორი Cruella-De-Vill
ნანახია 1 731

თავი 10
2 თვე ისე გავიდა რომ ვერვერთმა ვერ შენიშნა,ლუის დაბრუნება ამნეზიით ახსნენს,ზეინი გაამართლეს...ლიამი კი უკვალოდ გაუჩინარდა.ჰარიმ ლუსის(რებეკას) შესახებ ყველაფერი გაიგო და მას შემდეგ ხმა არც გაუცია,არც ლუისთვის და არც ლუსისთვის.თავის თავში ჩაიკეტა...ლუსიმ რამდენჯერმე სცადა მასთან დალაპარაკება,ფიქრობდა რომ ჰარისთვის უნდა ეთქვა,ნაილი ცოცხალიაო მაგრამ ჰარი აის უფლებასაც არ აზლევდა,სკოლაში ზეინს,ლუის და ლუსის თავს არიდებდა,უმეტესწილად თუ გავვეთილზე რომელიმეს გვერდით უწევდა დაჯდომა,ცუდად ყოფნას იმიზეზებდა და გაკვეთილიდან მიდიოდა,თითეულ მათგანს ყველანაირად აგრძნობინებდა რომ მასთან საუბარი არ სურდა,მის სახლში თუ მიდიოდნენ კარს ცხვირწინ უჯახუნებდა და მათაც შეწყვიტეს მცდელობა...

ნაილი მას შემდეგ არ გამოჩენილა რაც დედა მოუკლეს...

მხოლოდ ერთი წერილი მიიღო ლუსიმ მისგან და საგულდაგულოდ შეინახა რომ როუზს არ ენახა.წერილში მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ეწერა.

"Even A White Rose Has A Black Shadow I Will Be Near " (სანამ თეთრ ვარდს ექნება შავი ჩრდილი,მე ვიქნები ახლოს!)

როუზი აღარ იცავდა მას,ჯერემის ბრძანებით უკვე აკონტროლებდა.

როგორ მოახრეხა რომ ლუი,ზეინი და ჰარი ფსიქიატრიულიდან გამოეყვანა?

ყოველთვიურად 3 მილიონს აძლევდა მათ თავისუფლებაში,უკვე დახელოვნებული იყო ფულის მოპარვაში...

ქუჩაში დავდახრილი მიაბიჯებდა,კაპიშონი თავზე ჰქონდა წამოფარებული და ყურსასმენებში The Pretty Reckless - Make Me Wanna Die-ს უსნენდა,ლუი მასთან გადავიდა,აღარ ისურვა მშობლების სახლში დაბრუნება...

უეცრად დაჟინებული მზერა იგრზნო,თავი ასწია და ქუჩას თვალი მოავლო,მისი თაფლისფერი თვალები ნაილის ცისფერ თვალებს შეეჩეხნენ,რომელიც შენობას იყო ამოფარებული,წამით გაეღიმა,ნაილი დანაპირებს ასრულებდა.ის მის გვედით იყო...

-ნაილ!-დაიყვირა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა მისკენ,ნაილის სილუეტი კი შენობებს შორის მიიმალა.

-ნაილ!-კიდევ ერთხელ დაიყვირა და გაეკიდა,მაგრამ ვეღარსად იპოვა,მონატრებისგან ცრემლები წამოსცვივდა,თავი ჩახარა და მიწაზე დაგდებული ფურცელი დაინახა.

"მუდამ დაგიცავ მაგრამ შენს გვერდით აღარ ვიქნები.მიყვარხარ,რებეკა!"

ბოლო სიტყვაზე თვალები გაუფართოვდა და ფურცელი სწრაფად აიღო ხელში,რამე არასწორად ხომ არ წავიკითხეო.ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და ბოლო სიტყვას დააშტერდა.

"რებეკა"

-მან იცის ვინც ვარ!-ჩურჩულით ამოთქვა და ფურცელი ხელიდან გაუვარდა,თავჩაქინდრულმა დატოვა ჩიხი...

ნაილმა ის დატოვა... ლუსისაც სწორედ ამის ეშინოდა,ეშინოდა რომ ნაილი წავიდოდა როცა მის ნამდვილ სახელს და გვარს გაიგებდა და არც შემცდარა...
ნაილი კვლავ წავიდა მისი ცხოვრებიდან და კვლავ უკვალოდ გაქრა.....
***
-რას აკეთებ?-ლუი ლუსის ოთახში დაუკითხავად შეიჭრა და ლუსის შეხედა რომელიც გამწარებული წერდა რაღაცას.

-ვწერ ვერ ხედავ?-უხეშად ჰკითხა და წერა გააგრძელა.

-რას?-ინტერესით ჰკითხა და რვეული ხელიდან წაართვა.

-დამიბრუნე!-დაიკივლა ლუსიმ და ლუისთვის წართმევა დააპირა,მაგრამ ლუიმ რვეული მაღლა ასწია და ლუსის ხტუნაობა მოუწია რომ რვეულს მისწვდომოდა.
-"I love you more than you will ever know
I love you no matter what you do
I’m gonna hold you as long as you will let me
‘Cause you’re mine, I love you"
(მე მიყვარხარ უფრო მეტად ვიდრე შენ იცი,
მე მიყვარხარ ,რაც არ უნდა გააკეთო,
ვაპირებ ჩაგეხუტო სანამდეც შენ ამის უფლებას მომცემ,
რადგან შენ ჩემი ხარ და მე შენ მიყვარხარ!)-წაიკითხა ლუიმ და ღიმილით გადახედა ლუსის რომელიც ყველანაირად ცდილობდა რვეული მისთვის წაერთმია.

-ლუი,გეყოფა დამიბრუნე!-დაიღინა ლუსიმ და ლუის გაეკიდა როდესაც ლუი ოთახიდან გავარდა და თან ტექსტს კითხულობდა.

-"I loved you before I heard ever heard your voice
Before I even knew your name
I loved you before I saw those pretty eyes
I loved you right away"
(მე მიყვარდი სანამ გავიგებდი შენს ხმას,
სანამ გავიგებდი შენს სახელს,
მე მიყვარდი სანამ დავინახავდი შენს მომხიბვლელ თვალებს
და მე ახლაც მიყვარხარ!"

-ლუი დამიბრუნე!-კიბეებზე ჩაირბინა,ლუი კი სასტუმრო ოთახში გაიქცა,თან ეცინებოდა.

-"Don’t worry what anybody else will say
Don’t hurry to break that precious heart
When you try to be like somebody else
Remember I love you the way you are"
(არ იდარდო იმაზე რასაც სხვები ამბობენ,
არ იჩქარო გატეხო გული რომელიც შენი რჩეულია,
როდესაც ცდილობ რომ სხვას დაემგვანო,
გაიხსენე რომ მე ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ!)

-ლუი ,არ დამიმთავრებია მომეცი!-დაიყვირა გაბრაზებულმა და როგორც იქნა რვეული ხელიდან გამოგლიჯა,ლუი კი ყურებამდე გაღიმებული იდგა.

-რას იღიმი იდიოტო?-დაიყვირა გაბრაზებულმა.

-"Let's speak a language only we can understand
And I will fight back the tears
As we fly through the years
And I’ll keep you as close as I can." მხოლოდ ეს სიტყვები არის საჩირო და შენი სიმღერა დასრულებულია!-გაუღიმა ,ლუსი დაბნეული მიაშტერდა და კიბეები აირბინა,შემდეგ კი კალამი აიღო და რვეულში ტექსტს ჩაამატა.

"Let's speak a language only we can understand
And I will fight back the tears
As we fly through the years
And I’ll keep you as close as I can"

(მოდი ვილაპარაკოთ იმ ენაზე რომელიც მხოლოდ ჩვენ გვესმის,
და მე შევებრძოლები ცრემლებს,
როგორც ჩვენ "დავფრინადით" ამ წლების განმავლობაში,
და მე ვეცდები იყო ჩემთან ახლოს ისე როგორც შევძლებ)

-მორჩი წერას?-ლუის ხმა გაიგონა და თავი ასწია,ღიმილით დაუქნია თავი და რვეული ბალიშის ქვევით ამოდო.

-ჩემი პრინცესა შეყვარებულია!-ჩაიცინა ლუიმ და გვერდით მიუჯდა.ლუიმ თავი ჩახარა და ცრემლები წამოუვიდა.

-ჰეი,რა გატირებს განა ბედნიერი არ უნდა იყო?-ღიმილით კითხა ლუიმ და ლუსი ჩაიხუტა.

-ნაილი მიყვარს!-ამოიჩურჩულა და მანაც მოხვია ლუის ხელები.ლუიმ ვეღარაფერი ვეღარ თქვა,მხოლოდ უფრო ძლიერად ჩაიხუტა და თმაზე მოფერება დაუწყო,სანამ ლუსი დაკარგულ სიყვარულს მისტიროდა...
****
-კლუბში მივდივარ წამოხვალ?-ოთახის კარები ლუიმ შემოაღო და ლუსის გახედა,რომელიც კვლავ საწოლზე იჯდა და რვეულში წერდა.

-არა! სახლში დავრჩები!-ამოიოხრა ლუსიმ და გვერდულად გადახედა.

-ღმერთო შინაბერა ქალივით იქცევი!-თვალები გაატრიალა ლუიმ-სად არის რებეკა რომელსაც ვიცნობდი? რომელიც სულ შარში იყო და შუაღამით იპარებოდა ,ხან რბოლებზე ხან კი კლუბში გასართობად?

-მე რებეკა არ ვარ!ახლა კი წადი სადაც მიდიოდი!-დაიყვირა გაბრაზებულმა.

-არაფერიც!-ლუიც გაბრაზდა-ახლა მორჩები ნაილის გლოვას,ლექსების და სიმღერების შეთხზვას და ადგები,ჩაიცვამ და ჩემთან ერთად წამოხვალ კლუბში.

-ლუი არ მინდა!-დაიწუწუნა ლუსიმ როცა ლუიმს საწოლიდან წამოაგდო.

-გინდა!-შეუბღვირა-ასე მგონია ბებიაჩემი ხარ,როდის მორჩები მის გლოვას!

-ლუი,ცოცხალ ადამიანებს არ გლოვობენ! ნაილი ცოცხალია!-გაბრაზებით ჩაიდუდუნა ლუსიმ.

-ხოდა ახლა ჩაიცვამ და ჩემთან ერთად წამოხვალ....-სიტყვა გაუწყდა როდესაც ქვედა სართულიდან კარზე წარის ხმა გაისმა.

-მე ვაღებ!-წამოიყვირა და ოთახიდან კისრისტეხვით გაიქცა.

-მაინც წაგიყვან,თუ გგონია რომ ეგ გადაგარჩენს!-ჩაიცინა და ლუსის კარადაში შეზვრა,რომ კლუბისთვის კაბა ეპოვნა.

***
ლუსიმ კარი გააღო და ღიმილი სახეზე შეახმა ,დაბნეული მიაშტერდა მის წინ მდგარ ბიჭს.

-ჰეი!-უხერხულად გაუღიმა ბიჭმა.

-ჰარი?-გაოცებულმა იკითხა-აქ რას აკეთებ?

-იმის სათქმელად მოვედი რომ ქალაქიდან მივდივარ!-ამოიჩურჩულა და ლუსის შეხედა.

-სად?-იკითხა და გაიწია.-არ შემოხვალ?

-მე და ნაილს ამ ქალაქიდან წასვლა გვინდოდა,ორივეს კალიფორნიის საერთაშორისო უნივერსტეტში გვინდოდა ჩაბარება,სამწუხაროა რომ მხოლოდ მე წავალ ამ ქალაქიდან!-ჩაიცინა და დამცინავად გახედა ლუსის.

-ჰარი,რის თქმას ცდილობ?-დაიბნა ლუსი,ჰარიმ ლუის გახედა რომელმაც კიბეებზე ჩამოირბინა.

-მოგწონს ის გრძნობა როცა ხვდბი რომ შენი მშობლები მკვლელები იყვნენ? ტერორისტები რომელთაც საერთო ჯამში ათასობით ადამიანი მოკლეს? უამრავი ბავშვი და მასწავლებელი,მათ შორის ნაილის მამა? საინტერესოა რას გძნობდი როცა გაიგე ვინ იყვნენ სინამდვილეში შენი მშობლები....

-ჰარი,გეყოფა!-დაიყვირა ლუიმ და ლუსის ხელი მოსჭიდა რომ არ წაქცეულიყო,გოგონა ცრემლებიანი თვალებით შეჰყურებდა ჰარის.

-და იცი რა?-ჩაიცინა ჰარიმ- არც შენ ხარ ნაკლები! შენც მკვლელი ხარ შენი მშობლებივით! ჯერ ნაილი,შემდეგ კი მისი დედა მოკალი...

-ჰარი,სისულელეებს ამბობ!-დაიყვირა ლუიმ და ჰარის შეუბღვირა.

-რომ არა ეს ეშმაკის ნაშიერი ნაილი ახლა ჩემს გვერდით იქნებოდა! მატყუარა და ფარისეველია,შენ კი ლუის არც შენ ჩამოუვარდები სისასტიკით მამაშენს!-ახლა ლუის გადახედა- ორივე თქვენთაგანის გამო ნაილი დავკარგე ,ფსიქიატრიულში ამოვყავი თავი და დამიჯერეთ ამას არცერთ არ გაპატიებთ! არცერთი არ ჩამოუვარდებით თქვენს მშობლებს,ორივე მკვლელები და მატყუარები ხართ!-დაიყვირა ჰარიმ-მე მოვრჩი!-დაიდუდღუნა,კარებს მოშორდა და წასვლა დააპირა.

-ნაილი ცოცხალია!-სიტყვა დაადევნა ლუსიმ,ძალა გამოეცალა და აცრემლებული ლუის დაეყრდნო. ჰარი მათკენ მოტრიალდა,ორივე მათთაგან გადახედა გაოცებულმა,შემდეგ კი მხრები აიჩეჩა და დამცინავად ამოისისინა.

-ნაილი მხოლოდ შენს ოცნებებშია ცოცხალი,შენს გამო ახლა ის მიწაში წევს და არცერთ გაპატიებთ ამას!-ამოისისინა და ხელები დამუშტა-ამის თქვა მსურდა სანამ საბოლოოდ წავიდოდი ქალაქიდან! ნახვადმის!-ძალით გაუღიმა,შემდეგ კი შეტრიალადა და ნელი ნაბიჯებით წავიდა ტაქსების გაჩერებისკენ...

გონებაში კი მხოლოდ ნალის და მისი ფიცი უტრიალებდა.

"ჩვენ დავტოვებთ დწყევლილ ლონდონს და ჩავაბარებთ კალიფორნიის უნივერსტეტში"

ჰარის უნებურად გაეღიმა და თავი დახარა,შემდეგ კი ტაქსში ჩაჯდა და გეზი აეროპორტისკენ აიღო.

ის მზად იყო ახალი ცხოვრების დასაწყებად,სამწუხაროდ ნაილის გარეშე.

თავი 11
- აააჰ...აააჰ...აააჰ... მიდი.... კარგია.... აააჰ... არ გაჩერდე.-ამოიკვნესა გოგონამ.ქერა,ცისფერთვალება...როგორც ნაილი იყტოდა ასეთ გოგონები სექსისთვის იყვნენ შექმნილები.
-არც ვაპირებ!-ჩაიცინა ნაილმა და მაძრაობა განაგრძო,ბოლოს როცა გაათავა გვერდზე გადაწვა და ამოიხვნეშა. გოგოს სახელი არც კი იცოდა.მას შემდეგ რაც ლონდონიდან წამოვიდა და ლუსი დატოვა 4 თვე იყო გასული
-ძალიიან მაგარი იყავი!-ჩაიცინა გოგონამ და მის გვერდით მწოლიარე ნაილს გახედა.
-პირველი არ ხარ ,ვინც ამას მეუბნება!-უხეშად უპასუხა და წამოდგა,იატაკზე დაყრილი ტანსაცმელი აკრიფა და სააბაზანოში შევიდა...
სააბაზონოდან გამოსულს გოგონა აღარ დახვდა,ნაილმა მხრები აიჩეჩა და ჟაკეტი მოიცვა,შემდეგ კი სახლიდან გამოვიდა,კარი ჩაკეტა და ჯიბიდან მოტოციკლის გასაღები ამოიღო. მის ჰამერს შეხედა და გასღები ჰაერში აისროლა,შემდეგ კი ჩაიცინა გასაღები დაიჭირა და ბაიკზე დაჯდა...
სისწრაფე მოსწონდა,ეს უფრო თავისუფლებას გავდა... მიუწვდომელს მაგრამ ახლოს...
ბაიკი კლუბის წინ შეაჩერა და ჩაიღიმა როცა მიყვდა რომ ყველას მზერა მისკენ იყო მიმართული.
-ჯეიმს!-წამოძახა წითურმა გოგონამ და როდესაც ნაილი ბაიკიდან გამდმოვიდა,ყელზე ჩამოეკიდა.
-ღმერთო,ლიდია მორჩი!-მკაცრი ცივი ხმით მიმართა გოგონას და მოიშორა,გოგონა მაინც არ დაიბნა და ამჯერად ხელკავი გაუკეთა,ნაილმა კი თვალები გადაატრიალა.
-ლიდია!-შეუღრინა გოგონას და ხელი გააშვებინა.
-რა?-გულუბრყვილო,ნაწყენი ხმით ჰკითხა.
-ჩვენ მხოლოდ ერთხელ გვქონდა სექსი და ეს არაფერს არ ნიშნავს!-დაიღრინა-ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს იმის გარდა რომ შემიძლია ნებისმიერ დროს გიხმარო!
- ხარ!-წამოიკივლა გოგონამ და ხელი მოიქნია რომ სახეში გაერტყა,მაგრამ ნაილმა მისსი ხელი დაიჭირა და მაჯაზე ხელი ძლიერად მოუჭირა.
-ესეც არაერთხელ უთქვამთ!-ჩაისისინა და ლიდიას თვალებში ჩაასტერდა.
-მე...მე მეგონა...
-დიახ! შენ გეგონა! მე არ ვარ იმ ტიპის ბიჭებიდან რომლებსაც ერთი გოგო ჰყავთ,გაიგე ლიდია!
-მტკივა!-ამოიკვნესა გოგონამ და ხელზე მიანიშნა,ნაილმა სწრაფად გაუშვა ხელი.
-განანებ!-ამოისლუკუნა გოგონამ,ნაილმა მხოლოდ ახლა დალანდა ლიდიას თვალებზე ცრემლები.
-პირველი არ ხარ ვინც ამას მეუბნება!-თვალი ჩაუკრა და უემოციოდ აუარა გვერდი.
მაღალი მუსიკა,სასმელი და ნარკოტიკი ! აი რა სჭირდებოდა.
-დააგვიანე!-ჩაიცინა ქერამ როდესაც ნაილი ბართან მივიდა და
-მერე რა?-ჩაიღიმა-ბოლოსდაბოლოს მე ვარ ვის გამოცა მადენი კლიენტი გყავთ!
-ჯეიმს, ცეცხლს ეთამაშები!-ამოიჩურჩულა ბიჭმა და ჭიკასთან ერად,პატარა პოლიეთილენის პარკში გახვეული კოკაინი დაუდო.
-შენ კი ჩემი დამხმარე რომელსაც კოკაინი კალიფორნიაში შემოაქვს და მე ვასაღებ!-თვალი ჩაუკრა და კოკაინის შეფუთვა ჯიბეში ჩაიდო,შემდეგ კი ჭიქას ხელი მოჰკიდა და სასმელი გაოცალა.
-და მაინც ვინ ხარ?-უეცრად იკითხა ბარმენმა და ნაილს გადახედა,ნაილმა გვერდზე გაიხედა და ჭიქა ბარზე გაასრიალა.ბარმენმა ჭიქა დაიჭირა და ნაილს მიაშტერდა,პასუხს ელოდა... მაგრამ უშედეგოდ!
-მოდი შენს საქმეს მიხედე და ჩემს საქმეში ნუ ერევი!-თვალი ჩაუკრა და შემოტრიალდა,თუმცა ადგილზე გაშეშდა და მალევე ტკივოილისგან სახე შეჭმუხნა....
თავი საშინლად ასტკივდა და სასწრაფოდ საპირფარეშოში შევიდა,შემდეგ კი კარები დაკეტა და ნიჟარას დაეყრდნო.
-აააა!-დაიღრიალა ტკივილისგან გამწარებულმა და თავი ასწია,მის სახეს სარკეში მიაშტერდა.
"მეც შენი ნაწილი ვარ,ვერ გამექცევი!"-მკაცრი ხმა მის გონებაში გაიგონა და მის ანარეკლს მიასტერდა,რომელიც ნაღვლიანი თვალებით შესცქეროდა.
-შენ ვერ დაბრუნდები შენს სხეულში!-ჩაისისინა ნაილმა და დამცინავად მიაშტერდა მის ანარეკლს....
"სამაგიეროდ შენს თავში ვიქნები და თავს არ დაგანებებ ისე როგორც შენ არ მანებებდი"-გაისმა ისევ ხმა,მოგუდული თითქოს შორიდან ისმოდა. ახლა ნაილის სხეული მეორე მეს ეკუთვნოდა...
-ასე ფიქრობ? ვერ ვხდები რომ შენი ხმა სუსტდება?-ჩაიცინა და კარების სახელურს ხელი ჩაავლო.
"აქ სიბნელეა....." სიტყვა გაწყდა და ჯეიმსა დაბლოკა ნაილის კარგი მხარე...
***
-მეღადავები?-შეშფოთებულმა წამოძახა და გამომცდელად გადახედა ბარმენს.
-რით ვერ გაიგე,ხალხს ცოცხალ მუსიკას დავპირდი ის ბიჭი კი არ მოვიდა ამიტომ შენ უნდა იმღერო.
-შენ ხომ არ უბერავ,სკოტ?-დაიღრინა ნაილმა-სად მე და სად სიმღერა?!
-მისმინე შენ უბრალოდ რამე სიმღერა იმღერე....
-absolutily fucking no!-სკოტს სიტყვები ნაილის ყვირილმა გააწყვეტინა.
-ჯანდაბა! რორგორ დაგითანხმო? მე მოსმენილი მაქვს როგორ მღერი და ეს გასაოცარია!
-ჩემს შებმას ცდილობ?-ჩაიცინა ნაილმა.
-ხო ვცდილობ!-ამოიხრა სკოტმა-იმღერე რამე სიმღერა და ფულს გადაგიხდი!-ბოლოს სკოტიც დაბენდა?!
-რამდენს?-გამომცდელად გადახედა სკოტს
-ათასი....
-მე მივდივარ!-ჩაიინა და ბარის სკამიდან წამოდგა.
-ათას ხუთასი....
-ორიათასი და ორასი დოლარის კოკანი დამატებით,ბონუსად!-ჩაიცინა და სკოტს მიასტერდა.
-ძვირი ღირხარ!-გაეცინა სკოტს.
-რათქმაუნდა მე ხომ განსაკუთრებული ვარ!-გაიცინა შემდეგ კი სწრაფად დასერიოზულდა-თანახმა ხარ თუ წავიდე?
-სცენაზე ადი ,ჯეიმს!-ჩაიღიმა სკოტამა და პატარა სცენისკენ მიუთითა რომელიც კუბის ცენტრში იდგა.
-ჰონორარი?-ცალი წარბი ასწია და სკოტს გახედა.
-როცა იმღერებ მერე!-თვალი ჩაუკრა სკოტმა,ნაილმა კი თვალები გადაატრიალა და სცენაზე ავიდა....
-ყურადღებაა!-ჩაჰყვირა მიკროფონში,ყველა მისკენ მიტრიალდა ზოგმა ყურებზე ხელისგულები მიიბჯინა.
-ესეიგი ჩემ იდიოტ მეგობარს,სკოტს რომელიც ამ კლუბის ბარმენია შეეშალა და არასწორი ადამიანი დაიქირავა,სწორედ ამიტომ არ გყავთ ცოცხალი შემსრულებელი .... მე ტვილად მიყურებთ დათვივით ვმღერივარ,თუ არ მოგეწონათ შეგიძლიათ ყველაფერი მესროლოთ რაც ხელში მოგხვდებათ,,, მაგრამ უფრო პრეზერვატივები,მარაგები დამიმთავრდა!-ჩაიცინა ნაილმა ,ხალხისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია ,კუთხეში დადებული ელექტრონულ გიტარას ხელი მოჰკიდა და გიტარასთან ერთად მისი ხმაც ააჟღერა.

I can't escape this hell
So many times i've tried
But i'm still caged inside
Somebody get me through this nightmare
I can't control myself
(მე ვერ გავექცევი ამ ჯოჯოხეთს,
მე ეს უამრავჯერ ვცადე.
მაგრამ მე ისევ ვარ ვარ ჩაკეტილი შიგნით,
ვიღაცამ გამაღვიძეთ ამ კოშმარიდან,
მე არ შემიზლია ვაკონტროლო ჩემი თავი.)
So what if you can see the darkest side of me?
No one will ever change this animal I have become
Help me believe it's not the real me
Somebody help me tame this animal
(და რა თუ შენ შეგიძლია დაინახო ჩემი ბნელი მხარე?
ვერავინ შეცვლის ცხოველს რომელადაც გადავიქეცი,
დამეხმარე დაჯერებაში რომ ეს არ არის ნამდვილი მე,
ვინმე დამეხმარეთ დავიჭირო ცხოველი ჩემში.)
I can't escape myself
So many times i've lied
But there's still rage inside
Somebody get me through this nightmare
I can't control myself
(მე არ ვერ გავექცევი ჩემს თავს,
იმდენჯერ მოვიტყუე...
მაგრამ კვლავ არის შემში მძვივარება,
ვიღაცამ გამომაღვიძეთ ამ კოშმარიდან,
მე არ შემიძლია ვაკონტროლო ჩემი თავი.)
So what if you can see the darkest side of me?
No one will ever change this animal I have become
Help me believe it's not the real me
Somebody help me tame this animal I have become
Help me believe it's not the real me
Somebody help me tame this animal
(და რა თუ შენ შეგიძლია დაინახო ჩემი ბნელი მხარე?
ვერავინ ვერასდროს შეცვლის ცხოველს რომელადაც გადავიქეცი,
დამეხმარე დაჯერებაში რომ ეს არ არის ნამდვილი მე,
ვინმე დამეხმარეთ დავიჭირო ცხოველი ჩემში.
დამეხმარე დაჯერებაში რომ ეს არ არის ნამდვილი მე,
ვიღაც დამეხმარეთ ამ ცხოველის დაჭერაში)
მისდაგასოცრად ყველა გასუსული უსმენდა,ეს სიმღერა მის სულიერ სამყაროს გამოხატავდა,მისი ცისფერი თვალები თითქოს გამბარიყო,ნამდვილი ნაილი დაბრუნდა მაგრამ მხოლოდ სიმღერის განმავლობაში,გიტარზე ბოლო აკორდი აიღო და თვალები დახუჭა,შემდეგ კი ისევ ცივი და უგრძნობი თვალები გაახილა,ნაილის ადგილი ისევ ბნელმა მხარემ დაიკავა...
-ფული და კოკანი!-ღიმილით მოუხლოვდა სკოტს,მან მოხიტოთ სავსე ჭიქა დაუდგა ,გვერდით კი ფული და კოკაინის კიდევ ერთი შეკვრა დაიდო,ორივე მათგანი ნაილმა ჯიბეში გააქანა და სასმელი სწრაფად გამოცალა,შემდეგ კი მზერა კლუბს მოავლო და ერთერთ გოგონას თვალი ჩაუკრა,რომელიც თვალს არ აცილებდა.
-ახლა კი გარდთობის დროა!-ჩაიცინა და გოგონასკენ გავიდა...წინ გრძელი ღამე ელოდა...
***
თვალები გაახილა,ვიღაც კარზე აკაკუნებდა და სწორედ ამიტომ გაეღვიძა,გვერდზე რომ გაიხედა აღმოაჩინა რომ გოგონა წასულიყო.
-მოვიდავრ!-დაიღრიალა და შარვალი ამოიცვა,შემდეგ კი სწრაფად წამოდგა და ოთახი დატოვა.5 სართულიან შენობაში ცხოვრობდა,ამჯერად ნეტა რაღა მოხვდა,კარები გამოაღო და ადგილზე გაშეშდა,გაოცებით მიაშტერდა მის წინ მდგარ თავჩაქინდრულ ბიჭს,რომელიც ტელეფონში ჩამძვრალიყო და რაღაცსას ეძებდა.
-იმის სათქმელად მოვედი რომ შენს მოპიდაპრედ გადმოვედი და შენი მეზობელი....-სიტყვა გაუწყდა ბიჭს როცა მობილურიდან თავი ასწია და მწვანე თვალები ნაილს შეანათა,მის თვალებში ჯერ შიში მერე კი გაოცება გამოისახა.
-გასაგებია რომ ჩემი მეზობელი იქნები!-ცივად წამოროშა ნაილმა-კიდევ რამე?
-ნაილ....-ამოიოხრა ჰარიმ,მეტი ვეღარაფერი ვეღარ თქვა,გაშტერებული უყურებდა "მეგობარს" და ლუსის სიტყვები ახსენდებოდა.. "ნაილი ცოცხალია" რატომ არ დაუჯერა?
-ვიღაცაში გეშლები!-მხრები აიჩეჩა ნაილმა-მე ჯეიმსი მქვია.
-ნაილ ჯეიმს ჰორან ! მე მაინც ვერ მომატყუებ,არავისში არ მეშლები!-შეუღრინა ჰარიმ.
-მისმინე ,ჰენრი,ჰარლორდ თუ ჰარიეტ! ფეხებზე რა გქვია და იცნობდი თუ არა ნაილ ჰორანს,მე არ ვარ ნაილი! მე ჯეიმს მაკქოლი ვარ ,გასაგებია?-დაიყვირა და სანამ ჰარი კიდევ რამეს იტყოდა,კარები ცხვირწინ მიუხურა,ჰარი კი კარებთან იდგა და გაშეშებული შესცქეროდა შავ კარებს,რომლის უკანაც ნაილი ეგულებოდა...
ნაილი კი კედელთან იყო ჩაკეცილი და ხელისგულები ზლიერად ჰქონდა მიჭერილი თავისთვვი,თავი კი მუხლებში ჩაერგო,ტკივილი უფრო და უფრო იმატებდა...
-ვერასდროს დაბრუნდები,მე შენი ბნელი მხარე ვარ და შენზე ძლიერი ვარ!-ამოიჩურჩულა ნაილმა და თავი სწრაფად გადასწია უკან,ღრმად სუნთქავდა და არ აძლევდა "ნამდვილ" ნაილს იმის უფლებას რომ დაბრუნებულიყო....
თავი 12
-ლუსი!-შეუბღვირა ლუიმ როდესაც ლუსიმ ნოუთბუქი ხელიდან გამოგლიჯა
-ჩემს ნოუთბუქს მეორეჯერ ხელი აღარ დააკარო!-გაბრაზებით წამიძახა ლუსიმ.
-უბრალოდ ინტერნეტში მინდოდა შესვლა,ჩემი კი გაფუჭებულია!-დაბნეულმა უპასუხა ლუიმ.
-არ მაინტერესებს!-ჩაიბურტყუნა ლუსიმ,წამოდგა და მისი ოთახისკენ წავიდა.
-პაროლიანი საქაღალდე რაში გჭირდება?-სწორედ ის ჰკითხა ლუიმ რაც ლუსის არ უნდოდა,ადგილზე გაშეშდა და გაფართოებული თვალებით შეხედა.
-ჩმს საქმეში ნუ ერევი!-ამოილუღლუღა ლუსიმ და ნოუთბუკს ხელი მოუჭირა.
-ლუსი!-ამოიოხრა ლუიმ,წამოდგა და წამებში მის წინ აისვეტა-არ ხარ ვალდებული.....
-მართალი ხარ!-გაუღიმა-არ ვარ ვალდებული მაგრამ მე ასე მსურს! არ მინდა ისევ ფსიქიატრიულში გამოგკეტონ!
შემდეგ კი შეტრიალდა და კიბეებისკენ წავიდა.
-ლუსი!-დაუძახა ისევ,ლუსიმ დაბნეულმა გახედა.
-ის დაბრუნდება!-გაუღიმა,ლუსიმ დაბნეულმა დაუქნია თავი და კიბეები აირბინა,იცოდა რომ ნაილი ოდესმე დაბრუნდებოდა... მთავარი იყო მისთვის დაეცადა...
***
პაროლიან საქაღალდეს დახედა,მაუსი საქაღალდესთან მიიტანა მაგრამ არ დაუჭეია,ფიქრობდა გაეხსნა თუ არა... საქაღალდე პანდორას ყუთს გავდა,თუ გახნიდა ვეღარ დახურავდა...
ბოლოს დააჭირა და პაროლიც შეიყვანა,საქაღალდე უმალვე გაიხსნა.სპეციალურ პროგრამაში ჰარის ფოტო ატვირთა,მალევე ეკრანი გაშავდა,კიდევ ერთხელ ჩაწერა პაროლი.
"ნაპოვნია ერთი დამთხვევა"
"გახსნა"
დიდი ასოებით დაეწერა ეკრანს.
-აქ თუ შევედი ისეთ რამეს გავიგებ ,რაც არავინ არ იცის!-ამოიხრა ლუსიმ-ღირს კი საიდუმლო ინფორმაციაში ბოდიალი?
მაუსი ყოყმანით "გახსნასთან" მიიტანა და დააჭირა.
"ჰარი ედვარდ სთაილსი,დაბადებული 1994 წლის 1 თებერვალს ,ინგლისში. მშობლები ანე და დესი,მამობილი რობინ ტვისტი. ნამდვილი მშობლები ანამარია კუპერი და დევიდ როდრიგესი."
-ჰარი ნაშვილებია?-თვალებგაფართოებული დააშტერდა კომპიუტერს და კითხვა გააგრძელა.
"ფსიქიკურად გაუწონასწორებელი,2 თვე გაატარა ლოლვუდის ფსიქიატრიულ კლინიკაში,ამჯერად ის კალიფორნიაში,კერძოდ ლოსანჯელსში იმყოფება და სწავლობს კალიფორნიის უნივერსტეტში."
შემდეგ კი ჰარის მისამართი ეწერა სადაც ის ცხოვრობდა.
-იქნებ ნაილიც ვნახო?-თავის თავს კითხა.თავიდან ყოყმანობდა,მაგრამ შემდეგ სწრაფად ატვირთა ნაილის ფოტო.
"ნაპოვნია ორი დამთხვევა"
"გახსნა"
ლუსის თვალები გაუფართოვდა! ორი დამთხვევა? ეს ხომ შეუძლებელია! პირველი ფაილი გახსნა.
"ნაილ ჯეიმს ჰორანი დაბადებული 1993წლის 13 სექტემბერს,ირლანდიაში.მამა 1997 წლის ირალიანიის სასკოლო ტერაქტის დროს გარდაეცვალა,რის შედეგადაც ლონდონში გადასახვლდა.3 თვის წინ გარდაიცვალა,რამდენიმე დღის შემდეგ კი დედა,მაურა ბინაში მკვდარი იპოვეს.როგორც პოლიცია აცხადებს,ქალმა თავი მოიკლა."
ამჯერად მეორე ფაილი გახსნა და დაბნეული მიაშტერდა კომპიუტერს,ნაილის იყო ოღონდ სხვანაირი,ტატუებიანი და პირსინგებიანი,შემდთხევითი ფოტო რომელიც მოტოციკლეტთან იყო გადაღებული.
"ჯეიმს მაიკ მაკქოლი დაბადებული 1993 წლის 8 მარტს,ისლანდიაში.მამა ჯერემი მაკქოლი ციხეში ზის ,სამუდამო პატიმრობით.დედა ნარკოტიკების გადამეტებული დოზით გარდაიცვალა. დაკავებული იქნა 2 თვის წინ,შეიარაღებული თავდასხმისთვის და სიცოცხლის ხელყოფისთვის,საქმე აღძრული იქნა დამატებითი პუნქტით.ძალადობა და წინასწარ განძრახული მკვლელობისთვის. ჯეიმს მაკქოლი არის ყველაზე გავლენიანი ნარკობარონი კალიფორნიაში,მის საქმეში უმარავი უკანონობაა მაგრამ FBI მფარველობს და ის მათთვის ბინძურ საქმეებს აკეთებს. ასევე ჰბრალდება,ყოფილი შეყვარებულის მკვლელობა...."
ლუსიმ ამოიხრა,ნუთუ შეიძლება რომ ეს ნაილი ყოფილიყო? სწრაფად ატვირთა საძიებო პროგრამაში ნაილის ფოტო და ქუჩის ვიდეო ჩანაწერებს დააკვირდა!
-ის არის! ნაილია!-ამოიჩურჩულა და შეუმჩნევლად წამოსული ცრემლები მოიწმინდა.
***

ნაილი კედელთან იყო ჩაკეცილი და ხელისგულები ძლიერად ჰქონდა მიჭერილი თავისთვიდ,თავი კი მუხლებში ჩაერგო,ტკივილი უფრო და უფრო იმატებდა...
-ვერასდროს დაბრუნდები,მე შენი ბნელი მხარე ვარ და შენზე ძლიერი ვარ!-ამოიჩურჩულა ნაილმა და თავი სწრაფად გადასწია უკან,ღრმად სუნთქავდა და არ აძლევდა "ნამდვილ" ნაილს იმის უფლებას რომ დაბრუნებულიყო....
კარზე ბრახუნი ისმოდა რომელიც არადაარ წყდებოდა,ჰარი არ ნებდებოდა.
-ჯანდაბა!-დაიღრიალა ნაილმა-წადი!
მაგრამ ჰარი არ მიდიოდა,კარზე გაუჩერებლად აკაკუნებდა.ნაილი წამოდგა და საძინებელ ოთახში შევიდა,შემდეგ კი საწოლზე დაემხო და ბალიში თავზე დაიფარა.
***
ისევ კაკუნის ხმამ გამოაღვიძა,ბალიში კედელს ესროლა და საწოლიდან წამოიზლააზნა.
-ამჯერად,რა ხდება?-დაიღრიალა და კარები სწრაფად გამოაღო.
-გამარჯობა!-გულუბრყვილოდ გაუღიმა გოგონამ.
-ლიდია?-ამოიხრა ნაილმა და აბურდულ თმებში ხელი შეიცურა-ამჯერადაც უნდა დამემუქრა რომ ყველაფერს მანანებ?
-ჯეიმს...ოდესმე მაინც გყვარებივარ? სულ ოდნავ მაინც?
-ლიდია,ჩემი სული უმთვარო ღამეა, ბნელი და ცივი ,მას არ შეუძლია სიყვარული... მას მხოლოდ ტკივილის მოყენება შეუძლია
-რაღაცის თქმა მინდა...
-მისმინე ,ნუ დაიმცირებ თავს და უბრლოდ უსიტყვოდ წადი,კარგი?-ამოიოხრა ნაილმა.
-შეიძლება შემოვიდე?-ამოიჩურჩულა ლიდიამ და სანამ ნაილი რაიმეს თქმას მოასწრებდა,ბინაში შევიდა,ნაილმა თვალები გადაატრიალა ,კარები მოხურა და უეცრემონიოდ მდივანზე ჩამომჯდარ ლიდიას გახედა.
-მთელი თვე ცდილობდი რომ შენს ლოგინში აღმოვჩენილიყავი და ის მიი|ღე რაც გინდოდა! ტაშის დაკვრას იმსახურებ!-ჩაიცინა ლიდიამ და ფეხზე წამოდგა,ნაილი კი დაბნეული მიაშტერდა როდესაც ლიდიამ ტაში დაუკრა.
-ოღონდ ახლა არ დაიწყო!-გადაღლილი მზერით გადახედა ნაილმა
-რა არ დავიწყო? სიმართლის გეშინია? ჯანდაბა,ჯეიმს! მე შენ ქალიშვილობა შემოგწირე!
-არ დაიწყოთქო!-დაიღრინა ნაილმა-არ ვარ შენს ხასიათზე,ძალიან გთხოვ თავს ნუ იმცირებ და წადი აქედან!
-წავალ!-დაიჩურჩულა გოგონამ,ჩანთიდან ფურცლები ამოიღო და ნაილს სახეში შეაყარა,დაინახა როგორ დაემუშტა ნაილს ხელები.
-ხოლო ბოლო წინადადება რასაც ჩემგან გაიგონებ,ეს იქნება!-ჩაიღიმა და ნაილს მიუახლოვდა-შენს შვილს ვერასდროს იხილავ!-კმაყოფილმა გაუღიმა და ბინიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა,ხოლო ნაილი გაოცებული დატოვა.
-ის ალბათ ხუმრობს!-თვალებგაფართოებულმა წამოიძახა და იატაკზე დაყრილი ფურცლები აიღო,სადაც გარკვევით ეწერა რომ ლიდია ორსულად იყო.
***
-სკოტ,რა ჯანდაბა გინდა?-დაიყვირა გაბრაზებულმა როცა მობილურს უპასუხა.
-ჰეი,დაწყნარდი რა ხასიათზე ხარ?-გაოცებული ხმა მოესმა.
-ლიდია ორსულადაა!-პირდაპირ უთხრა,სკოტს მაინც არაფერს უმალავდა.
-მოიცა ვისგან? შენგან?
-აბა ვისგან,შენგან?-დაიყვირა გამწარებულმა-ჯანდაბა! ეს როგორ მომივიდა!
-ნაილ დაწყნარდი,იქნებ შენგან არ არის ორსულად?!
-მხოლოდ ჩემთან ქონდა სექსი!-ამოიხრა ნაილმა-ჯანდაბა!-დაირიალა კიდევ ერთხელ.
-მოიცა და მაშინ ლიდია რატომ წავიდა ქალაქიდან?
-რა?-გაოცებულმა წამოიძახა-სად წავიდა?
-არ ვიცი!-დაბნეულმა ამოილაპარაკა სკოტმა-არ მითხრა...
-სკოტ! ის შენი დაა! როგორ გაუშვი ისე რომ არც კი იცი სად წავიდა?
-ჯეიმს! უბრალოდ გაუშვი კარგი?
-თქვენი დედაც!-შეიგინა და ტელეფონი გათიშა.
ზოგჯერ უბრალოდ არ გვიყვარს ,ვამცირებთ და გულს ვტკენთ მაგრამ არც მისი გაშვება გვინდა,ადამიანები ეგოისტები ვართ...ისეთი ეგოისტები რომ მხოლოდ ჩვენს თავზე ვფიქრობთ...
ტყავის,შავი ქურთუკი მოიცვა,მობილური შარვლის ჯიბეში მოათავსა და ბინიდან გამოვიდა,კარები მოხურა და კარების ჩაკეტვა დააპირა ,როდესაც მოპირდაპირე კარები გაიღო,ნაილმა ჰარის გახედა.
-ნილ!-ჰარიმ გახედა და ხელები ჯიბეში ჩაიწყო.
-მისმინე,ჰენრი!-დაიღრინა ნაილმა-უკვე გითხარი რომ ის არ ვარ ვისაც ეძებ!
ნაილმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა რომ დერეფანი გადაეკვეთა და გარეთ გასულიყო,მაგრამ ჰარიმ წამებში ჩაავლო მხრებში ხელი,კედელს მიანარცხა და სანამ ნაილი რაიმეს მოიმოქმედებდა,ყელზე დანა მიადო.
-რა ჯანდაბაა?-წამოძახა გაბრაზებულმა ნაილმა,მაგრამ გამოძრავება არც უცდია,იცოდა რომ თუ განთავისუფლებას ცდიდა,აუცილებლად რამე დაუშავდებოდა...ეს კი იმას ნიშნავდა რომ როდესაც ტკივილს იგრძნობდა,ნამდვილი ნაილი დაბრუნდებოდა...
-გზიდან ჩამომეცალე თორემ კიდევ პანდასავით მიგიწევს სიარული!
-იმედია მაპატიებ... მაგრამ ამას შენთვის ვაკეთებ!-ჩაიჩურჩულა ჰარიმ და მალევა ნაილმა იგრძნო როგორ დაუსვეს მკლავზე დანა,გასისხლიანებულ ხელს დახედა,გულისრევის და თავბრუსხვევის შეგრძნება დაეუფლა...თავი საშინლად ასტკივდა.
-მაინც დავბრუნდები!-ჩაიჩურჩულა ღონეგამოცლილმა.ცივი,ლურჯი თვალები წამებში გადაიქცა განსხვავებულად,თბილ ფერებად და ის სიცარიელე რომელიც აქმდე იდგა მის თვალებში,შეავსო.
-ჰარი!-ამოიოხრა ნაილმა და საბოლოოდ გაშავდა ყველაფერი... ნამდვილი ნაილი დაბრუნდა... ის დაბრუნდა და აღარსად წასვლას არ აპირებდა...



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

გამიხარდა რომ დაგვიბრუნდი.კარგი თავი იყო.
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი Cruella-De-Vill

La-Na
გამიხარდა რომ დაგვიბრუნდი.კარგი თავი იყო.

მადლობა heart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Martla monstri xar raaa sad iyavi es dro momenatre!!!

 


№4  offline წევრი Cruella-De-Vill

nawkas12345
Martla monstri xar raaa sad iyavi es dro momenatre!!!

მე ყოველთვია გველი, მონსტრი და ქრუელა ვიყავი stuck_out_tongue_closed_eyes თუმცა ბოდიში დაგვიანებისთვის, შუალედურებმა ყველაფერი გადაამავიყდა smile

 


№5 სტუმარი Guest მარი

ვაუ მაგარი ხარ heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent