შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კონტროლი (თავი 2)


21-05-2017, 02:13
ავტორი japara
ნანახია 1 496

მანქანა კუს ტბასთან გააჩერა. არც ერთი არ დგებოდა. არც ერთი სვამდა კითხვებს. სანდრა ჩუმად იჯდა. ლაპარაკს რა აზრი ჰქონდა? ფაქტი ფაქტად რჩებოდა. ისინი ერთად იყვნენ კუს ტბაზე. თუმცა ანდრეას არც მაშინ უერთგულა მოთმინების უნარმა და სიჩუმე ისევ პირველმა დაარღვია.
- როგორ მეგობარი… აქ შენთან ვარ. - სიჩუმე. - რა გჭირს?
- არაფერი.
- რაღაც მოხდა. უბრალოდ მინდა შენთან ვიყო. არ მომწონს შენი ასეთი მდგომარეობა.
- არც მე. უბრალოდ რთული პერიოდი მაქვს. - სახეზე ხელები ნერვიულად ჩამოისვა. - ესეც გაივლის.
- რომ არ გაიაროს?
- დაუძლეველი არაფერია. მითუმეტეს ასეთი სისულელეები. - სანდრამ საზურგეს მიაკრო თავი და თვალები დახუჭა. - უბრალოდ დავიღალე და ცოტა ხანი განტვირთვა მჭირდება.
- მეც. - ანდრემაც ხმამაღლა ამოიხვნეშა და თმა უკან გადაიწია.
- აი ერთი… მხოლოდ ერთი დღე მაინც რომ მომცა, სამყაროს მოვწყდებოდი. სხვაგან გადავინაცვლებდი.
- ნამდვილი სანტა ვარ-მეთქი და არ დამიჯერე! - გახარებულმა პატარა ბავშვივით წამოიძახა.
- ახლა რა გენიალური იდეა შვა შენმა გონებამ?
- 24 საათი მაჩუქე.
- რა?
- რა და… თუ თანახმა იქნები, 24 საათს მაჩუქებ.
- და თუ არა?
- გთხოვ რა… - ყელი პატარა ბავშვივით გაწელა და თვალებიც სხვანაირად აუბრჭყვიალდა. ალექსანდრას მთელი გულწრფელობით გაეღიმა მის ასეთ საქციელზე. მისმა ასეთმა საქციელმა და დამოკიდებულებამ გოგონას გულიდან გააქრეს ტკივილები და სადარდებლები.
- თანახმა ვარ.
- ოღონდ პირობები მაქვს.
- ცდილობ გადამაფიქრებინო?
- აზრი აღარ აქვს… პირველი, ამ 24 საათის განმავლობაში უნდა დამიჯერო, ჯიუტობა არ შეიძლება. მეორე…
- სულ რამედენი წესია? - ანდრე დაფიქრდა და თითქოს თვლა დაიწყო.
- მხოლოდ სამი…
- განაგრძე.
- მეორე, არავითარი მოწყენილობა. მოვითხოვ ყველა დამთრგუნველი ფიქრი უკუაგდო 24 საათით და მხოლოდ კარგისკენ დაიწყო ყურება! და ბოლოს, რასაც ამ ერთ დღეში გავაკეთებთ თუ ჩავიდენთ, ამ დღეში რჩება. არ იქნება გაგრძელება, განხილვა, კამათი, სასამართლო… არაფერი. და ბონუსი… ჩვენ ყველაფრის უფლება გვაქვს!
- საუკეთესოა კანონმდებლობებს შორის! ახლა ზუსტად 20 საათი და 47 წუთია. - ანდრემ მანქანა სასწრაფოდ დაქოქა და ძალიან დიდი სიჩქარით წავიდა. მანამდე კი სანდრამ მეგობარს დაურეკა. - საყვარელო, ვერ მოვდივარ.
- კარგი რა სანდრა! რატომ?
- მე ქალაქიდან გავდივარ სასწრაფოდ.
- როგორც ყოველთვის. - ნაწყენმა შეუბღვირა და გათიშვა დააპირა.
- ლიზა, მაპატიე რა. უბრალოდ… რომ ჩამოვალ აუცილებლად მოგიყვები.
- გირჩევნია კარგი მიზეზი გქონდეს!
- შესანიშნავი!
- კარგი. ამ ერთხელაც და ბოლოა!
- ჩაო! - ტელეფონი გათიშა.
- კარგი რაც მთავარია, დაქალი გააფრთხილე. ახლა ტელეფონი გათიშე.
- გაგიჟდებიან.
- ვინ?
- ტელეფონი გამორთული არასდროს მაქვს. ეკა და იაკობი კერძოდ!
- კარგი მიწერე.
- მივწერო?
- ხო.
- არ არსებობს. - ანდრემ გაბრაზებით გამოგლიჯა ტელეფონი ხელიდან და იაკობთან შეტყობინების წერა დაიწყო. “ანდრეა ვარ. მე და სანდრა ერთად წავედით საერთო მეგობართან და არ ინერვიულოთ. ტელეფონებს ვთიშავთ.” - ანდრე დავიმტვრევით! - წამოიკივლა და სახეზე ხელები აიფარა. ამაზე ბიჭს გაეცინა და ტელეფონი უკან დაუბრუნა.
- გამორთე! - გოგონამ დაუფიქრებლად შეასრულა ბრძანება.
- პირველ წესს ვეჩვევით. ახლა მეორეს ჯერია.
- მეორეს უკვე მივეჩვიე…
- არ გეტყობა. წეღან იძახდი მოვკვდებითო.
- კარგი ხო! საით?
- არ ვიცი.
- ეგ როგორ?
- კარგი… დაასახელეი პირველი მხარე რაც გაგახსენდება.
- კახეთი.
- უფრო შორს ვერ წახვედი?
- არ მინდა გზაში დროის დაკარგვა. იცოდე, 24 საათში ისევ კუს ტბასთან უნდა ვიყოთ.
- მომწონს! - გაშლილი თმა აიწია და თავზე დიდ ჩიტის ბუდედ დაიდო. მერე წინ გადაიხარა და მუსიკა ჩართო. რატომღაც არ გაჰკვირვებია ჯაზის მოსმენა. საზურგეს მიეყუდა. ფანჯარა ფოლომდე ჩასწია და თვალები დახუჭა… წაბლისფერ პატარა თმებს უპუწავდა ქარი, მაგრამ ისიც უცნაურ ღიმილს ახვედრებდა. გრძნობდა… მწველ მზერას გრძნობდა.
ერთი საათის განმავლობაში უცნაური სიჩუმე იყო სალონში. არაფრის და თან ყველაფრისმთქმელი. უბრალოდ ორივე ისვენებდა. ეს იყო და ეს. თვალების დახუჭვიდან ორ წუთში სანდრას ბავშვივით ჩაეძინა, ანდრე კი ამ საოცარ სანახაობას ღიმილით აკვირდებოდა. დაახლოებით საათის შემდეგ მანქანა სიღნაღშის შესასვლელში გაჩერდა. ბიჭმა ღვედი შეიხნა და მანქანაც “ჩააქრო”. თვითონ კი მძინარე გოგონას მიუბრუნდა და გაღვიძება დაუპირა, მაგრამ რატომღაც შეჩერდა. მოსწონდა მისი დამშვიდებული სახის თვალიერება. მოსწონდა, რომ სადარდებლის მწველი და მჭრელი კლანჭებისგან სწორედ მან იხსნა. მოსწონდა, რომ თავისი წყალობით გოგონას დღე გაუფერადდებოდა. ამ ყველაფერზე მეტად კი გოგონას განსხვავებული აზროვნება მოსწონდა, მისი სიჯიუტე და შეუპოვრობა, მისი სიძლიერე მოსწონდა. მის შუბლზე ოდნავ ჩამოყრილ, წაბლისფერ თმაზე გიჟდებოდა და ამ საშუალო ზომის ტუჩების დანახვისას კი სხვა ადამიანი ხდებოდა. დღეს დილითაც, სულ სხვა რამეზე ფიქრობდა, მაგრამ როცა ის დაინახა სულ გადაიფიქრა ყველაფერი. მათ გემოს კი ვერასდროს ვერაფერი დაავიწყებდა. ვერაფერი დაავიწყებდა მისი თეთრი კანის შოკოლადის გემოს. თეთრი შოკოლადის გემოს… უცებ რეალობას დაუბრუნდა და გაახსენდა, მიცემული პირობა… გაახსენდა, რომ “ეს ყველაფერს გააფუჭებდა”, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ასე არ თვლიდა.
- სანდრა… - გოგონამ ოდნავ წამოიწუწუნა და სახეზე ხელები აიფარა. - სანი… გაიღვიძე რა. მოვედით. - თვალები ამოიზილა და წამოჯდა.
- უკვე?
- მთელი გზაა გძინავს. - თბილი ღიმილით უპასუხა. ახალგაღვიძებულზე ამ ღიმილმა სულ მთლად დააბნია. ბიჭმა რამოდენიმე წამში გაუღო კარი და წინ გაუძღვა.
ქვაფენილს უცნაური მოხდენილობით გაუყვა გოგონა, რომელსაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. ისე მიდიოდა თითქოს არაფერი. ერთიც არ დაუწუწუნია. ჩუმად მიაბიჯებდა და ღამმის განათებებს აკვირდებოდა.
- რთულია იპოვო ადამიანი, რომელთანაც თავს ისე იგრძნობ როგორც სახლში. - ჩუმად ამოთქვა გოგონამ და თმა გაიშალა.
- ვფიქრობ, არაა აუცილებელი ასეთი ერთი იყოს. შეიძლება იყოს მეტი ან საერთოდ არც ერთი… მაგრამ მაინც საშინლად მომწონს იდეა, რომ არსებობს ერთი ნაგლეჯი. შენი ნაგლეჯი, რომელსაც იდეალურად შეეწყობი და შექმნით ერთ მთლიანს.
- მე კი არ მომწონს ეგ იდეა. და საშინლად მაღიზიანებს კიდეც. საშინლად მაღიზიანებს ლაპარაკი სიყვარულსა და იმ ერთადერთზე!
- რატომ?
- რა მოაქვს კარგი? ბოლოს რომელიღაცა აუცილებლად მიდის… აუცილებლად. რაც არ უნდა მოხდეს, რომელიღაცას მაინც მოუკვდება გული, მეორეს წასვლით. განა ღირს, რამოდენიმე წამიანი ან თუნდაც წლიანი ბედნიერებისთვის გულს სამუდამო დაღი დავასვათ?
- ანუ არასდროს გყვარებია?
- როგორც ასეთი, ბოლომდე არ მყვარებია.
- აბა?
- მიგრძვნია, რომ შეყვარებას ვიწყებდი.
- ზოგადად ეგ ეგრეა. ადამიანი ნელ-ნელა გვიყვარდება როდესაც ჯერ კიდევ გაცნობის პროცესში ვართ. პრინციპში, ადამიანის ბოლომდე გაცნობა შეუძლებელია, შესაბამისად მისი შეყვარებაც.
- ხედავ? ჩემს აზრამდე მოდიხარ. ის ნამდვილი სიყვარული არ არსებობს. - ღიმილით მიუგო სანდრამ და ხის სკამთან გაჩერდა.
- დავსხდეთ. - სიჩუმე.
- ნათქვამია, ვინც არაფერს ელის, გულსაც არ გაიტეხსო… ხოდა სიყვარულიც რა არის, მეორე ადამიანის ლოდინის გარდა?- სანდრა არ ცხრებოდა. მაქსიმალურად ცდილობდა ბიჭი თავის აზრზე გადაეყვანა. მაგრამ მასთან კამათი მოსწონდა.
- ეგზიუპერმა რა თქვა იცი? ნამდვილი სიყვარული იწყება იქ, სადაც სანაცვლოდ არაფერს ელიანო.
- კარგი. ვთქვათ და არსებობს ეს სიყვარული... ერთმანეთს ვეუბნებით, უშენოდ ვერ ვიცხოვრებო და მეორე დღეს ჩვენ თვითონ ვტოვებთ მას, ან უბრალოდ ახალ ცხოვრებას ვიწყებთ.
- ეგ უბრალო ტრაგიკოსობაა.
- იმაზე რას იტყვი, რომ…
- რომ?
- ადამიანები, რომლებმაც მართლა იციან სიყვარული, ყოველთვის გულნატკენები რჩებიან მარტო?
- ეგ იმიტომ რომ თავის მეორეს ვერ პოულობენ.
- თუ იპოვეს და იმ მეორეს არ ეყვარება... ან მეორეს არ ეცოდინება სიყვარული?
- თავისი მეორე ის იქნება ეგ რომ ეყვარება და თუ სიყვარული არ ეცოდინება, ასწავლის.
- განა ეს ასე მარტივია?
- როცა ადამიანს სიყვარულს ჩუქნი და მის გაღვივებას აჩვენებ, ცეცხლის აგიზგიზებას თვითონ სწავლობს…
- დაუშვებელია, ვინმე შეგიყვარდეს, დატოვო ან დაგტოვოს და მერე… წლების ან იქნებ დღეების შემდეგ, როცა ამ ჭრილობას მოიშუშებ მეორედაც შეიყვარო?
- დასაშვებია… მაგრამ გამოვა რომ პირველი ის სიყვარული არ იყო.
- რომელი ის? ერთადერთი?
- ნამდვილი.
- იქნებ იყო?
- მაშინ მეორე არ შეგიყვარდება. ან მაშინვე შეგზიზღდება, როცა მიხვდები, რომ პირველისგან განსხვავდება.
- და… რა ხდება თუ… თუ ხვდები, რომ იპოვე ვიღაც… ან პოულობ… შენს მსგავსს. შენი მსგავსი. - დაბნეული ლაპარაკობდა სანდრა. თუ ამას ლაპარაკი ერქვა, მაგრამ სათქმელს მაინც იდეალურად აგებინებდა ბიჭს.- მაგრამ… არ გინდა რომ შეგიყვარდეს. არ გინდა რომ ეს მოხდეს?
- რას გულისხმობ?
- იმას რომ… იქნებ ოდესმე ნამდვილი სიყვარული მოგადგა კარს, და შენ უბრალოდ უარყავი. ხელიდან გაუშვი. სამუდამოდ კარგავ ხომ?
- მართლა გგონია, რომ სიყვარულს შენი სურვილი აინტერესებს? თუ მოსვლა უნდა მოვა. სულ ფეხებზე კიდიხართ შენც, შენი სურვილებიც და მით უმეტეს პრინციპები.
- ასე უხეშად?
- ამას რბილად ვერ ვიტყოდი. - გოგონა სკამზე გაწვა. ფეხები სახელურს ჩამოადო, თავი კი ანდრეს ჩაუდო კალთაში.
- და გრძნობების გაცივებაზე რას იტყოდი?
- ეგეთი რამ არ არსებობს.
- როგორ არა! შენ არ გაგცივებია გრძნობა?
- გრძნობას ეჩვევი და გგონია რომ გაქრა. მხოლოდ მაშინ ხვდები, რომ იგივე იყო, როცა კარგავ. მხოლოდ მაშინ იგებ, რომ ის გაკარგე რაც ლავასავით იყო ცხელი თუმცა ლავასავით გაცივება და გაქვავება არ ეწერა…
- მე მაინც არ მინდა სიყვარული.
- გინდა უბრალოდ შენ არ იცი ეს.
- ვიცი.
- მანამ ვერ გაიგებ გინდოდა თუ არა, სანამ არ გასინჯავ.
- და თუ ვიცი რაც ამას მოჰყვება?
- არასდროს იკითხო რა მოჰყვება იმის გაკეთებას, რაც გინდა. თორემ ასე ვერაფერს გააკეთებ… ეს ერთი და მეორეც. შენ სიყვარულს კი არა გულის ტკენას უარყოფ. - თმები ჩამოუვარცხნა და ნელა წამოაყენა. ჯერ თვითონ ადგა და ისიც ააყენა. წინ დაუდგა და ხელებით სახეზე მოეფერა. - გულის ტკენას უარყოფ, მაგრამ ვაი, რომ მაგის გარეშე არაფერი არსებობს.
- როგორც უსიყვარულოდ.
- ხო როგორც გალაკტიონმა თქვა.
- როგორც შენ ამბობ.
- როგორც მე ვამბობ. - ჩუმად, დაღლილი ხმით ამოთქვა ანდრეამ და გოგონა ნაზად ჩაიკრა გულში. - ასე გეშინია გულის ტკენის?
- ყველაფერზე მეტად.
- გაფრთხილება სჭირდება.
- ყველა მეუბნება სითბოთი, თავს გაუფრთხილდიო. აი ეგ სიტყვები მაცოცხლებს.
- შენ ის ნახე რომ გეტყვიან, მე გაგიფრთხილდებიო, რა დაგემართება. - გოგონას თავი დაიჭირა და შუბლზე მთელი ძალით აკოცა. - უნდა დაიძინო. - ფეხით მიისეირნეს საოჯახო სასტუმრომდე და კარში მოხუცი ქალბატონი შეეგებათ. ძაძები ეცვა და ტკივილით სავსე თვალების მიუხედავად დიდი სითბოთი დაუხვდა მოსულთ. ორივე ერთ ოთახში შევიდნენ. ცალ-ცალკე დაძინება არც კი უფიქრიათ. ეს დღე მატი იყო და ისინი უსაზღვრო და უბარიერო სამყაროში ცხოვრობდნენ რამოდენიმე საათით. სამყაროში, სადაც არაფერს აქვს აზრი და ამასთან ყველაფერი გენიალურად დატვირთული.
ოთახში შევიდნენ თუ არა ანდრე უცნაურად დაიბნა.
- ახლა რა უნდა ვქნათ?
- შენ არ თქვი, უნდა დაიძინოო?
- კი მაგრამ… ტანსაცმლით ვერ დაწვები… დაგღლის.
- არაუშავს.
- მოიცა. - ბიჭმა სასწრაფოდ გადაიძრო მაისური და გოგონას მისცა. - ამით დაიძინე.
- მე მოვისვენო და შენ არა?
- კარგი ბატონო. - ბიჭმა შარვალიც გაიხადა და ეგრევე ლოგინში შეწვა. ამ საქციელზე სანდრამ გამოსაჩენად ჩაიცინა და სააბაზანოში წავიდა. იქიდან მხოლოდ ბიჭის მაისურით გამოვიდა და ისიც მალევე ჩაწვა. დაღლილმა თვალები დახუჭა და ის იყო უნდა დაეძინა, უცებ მამამისი რომ გაახსენდა… მთლიანად დაიკეცა და ფეხებს მთელი ძალით მოეხვია. - რა დაგემართა? - პასუხი არ გასცა. მხოლოდ თავის თავს ებრძოდა, რომ არ ეტირა. ის ხომ ასე იყო მიჩვეული? გარეთ ყინულივით ცივი, სახლში მარტო რომ იყო… ღამე რომ მარტო რჩებოდა, ვინ იცის რა ხდებოდა მაშინ? მარტოობას მიჩვეულმა ორგანიზმმა ისევ დაიწყო რეგულარული ვულკანი ამოხეთქვა მაგრამ თმებზე უცნაურმა შეგრძნებამ, სრულიად ჩააქრო. - სანი, კარგად ხარ?
- არა. - ამოიხავლა საშინლად დათრგუნულმა და უცებ გასწორდა. განადგურებული სახის დასამალად სახეზე ხელები აიფარა და მერე იგრძნო, როგორ მიეხუტა დიდი სხეული. როგორ მიიხუტა უცხო სხეულმა. როგორ მოაშორებინა დიდმა სხეულმა, დიდმა ადამიანმა ხელები, როგორ მოეფერა სახეზე და როგორ აკოცა თვალებზე. ჯერ ერთზე, მერე მეორეზე. როგორ მიიხტა სხეულმა გოგონას თავი გულზე და როგორ უთხრა შენთან ვარო. მერე ისიც იგრძნო, როგორ მოდუნდა და მოჰხვია მკლავები. ისიც იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული. ვის? გოგოს თუ ბიჭს? განა განსხვავება არის… მათ მაშინ ერთმანეთის გულები უცემდათ, ერთმანეთის სხეულებში.
სახე ანდრეს ყელში შემალა და გაინაბა. ისევ ბავშვივით დაეძინა. ანდრესაც ეძინებოდა, მაგრამ იქამდე არ მისცა თავს ამის საშუალება, სანამ გოგონა სულ არ მიყუჩდა. მერე თავზე ნაზად აკოცა და გვერით გადაწვა.
ალიონზე თვალები მამალივით ჭყიტა და იქაურობა მოათვალიერა. გვერდით უზარმაზარი სხეული ეწვა. სახით მისკენ. წამოდგომა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა. ბიჭისკენ გადაბრუნდა, თავქვეშ ხელი ამოიდო და დაფიქრდა. მიუხედავად მეორე წესისა, მაინც უცნაურად ცუდი განწყობა შექმნოდა. ყოველთვის ასე სჩვეოდა. როდესაც ყველაფერი კარგად იყო, ცუდი ხასიათი იპყრობდა, რომელსაც შიში განაპირობებდა. ბედნიერების დაკარგვის შიში. გაახსენდა, რომ მალე ყველაფერი დამთავრდებოდა. გაახსენდა რომ… რამოდენიმე საათიღა დარჩენოდათ. გადაწყვიტა, მესამე წესიც სრულად შეესისხლხორცებინა, ყველაფერი კარგი იდეალურამდე მიეყვანა, ხელები გაშალა და უზარმაზარ სხეულს მთელს ტანზე შემოაჭდო. ბიჭმაც არ დააყოვნა და დიდი მკლავები შემოჰხვია თავისივე სხეულში ჩაკარგულ პატარა გოგონას.
- ერთი დღეც ჩემი იქნები. - ჩუმად დასჩურჩულა.
ადგნენ და ერთად გაატარეს მთელი დღე. იბოდიალეს… შავი კახური ღვინო სვეს. ბევრი ბევრი ჩურჩხელა, რომელიც ორივეს ასე მონატრებოდა და რვა საათზე უკვე გზაში იყვნენ.
20:30
მანქანა კუს ტბასთან გააჩერა. ხმას არც ერთი იღებდა და არც მეორე. ახლა არაფერს ჰქონდა აზრი. ის მიდიოდა და ამის შეცვლას არ აპირებდა. არც ერთი. ძალიან კი უნდოდათ, მაგრამ წესი წესია. ეს დღე ამ დღეში რჩება და გავლენას არ მოახდენს სხვაზე. წინ გაჰყურებდნენ უსასრულობას. სხვადასხვა თვალებით იყურებოდნენ, სხვადასხვა ყურით ისმენდნენ და სხვადასხვა გულს ამუშავებდნენ… მაგრამ ღმერთია მოწმე, მათი გულიცა და გონებაც ერთ ხავსს ეჭიდებოდა. არ არსებულს. მაგრამ მათთვის შექმნილს.
ნელა, შიშით ამოწმებს საათს. 20:40. მხოლოდ შვიდი წუთი… ვერ გაუძლო. ის რომ არა მეორე ვერ გაუძლებდა. გაუსაძლისი იყო ახლა სიჩუმე. ბოლო სიტყვები უნდა ეთქვათ. საუკუნედ გაწელილი, წამივით დაკარგული დღის ბოლო სიტყვები.
- და ახლა?
- მე აქ დავრჩები.
- მე კი წავალ.
- არ გაგაცილო?
- არ არის საჭირო.
- უფრო გაძნელდება.
- როგორც ყოველთვის. - მტკიცედ თქვა ანდრემ. გოგონამ კარი მშვიდად გააღო და გადავიდა. მანქანისკენ მიბრუნება არ სურდა, მისეირნობდა სკამისაკენ. ახლა დგომის ძალა არ შესწევდა. როგორ არა… ძალა კი ჰქონდა, მაგრამ სურვილი არა. ცოტა ხნით მარტოს უნდა ესუნთქა. სრულიად ეულს. მანქანის ხმა გაიგო… ანდრეა წავიდა. აი ასე… დაუმშვიდობებლად. ყველაფრის გარეშე. ასე სჯობდა. საზურგეზე გადაწვა და მზერა უცნაურ ღამის ცას მიაპყრო, რომელზეც ღია ფრად ჩანდა დიდი ღრუბლები… რამოდენიმე წამი და მის წინ ვიღაც იდგა. ბიჭმა ხელები ჩასჭიდა და წამოაყენა. ისევ სახეზე მოეფერა, ისევ ისე თბილად მაგრამ განსხვავებული გრძნობებით. სხვა ტკივილითა და მონატრებით, რომელსაც ორივე გრძნობდა, მაგრამ ვერ აცნობიერებდა. თვალების ქვეშ, ქუთუთოებე ისევ ისე დაუსვა ცერა თითები, ჯერ ერთ თვალზე აკოცა მერე მეორეზე. მერე ჩაეხუტა და მალევე მოშორდა. ტუჩებისკენ წავიდა მაგრამ იქვე შეჩერდა, თავი გვერდით გადაწია და გოგონას კანის გემო კიდევ ერთხელ დააგემოვნა. კიდევ ერთხელ შეიგრძნო თეთრი შოკოლადის გემო. ალექსანდრა დევდარიანი კი ასე გაშეშებული იდგა ერთ ადგილას. როცა ბიჭმა წასვლა დააპირა, უკან დააბრუნა და ტუჩზე ძალიან ნაზად აკოცა. მერე თბილად გაუღიმა და გაუშვა. უსიტყვოდ ჩაჯდა და წავიდა… სულ სულ წავიდა.
კიდევ ცოტა ხანს იდგა ასე. მერე ტაქსი გააჩერა და სახლში წავიდა… ჩუმად შევიდა, წყალი გადაივლო და ჩაწვა. ვერ დაიძინა. რა თქმა უნდა ვერ დაიძინა. ასე, სველი თმებით წამოხტა და სასწრაფოდ ჩაიცვა. ისევ გააჩერა ტაქსი და ტელეფონი ისევ არ ჩაურთავს. ის ნახევარ საათში მიფრინავდა.
- აეროპორტში. - ფიქრებში წასულმა ვერც შეამჩნია როგორ მიაღწია დანიშნულების ადგილს და იქამდე ვერ მიხვდა სანამ მძღოლმა საზარელი ხმით, არ ამცნო მოვედითო. გადავიდა და შესასვლელში დადგა. თვალებით ნაცნობი ადამიანის ძებნა დაიწყო… და მალევე იპოვა კიდეც. ჯერ ეკას მოეხვია, მერე იაკობს და წავიდა. შეეძლო მისულიყო და დამშვიდებოდა, მაგრამ ასე ერჩივნა. კარგად დაიმახსოვრა მისი ყველა მოძრაობა და მხოლოდ მაშინღა გამოფხიზლდა ნაცნობი ხმა რომ ჩაესმა.
- როდის მოხვედი?
- მე… ახლახანს. წავიდა უკვე?
- კი.
- სამწუხაროა… - ჩუმად ამოთქვა და შემობრუნდა.
- რა მოხდა? - ეკამ სანდრა “მოტეხა” და ხელკავით წავიდნენ იაკობის მანქანისკენ.
- რას გულისხმობ?
- განადგურებული იყო. სულ სხვანაირი… არც შენ ხარ უკეთესად.
- მე რა ვიცი?
- გუშინ რაც მაგან მოგვწერა, არც ერთი იღებდით ტელეფონს და ახლა ასე…
- არაფერი ეკა… მართლა. უბრალოდ სოფელში ვიყავით ჩემს მეგობართან. ბავშვები გავაცანი.
- როგორც გინდა. - აღარ გაუგრძელებია ქალთან კამათი. მოღუშული ჩაჯდა მანქანაში და სახლთან მიიყვანეს.
დაწვა და ახლა ჩაეძინა, როგორც მკვდარს.
***
სამი დღე გავიდა. სანდრას აწუხებდა რაღაც სიცარიელე, მაგრამ ამ სიცარიელეს მისი “ოჯახი” და სამეგობრო ავსებდა…
***
გავიდა ოთხი დღე. ანდრეამ ყვავილების მოხუც გამყიდველს ჩაუარა და ახალდაკრეფილ სურნელოვან იასამანზე მისი ღიმილი გაახსენდა. ერთი თაიგული იყიდა და ასე, ყვავილებით ხელში გაუყვა პარიზის ნაცნობ ქუჩას. ნაცნობ შესახვევში შეუხვია და ნაცნობ სახლში შევიდა. ფანჯრიდან პატარა ქუჩების მიერ მოქსოვილი ქსელი ჩანდა. თაიული წინ დაიდო და ჩამოჯდა. საშინლად მოუნდა ეს ყვავილები მისთვის მიეცა.
ისევ თაიგულით ხელში გაუყვა ნაცნობ ქუჩას. ალექსანდრეს ხიდზე იდგა იასამნებით ხელში. ყვავილებს ხელი გაუშვა და მდინარეში ჩაუშვა.
***
ყველაფერი კალაპოტში ჩადგა.
არეულ კალაპოტში.
გავიდა დასვენების კვირა… გოგონა სამსახურს დაუბრუნდა და ზღვა მასალა დახვდა. პირველ რიგში ორგანიზატორობა გაუწია ამერიკული და ბრიტანული ბენდების უდიდეს კოცერტს დინამოზე. კონცერტის ხსენებისას რა გახსენდებათ? ხმაური, ბევრი ხალხი, არეულობა, ნაგავი… მუსიკოსები გაოგნებულები წავიდნენ ქვეყნიდან. “ასეთი მოწესრიგებული ცხოვრებაში არაფერი გვინახავსო”
***
- თქვენი ახალი მოთხრობა, თუ შეიძლება მას ასე ვუწოდოთ, უკვე ბესტსელერია საფრანგეთის, გერმანიისა და ავსტრიის წიგნების ბაზარზე. ვინ არის ის ბედნიერი, ვისაც ეს მიუძღვენით? თუ როგოც ყველა სხვა მოთხრობა, ესეც უბრალო გამვლელს ეთმობა?- წკრიალა ხმით, ფრანგულად ჩამოაყალიბა ჟურნალისტმა კითხვა და გვერდით მჯდომ ახალგაზრდა მწერალს გახედა. მწერალს გაეცინა და ჩვეული მოძრაობით გადაიწია თმა, რომელიც ისედაც იდეალურად ჰქონდა დაწყობილი.
- არა უბრალო გამვლელს ნამდვილად არა… ვგონებ, “თეთრი შოკოლადი” პირველი ნაწარმოებია, რომელიც ერთ კონკრეტულს მივუძღვენი და ერთადერთია, რომლიშ არც ერთი სიტყვა არ მაქვს მხატვრულად და ხელოვნურად გაზვიადებული.
- ანუ ამბობთ, რომ არსებობს ქალი, რომელმაც თავი შეგაყვარათ?
- არ ვიცი რა ვუწოდო ამას. სიყვარული? ძნელია გრძნობას სიყვარული უწოდო… თუნდაც მართლა ის იყოს, რადგან თავს იკავებ ამ წმინდა სახელის გამოყენებისგან. არ გინდა შეგეშალოს და შემთხვევით სხვა რამეში აურიო მაგრამ… იცით, ჩემს ქვეყანაში, საქართველოში იყო ერთი დიადი პოეტი… მისი მსგავსი არა თუ ქვეყანას, მსოფლიოსაც არ ახსოვს. გალაკტიონ ტაბიძე. და მან თავის ერთერთი გენიალურ ლექსში დაწერა:
“რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები,
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი - როგორც ედემი…”
- და რატომ არის ეს მანდილოსანი ასეთი მიუწვდომელი?
- გარემოებების გამო.
- აქ არის?
- ჩემს სამშობლოშია.
- ამბობთ, რომ გარემოებები გიშლით ხელს?
- დიახ.
- განა თქვენ არ თქვით…
- სიყვარულს გარემოებების ხელშეწყობა არ სჭირდებაო. დიაც მე ვთქვი… სიყვარულს არ სჭირდება და როგორც ატყობთ გარემოებებს გავლენა არ მოუხდენიათ ჩემს გრძნობებზე… უბრალოდ ამ გარემოებებმა შეიძლება მისი ცხოვრება არასასურველად შეცვალოს…
- და მისი სახელი…
- ზედმეტად პირადულია. მოდით, ისევ წიგნს დავუბრუნდეთ.
ამ სიტყვების შემდეგ აღარაფერი გაუგია ინტერვიუდან. გაბადრული სახით იჯდა იაკობისა და ეკას გვერდით და ტელევიზორში მას უყურებდა. ჩუმად წამოდგა და “შეუმჩნევლად” გავიდა ვერანდაზე.
ისევ ხის სკამზე იჯდა და მის სიტყვებს იხსენებდა. არ სურდა არაფერი მეტი და მით უმეტეს არც ნაკლები. ისევ ასე გაბადრული იჯდა გვერდით რომ მამაკაცი მიუჯდა და ჩვეული, მამური სითბოთი წამოიწყო.
- რაღაცეები გამოაგზავნა.
- ბატონო? - თითქოს ძილბურანიდან გამორკვიეს, დაბნეულმა ახედა იაკობს.
- ამანათი გამოაგზავნა და ეს ცალკე. შენთვის. - ყვითელი დიდი კონვერტი გაუწოდა ალექსანდრას და გაუღიმა. - ვერ შეგელია. - ინტერესიანი მზერა მოიგერია და განაგრძო. - წავიდა და დაგტოვა, რადგან “შენთვის ასე ჯობდა”. მაგრამ ვერ შეგელია.
- და შენ რა იცი?
- ყოველდღე ველაპარაკები… - თბილად გაუღიმა და მარტო დატოვა.
ალექსანდრამ ნელა გააღო კონვერტი და ამოიღო ორი რამ. თხელტანიანი, ასე ასგვერდიანი წიგნი და ხელწერილი.
“წავედი.
წავედი, საფრანგეთში დავბრუნდი. შენ კი მანდ დაგტოვე, ჩემს სამშობლოში.
გახსოვს მითხარი, ძნელია იპოვო ადამიანი რომელთანაც ისე იგრძნობ თავს, როგორც სახლშიო. ხოდა მე ჩემი ერთადერთი სახლი, ერთადერთ სამშობლოში დავტოვე.
წავედი და დაგტოვე, მაგრამ უფრო სწორი იქნება რომ ვთქვა, საკუთარი თავი დავტოვე მარტო. ყოველ დღე ღიმილ აკრული დავდივარ და უამრავ ადამიანს ველაპარაკები. მინდა ვინმესგან მაინც მოვისმინო ის, რასაც შენგან ვისმენდი.
ჩემს თავს ვუღალატე ამ წასვლით და ახლა შენც გღალატობ. წესებს ვარღვევ. წესებს, რომლებიც ხელშეუხებელნი უნდა ყოფილიყვნენ. ის დღე იმ დღეში უნდა დარჩენილიყო, მაგრამ მე ვერ შევძელი. შენ შეძელი? არათუ ვიხსენებ იმ დღეს, ყოველ დღე თავიდან ვიმეორებ თითოეულ დიალოგს და უფრო და უფრო მეპარება ეჭვი შენს რეალობაში.
არ მინდა დამავიწყდეს. არ მინდა დამავიწყდეს მე ან ქვეყნიერებას. ამიტომ ავიღე ჩემი მოგონება შენზე და გავაკეთე ყველზე მცირედი. მოგონება შენზე, ადამიანზე, რომელსაც ჩემთვის არ აქვს ბოლო, ჩავატიე მხოლოდ 112 გვერდში.
მე შენთვის მინდა ყველაფერი კარგი და იმიტომ ვარ აქ და არა მანდ. იმიტომ ვზივარ ახლა ჩემს საძინებელში მარტო და არა სადმე შენს გვერდით. იმედია უჩემოდ უკეთაა ყველაფერი, რადგან თუ ასე არ არის, საკუთარ თავს ვერასდროს ვაპატიებ.
ბავშვური მემიტობით მჯერა შენი რეალურობის.
ბავშვური მეამიტობით მჯერა ყველაფრის რაც იქ წერია.
ეს შენია.
მხოლოდ შენი.
მთელი წიგნი, მთელი თავები, გვერდები… თითოეული სიტყვა შენია, მხოლოდ შენი.
სიყვარულით,
შენი. “
გაოცებული დავრჩი ამ ნაწერით. გადავშალე წიგნი. ფრანგულ ენაზე იყო. პირველივე გვერდზე ეწერა. “წიგნი ეძღვნება მას და ვინც არ უნდა შეიძინოს, მხოლოდ მისი საკუთრებაა თითოეული სიტყვა და თითოეული პაუზა მათ შორის”.
***
- მზადაა. - ლიზამ მეორე ნაწნავიც შეუკრა და შეათვალიერა. - საოცრება ხარ!
- შენ მზად ხარ?
- კი.
- მაშინ წავიდეთ. - ალექსნადრა და მისი ბავშვობის მეგობარი კარიდან გავიდნენ და შავ X6-ში ჩასხდნენ, რომელიც უკვე ალექსანდრას საკუთრება იყო.
მანქანა კუს ტბასთან გაჩერდა. გოგონები გადავიდნენ. უკვე 7 საათი იყო. სტუმრები 8ზე მოვიდოდნენ. ალექსანდრა მთელი დღეა იქ არის… უბრალოდ გამოსაცვლელად იყო გასული.
მალე იქაურობა სტუმრებით აივსო. გოგონა ისევ ისე დადიოდა და ყველაფერს აგვარებდა. ტბასთან მდებარე ყველა კაფე გაერთიანებულად მუშაობდა, ეს ხომ გაზაფხულის ფესტივალი იყო.
ჯაზ-ბენდის სცენაზე, ვიღაც ავიდა.
- მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ქალაქის მშვენებას, როგორც თქვენ უწოდებთ… ჩემს ალექსანდრა დევდარიანს. - სანდრა მამობილის ხმის გაგონებაზე დაუყონებლივ მიბრუნდა. - და ვითხავხედებ, თავს უფლებას მივცემ კიდევ ერთი რამ გთხოვო.
- ოღონდ ეგ არა! - პირის მოძრაობით უთხრა. იაკობს ჩაეცინა და განაგრძო.
- მინდა მიმღერო.
- იაკობ!
- ალექსანდრა, გთხოვ. - დაღონებული მაგრამ მაინც ღიმილით მივიდა სცენაზე. მიკროფონი აიღო ხელში და აღმზრდელს მტრული მზერა ესროლდა. სულ რამოდენიმე წუთიც და ბენდმა Ella Fitzgerald-ის Cry me a river-ის დაკვრა დაიწყო. ყველა კამერა ერთდროულად მობრუნდა აქეთ. სანდრამაც ერთი ჩაისუნთქა, თვალები დახუჭა და დაიწყო.
Now you say you're lonely
You cry the long night through
Well, you can cry me a river
Cry me a river
I cried a river over you
Now you say you're sorry
For being so untrue
Well, you can cry me a river
Cry me a river
'Cause I cried, I cried, I cried a river over you
You drove me, nearly drove me, out of my head
While you never shed a tear
Remember, I remember, all that you said?
You told me love was too plebeian
Told me you were through with me and…
სიმღერა დაამთარა და მხოლოდ მაშინღა გამოფხიზლდა. მთელს არემარეში ატყდა გამაყრუებელი ქუხილი. გოგონა აშკარად სარგებლობდა დიდი სიყვარულით. სცენიდან ჩავიდა თუ არა მასთან 15 წლის ორმა გოგონამ მიირბინა.
- შეიძლება თქვენთან სურათი გადავიღოთ?
- შენობით თუ მკითხავ იგივეს კი. - თბილი ღიმილით მიუგო.
- ხოდა ფოტო გვინდა შენთან!
- მოდი. - გოგონამ ტელეფონის წინა კამერით გადაიღო რამოდენიმე სურათი და წასვლა დააპირა. - მოიცადე! ნიკუშ! - ფოტოგრაფს მოუხმო. ისიც დადგა და სურათების გადაღება დაიწყო.
- მადლობა! - უბედნიერესი ღიმილით გადაუხადეს სანდრას და გაქრნენ.
- ალექსანდრა! - რომელიღაცა მაგიდიდან დაუძახეს და ისიც იქეთ გაემართა.
- ეს ჩემი ვაჟია, თორნიკე. - ასე 30 წლის უკვე კაცი გააცნო ერთერთი ტელეარხის ცნობილმა ჟურნალისტმა. - ეს კი ალექსანდრაა, საყვარელო.
- ბევრი მსმენია შენზე. - ღიმილით მიუგო ბიჭმა და ხელზე ეამბორა. ზუსტად ისე, როგორც ადრე ის…
- არ მოგატყუებ და… მე არ მსმენია არაფერი შენზე. - ღიმილით მიუგო გოგონამ.
- მაშინ იქნებ, მე გაგაცნო ჩემი თავი? - დაინტერესებული მზერა მიაპყრო ბიჭმა და ის მზერა სახეზევე მიეყინა, როდესაც გოგონას წელზე სხვისი ხელი შემოეხვა.
- სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, სანი დაკავებულია. - ხრინწიანი ხმა. სანდრას არც გაუხედავს მისკენ. ხმის გაგებისთანავე სახე გაებადრა და შეხებისგან მიღებული სიამოვნებისგან იძულებული გახდა თვალები მიენაბა. - დაგტოვებთ. - რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით გაიყვანა და თავის წინ დაიყენა. გოგონა ხმას არ იღებდა. უბრალოდ გაღიმებული მიშტერებოდა ანდრეს. - არ შეიძლება ასე. თუ ყოველ ჩემს შეხებაზე ასე უნდა გაითიშო ხალხში, მომიწევს სამუდამოდ წავიდე აქედან. - ცინიკურად ჩაიღიმა და წელზე თავისი დიდი მკავები შემოაჭდო გოგონას. მან ცოტა ხანს უყურა, მერე ხელები კისერზე შემოხვია და კარგად აეკრა. ხმას ისევ არ მიიღებდა, უბრალოდ მის ყელში ღრმად სუნთქავდა იასამნების სურნელს… სურნელს, რომელიც ასე მონატრებოდა. - მომენატრე. - ჩუმად აღიარა ვაჟმა და გოგონას ოდნავ მოშორდა. მან კი ხელი ჩაკიდა და სადღაც წაიყვანა. - სად მიდიხარ?- უსიტყვოდ შეიყვანა ერთადერთი ცარიელი კაფის ცარიელ საპირფარეშოში და კარი გადარაზა. მხოლოდ მაშინღა მიუბრუნდა და კარგად შეათვალიერა. თითქოს შეცვლილიყო. ოდნავ სხვანაირი იყო. ან ის აღიქვამდა ასე…
- ანდრე… - აღმოხდა და მოწყვეტით ჩაეხუტა. უფრო ითქმის მიეხუტა.
- სულ სხვანაირად ამბობ შენ. სულ სხვანაირად.
- ანდრე… მომენატრე.
- მეც…
- ც? - ბიჭმა გოგონას სახე ხელებში მოიქცია და მის ტუჩებს დააცხრა. მერე განიერ ნიჟარაზე შემოსვა და ტუჩებით ახლა მხარს შეეხო.
- თეთრი შოკოლადის გემო მომენატრა. - ჩუმად დაათქვა იქვე და მხარზე აკოცა.
*******
მოგწონთ?



№1 სტუმარი Tiko

Dzaan magaria❤❤❤❤

 


№2  offline წევრი japara

Tiko
Dzaan magaria❤❤❤❤

მადლობაა ♥

 


№3 სტუმარი lilianna

Dzalian magaria shokirebuli var

 


№4  offline მოდერი bla.ell

Ra tqama undaaa momwons magas kitxvac ki ar swirdeba ukargesi xar da veli shemdeg tavs mtelii gulitheart_eyes

 


№5 სტუმარი manana

კარგია კი გააგრძელე გელოდები მე მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent