შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟი ექიმი მატარებელში (15 თავი)


20-05-2017, 22:51
ავტორი Ana Stepnadze
ნანახია 1 963

-ლექსო გაიღვიძე-ვანჯღრევ-ლექსო თქო-ყურში ჩავყვირი ის კი ნელ-ნელა ახელს თვალებს, ხოლო როცა იაზრებს ვისთან ერთადაა ისიც კივილს იწყებს.
-ნუცა მაპატიე გთხოვ-უცებ ხტება ლოგინიდა და სანამ ხვდება, რომ მხოლოდ ტრუსიკის ამარა დარბის მეცინება.
-კარგი რა მოხდა უიმეე-ხელს ვიქნევ მე-ამერიკაში მოსული პონტია და ჩავთვალოთ არ ყფილა-მწარედ მეცინება-დღეს თუ არა ხვალ ხო იქნებოდა არა-თავს ვიქექავ თმა რაღაცაში რომ მებლანდება
-ლექსო მიშველეე-ვყვირი
-რა... მე... რა?-მიყურებს გაკვირვებული
-აუ რაღაც გამეხვია თმაში-ხელით ვანიშნებ მეორე ხელზე რომელიც თმებშია არეული
-ხო ახლავე-უცებ ერკვევა და ჩემკენ მოდის. ძლივს ხსნის თმებიდან რაღაც მრგვალს. ორივე დავყურებთ და ორივეს მე კვილი იმას ღრიალი ამოგვდის პირიდან.
-ეს რა ვქენით-თავზე ვირტყავ ხელს და ლოგინზე ვებერტყები
-კიდევ კარგი პანიკა არ დაიწე-თავს აქნევს-მევასეა ამერიკული მენტალიტეტის ხალხი.
-აუ სადვართ?-გარემოს თვალს ვავლებ
-აზრზე არ ვარ-ბურტყუნებს და ფარდებს წევს-ფაქტია მთაში ვართ
-ტელეფონი სად მაქვს?-ოთახს ვავლებ თვალს
-აი იქ მგონი-ჩემი კაბის ქვეშ მოჩანს მგონი ტელეფონი-აიღე რას ელოდები-მიყურებს მე
-აბა მიხვდი და აიღე-ვუბღვერ მე
-რაიყო არ მინახიხარ თუ რა?-ნაგლურად იკრიჭება და მეც მინდება გავიმეორე თავიდან. ფუ ეს მე არ გამიფიქრია.
-ან მომაწოდე ან მეყოლე კარგად-ისევ ვუბღვერ და ვაჟბატონი ტელეფონს მაწვდის.
-არ იჭერს-ვკივი მე
-აუ გალერეა ნახე გაფიცებ რამე ხომ არაა?-მეხვეწება ის
-ეგ როგორ ვერ მოვიფიქრე-უცებ შევედი გალერეაში და უამრავი ფოტოს თუ ვიდეოს დანახვისას წივილით ვხტები და ფერად ნაჭერს ტანზე ძლიერად ვიჭერ
-ლექსო ნახე-ნერვიულად ვუჩვენებ ჯვრისწერის საკმაოდ სერიოზულობით დატვირთულ ვიდეოს.
-ეს ჩვენ ვართ?-იკვირვებს ის
-არააა მოზვერო გელანდება-ვენაგლები და ჩვენი ,,ბედნიერებით’’ აღსავსე ფოტოებს ვათვალიერებთ.
-ისე რა მაგრად ვართ მანდ-უყურებს ფოტოს სადაც მზის ამოსვლის მოფნზე ერთად ვდგავართ მთაზე
-ხოო-მეცინება მე
-რა ვქნათ?-მეკითხება ის
-სხვებმა თუ არ იციან თავს უნდა ვუშველოთ-ვეუბნები და მესიჯებს ვხსნი
-არაა-ისევ ჩემი კივილი აბრთხობს
-რა გაკივლებს გოგო?-მიღრენს და როცა მესიჯების ჩათში გაგზავნილ ფოტოებს და ჩვენი სიყვარულის ახსნის მომენტს ხედავს იმას უარესი ღრიალი ამოდის პირიდან
-ახლა მართლა რა ვქნათ?-მეკითხება. რომ მქონდეს უფლება ვეტყოდი ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფათქო არც დავფიქრებოდი მაგრამ ვაი რომ მას არ უნდოდეს?
-არ ვიცი-ლოგინზე ვჯდები-მოგვიწევს ერთმანეთ ავიტანოთ-ვუყურებ ძლივს შეკავებული სიბრაზით.
-მოგიწევს-თავისთვის ამბობს და ტანსაცმელს იღებს.-მე გავალ ჩავიცმევ-კარს აღებს და გადის. მინდა ვიკივლო. ბალიშს თავზე ვიდებ, ლოგინზე გულაღმა ვეცემი და ბალისში თავჩარგული ვკივი. არ ვიცი ეს რისი კივილია, მიხარია თუ ვბრაზობ. შეიძლება გიჟად მოგეჩვენოთ. მეც ზუსტად არ ვიცი რატომ არ დავპანიკდი, როცა ამერიკაში ბიჭს არ ვიკარებდი დანარჩენზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ახლა კი აქ ჯვარდაწერილი ლექსოსთან ერთდ ვარ. ვდგები ტანზე ლექსოს ჟაკეტს ვიცვამ იმიტომ, რომ ჩემი კაბა კაბის გარდა ყველაფერია და თან ის ბადე ჟაკეტი ვერ დამიფარავს ვერაფერს. კარი გამოვაღე და ქვევით ჩავედი ლექსო, რომ შემოვიდა ეზოდან და ჩემს დანახვაზე სიცილი აუტყდა.
-რაგაცინებს?-ტანზე დავიხედე ის კი სიცილს აგრძელებდა. პატარა მყუდრო მისაღებში დაკიდულ სარკეში, რომ ჩავიხედე მეც სიცილი ამიტყდა. ლექსოს შინდისფერ ჟაკეტში ვარ გახვეული და აბა გამოიცანით რომელი ჟაკეტის სუნი ასდის? დიახ დიახ ზღვაზე ის იყო. სახეზე თმები უმოწყალოდ მეყარა სახეზე და ის ვითომ მკრთალი მაკიაჟი ერთმანეთში ამთხაპვნოდა.
-წავალ მოვიშორებ-სიცილით ვეძებ სააბაზანოს და შიგნით შევდივარ. სახეს ვიბან და საკუთარ თავს სარკეში ვუყურებ, შემდეგ ვბანაობ და სააბაზანოდან ისევ იმ ოთახში შევდივარ. კარადას ვაღებ და ვიღაცის ძველ, მაგრამ ძალიან ლამაზ, მიქ ყავისგერზე პატარ-პატარა ყვავილებით დატანებულ კაბას ვიცვამ, ფეხზე ისევ ქონვერსებს ვირგებ და იქვემიგდებული ჩანთიდან ტუჩისფერ კონტურს ვისვამ რადგან ისე მაქვს დასიებული მეეჭვება ოდესმე ჩამიცხრეს, სველი თმა თითებით ჩამოვივარცხნე და ქვევით ჩავედი.
-ლექსო რა უნდა ვქნათ?-წინ დავუჯექი.
-არ ვიცი ნუცა მართლა არ ვიცი, ახლაც ისეთ დაუსახლებელ ადგილას ვართ ამდენი ხანი გასული ვიყავი და კაცის კვალს ვერ მივაგენი-მპასუხობს თავაუწევლად მე კი გვერდით ვუჯდები
-კარგი არაუშავს-ხელს მხარზე ვადებ და ჩემი სველი თმის წვეთი,რომ ეცემა უცებ იხედება ჩემსკენ და სველ თმაზე ხელს მისვამს.
-გაცივდები ნუცა-მტუქსავს პატარა ბავშვივით
-რაიყო ქმარუკ ღელავ?-ვკითხე და წარბები ავუთამაშე. ის ჩემსკენ გამოიწია წელზე ხელი მომხვია და თმა ყურზე გადამიწია.
-რაიყო ცოლუკა ღელავ?-მანაც იგივე ინტონაციით მკითხა
-რატომ უნდა ვღელავდე?-კიდევ უფრო ახლოს მოდის და ლოყაზე მკოცნის.
-ლექსო-ხმა ძლივს ამომდის პირიდან
-დაიმახსოვრე! ლექსო არასდროს გატეხს თავის სიტყვას, ლექსო ლექსოა. მე არასდროს ვიტყუები-ყურში მიჩურჩულა ლოყაზე მაკოცა და სანამ სახლიდან გავიდოდა მომაძახა.
-არ შეგეშინდეს, მალე მოვალ იქნებ ვინმე ვნახო-კარი გაიხურა მე კი ლამის დავდნი მისი ღიმილის დანახვისას. სამზარეულოში გავედი და რამდენიმე კარტოფილს გადავაწყდი. შედეგ გარეთ გავედი და გარემო მოვათვალიერე, რომ მივხვდი, რომ როგორც იმერეთში აქ მარანი ეზოში არ არის სახლში შევედი და ქვედა კიბეს დავუყევი, აქაც არაფერი იყო განსაკუთრებული შემდეგ კი მეორე სართულის კოლიდორის ბოლოს კარში შევედი. აქ კი ერთი მოთლი წითელი ტყემალი, ორთავად დაწყობილი ბოსტნეული და ხუთი კვერცხი იყო. ჩავიტანე ქვევით პროდუქტები და მომზადება დავიწყე. მომზადების პროცესში ვიყავი, ლექსო რომ მოვიდ.
-ცოლო სადხარ-ყვირის ბოლო ხმაზე
-აქეთ ქმარო-მეც ვეძახი
-ესენი სად ნახე?-იკითხა სამზარეულოში შემოსულმა
-მეორე სართულზე საკუჭნაოში-ისევ ვაგრძელებ ჩემს საქმეს უკნიდან, რომ მიდგება და ხელებს ჩემს გარშემო აწყობს. ყურადღებას არ ვაქცევ შემდეგ ვტრიალდები და ქვემოდან ავხედე.
-სანამ ცოლი და ქმარი ვართ მოვიქცეთ ისე როგორც ცოლ-ქმარი-მტკიცედ მითხრა
-როგორც იტყვი-გავუცინე ტუჩთან ახლოს ვაკოცე და მის გაკვირვებულ სახეზე გამეცინა
-ეე ცოლოო-სიცილით გამოიშვირა ხელი და მაგიდას მიუჯდა
-დიდი იმედი მაქვს აქედან გავაღწევთ-სიცილით ვთქვი მე
-გიხდება ეგ კაბა-თემას ცვლის და ჩემს კბას აქებს
-სხვა რა ჩამეცვა სადღაა ჩემი ყვითელი კაბა-დანანებით ვთქვი მე
-არც ეგ კაბა დარჩება მთელი ვატყობ-ეშმაკურად მიღიმის ის
-თავხედო-ნერვები მეშლება ფეხზე ვდგები, მაგრამ ხელს მიჭერს და მისიკენ მაბრუნებს
-ცოლ-ქმარი ნუციკ-მითხრა და ტუჩებზე მეძგერა.
ნატა
-აუუ თავი-ზმუილით ვდგები და მისაღებში გავდივარ
-ბარო ნატაშკა-ხელს მხვევს ირაკლი
-ნუცა სადაა-მისაღებში შემოსული დედაჩემი კითხულობს
-ვაიმე ნუცა-კივილით დგება თაია
-სადაა ნუცა თაია?-ეკითხება გაფითრებული ლუკა
-ეგ და ლექსო-თავში ხელს ირტყავს-ორი ჯიუტი თხა-გაბრაზებული დადის
-დაჯექი გოგო ისედაც თავბრუ მესხმის-ვყვირი მე
-ესეიგი, ეგენი ხომ ძაან დათვრენ და ტაქსით, რომ წამოვედით თუ გახსოვთ ეგენი ერთმანეთს სიყვარულს ეფიცებოდნენ და უნდა მოგიტაცოო ლექსო, რომ ეუბნებოდა და თუშეთში წავედით მერე მამაო გააღვიძეს და ჯვარი დაიწერეს და ჩვენ წამოვედით-ჩქარა ამბობს თაია და წყალს სვამს
-ვიდეოები და მესიჯები-თორნიკე ხტება და ჩატს ყველას აჩვენებს
-ვაიმე შვილი გაგვითხოვდა ილია-კივის დედაჩემი და ილიას ეკვრის ტანზე
-რა ვქნათ მამა?-ეკითხება ლუკა ილიას
-მე რავიცი ლუკა თვითონ მოგვარდებიან-მხრებს იჩეჩავს ილია-გამიფრინდა შვილი-არარსებულ ცრემლს იწმენდს და იცინის
-ნუ ლაზღანდარობ შენი ჭირიმე რა-ხელს კრავს ნათია
-წავედი მე სამსახურში და მომიძებნეთ შვილი-აცხადებს ილია ბატონი. ილია არის უჯიგრესი მამა და ახლა ზუსტად ვიცი გოგი ბიძიას მთელს თუშეთს მოატარებს და მაინც ნახავს ნუცას იმისდა მიუხედავად, რომ ვითომ ისინი გადაწყვეტენ ყველაფერს.
სარამოს თორნიკე მირეკავს.
-ნატაშა მნახავ?-ხრიწიანი ხმა მესმის ტელეფონში
-შენ როგორ ფიქრობს?-ვკიხე მე
-არას რომ მეტყვი ვიცი ამიტომ შენი საყვარელი ნამცხვარი ვიყიდე და თუ არ გინდა-ლაპარაკს ვაწყვეტინებ
-მისამართი მომწერე-უცებ ვიცვამ შორტებს, წითელ მაიკას. წითელ ქონვერსებს ტუჩზე წითელ კონტურს ვიტარებ და ზურგჩანთაში ყველა საჭირო ნივთს ვტენი
-დედა წავედი მე-ხელს ვუქნევ გაშტერებულ ნათიას და ჩემს მერსედესში ვჯდები. არა მამიკოს ნამდვილად აქვს გემოვნება. მითითბულ მისამართზე მივდივარ და კარებზე ვაბრახუნებ.
-გასკდა თავი ნათაშა-გული ლამის მიმდის მაიკის გარეშე,რომ ვხედავ
-შემომიშვებ ახლა?-არ ვიმჩვევ ისე ვკრავ მკერდზე ხელს და სახლში შევდივარ.
-დაჯექი ნამცხვარს მოვიტან-ხელით მანიშნებს
-აუუ მე მშია-ტუჩს წინ ვწევ და თვალებს ვაწვრილებ
-წამოდი პიცის პროდუქტები უნდა მქონდეს-თავს იფხანს საყვარლად და სამზარეულოში გადის. პროდუქტებს ვალაგებთ და მაგიდაზე ვაწყობთ.
-აუ თორნიკე რამე დიდი მაიკა არ გაქვს?
-რად გინდა?
-ჩემი ფეთხმობის ამბავი, რომ იცოდე ასე არც დამტოვებდი.
-თეთრ კარიან ოთახში შედე და კარადაში ნახე, რომელიც გინდა-ხელით მანიშნებს კარებისკენ და მეც იქით მივდივარ.


პ.ს რაც მეტი კომენტარი იქნება მით მალე დავდებ და უფრო დიდი თავებიც იქნება. მართლა ძალია მიხარია ის სამი კომენტარი რაც ჩემს მოთხრობებს აქვს მაგრამ მეტი მინდა სტიმულისთვის. ბოდიშით შეცდომებისთვის და მადლობთ რომ კითხულობთ.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო,როგორი გიჟებიც იყვნენ,ისე დაქორწინდნენ.მე რას მერჩი რომ აგვიანებ ჰა?მალე დადე რა და რაც უფრო დიდ Yავს დადებ მით უკეთესი
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი Anna

Vgijdebi am istoriaze

 


№3  offline წევრი Kukrali

აუ გავგიჟდი რა ოჯოახია ესს :დ შვილი სიმთვრალეში გათხოვდა დ ამშობლებს უფრო უხარიათ მგონი :დ აუ მაგარია რაა მალე დადე გელოდები იცოდე <3

 


№4 სტუმარი Guest ქეთი

ძაან ძაან მაგარია მალე დადე რაა ახალი თავები <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent