მეგობრის ხათრით (თავი 5)
* * * - ღმერთო, რამდენი ხალხია... - თვალები გამიფართოვდა გაოცებულს. დათას უბრალოდ ჩაეცინა. - რა გაცინებს, იდიოტო!.. - უკვე გავბრაზდი მე. - სად წამომათრიე?.. ჩემს რეაქციაზე უარესად ახარხარდა, მე კი მკლავზე ვუჩქმიტე, ძალიან მწარედ. - უიმეე, რა ალქაჯი ხარ, ნეტავ იცოდე!.. - სიცილით დაიმანჭა დათა. - სანამ შევალთ, დაიმახსოვრე! საჭირო არ არის ყველა თანამშრომელს გააცნო ჩემი თავი. რამდენიმეც საკმარისია.. - დარიგება დავუწყე მე. - ასევე არ მოგეთხოვება ‘ჩვენი’ სასიყვარულო ისტორიების მოყოლა და მოფერება!.. - თვალები დავუბრიალე და უკან გავყევი. - რა სასაცილო ხარ!.. - თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, როდესაც დათას სიცილი მომესმა. - მოკეტე!.. - მაშინვე შევუბღვირე. - დათა, არ გაგვაცნობ შენს ულამაზეს ცოლს?.. - მოგვიახლოვდა თანამშრომელთა ერთი ჯგუფი. - გაიცანით, ეს ნატაა, ჩემი მეუღლე. - წარმადგინა ‘მე’. - ესენი ჩემი თანამშრომლები არიან... სახელები ჩამოთვალა, თუმცა არცერთი დამიმახსოვრებია. მაინც დამავიწყდება და რა აზრი აქვს?! - სასიამოვნოა. - გულთბილად გავუღიმე ყველას. - იუბილარი არ მოსულა?.. - იკითხა დათამ. - აქ იქნება სადმე. - უპასუხა ერთ-ერთმა. - საჩუქარს გადავცემთ და შემოგიერთდებით. - ხელი მომკიდა და თან გამიყოლა. - რამდენი წლის გახდა შენი უფროსი?.. - დამაინტერესა მე. - ზუსტად არ ვიცი.. - მიპასუხა დათამ. - დაახლოებით?.. - რა ვუყოთ რომ ცნობისმოყვარე ვარ?! - აი ისიც!.. - გაეღიმა მას და ნაბიჯს აუჩქარა. მის მზერას თვალი გავაყოლე და ხელში შემრჩა უცნობი მოტოციკლეტისტი. ანუ რატი დევდარიანი. დათამ ხელი ჩამოართვა, გადაკოცნა და საჩუქარი გაუწოდა. მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ მომაქციეს ყურადღება. - გაიცანი რატი, ეს ჩემი მეუღლეა ნატა!.. - წარმადგინა მის წინაშე. რატის შეუმჩნევლად ჩაეღიმა. - ეს რატია, ჩემი უფროსი.. - ახლა ის წარადგინა ჩემ წინაშე. - სასიამოვნოა. - ვთქვი თუ არა, ლოყები ამიხურდა. - ჩემთვისაც. - გაგვიღიმა და გაგვეცალა. - დაახლოებით, ოცდაათი წლის იქნება... - ივარაუდა დათამ. - ამ ბიჭს ვიცნობ... - სახე დამემანჭა მე. - რა?.. - გაოცდა ჩემი ‘მეუღლე’. - საიდან?.. - მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ის არის, რომ დღეს პირველად არ მინახავს!.. - დათა დაჯდა და მეც მის გვერდით მოვკალათდი. - ამხელა კომპანიიდან, რაღა მაინც და მაინც მაგას იცნობ?.. - ნერვები მოეშალა მას. - მე რა ვიცი! - მეც მომეშალა ნერვები. უაზროდ ვიჯექი მაგიდასთან, სანამ დათას ერთ-ერთმა თანამშრომელმა საცეკვაოდ არ გამიწვია. მეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. მომწყინდა სკამზე ჯდომა და ჩემ გვერდით მჯდომი გოგონების ლაქლაქის სმენა. - შენი სახელი შემახსენე, ლამაზო?.. - ამოიღო თუ არა ხმა, მაშინვე მივხვდი, რომ საკმაოდ მთვრალი იყო. მთვრალი ადამიანის დამახასიათებელი ბარბაცით რომ არ დადიოდა, იმიტომ გავყევი. - ნინა.. - მივუგე ჩახლეჩილი ხმით. - ძალიან სექსუალური რომ ხარ, შენთვის უთქვამს ვინმეს?.. - მითხრა და წელზე შემოხვეული ხელის საშუალებით უფრო მეტად მიმიზიდა მისკენ. ძალიან ბავშვური ვარ თუ არა, ეს არ ვიცი. მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ასეთ მომართვებზე ყოველთვის ვწითლდები და ლოყები მიხურს. არაფერი მითქვამს. თავი დავხარე და მოთმინებით დაველოდე, როდის დამთავრდებოდა მუსიკა. - ხმას რატომ არ იღებ ლამაზო?.. ისევ დამავიწყდა შენი სახელი.. - გამოცოცხლდა მამაკაცი. ვცადე გამოვცლოდი, მაგრამ ხელს არ მიშვებდა. - შემეშვი!.. - შევუბღვირე და კიდევ ერთხელ ვცადე თავი დამეღწია მისგან. - რატომ გამირბიხარ?.. - შებარბაცდა, მაგრამ ჯიუტად ხელი მაინც არ გამიშვა. სასოწარკვეთილი მზერით გავხედე დათას, რომელმაც ყურადღება მხოლოდ მუსიკის დასრულების შემდეგ მომაქცია. თავიდან ვერ მიხვდა რას ვანიშნებდი, მერე კი ფეხზე წამოდგა და ჩვენსკენ წამოვიდა. - მეგობარო, ვერ მეტყვი აქ რა ხდება?.. - მიუგო მკაცრი ხმით. - შენ ვიღა ხაარ?.. - უკმეხად დაუბრუნა კითხვაზე პასუხად კითხვა. - გაჩვენებ ვინც ვარ!.. - ახლა უკვე ძალიან განრისხდა ჩემი ‘მეუღლე’. - ვინ მოგცა იმის უფლება, რასაც ახლა შენ აკეთებ?.. - ჩემმა თავმა. - მისმა პასუხმა ბავშვობა გამახსენა, მაგრამ რა დროს ეს არის!.. დათას თვალებიდან ნაპერწკლები სცვივა. - ქალი მომეწონა და ვცდილობ დავკერო!.. - განაგრძო მან, მე კი კინაღამ ხარხარი ამიტყდა მასზე. - ეს ქალი ჩემი ცოლია!.. - ცოტაც და დათაც გაიცინებდა. - მერე მიხედე! თუ ამჩნევ ყოველი მეორე მას უყურებს... - ირონიული მზერით გადმომხედა. - საყურებელი აქვს და იმიტომ, ვისაც არ უყურებენ იმან იკითხოს!.. - უკვე ზოგისთვის შეუმჩნევლად ჩაეღიმა დათას. ამ შემთხვევაში რომ არ ვყოფილიყავით გარეულები, ალბათ გულიანადაც ვიცინებდით მე და დათა ერთად. - ახლა აჯობებს გაქრე აქედან, სანამ შენთვის ცხვირ-პირი არ მიმიმტვრევია. - ღიმილი შეიკავა და განრისხებულმა შეუბღვირა. - დათა დაწყნარდი!.. - დავინახე თუ არა, ზოგიერთის მზერა ჩვენსკენ იყო მომართული, ნამდვილი ცოლივით დავუწყე მშვიდება. - ნატა, შენ ნუ ჩაერევი!.. - გადმომხედა და მხოლოდ ჩემს დასანახად გაიღიმა. სახელი ისე მეუცნაურა, მეგონა ჩემ მაგივრად ვინმე სხვას ელაპარაკებოდა. - წადი შენი... - მოულოდნელად, თითქოს სიზმარიდან გამოღვიძებულმა წამოიძახა დათასთვის განკუთვნილი სიტყვები. მაშინ დაიწყო ჩხუბი, ქორწილებში რომაა ხოლმე, ისეთი. დათას არიგებდნენ, მთვრალია თავი დაანებეო!.. დათა თავისას არ იშლიდა, ჭკუა უნდა ვასწავლოვო!.. მე კი ქორწილის გამშველებლებისაგან განსხვავებით, წყნარად ვცდილობდი ‘ქმრის’ დაწყნარებას. მალე ხმაურზე იუბილარიც მოგვიახლოვდა. სიტუაციაში გაერკვა და დათას დამშვიდება დაუწყო. ალბათ უფროსის სიტყვამ მაინც სხვანაირად იმოქმედა მასზე. დაწყნარდა.. მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც მეცინებოდა ჩვენზე და ერთი სული მქონდა, როდის მოვუყვებოდი ყველაფერს ნატას. - დათა, როგორი ბრაზიანი ყოფილხარ!.. - ხუმრობდა რატი და თან ცდილობდა ამით მისი ხელახლა გაბრაზება არ გამოეწვია. დათას გაეცინა. მასზე მეც გამეცინა, მის გვერდით სკამზე ჩამოვჯექი და მხარზე დავადე თავი. - მოიწყინე, ცოლო?.. - მეგობრულად გამიღიმა. - თქვენს ხელში რა მომაწყენს?.. - გამეღიმა მეც. - ჩვენი წყალობით შენზე სათავგადასავლო წიგნი დაიწერებოდა. - იხუმრა მან. - ვიფიქრებ ამაზე! არ არის ცუდი იდეა. - გულიანად გამეცინა. - საპირფარეშოში გავალ და მალე მოვალ!.. - გამაფრთხილა მან და ფეხზე წამოდგა. ‘ბატონმა’ რატიმ მარტოობა არ მაგრძნობინა, მაშინვე დაიწყო ლაპარაკი. - იმედია გახსოვარ!.. - რატომრაც ამ წინადადებაზევე დაიწყო სიცილი. - მახსოვხარ!.. - გამეცინა მეც. - არ მეგონა, თუ ასეთ უცნაურ სიტუაციაში შეგხვდებოდი. - წვენი ჩამოისხა და ერთი ყლუპი მოსვა. - არც მე!.. - როგორც ყოველთვის, მოკლე პასუხით დავკმაყოფილდი. - დიდი ხანია რაც ერთად ცხოვრობთ?.. - კითხვამ დამაბნია. თავიდან კინაღამ თავი დავუქნიე, მერე კი უცებ შევცვალე პასუხი. - არც ისე.. - წარმოვთქვი დაბნეულად. მერე უცებ ქორწინების წლისთავი გამახსენდა. - ერთი წელი იქნება... - ბედნიერებას გისურვებთ!.. - ისეთი სახით შემომხედა, მეგონა გულში მწყევლიდა კიდეც. - მადლობა... - გულთბილად გავუღიმა და ფეხზე წამოვდექი. - დათა, არ წავიდეთ?.. - შევეგებე ‘მეუღლეს’. - წავიდეთ ნინა, ღამისთევით კი არ ვართ!.. - ცადა გახუმრება მან. მეც უბრალოდ ზრდილობის მიზნით გავუღიმე და ჩანთა ავიღე. - რატი, უნდა დაგემშვიდობოთ!.. - მიუახლოვდა და ხელი ჩამოართვა. - მადლობა, რომ მოხვედი... - გულწრფელად გადაუხადა მადლობა და ორივეს დაგვემშვიდობა. * * * - დათა მომიყვა ყველაფერს, მაგრამ მე შენგანაც მაინტერესებს... - აცუნდრუკდა სკამზე ნატა. - მეზარება!.. - ამოვიკრუსუნე მე. - გისმენ!.. - გაჯიუტდა ჩემი მეგობარი. ყველაფერი მეტად მშრალად და მოკლედ მოვუყევი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც კმაყოფილი დარჩა. - სიმპატიურია ჩემი ქმრის უფროსი?.. - ძალიან.. - გამეცინა მის ხუმრობაზე და გულწრფელი პასუხი გავეცი. - ისე ბოდიში არ მოგიხადა?.. - სერიოზულად წამოიწყო საუბარი. - რაზე?.. - მართლა ძალიან დამაინტერესა მე. - ამ გათხოვილ ქალს პირველი შეხვედრისას რომ გაკოცა?!.. - ახარხარდა ნატა. - ნუ სულელობ!.. - გამეცინა მეც. ყავა მოვსვი და ტელეფონს ჩავაშტერდი. - რა პატარაა ეს ქვეყანა, მხოლოდ ქალაქს ვერ ვიტყვი!.. - მომესმა ნაცნობი ხმა და მაშინვე ავხედე ჩემს მაგიდასთან მდგარ მამაკაცს. - რატი?.. - პირი დამრჩა ღია მე. - მოგესალმები ნატა, - გაკვირვებული ნატა აპირებდა მისალმებაზე პასუხის გაცემას, მაგრამ დამინახა თუ არა თვალებს ვუბრიალებდი, მაშინვე გაჩუმდა. - მეგობარს არ გამაცნობ?.. - გაეღიმა ჩემს დაბნეულობაზე. - გაიცანი, ეს მარიამია, ჩემი დაქალი... - უცებ მოვიფიქრე სახელი. - სასიამოვნოა მარიამ, - გაუღიმა და ისევ მე გადმომხედა. - მეტს აღარ მოგაცდენთ, გამიხარდა შენი დანახვა ნატა. - მოიცა, ეს ის არის?.. - დავრჩით თუ არა მარტოები გადმომიჩურჩულა ნატამ. - ჰო, ის არის.. - სიცილით ვუპასუხე და ყავა მოვსვი. * * * - სიძე, გილოცავ დაბადების დღეს, დიდი ბიჭი გაიზარდე!.. - თბილად ჩავეხუტე დათას და საჩუქარი გადავეცი. - ნინაჩკა, მადლობა დიდი!.. - გამიღიმა და სუფრაზე ადგილი მომიჩინა ნატას გვერდით. - განუყრელები ისევ ერთად!.. - გაგვიცინა მეგობრებს. ოცდამეექვსე იუბილეს რესტორანში იხდიდა, კლასელებთან, ახლო მეგობრებთან, ნათესავებთან და თანამშრომელებთან ერთად. - რამდენი ხალხია, თავი ქორწილში მგონია!. - გადავუჩურჩულე ნატას. - აქ შემოსვლისას მეც ეგ ვუთხარი.. - გაეცინა და წვენი ჩამოისხა ჭიქაში. როგორც მოგვიანებით გავიგე, რესტორანში მყოფი თანამშრომლები უკვე საქმის კურსში იყვნენ. იცოდნენ, რომ დათას ცოლი იყო ნატა და არა მე. მაგრამ პიროვნება, რომელმაც შედარებით უფრო მოგვიანებით გაიგო ამის შესახებ იყო რატი. დაბადების დღის მოსალოცად მოგვიანებით მოვიდა. საჩუქარი გადასცა და მეგობრულად გადაეხვია. ადგილი მაინც და მაინც ჩემ გვერდით მიუჩინეს. - მეუღლის გვერდით რატომ არ ზიხარ?.. - მისალმების მაგივრად მომმართა. ხმის ამოღებას გაჩუმება ვარჩიე. სასოწარკვეთილი თვალებით გავხედე დათას. ისიც, როგორც რამდენიმე კვირის წინ, მაშინვე ჩემს დასახმარებლად გაჩნდა. - რატი, სალაპარაკო მაქვს შენთან. - ცალკე გაიხმო უფროსი. ათი წუთის შემდეგ დაბრუნდნენ. - სიმართლე უნდა გითხრა, - მისმა ხმამ გული გამიხეთქა. - თქვენზე ძალიან მეცინება. ხმა ისევ არ ამომიღია. - დამუნჯდი?.. - უკვე ახარხარდა რატი. - შემეშვი!.. - გავიბუტე მე. - გაბრაზდი?.. - ხელით თავი მომაწევინა მან. არ დავემორჩილე და ისევ გვერდით გავაბრუნე თავი. - რა სულელი ბავშვი ხარ!.. - გაეცინა და ფეხზე ძალით წამომაყენა. იმდენი ხალხის წინაშე აღარ დამიწყია წინააღმდეგობის გაწევა. საცეკვაო ‘მოედანზე’ გამიყვანა და ხელები წელზე შემომხვია. უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ხელები მეც შემოვაწყვე კისერზე. - სხვათაშორის გამიხარდა, ცოლ-ქმარი რომ არ აღმოჩნდით.. - მუსიკის ხმაში ძლივს გავარჩიე მისი სიტყვები. - რატომ?.. - დამაინტერესა მე. - არ ვუხდებოდით ერთმანეთს?. - არა!.. - საყვარლად გაეცინა. მასზე მეც გამეცინა და თავი დაბლა დავხარე. - ბევრისგან გექნება მოსმენილი, მაგრამ მეც გეტყვი, ძალიან ლამაზი ხარ!.. - ყურთან ახლოს მომიტანა ტუჩები და ჩამჩურჩულა. - და სექსუალურიც... ლოყები ამიხურდა. ჩემს მორცხვობაზე ხარხარი დაიწყო. ნერვები მომეშალა და ვცადე თავი დამეღწია მისგან. - რატომ მიბრაზდები?.. - საფეთქელთან მაკოცა და წასვლის საშუალება არ მომცა. - ბუტია ბავშვი ხარ!.. - შენ კი კარგად უკრავ სხვის ნერვებზე!.. - შევუბღვირე მე. - ცუდ დღეში თუ გაქვს ნერვები, რა ჩემი ბრალია?.. - სასაცილოდ გაეღიმა. მასზე გაბრაზებულს მაინც ჩამეღიმა. - ხომ გაგაღიმე!.. - პატარა ბავშვივით გაუხარდა. მუსიკა მთავრდებოდა. ახლოს მიმიზიდა და ტუჩებთან ძალიან ახლოს დამიტოვა, უკვე მეორე კოცნა. კიდევ კარგი რესტორანში ბნელოდა, თორემ ყველა შეამჩნევდა ჩემს აწითლებულ ლოყებს, რომლის ფონზეც ძალიან სასაცილოდ გამოვიყურები. მალევე დავიღალე მთვრალი საზოგადოების ყურებით. - დათას ვეტყვი, იქნებ ვინმე მონახოს, რომ წაგიყვანოს!.. - ფეხზე წამოდგა ნატა. - არ მინდა, ჩემით წავალ!.. - გავჯიუტდი მე. - სახლში მივდივარ და თუ გინდა გაგიყოლებ. - ჩვენს საუბარში ჩაერთო რატი. - კი, ახლა აპირებს სახლში წასვლას. - არ დამაცადა უარის თქმა ნატამ. თვალები დავუბრიალე, მაგრამ არ გაჭრა. - მადლობელი ვიქნები თუ სახლამდე მიაცილებ. - გაუღიმა მას. - რა პრობლემაა!.. - გასაღები აიღო ხელში და წინ გამიძღვა. საკმაოდ ძვირადღირებულ მანქანაში გამომიღო წინა კარები და გამიღიმა. მანქანას მოუარა და თვითონ საჭესთან დაიკავა ადგილი. თავი ფანჯრისაკენ მივატრიალე და ხმის ამოღებას არ ვაპირებდი, რომ არა ის. - ისე გამიხარდება, თუ მეტყვი სად წაგიყვანო!.. - ბავშვურად გაეცინა. მეც გამეცინა და მისამართი ვუთხარი. - ტელეფონს მათხოვებ?.. - გადმომხედა მოულოდნელად. - ჩემი დავკარგე და მინდა გავიგო სად არის. რა თქმა უნდა მივაწოდე. - ეს შენი შვილია?.. - უცნაურად გაეღიმა კოსტას დანახვისა. - ძმისშვილი.. - გამეღიმა მეც. დარეკა თავისთან და აღმოჩნდა, რომ ტელეფონი მანქანაში იყო, უკანა სავარძელზე ქურთუკის ჯიბეში. - მადლობა!.. - გადმომაწოდა და ისევ გზისაკენ გაიხედა. ამასობაში სახლსაც მივუახლოვდით. ჩანთა ხელში მოვიმარჯვე. - დიდი მადლობა!.. - გავუღიმა და მანქანის კარი გამოვაღე. - სხვანაირი მადლობის გადახდას მოვითხოვ მე!.. - მომაძახა და ჩემთან ერთად გადმოვიდა მანქანიდან. მომიახლოვდა, ერთი ხელი წელზე შემომხვია, მეორე მკლავზე შემახო და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. წინააღმდეგობა ვერ გავუწიე... პირიქით, ავყევი კიდეც. ძალიან მომეშალა ამის გამო ჩემს თავზე ნერვები, მაგრამ მასთან არაფერი შემიტყვია. ტუჩებიდან ლოყაზე გადაინაცვლა და ყურში ჩამჩურჩულა. - მადლობა გადახდილია!.. - სიცილით შეტრიალდა უკან და მანქანაში ჩაჯდა. სანამ სადარბაზოში არ შევედი, იქიდან არ დაძრულა. * * * - ნინა, არ ადგები?.. - ძილ-ბურანიდან გამომიყვანა დედაჩემის ხმამ. - რა ხდება?.. - უცებ წამოვყავი თავი თვალებდახუჭულმა. - თვალები გაახილე! - გაეცინა ეთოს. გაჭირვებით გავახილე ჯერ ერთი თვალი, შემდეგ კი მეორე. - ეს რა არის?.. - ვანიშნე უზარმაზარ თაიგულზე, რომელიც ხელში ეჭირა. - შენი აზრით?.. - სიცილით მომიახლოვდა და მომაწოდა. - მე ვფიქრობ, ეს თაიგულია, მაგრამ შენი აზრიც მაინტერესებს!.. - ავხარხარდი და თაიგული გამოვართვი. - წერილი არ ჰქონდა?.. - გადავათვალიერე წითელ ვარდებს შორის. - არ მინახავს. - მომაძახა უკვე ოთახიდან გასულმა. თითოელუ კუთხე-კუნჭული გადავქექე, მაგრამ წერილი ან რაიმე მაგდაგვარი ვერ აღმოვაჩინე. - იმკითხავე ახლა ეს ვინ მომიტანა!.. ან საერთოდაც იქნებ შეცდომაა?!... - ჩემთვის ვლაპარაკობდი და თან ტანზე ვიცვამდი. გამორთული ტელეფონი ჩავრთე და მისაღებში გავედი. - ლაშა და კოსტა სახლში არ არიან?.. - იქაურობას მოვავლე თვალი. - არა.. - გამომხედა დედაჩემმა. - წერილი ვერ ნახე?.. - ვერა... - გაბრაზებულმა მაგიდაზე დავდე თაიგული და ტელეფონში შეტყობინებები გავხსენი. ერთადერთი, რომელიც აქ დასაწერად ღირდა იყო: „ ველოდები მორიგ მადლობას „ - რატი?... - წამოვიძახე ხმამაღლა და გამეცინა. დედაჩემსაც გაეცინა და ყვავილებს თავისი ადგილი მიუჩინა. * * * კაფეში შევედი და ნაცნობი სახის დანახვისთანავე დავიძარი მისკენ. სკამი შემომთავაზა და თვითონ ჩემ პირდაპირ მოთავსდა. - მიხარია, რომ შეხვედრაზე დამთანხმდი!.. - გამიღიმა და ოფიციანტს შეკვეთა მისცა. - ყვავილებისთვის მადლობა.. - გავუღიმე მეც. ეშმაკურად ჩაეცინა. - დიდი დრო დაგჭირდა მოსაფიქრებლად?.. - წარბები აათამაშა რატიმ. - სულაც არა!.. ფიქრი არც დამჭირვებია.. - სიამაყით გადავიყარე წინ ჩამოშლილი თმები უკან. - მერე ის ვერ მოიფიქრე, სხვანაირი მადლობა რომ მინდა შენგან?.. - ეშმაკურად გამიღიმა. - ვეღარ ეღირსები!.. - გამეცინა მეც და ყავა დავაგემოვნე. - მე ვფიქრობ, რომ ვეღირსები, თანაც ძალიან მარტივად. - ყავა მოსვა და შემდეგ ძალიან ნელა გადაიტარა ტუჩებზე ხელი. - იოცნებე!.. - ენა გამოვუყავი და დავეჯღანე. * * * - დიდხანს უნდა ვიაროთ ასე პატარა ბავშვებივით?.. - ქუჩაში სეირნობისას მოღუშულმა გადმომხედა რატიმ. - თუ არ გინდა, გზა ფართოა. - ნაბიჯს ავუჩქარე მე. - ნუ მებუტები!.. - მკლავზე ხელი ჩამავლო, შემანელა და ხელი გადამხვია. - ახლა სად წავიდეთ?.. - დაინტერესებული შუა ქუჩაში გაჩერდა. - ყავა გინდა?.. - ჩაი. - ჰო და წამო, ჩაი დავლიოთ სადმე. - სიარული განვაგრძე და ერთ-ერთ კაფესთან გავჩერდი. - აქ შევიდეთ? - ჰო!.. - მერე შედი, აქ რას გაშეშდი?! - მხოლოდ თქვენს შემდეგ. - მაგით რის თქმას ცდილობ?.. - ვცდილობ გაგაგებინო, რომ შიგნით ჯერ შენ შეხვიდე და შემდეგ შემოგყვე მე. - გამეცინა მის დაჭყანულ სახეზე. - რა სულელი ბავშვი ხარ!.. - ხელი ჩამკიდა და ჩემთან ერთად შეაღო კარები. - საიდან მოიტანე, რომ ეს ყველაფერი აუცილებელია?.. - მე ასე მინდა!.. - ბავშვივით ავცუნდრუკდი მე. - კაი არ გეტყვი არაფერს, თორემ მერე გაიბუტები და რა შემოგირიგებს?!.. - გადაიხარხარა და სკამზე მოთავსდა, ჩემ გვერდით. - უკვე ტვინს ჭამ. - მომეშალა ნერვები მე. - ახლა არ დაიწყო!.. - შეწუხებულმა გადმომხედა. - ნუ გეშინია, ხმას არ ვიღებ!.. - გაბუტულმა გვერდით შევაბრუნე თავი. ნეტავ არ შემებრუნებინა. რამდენიმე მაგიდის დაშორებით ვატო იჯდა, ვიღაც მამაკაცთან ერთად. სწრაფად მოვარიდე მზერა და მისგან ზურგით დავჯექი. ვატოს პირდაპირ. - მოხდა რამე?.. - გაკვირვებულმა გადმომხედა. - არა, არაფერი, რა უნდა მომხდარიყო?.. - პატარა ბავშვივით ავჯლუყუნდი. - ნინა!.. - მკაცრად დამაკვირდა სახეზე. - ყავა მინდა. - საუბრის თემა შევცვალე. - თუ ჩაი?.. - ჩაი. ჩემს ორჭოფობაზე რატის უბრალოდ ჩაეცინა. ადგილის შეცვლაზე კი ხმა აღარ ამოუღია. - ჩემებს უნდათ შენი გაცნობა. - თითქოს თავისთვის ამოილაპარაკა ბოლოს. - არ ფიქრობ, რომ ჯერ ადრეა?.. - შევცბი მე. - რა?.. - მშობლების გაცნობა. მან უბრალოდ მხრები აიჩეჩა და გამიღიმა. - არ წავიდეთ?.. - ჰო.. - თავი დავუქნიე და ფეხზე წამოვდექი. სანამ რატი ანგარიშს ასწორებდა, მალულად ვატოს გავხედე. შეცვლილა. ჩემდა გასაკვირად მხიარულად იცინოდა და თვითონაც ყვებოდა სავარაუდოდ სახალისო ისტორიებს. რატის მივუახლოვდი, ხელი ჩავკიდე და მხარზე თავი დავადე. - არ მეტყვი რა მოხდა?.. - თითებზე მომეფერა. - ისეთი არაფერი. - კარგი, თუ არ გინდა ნუ მეტყვი. * * * თითქმის მთელი დილა მესიჯზე ვფიქრობდი. მინდოდა რამე მიმეწერა, არც მთლად უაზრო და არც მთლად ბანალური. „მომენატრე!“ ყველაზე უარესი ვარიანტი შევარჩიე. სანამ პასუხი მომწერა, კინაღამ გული გამისკდა. „ნინა, შენ ხარ?..“ იყო პასუხი. ნერვები მომეშალა მასზე, მაგრამ არ შევიმჩნიე. „ჰო“ მინდოდა რამე თბილი მოეწერა, ხასიათზე მოსაყვანად. „მაშინ, მეც მომენატრე.“ „შეგიძლია მნახო?..“ „არ ვიცი.“ „რა არ იცი?“ „შემიძლია თუ არა.“ „კაი, დაიკიდე.“ „რა უნდა დავიკიდო?“ „ჩემი სურვილი.“ „გინდა რომ გნახო?“ პასუხი აღარ დამიბრუნებია. ტელეფონი იქვე მივაგდე და ძილი გავაგრძელე. რამდენიმე საათის შემდეგ ტელეფონის ზარმა გამომაღვიძა. ნომრისთვის არც შემიხედავს, ისე ავიღე. - უკაცრავად, რატი დევდარიანის ვინ ბრძანდებით?.. - მომესმა მეტად აუღელვებელი ხმა. - მმ, მეგობარი. - ესღა წარმოვთქვი დაბნეულმა. - შეგიძლიათ საავადმყოფოში მობრძანდეთ?.. ამის შემდეგ აღარაფერი გამიგონია და აღარც არაფერი მახსოვს. არ ვიცი, როგორ გამოვიცვალე ტანსაცმელი და როგორ გავაჩერე ტაქსი საავადმყოფოში მისასვლელად. ერთადერთი რისი გახსენებაც მოგვიანებით შევძელი, ტაქსის მძღოლის შეწუხებული ხმა იყო. - მოვედით შვილო, გადასვლაში დაგეხმარები. მისი დახმარებით შევედი საავადმყოფოში და რატის პალატაც მოვძებნე. უამრავ ადამინს მოეყარა თავი პალატის წინ. ყველას ცრემლიანი თვალები ჰქონდა და ყველა გაფითრებულ ქალს ამშვიდებდა, რომელიც იქვე კედელთან ჩაკეცილიყო. მათთვის სრულიად უცხო შედარებით მოშორებით ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე. არ ვიცი, რა როგორ მოხდა. თუმცა რისი თქმაც დანამდვილებით შემიძლია არის ის, რომ ჩემი გულისთვის თბილისში მოდიოდა და თავი საფრთხეში ჩაიგდო. - გოგონა, კარგად ხარ?.. - მხარზე ხელი დამადო თეთრ ხალათში გამოწყობილმა ექთანმა. უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და ისევ ავქვითინდი. - რით შემიძლია დაგეხმარო?.. - გვერდით დამიჯდა და ჩემს დამშვიდებას შეეცადა. - იმ პალატაში მამაკაცი წევს, ხომ?.. - მაშინვე ავწიე თავი და თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე. - ჰო.. - დაუფიქრებლად მომიგო მან. - როგორ არის?.. - ოპერაციას უკეთებენ, ერთადერთი რაც ვიცი არის ის, რომ ძალიან მძიმედ იყო. ისევ ამეტირა. ახალგაზრდა ექიმმა კიდევ ცადა ჩემი დამშვიდება, მაგრამ არ გამოუვიდა. ფეხზე წამოდგა, წყალი მომიტანა და დროებით, საქმეების გამო, გამომემშვიდობა. ლაშამ დამირეკა. - სად ხარ? - მკითხა შეშინებულმა. - საავადმყოფოში. - ყოველგვარი ტყუილის გარეშე მივუგე პასუხი. - მანდ რა გინდა?.. - გთხოვ მოდი რაა აქ... - ამოვიტირე და მისი ლაპარაკი აღარც გამიგონია. მალევე მოვიდა გაოგნებული და გულში ჩამიკრა. - რა ხდება ნინა?.. - ცდილობდა ჩემი ტირილის მიზეზის გაგებას. - იქ რატი წევს, ხომ გახსოვს?.. რომ გიყვებოდი.. - ძლივს მოვაბი სიტყვებს თავი. - რა სჭირს?.. - ჩემს სანახავად მოდიოდა... - სუნთქვა მიჭირდა მე. - დამშვიდდი ნინა, ყველაფერი კარგად იქნება. ხელები მოვხვიე და მასთან ერთად ჩამოვჯექი სკამზე. - მისი ნახვა მინდა!.. - ვუთხარი მაშინ, როცა ტირილისგან გული ვიჯერე. - რიგში დგომა მოგიწევს. - მივალ და დაველაპარაკები!.. - ფეხზე წამოვხტი მე, მაგრამ ლაშამ შემაჩერა. - წადი თავი მოიწესრიგე, დანარჩენს მე მოვაგვარებ. - შემიძლია ნახვა?.. - მოუთმენლად ვკითხე ლაშას. - ჯერ ყველასთვის აკრძალულია იქ შესვლა. - მე ნახვა მინდა!.. - გავჯიუტდი მე. - მაშინ ფანჯრიდან შედი და ეგ იქნება!.. - გაბრაზდა ლაშა. - შეიძლება?.. - რა?.. - ფანჯრიდან შესვლა. - ნუ სულელობ!.. - გამიბრაზდა და ძალით დამსვა სკამზე. მე ისევ ავტირდი, მაგრამ მან უცებ დამამშვიდა. - ექთანს შევუთანხმდი, საღამოს მოგცემს საშუალებას შეხვიდე და ნახო. ოღონდ არანაირი ტირილი, ყვირილი და შეხება. ჯერჯერობით შეგიძლია მხოლოდ შეხედო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.