შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იო (თავი 11)

21-05-2017, 20:15
ავტორი MoonDaughter
ნანახია 1 737

შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში, ყოველი შებინდებისას, ლეა ღიღინით მიდიოდა საიდუმლო სანაპიროზე და ზღვის მდუმარებაში იძირებოდა. იოს ელოდა, თუმცა თავადაც არ იცოდა, რატომ?! იქნებ, სიკვდილი სურდა? იქნებ, გაქცევა სურდა ამ სამყაროდან, რადგან მთელი 25 წლის განმავლობაში, საკუთარი ადგილი ვერ იპოვა?! თითქოს, ყველაფერი ჰქონდა საიმისოდ რომ წარსულის მტკივნეული ლაქები მოეშორებინა, მაგრამ მან იოში მონათესავე სული იპოვა, რომელიც დაღუპვისკენ მიაქანებდა, თუმცაღა სწორედ ამაში ჰპოვა მისი ადგილი. თითქოს, სწორედ ეს უნდოდა შინაგანად, თავგანწირვა საკუთარი სისუსტის გამო. საკუთარი სისუსტე ჩაადენინებდა ისეთ სიძლიერეს, როგორიც თავგანწირვა იყო. მერე და, რისთვის წირავდა თავს? იოს გამო, თუ საკუთარი უსუსურობის გამო? ვინ იცის... ვინ გაიგებს თუ რას ფიქრობს სასოწარკვეთილი. ზოგჯერ, ასეთი ადამიანი, ბევრად უფრო დიდ სიმამაცესა და სიმტკიცეს იჩენს, საკუთარი ნებისა და გამოძახილის წინაშე. ალბათ, იმიტომ რომ უკიდურესად სასოწარკვეთილია. ყოველგვარი უკიდურესობა კი, დასასრულთან გვაახლოვებს. სწრაფად, თითქოს დოღის გაწვრთნილი ცხენი, მთელი სისწრაფით მიგაქანებდეს, რათა გაუსწროს სხვა ცხენებზე ამხედრებულ, ცხოვრების უაზრო შემოთავაზებებს და გადაგჩეხოს.

საიდუმლო სანაპიროზე, უზარმაზარი ქვის ლოდი, რომელიც მაღალი კლდის ნატეხს მოგაგონებდათ, ზღვაში შეჭრილიყო კარგა მანძილით. ქვიშიდან იწყებოდა ქვის ამაღლება და თუკი კენწეროზე მოექცეოდით, თითქმის ოთხი მეტრის სიმაღლეზე აღმოჩნდებოდით. ლეა ყოველ დღე აკვირდებოდა ამ ადგილს დაბლობიდან და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რატომ იზიდავდა ეს ადგილი. ერთხელაც, როდესაც უიმედო ლოდინით დაღლილი, აზვირთულ ქვას უყურებდა, მასზე ასვლა მოინდომა. ადიოდა ნელა, კუს ნაბიჯებით და ყოველი ნაბიჯის გადადგმა აღაფრთოვანებდა, თითქოს. უფრო და უფრო მაღლა მიიწევდა და ბოლოს, როდესაც კენწეროზე მოექცა, ნელა გადაიჭყიტა ქვის ძირში. გადარეული ტალღები, წამდაუწუმ ეხეთქებოდნენ ქვას იმოდენა სიძლიერით, რომ ოთხი მეტრის სიმაღლეზეც კი ესხმოდა დიდრონი შხეფები ლეას მთელს სხეულს. გოგონას შიში არ უგრძვნია, მიუხედავად იმისა რომ ცურვა არ იცოდა, სულ კიდეში იდგა და ერთი უბრალო რხევაც კი გადააქანებდა ზღვის პირდაღებულ, მშიერ ტალღებში. მარჯვენა ფეხი მაღლა ასწია და ოდნავ გადაიხარა, როდესაც უკნიდან ნაცნობი ხმა შემოესმა.
-მანდ, ზღვა ძალიან ღრმაა.

ლეა სწრაფად მოშორდა ქვის კიდეს და უკან შებრუნდა. იო იდგა. ოდნავ შებინდებულიყო და საგრძნობლადაც ციოდა, მიუხედავად იმისა რომ ივნისი იწურებოდა. იო კი წელს ზემოთ შიშველი იყო, არც ფეხსაცმელი ეცვა. მხოლოდ შავი ჯინსი ფარავდა მის ფეხებს, კოჭებამდე. ლეას უეცრად ისტერიკული სიცილი აუტყდა. შეშლილი სახით იცინოდა, შემდეგ კი, ხელები გაშალა და უკან გადადგა ერთი ნაბიჯი. შემდეგ კი, თვალები დახუჭა და მთელი სხეულით გადაიხარა, როდესაც მაისურში ხელი სტაცეს და როცა ლეამ თვალი გაახილა, იოს სხეულზე იყო მიკრული. ლეამ კვლავ დახუჭა ორივე თვალი, ხელები წელზე შემოაჭდო ბიჭს და მთელი ძალით ჩაეკრო გულში. მისდაგასაკვირად, ბიჭს არ მოუშორებია ლეა, თუმცა არც ხელები მოუხვევია. ხესავით იდგა და ოდნავადაც არ ირხეოდა ადგილიდან.
-შენ, წარმოდგენაც კი არ გაქვს, შენი როგორ მესმის, იო. -ბურტყუნებდა ლეა, თუმცა ზღვის ტალღების ხმაურიანი ხათქუნი, ყლაპავდა მის სიტყვებს.
იომ კი მკლაებიდან მოქაჩა გოგონა და მოიშორა, შემდეგ კარგად დააკვირდა გამომეტყველებაზე.
-არც კი იცი, რას ამბობ. -ცივად მოუჭრა ბიჭმა.
-ვიცი, ვიცი რასაც ვამბობ, იო. გთხოვ, ნუ გამაგდებ.
-არავის მოსმენა არ მჭირდება, მე მარტო ვარ. გასაგებია? -შეჰბღვირა იომ.
-მართლა? მაშინ, რატომ შემცვალე? რატომ გააკეთე ეს, ამიხსენი. -დაღლილი ხმით წარმოთქვა ლეამ.
-შეცვლილი მაშინ იყავი, როდესაც გაგიცანი. პირველად რომ შენს სურათს შევხედე, მაშინვე მივხვდი რომ იმ საქმიანი, უაზრო ფორმის უკან სხვა ვიღაც იმალებოდა. გახსოვს? კვალის დატოვებაზე მელაპარაკებოდი, ჰოდა მე შენში დავტოვე ჩემი კვალი.
-არა, არა. ნუ ამბობ, რომ წახვალ. ნუ ამბობ, რომ უშენოდ უნდა ვიყო. არ მინდა, არც შემიძლია. ვიცი, რომ რთული რამის გადატანა მოგიხდა, ეს შემზარავია, ამაზრზენია, მაგრამ მე შენი სული მიყვარს და არა შენი სხეული.
იოს ცივად გაეღიმა.
-ჩემი სული გიყვარს? წარმოდგენაც არ გაქვს ჩემს სულზე.
-მაჩვენე. -ვედრებით შეაჩერდა ლეა.
-უბრალოდ, თავი დამანებე, ლეა. -მზერა აარიდა იომ.
-მაშ, რატომ მოხვედი, თუკი გინდა რომ თავი დაგანებო? ხომ იცოდი, რომ აქ დაგხვდებოდი? ან რატომ გადამარჩინე, როცა აქედან გადახტომა დავაპირე?
იომ ზიზღით შემოხედა. ძალიან ცივი და არაფრისმთქმელი გამომეტყველებით უყურებდა ლეას.
-ჩემს ცხოვრებაში შემოიჭერი. ჩემს ნაბიჯებს იმეორებ. ამას არ დავუშვებ, ეს ჩემი ცხოვრებაა. -ხმას აუწია ბიჭმა.
-როგორ შეგიძლია, რომ მზერაც კი გააკონტროლო? ეს თვალები არ არის გულწრფელი. შენ არასოდეს ყოფილხარ გულწრფელი. შენი ზიზღის უკან, რაღაც იმალება იო. ეს კი იმაზე უარესია, ვიდრე ის რაც გაგიკეთეს.
იო ცივად გაბრუნდა და სწრაფი ნაბიჯებით მოშორდა ლეას. გოგონა კი მაშინვე აედევნა უკან მას.
-მაჩვენე, მითხარი რას მალავ, იო. მე მაინც არ მოგშორდები, ვერ მომიშორებ. ყველგან გამოგყვები, ვერც დედაშენი შემაკავებს და ვერც შენ. -გაყვიროდა ლეა.
იო კი მოულოდნელად შემოტრიალდა, ცივი ღიმილი გადაეკრო სახეზე. შემდეგ კი, ლეას მაჯაში სწვდა და მთელი ძალით წაათრია. სანაპიროს გასცდნენ და იოს მანქანასთან მივიდნენ. ბიჭმა თითქმის ჩატენა მანქანაში გოგონა, შემდეგ კი გვერდიდან მოუარა და მძღოლის სავარძელში მოთავსდა. მთელი ძალით აჭერდა იო გაზს ფეხს და მანქანაც ოსტსტურად ძვრებოდა სხვა მანქანებს შორის. თითქმის ნახევარი საათის მგზავრობის შემდეგ კი, პრეზიდენტის სახლის ეზოს კარი ორად გაიხლიჩა და შიგნით შევიდნენ. იო სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან, ლეაც მორჩილად ედევნებოდა მას უკან.

როცა სახლში შევიდნენ, წინ ნელი შეეჩეხათ. ლეას დანახვაზე, ოდნავ აღელდა ქალი, თუმცა ნაძალადევად მაინც გაუღიმა მას. იო კი, სწრაფად დაიძრა კიბისაკენ და გოგონაც ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. მესამე სართულზე აიყვანა იომ და წითელ კართან შეჩერდნენ. ბიჭმა ცალყბა ღიმილით გადმოხედა ლეას, რომელიც წითელ კარს შეშტერებოდა და თითქოს, არ სურდა შიგნით შესვლა. საკუთარი აჩქარებული გულის ცემა ისე მკაფიოდ ესმოდა, რომ მუხლებს უკვეთდა. იომ ჯიბიდან გასაღები ამოიღო და ბოქლომს მოარგო. ორ გადატრიალებაზე, ბოქლომი შეიხსნა და იომ თეატრალურად გაშალა ხელები. ოთახში შევიდა და მომღიმარი, კმაყოფილი სახით მოუბრუნდა ლეას.
-კეთილი იყოს შენი მობრძანება, ჩემს სამფლობელოში. -ქვევიდან, თეატრალური ღიმილით მიუგო ლეას.
გოგონა თვალებგაფართოვებული იდგა კარის ზღურბლზე და არ ირხეოდა. შემდეგ კი, იომ წარბები შეკრა, მიუახლოვდა, მკლავში მოქაჩა და ოთახში თითქმის ძალით შეიყვანა გოგონა. შემდეგ კი, კარი მის ზურგს უკან მიკეტა. ლეამ თვალი მოავლო წითელ ოთახს, წითელი საღებავებით მოსვრილ სამ კედელს და შუაში მდგარ, უზარმაზარ, ჩუქურთმებიან, ბორდოსფერ სავარძელს, რომელიც მეოთხე კედელს უყურებდა. იომ ცერა და საჩვენებელი თითი, ნიკაპზე წაავლო ლეას და მეოთხე კედლისაკენ გაახედა.

ლეას ყრუ ხავილი აღმოხდა პირიდან, ყოველი ჩასუნთქვა მომენტალურად სწყდებოდა სხეულს და გულს საგულედან ამოგლეჯვას უქადდა. სხეული თითქოს დაუპატარავდა, მოეკნუტა, თითქოს ამ ოთახმა ერთიანად შეჭამა და დაასუსტა. რამოდენიმე წუთი, ხმას ვერ იღებდა. მუხლები უკანკალებდა და ვერ იჯერებდა, რომ იო ასეთი სასტიკი შეიძლებოდა ყოფილიყო.
-ეს... ბოროტებაა, იო. ეს სისასტიკეა. -ასოების ყლაპვით, ძლივს ამოილუღლუღა ლეამ.
იომ კი კვლავ თეატრალურად გაშალა ხელები, მეოთხე კედელს მიუახლოვდა და შემდეგ, ლეასკენ შემოტრიალდა.
-არ არსებობს საყოველთაო ცნება სიკეთისა და ბოროტების შესახებ. ყველას საკუთარი სიკეთე და ბოროტება გააჩნია.
-ეს სიკეთეა შენთვის? -ღონემიხდილი ხმით შეეკითხა გოგონა.
-მე ისინი გავათავისუფლე. -წარბები შეკრა იომ. -ისინი დედამიწას მიჯაჭვულნი იყვნენ, თავისუფლება უნდოდათ. მე კიდევ, ნახე როგორი სილამაზე შევქმენი. -კედლისკენ გაიხედა იომ და წამშივე მოატრიალა თავი ლეასკენ. -მე მხატვარი ვარ, ხელოვნური საღებავები კი მომბეზრდა. აი, ეს არის ნამდვილი სილამაზე. სიკეთისა და სილამაზის ჩემეული შერწყმა.
ლეას სულ გამოეცალა ძალა, მუხლებმა უმტყუნა და მოწყეტით დავარდა ბორდოსფერ იატაკზე. თავი დახარა, არ უნდოდა კედლის შეხედვა. იო კი ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა, ხელის გულები მუხლებზე დაიწყო და ლეასკენ დაიხარა.
-აბა, კიდევ გიყვარს ჩემი სული? -ოდნავი ღიმილი შეემჩნეოდა ბიჭს ხმაში.
გოგონამ კი, ცარიელი თვალებით ახედა. შემდეგ კი, ძალა მოიკრიბა, წამოდგა და კარისკენ დაიძრა.
-არა, არ შეგიძლია. შენ მხოლოდ შენი ილუზია შეგიყვარდა, რომელიც თავად გამოიგონე. შენივე გამოგონებული იო შეგიყვარდა, ნამდვილი არა. -იოს სიტყვები კართან დაეწია გოგონას, მაგრამ ვერ შეაჩერა. როგორც შეეძლო, სწრაფად დატოვა ოთახი.

მთელი ძალით მირბოდა ლეა და არ ფიქრობდა არაფერზე, გარდა იმისა, რომ გაქცევა სურდა. თითქოს, კოშმარში მოხვდა, თითქოს სიზმარი იყო ნანახი და ვერ იჯერებდა, რომ იო ასეთი იყო. ყველაფერს ელოდა ალბათ მისგან, მაგრამ ამას ვერა. ეს არც უკიდურესი სისასტიკე იყო და არც ისეთი, რაზეც თვალის დახუჭვა შეიძლებოდა. ეს სხვა რაღაც იყო, შემზარავი, საშიში და ავადმყოფური. იოს სახლში, რამოდენიმე ადამიანს დაეჯახა, ქერა თმაც დალანდა თითქოს, მაგრამ აღარაფერი ახსოვდა. მთელი ძალით მიიწევდა გასასვლელისკენ. სირბილით გასცდა პრეზიდენტის სახლის ეზოს, გარბოდა და ვერც იჯერებდა, რომ ამოდენა ძალა მიეცა. მაქსიმალური სისწრაფით იტოვებდა უზარმაზარი, მდიდრული სახლებით გარშემორტყმულ უბანს და სულ დააღამდა თავზე. ვერც ქარის ცივ შრიალს გრძნობდა, ვერც შხაპუნა წვიმას, რომელიც თანდათან ძლიერდებოდა. ცის დამანგრეველი გრუხუნი და წითელი გაელვება, უფრო აჩქარებდა წყლის დაუნდობელ ქცევას ღრუბლებიდან. ლეა კი გარბოდა და იმ წამს არც იოზე უფიქრია.

***
იო იჯდა ჩუქურთმებიან სავარძელში და მეოთხე კედელს გაჰყურებდა. უემოციო, წაშლილი მზერა ჰქონდა. აღარც კმაყოფილება გადაჰკვროდა, აღარც სინანული, აღარც სევდა... საერთოდ არანაირ ემოციას არ გამოხატავდა მისი ლურჯები. მეოთხე კედელზე უზარმაზარი ფრთები გამოსახულიყო. მიმხმარი, თუ ახალი სისხლი არეულიყო ერთმანეთში. ჩიტების გულში გარჭობილი შავტარიანი დანები, კედლის ძირიდან ზედა მიმართულებით თანდათან იზრდებოდა. ზუსტად იმავე ფორმის ფრთები, იოს გამოსახული ჰქონდა ზურგზეც. უკვე, ორივე დასრულებული იყო, ორივე ნახატი მზად იყო რაღაც უფრო საშინელისთვის, რაღაც უფრო შემზარავის დასაწყისს მოასწავებდა იოს მიერ დასრულებული ნახატები. ბიჭს გულის სიღრმეში სჯეროდა, რომ ლეას შეაშინებდა ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც, მაინც რაღაც შეცვალა მასში გოგონას რეაქციამ. რაღაც მოკლა, მაგრამ სანაცვლოდ არაფერი აუშენებია. თითქოს სურდა კიდეც, ლეას შეშინება. ასე ხომ, უეჭველად მოშორდებოდა გოგონა, მაგრამ მაინც ჩასწყდა იოს. მიხვდა, რომ ადამიანები ვერასოდეს შეიყვარებდნენ მის სულს. მხოლოდ სიყალბე, მხოლოდ ტყუილშერეული სიმართლე ჩანს ლამაზად. ყველაფერი რეალური, ყველაფერი შეულამაზებელი, ამაზრზენია მათთვის. სიყვარულიც ჩარჩოებშია მოქცეული. ადამიანურ სიყვარულს საზღვარი აქვს, იოს კი საზღვრების არ სწამდა. არაფერში, არც მის მიზნებში, არც ზიზღში, არც ხელოვნებაში... არაფერში არ იცოდა საზღვარი, რადგან მიაჩნდა, რომ საზღვრები ულამაზოა, არარეალურია. იჯდა, და თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ სველდებოდა მისი თვალები. არ იცოდა, ეს არასდროს დამართნია. ეს სისველე თვალთაგან უცხო იყო მისთვის, შეუცნობელი და უცნაურად მტკივნეული.

წითელი ოთახის კარი შეიღო და ოთახში ქერა ქალბატონმა შემოაბიჯა, იოს მისკენ არც გაუხედავს. მდუმარედ მიშტერებოდა მეოთხე კედელს. თვალები ჩაწითლებოდა, სიგარეტის იისფერი კვამლით გაბურულიყო ოთახი, რომელის ბიჭის პირიდან იშლებოდა სივრცეში. უპეები სულ ჩაწითლებოდა და ირგვლივ, სისველეს აპრიალებდა ოთახის წითელი განათება. ქალი სავარძლის კიდესთან ჩაიმუხლა.
-ჩემსავით ვერავინ შეგიყვარებს, იოანე. ჩემო იოანე. -თავი მუხლის თავზე დაადო ქალმა და მოშინაურებული ცხოველივით მოიხარა ბიჭის ფეხებთან.
იომ კი, ისე რომ მეოთხე კედლისთვის თვალი არ მოუშორებია, ქალის თმის ქერა კუდს ჩაავლო ხელი და ორ თითს შორის აათამაშა. თვალები ისევ ისეთი ცივი და საზარეული გაუხდა. იმ წამს, მასში დაბუდებულმა ზიზღმა ერთიანად გადაფარა ის ემოცია, რაც რამდენიმე წამის წინ, თვალებიდან სდიოდა.

***
ლეამ შუა გზიდან, ძლივს გააჩერა ტაქსი და ცოცხალ-მკვდარი ჩაესვენა შიგნით. დამჯდარი ვერ ჩერდებოდა, სირბილი უნდოდა, ამიტომ მოშორებით გააჩერებინა და სირბილით გაირბინა საკუთარ კორპუსამდე დარჩენილი გზა. სახლში შესული, იქაც, ოთახებში გაუთავებლად დარბოდა, რადგან არ უნდოდა ეფიქრა. თუ გაჩერდებოდა, ფიქრები თავისთავად შემოაწვებოდა, ეს კი არ სურდა. შეშლილივით დარბოდა და ყველაფერს ეხეთქებოდა, შეჯახების შედეგად გამოწვეული ტკივილი, წამიერად ავიწყებდა იმ ემოციას, რაც წითელი ოთახიდან გამოჰყვა. ასე უთავბოლოდ სირბილში, თითქმის ორმა საათმა განვლო და ლეაც ღონემიხდილი დავარდა იატაკზე. ტანსაცმლის სისველემ, სულ ააკანკალა. შემდეგ, სააბაზანოს ნიჟარა ცხელი წყლით აავსო და მასში ჩაესვენა. სანამ წყალი ბოლომდე არ გაცივდა, უაზროდ იწვა შიგნით. არც არაფერზე ფიქრობდა და არც არაფერს გრძნობდა. ვერც იმას იჯერებდა, რომ სინამდვილე იყო ის, რაც იქ ნახა.

როცა შოკურმა პანიკამ გადაიარა და ლეას უკვე ჩვეული აზროვნება დაუბრუნდა, ძალიან ინანა რომ იო მიატოვა. გაუსაძლისად ეტკინა წითელ ოთახში, თავის ბნელ მესთან, მარტოდ დარჩენილი იო და საკუთარი თავის მიმართ ზიზღი იგრძნო. ის, რასაც მთელი ამ ხნის მანძილზე უმტკიცებდა ამ ბიჭს, ვერ დაუმტკიცა საქმით. ისევ სისუსტე გამოიჩინა და ამით იოს კიდევ ერთხელ მისცა საბაბი, რომ მისი ცხოვრების ნაწილად არ გაეხადა ლეა. ამჯერად, საბოლოოდ იგრძნო გოგონამ, იოს დაკარგვის საფრთხე. ახლა უკვე მართლა აღარ მიუშვებდა მიჭი მის სიახლოვეს. ახლა თავადაც ყველა გზას ჩახერგავდა ლეასკენ მომავალს და ამის ფიქრისგან გამოწვეულმა ტკივილმა, თვალებიდან ნიაღვარივით ჩამოხეთქა. ნერვიულობისგან სახეს ისრესდა ლეა, სულ მოიგლიჯა ღაწვები, ისე ძლიერად იჭერდა თითებს. ამჯერად, სხვა მიზეზით დაიწყო უთავბოლო სიარული ოთახებს შორის, ფიქრობდა რა მოემოქმედებინა, რომ ისევ მიეღო იოს. გათენებას ელოდა, რომ საიდუმლო სანაპიროსთან მისულიყო და იოს დალოდებოდა.

გათენდა კიდეც, რამოდენიმეჯერ გათენდა და დაღამდა იმის შემდეგ, მაგრამ იო აღარ გამოჩენილა. ლეა კი დღითი დღე უფრო და უფრო იცვლებოდა, იცვლებოდა უცნაურად, იქცეოდა უცნაურად, იცინოდა უცნაურად და ყოველი მისი ქცევა, იოზე უცნაურიც კი გამოდიოდა. მასა და იოს შორის, ის განსხვავება იყო, რომ იო თამაშობდა ნორმალურის როლს სხვა ადამიანებში. ლეას კი ეს არ შეეძლო, ლეა ყველაფერს ზედმიწევნით გამოხატავდა, რასაც გრძნობდა და არ ერიდებოდა არავის, არაფრის. ხალხი უცნაურად აშტერდებოდა, როდესაც ქუჩაში მოულოდნელად ხმამაღლა გადაიკისკისებდა ხოლმე. ზოგი სინანულით აცქერდებოდა.
-არადა, რა ახალგაზრდაა. -წაიბურტყუნებდნენ ხოლმე და თავს იქამდე აყოლებდნენ, სანამ ბოლომდე არ ჩამალავდა ჰორიზონტი, ან ბრბო მის სხეულს.

პრეზიდენტის სახლთანაც მივიდა ლეა, მაგრამ დაცვამ არ შეუშვა. შორიდან შეძლო ლეამ მესამე სართულის დანახვა, ეს იყო სეანსების ოთახი, რომელიც ამჯერად ჟალუზებით ჩამოეფარათ. ყოველ დღე მიდიოდა იოს სახლთან ლეა და შორიდან შეჰყურებდა მესამე სართულს. იცოდა, რომ დრო ცოტა ჰქონდა. ადამიანები კი დროის მიხედვით ცოცხლობენ და კვდებიან. დროის დავიწყება, დროისათვის თავის არიდება შეცდომა იყო, მეტადრე ლეასთვის, რადგან დროის დაუნდობელი, შეუჩერებელი სვლა არც მას დაინბობდა და არც იოს. ლეას კი ერთადერთი სურვილი ჰქონდა, რომ იქამდე, სანამ ჯერ კიდევ შეეძლო მის მისუსტებულ, მიბნედილ გონებას აზროვნება, ენახა იო, ჩაეხედა მის ლურჯებში და ეთქვა, რომ კვლავ უყვარდა მისი სული, იმაზე უფრო მეტად, ვიდრე მანამდე.

№1  offline მოდერი MoonDaughter

MoonLady
რომ გითხრა, უნდა გამოქცეულიყო-მეთქი, დამიჯერებ ? ისეთ ადამიანს, როგორიც იოა მარტივი საკბილო არ მოსწონთ. რომ დარჩენილიყო იოს ბოლომდე ექნებოდა იმედი, რომ ლეა ვერ შეძლებდა დარჩენას. ახლაც კი მას გული დასწყდა. ეს ის ადამიანია, რომელსაც ურთიერთსაპირისპირო აზრები აწუხებენ. აწუხებენ ? პირიქით, სიამოვნებთ. მაზოხისტია იო, გაქანებული მაზოხისტია.

ერთ-ერთ თავში, ნიკოლოზი ეუბნება ლეას, ზოგჯერ თუ ადამიანმა სევდის ტკბილ-მწარე გემო იგემა, არაფრის დიდებით არ გაუშვებს ხელიდანო. ეს სიტყვები პირდაპირ ერგება იოსაც და ლეასაც. უბრალოდ, იოს უფრო მტკიცედ აქვს ეს გამჯდარი.

№2 სტუმარი uhuu

au ver mivxvdi ra iko im otxashi zustad vinmem amoxsenit

№3  offline მოდერი MoonDaughter

uhuu
au ver mivxvdi ra iko im otxashi zustad vinmem amoxsenit

იო კლავდა ჩიტებს, გულში დანას არჭობდა და ფრთებს ხატავდა მოკლული ჩიტებით.

№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Namdvilad ar vici ra unda gaeketeb8na leas mabnevs es mitxroba.
Jer erti dzalian momwons ios personaji, mere m9mwons is rom leas personaji realuria. Mere aseve momw9ns is rom ios pirovnebas ase sainteresod xatav. O gmerto ar vici ra gitxra sxva moutbenlad veli shemdegs!!!

№5  offline მოდერი MoonDaughter

nawkas12345
Namdvilad ar vici ra unda gaeketeb8na leas mabnevs es mitxroba.
Jer erti dzalian momwons ios personaji, mere m9mwons is rom leas personaji realuria. Mere aseve momw9ns is rom ios pirovnebas ase sainteresod xatav. O gmerto ar vici ra gitxra sxva moutbenlad veli shemdegs!!!

ვაიმე, უღრმესი მადლობა თბილო, ტკბილო <3 როგორ მიხარია შენი შეფასებები, ვერც კი აგიღწერ. <3 <3 <3 <3 <3

№6 სტუმარი Guest Keta

ყოველი თავის შემდეგ მილიარდი ფიქრი და ემოცია მიტევს და ისეთი დაბნეული ვარ ხოლმე, არ ვიცი რა დავწერო, ამიტომ მთელი 8 თავი თავს ვიკავებდი კომენტარის გაკეთებისგან. ბოლო სამმა თავმა შემიპყრო!!! თავს ვერ ვიკავებ, რომ არ დავაკომენტარო.
ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარია!! ვგიჟდები იმდენად მაგარია.
საოცრად რეალურები არიან იოც და ლეაც, თავიანთი ბნელი და ნათელი, სუსტი და ძლიერი მხარეებით. არ მიყვარს ხოლმე ისეთ პერსონაჟებს რომ ქმნიან, რომელთა დახასიათება ერთი სიტყვით შეიძლება: კეთილი ან ბოროტი. სიკეთე არ არსებობს ბოროტების გარეშე და პირიქით.
არ ვიცი იო შეიცლება თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ დახმარება სჭირდება მასაც და ლეასაც (იქნებ ერთმანეთსაც დაეხმარონ?:დდდ).
წინასწარ მაშინებს მოსალოდნელი დასასრული!
დღეში ათასჯერ ვამოწმებ ხოლმე ახალ თავს მიუხედავად იმისა, რომ ვიცი 24 საათში ერთი თავი იდება.
მართალია, მხოლოდ იო-თი გიცნობ, მაგრამ ეს სრულიად საკმარისია რომ შენი წერის სტილზე გავგიჟდე ❤️❤️

№7 სტუმარი Guest ელენე

ლეა სისუსტის განსახუერებაა დედამიწაზე არ არსებობ ადამიანი როლემსაც წინააღმდეგობას ვერ გაუწევ რადგან წინააღმდეგობის გაწევა ადამიას დეენემშია ეს გოგო საცოდავია ამდენადაა დამოჯიდებული იოზე რომ წინააღმდეგიბის გაწევაც არ უნდა. იო კი ძალიან მომწონს რადგან რაც არ უნდა მაზუხისტი დაშეშლილი იყოს მაინც იმას აკეთებს რასაც უნდა და კიდია ყველაფერი და სწირედ ეს მომწონს ❤

№8  offline მოდერი MoonDaughter

Guest Keta

ღმერთო... ქეთა... არ ვიცი რა ვთქვა, უღრმესი მადლობა რომ ასეთი ხარ... ჩემთვის ვერ წარმოიდგენ რამხელას ნიშნავს ეს სიტყვები... შენ რომ შეგიძლია სწორად გაიგო, უფრო სწორედ ობიექტურად შეასაფო და დაინახო სიუჟეტი, ეს შენს განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. შენთვის და შენნაირი მკითხველებისთვის ვწერ მე ამ ისტორიას. ვიცოდი, რომ ბევრი ვერ გაუძლებდა და არასწორად გაიგებდა, შენ კი ბოლომდე მომყვები... <3 ვაიმე, აჟიტირებული ვარ. ძალიან გამახარა შენმა სიტყვებმა, ძალიან <3 <3

№9 სტუმარი Guest ელენე

იოს რა ნაწილი ამოიღე შენი ქცევებიდან ანუ რითი გავხარ მას რა გაქვთ საერთო რადგან მე ვთვლი, რომ ყველა მწერალი თავის პერსინაჟს თავის რაღაც თვისებას აძლევს და შენ რა გაიზიარე იოს?

№10  offline მოდერი MoonDaughter

Guest ელენე
ლეა სისუსტის განსახუერებაა დედამიწაზე არ არსებობ ადამიანი როლემსაც წინააღმდეგობას ვერ გაუწევ რადგან წინააღმდეგობის გაწევა ადამიას დეენემშია ეს გოგო საცოდავია ამდენადაა დამოჯიდებული იოზე რომ წინააღმდეგიბის გაწევაც არ უნდა. იო კი ძალიან მომწონს რადგან რაც არ უნდა მაზუხისტი დაშეშლილი იყოს მაინც იმას აკეთებს რასაც უნდა და კიდია ყველაფერი და სწირედ ეს მომწონს ❤

გეთანხმები ელენე, ლეა სუსტია და ეს თავადაც იცის, მაგრამ აქ ერთი განსაკუთრებული ფაქტია. იოს მუხტი, იოს მანიპულატორი ბუნება, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ ლეა წინააღმდეგობას ვერ უწევს. ლეასაც აქვს მიზეზი, რის გამოც ქვეცნობიერად იოში ხედავს მონათესავე სულს - ისიც ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო. ლეას შეუძლია თავი გაწიროს იოს გამო, ეს კი ზოგისთვის სისუსტეა, ზოგისთვის კი სიძლიერე. უღრმესი მადლობა, საყვარელო. heart_eyes heart_eyes

Guest ელენე
იოს რა ნაწილი ამოიღე შენი ქცევებიდან ანუ რითი გავხარ მას რა გაქვთ საერთო რადგან მე ვთვლი, რომ ყველა მწერალი თავის პერსინაჟს თავის რაღაც თვისებას აძლევს და შენ რა გაიზიარე იოს?

ამას აქ ვერ დავწერ, ელენე. ისე კი, გეთანხმები, გვაქვს საერთო. თუკი გსურს, შეგვიძლია ეს თემა პირადში გავაგრძელოთ. <3

№11 სტუმარი Guest Keta

MoonDaughter
Guest Keta
ყოველი თავის შემდეგ მილიარდი ფიქრი და ემოცია მიტევს და ისეთი დაბნეული ვარ ხოლმე, არ ვიცი რა დავწერო, ამიტომ მთელი 8 თავი თავს ვიკავებდი კომენტარის გაკეთებისგან. ბოლო სამმა თავმა შემიპყრო!!! თავს ვერ ვიკავებ, რომ არ დავაკომენტარო.
ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარია!! ვგიჟდები იმდენად მაგარია.
საოცრად რეალურები არიან იოც და ლეაც, თავიანთი ბნელი და ნათელი, სუსტი და ძლიერი მხარეებით. არ მიყვარს ხოლმე ისეთ პერსონაჟებს რომ ქმნიან, რომელთა დახასიათება ერთი სიტყვით შეიძლება: კეთილი ან ბოროტი. სიკეთე არ არსებობს ბოროტების გარეშე და პირიქით.
არ ვიცი იო შეიცლება თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ დახმარება სჭირდება მასაც და ლეასაც (იქნებ ერთმანეთსაც დაეხმარონ?:დდდ).
წინასწარ მაშინებს მოსალოდნელი დასასრული!
დღეში ათასჯერ ვამოწმებ ხოლმე ახალ თავს მიუხედავად იმისა, რომ ვიცი 24 საათში ერთი თავი იდება.
მართალია, მხოლოდ იო-თი გიცნობ, მაგრამ ეს სრულიად საკმარისია რომ შენი წერის სტილზე გავგიჟდე ❤️❤️

ღმერთო... ქეთა... არ ვიცი რა ვთქვა, უღრმესი მადლობა რომ ასეთი ხარ... ჩემთვის ვერ წარმოიდგენ რამხელას ნიშნავს ეს სიტყვები... შენ რომ შეგიძლია სწორად გაიგო, უფრო სწორედ ობიექტურად შეასაფო და დაინახო სიუჟეტი, ეს შენს განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. შენთვის და შენნაირი მკითხველებისთვის ვწერ მე ამ ისტორიას. ვიცოდი, რომ ბევრი ვერ გაუძლებდა და არასწორად გაიგებდა, შენ კი ბოლომდე მომყვები... <3 ვაიმე, აჟიტირებული ვარ. ძალიან გამახარა შენმა სიტყვებმა, ძალიან <3 <3

მიხარია, მიხარია და მიხარიააა ❤️❤️❤️❤️ საუკუნეა ამ საიტზე არ შემოვსულვარ და ერთხელაც, რაღაც მაინტერესებდა და მაშინვე მომხვდა თვალში იო (რატომ არ ვიცი მართლა, რაღაც ვიგრძენი:დდდდ) და 3თავი მოკლე აღწერებს ვკითხულობდი ხოლმე (ვაგროვებდი ჩემს ჭკუაში). მაგრამ ბოლოს ვეღარ გავუძელი და არ ვნანობ საერთოდ.
მართლა გავაფრინე მგონი ისე მიყვარს

№12  offline მოდერი MoonDaughter

როგორ გამახარე <3 საჩუქარია ჩემთვის შენნაირი მკითხველი heart_eyes heart_eyes

№13 სტუმარი Guest Keta

ვუიიჰ მადლობაა <3

№14  offline მოდერი MoonDaughter

Lollipop :))
არც კი ვიცი რა დავწერო.
ვგრძნობ მწვერვალისკენ მიემართები.
ტრიუმფს ველი.
წარმატებები ❤

კი, მივიწევთ ფინალისკენ. 2თავში სრულდება ... მადლობა, საყვარელო ❤️❤️❤️

№15  offline აქტიური მკითხველი La-Na

დავიძაბე.საინტერესოა,მაგრამ მძომე წასაკითხი.
--------------------
ლანა

№16  offline მოდერი MoonDaughter

La-Na
დავიძაბე.საინტერესოა,მაგრამ მძომე წასაკითხი.

კიდევ ორი თავი გამიძელი, ლანა :დდდ <3

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent