შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარდასახვა (II თავი)


22-05-2017, 22:43
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 2 321

ცხოვრებიეული გამოწვევები და ყოველდღიური რუტინა ერთმანეთს ენაცვლებოდა. თითქოს ძველებურად ერთი მეორის მიყოლებით მიქროდა დღეები, მაგრამ რაღაც მაინც ისე არ იყო როგორც უნდა ყოფილიყო. დაბნეულობისა და ქაოსის კორიანტელი ტრიალებდა მისი სულის გარშემო. გრძნობდა ქარიშხლის მოახლოებას რომელიც ყოველივეს წამლეკავი და გამანადგურებელი უნდა ყოფილიყო. შფოთვა თანდათან ძლიერდებოდა. არ იცოდა რა ხდებოდა... არ იცოდა რას მოელოდა.

დავალების ბოლო ნომერიც ჩაინიშნა და სწრაფად წამოდგა სკამიდან. აქაურობა სულს უხუთავდა და ერთი სული ჰქონდა თუ როდის დააღწევდა თავს. აუდიტორიიდან ისე გავარდა უკან არც მიუხედავს. არც ნინას გაკვირვებული სახისთვის და ყვირილისთვის მიუქცევია ყურადღება, რომელიც ჯიუტად ცდილობდა გოგონასთვის ეიძულებინა დალოდებოდა. რამდენიმე სართული ფეხით ჩაირბინა და სასწრაფოდ შენობის გარეთ გავიდა. ღრმად ამოისუნთქა, თითქოს ყელზე შემოჭერილი მარწუხებიც ოდნავ მოეშვა. მხურვალე მზის სხივები სახეს უწვავდა ნოემბრის სუსხის მიუხედავად. გარეთ სტუდენტების გნიასი და მანქანების ძრავის ხმაური, ხშიად კი ყურისწამღები პიპინი ისმოდა. მიუხედავად იმისა რომ პიკის საათი კარგა ხნის გადავლილი იყო, მაინც შეიმჩნეოდა მათი სიმრავლე ქუჩებში.
ნიტამ რამოდენიმე საფეხური ჩაიარა კიბეზე და იქვე ჩამოჯდა, თავი მოაჯირს მიაყრდნო და თვალები დახუჭა. შეეცადა ყური ახმაურებული ქუჩისვის დაეგდო და აჩქარებული გულისცემა ოდნავ მაინც შეენელებინა. ღრმად სუნთქავდა და დროდადრო ამოოხვრასაც მოაყოლებდა ხოლმე. გონება იმდენად გაეთიშა, რომ ვერც კი მიხვდა რამდენი ხანი იჯდა ასე გაუნძრევლად.
-გოგონა კარგად ხართ?
თვალები გაახილა და მის წინ ასვეტილ ორ ბიჭს ახედა, რომლებიც მზეს უჩრდილავდნენ.
-კი.. კარგად ვარ.
-ნამდვილად? დახმარება ხომ არ გჭიდებათ? კარგად ნამდვილად არ გამოიყურებით.
-არა მართლა კარგად ვარ. - უღიმღამოდ გაუღიმა და ოდნავ დაბნეული, ეჭვის თვალით მომზირალი ბიჭები ღიმილით გააცილა ზემოთ კიბეებისკენ.
როდესაც კვლავ მარტო დარჩა საკუთარ თავთან მიმიკა კვლავ შეეცვალა, მოიღუშა და წარბები შეკრა. ერთ წერტილზე თვალმიშტერებული რაღაცაზე ფიქრობდა, თან ჩანთის წვერს ნერვიულად აწვალებდა.
-აი სად ყოფილხარ! - შეშინებული შეხტა ამ ხმის გაგონებაზე. - სად გაიქეცი? ან საერთოდ რა გჭირს ეს დღეები?! რატომ არ მცემ პასუხს?!
-ნინა ძალიან გთხოვ... ახლა დაღლილი ვარ.
-რას მთხოვ? საერთოდ რას გავს შენი საქციელი არაფერს აღარ მიიყვები. თითქოს ჩემი მეგობარი გამოცვალეს და ვიღაც სხვა შემომაპარესო.
-ნინა! - მკაცრი მზერით ახედა. -ახლა უნდა წავიდე. დაღლილი ვარ მეთქი და არაფერსაც არ გიმალავ.
-კარგი.. როგორც შენ გინდა. - აშკარად წყენის ნოტები გაისმა გოგონას ხმაში. შებრუნდა და ის იყო წასვლას აპირებდა, რომ უცებ მოესმა.
-მოიცადე.. მაპატოე რაა. უბრალოდ ეს ბოლო პერიოდი რაღაც ვერ ვარ ისე. ცოტა, სულ ცოტა დრო მომეცი და ყველაფერს მოგიყვები კარგი? - იმედიანი მზერით, თვალებდაწვრილებულმა ახედა და ღიმილი შეაგება.
ნინა ცოტა ხანს ეჭვის თვალით უყურებდა. - კარგი, ოღონდ იცოდე მალე უნდა მომიყვე და ნუ დაგავიწყდება, რომ აქ მარტო არ ხარ. მე და დათა გყავართ და შენი პრობლემები ჩვენი პრობლემებია.
-ძალიან დიდი მადლობა ნინა. - უცებ წამოდგა ფეხზე და გოგონას მთელი ძალით მოეხვია. ვიცი რომ თქვენი იმედი ყოველთვის უნდა მქონდეს. - ძლიერად მოხვეული ხელები ოდნავ მოადუნა და შემდეგ საერთოდ მოშორდა მასზე ერთი თავით დაბალ სხეულს.
-კარგი.. არ გვინდა ეს სენტიმენტები. - ცხვირაბზუებულამ ჩვეული სახით გვერდულად გახედა ნიტას და რამოდენიმე საფეხურით ზემოთ ავიდა. - შენ ახლა გირჩევნია სახლში მიხვიდე, შხაპი მიიღო და გამოიძინო. არ გეწყინოს მაგრამ საშინლად გამოიყურები.
-კარგი ნინა.. დროებით. - ჩანთა ნახევრად მოიგდო ზურგზე და კიბეებს ჩაუყვა. ნელი ნაბიჯით მიდიოდა. გადაწყვიტა სახლამდე ფეხით მიეღწია. ასეთა ამინდში გასეირნება ნამდვილად არ აწყენდა. გვერდითა ჯიბიდან ყურსასმენები ამოაძვრინა და ტელეფონს მოარგო. მალევე სასიამოვნო ჰანგებმა მოიცვა მისი სმენა და სრულებით დამშვიდებული, ოდნავ ბედნიერიც გაუყვა ქუჩას. დაძაბულობა, სტრესი, შიში სადღაც გაქრა. მზე ანათებდა.. ქუჩაში ხალხი ჩქარა მოძრაობდა.. აქა-იქ შეყვერებული მოსეირნე წყვილებიც გამოერეოდნენ, მანქანების ხმაური, ნაცნობთა გადაძეხილები, გნიასი ქაოსი ყველაფერი სიცოცხლეს ქმნიდა. თვითონაც ამ სიცოცხლის ნაწილი იყო და ეს ახარებდა.ამაყად მიაბიჯებდა ქუჩაში და გარემოს უფრო მეტი დაკვირვებით უყურებდა ვიდრე აქამდე.
სახლამდე ისე მივიდა ვერც მიხვდა. განწყობა კი უკვე სრულად შეცვლოდა. ღიმილით აიარა კიბეები და დიდი ძებნის შემდეგ ჩანთიდანაც ამოაძვრინა გასაღები.
სახლში ჩახუთული.. უსიამოვნო სურნელი იგრძნობოდა. მაშინვე ეცა ფანჯრებს და აივნის კარს. ფართოდ გამოაღო და სუსხიანი ჰაერი ოთახში შემოატარა. ნიავმა თეთრი ფარდებიც ააფრიალა და სასიამოვნო სიგრილე მოიყოლა. ნიტა კარგა ხანს გაჰყურებდა აივნიდან გადაშლილ ხედს. შემდეგ თითქოს გამოფხიზლდაო, უცებ შემოტრიალდა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი. საშინლად მოშიებულმა და დაღლილმა უცებ, სახელდახელოდ მოამზადა საკვები და გადასანსლა. ჭურჭლის გარეცხვა კი შეეზარა და იქვე ნიჟარაში ჩაყარა.
თავად კი ფეხისთრევით საწოლისკენ გაემართა. მოწყვეტით დაეცა ზედ და მაშინვე ღრმა, სასიამოვნო, მშვიდ ძილში გადაეშვა.

ლამაზი სიზმრები იწელებოდნენ, ფერები ერთმანეთში ირეოდნენ და დაღლილ გონებას საოცნებო სამყაროში გზავნიდნენ. თუმცა დროდადრო სიზმრებმა ფერები და ხასიათი შეიცვალეს. გაიწელნენ და რაღაც გულისგამაწვრილებელ, მომაბეზრებელ, აუტანელ ხმაურად გარდაიქმნენ. არა და არ წყდებოდა, არადა სადაცაა თავიც ასტკივდებოდა.
ბოლოს ბრახუნიც რომ მოჰყვა შეშინებული წამოვარდა.. გაურკვევლობაში მყოფი თავიდან ვერ მიხვდა რა ხდებოდა, ბოლოს ნელა წამოიზლაზნა და კარებისკენ წავიდა.
ზღურბლთან წარბაწეული ნინა დახვდა ორივე ხელში კი პარკები ეჭირა.
-სად ხარ აქამდე?!
-მეძინა.. -დაბოხებული, საკმაოდ უცნაური ხმით ამოილაპარაკა გოგონამ და ნინა შემოატარა. ისიც პარკებით დატვირთული მაშინვე სამზარეულოსკენ გაეშურა.
-ესენი რად გინდოდა? მე თვითონაც მაქვს პროდუქტები.
-ის რის გაკეთებასაც მე ვაპირებ შენი პროდუქტები ვერ გამომადგებოდა.
-მომესმა თუ შენ მართლა აპირებ რაიმეს გამზადებას სამზარეულოში.
-არ მოგესმა. -ამაყად ასწია გოგონამ თავი და ამოლაგება დაიწყო.
-დააა,.. კერძის დასახელებას ხომ ვერ მეტყოდით.
-როგორ არა - ლაზანია.
-მეხუმრები?
-შენ კვერცხსაც კი ვერ წვავ ნორმალურად და მომინდომა ლაზანია. ან პროდუქტები სად იშოვე?
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია რომ ვიშოვე და კიდევ.. შენ უნდა დამეხმარო!
-მეტი საქმე არ მაქვს... ხოო კარგი. რასაც შევძლებ დაგეხმარები.
მალევე დაიწყეს სამზარეულოში ფუსფუსი. ნახევარ საათში იქაურობა კოშმარულად გამოიყურებოდა. გეგონებოდათ ერთი თვის დაულაგებელიაო.
საბოლოოდ ორივენი დაღლილები მიეყარნენ დივანზე გვერდიგვერდ და კერძის გამოცხობას ელლოდნეენ.
კულინარიულმა ექსპერიმენტმა არ გაამართლა და მათი ნახელავიც ნაგვის ბუნკერში წავიდა მიუსაფარი კატებისა და ძაღლებისათვის.
ისევ ერბოკვერცხზე უნდა გადამატარო არა? მომინდომა ქალბატონმა ლაზანია. - ჩაიბურტყუნა ნიტამ და ისევ სამზარეულოს მიაშურა.
უკვე შებინდებული იყო, როდესაც ორივე ერთმანეთის გვერდიგვერდ ისხდნენ და ჩაის წრუპავდნენ.
-აბა.. რამის თქმა ხომ არ გინდა ჩემთვის?
-რისი თქმა უნდა მინდოდეს?
-თავს ნუ იკატუნებ! - მკაცრად შეუტია ნინამ. - დაიწყე.
ნიტამ ღრმად ამოისუნთქა. მშვენიავრად იცნობდა მის მეგობარს იმისთვის რომ მიმხვდარიყო, ნინა ასე ადვილად თავს არ დაანებებდა. სისხლს ამოსწოვდა შეკთხვებით, ჭკუიდან გადაიყვანდა, ოღონდ სასურველი ინფორმაცია მიეღო. დამალვასაც არანაირი აზრი არ ჰქონდა. არც თავის მოკატუნებას. ნინამ ყველაზე ყველაფერი იცოდა.
-ეს ლუკას ეხება..
-ვის?! ვინ ლუკას? - თვალებმოჭუტულმა გახედა გოგონას.
-ჩვენს კურსელს.
-ეგ რომელია? - ნიტან მის უაზრო შეკითხვაზე თვალები გადაატრიალა. ღრმად ჩაისუნთქა და ყველაფრის თავიდან მოყოლა დაიწყო

პირველი შეხვედრა არც ისე სასიამვნო აღმოჩნდა. გოგონა მთელი ორი საათი დაჟინებული, უსიამოვნო მზარის ობიექტს წარმოადგენდა. უკანა რიგებიდან მომზირალი უცნობი კი დანებებას არ აპირებდა. საერთოდ რა უნდოდა ნიტასგან? გოგონა ვერ ხვდებოდა. მგონი არც თავად უცნობმა იცოდა.
პირველმა კვირამ სრულიად ჩვეულებრივად, მდორე რეჟიმში ჩაიარა. ამასობაში რამოდენიმეჯერ კიდევ შეხვდა უცნობს, რომელსაც, როგორც შემდგომ გაარკვია ლუკა ერქვა. ყველა ეს მოულოდნელი და უეცარი შეხვედრა უსიამოვნო შეგრძნებებით და დაძაბულობით სარგებლობდა. ბიჭი აშკარად მტრული მზერით მისჩერებოდა გოგონას და ეს უკანასკნელიც დაბნეულობისაგან ადგილს ვერ პოულობდა და იმ ტერიტორიას პირველი თავადვე შორდებოდა. ალბათ ყველაფერი ჩვეულ ასეთ რეჟიმში გაგრძელდებოდა, რომ არა ერთი შემთხვევა. სამშაბათს იმ გაკნაჭული ქერა ქალის ლექციას ესწრებოდა ნინასთან ერთად, უკან კი ტრადიციულად წარბშეკრული და უჟმური სახით იჯდა ბატონი ლუკა. გოგონა არ უსმენდა დაძაბულიბიყო და საკუთარ ფიქრებში ღრმად ჩაფლული სადღაც დაფრინავდა. ქალი მთელი ემოციით უხსნიდა აუდიტორიას რაღაცას და თან ხელებს აქტიურად იშველიებდა ამ პროცესში. ბოლოს კი რაღაც სიის ამოკითხვა დაიწყო.. არც ახლა მიაქცევდა ყურადღებას მოულოდნელად მისი გვარი რომ არ გაეგონა და შემდეგ უკვე ნაცნობი და არც თუ ისე სასიამოვნო პიროვნების სახელი და გვარი. გოგონა შეკრთა, წამიერად გამოფხიზლდა. უსიამოვნოდ შეკრთა და წარბები შეჭმუხნა. ნელა გააპარა მზერა უკანა რიგში მყოფი ლუკასკენ, რომელიც ასევე დაბღვერილი, აშკარად გაღიზიანებული მისჩერებოდა ლექტორს, რომელიც კვლავ განაგრძობდა სიის ამოკითხვას და ორკაციანი ჯგუფების შედგენას პროექტისთვის.
ნიტა დაბნეულიყო და ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა თუ რა მოხდა ახლახანს, კვლავ ლუკაზე იყო მიშტერებული, როდესაც ბიჭმა თავი მოაბრუნა და ახლა გოგონას მიაჩერდა. უცებ, შეშინებული და ანერვიულებული შებრუნდა წინ და ხელები ერთმანეთში ნერვიულად ახლართა. გვერდით მჯდომ ნინას მხარი შეუმჩნევლად გაკრა და გადაიხარა, რომ ჩურჩულით რაღაც ეკითხ.ა
-რაზე ლაპარაკობდა ეს ქალი? ან საერთოდ ლუკასთან რა მესაქმება?
-შენ რა არ უსმენდი?
-არა.. - სახე მოეღუშა და საწყლად აიჩეჩა მხრები.
-მოკლედ რაღაც პროექტს აკეთებს ყველა თავის მეწყვილესთან ერთად. შენი მეწყვილე კი ლუკაჩოა.. ორ კვირაში გამზადებული უნდა ჩააბაროთ.
-რაა?! რაღა მაინცდამაინც ეგ! - გაბრაზებულმა ამოიბურტყუნა და ლაპარაკისგან გაქაფულ ლექტორს მტრული მზერა შეავლო.
-რა ვიცი.. - მხრები აიჩეჩა ნინამ. - სიის მიხედვით ასე გამოვიდა. თან მაგ გაფხორილი ქათმისთვის არაფრის თხოვნა არ ღირს. ამ რამდენიმე კვირაში მშვენივრად გავიცანით იმისთვის რომ მივხვდეთ, მეწყვილეს არ შეგვიცვლის.
-ჯანდაბას იყოს რაც არის. -ამოიოხრა გოგონამ და გადაშლილი ბლოკნოტი დაკეცა. შემდეგ კი კალამთან ერთად ჩანთაში ჩაუძახა.
-სულ ეს არის მეგორბრებო. გთხოვთ ვინც დღეს არ გვესწრება დაუკავშირდით და გააგებინეთ პროექტის შესახებ. - თავისი სათქმელი დაასრულა ლექტორმა და კაკუნით გარეთ გავარდა.
ნელა წამოიზლაზნენ სტუდენტები უაზრო ორსაათიანი ლაქლაქისაგან დაღლილელბი და ორ რიგად დაწყობილები აუდიტორიიდან გარეთ გაემართნენ. უკან არც კი მოუხედავს ნიტას ისე გაყვა სტუდენტების ბრბოს. გარეთ გასულმა შედარებით თავისუფლად ამოისუნთქა და იქვე კედელს მიეყრდნო.
-გინდა დღეს სადმე წავიდეთ?
-სად? - ინტერესით აღსავსე მზერა მიმართა ნიტამ.
-მაგალითად კინოში.. იცი რამდენი ხანია არ ვყოფილვარ?
-მშვენიერი იდეაა, ოღონდ რა თქმა უნდა დათასაც ვუთხრათ.
-აბა მაგ მურთხის გარეშე როგორ იქნება.. - მობეზრებულად აატრიალა თვალები ნინამ.
-კარგი რაა, როდემდე უნდა იყო გაბუტული? უბრალოდ ჩვენი დაცვა უნდოდა.
-და საინტერესოა ვისგან?
-იმ წვეულებაზე ყველა ჩვენი ნაცნობი და კურსელი იყო. ხანდახან ზედმეტები მოსდის და ამ დროს მამაჩემი ან ჩემი ძმა მგონია. ჯერ ისინი არ მეყოფა კონტროლიორად, ახლა დათაც რომ არ დაემატოს.
-იმას ნამდვილად ვერ იტყვი რომ იმ წვეულებაზე ნორმალური სიტუაცია იყო. ბოლოს განსაკუთრებით ძალიან აურიეს. თანაც დათა ჩვენი მეგობარია და უფლება არ გვაქვს ასე უაზრო რამეებზე გავებუტოთ. ახლა კი დათას დავურეკვ და დღეს საღამოს შევუთანხმდები შეხვედრაზე კარგი?
-კარგი. კარგი. ბოლოს მაინც შენი უნდა გაიტანო ხოლმე. - გაბუსხულმა ამოილაპარაკა ნინამ. ჩანთა უფრო მოხერხებულად მოიგდო მხარზე და კვლავ ნიტას მიუბრუნდა. - მე ახლა სემინარი მაქვს, მაგვიანდება. წავალ და რამოდენიმე საათში შემეხმიანეთ.
-დროებიით. - მხიარულად მიაძახა ნიტამ მიმავალ გოგონას და კვლავ ტელეფონში ჩარგო თავი.
სასურველი ზარის განხორციელების შემდეგ იმით ბედნიერი, რომ პრობლემა მოაგვარა ის ის იყო წასვლას აპირებდა, რომ მოულოდნელად დერეფანში ნაცნობ სილუეტს მოკრა თვალი. თავიდან დაიბნა. ვერ გადაეწყვიტა როგორ მოქცეულიყო. შემდეგ კი გამბედაობა მოიკრიბა და ნელი ნაბიჯით გაემართა წინ. ახლოს მისული შედგა და ხელები ნერვიულად ახლართა ერთმანეთში. ჯერ ხმადაბლა ჩაახველა და მის წინ ზურგით მდგომ ბიჭს მიაჩერდა, რომელიც მის წინ მდგარ ბიჭებთან რაღაცაზე გაცხარებით კამათობდა.
-უკაცრავად... ერთი წუთით... - მის სიტყვებს რეაქცია არ მოჰყოლია. ბოლოს კი მხარზე ხელი დაადო და ნელა უბიძგა, რომ მისთვის ყურადღება მიექცია.
ბიჭს მხრები შეუთრთოლდა. წამით შედგა გაშეშებული და საუბარიც შეწყდა. ნელა შემოტრიალდა და გოგონას წინ წარბებშეჭმუხნილი, თვალებანთებული და უცნაური მზერით აღსავსე დადგა. საშიშად დაძაბული აურა წარმოიქმნა. გოგონა შეკრთა და მოიბუზა, თითქოს დაპატარავდა და საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტა. შეშეინებული მსხვერპლის თვალებით აჰყურებდა მასზე ერთი თავით მაღალ ბიჭს და სიტყვის დაძვრას ვერ ბედავდა. შებოჭილობის განცდამ მოიცვა მთელი მისი სხეული და სული.
-რა გინდა?! - ზარივით ჩაესმა ეს ბოხი, საშიში, უცნაური, მუქარით აღსავსე და ოდნავ ზიზღნარევი ხმა.
-მე.. მე მინდოდა..
-რა მე მე?! -ან ნორმალურად თქვი ან აქედან მოშორდი!
-მე მინდოდა პროექტზე დაგლაპარაკებოდი, რომელიც წესით ერთად უნდა გავაკეთოთ. - ძლივს შეკოწიწებული გამბედაობით წარმოთქვა გოგონამ ეს სიტყვები და მომლოდინით აღსავსე მზერით მიაჩერდა კიდევ უფრო დაძაბულ ბიჭს. სულაც არ მოელოდა ისე უცებ ჩაავლეს მხარში ხელი.
-ახლავე დავბრუნდები! მიაძახა ბიჭმა იქვე მდგომებს და გოგონა ძალით წაათია სადღაც.
-გამიშვი! რას აკეთებ?!
მთელი დერეფანი ასე გაარბენინა და სადღაც მოფარებულ კუთხეში მიაგდო კედელთან. გაოგნებული გოგონა ნატკენ ხელს იზელდა და ვერც კი მიხვდა როგორ აისვეტა მის წინ სილუეტი.
-ახლა კარგად მომისმინე ლაწირაკო! მეორედ აღარ გაბედო ჩემთან მოახლოება, დალაპარაკება და საერთოდ შემოხედვაც კი. გასაგებია?! სადაც კი თვალს მომკრავ, მაშინვე თავი ჩემგან შორს დაიჭირე. თავი ახლოს მიუტანა და კუპრივით შავი თვალებით, რომლებიც სიბრაზისგან აელვარებულიყვნენ, დაკვირვებით ჩააჩერდა კედელთან ატუზულ გოგონას. - თორემ.. ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ რაც დაგემართება. გასაგებია?! წარმოიდგინე ყველაზე უარესი და იმას დაგმართებ. ასე რომ ჩემი რჩევა გაითვალისწინე.
-კ..კი მაგრ..რამ პროექ.. -გოგონას ყბებში ჩაავლო ხელი და ძლიერად მოუჭირა. ტკივილისგან ხმამაღლა ამოიკივლა გოგონამ და მოულოდნელად ზურგით ძლიერად შეეჯახა კედელს. მთელს ხერხემალზე წვა იგრძნო. წელში ოდნავ მოიხარა და მუხლებს დაეყრდნო.
-შენ მგონი ვერ გაიგე რა გითხარი. - ამოიღრინა ლუკამ.
-გასაგებია. - ამოილუღლუღა შიშისკან უკვე აკანკალებულმა გოგონამ, რომელიც საცაა წაიქცეოდა.
-ძალიან კარგი.. -ახლა უკვე მშვიდად მიუგო ბიჭმა და ჩქარი ნაბიჯით მოშორდა იქაურობას.
დარეტიანებული გოგონა კარგა ხანს ვერ ხვდებოდა რაში იყო საქმე. ნელა წალასლასდა სახლში. ის საღამოც სულ გადაავიწყდა და ვერც წავიდოდა კინოში ნინას რომ არ შეეხსენებინა. მთელი საღამო მოწყენილი და ჩაფიქრებული იჯდა. მეგობრების კითხვებსაც თუ რატომ იყო ასე, დაღლილობით ხსნიდა და ძალით უღიმოდა.
შემდეგი დღეები დმორედ მიედინებოდა. განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, თუ არ ჩათვლიდით უცნაურ შეგრძნებას, თითქოს ვიღაც უთვალთვალებდა. თავიდან რა თქმა უნდა თავისი ილუზიის ნაყოფი ეგონა, თუმცა ერთი კვირის წინ სახლში გვიან დაბრუნებული სადარბაზოსთან ვიღავ მაღალ სილუეტს შეეჯახა, რომელიშიც ლუკა ამოიცნო. ტანში უსიამოვნოდ გასცრა. სახლში ასული მაშინვე ფანჯარას მივარდა და გარეთ გადაიხედა. ლუკა მანქანში ჩაჯდა და ადგილს მოსწყდა. იმ მანქანაში, რომელიც ამდენი ხანი უკან დაჰყვებოდა.


*_*_*_*_*_*_*_*_*
ესეც მომდევნო თავი.. )) შეაფასეთ...



№1 სტუმარი Guest ანი

ძალიან მომწონს საწყისი თავები,მოცულობაც არაა პატარა, ბევრი არ გვალოდინო ოღონდ :დ ♥♥

 


№2 სტუმარი monoka

Dzalian momewona velodebi shemdegs ogond male

 


№3  offline წევრი ბაბუაწვერა

Guest ანი
ძალიან მომწონს საწყისი თავები,მოცულობაც არაა პატარა, ბევრი არ გვალოდინო ოღონდ :დ ♥♥

monoka
Dzalian momewona velodebi shemdegs ogond male


დიდი მადლობა )) შევეცდები არ გალოდინოთ ხოლმე და ყოველდღე დავდო..

 


№4 სტუმარი კია

მომწონს :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent