შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაში (სრულად)


21-05-2017, 00:08
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 5 962

პროლოგი

როცა თამაშში გიწვევენ, უარს ვერ იტყვი, თორემ მოგკლავენ. როდესაც თამაში იწყება, უკან ვეღარ ბრუნდები. თამაში მანმადე გრძელდება, სანამ მას არ იპოვი, ან არ მოგკლავენ.
თამაშში მხოლოდ ორი გზაა, მოკვდი ან მოკალი.
როგორც არ უნდა ცადო სხვა გზას ვერ იპოვი. მაგრამ შეიძლება გაგიმართლოს და თამაშში არც კი მოხვდე, იქ მარტო მიწვევით არის, ხოლო თუ ადამიანი ძალიან განსაკუთრებულია, მას მოსაწვევსაც არ უგზავნიან, იტაცებენ და სამ თვიან ტატუს უკეთებენ, რომელიც აღნიშმავს რომ ის უკვე თამაშობს.
მონაწილე ვერ გაიქცევა და ვერ დაიმალება, თორემ მის ოჯახს ამოხოცავენ, მას კი მაინც იპოვიან.
ხელისუფლება თამაშის წინაშე უძლურია, ამიტომ ისინი აღარც ცდილობენ.
თამაშის ორგანიზატორები მოთამაშის სკოლას იარაღებს და მოათამაშის ინფორმაციას უგზავნიან, სკოლა ვალდებულია, მოთამაშეს იარაღები გადასცეს და დაეხმაროს შეძლებისდაგვარად.
უმეტესად მოთამაშეები კვდებიან. მთლიანი თამაში კი პირდაპირი ეთერით ტელევიზიაში და ინტერნეტში გადის, ყურება სავალდებულო არ არის.
თამაშს თავისი წესები აქვს.
1. თუ მოთამაშე იმარჯვებს მას ერთ, ნებისმიერ სურვილს უსრულებენ.
2. თუ მოთამაშე თამაშზე უარს ამბობს მაშინ მისი ნაცნობობა უახლოესი ერთი საათის განმავლობაში კვდებიან.
3. თუ ადამიანი დაატატუირეს მას გაქცევის შესაძლებლობა არ აქვს, ის ტატუს გაკეთებიდან უკვე თამაშობს.
4. იმისთვის რომ მოთამაშემ გაიმარჯვოს უნდა მოკლას/ დაჭრას ორგანიზატორებიდან რამდენიმე და იმ ჯგუფის ლიდერს მიაგნოს, უმჯობესია ჩხუბში თუ დაამარცხებს.
თამაში კი მარტივია. შენ აგირჩიეს, მაშინ მეორე დღიდან-ერთი კვირის ვადაში შენს სკოლაში იარაღებს აგზავნიან მითითებებით, იქიდან სამი დღის მანძილზე კი შენზე ნადირობა იწყება. თამაშის ორგანიზატორები შენთან აგზავნიან ჯგუფს, რომლებსაც მონადირეები ეწოდებათ, ისინი იმალებიან და შენს მოკვლას ცდილობენ, შენ კი უნდა გადარჩე თან ისინიც დაჭრა ან მოკლა. შემდეგ კი ჯგუფის ლიდერი იპოვო, რომლის პოვნაც არაა ადვილი, უნდა დაამარცხო, შემდეგ კი ეს თუ გამოგივა შენ სურვილს გისრულებენ. მაგრამ შეიძლება სურვილის ასრუ;ების შემდეგაც მოგკლან.
დღეს-დღეისობით უკვე 249 თინეიჯერმა მიიღო მონაწილეობა ამ თამაშში, მოსახლეობა შიშის ქვეშ არის, ხელისუფლება უძლურია, გარეგანი ძალებიც კი ვერაფერს ვერ ახერხებენ. თამაში ყველაფერზე და ყველაზე ძლიერია. თამაში უკვე სამი წელია არსებობს და ამ დროის მანძილზე მხოლოდ 25-მა მონაწილემ მოახერხა სურვილის ასრულება, აქედან კი მხოლოდ 15 გადარჩა.
თამაშს რაიმე განსაკუთრებული სახელი არ აქვს, ამიტომ მას უბრალოდ თამაშად მოიხსენიებენ.
თამაშში მონაწილეობენ 15-დან 19-მდე ასაკის მქონე თინეიჯერები, და ირჩევენ არა ყველას, არამედ განსაკუთრებულებს. იმის და მიუხედავად რომ ალბათ მოკვდები თუ თამაშისთვის აგირჩიეს, ეს მაინც პატივია. რადგან მიიჩნევა რომ თუ შენ თამაშში მოხვდი ანუ განსაკუთრებული ხარ, ჭკვიანი, ძლიერი, მოხერხებული.
თამაში მხოლოდ ელიტისთვისაა, სადაც ყველა ვერ მოხვდება.
მიიჩნევა რომ რაც უფრო ძლიერია მოთამაშე, მით უფრო ნაკლები არის შანსი რომ ცოცხლას დატოვებენ, ასევე ცნობილია რომ ტატუირებული ადამინებიდან ჯერ არავინ არ დარჩენილა ცოცხალი, იმ მიზეზის გამო რომ მათ ურთულესი ამოცანები ქონდათ, რისგანაც გადარჩენა შეუძლებელი იყო.
თამაში მარტივია, თამაში ელიტისთვისაა, თამაში სასიკვდილოა, სადაც ყველა დანარჩენ წესზე მეტად ერთია მნიშვნელოვანი.
მოკალი ან მოკვდი.



1. თავი პირველი

-კიდევ ერთი მოკვდა.
-სახელი გახსოვს?
-ელენე, გვარს ვერ ვიხსენებ, ლამაზი გოგო იყო, მაგრამ თამაშისთვის არ იყო განკუთვნილი.
-ალბათ სილამაზის გამო.
-ხო.
ხალხს ვუსმენ რომელიც ჩემ გარშემო თამაშის კიდევ ერთ მსხვერპლზე ხმადაბლა ლაპარაკობენ და თავს ვაქნევ. ისე ლაპარაკობენ თითქოს ყველაფერი იცოდნენ, თითქოს წარმოუდგენიათ ის შიში და უბედურება რაც იმ გოგოს გადახდა.
კი ის თავისი სილამაზის გამო მიიწვიეს, მაგრამ არა მარტო ამიტომ. თამაში უცნაური პრინციპით მოძრაობს და არსებობს, ის ყველას იწვევს, განსხვავებულ ადამიანებს, მაგრამ ყველა რაღაცით განსაკუთრებული უნდა იყოს. გამორჩეული.
ელენეს არ ვიცნობდი, მაგრამ მასზე გადმოცემით ბევრი რამ ვიცი, ვიცი რომ ძალიან ლამაზი იყო, რომ იყო ხალხის დამცირების შემთხვევებიც, და ისიც ვიცი რომ სილამაზის გარდა სხვა არაფერი არ აქვს.
თამაში ორ კატეგორიას იწვევს, ელიტას და ელენესნაირებს, ვისაც თავი ელიტად მიაჩნიათ. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რომელიმე ჯგუფში ხალხის ნაკლებობაა, თამაშის მიუხედავად მაინც ყველას უნდა რომ ელიტაში ეწერებოდეს.
ყველას, ჩემ გარდა.
რაც თავი მახსოვს ელიტას გავურბივარ, გავურბივარ მის ამპარტავნულ საზოგადოებას და ხალხს, რომლებსაც თავი სხვებზე მეტი მიაჩნიათ.
-მოდიხარ? -მარი მეძახის და მეც თავს ვუქნევ, სკოლის დერეფნებში ჩუმად მივდივართ და ხმას არცერთი არ ვიღებთ. მისკენ თვალს ვაპარებ და ვათვალიერებ, ჯერჯერობით ჩვენი სკოლიდან არავინ არ წაუყვანიათ. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ ვიცნობდით ხალხს ვინც მიყავდათ.
მარის დაღლილობისგან თვალის უპეები ჩაშავებული აქვს, შოკოლადისფერი თვალები კი ჩამკვდარი და ფერდაკარგული, რაღაცნაირად გახუნებული. გრძელი მუხისფერი თმა კი გაბურძგნული და დაუვარცხნელი, სახე გაფითრებული და ფერდაკარგული.
-კარგად ხარ? -ვეკითხები ჩუმად ის კი თავს აქნევს და ცრემლებს ჩუმად ყლაპავს. -მარი...
-უყურე? -მეკითხება ხმადაბლა და თავს აქნევს. -ნახე რა გაუკეთეს? -თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ, ის კი ლაპარაკს აგრძელებს. -აწამეს, დაჭრეს, და ბოლოს უგულოდ მოკლეს. -ცრემლებს ვეღარ იკავებს და გზას უთავისუფლებს. მარის ვეხუტები და ვცდილობ რომ ჩემი გრძნობები არ გამოვაშკარავო.
-მარი, ის მიიწვიეს. -ვეუბნები ხმადაბლა, რადგან ვიცი რასაც ფიქრობს, რატომ წავიდა. -ის ვერ დარჩებოდა, მაშინ ყველას იგივე ბედი ელოდა. მას სხვა გზა აღარ ქონდა. -მარი თავს მიქნევს, მაგრამ ვიცი რომ არ მისმენს. არც მიკვირს, მე ბოლომდე ვუყურე, მაგრამ ვიცი რომ მარიმ იგივე ვერ შეძლო, როგორც ბევრმა სხვამ. ბოლომდე მარტო ერთეულები თუ უყურებენ.
-შენი აზრით ჩვენი სკოლიდანაც იქნება ვინმე?
-იმედია არა.
-შეიძლება სასაკლაო მოაწყონ.
-იქნებ გაჩუმდეთ?! -ვუყვირი ბავშვებს რომლებიც ჩვენ გვერდით მიდიან და იდიოტურად მსჯელობენ, ყველა ისე იქცევა თითქოს ვიღაც ეცოდებათ, ამ დროს კი გულში ღმერთს მადლობას უხდიან რომ ეს ისინი არ არიან.
ბუზღუნს იწყებენ, მაგრამ გვშორდებიან და ჩუმდებიან. არ არის სასიამოვნო როცა ყველა ამაზე ლაპარაკობს, ვიცი რომ ყველა ცუდად ხდება, მაგრამ ისიც ვიცი რომ ვერ ჩუმდებიან. ბევრი ლაპარაკი კი მათ მოკლავთ.
-მარ, წამო მალე დაიწყება გაკვეთილი. -მარი თავს მიქნევს და მეც საკლასო ოთახისკენ მიმყავს.
***
ბავშვებს ვუყურებ, ყველანი ჩუმად არიან და ხმას არცერთი არ იღებს, ყოველთვის ასე ხდება როცა ვინმე კვდება, ცდილობენ სიჩუმით გადმოცენ თავიანთი პატივისცემა. მათ მცდელობაზე მეღიმება, ისინი მართლა განიცდიან, როგორც ყველა სხვა დანარჩენი.
-როგორ ხართ? -სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, მირანდა გვეკითხება და თითოეული ჩვენგანის სახეს აკვირდება.
-ჩვენ? კარგად. -ანა ჩუმად პასუხობს, და თავის გრძელ ღია ყავისფერ თმას უკან იწევს, ყავისფერ თვალებს კი მასწავლებელს ანათებს. -უბრალოდ ვერ ვხდები ასე რატომ ხდება.
-ან ხელისუფლება რატომ არ აკეთებს არაფერს? -კითხულობს გაბრაზებული ლუკა და ფეხზე დგება. -ბოლოსდაბოლოს რამდენი ადამიანი უნდა მოკვდეს ან გაგიჟდეს რომ იპოვონ და დაააკავონ მონადირეები?
-შენ რა გგონია არ ეძებენ?- ზუკა ჩუმი ხმით კითხულობს და ფეხზე დგება, თვალები ჩაშავებული და ჩასისხლიანებული აქვს. - უბრალოდ ვერაფერს ვერ აკეთებენ, იციან მაშინ რაც მოხდება. თამაშის ორგანიზატორები აკონტროლებენ ყველაფერს, ისინი რჩეულები არიან, მათი დაჭერა ადვილი არ არის, შეუძლებელია.
თავს ვუქნევ, მართალია, შეუძლებელია ისინი დაიჭირონ ვისიც ასე ეშინიათ.
-შეუძლებელი რატოა?! -ლუკა არ ჩერდება და აგრძელებს. -უბრალოდ არ უნდათ რომ გააჩერონ.
-შენ რას იზამდი იმათ ადგილას? ისინი აკონტროლებენ ქვეყანას. -ზუკაც ყვება კამათში და მე ვითიშები.
ორივე მართალია, არანაირი მიზეზი არ არის რატომ ვერ უნდა დაიჭირონ, მაგრამ ასევე შეუძლებელია მათი დაჭერა. თავს უკმაყოფილოდ ვაქნევ და ისევ მათკენ ვიყურები, ტყუილად კამათობენ, ამას აზრი არ აქვს.
-კესი. -ჩემი სახელის გაგონებისას თავს მაღლა ვწევ და მასწავლებლისკენ ვიხედები. -შენ რას ფიქრობ ამაზე? -მეკითხება და წარბს მაღლა წევს, ვიცი რომ ჩემი უკმაყოფილო გამომეტყველება დაინახა როცა მათ ვუსმენდი.
ფეხზე ზანტად ვდგები და მისკენ ვიხედები, შემდეგ კი მზერა სხვებზე გადამაქვს, ყველანი მიყურებენ თითქოს ელოდებიან რაიმე იდიოტობას როდის ვიტყვი, როდის დავამშვიდებ ყველას და გავამხნევებ როგორც ხშირად ვიქცევი ხოლმე, მაგრამ დღეს მათ ვეღარ მოვატყუებ.
-აზრი არ აქვს. -ვიძახი ხმამაღლა და გარკვევით. მასწავლებელი წარბებს მაღლა წევს და მანიშნებს რომ გავაგრძელო. -ამაზე კამათს აზრი არ აქვს, ფაქტი ისაა რომ მათ ვერ იჭერენ, მე და თქვენ კი ამას ვერ შევცვლით, ჯერჯერობით ყოველშემთხვევაში, და მნიშვნელობა არ აქვს როგორ შევეცდებით. -თავს ვაქნევ და ვცდილობ მთქნარება შევიკავო. -შეგვიძლია ვიდგეთ და მთელი გაკვეთილი ამაზე ვიკამათოთ თუ რატომ არ არიან ისინი დაჭერილები და დასჯილები, მაგრამ ამის აზრი მითხარით? ამით მაინც არაფერი არ შეიცვლება და უბრალოდ ისედაც დაძაბულ ნერვებს უარესად მოვიშლით. ჩვენ მათ სისტემის წინააღმდეგ უძლურები ვართ, რადგან სიკვდილის გვეშინია, ისინი კი ჩვენივე შიშს ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ.
ვამთავრებ ლაპარაკს და ჩემს ადგილზე ვჯდები. მთელი კლასი დადუმებულია და ჩავიფქრებული, გარსემო ვიყურები და კლას ვათვალიერებ, თვალში კი საბოლოოდ მაინც კამერა მხვდება რომელიც ყველას გვათვალიერებს, ვიღიმი და ხელს ვუქნევ, ვიცი რომ რაღაცნაირიად ისინი გვიყურებენ და გვსწავლობენ, ასე არჩევენ კანდიდატებს და ეჭვი მაქვს რომ ისინი ამ წამს მე მიყურებენ.
-კესი, მართლა მასე ფიქრობ? -მარი ხმადაბლა მიყურებს, თვალები კი უწყლიანდება, მე კი თავს ვუქნევ, აღარ ვაპირებ მათ მოტყუებას.
-აზრი მითხარი. -ვიძახი ხმადაბლა, მაგრამ ვიცი რომ ჩვენ ლაპარაკს ყველა უსმენს. -თავს რაც უფრო დიდხანს მოვიტყუებთ იმედი უარესად გაგვიცრუვდება. -მარი თავს მიქნევს და ხმას არცერთი აღარ ვიღებთ.

***
-კიდევ ერთია! -ყვირის ერთერთი ბავშვი დერეფანში და ყველანი ტელეეკრანებისკენ იწყებენ სირბილს, მეც მათ მივყვები. ყოველ სართულზე ტელვიზორი გვაქვს იმისთვის რომ მათ ვუყუროთ, და გავამხნევოთ.
ეკრანებიდან 17 წლის ბიჭის სახე გვიყურებს, შეშინებულია, თვალები კი აცრემლებული აქვს. თავიდან ასეთებზე ყველა იცინოდა, დაცინოდნენ რადგან ტიროდნენ, მაგრამ შემდეგ ეს ნორმალური გახდა, ტირილი სირცხვილი აღარ არის.
ეკრანის კუთხეში ბიჭის პირადი მონაცემებია და კითხვას ვიწყებ, მინდა გავიგო ვინ არის, მაგრამ როგორც ყოველთვის გვარი არ წერია, გვარს არასდროს არ იძახიან.
დათუნა, 17 წლის. მიწვეული
ბიჭს, დათუნას ვაკვირდები და მის შესწავლას ვიწყებ. მაღალია, გამხდარი და კარგი აღნაგობის, სპორთსმენი უნდა იყოს, ალბათ უფრო ფეხბურთელი. გრძელი, უკან კუდად შეკრული ჩალისფერი თმა აქვს, და დიდი ნისლისფერი თვალები, სწორი, მოკლე ცხვირი და თხელი, ვარდისფერი ტუჩები.
-მოკლავენ? -კითხულობს ანა ჩემ გვედზე, მაგრამ მისკენ არც ვიყურები, ეს იდიოტური კითხვაა, როდესაც პასუხი შენითაც იცი. ანას არავინ არ პასუხობს და ყველანი ეკრანს უყურებს.
-რაზე ფიქრობ? -ჩემ გვერდით ბექა დგება და ხმადაბლა მეკითხება. ბექა ჩემი მეგობარია, რომელიც წელს გავიცანი. ოდნავ გრძელი, შავი ხუჭუჭა თმა, საშულო ზომის ცხვირი, მომწვანო თვალები, და წითელი მოსქელო ტუჩები აქვს. შავი სათვალეების ზემოდან მიყურებს და ჩემს შესწავლას ცდილობს.
-თამაშზე. -ვპასუხობ ხმადაბლა და ეკრანს ვუყურებ, ჯერ დათუნას დროს აძლევენ რომ გეგმა მოიფიქროს, ზუსტად ორ წუთს, შემდეგ უკვე მოქმედებას იწყებენ. დათუნდა კი დგას და ტირილს იწყებს. მის სკოლელებზეც ვბრაზდები, ხშირად არის ხოლმე რომ მოთამაშის გარდა სხვებიც კვდებიან და შავდებიან ხოლმე, ის კი სკოლიდან გამოაგდეს, გახსნილ ადგილას რომ ადვილი სამიზნე გახდეს. მაგრამ მონადირები მასე არ თამაშობენ, მათ თავიანთი მსხვერპლის წვალება უყვართ, ნადირობის გაწელვა კი მათი საყვარელი საქმიანობაა. მათ მოთამაშე ჭკუიდან გადასვლის ზღვარზე მიყავთ, ისინი მას აგიჟებენ.
სროლა იწყება, მაგრამ დათუნას არ ესვრიან, ტყვიები მის ფეხებთან ცვივა და აფრთხილებენ რომ გაიქცნენ. მონადირეები გართობას იწყებენ.
-არ ჯობია პირდაპირ მოკლან? -ვკითხულობ გაღიზიანებული. ბექა ჩემკენ იყურება და თავს აქნევს, მის თვალებში სევდას და თანაგრძნობას ვამჩნევ.
-ისინი მას შანს აძლევენ. -იძახის ჩუმი ხმით. -უნდათ რომ გადარჩეს, მაგრამ ამისთის მას ბრძოლა მოუწევს.
-ის კი თავის შანს კარგავს. -ვიძახი ხმადაბლა. -იდიოტობაა, თუ შანსი გაქვს უნდა გამოიყენო.
-შენ იქ არ ხარ, და არ იცი რას გრძნობენ. -ბექა მათ დაცვას იწყებს, მაგრამ მე ვაჩუმებ ხელის აწევით.
-არ ვიცი, მაგრამ წარმომიდგენია. -ხმა ყინულივით ცივი მაქვს. -ის შანს უშვებს ხელიდან და სიკვდილზე აწერს ხელს ისე რომ არც იბრძვის. მე ვიბრძოლებდი.
-შენ იქ არც გაგიწვევენ. -ბრაზი აშკარად იგრძნობა მის ხმაში, მაგრამ ყურადღებას რა ვაქცევ. -შენც შეგეშინდებოდა, მაგრამ შენ არ გაგიწვევდნენ, არ გეწყინოს, მაგრამ ის ელიტის წევრი იყო. შენ ელიტა არ ხარ, ელიტა არც მე ვარ.
-აქ ელიტობა არაფერ შუაშია. -ვიძახი ხმადაბლა. -აქ ისაა მთავარი ვინ შეიძლება გაწირონ ან ვინ შეიძლება გადარჩეს. -თავს ვაქნევ და ვაგრძელებ. -ისინი ან კანდიდატებს ეძებენ, ხან კიდე უბრალოდ ერთობიან. ეს გართობაა, დიდი ხანია კანდიდატი აღარ უძებნიათ.
-ბევრს ხომ არ ლაპარაკობ? -ჩემს უკან ვიღაც ჩურჩულს იწყებს. -შენ არ იცი ეშინიათ თუ არა, არ იცი რას გრძნობენ. -მეც და ბექაც მისკენ თვალებგაფართოებულები ვიყურებით, რადგან ვერ გავიგეთ ჩვენ უკან როდის დადგა. -შენ რას იზამდი იქ რომ მოხვედრილიყავი?
-პასუხი მარტივია, ვიბრძოლებდი. -ვიძახი და მხრებს ვიჩეჩ.- შეიძლება ვერ მომეკლა, რადგან ეს ჩემი სტილი არ არის, მაგრამ ვიბრძოლებდი.
-დარწმუნებული ხარ? -მეკითხება უცნობი და თვალებში მიყურებს. მის გამოხედვაზე ბურძგნის და მაკანკალებს, მაგრამ ვცდილობ რომ არ შევიმჩნიო და მის მზერას გავუძლო.
-ამას აზრი აქვს? -ლაპარაკში ბექა ერთვება, ის საგრძნობლად ფითრდება უცნობის გამოხედვაზე და ენის ბორძიკით აგრძელებს ლაპარაკს. -ისინი კე...კესის მაინც... მაინც ა...არ მი...მიი...მიიწვევენ.
მის რეაქციაზე თვალებს ვატრიალებ და ისევ ეკრანისკენ ვიხედები, ისე რომ უცნობს ყურადღებას აღარ ვაქცევ, მაგრამ მის გამყინავ მზერას ზურგზე ისევ ვგრძნობ.
ეკრანზე დათუნა დარბის, თოფს აქეთ-იქით ატრიალებს და ბრმად ისვრის, ის გადარჩენას ცდილობს, მაგრამ შიში აბრმავებს, ტყვიები ზუზუნით მიდის მის გარშემო, მაგრამ მას არ ხვდება. ამას ძალით უკეთებენ რომ ჭკუიდან შეშალონ, რომ იმედი ჩაუსახონ. ის რომ დატატუირებული ყოფილიყო მაშინ ასე ადვილად არ იქნებოდა არაფერი. უკანასკნელი ტატუირებული ერთი წლის წინ იყო.


----მოგონება-----
ანნა-მარია, 19. ტატუირებული.
ანნა-მარია, წინ იყურება და ცდილობს რომ შიში არ დაეტყოს, მაგრამ ხელები მაინც უკანკალებს. ქერა თმა უკან აქვს გადაწეული, მწვანე, ტყისფერი თვალები კი შიშისაგან დაბინდული აქვს. გამხდარია, მაღალი და სპორტული აღნაგობის, ტუჩები სქელი და სისხლისფერი აქვს, ოდნავ დამსკდარი. სახეზე კი ფერი აქვს დაკარგული.
-გადარჩება? -ყველას ეს კითხვა გვაწუხებს, ის ერთადერთი მოთამაშეა ვინც ამდენ ხანს გაძლო, უკვე სამი სააათია გასული, მან ერთი მონადირე დაჭრა, და უამრავ ტყვიას გადაურჩა, რომლებიც მის მოსაკლავად იყო მომართული.
მხარზე ნატყვიარი აქვს და სისხლი სდის, მაგრამ ყურადღებას არ აქცევს, თვალებში შიში და იმედი აქვს, ეს ორი გრძნობა კი ერთმანეთს ებრძვის, მაგრამ ორივე სასიკვდილოა. ამ შემთხვევაში მას ორივე მოკლავს. შიში გონებას დაუბინდავს, როდესაც იმედი მოადუნებს. არ ვიცი ამ შემთხვევაში რომელი არის უარესი, მაგრამ ფაქტი ისაა რომ მას ორივე მოკლავს.
ტყვიები მის სახესთან ზუზუნით მიდის, ის კი თავის P-9-ს გულზე იხუტებს, იცის რომ ეს მას სიცოცხლეს შეუნარჩუნებს. შარვლის ქამარში M9 აქვს ჩაჩურთული და ცდილობს ისე იაროს რომ დანის ბასრი პირი ფეხში არ გაირჭოს.
ანნა-მარია სირბილს აგრძელებს, თან იმ მიმართულებით ისვის საიდანაც ტყვიბი მოდის, მაგრამ, უშედეგოდ. როდესაც ვინმე მონადირე იჭრება მწვანე მაშხალას ისვრიან, ჯერჯერობით კი მხოლოდ ერთი მწვანე მაშხალა გაისროლეს.
-იმედია გადარჩება. -მარი ხმადაბლა ჩურჩულით იძახის და მეც თავს ვუქნევ. იმედი მაქვს მართლა გადარჩება.
ანნა-მარია უკან იყურება, და მაგ წამს წყდება მისი ბედი, როდესაც მის თვალებში იმედის ნაპერწკალს ვამჩნევ, ის დუნდება და ზურგში M11ხვდება, ინფაქტისგან წინ იხრება და ძირს ეცემა, მის უკან კი ჯგუფის ლიდერი დგას, სახეზე შავი ნიღაბი უკეთია, მაგრამ ვგრძნობ როგორ იღიმის სადისტურად.
ანნა-მარია გადაბრუნებას და ადგომას ახერხებს, თვალებს აფახუნებს და ცდილობს რომ გაარჩიოს ის ვინც მის წინ დგას.
-დასასრულია? -ანნა-მარია პირველად იღებს ხმას და ჩუმად კითხულობს. მასკიანი კი თავს უქნევს და თავის იარაღს იმარჯვებს. ანნა-მარია ხველაბას იწყებს და შემდეგ ბლანტ სისხლს აფურთხებს. -შეგიძლია სწრაფად გააკეთო? -ნიღბიანი თავს უქნევს და ანნა-მარიას ესვრის.
----მოგონების დასასრული-----
მახსოვს მაშინ თვალები დავხუჭე, ვიცოდი რომ ასე იქნებოდა, ეს იქიდანვე ვიცოდი როგორც კი მის თვალებში იმედი დავინახე, იმედი იმის რომ გადარჩებოდა. ახლაც როდესაც დათუნას ვუყურებ იგივე იმედს ვხედავ, თავს ვაქნევ და დაბლა ვხრი.
მისი ბედი გადაწყვეტილია. თვალებს ვხუჭავ და გასროლის ხმაც მესმის. ჩემ გარშემო ყველას შეძახილები ხდება და დაბლა იყურებიან, ზოგი მდუმარე დგას, ზოგი ტირის, მაგრამ ხმას არავინ არ იღებს.
ჯგუფს ფრთხილი ნაბიჯებით ვშორდები და კედელთან მარტო, ჩუმად ვდგები, სახეზე უემოციო ნიღაბი მაქვს აკრული და ვცდილობ არაფერი არ შევიმჩნიო.
-ისეთი სახე გაქვს თითქოს იცოდი რომ ასე მოხდებოდა? -ჩემ გვერდით იგივე უცნობი დგება და მიღიმის. ახლა უფრო წესიერად ვიწყებ მის შესწავლას, ტიპიური კაი ბიჭი. დაბალზე გადახოტრილი ყავისფერი თმა, ნახევრად მოჭუტული ყავისფერი თვალები, ოდნავ სქელი ალუბლისფერი ტუჩები, გრძელი, ოდნავ კეხიანი ცხვირი, რომელიც გატეხილს გავს. შავი ბეისბოლკის მოსაცმელი და შავი ჯინსები აცვია.
-ვინ ხარ? -ვეკითხები დაუფარავად და პირდაპირ. ზუსტად ვიცი რომ არასდროს არ მინახავს, ჩვენი სკოლა კი იმდენად პატარაა რომ ყველას ვიცნობდე. -პირველად გხედავ.
-დღეს გადმოვედი. -მეუბნება. ღიმილი უდიდდება და ჩემკენ უფრო ახლოს იწევა. მის თბილ სუნთქვას სახეზე ვგრძნობ და თავს აწითლებისგან ძლივს ვიკავებ.
-კესი. -ნიკასკენ და ბექასკენ ვიყურები. ნიკა საშუალო სიმაღლისაა, ქერა და ყავისფერ თვალებაა. თხელი ვარდისფერი ტუჩები და პატარა აპრეხილი ცხვირი აქვს. ნიკასკენ უცნობიც იყურება და პირდაპირ თვალებში უყურებს. -იცნობთ ერთმანეთს?
-არა. -ვპასუხობ და ისევ უცნობისკენ ვიხედები. -შენ?
-ჩვენი ახალი კლასელია. -იძახის ნიკა. ბექასკენ ვიხედები ის კი მხრებს იჩეჩავს. -ბექას ტყულად უყურებ. გუკას და მათეს ელაპარაკებოდა მაგ დროს. -თავს ვუქნევ და ისევ უცნობისკენ ვიხედები.
-კაი. -ვიძახი და ბიჭებისკენ მივდივარ. -მოხდა რამე?
-იმის გარდა რომ იმ ნაბი*ვრებმა ისევ მოკლეს? -ნიკა გაბრაზებული იწყებს ლაპარაკს. -არა, სხვა არაფერი.
-ნუ სწერვობ. -სისინა ხმით ვიძახი და სიარულს ვარგძელებ. -მარი უნდა ვიპოვო, მოგწერთ მერე.
ამ სიტყვებით ბიჭებს ვშორდები და სიარულს ვაგრძელებ. მარი უნდა ვიპოვო და დაველაპარაკო, ვიცი რომ ეს ჭირდება. მისთვის არ არის ადვილი უყუროს ამ ყველაფერს, მაგრამ ეს ადვილი არც ჩემთვისაა. ჩვენ შორის კი ის განსხვავებაა რომ მე არ ვაძლევ ჩემს ემოციებს იმის უფლებას რომ თავი გამოაჩინონ. დიდი ხნის წინ ვისწავლე რომ თუ ცივი ადამიანის ნიღაბს გაიკეთებ მაშინ ყველა უფრო ნაკლებად შეგაწუხებს.


2. თავი მეორე

საწოლზე ვწევარ და მუსიკებს ვუსმენ, ვცდილობ რომ არ მივაქციო ყურადღება ხმებს რომლებიც მესმის, რომლებიც მაწუხებენ და იმეორებენ კადრებს როდესაც დათუნა მოკვდა.
წარმომიდგენია როგორი რთული იქნება ეს მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის, ნაცნობებისთის. ისინი კი ამას თავიდან და თავიდან ამეორებენ. არ ჩერდებიან, თითქოს ამას ძალით აკეთებენ, რომ ხალხი უარესად დააშინონ, დააწყნარონ და უთხრან რომ ეს თქვენი შვილი არ იყო, მაგრამ რა იცით იქნებ შემდეგი აღმოჩნდესო.
თავს ვაქნევ და ტელეფონს ვიღებ, როდესაც მესიჯებისგან ზუზუნი აღარ წყდება.

ბ ე ქ ა: რას შვები?
კ ე ს ი: ვფიქრობ, შენ?
ბ ე ქ ა: რაზე?
კ ე ს ი: თამაშზე. მგონია რომ უსამართლობაა და რამე უნდა მოხერხდეს ამასთან დაკავშირებით. ნერვები მეშლება როცა ყოველ დღე ახალ-ახალი ადამიანი კვდება, და ვერაფერს ვერ ვაკეთებთ.
ბ ე ქ ა: ყოველ დღე არა, ბოდიში მოიხადე რა. კაი, ხუმრობას რომ თავი დავანებოთ რისი გაკეთება გინდა? თან არ გეტყობოდა დღეს რომ ამ ამბავს განიცდიდი.
ბ ე ქ ა: ისიც კი თქვი რომ დათუნა დებილი იყო, თავის შანს რომ არ იყენებდა.
კ ე ს ი: ის რომ მე ჩემი პირადი აზრი გითხარი არ ნიშნავს რომ არ მეცოდება. მაგრამ მას მეტი შანსი ექნებოდა რომ ეცადა გადარჩენა, ის არ ცდილობდა, მისით თამაშობდნენ. ამიტომაც ქვია ამას თამაში. მონადირეები ერთობიან, იყენებენ მოთამაშეებს და შემდეგ კი როცა მოთამაშეს გადარჩენის იმედი უჩნდება კლავენ.
კ ე ს ი: ისინი გვანახაბენ რომ რაც არ უნდა ვცადოთ ვერ გადავრჩებით, ამიტომ უნდათ რომ დავნებდეთ, რასაც ხალხი უკვე აკეთებს.
ბ ე ქ ა: ყველა არ კვდება, რამდენი გადარჩა...
კ ე ს ი: როცა 249 ადამიანიდან 25 გაიმარჯვებს და აქედან 10 გადარჩება რამდენი გადარჩა აღარ არის უკვე. ამ ათსაც უბრალოდ გაუმართლა. ბექა შენცარგად იცი რომ ეს გამარჯვება არ არის, ისინი ლამის საგიჟეთში წაიყვანონ.
ბ ე ქ ა: სამაგიეროდ გადარჩნენ და ცხოვრობენ.
კ ე ს ი: არსებობა ცხოვრება არ არის, ეს ორი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომ გთხოვ ერთმანეთში ნუ ურევ. ისინი უბრალოდ არსებობენ, რადგან სიცოცხლე აღარ შეუძლიათ. ისინი არ მოკლეს იმიტომ რომ მათ სიკვდილს აზრი აღარ ქონდა, ისინი მაინც ვერაფერს ვეღარ გააკეთებდნენ.
ბ ე ქ ა: კესი...
ბ ე ქ ა: მასეც ვერ ვიტყვით...
კ ე ს ი: რატომ ვერ ვიტყვით? მე მათ ადგილას ვიბრძოლებდი და არ მივცემდი იმის უფლებას რომ ასე უბრალოდ წავეშალე ისტორიიდან.
ბ ე ქ ა: იქ ვერ მოხვდები, იქ ელიტა ხვდება, გატყუებ, ელიტის შორის გამორჩეულები. იქ ალბათ ვერ მოხვდები, და დამიჯერე იქ მოხვედრა არც გინდა.
კ ე ს ი: ხო მართალი ხარ...
კ ე ს ი: კაი, უნდა წავიდე მოგწერ მერე.

ტელეფონს გვერდზე ვიდებ და თვალებს ვხუჭავ, ვიცი რომ მე იქ არასდროს არ მოვხვდები, და რომ არ მოვიტყუო ეს არც მწყინს, მაგრამ ვიცი რომ თუ იქ მოვხვდებოდი მაშინ ვიბრძოლებდი.

***
სარკის წინ ვდგები და ჩემ თავს ვათვალიერებ. თეთრი საროჩკა, შავი შარვალი და შავი კეტები მაცვია. გრძელი, წითული თმა გაშლილი მაქვს როგორც ყოველთვის, მწვანე თვალები კი დიდი ხნის მანძილვე პირველად არ არის ჩაწითლებული უძილობისგან. ტყავის ჩანთას ვიღებ და სახლიდან გავდივარ. დღეს გრძელი დღე იქნება, ზუსტად ვიცი რომ მასეა.
***

დერეფნები ჩუმი და ჩაბნელებულია, არავინ ხმას არ იღებს. ყველა თავის ფიქრებშია ჩაფლული, ყველა ჩუმადაა და ყველას ეშინიათ შემდეგი თვითონ არ აღმოჩნდნენ.
აქეთ-იქით ვიყურები რომ მარი დავინახო, მაგრამ ვიცი რომ დღეს არ მოვა. ვიცი რომ ცუდად არის და ისიც ვიცი რომ მის მოძებნას აზრი არ აქვს. დღეს ბევრი არ მოვა სკოლაში, და ამას საეჭვოდ არავინ არ ჩათვლის.
-რაზე ფიქრობ? -არსაიდან გვერდით უცნობი მიდგება და მიღიმის. -დღეს უცნაურად ჩუმი ხარ, რა იყო აზრი ხომ არ შეიცვალე?
-რასთან დაკავშირებით? -ვკითხულობ გაღიზიანებული და თვალებში ვუყურებ.
-თამაშთან. -მპასუხობს და იღიმის. მის პირდაპირ ვჩერდები და თვალებში ვუყურებ, მისი სახე უფრო და უფრო მიახლოვდება და სულ მალე ისევ ვგრძნობ მის სუნთქვას ტუჩებზე, სისხლი სახეზე მაწვება მაგრამ ვცდილობ რომ არ შევიმჩნიო.
-ჩემი მოსაზრებები შენთვის არ არის განკუთვნილი. -რაც შემიძლია წყნარად ვპასუხობ. -და თუ შეიძლება გაიწიე, პირად სივრცეს მირღვევ.
-ეკე! -უცნობი ტრიალდება და უკან იყურება. მის უკან ბექა, ნიკა, გუკა და მათე დგანან და უცნაურად გვიყურებენ. -რას აკეთებ?
-არაფერს. -პასუხობს და იღიმის. -მოხდა რამე? -უცოდველი ბავშვივით კითხულობს და ისევ ჩემკენ იყურება, თან მიღიმის, მე კი საპასუხოდ გვერდით ვიყურები.
არ მიყვარს როცა მეფლირტავებიან, და შემდეგ პირად სივრცეს მირღვევენ.
-კესისთან რა გინდოდა? -კითხულობს გუკა და წინ მოდის. მის საქციელზე წარბებს მაღლა ვწევ და ვუყურებ, ამას როდიდან ადარედებს რამე, თავისი თავის გარდა? გუკას ვუყურებ და ნერვები მეშლება, რადგან ის მე მომწონდა, იმის და მიუხედავად რომ არასდროს არ მამჩნევდა. გუკა მაღალია, კარგი აღნაგობით, მუქი ყავისფერი აჩეჩილი თმით, და დანისლული ოკეანისფერი თვალებით, სწორი პატარა ცხვირით, ფერკმრთალი კანით, ჭორფლებით და თხელი სისხლისფერი ტუჩებით.
-არაფერი, უბრალოდ ველაპარაკებოდი. -იძახის ეკე და იღიმის. -არ ვიცოდი დაკავებული თუ იყო. -ამ შენიშვნაზე გუკა წითლდება და ჩუმდება.
-დაკავებული არ ვარ. -ვიძახი ცივი ხმით და ამაზე ეკეს ეღიმება. -მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ჩემი პირადი სივრცის დარღვევა შეგიძლია, ან რომ შენთან ლაპარაკი მინდა. -ამ წინადადებას ყინულივით ცივი ხმით ვიძახი.
-შენთან ლაპარაკს ვერ დამიშლის ვერავინ. - ეკე ყურში ჩუმად ჩამჩურჩულებს და ვწითლდები.
-კესი მოხდა რამე? -ჩემდა გასაკვირად მათე მეკითხება და მაშტერდება. მათე მაღალია, გამხდარი, სწორი გრძელი ცხვირით და ყავისფერი თმით და თვალებით. -სახე წაგეშალა.
-არა, არაფერი. -ვიძახი ხმადაბლა და ვიღიმი. -უნდა წავიდე. -ვამატებ და რაც შეიძლება სწრაფად ვშორდები ბიჭებს.

***
-როგორ ხარ? -გუკა გვერდით მიდგება და მიღიმის, თვალები უბრწყინავს და სახეზე ღიმილი დათამაშებს.
-კარგად შენ? -ღიმილს ვუბრუნებ და თვალებში ვუყურებ. უცნაურია, თითქმის არასდროს არ ლაპარაკობს ჩემთან თუ საქმე არ აქვს. -მოხდა რამე? -ვეკითხები მის მერე რაც თავს მიქნევს, რითაც მეუბნება რომ კარგად არის.
-ა...არა. -იძახის ხმადაბლა და დაბლა იყურება, სახე აწითლებული აქვს და უხერხულად იღიმის. -უბრალოდ სალაპარაკოდ მოვედი.
-ამმ კაი. -ვიძახი და ისევ ვიღიმი. -რაზე გინდა ლაპარაკი?
-ეკეზე. -მპასუხობს პირდაპირ, მე კი წარბები შუბლზე ამდის გაკვირვებუსგან, ამას არ მოველოდი.
-რა გაინტერესებს? იცოდე შენზე მეტი არც მე ვიცი მასზე არაფერი.
-რაზე ლაპარაკობდით? ან რატომ იყო შენთან ასე ახლოს? -კითხვებს მაყრის და თითოეულ კითხვაზე თვალები უფრო და უფრო უმუქდება.
-რატო გაინტერესებს? -ვეკითხები დაღლილი და გაღიზიანებული ხმით. -დარწმუნებული ვარ რომ ეს შენ არ გეხება.
-მოგწონს? -მისი კითხვა მაოცებს და ხმას ვერ ვიღებ, ვერც ვფიქრობ რა შეიძლება რომ ვუპასუხო, ან რატო აინტერესებს.
-შენი საქმე არ არის. -ვიძახი ცივი ხმით და წინ ვდგამ ნაბიჯს, მაგრამ მისი ხელი მაჩერებს. ჩემი მაჯა ჩაბხუჯული აქვს, თავი დაბლა დახრილი, და მისი სახე წესიერად არ ჩანს.
-მიპასუხე. -მეუბნება ჩუმი, ბრძანებლური ხმით. მისკენ გაკვირვებული ვიყურები და ხელი უკან მიმაქვს და სიარულს ისე ვაგრძელებ რომ ხმას არ ვცემ, ამჯერად ჩემ შეჩერებას აღარ ცდილობს, მაგრამ ვგრძნობ მის მზერას, და ვგრძნობ რომ ჩემგან პასუხი უნდა.

***
დათუნას ამბიდან უკვე ერთი კვირა გავიდა, და ახალი ჯერ არავინ არ მიუწვევიათ. ეს ხალხს იმედს აძლევს რომ ცოტახნით მაინც გაჩერდებიან, მაგრამ მეეჭვება ასე რომ იყოს. დარწმუნებული ვარ რომ ისინი უბრალოდ შემდეგ მსხვერპლს ეძებენ.
მონადირე ნადირობის გარეშე დიდხანს ვერ ძლებს, მითუმეტეს მაშინ რომდესაც სეზონია. სეზონი კი არასდროს არ მთავრდება.
მგონია რომ მათ მკვლელობა უკვე სისხლში აქვთ გამჯდარი, თითქოს იციან რა, როდის და რატომ უნდა გააკეთონ, და მგონია რომ ამ თამაშს თავისი მიზეზი და წესები უნდა ქონდეს.
-რას შვები? -მარი მხიარულად მეკითხება და მიღიმის. ყოველთვის ასე ხდება, როგორც კი ნადირობა ჩერდება ყველა თავის ზღაპრულ სამყაროში ბრუნდება და რეალობას ისევ ივიწყებს. სამწუხაროდ არც მარია გამონაკლისი.
-არაფერს შენ? -ვიღიმი, რაც შეიძლება დამაჯერებლად, მაგრამ ვიცი რომ ეს საჭირო არ არის. არადამაჯერებელიც რომ იყოს, ხალხი ამას ვერ დაინახავს. ისინი მარტო იმას ხედავენ რისი დანახვაც უნდათ. ჩემს სამყაროში კი არავის არ უნდა სერიოზული ადამიანის დანახვა, რომელიც არეალურ სამყაროში არ ცხოვრობს.
-არაფერს, ვფიქრობდი. -იძახის და ღიმილი ყურებამდე ადის. -იცი? შენზე და იმ ახალზე უკვე ჭორები დადის. -როცა ამას იძახის თვალებს ვატრიალებ.
ეკე... უფრო სწორად ერეკლე... ვერ გავიგე რა უნდა, ვიცი რომ ფლირტაობს, მაგრამ ვერ ვხვდები რატო ფლირტაობს ჩემთან, როდესაც აშკარად ხედავს რომ არ მაინტერესებს. თან სკოლაში, ჩემზე გაცილებით ლამაზი გოგოები არიან.
-რა ჭორები? -ვეკითები შეწუხებული ხმით და მარის ვუყურებ.
-არაფერი ისეთი. -ეშმაკური ღიმილით იძახის და შემდეგ ამატებს. -უბრალოდ რომ ერთად ხართ. ისე მეგონა რომ გუკა მოგწონდა, მაგრამ თუ ეს სიმპათიური უცნობი დაეპატრონა შენ გულს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. -იძახის და უფრო ფართოთ იღიმის.
-მარი! -გაბრაზებული ხმით ვეძახი. -არ მომწონს, და არც იმას არ მოვწონვარ. საერთოდ მეგობრებიც კი არ ვართ!
-ხო, ხო მჯერა. -იძახის საკრასტული ხმით. თვალებს კიდევ ერთხელ ვატრიალებ და მარის ლაპარაკს ვაიგნორებ. ვიცი რომ ჩემზე და ეკეზე ჭორები დადის, მაგრამ ვცდილობ რომ ყურადღება არ მივაქციო, და არც გავბრაზდე. ბოლოს და ბოლოს ამ ხალხს რამე ჭირდებათ რაზეც გადაიტანენ ყურადღებას.
მარი ისევ ეკეზე ლაპარაკობს და მეუბნება რომ არჩევანს მიწონებს, მაგრამ მე აღარ ვუსმენ. წინ ვიყურები და ჩემი მწვანე თვალები, დანისლულ ოკეანისფერს ეჩეხება. მის თვალებში ვიძირები და უამრავ ემოციას ვხედავ, მაგრამ რატომღაც ვერც ერთს ვერ ვარქმევ სახელს.
თვალი სწრაფად მოვარიდე და ისევ მარისკენ შევტრიალდი. მთელ სხეულში უსიამოვნო გრძნობა მივლის და მაჟრიალებს. მარის სახეზე უცნაური ღიმილი დასთამაშებს თითქოს რაღაც ძალიან კარგი, ამავდროულად ცუდი მოხდა.
-მე მეძებდი? -ყურში ჩუმი, ბარონეტის ხმა ჩამესმის და მაკანკალებს მოულოდნელობისგან. უკან ვიყურები და ეკეს ვაწყდები, რომელიც თავისი უცნაური, მიმზიდველი ღიმილით მიღიმის.
-იოცნებე. -ვიძახი გაღიზიანებული და სიარულს ვაგრძელებ, ის კი ნაბიჯებს მიწყობს. -რა გინდა?
-არაფერი, უნდა მინდოდეს რამე? -მეკითხება გაკვირვებული. -მაგრამ, შენ თუ გინდა იცოდე რომ არც მე ვარ წინააღმდეგი.
-გეკითხები რატომ ამეკიდეთქო. -თვალების ტრიალით ვიძახი და სიარულს ვაგრძელებ, მაგრამ ნაბიჯებს ვანელებ და ახლა უკვე ნელი ტემპით დავდივართ სკოლის ეზოში.
-ერთადერთი ნორმალური ადამიანი ხარ და მაგიტომ. -იძახის უემოციო ხმით. ამას არ მოველოდი, ვჩერდები და გაკვირვებული ვუყურებ, ის კი სიარულს აგრძელებს.
-რას გულისხმობ? -ვეწევი და ვეკითხები, უცებ ჩერდება და თვალებში მიყურებს. მისყავისფერ თვალებშ ერთად უამრავი ემოცია ირევა, და აქედან ყველაზე დიდი ადგილი სინანულს უჭირავს.
-იმას რომ ნორმალური ხარ, ხალხს იცავ და რატომღაც შენი აზრის გამოთქმის არ გეშინია. -ჩუმი, მაგრამ მკაფიო ხმით იძახის. მის ნათქვამზე მეღიმება და ამდენი ხნის მანძილზე პირველად ვფიქრობ რომ შეიძლება არც ისეთი ცუდი ტიპი იყოს, როგორიც მეგონა. -რა იყო ასე მალე მოვიგე შენი გული? -მეკითება სარკაზმით და იღიმის.
-იდიოტო. -სიცილით ვიძახი და მუჯლუგუნს ნაზად ვურტყამ.- ისე თუ არ მოგწონს აქ მაშინ რატომ გადმოხვედი? სკოლა რატომ გამოიცვალე?
ამ კითხვაზე ჩუმდება და ღიმილი სახიდან უქრება, ვხვდები რომ ზედმეტად პირადული ვიკითხე, ისეთი რამ რაც არ უნდა მეკითხა.
-ბოდიში... არ მინდ... -მაგრამ არ მამთავრებინებს და მაჩმებს.
-არაუშავს. -იძახის და იღიმის.-უბრალოდ ვიფიქრე რომ გარემოს შეცვლა მჭირდებოდა, ამიტომ გადმოვედი...
თავს ვუქნევ, მაგრამ მისი არ მჯერა. ლაპარაკი სხვა თემაზე გადამაქვს და საბედნიეროდ ლაპარაკში ისიც მყვება.






3. თავი მესამე
გ უ კ ა
კესის და ეკეს შორიდან ვუყურებ და თვალებით ვბურღავ მათ. ფუ ამის დედას*ევეცი! მეგონა რომ ასეთი რამ არასოდეს არ იქნებოდა. თავს ვაქნევ იდიოტივით, ღირსი ვარ და ვიცი რომ ამის შესახებ ხმასაც ვერ ამოვიღებ.
-რა გჭირს შე*ემა? -ბექაგვერდით მიდგება და კესის მიმართულებით იყურება. -მოხდა რამე?
-ეკე და კესი ერთად არიან? -ვეკითხები ბექას და გვერდულად ვუყურებ. წარბებს მაღლა წევს და თავს აქნევს.
-არა. -იძახის და სახეზე უცნაური ღიმილი უჩნდება. -რატო გაინტერესებს?
-ყველა მაგაზე ლაპარაკობს. -მხრებს ვიჩეჩავ და ისევ იმათკენ ვიყურები. -არ მეგონა ეკეს კესისნაირი თუ მოეწონებოდა.
-კესისნაირი? -მეკითხება გაკვირვებული, ისეთი სახე აქვს აშკარად იმის კითხვა უნდა საიდან ვიცი როგორია კესი.
-ანუ ჭკვიანი და წესიერი ტიპები. -ამას როცა ვიძახი ეცინება, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ.

***
-რა ხდება? -ვეკითხები მათეს როგორც კი შენობაში ვბრუნდებით და შეკრებილ ხალხს ვხედავთ, ერთმანეთს ჩუმად ელაპარაკებიან და თვალებით ვიღაცას ეძებენ, მაგრამ ვერავის ვერ პოულობენ. ისე იქცევიან თვითონაც არ იციან ვის ეძებენ.
კესი და ეკე, ბექას და ჩემ გვერდით დგებიან და ოთხივე ერთად ჩუმად ვუყურებთ ეკრანს, მათე კი ყოველ წამს ჩვენკენ იყურება და ეკრანისკენ მიგვანიშნებს.
ეკრანზე ახალი მოთამაშეა, გოგო. გრძელი ფეხები, დიდი მკერდი და კარგი ტანი აქვს. ბიჭის სტილზე შეჭრილი თმები და ატირებული სახე.
-ჯანდაბა. -ჩემ გვერდით ჩურჩული მესმის და კესისკენ ვიყურები, სახე გაფითრებული აქვს, აწითლებული და კანკალებს. ეკე და ბექაც მას უყურებენ, და ცდილობენ გაიგონ რა ჭირს.
-რა მოხდა? -ეკე ეკითება დაჩახუტებას აპირებს, მაგრამ კესი ირიდებს და უფრო მეტად იწყებს კანკალს, მაგრამ ეკრანს თვალს არ აშორებს.
-ჯანდაბა, ჯანდაბა. ჯანდაბა. -გაუჩერებლად იმეორებს და უფრო და უფრო უმატებს კანკალს, ფრჩხილების კვნეტასაციწყებს და თვალებს აქეთ-იქით აცეცებს. -რა გააკეთე?!
-რა მოხდა? -ვეკითხები და ნაზად ვეხები, ჩემ შეხებაზე ხტება და ისე მიყურებს თითქოს პირველად მხედავს, მაგრამ გონზე მალევე მოდის და თავს აქნევს.
-არაფერი. -ცივი ხმით იძახის და ჩემ ხელს იშორებს. -მარი უნდა ვიპოვო. -სწრაფად გვცილდება და ხალხში გზას მიიკვლევს.

***
კ ე ს ი
მარისთან მივიდვარ და მაგრად ვეხუტები. თვალები ჩასისხლიანებული აქვს, ხმას არცერთი არ ვიღებთ. ის ტირის, მე ცრემლებს ვიკავებ. ჩვენი კლასელებისკენ ვიყურები, და ვხედავ რომ ფერი არცერთს არ ადევთ სახეზე.
ნინიკო,16. მიწვეული.
ვუყურებ და თვალებს ვერ ვუჯერებ.იქ ნინია, ადამიან ვის ნახვას იქ ვერც კი წარმოვიდგენდი, ნეტავ რა გააკეთა?!
-ნინი? -მისი სახელი ბაგეებიდან მისი სახელი მწყდება და იმ წამსვე ვიცი რომ მისი გადარჩენა შეუძლებელია.

ნაცრისფერ ცაზე ჩიტების გუნდები დაფრინავენ და საამურად ჭიკჭიკებენ, შავ თმიანი გოგონა კი აქეთ-იქით დაბნეული იყურება. თვალებს ახამხამებს და ბედს ეგუება. იცის რომ ამ წამს ის ვეღარ გადარჩება და იცის რომ ეს მისი ბრალია. სირბილს იწყებს, მაგრამ არ დარბის იმიტომ რომ გადარჩეს, ის დარბის იმიტომ რომ დრო გაწელოს. გაწელოს იმდენად რომ მისმა მეგობარმა უყუროს და მინიშნება დაუტოვოს.
სირბილს უფრო და უფრო უმატებს და ცდება სკოლის ტერიტორიას, მაგრამ იცის რომ ისინი მოსდევენ, გრძნობს მათ და იცის რომ ამ წამს მას გადარჩენა აღარ უწერია.ამიტომ იღებს იარაღს და უმიზნოდ ისვრის აქეთ-იქით, იმის იმედად რომ ვინმეს დაჭრის. საპასუხოდ ისინიც იწყებენ გასროლას და ხელში და მრჯვენა ფეხში ჭრიან. ბლანტი, წითელი სისხლი ჭრილობებიდან ჩქეფვას იწყებს და თავსბრუს უხვევს. კოჭლობით აგრძელებს გზას, მაგრამ შემდეგი ტყვია მუცლის არეში ხვდება, რის შემდეგადაც სიარულს ვეღარ აგრძელებს და ეცემა.
„მე ვკვდები“
ერთადერთი ეს აზრი უტრიალებს თავში, და სხვაზე ვერაფერზე ვეღარ ფიქრობს, მაგრამ ამ წამს აღარც ეს აღარ ადარდებს. მის წინ შავ ნიღბიანი ბიჭი ჩნდება, ვისი ვინაობაც იცის. ბიჭი როლის მოკვლაც უნდა ამ წამს და ბიჭი რომელიც მას მოკლავს.
-შეიძლება რაღაც ვთქვა? -მისუსტებული ხმით კითხულობს, ნიღბიანიც თავს უქნევს და ნიღბის ქვეშ იღიმის, ბოროტი სადისტური ღიმილით. - ვწუხვარ, არ მინდოდა ასე ყოფილიყო, ამის შემდეგ მოვკვდები, მაგრამ მინდა იცოდე რომ ესენი ისინი არიან, კა- დამთავრებას ვეღარ ასწრებს რადგან თავში კიდევ ერთი ტყვია ხვდება და სამუდამოდ აჩუმებს მას.

ეკრანს თვალს არ ვაშორებ და ფიქრს ვიწყებ. ეს მე მითხრა, ვიცი რომ მე მითხრა, რადგან მასეთ რაღაცეებზე სხვებთან არ ლაპარაკობდა. თან მისი სტილი, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მე მის გვერდით ვიდექი და ლაპარაკობდა. თავს ვაქნევ და მარისკენ ვიყურები, რომელსაც ცრემლები ლოყებზე ჩამოდის და პანიკებში ვარდება. ყველა მასეა, ბევრი მასეა, მე კი რეაქცია არ მაქვს.
ნინი წავიდა, მან მინიშნება დატოვა, მინიშნება რომელიც უნდა გავიგო. მინიშნება რომელიც ძალიან ბევრ რაღაცას ნიშნავს. მინიშნება რომელიც ხალხს გადაარჩენს. მაგრამ მთავარი კითხვა რჩება მან საიდან იცოდა?
თავს აქეთ-იქით ვაქნევ და ცრემლებს იმ წამსვე ვდევნი როგორც კი ჩნდებიან. მარის ვშორდები რადგან ვხვდები რომ მისი ტირილი უბრალოდხელს მიშლის და არა მეხმერება. ვხვდები რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ასე ყოფნა უფრო მომეშლება ნერვები.
-მოხდა რამე? -ეკე გვერდით მიდგება და მეკითხება, თვალებში მიყურებს, მაგრამ მე ვაიგნორებ. ისე ვიქცევი თითქოს მას ვერც კი ვამჩნევ და რაც უფრო დიდხანს ვფიქრობ მით უფრო იწყებს ხალხი ჩემ გარშემო გაქრობას.
-ნინი?! ნინი! -სრულ სიბნელეში ვარ, შორიდან კი ნინის კისკისის ხმა მესმის. ვცდილობ რომ ხმის მიმართულებით გავიხედო, მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან ის ყველა მხრიდან ისმის. -ნინი?!
თვალები უფრო დაუფრო მეძაბება იმის ცდაში რომ რამე დავინახო, მაგრამ უშედეგოდ. თვალებს სიბნელეში ვცეცებ, ნინის ხმა კი ახლოვდება.
-ნინი! -ვყვირივარ და კისკისიც ჩერდება. წამით მეშინია რომ ყველაფერი გაქრება, რომ ნინის ისევ დავკარგავ.
-კესი!-ნინის ხმა მესმის, მაგრამ მას ვერ ვხედავ.
-ნინი ვის გულისხმობ? -ვკითხულობ პირდაპირ და ტუჩზე ვკბენ ჩემ თავს ნერვიულობისგან.
-ისინი არიან. -იძახის იგივე მომაკვდავი ხმით. -ისინი, შენ ისინი უნდა იპოვო. კაი-

თვალებს ვახელ და გარშემო ვიყურები, ექიმის კაბინეტში ვარ, გარშემო კი უარავი ადამიანი მახვევია.
-გაიღვიძე? -ეკე იღიმის და თვალებში მიყურებს. -როცა მოვედი გული წაგივიდა, შემდეგ კი ვიღაც ნინის ეძახდი.
თავს ვუქნევ, ანუ სიზმარი იყო. ჰალუცინაცია. უბრალოდ ჰალუცინაცია. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, უნდა გავიგო ისინი ვინები არიან, უნდა გავიგო სინამდვილეში რა ხდება და მინდა გავიგო ნინიმ ეს საიდან იცოდა.

***

ყველანი ჩემ გარშემო დგანან და მარტო არ მტოვებენ. მესმის, ვიცი რომ ეშინიათ, ვიცი რომ არ უნდათ დეპრესიაში ჩავვარდე, მაგრამ მე არ მცალია. უნდა ვიპოვო მიზეზი რატომაც წაიყვანეს ნინი.
კარები იღება და ოთახში დედაჩემი შემოდის. სახეზე სევდიანი, მაგრამ თბილი ღიმილი აქვს. ვიცი რომ მისთვისაც ძნელია, რადგან ნინი მისთვის მეორე შვილივით იყო, ის კი წავიდა. უფრო სწორად წაიყვანეს.
-როგორ ხარ? -ნერვიულად მეკითხება, ვიცი რომ ცდილობს ტირილი შეიკავოს, და ისიც ვიცი რომ არ გამოდის.
-კარგად. -ცივად ვპასუხობ, მაგრამ ამას ძალით არ ვაკეთებ. -სკოლაში როდის გამიშვებ? გაცდენა არ მინდა.
-დარწმუნებული ხარ? -მეკითხება განცვიფრებული და წარბები მაღლა ეწევა. -სკოლის დირექტორს ველაპარაკე და პრო-
-წასვლა მინდა. -ვიძახი და წინადადებას ვაწყვეტინებ, ის კი თავს მიქნევს. -ხვალვე.
მე უნდა ვიპოვო, მე ნინის მკვლელი უნდა ვიპოვო და მოვკლა.














4.
ნელი ნაბიჯებით დავდივარ და გარშემო ხალხს თვალს ვარიდებ, არა იმიტომ რომ რამე დავაშავე და მრცხვენია, უბრალოდ აღარ შემიძლია მათი შესაცოდი სახეების დანახვა. კარიდორი ჩვეულებრივთან შედარებით ჩუმია და ნაკლებად ხმაურიანი, მაგრამ ამ დამაყრუებელ სიჩუმეშიც კი ისმის ის ზუზუნი ხალხი რასაც გამოსცემს ჩემს დანახვისას.
-როგორ ხარ? -ეკე ჩემ გვერდით არსაიდან ჩნდება და მიღიმის. მისი ღიმილი სხვებისგან განსხვავებით ნამდვილია, მის თვალებში კი მარტო სევდას ვხედავ, დამნაშავის სევდას, თითქოს რაღაცა ჩაიდინა რის გამოც ნამუსი მოსვენებას არ აძლევს.
-კარგად, შენ?- ვეკითხები და ვუღიმი. ჩემი ღიმილი აოცებს და ეს სახეზეც ეტყობა, მაგრამ თავის პირვანდელ გამომეტყველებას მალევე იბრუნებს და ღიმილს ღიმილითვე პასუხობს.
-კარგად, ცოტა დავიღალე მაგრამ კარგად.-ღიმილის დროს ოცდათორმეტივე კბილს აჩენს და იღრიჭება. -რაზე ფიქრობ? -კითხულობს როგორც კი მის სიჩუმე ისადგურებს და სახეზე ავდრობის ღრუბელი მიჩნდება.
-თამაშზე. -ჩუმად ვიძახი, თითქოს მეშინია ვინმემ არ გაიგოს. -მინდა რომ მიმიწვიონ.-ამას შედარებით ხმამაღლა ვიძახი. ეკეს გაოცებისგან თვალები უდიდება და პირს აღებს, მაგრამ შემდეგ ისევ კუმავს, ისევ აღებს.
-კარგად ხარ?! -ჩურჩულით მიყვირის და გაბრაზებული, ჩაწითლებული თვალებით მიყურებს. ვერ ვხვდები ასეთი რეაქცია რამ გამოიწვია. -კაი, რატომ გინდა?
-არ ვიცი. -ვიძახი ხმადაბლა და თავს დაბლა ვხრი რომ ვერავინ ვერ დაინახოს აცრემლებული თვალები. -უბრალოდ მინდა, მინდა რომ მოვკლა, ყველანი, სათითაოდ, მინდა რომ ვაწამო და მათი სიკვდილი გავწელო. მინდა რომ თვალებში ჩამხედონ და მათი ეგო დაინგრეს. მინდა რომ ცოცხალი დავრჩე იმისთვის რომ მთლიანი სისტემა ერთი თამაშით დავუმთავრო.
-ხომ იცი რომ ეგ შეუძლებელია? -მეკითხება სევდიანი ხმით და თავს აქნევს. -შენი აზრით მათ ეს მოწონს?
-მაშინ შეეწინააღმდეგონ. -თავს ვაქნევ, ჯიუტად. -არ მჯერა, არ მჯერა რომ არ შეუძლიათ, რადგან შეუძლებელი ამაში არაფერია. უბრალოდ თამაში შეწყვიტონ, აღარ მინდა ხალხის სიკვდილს ვუყურო. დავიღალე.
ეკე ახლოს მოდის და გულში მაგრად მიკრავს. მთლიან სხეულში მისი ოდეკალნის სურნელი მივლის და თვალებს ვხუჭავ. ვიცი რომ უნდა ვენდო, მაგრამ ამ დროს მეორე ნაწილი მეუბნება რომ უნდა გავექცე.
-შენ იქ არ მოხვდები, შენ იქ არ უნდა მოხვდე. -იძახის ჩუმად ჩემს თმებში და უფრო მაგრად მიკრავს გულში. -არ მინდა რომ იქ წახვიდე, საიდანაც ვეღარ დაბრუნდები. არ მინდა რომ მოკვდე.
-არ მოვკვდები. -ვიძახი იმედიანად, მაგრამ ვის ვატყუებ? სიმართლე მეც ვიცი. -უფრო სწორად, ადრე თუ გვიან ყველა ვკვდებით, მე კიდე იქ თუ წავალ რამეს მაინც გავაკეთებ და სულელივით არ ვიქნები.
-სულელივით არ ხარ. -მის ღიმილს ვგრძნობ და მთელ ტანში უცნაური ჟრჟოლვა მივლის. -თან არ მინდა რომ წახვიდე, ვერ გაგიშვებ. -იძახის და უფრო და უფრო მაგრად მიკრავს გულში.
ვეხუტები, ვეხუტები და მთელი სამყარო ქრობას იწყებს, მომწონს რომ მის მკლავებში ვარ მოქცეული და თავს დაცულად ვგრძნობ, პირველად ამდენი ხნის მანძილზე, მგონია რომ ეკე ყველასგან დაცვას შეძლებს, და რატომღაც მჯერა რომ მას ჩემი დაცვა თამაშიდანაც კი შეუძლია.

***
გ უ კ ა
ვუყურებ ეკე როგორ ეხუტება კესის და ვერაფერს ვერ ვაკეთებ. მინდა რომ მივვარდე და ხელებიდან გამოვგლიჯო, მის მაგივრად მე ცავეხუტო და მისგან დავიცვა.
ჯანდაბა! რატომ ვარ ასე? რატომ მჯეროდა რომ ის ყოველთვის ჩემი იქნებოდა? რატომ მჯეროდა რომ სხვა არ მოეწონებოდა? რატომ არ გავაკეთე არაფერი?
-რა გჭირს? -ბექა მხარზე მეხება და რეალობაში მაბრუნებს. -გელაპარაკებოდით და გაითიშე, თითქოს რაღაც საშინელება დაგენახოს.
ხმას არ ვიღებ და თავით კესისკენ ვანიშნებ. გრძელი, წითური თმა მაღლა ცხენის კუდად აქვს აწეული, მწვანე, კაშკაშა თვალები დახუჭული აქვს, ლურჯი ჯინსები და ღია ცისფერი მაიკა აცვია. სახეზე სიმშვიდე და ბედნიერება აწერია, და იღიმის. თავისი თხელი, წითელი ტუჩებით ნაზად და მშვიდად იღიმის, თითქოს ამაზე ბედნიერი არასდროს არ ყოფილიყო.
-ნუ აშტერდები მაინც. -ნიკა მუჯლუგუნს ირტყამს და მაიძულბს მზერა მასზე გადავიტანო. -უთხარი შე*ემა, რა შეჭამე ტვინი.
-რა ვუთხრა? -ვკითხულობ და ნიკას თვალებში ვუყურო. -სათქმელი არაფერია. -ვიძახი მხრების აჩეჩვით ის კი თავს აქნევს, თითქოს უკმაყოფილო იყოს ჩემი პასუხით. -მე ის არ მომწონს, მაგრამ არც ის მომწონს ყველას დასანახად ეკეს რომ ეხუტება და მერე იძახის არ მომწონსო.
მათე თავს იქნევს და იღიმის, ბექა კი ისევ იმათ უყურებს, რომლებიც კიდევ ცახუტებულები დგანან.
-ვკითხავ თუ გინდა. -იძახის უცებ და მისკენ იმედიანი თვალებით ვიყურები. -მაგრამ პასუხი თუ არ მოგეწონება მე არ დამაბრალო. ანუ უბრალოდ არ მოწონხარ და ყველა შენი მცდელობა დაგვიანებული იქნება.
-ვიცი. -თავს ვუქნევ და საშინელი სევდა მაწვება, მინდება რომ ყველაფერი ვუთხრა, ის ყველაფერი რასაც ამდენი ხანი ვმალავდი. -დიდი ხანია მომწონს. -ვიძახი ჩემდა უნებურად და სამივე ჩემკენ იყურება, მე კი ვიღიმი და ლაპარაკს ვაგრძელებ. -მართლა ძალიან დიდი ხანია, მაგრამ მეშინოდა თქმის. უბრალოდ... არ ვიცი... არ მინდა ეკესთან ერთად რომ იყოს... ვგულისხმობ რომ...
-სერიოზულად? -მოულოდნელად ბექა ფეთქდება და ბოლო ხმაზე ყვირის. კესიც კი შორდება ეკეს და ჩვენკენ იყურება. ბექა ამას ამჩნევს და შედარებით ხმადაბლა აგრძელებს ლაპარაკს. -იმ გოგოს სამი დედა*ფეთქებული წელი მოწონდი! შენ კი ამას ახლა იძახი, როდესაც ლამის შეყვარებული ყავს?!
ბექას ვუყურებ და მისი ნათქვამის არ მჯერა. მოვწონდი? როდის? მე რატომ არ მითხრა, რატომ არ მითხრა არავინ? ბექა ისევ ბრაზობს, ამიტომ ნიკასკენ ვიხედები, რომელიც მზერას მაშორებს, შემდეგ კი მათესკენ ვუყურებ, რომელიც დაბლა იყურება.
-შენც იცოდი? -ვკითხულობ გაკვირვებული. ნიკა და ბექა კესისთან ახლოს არიან, მაგრამ მათე? როდის აქედან ჩადაქალდნენ?! -რატომ არ მითხარით?!
-ეჭვები მქონდა. -იძახის მათე ხმადაბლა. -მაგრამ არ გეტყოდი რადგან შენ შენებურს დაიწყებდი, ის გოგო კი არ მემეტებოდა. -ვუყურებ და ვერ ვხვდები რას გულისხმობს როცა იძახის რომ არ ემეტებოდა. ჩემ კითვას ალბათ ისედაც ხვდება, რადგან ლაპარაკს აგრძელებს. -გუკა, აღიარე, ყოველ კვირას ახალ-ახალი შეყვარებული გყავს, გოგოებს წინდებივით იცვლი, უფრო ხშირად თუ არა, კესი კი მასეთი არ არის.
-რა იცი რანაირია?! -ვყვირივარ ბოლოს ხმაზე და ვგრძნობ რომ ნელ-ნელა ჩემი მოთმინების ფიალა ივსება.
-სამაგიეროდ მე ვიცი. -ცივად იძახის ბექა. -და ის მასთი არ არის. თან მას მართლა მოწონდი. გინახავს ვინმე, ვინაც იცოდა როგორი იყავი და მაინც მოწონდი? თან სამი წელი? იცნობ ვინმეს მასეთს, რადგან თუ იცნობ მინდა რომ გამაცნო.
-ბექა... -ვიწყებ, მაგრამ ცივად მაწყვეტინებს.
-არანაირი ბექა! -ბოლოს ასეთი ცივი ხმა როდის ქონდა არ მახსოვს. -სასაცილოა მასე ლაპარაკი. იძახი რომ გოგო ძალიან დიდხანს მოგწონდა, მაგრამ ამ დროს შეყვარებული გყავს, თან შეგახსენებ რომ წინას ორი დღის წინ დაშორდი და დგახარ აქ და ამტკიცებ რომ მოგწონს?! თან დიდი ხანია?! შენი საქციელი ამას არ ამტკიცებს, პირიქით, საპირისპირო მგონია და არ მოგცემ უფლებას რომ მისი გრძნობებით ითამაშო.
-დაწყნარდი. -ვიძახი გაცივებული ხმით. არ მჯერა რომ ამას ბექა მეუბნება. -არ გკიდია? მაინც არ ვაპირებ არაფერს, მომწონს მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ აუცილებლად მასთან ერთად უნდა ვიყო. თან ალბათ უფრო იმიტომ მომწონს რომ ის მიუღწეველია, მაშინ როდესაც სხვა გოგოს აგდება ადვილად შემიძლია.
ბექა თავს მიქნევს და ეგ და ნიკა გვშორდებიან. მათესკენ ვიყურები, რომელსაც სახეზე ბრაზი აწერია, მაგრამ ხმას არ იღებს. ვუყურებ, ველოდები სხვებივით როდის გამლანძღავს და როდის წავა, მაგრამ ის რჩება, რჩება და იმედგაცრუებული მზერით მიყურებს.
-მართალს ამბობენ. -იძახის ხმადაბლა, დაწყნარებული ხმით. -მასე არ შეიძლება, შენი თავი თუ გკიდია და უბრალოდ გართობა გინდა, კაი გასაგებია. მაგრამ ამ გოგოს რას ერჩი? მით უმეტეს თუ აღიარებ რომ ის შენთვის მიუღწეველია, მაშინ რატომ არ ანებებ თავს? რატომ ეწვიანობ ეკეზე?
-არ ვიცი. -ვოხრავ და თავს ხელებში ვხრი. -უკვე არაფერი არ ვიცი. ყოველთვის მეგონა რომ მისი გულის დაპყრობას შევძლებდი, და თან ამავე დროს მეეჭვებოდა და მეგონა რომ ვძულდი, მაგრამ საკმარის ყურადღებას არასდროს არ ვაქცევდი. ახლა კი ის სხვასთან ერთად არის და ეჭვი მაქვს შანსის იმედიც კი არ უნდა მქონდეს.
-ცადე ამაზე არ იფიქრო და ბედნიერი იყო ნატალისთან ერთად. -მეუბნება და მიღიმის, თან ჩემ ახალ შეყვარებულს მაგონებს, ნატალის. ნატალი ლამაზია, მაგრამ ვსო, მარტო ლამაზია სხვა არაფერი არ აქვს.
-ხო, ვიცი, ვცდი. -ვიძახი და ჩემით ვშორდები მათეს და მის იმედგაცრუებულ მზერას.


***
ბუფეტში ჩუმად და მარტო დავდივარ, რაც სხვა დროს არასდროს არ მომხდარა. გონება გაფანტული ვარ და იატაკის გარდა სხვა ვერაფერს ვერ ვამჩნევ, ხალხი გადის და გამოდის მე კი ისეთი შთაბეჭდილება მაქვს თითქოს ერთ ადგილას ვიყო მილურსმნული და ვერაფერს ვერ ვაკეთებდე. ნაბიჯს ვდგავ და იმ წამსვე ვიღაცას ვეჟახები. თავს ვწევ და პირველი რასაც ვხედავ გრძელი წითელი, ოდნავ გაპუწული თმაა, რომელიც იმისდამიუხედავად რომ შეკრულია, მაინც გაიპუწა.
-ბოდიში. -იძახის დაბალი შეშინებული ხმადაბალი ხმით და მიღიმის, ნამდვილი კეთილი ღიმილით. -ძალით არ მინდოდა.
-ხო, ვიცი, არაუშავს. -ვეუბნები და ჩავლას ვაპირებ როდესაც მეძახის და მაჩერებს. მისკენ ვიყურები და მის მწვანე თვალებში ვიკარგები. ის კი მე მაკვირდება, თითქოს ჩემი სახის თითოეული ნაკვთის შესწავლას ცდილობს.
-რა გჭირს? -მეკითხება უცებ და მაიძულებს რომ რეალობაშ დავბრუნდე. სახე დასერიოზულებული და შეწუხებული აქვს. -შეიძლება არ მაქვს მაგის კითხვის უფლება, მაგრამ რა მოხდა? რატომ ხარ მასე?
-არაფერი. -ცივად ვპასუხობ და წასვლა მინდა, მაგრამ მისი მზერა მაიძულებს დავრჩე და თვალებსი ჩავხედო, და რაც მთავრია მინდება რომ ყველაფერი ვუთხრა მიდნა რომ არაფერი არ დავუმალო. -მართლა არაფერი. -ვამატებ როდესაც მის აღელვებულ სახეს ვხედავ.
-შეგიძლია მომიყვე, არავის არ ვეტყვი. -იძახის უცებ და ვხედავ რომ მართლა ხედავს და უნდა რომ დამეხმაროს, მაგრამ რატომ? -ანდაც შეგიძლია არ მომიყვე თუ არ გინდა და რავი... -ვხვდები რომ უხერხულად არის, ვხვდები რომ დახმარება უნდა, მაგრამ თან ცხვენია.
-დარწმუნებული ხარ რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმე არ გაქვს? ან რომ შენი შეყვარებული არ იეჭვიანებს? -ვეკითხები და სევდიანად ვუღიმი ის კი იბნევა.
-რომელი შეყვარებული? -კითხულობს დაბნეული და აქეთ-იქით იყურება. -გამაცანი რა. -იძახის და სიცილს იწყებს. -არა, სერიოზულად ვიზე იძახი?
-ეკეზე. -ვიძახი გაღიზიანებული და გვერდით ვიყურები ის კი უფრო იბნევა და მერე სიცილს იწყებს.
-ჩემი შეყვარებული არ არის, არც კი მომწონს. -იძახის და ფართო ღიმილით მიღიმის. -მეგობარია. -ამატებს და ღიმილი უდიდება. -კაი, აბა მოყევი რა გჭირს და რა მოხდა.
მას მივყვები უკან და სკამზე ვჯდებით, არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებ, არ ვიცი რატომ მივყვები და არ ვიცი რატომ ველაპარაკები, არც ის ვიცი მას რატომ უნდა დახმარება.
-გისმენ. -იძახის და იღიმის, მე კი მის ღიმილში ვიკარგები. -შეგიძლია მითხრა, არავის არ ვეტყვი. გამოხედვით კი გეტყობა რომ ვინმესთან ლაპარაკი გჭირდება.
-არაფერი ისეთი. -ვიძახი ხმადაბლა და დაბლა ვიყურები. -ბიჭებთან ვიჩხუბე. -წარბებს წევს და უფრო დაკვირვებით იწყებს ყურებას. -ისევ ვერ მოვრიგდით რაღაცაზე, მაგრამ ხანდახან მგონია რომ არც ცდილობენ მომისმინონ.
-ეგ ნორმალურია. -იძახის და იღიმის, მაგრამ სევდიანი ღიმილით. ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ესმის რას ვგულისხმობ. -ეგ ყოველთვის მასეა, ეჭვი მაქვს ისინიც მასე გრძნობენ თავს. -თავს ვუქნევ, მაგრამ მეეჭვება რომ ისინიც მასე იყვნენ. -რაზე იჩხუბეთ? თუ საიდუმლო არაა.
-ერთ გოგოზე. -ვიძახი და ისიც უფრო ინტერესით მისმენს. -ვიღაც მომწონს, მაგრამ შეყვარებული მყავს, და ამაზე ბრაზდებიან. -სახე უფრო და უფრო ეღუშება და ვეჭვობ რომ ესეც ბრაზობს. ისევ ასე გაბრაზდებოდა რომ მეთქვა შენ მომწონხართქო? -ნუ მიყურებ მასეთი სახით.
-კაი, მაგრამ. -იძახის და ორი წამით ჩუმდება, თითქოს წინადადების ჩამოყალიბება უნდა. -მაშინ რატომ გყავს შეყვარებული და იმ გოგოს რატომ არ ეუბნები რომ მოგწონს? -თავს ვაქნევ, ის ვერ მიხვდება.
-იმ გოგოს არ მოვწონვარ, ჩემ შეყვარებულს კი კარგი ტანი აქვს. -ვიძახი მხრების აჩეჩვით, რაც უფრო აბრაზებს კესის და სახეზე წითლდება.
-მასე არ შეიძლება. -იძახის ცივი ხმით, მაგრამ ვგრძნობ როგორ ცდილობს რომ არ მეჩხუბოს. -ნუ იყენებ გოგოებს, მათ აქვთ გრძნობები და ეჭვი მაქვს შენზე ცუდად გახდებიან თუ გაიგებენ რასაც აკეთებ. თუ შენ შეყვარებულს ექცევი მასე, იმ გოგოს გარანტია არ ექნება რომ იგივეს არ გაუკეთებ.
-გარანტია არც მე მაქვს. -ვიძახი და თავს ვაქნევ, შემდეგ ვდგები და სკამზე მჯდარ კესის ზევიდან დავყურებ. -უნდა წავიდე.-ის პირს აღებს რომ რაღაც მითხრას, მაგრამ არ ვაცლი და მივდივარ. ასე აჯობებს.

***
კ ე ს ი
ვუყურებ გუკას სხეული ნელ-ნელა როგორ მშორდება და პატარავდება. ვუყურებ და საშინელი ინტერესი მიპყრობს ვინ არის ის გოგო და რატომ თამაშობს გუკა სხვისი გრძნობებით.
-კესი? -ჩემი სახელი მესმის და ხმის მიმართულებით ვიყურები. ვიცი რომ ხალხს ჩემი აქ ყოფნა და ღიმილი უკვირთ, მაშინ როდესაც მარი ისევ სახლშია და გლოვობს, მაგრამ უკვე ორი კვირა გავიდა. ორი კვირა გავიდა და მე ისინი მყავს საპოვნელი.
-ბექა! -ვეძახი მეც და ვანიშნებ რომ გვერდით დამიჯდეს. ისიც არ აყოვნებს და გვერდით მიჯდება. სახე აწითლებული აქვს და თვალები ჩამქრალი და ჩამუქებული. მასაც ემჩნევა ის რომ იკამათეს. -მოხდა რამე?
-აარა, არაფერი ისეთი, დაიკიდე. -იძახის და თვალს მარიდებს, თითქოს სურს რომ რამე დამიმალოს. -რას შვები? როგორ ხარ?
-ცუდად. -ვიძახი ხმადაბლა და თავს მხარზე ვადებ. ბექასთან თავის მოჩვენება არ მჭრდება, თითქოს კარგად ვიყო და თითქოს საუკეთესო მეგობარი არ მომკვდარიყო. -და დავიღალე. -ვამატებ ხმადაბლა და თვალებს ვხუჭავ. -მინდა რომ ისინი მოვკლა.
-ვინები? -კითხულობს გაკვირვებული და მიყურებს, მაგრამ მე ხმას აღარ ვიღებ. თვალებს უფრო მაგრად ვხუჭავ, იქამდე სანამ წერტილები არ ჩნდება და არ მტკივდება. -კესი!
-ორგანიზატორების. -ვიძახი ბოლოს ხმადაბლა. -მინდა რომ ისე მოვკლა როგორც მათ მოკლეს ნინი. მინდა რომ ისინიც ვაწამო და შიშის ქვეშ მყავდეს, მინდა რომ თამაშში ვიყო.
-ნუ სულელობ. -იძახის გაღიზიანებული. -ილოცე რომ არ აგირჩიონ.
თავს ვუქნევ, მაგრამ ხმას აღარ ვიღებ. ანდა აზრი ხმის ამოღების? მათ მაინც არ ესმისთ, ანდაც არ უნდათ რომ ესმოდეთ. მე მჭირდება რომ თამაშში მოვხვდე, სხვა გზა არ მაქვს რომ გავიგო ისინი ვინები არიან. მე ისინი უნდა ვიპოვო, ამაში კი მხოლოდ თამაში დამეხმარება.

***
-კესი, იქნებ ჩვენც მოგვაქციოთ ყურადღება. -ცივი ხმით იძახის ქიმიის მასწავლებელი და დაფასკენ გახედვას მაიძულებს, მე კი უბრალოდ დებილივით ვიღიმი. -გასაგებია რომ მეგობარი გარდაგეცვალათ, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ სწავლას თავი უნდა დააანებოთ. -ამატებს გამყინავი ხმით და თვალებში მიყურებს, მე კი მხოლოდ ვიღიმი.
-მართალი ხართ, მაგრამ არც თქვენ არ გაძლევთ არაფერი უფლებას რომ ასე მელაპარაკოთ. -ვიძახი და უფრო კომფორტულად ვჯდები სკამზე. არ ვაპირებ რომ კიდევ ვუთმინო ამ ქალს თავისი გამოხტომები.
ის ჩუმდება და დაფისკენ იყურება, მაგრამ ვიცი რომ ამას ასე არ დატოვებს. მაგრამ ამ წამს ეს ყველაზე ნაკლებად მადარდებს. კამერებისკენ ვიყურები და ისევ ვიღიმი. მინდა რომ შემამჩნიონ, მჭირდება რომ შემამჩნიონ.
-რას აკეთებ შენი აზრით? -ზუკა მუჯლუგუნს მკრავს და ხმადაბლა მეკითხება. -მოგკლავს.
-არ გამაცინო. -ვიძახი და სიცილის იმიტირებას ვაკეთებ. -ამ წამს სიკვდილისაც კი არ მეშინია. -ვამატებ სერიოზული ხმით.
-თამაშზე ფიქრობ? -კითხულობს და თავს ვუქნევ. -ცადე რომ მასზე აღარ იფიქრო და მალე ყველაფერი გაივლის. უბრალოდ ცადე რომ ზედმეტი ყურადღება არ მიიქციო და არ გაჰიწვევენ.
თავს ვუქნევ, მაგრამ არ ვიძახი რომ მინდა იქ წასვლა. მინდა მათი მოკვლა და მათი განადგურება.
ტელეფონი ხმადაბლა ზუზუნს იწყებს და მაცნობებს რომ მესიჯი მომივიდა. მე ც ვიღებ და ვნახულობ, ბექასგან არის.
ბექა:
დღეს ჩემთან ამოდიან ბავშვები და ამოხვალ? ეკეც იქნება და ბიჭებიც. ვიცი რომ სხვა შემთხვევაში არას იტყოდი, მაგრამ ისე ხარ გართობა არ გაწყენდა.
კესი:
რა მინდა მანდ? -_- მარტო შენ ნიკას და ეკეს გიცნობთ წესიერად. და დანარჩენებს არა, ამიტომ მადლობა მაგრამ არა.
ბექა:
თუ არ წამოხვალ, ვერც გაიცნობ. თან მოსაწევიც იქნება.
კესი:
srsly? -__- შეგიძალია გამახსენო მე როდიდან ვეწევი? არა დასაფასებელია სენი მონდომება, მაგრამ არა.
ბექა:
ცადე. არაფერი არ მოხდება ცდით, არ მოეგწონება და წამოდი, არ დაგაავებ, მაგრამ ცადე. უნდა გაერთო და ყურადღება გადაიტანო, რომ იმ თვითმკვლელმა აზრებმა თავი დაგანებონ.
კესი:
შეგახსენებ რომ თვითმკვლელი აზრები არ მაწუხებს. და არ მინდა წამოსვლა, და მოწევა. თუ რამეა გოგოებთან ერთად წავალ და არა ათ დაბოლილ ბიჭთან ერთად.
ბექა:
მეწყინა.
ბექა:
მაგრამ თუ პირობას მომცემ რომ დღეს საღამოს, ანუ პარასკევ საღამოს გოგოებთან ერთად კლუბში წახვალ, თან სახელს მეტყვი და სურათს გამოაგზავნი რომ დავრწმუნდე რომ წახვედი მაშინ თავს დაგანებებ.
კესი:
იცოდე ვიმახსოვრებ რომ თავს მანებებ. და კაი. წავალ.
ტელეფონს ჯიბეში ვიდებ და ვფიქრობ მართლა ღირს თუ არა სადმე წასვლა, რაც აშკარად მეზარება, მაგრამ მეორე მხრივ... უნდა გავერთო და ყურადღება გადავიტანო, მართალია ბექა.
ტელეფონს ვიღებ და მესიჯების წერას ვიწყებ.

კესი:
მოკლედ, ვიცი რომ შეიძლება ახლა ამის დრო არ იყოს, მაგრამ ყურადღების გადატანა ყველას გვჭირდება. ამიტომ დღეს სადმე რომ წავიდეთ? კლუბში მაგალითად. ოღონდ ვინმე დიდი წამოიყოლეთ.
თვალებს ვხუჭავ და ყველას ერთდროულად ვუგზავნი. სუნთქვას ვიკავებ და პასუხს ველოდები.
მარი:
კესი, არ ვიცი, სწორი არ მიმაჩნია რომ წავიდეთ...
ანი:
მარ, ლაპარაკი აქ ნინიზეა, კლუბების დედოფალზე. და ალბათ პირიქით გაუხარდებოდა. მე წამოვალ, და ჩემ დას ვეტყვი წამოვიდეს, 20-ის არის. მაგრამ ერთი უფროსი გვეყოფა?
მარი:
კარგი, ჯანდაბას წამოვალ. მაგრამ დიდხანს არ დავრჩეთ და კესი შენ გეხება ეს, ბევრი არ დალიო!
კესი:
ოკი, დოკი. ბევრს არ დავლევ, მაგრამ ვერ მოგატყუებ და ვერ გეტყვი საერთოდ არ დავლევთქო. ლოთი კესი ბრუნდებააა!
მარი:
უკვე ვნანობ რომ დაგთანხმდი...
ანა:
ნუ ხარ მუდო. რომელზე წავიდეთ? საღამოსკენ ხო?
კესი:
რვისკენ? ან ცხრისკენ, არ ვიცი რომელიც გინდათ...
ტელეფონს ჯიბეში ვაბრუნებ და კმაყოფილი სახით, და შეწუხებული ნამუსით ვაგრძელებ მასწავლებლის მოსმენას.

***
-ვისთვის იღებ სურათს? -კითხულობს ნიცა, ანას და და გაკვირვებული მიყურებს.
-ჩემი მეგობრისთვის, რომ ადრწმუნდეს არ მომიტყუებია. -ვიძახი და ვიღიმი, თან მოკლე ლურჯ კაბას დაბლა ვექაჩები. -დარწმუებულები ხართ რომ კარგად ვარ? -ვკითხულობ ხმადაბლა და შესასვლელისკენ ვიხედები. გრძელი, წითური თმა დაკულულებული მაქვს და მხრებზე მაყრია, წითელი, სისხლისფერი პომადა და მსუბუქი მაკიაჟი მისვია. ლურჯი, მოკლე კაბა კი მუხლს კარგად არის აშორებული, ფეხზე კი ლურჯი კეტები მაცვია, რაგა მაღალ ქუსლიანებით ისევ ვერ დავდივარ.
-კი! -იძახის გაღიზიანებული მარი და აწეულ თმას ისწორებს. მუხლებამდე შავი კაბა და მაღალ ქუსლიანი შავი ფეხსახმელები აცვია, მისი კაბაც როგორც ჩემი მოტკეცილია და ეჭვი მაქვს ისიც მოუხერხებელია.
-ნუ ნერვიულობ. -თაკო, ნიცას დაქალი იძახის და ქერა თმას ქარში აფრიალებს. გრძელი წითელი კაბა, და შავი მაღალ ქუსლიანები აცია, სახეზე კი ბლომად მაკიაჟი უსვია, რომელიც მის ყინულისფერ თვალებს ხაზს უსვამს.
ნიცასკენ ვიყურები და მეღიმება, ყველაზე კარგად მას აცვია. თეთრი, მუხლებამდე კაბა, თეთრი ფეხსაცმელები და მსუბუქი მაკიაჟი, ანასნაირი ღია ყავისფერი თმა კი ლამაზად აქვს ჩაწნული.
-აბა მე მკითხე, კესი. -იძახის ბუზღუნით ანა და ყველანი მისკენ ვიყურებით. ვერ ვხვდები რა უნდა. მოკლე შავი შორტები და ტყავის უმკლავო მაიკა აცვია, ფეხზე კი ოქრსფერი კეტევი, რომელიც არც კი ვიცი სად გამონახა, თმა კი მაღლა კუდად აქვს აწეული.
-რა გინდა, კარგად ხარ. -ვეუბნები და ვიღიმი. -შევიდეთ? -ვკითხულობ და თავს მიქნევენ.
როგორც კი შევდივართ Avicii-ის მუსიკა ისმის და იმ წამსვე ცეკვა მინდება და მავიწყდება ყველაფერი.
-წავალ სასმელს შევუკვეთავ. -იძახის ნიცა და გვშორდება, მე კი ვიღაცასთან ერთად ცეკვას ვიწყებ.
სამი სიმღერის მერე გოგოებთან მივდივარ, რომელებიც ერთმანეთს შეთქმულებივით უყურებენ.
-რა მოხდა? -ვკითხულობ და იმ მიმართულებით ვიღედები, რაც გოგოები. როგორც კი მათ ვხედავ ძარღვებში სისხლი მეყინება და საშინლად ვბრაზდები. ჩემ წინ ბექა და მთელი მისი სამეგობრო დგას. როგორც კი მხედავს, ჩემკენ იწყებს წამოსვლას და არც მე არ ვჩერდები ადგილას.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?! -ვყვირივარ რომ რამენაირად მუსიკის ხმა გადავფარო, ის კი იღიმის. -ბექა!
-მაინტერესებდა უბრალოდ. -იძახის და სიცილს იწყებს, ახლოს მივდივარ და ცხვირში მოსაწევის სუნი მცემს და თავს ვაქნევ, აღარ მიკვირს.
-გინდა? -ბექა ხელს მიწვდის, სადაც აბები უყრია. -ექსტაზია...
-სად იშოვე? -ვკითხულობ და მეღიმება. მინდა რომ ერთი ავიღო, მაგრამ ამავე დროს მეშინია.
-აიღეე! -ბექა მიწვდის და მეც ვიღებ და პირში ვიდებ და ვიღაცის მოწოდებულ სასმელს ვაყოლებ. ყველაფერი წამიერად იცვლება, საგნები ფორმებს კარგავენ და ფერები ერთმანეთში ირევა, ხმა დახშული ხდება და ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ.
ცეკვა მინდება და საცეკვაო მოედნისკენ მივდივარ, თან გზადაგზა ვსვავ. სხეულები ერთმანეთს ეხება და მერე აფეთქებასთან ერთად უკან ვარდებიან და ნაპერწკლები ცვივათ, შემდეგ კი ისევ იმავეს იმეორებენ. მუსიკა კი უფრო და უფრო ენერგიული ხდება და სხეულს ვეღარ ვიმორჩილებ. ვცეკვავ და სხვას არაფერს არ ვაკეთებ. სხეული მიოფლიანდება და ნაზი წვეთებით იფარება, მე კი ვერ ვჩერდები. მუსიკა უფრო და უფრო დახშულად მესმის, მაგრამ ბასის ხმას იდეალურად ვგრძობ.
-კარგად ხარ? -წინ ვიღაც მიდგება, ნაცნობი ხმით და სურნელით, მაგრამ ვინ არის ვერ ვხვდები. მისი სახე გადღაბნილი და ფორმა დაკარგულია, მაგრამ მისი მიახლოვე მსიამოვნებს.
-კიი. -ვიძახი მხიარულად და ბოლო ხმაზე ვყვირივარ რომ ბასის ხმა დავფარო, რომელიც მთელ სხეულში ვიბრირებს. -ვიცეკვოთ? -ვეკითხები და ცეკვას ვიწყებ, ოღონდ ამ ჯერად მასაც ვიყოლებ.
ჩვენი სხეულები ერთმანეთს ეხებიან და ყველა მიმართულებით ცეცხლისფერ, კაშკაშა ნაპერწკლებს ისვრიან, ერთნაირად, რითმულად ვმოძრაობთ და მის თბილ სუნთქვას კისერთან, კანზე ვგრძნობ. მის ცხვირი კი ოდნავ მეხება და შეხების ადგილს მწვავს, მთელი სხეულით მას ვეკვრი და თავი დაცულად მგონია. მის სურნელს ოდნავ ვისუნთქავ, რომელიც გაჟღენთილია, დეოდორანტის, ოფლის და ოდეკალონის სუნად, ოდნავ თუ ჩაუკვირდები სიგარეტის სუნიც იგრძნობა და ეს მაიძულებს მასთან უფრო მიჯაჭვული ვიყო. ხელებს კისერზე ვხვევ და უფრო მაგრად ვეკრობი, ეს შესაძლებელი თუა. მთლიანად მასში ვარ ჩაფლული და მთლიანად მისით ვარ გარემოცული. მის ცივ ხელებს წელზე ვგრძნობ და სასიამოვნოდ მაჟრიალებს. ცხვირს ცხვირზე მისმევს და შემდეგ ლოყებზე აცურებს. მე კი გაუნძრევლად ვდგავარ და მასში ვიკარგები. მისი ცხვირი ისევ ცხვირზე მეხება და მის ტუჩებს ვგრძნობ. ისინი არ მეხებიან, მაგრამ ჩვენ შორის მანძილი სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრია. მის თბილს სუნთქვას ვგრძნობ ტუჩებზე და ველოდები როდის მაკოცებს, მაგრამ ის უცებ მშორდება და ნაზად, მზრუნველად მადებს ფაფუკ ტუჩებს შუბლზე. მე კიდე მადლიერი უფრო მაგრად ვეკრობი და ჩახუტებული ვდგავარ მასთან ერთად, შუა საცეკვაო მოედანზე, როდესაც ჩვენ გარშემო ჰორმონებით გაგიჟებული წყვილები გაცხარებით კოცნაობენ.

***
თვალებს ძლივსძლივობით ვახელ და ვცდილობ გუშინდელი საღამოს მოვლენები გავიხსენო, მაგრამ ყველაფერი გადღაბნილი და არეულია. მაგრამ ყველაზე მკვეთრი მოგონება უცნობს ეხება, რომელიც ძალიან ნაცნობი, მაგრამ ამავე დროს არაამქვეყნიურად უცნობი იყო. მის სახეზე როცა ვფიქრობ წინ მარტო ფერები მიდგება, და ხმა, და სუნი, რომელმაც ჭკუიდან კინაღამ გადამიყვანა.
-ოჰ, გაგიღვიძია. -იძახის ჩემ გვერდით მარი და იღიმის. -გუშინ ისე იყავით ყველანი კინაღამ გული გამისკდა ცუდად არ გახდნენთქო. -გაკვირვებული ვუყურებ და გარშემო ვიყურები. ანას ოთახში ვართ.
-გუშინ რა მოხდა? -ვკითულობ ხმადაბლა. -რაღაცეები მახსოვს, რაღაცეები არა.
-არაფერი ისეთი. -იძახის მხრების აჩეჩვით.-ბიჭები რომ მოვიდნენ და ვიღაცამ, უფრო სწორად ვიღაცეებმა ექსტაზი დალიეს ყველამ ცეკვა დაიწყეტ. -იძახის და თავს მზრუნველი დედასავით აქნევს. -პირველი შენ გავარდი მოედანზე და არავინ არ იცის სად იყავი ან რატომ ან რას აკეთებდი. -თავს ვუქნევ, ეგ მახსოვს რას ვაკეთებდი, მაგრამ ვისთან? -შემდეგ კი წასასვლელად რომ მოვემზადეთ, ყველანი შენ გეძებდით, ბოლოს კი გუკამ გიპოვა, აწითლებული და გვითხრა რომ ვიღაც ბიჭთან ერთად იყავი. -ამას რომ ამბობს წარბებს ათამაშებს და იღიმის.
-წამო, მშია. -ვიძახი და სამზარეულოში გავბივარ მანამდე სანამ მარი დეტალებს მომთხოვს. მაგრამ არც იქ მხვდება უკეთესი მდგომარეობა. ანა და ნიცა სკამებზე ზიან გვერდი-გვერდ, თაკო კი წინ უზით და ლაპარაკობენ, მარი უკან მომყვებოდა და ახლა თაოს გვერდით ჯდება. მეც საჭმელს ვიღებ და მათთან ერთად ვჯდები. ყველას თვალები ჩემზეა მომართული და ელოდებიან ხმას როდის ამოვიღებ.
-ანა, შენები სად არიან? -ვკითხულობ უხერხულობის დასაფარავად, მაგრამ ნათლად ჩანს რომ უხერხულად მარტო მე ვგრძნობ თავს.
-ესპანეთში. -იძახის მხრების აჩეჩვით. -ერთ კვირაში ჩამოვლენ. -იძახის და თავს ვუქნევ, ანუ არავინ არ მყავს რომ უხერხულ და არასასურველ ლაპარაკს თავი ამარიდებინოს. -დაიწყე და არაფერი არ გამოტოვო. -იძახის და იღიმის. თავს ვაქნევ და პირს ვაღებ რომ მოყოლა დავიწყო, მაგრამ კარები იღება და შეშინებულს პატარა წამოკივლება გამომდის.
-ბოდიში თუ შეგაშინე. -იძახის უპერანგო გუკა და ვწითლდები. -ძალით არ მინდოდა. -ამატებს და ბრეტელებიან მაიკას იცვამს.
-აქ რა გინდა? -ვკითხულობ და გოგოებისკენ ვიხედები პასუხისთვის. აღარ მიკვირს ამდენ კაცზე გაშლილ მაგიდას რომ ვხედავ.
-სახლში ასე ვერ წავიდოდით. -იძახის ბექა და ისიც სამზარეულოში შემოდის. თავს ვუქნევ, მაგრამ ყველას თვალს ვარიდებ.
-ხოდა, მოყევი გუშინ რა ხდებოდა. -იძახის ახალ შემოსული ეკე და ყველას თვალისმომჭრელად გვიღიმის.
-მოხდა რამე? -ვკითხულობ და თავს დაბლა ვხრი.
-გუკამ ვიღაც ბიჭთან ერთად გიპოვა... -იძახის ახალ შემოსული ნიკა და ისიც ბიჭებს უჯდება გვერდით.
-თან არავინ არ იცის ვინ იყო. -ამატებს მათე და მეღიმება. ყველანი აქ არიან? და მე უნდა მოვუყვე? შანსი არ არის.
-არ მახსოვს. -ვიძახი და ვიღიმი. -მართლა არ მახსოვს მისი სახე, ან ხმა, მხოლოდ უცნაური, მიმზიდველი სურნელი. -ვიძახი და თავს მიქნევენ, ეტყობათ რომ არ ჯერათ. -თუ გახსოვთ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი. -თვალების ბრიალით ვაგრძელებ. -თან მართლა არ მახსოვს არაფერი სხვა, მხოლოდ ის გასაოცარი სურნელი. -ვამატებ მეოცნებე ხმით და ვიღიმი.
-მაშინ ის მაინც გვითხარი როგორი "სურნელი" ქონდა. -დამცინავად და რაღაცნაირად ცივად იძახის ეკეს.
-არ ვიცი. -ვიძახი და ვჩუმდები, მაგრამ მერე ისევ ვაგრძელებ. -ოდნავ სიგარეტის, დეოდორანტის და ოდეკალონის. -ვიძახი და ისევ ვიღიმი ისინი კი თავს მიქნევენ, ოდნავ იმედგაცრუებულები.
-კაი, დაიკიდე არ გახსოვს ნუ გახსოვს. -იძახის ბექა და იღიმის. -გუკა, შენ ხომ დაინახე? როგორი იყო? -გუკა ნერწყვს მძიმედ ყლაპავს და თავს გვიქნევს.
-მაღალი იყო, მუქი თვალებით და თმით. -იძახის და ჩაფიქრების მერე ამატებს. -ფერს ვერ გეტყვით ზუსტად, რადგან ვერ ვარჩევდი. -თავს ვუქნევ, არც მიკვირს, სინათლეები მეც მახსოვს როგორი იყო. -თან მე მოწეული მქონდა, ამიტომ...
-გასაგებია. -ამხვნეშით იძახის ბექა და თავს აქნევს, შემდეგ კი ჩემკენ იყურება და იღიმის. -როგორც ჩანს შენს პრინცს ვერ ვიპოვით.
-ეჰჰ, რას ვიზამთ. -სევდიანად ვუქნევ თავს და მოჩვენებით ცრემლს ვიწმენდ სახიდან. ჩემ საქციელზე ყველას ან ეღიმება, ან ეცინება. ყველას გუკას და ეკეს გარდა.

***
ქუჩებში ნელა მივსეირნობ და მუსიკებს ვუსმენ. ხალხს ყურადღებას არ ვაქცევ და ნელი ნაბიჯებით დავბოდიალობ. მუსიკები ხმამაღლა მაქვს ჩართული, მაგრამ ყურსასმენებში ჩაღვრილი ჰანგები მაინც ვერ ფარავს ბოლომდე ქუჩის ხმას.
მოულოდნელად მთლიან ტანში უსიამოვნო ჟრუანტელი მივლის და ვჩერდები, მაგრამ შინაგანი ხმა მეუბნება რომ გავიქცე. თვალის კუთხიდან უკან ვიხედები და ჩემკენ მომავალ პირებს ვხედავ, მაგრამ შორიდან სახეებს ვერ ვარჩევ. ნაბიჯს ვუსწრაფებ, თან თვალს მათ არ ვაშორებ, რომლებმაც ჩემთან ერთად აუსწრაფეს სიარულს. ბოლოს კი სირბილს იწყებენ, არც მე ჩამოვრჩები და სირბილს ვიწყებ, მაგრამ ვიცი რომ ვერ გავასწრებ რამდენიმე მიზეზის გამო. მე მეშინია მათ არა, შიში კი მაბრკოლებს და აზროვნების საშუალებას არ მაძლევს.
როცა ჩიხს ვუახლოვდები ვტრიალდები და სახეში ვუყურებ ჩემ ხელა ან ცოტა დიდ თინეიჯერებს, გოგოებს და ბიჭებს, რომელებიც იღიმიან. არ ვიცი რატომ მაგრამ საპასუხოდ მეც ვიღიმი.
-ჩვენთან ერთად მოდიხარ. -იძახის ქერა და ნაბიჯს წინ დგამს, მაგრამ მე ფეხსაც არ ვიცვლი.
-რატო ხარ დარწმუნებული? -ვეკითხები და ისევ ვიღიმი. მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი გადღაბნას იწყებს და ვგრძნობ რომ ნელ ნელა გონებას ვკარგავ, კისერში კი საშინელ ტკივილს ვგრძნობ.




5.
თვალებს ფრთხილად ვახელ და ვცდილობ რომ ბუნდოვანი ფიგურები გავარჩიო.
-ნახე, პრინცესას გაუღვიძია. -მესმის დამცინავი ტონი, შემდეგ კი რას ამბობს ვეღარ ვიგებ, რადგან კონცეტრაციას ვკარგავ და ხელისკენ ვიყურები, სადაც მაჯაზე ტატუს მიკეთებენ.
-ვინ ხართ? -ვკითხულობ რაც შეიძლება მშვიდი ხმით, მაგრამ ყელი გამშრალი და ჩახლეჩილი მაქვს.
-მონადირეები, პატარავ. -მესმის ყურში სისინი, მაგრამ ვცდილობ უსიამოვნო ხმას ყურადღება არ მივაქციო.
მინდა ვკითხო თუ რას აკეთებენ, მაგრამ ამას აზრი არ აქვს, რადგან ტატუს ჩემითაც ვხედავ. თამაშის ლოგო. თხელი წრე, შიგნით კი წრეების წყებაა ჩახატული, თითოეულ წრეს კი გარშემო განსვავებული იარაღები აქვთ დახატული, წრიულად.
-რამდენ ხანში შორდება? -ვკითხულობ ჩახლეჩილი ხმით, ქერა კი ჩემკენ გაკვირვებული იყურება, მაგრამ როგორც კი აცნობიერებს რასაც ვეკითხები სიცილს იწყებს.
-ნუ ნერვიულობ, სამ თვეში შორდება, მაგრამ მაგ დროისთვის დიდი ხნის მკვდარი იქნები. -მპასუხობს და იღიმის, ვიცი რასაც აკეთებს, მაშინებს რომ შემდეგ მეც იგივე გამიკეთოს რაც სხვებს,
-მასე დარწმუნებულიც არ ვიქნებოდი. -ვპასუხობ და ვიღიმი. ჩემ პასუხზე ყველა ჩუმდება და ჩერდება, მიყურებენ და ვერ ხვდებიან უნდა გაეღიმოთ თუ დაინბნენ.
-აქ მებრძოლი გვყოლია. -იძახის ქერა და თავის მწვანე თვალებს მანათებს. -მაგრამ როგორც კი თამაშს დაიწყებ ვიცი რომ სხვანაირად აჭიკჭიკდები. -ღიმილით ამატებს და თავისი სახე ჩემთან ახლოს მოაქვს, დიდი ტყისფერი თვალები, თხელი ვარდისფერი ტუჩები, სწორი ცხვირი და კუთხოვანი ყბა აქვს. ვიცი რომ ამის დრო არ არის, მაგრამ ეს ბიჭი ძალიან სიმპათიურია.
-მაგასაც ვნახავთ. -ღიმილს ვუბრუნებ და გრძელთმიანი ბიჭისკენ ვიყურები, რომელიც ტატუს მიკეთებს. -მალე მორჩები? -დაბნეული მაღლა იყურება, თითქოს ვერ იჯერებს რომ ლაპარაკს ვბედავ, შემდეგ კი თავს მიქნევს. -უნდა მოვუარო რამენაირად თუ არ არის აუცილებელი?
-არ არის აუცილებელი. -იძახის ჩუმი, ბოხო ხმით. -რატო ხარ მასე მშვიდად? -მის კითხვაზე მეღიმება. მშვიდად არ ვარ, მეშინია, სასტიკად მეშინია, უბრალოდ სიმშვიდის ნიღაბი მიკეთია, ეს ჩემი თავდაცვითი მექანიზმია.
-არ ვიცი. -ვპასუხობ და ისევ ვიღიმი. -აბა რას მოელოდით? ტირილს და ხვეწნას რომ გაგეშვით?
-ხო. -მპასუხობს ჩუმი ხმით. -ყოველთვის მასე იქცევიან. -წარბებს გაკვირვებისგან მაღლა ვწევ. -იმედია მალე არ მოკვდები. არ მიყვარს როცა შენნაირები მალე კვდებიან. შენნაირებთან თამაში უფრო საინტერესოა. -მეუბნება და იღიმის. ყველანი მე მიყურებენ და დარწმუნებულები არიან რომ ხმას აღარ ამოვიღებ.
-მეც მაგის იმედი მაქვს. -ვიძახი და ყველას ეღიმება, მაგრამ არავინ არ მოელის რომ რამეს დავამატებ. -მალე თუ მოვკვდები ვერ მოვასწრებ შენი მოკვლით ტკბობას. -ამას ცივი, გესლიანი ხმით ვამატებ და მათი გამომეტყველებით ვხვდები რომ ძარღვებში სისხლი გაეყინათ. -მალე მორჩები? არც მაქვს მაგდენი დრო. -გრძელთმიანი ერკვევა გაკვირვებისგან და აგრძელებს ტატუს გაკეთებას.
დარწმუნებული ვარ ამ წამს ჩემით მოვაწერე ხელი ყველაზე სადისტურ, მტკივნეულ და გაწელილ სიკვდილს.
ტატუთი ისედაც შარში ვიყავი, ახლა კი დარწმუნებული ვარ რომ თამაშის ისტორიაში ყველაზე სადისტურად მოკლული მოთამაშეც მე ვიქნები.

***

სახლის კართან მოვდივარ გონს. რამდენ ხანს მითვალთვალებდნენ რომ იციან სადაც ვცხოვრობ? ფეხზე ვდგები და კარებზე ვაკაკუნებ, რომელიც იმ წამსვე იღება და წინ თვალებჩაწითელებული დედა მხვდება.
-კესი! -ყვირის და მეხუტება, სახლში შევდივარ და ყველას ვათვალიერებ, უკვე პოლიციაც გამოუძახებიათ, რამდენი ხანია რაც სახლში არ ვარ? -სად იყავი?
ხმას არ ვიღებ, სამაგიეროდ საროჩკის მკლავს ვიწევ და ტატუს ვანახებ. როგორც კი ტატუს ხედავს სახიდან ბედნიერი ღიმილი უქრება და უსაზღვრო ტკივილი ებეჭდება.
-არა, არა, არა. -გაუჩერებლად იმეორებს და ტირის. ვუყურებ და გული ტკივილისგან მეც მეკუმშება.
-შეგიძლიათ მითხრათ როგორ გამოიყურებოდნენ? -ერთ-ერთი ოფიცერი ჩემთან მოდის და მათვალიერებს, ცნობისმოყვარეობას არც კი მალავს. მაგრამ არ მიკვირს ერთი წლის მანძილზე პირველი ვარ ტატუთი და ჩემში განსაკუთრებული არაფერია.
-ვერა. -ვპასუხობ ნაზად და ვიღიმი. -ვშიშობ რომ ეს არ გამოვა. -ვიძახი დაშაქრული ტონით და ვიღიმი. -კაი, მეძინება. -ამით ოთახში შევდივარ და კარს ვკეტავ. მუსიკებს ბოლო ხმაზე ვრთავ და ყურადღებას არ ვაქცევ დედაჩემის ძახილს, პოლიციელების ბრახუნს და საერთოდ გარე სამყაროს.
საწოლზე ემბრიონის პოზაში ვწვები და ვიკუნტები. ცრემლები გზას გარეთ პოულობენ და სახეზე თბილ და სველ ნაკვალებს ტოვებენ.
მეშინია, მეშინია რომ მოვკვდები, მეშინია რომ ვერ გადავრჩები და დარწმუნებული ვარ რომ ჩემ დღევანდელ გამოხტომას და ლაპარაკს აუცილებლად მანანებენ, და ვიცი რომ ღირსიც ვიქნები.
****

სკოლაში რაც შეიძლება მალულად დავდივარ, არ მინდა რომ ვინმემ დირექტორის კაბინეტში მიმავალი დამინახოს და კითხვები გაუჩნდეს. როგორც კი კაებს ვაღწევ სასწავლო ნაწილისკენ ვიყურები, ის კი თავს სინანულით მიქნევს და კარებს მიღებს.
-გამარჯობათ. -ქალბატონ ნინოს ბედნიერი სახით ვუღიმი, ის კი სევდიანად და დადარდიანებულად მიყურებს. -გამოაგზავნეს?
-კი... -იძახის და უჯრას აღებს საიდანაც პირად მონაცემებს და იარაღს ალაგებს. ყავისფერ, მუხის მაგიდაზე თოფების და დანების მთელი წყებაა. თითოეულ იარაღს სათითაოდ ვკიდებ ხელს და ჩუმად ვიმეორებ მათ სახელებს.
-P-9…Glock 21…Jericho 941…HK45…FN Five-seven… -ფისტოლეტების თვალიერებას ვამთავრებ და ნინოსკენ ვიყურები, რომლებსაც გაკვირვებისგან თვალები გადიდებული აქვს. -ყოველთვის მაინტერესებდა იარაღები. -თავს მიქნევს, მაგრამ შიში და გაკვირვება სახიდან არ უქრება. –TAR-21? -ვკითხულობ გაკვირვებული როდესაც შაშხანას ვხედავ. ცუდი არ არის, მაგრამ არც საუკეთესოა. ვათვალიერებ, მაგრამ მარტო ერთი შაშხანაა, რაც ნიშნავს რომ ამით დაკმაყოფილება მომიწევს.-ASEK…-ვიძახი ჩუმად როდესაც დანასაც ვხედავ და ვიღიმი. -არის კიდევ რამე?
-არა, არაფერია. -მშვიდი ხმით მეუბნება, წამიერი პაუზის მერე კი აგრძელებს. -ტატუ როდის გაგიკეთეს?
-გუშინ. -ჩუმად ვიძახი და ვიღიმი.
-ასე მალე იწყებენ? -კითხულობს გაკვირვებული და წარბებს მაღლა წევს. -რატომ? ასე არასდროს არ ყოფილა...
-ალბათ განსაკუთრებულად მიმიჩნიეს. -ვიძახი და მხრებს ვიჩეჩავ. -იარაღი სად იქნება? ზუსტი დრო რადგან არ მეცოდინება ეჭვი მაქვს სკოლის დროს მომიწევს, უახლოეს პერიოდში. -ვიძახი ჩუმად და ისიც თავს მიქნევს. -იარაღს კი ვერ ვატარებ, მითუმეტეს ასე ასხმულს. რაიმე მითითებები მოგცეს?
ნინო ხმას არ იღებს და თავისი ყინულისფერი თვალებით მაკვირდება, თითქოს გაგებას ცდილობს თუ რა იყო ჩემში ასეთი განსაკუთრებული. ერთ წუთიანი დაკვირვების შემდეგ კი თავს მიქნევს და გაყვითლებულ ფურცელს მიწვდის.

გამარჯობათ! ალბათ უკვე მზად ხართ თამაშის დასაწყებად.
პირველი მითითება და რჩევა იქნება რომ არ დაიმალოთ და არ შეგეშინდეთ, რადგან ამდენი ხნის მანძილზე პირველი ტატუირებული ხართ, და თანაც ასეთი განსაკუთრებული გვინდა რომ ეს თამაში ისტორიას სამუდამოდ დაამახსოვრდეს, თან დაწრმუნებულები ვართ რომ ამაში თქვენც დაგვეხმარებით.
პირველი რამდენიმე მითითება იქნება სკოლისთვის განკუთვნილი:
1. იკრძალება მოთამაშისთვის ხელის შეშლა, ან იარაღების არ მიცემა.
2. თამაშის შესახებ აბსოლიტურად ყველა მასწავლებელი უნდა იყოს ინფორმირებული, მაგრამ იკრძალება ამის თქმა სხვა მოსწავლეებისთვის.
3. ასევე იკრძალება სხვებისთვის იმის თქმა რომ მოთამაშე ტატუირებულია.
4. ყველა მასწავლებელი მზად უნდა იყოს თამაშის ბრუტალურობისთვის და მისი დაწყებისთვის.
5. სკოლა ვალდებულია მთლიანი აღჭურილობა მისცეს მოთამაშეს მას შემდეგ რაც თამაში დაიწყება.
6. არცერთ ადამიანს არ აქვს უფლება დატოვოს შენობა თამაშის დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სიკვდილი ელის.
შემდეგი მითითებები კი ეხება უშუალოდ მოთამაშეს.
1. როგორც კი პირველი წყება იქნება სროლის, რასაც შეიძლება მოყვეს მსხვერპლი და მოთამაშის დაჭრაც კი, მოთამაშეს ეძლევა ზუსტად ერთი საათი მოსამზადებლად.
2. თუ მოთამაშე ამ ერთ საათის მანძილზე მომზადების გარდა სხვა რამეს გააკეთებს, მონადირე გასაფრთხილებლად ისვრის, რასაც ასევე შეიძლება მოყვეს მსხვერპლი.
3. იარაღი უნდა იყოს სკოლის გამოსცვლელში ტანსაცმელთან ერთად, მაგრამ ერთ-ერთი ფისტოლეტი უნდა იმყოფებოდეს იმ კლასში რომელშიც დამრიგებელი ასწავლის.
4. თამაშის დაწყებისთანავე, ანუ ერთი საათის მიღებისთანავე მოთამაშე უნდა გაიქცეს დამრიგებელის კლასში და აიღოს ფისტოლეტი და უკვე შემდეგ წავიდეს მოსამზადებლად.
5. მოსამზადებელ პერიოდში მონადირეები არ შეეცდებიან მოთამაშის მოკვლას.
6. მოთამაშე შეიძლება იყოს დაჭრილი მანამდე სანამ მოსამზადებელი პერიოდი დაიწყება.
7. მოთამაშეს ბოლოს ექნება, ერთი ნებისმიერი სურვილი, იქნება ეს სიკვდილის წინა, თუ მოგების.
8. წარმატებები!

სულ ესაა, რისი ცოდნაც გჭირდებათ! რაც შეეხება ტანსაცმელს ის თქვენი ზომა იქნება და კომფორტული სარბენად, და რაც მთავარია მოსაკლავად. თქვენ მიერ ჩადენილი მკვლელობები არ იქნება დანაშაულად მიჩნეული და გადარჩენის და მოგების შემთხვევაში (რაც საეჭვოა რომ მოხდეს) თქვენ არანაირი ბრალდება არ წაგეყენებათ.
სიყვარულით,
თამაშის ორგანიზატორები.
პ.ს არ ღირს იმათთან უტიფრად ლაპარაკი, და დამუქრება ვისაც მოკვლა შეუძლია არა მარტო შენი, არამედ ხალხის გარშემო. რაც მთავარია არ ღირს საკუთარი აზრების ხმამაღლა გამოცხადება, როდესაც იცი რომ გისმენენ. ჩვენ სამყაროში კედლებსაც კი ყურები აქვთ.
შენ თქვი რომ ბრძოლას აპირებდი, თქვი რომ გინდოდა თამაში დიდხანს და საინტერესოდ გაგრძელებულიყო, თქვი რომ შენ ტკბობა გინდოდა, ამიტომაც ჩვენ იმედებს არ გაგიცრუებთ. მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ტკბობას, სისხლით რომელსაც შენ ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის დროს ამოაფურთხებ. ჩვენ ვიქნებით ისინი ვისაც უკანასკნელს დაინახავ, ვიზეც უკანასკნელი იფიქრებ და რაც მთავარია ჩვენ პირობას ვდებთ რომ ეს თამაში ისტორიას დარჩება, შენი სახელიც კი შევა ისტორიაში, მაგრამ არა როგორც გამარჯვებული, არამედ ადამიანი რომელიც საკმარისად სულელი იყო იმისთვის რომ სისტემას შებრძოლებოდა.
წარმატეებები კესი, დამიჯერე დაგჭირდება.
თამაშის ორგანიზატორები.

წერილს თავიდან ვკითხულობ და ნინოსკენ ვიყურები. დაბნეული ვარ, დავიჯერო ყველას ასეთ წერილს უგზავნიან, ბოლოში ასეთი საშინელი მუქარით? მეეჭვება...
-შეგიძლიათ ტანსაცმელი მანახოთ? -ვკითხულობ დაბალი, ბოხი ხმით და ისიც თავს მიქნევს და შავი ტყავის სავარძლებისკენ მანიშნებს, სადაც პარკისებრრ ჩასადებში გახვეული შავი ტანსაცმელი მოჩანს.
ახლოს მივდივარ და პარკისებრ ჩანთას ვხნი, იქიდან კი მოხერხებულ შავ ჯინებს, შავ მოკლესახელოებიან მაიკას და შავ კეტებს ვიღებ, ძირში კი ჩემდა სასაცილოდ და გასაკვირად შავი რეზინა აგდია.
-მოხდა რამე? -კითხულობს სიცილსროცა ვიწყებ, მე კიდევ თავს ვაქნევ. ტანსაცმელს უკან ვაბრუნებ და შემდეგ ჩანთას ვხსნი, სადაც შავი ტყავის რუგზაკი გდია, ვხსნი და შინით ტყვიების მთელ შეკვრებს ვპოულობ, ყველას დახარისხებულს, ტყვიბის გვერდით კი სავარცხელი აგდია. -დარწმუნებული ხარ? -კითხულობს როდესაც სიცილს თავიდან ვიწყებ, მე კი სავარცხელს ვანახებ.
აქვეა ასევე ჩასადებები და დასამაგრებლები იარაღებისთვის, რაც მიჩენს კითხვას სად წავიღო შაშხანა და როგორ ვატარო?
-რამე ხომ არ აკლია? -კითხულობს შეშინებული ნინო, დირექტორი ნინო და გაფითრებული მიყურებს.
-არა. -ვიძახი მშვიდად. -უბრალოდ შეგიძლიათ კრება მოიწვიოთ მასწავლებლების და ყველაფერი უთხრათ? ასევე მჭირდება რომ ისე გააკეთოთ არავინ რომ არ დაშავდეს. -თავს მიქნევს. -მე თქვენს ადგილას აბსოლიტურად ყველას თამაშის დაწყებისთანავე პირველ სართულზე, იგუსლიხმება მიწის დაბლა სართული, სადაც სასადილო და ბუფეტია, ჩავიყვანდი, და კარებებს გავხსნიდი, რომ რაც შეიძლება მეტი დატეულიყო.
-მაგრამ...
-არ მოკლავენ. -ვიძახი ჩუმად და ვაწყვეტინებ. -მათ თქვეს შენობაო, მაგრამ იგულისხმეს სკოლის ტერიტორია, თან მე სანამ ერთი საათი მექნება მოსამზადებლად თქვენ შეძლებთ ყველაფრის ახსნას მათთვის და დარეგულირებას, მქონდეს ამის იმედი? -ნინო თავს მიქნევს და ხმას ვერ იღებს. -რაც შეეხება მომზადებას, მე გამოსაცვლელში მოვემზადები და შემდეგ უკვე ის ადგილიც თავისუფალი იქნება და შეძლებთ იქ ხალხის შეყვანას. ასევე, მინდა რომ კარებების მოხსნასთან ერთად დავტოვებდი მარტო ბუფეტში და სასადილოში შესასვლელ კარებებს და იმასაც ჩაკეტილს, დაცვას კი მანდ დავაყენებდი, რათქმაუნდა შიგნიდან. -თავს მიქნევს, მე კი ვაგრძელებ, ვიცი რომ ჩემ თითოეულ სიტყვას იწერს. -რაც შეეხება ოთახებს აბსოლიტურად ყველა ნივთს გამოვიტანდი რომ ხალხს მეტი ადგილი ქონოდა და სხვადასხვა საწყობებში დავალაგებდი, ისე რომ არც მე მქონოდა ბარიკადები და თქვენც მეტი ადგილი გექნებოდათ. ცადეთ იატაკები ისე იყოს გაწმენდილი რომ ხალხმა დაჯდომა მოახერხოს. ასევე უნდა უზრუნველყოთ ისინი საჭმლით და სასმლით, რადგან ნერვიულობისდროს დაჭირდებატ. თქვენს ადგილას ტელევიზორებს ჩავიტანდი და მზადებას უკვე დავიწყებდი.
-საიდან იცი ეს ყველაფერი? -კითხულობს და თვალებშ მიყურებს. ის მენდობა და ამ წამს 500მდე ბავშვის სიცოცხლეს მანდობს. -ამიტომაც აგირჩიეს?
-რატომ? -ვკითხულობ გაკვირვებული და წარბებს მაღლა ვწევ.
-ჭკვიანი ხარ, სტრატეგიების გაკეთება შეგიძლია. -აგრძელებს ნელა და სიტყვებს ოდნავ წელავს. -ალბათ დიდი ხნის მანძილზე პირველი ელიტა ხარ. -თვალები უცრემლიანდება და ჩემთან ახლოს მოდის. ასეთი არასდროს არ მინახავს, მოდის და მეხუტება.

***
კაბინეტიდან გამოსული ნელა დავდივარ და არსად არ ვჩარობ, სიჩქარე მერე დამჭირდება, ახლა კი ცხოვრების ნელი დინებით უნდა დავტკბე და გეგმაზე ვიფიქრო. აბსოლიტურად ყველა მასწავლებელი დაბარებულია დირექტორთან, მასწავლებლების მერე კი ალბათ სტაფს დაიბარებს და შემდეგ მთელ სკოლას ეცოდინება, რა თქმაუნდა პირებს 18 წელზე მაღლა ვგულისხმობ და მთელ სკოლაში ჩუმი მზადება იქნება.
რადგან არავის არ ცალია, ყველას უცდება გაკვეთილი და ყველა გარეთაა. ლურჯი ცა, კაშკაშა მზე და ფაფუკი თეთრი ღრუბლები, თბილ სასიამოვნო ამინდზე რომ არაფერი ვთქვა. ვგრძნობ მწვლი მზე, ნაზად როგორ მელამუნება კანზე და მსიამოვნებს.
-რა გჭირს? -ნიკა გვერდით მიჩნდება და მიღიმის. ჩალისფერი-ქერა თმა აბურძგნული აქვს და გაჩეჩილი, ყავისფერი კეთილი თვალები კი უკაიფებს და უნათებს. -ჩაფიქრებული ჩანხარ.
ვუყურებ და მინდება რომ ყველაფერი ვუთქრა, სახელო ავიწიო და ტატუ ვანახო, მაგრამ ვიცი რომ ამის უფლება არ მაქვს. არ მაქვს უფლება მისი სიცოცხლე საფრთის წინაშე დავაყენო. მით უმეტეს მაშინ როდესაც გამაფრთხილეს მსხვერპლი იქნებაო. არ მაქვს ამის უფლება, და რომც მქონდეს არ მინდა.
-არაფერი. -ვიღიმი და მჯერა რომ ამ ღიმილის ნამდვილობაში სიმართლის დეტექტორიც კი არ დაეჭვდება. -უბრალოდ ვფიქრობ ყველაფერზე, არაფერი განსაკუთრებული როგორც ყოველთვის. შენ რას შვები?
-არაფერს, ვკითხულობდი.-იძახის და წიგნს მაღლა წევს, ვხედავ და მეღიმება. -მომწონს, უბრალოდ არ მოველოდი რომ ასე განვითარდებოდა. საბოლოო ჯამში მომწონს, მაგრამ დასასრული მაინტერესებს.
-მოგეწონება. -ვიძახი და ენას ვუყოფ. -არ ვაპირებ რომ გიხთხრა როგორ მთავრდება, წაკითხვა მოგიწევს. -თავს მიქნევს და იღიმის, მე კი სევდა მაწვება იმის გაცნობიერებაში რომ შეიძლება იქ აღარ ვიყო როცა კითხვას მორჩება და ვერ მოვისმინო მისი მოსაზრებები. -მისმინე. -ნიკა ჩერდება და გაკვირვებული მიყურებს. სახე სერიოზული და სევდიანი მაქვს, ის კი უბრალოდ გაკვირვებულია. ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს სამყარო შენელდა და გამუქდა, ფერები ბაცი და ცივი გახდა, სხვა ყველაფერი კი უბრალოდ ნელ-ნელა ქრება. -სადაც არ უნდა ვიყო, რაც არ უნდა ხდებოდეს წაიკითხე ბოლომდე და მიპოვე, მომიყევი შენი შთაბეჭდილებები და მე მოგისმენ, კარგი? -ვკითხულობ და ისიც თავს მიქნევს, გაკვირვებული და შეშფოტებული. პირს აღებს რომ მკითხოს რა ხდება, მაგრამ მე ვასწრებ. -ნახე! ბექა! -ვიძახი და ბექას ვეძახი და მისკენ მივდივარ, ნიკა კი ბუზღუნით მომყვება.
-კესი? -ბექა გაკვირვებული იძახის ჩემ სახელს და მიღიმის. -როგორ ხარ?
-კარგად, შენ? -კითხვით ვუბრუნებ და ისევ ვიღიმი. არ მივცემ ჩემ სევდას იმის უფლებას რომ ხალხმა დაინახოს.-ხდება რამე? -ვკითხულობ და შეჯგუფებული ბიჭებისკენ ვიყურები რომლებიც შეჯგუფებულები დგანან და რაღაცაზე გამწარებულები ლაპარაკობენ. სახეები აწითლებული და გაბრაზებული აქვთ, თვალები დაქაჩული და ჩაწითლებული, საბოლოო ჯამში საშინლად გამოიყურებიან.
-აუ, ჩხუბია რაღაცაზე, ტვინი შეჭამეს. -იძახის ბექა ნერვებ-მოშლილი და ყურებას აგრძელებს.
ბიჭებს ნახევარ წრე აქვთ შეკრული და ერთმანეთს თვალებში უყურებენ. გუკა და ეკე ერთმანეთის გვერდი-გვერდ დგანან და ვიღაც მერვე კლასელებს გამწარებულები უყურებენ და ეჭვი მაქვს საქმე ცემამდეც მივა.
-პატარებს რატო ეჩხუბებიან? -ვკითხულობ გაკვირვებული და ნიკასკენ და ბექასკენ ვიყურები, ისინი კი მხრებს იჩეჩავენ, მაგრამ ვიცი რომ პასუხი იციან. -ბექა!
-არ ვიცი. -იძახის და თავს აქნევს და ისევ მათკენ იყურება. -ვიღაც გოგოზე თქვეს რაღაც რა, და ესენიც ატყდნენ.
-ეე, ვიზე? -ვიძახი და ახალი ჭორების გასაგებად ვემზადები. თან ეტყობათ რომ ის გოგო მოწონთ, ისე გუკას რომ ვიცნობ ხმას არ ამოიღებდა თუ იმ გოგოზე არ თქვეს რამე ვინც მოწონს. ეკე კი, ეკეც მასეთია, და თან მაინტერესებს ამ ორის გემოვნებაში ვინ ჯდება. -ერთი და იგივე გოგო მოწონთ? -ხმამაღლა ვკითხულობ და ბექასკენ ვიყურები. არ ვაპირებდი ამის კითხვას, მაგრამ რადგან მე ვარ ხმამაღლა მომივიდა გაფიქრების , მაგივრად.
-კი. -იძახის ხმადაბლა. -პროსტა ვერც ერთი ვერ ეუბნება. -იძახის და იცინის, ნაზად, ხმადაბლა.
-იმ გოგოს?
-ეგ კარგი კითხვაა. -ბექას მაგივრად იძახის ნიკა და ხელს მხვევს. -იმ გოგოსი ვერაფერი ვერ გავიგეთ. თან ვერც ხვდება რომ ამ ორს მოწონს, თან მგონი ხვდება და არ იმჩნევს. მაგრამ ორივე შემთხვევაში ვერ გავიგეთ რომელი მოწონს და სასერთოდ მოწონს თუ არა რომელიმე.
-უცნაურია... -ვიძახი და მხრებს ვიჩეჩავ. -როგორ ვერ ხვდებით?-ნიკა ჩემკენ იყურება და წარბებს წევს, ბექას კი ისევ ეცინება. -რომელთანაც უფრო უნდა რომ იყოს, რომელსაც ხშირად თავს არიდებს და საერთოდ რომელთან ლაპარაკიც ცოტა დისკომფორტს უქმნის. -ვიძახი და მერე უცებ ვაყოლებ. -დაივიწყეტ ეგ მე ვარ მგონი მარტო მასე.
-ეგეც საკმარისი ინფორმაციაა. -იძახის არსაიდან გამჩდარი მათე და ჩემ გაკვირვებულ სახეს რომ ხედავს ამატებს. -ვგულისხმობ რომ ანუ პირიქით რომელთანაც იქცევა ის მოწონს. -თავს ვუქნევ, თითქოს ვეუბნები რომ მისი პასუხი მიღებულია.
-ისე არ გიფიქრიათ რომ შეიძლება არცერთი არ მოწონდეს? -ვკითხულობ და ბიჭების სახეებს ვაკვირდები. ჰმ, აშკარად არცერთს არ უფიქრია ამაზე.-სერიოზულად?! -ვკითხულობ და სიცილს ვიწყებ. -აუცილებელია რომელიმე მოწონდეს? როდესმე გიფიქრიათ იმაზე რომ როგორც მეგობრებს ისე უყურებს?
-არა... -ჩუმად იძახის მათე. -ისე იქცევა რომ ერთ-ერთი აუცილებლად უნდა მოწონდეს, ერთი მაინც. -იძახის და შემდეგ უკვე ბედნიერი ხმით აგრძელებს. -უფრო ვფიქრობ რომ ეკე მოწონს, მასთან არის ხოლმე, როდესაც გუკას ხმასაც არ ცემს, ამიტომ ვფიქრობ რომ გუკას შანსი არ აქვს.-მათე გუკასკენ იყურება, რომელიც პატარა ბიჭს რაღაცაზე გამწარებით ელაპარაკება. -ამ დროს გუკას იმაზე დიდი ხანია მოწონს ვიდრე ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს.
-ორი დღე? -ვკითხულობ და მეცინება, მათე კი თავს აქნევს და წარბ აწეული მიყურებს, თითქოს რამე სისულელე მეთქვას. -ბოლოს როგორც მახსოვს შეყვარებული ყავდა, რაც ზუსტად ორი დღის წინ იყო, ამიტომ ახსენი მაშინ როგორ უყვარს ვიღაც ორ დღეზე დიდხანს.
-ის რომ სხვასთან ერთად არის არ ნიშნავს რომ ის გოგო არ უყვარს. -იძახის მათე, მაგრამ დაეჭვებით.
-ეჭვი მაქვს თუ გუკა მასე იქცევა, მაშინ იმ გოგოს რომც უყვარდეს არ გაიკარებს.-თავს ვაქნევ გაბრაზებული, და მე ეს ძროხა ადამიანი მომწონდა? -მე არ გავიკარებდი.
-დარწმუნებული ხარ? -ბექა მეკითხება და მიღიმის. დებილი, დებილი, დებილი! მარტო ბექამ და ნიკამ იცოდნენ რომ გუკა მომწონდა და ახლა ორივე სიხარულით ლაპარაკობს და დამცინავად იღიმიან.
-იეპ, ასი პროცენტით. -ვიძახი დარწმუნებით, მაგრამ გულში ვიცი რომ ასე დარწმუნებული ამაზე ვერ ვიქნებოდი. ეს იმ შემთხვევაში ვიქნებოდი ასე ის გოგო რომ ვყოფილიყავი, რომელიც არ ვარ და ვერასდროს ვერ ვიქნები. -ისე მალე მორჩებიან? ეკესთან მაქვს საქმე...
ბიჭები ერთმანეთს შეთქმულებივით უყურებენ და მხრებს იჩეჩენ.
-საიდან უნდა ვიცოდეთ? -იძახის ნიკა და ისევ ბიჭებისკენ იყურება. -ისე რამდენ ხანს ლაპარაკობენ? ცემონ ერთმანეთი და ვსო.
-ვერ ხარ ცოტა. -იძახის ბექა და თვალებს ატრიალებს და ზუსტად ამ წამს ბიჭები იშლებიან, გუკა და ეკე კი ჩვენკენ მოდიან.
-რა ხდებოდა? -ვეკითხები ეკეს ბემბის თვალებით როგორც კი ვხედავ, ის იბნევა და წითლდება, მე კი სიცილს ვიწყებ. -პატარებს ეჩხუბეთ?
-საჩხუბი იყო. -იძახის გუკა ცივი ხმით. მისკენ ვიყურები და პირქუში გამოხედვის დანახვისას წარბებს ვწევ, რატომ ვძულვარ?
-უზრდელობაში არ ჩამომართვა, მაგრამ გკითხე? -ვეუბნები და არც მე ვუკლებ ტონს სიცივეს. შემდეგ კი ისევ ეკესკენ და სხვებისკენ ვტრიალდები და რაც შეიძლება ფართოდ ვიღიმი. -გნახავ მერე. -იმედია....
ბიჭებს ვშორდები და ჩემი კლასელებისკენ მივდივარ, მაგრამ გულიდან ლოდი არ მშორდება. მე ვერ ვიცოცხლებ დიდხანს იმისთვის რომ ნიკას მოსაზრება გავიგო წიგნზე, ვერ ვიცოცხლებ საკმაოდ დიდხანს იმისთვის რომ გავიგო ეკეს და ძროხას ვინ მოწონთ, ვერც საკმაოდ დიდხანს ვიცოცხლებ იმისთვის რომ იმ გოგოს პასუხი გავიგო.
საერთოდ აქ რატომ ვარ? მათ მაინც ვერაფერს ვერ ვეტყვი, მე კიდევ მინდა რომ ვუთხრა, მინდა ვუთხრა ყველაფერი რასაც ვფიქრობ, მინდა გავაკეთო ის რაც არავის არ გაუკეთებია, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. მინდა რომ წესები დავარღვიო, ისე რომ ხალხმა ვერაფერი ვერ მითხრას, ისე რომ სხვები არ დაზარალდნენ.
დირექტორის კაბინეტისკენ მივბივარ და კარებზე ვაკაკუნებ, ვიცი რომ კრებაა, მაგრამ მე წასვლა მჭირდება, მე უნდა გავიქცე.
-შემოდით! -მესმის ნინოს გამყინავი ხმა და მეც კარებს ვაღებ. როგორც კი მხედავენ ყველას სახე ეყინება და ჩემ შესწავლას იწყებენ. -მოხდა რამე? -ხმა ურბილდება და ნაზად მეკითხება.
-სახლში მინდა წასვლა. -ვიძახი და თვალებში ვუყურებ, ის კი გაგრძელებას ელოდება. -მე... რაღაც მაქვს გასაკეთებელი, მე უნდა წავიდე. არ შემიძლია აქ ვიყო და ვაცნობიერო რომ ძალიან ბევრი რამ მაქვს სათქმელი, მაგრამ ვერ ვიძახი, არ მინდა რომ ასე ვიყო, წასვლა მჭირდება...
-კარგი, ბარათს დაგიწერ. -მეუბნება და ფურცელს იღებს. რაღაცას წერს და შემდეგ ბეჭედს არტყავს, მე კი მოთმინებით ვიცდი და ველოდები როდის დააამთავრებს რომ მე წასვლა და ჩემი გეგმის განხორციელება შევძლო.
ფურცელს მიწვდის და მადლობას ვუხდი, შემდეგ კი გავბივარ, ჩანთას ვიღებ და სკოლის გასასვლელისკენ მივდივარ რომ აქაურობას თავი მალე დავახწიო, ტელეფონს ვიღებ და მარის ვწერ რომ ცუდად გავხდი და სახლში წავედი, დაცვას ბარათს ვანახებ და ვაბიჯებ, თავისუფალ სამყაროში.

***
სახლში არავინაა და მეც პირდაპირ ოთახისკენ მივდივარ. გზადაგზა ტეთრ კედლებს ვაკვირდები და ვფიქრობ ყველა იმ მოგონებაზე რაც ამ კედლებთან მაკავშირებს. ოთახსი შევდივარ და მეღიმება. მთელ თბილისში ამაზე უცნაურ ოთახს ვერ იპოვით. კედლები თოვლივით თეთრია და ფერად-ფერადი პოსტერებით აჭრელებული, საწოლთან კი ღია ცისფერი სიზმართ-მჭერი კიდია, გარშემო მთლიან ოთახში პუფები ყრია, ერთ კუთხესთან კი პატარა ჰამაკია გაკეთებული.
ოთახის ბოლოში მივდივარ და მაგიდასთან ვჯდები, ფურცელს და კალამს ვიმარჯვებ და ღრმად ვისუნთქავ, დროა...

N1
გამარჯობათ!
როგორ ხართ? ვიცი რომ ეს ერთი წერილია, მაგრამ ეს პირველია, და მინდა რომ სხვებიც წაიკითხოთ, ოღონდ მხოლოდ იმათმა ვისაც ის წერილი ეკუთვნის.
პირველი წერილი კი ყველასთვისაა, განსაკუთრებით მსობლებისთვის.
დე, მა, მინდა იცოდეთ რომ ძალიან მიყვარხართ და ვწუხვარ რომ საბოლოოდ ის მაინც არ აღოვჩნდი ვინც გინდოდათ რომ ვყოფილიყავი. მე ვცდილობდი, მაგრამ არა საკმარისად, ეს კი იმის ბრალია რომ არ მინდოდა. არ მინდოდა ის ვყოფილიყავი რაც თქვენ გინდოდათ, მე ჩემი თავის დაკარგვა არ მინდოდა, არ მინდოდა ოდნავ მაინც შევცვლილიყავი და ამით ის ინდივიდუალურობა დამეკარგა რაც მაქვს.
მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ მიყვარხართ, ან რომ თქვენზე ვბრაზობ. პირიქით, მადლიერი ვარ რომ დამეხმარეთ და შეძელით ჩემ გვერდით ყოფილიყავით. მინდა იცოდეთ რომ ძალიან მიყვარხართ, და იმედი მაქვს რომ ყველას აუხსნით რაც მოხდა და როგორ, რაც იცით ის რომ უთხრათ საკმარისი იქნება, რადგან ზედმეტის ცოდნა არავის არ აწყობს. რაც ნაკლები იცი, მით უფრო მშვიდად გძინავს.
რაც შეეხება თვითონ ამ წერილს, ეს ასე რომ ვთქვათ შესავალია, მინდა იცოდეთ რომ ყველა ძალიან მიყვარხართ, ისინიც კი ვისთანაც ყოველთვის დისტანციას ვიჭერდი და კარგად ვერ ვმეგობრობდი. იცით, მიხარია რომ გაგიცანით.
მართალია ყველასთვის არ შემიდგენია პერსონალური წერილი, მაგრამ ყველას ეხება ის რომ არ მინდოდა მოვლენები ასე განვითარებულიყო, არ მინდოდა რომ ასე დამტავრებულიყო. ვიცი რომ შეიძლება ვერ გადავრჩე, ამიტომაც ვწერ ამას, იმედი თითქმის არ მაქვს, მაგრამ ამასთან ერთად არც მეშინია.
იცით? მე გამარჯვების ოდნავ, მაგრამ მაინც მჯერა, სისულელეა, არა? მე ტატუ მაქვს, და მე ისინი გავაბრაზე, მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავ. მათ ხომ ზუსტად ის იპოვეს ვისაც ეძებდნენ, მე უბრალოდ არ დავნებდები.
კარგით, ალბათ დროა დავასრულო და შემდეგ წერილებზე გადავიდე, მაგრამ მინდა გითხრათ არ მინდა ამის გაკეთება.
მაგრამ, უნდა წავიდე...
სიყვარულით,
კესი

წერილის წერას ვამთავრებ და ვიღიმი, პირველი მზადააა, ახლა მხოლოდ სხვები დამრჩა, არც ისე ბევრი, მაგრამ მაინც სხვები. არ ვიცი პირველი ვისთვის დავწერო, მაგრამ მაინც მგონია რომ პირველი მარი უნდა იყოს.
N2
მარ, როგორ ხარ?
ძალიან მომენატრე, მინდა იცოდე ეს. და მინდა ბოდიში მოგიხადო რომ ვერ გითხარი ვერაფერი. მინდა გითხრა რომ, ვწუხვარ, არ მინდოდა ასე მომხდარიყო, მაგრამ მე სხვა გზა არ მქონდა. მე სხვა გზა უბრალოდ აღარ მქონდა. იმედია მაპატიებ...
ამ წერილის წერა რომ დავიწყე არ ვიცოდი რა დამეწერა, რადგან შენ ისედაც ყველაფერი იცი, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა... სიმართლე, არ ვიცი რატომ მაგრამ ალბათ ამის თქმა არ მინდა ყველაზე მეტად. იცი ხო როგორ მეზიზღება ეს ბლანტი, მახინჯი, მაგრამ საჭირო არსება, არა?
ნებისმიერ შემთხვევაში, მოყოლას თავიდან დავიწყებ და პირდაპირ გეტყვი რომ ტატუ გამიკეთეს და სახეები დავინახე. სანამ პანიკას დაიწყებ გეტყვი რომ არა, სახელები არ ვიცი და არა, პოლიციას ვერ ვეტყოდი. პოლიციას შენ უნდა უთხრა, ოღონდ ანონიმურად, მინდა რომ სისტემა დაანგრიო, მინდა რომ ხალხი იპოვო და მოკლა, მინდა რომ თამაში გააქრო.
ერთი მაღალი იყო, ქერა თმით, თხელი ვარდისფერი ტუჩებით და სწორი ცხვირით, ტყისფერი თვალები ქონდა, რომ შეხედავდი შიგნით ჩაიძირებოდი. მეორე მაღალი იყო, მსუქანი, ყავისფერი თვალებით და სწორი, გვერძელი შავი თმით. ვიცი რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ რამე ხომ არის? შენ მათი პოვნა უნდა შეძლო...
კაი, უნდა წავიდე, იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება და იმედი მაქვს რომ ცუდი არაფერი არ მოხდება.
სიყვარულით,
კესი

წერილს თავიდან ვკითხულობ და კმაყოფილი სახით თავს ვიქნევ, კიდევ რამდენიმე და თავისუფალი ვიქნები იმისთვის რომ გეგმა მოვიფიქრო.

N3
ნიკა, როგორ ხარ? ვიცი რომ შეიძლება ბრაზობდე, რადგან ირობას ვარღვევ და სენტან ერთად წიგნზე ვერ ვლაპარაკობ, მაგრამ იმედი მაქვს წიგნის კითხვას ამთავრებ, რადგან მართლა ძალიან მაგარია და ისე ვითარდება რომ ამას ნამდვილად არ მოველოდი.
იცოდე რომ როცა დაამთავრებ მე ვიქნები მანდ რომ მოგისმინო შენ მოსაზრებებს ვუსმინო. შეგიძლია მომაკითხო ხოლმე ანდაც სულად მარტო ყოფნის დროს ოთახში ილაპარაკო და მივხვდები რომ მე მელაპარაკები, ანდაც რა იცი? იქნებ ფიქრებითაც მივხვდე? იმედია მივხვდები, არ ვიცი მაგდენი.
მინდა იცოდე რომ რაც არ უნდა მოხდეს, იმისდამიუხედავად რომ შეიძლება მანდ არ ვიყო მინდა რომ მომიყვე და მე შევეცდები დახმარებას.
სიყვარულით,
კესი

წერილს ნაზად ვკეცავ და ვცდილობ სინდის ყურადღება არ მივაქციო. სინდის, რომელიც მწიწკნის და ნელ-ნელა მკუწავს.
N4
არც კი ვიცი რითი დავიწყო, ალბათ იმით რომ ჩემი საიდუმლოებები არავის არ უთრა. სერიოზულად ბექა არ ვხუმრობ. ისე, შეგიძლია შენც მელაპარაკო ხოლმე, იცოდე ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ მექნება, პირიქით. მაგრამ თუ დაგავიწყდები, არც ეგ არ არის პრობლემა...(პრობლემაა!)
რადგან ეს ბოლო წერილია, რადგან თუ ამას კითხულობთ ანუ უკვე მკვდარი ვარ, მაგარია არა?
მოკლედ მინდა უკანასკნელი საიდუმლო გაგიმხილო, რაც არის ის რომ მე ისევ ის მახინჯი მომწონს. ვიცი გითხარი რომ აღარ, მაგრამ ვერ მოგატყუებ, მით უმეტეს ახლა, როცა აზრი არაფერს აღარ აქვს.
უბრალოდ მინდოდა რომ გცოდნოდა.
სიყვარულით,
კესი.
პ.ს მიყვარხააარ!!!!

ბექას წერილზე მეღიმება, რადგან განსაკუთრებულს არაფერს არ ვეუბნები, მაგრამ ამავდროულად ჩემ უდიდეს საიდუმლოს ვუმხელ, ისევ. რაც ნიშნავს რომ ვენდობი და იმედი მაქვს რომ არ ეწყინება ასეთი ლაკონური რომ გამომივიდა.

N5
რომ არ მოგატყუო არც კი ვიცი რა დავწერო, მართლა არ ვიცი, მაგრამ ვიფიქრე რომ უნდა დამეწერა, რადგან ასე თუ ისე მაინც ჩემი მეგობარი ხარ, მართალია კარგად არ გიცნობდი და მგონია რომ რაღაცას მიმალავ მაგრამ მაინც.
იცი? არ მეგონა ვინმეს ასე თუ დავუახლოვდებოდი, მართლა არ მეგონა, რადგან მე ზოგადად ჩაკეტილი ადამიანი ვარ, მართალია ვარ და ვაღიარებ. მართალი იყავი, ყველაფერში მართალი იყავი და როგორც არ უნდა მინდოდეს რომ ეს ვუარყო, ამას ვერ გავაკეთებ, რადგან შენ მართალი ხარ. ისევ.
მე ხალხისგან ვიმალები, მე ნამდვილ მეს ვკარგავ და ეს მომწონს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მინდა რამე შევცვალო. მე ვერაფერს ვერ შევცვლი, რადგან პირველი გვიანია, მეორე ხალხს ისევ არ და ვერ ვენდობი.
იმედია როდესმე მიხვდები ასე რატომ ვიყავი... რატომ აღარ ვენდობი ხალხს და იმადია ერთ დღეს მეც გამიგებ.
სიყვარულით,
კესი

უკანასკნელ წერილს ვამთავრებ და ყველას კონვერტში ვდებ მაგიდაზე იმისთვის რომ წაიკითხონ. მინდა რომ წაიკითხონ და მინდა იცოდნენ რომ ძალიან მიყვარს, ყველა ძალიან მიყვარს.
თვალებზე ცრემლი მადგება, მაგრამ გადმოსვლის საშუალებას არ ვაძლევ და ისევ ვიკეტები ჩემ თავში და ვიკეთებ ნიღაბს, რომელიც მუდამ თან მაქვს, და რომელიც შემეზარდა.




6.
გუშინდელი დღე მძიმე იყო. საშინელებაა როდესაც შენ მშობლებს უყურებ როგორ ემზადებიან შენი სიკვდილისთვსვის და შენ ვერაფერს ვერ აკეთებ. ვუყურებდი მათ მიმქრალ თვალებს და მოჩვენებით ღიმილს. და ეს საშინლად მტკივნეული იყო.
-როგორ ხარ? -დირექტორი წინ არსაიდან მიჩნდება და მიღიმის. აღელვებული და წაშლილი სახე აქვს. -ყველაფერი მზად არის, ყველას ავუხსენით სიტუაცია, იმედია ყველაფერი კარგად იქნება. -თავს ვუქნევ და ხმას არ ვიღებ, უბრალოდ წინ ვაგრძელებ ყურებას. -ნუ ნერვიულობ. -მხარზე ხელს მადებს და მეც ისევ თავს ვუქნევ.
ადვილია ამის თქმა როდესაც შენ არ კვდები, როდესაც იცი რომ ყველაზე საშინელი გეგმა არ გაქვს მსოფლიო ისტორიაში.
ნინოს უცერემონიოდ ვშორდები და სიარულს ვაგრძელებ. ვიცი, ვგრძნობ რომ ეს დღეს იქნება, ვიცი რომ დღეს სიკვდილი არ ამცდება.
ზარი ირეკება და კლასში ბედნიერი სახით შევდივარ, ყველა თავ-თავის ადგილზე ზის, მარი და ანა კი კედელთან მელოდებიან. როცა მათთან მივდივარ, ღიმილი ყურებამდე ადით და ისევ კლუბის ამბებზე იწყებენ ლაპარაკს, მე კი თავს ვუქნევ და ვეთანხმები. მათ დაკვირვებით ვუყურებ და ვცდილობ ისინი შევისწავლო, მინდა რომ უკანასკნელად ნახვისას ბოლომდე მახსოვდეს ისინი როგორები იყვნენ.
მარის ყავისფერი თმა გაშლილი და ტრადიციულად გაპუწული აქვს, მუხისფერი თვალების გარშემო ფანქარი უსვია, რძისფერ კანზე კი უამრავი ტონალური. თეთრი მაიკა და შავი ჯინსები აცვია, და იღიმის. ვიცი რომ ბედნიერია, ვიცი რომ დიდხანს აღარ იქნება ასე.
ანას კი ღია ყავისფერი თმა დაწნული აქვს და იღიმის. მარისგან განსხვავებით სახეზე არაფერი არ უსვია და პირიქით მგონი ასეც ურჩევნია. ლურჯი ზედა და თეთრი დახეული ჯინსები აცვია და გამწარებული ყვება რაღაცას.
-მოხდა რამე? -კითხულობს მოულოდნელად და თვალებში მიყურებს. -გათიშული ხარ.
-უბრალოდ მეძინება. -უტიფრად ვიტყუები და მხრებს ვიჩეჩ ისინი კი თავს მიქნევენ. ამ დროს კლასში მირანდა (მასწავლებელი) შემოდის და გვაიძულებს ყველანი ჩვენ-ჩვენ ადგილას დავჯდეთ.

***
ჯერ ვგრძნობ, შემდეგ ხმა მესმის და ბოლოს ვხედავ. ზუკა ძირს აგდია და სისხლი სდის, სხვები კი პანიკით არიან მოცუნლი. მირანდა პირდაპირ მე მიყურებს და თავს მიქნევს.
-ბავშვებო ზუკას დაეხმარეთ და დაბლა ჩავდივართ! -იძახის შეძლებისდაგვარად ცივად და ცდილობს არ იღელვოს. -ყველაფერი კარგად იქნება.
-რა ხდება?! -ყვირის გამწარებული მარი და თვალები უცრემლიანდება. ზუკასთან ჩაცუცქული ზის და თვალს არ აშორებს მის ჭრილობას.
-თამაში დაიწყო.-იძახის მირანდა ხმადაბლა და სხვების შეშინებულ მზერას თვალს არიდებს.
-ვისი? -კითხულობს აკანკალებული ხმით ანი და ხელს მკიდებს.
-ჩემი. -ვიძახი და თავს ვხრი. ყველანი ჩემკენ იყურებიან, მე კი მკლავს ვიწევ და ყველას ვანახებ იმას რისი დანახვაც არ უნდათ. ტატუს. -უნდა წავიდე! -ვიძახი ხმამაღლა და კლასიდან გავბივარ.

***
გ უ კ ა
კლასის კარები მოწყვეტით იღება და აწითლებულ კესის აჩენს. გრძელი, თეთრი საროჩკა, შავი ჯინსები და შავი კეტები აცვია, თმა კი გაშლილი აქვს და სახეზე ეწებება.
-დაიწყო. -იძახის და მასწავლებელიც თავს უქნევს, ისე რომ ზედმეტი ახსნა არ ჭირდება. მაგიდასთან მიდის და იქიდან იარაღს იღებს.
-რა ხდება?! -ვკითხულობთ მე და ეკე ერთდროულად და ფეხზე ვხტებით.
-თამაში დაიწყო და მეჩქარება. -იძახის კესი აღელვებული და იღიმის. -ყველანი პირველ სართულზე ჩადით და დაგაკვალიანებენ. -შემდეგ კი მასწავლებლისკენ ტრიალდება და იარაღს იღებს. -P-9... -იძახის მის სახელს ხმადაბლა და იბადრება. -ზუკა დაიჭრა, მაგრამ მეეჭვება სასიკვდილო იყოს, უბრალოდ ექიმი ჭირდება. -მასწავლებელიც თავს უქნევს და კესი კარისკენ მიდის, მაგრამ აჩერებს.
-წარმატებები. -ეუბნება და ეხუტება. კესი თავს უქნევს და კარიდან გარბის, მე კი ვერ ვხვდები რა ხდება.
-რა ხდება? -პირველი ბექა ერკვევა და კითხულობს. -ვისი თამაშია?
-კესისი. -იძახის ხმადაბლა და დაბლა იყურება.-მას ტატუ აქვს... -ამის გაგონება და სამყაროს გაჩერება ერთია. კესის ტატუ აქვს... მას მოკლავენ, ისე რომ მას გადარჩენის შანსიც არ ექნება. -ადექით უსაფრთხო ადგილზე მიგვყავხართ.
***
კ ე ს ი

გამოსაცვლელ ოთახში შევბივარ და გამოცვლას ვიწყებ, ვიცი რომ ცოტა დრო მაქვს და ვიცი რომ ძალიან, ძალიან უნდა ვიჩქარო. პარკს ვხსნი და იქიდან ტანსაცმელს ვიღებ და გამცვლას ვიწყებ. ჩმედა გასაკვირად ტანზე იდეალურად მადგას, ჩემს შარვალს ქამარს ვხსნი და ახალს ვუკეთებ, შავ მაიკას ვიცმევ და სავარცხლით თმას ვივარცხნი რომ მაღლა კუდად ავიწიო.
იარაღების დასამაგრებელში P-9-ს და Glock 21-ს ვიდებ, დანარჩენებს კი ჩანთაში ტყვიების გვერდით ვათავსებ რომ იქ დავაწყო სადაც დამჭირდება. დანას სპეციალურად ვიმაგრებ რომ არ დამივარდეს, შაშხანას კი ჩანთას ვუმაგრებ და აბსოლიტურად ყველა იარაღს ვტენი რომ ნებისმიერ დროს მზად მქონდეს.
სარკეში ვიყურები და უკანასკნელად ვათვალიერებ ჩემ თავს. ვიცი რომ საუკეთესო ტანსაცმელი არ არის, მაგრამ მოსახერხებელი მაინც არის.
კარს ვაღებ და გარეთ გავდივარ, მარტო იმიტომ რომ გაბრაზებული, აცრემლებული და ატირებული ბავშვები დავინახო. პირველი ვინც ჩემთან მორბის მარია და მეხუტება, თან ტირილს იწყებს.
-რატომ არ თქვი? -კითხულობს მისუსტებული ხმით. -რატომ არ გვითხარი?
-უფლება არ მქონდა. -ვიძახი და ნაზად ვიშორებ თავიდან, იარაღებით ვარ ასხმული, ვის გაუგონია ჩახუტება?!
-მეზიზღები! -ეხლა ანი მეხუტება და მგონია რომ ჩემ გაგუდვას ცდილობს. როდესაც ანისაც ვიშორებ თავიდან ხელში ბექა მრჩება, გაბრაზებული და იმედგაცრუებული.
-როგორ მოახერხე? -კითხულობს, ახლოსაც არ მოდის. -როგორ მოახერხე?! -თავს ვაქნევ და ხმას არ ვიღებ. მე ისინი გამოვიწვიე, აი როგორ მოვახერხე.
-უნდა წავიდე. -ვიძახი მანამ სანამ კიდევ ვინმე მოვა ჩემთან და კიბეებზე ავბივარ, რომ გარეთ გავიდე. საათს ვუყურებ, 15 წუთიც აღარ მაქვს, ამიტომ ჩემ გეგმასთან დამშვიდობება მომიწევს.
უკანსაკნელად იყურები უკან და ეზოში გავდივარ, იქ სადაც წესით თამაში იწყება.



7.

ჩემ წინ პატარა, თვითფრინავის სტილის კამერები იწყებენ ფრენას და ეს ერთგვარი გამაფრთხილებელი ნიშანია, რომ მალე უახლოეს ხუთ წუთში თამაშის სასტიკი მსხვერპლი შეიძლება გავხდე.
თავს ვაქნევ და ვიღიმი, კი შეიძლება მათთვის მე შემდეგი მსხვერპლი ვარ, მაგრამ მე ტატუ მაქვს, რაც ნიშნავს რომ ჩემში საფრთხე დაინახეს. და მე ასევე ის გოგო ვარ ვინც მათ საკუთარ მთანჯველ სიკვდილს შეპირდა. მე პირობებს არ ვარღვევ.
გარშემო ვიხედები და უზარმაზარ ეზოს ვზვერავ. ეზოს გვერდით მიტოვებული შენობაა, რომელიც ასევე გამოდგება, გარშემო კი კორპუსები. სტადიონის გარშემო ხეებია, იმის გვერდით კი სკამები, და ღობე. ფრენბურთის სტადიონს კი საწყობი ეფარება.
გასასვლელისკენ ვიყურები, იქამდე ცოცხალმა და უვნებელმა უნდა მივახწიო, ვიცი რომ ლიდერი მიტოვებულ შენობაში იქნება.
საათს ვუყურებ, რომელიც შუშის მინიდან ჩანს. 10 წამი და ყველაფერი დაიწყება.

9...
შეიძლება მოვკვდე... შეიძლება... ვერ გამოვრიცხავ...
8...
შემიძლია უკან გავბრუნდე და დავიმალო, მაგრამ ამას არ გავაკეთებ...
7...
ცისკენ ვიყურები და ვიღიმი... უკანასკნელად შემიძლია ცას შევხედო სუფთა სინდისით...
6...
იარაღს, კერძოდ კი P-9-ს ხელში ვიჭერ და სასროლად ვამზადებ...
5...
ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და თვალებს ვხუჭავ...
4...
სიკვდილი არ მინდა...
3...
არც იმათი მოკვლა არ მსურს, მომიწევს ალტერნატივის პოვნა...
2...
მაგრამ მე შურს მაიც ვიძიებ...
1...
არ დაფასება ჩემი, არ შეიძლება...

ტყვიები წუილით მიდიან ჩემი სახის გარშემო და მაფრთხილებენ, სასაცილოა მეგონა ამასაც არ იზამდნენ, მაგრამ ისინი მე ტანჯვას შემპირდნენ, ჩემი აქვე მოკვლა კი არ გამოვიდოდა. იმ მიმართულებით ვიყურები, საიდანაც ტყვიები მოდის და სირბილს ვიწყებ, თუ საწყობს ამოვეფარები, მაშინ სროლასაც შევძლებ, მაგრამ მარტო ხუთი წამით მექნება იქ დარჩენის შესაძლებლობა.
საწყობთან მივბივარ და ვეფარები, რომ სამიზნე კარგად ავირჩიო. იარაღს ვწევ და ვისვრი, თან გულში ვლოცულობ.

***
გ უ კ ა

ეკრანს თვალს ვერ ვაშორებ და ვუყურებ კესის, რომელიც ცდილობს რომ ყველანაირად აიცილოს თითოეული ტყვია. სირბილს იწყებს და საწყობის უკან იმალება, თან იარაღი გულში აქვს მიხუტებული. თავს გარეთ წევს და თითქოს რაღაცის დამახსოვრებას ცდილოს, შემდეგ კი ისევ იმალება, მაგრამ იმ განსხავებით რომ ორ წამზე ნაკლებ დროში ისევ იხედება და წინასგან განსხვავებით იმ მიმართულებით ისვრის, საიდანაც ტყვიები მოდიან.
ერთი წამი უსასრულდ გრძელდება და მგონია რომ კესიმ მიზანს ააცილა, მაგრამ მოულოდნელად ჰაერში ლურჯი მაშხალა ადის. ყველანი სუნთქვას ვიკრავთ, ლურჯი მაშხალა პირველად არის ასული, და ამით ის უკვე ისტორიაში შედის. ადამიანი, რომელმაც ჰაერშ ლურჯი მაშხალა აუშვა, მაშინ როდესაც სხვებმა მხოლოდ მწვანე შეძლეს.
ლურჯი მაშხალა ნიშნავს რომ ვიღაც სასიკვდილოთ დაჭრა და სასწრაფოდ დახმარება რომ არ მიიღოს მოკვდება.
ეკრანზე დაჭრილი მონადირე ჩნდება და თვალები მიდიდება. ასეთი საშნელება არასდროს არ მინახავს. შავ მასკიანი, და შავ თანსაცმელში გამოწყობილი, ბიჭი სახურავზე აგდია და მის გარშემო სისხლის გუბურა დგას. მკერდის არეშია დაჭრილი, გული თუ არა, მაშინ ფილტვი აქვს საკმაოდ ცუდად დაზიანებული და ერთ-ერთი ვენა ალბათ...
ეკრანზე ისევ კესი ჩნდება, დაბნეული სახით, მაგრამ მაინც იღიმის. თითქოს უხარია კიდეც რომ ასე მოხდა, უხარია რომ ადამიანი სასიკვდილოდ გაწირა.
-იღიმის? -კითხულობს ბექა ჩემ გვერდით და ნიკა თავს უქნევს. -რატომ იღიმის?
-არ ვიცი. -ამოხვნეშით ვპასუხობ და თავს ვაქნევ, მზერა ისევ ეკრანებზე გადამაქვს, სადაც კესი იღიმის და დაბნეულობით გამოწვეულ "შესვენებას" იყენებს იმისთვის რომ იარაღში ტყვიები ჩადოს და ყველაფერი გადაამოწმოს.
-საიდან იცის იარაღის ასე მოხმარება? -ვკითხულობ და ეკრანს ვაკვირდები.
-არ ვიცი. -იძახის ნიკა მხრების აჩეჩვით და ბექასკენ იყურება, რომელიც თავს აქნევს.
კესი, კიდევ რა საიდუმლოებებს მალავ?


***
წითელ, ტყავის საგორავებელ სკამში ჩამჯდარი, ჩვიდმეწლისიოდე ბიჭი ეკრანს დაკვირვებით უყურებს და ცდილობს შეისწავლოს ის გოგო ვინც თამაშობს.

კესი, 16. ტატუირებული.

მისი სახელი უკვე რამდენჯერმე უხსენეს და ყველა შემთხვევაში ის როგორც მებრძოლი ისე დაახასიათეს. ყოველთვის ეგონა რომ ესეც ერთ-ერთი იმათგანი იყო ვინც ბევრს ტრაბახობდა, მაგრამ არასდროს არაფერს არ აკეთებდა.
მაგრამ როდესაც ბიჭებს მისი მოტაცება და ტატუს გაკეთება დაავალა, არ ელოდა რომ მოვლენები ასე შემოტრიალდებოდა. არ ეგონა, რომ უცნაური წითური გოგონა ბედნიერი იქნებოდა იმით რომ თამაშში მოხვდა.
მაინც ვინ არის?
ეს ფიქრი უტრიალებდა თავში და ვერ ხვდებოდა რატომ დაემუქრა მათ მოკვლით. ამ მუქარის გამო გადაწყვიტა მისი წერილით დაშინება, მაგრამ როგორც ჩანს არც ეს არ გამოუვიდა, რაც კიდევ უფრო აკვირვებდა. ბოლო ოთხი მანძილზე არ ყოფილა არავინ, მისი ოჯახის წევრებიც კი ვისი დაშინებაც ვერ მოუხერხებია. ეს გოგო კი მისთვის ნამდვილი გამოცანა იყო, რომელსაც ვერ ხსნიდა.
და ახლაც როდესაც თამაშის ისტორიის მანძილზე, ვიღაცამ პირველად, და სავარაუდოდ უკანასკნელად მოახერხა მონადირის, სპეციალურად გაწრთვნილი მკვლელის, სასიკვდილოდ დაჭრა, ამ გოგოზე ფიქრი წამითაც აღარ შორდება. ბეკრანზე კესი ჩანს და უყურებს სადისტურად როგორ იღიმის.
-რაზე ფიქრობ? -ქერა თმიანი, და ტყისფერ-თვალებიანი ბიჭი წინ უდგება და უღიმის. -არავინ არ მოელოდა ხო ამას? -კითხულობს და თავით ეკრანისკენ ანიშნებს, სადაც კესი იარაღებს ტენის და შემდეგი დარტყმისთვის ელოდება.
-თან არ ისვრის სანამ დაჭრილს უვლიან. -იძახის სავარძელში მოკალათებული ბიჭი და ისევ კესისკენ იხედება. -ამ დროს აქვს შესაძლებლობა ვინმე მოკლას.
-ეგ არ უნდა. -იძახის ქერა და იმ წამსვე ასწორებს ნათქვამს. -უფრო სწორად, არ უნდა რომ თამაში მალე დამთავრდეს და რომ არ აწამოს მონადირეები. თუ ახლა ისვრის, ის მოადირეც მოკვდება ვინც დაჭრა, მას კი მისი წამება უნდა.
-ალბათ. -პასუხობს სავარძელში მოკალათებული და ისევ ეკრანისკენ იყურება. -ამ ღიმილით სადისტურად გამოიყურება. თითქოს კმაყოფილია იმით რაც ხდება, და უხარია.
-ვინმეს ხომ არ გახსენებს? -იძახის ქერა და ბიჭისკენ იყურება, რომელიც კითხვის ნიშნის გამოსახატავად წარბებს მაღლა წევს. -შენ გგავს, შენც მასე იყავი თავიდან, ახლაც ხანდახან. ამიტომ მორჩი მის განსხას, ჩვენ მას მეგობარი მოვუკალით, თან არა ერთი.
-რას გულისხმობ? -კითხულობს ბიჭი და ეკრანიდან მზერა ისევ ქერაზე გადააქვს და შემდეგ ისევ ეკრანს უყურებს.
-ნინი, ბოლოს ვინც იყო. -იძახის ქერა და შემდეგ საიდანღაც ფურცელს იღებს, სადაც სამი სახელი წერია. -ხო, ნინი, კიდევ ვიღაც სალო და ტასო. -იძახის და თან თავს აქნევს. -ერთი მოდელი იყო, მეორე მუსიკოსი.
-როგორ მოხდა რომ მუსიკოსებზე გადავედით? -კითხულობს ბიჭი და წარბებს მაღლა წევს. -და როდის მოხდა? -თვალებს კესის არ აშორებს, რომელიც გამწარებულ ტყვიებს იცილეს, რომლებიც პირდაპირ თავში და გულშია დამიზნებული. სირბილისგან სახე აწითლებული აქვს, მაგრამ თვალები უმეტყველო და ცივი რჩება.
-როდესაც არავინ არ იყო და ლატარიის პრინციპით ვარჩევდით. -იძახის ქერა მხრების აჩეჩვით. -და რაც შეეხება ნინის, ეგ შენც იცი.
-ხო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მისი სიკვდილი უშედეგო იყო. -იძახის ბიჭი მხრების აჩეჩვით. -ის მაინც არ გამოჩნდა. არადა ყველაფერი მის გამოსაჩენად გავაკეთეთ. ის ისევ იმალება და იმის მაგივრად, შურისძიებით გადარეული მანიაკი გვყავს.
-ასეთებს არ ვეძებთ? -კითხულობს ქერა და მხრებს იჩეჩს. ისიც კესის უყურებს რომელიც, ერთ-ერთი წიწვოვანი ხის ტანს ეფარება, სტადიონის გარშემო რომ დგას და რამდენიმე ტყვიას ისვრის.
ამჯერად ჰაერში ორი მაშხალა ადის, ერთი ლურჯი, მეორე მწვანე.
ბიჭი ფეხზე დგება, ქერა კი წინ იწევა და ეკრანს გაკვირვებულები უყურებენ. ვერავინ, ვერავინ ვერ შეძლო ერთ თამაშზე პირველ ნახევარ საათში სამი მაშხალის გაშვება, აქედან ორი ლურჯის.
-ასეთებს, არა! -იძახის ბიჭი გამწარებული და სკამზე ჯდება, ეკრანზე კი ორი დაჭრილი მონადირე ჩნდება. ერთს მუცლის არეში სამი ტყვია აქვს ჩარჭობილი, და სისხლისგან სწრაფად იცლება. მეორე კი მარჯვენა ხელში არის დაჭრილი, იქიდან საიდანაც ისროდა.
-როგორ ახერხებს ასე ზუსტად სროლას? -კითხულობს ქერა და კესის დაძაბულ სახეს აჩერდება. -ის სამიზნეს წესიერად ვერც კი ხედავს.
-მასზე რა ინფორმაცია გვაქვს? -კითხულობს ბიჭი, ისე რომ ქერას კითხვას ყურადღებასაც არ აქცევს.
-თითქმის არაფერი. -იძახის ქერა ჩურჩულით. -ვიცით რომ არის 16 წლის, სწავლობს მე-10 კლასში, მოვკალით მისი სამი საუკეთესო მეგობარი, შეყვარებული არ ყავს. განსაკუთრებული არაფერი, ან არავინ. ის ელიტის წევრად არ ითვლებოდა.
-ამ დროს ის არის მგონი ერთადერთი ელიტა. -ჩურჩულით ამბობს ბიჭი და გაბრაზებული თვალებით ქერას უყურებს. -შეგიძლია ამიხსნა, ასე ცოტა ინფორმაცია რატომ გვაქვს?!
-მეტი არ იყო არაფერი! -იძახის გაღიზიანებული ქერა. -ჩემით ვეძებდი დამატებით რამეს, მაგრამ არაფერი! ვინ იფიქრებდა რომ საიდუმლოდ სნაიპერია!
ბიჭი თავს აქნევს და ისევ ეკრანს უბრუნდება. თავში უამრავი აზრი უტრიალებს, მაგრამ არც ერთი არ არის ნორმალური და ლოგიკური საიმისოდ რომ ამ გოგოზე პასუხი გასცეს. ის მისთის ისევ ამოუცნობ ამოცანად რჩება.


***
კ ე ს ი

გარშემო ვიყურები, მაგრამ ვერავის ვერ ვხედავ. ნახევარი საათი გავიდა, სამი მაშხალა, აქედან ორი ლურჯი და ერთი მწვანე, არც ერთი წითელი. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი. არ ვიცი გამიხახრდეს თუ მეწყინოს. იარაღს ვტენი და ღრმად ვისუნთქავ, ლიდერი უნდა ვიპოვო.
ხეს ვშორდები თუ არა ჩემი მიმართულებით ასობით ტყვია იწყებს გამოფრენას, ამიტომ ისევ ხეს ვეფარები და ვგრძნობ როგორ ვიბრირებს ტყვიების შეხვედრისას. მაგრამ უმეტესობა მაინც ჩვენ ირგვლივ მიფრინავს.
ისინი მზად არიან მომკლან, ისე რომ ლიდერს ამის გაკეთება არ აცალონ.
სირბილს ვიწყებ და ისევ საწყობს ვეფარები, მაგრამ ჩემ გარშემო ნაბიჯების ხმა მესმის, უკან ვტრიალდები მარტო იმიტომ რომ თოფის ლულას წავაწყდე, რომელიც პირდაპირ ჩემკენ არის დამიზნებული. დრო არ მაქვს, უნდა ვიჩქარო, ისე ვისვრი რომ არც ვიყურები და ვერც ვუმიზნებ. სხეული უსულოდ და მძორივით ვარდება ასფალტზე და ჰაერში იმ წამსვე წითელი მაშხალა ადის.

***
ეს შეუძლებელია...
ერთადერთი ეს ფიქრი უტრიალებდა თავში ბიჭს როდესაც ჰაერში წითელი მაშხალა ავარდა. ერთ დღეში სამივე მაშხალა გაისროელეს და ეს ყველაფერი ერთ საათზე ნაკლებ დროში.
-უბრძანე რომ სრული მობილიზება იყოს! -იწყებს ბრძანებების გაცემას და დაბნეული ქერაც თავს უქნევს. -ელიტის წევრები გაგზავნე, ყველა გაგზავნე და მისი დაჭრა მაინც ცადეთ!
-ეს შეუძლებელია... -იძახის ხმადაბლა როგორც კი ქერა ოთახიდან გადის და ისევ მარტო რჩება. თავის ტყავის სავარძელში ბრუნდება და ეკრანს შეძრწუნებული უყურებს. არასდროს, არასდროს არ ყოფილა შემთხვევა როდესაც მისი მეგობარი მომკვდარიყო, ახლა კი როდესაც ეს გრძნობა თავის თავზე იგემა საშინელი რისხვა დაეუფლა.
აი თურმე როგორი გრძნობაა, როდესაც მეგობარს კარგავ...
ეს ფიქრი არ ასვენებდა, და აიძულებდა გოგოსადმი რისხვა თანაგრძნობაში გადაზრდილიყო.

***
კ ე ს ი
ერთ ადგილზე გაშეშებული ვარ და ჩემ წინ მყოფ გვამს ვუყურებ. მე ეს გავაკეთე... მე მოვკალი. მეგონა რომ როდესაც ამას გავაკეთებდი, კმაყოფილების სურვილი დამეფლებოდა, მაგრამ ასე არ ხდება. მუხლებზე ვვარდები და გული მერევა. მთელი სხეული მიკანკალებს და მუხლები ზედმეტად სუსტად მაქვს იმისთვის რომ ფეხზე ავდგე.
მე ადამიანი მოვკალი...
თვალები ცრემლით მევსება და პირს სახელოთი ვიწმენდ, თვალებს კი მეორე ხელით. არაუშავს, მე ადამიანი მოვკალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ამიტომ მეც უნდა მოვკვდე. იარაღს ვიღებ და სიარულს ვაგრძელებ. გარშემო ყველაფერი დადუმებულია, ყურებში კი საკუთარი სისხლის შხუილი მესმის.
გარშემო სიწყნარეა, განაცრისფრებული სიწყნარე. ვგრძნობ ადამიანებს ჩემ გარშემო, მაგრამ ვერ ვხედავ. ყურთან კი ტყვია მიფრინავს და ჩემ გვერდით ასფალტში ერჭობა. არც მე არ ვაყოვნებ და იმავე მიმართულებით ვისვრი, ჰაერში კი კიდევ ერთი მწვანე მაშხალა ადის.
სულ ხუთია. ორი მწვანე, ორი ლურჯი და ერთი წითელი.
P-9-ს ძირს ვაგრდებ, რადგან მისი ტყვიები ბოლომდე დავხარჯე. სხვა გზა აღარ მაქვს, სხვა იარაღი უნდა ავიღო. ხელს ვწევ რომ Glock 21 გავამზადო, მაგრამ მიყოლებით მყოფ ადგილებიდან ტყვიების წვიმა მოდის, მე კი ისევ ახლომახლო მყოფ ერთ-ერთი ხის უკან ვიმალები. თითქოს ამას მოელოდნენ ტყვიები მეორე მხრიდანაც მოდის. და მოულოდნელად ოტხივე მხრიდან ტყვიების წვიმა იწყება.
სხვა გზა არ მაქვს, შაშხანა უნდა ავიღო. TAR-21-ს ვიღებ და ყველა მიმართულებით ვიწყებ სროლას, მაგრამ ამ პროცესში მეც ვიჭრები.
ჰაერში ერთ დროულად რამდენიმე, სხვადასხვაფერის მაშხალა ადის და თვალები მიდიდება როდესაც ვითვლი.
სამი ლურჯი, ხუთი მწვანე და ორი წითელი.
მე კიდევ ორი ადამიანი მოვკალი. ვგრძნობ გული ისევ როგორ მერევა, მაგრამ სანამ რწყევის საშუალება მომეცემა ტყვიების ახალი ნაკადი იწყება, რასაც არც მე ჩამოვრჩები და სროლას თავიდან ვიწყებ. ხის გარშემო ვტრიალებ და ვისვრი, ჰაერში კი ერთმანეთის მიყოლებით მიდიან ლურჯ-მწვანე მაშხალები. მაგრამ მე არ ვჩერდები, არც მაშინ არ ვჩერდები, როდესაც სისხლდენა მიძლიერდება, და არც მაშინ არ ვჩერდები როდესაც ისინი სროლას წყვეტენ. ბოლოს კი ტყვიები მიტავდება და ცივ ასფალტზე მოწყვეტით ვვარდები. შაშხანას ტყვიებით ვავსებ და ვტენი, შემდეგ კი ჭრილობებს ვუყურებ.
ორი წუთი მაქვს, ვიცი რომ ისინიც იგივე დღეში არიან. მარჯვენა მხარში, მარჯვენა ფეხში და მუცელში ვარ დაჭრილი. პერანს ბოლოებს ვახევ და ჭრილობებს ვიხვევ. ასე თუ გაგრძელდება, მაიკიდან არაფერი აღარ დარჩება.
თავს ვაქნევ და ღრმად სუნთქვას ვიწყებ. თვალებს ვხუჭავ და წამით ვივიწყებ თუ სად ვარ, მაგრამ უცებვე ვახელ და ისევ სრულ მზადყოფნაში ვარ.
თვალები ისევ ცრემლებით მევსება და მაშხალების თვალას ვიწყებ. მთლიანობაში 20 გამოვიდა.
სამი წითელი. ათი მწვანე და შვიდი ლურჯი.
მე სამი ადამიანი მოვკალი, შვიდი კი სასიკვდილოდ გავწირე. მაგარია, ამაზე უკეთეს ვერც ვინატრებდი.
კამერები ჩემ წინ დაფრინავე და ვღიზიანდები. არ შეუძლიათ ერთი წამით მაინც დამტოვონ მარტო? აღარ მინდა რომ ყველა მიყურებდეს. გარშემო ვიყურები, ათამდე ასეთი კამერა იქნება აქ, ამიტომ ერთი დაკარგვა არაფერს უზამთ. ჩემ წინ მყოფ კამერას ვუღიმი და ტყვიეს ვესვრი, ის კი ჰაერშივე ფეთქდება.

***
ბ ე ქ ა
ეკრანს თვალს ვერ ვაშორებ და ვუყურებ აცრემლებულ კესის. ის პირველია ისტორიის მანძილზე ვინც შეძლო და ჰაერში 20 მასხალა აუშვა, აქედან სამი წითელი და შვიდი ლურჯი. არავის, არავის არ გამოსვლია ამ ფერიდან რომელიმეს, ერთის გაშვება მაინც. მან კი ორივესი შეძლო, თან საკმაოდ ბევრის.
მან ადამიანი მოკლა, უფრო სწორად ადამიანები. კესიმ, ადამიანმა რომელსაც ჭიანჭველის მოკვლაც არ შეეძლო, მოკლა სამი ადამიანი. შვიდი კი სასიკვდილოდ გაწირა, ეს ყველაფერი კი თვალის დაუხამხამებლად გააკეთა. ახლა კი ზის და ცდილობს რომ ცრემლები შეიკავოს. ყველანაირი კესი ნანახი მყავს, მაგრამ არა ასეთი. არც კი ვიცოდი ასეთი თუ არსებობდა.
მაგრამ ამ თამაშს რომ ვუყურებ ვრწმუნდები რომ კესის, ნამდვილ კესის არც კი ვიცნობდი. საიდან იცის კესიმ, რომელსაც მე ვიცნობ სროლა, იარაღის გადატენვა და ადამიანის მოკვლა? საიდან გაქხდა ტატუირებული კესი, რომელსაც მე ვიცნობდი? ან საერთოდ ვიცნობ კი მე კესის?
მოულოდნელად ის იღიმება და იარაღს იღებს და კამერას ესვრის. ეკრანზე იმ წამსვე სხვა კამერიდან გადაღებული ჩნდება და ჩანს თუ როგორ ფეთქდება კამერა ჰაერშივე, კესი კი უბრალოდ იღიმის.
რა დაემართა გოგოს რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო?

***
მ ა რ ი
ეკრანს თვალს ვერ ვაშორებ და არ მჯერა რომ კესიმ ადამიანი მოკლა. არ ამტყუნებ, პირიქთ კარგად მოიქცა რომ გადარჩა, მაგრამ არ მოველოდი. ამას ნამდვილად არ მოველოდი.
ანას ხელს ვკიდებ და ისე ვაგრძელებ ყურებას. კესი ხის ძირში ზის და წინ იყურება, მაგრამ თავისი გრძელი და უცნაური თოფი აქვს ჩაბღუჯული და ხელს არ უშვებს. ეკრანზე მონადირეები ჩნდებიან, რომლებიც თავიანთ დაჭრილებს უვლიან და ცდილობენ რომ სიცოცხლე შეუნარჩუნონ. ერთ-ერთი რაციაში ლაპარაკობს და დახმარებას ითხოვს, იქიდან კი თანხმობა მოდით და ისინიც იცდიან.
არ მეგონა როდესმე ეს დღე თუ დადგდებოდა, მითუმეტეს თუ კესი იქნებოდა ადამიანი ვინც მონადირეებს ასე შეაშინებდა. ანასკენ ვიყურები, რომელიც ბოლომდეა შთანთქმული თამაშში და მონადირეებს აკვირდება. ყვეა გასისხლიანებულია. მხოლოდ ერთი კაცი არის დარჩენილი მთელი და უვნებელი და როგორც ჩანს ყველა მას უფრთხილდება. ეს ის უნდა იყოს, ჯგუფის ლიდერი.
დახმარებისთვის მალე მოდიან, და სახურავზე საკაცეებით ამორბიან. ორმოცდაათამდე მონადირე უნდა იყოს, მაგრამ უმრავლესობა დაჭრილებისთვის მოვიდნენ და ნელა, ფრთხილად საკაცეებით გადაყავთ. იმათ კი ვისაც სიარული შეუძლიათ უკან ფრთხილად მიყვებიან. ძველ რაზმს ახალი ცვლის, ოღონდ ამ ჯერად უფრო ძლიერი და უფრო კვალიფიცირებული. ცივ-სისხლიანი მკვლელები.
კეს, იმედია გადარჩები.

***
სახურავზე შეკრებილი ახალ მოსული მონადირეებისგან ერთ-ერთი, რომელიც რაზმის უფრო უნდა იყოს ლიდერთან მიდის და თვალებში უყურებს.
-რას ვაპირებთ? -კითხულობს ახალ მისული და ლიდერს თვალებში უყურებს. -არ მინდა რომ ჩემიანებიც მოკვდნენ. უფროსმა თქვა რომ მეტს ვეღარ გამოუშვებდნენ. ამიტომ გეგმა მოიფიქრე.
-თქვენ გამოგიშვათ? -კითხულობს ლიდერი და თავს უქნევს. -წესით საკმარისი უნდა იყოს. ისიც დაღლილია და მეეჭვება საკმარისი ტყვიები ქონდეს დარჩენილი, ან ყველა იარაღის მოხმარება იცოდეს.
-რას ვაპირებთ? -ბიჭი კითხვას უმეორებს, მაგრამ ამ ჯერად შედარებით მკაცრი ტონით.
-ახლო ბრძოლაზე გადავალთ. -პასუხობს ლიდერი ხმადაბლა და თვალებში უყურებს. -ალყაში უნდა მოვაქციოთ, თან გავიფანტოთ, მაგრამ ვიღაცეები მაღლაც დავტოვოთ. შეტევა კი ერთად დავიწყოთ.
-არ გამოვა. -იძახის ბიჭი და თავს აქნევს. -წეღან უკეთესი გეგმა გქონდათ, ზევიდან სროლას ვგულისხმობ, მაგრამ ის მაინც ცოცხალია, ამიტომ ეგ უფრო არ გაჭრის, ჯობია მორიგეობით იყოს. -ბიჭი ისუნთქავს და აგრძელებს. -ჯერ მაღლიდან დაიწყოს შეტევა და როდესაც ეგონება რომ დამთავრდა, მერე უკვე ქვევით მყოფნი მიხედავენ, თქვენ კი მაღლა დაელოდებით, ამოსვლას საერთოდ თუ მოახერხებს. -ლიდერი პირს აღებს რომ რაღაც თქვას, მაგრამ ბიჭი უხეშად აწყვეტინებს. -ბრძანება იყო პირდაპირ მოგვეკლა, როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა, დალოდების გარეშე.

8.
არ ვიცი რატომ მაგრამ ვგრძნობ რომ მალე ყველაფერი თავიდან დაიწყება. დაღლილი ფეხზე ვდგები და იარაღს ვიმარჯვებ. ამას ვაკეთებ თუ არა იმავე ადგილიდან სროლა იწყება. მეც იგივეს ვიწყებ, მაგრამ ჰაერში არც ერთი მაშხალა აღარ ადის. სამწუხაროა, თითქმის მივეჩვიე კიდევაც მათ დამაყრუებელ ხმას. უფრო დაკვირვებით ვიწყებ ყურებას და მხოლოდ მათ თავებს ვხედავ, ისინი ძირს წვანან! მაგრამ ასე ხომ მათ მოვკლავ...
ერთ-ერთი ტყვია მარცხენა მხარში მხვდება და საშინელი ტკივილი მთელ სხეულში მივლის. თუ მასე უნდათ დაი იყოს მათი წესების მიხედვით. სროლას ვიწყებ და ჰაერში წითელი მაშხალები ადის. ამას არავინ არ მოელოდა, ვიცი რომ ამას არ მოელოდნენ. ერთი-მეორეს მიყოლებით ფეხზე დგებიან და ჩამუხლულები აგრძელებენ სიარულს, მე კი სროლას ვაგრძელებ, ჰაერში კი ფერად-ფერადი მაშხალები ვარდება. მე ხალხს ვჭრი, ვკლავ და სასიკვდილოდ ვწირავ. და ამ დროს ნამუსი აღარ მაწუხებს.
როდესაც მაღლიდან სროლა წყდება ეზოს სხვადასხვა ადგილიდან იწყება და ადბნეული აქეთ იქით ვისვრი, მაგრამ ვიცი რომ ვერავის ვერ გავარტყავ.
ცა მაშხალებისგან და კვამლისგან იწმინდება და ისევ ვხედავ ლურჯ ნაგლეჯს, მანამ სანამ კიდევ ერთი ტყვია მომხვდება მარცხენა ბარძაყში და ჩამუხვლას მაიძულებს.
მე ვერ მოვკვდები. იმდენი რაღაც დამრჩა გასაკეთებელი, იმდენი რაღაც მაქვს გამომსასწორებელი რომ ასე უბრალოდ ვერ წავალ.
შაშხანას ვიღებ და ჩამუხლული ვაგრძელებ სროლას, ამ ჯერად მიზანს აღარ ვაცილებ.

***
სავარძელში მჯდარი ბიჭი ეკრანს თვალს არ აშორებს და გაშტერებული უყურებს რიცხვს, რომელიც მასხალების რაოდენობას ანახებს. ასეთი რამე არასდროს არ მომხდარა.
მთლიანობაში 35 მაშხალა გაისროლეს.
9... არა...10 წითელი. 15 ლურჯი და 10 მწვანე.
ის ხალხს აღარ ინდობს და მზად არის ყველა მოკლას ვინც წინ დაუდგება.

ბიჭი თავს აქნევს და ეკრანს შეწუხებული სახით უყურებს. არ იცის რა ქნას, არ უნდა რომ კიდევ ვინმე მოაკლდეს მის ჯგუფს, მაგრამ თამაშს ვერ შეწყვეტს, ამის უფლება არ აქვს. სხვებს ასე ვერ გაწირავს, მაგრამ თუ კიდევ გაგრძელდება თამაში სხვები აღარც დარჩება. ორი საათი გავიდა, 35 მაშხალა გაისროლეს, გოგო კი სროლას აგრძელებს.
როგორ შეუძლია ასე დაჭრილმა სხვების მოკვლა აგრძელოს, ისე რომ ტკივილს ყურადღება არ მიაქციოს?
-ნახე ახალი შედეგები?! -ოთახში ქერა შემორბის, სახე აწითლებული და აღელვებული აქვს. -ასე ვეღარ გაგრძელდება. გაგზავნილებიდან ხუთი კაცი დარჩა უვნებელი და კიდევ ჯგუფის ლიდერი.
ბიჭი თავს უქნევს, ისე რომ ეკრანს თვალს არ აშორებს.

***
კ ე ს ი
ფეხზე გაჭირვებით ვდგები და სირბილს ვიწყებ, ლიდერი უნდა ვიპოვო და დავასრულო ეს სასაკლაო. მივბივარ და გზადაგზა რაზმის დარჩენილ წევრებსაც ვჭრი, ჰაერში ხუთი ლურჯი მაშხალა მიფრინავს. მორჩა, წესით მარტო ლიდერი უნდა იყოს დარჩენილი. ეზოდან გავბივარ და ტყიებს ვიშორებ, რომელებიც მაღლიდან მოდის. არცერთ იარაღში ტყვია აღარ დამრჩა. არცერთში, Jericho 941-ში მყოფი ორი ტყვიის გარდა, რომელსაც ასე ვეღარ გავწირავ. ვიცი რომ ლიდერი კარგად იქნება დამალული და დაცული.
კიბეებზე რაც შემიძლია სწრაფად ავბივარ, კამერა კი უკან მომყვება, ერთი გვერდიდან მიღებს ერთი კი წინიდან. მე კი სისხლისგან ნელ-ნელა ვიცლები. მაგრამ ამას ყურადრებას ვერ მივაქცევ. ვერ მივაქცევ ყურადღებას მტანჯველ ტკივილს.
-აღარ შემიძლია! -ვყვირივარ და ვჩერდები. მაიკის დარჩენილ ნაწილსაც ვიგლიჯავ და ბარძაყის და მხრის გარშემო ვიხვევ რომ სისხლის ღვრა შევაჩერო. მაიკისგან კი პატარა ნაგლეჯია დარჩენილი.
კიბეებზე სირბილს ვაგრძელებ და თან გზადაგზა ვლანძღავ ამის ამშენებელს. ვინ გამოიგონა ამდენი ბასრი კიბე?!
როცა სახურავის კარებს ვაღებ მშვიდად და ბედნიერად ვისუნთქავ. ახლა ვეღარ წავაგებ, ამდენი რამის შემდეგ ვერ წავაგებ. კარებს ვაღებ, მაგრამ იმ წამსვე ვკეტავ, როგორც კი ჩემკენ მომავალ ტყვიებს ვხედავ. ერთი კიბით დაბლა ჩავდივარ და კიბეებზე ვწვები, რომ კარიდან გამოხწეულ ტყვიებს დავემალო, სხვა გზა აღარ მრჩება მეც უნდა ვესროლო. ერთ ტყვიას ვაცილებ, მეორეს კი მარჯვენა ფეხში ვახვედრებ. კარგია, იკოჭლებს მაინც.
როცა სროლას წყვეტს ფეხზე ვდგები და გარეთ გავდივარ, მაგრამ გვერდიდან იმ წამსვე ის მეჯახება და ზედ მაჯდება, სახეში მუშტების ტყრმას იწყებს, მე კი ვცდილობ რომ გავაჩერო, მაგრამ ის ჩემზე ძლიერია, თან მძიმე. ცარიელ იარაღს ვიღებ და თავში ვურტყავ. დარტყმისგან უკან ვარდება და მის მოშორებას ვახერხებ, მაგრამ როგორც ვიმედოვნებდი ისე არ ხდება და გული არ მისდის დარტყმისგან. პირიქით უფრო გაბრაზებული, თავ გატეხილი იწყებს ჩემკენ სიარულს, მე კი რადგან წასასვლელი არსად მაქვს, უკან უკან მივდივარ. წესით თამაში უკვე უნდა დამთავრდეს, მაგრამ რატომღაც არავინ არ ჩქარობს დამთავრებას.
ბიჭი ჩემკენ გამწარებული და გაბრაზებული მორბის, მე კიდევ გვერდზე ვიწევი და ძირს ვგორავ. ფეხზე ძლივს ვდგები როდესაც ის მეჯახება და ისევ იგივე პოზიციაში ვართ, მაგრამ ამ ჯერად, მე იარაღი აღარ მაქვს რომ ჩავარტყა.
-მზად ხარ სიკვდილისთვის? -კითხულოს და მუშტს მიღერებს. თავს ვაქნევ გამწარებული და დასამაგრებელზე არსებული, უსისხლო და სუფთა დანა მახსენდება, რომელიც ერთხელაც კი არ გამომიყენებია.
-დღეს სიკვდილი არ მიწერია. -ვიძახი ბედნიერი სახით და სანამ აზრზე მოსვლას მოახერხებს დანას ვიღებ და ორივე ხელში ვჭრი, შემდეგ კი მუცელში ვუყრი.
გაფითრებული, გაკვირვებული თვალები აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ სახეც მასეთი აქვს. ინფაქტისგან უკან ვარდება და მშორდება, ჰაერში კი დიდხანს ნანატრი იასამნისფერი მაშხალა ვარდება, რაც ჩემ გამარჯებას ნიშნავს, მაგრამ მასთან ერთად ჰაერში ლურჯიც ადის, რაც ნიშნავს რომ ეს ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.
ფეხზე ვდგები და მასთან მივიდვარ, მის მაიკას ვიღებ და შუაზე ვხევ, ის კი თვალებს ძლივს-ძლივობით ახელს და გაკვირვებული მიყურებს, როდესაც მისი ჭრილობის შემოხვევას ვიწყებ რომ სისხლისგან არ დაიცალოს. მასკას ფრთხილად ვხდნი რომ თავისუფლად სუნთქა შეძლოს, მაგრამ ამავდროულად გარშემო მყოფ კამერებს ვანადგურებ რომ მისი სახე არ დაინახონ. ხელებზეც ვუხვევ ჭრილობას და რადგან მისი მაიკა აღარ მყოფნის, ჩემი ზედის ნარჩენებსაც ვიხდი და თავს ვუხვევ.
-გირჩევნია არ მოკვდე. -ვიძახი ხმადაბლა და თავს დაბლა ვხრი.
-რა...ტომ? -კითხულობს ჩუმად და ნაწყვეტ-ნაწყვეტ. მისკენ ვიყურები და წარბებს მაღლა ვწევ, მაგრამ შემდეგ მეღიმება.
-იმიტომ რომ არ მინდა კიდევ ერთი ადამიანი მოვკლა. -ვიძახი ხმადაბლა ის კი იღიმის. პირს აღებს რომ რაღაც მითხრას მაგრამ ხველება უტყდება და სისხლს აფურთხებს. -ჩუმად იყავი და ისუნთქე. -ვიძახი და ისიც თავს მიქნევს. -ბოდიში. -ვიძახი ხმადაბლა და მთელი დღის მანძილზე პირველად ვაძლევ ცრემლებს იმის უფლებას რომ ჩამოედინონ. -ძალით არ მინდოდა, არც შენი და არც იმათი ასეთ დღეში ჩაგდება...
-შენ...ის...ისინი...არ...მო...გი...კლავს... -იძახის ნაწყვეტ-ნაწყვეტ და იღიმის, სისხლიანი კბილები უჩანს და უფრო ცუდად ვხდები. -შენ...ისინი...უიმედო...მდგო...მა...რეო...ბა...მდე მიი...ყვანე... -იძახის და ხველას აგრძელებს,მე კი მის გაჩუმებას უშედეგოდ ვცდილობ. ჩემ გარშემო არსაიდან ექიმები ჩნდებიან და მის საკაცეზე გადაყვანას იწყებენ.
-რას გულისხმობს? -ვკითხულობ და ერთ-ერთ ექიმს ვაჩერებ. ის კი მიყურებს, ოდნავ შეშინებული, მაგრამ თვალს მაინც არ მაშორებს, შემდეგ კი მზერა ჩემ ჭრილობებზე გადააქვს.
-დაჯექი, ცუდად გამოიყურები. -იძახის და მსვავს. ნიღაბის გამო ვერ ვხვდები რამდენი წლის უნდა იყოს, მაგრამ ვიცი რომ ჩემზე ძალიან დიდი არ უნდა იყოს. ცისფერი თვალები აქვს და ისე მიყურებს თითქოს გადავრჩები თუ არა მართლა აღელვებდეს. -ისინი არ მოგიკლავს, მაგრამ კრიტიკულ მდგომარეობაში არიან. რაც შეეხება ლურჯ მაშხალიანებს ისინი შედარებით უკეთ არიან, მაგრამ არც ისინი არიან კარგად. -გაკვირვებული ვუყურებ და ისიც დეტალურად ახსნას იწყებს. -მწვანე მაშხალიანები სიცოცხლისკენ არიან, ლურჯ მაშხალიანები შუაში, მაგრამ უფრო გადახრილი სიკვდილისკენ, წითლები კი ცოცხლები, მაგრამ სიკვდილისკენ ძალიან გადახრილები. -თავს ვუქნევ, ისე რომ ხმას არ ვიღებ.
გასაგებია, ჯერჯერობით არავინ მომიკლავს, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ არ შეიძლება რომ მოკვდნენ. მე მაინც მკვლელი ვარ.
-ნუ ნერვიულობ. -იძახის ხმადაბლა და მხარზე ფრთხილად მადებს ხელს. -შენ თავის გადარჩენას ცდილობდი. -თავს ვაქნევ და ტირილს ვიწყებ. მთელი დღის დაგროვილი, სევდა, ტკივილი და ფიქრები ერთად მაწვება და ცრემლებს გარეთ გამოსასვლელ გზას უკვლევენ. -დაწყნარდი, ნუ ტირი... -იძახის და ნაზად მიხუტებს გულში, თან გამამხნევებლად ზურგზე მისვავს ხელს. -აქ, ხალხს უარესები აქვს ჩადენილი. -თავს ვუქნევ, მაგრამ ტირილს ვერ ვწყვეტ.
-მოდი ჭრილობებს მივხედოთ კაი? -კითხულობს და ჩემი გაკეტებული სახვევების მოხსნას იწყებს. სულ რაღაც წამით მინდება რომ გავაჩერო და გავიქცე, რადგან მგონია რომ ჩემი მოკვლა უნდა. მაგრამ მერე ვჩერდები, და რატომღაც ვენდობი. ვიცი რომ თამაში ბოლომდე დასრულებული არ არის, და ისიც ვიცი რომ შეიძლება ამანაც მომკლას, მაგრამ მე მას ვენდობი.
პირველ სახვევს როცა მხსნის, თვალები უფართოვდება და სპირტის დასხმას იწყებს რომ ჭრილობა გაწმინდოს. ტკივილისგან თვალები მიდიდება და ფართხალს ვიწყებ, ის კი სხვებს ეძახის რომ გამაკავონ.
-დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება... -იძახის და თან თითოეულ ჭრილობაზე მგონი ერთ ბოთლ სპირტს მაცლის და შემდეგ ჩემთვის უცნობ კრემს მისმევს და ახვევს. ტკივილი ნელ-ნელა გაუსაძლისი ხდება და გარშემო ყველაფერი ბნელდება.

***
ნ ი კ ა
ეკრანს ვუყურებ და თვალებს არ ვუჯერებ. კესიმ გაიმარჯვა. როგორც კი ჰაერში იასამნისფერი მაშხალა გაუშვეს ყველამ ყიჟინის მორთვა დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ კესიმ ისეთი რაღაც გააკეთა, რამაც ყველას გვაიძულა გავჩერებულიყავით. მან კამერებს ესროლა...
მართალია სხვა კამერები იღებდნენ, მაგრამ არცერთში არ ჩანდა ლიდერის სახე. კესი კი მას ელაპარაკებოდა და ჭრილობებს უხვევდა. შემდეგ კი ექიმები მოვიდნენ, მათი ექიმები, რომელებიც მონადირენიც არიან და კესისთან ლაპარაკი დაიწყეს. შემდეგ კი კესი მას ჩაეხუტა და მისი პერანგი ჭუჭყიანი ცრემლებით დააასველა. ისინი ლაპარაკს იწყებენ, მაგრამ ერთი სიტყვაც არ ისმის, რადგან ჩურჩულებენ.
-დაწყნარდი! -ის ბიჭი კესის უყვირის როდესაც მისი ჭრილობების გასუფთავებას იწყებს. სხვებისკენ ვიყურები, ყველას იგივე გაკვირვებული სახე აქვთ. არასდროს, არცერთი გამარვებული არ ყოფილა, ვისი ჭრილობებიც გაესუფთავებინათ და ტავიდან შეეხვიათ სუფთა ბანდაჟებით.
კესი კი ტკივილისგან ყვირის და ტირის, შემდეგ კი გულის მისდის. ხალხი კარებს აწყდება, რომ რამენაირად კესისთან მივიდნენ, მაგრამ მათ არავინ არ უშვებს. მეც მინდა რომ გავიქცე, მაგრამ ვიცი რომ ასე ვერ დავეხმარები. ამიტომ ისევ ეკრანზე მის ყურებს ვაგრძელებ და ვცდილობ გავარკვიო ისინი მის მოსულიერებას რატომ ცდილობენ.

***
კ ე ს ი
თვალებს ნელა ვახელ და ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო გაუსაძლის ტკივილს. როგორც კი თავზე წამომდგარ მონადირეებს და მათ ექიმებს ვხედავ ფეხზე ვხტები და ჩემ დანას ვეძებ, რომელიც არსად არ არის. ტკივილი მთელ სხეულში მივლის და წინ ვვარდები, მაგრამ ერთ-ერთი ჩემ დაჭერას ასწრებს.
-ფრთხილად იყავი. -მეუბნება და ცდილბს ფეხზე დამაყენოს, მაგრამ უშედეგოდ. ისევ ვარდნას ვიწყებ, ამიტომ ხელში ავყავარ, ისე როგორც სიძემ იცის ხოლმე პატარძლის აყვანა. ამის გაფიქრებაზე სირცხვილისგან ვიწვი და მგონია რომ ვწითლდები, რადგან ნიღბის ქვეშიდანაც კი ვხვდები რომ იღიმის.
-ფრთხილად! -ყვირის ის ექიმი რომელსაც მანამდე ველაპარაკებოდი სანამ დებილივით გული წამივიდოდა. -კარგად ხარ? -მეკითხება შემდეგ თბილად და მეც გაჭირვებით ვუქნევ თავს. ასეთი საშინელი ტკივილი რომ არა ვიფიქრებდი რომ სიზმარში ვარ.
-შეგიძლია შენი სურვილი თქვა. -მეუბნება ის რომელსაც ხელში ვუჭირივარ და კამერისკენ მითითებს, მე კი თავს ვუქნევ და ექიმისკენ ვტრიალდები.
-გამოსაჯამრთელებლად რამდენი ხანი დამჭირდება? -გაკვირვებული მიყურებს მე კი კითხვას ვაკონკრეტებ. -რამდენი ხანი დაჭირდება შესახორცებლად?
-მაქსიმუმ ხუთი თვე. -ამის გაგონებაზე თვალები მიდიდება, მაგრამ მაინც თავს ვუქნევ.
-ჩემი სურვილი არის რომ... -ვჩუმდები და ჩემ გადაწყვეტილებაზე ვფიქრობ, სწორად ვიქცევი? -მინდა თამაშის ორგანიზატოს ვეთამაშო, მარტო მას, ერთი ერთზე. და ორგანიზატორში იგულისხმება ის ვინც ყველაზე მთავარია. -ყველა გაკვირვებული მიყურებს. -ექვს თვეში, ამ დროის მანძილზე კი არცერთი თამაში არ უნდა ჩატარდეს. -ბიჭი, რომელსაც ვუჭერივარ პირს აღებს, მაგრამ მე ვასწრებ. -თუ არ გეშინია მაშინ უნდა დამთანხმდე. -ვეუბრები კამერას და ვიღიმი. -პასუხს ველოდები. ხუთი წუთი გაქვს.
ბიჭი ძირს გამაზებულ საკაზეზე მსვავს და რაციას მიწვდის, საიდანაც იდეალური ბარონეტი მესმის. მე ხუთი წუთი მივეცი, შეეძლო დაფიქრებულიყო.
-თანახმა ვარ. -იძახის და მეღიმება. -ტყუილად იღიმი. მოკვდები. -ღიმილი უფრო ფართო ხდება. -მაგრამ თუ რაიმე სახის სასწაული მოხდა და შენ მოიგე, როგორც ეს დღეს იყო, მაშინ ჩემი ადგილის დაკავება მოგიწევს, და მზად ხარ?
ღიმილი მიქრება. მე ამის გაკეთება თამაშის გასაუქმებლად მინდა და არა მისი ჩანაცვლება. მაგრამ ცვლილებები ხომ შემიძლია შიგნიდან დავიწყო, არა? ხო შემიძლია რომ მე თამაში შიგნიდან დავანგრიო, მაგრამ შემიძლია კი? მეც რომ მისნაირი გავხდე? ცივ-სისხლიანი მკვლელი?
-შეგიძლია შენივე სურვილზე დაფიქრდე. -იძახის დამცინავი ხმით, რაც საბოლოოდ მაწყვეტინებს რა უნდა გავაკეთო.
-არ მინდა მადლობა. -ვიძახი და ისევ ვიღიმი, მტკივნეულად მაგრამ მაინც ვიღიმი. -შეგიძლია აღიარო თუ გეშინია, მაგრამ ჩემი სურვილი უცვლელი რჩება. რაც ნიშნავს რომ ექვს თვეში შეგხვდები, მაგრამ თამაში ერთი ერთზე უნდა იყოს და მანამდე სანამ ჩვენი თამაში არ იქნება, არცერთი სხვა თამაში არ ჩატარდება. შევთანხმდით?
-არა რომ გითხრა შეიცვლება რამე? -კითხულობს დამცინავი ხმით, მე კი თავს ვაქნევ დარწმუნებული იმაში რომ მიყურებს. -კარგი, მაშინ ზუსტად ექვს თვეში გნახავ.
- შეხვედრამდე. -ვიძიხი და რაციას უკან ვუბრუნებ ბიჭს, რომელიც თვალს არ მაშორებს და გაკვირვებული მიყურებს.

9.
რადგან ტკივილი ძალიან მაწუხებდა, რატომღაც იმავე ბიჭმა იკისრა ჩემი წამოყვანა და ისევ ხელში ამიყვანა. მის საქციელზე გამეღიმა, თბილად და მკერდზე თავი მივადე, რადგან საშინლად დაღლილი თვალებს ვეღარ ვახელდი.
ვიცი როგორც კი ჩავალ ახსნა მომიწევს რატომ გავაკეთე ეს. ვიცი რომ ძალიან ბევრს არ მოეწონება როცა მათ კითხვას უპასუხოდ დავტოვებ. და ისიც ვიცი რომ არ მომასვენებენ.
-კარგად ხარ? -მეკითხება და მიღიმის, მე კი თავს ვუქნევ, მაგრამ ხმას არ ვიღებ. -ჩაფიქრებული ხარ.
-ხო... -ვიძახი და თავს ისევ ვუქნევ. -ვფიქრობ ეს ყველაფერი როგორ ავხსნა. -თავს მიქნევს, თითქოს ესმოდეს რასაც ვგულისხმობ.
-მეეჭვება დიდხანს გეჩხუბონ, ბედნიერები არიან. -იძახის და გამამხნევებლდ მიღიმის. პასუხად მეც მინდა რომ გავუღიმიო, მაგრამ ამის ძალაც არ მაქვს, გარშემო კი კიდევ ერთხელ ბატონდება სიბნელე.

***
გ უ კ ა
ეკრანს ვუყურებ და არ მჯერა. არ მინდა რომ დავიჯერო. ასეთი იდიოტური სურვილი როგორ შეიძლება რომ ადამიანს ქონდეს?! ყველას იგივე რეაქცია აქვს უარესი თუ არა, მაგრამ ამის მიუხედავად ყველანი გარეთ გავდივართ და ველოდებით როდის მოიყვანენ კესის. იმავე მონადირეს რომელმაც დაიჭირა, კესი ხელში აყვანილი მოყავს და სასწრაფოს მანქანაში ათავსებს. მასთან მისულებს რომ გვხედავს, ჩვენკენ ტრიალდება და დაკვირვებით გვიყურებს.
-კესის ისევ გული წაუვიდა. -იძახის მკაცრი, ცივი ხმით. -ბევრი სისხლი დაკარგა, ამიტომ მასთან ლაპარაკს ვერ შეძლებთ. -ეს თქვა და ისიც მანქანაში ჩაჯდა, რომელიც იმ წამსვე მოწყდა ადგილს.
-უნდა წავიდეთ. -ვეუბნები ბექას და ისიც თავს მიქნევს. -გაგვიშვებენ?
-სხვა გზა აქვთ? -კითხულობს ნიკა და გარშემო იხედება. -აქაურობა სასაკმლაოდ არის ქცეული. -თავს ვუქნევ, ყველგან სისხლის შხეფებია.
იმ ხესთან მივიდვარ, სადაც კესი კინაღამ მოკვდა და მის ძირში ვიმუხლები, ჯერ კიდევ ბლანტ სისხლს ხელს ვკიდებ და მეც ვისვრები, მაგრამ ამის წინააღმდეგი არ ვარ.
უბრალოდ ვერ ვხვდები რატომ გადაწყვიტა კესიმ ასეთი სურვილი ჩაეფიქრებინა, კი მართალია, ექვსი თვით არცერთი თამაში აღარ იქნება და ამით ხალხს მოასვენებს, მაგრამ ხომ შეეძლო თამაშის გაუქმება ეთხოვა? მაგრამ შეეძლო კი?

***
ე კ ე
გუკას ვუყურებ, რომელიც ხესთან ჩამუხლული დგას და კესის სისხლს ეხება. ვუყურებ და დანაშაულის გრძნობა უფრო იზრდება ჩემში. მე რომ ვყოფილიყავი, ნინი ცოცხალი იქნებოდა და აღარც კესის მოუწევდა თამაში. არ მოკლავდა უამრავ ადამიანს და არ გამოიწვევდა თამაშის ორგანიზატორს, სასიკვდილო ბრძოლაზე.
თავს ვაქნევ და იმ მიმართულებით ვიყურები, საითანც კესი წაიყვანეს. გულში ვიმედოვნებ რომ ცოცხალი გადარჩება, არ მინდა რომ ჩემ გამო კიდევ ერთი ადამიანი მოკვდეს. ყველაფერი ხომ მე დავიწყე, მე გამოვიწვიე ჯაჭვური რეაქცია და ნინი მარტო იმიტომ მოკვდა რომ მე ვეპოვე მათ. მე კი უკანსაკნელი მხადილივით ვიმალები, ახლაც ვიმალები და ვცდილობ რომ იმათმა არ მიპოვონ.
-რა გჭირს? -მათე თავისი ყავისფერი თვალებით გამჭოლად მიყურებს და ჩემ შესწავლას ცდილობს. მე კი მას თვალს ძლივს ვუსწორებ. მინდა რომ ვუთხრა, მართლა მინდა რომ ყველაფერი ვუთრა, მინდა რომ არაფერი არ დავუმალო, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებ. მათივე უსაფრთხოებისთვის ჩუმად უნდა ვიყო.
-არაფერი. -ვიძახი და თავს დაბლა ვხრი, მარტო იმიტომ რომ კიდევ ერთი სისხლიანი კვალი დავინახო. არ ვიცი სხეულებს რა უქნეს, მაგრამ როცა ჩვენ გამოვედით, მარტო ნაკვალევი იყო დარჩენილი. -უბრალოდ ზედმეტად ბევრი სისხლია. -ვიძახი და მათეც თავს მიქნევს, თითქოს ჯერა რასაც ვეუბნები. წესით ნდა ჯეროდეს, ხალხს ჩვენ გარშემო გული ერევათ როდესაც სხეულის შიგნეულობას ან ხორცის ნაგლეჯებს ხედავენ.
-საშინელებაა. -იძახის მათე და თავს აქნევს. -არ მეგონა კესი ამას თუ შეძლებდა. -იძახის და ეცინება. -ვინ იფიქებდა რომ სკოლაში პროფესიონალი მკვლელი გვყავს?
-ნეტა შენი ოპტიმიზმი გადამდები იყოს. -ვიძახი და ღიმილიანი სახით თავს ვაქნევ. -ნეტა როგორ იქნება?
-კესი? -კითხულობს მათე და თავს ვუქნევ. -იმედია კარგად. მაგრამ შემდეგი თამაშის შემდეგ როგორ იქნება, ეგ არის უფრო საკითხავი. საერთოდ ცოცხალი იქნება?
-არ ვიცი. -ვიძახი უფრო დამძმებული და სევდიანად ვაქნევ თავს. -არ მინდა რომ მოკვდეს, ან საერთოდ რამ მოაფიქრა ასეთი იდიოტური სურვილი?!
-ეკე, დაწყნარდი. -მეუბნება შედარებით ცივი ხმით და მაჩუმებს. -აზრი არ აქვს. შენი გაბრაზებით არაფერი არ შეიცვლება, მან რომც გადაიფიქროს, თამაში მაინც მოუწევს.
-ვიცი.... -ვიძახი და სევდიანად ვიღიმი. -უბრალოდ არ მესმის. რატომ გააკეთა ეგ?
-შეიძლება შენ უფრო მეტ დროს ატარებდე კესისთან, და ალბათ შესაბამისად უკეთესაც იცნობ. -იძახის მათე და თავს ვუქნევ. -მაგრამ მე უფრო დიდი ხანია ვიცნობ, ამიტომ ზუსტად ვიცი რომ არაფერს არ აკეთებს მიზეზის გარეშე. შეიძლება მისი მიზეზი დებილური და აზრს მოკლებული იყოს, მაგრამ თუ მან ასე სწორად მიიჩნია, მაშინ ყველაფერს აკეთებს. -გვერდულად მიყურებს და აგრძელებს. -რამეს იძახდა თამაშზე?
-მარტო იმას რომ იქ მოხვედრის შემთხვევაში იბრძოლებდა, და რომ უნდოდა მიეწვიათ, რადგან მათ მოკვლას აპირებდა. -ვიძახი ხმადაბლა. -თითოეული მათგანის, ნელა და წამებით. მას სამაგიეროს გადახდა უნდოდა.
-აი შენი მიზეზიც. -იძახის და იღიმის. -მათი მოკვლა. შეიძლება გონებაში უკეთესი მიზეზიც ქონდეს, შეიძლება მიზეზებიც, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცით რომ ერთი მიზეზი მაინც გვაქვს რატომ გააკეთა რაც გააეკეთა ის.
-ის მოკვდება...
-კარგად რომ იცნობდე მაშინ გეცოდინებოდა... -იძახის და ჩურჩულს იწყებს. -მას ურჩევნია მიზნის მისაღწევად მოკვდეს, ვიდრე მთელი ცხოვრება ნანობდეს რომ ყველაფერი არ გააკეთა.
თავს ვუქნევ. იქნებ მართალია და კესის კარგად არ ვიცნობ.

***
წითელ სავარძელში მჯდომი ბიჭი ეკრანს თვალს არ აშორებს, სადაც სასწრაფოს მანქანაში მყოფი უგონო კესია. უყურებს და ვერ ხვდება როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი სულელი იყოს, რომ სიკვდილს გადაურჩეს და ისევ სიკვდილთან თამაშს ითხოვდეს.
-უცნაურია არა? -კითხულობს ქერა და ოთახში უნებართვოდ შედის. ბიჭის წინ დგება და ეკრანს ეფარება, რომ რამენაირად მისი ყურადღება მიიპყროს. -რას აპირებ? მოკლავ?
-არ ვიცი. -იძახის ბიჭი და მხრებს იჩეჩს. -შემიძლია მოვკლა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია რომ ორმოცი საუკეთესო მონადირე დაჭრა, და სიკვდილის პირას მიიყვანა. -აგრძელებს ბიჭი და უფრო დაკვირვებით უყურებს კესის სახეს, რომელიც ქერას უკან ჩანს. -არ ვიცი. არ მინდა რომ მოვკლა, მაგრამ სხვა გზა არც მაქვს.
-სულელია. -იძახის ქერა და ეკრანს შორდება, რომ თვითონაც შეხედოს. -გადარჩა, და ისევ სიკვდილზე მიდის. -ქერა ბიჭისკენ იყურება და წარბებს წევს. -და მაინც, რატომ აქვს ასეთი სურვილი. ვიცი, რომ თამაშს ვერ იტანს, ამიტომ ჩნდება კითხვა, რატომ უნდა შენი ადგილი?
-არ უნდა. -იძახის ბიჭი და იღიმის. -სახე დაინახე როცა ეგ ვუთხარი? პირიქით, ყველაზე მეტად ეგ არ უნდა. -ბიჭი იცინის და ისევ კესის მშვიდ, გაფითრებულ სახეს უყურებს. -მას ჩემი მოკვლა უნდა, რომ სამაგიერო გადამიხადოს. უნდა რომ თამაში დავამთავროთ. ოღონდ ის არ ვიცი, ამის გაკეთებას როგორ აპირებს.
-და რომ მოიგოს? -კითხულობს ქერა დაეჭვებით და სანამ ბიჭი რამის თქმას მოასწრებს ამატებს. -დაფიქრდი, წესით დღესაც უნდა მომკვდარიყო, მაგრამ გადარჩა. შენც რომ მოგიგოს? არ ვგულისხმობ რომ მოგკლას, დაგამარცხოს, მაშინ?
-მაშინ ის ჩემ ადგილს დაიკავებს. -იძახის ბიჭი მშვიდად. -მაგრამ ეგ გამორიცხულია, ამიტომ სანერვიულო არაფერი გაქვს.
-რა იცი რა ხდება. -იძახის ქერა მხრების აჩეჩვით.
ბიჭი თავს უქნევს, მაგრამ მაინც თავის თავშია დარწმუნებული. იცის რომ მოიგებს, იცის რომ მას მოკლავს და იცის რომ თავის ადგილს ვერავინ ვერ წაართმევს.
-გამორიცხულია. -იძახის და იღიმის. -მე მას მოვკლავ, მის გეგმებს ჩავშლი და შემდეგ დამშვიდებული ნამუსით ისევ გავაგრძელებ თამაშს.
-დამშვიდებული ნამუსით? -იძახის ქერა და ეცინება. -რომელ ნამუსზეა ლაპარაკი? ხალხს ვხოცავთ.
-მეც მაგას ვიძახი. -იძახის ბიჭი და იღიმის. -კესი კიდევ ერთი იქნება იმ უამრავიდან ვისაც მოკვკლავთ. მართალია ის ისტორიაში შევა დღევანდელი თამაშისთვის, და იდიოტური სურვილისთვის, მაგრამ მისი ისტორია ჩვენი თამაშისას დამთავრდება. ის მოკვდება. მას მე მოვკლავ.
ქერა თავს უქნევს, ბიჭის რეაქციით უკმაყოფილო. მან იცის რომ გოგოს მოკვლა აუცილებელი არ არის, აღარ არის. გოგოს, რომელმაც საუკეთესო ორი რაზმიდან მთელი არავინ არ დატოვა, აქვს იმის უნარი რომ ძალით ორგანიზატორს გაუსწორდეს, ის მისი თანაბარია, ძლიერი თუ არა. და ბიჭის მხრიდან მისი დაუფასებლობა სწორი არ იქნება.

***
კ ე ს ი
თვალებს ნელა და მტკივნეულად ვახელ. გარშემო ყველაფერი ბუნდოვანია, და ფერად-ფერადი წერტილები დაფრინავენ. ვცდილობ კონცენტრაცია მოვახდინო, ერთ რომელიღაცა წერტილზე, მაგრამ ჩემი ცდები, უშედეგოა. აზრი არ აქვს, რამდენიც არ უნდა ვცადო მაინც ყველაფერი გაბურულია.
ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს თვალები ცრემელბით მაქვს სავსე, და ისინი არც ქრებიან და არც გადმოსვლას ცდილობენ, მაგრამ ამავდროულად არც სველია და თვალებს მწვავს. პირს ვაღებ რომ რამე ვთქვა, მაგრამ გამომშრალი მაქვს და ხრიალის გარდა არანაირი ხმა არ ამომდის.
თვალებს უიმედოდ ვახამხამებ, მაგრამ ეს მაინც არაფერს არ მიცვლის. თვალებს საბოლოოდ ვხუჭავ და რღმად სუნთქვას ვიწყებ, ეს მაინც ერთადერთია რაც ამ წამს გამომდის, იმედია.
-გაიღვიძე? -მესმის ვიღაცის ხმა ახლოდან, პირს ვაღებ, მაგრამ იქიდან ისევ მარტო ღრიალი ამომდის. ვიღაცა მსვავს და წყალს მაწვდის. ჯადოსნური სითხე მშველის და მეტყველების უნარს მიბრუნებს.
-სად ვარ? -ვკითხულობ ხმადაბლა, რადგან ლაპარაკისას ყელი ისევ მტკივა. თვალებს ვახელ, მაგრამ ყველაფერი ისევ დაბურულია.
-დაისვენე, ბევრი სისხლი დაკარგე. -მეუბნება ვიღაცა და უკანვე მაწვენს. სხეული ნელ-ნელა მიმძიმდება, თითქოს გრავიტაცია ასჯერ უფრო დიდი გახდა, და დედამიწის სიღრმისკენ მექაჩება. თვალებს ვახელ, მაგრამ ბურუსის მაგივრად ვხედავ სიბნელე ნელ-ნელა როგორ ბატონდება ჩემზე და როგორ მიმათრევს თავის სამფლობელოში.

10.
ტკივილი.
სიბნელე.
დაბუჟებულობა.
თვალებს ნელ-ნელა ვახელ, მაგრამ ფიგურებს ვერ ვარჩევ. გარშემო ყველაფერი დაბინდული და გადღაბნილია, თითქოს ვინმემ ახალ გაფერადებულ ნახატს წყალი გადააასხა და მთლიანად დაამახინჯა გამოსახულება.
რამდენჯერმე ვახამხამებ და გამოსახულებაც სწორდება. ვხედავ თეთრ კედლებს და ჭერს, პალატაში ვარ. ამას მედიკამენტების მკვეთრი სუნი და საწოლის გვერდით მყოფი მონიტორის სუსტი წრიპინიც ადასტურებს, ჩემზე მიერთებულ სადენებზე რომ არაფერი აღარ ვთქვა.
-გაიღვიძეთ? -პალატაში ახალგაზრდა გოგო შემოდის და ბედნიერი სახით მიყურებს. თავს ფრთხილად და ნელა ვუქნევ, მაგრამ ეს მოძრაობაც საშინელ ტკივილს იწვევს. -როგორ ხართ?
-კარგად. -ვიძახი და საშინელ ტკივილს ყურადღებას არ ვაქცევ. ექთანი ისევ მიღიმის და პალატიდან გადის, მე კი კარებს ვუყურებ. რამდენი ხნით ვიყავუ გათიშული?
თავს ფრთხილად ვწევ და გარშემო ვიხედები. ჩვეულებრივი პალატაა, იმ განსხვავებით რომ ოთახის კუთხეში კამერაა, რომელიც მიღებს. ამ წამს. მე ტელევიზორში ვარ. ისევ. რატომ?



***
ბიჭი ეკრანს გაშტერებული უყურებს და არ ჯერა, რომ ამდენი დაკარგული სისხლის, და ასეთი ჭრილობების შემდეგ ვიღაცამ შეძლო და ნახევარ საათში გაიღვიძა.
-როგორ? -იკითხა და გვერდით მდგომ ქერას გახედა, რომელიც მასზე ნაკლებად იყო აღელვებული. ის უკვე შეხვდა კესის, და იცის რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ მიზანს მიაღწიოს.
-არ ვიცი. -იძახის ქერა და იღიმის. -უცნაური გოგოა, არა? -კითხულობს და იღიმის. -მისი ასეთი შემართება მაშინებს კიდევაც. -იძახის და იღიმის. -იცი გივის რა უთხრა ტატუს გაკეთებისას? -კითხულოს და მთლიან ამბავს უყვება.
-უცნაური გოგოა, გეთანხმები. -იძახის ბიჭი და უფრო კომფორტულად ჯდება. -ეჭვი მაქვს მისი მოკვლა ადვილი არ იქნება. -იძახის ხმადაბლა, მაგრამ ქერას მაინც ესმის მისი ნათქვამი და იღიმის. -ლუკა... -ქერა მისკენ იყურება და ბრძანებას ელოდება. -რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოაგროვე კესიზე. ყველგან ნახე, უთვალთვალე და გაიგე მასზე ყველაფერი.
ქერა, ლუკა თავს უქნევს და იღიმის. ის ბოლოს ასეთი ანერვიულებული მაშინ ნახა როდესაც თავისი პოზიციის გამო სასიკვდილო ბრძოლაში ჩაბმა მოუწია.
-კარგად ხარ? -ლუკა ხმადაბლა ეკითხება და მის ცვალებად სახეს აკვირდება.
-კი, კარგად ვარ. -იძახის ბიჭი ხმადაბლა, მაგრამ ბოლოში ხმა ებზარება. უყურებს გოგოს, რომელსაც ან მოკლავს ან რომლის ხელითაც მოკვდება. უყურებს და ცხვენია იმ სილაჩრის რისი გაკეთებაც უნდა. რცხვენია და ბრაზობს. ბრაზობს ყველაფერზე, განსაკუთრებით კი თამაშზე, და ხალხზე რომლებმაც მას სხვა გზა აღარ დაუტოვეს, რომლებმაც მას ხალხი მოაკვლევინა, და რომლებმაც მას ყველაფერი წაართვა. -უბრალოდ ცოტა ხნით მარტო მინდა რომ ვიყო. -ლუკა თავს უქნევს და ბნელ ოთახში მარტო ტოვებს თავის შავ-ბნელ ფიქრებთან ერთად.

***
გ უ კ ა
როგორც კი ვხედავ ეკრანზე რომ კესიმ გაიღვიძა მისი პალაიტსკენ გავბივარ, მაგრამ მის კარებთან მონადირეები მხვდებიან. ახლოს მივდივარ რომ მათი სახიდან რაიმე მაინცგავარჩიო, მაგრამ უშედეგოდ. სახის ნახევარი არ უჩანთ, თვალები კი უემოციო და გაყინული აქვთ. იმასაც კი ვინც მოიყვანა.
-მინდა რომ კესი ვნახო. -ვიძახი მტკიცე ხმით და პირდაპირ თვალებში ვუყურებ. -შემიშვით.
-შესვლა აკრძალულია. -იძახის მონოტორული ხმით. -მხოლოდ მათვის ვინც ოჯახის წევრები არიან. თქვენ კი მისი ოჯახის წევრი არ ხართ. -აგრძელებს და თავისი ცივი თვალებით მაკვირდება. -თქვენ მისი მეგობარიც კი არ ხართ.
კრიჭას ვკრავ და ისევ ვუყურებ, მართალია. მე მისი მეგობარიც არ ვარ.
-გუკა, წამოდი. -იძახის ბექა, რომელიც არსაიდან ჩნდება, და მხარზე ხელს მადებს. -უნდა წავიდეთ. პრობლემები არ გვინდა. -აგრძელებს და რაც შეიძლება მოშორებით გავყავარ.
ბექასკენ გაკვირვებული ვიყურები და თვალებს არ ვუჯერებ. მას სახეზე არცერთი ემოცია არ აწერია, და არც ერთი ემოცია არ იკითხება. თითქოს მას არც კი ადარდებდეს კესის მდგომარეობა. მგონია კიდევაც რომ ის მასზე ბრაზობს.
-რას აკეთებ? -კითხულობს გესლიანი, ცივი ხმით. -სულ გაგიჟდი?! მოგკლავენ!
-მე გავგიჟდი თუ შენ? -ვიძახი და მის ხელს მხრიდან ვიშორებ. -რა გჭირს? კესი კვდება შენ კი ისე იქცევი ვითომ არაფერი? დავიჯერო მასე გკიდია?
-არ . -იძახის ჩუმი ხმით. სახეზე ვუყურებ, ის კი თვალს მარიდებს. -არ , უბრალოდ ვერაფერს ვერ ვიზამ. შენ კი კესის ვერ ნახავ. -ამთავრებს გამყინავ ხმით. -და საერთოდ დაანებე მაგ გოგოს თავი.
თავს ვუქნევ, აღარ მინდა კამათი დავუწყო და აქ, ახლა ვიჩხუბოთ. ბექას ვუყურებ რომელიც ერთ-ერთ მოსაცდელ სკამზე მოწყვეტით ჯდება და ჭერს გაშტერებული თვალებით უყურებს. ვიცი რომ ნერვულობს, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ არ უნდა რომ აჩვენოს თავისი ნერვიულობა?
თავს ვაქნევ და მის გვერდით ვჯდები, სხვა მაინც არაფერი არ შემიძლია რომ გავაკეთო.

***
მ ა რ ი
მოსაცდელ ოთახში ვზივარ გაქვავებული და ეკრანს თვალს ვერ ვაშორებ. ის ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ მასე შეიძლება გაგარძელდეს. ყველაზე უარესი სურათები გონებაში მიტივტივდება და ნელ-ნელა მაგიჟებს.
-კარგად ხარ? -ნინო, კესის დედა თვალებში მიყურებს და თბილად მიღიმის. ვიცი რომ წასვლა და თავისი შვილის ნახვა უნდა, მაგრამ ამის მაგივრად გვერდით მიზის და მამშვიდებს. თავს ნელა ვუქნევ, მეშინია ხმის ამოღების შემთხვევაშია არ ავტირდე.
-არაუშავს, ყველაფერი კარგად იქნება. -მეუბნება და ცრემლი თვითონაც უგორდება სახეზე. ის მაინც მიღიმის და გულში მიხუტებს. -ყველაფერი კარგად იქნება. -გაუჩერებლად იმეორებს და ტირილს უფრო და უფრო უმატებს. ვგრძნობ საკუტარი ცრემლებით სახე როგორ მისველდება და მძულდება ჩემი თავი საკუთარი სისუსტის გამო.
-შეიძლება რაღაც გკითხოთ? -ნინოს ოდნავ ვშორდები და თვალებში ვუყურებ, ის კი თავს მიქნევს. -საიდან იცის კესიმ იარაღის გამოყენება?
ამ კითხვაზე ნინოს ნაზად, სუსტად და თბილად ეღიმება.
-მას აინტერესებდა. -იძახის ხმადაბლა. -ყოველთვის იზიდავდა დანები, იარაღები და მასეთი რაღაცეები, ამიტომ როდესაც თამაში პირველად დაიწყო საბრძოლო ხელოვნებაზე შევიყვანეთ, შემდეგ კი უკვე ინსტრუქტორები ავუყვანეთ იარაღებისთვის. -მას ისევ ეღიმება. -ის ყოველთვის ზედმეტად დარწმუნებული იყო საკუთარ თავში, ალბათ ამის გამო აიყვანეს. მას ჯეროდა რომ სისტემას დააანგრევდა, და რაღაც მხრივ ეს შეძლო კიდევაც.
თავს ვუქნევ, მაგრამ ხმას არ ვიღებ. არც კი ვიცი რა შემიძლია რომ ვუთხრა. ის ისევ მიღიმის და მეხუტება.
ეს ერთადერთია რაც შეგვიძლია, ერთმანეთის ნიგეში.

***
კ ე ს ი
თვალებს ვახელ და გაბურულ მინაში ვიყურები. უფროსწორად გაბურული მინის პირდაპირ ვდგავარ. მინას ხელს ვადებ და ის ყინულივით ცივი მხვდება. ტანში უცნაური კანკალი მივლის და თვალებს ისევ ვხუჭავ შიშისგან.
-კეს? -მესმის ჩემი სახელი და უკან ვტრიალდები. ნინი დგას და მიღიმის, ისე როგორც დიდი ხანია აღარ გაუღიმია. -კეს, შენ ხარ?
-ნინი?! -ახლა მე ვეღარ ვმალავ გაკვირვებას. სად ვარ? ან ის რატომ არის აქ? მოვკვდი? -სად ვართ? -ვეკითხები, მაგრამ ის მხოლოდ მხრებს იჩეჩს და იღიმის. ისევ იგივე ტანსაცმელი აცვია, სისხლით მოსვრილი, თავში კი უზარმაზარი ხვრელი აქვს, ნატყვიარი.
-არ ვიცი. -მპასუხობს ხმადაბლა და ისევ იღიმის, ნამდვილი ბედნიერი ღიმილით. -მეგონა შენ გეცოდინებოდა. -ამატებს ხმადაბლა და ისევ იღიმის. მაგრამ მის ღიმილზე მე აღარ მეღიმება, პირიქით ტანში სისხლი მეყინება.
-შენ ნინი არ ხარ! -ვყვირივარ და ნელ-ნელა უკან ვიწევ. ვცდილობ მაქსიმალურად დავშორდე მას, ვინც არ უნდა იყოს. ის კი უბრალოდ იღიმის, თითქოს რამე კარგი მეთქვას. ისე იქცევა თითქოს რაიმე საშინელება უნდა მოხდეს. მაგრამ თუ დავფიქრდებით ის უკვე მოხდა. ნელ-ნელა ისიც ჩემკენ მოდის და უფრო და უფრო ფართოდ იღიმის. ტანში საშინელი ჟრუანტელი მივლის და თვალებს შიშისგან ვხუჭავ.

***
ე კ ე
ეკრანს თვალს არ ვაშორებ და მოსაცდელში ჩუმად ვზივარ. შორიდან მარის და უფროს ქალს ვხედავ, რომელიც ტირის. ალბათ კესის დედაა. ვცდილობ რომ არ ვიხმაურო, ან ყურადღება არ მივიქციო. ვიცი რომ აქ არ უნდა ვიყო, ვიცი რომ საშიშია, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო კესისთვის, და ნინისთვის. ხანდახან ვფიქრობ კესის რატომ დავუმეგობრდი. ნინისთან მეგობრობაზე შემდეგ გავიგე, მაგრამ ვერ ვხვდები რამ მაიძლა მასთან და ბექასთან პირველ დღეს ლაპარაკი.
იქნებ ეს იმის ბრალი იყო რომ ის განსხვავებულად ფიქრობდა? ნინიმ ხომ მითხრა რომ ყველა ის ფიქრი მისი კი არა მისი მეგობრის იყო? იქნებ კესია ის მეგობარი ვისზეც მელაპარაკებოდა? იქნებ ისაა კესი ვისაც მართლა შეუძლია ყველაფრის შეცვლა?
----მოგონება----
-ნინი, არ გინდა. -ვეუბნები ხმადაბლა და თან ვცდილობ რომ თვალებში ჩავხედო, ის კი მათ ყველანაირად გაურბის. -ნინი... არ ღირს...დამიჯერე არ ღირს...
-ღირს... -იძახის ხმადაბალ და პირველად ამდენი ხნის მანძილზე თვალებში მიყურებს. ყავისფერი თვალები ჩაწითლებული და ამღვრეული აქვს. -იცი, ერთი მეგობარი მყავს. რომ გაგეცნო ვიცი რომ ძალიან მოგეწონებოდა...-იძახის და ნაზად იცინის. -ჭკვიანია, და მიზანდასახული... მახსოვს, მახსოვს ერთხელ მითხრა რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ადამიანმა მიზნის მისაღზევად. იცი მისი მიზანი რა არის? -მეკითხება და მიღიმის, მე კი თავს ვაქნევ უარყოფის ნიშნად. -უნდა რომ მსოფლიო შეცვალოს, უკეთესობისკენ. და იცი? ზუსტად ვიცი რომ ის ამას შეძლებს. ის იქნება ადამიანი ვინც ადრე თუ გვიან შეცვლის მსოფლიოს.
----მოგონების დასასრული-----
ადრე მისი მონაყოლი ნაბოდვარი მეგონა, მაგრამ შემდეგ კესი გავიცანი. ადამიანი, რომელიც ყველასგან გამოირჩევა, მაგრამ ამავე დროს ყველასნაირია. ის თითქოს არაფრით არ გამოირჩევა, ადვილად ირევა ბრბოში, მაგრამ ამავდროულად ის არცერთს არ გავს. ნინიც კი არ იყო მასეთი. ახლა ვხვდები რატომ აღფთოვანდებოდა მისით.
კესი ადამიანია რომელსაც ყველას და ყველაფრის შეცვლა შეუძლია. ის თამაშობს, და მალე თუ შეძლებს მთავარი მოთამაშეც კი გახდება.
-რაზე ფიქრობ? -გვერდით ნიკა მიჯდება და დაღლილი ხმით მეკითხება. თვალებს ხუჭავს და პასუხს ელოდება.
-კესიზე. -ვპასუხობ და ვიღიმი. -როგორ არის?
-ეკრანზე ჩანს ყველაფერი, ძინავს. ისევ ჩაეძინა. -იძახის ხმადაბლა და თვალებს ახელს. -არ მესმის ეს რატომ გააკეთა. -იძახის და თავს აქნევს. -შეეძლო ნებისმიერი, ნებისმიერი სურვილი აერჩია, მან კი თვითმკვლელი იდიოტობა თქვა. -ნიკა თვალებში მიყურებს და პასუხებს ეძებს. -ვერ ვხვდები ეს მას რას მოუტანს...
-იქნებ არც უნდა რომ ვინმემ იცოდეს. -ვეუბნები და ისევ ვიღიმი, როდესაც კესის ექსტარავაგანტურობა და უცნაურობა მახსენდება. -ის თავისებურია, გახსოვს ლამის ბედნიერი იყო როდესაც იარაღებზე მოვიდა.
-ხო, მახსოვს. -იძახის და თავს აქნევს. -ის უცნაურია. მაგრამ მაინც არ იხსნება ამით ის თუ რა უნდოდა...
თავს ვუქნევ, მაგრამ ხმას არ ვიღებ. ალბათ პასუხები ვიცი, ალბათ. ჩემ თავსაც კი ვერ მივცემ იმის უფლებას რომ რამე გადაჭრით ვთქვა, როდესაც საქმე კესის ეხება. მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ვიცი. მგონია რომ ის თამაშის შეცვლას ცდილობს, და ამას თუ გააკეთებს მოსახლეობას ან გაუმართლებს, ან სასიკვდილოდ გაწირავს.

***
კ ე ს ი
ნინი ნელ-ნელა ქრება და მის ადგილას სხვა ჩნდება. ის ვინც დიდი ხანია აღარ მინახავს, ის ვინც არ უნდა გამოჩენილიყო. ის ვინც ჩემი ცხოვრებიდან დიდი ხნის წინ გაქრა, ის რომელიც დამეხმარე გამეალიზებინა რისკები. ის რომელმაც თამაშის აზრი დამანახა.
-დაჩი? -ვკითხულობ ხმადაბლა და აკანკალებული ხმა დავიმორჩილო. თვალები ცრემლებით მევსება და მის სახეს დრაბნიან.
მაგრამ ის მაინც ჩემ წინ დგას, ისევ ისეთი როგორიც ბოლოს დავინახე. მაღალი, შავი სწორი თმით, და ნაცრისფერი, ნისლისებრი თვალებით, რომლებიც სიხარულისგან უბრწყინავს. ტანზე ისევ იგივე აცვია. შავი ჯინსები და თეთრი მოკლე სახელოებიანი მაიკა, რომელზეც იდეალურად ჩანს სისხლის უზარმაზარი ლაქა. ცრემლები ლოყაზე მიგორდება და მათ შეკავებას ვეღარ ვახერხებ. მისკენ მივიწევ, ნელი, ფრთხილი ნაბიჯებით და ტან ვლოცულობ რომ ის ნამდვილი იყოს...
მე მისკენ მივდივარ, ის კი ერთ ადგილას რჩება და ხმას არ იღებს, არც ინძრევა, უბრალოდ მიღიმის. ხელს ლაქაზე ვადებ, მაგრამ სისველის შეგრძნებისას უკან ვხტები და ხელზე ვიყურები, სადაც მისი სისხლის კვალი მაქვს.
-დაჩი? -ვკითხულობ და კანკალს ვიწყებ. მუხლებზე ვმხობი და ცრემლები თავისით პოულობენ გზას გარეთ. დაჩი კი, დაჩი დგას, არ იძვრის, მაღლიდან დამყურებს და ცივი თვალებით მაკვირდება.-არც შენ ხარ დაჩი... -ვიძახი და თვალებს ვხუჭავ.


***
ჰოლში ყველანი ერთმანეთის გვერდით ზიან და ეკრანს გაფაიცებით უყურებენ. არ უნდათ რომ ერთი წამი მაინც გამორჩეთ. ზოგი ბრაზობს, ზოგი აღფრთოვანებულია, ზოგი კი ორივე გრძნობას განიცდის ერთდროულად.
-ლუკა! -იძახის ერთერთი გოგო და ფეხზე დგება, როდესაც მის წინ მიმავალ ქერა ბიჭს ხედავს. ლუკა მისკენ იხედება და გაკვირვებული უყურებს. მაღალი, კარგი აღნაგობის მქონე გოგო, გრძელი მაღლა აწეული შავი კუდად შეკრული თმით კი მისკენ მიდის. მწვანე თვალები კატასავით უნათებს და იღიმის. -შეგიძლია გვითხრა რა ხდება?! -კითხულობს გაბრაზებული ბოლო ხმაზე და მას სხვებიც ყვებიან.
-რას გულისხმობ? -ლუკა მობეზრებული სახით უყურებს, დაღლილი მთელი დღის მოვლენებით და მისი არაეფექტური გამოსვლებით.
-ამ გოგოზე. -ხელით კესისკენ ანიშნებს. -მან ორმოცი ჩვენგანი მოკლა. თქვენ კი ის ცოცხალი დატოვეთ, და თან სურვილს უსრულებთ და საავადმყოფოში უვლით!
-ამას პროტოკოლი მოითხოვს. -იძახის ლუკა დაღლილი ხმით და გოგოს მწვანე თვალებშო უყურებს. -თან მას თავისი სურვილი ისედაც მოკლავს. სხვა სურვილი რომც აერჩია მას ჩვენ არ მოვკლავდით.
-რატომ? -კითხულობს გაკვირვებული და წარბებს მაღლა წევს. -მან ჩვენიანები მოკლა!
-ზუსტადაც მაგიტომ. -იძახის ლუკა და თავს აქნევს. -მან შეძლო ორმოცი საუკეთესო მონადირე გაენადგურებინა. -ლუკას ეღიმება თამაშის გახსენებაზე. -ის ნახევარ თქვენგანზე ძლიერია, ყველაზე ძლიერი იქნებოდა, გამოცდილება რომ ქონოდა. -ამატებს და ისევ იღიმის. -მას ეტყობა რომ ერთ-ერთი ჩვენიანია.
-მაგრამ...
-არანაირი მაგრამ! -მკაცრი ხმით აწყვეტინებს. -მაშო! გეყოფა! ის გადარჩებოდა, მას ჩვენ რანგებში მივიწვევდით. და ის ერთ-ერთი კანდიდატი მაინც იქნებოდა მთავარ მოთამაშეზე. -ლუკას თვალები გამკაცრებული და გაყინული აქვს. -ის ძლიერია და ის ჩვენ რიგებში მაინც გვინდა რომ მოხვდეს.

***
ბ ე ქ ა
გუკას გვერდით ვზივარ და კესიზე ფიქრს თავს ვერ ვანებებ. ვერ ვხვდები, ვერაფერს ვერ ვხვდები. მას თამაში უნდოდა, მახსოვს ეს მითხრა, რამდენჯერმე მითხრა, და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო დარწმუნებული იყო რომ ითამაშებდა. მახსოვს ის ბრაზობდა, ბრაზობდა და შანს ელოდებოდა რომ რამენაირად თამაში გაენადგურებინა. მან კი ხალხი დახოცა, და თამაშის მთავარი ორგანიზატორის ტიტულისთვის ბრძოლაში ებმება.
-ჯანდაბა. -ხმამაღლა ვიძახი და გაკვირვებული გუკა ჩემკენ იყურება. მას მერე რაც მონადირესგან გამოვიყვანე, ის ხმას აღარ მცემს. ვიცი რომ გაბრაზებულია, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემიძლია.
-რა მოხდა? -ცივი ხმით მეკითხება, ისე რომ ჩემკენ არც კი უყურება.
-არაფერი, დაიკიდე. -ვეუბნები და ტელეფონს ვიღებ რომ ჩემი და კესის ჩატი გადავიკითხო. ჩატს როგორც კი ვხსნი მის მიერ უკანასკნელად გამოგზავნილ ვორდის დოკუმენტს ვხედავ, ქვეშ კი მიწერილი აქვს რომ მისი ახალი ჩანაწერია...
მახსოვს ვუთხარი წავიკითავთქო, მაგრამ ისიც მახსოვს რომ მისი ერთი ჩანახატიც კი არ წამიკითხია. მას ისე ვაფასებდი რომ არაფერი არ დამიმთავრებია.
ვორდის დოკუმენტს ვხსნი და სათვალეს ვისწორებ რომ კითხვა დავიწყო.

"მზე ლურჯ ცაზე კაშკაშებდა და შემაძრწუნებლად ლამაზ ტყეს დანათოდა, ამწვანებულ ხეებს ტოტები მაღლა ცისკენ აეწვდინათ, თითქოს მის ჩაბღუჯვას ლამობდნენნო, ჩიტები კი ჭიკჭიკით იქაურობას იკლებდნენ.
ტყეში ყველაფერი გამოღვიძებას იწყებდა და იქაურობა ცხოვრელების მხიარული შეძახიებით ივსებოდა. მაგრამ ბუნებასთან ერთად იღვიძებდნენ ბნელი არსებები. არსებები, რომლებმაც გაანადგურეს ქალაქები და ქვეყნები. არსებები, რომლებმაც შეცვალეს ისტორიები.
შავი თვალები, რომლებზეც მუდამ ჩრდილია, მუქი თმა, რომელიც მუდამ მოუვლელია და სისხლის დაუოკებელი სურვილი. სურვილი რომ მოკლან, ყველა სხვა სურვილზე უფრო ძლიერია. ეს მათშია, შიგნიდან ჭამს და ფატრავს მათ.
როგორც კი ისინი თვალებს ახელენ, ბუნება ირინდებდა და საშუალებას აძლევს მათ სიჩუმეში ჩაიძირონ. ბუნება აცნობიერებს რომ მათი გამოღვიძებით მსოფლიოს დასასრული დაიწყება. ტყე, რომელიც ასეთი ლამაზია, მუდამ მალავს საიდუმლოს, რომელიც მას გაანადგურებს.
ტყეში კი სადაც ბნელი არსებები ბუდობენ მხოლოდ სიკვდილია მომხიბვლელი და სასურველი. ადგილი, რომელიც მუდამ ლამაზია, ასევე მუდამ საშიშია, იქ შიში ერთადერთი საშუალებაა გაექცე მათ, ვისაც ვერ ხედავ, მათ, ვისაც ვერ გრძნობ და მათ, ვისიც არ გესმის.
რატომღაც ყველას უნდა ტყეში, ადგილას სადაც სიკვდილი ელით..."

ტექსტს დავყურებ და ხმას ვერ ვიღებ. არ ვიცი რა ვთქვა, რა გავაკეთო, საერთოდ გავაკეთო თუ არა რამე. გუკასკენ ვიყურები და ტელეფონს ვუწვდი რომ მანაც გადაიკითხოს.
გუკა ტელეფონს დაუდევრად მართმევს და შემდეგ ეკრანს გაშტერებული დაჰყურებს. თვალს არ აცილებს არცერთ ასოს, თითქოს მათ დაზეპირებას ცდილობსო. ვუყურებ და ვგრძნობ რომ თვალები ცრემლებით ევსება.
-ეს რა არის? -მეკითხება ხმადაბლა და ჩემკენ აცრემლებული თვალებით იყურება. გაშტერეული ვუყურებ, ასეთი გუკა არასდროს არ მყავს ნანახი. თითქოს ის მთლიანად შეცვალეს.
-კესის დაწერილია. -ვიძახი ხმადაბლა და ტელეფონს ვართმევ. -მისი ჩანახატია. მგონია რომ ტყეში მყოფ აჩრდილებში ის თამაშს გულისხმობდა... -ვიძახი და ისიც თავს მიქნევს. -კარგად წერდა... უფრო სწორად წერს. -ვიძახი და დაბლა ვიყურები. -მაგრამ ალბათ უფრო წერდა... მეეჭვება წერა გააგრძელოს. -ვამატებ და ჩვენი უკანსაკნელი ლაპარაკი მახსენდება.
----მოგონება----
-რატო ანებებ თავს? -ვეკითხები და სახეში ვუყურებ, ის კი თვალს მარიდებს.
-რავი, მეეჭვება ჩემი იყოს. -ამბობს ხმადაბლა და თმას უკან იწევს სახიდან. -იცი, ხშირად მიფიქრია რა მაგაზე, მაგრამ აბა შენითაც დაფიქრდი რა... მე წერა არ გამომდის, საერთოდ არაფერი აღარ გამომდის. -წარბებს ვიჭმუხნი ის კი აგრძელებს.-თან მეეჭვება წერისთვის დრო მქონდეს დარჩენილი. -ამბობს სევდიანად და იღიმება.
---მოგონების დასასრული---
ამ ამბავს გუკას ვუყვები, რომელსაც თვალები უდიდება.
-მაშინ მეგონა სკოლას გულისხმობდა, მაგრამ... -ვიძახი და გვერდით ვიყურები.
-კიდე გაქვს მისი რამე? -მეკითხება უცებ და მეც თავს ვუქნევ და ტელეფონს ვუწვდი, მაგრამ ის არ მართმევს. -მინდა რომ დღეში მხოლოდ ერთი წავიკითხო და ამით მის გამოღვიძებას, საბოლოოდ გამოღვძებას დაველოდო. -ამატებს დაბალი ხმით და თავს დაბლა ხრის.

***
ჩაჩუმებულ ქუჩებში მარტო მივდივარ და ვფიქრობ იმ ყველა საიდუმლოებებზე რომლებსაც ვმალავ. მაგრამ ვარ კი მე მარტო ერთი ვინც იმალება? რა ხდება მაშინ როდესაც ადამიანები მარტო რჩებიან, საკუთარ თავთან? რა საიდუმლოებებს მალავენ როდესაც მარტო არიან? ან კი არიან როდესმე მარტო? ვართ კი ჩვენ როდესმე მარტო? როდესაც არც ადამიანი გვიყურებს და არც ჩვენი გულის სიღრმეში მიმალული დემონი? ვართ როდესმე მარტონი საკუთარ თავთან? არსებობს კი ადამიანი ვისაც ამით ტრაბახი შეუძლია?
რატომ არის რომ ახლაც კი, როდესაც მარტო ვარ, როდესაც მთელი ქალაქი ცარიელი და მიტოვებული ჩანს მგონია რომ ვიღაც მითვალთვალებს. რატომ არის რომ არ მაძლევენ საშუალებას მარტო ვიყო? რატომ არის რომ ცდილობენ თავიანთ სამყაროში ჩამითრიონ? სამყაროში, საიდანაც არავინ არ დაბრუნებულა. რატომ არის რომ უნდათ მათი შემდეგი მსხვერპლი მე ვიყო? რატომ არის რომ მსხვერპლი ჭირდებათ? რატომ არის რომ ისინი არ ქრებიან?
-ჩანახატი N2, კესარია (კესი) მეიაშვილი.


11.
მ ა რ ი
საავადმყოფოში უმისამართოდ დავდივარ, კესის ისევ ძინავს და მის სანახავად არ გვიშვებენ. მინდა რომ ვნახო, ვნახო და ყველაფერი ვუთხრა. მინდა ვუთხრა რომ სულელი ვიყავი, და რომ მისით ვამაყობ. მინდა რომ ყველაფერი ვუთხრა, მაგრამ სამწუხაროდ ამას ვერ ვახერხებ.
-მარი?! -მესმის უკნიდან ჩემი სახელი და ვტრიალდები, მხოლოდ იმიტომ რომ გუკა და ბექა დავინახო. გაკვირვებული ვუყურებ და თან ვათვალიერებ მათ. გუკას ლურჯი, ზღვისფერი თვალები ჩაცვენილი და ჩაწითლებული აქვს, კანი გაფერკმრთალებული და შეშუპებული. თვალებში კი საშინელი სევდა უდგას. ბექა კი ცდილობს ცრემლები შეიკავოს, მწვანე თვალები ჩაწითლებული და ჩაცვენილი აქვს. პირი კი ერთ ზოლად მოკუმული.
-აქ ხართ? -ვეკითხები გაკვირვებული. ბექა გასაგებია, მაგრამ გუკას აქ ყოფნის მიზეზს ვერ ვხვდები. ის და კესი არასდროს არ ყოფილან ახლოს, პირიქით ხანდახან მეგონა გუკას კესი ეზიზღებოდა.
გუკა თავს მიქნევს, მაგრამ ხმას არ იღებს, დაბლა ხრის თავს და თავის ადგილს უბრუნდება. ბექასკენ ვიყურები, რომელიც ისევ მიყურებს, მაგრამ ვერ მხედავს. ის ჩემს უკან ეკრანს ასტერდება, რომლის შეხედვაზეც უარი განვაცხადე, მაგრამ ახლა როდესაც მათ ასეთ მდგომარეობაში ვხედავ, ვალდებული ვარ გავიგო რა ხდება.
უკან ვიყურები და ვშეშდები. ეკრანზე გაფითრებული კესია, რომელსაც ძინავს, არ მოძრაობს მაგრამ მისი მონიტორი გამწარებით წრიპინებს, გული პულს წამდაუწუმ იცვლის, და შემდეგ ერთ ხაზად გრძელდება. ეკრანს გაშტერებული ვუყურებ და ვცდილობ გავაანალიზო რა ხდება. ერთი ზოლი, ერთი ზუსტი, სწორი ზოლი.
ყველაფერი დამთავრდა.

***
ბიჭი ეკრანს უყურებს და თვალებს არ უჯერებს. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ეგონა რომ ამ ყველაფრის შეცვლას შეძლებდა მის წინ ნელ-ნელა კვდებოდა... მონიტორზე გამოსახული სწორი ხაზი დამაყრუებლად წრიპინებდა. პალატაში ექიმები შემორბოდნენ და გარბოდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ მის გადასარჩენად. ბოლოს და ბოლოს ის ხომ მათი უკანასკნელი იმედი იყო, მათი შვილების უსაფრთხოების გარანტი.
-შენც უყურებ? -ოთახში ლუკა შემორბის და ეკრანს უყურებს. თვალები შიშისაგან გადიდებული აქვს. -ისინი ყველაფერს აკეთებენ რაც შეუძლიათ. -იძახის მანამდე სანამ ბიჭი კითხვის დასმას მოასწრებს. -დაწყნარდი, ის გადარჩება. -იძახის შედარებით დაწყნარებული როდესაც ექიმების მცდელობების შედეგად, გული სუსტად, მაგრამ ისევ აგრძელებს ფეთქვას.
-კლინიკური სიკვდილი... -იძახის ბიჭი ხმადაბლა და ძირს იყურება. -ექიმებთან დარეკეთ და ზუსტი მდგომარეობა გაიგეთ.
ლუკა ოთახიდან გადის და ტელეფონებზე რეკვას იწყებს, მხოლოდ იმისთვის რომ გაიგოს იმის შესაძლებლობაზე რომ კესი შეიძლება კომაში ჩავარდეს.

***
კ ე ს ი
თვალების გახელა მინდა, მაგრამ მეშინია. მეშინია რომ ისევ მოჩნევენებას, აჩრდილს დავინახავ წარსულიდან. მეშინია რომ ისევ ვიღაც იქნება ისეთი ვისი დანახვაც აღარ მინდა. საბოლოოდ ვაიძულებ ჩემ თავს თვალების გახელას და კიდევ ერთი აჩრდილის ლოდინისას შეცვლილ გარემოს ვუყურებ. შავი ფონის ნაცვლად, გარშემო ყველაფერი ფერად ფერადია, და ყველგან სხვადასხვა ეპიზოდია აღწერილი, ჩემი ცხოვრებიდან. ვუყურებ მოგონებები როგორ ცვლის ერთმანეთს და მეღიმება. უმეტესობა მტკივნეულია, ისეთი რომელიც გულს ნაწილებად დაგიშლის, მაგრამ ზოგი სასიამოვნოც კია. ერთი მოგონებაა, რომელსაც განსაკუთრებით დიდხანს ვუყურებ და რომლის გაშვებაც არ მინდა.

"
ჩამუქებულ ბუნებას და ვარსკვლავიან ცას ვუყურებ. არ მჯერა რომ ცაში ამდენი ვარსკვლავია, რომლებიც ჩვენი სინათლის გამო ჩრდილში იკარგებიან. წამით ცას თვალს ვწყვეტ და გვერდით ვიხედები რომ მეგობრებს შევხედო. ნინი და მარი კოცონთან ზიან და ზეფირებს წვავენ, თან მომღერალ ზუკას უყურებენ, რომელიც გიტარაზე რაღაცას გამწარებული უკრავს. ანა და ლუკა კი საჭმელს აკეთებენ და ცდილობენ ერთმანეთს არ დაცინონ. ნიცა და თაკო კი ყველას ზევიდან უყურებენ და უფროსი დების როლს თამაშობენ. დანარჩენები კი ტყეში არიან მიმოფანტულები და ალბათ მალეც დაბრუნდებიან, რადგან ნელ-ნელა უფრო და უფრო ბნელდება, მაგრამ ვარსკვლავების დამაბრმავებელი სინათლე მაინც საკმარისია გზის გასაკვლევად.
გარშემო კიდევ ერთხელ ვიყურები, მაგრამ დაჩის ვერ ვხედავ, ალბათ ისიც სხვებს გაყვა ტყეში.
-რაზე ფიქრობ? -მესმის ჩემთის ნაცნობი ხმა და შიშისაგან ვხტები. უკან ვიყურები და მომღიმარ დაჩის ვხედავ, რომელიც თვალებში მიყურებს და იცინის. მის ნისლისფერ თვალებს ვუყურებ და მეცინება. -რა იყო ხედით ტკბები? -მეკითხება წარბების თამაშით და მე მხარში მუჯლუგუნს ვურტყამ სიცილით.
-ჰა ჰა. -ვიძახი საკრასტულად და ვიღიმი. დაჩი, ადამიანი რომელიც ჩემთვის უფროსი ძმასავითაა, და ადამიანი რომელსაც ვენდობი.
-რაზე ფიქრობდი? -კითხვას მიმეორებს და თვალებში მიყურებს.
-არაფერზე. -ვპასუხობ მხრების აჩეჩვით, ის კი თავს დაბლა ხრის. ბოლო პერიოდში სულ ასეთია, მოწყენილი, ჩაკეტილი და დათგუნვილი.
-მე კი, თამაშზე ფიქრი არ მაძლევს მოსვენებას. -მპასუხობს ხმადაბლა და ძირს იყურება. მისკენ გაკვირვებული ვიხედები და წარბებს მაღლა ვწევ. -ის ისეთი უსამართლოა, ისინი უბრალოდ ხალხს კლავენ. -თავს ვუქნევ, მაგრამ ხმას არ ვიღებ. -იცი, მაგათი მოკვლა არ მინდა. მინდა რომ ისინი შევცვალო... ხანდახან მგონია რომ არც მათ არ ქონდათ სხვა გზა... უბრალოდ მათ გამოსავალი აღარ ქონდათ... მგონია რომ ამიტომ აკეთებენ ყველაფერს.
-გამოსავალი და არჩევანი ყოველთვის არსებობს. -ვიძახი დაბალი ხმით. -შენ მათ ასე უბრალოდ ვერ გაამართლებ. ისინი არიან ისინი ვინებიც არიან, ვინებიც ჭირდებათ რომ იყვნენ. მათ შეცვლა რომ ნდომებოდათ შეიცვლებოდნენ. -ვიძახი ხმადაბლა და თვალს ვერ ვუსწორებ. -მესმის რომ გამოსწორება გინდა. მაგრამ, დაჩი... -ღრმად ვისუნქავ ჰაერს და ვაგრძელებ. -ყველაფერს შენ ვერ გამოასწორებ. არის რაღაცეები, რაც სხვისი გასაკეთებელია, შენ კი მხოლოდ შენი უნდა აკეთო.
-და თუ არ ვცდით საიდან გვეცოდინება რა არის ჩვენი და რა არა? -კითხულობს გაღიზიანებული.
-მიხვდები. -ვპასუხობ მხრების აჩეჩვით და სევდიანად ვიღიმი. -რაღაც გარემოებები ყოველთვის აიძულებს ხალხს თავისი საქმე იპოვონ, იპოვონ ის რაშიც კარგად არიან. ჩვენ მხოლოდ ლოდინი გვიწევს, და ადრე თუ გვიან, საბოლოოდ ყველანი ვიპოვით ჩვენი ყოფნის მიზეზს.
"
მოგონებას ვუყურებ და მეღიმება, სევდიანად მეღიმება. ეს ჩვენი ბოლო მეგობრუი ლაშქრობა იყო, მის მერე ჩვენ აღარც კი გვიფიქრია წასვლაზე, მაშინ როდესაც მისი მოსურნე მკვდარი იყო. აქედან ორ დღეში დაჩის თამაში დაიწყო, რასაც ის შეეწირა კიდევაც. ვუყურებ და მისი მადლიერი ვარ. ის მე დამეხმარა მეპოვა ჩემი ყოფნის მიზეზი. ის წავიდა, შეიძლება ამას არ უნდა ვიძახდე, მაგრამ იქნებ ესეც დაგეგმილი იყო, იმისთვის რომ მე ეს ნაბიჯი გადამედგა? ვიცი რომ ის უკეთესად არის იქ სადაც მოხვდა, ვიცი რომ ის უფრო ბედნიერია ვიდრე ეს აქ იყო შესაძლებელი. და ისიც ვიცი რომ იმისდამიუხედავად რომ წავიდა, ის მუდამ ჩემი მეგობარი იქნება.
-მაგრამ შენ რას აპირებ? -უკან ვიხედები, გაკვირვებული. იქ კი დაჩი დგას. მთელი, სუფთა და ბედნიერი. მიყურებს და იღიმის. -არც ჩამეხუტები? -კითხულობს და ხელებს მაღლა წევს, მეც არ ვაყოვნებ და ვეხუტები. ვეხუტები მთელი ძალით და ცრემლებს ძლივს ვიკავებ.
-რას გულისხმობ? -ვკითხულობ ხმდაბლა და ცოტათი მოშორებით ვდგები რომ თვალებში ჩავხედო.
-არ აპირებ დაბრუნებას? -კითხულობს და იღიმის. -აქ ვერ დარჩები, უნდა გაიღვიძო და იბრძოლო. უნდა მოიგო და შეცვალო ყველაფერი.
თავს ვუქნევ, მინდა რომ ხმა ამოვიღო მაგრამ, არ გამომდის. რაღაც უკან მექაჩება, ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ორ სამყაროს შუაში ვიყო. დაჩი გვერდით მიდგება და მეორე მხრისკენ მიმანიშნებს, საიდანაც სუსტი ჩურჩული აღწევს.
-ისინი გეძახიან. -მეუბნება ხმადაბლა და იღიმის. -უსმინე, და დაფიქრდი რას იზამ. შენ შანსი გაქვს...
თავს ვუქნევ და ხელს ვკიდებ, არ მინდა რომ ისევ დაუმშვიდობებლად დავკარგო.

***
გ უ კ ა
კესის პალატისკენ გავბივარ და არავის არ ველოდები. კარებთან ისევ დგანან მონადირეები, მაგრამ ამ ჯერად შიგნით შესვლის უფლებას მაძლევენ. პალატაში შევდივარ, და მხოლოდ კესის ვხედავ, რომელიც უამრავ მილზეა შეერთებული. ცრემლები თავისით იწყებენ დენას და მეც მასთან ახლოს მივდივარ, გაყინულ ხელზე ხელს ვადებ და მის სახეს ვაკვირდები.
არ ვიცი, შეიძლება მეჩვენება, მაგრამ მგონია რომ ის იღიმის. ბედნიერი, ნამდვილი ღიმილით იღიმის.
მისი ხელი ტუჩებთან მიმაქვს და ნაზად ვკოცნი, ცრემლების შეკავებას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. მას ვუყურებ, სხვა არაფრის გაკეთება არ შემიძლია. მისი სახე ისეთი მშვიდი, და ამავდროულად შორეულია რომ მისი ყურება მტკივნეულია. არ მინდა ისე დავკარგო რომ არაფერი არ ვუთხრა.
პალატაში მარი, ანა, მათე, ნიკა, ბექა, ეკე და კიდევ ვიღაც უფროსი ქალი შემოდის. ყველანი ჩვენ გვიყურებენ, მათ მწველ მზერას ვგრძნობ ზურგზე, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ.
ყველანი ჩვენ გარშემო დგებიან, მაგრამ ახლოს არ მოდიან. უკან ვიხედები და თვალებით კესის დედას ვხვდები. ერთმანეთს საერთოდ არ გვანან, მარტო თვალები აქვთ ერთნაირი, ზურმუხტისფერი მწვანე.
ვხედავ რამხელა სევდას და ტკივილს იტევს მისი თვალები და ვხვდები რომ უნდა გავიწიო და მას დავუთმო ადგილი, არც ვაყოვნებ ამის გაკეთებას და ნელ-ნელა დანანებით უკან ვიწევი. ქალი კი ისევ ერთ ადგილას არის გაჩერებული და მე მიყურებს, შემდეგ კი თბილად მიღიმის.
-შეგიძლია იყო. -მეუბნება ხმადაბლა და მადლიერი თავს ვუქნევ. ის კესის მეორე მხრიდან უვლის და მეორე ხელს კიდებს, თან სახეზე ცრემლები ნელა ჩამოდის. ვიცი რომ უნდა გავიდე და ის მარტო დავტოვო თავის შვილთან ერთად, მაგრამ რატომღაც ამის გაკეთება არ შემიძლია.
-ჩვენ გავალთ. -იძახის მარი ხმადაბლა და მეც თავს ვუქნევ, კესის უკანასკნელად ვკოცნი ხელზე, და წასასვლელად ვემზადები, როდესაც ვიღაცის ხელი მაკავებს. უკან ვიხედები, ისევ იგივე ქალბატონი მიყურებს და მიღიმის, თან ცრემლებს იწმენდს.
-დარჩი, ვიცი რომ კესის შენი აქ ყოფნა გაუხარდებოდა. ყველანი დარჩით. -იძახის ნაზად და იღიმის. -მე გავალ, ჯობია გავიდე. -იძახის და ცრემლების წმენდვით გარეთ გადის, ზურგს უკან კი პალატის კარებს იხურავს. მისი გასვლის შემდეგ ყველანი კიდევ დიდხანს ვუყურებთ კარებს, ვერ ვიჯერებთ რომ მან დაგვითმო თავისი ქალიშვილი, მაგრამ ეტყობოდა რომ ეს კესისთვის და თავისთვის გააკეთა.
-იქნებ დაველაპარაკოთ? -კითხულობს უცებ მარი. -ფილმებში როცა ელაპარაკებიან ფხიზლდებიან ხოლმე... -იძახის და თავს ხრის, ყველას ეღიმება, ჩემ გარდა.
-კარგი იდეაა. -ვპასუხობ სერიოზული ხმით და თავში იდეაც მომდის. -ვიცი რომ მთელი საქართველო გვიყურებს და კესის არ მოეწონებოდა, მაგრამ... -ყველანი ჩემკენ იყურებიან და გაგრძელებას ელოდებიან. -კესის კიდევ ერთი ჩანახატი რომ წავუკითხოთ? ისეთი რაც მას იმედს ჩაუსახავს, და დაბრუნებას აიძულებს.
ყველანი ჩუმდებიან და მიყურებენ, ვიცი რომ სისულელე ვთქვი, მაგრამ მე კესის მასე მარტივად ვერ დავთმობ.
-შეგვიძლია ვცადოთ. -იძახის ბექა და ტელეფონს იღებს. -მისი რამდენიმე ჩანახატი მაქვს. -ტელეფონში რაღაცის ძებნას იწყებს, თან იღიმის. -ალბათ ეს გამოდგება. -ტელეფონს მიწვდის. -შენ წაიკითხე. -თავს ვუქნევ და კესის გვერდით ვჯდები.
"
ცივა, წვიმს. სიცივე სხეულში მივლის და მაკანკალებს.
თვალებგაშტერებული სხეულები გვერდს ისე მივლიან არც მიყურებენ.
ბნელა. ფერები ერთმანეთში იდღაბნება და აზრს კარგავს.
იმედგაცრუება. ტკივილი. დანაკარგი. ზოგი მოდის, ზოგიც მიდის. მაგრამ ბოლომდე არცერთი არ რჩება. ბოლო წამს, როცა სიკვდილთან უკანასკნელად ცეკვავ, მარტო ხარ.
მეშინია. მეშინია რომ ყველაფერი შეიცვლება, მე კი არ მექნება იმის ძალა რომ ცვლილებებს გავუმკლავდე.
სიჩუმე. გამაყრუებელი სიჩუმე, რომელიც გარშემო ყველაფერს ფარავს.
თოვლი. თბილისში არასოდეს არ თოვს, მაგრამ მაშინაც კი როცა ბუნება თბილისის თეთრ საბურველში გახვევას გადაწყვეტს, ის ვერ ახერხებს მთელი მისი სიბინძურის დამალვას.
ლოდინი. საშინელი გრძნობა, რომელიც მოსვენებას არ გაძლევს. მოლოდინი იმის რომ რამე შეიცვლება, მოლოდინი იმის რომ ყველაფერი კარგად იქნება და ფუჭი იმედები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვეჭიდებით, იმის და მიუხედავად სიმართლე ვიცით თუ არა.
ქუჩაში მივაბიჯებ და ვიცი რომ ცხოვრების აზრი დავკარგე. დავკარგე უკანასკნელი რაც ამ ქვეყნად მაჩერებდა, დავკარგე იმედი. თითქოს ეს ბოლო წვეთი იყოო, მივხვდი რომ ამით ჩემი კედელი საბოლოოდ ნამსხვევრებად იქცა, მისი გამთელება კი შეუძლებელია.
ვნებდები. აზრს ვეღარ ვხედავ ცხოვრების გაგრძელებაში, ვეღარ ვხედავ აზრს დარჩენაში, იქ სადაც ხალხს ერთმანეთი სძულთ და ერთმანეთს ატყუებენ. ვიყურები გარშემო და ჩემ ადგილს ვკარგავ.
სწორია კი ჩემი აქ ყოფნა? უნდა დავრჩე კი მე აქ? უნდა ვიცოცხლო? თუ უნდა ვიარსებო?
უნდა გავიქცე იქ შორს, სადაც ვერ მომწვდებიან, თუ უნდა დავრჩე და ვიბრძოლო?
დარჩენა. იმედი. ცხოვრება. ჩვენ ვერ წავალთ. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. და ვცადოთ რომ ომი მოვიგოთ. ომი, საკუთარ თავთან.
"
კითხვას ვამთავრებ და მარისკენ ვიხედები, რომელსაც ცრემლები ჩამოდის. მიყურებს და თან კესის დაწერილის გააზრებას ცდილობს. ჩვენ ყველანი ვცდილობთ.
-კესი. -ჩურჩულით ვიძახი და ხელს ვუჭერ. -შენ თვითონ თქვი რომ უბრძოლველად ვერ წავიდოდით. შენ ვერ წახვალ. -უფრო და უფრო დაბალი ხმით ვაგრძელებ. არ მიდნა რომ მისთვის განკუთვნილი სიტყვები სხვამ მოისმინოს. -კეს, ვიცი რომ ძნელია. ვიცი რომ წასვლა გირჩევნია, ვიცი რომ თუ თვალებს გაახელ, უფრო სწორად როდესაც თვალებს გაახელ ყველაფერი თავდაყირა დადგება შენთვის და ჩვენთვისაც. ვიცი რომ ყველაფერი შეიცვლება და ისიც ვიცი რომ ეს ცვლილებები არ გინდა. მესმის შენი, მაგრამ შენ მასე ვერ წახვალ. ზედემტად ბევრი რამ გაქვს დარჩენილი იმისთვის რომ მასე უბრალოდ გაქრე. -ჩემი ცრემლები ლოყაზე ეწვეთება და ისეთ ეფექტს ტოვებს თითქოს ტირის. -მე ვერ გაგიშვებ, ჩვენ ვერ გაგიშვებთ. კეს, ზედმეტად ბევრს ნიშნავს ჩვენთვის რომ გაგიშვათ. ჯანდაბა! ზედმეტად ბევრს ნიშნავს ჩემთვის რომ გაგიშვა. -თავს შუბლზე ვადებ და ჩურჩულს ვაგრძელებ. -მასე უბრალოდ წასვლის უფლება არ გაქვს. უნდა გაიღვიძო.



12.
კ ე ს ი
ხმები მესმის, მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევ. უფრო სწორად ცალკეულად ვარჩევ, მაგრამ აზრი ვერ გამომაქვს. მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ჩემ ერთ-ერთ ჩანახატს კითხულობენ. დაჩისკენ ვიყურები, რომლის ხელი ისევ ჩაბღუჯული მაქვს, და რომლისთვის ხელის გაშვებას არ ვჩქარობ.
-უნდა წავიდე? -ვეკითხები ხმადაბლა, მაგრამ პასუხი ისედაც ვიცი. აქ ვერ დავრჩები, ამის უფლება უბრალოდ არ მაქვს.
-საბედნიეროდ კი. -იძახის და მიღიმის. -აქ შენი ადგილი არ არის. კიდევ ბევრი რამ დაგრჩა გასაკეთები. ასე ადვილად ვერ ადგები და ყველაფერს ვერ მიატოვებ. -იძახის გამკაცრებული ხმით. შენ უნდა წახვიდე კესი.
თავს ვუქნევ, მაგრამ ხმას არ ვიღებ. მისი კიდევ ერთხელ დატოვება არ მინდა. არ მინდა რომ მარტოობისთვის ისევ გავწირო, არ მინდა რომ ისევ დავკარგო.
-მარტო არ ვარ. -იძახის ხმადაბლა და მიღიმის. -მე ყოველთვის შენთან ერთად ვიქნები, შენ გულში და დაგეხმარები. -იძახის და მეხუტება. მის სითბოს მთელი სხეულით ვგრძნობ და მეღიმება.
-მადლობა. -ვიძახი ხმადაბლა და თვალებს ვხუჭავ.

რეალობასთან დაბრუნება მტკივნეულია. იმაზე მტკივნეული ვიდრე მეგონა იქნებოდა. ისევ ჩემი სიზმრები მახსენდება, უცნაური, რეალური და მაინც სიზმრები, რომლებმაც სიცოცხლე შემინარჩუნეს.
თვალების გახელას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. ტკივილი გაუსაძლისია. ამიტომ ისევ იმაზე უმოძრაო მდგომარეობაში ვრჩები.
ვგრძნობ ვიღაცა ხელს როგორ მკიდებს, მაგრამ ამისთვის პასუხისთვისაც კი არ მაქვს ძალა.
-კესი... -მარის ხმა მესმის და გული სითბოთი და სიხარულით მევსება. -გაიღვიძე... -იძახის უფრო დაბალი ხმით, რომელიც ტკივილით არის გაჯერებული. -უნდა გაიღვიძო. -აგრძელებს და ვგრძნობ მისი ცრემლები როგორ მეცემა.
-მარი, უნდა გავიდეთ. -იძახის ანა და მისი ნაბიჯების ხმა მესმის, რომლებიც გვიახლოვდება. არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია რომ ამ ოის გარდა კიდევ ბევრი ადამიანია ოთახში. -შენც წამოდი. უნდა დავასვენოთ, ექიმმა მასე გვითხრა.
-კესი... -მესმის ყურთან ვიღაცის ხმადაბალი ჩურჩული. მისი ხმა დაბოხებული და გატეხილია, ამიტომ ვერ ვარჩევ მის პატრონს. -ვიცი რომ გღვიძავს, არ ვიცი საიდან, მაგრამ ვგრძნობ რომ გღვიძავს... -იძახის და მისი ჩაცინების ხმა მესმის. -გთხოვ, თუ ჩემი გესმის, ხელი მომიჭირე. -ხელს მკიდებს და მეც მთელ ძალას ვიკრებ რომ მოვუჭირო.


***
გ უ კ ა
ხელს ვკიდებ და ველოდები საპასუხო მოქმედებას, მაგრამ ის არ ინძრევა, ველოდები პატარა მოძრაობას მაინც, მაგრამ არაფერი არ ხდება. იმედი კი ნელ-ნელა მტოვებს.
-წამოდი! -იძახის გაღიზიანებული ანა და მიახლოვდება. -უნდა დავასვენოთ. არ შეიძლება მისი გადატვირთვა, იმისდამიუხედავად რომ ძინავს. -თავს აქნევს და სევდიანად უყურებს კესის სხეულს.
-ეხლავე. -ვეუბნები და უკანასკნელად ვუყურებ მამედრევებელი თვალებით. ის არ ინძრევა, მისი ხელი ისევ ჩაბღუჯული მაქვს. მისი გაშვება კიდევ არ შემიძლია. არ შემიძლია ხელი გავუშვა და გავიდე, მაშინ როდესაც ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა.
მოგონებები თავისით მაწვება მისი ყურების დროს, და სხვა სამყაროში გადავყავარ, იქ სადაც კესის თამაში არ უწევდა, მე კი უკანაკსნელი ნაძ*რალა ვიყავი.
----მოგონება-----
-მარიი. -მარისთან და კესისთან მივდივარ და კესის მხარზე ვეყრდნობი. ისიც ჩემკენ იყურება და თბილი ღიმილით მიღიმის, მაგრამ მისი ღიმილის მიღმა ღრმად ჩამარხულ სევდას მაინც ვხედავ, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. -გიო გეძებს. -ვეუბნები მარის, რომელსაც გიოს სახელის ხსენებაზე სახე ეშლება.
-დაანებე თავი. -კესის ხმა უცივდება და გაბრაზებული მიყურებს. -თუ ეძებს იპოვოს, და თუ მარის ენდომება დალაპარაკება დაელაპარაკება. შენ თავი დაანებე.
-კაი, კაი. -ვიძახი დამცინავი ხმით და უკან ვიწევი. -მაგრამ, აღიარე ჩემ მხარეს ხომ ხარ? -წარბებს მაღლა წევს და ისე მიყურებს. -მარი ხომ უნდა დაელაპარაკოს გიოს? არ შეურიგდეს თუ არ უნდა, მაგრამ დაელაპარაკოს.
კესი იღიმის და თავს აქნევს, მარისკენ იხედება და ღიმილი ყურებამდე ადის.
-ბოდიში, მაგრამ მარი უფრო მიყვარს. -იძახის და ეღიმება, თან სიცილს ძლივს იკავებს.
-არა, რათქმაუნდა მარი უფრო გიყვარს, მაგას როგორ გეტყოდი მე უფრო უნდა გიყვარდეთქო, მაგრამ ხომ ჩემ მხარეს ხარ? -ვეკითხები და მის წაშლილ სახეს ვუყურებ, რომელზეც ღიმილს მალევე იბრუნებს.
-ნოუპ. მარისკენ ვარ. -იძახის და მხარზე ხელს ნელა მადებს ჩემი ლეკვის თვალების დანახვისას. -არაუშავს...
იცინის და მარისთან ერთად მიდის, მე კი მის სილუეტს ვუყურებ.
-რა გჭირს? -გვერდით დაჩი მიდგება და მიღიმის, ისიც კესის უყურებს და თავისდაუნებურად ეღიმება.
-არაფერი. -ვეუბნები და მხრებს ვიჩეჩ.
---მოგონების დასასრული----

კესის სევდიანი თვალებით ვუყურებ. თამაშმა ძალიან ბევრი ადამიანი შეიწირა, კესი კიდევ ერთი ვერ იქნება.
ის-ის არის ხელი უნდა გავუშვა და წავიდე, რადგან ვიცი რომ იმედის კოშკებს ტყუილად ვაგებ, მაგრამ ხელზე ოდნავ მოჭერას ვგრძნობ.


***
კ ე ს ი
ხელს მთელი ძალით ვუჭერ, მაგრამ ვიცი რომ საკმარისი არ არის. ის ჩერდება, ვგრძნობ მის მწველ მზერას, მაგრამ არც ესაა საკმარისი. უნდა მივახვედრო, უნდა ვუთხრა რომ მღვიძავს. უნდა გაიგონ რომ ცოცხალი ვარ. მონიტორი გვერდით გამწარებული იწყებს წრიპინს ჩემი ნერვიულობის ფონზე, მე კი ვგრძნობ როგორ ვოფლიანდები.
-არ... -ძლივს ვსუნთქავ, მაგრამ მე მას უნდა მივახვედრო, ის უნდა დარჩეს. არ მინდა მარტო ყოფნა. -წახ...ხვ...დე... -ვიძახი და ვგრნობ რომ ნელ-ნელა უფრო და უფრო ცუდად ვხვდები.
-ექიმი! -ყვირის გამწარებული უცნობის და პალატაში სწრაფი ნაბიჯების ხმა მესმის. -გაიღვიძა! -ყვირის გამწარებული და ხელს არ მიშვებს, რისი მადლობელიც ვარ. არ მინდა ისევ მარტო დავრჩე წყვდიადში.
-ყველაფერი კარგად იქნება, არ წავალ. -იძახის ისე თითქოს ჩემ ფიქრებს კითხულობდეს. ვცდილობ გავიღიმო, მაგრამ ვიცი რომ ჩემი უმწეო მცდელობა უშედეგოა. მე ღიმილიც კი არ გამომდის, უსუსური ვარ და მეეჭვება რამე შევძლო.

***
მ ა თ ე
ეკრანს ვუყურებ და მეღიმება. ვიცოდი რომ კესი მოწონდა, მაგრამ არ მეგონა მისი გრძნობა ამხელა თუ იყო. არ მეგონა რომ გუკა როდესმე ვინმეს შეყვარებას ასე ძალიან შეძლებდა. ანას გვერდით ვჯდები და მასთან ერთად ვაგრძელებ ყურებას. ანაც იღიმის, მაგრამ ცდილობს რომ არ გამოამჟღავნოს.
-რა გჭირს? -ნიკ გვერდით მიჯდება და ბედნიერი სახით მეკითხება. ისიც ეკრანისკენ იყურება და ვიცი გულში ღმერთს მადლობას უხდის რომ მეგობარი არ მოუკლა.
-არაფერი. -ვიძახი და თავს ვაქნევ. -კესიზე და გუკაზე ვფიქრობდი. -ვიძახი წამის შემდეგ და ვაგრძელებ. -შენი აზრით რომ გაიღვიძებს რა მოხდება?
-რას გულისხმობ? -მეკითხება და გვერდულად მიყურებს.
-არაფერს ისეთს. -ვიძახი მხრების აჩეჩვით, ოდნავ გაღიზიანებული. -უბრალოდ, როდესაც გაიღვიძებს სიმართლეს გაიგებს ხო ალბათ უფრო... -ნიკა თავს მიქნევს, მაგრამ აშკარად ვერ ხვდება რაზეა ლაპარაკი. -როდესაც გაიღვიძებს ეცოდინება რომ გუკას მოწონს, იქნებ ერთადაც იყვნენ. -თავს მიქნევს, აშკარად ბედნიერი რომ მიხვდა ლაპარაკი რაზეც იყო.-მაგრამ როგორც კი გაიღვიძებს მას ვარჯიში მოუწევს, შემდეგ კი თამაშიც ექნება. ვგულისხმობ რომ, ზედმეტად ბევრი რაღაც მოხდება მის ცხოვრებაში, და მაინტერესებს ეს მოვლენები როგორ განვითარდება.
-მათე. -ნიკა დაბალი ხმით იძახის ჩემ სახელს და მისკენ გაკვირვებული ვიყურები. -არ ვიცი რაზე ფიქრობ, არ ვიცი რა გინდა რომ იყოს, მაგრამ პირველ რიგში კესიმ ჯამრთელობაზე და მომავალ თამაშზე უნდა იფიქროს, გუკა მოითმენს. მაგრამ...-ნიკა თავს დაბლა ხრის და ჩურჩლით აგრძელებს. -მაგრამ, შეიძლება...შეიძლება ექვსი თვის მერე...ის აღარც იყოს... ამიტომ არ ვიცი. -თავს წევს და მის თვალებში ვიყურები, ტკივილი რომელიც მისი თვალები იჭერს გაუსაძლისია. -არ ვიცი რა იქნება ექვსი თვის მერე, არ ვიცი რა იქნება ხვალ, ამიტომ არც შენ გირჩევ ამაზე ფიქრს.
თავს ვუქნევ, მაგრამ ხმას არ ვიღებ. უფრო სწორად კი ხმას ვეღარ ვიღებ. არ მაქვს ხმის ამოღების უფლება, ის კესის ჩემზე კარგად იცნობს, ამიტომ იქნებ ისაა მართალი?
-იცი, ყოველთვის პირველი დღე მახსენდება. -იძახის უცებ და მისკენ წარბაწეული ვიყურები.-როდესაც კესი გავიცანით. -იცინის და სახე ბედნიერებისგან უბრწყინავს გახსენებაზე. -მეგონა რომ მასზე უცნაური ადამიანი არ არსებობდა. მისი ოდნავ მეშინოდა კიდევაც, მაგრამ ამავე დროს მისი უცნაურობა მიზიდავდა.
თავს ვუქნევ და ვიცინი როდესაც მახსენდება პირველად როგორ შევხვდი კესის. მახსოვს საშინელი სურვილი, რომელიც მკარნახობდა რომ მომეკლა უცნაური წითური, ჩემს ნერვებზე გამაღიზიანებლად რომ მოქმედებდა.

----მოგონება-----
-დაჩი! -დაჩისკენ ვიხედები, ის კი ვიღაც სტრან ტიპს ელაპარაკება. გოგოს ლურჯი ჯინსები, ვარდისფერი კეტები და ჭაობისფერი მოკლე მკლავიანი მაიკა აცვია, გრძელი წითელი თმა კი გაშლილი აქვს და ქარში უმისამართოდ უფრიალებს, მწვანე თვალები კი უელავს. ორივე ხელზე უამრავი სამაჯური აქვს ასხმული და მხარზე მუქი ლურჯი ჩანთა აქვს გადაკიდებული. ერთი სიტყვით გემოვნება აქვს ნოლი.
-ეს ვინაა? -ვკითხულობ და ნიკასკენ ვტრიალდები.
-დაჩის მეგობარია, ჩვენ სკოლაშია. -იძახის მხრების აჩეჩვით და ისიც მისკენ იყურება. -უცნაური ტიპი ჩანს.
-ჩანს თუ არის? -ვკითხულობ დამცინავი ტონით და მეღიმება.
----მოგონების დასასრული----

ყოველ ჯერზე როდესაც ეს მოგონება მახსენდება სიცილი მინდება. კესი უცნაური იყო, უფრო სწორად ახლაც არის, მაგრამ ადრინდელტან შედარებით გემოვნება გამოუსწორდა.
-შენც იმ დღეზე ფიქრობ? -მეკითხება უცებ და თავს ვუქნევ. -ვინ იფიქრებდა რომ იქიდან ორ წელიწადში აქ ვიჯდებოდით და კესიზე ვიდარდებდით, მაშინ როდესაც დაჩი უკვე გარდაცვლილია.
თავს დაბლა ვწევ და ხმას აღარ ვიღებ. ის მართალია, ყველაფერი შეიცვალა, თან ზედმეტად სწრაფად იმისთვის რომ ამის გააზრება მოგვესწრო. ყველაფერი ზედმეტად სწრაფად შეიცვალა. იმდენად სწრაფად რომ მასთან დაწევასაც არ ქონია აზრი.
ახლა კი ჩვენ აქ ვართ, გაუაზრებლად მოვედით აქამდე და ალბათ ასეც გაგრძელდებოდა, კესის ჩვენთვის შესვენება რომ არ მოეცა. მან თავისი სიცოცხლე გაწირა რომ ჩვენთვის ამოსუნთქვის საშუალება მოეცა, თვითონ კი უარესად დაიწყო გაგუდვა.
მაგრამ ვიცი რომ ამ წამს მე ვერაფერს ვერ ვიზამ, ვერც მე და ვერც სხვა ვერავინ. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ ვცდით მის დახმარებას. კესიმ მარტო უნდა გაიაროს თავისი გზა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ დახმარების უფლება არ გვაქვს. მან სულაც რომ არ მიიღოს ჩვენი დახმარებ, მას ეს ჭირდება. შეიძლება არ იძახის, არ იმჩნევს და უმეტეს შემთხვევაში ბედნიერიც ჩანს, მაგრამ ხანდახან მგონია რომ ეს ყველაფერი მისი მსახიობური ნიჭის დემონსტრანციაა და სხვა არაფერი. ხანდახან მგონია რომ მის თვალებში ტკივილს ვხედავ, ნამდვილ, გულის გამტეხავ და სისხლის გამყინავ ტკივილს, მაგრამ მხოლოდ წამით. შემდეგ კი ის ისევე ქრება როგორც ჩნდება. ის არ გვაძლევს უფლებას მას მივუახლოვდეთ და დავუმეგობრდეთ, ის ჩაკეტილია, იმის და მიუხედავად რომ ყველაზე მეგობრული და გახსნილი ჩანს.
კესი თავისებურია, თავისებური და უცნაური.



13.
ყოველთვის მეგონა რომ ჩემი ცხოვრება სხვანაირად წარიმართებოდა. და სხვანაირში თამაშებში თამაში არ ითვლებოდა. ვინ იფიქრებდა რომ როდესმე მე შანსი მექნებოდა რაიმე შემეცვალა? უცნაურია არა? მე არასდროს მინდოდა ცვლილებების ავტორი ვყოფილიყავი, არც ბრბოს ნაწილობა არ მინდოდა, ესენი ჩემი საქმეები არ ყოფილა. მაგრამ საბოლოოდ მე მაინც იქ აღმოვჩნდი რასაც გაურბოდი. ცხოვრება სრული გაგებით უნამუსოა.
პალატაში მარტო ვარ დარჩენელი და აზრები ისევ დაბინდული მაქვს. თვალებს ვერ ვახელ, მაგრამ მაინც ვგრძნობ სიბნელის და მარტოობის ცივ კლანჭებს. მარტოობის. ყოველთვის მეშინოდა რომ მარტო დავრჩებოდი, მაგრამ საბოლოოდ ისევ მარტო ვარ.
შიში მხოლოდ გვაბრმავებს, იმედი თვალს გვიხვევს, რეალობა კი მწარედ გვაწნის სილას.
ესაა ჩემი რეალობა, მარტოობა და სიცივე.

***
გ უ კ ა
კესის პალატის წინ ვდგავარ და თეთრ კარებს ვაშტერდები. თვალი ყოველ წამს ეკრანისკენ გამირბის, რომ მას ვუყურო. ის კარგად არის, ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს ეკრანებზე... ის კარგად არის, იმედია...
ვუყურებ კესის უსიცოცხლო სხეულს და გულში საშინელ ტკივილს ვგრძნობ, რომელიც მჩხვლიტავს და მოსვენებას არ მაძლევს.
მან არც კი იცის რომ მეორე კარის მიღმა, მე ვარ, ველოდები და მინდა რომ კარგად იყოს. მან არ იცის, რომ ჩემ გარდა მას ყველა ელოდება. მთლიანი საქართველო მის იმედად არის. ზუსტად ვიცი რომ თბილისის თითუეულ უბანში ელოდებიან როდის გაიღვიძებს და დაიწყებს ვარჯიშს, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვას თამაშებს.
-გუკა. -ბექა მოწყვეტით ეშვება ჩემ გვერდით და კარებს უყურებს. -როგორ არის? -თავს ვუქნევ, მაგრამ ხმას არ ვიღებ. თავში სულ კესის სიტყვები მიტრიალებს.
"ბოლო წამს, როცა სიკვდილთან ერთად უკანასკნელად ცეკვავ, მარტო ხარ."
ის მარტო არ იქნება. უფრო სწორად არ მინდა რომ იყოს. მისი ბოლო ცეკვის დროს მინდა რომ მე მასთან ერთად ვიყო, მასთან ერთად ვიყო, ბოლომდე. მინდა რომ მას ჩემი ესმოდეს, მისი ხელი მეჭიროს და გრძნობდეს რომ ის მარტო არ არის. მინდა იცოდეს რომ ის მარტო არასდროს არ იქნება.
***
ე კ ე
ეკრანს თვალს არ ვაშორებ და კესიზე ვფიქრობ, რომელიც ამ წამს ისევ იბრძვის თავისი სიცოცხლისთვის. ვიცი რომ ეს ყველანაირი ს*რობა ჩემი ბრალია, მე რომ არა ნინი ცოცხალი იქნებოდა, კესი კი საავადმყოფოში არ იწვებოდა.
-ეკე. -მარი ჩემ გვერდით ჯდება და თვალებში მიყურებს. მისი გამოხედვა მკაცრია და აზრ მოკლებული. -არ გინდა კესი ნახო? ყველამ ნახა შენ გარდა, შენ კი აქ ზიხარ და ტირი.
თავს ვუქნევ, მაგრამ ხმას არ ვიღებ. მე არ მაქვს უფლება კესი ვნახო, ყოველ შემთხვევაში იმის მერე რაც ჩემ გამო დაემართა. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება რომ მე ვერ მიპოვონ. მაგრამ აზრი ჩემ გადარჩენას თუ ამისთვის უამრავი ადამიანი დაიღუპება? ჯერ დაჩი, მერე ნინი, ახლა კი კესი.
კიდევ სხვებს ვერ გავწირავ, მაგრამ მე თუ მათთან მივალ, ისინი მიცნობენ და მომკლავენ, მაშინ კი ზუსტად მეცოდინება რომ ყველაფერი წყალში ჩაყრილი იქნება.
არ ვიცი რა გავაკეთო, არ ვიცი სად წავიდე და არ ვიცი რითი დავეხმარო. მე სუსტი ვარ, როდესაც საქმე ასეთ რაღაცეებს ეხება.
-ეკე? -მარი ხელს ჩემი სახის წინ იქნევს. იქნებ კესის შემდეგ მარის მიადგნენ? იქნებ მთელი სკოლა ამოწყვიტონ?
-ჰ-ჰო. -მისკენ ვიხედები და სევდიანად ვიღიმი, ის კი დგება და თავის ქნევით მშორდება. მის მიმავალ სილუეტს ვუყურებ.
"ყველაფრისგან დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა."
-შექსპირი, 66 სონეტა.
ეს სიტყვები თავში მიტრიალებს და მოსვენებას არ მაძლევს. მინდა რომ მეც მოვკვდე, მინდა რომ გავქრე ამ სამყაროდან და ყველას ავარიდო ის განსაცდელი, რომელიც ჩემთან ურთერთობის გამო ელით. ბევრი რამე რომ არ ჩამედინა, ზუსტად ვიცი რომ ეს არ მოხდებოდა. ნინი ცოცხალი იქნებოდა, დაჩიც... ახლა კი კინაღამ უკანასკნელი მათი, და ჩემი იმედი დავკარგე, კესი...

----მოგონება-----
-ვის წერ? -დაჩის გვერდით ვჯდები და მისი ტელეფონისკენ ვიყურები, ის კი იღიმის. ასეთი ბედნიერი არ მახსოვს ბოლოს როდის ვნახე. ნისლისფერი თვალები სიხარულისგან უბრწყინავს, შავი თმა ოდნავ აჩეჩილი აქვს, პირი კი გაპობილი აქვს და იღიმის.
-ჩემ მეგობარს. -იძახის და ჩემკენ იყურება. სახეზე სიხარულტან ერთად დაბნეულობაც აწერია. -ის... ის ცოტატი უცნაურია რომ არ მოგატყუო. -იძახის და ისევ იღიმის. წარბებს მაღლა ვწევ და ვანიშნებ რომ ლაპარაკი გააგრძელოს. -ვგულისხმობ რომ, იმისდამიუხედავად რაც აქ ხდება, ის მაინც ბედნიერია. ცდილობს ყველაფერში კარგი დაინახოს და შენც დაგანახოს.
-თამაშზე ელაპარაკებოდი?! -ვიძახი შეშფოთებული და გაფითრებული დაჩისკენ ვიყურები. თვალებში ვუყურებ, მაგრამ ის თავს აქნევს. -კი, მაგრა ჩვენზე, შენზე არაფერი არ მითქვამს. ის ჩემი და ნინის მეგობარია, და მთელ დედამიწის ზურგზე ვიცი რომ მისი ნდობა შეიძლება. -პირს ვაღებ რომ რაღაც ვთქვა, მაგრამ ის მასწრებს. -მაგრამ, ეს არ ნიშნავს რომ მე მას რამე ვუთხარი. ის ჩემი მეგობარია, ეკე. მე მას ამაში ვერ გავრევ. მჯერა რომ ის ერთ დღეს შეცვლის სამყაროს, ამისთვის კი მას ჭირდება რომ ცოცხალი იყოს.
-რატომ გგონია რომ ის "სამყაროს შეცვლის"? -ვკითხულობ და მზერა ისევ გზისკენ გადამაქვს. -იქნებ, ისიც ერთ-ერთი ჩვეულებრივი ადამიანია?
-არ ვიცი. -იძახის მხრების აჩეჩვით და ისევ ტელეფონში იყურება. -უბრალოდ ვგრძნობ. არ გქონია არასდროს ასეთი მომენტი? -თავს ვაქნევ ის კი თვალებს ატრიალებს. -ხოდა მე მაქვს. და ვიცი რომ მართალი ვარ.
---მოგონების დასასრული-------

დაჩი მართალი იყო. კესი, ის განსხვავებულია, ის უკეთესია. და ის შეცვლის ყველაფერს. ალბათ მაშინ დაჩის ისიც რომ გაეცნო ჩემთვის ყველაფერი სხვანაირად წარიმართებოდა. იქნებ ისინიც არ მომკვდარიყვნენ, ანდაც შეიძლება მათ სიას კესიც დამატებულიყო.

----მოგონება-----
-არ გინდა რომ გამაცნო? -ვეკითხები და გაღიზიანებული ვუყურებ დაჩის თვალებში. ის კი იღიმის და თავს აქნევს. -რატომ? სულ იმას იძახის რომ რაღაცას შეცვლის, რომ ის განსაკუთრებულია, გამაცანი! -ვეუბნები და გვერდით ვიხედები. -იქნებ ისიც დაგვეხმაროს? არ გიფიქრია ამაზე?
-მიფიქრია. -იძახის დაჩი დაფიქრებული. -ამიტომაც არ მინდა რომ გაგაცნო. -წარბებს მაღლა ვწევ, ის კი აგრძელებს. -შენ მას გაიცნობ, შენ მას ამ საქმეში ჩაითრევ. ეს საქმე კი მას მოკლავს. -დაჩი თავს აქნევს და მიღიმის. -არ გეწყინოს, კარგი? უბრალოდ ის ზედმეტად ბევრს ნიშნავს იმისთვის რომ გავწირო.
---მოგონების დასასრული------

მახსოვს მის საქციელზე როგორც გავბრაზდი. არ მეჯროდა რომ ჩვენს მეგობრობას ვიღაცას არჩევდა, და არ მჯეროდა რომ მას არ მაცნობდა, იმიტომ რომ ეშინოდა რამე არ დამეშავებინა. მაგრამ საბოლოოდ ის მართალი აღმოჩნდა, მე ყველანი ჩავძირე. მიხარია კიდევაც რომ დაჩის ის ყველანაირად დაიცვა ჩემგან, რომ მას ამარიდა, რომ ის გადაარჩინა.

***
ბიჭი ეკრანს თვალს არ აშორებს და ფიქრობს. ფიქრობს იმ ყველაფერზე რაც ერთმა უბრალო გოგომ დაატრიალა. ფიქრობს იმაზე რომ შეიძლება რაღაც ცუდი მოხდეს. მისი მოკვლა არ უნდა. არ უნდა რომ მას რამე დაუშავოს, მაგრამ მას არც არჩევნის საშუალება არ აქვს.
-ლუკა? -კითხულობს დაბოხებული ხმით და სიგარეტს კიდევ ერთ ნაპასს ურტყავს. -რა ხდება ახალი?
-არაფერი. -ლუკა მოწყვეტით ეშვება სავარძელში და ისიც ეკრანისკენ იხედება. -მაშო და სხვები გაბრაზებულები არიან და კესის მოკვლა უნდა. -ბიჭი მისკენ წარბებ აწეული იხედება. -ვფიქრობ უნდა დაელაპარაკო მათ. თან მკაცრად.
-ვიცი. -ბიჭი თავს უქნევს და ისევ ეკრანს უყურებს. -ეს ბიჭი ვინ არის? -კითხულობს და თავით ლურჯ თვალებიან ბიჭზე ანიშნებს.
-გუკა ქვია თუ არ ვცდები. -იძახის ლუკა მხრების აჩეჩვით. -მისი სკოლელია.
-სხვა არაფერი? -კითხულობს დაეჭვებით ბიჭი და ისევ ეკრანს უყურებს. -არ ეტყობა რომ მარტო სკოლელი ყოფილიყოს.
-მარტო სკოლელი. -იძახის ლუკა. -ახლო მეგობრებიც კი არ ყოფილან. -ბიჭი პასუხით კმაყოფილი თავს უქნევს და ისევ ეკრანს უყურებს.
-შენ რას აპირებ? -ლუკა ბიჭს თვალებში უყურებს და მისგან პასუხებს ელოდება.
-რას უნდა ვაპირებდე? როგორც ყოველთვის გავიმარჯვებ.


14.
კ ე ს ი
როდესაც პატარა ვიყავი მჯეროდა რომ ყველაფერი მარტივად იქნებოდა. მეგონა რომ ყოველთვის ბედნიერი ვიქნებოდი და ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ნატკენი მუხლი იქნებოდა. მე ამის მართლა მჯეროდა. ახლაც მინდა რო მჯეროდეს, მაგრამ უკვე ვიცი რომ ეს შეუძლებელია. ნატკენი მუხლი, ყველაზე პატარა პრობლემაა, რაც კი როდესმე შემხვედრია. ყველა პრობლემა მასეთი მინორული რომ იყოს, ალბათ ბედნიერი არა მარტო მე ვიქნებოდი.
-გღვიძავს?-ოთახში მარი შემოდის და მისკენ ვიყურები. ყავისფერი თმა აბურდული აქვს, თვალები კი ჩაწითლებული.
-არა, როგორ ხარ? -მისკენ ვიყურები და ვიღიმი. ვიცი რომ ჩემ გამო ძალიან ინერვიულეს. -გეძინა მაინც? საშინლად გამოიყურები!
-ოჰ, მადლობა. -იძახის გაღიზიანებული და იცინის. -ნეტა შენი თავი გენახა, ტაფაარტყმულ აქლემს გავხარ. -მის შედარებაზე მეცინება, მაგრამ სიცილს მალევე ვწყვეტ როდესაც მთლიან ტანში ტკივილი მივლის. -კარგად ხარ?
-რა? კი. -ვიძახი და ვიღიმი. -იცი, დაჩიზე ვფიქრობდი. -მარის სახიდან ღიმილი ბოლომდე უქრება და თვალები უშავდება. -მენატრება... ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო...არ იეჭვიანო. -მეღიმება და სახეზე მოჩვენება ღიმილი მასაც უჩნდება. -მარ, ძალიან მენატრება... არ ვიცი მის გარეშე რა გავაკეთო...
-არაფერი. -იძახის მხრები აცეჩვით და გვერდით მიჯდება. ვიცი რომ ისიც ცუდად არის, დაჩი მისი მეგობარიც იყო. -მესმის შენი, მეც მასე ვარ ხოლმე... უბრალოდ როცა ისინი მიდიან წასვლა შენც გინდა. -თვალები ცრემლებით ევსება და მჭდროდ მიკრავს გულში. -არ ვიცი რა მოხდებოდა შენც რომ წასულიყავი...-ცრემლები სახეზე უწყვეტი ნაკადით მოედინება. -კესი რაზე ფიქრობდი? როდესაც სურვილს იძახდი რაზე ფიქრობდი?! შენ მოკვდები!
-ვიცი... -ჩუმი ხმით ვიძახი და მარი ჩუმდება. -სამუდამოდ არავინ არ ცხოვრობს. უბრალოდ, მინდა ისე მოვკვდე რომ რამე შევცვალო. -ახლა ჩემი ჯერია ტირილის. -მინდა რომ თუ მოვკვდები არაფერს არ ვნანობდე. -თავს დაბლა ვხრი და მარის თვალებს ვარიდებ. -დაჩიც და ნინიც იმიტომ მოკვდნენ რომ მათ რაიმეს შეცვლა უნდოდათ სისტემაში. მეც მინდა რომ შევცვალო, მინდა რომ სისტემა დაინგრეს! უფრო სწორად სისტემა უნდა დაინგრეს. -თავს მაღლა ვწევ და აცრემლებული თვალებით მარის ვუყურებ. ყურადღებას არ ვაქცევ კამერებს რომლებიც მაშტერდებიან და იმ მილიონობით ადამიანს რომლებიც ამ კამერებით მხედავენ. -მარი, მომისმინე. მე შევცვლი, ეს ცვლილება სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს. ამას არ გავაკეთებ მარტო ჩემთვის ან შენთვის, ან სულაც ვინმე უცხოსვის. ამას დაჩის და ნინისთვის გავაკეთებ. -ვიღიმი, სევდიანი, მაგრამ ნამდვილი ღიმილით. -მათ მანახეს თუ რატომ ვიყავი აქ. კი, შეიძლება გავგიჟდი მაგრამ მე სისტემას დავანგრევ, ან ყველაზე ცოტა შევცვლი მაინც.
მარი თავს მიქნევს, მაგრამ ხმას არ იღებს. სახე წაშლილი და დაღლილი აქვს. თვალებში კი სევდა აქვს ჩამდგარი.
-კაი. -იძახის ორ წუთიანი დუმილის შემდეგ. -კარგი, მართალი ხარ, ბოდიში. -თავს დაბლა წევს, შემდეგ კი ისევ თვალებში მიყურებს. -მაგრამ იცოდე სიკვდილი არ გაბედო. -მის ნათქვამზე ყურებამდე ვიღიმი და ვეხუტები.
პირობას გაძლევ მარი, სხვებს გადავარჩენ, მაგრამ ამის გამო შეიძლება მოვკვდე, შეიძლება მეც დაჩისთან და ნინისთან წავიდე. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ როდესმე მარტო დაგტოვებ.
-პირობას გაძლევ მარი, მარტო არასდროს არ დაგტოვებ.

***
---მოგონება-----
-კესი! -დაჩი ჩემკენ მოდის და მიღიმის. სახე აწითლებული და ოფლის წვეთებით დაფარული აქვს. ტუჩებზე კი ბედნიერი ღიმილი დასთამაშებს.
-ჰოუ? -ვეკითხები გაკვირვებული და მისკენ ვიხედები ის კი ისევ დებილივით აგრძელებს ღიმილს. -ნუ მაშინებს, მოხდა რამე?
-ნოუპ. -იძახის და მეხუტება.
-ფუუ, კარგი რა დაჩი! -ვყვირივარ აღშფოთებული. -ოფლიანი ხარ! ჯანდაბა შენ! გაიწიეეე! -ვყვირივარ და ვცდილობ რომ მოვიშორო, მაგრამ არ მშორდება, პირიქით უფრო მაგრად მეკვრობა და თან სიცილს იწყებს.
-არაუშავს. -სიცილ ნარევი ხმით მეუბნება და იცინის. -გადაიტან. -მისი ჩურჩული ნელა ჩამესმის ყურში და მეღიმება. -კაი ხო, ცოდო ხარ. აგაყროლე მგონი ისედაც. -იძახის და უკან იწევა თან მიცინის.
-მეზიზღები! -ვიძახი გაბრაზებული ხმით და ვუღიმი.
-ხო ვიცი დაიკო, მეც მიყვარხარ. -თავისი მომაჯადოებელი ღიმილით მიღიმის და გვერდით უყურება.
-მეტყვი რატომ იყავი მასე თუ ძალით გათქმევინო? -ვიძახი და ჩემკენ ვახედებ ის კი მეღრიჭება.
-აუ, მოკლედ. -იწყებს და თან წითლდება. -მოკლედ, ერთი გოგოა რა... -ამის გაგონებაზე სახე მინათდება და მისკენ ვიხედები. კიდევ კაი ვინმე მოეწონა თორე გეი მეგონა. არა, გეების საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, პირიქით რომ მეგონა პირველ რიგში მაგიტომაც დავუმეგობრდი. -არ ვიცი იცნობ თუ არა.
-ამოღერღე! -ვიძახი ოდნავ აჟიტირებული და გაღიზიანებული. მეზიზღება როცა მოყოლას ასე წელავენ. -კაზანოვა ამოღერღე!
-ოჰ, ჩემი შენ გითხარიო, მე ვარ კაზანოვა თუ შენ? -იძახის და თვალს მიკრავს.
-აინშტაინ მე გოგო ვარ. -ვიძახი და ვიღიმი გამარჯვებულის ღიმილით.
-ჰო, აბა რა. -ამატებს და სანამ საკადრის პასუხს გავცემდე მოყოლას აგრძელებს. -მოკლედ სალომე ქვია, და ჩემხელაა, და მოკლედ ხვალ პაემანი მაქვს.
თვალები შუშისხელა მიხდება. როგორ მოახერხა ამ ნესკვიკის კურდღელმა სალომეს დათანხმება? სალომეს ვიცნობ. ქერა, ბოლოებში ლურჯად შეღებილი თმა აქვს, ყინულისფერი ცისფერი თვალებით. ერთი სიტყვით ლამაზია. დაჩი კი... დაჩია...
-როგორ? -საბოლოოდ ვახერხებ კითხვას და ვაშტერდები. -ანუ... არ გეწყინოს, მაგრამ... ანუ შენ შენ ხარ...
-მესმის. -იძახის და იცინის. -მეც გამიკვირდა. ამიტომაც მოვედი შენთან, დახმარება მჭირდება. -იძახის დაბალი შესაცოდი ხმით და მეღიმება. -არ ვიცი რა ჩავიცვა, სად წავიყვანო ან რა გავაკეთო. -სიცილი მიტყდება ის კი ნაწყენი სახით მიყურებს. -კაი რა კესი! ხო იცი რომ მასეთ საკითხებში ბანძი ვარ!
-ვიცი. -ვეუბნები ღიმილით. -მოკლედ, ის მაინც იცი რას იცმევ? -თვალები უდიდება და თავს აქნევს. -სად მიდიხართ?! -ტავს დაბლა ხრის და ხმას საერთოდ არ იღებს. -უიმედო ხარ! -ხელებს ჰაერში ვწევ და ბოლო ხმაზე ვყვირი. -მოკლედ ხვალ რომელზე უნდა შეხვდე და სად?
-ამმ საღამოს შვიდზე უნდა გავუარო სახლში. -თავს ვუქნევ და ვიღიმი.
-კაი, ხვალ 4ზე შენთან გამოვალ მაშინ. -სახეზე გაკვირვება ეხატება და მეღიმება. -უნდა მოგამზადო, მაგას კიდე მიიმუმ ორი საათი დაჭირდება თან ადრე უნდა მიხვიდე ცოტა. -თავს მიქნევს და ხმას აღარ იღებს. -კაი, უნდა წავიდე. ხვალ 4ზე გნახავ.
***
კარებზე ზარს მესამედ ვრეკავ და მოუთმენლად ველოდები ვინმე როდის გამიღებს.
-კესი?! -კარები იღება და მომღიმარი დეიდა მარია მხვდება. მარია დაჩის დედაა და მახსოვს ერთხელ მეჩხუბა ქალბატონს ნუ მეძახი თუ მაინცდამაინც დეიდა დამიძახეო. -როგორ ხარ? -მარია მეხუტება და ლამის მჭყლიტავს.
-ვერ...ვსუნთქავ. -ვიძახი დრამატულად და ხრცობის იმიტირებას ვაკეთებ. -ჰაერი...არ...მყოფნის... -მარიას სიცილი უტყდება და მიშვებს.
-თავის ოთახშია, და ძალიან ნერვიულობს. -იძახის სიცილით და მისაღებ ოთახში გადის, მე კი დაჩის ოტახისკენ მივაბიჯებ.
-შემოვდივარ!- ვყვირივარ, სამამდე ვითვლი და შევდივარ. ოთახი საშინელი სანახავია. ყვეაფერი არეულია და ყველაფერი ერთმანეთზე ყრია. -რა იყო დაჩი მეტი ტანსაცმელი ვეღარ დაყარე?
-დაანებე მაგათ თავი ეგენი არ მომწონს და არ ჩავიცმევ. -იატაკზე ვიყურები. მგონი მთელი კარადა გადმოყარა ამ დეგენერატმა.
-მაშინ კეტები ჩაიცვი და ტიტველი გაიქეცი. -ვეუბნები თვალების ტრიალით და ტანსაცმლის გროვებში ტანსაცმლის მოძებნას ვიწყებ. -შედი წყალი გადაივლე, მე მანამდე რამეს ვნახავ.
დაჩი თავს მიქნევს და თავის ნივთებს იღებს, მე კი ტანსაცმელის თვალიერებას ვიწყებ. პირველი რაც მომწონს იმას ვიღებ და ეს ჩემი საყვარელი ჯინსებია. შავი დახეული ჯინსები, რომელიც უხდება იმ იდიოტს. კაი, მთავარია ახლა მაიკა შევუსაბამოთ. გროვაში ტეთრ სადა მაიკას ვპოულობ და ვიღიმი, თეთრი მაიკა, შავი დახეული ჯინსები და თეთრი კეტები. იქნებ რამე მაინც გამოვიდეს მერე მისგან?
-მზად არის? -დაჩი კარების მეორე მხრიდან მიყვირის. -შარვალი მესროლე. -ისე ვაკთებ როგორც მეუბნება, მაგრამ შარვალთან ერთად მაიკასაც ვუწვდი. -გააუთოვე, მე არ გაგიუთოვებ.
დაჩი ბუზღუნით მიდის დედამისთან, მე კი მანმადე ლეპტოპს ვხსნი და ფილმების თვალიერებას ვიწყებ.
-კაია? -კითხულობს ოთახში შემოსული. -თეთრი კეტები ხო? -თავს ვუქნევ და ის ოტახიდან ისევ გადის კეტების ჩასაცმელად.
-მოკლედ მოიფიქრე სად მიგყავს? -დაჩი თავს აქნევს მე კი ნერვები მეთხრება. -მოკლედ იდეა მაქვს... -დაშაქრული ღიმილით ვიღიმი და დაჩის თვალებში ვუყურებ. -მოკლედ 8-ზე ფილმი გადის, ხოდა იქ წახვალთ, შემდეგ კი კაფეში წადით და აჭამე გოგოს.
-კინო ცოტა ხომ არ... -იძახის და წითლდება. -ანუ...კინო არა რა...
გაკვირვებული ვუყურებ, მაგრამ თავს მაინც ვუქნევ. არა, რა აქვს კინოს წინააღმდ... ააა... უიი... ეგ არც მიფიქრია...
-კაი, მაშინ პირდაპირ კაფეში წადით. -თავს მიქნევს და საათს უყურებს. -ისე როგორ მოახერხე?
-რავი, ალბათ თვითონაც მოვწონდი... -იძახის მხრების აჩეჩვით. -გშია? -თავს ვუქნევ, სალომემდე კიდევ ერთი საათი გვაქვს. -ისე რას აპირებ შენ?
-რას უნდა ვაპირებდე? -ვკითხულობ გაკვირვებული და თან სამზარეულოს კარებს ვაღებ.
-კესიიიი. -პატარა საყვარელი ხმა მესმის და დაბლა ვიყურები. დაჩის პატარა და, ელენე მეხუტება და ხელში ამყავს. ელე სამი წლისაა და ძალიან ძალიან საღუარელია.
-რავი, მეგონა წამოხვიდოდი, რავი თანადგომაზე გსმენია რამე? -კითხულობს გაღიზიანებული და ანერვიულებული. -ხო იცი რომ ჩავფლავდები?
-რა გინდა ადამიანო პაემანზე გვერდით მოგიჯდეთ? -ვკითხულობ გაკვირვებული და თავს ვაქნევ. -თუ გინდა მოშორებით დავჯდები და გითვალთვალებთ. -დაჩი თავს მიქნევს, მე კი მხრებს ვიჩეჩავ. -მარის და ნინის დავურეკავ მაშინ, მარტო არ მინდა.
-კაი, ოღონდ მთელ მსოფლიოს არ მოდოთ რა... -იძახის მობუზული სახით. -შეიკრიბებით სადაქალო, გადაირებთ სურათებს და კარგად მეყოლე მერე...
-კაიდაწყნარდი, არ მოვდებთ. -ვიძახი სიცილით და მარის და ნინის ვურეკავ და ყველაფერს ვუყვები. -კაზანოვა. -დაჩი ჩემკენ იხედება და წარბებს მაღლა წევს. -წავედი მე, ექვსია უკვე, მარის და ნინის უნდა შევხვდე და იქ დაგელოდოთ. შენ კიდე არ დააგვიანო.
----მოგონების დასასრული------

ამ მოგონებაზე მეღიმება და ცრემლი მისხლტება. პალატაში ისევ მარტო ვარ, კამერებთან ერთად დატოვებული. ტანში სიცივის და შიშის ჟრუანტელი მივლის და მეშინია. მეშინია რომ მაშინ როდესაც ყველა მხედავს მე ვტირივარ, მათ კი სუსტი ვეგონები. მეშინია რომ ისინი მარტო აღარასდროს არ დამტოვებენ. რაც მთავარია მეშინია რომ ისინი ჩემ მომავალთან ერთად აწმყოს და წარსულსაც წამართმევენ.
მოგონებები... ერთადერთი რაც დამრცა მოგონებებია... მოგონებებია ისინი რეებსაც ვუფრტხილდები და მოგონებებია ისინი რომლებსაც ჩემს გულში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ, რომლებიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია.
მე მზად არ ვარ ისინი დავთმო. მე მათი დათმობა არ შემიძლია და იმის გაანალიზება რომ ჩემ მოგონებებში ჩაძირვას მთლია ნი მსოფლიო თუ არა ნახევარი მაინც უყურებს ნერვებმომშლელია.
კარები მოულოდნელად ფართოდ იღება და შავი სილუეტი ჩნდება. სილუეტი ჩემკენ ნელ და ფრთხილად მოდის.
-გამარჯობა... -იძახის დაბალი ხმით და თვალებს მარიდებს. ვუყურებ და ვერ ვხვდები რა მოხდა.
-გამარჯობა... -ვიძახი მეც და ვუღიმი, მაგრამ ის ამ ღიმილს ვერ ხედავს. ის ზედმეტად ჩაძირულია თავის ფიქრებში იმისთვის რომ მამჩნევდეს, როგორც ყოველთვის. -ამმ, მოხდა რამე?
ჩემ კითხვას ის ტრანსიდან გამოყავს და დაბნეული მიყურებს, თითქოს ვერ ხვდება აქ საიდან გაჩნდა. ვუყურებ და გული ტკივილით მევსება. ყოველ მის სახის ნაკვთზე სხვადასხვა მოგონება მიტივტივდება თავში და თითოეულ მოგონებაზე თვალებში ცრემლის ახალი წვეთი მიდგება. მისი სახის გახსენებასაც კი დიდი ტკივილი მოაქვს ჩემთვის. ახლა კი ის ჩემ წინ ზის, დაბნეული, არეული და გაფანტული.
-რა? -მეკითხება და ნერვიულად ათამაშებს მაიკის ბოლოს. -არა, არაფერი... უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა. -იძახის და მიღიმის, ნერვიულად და დაძაბულად. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ დააძალეს აქ მოსულიყო. - როგორ... როგორ ხარ?
-კარგად...შენ? -ლაპარაკი უხერხული და დაძაბულია. ვუყურებ და შუაზე ვიხლიჩები. ჩემ ერთ ნაწილს უნდა რომ გავიდეს და არასდროს აღარ მოვიდეს, მეორე ნაწილს კი... მეორე ნაწილს კი უნდა რომ დარჩეს და მარტო არასდროს აღარ დამტოვოს.
-მეც... -თავს დაბლა ხრის და საბნის ნაკეცებს აშტერდება. -იცი...ძალიან ვინერვიულე...უფრო სწორად ვინერვიულეთ...ყველამ... -თავს მაღლა წევს და მის ჩასისხლიანებულ თვალებს ვხედავ, რომელშიც უსაზღვრო ტკივილია. -მაშინ როდესაც გარეთ გამოვედით... იქ ყველგან სისხლი იყო... არ ვიცი შენი იყო თუ არა... არა, ვიცი... იქ შენიც იყო... ძალიან ბევრი. -თვალები გიჟივით აქვს, ყველაფერს უყურებს და მზერას არაფერზე არ აჩერებს. ოდნავ კანკალებს და თვალს ვერ მისწორებს. -შემეშინდა...შემეშინდა რომ გამარჯვების მიუხედავად მაინც მოკვდებოდი... -თავს დაბლა ხრის და ხმას აღარ იღებს. მე კიდე იქ ვზივარ, ვერ ვინძრევი და არ ვიცი რა ვქნა.
მინდა მივიდე და ჩავეხუტო, ვუთხრა რომ ყველაფერი კარგადაა და რომ ნერვიულობად არ ღირდა, მაგრამ ამას არ ვაკეთებ. ამას ვერ ვაკეთებ. ამიტომ ხელს ვუშვერ. ის ჩემ ხელს გაშტერებული უყურებს. მეც მიკვირს, არც მე არ მოველოდი ჩემგან ასეთ იდიოტურ ქმედებას.
-მადლობა, მადლობა და ბოდიში. -ვეუბნები ხმადაბლა და ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად ჩემი სხეული თავისთავად იწყებს მოქმედებას, ტკივილს ყურადღებას არ აქცევს და ეხუტება მის წინ მყოფ ბიჭს. თავიდან ბიჭი დაძაბულია, მაგრამ საბოლოოდ ისიც მხვევს ხელებს და მაგრად მიკრავს გულში.
მადლობა... მადლობა რომ ჩემ გვერდით იყავი და მადლობა რომ ჩემზე ნერვიულობდი. და ბოდიში... ბოდიში რომ განერვიულე, ბოდიში რომ შეიძლება ამის გადატანა ისევ დაგჭირდეს. ბოდიში იმისთვის რომ შეიძლება დაგტოვო... ბოდიში რომ შენი დავიწყება ვერ მოვახერხე... ბოდიში იმისთვის რომ ყოველ ღამე ძილის წინ შენზე ვფიქრობ... ბოდიში რომ ყოველ ჯერზე როდესაც სხვასთან ერთად გხედავ ვეჭვიანობ და გული მტკივა... ბოდიში რომ შენი გადაყვარება ვერ მოვახერხე... და მაპატიე რომ ვერ გივიწყებ... და მაპატიე რომ ჩემ გულში ყველაფრის მიუხედავად ისევ დიდი ადგილი გიკავია ჩემს გულში... მაპატიე რომ ისევ მიყვარხარ და მაპატიე რომ ხანდახან რატომღაც შენგანაც იმავე გრძნობის დაბრუნებას გთხოვ, მაშინ როდესაც ვიცი რომ ეს შეუძლებელია...






_______________________

გამარჯობათ! ^^ როგორ ხართ?^^ იმედია მოგეწონებათ ^^ გადავწყვიტე ბოლო თავის ცალკე დადების ნაცვლად მთლიანად დამედო...

პ.ს ყველა აბიტურიენტს (თუ ხართ აქ ვინმე) წარმატებებს გისურვებთ ^^



№1  offline მოდერი ენემი

გაგრძელება მინდოდა მე :(

 


№2 სტუმარი Guest ლამაზთვალება

დამთავრდა უკვე კი მარა? აუ გაგრძელება მინდა თორე ვიტირებ ეხლა ❤❤ ძააან მაგარი იყო ჩემი ფავორიტი ისტორიაა ამ გვერდზე.. უძლიერესი გოგონა

 


№3  offline წევრი შამხათი

დამთავრდა? ვერ მივხვდი. მთლიანობაში კარგი იყო, მაგრამ დასასრული იყო გაუგებარი, უფრო სრულყოფილად შეიძლებოდა, რომ ამდენი კითხვის ნიშანი არ დაეტოვებინა.

 


№4  offline წევრი Katastrofa

ახლა შენ ისეთი მაგარი გოგო ხარ,ადგები და დადებ "თამაში (დასკვნითი თავი)"-ს ხო? აბა გაუგებარისავით დარჩა რა.კესიმ ხოუნდა მოკლას ის ან დაამარცხოს,მერე შეცვალოს სამყარო და მოკითხვა ხოუნდა შემომითვალოს?!! ნწ ნწ დადე რა მართლა დასკვნითი თავი გეფლიზები ❤❤

 


№5  offline წევრი Bonnie Blue

Katastrofa
ახლა შენ ისეთი მაგარი გოგო ხარ,ადგები და დადებ "თამაში (დასკვნითი თავი)"-ს ხო? აბა გაუგებარისავით დარჩა რა.კესიმ ხოუნდა მოკლას ის ან დაამარცხოს,მერე შეცვალოს სამყარო და მოკითხვა ხოუნდა შემომითვალოს?!! ნწ ნწ დადე რა მართლა დასკვნითი თავი გეფლიზები ❤❤

გამარჯობა

Katastrofa
ახლა შენ ისეთი მაგარი გოგო ხარ,ადგები და დადებ "თამაში (დასკვნითი თავი)"-ს ხო? აბა გაუგებარისავით დარჩა რა.კესიმ ხოუნდა მოკლას ის ან დაამარცხოს,მერე შეცვალოს სამყარო და მოკითხვა ხოუნდა შემომითვალოს?!! ნწ ნწ დადე რა მართლა დასკვნითი თავი გეფლიზები ❤❤

გამარჯობა :D ძალიან დიდი გამომდიოდა და ასე რომ ვთქვათ ორ "წიგნად" დაყოფა გადავწყვიტე და მეორე წიგნს მოთამაშეს დავარქმევ და გაგრძელება იქნება

შამხათი
დამთავრდა? ვერ მივხვდი. მთლიანობაში კარგი იყო, მაგრამ დასასრული იყო გაუგებარი, უფრო სრულყოფილად შეიძლებოდა, რომ ამდენი კითხვის ნიშანი არ დაეტოვებინა.

გამარჯობა :D ძალიან დიდი გამომდიოდა და ასე რომ ვთქვათ ორ "წიგნად" დაყოფა გადავწყვიტე და მეორე წიგნს მოთამაშეს დავარქმევ და გაგრძელება იქნება

Guest ლამაზთვალება
დამთავრდა უკვე კი მარა? აუ გაგრძელება მინდა თორე ვიტირებ ეხლა ❤❤ ძააან მაგარი იყო ჩემი ფავორიტი ისტორიაა ამ გვერდზე.. უძლიერესი გოგონა

გამარჯობა ^^ ძალიან დიდი გამომდიოდა და ასე რომ ვთქვათ ორ "წიგნად" დაყოფა გადავწყვიტე და მეორე წიგნს მოთამაშეს დავარქმევ და გაგრძელება იქნება :D და მიხარია თუ მოგეწონა :D <3

 


№6 სტუმარი Guest ინგა

მომეწონა ძალიან. დიდი ინტერესით ველოდები მეორე ნაწილს.თუ უკვე დაწერილი გაქვს მალე დადე რა.

 


№7  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Zaan chamitria. Imedia shemdegi kidev 7ketesi iqneba da kidev ufro gagvakvirveb. Me es dzaan momewona. Titqos tavidan msgavsi iyo hunger games da divegent magram sul sxva kontinentia samive. Dzaan momwobs martla. Sakmaod "girseuli da dastoini motxroba gamogivida
Moutbenlad veli motamashes.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent