შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი გოგო "ენემი" (თავი 4)


22-05-2017, 21:59
ავტორი ენემი
ნანახია 2 314

ავტორი

ამ ამბებიდან ორი კვირა გავიდა ენემი კომპანიას მათავდა და ეს ისე კარგად გამოსდიოდა რომ მშობლები როდესაც ჩამოვიდნენ გადაწყვიტეს ენემისთვის გადაებარებინათ საქმე.
მაგრამ პირდაპირ არ უთხრეს. გადაწყვიტეს წვეულება მოეწყოთ სადაც ენემსაც და ყველას ეტყოდნენ ამ ამბავს.

***
გიორგი მეტრეველმა თავისი კომპანიონებიც დაპატიჟა ოჯახითურთ. რათქმაუნდა ახვლედიანებიც იყვნენ. წვეულება უკვე დაწყებული იყო ენემმა რომ შეაბიჯა დარბაზში თავის მეგობრებთან ერთად. მას ტანზე გამოყვანილი, მუხლს ოდნავ აცდენილი, ზურგ ამოღებული, ოდნავ დეკოლტიანი, წითელი მბხინვარე კაბა ეცვა და ამავე ფერის მაღლები. ბიჭებს კი შარვალ-კოსტუმი ეცვათ რომლებიც მათ მხარ-ბეჭს გამოკვეთდა. ყველა ენემსა და მის სასტავს უყურებდა. ახვლედიანმა მისი დანახვისას პირი დააღო მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე ენემმა დაჟინებული მზერის გამო რომ შეხედა. მას უყურებდა სანამ ბიჭებმა არ დაუძახეს.
-რაიყო თვალი გაგიშტერდა დემუსი? (გიო)
-ძალიან ლამაზია (დემეტრე)
-აჰაამ (ნიკა)

მოგვიანებით გიორგი მეტრეველმა ყურადღება ითხოვა ყურადღება:
- მოგესალმებით ყველას, გმადლობთ მობრძანებისათვის. ეს ყველაფერი იმისთვის მოვაწყვე რომ თქვენთვის მეთქვა ახალი ამბავი, მათ შორის შენც-ხელი ენემისკენ გაიშვირა და განაგრძო-ჩემმა უსაყვარლესმა შვილმა ენემმა მე და ნატალი ორი კვირა დასასვენებლად გაგვიშვა ნიუ-იორკში. რატომ? იმიტომ რომ მას არ სურდა გადავღლილიყავი რთული საქმეები ჩაიბარა, რომელსაც თავი ისე გაართვა როგორც ნამდვილ მეტრეველს შეეფერება. დავრწმუნდი მის შესაძლებლობებში და გადავწყვიტე ჩემი კომპანია მას გადავაბარო. რათქმაუნდა მას მეც და ჩვენი ოჯახის ნებისმიერი წევრი დაეხმარება. მაგრამ ძირითად საქმეს ის მიხედავს. ძირითადად მამები თავიაანთ ვაჟებს აძლევენ კომპანიას სამართავად მაგრამ მეც და თითოეულმა ოჯახის წევრმა ვიცით რომ ამ შემთხვევაში ენემი საუკეთესო იქნება. გმადლობთ ყურადღებისათვის.
დაამთავრა თუ არა ყველა ტაშს უკრავდა, აი ენემი კი ყველაფერს მოელოდა ამის გარდა.
-ენემ გთხოვთ (გიორგი მეტრეველი)
-მე არც კი ვიცი რა ვთქვა ვიცოდი რომ მამას შემდეგ კომპანიის გადაბარების დრო მოვიდოდა მაგრამ მე მეგონა მას სანი უხელმძღვანებდა. ამიტომ არვიცი რა ვთქვა. არ მინდა ჩემი გადაწყვეტილებით გული ვატკინო ჩემ ძმას , მაგრამ არც ის მინდა მამას იმედები გავუცრუო, ამიტომ არ ვიცი რა ვქნა. (ენემი)
-როგორ თუ არ იცი? შენი აზრით მე წინააღმდეგი ვიქნები? მერე რა რომ მთავარი მმართველი შენ იქნები. მე ყოველთვის შენ გვერდით ვიდგები ჩემ გამო უარს ნუ იტყვი ეს მე თვითონ შევთავაზე მამას, რომ შენ ყოვილიყავი ახალი დირექტორი და მმართველი.
წარმატებებს გისურვებ ენემ. (სანი)
-რადგან ჩემ ძმასაც სჯერა ჩემი რადგან ის ამბობს რომ მე საუკეთესო ვიქნები დაე ასე იყოს. მე ჩემ მაქსიმუმს გავაკეთებ რომ კომპანიამ უფრო მეტს მიაღწიოს და შევეცდები იმედები არავის გაგიცრუოდ. (ენემი)
სიტყვით გამოსვლა დაასრულეს და მხიარულება გააგრძელეს.
-შეიძლება გეცეკვო? (დემეტრე)
-რატომაც არა (ენემი)
როდესაც წყვილი სცენის შუაგულში ვალსის საცეკვაოდ გავიდა, ყველა გაიფანტა რამოდენიმე წამის შემდეგ კი ტანგოს მუსიკაც გაისმა. ჯერ დაბნეულები იყვნენ შემდეგ ცეკვა დაიწყეს ყოველ ილეთს ისე კარგად აკეთებდნენ თითქოს დიდი ხანია პარტნიორები იყვნენ. მაგრამ ეს უბრალოდ ცეკვა არ იყო. ეს იყო ყველაზე ცეცხლოვანი და ვნებიანი ტანგო. ყველას უკვირდა დემეტრემ რომ იცოდა? არა ეგ არა, ენემის უკვირდა თუ როგორ ასწრებდა 21 წლის გოგო ყოფილიყო სტუდენტი, ერჩია საქმეები, ემართა კომპანია, ეარა კინგ-ბოქსზე და ამავდროულად ცეკვის სწავლაც მოესწრო.
დემეტრემ რა იგრძნო ცეკვის დროს? რაღაც ამოუცნობი რაც ამ გოგოსკენ ექაჩებოდნენ.

ენემმა? მან იგრძნო განსაკუთრებული რაღაც რაც მხოლოდ ერთხელ თინეიჯერობისას განიცადა. მაგრამ საყვარელი ადამიანის შემდეგ, რომელიც დაეღუპა ახლოს არავინ მიუშვია. რატომ? იმიტომ რომ ეშინოდა რომ ყველას ვისაც შეიყვარებდა შესაძლებელი იყო დაეკარგა.

ცეკვის ბოლოს მხურვალე აბლოდისმენტები მიიღეს. ყველას უხაროდა რომ ასე უხდებოდნენ ერთმანეთს. მათი მშობლები კი ყველაზე ბედნიერები იყვნენ, დემე და ენემი შესაძლოა ვერ ხვდებოდნენ ვერაფერს მაგრამ მშობლებს ვერაფერს გამოაპარებდნენ, ისინი ხომ იცნობენ საკუთარ შვილებს. ახვლედიანები და მეტრეველები მიხვდნენ რომ მალე შესაძლოა მათი შვილები ერთად ყოფილიყვნენ.
საღამო დასრულდა ყველა წავიდა. ყოველშემთხვევაში ყველას ასე ეგონათ სინამდვილეში დემე არ წასულა არსად. სანამ ენემი სახლამდე არ მიაცილა ოღონდ ჩუმად ყველასგან მალულად როგორც მას ეგონა. მაგრამ ენემმა დაინახა, სარკეში გახედვისას შეამჩნია როგორ მისდევდა მოშორებით დემეტრეს მანქანა, და ოდნავ შესამჩნევად ჩატეხა ტუჩის კუთხე. სახლში მისვლისას კი ტკბილად დაიძინა ისევე როგორც დემეტრემ. სანამ მათ სძინავთ მოგიყვებით ენემის შეყვარებულზე რომელიც მას ძალიან უყვარდა, გაინტერესებთ რა მოხდა? კარგი მაშინ დავბრუნდეთ წარსულში როდესაც ენემი 16 წლის იყო დამიანე კი 18.

წარსული

ვაჩეს დაბადების დღე:
ვაჩე ყველასაგან განსხვავებული ტიპი იყო სულ ცანცარა, გართობის მოყვარული. ბევრი ძმაკაცი ჰყავდა, უმეტესობას ენი იცნობდა ამიტომ მათთან თავს კარგად გრძნობდა. იმ დღეს მის დაბადების დღეზე გადაწყვიტა წყნეთში ასულიყო თავის მეგობრებთან ერთად. უნდოდა უფროსების გარეშე ყველანაირი შეზღუდვისა და შენიშვნების გარეშე გაეტარებინა კარგი დრო მეგობრებთან. ასეც მოხდა ყველანი წავიდნენ მათ შორის: ენემი, სანი, საბა, გაგა, ალექსანდრე, ანი და ნინი. დაიწყეს მოლხენა. შუა ლხინის დროს კარზე ზარი დარეკეს. ენს ძალიან აინტერესებდა ვინ შეიძლება ყოფილიყო რადგან ვაჩეს ყველა მეგობარი იქ იყო.
-მე გავაღებ-წამოდგა ვაჩე. რამდენიმე წუთში კი ყველამ შემოსასვლელი კარისაკენ გაიხედა, სადაც ზე სიმპათიური ტიპი იდგა. თეთრ პერანგსა და ჯინსის შარვალში გამოწყობილი, რომელიც ყველას აკვირდებოდა, ბოლოს კი მზერა ენემზე შეაჩერა ცოტა ხანს ასე უყურეს, შედეგ კი ვაჩემ გააცნო ბავშვებს.
-ბავშვებო გაიცანით ეს ჩემი ბავშობის მეგობარი დამიანეა, საზღვარგარეთ ცხოვრობდა ამიტომ არ იცნობდით, დამიანე ესენი "კაი ბიჭები" არიან : სანი მეტრეველი, საბა დევდარიანი, გაგა ყიფიანი, ალექსანდრე დადიანი. ესენი კი სანის დები ტყუპები ანა და ენემი. ენი ჩვენი სასტავის "გლავნი" ტიპია, ყველა მას ვემორჩილებით. ეს კი ნინი აბაშიძეა სანის შეყვარებული.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, იმედია მაპატიებთ სახელები თუ შემეშლება.- ეს თქვა დამიანემ და ყველას გაუღიმა.
-ოჰ იმედია მაპატიებთ თუ შემეშალა- თავისთვის თქვა ენემმა ჩუმად მაგრამ დამიანემ მაინც გაიგო და ჩაეღიმა მის ბავშურობაზე. ბავშვებმა დაიწყეს გართობა, სვავდნენ რამდენიც უნდოდათ, ცეკვავდნენ, მღეროდნენ, გიჟობდნენ, მათ შორის ენემიც. ისეთი ლაღი და ბედნიერი იყო დამიანე თვალს ვერ წყვეტდა.
-ეე რა გჭირს ?- ვერც კი გაიგო როგორ მიუჯდა გვერდით ვაჩე.
-საყვარელია ხო? (დამიანე)
-ვინ? -თვალი გააყოლა მის მზერას და მოცევავე ენემი რომ დაინახა თავისდაუნებურად გაეღიმა მიხვდა რომ დამიანეს ენი მოეწონა-ენემი?
-ხო- ეს თქვა და თავი ჩაღუნა
ენემსაც მოეწონა დამიანე, მაგრამ გატაწყვიტა ზედმეტი ყურადღება არ მიექცია მისთვის ამიტომ ლაღად განაგრძო გართობა.
ასე დაიწყო მათი ურთიერთობა. ხო აი ასე უბრალოდ დაიწყო ყველაფერი.

***
დაბადების დღის შემდეგ ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ, საუბრობდნენ, ერთად სეირნობდნენ, დადიოდნენ კინოში, კაფეში და გასართობ ატრაქციონებზეც კი.

ერთ დღეს კი ენემს ტელეფონზე დაურეკა და სთხოვა აივნიდან გადაეხედა. ასეც მოიქცა და ეზოში სანთლებით დანთებული გული დაინახა რომელშიც ეწერა "მიყვარხარ ენ". ენემმა კიბეები ჩაირბინა ეზოში გავიდა და მთელი ძალით ჩაეხუტა.
-მიყვარხარ დამი.
-მეც მიყვარხარ პატარავ.
-სამუდამოდ?
-სამუდამოდ.
ამ დღის შემდეგ სულ ერთად იყვენენ ყველგან და ყოველთვის, ერთი წუთითაც ეძნელებოდათ ერთმანეთის გარეშე. ხშირად შეპარულა მეტრეველების ვილაში დამიანე, მეორე სართულზე ამძვრალა რათა საყვარელი ადამიანი ენახა. მათი ურთიერთობა არ იყო ბანალური ისეთი იყო როგორიც უნდოდათ, ზოგჯერ საათობით ერთმანეთზე ჩახუტებულები ისხდნენ, ხმას არ იღებდნენ მათ ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდათ.
მაგრამ ბედნიერება ხომ დიდხანს არ გრძელდება. ენემის დაბადებისდღეზე გადაწყვიტა რესტორანში წაეყვანა სადაც ცოლობას სთხოვდა, მაგრამ სწავლის დამთავრებამდე არ იქორწინებდნენ. რესტორნისკენ მიმავალ მანქანას დიდი ტრაილერი დაეჯახა მარცხენა მხრიდან... ენემმა თვალები საავადმყოფოში გაახილა, როცა აზრზე მოვიდა კი მისი პირველი სიტყვები იყო...
-დამი
იქვე ახლოს მდგარმა ექთანმა გაიგო რომ გაიღვიძა და ექიმს დაუძახა რომელიც ენის მშობლებს ესაუბრებოდა.
-თქვენს შვილს ღვედი ეკეთა თან უკანა სავარძელზე იჯდა და მხოლოდ მსუბუქი ტვინის შერყევა და რამოდენიე ნაკაწრი აქვს. (ექიმი)
-დამიანე? მასთან ერთად მასზე ორი წლით უფროსი ბიჭი უნდა ყოფილიყო სადაა?(ვაჩე)
-ვწუხვარ მაგრამ ბიჭი თავიდანვე გარდაცვლილი მოიყვანეს. ვიზიარებ. (ექიმი)
-ბატონო გოგონამ გაიღვიძა(ექთანი)
-კარგი მოვდივარ. (ექიმი)
პალატაში შესვლისას გოგონამ ისევ დამიანე იკითხა.
-ექიმო ჩემი დამი სადაა როგორა?
-იცით ის.. ის..
ენემი ფეხზე წაოდგა მიუხედავად ჭრილობებისა. ექიმს მივარდა საყელოში მოკიდა ხელი და მთელი დარჩენილი ძალით მოუჭირა ყელში. თან უყვიროდა.
-სადაა ჩემი დამი სადაა სადაა?
-ვწუხვარ მაგრამ ის უკვე გარდაცვილი იყო როდესაც მოიყვანეს.
ენემმა ცივად უშვა ხელი მუხლებზე დაეცა და მთელი ხმით ღრიალებდა.
-დამიიიი! ჩემი დამი! ჩემი დამი მინდა! მასთან მინდა გთხოვთ!
მის ხმაზე პალატაში ბიჭები და მისი მშობლები შემოვარდნენ. ცდილობდნენ დაემშვიდებინათ მაგრამ ადვილი არაა საყვარელი ადამიანების დაარგვით გამოწვეულ ტკივილს გაუძლო. ცრემლები ჩანჩქერივით სდიოდა თან ბუტბუტებდა.
-რატომ? ჩემი დამი რატომ? თუ ის წაიყვანა მე რატომ დამტოვა აქ რატომ?
-ენ დამშვიდდი, გთხოვ ჩემო პატარა გთხოვ. ვიცი რომ ძლიერი ხარ ვიცი რომ გაუძლებ, შენ ეს შეგიძლია ჩემო ლამაზო. (საბა)
-საბუ ის აღარაა მან დამტოვა ჩემთან აღარ იქნება.
ენემთან იყვნენ ყველანი და ამშვიდებდნენ.

***
დამიანეს დაკრძალვისთვის შავ ტანსაცმელში გამოეწყო ენემი , მოტოს გასაღები აიღო და წავიდა. გზაში ლურჯი ვარდები იყიდა ზუსტად ისეთი თვითონ რომ უყვარს, ისეთი დამიანე რომ ჩუქნიდა. და სასაფლაოსკენ გაეშურა. იქ მისულს ყველა შეეგება, დაინახა დამიანეს დედა რომელიც მიწაზე იჯდა და თავის შვილს ესაუბრებოდა.
-დამიანე ჩემო ბიჭო, რატომ დამტოვე დედას ერთადერთო, ასე არ უნდა მოქცეულიყავი რატომ არ იფიქრე ჩვენზე, ჩემზე და იდევ ბევრზე-ამის მოსმენისას ენემს ცრემლები წამოუვიდა რომელიც მის ცისფერ თვალებზე ბრილიანტებივით ბრწყინავდნენ.-ნახე დე ენი მოვიდა შენთან მოვიდა დე, მიუხედავად ჭრილობებისა მაინც წამოდგა მაინც მოვიდა მაინც გაცილებს იმ ქვეყნად დე.
ქალი წამოდგა და ენემს ჩაეხუტა ისე თითქოს თავისი შვილის არ ყოფნას ასე ივსებდა.
-იცი ის ყოველთვის შენზე საუბრობდა. "იცით როგორ უხდება ღიმილი?" "იცი რა ბავშური და საყვარელია?" "იცი სიცოცხლეზე მეტად მიყვარს". ყველგან და ყოველთვის შენს სახელ გაიძახდა მას უყვარდი და დაიმახსოვრე ის ციდანაც გიყურებს და ყოველთვის შენს გულში დარჩება.-ქალმა ხელი მიადო გულზე და გზა დაუთმო რომ დამის საფლავისკენ წასულიყო. ენემი მუხლებზე დაეცა და უფრო მეტად დაიწო ცრემლებმა დენა.
-იცი? იცი რომ არასწორი ხარ? იცი რომ ტკივილამდე მენატრები? არა არ იცი ხოდა ახლა გეუბნევი, დამიანე შენ ჩემი ტკივილი ხარ რომელიც ყოველთვის ჩემში დარჩება, რომელსაც ვერ გავაქრობ იმიტომ რომ მიყვარხარ, მტკივა თითოეული უშენოდ გატარებული წამიც კი. ხედავ? მე ჩემი საყვარელი ვარდები მოგიტანე ალბათ გიკვირს ხო? მინდა რომ სულ გახსოვდე დამი. შენ შემპირდი რომ სამუდამოდ გეყვარებოდი , შემპირდი რომ არასდროს დამივიწყებდი ხოდა მეც გპირდები სულ მემახსოვრები, სამუდამოდ დამი.
ტიროდა მთელ გრძნობას აყოლებდა თითოეულ სიტყვას. დაიცალა ემოციებიდან და იქიდან წავიდა.
იმ დღის შემდეგ დაიწყო ისეთი ცხოვრება როგორიც ახლა აქვს. ის მხიარული და ლაღი გოგონა სადღაც გაქრა ახლა მხოლოდ გულცივი და დაუნდობელი ენემი დარჩა. ნამდვილი ენემი მხოლოდ მეგობრების გარემოცვაში ხდება. მას არ ავიწყდება დამიანე ის ყოველ თვე ამდენი წლის შემდეგ მაინც მიდის მის საფლავზე ვარდები მიაქვს ყველაფერს უყვება და უკან ბრუნდება.
ახლა? ახლა მშვიდად სძინავს. ამდენი წლის შემდეგ პირველი შემთხვევა მოხდა რომ მას მშვიდად და უშფოთველად სძინავს.




იმედია ეს თავი დაგაკმაყოფილებთ. გმადლობთ რომ კითხულობთ <3



№1 სტუმარი Nia

Magaria gaagrdzele

 


№2  offline წევრი saint

ძაან კაია გააგრძელე❤❤♥♥

 


№3  offline მოდერი ენემი

saint
ძაან კაია გააგრძელე❤❤♥♥

მადლობა საინთ მიხარია რომ კითხულობ kissing_heart

 


№4  offline მოდერი ენემი

LuckyGirl
ვუაიმე ტყუპებიო ?

კი ტყუპები :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent