მკვლელობა შავი იებით (ნაწილი 9)
-ემას ბატონო ახლა 2 საათიანი შეხვედრა აქვს და გთხოვთ დაიცადოთ. -უბრძანა მისმა მდივანმა და ერიკი მის ოთახში არ შეუშვა. -ერიკიც იძულებული იყო და იქვე დივანზე ჩამოჯდა. -ემა! ერიკ ფრანკი გკითხულობთ! -2 საათი შეხვედრა მაქვს და უთხარი, რომ 2 საათში დავბრუნდები,თუ სასწრაფო საქმე არაა! ქალი მობრუნდა და სიტყვა სიტყვით გადასცა. ემა გავიდა კარები გააღო,რამოდენიმე კიბეებიც აიარა და ზევით ავიდა და 10 წუთში ვერტმფრენი ახმაურდა და ემამ კარები გააღო. -რა ხმაურია?! ვერტმფრენი სადაა?! -ბატონო 2 საათიანი შეხვედრა აქვს, ამიტომაც უწევს გადაფრენა,მის ოთახში კარები არის, რომელიც ზემოთ ადის.ზუსტად 2 საათში დაბრუნდება. -მე გამომძიებელი ვარ და ვისთან აქვს შეხვედრა?! -ბატონო ამ ინფორმაციას ვერ მოგცემთ,თავად ქალბატონ ემას ჰკითხეთ...-თქვა ქალმა და კაცს დასალევი შესთავაზა,რაზედაც უარი განაცხადა კაცმა და ისევ ფანჯარას გადახედა. ვერტმფრენი დაჯდა თუ არა,ემა ჩამოვიდა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა დიდი ყავისფერი შენობისკენ. თეთრ ხალათში გამოწყობილმა დიდ მანქანებს და დანადგარებს ჩაუარა გვერდი. დააკვირდა,როგორ ნაზად ისხმებოდა შავი სითხე ყალიბებში და როგორ ეყრებოდა ყველა მათგანს ქოქოსის მერე თხილები. როგორ ცივდებოდა და როგორ იფუთებოდა ერთდროულად ამდენი ერთად გამზადებული შოკოლადი. ემამ ხალათი გაიხადა და ისევ გამჭვირვალე მინის მიღმა გაიარა. რამოდენიმე კიბეებზე ავიდა და მაშინათვე შევიდა დიდ კაბინეტში. მაურისიო რამოსისთან საუბრის შემდეგ გაღიმებულმა გამოართვა კაცს შოკოლადით სავსე კალათა. კაცს დაემშვიდობა და ვერტმფრენში ავიდა. 2 საათი ერიკი იჯდა და ელოდებოდა. გამოფრენისას ემამ მდივანს დაურეკა:- მანდ არის?! -დიახ!-მოესმა ქალის მშვიდი ხმა და ემამაც სთხოვა საჭმელი შეეკვეთა ორ კაცზე თავის კაბინეტში. ქალიც დაფაცურდა და ბრძანების შესრულება დაიწყო. ერიკი ხედავდა ქალი, როგორ დადიოდა და ემას კაბინეტში შევიდოდა გამოვიდოდა შევიდოდა გამოვიდოდა და რაღაცეები შეჰქონდა. 20 წუთში ემაც დაბრუნდა.ვერტმფრენი გაჩერდა და გადმოვიდა. მწვანე ზედა,თეთრი მოკლე იუბკა, თეთრი ფეხსაცმელი რომლის გარშემო ჩაყოლებული იყო თვლები.ფეხსაცმელს ძირს ეწერა კომპანიის სახელი და ლოგო,რომლის მფლობელიც ემა იყო. მწვანე ჩანთა ხელში და ვერტმფრენიდან ჩამოვიდა. ემა ოთახში შემოვიდა, მაგიდას გადახედა.ჩანთა დადო და აბაზანაში, რომელიც მის კაბინეტს ესაზღვრებოდა მისკენ წავიდა. სახე მოიბანა ხელები დაიბანა და მდივანს დაურეკა: -შემოვიდეს. ემა თავის ადგილას იჯდა და ერიკი, რომ შემოვიდა არც ამდგარა. -გამარჯობა,თქვა ერიკმა და მისკენ დაიძრა.ემამ შეამჩნია სხვანაირად, რომ უყურებდა და მკაცრად მიმართა: -გამარჯობა ბატონო ერიკ.- უპასუხა და დაელოდა კაცი რას ეტყოდა,მერე კი თვითონ დაილაპარაკა: -ხომ არ ისადილებდი? -და მაგიდისკენ ანიშნა. -მადლობ არ მშია.-უპასუხა გაბრაზებულმა. -კარგი თუ ასეა მარტო მე მივირთმევ პრობლემა არ არის.- თქვა და ემა ადგა, გვერდი ჩაუარა და მაგიდას მიუჯდა. ერიკმა ქალს თვალი გააყოლა. ახლა დააკვირდა მის ჩაცმულობას,რომელიც დილის აღარ იყო და ქალს გამოეცვალა,გაუკვირდა და მისკენ წავიდა და დაიკავა მაგიდასთან ცარიელი სკამი. -ცოტახანი აცალა ქალს.ემამ ლუკმა ჩაიდო პირში, რომ დაასრულა გადაყლაპვა. თვითონ მიმართა კაცს: -რა ხდება რამე მოხდა?! რამ შეგაწუხა?! -არც ისეთი მატყუარა ყოფილხარ ზუსტად 2 საათში დაბრუნდი! -უთხრა ცინიკურად და ემას შეხედა რას მეტყვისო. -ზუსტად ვიცი ჩემს საქმეში რაზე უნდა ვილაპარაკო და რამდენი! -და ისევ ჭამას შეუდგა. -2 საათია აქ ხარ ჭამე რამე არ მოგწამლავ! -უკვე შენი კოცნით და სილითაც ბევრჯერ მოვიწამლე.- უნდოდა ეთქვა მაგრამ შერცხვა და ჭამას შეუდგა. -ტანსაცმელი სად გამოიცვალე?! -აქ! რაიყო?! -აქ სად გქონდა ტანსაცმელი?! -აქ სამოსი მაქვს ცალკე,რომელიც დამჭირდება! -კარგი!ჩემს დას იცნობ იცი?! -ვიცი.-თქვა და გააგრძელა,-ჭამის დროს საუბარი არ შეიძლება! -ისე უთხრა კაცს მკაცრი ტონით, რომ მიახვედრა მაცალე ჭამა და მერე გააგრძელე შენი სისულელეებიო.ერიკიც გაჩუმდა და საჭმელს დაუბრუნდა. ემა წვენს, ჭამის დროს არ სვამდა, ნელა ჭამდა, ისე, რომ სიამოვნებასაც ღებულობდა ამით თითქოს. -გასაღები გავიგე სეიფის არის! და წერილი გაუწოდა: -ემა ეს თანხა შენია.70 000$. ეწერა სიტყვები და ემამ ამ დროს დაახველა და წამოდგა. სახლის სეიფში იყო. კოდი ,,მკვლელობა შავი იებით".გილოცავ! შურისძიებაც მორჩა და გამდიდრდი კიდევაც! ჯანდაბა ერიკი აქ რომ მოდიოდა აპირებდა დის შვილზე მადლობის გადახდას,მაგრამ როცა გაიგო გზაში, რომ ფედერიკოს სახლში სეიფი ნახეს და იმ სახლში წავიდა და ეს თანხა ნახა და ემას მიმართ წერილი გაბრაზდა. ვიღაცა ისე ჰაერზე რატომ უნდა ჩუქნიდეს 70 000$ ?! -მომბეზრდა ეს საქმე!!!-დაუყვირა ემამ და ფეხზე წამოდგა:- ალბერტოს დაურეკე და უთხარი, რომ თანხას რაც უნდა ის უქენით ან გააჩუქეთ ან რაც გინდა ის გააკეთეთ! თუ სხვა მფლობელი არ ყავს თანხას! მე არაფერში მჭირდება ეს ფული! -რატომ ბინძური ფულია და მაგიტომ?! თუ სისხლითაა მოსვრილი?!!!! ემამ წვენი აიღო და სახეში შეასხა.-აქ ჩემს კაბინეტში ყვირილს ვერავინ გაბედავს და მითუმეტეს ვერც შენ! საქმე დაიხურა და მომშორდი! დაცვააა...- იყვირა ემამ და უცბად ორი კაცი შემოვარდა. -ახლავე გააცილეთ ეს ბატონი აქედან!!! -ემააა... ამას არ შეგარჩენ იცოდე ხომ არ დაგავიწყდა ვინ ვარრრ! -ერთი იდიოტიიი! -მიაძახა ემამ და კარებიც მიხურეს. ემა მაგიდას დაუბრუნდა მშვიდად ჭამა გააგრძელა და წვენიც დალია. რამოდენიმე ხნის მერე მაგიდა თვითონვე აალაგა და ხელში აიღო ჭურჭელის კოლოფი. -ემააა! რას აკეთებთ ამას მე გავაკეთებ და ხელიდან გამოსტაცა მდივანმა კამილამ,რომელმაც ემა დაინახა. -არაუშავს! დამშვიდდი ადამიანი ვარ ჩვეულებრივი! -და გაეცინა ასეთი რეაქცია, რომ ჰქონდა მდივანს. -დაისვენეთ...ბოდიშით ის კაცი, რომ შემოვუშვით! -არაუშავს,დაივიწყე შენი არაფერი ბრალი არ არის.საჭმელი ძალიან მომეწონა მადლობა დიდი! და მე სახელოსნოში ჩავალ,თუ რამე გინდა დამიკავშირდი თქვა და სააბაზანოში ხელ-პირი დაიბანა და ლიფტისკენ წავიდა. რამოდენიმე ხელოსანთან მივიდა გამოელაპარაკა და სამკაულებს ხელი შეახო და გააჟრჟოლა. წარმოიდგინა ალეხოს მოტანილი ხუთი ნივთი გამზადებული,სული შთაბერილი და გაეღიმა,რომ არა ეს გამგზავრება, რომ არა ალეხო ემა ისევ იქ სადღაც დაკარგული იქნებოდა და ისევ სევდიანი... კაცს გაუღიმა,მადლობა გადაუხადა ამ სილამაზის შექმნისთვის და რამოდენიმე ხანი ისევ დაჰყო სახელოსნოში, რამოდენიმე ნივთები ნახა, მერე სამზარეულოში შევიდა და კარლოსკენ წავიდა. სამზარეულოში შეაბიჯა და თეთრ ქუდში გამოწყობილ მზარეულს გაუცინა: -ბოდიში და ამას გავსინჯავ...-თქვა და ბედნიერმა მოსვა მწარე გრილი წვენი და კაცს ახედა:-შოკოლადის ხელმძღვანელმა შოკოლადი გამასინჯა,უარი ვეღარ ვუთხარი და მეც დავაგემოვნე...-კალათას გადახედა,რომელიც კამილამ ჩამოიტანა და ყველას გადახედა:-ყველამ დააგემოვნეთო უთხრა და წვენის ჭიქით დაიძრა მზარეულისკენ: მშვენიერიააა...საოცარიიააა, მიხარია აქ, რომ ხარ ჩვენთან,იმედია კმაყოფილი ხარ ყველაფრით და არ გაიქცევი. -არაა... სად უნდა გავიქცე...აქაურობა ძალიან მომწონს. ნაზი მუსიკის ფონზე ვამზადებ საჭმელებს და არავინ მეუბნება დაუჩქარე შიათო...-გაეცინა კაცს და გაზიდან ახალი გამზადებული საჭმელი გამოიღო. -გასინჯავთ?! -არააა! შემწვარი ხორცი შორს! დიდი მადლობა,ეტყობა ძალიან გემრიელი, რომ არის და რა სუნია აქვსსს! -წავედი თორემ აქ გავსუქდები! -თქვა და უცბად დაემშვიდობა იქ მყოფებს და თავის სართულზე ავიდა. მდივანის მაგიდასთან მივიდა,რამოდენიმე ხანი იტრიალა და ტელეფონს დახედა,რომელიც რეკავდა. კამილას ტელეფონს დააცქერდა და ხელში აიღო ქაღალდები. -ემაა...აქ ვარ გინდათ რამე?! -არაა...რა იყო?! მორბოდი?! -ვიფიქრე, რამე ხომ არ უნდათქო და ამოვირბინე. -მე არაა,- თქვა და გაეცინა,-ტელეფონზე გირეკავდნენ სჯობს გადაურეკო,ვიღაცა შენზე ნერვიულობს... -მე ემაა... -შეყვარებულის არ ყოლა არ მიბრძანებია ჯერ! -თქვა ემამ,გაიცინა და კაბინეტისკენ წავიდა,თან ისევ მდივანს მიუტრიალდა: -მშვიდად ისაუბრე და თან ჭამე საჭმელი.ახლა სრულიად შესვენების დრო გაქვს... -თქვა და კარები მიხურა მშვიდად. გაეცინა მისი,რომ ეშინოდათ ისევ თანამშრომლებს და თავის სავარძელში ჩაჯდა. გეგმა ჩამოწერა და კალამი მაგიდაზე დადო. აბაზანაში გავიდა,გაემზადა და საათს დახედა. უკვე 9 საათზე მეტი იყო,აივანზე გავიდა,გადაიხედა,რომ მიხვდა ერიკი არ მივიდოდა მშვიდად დაიძრა ლიფტისკენ. მდივანს გეგმა დაუტოვა, დაემშვიდობა და ლიფტში შევიდა. ეზოში გავიდა თუ არა ფეხით გაისეირნა,მინდორს თვალი მოავლო,სადაც რამოდენიმე ყვავილები წამოზრდილიყვნენ და ქვაფენილზე განაგრძო სიარული. მიტრიალდა და უცბად გაჩერდა,მუხრუჭების ხმაზე. -წინ იხედეე! -დაუყვირა და ერიკისკენ წავიდა. კარები გახსნა და მიაჯახუნა. -რატომ მოხვედი! მეგონა არ მოხვიდოდი! -მე სიტყვას ვასრულებ ყოველთვის! -უთხრა და მანქანა დაძრა სწრაფად. -სახლში ჩემი და და დისშვილია თქვა და სიტყვა არ დაასრულებინა ქალმა,ისე უპასუხა: -სასტუმროში წამიყვანე და ჩემი ჩანთები ცოტახნით შეიფარე! -არ მითქვამს სასტუმროში წადითქო! უბრალოდ გითხარი, რომ ჩამოვიდნენ! -თქვა და მანქანა სწრაფად გააჩერა ისევ თავის სახლთან. ემა სახლში შეატარა და ბავშვი უცბად გამოვარდა და გაჩერდა. -გამარჯობა პრინცესაა...-მიესალმა ემა და გაუღიმა,-არ ჩამეხუტები?! -იკითხა და ბავშვისკენ წავიდა. ბავშვმა ხელი მოხვია და აკოცა. -რა საყვარელი ხარრრ... ამ იდიოტის დისშვილი როგორ ხარ! -თქვა და ფეხზე წამოდგა. ქალის ხმა, რომ მოესმა. -გამარჯობათ ემაა,როგორ ხართ?! -კარგად,მადლობთ,თქვენ?! -მადლობთ,კარგად. -მე უბრალოდ ჩანთებს ავიღებ და წავალ... -არაა! არა,მეორე ოთახში შევედი უკვე,შენ ჩემს ოთახში დაიძინე,საჭმელი მზადა,ხომ შეჭამ ჩვენთან ერთად?! -მეე...ცოტას,მაშინ.- თქვა და აბაზანისკენ წავიდა. ოთახში შესულმა ტანსაცმელი აიღო და მაშინათვე აბაზანისკენ წავიდა,რამოდენიმე ხანში უკვე სახლის კაბაში გამოწყობილი წავიდა სამზარეულოსკენ,სადაც ბავშვის ხმა და კაცის ხმა მოესმოდა. -შენ რატომ არ გძინავს პატარა ქალბატონო?! -შეეკითხა ბავშვს,რომელმაც მისკენ გაიხედა. -მე ჯერ არ მეძინება,თან მშია...შენ გელოდებოდით. -ემილიაა! -დაუძახა დედამ და შვილს გახედა. -ბავშვი დაიჭყანა,რომ თქვა ბოლო სიტყვები და უცბად გაჩუმდა. -ბოდიში...მაშინ და ახლა შეგიძლია მიირთვა საჭმელი,- თქვა ემამ და მალევე საჭმელს მიუსხდნენ. ემა ჭამას მორჩა,მადლობა მოიხადა და ოთახისკენ წავიდა,რამოდენიმე ხნის მერე ლოგინი გაიმზადა და სამზარეულოში გავიდა,წვენი დალია და უცბად მოტრიალდა სიბნელეში,როგორც კი ჩახველების ხმა მოესმა. -მეგონა უკვე გეძინა! -ჯერ აქ ვარ! -თქვა და ბაკალი დადო,მიტრიალდა და თავისი ოთახისკენ წავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.