იო [სრულად]
1 თავი „მე აქ ვერ დავდებ ზღვარს, მე აქ ვერ ვიტყვი ლექსს, ყველაფერს ამბობს ზღვა, თუმცა არაფერს წერს. ვფიცავ მიწას და მზეს, ზღვის მაჯისცემა მშურს, ზღვაო, არ გეტყვი ლექსს, მხოლოდ დაგიგდებ ყურს. მერე მოგანდობ თავს, მერე მოგანდობ სულს, თუ არ დამიმსხვრევ ნავს, თუ არ გამწირავ სულ.“ ნ.დუმბაძე *** ჩამავალი მზის შუქი, თვალწამრტაც პეიზაჟს ქმნიდა ზღვისპირა, დიდ ქალაქში. მშვიდი, აუღელვებელი ზღვა, მხოლოდ ნაპირს ეჩურჩულებოდა თეთრი ბუჟბუჟით და ქვიშაზე ტოვებდა გაუფასურებულ ნაშთებს. შეჯგუფული ნაძვები, მესაიდუმლეს თამაშობდნენ და წყლის მშვიდ ხმაურს, მათში გუდავდნენ. ზღვის საიდუმლო, სულელ კაცსაც წამით დაამდუმარებს. კაცთა მდუმარება კი, სულელსაც ჭკვიანად წარმოაჩენს ხოლმე. მაინც, არაფერი ამშვენებს კაცს, ვიდრე მდუმარება. ქალაქსაც ხმა გაეკმინდა, თითქოს. ლურჯ ტალღებში ჩატეხილი მზის ეშვების დაუჯერებელი პეიზაჟი, ხმის იოგებს უხშობდა ქალაქის მცხოვრებთ და ისინიც, მშვიდი ნაბიჯებით მიუყვებოდნენ ტროტუარს. სიმყუდროვეს მხოლოდ სასწრაფოსა და პოლიციის ეკიპაჟის ხმამაღალი კივილი არღვევდა. მთავარი გზის თავზე აჭიმულ მაღალ შენობებს შორის, უღიმღამო, მონაცრისფრო ვარდისფერი კორპუსის ქვეშ, რამოდენიმე ადამიანი შეჯგუფულიყო ხმამაღალი ყიჟინით. თავები ცისკენ აღეპყროთ და თვალებგაფართოვებული შეჰყურებდნენ. მათში შეიმჩნეოდა ახალგაზრდა მამაკაცები, მოხუცები, ხალათიანი დედაკაცები და მათზე მიკრული ბავშვები. -რას აკეთებს? გადმოვარდება. ვინმემ პოლიციას გამოუძახოს. -გაჰკიოდა მუცელგამობერილი, ორსული ქალი. -მგონი თავის მო*ვლა უნდა, ვინმე ავიდეს. -მათ შორის, გაისმა ბოხი, მამაკაცის ხმაც. მშფოთვარე ყიჟინისა და შეკივლების დრამატული სცენა გაჩაღებულიყო ბრბოთა შორის და პირზე ხელაფარებული შესჩერებოდნენ კორპუსის მე9 სართულს. გაშლილ დარაბებს შორის, კიაფობდა ახალგაზრდა ქალის შიშველი მკერდი, რომელსაც ვერ ფარავდა ჯინსის კომბინიზონის წვრილი სახელურები. მისი თმის შავი ტალღები გადმოჰფენოდა კორპუსის აგურის კედელს. მარცხენა ხელი თავს ქვევით ჩამოეგდო, ხოლო მარჯვენა ხელში ანთებული სიგარეტი ეჭირა და მშვიდად ურტყამდა ნაფაზს. ქალის ბაგეებიდან გამონაბოლქვი იისფერი კვამლი, მთვარისა და ჩამავალი მზის შეხვედრას, უფრო საინტერესო ფერებით ავსებდა. მოხრილი მუხლები, სარკმლის რაფაზე მყარად შემოეჭდო და თვალდახუჭული, სრულ სიმშვიდეს მისცემოდა. კორპუსის ძირიდან ამომავალ ხმებს, ნაზი მოძრაობით აყოლებდა თხელ მკლავებს და დროდადრო პირიდან თოლიების შეძახილის იმიტაციას აკეთებდა. მოსწონდა ადამიანთა აღშფოთებისა და შიშისგან გამოწვეული შერეული ხმები და ეს უფრო ათამამებდა მისი მკლავების ჰარმონიულ რხევებს. ბრბოთა თითქმის მონოტონურად გაჭიმულ შეძახილებს, სხეულის თამაშით აცოცხლებდა. ჯერ, მყარად შემოჭდობილი ფეხები შედარებით მოადუნა და უფრო გადმოიხარა, რაზეც ხალხის აღშფოთება იმატებდა და ახალგაზრდა ქალის ღიმილიც მათთან ერთად. შემდეგ კი უფრო გათამამდა, ცალი ფეხი სარკმლის მარჯვენა დარაბზე გაჭიმა ვერტიკალურად და მხოლოდ მარცხენა ფეხით იკავებდა სხეულს. ამან სულ გააგიჟა შერეული ხმები და ბრბომ, კივილსა და შეძახილებს უმატა. გოგონა კი ნაზად, ლასლასით ხლართავდა ხელებს სივრცეში. მარჯვენა, სიგარეტიანი ხელიდან იისფერი კვამლით ხატავდა წრეებს, რომელიც მის შავ თმაში იჟღინთებოდა, პირიდან კი კვლავ თოლიების შეძახილებს აჟღერებდა. სასწრაფოსა და პოლიციის კივილის ხმებში, ადამიანთა ხმებიც გაარჩია გოგონამ, რომელიც ამჯერად, მისკენ მომართული არ გახლდათ. -პრეზიდენტი მოკლეს. პრეზიდენტი მოკლეს. -მოესმა ყურებს ბოხისა და ნაზის შერეული შეძახილები. წამებში მონაცრისფრო ვარდისფერი კორპუსის ძირში, ანთებული სიგარეტი დავარდა. იისფერი კვამლი, ამჯერად მიწიდან უერთდებოდა ჩამავალი მზისა და მთვარის ინტიმურ სცენას. *** *** სამი თვის წინ *** კრემისფერით შეღებილი კედლები ჭარბობდა, სიძველის სუნით გაჟღენთილ პატარა ბინაში. შესასვლელში, ხის მაღალფეხებიანი საკიდი იდგა, რომელზეც მამაკაცის შავი პიჯაკი და ქალის ყავისფერი ქურთუკი ეკიდან. ფეხებთან კი ასევე მამაკაცის ერთი წყვილი, ხოლო ქალის სამი წყვილი, არაკომფორტული ფეხსაცმელი ეწყო. ტანსაცმლის უსიცოცხლო ფერები, გემოვნებიანად ერწყმოდნენ სახლის მონოტონურ, უღიმღამო ფერებს. საკიდი შესასვლელის მარჯვენა კუთხეში იდგა, რომლის ერთ მხარეს, კრემისფერ, მომცრო სამზარეულოში გადიოდით, ხოლო იქედან კი მისაღებში, სადაც ორკაციანი, ფერდაკარგული და გამოხუნებული იისფერი დივანი იდგა, რომლის თავზეც მოზრდილი სარკმელი გამოჭრილიყო. შესასვლელის მეორე მხარეს კი ვიწრო დერეფანი გაჭიმულიყო და ჭუჭყისფერი კარით მთავრდებოდა. სახლში დაბუდებულ სიმყუდროვეს, ოთახში მდგარი, ხის, ძველი საწოლის ჭრაჭუნი, მამაკაცის ხვნეშა და ქალის ნაზი კვნესა არღვევდა. მათი შერწყმული ხმები თანდათან უფრო იზრდებოდა და ბოლოს, იფეთქა. ერთიანად მოსწყდა საწოლზე, ერთმანეთში გადახლართული ორი შიშველი სხეული ერთმანეთს და დახარბებული, ღრმა ხვნეშით დაეშვნენ საწოლის ზედაპირზე. ქერა მამაკაცს, ყურებთან, ოდნავ ჩამოზრდილ თმაში თითქმის არ შეემჩნეოდა ჭაღარა, ხოლო ქალის კუპრივით შავი, დატალღული, ოფლით გაჟღენთილი თმა, ღონემიხდილი ეფინა ბალიშის ზედაპირზე. მამაკაცმა სიგარეტის ღერი მოიქცია ტუჩებს შორის და გაუკიდა. ქალმა კი უკმაყოფილოდ გადმოხედა. -მეზიზღება სიგარეტის სუნი. -აჩქარებული სუნთქვითა და ასოების ყლაპვით საუბრობდა ის. -ახლა ნუ ამაყენებ, ძალიან გთხოვ. -ასევე აჩქარებული სუნთქვით უპასუხა მამაკაცმა. ახალგაზრდა ქალი, მისი შიშველი მკერდისკენ გადმოიხარა და თავი მასზე დაადო. სუნთქვა ოდნავ დაუმშვიდდა და თვალები მიელულა. მამაკაცი ღრმად სუნთქავდა და იისფერ კვამლს უშვებდა პირიდან, თავისუფალი ხელით კი ქალის შავ თმას აწვალებდა. -დღეს, გივისთან ხარ დაბარებული, 5 საათზე. ხომ გახსოვს? -დაარღვია სიჩუმე მამაკაცმა. ქალმა ხვნეშით ამოისუნთქა და პირში დაგუბებული ჰაერი, ფრუტუნით გამოუშვა. -იმედია, რაიმე სერიოზულს შემომთავაზებს. როდემდე უნდა ვიყო სკოლებში?! -ხმაში წუწუნი შეემჩნეოდა ქალს. -25 წლის ხარ, ლეა. რთული პაციენტისთვის ახალგაზრდა ხარ, ჯერ. -კაცი აუღელვებლად საუბრობდა. -ხო, მაგრამ მე შევძლებ. უკვე დიდი ხანია მზად ვარ. -ნიკაპით დაეყრდნო გოგონა მამაკაცის შიშველ მკერდს და მას ახედა. -ამ სფეროში, გამოცდილება ნიშნავს ყველაფერს. ის, რომ მენტალურად მზად ხარ, არ ნიშნავს რომ შეძლებ. ლეა ოდნავ შეიშმუშნა, შემდეგ კი საბანს ხელი დაავლო, მკერდზე აიფარა და საწოლზე წამოჯდა. სველი თმა, ხელის ნაზი მოძრაობით გადაიფინა ბეჭებზე და ფეხები გადმოსწია საწოლიდან. -აბანოში შევალ, შენც ჩაიცვი. მალე უნდა გავიდე. -სწრაფად მიაყარა სიტყვები გოგონამ და კარისკენ დაიძრა საბანშემოხვეული. -ზედმეტი თავდაჯერებულობა, დამარცხების საწინდარია. -მშვიდად შესძახა კაცმა და იისფერი კვამლი გამოუშვა პირიდან. ლეამ წამით გამოხედა, შემდეგ კი სწრაფად გამოაღო ჭუჭყისფერი კარი და ზურგს უკან მოიკეტა უხმაუროდ. *** მონაცფისფრო ვარდისფერი კორპუსის შენობიდან, 170სმ. სიმაღლის, საშუალოზე გამხდარი, ახალგაზრდა ქალი გამოვიდა. შავი თმა, შუაში გაყოფილი და უკან შეკრული ჰქონდა. თმის ღერები იდეალურად მიწყობოდნენ ერთმანეთს და იმდენად მჭიდროდ შეეკრა უკან, რომ ქარის ძლიერი რხევაც კი ვერ ატოკებდა. თეთრი პერანგი ეცვა, ყელამდე შეკრული და მაღალწელიანი, შავი, სხეულზე კარგად მოკრული, უკან შუა ბარძაყებამდე შეხსნილი კაბა უფარავდა მუხლებს. 5 სმ. სიმაღლის შავ ფეხსაცმელში ჩაემალა ტერფები, რაც მის ამაყ ნაბიჯებს, უფრო საქმიანსა და თავდაჯერებულს ხდიდა. შავი თვალები ჰქონდა, თევზის ფორმის ჭრილით, რომელზეც ხშირი, ერთმანეთში ახლართული გრძელი წამწამები შეჯგუფულიყვნენ. სქელი და სწორი წარბები, თითქოს მკაცს იერს სძენდა ახალგაზრდა ქალის გრძელ და თხელ სახეს. ოდნავ უსწორმასწორო, ბოლოში წაწვეტებული ცხვირი კი მკაფიოდ გამოჰკვეთდა მის თავდაჯერებულ ბუნებას. ტუჩები ფართე და საშუალო ზომის ჰქონდა, ხოლო დახურვის შემთხვევაში, ზედა ტუჩი ოდნავ უფრო შესამჩნევად ეფინებოდა ქვედა ტუჩს. ხშირი ჭორფლები მოჰფენოდა ახალგაზრდა ქალის შოკოლადისფერ კანს, ცხვირსა და ლოყებზე. მხრებზე ყავისფერი, მუხლამდე ქურთუკი შემოეფინა და ჩუმი კაკუნით მიიწევდა კორპუსთან მოშორებით მდგარი მაქანებისკენ. რამოდენიმეწამიანი კაკუნის შემდეგ კი, ქალის თხელი წვივები ლურჯი ფერის პეჟო 307 მარკის მანქანასთან გაჩერდა. ფრთხილად გამოაღო მარცხენა კარი, ჯერ მარჯვენა ფეხი შეაცურა შიგნით და ნაზი მოძრაობით მოკალათდა მძღოლის სავარძელში. ოდნავ მოღრუბლულიყო, მანქანის ძრავის ჩუმ შიშინს, დახურული ფანჯრის მინებზე ჯერ წიკწიკით დაცემული, ხოლო შემდეგ უფრო ხმამაღალი, წვიმის შხაპუნის ხმები ერთვოდა. ჯაზის წყნარი, მელოდიური მუსიკა გაჟღერებულიყო მანქანაში, ხოლო საქარე მინის საწმენდები გამალებით ეკიდებოდნენ უკან ერთმანეთს და ვერ ასწრებდნენ წვიმის ნიაღვრისაგან გაბურული მინის გაწმენდას. უკვე კოკისპირულად წვიმდა და წყალი თხლეშვით ეხეთქებოდა ლეას მოპირდაპირედ გადაჭიმულ მინას. საგრძნობლად ჩამობნელებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საღამოს 5 სრულდებოდა. აპრილის ცივ ამინდში, კოკისპირული წვიმისა და ქარის დაუნდობელი ზუზუნის ფონზე გაჩერდა ლურჯი პეჟო, მრავალსაფეხურიანი შენობის წინ. უზარმაზარი, ხუთ სართულიანი, მუქი, დაბურული მინის შენობა აჭიმულიყო გზის პირას, რომელიც სენსორული კარით იღებოდა. ლურჯი მანქანის მარცხენა კარი გაიღო და ბორდოსფერი ქოლგა გაიშალა, მანქანიდან გარე მიმართულებით. გაშლილი ქოლგის ქვევიდან კი, წვრილი წვივები გამოჩნდნენ ერთმანეთის გვერდიგვერდ. მალევე მიიხურა ლურჯი კარი და თხელი ფეხები სირბილით გაემართნენ უზარმაზარი შენობისაკენ. ლეა ქოშინით შევიდა თბილ შენობაში, წვიმისგან გაჟღენთილი ქოლგა დახურა და შესასვლელში, თეთრ მრგვალ მაგიდასთან მჯდომ, წითელთმიან ქალს გაუწოდა. -გამარჯობა, ქალბატონო თინა. გივისთან უნდა შევიდე, მანამდე ეს ქოლგა შემინახეთ, რა. -ნაზი ღიმილით უთხრა ლეამ მდივანს. ამ უკანასკნელმაც ღიმილი შეაგება და სწრაფად გამოართვა ბორდოსფერი ქოლგა. -კარგი, საყვარელო. -უპასუხა წითელთმიანმა და ისევ კომპიუტერის ეკრანს ჩააჩერდა. ლეამ, ყავისფერი ქურთუკი შემოიხსნა სხეულიდან და მარჯვენა ხელის მაჯაზე გადაიგდო. სწრაფი, ამაყი ნაბიჯებით დაიძრა ლიფტისაკენ და უკვე გაღებულ სენსორულ კარში მიიმალა. ბატონი გივის კაბინეტთან მდგარმა გოგონამ, ჯერ კარგად გაისწორა პერანგის საყელო, იდეალურად დავარცხნილ თმაზე გადაისვა ხელი და მკრთალი ჩახველებითა და სრული მზად ყოფნით დააკაკუნა კარზე. -შემოდით. -მოესმა კარის მეორე მხრიდან და გოგონა სწრაფად დასწვდა სახელურს, ქვევით ჩამოსწია და ფრთხილად შეაღო კარი. -შემოდი, ლეა. -ფეხზე წამოდგა შევერცხლილი მამაკაცი და უკვე ოთახში შესული ახალგაზრდა ქალისაკენ დაიძრა. საქმიანად ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს და შემდგომ, გივიმ თავისი მაგიდის მოპირდაპირედ მდგომი სავარძლისაკენ ანიშნა მას, თავად კი საკუთარ გორგოლაჭებიან, ტყავის სავარძელში მოთავსდა. ლეა სწრაფად ჩაჯდა მითითებულ სავარძელში და მოლოდინით სავსე მზერა მიაპყრო გივის, რომელიც საბუთებში იქექებოდა და რაღაცას გამალებით ეძებდა. შემდეგ კი, საკმაოდ სქელი საქაღალდე დაიდო წინ, სათვალე მოირგო და ხვნეშით მიეყრდნო სავარძლის საზურგეს, ისე რომ საქაღალდეზე თვალი არ მოუშორებია. -საკმაოდ რთული საქმე მაქვს შენთვის. -სერიოზული ხმით წამოიწყო საუბარი გივიმ და სათვალიდან ახედა ლეას. ამ უკანასკნელს კი სახე გაუბრწყინდა, თითქოს. რამდენი ხანია, რთულ საქმეს ელოდა. -არა, არა. ნუ გიხარია. რომ ვამბობ საკმაოდ რთული, ესე იგი ზუსტად ამას ვგულისხმობ. -განაგრძო კაცმა, როდესაც ლეას კმაყოფილმა მზერამ ოდნავი უკმაყოფილება მოჰგვარა. -რაც არ უნდა იყოს, გავუმკლავდები. -თავდაჯერებულად მიუგო გოგონამ. -შემართება მომწონს, თუმცა აქ განსაკუთრებით საფრთხილოა. პრეზიდენტის შვილთან გგზავნი. -ოდნავ ხმადაბალი ტონით წარმოთქვა კაცმა. ლეამ ჩაფიქრებულად შეკრა წარბები და საქაღალდეს მიაპყრო მზერა. საკმაოდ სქელი ეჩვენა. საინტერესოა, ამდენი რა ეწერა შიგნით?! -მოზარდია? -რამოდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ იკითხა ლეამ და საქაღალდედან მზერა გივისკენ გადაიტანა. მამაკაცმა ღრმად ამოისუნთქა, სათვალე ფრთხილად მოიხსნა და მაგიდაზე დადო. -იოანე მენაბდე, 18 წლის. ჰყავს 7 წლის და, თამარი. პრეზიდენტის მეუღლე, ამჟამად ქვეყანაში არ იმყოფება და სწორედ მის ჩამოსვლამდე უნდა მოახერხო სეანსების ამოწურვა. ბიჭი რთულად აღსაზრდელთა კოლონიაში ჰყავდათ გამგზავრებული 2013-16 წლებში, რადგან სკოლაში სექსუალურ ძალადობაში დასდეს ბრალი. მაშინ 14 წლის იყო. კოლონიიდან დაბრუნების შემდეგ, ჩააბარა ამა ქვეყნის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე. ეგონათ, რომ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და ბიჭს აღარანაირი მენტალური პრობლემა აღარ შეემჩნეოდა, თუმცა შეცდნენ. პრეზიდენტის მიერ დაქირავებული დაცვა ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგულარულად პოულობდა მას ღამის კლუბებში, მძიმე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. კულვარული ინფორმაციით, რამოდენიმე არასრულწლოვანის გაუპატიურებაშიც სდებენ ბრალს. -ჩურჩულით წარმოთქვა ბოლო წინადადება გივიმ. -ფსიქოლოგის დახმარებაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა პრეზიდენტის მეუღლე, ქალბატონი ელენე ღვინიანიძე. ასევე უარს აცხადებდა თავად იოანეც, თუმცა ქალბატონის გამგზავრების შემდეგ, პრეზიდენტის დაჟინებული თხოვნით, იოანე დათანხმდა ფსიქოლოგის ჩარევას. ლეა, ეს ძალიან სერიოზული საქმეა. სიფრთხილე გვმართებს და რაც მთავარია, ეს ინფორმაცია ამ ოთახში უნდა დარჩეს. დაივიწყე ის, რომ ბატონი მიხეილ მენაბდის ვაჟს ეხმარები. ეს ამბავი არავინ უნდა გაიგოს. ლეა ერთხანს მდუმარედ იჯდა, კარგად უნდა გადაეხარშა გონებაში, თუ ვისთან უნდა ევლო და რა დონის სირთულეს ეჭიდებოდა. თუმცა, საკუთარი თავდაჯერებულობა ეუბნებოდა მას, რომ ყველაფერს შეძლებდა. მეორეს მხრივ, უკვირდა ის ფაქტი, რომ გივიმ სწორედ ის აირჩია ამ საქმისთვის. პრეზიდენტის ვაჟთან და ამ დონის რთულ პაციენტთან შესახვედრად მზად რომ თვლიდა. ამან უფრო მეტი ენთუზიაზმით აავსო ახალგაზრდა ქალი და კმაყოფილებამ გადაჰკრა სახეზე. -რათქმაუნდა. ყველაფერი გასაგებია და მადლობთ, რომ ასეთ რთულ საქმეს მანდობთ. -ღიმილით წარმოსთქვა გოგონამ. -ნამდვილად არ მოგანდობდი. უბრალოდ ბიჭმა თავად აგირჩია. -მოკლედ მოუჭრა გივიმ. ლეამ წარბები შეკრა. სახეზე დიდი კითხვის ნიშანი გამოეკვეთა. რას ნიშნავს თავად აგირჩია?! უკმაყოფილება გივის უნდობლობისა და გაკვირვება „თავად აგირჩიას“ გამო, სახის კუნთებს უთამაშებდა გოგონას. ხელები მყარად შემოაჭდო სავარძლის სახელურებს და ოდნავ ქვემოდან ახედა შევერცხლილ კაცს. -რას ნიშნავს, თავად ამირჩია? -მოითხოვა, რომ თვითონ აერჩია ფსიქოლოგი, მხოლოდ ამ პირობით დათანხმდებოდა სეანსებს. ასე, რომ უარს ვერ ვეტყვით, ლეა. ეს სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა. სულ ორი თვე გაქვს, სწორედ ამ დროში უნდა მოახერხო და ეს ბიჭი საჩვენოს მოაბრუნო. ორ თვეში ჩამოვა პრეზიდენტის მეუღლე და შეცვლილი შვილი უნდა დაახვედრო. გოგონა ოდნავ შეიშმუშნა, თითქოს შიში გაუჯდა სხეულში, თუმცა მალევე უკუაგდო ეს ფიქრები. შემდგარ ფსიქოლოგს, როგორადაც თავს თვლიდა, არ შეშვენოდა ეს შიში. ნებისმიერ სირთულეს უნდა გამკლავებოდა და იმედი არ გაეცრუვებინა ბატონი გივისთვის. იცოდა მან, რომ თუკი ამ საქმეს წარმატებით გაართმევდა თავს, დაწყებით სკოლებში აღარ გააგზავნიდნენ და თავს უკვე სრულყოფილ ფსიქოლოგად წარმოაჩენდა. ეს საქმე არამრტო პრეზიდენტისთვისა და მისი ვაჟისთვის, არამედ თავად ლეასთვისაც ფრიად მნიშვნელოვანი გახლდათ. -როდის უნდა დავიწყო? -სერიოზული ტონითა და ხაზგასმით იკითხა ლეამ. -ხვალ, საღამოს 6სთვის მოგაკითხავს მანქანა. უკანაც ის მანქანა დაგაბრუნებს. -გასაგებია. -მშვიდად მიუგო ლეამ და ფეხზე წამოდგა. -აბა შენ იცი, ლეა. შენი იმედი მაქვს. -მყარად ჩაებღაუჭა გივი ახალგაზრდა ქალის ხელს და თვალებში შეაჩერდა დაიმედებული. -ნუ ინერვიულებთ, ბატონო გივი. მე უკვე დიდი ხანია მზად ვარ მსგავსი საქმისთვის. -თავდაჯერებით მიუგო გოგონამ და სწრაფი ნაბიჯებით შეტრიალდა კარისაკენ. *** მთელი საღამო უცნაურად იშმუშნებოდა ლეა. ჩაფიქრებული, ფეხი-ფეხ გადადებული იჯდა იისფერ დივანზე, ხელში ჩაის ჭიქა ეჭირა და მარცხენა ფეხზე გადაგდებულ მარჯვენას კენკავდა. თვალი უმისამართოდ გაშტერებოდა და ხვალინდელ დღეზე ფიქრობდა. თითქოს, არ ეშინოდა თავისი პირველი, რთული დავალების, თუმცა მაინც უღრღნიდა გულს უცნაური შეგრძნება. კალთაში მძიმე სხეულის დაწოლა იგრძნო და თავი დახარა, მამაკაცს კომფორტულად მოეკალათებინა თავი ლეას კალთაში და მის მოპირდაპირედ, ჩართულ, მაგრამ ხმაჩავარდნილ ტელევიზორს უყურებდა. -რა უნდოდა გივის? -შეეკითხა მამაკაცი, ისე რომ ტელევიზორისთვის თვალი არ მოუშორებია. -ერთ პაციენტთან მაგზავნის, თინეიჯერია. -მშვიდად წარმოთქვა ლეამ. -ხომ არ ნერვიულობ? -არა. -მოკლედ მოუჭრა გოგონამ და უმისამართოდ გაშტერებული თვალები, ოდნავ მოჭუტა. -მგონი, ერთი გასაღები მეც უნდა მქონდეს. -კალთიდან ამოხედა მამაკაცმა და ლეამაც მაშინვე დახედა. -არა, ნიკოლოზ. ჯერ ადრეა. -ხმადაბლა დასძახა გოგონამ. -უკვე ერთი წელია ვხვდებით, ზედმეტად ბევრს ფიქრობ. -სრულებით მაკმაყოფილებს ის ურთიერთობა, რაც გვაქვს. ნუ ავჩქარდებით. -კარგი და კოცნაზე რას იტყვი? -გაუღიმა კაცმა. ლეას ტუჩები გაეხსნა, თვალები აატრიალა და მამაკაცმა კეფიდან მოქაჩა, მის ბაგეებს დაეწაფა. შემდეგ კი, ოდნავ წამოიწია. ხელები მუხლებქვეშ შეუცურა და მთელი ტანით აიტაცა გოგონა დივნიდან. რამოდენიმე წუთში კი ჭუჭყისფერი კარი მამაკაცმა ფეხით მოიკეტა ზურგს უკან. *** მეორე დღეს, საღამოს ხუთზე გოგონა ისევ იისფერ დივანზე იჯდა, ხელში პატარა წიგნაკი ეჭირა და ორ თითში მოქცეულ კალამს კენკავდა მასზე. გამალებით შეჰყურებდა კედელზე ჩამოკიდებულ მრგვალ საათს და პარალელურად ტელეფონის ეკრანისკენ აპარებდა მზერას. ფეხი ფეხზე გადაედო და მშვიდად სუნთქავდა, თუმცა ამ მშვიდ სუნთქვაშიც შეემჩნეოდა მღელვარება. ისევ მაღალწელიანი შავი, მომდგარი კაბა ეცვა, რომელიც დაჯდომის დროს, ოდნავ უჩენდა მუხლის თავებს. ფეხზე ისევ მაღალქუსლიანი, შავი ფეხსაცმელი ეცვა და ისევ თეთრი, ყელამდე შეკრული პერანგი. თმა, ტრადიციულად იდეალურად დავარცხნილი და მჭიდროდ შეკრული კეფის თავზე. კალმის კენკვაში ისე გავიდა ერთი საათი, რომ ვერ კი მიხვდა დროის შემოძარცვას. ტელეფონი აწკრიალდა. გოგონამ დახედა, ფარული ნომერი იყო და მიხვდა, რომ კორპუსთან უკვე ელოდებოდნენ. სწრაფად წამოდგა და დივნის თავზე გამოჭრილი სარკმლიდან გადაიხედა. შავი მერსედესი ელოდებოდა, დაბურული მინებით. სწრაფად დაიძრა ლეა გასასვლელისაკენ, ყავისფერი ქურთუკი მოიგდო ბეჭებზე. შავ, ტყავის ჩანთას დასწვდა და ჩქარი ნაბიჯებით დატოვა კრემისფერი სახლი. იჯდა მძღოლის უკან სავარძელში გოგონა და იმ მომენტში, სრულ მობილიზებას უკეთებდა საკუთარ თავს. ღრმად და მშვიდად სუნთქავდა და ცდილობდა აღელვება სწრაფად ჩაეხშო. ტვინის ნეირონებს, ჯანსაღად ფიქრისკენ მოუწოდებდა. თითქმის ორმოცწუთიანი მგზავრობის შემდეგ, მანქანა გაჩერდა და სანამ ლეა სახელურს დასწვდებოდა გამოსაღებად, მანამდე გამოაღეს მისი კარი. გოგონამ აიხედა და შავ შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი, ფართე ბეჭებიანი და შავ სათვალიანი მამაკაცი აეღობა მის თვალებს. ლეამ მარჯვენა ფეხი მიწაზე დადგა და ქალური მოძრაობით გადმოვიდა მანქანიდან. მამაკაცმა კი მშვიდად მიხურა მანქანის კარი, ჩამოშლილი ხელები ერთმანეთს დააწყო და რობოტივით გაიჯგიმა. ლეამ თვალი მოავლო ადგილს, მარადმწვანე ნაძვებით გარშემორტყმულიყო იქაურობა. მაღალი, შავი გალავანი ერტყა სახლს და ნაძვებს შორის მოქცეულ სრიალა ქვაფენილს სახლის მრავალსაფეხურიან კიბესთან მიჰყავდით. მის თავზე კი უზარმაზარი, სამსართულიანი თეთრი სახლი აჭიმულიყო. მუქი ყავისფერი დარაბებითა და იგივე ფერის უზარმაზარი კრინის კარით იღებოდა, რომლიდანაც თითქმის გოგონას მანქანიდან გადმოსვლისთანავე გამოვიდა მოსამსახურის ფორმაში ჩაცმული, შევსებული ქალი. წითელი, ჩუქურთმებიანი წინსაფარი ეცვა და ასევე წითელ თავსაფარში, უღიმღამოდ ელავდა მისი ჭაღარა თმის ბოლოები. სწრაფად ჩამოირბინა ქალმა კიბე და ღიმილით შეაცხრა ლეას სახეში. -ფსიქოლოგი ლეა დოლიძე, ხომ? -ღიმილით შეეკითხა ქალბატონი. -დიახ. -საპასუხო ღიმილით უპასუხა ლეამ. -მობრძანდით, გელოდებოდით. -მარცხენა ხელით სახლისკენ ანიშნა ქალმა და ლეაც სწრაფად გაჰყვა უკან. სახლში შესულმა გოგონამ, წამით იფიქრა, რომ ეს მუზეუმი იყო და არა საცხოვრებელი. ბორდოსფერ, სრიალა, სარკისებრ იატაკზე დააბიჯებდა გოგონა. შესამჩნევი გახლდათ, რომ ეს ფერი ჭარბობდა მთლიანად სახლში და მსახურის უნიფორმაც... ზედმეტად თამამ ხალხში მოხვდა ლეა და მიხვდა, რომ ამ სახლში მცხოვრებ ადამიანებს, ზედმეტი ყურადღება ხიბლავთ. სწორედ ამიტომ ჭარბობდა სახლში ეს ფერი. მათ მოპირდაპირედ მრგვალი, ოზარმაზარი ბორდოსფერი წრეებით მოხაზული კრემისფერი დივნები და სავარძლები შემოწყობილიყო წრიულად. შუაში კი მუქი ყავისფერი, დაბალი მაგიდა იდგა. დივნების უკან უზარმაზარი, მუქი ყავისფერი წიგნების კარადა იდგა, კედელში ჩაშენებული, რომლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს მოხრილი მაღალი კიბეები აღმართულიყო, რომელსაც მეორე სართულზე აჰყავდით. -აქეთ წამობრძანდით, ქალბატონო ლეა. -შესძახა წითელ უნიფორმიანმა და კიბისკენ დაიძრა. მას ლეაც გაჰყვა უკან. -თქვენ, როგორ მოგმართოთ? -შეეკითხა ზურიდან გოგონა. ქალი ისე სწრაფად მიდიოდა, რომ ლეა ვერ ეწეოდა თავისი მაღალი ქუსლებით. -ნელი. ნელი მქვია. -ღიმილით მოტრიალდა ქალი მისკენ. ფრიად ესიამოვნა მისი სახელით რომ დაინტერესდნენ. შემდეგ კი ისევ შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯებით აუყვა მაღალ კიბეს. მას ლეაც აედევნა. მეორე სართულზე ვრცელი და ფართე დერეფანი გაჭიმულიყო, რომლის ორივე მხარეს ოთახები ჩამწკრივებულიყო. ნელი დერეფანს არ დასდგომია, ავლილ კიბეს გვერდიდან მოუარა და უკვე შუაში აჭიმულ ფართო კიბეს აუყვა. მესამე სართულზე ძლივს აიტანა ლეამ ფეხები. წამითაც რომ შეესვენა, ნელის თვალს ვეღარ მოჰკრავდა, ამიტომ სწრაფად ედევნებოდა უკან მას. მესამე სართულის თეთრი კედლები წითელი საღებავებით იყო მოსვრილი, აშკარად ჩანდა, რომ იქ არავინ ადიოდა. საზარლად ეჩვენა ეს ადგილი ლეას და დაკვირვებულად მოავლო თვალი იქაურობას. კედელზე აკრული ცარიელი ჩარჩოები მკაფიოდ მოხვდა მის თვალებს, მასზე წითელი საღებავით დიდი, მამაკაცის ხელები აღბეჭდილიყო. ჩამწკრივებულ ოთახებს შორის, ერთმა ლეას განსაკუთრებული ყურადღება მიეპყრო. ერთ-ერთი მათგანი, წითლად შეეღებათ და შავი ბოქლომით ჩაეკეტათ. კარს აშკარად ეტყოფოდა, რომ შიშველი ხელებით შეეღებათ, ფუნჯის გარეშე. გოგონა კარს მიუახლოვდა და ინტერესით დააკვირდა, შემდეგ კი მზერა ბოქლომზე გაუშტერდა, როდესაც ნელის ხმა მოესმა. -მაგ ოთახს არ გაეკაროთ. ვერ იტანს, როცა უყურებენ. -ოდნავი აღელვებით შესძახა ქალმა. ლეაც სწრაფად შებრუნდა და კარს მოშორდა. -უცნაური ბიჭია, შეიძლება უხეშად მოგექცეთ. -სწრაფი სიარულით განაგრძობდა ქალი საუბარს და ლეაც ღონემიხდილი ედევნებოდა უკან ქალს. ბოლოს კი დერეფნის ბოლო, თეთრ ოთახთან შეჩერდა ნელი და თვალებგაფართოვებული შეაშტერდა სახეში ლეას. -აქ არის. -ჩურჩულით თქვა მან. -თუ რამე მოხდა, ამ ღილაკს დააჭირეთ და მაშინვე ამოვა დაცვა. -შავი პულტი გაუწოდა ქალმა, რომელზეც წითელი ღილაკი ამობურცულიყო. ლეამ ოდნავ წარბები შეკრა, თითქოს შიშმა მოიცვა, მაგრამ არ შეიმჩნია. -რა უნდა მოხდეს? -ჩურჩულითა და შიშჩამდგარი ხმით იკითხა მან. ქალმა სინანულით შეათვალიერა გოგონა. -იმედია, ეს პულტი არ დაგჭირდებათ. თუმცა, მაინც გქონდეთ. -სწრაფად მიაყარა სიტყვები ნელიმ და ჩქარი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა. ლეა ერთხანს გაშეშებული იდგა თეთრ კართან, თავი მისგან მიმავალი ქალისთვის მიეპყრო. შემდეგ კი, საკუთარი აჩქარებული გულისცემა იგრძნო და კარს ახედა. ერთხანს გაშეშებული იდგა მის წინ, წამებიანი ლოდინის შემდეგ კი, ღრმად ამოისუნთქა და ფრთხილად დააკაკუნა. 2 თავი უშედეგოდ აკაკუნებდა ლეა თეთრ კარზე, არც ადამიანის ხმა ესმოდა და არც ნაბიჯების. შეამჩნია, რომ კარი გამოღებით იღებოდა და არა შეღებით. ტუჩები მოკუმა და ფრთხილად დასწვდა მრგვალ სახელურს. ერთ გადატრიალებაზე კარი გამოაღო და თვალები შიშისგან გაუფართოვდა. კარის ზღურბლზე ძალიან ახლოს იდგა 191 სმ. სიმაღლის, გამხდარი ბიჭი. თოვლივით თეთრი კანი ჰქონდა და მუქი წაბლისფერი თმა, გვერდებზე მოკლედ შეკრეჭილი. შუაში მოზრდილი თმა მარცხენა მხარეს გადაეფინა და თითქმის სახის ნახევარს უფარავდა. გამოკვეთილი ყბები ჰქონდა და სწორი, ფართე, შუაში ოდნავ გატეხილი ცხვირი. მის საშუალო ზომის ტუჩებს ცოცხალი ვარდისფერი გადაჰკვროდა. ბუდეში ღრმად ჩამჯდარი და ცისფერი, მკვეთრი ზღვისფერი თვალები ჰქონდა. სწორედ რომ ზღვას ჰგავდა ეს თვალები, ზღვასავით საიდუმლოებებითა და თავსატეხებით იყო სავსე მისი მზერა და ფერი. მარცხენა ყურის ბიბილო მრგვალად, ფართედ გამოეჭრა და შავი რგოლი გაერჭო შიგნით, რომელშიც სიგარეტის ღერი გაეჩხირა. შავი, კოჭებთან გადაჭრილი თხელი შარვალი ეცვა. წელსზევით, შიშველი სხეული და მკლავები კი ფერადი ტატუებით ჰქონდა სავსე. მათ შორის გაარჩევდით ფერად თუ შავ-თეთრ ჩონჩხებს, ობობის ქსელებს, ადამიანების სახეებს, გაუგებარ წარწერებს... კისრის მთელს მარჯვენა მხარეზე ფრთებგაშლილი, მფრინავი ჩიტი დაეხატა. მარცხენა თვალის უპის კუთხეში კი მომცრო ზომის ჯვარი გამოესახა. იგივე ფორმის, შედარებით მოზრდილი ჯვარი კი მკერდს შორისაც ჰქონდა. იდგა ბიჭი კარის ზღურბლზე და ქვევიდან, გაურკვეველი, უცნაური ღიმილით შეჰყურებდა ლეას. ეს უკანასკნელი კი მიხვდა, რომ იოანე სპეციალურად არ უღებდა თავად კარს და მის შესვლას ელოდა. ლეამ წამიერი შიში მკრთალი ხველებით გადაფარა და ღიმილით აუარა გვერდი ზღურბლზე გაჯგიმულ ბიჭს. ოთახს თეთრად შეღებილი კედლები ჰქონდა. შესასვლელის მოპირდაპირედ, დიდი, მთელს კედელს აყოლებული სარკმელი გამოეჭრათ. ოთახის მარცხენა კუთხეში მრგვალი, წითელი აბრეშუმის ზეწრითა და ბალიშებით გაწყობილი საწოლი იდგა, ხოლო შუაში კი მრგვალი, თეთრი მაგიდა, ერთმანეთის პირისპირ მდგარი ორი სკამით. ლეამ ფრთილად მოავლო თვალი ოთახს და მაგიდის მარჯვენა სკამზე მოთავსდა. შემდეგ ისევ კარისკენ გაიხედა. იოანე ისევ მისგან ზურგით იდგა და გოგონამ შეამჩნია მის შიშველ ზურგზე, თეძოებიდან დაწყებული შავი ბუმბულების წყობა, რომელიც თანდათან ბეჭების მიმართულებით მიდიოდა და ფართოვდებოდა. მიხვდა ლეა, რომ ჯერ დაუსრულებელ ტატუს უყურებდა და მზერა თავისი ჩანთისკენ გადაიტანა. პატარა წიგნაკი ამოიღო და მაგიდაზე, მის წინ დაიდო. მხოლოდ ახლაღა შეამჩნია, რომ მაგიდა ცარიელი არ გახლდათ, კალათბურთის ბურთი იდო ზედ, ზუსტად შუაში. დაძაბულობის მოსახსნელად, გოგონამ კალამი მოიქცია ორ თითს შორის და წიგნაკზე კენკვა დაიწყო. ფეხი ფეხზე გადაედო და მშვიდად ელოდა, როდის დაჯდებოდა იოანე მის მოპირდაპირედ. თვალს ჯიუტად არ აშორებდა წიგნაკს და თავს სიმშვიდეს აიძულებდა. რამოდენიმე წამში, შიშველი ფეხების მძიმე მოძრაობის ხმა გაიგო ლეამ, რომელიც თანდათან უახლოვდებოდა თეთრ მაგიდას, შემდეგ კი ერთიანად დაეხეთქა ბიჭი მის მოპირდაპირედ, მაგიდის ბოლოში მდგარ სკამზე და ქვევიდან, ცივად გაუღიმა გოგონას. ლეამაც მაშინვე მიაპყრო მას მზერა. შემდეგ კი ბიჭმა, ფეხები აქეთ იქით შემოაწყო მაგიდაზე და ღრმად ჩაჯდა სავარძელში. ლეა უკვე მხოლოდ მის ლურჯ თვალებს ხედავდა, მისკენ დაჟინებულად მომართულს. ბიჭის სახის დანარჩენ ნაწილს კი, მაგიდის შუაში დადებული ბურთი ყლაპავდა. ახალგაზრდა ქალმა, მაგიდაზე დადებულ ფეხებს შეავლო თვალი, მაგრამ შენიშვნის მიცემა არც უფიქრია. მისი დანიშნულება იყო, გაცნობოდა იოანეს ფსიქიკას, შეესწავლა იგი და შემდეგ მისი ტვინის ჯანსაღ მუშაობაში დახმარებოდა. მკრთალად ჩაახველა მან, ფეხი ფეხზე გადაიდო და კომფორტულად მოკალათდა. -იოანე... -დაიწყო საუბარი გოგონამ და მაშინვე გააწყვეტინა ბოხმა, მშვიდმა ხმამ. -იო... უბრალოდ, იო. -ბიჭი თვალს არ აშორებდა და გოგონას თითქოს აფორიაქებდა მისი დაჟინებული ლურჯი თვალები. -კარგი... იო, აბა როგორ ხარ? -თბილი ღიმილი არ შორდებოდა სახიდან ლეას. -ეგ შენ უნდა მითხრა. აქ მაგისთვის არ ხარ? -მზერა უფრო დაჟინებული ხდებოდა და ხმაც უფრო ცივი. -მგონი, ჯობს ვითანამშრომლოთ. მე მინდა დაგეხმარო. -სრული სიმშვიდით განაგრძნობდა ახალგაზრდა ქალი. -დამეხმარო? - ხმაში ირონია, ხოლო ბურთის ზედაპირიდან მომავალ ლურჯ თვალებში ოდნავი ცივი ღიმილი დაინახა ლეამ. -დახმარება შენ უფრო გჭირდება. -რატომ? -ღიმილშერეული გაკვირვებით შეეკითხა ლეა და თავი ოდნავ გვერდზე გადახარა. იომ მარჯვენა ხელი ბურთს დაადო და თავისკენ გადააგორა. შემდეგ კი, ორივე ხელში მოიქცია და მარჯვენა ფეხი მაგიდიდან ჩამოაგდო. ლეამ ბიჭის მთელს სახეს შეხედა, რომელიც სკამში კარგად ჩამჯდარიყო და ისევ ქვევიდან შეჰყურებდა ლეას. უცნაური მოეჩვენა გოგონას ეს მზერა, თითქოს მასში საკუთარ შიშველ სულს ხედავდა. თითქოს არაფერი იყო დაფარული ამ თვალებისთვის. ამან ოდნავ ააღელვა გოგონა და ფრთხილად გადაისვა იდეალურად მიწყობილ თმაზე ხელი. იო კი უფრო ღრმად ჩაჯდა სკამში, მაგიდის ქვევიდან გაიჭყიტა და ცალყბა ღიმილით შეათვალიერა გოგონას ფეხები, შემდეგ კი ურცხვად აჰყვა ზევით, ლეას თვალებთან შეჩერდა. -მაღალი ქუსლები, მუხლამდე კაბა. თეთრი პერანგი ყელამდე შეკრული, თმის დავარცხნაზე ალბათ, დიდი ხანი წვალობდი. ჰო, და ეს დაყენებული... მომღიმარი სახე. -თავის მოძრაობით საკუთარი სახისკენ ანიშნა ლეას. -უშინაარსო ფიტულს ჰგავხარ. ლეას გაახსენდა, რომ მართლაც დიდი ხანი უნდებოდა თმის იდეალურად დავარცხნას. ყოველ დღე, ერთი და იგივე პროცედურას იკეთებდა და სადღაც 40 წუთი მაინც სჭირდებოდა, რომ თავისი ურჩი თმისთვის ფორმა მიეცა. იოს სიტყვებმა ოდნავ ააღელვა იგი, თუმცა არ შეიმჩნია. ერთმანეთზე გადადებული ფეხები, გვერდიგვერდ მიაწყო და შეყინული ღიმილი, ნაძალევად შემოალღვო. ისევ ყოვლისმცოდნედ გაუღიმა ბიჭს. -როგორც მითხრეს, შენ თავად ამირჩიე. -წარბები ასწია ლეამ, თავი ოდნავ გვერდზე გადახარა და ისეთი ტონით წარმოთქვა, თითქოს ვერაფერი დააბნევდა. -ჰო, უშნოს ვეძებდი. ისეთს, როგორიც შენ ხარ. -ცივად და სარკასტულად მოუჭრა ბიჭმა და მარჯვენა ხელით ბურთის კენკვა დაიწყო. ლეა ოდნავ შეიშმუშნა, ნუთუ მართლა შეუხედავი იყო?! თუმცა, არა. არ უნდა წამოგებოდა ამ ბიჭის მახეს, რადგან იქ ამისთვის არ იყო. წამის გამოტოვებით ეხეთქებოდა მძიმე ბურთი იატაკს და დამაყრუებელ ხმას გამოსცემდა, რომელიც პირდაპირ ნერვებზე ურტყამდა ლეას, თუმცა მაქსიმალურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა. ცოტა ხანი ელოდა, როდის შეწყვეტდა იო ბურთის კენკვას, თუმცა ეს უკანასკნელი დაჟინებით უყურებდა მას თვალებში და მის მოთმინებას ცდიდა. ლეამ ისევ გადაიდო ფეხი ფეხზე და მისი ტანის ოდნავმა რხევამ, ბიჭს ღიმილი მოჰგვარა. თითქმის შეუმჩნეველი იყო მის სახეზე ღიმილი, თუმცა ლეა მაინც ამჩნევდა ბიჭის კმაყოფილ გამომეტყველებას. -კარგი, იო. შეგიძლია მითხრა, ახლა რაზე ფიქრობ? -ნაძალადევი სიმშვიდით მიუგო ლეამ და ბურთის ყოველ დარტყმაზე ნერვიულად კენკავდა მარცხენა ფეხზე გადადებულ მარჯვენას. -შენს გა*იმვაზე. -ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა იომ. გამჭოლი, აუღელვებელი მზერა არ აურიდებია ფსიქოლოგისთვის და უფრო ძლიერად დაახეთქა ბურთი იატაკზე. ხმა უფრო გაუსაძლისი ხდებოდა, ბიჭს კი ოდნავადაც არ აწუხებდა ეს ხმაური. წამები წუთებს მისდევდნენ, წამგამოტოვებით კი ბურთი დამაყრუებლად ეხეთქებოდა იატაკსაც და ლეას ნერვულ სისტემასაც. მაქსიმალურად ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, თუმცა ბურთის კაკუნსა და იოს კმაყოფილ მზერას ვეღარ უძლებდა, თითქოს. ხვდებოდა, რომ ეს ბიჭი არ აპირებდა მასთან თანამშრომლობას, უბრალოდ მისით გართობა ჰქონდა გადაწყვეტილი და მის ნერვებს ცდიდა. არ მისცემდა მისით თამაშის უფლებას, ამ აზრზე ჩაბღაუჭებული მაქსიმალურად ცდილობდა დამშვიდებულიყო და მით უფრო, არაფერი შეემჩნია. -შეგიძლია, რაიმე მომიყვე შენს თავზე? -წამის მეასედში, როდესაც ბურთი ჰაერში იყო, მოასწო ლეამ კითხვის დასმა. იო კი მშვიდად, შეუცვლელი მზერით უყურებდა მას და შეუჩერებლად აგრძელებდა ბურთის კენკვას. ლეა სკამის საზურგეს მიეყრდნო. ელოდებოდა, როდის შეწყვეტდა ბიჭი. ადრე თუ გვიან დაიღლებოდა და გაჩერდებოდა, თუმცა კალათბურთის ბურთის დამაყრუებელი კაკუნი არ წყდებოდა. დრო უსაშველოდ იწელებოდა... ლეა უკვე არა იოზე, არამედ საკუთარ თავზე მუშაობდა, რომ ნერვებს არ ემტყუნათ და ცდილობდა გონების დასამშვიდებლად გამიზნული ღრმა სუნთქვა, ბიჭისთვის შეუმჩნევლად გამოსვლოდა, თუმცა ამ უკანასკნელს თანდათან კმაყოფილი გამომეტყველება ეძლეოდა და მისი მზერა უფრო და უფრო გამჭოლი ხდებოდა. ერთი საათი ბურთის დამაყრუებელ კაკუნში მიილია და ლეას უკვე გულის რევის შეგრძნება ეუფლებოდა, თითქმის ყელში ჰქონდა გაჩხერილი ბურთი, რომელიც ყბებს უმჟავებდა და მლაშე გემოს უტოვებდა პირში. თვალები აემღვრა და დარწმუნდა, რომ წუთსაც ვეღარ გაუძლებდა. ღრმად ამოისუნთქა და როგორც შეეძლო, აუღელვებლად დასწვდა წიგნაკს, ჩანთაში ჩააგდო და ფეხზე წამოდგა. -დღეისთვის საკმარისია, ხვალ იგივე დროს მოვალ. -მშვიდად წარმოთქვა მან. იომ თავი გვერდზე გადახარა, ქვევიდან უყურებდა ლეას ზუსტად იმავე მზერით და ბურთს გამალებით აკაკუნებდა. დამაყრუებელ დარტყმებს, ლეას ქუსლების კაკუნიც შეუერთდა და ზურგს უკან მიკეტილ კარს მიეყრდნო. ყელზე ხელი მოისვა, ნერვიული ხველება აუტყდა გოგონას და პირი აემლაშა. გული ერეოდა, თავს საშინლად გრძნობდა. თავის ტკივილი იგრძნო და ტკივილი თვალებში მოაწვა. შემდეგ, ყური დაუგდო კარს, ბურთის კაკუნი შეწყდა. *** ლეა სწრაფი ნაბიჯებით დაუყვა კიბეს, შემდეგ მეორე სართულის კიბეს და უკანმოუხედავად გავარდა მუქ ყავისფერ კარში. დაცვა ისევ მანქანასთან გაჯგიმულიყო რობოტივით, ლეა მისკენ დაიძრა სწრაფი ნაბიჯებით. ხელი ყელზე მიებჯინა და ნერვიული ხველებით მიიწევდა მანქანის კარისაკენ. მძღოლმა მაშინვე გამოაღო კარი და გოგონაც ღონემიხდილი მიესვენა სავარძელზე. მანქანის გასვლის დროს, მესამე სართულზე აიხედა ლეამ, მოეჩვენა რომ ვიღაც უყურებდა, თუმცა გულისრევის შეგრძნება თვალებსაც უმღვრევდა და სწრაფად დახუჭა. თავი სავარძლის საზურგეზე გადააგდო და ღონემიხდილი სუნთქვა ამოუშა პირიდან. მთელი საღამო, თავის ტკივილი ვერ გაიყუჩა გოგონამ. ისევ ბურთის დამაყრუებელი კაკუნი ესმოდა ყურებში, თუმცა დანებებას არ აპირებდა. საკუთარ თავსაც არ გამოუტყდებოდა, რომ ეს ბიჭი სერიოზული წინაღობა იყო არამარტო მის კარიერაში, არამედ ფსიქიკაშიც. ნიკოლოზმა ორჯერ დაურეკა მთელი საღამოს განმავლობაში, მასთან სტუმრობა სურდა, მაგრამ ლეამ უარი უთხრა. გონებისა და სხეულის განტვირთვა სჭირდებოდა ყველასგან და ყველაფრისგან. იმდენად გადაიღალა იმ ერთ საათში, იმდენად გამოაცლა ბიჭმა ძალა, რომ ნიკოლოზის ხმაც კი აღიზიანებდა, საათის წიკწიკიც ნერვებს უშლიდა. სანამ დაიძინებდა, ყურებში გაუსაძლისი წუილი ესმოდა. ძლივს დაატანა თავს ძალა, რომ დაეძინა. მეორე დილით, შედარებით დამშვიდებულმა გაიღვიძა. ფრთხილად წამოდგა ლოგინიდან, წყალი გადაივლო. ცხელმა წყალმა თითქოს მოხსნა ის დაღლილობა, რომელიც ძილმაც ვერ გაუნელა გოგონას. თითქმის საათი გაატარა ცხელი წყლის ქვეშ და მაქსიმალურად ცდილობდა იოს გამჭოლი, ლურჯი მზერისთვის, დანიშნულება შეეცვალა. ცდილობდა ეს მზერა ჩაენაცვლებინა უბრალოდ თინეიჯერი, რთული ფსიქიკის მქონე ბიჭის სრულიად ბუნებრივი მზერით, თუმცა მაინც აშინებდა თითქოს. მაინც აფორიაქებდა ის თვალები, რომელიც იმ თეთრი ოთახიდან გამოჰყვა გოგონას და გონებას უბინდავდა. ვერ ფიქრობდა ამ ბიჭზე, როგორც პაციენტზე, რადგან ის არ უშვებდა. არ უშვებდა შიგნით და არ ანახებდა მის სისუსტეებსა თუ სიძლიერეს. მეტიც, იო მისი ფსიქიკის შერყევას ცდილობდა. საღამოს ისევ მოაკითხა შავმა მერსედესმა, ისევ მივიდა პრეზიდენტის სახლში ლეა და ისევ იგივე ერთი საათი გაატარა კალათბურთის ბურთის კაკუნში. გრძნობდა, რომ დროთა განმავლობაში ან შეეგუებოდა ამ კაკუნს მისი ტვინი, ან კიდევ ჭკუიდან გადაიყვანდა ეს ბიჭი, რომელიც ყურსაც არ უგდებდა ლეას კითხვებს. ისევ იგივე მზერით აშტერდებოდა მას და ისევ დამაყრუებლად კენკავდა ბურთს იატაკზე. ყოველ დღე, უფრო და უფრო გრძნობდა გულის რევის შეგრძნებას ლეა. უფრო და უფრო სტკიოდა თავი. მეოთხე სეანსის შემდეგ კი, სახლში მოსულმა, ძლივს მიასწრო საპირფარეშომდე და გული აერია. ღონემიხდილი დაემხო სააბაზანოს იატაკზე და თავზე იტაცა ხელი. გაუსაძლისად ეჩვენა ეს გარემოება ახალგაზრდა ქალს. გრძნობდა, რომ თანდათან კარგავდა სიმშვიდესაც და საკუთარი თავის ფლობის უნარსაც. თუმცა, გადაწყვიტა რომ ტვინის ნეირონებს ამ ხმასთან შეგუებაში დახმარებოდა, ასე გაუმარტივდებოდა. იოს თამაშს, თავის სასიკეთოდ შემოაბრუნებდა და ბიჭს სხვა გზა აღარ დარჩებოდა. მეხუთე დღეს, ლეამ კალათბურთის ბურთი შეიძინა და სანამ პრეზიდენტის მიერ დაქირავებული დაცვა მოაკითხავდა, გამალებით კენკავდა ბურთს მთელი დარჩენილი დროის განმავლობაში. პარალელურად, ცდილობდა მისი ფიქრები უფრო ხმამაღალი ყოფილიყო, ვიდრე ბურთის კაკუნი. აჩვევდა ტვინს ამ ხმას და შეამჩნია, რომ გამოსდიოდა კიდეც. ამან კმაყოფილება მოჰგვარა გოგონას, ბურთის კენკვით მივიდა სამზარეულოს დახლთან და ყავა გაიმზადა. თანდათან, ბურთის დამაყრუებელი ხმა აღარ აღიზიანებდა. პირიქით, აღარც კი ესმოდა თითქოს, ჩაიდნის ჩუჩუხის ხმასაც კარგად არჩევდა ამ კაკუნში და საკუთარ ფიქრებსაც ყურს უგდებდა. მეხუთე სეანსზე, ლეა სრული სიმშვიდით მიუახლოვდა იოს ოთახს, ჯერ დააკაკუნა. შემდეგ კი, ფრთხილად შეაღო კარი. ოთახი ცარიელი დახვდა მისდაგასაკვირად. შემდეგ, საათს დახედა გოგონამ, ზუსტად 6 იყო. ცოტა ხანი მაგდას მიუჯდა და ბიჭის შემოსვლას ელოდებოდა თითქმის 20 წუთი. ბოლოს კი, ოთახი დატოვა, დერეფანში ერთხელ კიდევ შეავლო თვალი ბოქლომით ჩაკეტილ წითელ კარს. საშინელ შეგრძნებას ჰგვრიდა ამ კარის დანახვაც კი და კიბეებს სწრაფად ჩაუყვა. ნელი უნდა მოეძებნა და ეკითხა მისთვის, თუ სად იყო მისი პაციენტი?! უზარმაზარ, ცარიელ სახლში ძლივს მიაგნო სამზარეულოს. ნელი იქ იყო თავისი წითელი, ჩუქურთმებიანი წინსაფრითა და ამავე ფერის უნიფორმაში ჩაცმულ 3 გოგონასთან ერთად ფუსფუსებდა. სამზარეულოში შესული ფსიქოლოგის დანახვაზე, ოდნავ აღელდა ქალი. სწრაფად შეიწმინდა ხელი, უზარმაზარ დაფაზე დადებულ წითელ ნაჭერზე და ლეასკენ დაიძრა. -იოანე არ არის ოთახში. -მშვიდი გაკვირვებით წარმოსთქვა გოგონამ. -ალბათ, წავიდა. არ გვიბარებს ხოლმე, სად დადის. სავარაუდოდ, მეგობრებთან ერთად იქნება. -ნელი აღელვებით საუბრობდა, ჩაფიქრებული სახე მიეღო და წამდაუწუმ ისვამდა კეფაზე ხელს. -სად დადის ხოლმე? იცით, როგორი მეგობრები ჰყავს? -ხელები გადააჯვარედინა ლეამ და დაკვირვებული მზერა მიაპყრო ნელის. -არ ვიცი, მე მაგას ვინ მაჩვენებს ქალბატონო ლეა?! -სინანულით სავსე თვალები მიაპყრო ფსიქოლოგს. -დიდი ხანია, აქ მუშაობთ? -შეეკითხა ლეა. ნელიმ სამზარეულოს მაგიდისაკენ ანიშნა ახალგაზრდა ქალს. ისიც დაჰყვა მინიშნებას და მაგიდასთან ჩამოსხდნენ. ლეამ გადაჯვარედინებული ხელები დაადო მაგიდის ზედაპირს და დაკვირვებით ჩააშტერდა ნელის. -20 წელია აქ ვმუშაობ, ჩემო გოგო. -მშვიდად მიუგო მან. -შეგიძლიათ, რაიმე მომიყვეთ იოანეს ბავშვობაზე? -იო დაუძახეთ, არ მოსწონს როცა იოანეს ეძახიან. -კარგი, იოზე მომიყევით რაიმე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. -ბავშვობიდან უცნაური იყო, ჩაკეტილი. ხატვა მოსწონდა. ბავშვებთან არასოდეს თამაშობდა, სულ მარტო იჯდა კუთხეში და რაღაცას ხატავდა. არ უყვარდა ჩახუტება, ზედმეტი შეხება. არც კომპლიმენტები მოსწონდა. აქ რომ მოიყვანეს, სულ 2 წლის იყო. ისეთი საყვარელი, დიდი ლურჯი თვალები ჰქონდა... -სიყვარულით წარმოთქვა ქალმა და ლეამ ოდნავ წარბები შეკრა. -რას ნიშნავს, აქ რომ მოიყვანეს? -იო ბატონი მიხეილისა და ელენეს შვილი არ არის, აყვანილია. -მშვიდად წარმოთქვა ქალმა. -ეს იომ იცის? -კი, იცის. ლეამ ოდნავ ჩაფიქრებული სახე მიიღო, იქნებ ამის გამო იყო ბიჭი ჩაკეტილი და ამის გამო არ სურდა მასთან თანამშრომლობაც?! ეს ერთ-ერთ მიზეზად გამოადგებოდა, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებითაც ვერაფერს დაასკვნიდა, სანამ ბიჭის ფსიქო ტიპს ბოლომდე არ შეისწავლიდა. -გახსოვთ, როგორი რეაქცია ჰქონდა ეს რომ გაიგო? -ძალიან მშვიდი. არც უტირია, არც ისტერიკა აუტეხავს. 10 წლის იყო, როდესაც ეს უთხრეს მშობლებმა. მას ბატონი მიხეილისა და ელენეს სიყვარული არასოდეს აკლდა, პირიქით, ყოველთვის მეგონა რომ თამარსაც კი ვერ შეიყვარებდნენ ისე, როგორც იოს. მიუხედავად იმისა, რომ თამარი ბიოლოგიური შვილია. -როდის შეამჩნიეთ, რომ იო უცნაურად იქცეოდა? -მას ვერაფერს შეამჩნევ, საყვარელო. ძალიან ჩუმი, მშვიდი ბავშვი იყო ყოველთვის და დღემდე ასეთად დარჩა. 14 წლის იყო, როდესაც სკოლაში კლასელზე სექსუალურ ძალადობაში დასცეს ბრალი, თუმცა მე მაგისი არ მჯერა. ჩემს ხელში გაზრდილი ბავშვია, ვერ დავიჯერებ რომ მან ეს ჩაიდინა, თუმცა ფაქტია რომ ამ ბრალდების გამო, 3 წელი კოლონიაში ჰყავდათ გამგზავრებული. მახსოვს, ელენე 1 წლის თამარსაც ვერ უვლიდა, ისე განიცდიდა იოს სიშორეს. -ლოყაზე ჩამოგდებული ცრემლის წვეთი მოიწმინდა ნელიმ და მაგიდის ზედაპირს დააცქერდა. ლეა კი ერთხანს ჩაფიქრებული იჯდა, შემდეგ კი ხვნეშით წამოდგა მაგიდიდან და კარისკენ დაიძრა. -მე წავალ, ხვალ ისევ მოვალ. იმედია დამხვდება. -მშვიდად წარმოსთქვა მან და სამზარეულოს მიღმა მიიმალა. *** საღამოს ნიკოლოზთან ერთად ივახშმა ლეამ ერთ-ერთ რესტორანში. უღიმღამოდ ჭამდა ახალგაზრდა ქალი, ნიკოლოზი რაღაცას გამალებით უყვებოდა, ლეა კი ფიქრებით სულ სხვაგან იყო. ფსიქოლოგ კაცს, ეს რათქმაუნდა არ გამოჰპარვია და წარბებშეკრული შეაჩერდა სახეში. -რა გჭირს, ლეა? ეს დღეები, ვეღარ გცნობ. გოგონამ მშვიდად ახედა, სახეში შეაშტერდა ნიკოლოზს, თუმცა არაფერი უპასუხა. -მითხარი, რა გჭირს? ჩვენ, ხომ არაფერს ვუმალავთ ერთმანეთს?! -ხმაში წყენა შეემჩნეოდა კაცს. -არაფერი, ნიკოლოზ. არ მინდა, ამაზე საუბარი. -მშვიდად უპასუხა ლეამ. მამაკაცმს ხვნეშით ამოისუნთქა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. -კარგი, როგორც გინდა. დღეს შენთან წამოვალ. -არა. -სწრაფად უპასუხა გოგონამ და მამაკაცმა იჭვნარევად შეკრა წარბები. -დღეს არა, ძალიან დაღლილი ვარ. -მხოლოდ სექსის გამო არ ვარ შენთან, ლეა. -სერიოზული ხმით უთხრა მამაკაცმა. -ვიცი, რათქმაუნდა. -შეიცხადა ახალგაზრდა ქალმა. -უბრალოდ, დღეს მარტო მინდა ყოფნა. ლეა მთელი ყურადღებით იყო გადართული იოს ფსიქიკის შესწავლაზე და არ სურდა, მისი ყურადღება სხვა რაიმეს დაეკავებინა, თუნდაც ნიკოლოზს. ამიტომ სურდა მარტო დარჩენა და ფიქრი. რესტორნიდან გამოსულებს, ლეამ სახლში გაცილებაზეც უარი უთხრა მამაკაცს, რაზეც ამ უკანასკნელს ზედმეტი დაჟინება არ გამოუხატავს. მშვიდად მოთავსდა თავის მანქანაში და წავიდა. ლეა კი ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა ტროტუარს, უკვე გვარიანად შეღამებულუყო. საათი საღამოს 11 აჩვენებდა. ფიქრობდა იოზე, რატომ დათანხმდა ის ფქილოგის სეანსებს, თუკი მასთან თანამშრომლობას არ აპირებდა?! ოჯახის წევრებს, მასზე სულ სხვა წარმოდგენა ჰქონდათ და არც ცდებოდა ქალბატონი ნელი, როცა ამბობდა რომ ის ჩუმი და მშვიდი იყო. სიმშვიდე მართლაც გამოკვეთილი გახლდათ ბიჭის ხასიათში, ეს პირველივე სეანსის შემდეგ შეამჩნია ლეამ. სწორედ ეს იყო ყველაზე საშიშიც და ყველაზე რთულიც. ფსიქოლოგებისთვის უფრო მარტივია ფეთქებად, ფიცხ ადამიანთან თანამშრომლობა, ვიდრე ისეთთან, ვინც გარედან მშვიდი, აუღელვებელი ჩანს და იმოდენა მოთმინება ჰყოფნით, რომ მდუმარედ გაატარონ სეანსისთვის განკუთვნილი საათები. მისი დუმილი, ბურთის დაუსრულებელი კაკუნი და მშვიდი მზერა, ნამდვილად გამოჰკვეთდა ამ ბიჭის უცნაურ ბუნებას, რომელსაც უბრალოდ ვერ გაიგებ, თუკი არ შეგიშვა. ვერაფერს შეატყობ, ვერაფერს ამოიკითხავ თუ მან არ დაგრთო ნება. ლეასთვის კი ეს საქმე, ფრიად მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან ამით დაამტკიცებდა მის უნარიანობას ამ სფეროში. დაუმტკიცებდა გივის, რომ დაწყებითი სკოლების დონეს დიდი ხანია გასცდა. ამიტომ, ვერ დანებდებოდა. მას კიდევ ჰქონდა შანსი, თუ საჭირო გახდებოდა, ჭაობშიც ჩაჰყვებოდა ამ ბიჭს და მის ფსიქიკას გაეცნობოდა, შემდეგ კი იქედან ამოყვანის გზებზე იფიქრებდა. ეს უფრო მარტივი ეჩვენებოდა გოგონას, ვიდრე ამ ბიჭის გახსნა. ფიქრებში გართულს, ტროტუარის მარჯვენა მხარეს, ყრუ გუგუნის ხმა შემოესმა ერთ-ერთი შენობიდან. მიხვდა, რომ ეს ღამის კლუბი იყო. მერე, მოაგონდა გივის სიტყვები, რომ იოს ასეთ დაწესებულებებში პოულობდნენ ხოლმე რეგულარულად. არ უფიქრია, რომ ბიჭი იქ დახვდებოდა, თუმცა მაინც მოუნდა შიგნით შესვლა. აინტერესებდა, რას პოულობდა მისი პაციენტი იქ. აინტერესებდა იმ მიზეზის 1% გარკვევა მაინც, რასაც შეეძლო სიამოვნება მიენიჭებინა მისთვის. ერთხანს კლუბის შესასვლელთან იდგა, შემდეგ კი შიგნით შევიდა. მუსიკის დამაყრუებელი ბიტები, თითქოს კალათბურთის ბურთის გაუსაძლის კაკუნს ჰგავდა, მაგრამ აღარ აწუხებდა გოგონას. დაკვირვებული თვალი მოავლო მოცეკვავეთა შეჯგუფულ ბრბოს და ბარისკენ წავიდა. კოქტეილი გაამზადებინა ბარმენს, მშვიდად წრუპავდა და მოცეკვავეებს აკვირდებოდა. ეჩვენა, რომ ზოგი თამაშობდა, ზოგი პრობლემებს გაურბოდა და ალკოჰოლისგან გაჟღენთილ ორგანიზმს ურცხვან უხახუნებდნენ ერთმანეთს, ზოგი კი უბრალოდ თავის რეალურ სახეს აჩენდა, ბოლომდე გრძნობდა მუსიკის მინიშნებებს და ბიტებთან განმარტოვებით ცეკვავდა. ერთხანს უყურა ლეამ ადამიანთა გამოსახულებებს და თითქოს მოიხიბლა, რადგან სიტყვები ზოგჯერ სულაც არ გამოხატავს ადამიანის ბუნებას, ზოგჯერ უბრალოდ უნდა უყურო მას. დააკვირდე მის მოძრაობებს, რომელშიც ბევრი რამის ამოკითხვა შეიძლება. მოცეკვავეთა შორის, ნაცნობი თვალები დალანდა გოგონამ, მისკენ მომართული და მზერა გაუწორა. მის მოპირდაპირედ, კლუბის მეორე მხარეს, წითელი ტყავის სავარძელში იჯდა იო და ლეას უყურებდა. მის მზერაში თითქმის შეუმჩნეველი, მაგრამ ლესთვის შესამჩნევი იყო ღიმილი. ორივე მხარეს გოგონები შემოსხდომოდნენ, იომ ნელა გაატრიალა თავი მარჯვენა მხარეს და მის გვერდით მჯდომი ქალის ტუჩებს დაეწაფა. მეორე მხარეს მჯდომი კი გამალებით ჰკოცნიდა ბიჭს ყურზე, შემდეგ უფრო ქვევით, კეფაზე. მარჯვენა ხელი, ფეხებს შორის ჩაუცურა ბიჭს, ეს უკანასკნელი კი თითქმის ბოლომდე გადაიხარა მერჯვნივ მჯდომისაკენ და ზემოდან მოექცა მას. ლეას არაფერი უგრძვნია ამ სცენის შემხედვარე, არც გაღიზიანება და არც ზედმეტი ინტერესი. ფრთხილად ჩამოსრიალდა ბარის სკამიდან და ბრბოში მოექცა. ძლივს გააღწია შეჯგუფულ მოცეკვავეთა შორის და რამოდენიმე წუთში, პირდაპირ იოს წინ იდგა. ბიჭი ამჯერად წამომჯდარიყო და მარცხნივ მჯდომს ჰკოცნიდა, თან ლეას არ აშორებდა მზერას. გოგონა ერთხანს უხმოდ იდგა, შემდეგ კი გვერდი აუარა მათ და მოშორებით მდგარ, ცარიელ სავარძელში მოთავსდა. ცდილობდა, მზერა არ გაჰპარვოდა იოსკენ, თუმცა დროდადრო მაინც იხედებოდა და აკვირდებოდა მის ქცევებს. ცდილობდა, რაიმე ხელმოსაჭიდისთვის მიეგნო, თუმცა ვერაფერს ხედავდა. სრულიად უუნარო აღმოჩნდა ამ ბიჭთან ლეა. რამოდენიმე წუთი დაჰყო გოგონამ კლუბში, შემდეგ კი წასვლა გადაწყვიტა. მშვიდად წამოდგა, ძლივს გააგნო ბარისკენ გზას. ცარიელი კოქტეილის ჭიქა დადგა მასზე და შენობა დატოვა. ღრმად ჩაისუნთქა მანქანების გამონაბოლქვისაგან დაბინძურებული ჟანგბადი გოგონამ, თუმცა კლუბის შერეული სუნისგან განსხვავებით, მაინც სუფთა ეჩვენა. მშვიდად გაუყვა ტროტუარს და ისევ იოზე ჩაფიქრდა. -მახინჯო! -მოესმა ზურგს უკან ნაცნობი, ბოხი ხმა. 3 თავი ლეა მაშინვე შეტრიალდა უკან და მისგან ათიოდე ნაბიჯის მოშორებით დაინახა იო. ქვევიდან, ცალყბა ღიმილით შეჰყურებდა მას და მაშინღა შეამჩნია გოგონამ, რომ იო წელს ზევით შიშველი იყო აპრილის ცივ ღამეს. შეხსნილი ტყავის ქურთუკი ეცვა და ლამპიონების შუქი აშკარად გამოჰკვეთდა მის შავ, მოგრძო ჯვარს, რომელიც მკერდს შორის გამოესახა. ბიჭი სწრაფი, თუმცა აუღელვებელი ნაბიჯებით გამოემართა ახალგაზრდა ქალისაკენ და წამებში თავზე წამოდგა. ცივი ღიმილი გამოჰკვეთოდა გახსნილ ტუჩებში და გამჭოლი მზერით აკვირდებოდა ლეას სახეში. ეს უკანასკნელი კი არ დაბნეულა, შეეცადა ეს სიტუაცია თავის სასარგებლოდ შემოეტრიალებინა. -მოგწონს, როდესაც არაკომფორტულად გრძნობ თავს? -თვალებით შიშველი სხეულისკენ ანიშნა გოგონამ, რომელსაც მონაბერი ცივი ქარი, აფრიალებულ ტყავის ქურთუკში უჩენდა ბიჭს. -მომწონს. -მოკლედ მოუჭრა ბიჭმა და იგივე მზერით ჩააშტერდა. -არ მეგონა, შენნაირი ფიტულები თუ მსგავს დაწესებულებებს სტუმრობდნენ. -ტუჩის კუთხე ჩატეხა ბიჭმა. -არასწორად გეგონა. -ნიშნისმოგებით, თუმცა მშვიდად უპასუხა ლეამ. -გინდა, გავისეირნოთ? ბიჭმა ენა ტუჩის კუთხესთან მოისვა და ცერა თითით სველი ადგილი მოიწმინდა. შემდეგ, თავი უკან გადააგდო და გოგონას დახედა. არაფერი უპასუხა, რამოდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა და ეს თანხმობად ჩათვალა ლეამ. სწრაფად გაუსწორდა მას და მშვიდად გაუყვნენ ტროტუარს, როდესაც უკნიდან ქალის შეძახილი მოესმათ. -მიხეილ. -გაჰყვიროდა უცნობი გოგო. ლეა მაშინვე მიხვდა, რომ ძახილი იოს მისამართით იყო და ჯერ მას გახედა, თუმცა ბიჭი ურეაქციოდ, ნაბიჯშეუნელებლად მიუყვებოდა ტროტუარს. ლეამ უკან გაიხედა, გოგონას შეხედა, რომელიც იოს ზურგს უყურებდა და გაკვირვება შეემჩნეოდა. ლეამ იცნო ეს გოგო, ერთ-ერთი მათგანი იყო იმ ქალთაგან, ვისაც რამოდენიმე წუთის წინ იო ჰკოცნიდა. ბიჭმა არ გაიხედა, ლეაც შებრუნდა და გოგონას ძახილიც მალევე შეწყდა. ახალგაზრდა ქალი, მიხვდა, რომ იო თავის სახელს მალავდა, თუმცა უცნაური იყო, რომ მამამისის სახელს იყენებდა სხვების გაცნობისას. იმასაც მიხვდა, რომ მთავარი ხელმოსაჭიდი, იოს აღმზრდელებში იყო და სწორედ ამაზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება. რამოდენიმეწამიანი სიჩუმე, ლეამ დაარღვია და იოს გახედა. -შეგიძლია, შენს მშობლებზე მომიყვე? -შენ, ჩემი ფსიქოლოგი მხოლოდ იმ ოთახში ხარ. ერთადერთი, რასაც ის ოთახი არ ცვლის, შენი სიმახინჯეა. -ისე უპასუხა ბიჭმა, რომ მისთვის არ შეუხედავს. შემდეგ კი, ყურში გაჩხერილი სიგარეტი გამოიძრო და გაუკიდა. -შესაბამისად, არ გაქვს უფლება, მახინჯი მიწოდო. -ხმა გაუმკაცრდა ლეას, თუმცა იმდენადაც არა, რომ ბიჭი დაეფრთხო. იომ ჩუმი სიცილით გამოუშვა იისფერი კვამლი და გოგონას გამოხედა, თმა თვალებში ჩამოჰყროდა, თუმცა ცივ მზერას მაინც ამჩნევდა მასში ლეა. -სულელიც ხარ, ყველაფერთან ერთად. -მშვიდად მიუგო იომ. -რატომ ფიქრობ, რომ სულელი ვარ? -რომ გგონია, ჩემსას გაიგებ. -სახეში შეაბოლა ბიჭმა იისფერი კვამლი და ამ უკანასკნელს ხველება აუტყდა. -მაშინ, რატომ დათანხმდი სეანსებს? -ხველებით შეეკითხა ლეა. -ვერთობი. -მოკლედ მოუჭრა იომ და კიდევ ერთხელ შეაბოლა სახეში ახალგაზრდა ქალს. ლეას თვალები აუწვა მწარე კვამლმა და პირი აემლაშა. საშინლად აღიზიანებდა ბიჭის ქცევა, თუმცა ცდილობდა თავი მორჩვენებინა მისთვის, რომ ყველაფერი რიგზე იყო. ნდობის დამკვიდრება სურდა იოში და მაქსიმალურად იკავებდა თავს ემოციების გამოხატვისგან. -შეგიძლია, უბრალოდ მემეგობრო. ნუ მიყურებ, როგორც მოძალადეს. -მშვიდად წარმოთქვა ლეამ, ბიჭს კი ისტერიკული ხარხარი აუტყდა. -შენ გინდა დამეხმარო, როგორც პირველ დღეს აღნიშნე. ანუ, ფიქრობ რომ დახმარება მჭირდება. -სახე დაუსერიოზულდა ბიჭს, თუმცა ხმაში ცინიზმი აშკარად შეემჩნეოდა. -დახმარება გჭირდება თუ არა, მაგას შენი გაცნობის შემდეგ მივხვდები. ჯერ არაფერი ვიცი. იომ ჯერ არაფერი უპასუხა, მშვიდად გასცდნენ ტროტუარს და ქალაქის უზარმაზარ, შავ ხიდზე აღმოჩნდნენ. ხიდის გვერდები, წვრილი, გისოსებიანი რკინებით შემოეღობათ. ბიჭი მასზე შემოჯდა, გისოსებს შორის მოაქცია ტერფები და ზედა ტანით გადაიხარა. ლეა მთელი სხეულით შეხტა, შეეშინდა რომ გადავარდებოდა, თუმცა სიტყვის თქმა ვერ გაბედა. ერთი ზედმეტი სიტყვაც სარისკო იყო ამ ბიჭთან. შემდეგ კი, იო წამოჯდა. თვალებში ჩამოყრილი თმა მარცხენა მხარეს გადაიგდო და ახალგაზრდა ქალს შეაჩერდა. მის გაფითრებულ სახეზე, ოდნავ ჩაეცინა. -ზუსტად ვიცი, რაც მოხდება, თუკი გამიცნობ. -ცივი ღიმილით წარმოთქვა ბიჭმა. -გისმენ. -ხელები გადააჯვარედინა გოგონამ და ღიმილით ახედა მას. თითქოს, შვებით ამოისუნთქა, რომ სახსალამათს უყურებდა. -მე შენ ჩემს ნამდვილ სახეს გაჩვენებ. მერე, შენ შეგიყვარდები და მე მეზიზღება ყველა ჩემზე შეყვარებული ადამიანი. ისიც გაინტერესებს, რას ვუშვრები მათ, ვინც მეზიზღება? -ერთმანეთზე დაწყობილი ტუჩები ლოყების მიმართულებით გაჭიმა ბიჭმა და ცივი ღიმილით ახედა ლეას. გოგონა ოდნავ შეიშმუშნა. რა თქმა უნდა დარწმუნებული იყო, რომ თავისი პაციენტი, მით უფრო მასზე 7 წლით უმცროსი ბიჭი არ შეუყვარდებოდა. თანაც, მას უკვე ჰყავდა მამაკაცი, რომელიც უყვარდა. ამის გამო, კმაყოფილებამ გაჰკრა გულში, თუმცა არ აპირებდა მისი განცდის სააშკარაოზე გამოტანას. გადაწყვიტა, ბოლომდე ჩაეყვანა დიალოგი. იოს ყოველი ფიქრი, თუ დამოკიდებულება ხელმოსაჭიდი იყო ლეასთვის. -რას უშვრები? -შვიდად იკითხა მან. -ვანადგურებ. -სახე რადიკალურად სერიოზული გაუხდა ბიჭს. -სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. -კარგი, გპირდები, რომ არ შემიყვარდები. -ღიმილი მოეფინა სახეზე ლეას და ხელები აქეთ იქეთ გაშალა. ბიჭს ცალყბა ღიმილი მოეფინა სახეზე. გამომეტყველებაზე ეტყობოდა, რომ ლეას სიტყვების არ სჯეროდა. -ანუ ჩემი გაცნობა გინდა? -ისე იკითხა ბიჭმა, თითქოს ლეა ბეწვის ხიდს გადიოდა და მისი გარდარჩენა მხოლოდ პასუხზე იყო დამოკიდებული. -მინდა. -მშვიდად, დაუფიქრებლად უპასუხა მან. -ანუ, ფიქრობ რომ გადამარჩენ? -ირონიულად გაეცინა ბიჭს და ხელები გაშალა. -დარწმუნებული ვარ, ერთად ყველაფერს შევძლებთ. ბიჭმა კიდევ ერთი სიგარეტი, ამჯერად ტყავის ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო და გაუკიდა. შემდეგ, ხიდის მოაჯირიდან ჩამოხტა და მას მიეყრდნო. -ხვალ, ღამის პირველ საათზე აქ მოდი. -მშვიდად წარმოთქვა მან და ლეას მზერა გაუსწორა. ეს უკანასკნელი კი ოდნავ ააღელვა ბიჭის სიტყვებმა. -რატომ? -საქმით უნდა დამიმტკიცო, რაც ახლა თქვი. -უპასუხა ბიჭმა, შემდეგ კი ცალყბა ღიმილით მიუახლოვდა ლეას და სახეში შეაბოლა იისფერი კვამლი. სანამ ლეა ხველებას მორჩებოდა და სახეს მაღლა ასწევდა, ბიჭი უკვე ადგილს მიემალა. *** მთელი ღამე და მეორე დღე, ლეას აღელვება არ შორდებოდა. მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რას უმზადებდა იო. შიში, რისკი და ადრენალინის მოზღვავება მთელს სხეულს მოდუნების საშუალებას არ აძლევდა, თუმცა უარზე არც უფიქრია. ხვდებოდა, რომ უფსკრულის პირას იდგა და უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილი იყო. იმასაც ხვდებოდა, რომ ამაზე რთულ საქმეს ვერასოდეს შეეჭიდებოდა და სიამაყესაც კი გრძნობდა ამის გამო, რომ იო ის გამოცდილება იყო, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა. ამის შემდეგ, მას დააფასებდნენ. ამის შემდეგ ის გივიზე მაღლაც კი იქნებოდა და მის სიამაყესა და თავდაჯერებულობას, მყარი საფუძველი ექნებოდა იოს შემდეგ. ეს ბიჭი მისთვის იყო ყველაზე დიდი თავსატეხი, სიგიჟე და მისი კარიერის მწვერვალი, ამიტომ ბოლომდე ჩაყვებოდა მას. თავისი საქმისა და საკუთარი თავის სიყვარული ჩაადენინებდა ამას და არასოდეს ინანებდა არცერთ ნაბიჯს, რადგან ლეა საკუთარ თავს იმაზე მეტად აფასებდა, ვიდრე სინამდვილეში იყო. ბიჭი ცდილობდა მისი ფსიქიკის შერყევას და ესეც მიანიშნებდა რაღაცაზე, ეს ბიჭი მანიპულატორი იყო და შესანიშნავად გამოსდიოდა ეს. იცოდა ლეამ, დარწმუნებული იყო, თუ რის გამო დათანხმდა იო სეანსებს, იცოდა ამის პასუხი. ეს მისი თამაში იყო, მანიპულაციის შემდეგი მსხვერპლი კი მისი არჩეული ლეა გახლდათ, თუმცა ეს უკანასკნელი საკუთარ შესაძლებლობებში იმდენად იყო დარწმუნებული, რომ გულის სიღრმეში სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა იოს ჩანაფიქრი. ბურთის კენკვა, ფსიქიკის არევის პირველი მცდელობა და საპასუხო შეგუება ლეას მხრიდან. ამ ქალის ფსიქიკა მართლაც, რომ ძლიერი გახლდათ და ნებისმიერ თამაშს შეაჩვევდა გონებას, ამიტომ იოს მცდელობები უბრალოდ უფრო გააძლიერებდა მას და არა პირიქით. ბიჭის ახალ ნაბიჯსაც თითქოს საკუთარი თავის გაძლიერებისთვის გამოიყენებდა და ის არათუ დაასუსტებდა ლეას ფსიქიკას, არამედ პირიქით, გააძლიერებდა მას. ამაზე ფიქრისგან იმოდენა ენთუზიაზმი და თავდაჯერებულობა შეემატა ახალგაზრდა ქალს, რომ უკვე წუთებს ითვლიდა, როდის მოვიდოდა ღამის 1საათი. იმ დღეს, ნიკოლოზი ესტუმრა მას, მაგრამ გოგონა თავის სტიქიაში იყო და არც კი უსმენდა. კოცნაზე საპასუხოდ ჰკოცნიდა, მაგრამ გონებით იმდენად სხვაგან იყო, რომ რეალურად, იმასაც ვერ ამჩნევდა რომ ნიკოლოზი მასთან იყო. ხანდახან, სერიოზულ სახეს მიიღებდა, ხანაც კმაყოფილი ღიმილი გადაჰკრავდა სახეზე და მდუმარედ იყურებოდა სივრცეში. ნიკოლოზი ატყობდა მას, რომ რიგზე ვერ იყო, თუმცა თავს იკავებდა კითხვის დასმისაგან. ბოლოს კი, ლეას მდუმარებამ და გაურკვეველმა სიცილმა, მოთმინების ფიალა აუვსო კაცს. -რა გჭირს, ლეა? -წარბები შეკრა ნიკოლოზმა, თუმცა ეს უკანასკნელი პატარა ბავშვივით ცქმუტავდა და უცნაური ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. ნიკოლოზმა სამჯერ გაუმეორა კითხვა, მეოთხედ კი შეანჟღრია და ისევ გაუმაორა. ლეამ წარბები შეკრა და უკმაყოფილოდ შეაცქერდა მამაკაცს სახეში. -ვისთან მუშაობ? -შეეკითხა კაცი. ლეამ კი ზემოდან გადმოხედა მას. -გითხარი, ეს ჩემი საქმეა. არ მინდა ამაზე საუბარი. -მკაცრად წარმოთქვა მან. -ჭკუიდან იშლები, ლეა. არ მომწონს ეს ყველაფერი, თავს კარგავ. -მეორედ ეგ აღარ გაიმეორო და ჩემს საქმეში ნუ ერევი! -ხმას აუწია ლეამ. -წადი, მარტო ყოფნა მინდა. მამაკაცი რამოდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, თავი უკმაყოფილოდ გადააქნია და ხმამაღალი ჯახუნით დატოვა ლეას სახლი. ახალგაზრდა ქალი ისევ ჩაფიქრდა, ტუჩებს გამალებით იკვნეტდა და დროდადრო საათს გაჰყურებდა. იმ დღეს პრეზიდენტის მანქანას არ მოუკითხავს მისთვის, მთელი დარჩენილი დრო სულმოუთქმელ ლოდინში გაატარა ლეამ. თმა სამჯერ დაიშალა და ისევ შეიკრა, რომ დრო გაეყვანა. საუკუნეებად იწელებოდნენ საათები, ღამის პირველის მოლოდინში. ერთხელაც არ გახსენებია ნიკოლოზი, მისი გონება მთლიანად გადართული იყო იოზე. ფიქრისგან ტვინი გადაეღალა და ორი საათით ჩასთვლიმა. ესიზმრა გივის კაბინეტი, თუმცა გორგოლაჭებიან სავარძელში თავად იჯდა. მკაცრი და მედიდური სახე ჰქონდა, მის წინ კი ახალბედა ფსიქოლოგთა ჯგუფი იდგა, მწკრივში და ლეას შეჰყურებდნენ ზუსტად იგივე თვალებით, როგორითაც თავად უყურებდა ბატონ გივის, როცა შემდეგ დავალებას ელოდა. მათი ფიქრებიც ესმოდა სიზმარში ლეას, როგორი აღტაცებით შეჰყურებდნენ მას და პარალელურად ფიქრობდნენ, რა დონის პაციენტს გაართვა თავი მან და როგორი დონის ფსიქოლოგი იყო. კმაყოფილი ღიმილით გაეღვიძა გოგონას. წამით უარყო სიზმრების ფროიდისეული ახსნა, რომ ამ დროს მეს ძინავს და ლიბოდოსა და ზემეს გაუთავებელი ბრძოლა მიმდინარეობს. მან ეს სიზმარი, წინასწარმეტყველებად ჩათვალა, რომლისკენაც იო მიაქროლებდა. ეს იყო კარიერის მწვერვალი, იო კი საგანძური იყო, რომლითაც იმ გორგოლაჭებიან ტყავის სავარძელს სამუდამოდ დაეუფლებოდა. შემდეგ კი, საათს გახედა და სწრაფად წამოხტა იისფერი დივნიდან. ნახევარ საათში შავ ხიდზე უნდა ყოფილიყო. კარის ჩაკეტვაც კი დაავიწყდა, ისეთი სისწრაფით გავარდა სახლიდან. 5 წუთით ადრე მივიდა ხიდთან ახალგაზრდა ქალი. თავისი ლურჯი პეჟო, მოშორებით გააჩერა და სულმოუთქმელად ელოდა იოს გამოჩენას. ზუსტად 1 საათზე მოვიდა ბიჭი და როცა ადრე მისული ლეა დაინახა, ცინიკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. შემდეგ კი, ოდნავ მოუახლოვდა ლეას. აღსანიშნი იყო, რომ იო არასოდეს მიდიოდა მასთან ძალიან ახლოს. 4 ნაბიჯის მოშორებით მაინც დგებოდა მისგან. -აბა? როგორ უნდა დავამტკიცო, ჩემი ნათქვამის ჭეშმარიტება? -მშვიდი ღიმილით შეეკითხა ლეა. იომ სიგარეტს გაუკიდა, შემდეგ კი თავის მოძრაობით მოშორებით გაჩერებული, შავი ფერის ტოიოტა ჰაილუქსისაკენ ანიშნა. ლეაც მორჩილად გაჰყვა მას უკან. თითქმის ნახევრ საათიანი მგზავრობის შემდეგ, ლეამ შეამჩნია რომ ქალაქს კარგა მანძილით გასცდნენ. იოს მანქანა მაღლა მიიწევდა, ირგვლივ შეამჩნია გოგონამ აზვირთული კლდეები, რომელიც იმდენად მაღალი იყო, რომ კენწეროს ჰორიზონტი არ აჩვენებდა. უამრავმა აზრმა გაურბინა თავში გოგონას, თუმცა ჯიუტად იყო ერთ აზრს ჩაბღაუჭებული და სხვა რამეზე ფიქრის აშუალებას არ აძლევდა გონებას. -სად მივდივართ? -იკითხა ბოლოს მან, თუმცა იოს არც კი გამოუხედავს მისკენ. მდუმარედ მიაქროლებდა მანქანას სულ უფრო მაღლა. დაახლოებით ერთი საათის მგზავრობის შემდეგ, მანქანა უზარმაზარი კლდის თავზე აღმოჩნდა. იომ კარი გამოაღო და ლეაც გადმოვიდა მანქანიდან. ბიჭი მანქანის უკანა, ღია საბარგულისაკენ დაიძრა და მსხვილი თოკი გადმოიღო. კარგად გაჭიმა ხელებში და მის წინ გაშეშებულ ლეას ცივად გაუღიმა. გოგონა ორი ნაბიჯით უკან დაიხია, ამის დანახვაზე კი იოს ისტერიკული ხარხახი აუტყდა. -ესე იგი, რა ხდება. -თეატრალურად გაშალა ხელები იომ და ზემოდან დახედა გაფითრებულ ლეას. -შენ ამბობ, რომ ჩემი გადარჩენა შეგიძლია არა? -სიტყვა „გადარჩენას“ ხაზგასმითა და განსაკუთრებული ცინიზმით წარმოთქვამდა ბიჭი და ეს ლეასთვის შესამჩნევი იყო. -მერე? -შიშჩამდგარი ხმით შეუბრუნა კითხა გოგონამ. -თოკის ერთ ბოლოს, მანქანის საბარგულს გამოვაბამ, მეორე ბოლოთი კი შენს უშნო ფეხებს შევკრავ. მე კიდევ, მანქანას დავძრავ და იქამდე ვივლი, სანამ კლდეში არ გადავიჩეხებით. -ცივად გახსნა ტუჩები იომ. -შავი იუმორი, მომწონს. -ნაძალადევად გაიღიმა ლეამ. -მშვიდად, მშვიდად. -ხელები გაშალა ბიჭმა და უფრო ახლოს მივიდა გოგონასთან. ამ უკანასკნელმა კი უკუსვლით სიარული დაიწყო. -შენ შეგიძლია მეც გადამარჩინო და საკუთარი თავიც. ეს დამარწმუნებს, რომ ნამდვილად შეძლებ ჩემს გადარჩენას. მე სიტყვების არ მჯერა, ფსიქოლოგო. -სარკასტულად გაიღიმა ბიჭმა და კიდევ რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა ლეასკენ. -როგორ უნდა გადაგარჩინო, თუკი დაბმული ვიქნები? -აიხსნი და სწრაფად ჩაჯდები მანქანაში. მხოლოდ ამის შემდეგ გავაჩერებ. -ქვევიდან გაუღიმა ბიჭმა. -მომისმინე, უბრალოდ ნება მომეცი დაგეხმარო. რა საჭიროა ეს სცენები? -ახლოს მივიდა ლეა იოსთან და სახეში შეაჩერდა. ბიჭს ღიმილი ჩამოერეცხა სახიდან. -კიდევ ერთხელ ასე ახლოს მოხვალ და გაგ*იმავ! -მკაცრად წარმოთქვა მან. ლეა მაშინვე მოშორდა მას და უკან დაიხია. ნერვიულად ისრესდა ხელებს და თავის იდეალურად დავარცხნილ თმასა და ბოლომდე შეკრულ თეთრ პერანს გამწაუწუმ ისწორებდა. -ახლა თოკს საბარგულს მივაბამ და სანამ მოვრჩები, გაქვს დრო მოსაფიქრებლად. თუკი უარს იტყვი, მთელი დარჩენილი ცხოვრება რომ იარო ჩემთან, სიტყვასაც ვერ მოისმენ. -სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს იომ და საბარგულზე თოკის მიბმას შეუდგა. ლეამ ამ წამს სიკვდილს ჩახედა თვალებში, როგორ უნდა გაეთავისუფლებინა თავი დაძრულ მანქანაზე მიბმულს?! ეს წარმოუდგენელი სიგიჟე იყო, ლეამ წამით ისიც კი იფიქრა, რომ ამ ბიჭს უკვე ვეღარაფერი უშველიდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. სიკვდილი ან სიცოცხლე, კარიერა ან უბრალოდ სიცოცხლე, რისკი ან საკუთარი დანიშნულების არ ქონა. აქამდე დაიყვანა გოგონამ თავისი სიცოცხლე, იოს წინადადებაზე უარის თქმის შემთხვევაში და როდესაც ბიჭი თავის საქმეს მორჩა, მანქანის საბარგულთან მიირბინა და ვერტიკალურად დაწვა მიწაზე. იმ წამს სრულიად გათიშა გონება. ბიჭი ფეხებს უხვევდა და გოგონა გონებაში ცდილობდა, შეუხედავად დაემახსოვრებინა თოკის ყოველი მოძრაობა მის ფეხებზე. სად იყო კვანძი, რომელ მხარეს კრავდა ბიჭი თოკს, რომელ ფეხზე გაკოჭა თოკი და საიდან უნდა დაეწყო მისი გახსნა. რამოდენიმე წუთში, იო მორჩა ფეხების შეკვრას და მანქანისაკენ დაიძრა. ლეას კი საკუთარი გულის ცემა, დამაყრუებელ მდუმარებაში და სიბნელეში გაუსაძლისად ეჩვენა. ეგონა, რომ იმ წამს უმტყუნებდა ქვეცნობიერი და ყველა შიშს ცნობიერში გადმოიტანდა. მანქანა დაიძრა და ლეამ იგრძნო გაუსაძლისი ტკივილი ზურგის არეში. წვრილი, ბასრი კენჭების დამაყრუებელი ხახუნი და მასთან შეუგუებლობა. ჯერ ისტერიკული ყვირილი ატეხა, გაჩერებას სთხოვდა იოს, თუმცა მანქანა არ ჩერდებოდა. ნელა მიიწევდა კლდის პირისაკენ და მასში გადაჩეხვას ლამობდა. ლეამ გონებას აიძუა ტკივილთან შეგუება და მთელი ძალით გადაერთო საკუთარი სხეულის მოტივირებაზე, რომ წამოდგომა შეძლებოდა. მანქანის ნელი მოძრაობა დაეხმარებოდა მას წამოდგომაში და მთელი მოკრებილი ძალით შეძლო ზედატანის აწევა. ხელებით საკუთარ ფეხებს მიუახლოვდა და მანქანაც უფრო სწრაფად გაქანდა. ლეამ ბიძგს ვერ გაუძლო, ზურგით დაეცა ბასრ კენჭებზე და ღონემიხდილი კვნესა აღმოხდა. მანქანამ ისევ ნელი მოძრაობა დაიწყო და ლეა ისევ წამოდგა, თვითგადარჩენის ინსტიქტი საოცარ ძალას აძლევდა და სწრაფად ჩაებღაუჭა საკუთარ ფეხებს. უკვე საჯდომზე იგრძნო გაუსაძლისი ხახუნი, თუმცა ტკივილზე კონცენტრაციას არ აკეთებდა. მთელი ძალით ეჯაჯგურებოდა თოკს და გახსნას ცდილობდა. მანქანა წამით სწრაფად გაექანა, შემდეგ ნელა მოძრაობა დაიწყო. ლეას გონებას უთიშავდა მანქანის ძრავის მომენტალური ცვლილებები, თუმცა კონცენტრაციის უნარს არ კარგავდა. ხან ყვიროდა, ხანდაც ჩუმად ჩურჩულებდა. გაურკვეველი ბგერები მორბოდნენ მისი პირიდან. თოკი ისე მჭიდროთ შეეკრა იოს, რომ ერთი შეხედვით მისი გახსნა შეუძლებელი იყო. მანქანა კი სიარულს არ წყვეტდა, თანდათან უახლოვდებოდა კლდის პირს და სულ რამოდენიმე წუთი ჰქონდა დარჩენილი ახალგაზრდა ქალს. იგრძნო, რომ ტანსაცმელი მთლიანად შემოეხა. იმასაც გრძნობდა, რომ იმ მომენტში ადამიანის სახე აღარ ჰქონდა, მაგრამ თვითგადარჩენა, ეს კოდური ფუნქცია, რომელიც ყველა ადამიანშია ჩადებული, არაადამიანურ ძალას აძლევდა მას და თავადაც ვერ გაიაზრა, როგორ მოახერხა თოკების შეხსნა. ფეხები გაითავისუფლა და მანქანამ სიჩქარეს უმატა, მოშორდა მიწაზე დაგდებული ქალის სხეულს და ლეა სწრაფად წამოხტა. ქვედაბოლო და პერანგი მთლიანად შემოეხსნა სხეულიდან და საცვლების ამარა დარჩენილი, მთელი სიჩქარით მისდევდა მიმავალ მანქანას. მუხლები ეკვეთებოდა, გრძნობდა რომ ძალა არ ეყოფოდა. თითქმის სამი მეტრიღა დარჩა იოს და კლდე შთანთქავდა მის სხეულს. ხელიდან გამოაცლიდა გოგონას ყველაფერს, რის გამოც მთელი ცხოვრება იბრძნოდა. გარბოდა ლეა, მთელი სისწრაფით გარბოდა და ცდილობდა მანქანას დაწეოდა და მაშინ, როდესაც მანქანის წინა ორი ბორბალი უკვე 5 წამში გადასცდებოდა კლდის პირს, ლეამ არაადამიანური ძალით გამოაღო მანქანის კარი და ისტერიკური ყვირილით დაეხეთქა სავარძელზე. მანქანა ზუსტად კლდის კიდესთან გაჩერდა. 4 თავი ლეა გაშეშებული, თვალებგაფართოვებული შეჰყინვოდა მანქანის სავარძელს და მის წინ გაშლილ სიცარიელეს შეჰყურებდა. მანქანაში გამეფებულ სიჩუმეს, მხოლოდ ლეას აჩქარებული გულისცემა არღვევდა. მთელი სხეულით კანკალებდა ახალგაზრდა ქალი. სიცივემ აიტანა, ტუჩები გალურჯებოდა და იმ მომენტში, ვერც ტკივილს გრძნობდა ზურგისა და საჯდომის არეში. მაშინ პირველად იგრძნო სიკვდილის სიახლოვე, პირველად იყო ის გოგონასთან ძალიან ახლოს და პირველად გადაურჩა მას. კანკალი თანდათან უფრო იმატებდა, ბოლოს კი ხელები დაეგრიხა, ფეხები სავარძელზე შემოაწყო და აკანკალებული ხელები მას შემოხვია. გაურკვეველი ხავილი და უჩვეულო ბგერები ისმოდა მისი პირიდან, იო კი დუმდა. მშვიდად, აუღელვებლად სუნთქავდა და ლეას ნახევრად შიშველ სხეულს ცალყბა ღიმილით ათვალიერებდა. -გახდილი შედარებით უკეთესად გამოიყურები. -სიცილით წარმოთქვა ბიჭმა. ლეამ კი ცივად გახედა, იდეალურად შეკრული თმა თვალებში ჩამოჰყროდა და შეშლილი სახით უყურებდა მომღიმარ იოს. -გაჩუმდი! -დაიყვირა ბოლოს მან. -სიტყვა აღარ თქვა! შენი ცინიზმი უკვე ყელში ამომივიდა, გაიგე? -ბოლო ხმაზე გაყვიროდა გოგონა, ბიჭს კი სახე უფრო მეტად ეხსნებოდა და ბოლოს მთელი ხმით გადაიხარხარა. -ეს სიგიჟეა, ეს ავადმყოფობაა, ეს წარმოუდგენელია, ეს მე არ ვიყავი, შენ მე ჭკუიდან მშლი... -გაფითრებული, სახეწაშლილი და ხმაშეცვლილი ბურტყუნებდა გოგონა და მის წინ გაშლილ სივრცეს შეშტერებოდა. სახე არაადამიანური და შეშლილი ჰქონდა. -იმაზე დიდ სიგიჟეს ვერ ჩაიდენ, ვიდრე ჩემთან საქმის დაჭერაა. -მშვიდად მიუგო იომ. -მე ჩემს მოვალეობას შევასრულებ და ყველაფერს დავივიწყებ. ძველ ცხოვრებას დავუბრუნდები. -იგივე ხმით ბურტყუნებდა ახალგაზრდა ქალი და კანკალი უფრო მეტად ერეოდა მის სხეულს. -არ უნდა დამთანხმებოდი, ახლა უკვე გვიანია. ვერასოდეს ვეღარ დაუბრუნდები ძველ ცხოვრებას. -სიცილით დაუსისინა ბიჭმა. ლეამ გამოხედა, სავარძელზე აწეული ფეხები მანქანის იატაკზე ჩააცურა და ბიჭისკენ შეტრიალდა. ოდნავ დაწყნარდა და აკანკალებული სხეულიც შედარებით დაუმშვიდდა. -გვიანი არასოდესაა. ადამიანს ყოველთვის შეუძლია ახალი ფურცლიდან დაიწყოს, ეს შენც შეგიძლია. -იმ დღეს, როდესაც ჩემს ოთახში ფეხი შემოდგი, უკვე დაიწყე ახალი ფურცლიდან. -ცივი ღიმილი არ შორდებოდა ბიჭს სახიდან. -გგონია ასეთ სიგიჟეებში კიდევ აგყვები? -ქალი უკვე თავდაჯერებით საუბრობდა, ბიჭს კი მის ნათქვამზე უფრო გაეცინა და უკვე ტუჩებში მოქცეულ სიგარეტის ღერს გაუკიდა. -ეჭვიც არ მეპარება, რომ ამყვები. -სიცილით გამოუშვა იისფერი კვამლი პირიდან. -ცდები, იო. მე ეს იმისთვის გავაკეთე, რომ დამემტკიცებინა შენთვის ჩემი ნდობა რომ შეგიძლია. -არა, შენ ეს იმისთვის გააკეთე, რომ ფული და დიდება გიყვარს. წაგებას ვერ ეგუები, მაგრამ ერთი პატარა ნიუანსი გამოგეპარა. ქალს კმაყოფილი ღიმილი ჩამოერეცხა სახიდან და დაბნეული თვალებით შეაშტერდა იოს სახეში. -რა ნიუანსი? -ის, რომ სანამ შენ შემისწავლი, მე უკვე შესწავლილი მყავხარ. -თვალი ჩაუკრა ბიჭმა, შემდეგ მისი მკერდისკენ დაიხარა, რომელსაც შავი ბრა ფარავდა და პირიდან იისფერი კვამლი გამოუშვა, რომელიც გოგონას მთელს სხეულს მოედო. ლეას მთელს ტანში ჟრუანტელმა დაუარა და ეკლებმა დააყარა, ეს იოსთვისაც შესამჩნევი გახლდათ და მკერდიდან ამოხედა თავისი ლურჯებით. ქალი სუნთქვააჩქარებული დაჰყურებდა მას, რამაც იოს სერიოზულ სახეს ცივი ღიმილი მოჰგვარა, შემდეგ კი ხარხარით დაუბრუნდა თავის სავარძელს. ლეამ ნერვიულად მოისრისა სახე, წინ ჩამოყრილი თმა უკან გადაიწია და შიშველ სხეულზე ხელები აიფარა. მაშინღა იგრძნო ტკივილი ზურგისა და საჯდომის არეში. მთელი კანი ეწვოდა და სისინით გასწორდა სავარძელში. შემდეგ, იოსკენ მიტრიალდა ფრთხილი მოძრაობით. -ადამიანის დანიშნულება იცი რა არის? იპოვო შენი გზა და კვალი დატოვო. დიახ, მე დიდება მიყვარს, მაგრამ ამას ვიმსახურებ. ვიმსახურებ, გაიგე? -ლეა აუღელვებლად, ხმადაბლა საუბრობდა. -შენი ცხოვრება უინტერესოა, ერთი დიდი ნაგავი, რომელიც არავის დაამახსოვრდება. შენ აქ ზიხარ ჩემთვის და ჩემნაირი ადამიანებისთვის გიხდიან ფულს. ჩვენ იმ დროში ვცხოვრობთ, სადაც წესები იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიო და ეს წესები რომ არ არსებობდეს, შენს დანიშნულებასაც ვერ იპოვიდი. შენი ცხოვრება ვერ დატოვებს კვალს, რადგან არც არავის გაახსენდები და იცი რატომ? იმიტომ რომ შენ ჩემს გარეშე არავინ ხარ. შენ ჩემს დაბინძურებულ კვალს დასდევ, რომ გაასუფთავო. მანქანაში აუტანელი სიჩუმე გამეფდა. ლეას უკვე საშინლად აღიზიანებდა ეს მდუმარება, რადგან დამაყრუებელ სიჩუმეში, ნაკაწრების წვა გაჰკიოდა მის ორგანიზმში. უფრო და უფრო ედებოდა ტკივილი მის სხეულს და ამას ემატებოდა იოს სიტყვები, რომელიც სულ უდუღებდა. ამოსუნთქვის საშუალებასაც არ აძლევდა. ამ წამს იგრძნო მარცხი, რომელიც გადაულახავ ბარიკადებად ეღობებოდა წინ თავის ტვინს და სულს უფორიაქებდა, თუმცა დანებება მისი სტილი არ იყო. მაინც იყო შინაგანად დარწმუნებული იმაში, რომ ამ რთულ დავალებას თავს გაართმევდა. შემდეგ, იოს გახედა. თავი საზურგეზე გადაეგდო, მარჯვენა ხელი საჭეზე დაედო და ტუჩებში მოქცეული ანთებული სიგარეტიდან გაუთავებლად უშვებდა იისფერ რგოლებს. მაშინღა შეამჩნია ლეამ, ბიჭის მარჯვენა ხელის ზურგზე იგივე მფრინავი ჩიტის ტატუ, რაც ყელზე ჰქონდა. -ჩიტები გიყვარს? -დაარღვია სიჩუმე გოგონამ. -მე სიყვარული არ ვიცი. ჩიტების მესმის. -მშვიდად უპასუხა ბიჭმა, ისე რომ არც კი შერხეულა ადგილიდან. -ანუ, არავინ გიყვარს? -არა. -არც შენი პატარა და? -ჩემი და არ არის. -აუცილებელია, ბიოლოგიური იყოს, რომ გიყვარდეს? -ფაქტი ავღნიშნე. სიყვარულს რაც შეეხება, რატომ უნდა მიყვარდეს? -ბუნებრივად დევს ყველა ადამიანში, ოჯახის წევრების მიმართ სიყვარული. -როგორც ჩანს, ყველა ადამიანში არ დევს. ის, ვინც უნდა მიყვარდეს, მძულს და საერთოდ, მე ადამიანი მძულს. -რა არ მოგწონს მათში? -არაფერი. მე მათი არ მესმის და არც მათ ესმით ჩემი. -ყველა ადამიანის გაგება შეიძლება. შენი ფსიქიკა, მასობრივი ფსიქიკისაგან განსხვავდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი გაგება შეუძლებელია. -და რატომ უნდა გამიგონ? -მკრთალად გამოხედა იომ. -იმიტომ რომ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ყველას სურს გაუგონ, მოუსმინონ. ყველას უნდა ტკივილის გაზიარება, ერთხელ მაინც, რადგან ადამიანის ტვინი ზოგჯერ ივსება, ვეღარ იტევს საიდუმლოს და გაზიარება სურს. -ეგ მე არ მეხება. -ისევ შეატრიალა თავი იომ. -ჩიტების რატომ გესმის? -თავისუფლება სურთ, ლამაზია მათი შეხედვა, თუმცა ისინიც ვერ ცდებიან ამ სამყაროს. -ღრმა ნაფაზი მოარტყა იომ და თვალი გაუშტერდა სივრცეში. -შენ გინდა, რომ გასცდე? იომ ღრმად ამოისუნთქა, სერიოზილი სახე ცინიკურით შეცვალა და ლეას გამოხედა. -მეტი ინფორმაცია გინდა? -ალმაცერად შეეკითხა ბიჭი და ლეა მაშინვე მიხვდა, რომ ახალი საშინელების შემოთავაზებას აპირებდა. -ჩვენ ხომ შევთანხმდით? -რაზე? -ცალი თვალი მოჭუტა ბიჭმა. -რაზე და თუ იმას გავაკეთებდი, რაც წეღან, ჩემთან ითანამშრომლებდი?! -მე არ მითქვამს, რომ მხოლოდ ამის გაკეთება მოგიწევდა. -სხვას არაფერს გავაკეთებ. -კატეგორიული ხმით მიუგო ლეამ. იომ ქვევიდან ამოხედა ცივი ღიმილით. -რა თქმა უნდა, გააკეთებ. შენ შენი კარიერის გამო, არაფერზე დაიხევ უკან. -ნიშნის მოგებით დაუსისინა ბიჭმა. -არსებობს ზღვარი, რომელსაც არაფრის გამო არ გადავცდები! -ყელმოღერებით უპასუხა ლეამ. -ხვალ, შენს კორპუსთან მოგაკითხავ, ამავე დროს. -ცალყბად გაუღიმა ბიჭმა, თველბში უყურებდა და თვალსაც არ ახამხამებდა. -გითხარი, არა მეთქი! -თვალები დაქაჩა ლეამ. იოს კი ამაზე უფრო მეტად გაეხსნა ტუჩები, დარწმუნებული იყო თავის სიტყვებში და ეს ლეას ნერვულ სისტემას შლიდა. ამ ბიჭის თავდაჯერებულობა აცოფებდა, მაგრამ გულში კმაყოფილებამ გაჰკრა, რადგან არაფრის დიდებით არ გაყვებოდა მას. იომ მანქანა დაძრა ისე, რომ ლეასთვის თვალი არ მოუშორებია. შემდეგ კი, კმაყოფილი სახით შეატრიალა თავი და მანქანა ადგილს მოსწყვიტა. ერთი საათის მგზავრობის განმავლობაში, იოს მაღალ ხმაზე ჩართული, ლეას გემოვნებისთვის შეუფერებელი სიმღერა გულს ურევდა გოგონას. პირდაპირ ტვინზე ურტყამდა, მუსიკის დამაყრუებელი, მღგზნებარე ბიტები გონებაზე ლამის დამბლას სცემდა, რადგან ბგერათა სიხშირე 120 დეციბელამდე აღწევდა, რაც ადამიანის მიერ აღსაქმელ ზღვარს სცდება, მით უფრო რომ ლეა შეჩვეული არ იყო როკ მუსიკის რიტმებს. ნახევრად შიშველ სხეულზე, ცივი ოფლი ასხამდა მუსიკის გამო გოგონას და სუნთქვაც უჭირდა თითქოს. იმასაც ხვდებოდა, რომ იოსთვის მისი არაკომფორტულობა შესამჩნევი იყო და უფრო და უფრო უწევდა მუსიკის ხმას. ლეა არ ცდილობდა ხმის ჩაწევას, რადგან გონებას ამ ხმასთან შეგუებას აიძულებდა. სირთულიდან გაქცევა, გამოსავალი არ იყო ლეასთვის, ამიტომ ყოველ გამოწვევას თვალებში უყურებდა, მის პირისპირ დგებოდა და ცდილობდა მიეღო ის. როგორც იქნა, შავ ხიდს მიაღწიეს. იმის მიუხედავად, რომ ღამის 4 დაწყებულიყო, ხალხი მაინც ირეოდა ქუჩაში, ლეა კი საცვლების ამარა გახლდათ. ერთხანს შეიცადა სავარძელში მჯდომარემ, შემდეგ კი მუსიკას ხმა დაუწია და იოს გახედა. მანაც გამოხედა, ენით ტუჩები გაისველა და ირონიულად შეათვალიერა ლეას მოშიშვლებული მუცელი და ფეხები, რომელსაც შუა ბარძაყებამდე, თხელი, შავი, უკვე შემოხეული გეტრები უფარავდა. -იქნებ რაიმე ნაჭერი გქონდეს, რომ შემოვიხვიო. -ფრთხილად წარმოთქვა ლეამ. -რატომ? -ცივი ღიმილით შეეკითხა ბიჭი. -ასე ვერ გადავალ. -რატომ? -თავი საჭეს დაადო ბიჭმა და კიდევ ერთხელ შეათვალიერა ლეა. -ხალხია და იმიტომ. -ხმა გაუმკაცრდა ქალს. -მერე რა? -გაკვირვებით შეკრა წარბები ბიჭმა. ლეამ ღრმად ამოისუნთქა, თვალები დახუჭა და თავს აიძულა დამშვიდებულიყო. -იო, არსებობს სირცხვილის გრძნობა, რომელიც შენში შეიძლება არ არის, მაგრამ ჩემში არის. შესაბამისად, ნახევრად შიშველი ვერ გავივლი ხალხში. თუ შეგიძლია, რაიმე მათხოვე. -მშვიდად საუბრობდა ახალგაზრდა ქალი და დაიმედებული შეჰყურებდა თვალებში იოს. ამ უკანასკნელს კი ცინიკური ღიმილი გადაეკრო სახეზე. შემდეგ კი, ტყავის ქურთუკი გაიხადა, ისე რომ ლეასთვის თვალი არ მოუშორებია და გოგონას მუხლებზე დააგდო. მანაც მაშინვე ჩაიცვა ქურთუკი და მანქანიდან გადავიდა. იოს მოსაცმელი შუა ბარძაყებამდე სწვდებოდა გოგონას და მასში თავი თბილადაც კი იგრძნო. ლეამ სწრაფად მიირბინა თავის ლურჯ პეჟოსთან, თუმცა ხალხის გაკვირვებული მზერისაგან მაინც ვერ გადარჩა. სწრაფად მოთავსდა გოგონა მძღოლის სავარძელში და სანამ მანქანას დაძრავდა, იოს მანქანისკენ გააპარა მზერა. ეს უკანასკნელი ცივი ღიმილით შეჰყურებდა მას და მის გამომეტყველებაზე კმაყოფილება აშკარად გამოიკვეთებოდა. ლეამ ღმად ამოისუნთქა და მანქანა დაძრა, შეამჩნია რომ იოს მანქანაც დაიძრა მასთან ერთად და მთელი გზა უკან მოჰყვებოდა. როდესაც ლეა თავის კორპუსთან მივიდა, იოს მანქანა ვერსად შეამჩნია. ოდნავი შიშის გრძნობა დაეუფლა, მაგრამ მალევე უკუაგდო ეს შეგრძნება და სწრაფად შევარდა ლიფტში. სახლში შევიდა თუ არა, წამებში ნიკოლოზი შეეჩეხა ცხვირწინ. კაცმა წარბებშეკვრით აათვალიერა იგი. ლეას კი სახე გაუფითრდა მის დანახვაზე. -სად იყავი? ეს რა არის? -გაკვირვებით ათვალიერებდა კაცი. -აქ რა გინდა? -კითხვა შეუბრუნა ლეამ. -ლეპტოპი დამრჩა, მჭირდებოდა. გირეკავდი, გამორთული გქონდა, ბოლოს აქ მოვედი და კარი ღია დამხვდა. მიპასუხე, სად იყავი? ლეა სწრაფად დაიძრა აბანოსკენ, მამაკაცი მას აედევნა. -ახლავე მიპასუხე, ლეა. გამაგებინე, რა ხდება შენს თავს?! -თავი დამანებე, ნიკოლოზ. -შიშჩამდგარი ხმით უპასუხა ლეამ, როცა მამაკაცი მაჯაში სწვდა და მისკენ შეატრიალა. -ახლავე მიპასუხე, რა გჭირს? -თავი დამანებე მეთქი. -მკლავი ხელიდან გამოგლიჯა კაცს და ისევ სააბაზანოსკენ დაიძრა. -ვიცოდი, რომ მზად არ იყავი რთული საქმისთვის. -ზურგიდან შესძახა მამაკაცმა და ლეა მაშინვე შედგა. ფრთხილად მოტრიალდა მისკენ და ზიზღის თვალებით შეაშტერდა კაცს. -რა მითხარი? -ამ კითხვით ლეამ შანსი მისცა ნიკოლოზს, რომ მისი ნათქვამი შეეცვალა, თუმცა მამაკაცი ამრეზით ათვალიერებდა ლეას დაგლეჯილ გეტრებს, აწეწილ თმასა და უცნობის ტყავის ქურთუკს. -რაც გაიგონე. შენი ამპარტავნება დაგღუპავს შენ, ლეა. თუ უკვე დაღუპული არ ხარ. -სიტყვები მიუგდო კაცმა და ჯახუნით დატოვა ლეას სახლი. გოგონა ერთხანს გაშეშებული იდგა, მთელი ტანით ცახცახებდა. შემდეგ კი, სწრაფად შევიდა აბანოში, ფეხებთან დააგდო იოს ქურთუკი. უზარმაზარი ნიჟარა წყლით აავსო და მასში ჩაესვენა. თავდაპირველად, ნაკაწრებზე წვა იგრძნო, თუმცა რამოდენიმე წამში გადაიარა. მთელი სხეულით ჩაიმალა ცხელ წყალში და სუნთქვა გააჩერა წყალქვეშ. ფიქრობდა იოზე, მხოლოდ იოზე, მისი გონება ამ ბიჭის გარდა უკვე ვეღარაფერს ხედავდა. მისი მთავარი სიძლიერე შეჩვევა იყო ყოველგვარ სირთულესთან, მოტივაციას კი გივის გორგოლაჭებიანი სავარძელი აძლევდა, თუმცა... თუმცა იო იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მას ეგონა. ის ყოველთვის უსწრებდა მას, ის ყოველთვის ჯობნიდა ლეას. ამ ბიჭის ფსიქიკა შეიძლება შერყეული იყო, მაგრამ სუსტი არ ყოფილა. მიუხედავად თავისი ასაკისა, ის ჩამოყალიბებული იყო თავის ფიქრებში და მიზნებში. ალბათ, ვერცერთ საწინააღმდეგო აზრს ვერ ეტყობა მას, რაზეც ამ ბიჭს ნაფიქრი არ ექნებოდა. ხმამაღალი ამოსუნთქვით ამოსწია წყლიდან თავი ლეამ და სწრაფ სუნთქვას მოჰყვა. არაფრის დიდებით არ აპირებდა იოს შემდეგ თამაშში აჰყოლოდა, მაგრამ ერთხელაც არ უფიქრია რომ ეს შეიძლებოდა დამღუპველი ყოფილიყო მისთვის, რადგან საკუთარ თავში დარწმუნებული გახლდათ. მისი განათლება და ამ სფეროში არც თუ ისე დიდი, თუმცა მნიშვნელოვანი გამოცდილება, დაეხმარებოდა მას, რომ იოს ფსიქოლოგიურ ზეწოლას გამკლავებოდა. მასთან თამაშის გაგრძელებას მხოლოდ იმიტომ არ აპირებდა, რომ ამ ბიჭის თავდაჯერებულობა აცოფებდა. მეორეს მხრივ, ის საუბარი, რაც იოსთან ჰქონდა არც საკმარისი იყო და არც უმნიშვნელო. ეს გარკვეულ აზრს ატარებდა. არამარტო სამსახურეობრივი, არამედ პიროვნული ინტერესიც კი იგრძნო მის მიმართ ლეამ. რას მალავდა ეს ბიჭი შიგნით? რა იმალებოდა იმ წითელი კარის უკან? რატომ ეზიზღებოდა მას ადამიანები და საერთოდ, ვინ იყო ეს ბიჭი? კითხვები თავს არ ანებებდნენ გოგონას და წამდაუწუმ პასუხებს ეძებდა. ჭამდა, მაგრამ ფიქრებით იოსთან იყო. სვამდა, მაგრამ ფიქრები ისევ იოს ქვეცნობიერში შეღწევას ცდილობდნენ. იმ ღამეს ვერ დაიძინა ლეამ, ფიქრობდა რა მოხდებოდა თოკები რომ ვერ შეეხსნა. იოს სიკვდილის არ ეშინოდა, ყველანაირი რისკი მისთვის დასაშვები იყო, თუნდაც სიკვდილით დასრულებულიყო. ასევე არ აინტერესებდა ხალხის აზრი, არ ექცეოდა ჩარჩოებში. ყველანაირ წესს არღვევდა, რაც ადამიანებს ოდესმე დაუწესებიათ და ეს სრულიად ბუნებრივი იყო მისგან, რადგან იოს ზოგადად ადამიანები ეჯავრებოდა. საინტერესო იყო, რა გახდა ამ ყველაფრის მიზეზი?! ადამიანები ბუნებრივად ასეთებად არ იბადებიან, ეს იცოდა ლეამ. იო არ იყო შეშლილი ერთი შეხედვით, თუმცა ნელის სიტყვებიც აფიქრებდა ლეას. იო წყნარი ბავშვი იყო და თავიდანვე მარტოსული ბუნება ჰქონდა. მარტოსულობა და ჩაკეტილობა კი განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანებს ახასიათებთ, თუმცა ამ ბიჭის ზიზღს რაღაც გამართლება უნდა ჰქონოდა. განსაკუთრებით აეჭვებდა აღმზრდელები, რომლებიც გარედან ჩვეულებრივები სჩანდნენ, ნელის სიტყვების თანახმად კი, განსაკუთრებით უყვარდათ იო, მაგრამ ამ უკანასკნელს როგორც ჩანს, ეზიზღებოდა ისინი. ამის მიზეზი უნდა არსებულიყო, ყველაფერი უნდა გაერკვია ლეას. თავს არწმუნებდა, რომ ეს სამსახურეობრივი ინტერესი იყო, თუმცა სინამდვილეში მას უკვე პირადი ინტერესი გაუჩნდა ამ ბიჭის მიმართ. მისი ლურჯი მზერა ყველგან დაჰყვებოდა მას და შეუძლებელი ხდებოდა გონებიდან ამოგდება. ყველაფერს აჩვევდა ტვინს ლეა, თუმცა ამ ბიჭზე ფიქრის შეწყვეტას ვერც ეგუებოდა და არც შეეძლო. მთელი მისი ყოველდღიურობა მოიცვა თითქოს იომ და ლეა მიხვდა, რომ ჭაობში უკვე ღრმად ჩაფლულიყო და იქედან ამოსვლა შეუძლებელიც კი ხდებოდა. დილით, დაღლილს ჩაეძინა რამოდენიმე საათით. გაღვიძებული აბანოში შევიდა და იატაკზე დაგდებულ ტყავის ქურთუკს სწვდა. ჯიბეები შეუმოწმა, მაგრამ ვერაფერს მიაგნო, მხოლოდ სიგარეტის კოლოფი იდო შიგნით. გოგონამ ერთხანს ატრიალა ხელებში, შემდეგ კი სამზარეულოს მაგიდასთან მჯდარს თვალი გაუშტერდა მასზე. ერთი ღერი ამოიღო და დაყნოსა, იისფერი კვამლის სუნი იგრძნო თითქოს და მოუნდა მისი გემო შეეგრძნო. სწრაფად მოიქცია ტუჩებს შორის და გაუკიდა. თავდაპირველად, ისტერიკული ხველება აუტყდა და სახე დაემანჭა. შემდეგ კი, სიამოვნებაც კი იგრძნო, როცა სიგარეტის ნაფაზმა თავბრუ დაახვია. თითქოს სხეული აუმჩატდა და ფრენა შეეძლო, თითქმის სავსე სიგარეტის კოლოფი, ფილტვებში ჩაცალა და გულისრევის შეგრძნება დაეუფლა, თუმცა სიამოვნებას მაინც გრძნობდა. იმ დღეს, ნიკოლოზს არ დაურეკავს მისთვის, ლეას კი არც გახსენებია. იწვა მდუმარედ იისფერ დივანზე და თვალი ჭერზე გაშტერებოდა. რატომ ეზიზღებოდა იოს ადამიანები? რატომ მოსწონდა ჩიტები? რატომ შეძლო ასე მარტივად მისი შესწავლა ამ ბიჭმა? ის ხომ არასოდეს აჩენდა თავის გრძნობებს არავისთან, მათ შორის ნიკოლოზთანაც. ცივ და უგრძნობ ადამიანს თამაშობდა ყოველთვის და მეტიც, მას არასოდეს ჰქონდა დრო გრძნობებისთვის. მისი დანიშნულება კარიერა და ცივი აზროვნება იყო და ეს ღირსებადაც კი მიაჩნდა. თვლიდა რომ გრძნობები ადამიანებს ასუსტებს, სუსტები კი ადვილად მარცხდებიან. ლეა დამარცხებას ვერ ეგუებოდა, თუმცა ამ მხრივ დიდ უკიდურესობაში იმყოფებოდა და სწორედ ამან გააკეთებინა ის, რაც გუშინ ჩაიდინა. სუსტი წერტილი აღმოუჩინა მას იომ და სწორედ ამაზე ეთამაშებოდა. გულის სიღრმეში ხვდებოდა ამას ლეა, თუმცა საკუთარ თავს არ უტყდებოდა. ფიქრობდა, რომ იო ცდებოდა, რომ ის არ იყო ამპარტავანი, უბრალოდ ღირსი იყო მაღალი წოდებისა. საღამოს 12ზე დაწვა ლეა, ცდილობდა თავიდან ამოეგდო იოზე ფიქრები და დარაბები ჩაკეტა. არ უნდოდა იოს მანქანის ხმა გაეგო, რადგან წასვლას არ აპირებდა. არაფრის დიდებით არ წავიდოდა, ამიტომ თავს ძალას ატანდა, რომ დაეძინა, თუმცა ვერ იძინებდა. ყველანაირად ცდილობდა დაძინებას, მაგრამ ვერ შეძლო. წამდაუწუმ ეღვიძებოდა, თვალს გაახელდა და იოზე ფიქრობდა, დახუჭავდა და ბიჭის ლურჯი მზერა ეღობებოდა თვალებში ჩამოწოლილ სიბნელეს. საწოლში ვერ მოისვენა და წამოდგა. კარადა გამოაღო, გადაწყვიტა ჯინსები, რომელიც 2 წლის წინ, პიკნიკისთვის შეიძინა, ახლა ჩაეცვა. თავადაც არ იცოდა, რატომ, მაგრამ ინსტიქტურად აკეთებდა ამას. ზედა ტანად სქელი, ნაქსოვი შავი ზედა გადაიცვა და დიდი ბათინკები ამოიცვა. თმა არ შეუკრავს, თავისი დატალღული და ურჩი თმა, ხელის ერთი მოძრაობით გადაიგდო მარჯვნივ და სარკეში საკუთარი გამოსახულება შეათვალიერა. გაახსენდა იო, როგორ იგდებდა თავის გრძელ თმას ხან მარჯვნივ, ხანაც მარცხნივ და მის ჟესტებს იმეორებდა. შემდეგ კი თვალებში შეაშტერდა სარკიდან მომზირალ გოგონას. -რას აკეთებ, ლეა? -შესძახა მან საკუთარ თავს და ღონემიხდილი დავარდა იატაკზე. თითები თმაში შეიცურა და თვალები დაუჭა. -არა, არა, შეწყვიტე! ნუ ფიქრობ ამ ბიჭზე, გაგაგიჟებს, გაგაგიჟებს... -გაუთავებლად იმეორებდა გოგონა და მაგრად იჭერდა ხელებს თავზე. შემდეგ კი, კორპუსის ეზოდან მანქანის სიგნალის ხმა მოესმა. ლეამ დახუღული თვალები გაახილა და ბევრი არ უფიქრია, ტყავის ქურთუკს ხელი დასტაცა და უკანმოუხედავად გავარდა სახლიდან. 5 თავი ლეა თვალის დახამხამებაში აღმოჩნდა თავისი კორპუსის ეზოში და სადარბაზოსთან მდგარ, შავი ფერის, თუმცა სხვა მარკის მანქანასთან მიირბინა. მძღოლის მხარეს, ოდნავ ჩამოწეული ფანჯრიდან მოჰკრა თვალი გოგონამ ცინიკურად ანთებულ ლურჯებს. ერთხანს სახეწაშლილი უყურა, შემდეგ კი ნელი ნაბიჯებით მოუარა მანქანას და ჩაჯდა. ბიჭმა მანქანა დაძრა, ისე რომ ლეასკენ არ გაუხედავს და არც ლეას შეუხედავს მისთვის. ასე, მდუმარედ იმგზავრეს. იოს ისევ იგივე სიმღერა ჩაერთო და ლეას გულს უჩქარებდა მუსიკის მღგზნებარე რიტმები, თუმცა არაფერს ამბობდა. შეეჩვია თითქოს ამ ხმასაც და ვერც კი მიხვდა, რომ ის, რაც მას სიძლიერედ მიაჩნდა, სწორედ ის ღუპავდა. სწორედ ის მიაქანებდა იოს სულის უფსკრულში და ვინ იცის, იქნებ ვერც გადარჩენილიყო?! მაინც, რა საზიზღარია ადამიანი, ყველაფერს მარტივად ეჩვევა. მთელი ცხოვრება, საკუთარ სიძლიერეს ეძებს, საკუთარ თავს, საკუთარ დანიშნულებას ეძებს და როცა ჰგონია, რომ იპოვა, სწორედ მაშინ აღმოჩნდება, რომ სულ ტყუილად უძებნია. სულ სხვა მხარეს წასულა, რადგან ადამიანი ვერ მიაღწევს სრულყოფილებას. სრულყოფილება არ არსებობს, რადგან მის პარალელურად არსებობს არასრულყოფილება, რომელსაც საკმაოდ დიდი იარაღი აქვს მის წინააღმდეგ და ისიც, ვერ ერევა. ვერ ერევა, რადგან თავი ყოვლისშემძლედ ჩათვალა. აი სრულყოფილების ნაკლი, გაყეყეჩებს და უფსკრულისკენ მიგაქანებს. ლეა ერთი უკიდურესობა იყო, ჩარჩოებში მოქცეული უკიდურესობა, რომელსაც იო ნელ-ნელა, მტანჯველად ატეხდა კუთხეებს. ლეა კი ვერ მიხვდა, რომ ამ ყველაფერთან შეჩვევა, არათუ იოსკენ მიმართული ტყვია, არამედ თვითმკვლელობა იყო. თითქმის ნახევარსაათიანი დამაყრუებელი მგზავრობის შემდეგ, იოს მანქანა ერთ-ერთ ღამის კლუბთან კაჩერდა. იო რამოდენიმე ნაბიჯით წინ უსწრებდა გოგონას, ეს უკანასკნელი კი ქუჩის მშიერი, უპატრონო ძაღლივით ეკიდებოდა უკან. ლეამ შეამჩნია, რომ იოს მთელი კლუბი იცნობდა. რაღაცნაირი შიში ჰქონდათ მის მიმართ, ეს იგრძნობოდა მათ მზერაში, თუმცა ისიც შეამჩნია გოგონამ, რომ კლუბში მყოფთა აზრი, ორად იხლიჩებოდა იოსთან დაკავშირებით. ერთ ნაწილს, უყვარდა იგი, ძირითადად მანდილოსნებს. მეორე ნაწილს კი ეჯავრებოდა. თუმცა აღსანიშნავი იყო, რომ ორივე მხარეს გიჟური ემოცია ჰქონდა ამ ბიჭის მიმართ. არცერთი არ იყო ნორმალური, რადგან უკიდურესობამდე მიდიოდნენ. ბართან მისულებს, ბარმენებმა იოს მიხეილით მიმართეს. ეს დიდად გასაკვირი არ გახლდათ ლეასთვის, წინა დღეს, გოგონას ძახილის შემდგომ, ამიტომ თითქმის ყურადღებაც არ მიუქცევია. ლეამ კოქტეილი დალია, იომ კი ვისკი, ყინულის გარეშე. რამოდენიმე წუთში, ბიჭმა თვალებით ანიშნა კლუბში მყოფთაგან ერთ-ერთ ბიჭს, ისიც მაშინვე მივიდა მასთან და ჩუმად ჩაუცურა ჯიბეში შეხვეული ქაღალდი. ლეა ოდნავ შეიშმუშნა ადგილზე, შემდეგ კი სწრაფად ჩაცალა კოქტეილის ჭიქა და კიდევ ერთი შეუკვეთა ბარმენს. იომ სიგარეტს გაუკიდა და ერთხანს ლეას პროფილს შეჰყურებდა. გოგონამაც მაშინვე გახედა მას, საშინლად აკომპლექსებდა მისი მზერა. თვალებითაც კი მახინჯს ეძახდა თითქოს და ეს თავდაჯერებას უკარგავდა ახალგაზრდა ქალს. გაშლილი თმა მარჯვენა მახარეს კარგად გადმოიფინა, რომ იოს ვეღარ შეეხედა მისთვის, მაგრამ მაინც გრძნობდა ბიჭის მწველ მზერას. იმ წამს მხოლოდ გონების გათიშვაზე ფიქრობდა, რადგან გული უგრძნობდა, ფხიზელი გონებით ვერაფერს გააკეთებდა. იოსგან კი ყველაფერი იყო მოსალოდნელი, აბსოლუტურად ყველაფერი. რამოდენიმე წუთის შემდეგ კი, ლეამ გაბედა იოსკენ გახედვა. საინტერესო სცენა დახვდა, ქერა ლამაზმანს ჰკოცნიდა გამალებით. აღსანიშნავი იყო, რომ თვალებით ლეას უყურებდა. ხელიც კი არ შემოეხვია ქალისთვის, იჯდა ბარის სკამზე და მის ფეხებთან მდარი ლამაზმანი მთელი სხეულით ეკვროდა მას. ბიჭი უგულოდ, თუმცა ვნებიანად ჰკოცნიდა ქერას და პარალელურად, ლეას თვალს არ აშორებდა. რამოდენიმე წამის შემდეგ კი, თმაზე მოქაჩა ქალს და გვერდზე გააგდო. ეს უკანასკნელი თითქოს ელოდა იოსგან მსგავს ქმედებას და ჯერ თავი ჩახარა, შემდეგ კი ლეას გახედა, თუმცა გოგონა იოს უყურებდა ენაჩავარდნილი. ბიჭმა ცალყბად გაუღიმა მას, შემდეგ კი სკამიდან ჩამოხტა და ბრბოს შეერია. ლეა მაშინვე წამოდგა და უკან აედევნა. რამოდენიმე წამში, კლუბის საპირფარეშოში აღმოჩდნენ, იქ მყოფებმა იო რომ დაინახეს, ერთმანეთს ასწრებდნენ იქედან გასვმას. წამებში საპირფარეშო სრულიად დაიცალა და მარტონი დარჩნენ. იომ ჯიბიდან გადახვეული ქაღალდი ამოიღო და ნიჟარის დაფაზე გაშალა. თეთრი ფხვნილი შეამჩნია ლეამ და მაშინვე მიხვდა, რომ ეს ნარკოტიკი იყო. რამოდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, ბიჭმა კი სარკიდან ამოხედა ცივი ღიმილით. -მე ამას არ შევიყნოსავ. -კატეგორიული ხმით წარმოთქვა გოგონამ. -შენი ნებაა. -მშვიდად უპასუხა ბიჭმა და ფხვნილი შეიყნოსა. შემდეგ, თავი უკან გადააგდო და ხმაურით შეისუნთქა კიდევ ერთხელ. -რაში გჭირდება ეს ყველაფერი? ნუთუ რეალობისგან გაქცევა ასე ძალიან გინდა? ბიჭმა გამოხედა, თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა გოგონა და ენა კბილებში აატრიალა. -საღ გონებაზე, შენ ვერ გიყურებ. -მშვიდად მიუგო მან, შემდე კი ქაღალდი დაკეცა და ისევ ჯიბეში ჩაიდო. -დავიჯერო, ის ქერა ლამაზი იყო? -წამოსცდა ლეას. იოს კი ხმამაღალი ხარხარი აუტყდა და საპირფარეშოს კარისკენ დაიძრა. მას ლეაც გაჰყვა უკან. იოს ფეხებს უყურებდა და თავჩაქინდრული მისდევდა მას. მოცეკვავეთა ბრბოს შეერივნენ და იომ იგივე ქერას დაუსტვინა. ეს უკანასკნელი მაშინვე გამოექანა მისკენ და ახლა უკვე, ორნი მიჰყვებოდნენ ბიჭს უკან. რამოდენიმე წამში, იო ერთ-ერთი ოთახის კართან გაჩერდა. იქვე მდგარმი ორი შევერცხლილი კაცი, მაშინვე გამოეშურა მისკენ. მან კი ჯიბეში გადახვეული ფული ჩაუცურა მათ და რაღაც გადაუჩურჩულა. ამ უკანასკნელებს ღიმილი მოეფინათ სახეზე და თავი დაუქნიეს. იომ კარი გამოაღო და გოგონებიც მას შეჰყვნენ. ბნელ, წითელი მჟუტავი შუქით განათებულ ოთახში მოხვდნენ, სადაც ლეა საშინელ სცენას შეესწრო. ახალგაზრდებს ორგია გაემართათ, ოთახის შუაში მდგარ საწოლზე. კუთხეებიც არ გახლდათ თავისუფალი, ყველა თავისი საქმით იყო დაკავებული და საშინელი შეძახილები ისმოდა. ლეას გულის რევის შეგრძნება დაეუფლა და თვალები დახუჭა, ყურებზე ხელი აიფარა, რომ საშინელ ხმებს ვერ შეეღწიათ მის ცნობიერებაში, თუმცა მაინც არ გამოსდიოდა. იომ თავით ანიშნა ოთახის საწოლზე გამართული სცენის მონაწილეებს და ისინიც სწრაფად დაიშალნენ, კარისაკენ დაიძრნენ, თუმცა იომ ხელების აწევით დარჩენისაკენ აუწყა მათ. -ოთახი დიდია, ყველა დავეტევით. -თეატრალურად წარმოთქვა მან და ხელები ჰაერში აასავსავა. შემდეგ კი, ფეხსაცმელი გაიხადა, შავი გრძელი მაისური, რომელიც შუა ბარძაყებამდე სწვდებოდა, გადაიძრო და საწოლზე წამოდგა. მისი მიხვრა-მოხვრა, მოგაგონებდათ, რომ იო შოუს წამყვანი გახლდათ, მის ქვევით კი მაყურებელთა არმია იდგა. იომ მარჯვენა ხელი გულ-მკერდთან მიიდო და თავი დაუკრა დამსწრეთ. შემდეგ კი ლეას შეხედა და თითი დაუქნია მისკენ. ეს უკანასკნელი ადგილს შეეყინა, ვერ გაეგო რა გაეკეთებინა, როცა ქერა მაჯაში სწვდა და თითქმის ძალით აათრია საწოლზე. ოთახის დანარჩენი წევრები ინტერესითა და გარყვნილი ღიმილით შეჰყურებდნენ მათ. იო მუხლებზე დადგა და მასთან ერთად ქერაც. ლეამ ინსტიქტურად გაიმეორა მისი მოქმედება და ისიც მუხლებს დაეყრდნო. იოსა და ლეას შორის ქერა იჯდა, რომელიც ზურგით გოგონასკენ იყო, სახით კი იოსკენ. ბიჭი თვალს არ აშორებდა ლეას, შემდეგ კი ქერას სწვდა თმაში და თავი უკან გადაუწია, ენა ყელში ჩაუცურა, ლეა კი მხოლოდ იოს თვალებს ეჩეხებოდა, რომელიც ქალის ყელიდან, ზუსტად მისკენ იყო მომართული. შემდეგ კი, ქალმა იოს სხეულზე მოაბნია თავისი ურიცხვ კოცნათა დამაყრუებელი ხმა. ჩაუყვა ბიჭის მკერდს, მუცელს, სულ უფრო ქვევით მიიწევდა, იო კი ცივი ღიმილით შეჰყურებდა ლეას. ვერ გაეგო, რა დაემართა გოგონას იმ მომენტში, მაგრამ ვერ აიტანა ის, რომ იოს სხეულს სხვა ეპატრონებოდა. შემდეგ, თმაში სწვდა ქერას და სწრაფად მოაშორა მისი სახე იოს სხეულს. ქალის თავი მხარზე გადაიგო და ყურის ბიბილოზე ჩაასო ბასრი კბილები, ქერას კვნესა აღმოხდა და ხელები კეფაზე ჩამოუცურა ლეას. გოგონა იოს უყურებდა და თან მის ქმედებას იმეორებდა, ვნებიანად ჰკოცნიდა ქერას კისერში და ვნებააღძრულ კვნესას აყოლებდა. იომ ქალს ერთი ხელის მოსმით შემოახია ტანსაცმელი და მის მარცხენა მკერდს დაეწაფა, ლეამ სწრაფად ჩააცურა თავი ქერას მარჯვენა მკერდისაკენ და ტუჩებში მოიქცია, თან თვალებში უყურებდა იოს და გრძნობდა ბიჭის მზერისგან უცნაურ მუხტს, რომელიც სირცხვილის გრძნობას თანდათან უქრობდა მას. ლეა იოს ყოველ ქმედებას იმეორებდა, სრულიად გაშიშვლდა ქერა და მის სხეულს ორივე ურცხვად ეპატრონებოდა. იო ლეას თითსაც არ ადებდა, არც ლეა იოს. მათი სხეულის წერტილები მხოლოდ მათ შორის მოქცეულ ქალს ეტანებოდა. ლეამ საღი გონება მთლიანად დაკარგა და თავით გადაეშვა სიგიჟის გარყვნილ მორევში... როცა ყველაფერი მორჩა, ვერც კი გააცნობიერა გოგონამ, რომ თავადაც სულ შემოძარცვოდა ტანსაცმელი. მაშინღა იგრძნო სირცხვილის გრძნობა და მაშინღა გააანალიზა, რომ ოთახში მათთან ერთად ათამდე ადამიანი მაინც იყო. საწოლზე იოს შიშველ სხეულზე გადაფენილი ქერა ქალის სხეული დაინახა გოგონამ და თითქოს მეხსიარებამ უმტყუნა წამით. ვერ გაიხსენა რას აკეთებდა და სწრაფად დასწვდა ირგვლივ მიმოფენილ ტანსაცმელს. შემდეგ კი, ჩქარი ნაბიჯებით გაქანდა კარისკენ და უკან მოუხედევად გავარდა კლუბის შენობიდან. ტროტუარის კიდესთან ჩამოჯდა და თავზე იტაცა ხელი. ვერ იჯერებდა, რომ ამ დონეზე დაეშვა. ვერ იჯერებდა, რომ საკუთარმა პრინციპულმა და ამაყმა ბუნებამ უმტყუნა. ვერ იჯერებდა რომ ეს პატარა ბიჭი, ასე ძლიერად მოქმედებდა მის ფსიქიკაზე. მაშინღა იგრძნო გაუსაძლისი შიში საკუთარი მეობის დაკარგვისა. მაშინღა იგრძნო სულის ტკივილი და შელახული თავმოყვარეობა, თუმცა ტირილიც აღარ შეეძლო. მოუნდა გასცლოდა ამ სამყაროს, გადაკარგულიყო და რეალობას მოსწყვეტოდა. -ხალხს ყველაზე მეტად ახალი სიტყვის და ახალი ნაბიჯის ეშინია, საკუთარისაც კი. -მძიმედ დაეცა გოგონას გვერდით იო. ლეას მისკენ გახედვა არ უნდოდა, სირცხვილის გრძნობა ჭამდა. სისუსტის შიში იგრძნო, რომელსაც თითქოს ხორცი შეესხა და იოში განკაცებულიყო. -ახლა არაფერზე არ მინდა საუბარი. მარტო ყოფნა მინდა. -ძლივს მოაბა წინადადებას თავი ლეამ. -ვინც მეტს გაბედავს, ძლიერიც ის არის. ვისაც ყველა ფეხებზე ჰკიდია, მეფეც ის არის და ვინაც ეს ყველაფერი იცის და მოქმედებს, მართალიც ის არის. -მშვიდად წარმოთქვა ბიჭმა და იქაურობას გაეცალა. *** ლეამ კიდევ რამოდენიმე ხანი დაჰყო ტროტუარის პირას მჯდომარემ. შემდეგ კი, წამოდგა. ტაქსი გააჩერა და სახლში მივიდა. მთელი ღამე თეთრად გაათენა, თუმცა არაფერზე უფიქრია. ვერაფერს გრძნობდა, ვერც განიცდიდა და არც ძილი ერეოდა. ტანსაცმლით იწვა ლოგინში და ჭერს მიშტერებოდა. მეორე დღესაც ასე, გაშეშებული იწვა საწოლზე და როცა ტელეფონის წკრიალის ხმა გაიგო, მაშინღა გამოფხიზლდა. დახედა ტელეფონს, ფარული ნომერი იყო და მიხვდა, რომ პრეზიდენტის მანქანამ მოაკითხა. გოგონა არ ჩასულა. არც იმ დღეს, არც მეორე დღეს... დღეები გარბოდნენ, ამ ხნის განმავლობაში ერთხელ ესტუმრა მას ნიკოლოზი, თუმცა სიტყვა ვერ ათქმევინა ლეას. გივის ზარებიც არ წყდებოდნენ მის ტელეფონში, თუმცა ეს უკანასკნელი არ პასუხობდა. არავის ნახვა სურდა და არც არაფერზე ფიქრობდა. მადაც დაეკარგა, წყურვილსაც ვერ გრძნობდა, დღეში მხოლოდ რამოდენიმეჯერ მოსვამდა წყალს. ძალა სულ დაეკარგა, თავბრუს ხვევას გრძნობდა, თვალთ უბნელდებოდა შიმშილობისგან და მაშინღა მოეგო გონს. მიხვდა, რომ თავს უნდა მორეოდა და დეპრესიაში არ ჩავარდნილიყო. ერთი კვირის თავზე, გივი თავად ესტუმრა მას. გაცოფებული იყო, თუმცა მაქსიმალურად ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, როცა გოგონას გამოფიტული სხეული და ჩაშავებული თვალები დაუხვდა. -პრეზიდენტი თავად შემხვდა, თურმე ერთ კვირაზე მეტია, აღარ დადიხარ იოანესთან. -ნაძალადევი სიმშვიდით საუბრობდა კაცი. -მას არ სურს ჩემთან თანამშრომლობა. -ნუ მაფიქრებინებ, რომ სუსტი ფსიქოლოგი ხარ, ლეა. პრეზიდენტი რომ გადამამტერო, იცოდე სამსახურს დაემშვიდობე. -მუქარანარევად წარმოთქვა კაცმა. ლეას თვალები გაუფართოვდა ამის მოსმენისას. -დღესვე მიხვალ და გააგრძელებ სეანსებს. მე ვუთხარი, რომ ავად იყავი და მაგის გამო ვერ მიდიოდი. ყალბი ცნობაც კი გავამზადებინე, წარმოგიდგენია? -თვალები დაქაჩა კაცმა. ლეამ თავი ჩახარა, არაფერი უპასუხა გივის. თავს კი საშინლად გრძნობდა, უსუსურად. ცხოვრებაში პირველად იგრძნო გამოუვალი მდგომარეობა და სირთულის შიში. გივიმ ერთხანს შეიცადა, შემდეგ კი კიდევ ერთხელ დაუქნია თავი მუქარანარევად და სახლი დატოვა. ლეა აბანოში შევიდა, ცხელ წყალში ჩაესვენა და მდუმარედ გაატარა თითქმის საათზე მეტი. სიკვდილზე მეტად აშინებდ იოს ნახვა, მაგრამ კარიერა ჯერ კიდევ ფასობდა მისთვის იმდენად, რომ შიში დაეძლია. ისევ მოემზადა, ჩაიცვა თავისი ყოველდღიური საქმიანი ფორმა, მაგრამ არაკომფორტულად იგრძნო თავი. იცოდა რომ ეს სამოსი ვეღარ ნიღბავდა მას, იოს წინაშე მაინც დამცირებული და სუსტი გამოჩნდებოდა. თავდაჯერებული თვალები ჩაუქრა თითქოს და მიხვდა, რომ მასში რაღაც მოკვდა და მის ადგილას ახალი აღმოცენდა. რაღაც უცხო, ჯერ კიდევ შეუცნობელი, თუმცა ისეთი, ფარულად რომ არსებობდა მასში და მდუმარედ იყო მთელი 25 წლის მანძილზე. მანქანამ მოაკითხა და უღიმღამოდ ჩაჯდა გოგონა შიგნით. გულის ცემა, პრეზიდენტის სახლთან მიახლოვებასთან ერთად, უჩქარდებოდა გოგონა, იოს ოთახის კართან მისულს კი ლამის კრუნჩხვები დაემართა. ერთხანს კართან იდგა მდუმარედ, თავს აიძულებდა, რომ დამშვიდებულიყო, შემდეგ კი ფრთხილად დააკაკუნა და გამოაღო. იო მაგიდაზე იწვა, ზურგით გადმოფენოდა მის კიდეს და ყირამალა შესცქეროდა ოთახში შესულ ლეას. ეს უკანასკნელი მაგიდას მიუახლოვდა და ჩამოჯდა. იო კი, რამოდენიმე წუთი ასე იწვა, შემდეგ კი, ისიც წამოჯდა მაგიდაზე და ლეას მოპირდაპირე სკამზე ჩასრიალდა. -დეპრესია გადალახეთ, ქალბატონო ფსიქოლოგო? -ირონიულად დაუსისინა ბიჭმა. -არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც შეზღუდულები არიან. კომპლექსები ჭამთ და ამის გამო მთელს ქვეყანას ადანაშაულებენ. ამოიცანი შენი თავი? -მშვიდად შეეკითხა ლეა. -ვერა. -მოკლედ მოუჭრა მან. -მაშ, რას დაარქმევ შენს ქმედებებს? -ჩემი ქმედება პროტესტია, ადამიანთა სულმდაბლობის წინააღმდეგ. შენ კი, სხვის ჭკუაზე ჩანჩალი შეგიძლია მხოლოდ. აქამდე, ადამიანთა ჭკუაზე დაჩანჩალებდი, ახლა ჩემსაზე და დეპრესიაში ჩავარდი იმის გამო, რომ ცხოვრებაში ერთხელ ჩაიდინე ის, რაც ყოველთვის გინდოდა, მაგრამ ვერ აკეთებდი. -მერე და ვინ თქვა, რომ ადამიანმა ყველა თავისი სურვილი უნდა დაიკმაყოფილოს? თუკი თავის კონტროლო დაკარგე, გიჟი ხდები, შეშლილი და შენი სურვილები დაგატარებენ ყურით. -ჩემი სიგიჟე, სხვის ნორმალურობას ჯობს, რადგან პირველ შემთხვევაში თავისუფალი ხარ, მეორე შემთხვევაში კი, უბრალოდ თუთიყუში. -თავისუფლება ერთი შეხედვით მომხიბვლელად გამოიყურება, მაგრამ მასზე მტანჯველი არაფერი არსებობს. -მშვიდად წარმოთქვა ლეამ და უზარმაზარი სარკმლის იქით მომზირალ მარადმწვანე ნაძვებს გახედა. -შენ შენს მწუხარებაში იკარგები და არ იცი როგორ გამოხატო. -ისევ იოს გაუსწორა მზერა ქალმა, რომელიც სერიოზული გამომეტყველებით აშტერდებოდა მას. -ბედნიერი ხარ, იო? -რამოდენიმეწამიანი მდუმარების შემდეგ, იკითხა ლეამ. -ბედნიერება? ბედნიერების შეგრძნება სუსტი ადამიანების ხვედრია. იბრძოლო იმისთვის, რომ ბედნიერების წამიერი განცდა დაგეუფლოს, მეორეს მხრივ წამიერად ისეთი რამ ჩაიდინო, რომ უბედურების შეგრძნებამ მოგიცვას. ბედნიერება უბედურების გარეშე არ არსებობს და არც უბედურება არსებობს ბედნიერების გარეშე. მაინც, რაშია სხვაობა? -პასუხი არ გაქვს? -პასუხი არ არსებობს. არცერთ კითხვაზე არ არსებობს ზუსტი პასუხი. -შენს აღმზრდელებზე რას მეტყვი? შეგიძლია, კარგი მოგონება გაიხსენო? ან ცუდი? იოს ზიზღი მოეფინა სახეზე და ტუჩები აუთამაშდა. -არაფერი მახსენდება. -მოკლედ მოუჭრა მან. -ყველაზე საშინელი ოჯახისგანაც შეიძლება კარგი მოგონება გაგაჩნდეს, თუკი ძიების უნარი გაგაჩნია. -სურვილი არ გამაჩნია. -მაშ, რატომ? შენს ქმედებებს რაიმე აზრი ხომ უნდა ჰქონდეს? ბიჭს სახეზე ირონიული ღიმილი გადაეკრო, რომელიც თითქმის შეუმჩნეველი გახლდათ, თუმცა ლეასთვის ყოველთვის შესამჩნევი იყო. -არავითარი. სწორედ ამაშია მთელი აზრი. -ცივი ღიმილით წარმოთქვა ბიჭმა და ქვევიდან ახედა ლეას. 6 თავი დღეები გადიოდა... ლეა ყოველ დღე დადიოდა იოსთან, თუმცა მათი დიალოგები ძალიან მოკლე იყო. ბიჭში რაღაც ახალი აღმოაჩინა ლეამ, მისი სითამამისა და სიგიჟის მიღმა იმალებოდა რაღაც დიდი, ფარული და შეუცნობელი, რომელიც იოს ყოველ დღე სხვადასხვანაირს ხდიდა. ერთ-ერთ სეანსზე, ბიჭმა ფარდები ჩამოაფარა ოთახს და სრულ სიბნელეში გაიარა მთელმა სეანსმა, მიზეზად კი იომ უბრალოდ სიბნელეში საუბრის სურვილი მოიყვანა. ბნელში გატარებული სეანსები დაახლოებით 5 დღეს გაგრძელდა, შემდეგ უკვე ბიჭმა ისურვა, რომ ლეასთან ძალიან ახლოს დამჯდარიყო და ისე ესაუბრათ. ეს უკანასკნელი კი ყველანაირ შანსს იყენებდა, იოს ყველა ახირებას თანხმდებოდა, რომ მისგან რაღაც ახალი გაეგო. თუმცა აღსანიშნი გახლდათ, რომ ლეასთვის შეუმჩნევლად, თავად გოგონაც იცვლებოდა იოსთან ერთად. თითქოს მისი ესმოდა კიდეც... სახლში დაბრუნებული, ღამე ქუჩაში დაეხეტებოდა და ადამიანებს აკვირდებოდა. შეამჩნია, რომ მართლაც ჩარჩოებში იყვნენ მოქცეულნი და მართლაც ვერ იყვნენ ისინი, რაც რეალურად სურდათ, რომ ყოფილიყვნენ. საკუთარი თავიც მოაქცია მათ შორის. შემდეგ, იოს სიტყვებზე დაფიქრდა, როცა სარკესთან იდგა და თავის თავს აკვირდებოდა. ადამიანმა ტანისამოსიც კი დაყო ხასიათებად და კლასებად. ის კი თავს თავდაჯერებულად გრძნობდა თავის საქმიან ფორმაში და ეს იმას ნიშნავდა, რომ ის საზოგადოების გავლენისა და აზრის ქვეშ მოექცა. იო კი თავისუფალი იყო და რატომ თვლიდნენ გიჟად მას, თუკი სხვის ჭკუაზე სიარული არ მოსწონდა? ფიქრობდა ლეა, გაუთავებლად ფიქრობდა და ვერც ამჩვენდა, რომ ამაზე ფიქრიც კი იმას ნიშნავდა, რომ შეიცვალა. მაშინ თუ, 3 კვირის წინ, იოს საუბარი და ქმედებები აღიზიანებდა, ახლა ესმოდა მისი და მეტიც, თითქოს ამშვიდებდა მასთან სიახლოვე. ნიკოლოზი ისევ მოდიოდა მასთან, მაგრამ ლეას აღარ ესმოდა მისი, თითქოს. უსმენდა, მაგრამ ვეღარ იგებდა, უყურებდა, მაგრამ თავს უცხოდ გრძნობდა მასთან. ეს უკანასკნელი კი ცდილობდა მის გატყდომას, ცდილობდა მისგან მიზეზი გაეგო შეცვლის, მაგრამ სიმართლე ის გახლდათ, რომ ლეა მეტად ვეღარ გატყდებოდა, ლეა უკვე გატეხილი იყო. ის უკვე თავის თავს ემგვანებოდა, ყველაზე დაუჯერებელი კი ეს არის. როცა საკუთარ თავს ემგვანები, არავის სჯერა შენი, გიჟს გეძახიან. ნორმალური კი მაშინ ხარ, როდესაც სხვებისგან არაფრით გამოირჩევი. ერევი საზოგადოებში, ერევი ბრბოში და იმდენად ემგვანები მათ, რომ ვეღარც კი გამჩნევენ. სულ რომ ქვეყანა დააქციო ყვირილითა და ძახილით, ვერავინ გაგიგონებს, ვერავინ გაიგებს თუ რა იმალება ამ დამაყრუებელი გამოძახილის მიღმა, რადგან არ ესმით, რადგან არ იციან, რადგან საკუთარ თავსაც კი არ უსმენენ. ლეა ფარულ შიშს გრძნობდა ყოველი სეანსზე მისვლის წინ, თუმცა ვერ ხვდებოდა ეს რისი შიში იყო, იოსი თუ საკუთარი თავის?! მასთან მუშაობის თვე იწურებოდა, ბოლო კვირის თავზე კი იო ოთახში არ დახვდა გოგონას. არც ნელიმ იცოდა მისი ადგილსამყოფელი და ლეას მოუწია, რომ სახლში დაბრუნებულიყო. ჯერ საღამოს 8 საათი იწურებოდა, მაგრამ საკმაოდ შებინდებულიყო. სახლში ვერ გაჩერდა ლეა, ზღვის სურნელის შეგრძნება და ნახვა მოუნდა. ისევ თავისი ფორმა ეცვა, თუმცა ტერფები გაითავისუფლა არაკომფორტული ფეხსაცმლისაგან, მარჯვენა ხელში მოიქცია და ნელა გაუყვა ზღვის ცარიელ ნაპირს. იმ მომენტში, სრულიად დაასვენა გონება ფიქრისაგან და ზღვის ყურებით ტკბებოდა. ვერც კი გააცნობიერა, ისე მოშორდა ქალაქთან ახლოს მდებარე ნაპირს და მაღალი ქვებით გარშემორტყმულ ადგილზე მოხვდა. უკვე გვარიანად შეღამებულიყო და კარგად ვერ გაარჩია, თუ სად იყო. ძალიან მშვიდად და მყურდოდ იგრძნო ლეამ თავი ამ დგილას. თითქოს უზარმაზარი ქვის ლოდებით დაცული პატარა ნაპირი, მასაც იცავდა და სულს უმშვიდებდა. ნაპირთან ჩამოჯდა ლეა, ღრმად ჩაეფლო ქვიშაში და მის წინ გაშლილ მდუმარე ზღვის მშვიდ ბუჟბუჟს უსმენდა. რამოდენიმე წუთი გაატარა ასე, მდუმარედ და შემდეგ, შეამჩნია მისგან მოშორებით, ზღვასთან უფრო ახლოს მბჟუტავი წითელი წერტილი და მისგან ამომავალი იისფერი კვამლი. სხეული ვერ გაარჩია სიბნელეში გოგონამ, მაგრამ რატომღაც შიში იგრძნო და სწრაფად წამოდგა. გადაწყვიტა, შეუმჩნევლად გაპარულიყო იქედან. -დამდევ? -ზურგს უკან მოესმა გოგონას ნაცნობი, ბოხი ხმა და მაშინვე შედგა. ლეას ბევრი არ უფიქრია, სწრაფად დაიძრა ზღვის ნაპირისაკენ და ჯერ რამოდენიმე წამი თავზე წამოადგა იოს, შემდეგ კი მის გვერდით დაჯდა. ბიჭი ისევ ზღვას უყურებდა და მდუმარედ იჯდა. რამოდენიმეწამიანი მყუდროების შემდეგ კი, გამოხედა მას. ფეხები მოხრილ მუხლებზე შემოეწყო, გაუთავებლად უშვებდა პირიდან იისფერ კვამლს, თუმცა ლეას აღარ აბოლებდა სახეში. -მომწონს ეს ადგილი. -დამთბარი ხმით წარმოთქვა ლეამ და ღრმად შეისუნთქა ზღვისაგან ამლაშებული ჟანგბადი. იო კი მდუმარედ იჯდა და ხმას არ იღებდა. არც ლეას აწუხებდა მისი მდუმარება და ეს სიჩუმე ლამაზად მოეჩვენა. ორი ადამიანის მდუმარებაში დიადი აზრი დევს, მათ სულაც არ ჭირდებათ სიტყვები, თითქოს... რადგან, ისინი ერთმანეთის ფიქრებზე ფიქრობენ და ეს უფრო ბევრის მთქმელია, ვიდრე სიტყვები, რომელიც საერთოდაც ვერაფერს ამბობს, ზოგი ადამიანის შეგრძნებების გამოსახატავად. -ყველა ადამიანს აქვს უფლება, გამოიყენოს საკუთარი თავისუფალი ნება, რომელიც დაბადებიდან მოგვენიჭა. მე მესმის შენი, მაგრამ არ მესმის რატომ იყენებ ამას სისასტიკისთვის? რატომ აძლევ საკუთარ ნებას ზიზღის უფლებას? იმასაც ვხვდები, რომ ჩემში ჩემი ბნელი ნაწილის გაღვიძებას ცდილობ, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ? -დაარღვია სიჩუმე ლეამ. -ეს ჩემი ბუნებაა, გავანადგურო ყველაფერი, რასაც შევეხები. გავანადგურო ყველა, ვინც შემიყვარებს, რადგან მეზიზღება ჩემზე შეყვარებული ადამიანები, მეზიზღება საკუთარი სხეული, მეზიზღება საჭმელი, რომელიც ამ სხეულს აჯანსაღებს, მეზიზღება ყველა და ყველაფერი, რასაც ჩემი თვალები ხედავენ. მე თავისუფლება მჭირდება, მე ციხეში ვარ, გისოსები კი ეს წყეული სხეულია, რომელიც ისე ჩამომაცვეს, რომ არ მკითხეს. მე ვგრძნობ საკუთარი სულის ძახილს, აქედან გაქცევა უნდა, გესმის? -გულზე ხელი მიიდო იომ და ლეას გამოხედა. -აქედან თავის დაღწევა სურს. ჩემი თავისუფალი ნება დაბადებსთანავე წამართვეს, რადგან მე არ მინდოდა ამ წყეულ სხეულში, არ მინდოდა ადამიანებს შორის მეარსება. არ მინდა მიჯაჭვული ვიყო მიწაზე, არ მინდა. ლეა ერთხანს ჩაფიქრებული იჯდა, შემდეგ კი ენით ტუჩები გაისველა და ღრმად ამოისუნთქა. -შენ თქვი, ვინც შემიყვარებს... -ჰო, შენც გიყვარდები. -სიტყვა გააწყვეტინა ბიჭმა. -საიდან მოიტანე, რომ მიყვარდები? -შუბლი შეკრა გოგონამ. იოს კი ჩაეცინა კითხვაზე და სიგარეტს გაუკიდა. -ჩემზე შეყვარებულ ადამიანებს, ხორცით ვგრძნობ. მაშინვე მატყობინებს, რომ უნდა მძულდეს. -თქვა ბიჭმა და კვამლით გაბურა მათ შორის მოქცეული სივრცე. -მე შეყვარებული ვარ იო, მაგრამ ის შენ არ ხარ. იომ სერიოზული გამომეტყველებით გამოხედა და სახე ოდნავ დაეჭყანა. -ესე იგი, ჯერ ვერ გაერკვიე. -მოკლედ მოუჭრა მან. ლეას ამაზე საუბრის გაგრძელება აღარ სურდა, რადგან პასუხის ეშინოდა თითქოს. მსჯელობაში დაბადებული ჭეშმარიტი აზრი აშინებდა ამ საკითხზე, თუმცა მაინც ეუცხოვა ეს ნათქვამი. იოს ერთი შეხედვით არაფერი ჰქონდა შესაყვარებელი, გარეგნობის გარდა, თუმცა ისეთ მუხტს ატარებდა, რომელიც მაგნიტივით მიიზიდავდა ნებისმიერს, ვინც მასთან საქმეს დაიჭერდა და ვერცერთი მის მიერ ჩადენილი სისაძაგლე ვერ დაგაშორებდა მასთან, პირიქით, რაც უფრო მეტს აშავებდა, უფრო გიზიდავდა, შენდაუნებურად. -რატომ გეზიზღება შენზე შეყვარებული ადამიანები? -უბრალოდ, მეზიზღება და მორჩა. -კარგი. -ხვნეშით ამოისუნთქა ლეამ. -შენი სიტყვებიდან გამომდინარე, სიკვდილი უნდა გინდოდეს, თუკი ამ სამყაროსთან გაუცხოვებას გრძნობ, მაგრამ თავს ვერ იკლავ. ესე იგი, შენს ცხოვრებას უნდა ჰქონდეს აზრი, მიზანი. -მაქვს კიდეც. -რისი მიზანი გაქვს? ბიჭმა ჯერ არაფერი უპასუხა, შემდეგ კი ხვნეშით ამოისუნთქა და ლეას გახედა. -მხოლოდ დაფარულია უსაფრთხო. -უპასუხა მან და ფეხზე წამოდგა. ლეაც ადგა მასთან ერთად, თუმცა ბიჭი სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა და ლეას მცდელობის მიუხედავად, ვერ დაეწია მას. *** მეორე დღეს არ მოუკითხავს პრეზიდენტის მანქანას ლეასთვის, რამაც ფრიად გააკვირვა და ამასთან, ააღელვა გოგონა, თუმცა გაიფიქრა, რომ თავად იო მოაკითხავდა, ღამით. წესით, ამის გამო უნდა აფორიაქებულიყო, რადგან იოს მოკითხვა, კარგს არაფერს ნიშნავდა, მაგრამ არ უგრძვნია შიში. მოემზადა კიდეც, საღამოს რომ დახვედროდა, მაგრამ ბიჭი არ გამოჩენილა არც იმ დღეს, არც მეორე დღეს. პრეზიდენტის მანქანაც აღარ აკითხავდა, არც გივის დაურეკავს მისთვის. ლეა აღელვებული იყო, არ იცოდა რა მოემოქმედებინა, ბოლოს კი გივისთან მისვლა გადაწყვიტა. ნერვიულობას ვერ მალავდა უკვე გივის კაბინეტში მჯდომარე გოგონა, როდესაც ეს უკანასკნელი თითქმის 15 წუთი გაბმულად საუბრობდა ტელეფონზე და დროდადრო ხმამაღლა იცინოდა. მშვიდად სუნთქვაც კი აღარ შეეძლო გოგონას, იმდენად აღელვებდა ეს გაურკვევლობა, რაც მის თავს ხდებოდა. ბოლოს, როგორც იქნა გივიმ გაწყვიტა ტელეფონზე ლაპარაკი და მაშინვე დაუსერიოზულდა გამომეტყველება. ლეა ცნობისმოყვარედ შეაჩერდა სახეში მას. -პრეზიდენტის მანქანა აღარ მაკითხავს, ბატონო გივი. -სწრაფად საუბრობდა გოგონა. -ვიცი, შემატყობინეს. -მშვიდად მიუგო მამაკაცმა. -რა ხდება? -გაწელილი ხმოვნებით იკითხა ლეამ. -იოანემ სეანსების შეწყვეტა მოითხოვა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ შესაძლოა გადაეფიქრებინა. ლეამ შუბლი შეკრა და ოდნავ დამფრთხალი მზერით შეაჩერდა სახეში კაცს. -რას ნიშნავს, სეანსების შეწყვეტა მოითხოვა. რატომ? კაცმა ხვნეშით ამოისუნთქა და გამომცდელი თვალებით შეხედა ლეას. -როგორც ჩანს, ამ ერთ თვეს ფუჭად ჩაუვლია, ლეა. ჯერ-ჯერობით, ვერაფერს მოვიმოქმედებთ, რადგან იოანეს სიტყვაზეა დამოკიდებული ყველაფერი. ამის შემდეგ კი, ბევრს ვიფიქრებ, სანამ ახალ დავალებას მოგცემ. -სიმკაცრეშერეული ხმით წარმოთქვა მამაკაცმა. ლეას კი მისი ტონისთვის და ასევე საკუთარი კარიერის კითხვის ნიშნის ქვეშ მოქცევისათვის მნიშვნელობა არ მიუნიჭებია. საგონებელში ჩავარდა, რა მოხდა ისეთი, რამაც იოს მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მოაფიქრა. როგორ დატოვა გივის კაბინეტი აღარ ახსოვდა, მთელი გზა გაურკვევლად აცეცებდა თვალებს. მანქანა სამჯერ გადააყენა გზიდან, რადგან თვალთ უბნელდებოდა. ის შიში, რაც იოს კართან მისვლამდე ეუფლებოდა, უფრო გაუმძაფრდა გოგონას და მთელი მისი სხეული ამ გრძნობამ მოიცვა. ალბათ, იოს გაცნობის პირველ დღეებში, მისი ეს გადაწყვეტილება გაახარებდა, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბიჭს თითქმის არაფერი ჰქონდა ნათელი, მთელი მისი შინაგანი სამყარო ბნელი ბურუსით იყო მოცული. მაინც რაღაც ჩასწყდა გოგონას, რაღაც ეტკინა შიგნით, რაც გაუსაძლისად ეჩვენებოდა. იმ ღამეს, ნაცნობ კლუბს ესტუმრა, იოს ეძებდა. იკითხა კიდეც მიხეილი, მაგრამ არავინ იცოდა, სად იყო. ლეას კი უცნაურად აკვირდებოდნენ, თითქოს ამ სახელის ხსენებაც კი საკმარისი იყო მათთვის, რომ ასეთი გამომეტყველება მიეღოთ. ლეა ვერ წყნარდებოდა, აფორიაქებული იყო. პასუხი სჭირდებოდა, იოსგან მოსმენილი პასუხი უნდოდა, თუ რის გამო თქვა მან სეანსებზე უარი. სხვადასხვა კლუბებს სტუმრობდა ყოველ ღამე, შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ ვერსად პოულობდა მას. პრეზიდენტის სახლში მისვლას კი ვერ ბედავდა. ერთ საღამოს, ნიკოლოზი ესტუმრა მას და იმ ღამეს, ლეასთან დარჩა. საწოლში თავს არაკომფორტულად გრძნობდა გოგონა, მუდამ იოს სიტყვები აგონდებოდა, როცა უთხრა რომ საკუთარ გრძნობებში ვერ გაერკვია. ამიტომ თავს ძალას ატანდა, ამაზე გამარჯვება მაინც სურდა. თუ ამ ბიჭის ფსიქიკას ვერ მოერია, საკუთარი გრძნობები მაინც შეენარჩუნებინა. შეენარჩუნებინა კაცი, რომელსაც ერთი წელი ხვდებოდა და მისდამი გრძნობებს მოფრთხილებოდა, ამიტომ თავს მაქსიმალურად ატანდა ძალას და მთელი სხეულით ეკვროდა მის გვერდით მწოლიარე კაცს. ეს უკანასკნელიც გათამამდა, მთელ სხეულზე მოაბნია სველი კოცნა. ვნებააღძრული ეტანებოდა ქალის სხეულს და ლეაც თავს ძალას ატანდა, თუმცა რაც უფრო მეტად იწელებოდა დრო ფერებაში, უფრო და უფრო აღარ შეეძლო. ბოლოს კი, გულის რევის შეგრძნება დაეუფლა და მაშინვე მოსწყდა მამაკაცის სხეულს. მთელი ცხოვრების მანძილზე ნაგროვებმა დარდმა, ახლა გაიღვიძა მასში და ისტერიკული, ხმამაღალი ტირილი აუტყდა. ბალიშზე დამხობილი, მთელი ხმით ღრიალებდა და ზეწარს ცრემლებით ასველებდა. ნიკოლოზი სწრაფად გამოიხარა მისკენ და პატარა ბავშვივით დაუწყო ფერება, ლეას კი მისი შეხება აღიზიანებდა. ხვდებოდა, რომ ვერ იტანდა ამ კაცის შეხებას და ეს უფრო და უფრო იწვევდა ცრემლების ზღვას მის სახეზე. -რა დაგემართა, ლეა? დამელაპარაკე. -თავზე უსვამდა ხელს ნიკოლოზი და სითბოშერეული ხმით ეკითხებოდა. ლეა კი ტიროდა, გაუსაძლისად სტკიოდა რაღაც შიგნით და ვერ ხვდებოდა ეს რა იყო, ან არ უნდოდა მიმხვდარიყო. ნიკოლოზი ცდილობდა მოეთმინა, სანამ ლეა დამშვიდდებოდა, მაგრამ ეს უკანასკნელი დამშვიდების ნაცვლად, უფრო უმატებდა ტირილს. რამოდენიმეწუთიანი, გაუსაძლისი ღრიალის შემდეგ კი, ერთბაშად დამშვიდდა ლეა. თითქოს ტირილმა, ოდნავ ჩააწყნარა, მაგრამ მაინც ჭამდა შიგნიდან რაღაც. შემდეგ, საწოლზე წამოჯდა და თვალებდასიებულმა გახედა მის გვერდით წამომჯდარ ნიკოლოზს. -მაპატიე. -წაიბურტყუნა მან. -საპატიებელი არაფერი გაქვს, ლეა. უბრალოდ, დამელაპარაკე. რა მოხდა? ჩვენ საუკეთესო მეგობრებიც ვართ ყველაფერთან ერთად. ყოველი შემთხვევისთვის, აქამდე ვიყავით. -ბოლო წინადადება ყრუ ხმით წარმოთქვა მამაკაცმა. -სათქმელი არაფერი მაქვს, უბრალოდ... -აკანკალებული ხმით ამოისუნთქა გოგონამ და ისევ მოაწვა ცრემლები თვალებში, ამიტომ სიტყვა ვეღარ დაასრულა. ნიკოლოზმა კი კეფაზე მოჰხვია გოგონას ხელი და მხარზე დაადებინა თავი. ლეამ მაგრად დახუჭა თვალები, ვერ ეგუებოდა მის შეხებას, მაგრამ თავს ძალას ატანდა, რომ თავი არ დაეძვრინა. ეს უკანასკნელი კი მიხვდა, რომ ლეას საუბარი არ შეეძლო, ამიტომ ზედმეტი კითხვებისგან თავს იკავებდა. რამოდენიმე წუთში კი ლეა სწრაფად წამოხტა საწოლიდან და თვალისდახამხამებაში ჩაიცვა. ნიკოლოზიც წამოდგა თვალებგაფართოვებული. -რას აკეთებ, ლეა? სად მიდიხარ? -აედევნა უკან კაცი, მაგრამ ლეა თავქუდმოგლეჯილი გარბოდა სახლიდან და მამაკაცმა ჩაცმაც კი ვერ მოასწრო, ისე დატოვა გოგონამ სახლი. მთელი ძალით აჭერდა ლეა ფეხს მანქანის გაზს და სწრაფად მიაქროლებდა. დაახლოებით ნახევარ საათში, ლურჯმა პეჟომ ნაცნობი კლუბის წინ დაამუხრუჭა. ლეა სუნთქვააჩქარებული შევარდა შიგნით და თვალებგაფართოვებული ეძებდა იოს მოცეკვავეთა ბრბოს შორის. რატომღაც, გული უგრძნობდა რომ იმ დღეს მას იქ იპოვნიდა. ჯერ ბართან მივიდა და ყველაზე მძიმე სასმელი შეუკვეთა. ტირილისაგან მისუსტებულ ორგანიზმს სწრაფადვე მოერია ალკოჰოლი და თვალები მიებნიდა. -მიხეილი არ გამოჩენილა? -ნამთვრალევი ხმით შეეკითხა გოგონა ბარმენს. -ცოტა ხნის წინ აქ იყო, ვხედავდი. -თავის ცეცება დაიწყო ბარმენმა და თვალებმოჭუტული იხედებოდა ლეას ზურგს უკან. -აი, იქ არის. -თავით ანიშნა ბოლოს გოგონას. ლეა სწრაფად ჩამოძვრა ბარის სკამიდან და დაკვირვებული თვალი მოავლო მოცეკვავეებს. წამებში კი, იოც დაინახა. ისევ წითელი ტყავის სავარძელში იჯდა, სამ ნამდილოსანთან ერთად. ერთ-ერთი კალთაში ეჯდა და ყურში რაღაცას ეჩურჩულებოდა. ლეა სწრაფად დაიძრა მათკენ და რამოდენიმე წუთში თავზე დაადგა ბიჭს. -საქმე მაქვს შენთან. -დასჭექა ლეამ. იოს კი არც გაუხედავს, სიცილით ეჩურჩულებოდა რაღაცას მის კალთაში მჯდარ გოგონას. ლეას მოთმინების ფიალა თანდათან ეწურებოდა და თვალებდახუჭული, ღრმად სუნთქავდა რომ ნერვებს არ ემტყუნათ მისთვის. იო კი ზედაც არ უყურებდა მას. რამოდენიმეწამიანი გაუსაძლისი ლოდინის შემდეგ კი გოგონა მკლავში სწვდა იოს კალთაში მოკალათებულ ქალს და ფეხზე წამოაგდო. გოგონა სახეში შეაცხრა ლეას და ხელი ჰკრა, ლეამაც საპასუხო მუჯლუგუნი გააქანა მისკენ. ამაზე დანარჩენი ორი გოგოც წამოდგა და გააფთრებული სახით წამოადგნენ ლეას თავზე. ამ უკანასკნელმა მათ შორის იოს მზერა დალანდა, ცივი, უგრძნობი და კმაყოფილი. -ახლავე მოშორდი აქედან! -დაუღრინა ერთ-ერთმა ლეას. -მიხეილის ნათესავი ვარ და თუ პრობლემები არ გინდათ მასთან, თქვენთვისვე აჯობებს მომშორდეთ. -მშვიდად მიუგო ლეამ და პასუხს არც დალოდებია, ისე გაიარა მათ შორის. ამ უკანასკნელებმა ჯერ ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ კი იოს, რომელიც მის თავზე წამომდგარ ლეას შეშტერებოდა. ბოლოს კი, წასვლა გადაწყვიტეს და ფრთხილად დატოვეს იქაურობა. იო ერთხანს შეუმჩნეველი ღიმილით ათვალიერებდა გოგონას ქვევიდან ზევით, შემდეგ კი, წამოდგა. მაჯაში სწვდა და შენობიდან გაათრია. იქ ცივად შეუშვა ხელი ბიჭმა, ყურში გაჩხერილი სიგარეტი გამოიძრო და გაუკიდა, თუმცა სანამ ნაფაზს მოარტყამდა, ლეამ გამოგლიჯა პირიდან და თავად მოარტყა ღრმა ნაფაზი. -რატომ თქვი სეანსებზე უარი? -გოგონა ნერვიულად საუბრობდა და წამდაუწუმ ისვამდა აკანკალებულ თითებს შუბლზე, პარალელურად სწრაფ-სწრაფად ქაჩავდა სიგარეტიდან ნაფაზებს. იომ მშვიდად ამოიღო მეორე ღერი ტყავის ქურთუკის ჯიბიდან და გაუკიდა. -სიცოცხლე მოგბეზრდა? -სახეში შეაბოლა იომ. -კითხვაზე მიპასუხე! -რა შენი საქმეა? შენი მოვალეობა შეასრულე და წადი, არ მჭირდები! -კბილებიდან გამოსცრა იომ. -გჭირდები, ჯერ არ დამისრულებია. გჭირდები, ჯერ გჭირდები. -აკანკალებული, შეშლილი ხმით იმეორებდა გოგონა და მთელი ძალით ისრესდა სახეს. -მე შენ გაგაფრთხილე. -ჩუმად წაიბურტყუნა ბიჭმა და ზიზღნარევი სახით დახედა ლეას. -რა გამაფრთხილე? -რომ ის არ დაგმართნოდა, რაც ახლა გჭირს. იმაზე სუსტი ყოფილხარ, ვიდრე მეგონე. გოგონა თავისი მანქანისკენ დაიძრა და მას მიეყრდნო ზურგით. ძალა სულ გამოეცალა ფეხებში. მთელი სხეულით ცახცახებდა, შემდეგ კი გადმოიხარა, ხელის გულებით მუხლებს დაეყრდნო. იო ნელა მიუახლოვდა მას და ზევიდან დახედა. -მახსოვს, ქალაქში რომ ჩამოვედი, იყო პერიოდები თეთრიც არ მქონდა. -კანკალშერეული ხმით დაიწყო ლეამ, ისე რომ არ გასწორებულა. -მციოდა, მშიოდა, ვსწავლობდი და ლექციების შემდეგ, ჩემსავე უნივერსიტეტში ტუალეტებს ვრეცხავდი შუა ხნის ქალებთან ერთად. მე მახსოვს სტუდენტების მზერა, ზოგის ჩუმი სიცილიც, მაგრამ მე გრძნობები მოვკალი. ამ წლებმა, მე მოთმინება მასწავლა და გავძლიერდი. შენ შეგიძლია ეს სისუსტედ ჩათვალო, მაგრამ მე ჩემით ავაშენე ჩემივე სიამაყე. მივხვდი რომ საკუთარი თავის დაფასებით, სხვასაც ვაიძულებდი ჩემს დაფასებას. -ყველაზე ამაყიც კი ბოლოს ყველაზე საზიზღარი მონა ხდება ხოლმე. -ამრეზით დახედა იომ და კიდევ ერთი სიგარეტის ღერს გაუკიდა. ლეა გასწორდა, ღრმად ამოისუნთქა და იოს თვალი თვალში გაუყარა. -მე შენ არ მიყვარხარ, იო. აქ სწორედ ამის სათქმელად მოვედი. -ჰოდა, წადი. ლეა სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და ადგილს მოსწყდა. იო კი ერთხანს გაშეშებული იდგა. ერთ წერტილს მიშტერებოდა და უცნაური ღიმილი გამოჰკვეთოდა სახეზე, შემდეგ კი ადგილიდან დაიძრა და სიბნელეში გაუჩინარდა. 7 თავი წითელი ფოსფორისფერი განათების ფონზე, მოცეკვავეთა შეჯგუფულ ბრბოში აშრიალებდა ლეა თავისი თმის შავ ტალღებს. თვალები დაეხუჭა და მთელი არსებით გრძნობდა მუსიკის რიტმებსა და მინიშნებებს. ურცხვად ამოძრავებდა ტანს და სურდა შემოეგლიჯა სხეულზე წამოცმული ტანისამოსი, იმდენად ათამამებდა მუსიკის მღგზნებარე რიტმები. რამდენიმე წამში, თმაზე დიდი, მამაკაცის ხელის ჩაბღაუჭება იგრძნო, მალევე მოქაჩეს და თავი უკან გადააგდებინეს. ლეამ იცოდა ეს ვინც იყო, მაგრამ ჯიუტად არ ახელდა თვალს. სურდა მას ეფიქრა, რომ ვერაფერს მიხვდა. თვალის გახელის შემთხვევაში კი, ყველაფერს ფარდა აეხდებოდა და მოუწევდა თავი გაეთავისუფლებინა მისგან. ეს კი არ შეეძლო, არ შეეძლო, რადგან ეს შეხება უდაბნოში მოწყურებულივით სჭირდებოდა. მალევე იგრძნო ყელში მამაკაცის ენის სველი კვალი და ბასრი კბილების ხახუნი მასზე. ამ უკანასკნლს კი მაზოხისტურად სიამოვნებდა ეს ტკივილი, უფრო მეტად, უფრო მტკივნეულადაც კი სურდა. ისიც თითქოს მიუხვდა ჩანაფიქრს და მაგრად მოუჭირა ხელი ნეკნებზე, უფრო ძლიერად ქაჩავდა თმაში და უფრო ძლიერად არჭობდა კბილებს. შემდეგ თავი წამოაწევინა ბიჭმა და თითქოს ლეას ენიშნა, რომ თვალი გაეხილა. გოგონას არ სურდა, არ სურდა თვალის გახელა, მაგრამ წინააღმდეგობას ვერ უწევდა. ფრთხილად მოაშორა ერთმანეთზე მყარად დაბჯენილი ქუთუთოები ერთმანეთს, მაგრამ ლურჯი თვალების ნაცვლად, მხოლოდ თავისი ოთახის ჭერს შეხედა. ლეას ეტკინა, გაუსაძლისად ეტკინა ეს სიზმარი, რადგან სურდა რომ რეალობა ყოფილიყო. ჯერ საწოლზე წამოჯდა, რაღაც მტკივნეულ სიცარიელეს გრძნობდა შიგნით და სურდა ხორცი აეგლიჯა, სხვა ტკივილით ჩაენაცვლებინა ის, რასაც იმ მომენტში გრძნობდა, მაგრამ ხვდებოდა გოგონა, რომ ვერანაირი დარდი, ვერანაირი მწუხარება ახლოსაც ვერ მივიდოდა იმ განცდებთან, რასაც იმ მომენტში გრძნობდა. ერთხანს საწოლზე წამომჯდარიყო, მდუმარედ. ერთ წერტილს შეშტერებოდა და გონება სრულიად გაეთიშა. რამოდენიმე ხნის შემდეგ კი, ისტერიკული ტირილი აუტყდა, სიმწრით ქაჩავდა ზეწას და მუჭში იქცევდა. ბალიშს უჭერდა კბილებს, რომ ყვირილი ოთახს გარეთ არ გასულიყო. შემდეგ, ერთბაშად დაწყნარდა და თვალი ისევ გაუშტერდა. ასე, დაუსრულებდა გრძელდებოდა დღეების განმავლობაში. ლეა ინსტიქტებით ცხოვრობდა, ჭამდა, სვამდა, ბანაობდა, ნაძალადევად ხვდებოდა ნიკოლოზსაც, მაგრამ სახლიდან არ გადიოდა. საღამოობით, ფანჯრიდან იყურებოდა და რამოდენიმეჯერ იოც დაინახა. თუმცა ვერ ხვდებოდა ეს სინამდვილე იყო, თუ მისი წარმოსახვა. ყოველ ღამე ნახულობდა ერთსა და იმავე სიზმარს, თუმცა მის თვალებს ვეღარ უყურებდა. იმ წამს, როგორც კი თვალს გაახელდა, თავისი ოთახის კრემისფერ ჭერს ეჩეხებოდა და ყოველ დღე უარესდებოდა ამის გამო. ყოველი თვალის გახელა, ამძაფრებდა მის ტკივილს. ნიკოლოზი ვეღარაფერს ატყობდა მას, რადგან ლეა თითქოს მშვენივრად იყო. მხოლოდ მის თვალებში, თუკი დიდხანს დააკვირდებოდით, შეძლებდით მისი ტკივილის ამოკითხვას, მაგრამ მზერას დიდხანს არ აჩერებდა. თვალებში არც უყურებდა ნიკოლოზს წამზე დიდხანს. ერთადერთი რამ, რაც მამაკაცს უკვირდა მისგან, ის იყო რომ ლეა გაუთავებლად ბევრს ლაპარაკობდა. ყვებოდა ანეკდოტებს, რომელიც საერთოდ არ იყო სასაცილო, მაგრამ თავად ისტერიკულად იცინოდა. ნიკოლოზიც ნაძალადევად აჰყვებოდა ხოლმე მას სიცილში, ერთის მხრივ, ხვდებოდა რომ გოგონას რაღაც ძალიან სერიოზული სჭირდა, მაგრამ მეორეს მხრივ, უხაროდა რომ ლეა ისევ მასთან იყო და მომცინარს უყურებდა. საღამოობით, ტელევიზორს უყურებდნენ და სრულიად უწყინარი რეკლამების დროს, ლეას გული უჩუყდებოდა და ხმამაღლა ტიროდა, მეორე წამს კი ისტერიკული სიცილი უტყდებოდა. თავიდან, ნიკოლოზი გაგებით ეკიდებოდა მის გაუგებარ რეაქციებს, მაგრამ მერე და მერე თითქოს შიში ჩაუდგა, რომ ლეა ჭკუიდან იშლებოდა. უკვე მისი სახლში მარტო დატოვებისაც კი ეშინოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ სიტუაციას უნდა გაცნობოდა. ლეასგან ვერაფერს გაიგებდა, ამიტომ გივისთან წასვლა გადაწყვიტა. ბატონი გივის კაბინეტში მჯდომარე ნიკოლოზს, ეს უკანასკნელი წარბებშეკვრით უყურებდა, როდესაც მამაკაცმა იკითხა, თუ ვისთან მუშაობდა ლეა. -ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, ნიკოლოზ. -თითქმის ჩხუბით წარმოთქვა მამაკაცმა. -მესმის. არ გეგონოთ, რომ ლეამ რაიმე მითხრა, უბრალოდ მაინტერესებს სად მუშაობს ჩემი საყვარელი ქალი. -მშვიდად საუბრობდა ნიკოლოზი. -მშვენივრად მესმის, ნიკოლოზ, მაგრამ ეს დახურული თემაა. ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა რომ ლეა იქ აღარ მუშაობს. ჯერ-ჯერობით, ასეა. -თავის ქნევით უპასუხა გივიმ. უკანა გზაზე ნიკოლოზი გაუთავებლად ფიქრობდა, ლეას შეცვლის მიზეზებზე და უამრავი ვარიანტის განხილვის შემდებ, მიხვდა რომ პაციენტმა თავად ლეაზე მოახდინა სერიოზული გავლენა და არა პირიქით. ლეასთან მისულს, გოგონა იისფერ დინავზე წამომდგარი დახვდა, გაშლილი ხელებით დარაბების მინებს მიყრდნობოდა და ჰორიზონტს გაჰყურებდა. მამაკაცის შესვლა ვერ გაიგო და ვერც დივნის ოდნავი რყევა, როცა ნიკოლოზი დაჯდა მასზე. ამ უკანასკნელმა, ფეხებიდან ახედა ლეას, ოდნავ სინანული გადაჰკვროდა სახეზე. შემდეგ კი, ცერა და საჩვენებელი თითით თვალები მოისრისა და თავი დივნის საზურგეზე გადააგდო. რამოდენიმე წუთის შემდეგ ლეა მოწყვეტით დაეცა დინავზე, მოხრილ ფეხებს შემოაჭდო ხელები და შუბლი მუხლებს დაადო. რამოდენიმე წუთი, ასე მდუმარედ ისხდნენ. შემდეგ კი, ლეამ ნიკოლოზს გახედა მუხლებიდან. -ასე მგონია, დღევანდელი დღე უკვე მეასედ მეორდება. -დამშვიდებული ხმით წარმოთქვა გოგონამ. მამაკაცმა მაშინვე გამოხედა და კარგად მოკალათდა. -მოდი, სადმე წავიდეთ. ჩვენ, ორნი. დავისვენოთ, მოვშორდეთ აქაურობას ცოტა ხნით. ლეას მრავლისმთქმელად ჩაეღიმა. -მე ვეღარსად ვეღარ წავალ, ნიკოლოზ. შენ წადი, შენთვისვე ჯობია წახვიდე. -მე არსად წასვლას არ ვაპირებ შენს გარეშე, ლეა. ყველაფერი გაივლის, აი ნახავ. -არაფერი არ გაივლის. -ოდნავ ხმას აუწია ლეამ. -არც მინდა გაიაროს. -რა ნახე მასში, რამაც ასე შეგცვალა? -გამომცდელი თვალებით შეაშტერდა გოგონას ნიკოლოზი. -მთელი სამყარო. ყველაფერი ვნახე და თან არაფერი. -გაურკვევლად ბურტყუნებდა ლეა. მამაკაცს ჩაეცინა, შემდეგ კი ლეას ოდნავ თვალებმოჭუტული ჩააშტერდა და რამდენიმეწამიანი პაუზა ჩასვა. -იცი? ზოგ ადამიანს სევდა ყველაფერს ურჩევნია. მართლაც არის მასში რაღაც მიმზიდველი, საინტერესო და როდესაც ადამიანი ერთხელაც იგემებს სევდის ტკბილ-მწარე გემოს, არაფრის დიდებით აღარ გაუშვებს ხელიდან. -ღიმილშეპარული ხმით წარმოთქვა მამაკაცმა. ლეამ სინანულით გახედა ნიკოლოზს, თავი ოდნავ დააქნია და ხვნეშით ამოისუნთქა. შემდეგ კი, წარბები შეკრა, ნიკაპი აუკანკალდა და ცრემლები ჩამოუგორდა. გაუსაძლისად ეჩვენა ეს ტკივილი და ისიც, რომ მისი გაგება ნიკოლოზსაც აღარ შეეძლო. -მის ტკივილს ვგრძნობ, მის ტანჯვას. აღარ შემიძლია, უფრო ცუდად ვხდები. -სიმწრისგან აკანკალებული ხელები უფრო მაგრად შემოიხვია გოგონამ მოხრილ ფეხებზე და სველი სახე ჩარგო მუხლებში. -ჩემი სევდა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ის გრძნობს. ადამიანი ვერასოდეს მიხვდება, რომ ის რაღაცას გრძნობს, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ის ყველაფერს იმაზე მეტად განიცდის, ვიდრე თითოეული ჩვენთაგანი. -შენი საუბარი ყველანაირ ობიექტურ ჩარჩოს სცდება, ლეა. -ხმას აუწია ნიკოლოზმა. -შენ დაგავიწყდა, რომ ის შენი პაციენტი იყო. შენ მის მიმართ გრძნობები გაგიჩნდა, ამას თავიდანვე მივხვდი, მაგრამ კიდევ ვერ ვიჯერებდი. ახლა კი, ვიცი. ახლა ზუსტად ვიცი, რაც ხდება. -მამაკაცმა ნერვიულად მოისრისა სახე, ოდნავ გადმოიხარა და იდაყვები გაშლილ მუხლებზე ჩამოაგდო. -უბრალოდ, მისი მესმის. სულ ეს არის. -ცრემლები შეეყინა გოგონას და თვალები გაუშტერდა. -სწორედ, რომ გესმის და პრობლემას ვერ ხედავ. -შენ პრობლემას იმაში ხედავ, რომ მისი მესმის. იმდენად ხარ მოქცეული ჩარჩოებში, რომ შენი პიროვნულობა არ გაგაჩნია. რით განვსხვავდებოდით მე და შენ? მხოლოდ იმით, რომ შენ სიგარეტს ეწეოდი, მე არა. შენ შარვალი გეცვა, მე კაბა. მხოლოდ ეს შეიძლება იყოს ადამიანებს შორის განსხვავება? ჩვენ გვასწავლეს, რომ ადამიანს არ აქვს უფლება ინდივიდუალურობის. ჩვენ, ფსიქოლოგები, მკვლელები ვართ. ადამიანის პიროვნულობას, თავისუფლებას ვკლავთ და ეს მიგვაჩნია წარმატებად. -სისულელეს ამბობ, ლეა. ადამიანობა ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული, ეს დაუწერელი კანონია. თუკი საზოგადოების წევრობა გსურს, სწორედ რომ საერთო სურვილების მიხედვით უნდა იცხოვრო. შენი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვის თავისუფლებას ეხები. -მეც სწორედ მანდ ვარ, ნიკოლოზ. ჩვენ ყველას თავისუფლებას ვზღუდავთ. დავყავით ადამიანები გიჟებად და ნორმალურებად და თავი თავისუფლები გვგონია. -როცა შენი თავისუფლება, სხვა ადამიანს ვნებს, ეს უკვე სადიზმია და არა თავისუფლება. -ჩვენ ერთმანეთის აღარ გვესმის, ნიკოლოზ. -ზე წამოიჭრა ლეა და ოთახში გაიარ-გამოიარა. -დაბრმავებული ხარ, ლეა. მისი დახმარების სურვილით დაბრმავებული. იმ ადამიანის გაიდეალება, ვინაც შენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა, ვინაც შენში ჩაკლა ყველაფერი, რაც ფასეული იყო, რითაც ცხოვრება შეგეძლო და ასეთი ადამიანი ყველაფრის მიუხედავად ხატად დაისვა, ეს უბრალოდ შენი დახმარების სურვილით შეიძლება იყოს გამართლებული. ან იქნებ იმიტომ შეგიყვარდა, რომ ის ყველაზე ნაკლებად არის სიყვარულის ღირსი. -მამაკაცი წამოდგა და კარისაკენ დაიძრა. ლეა კი მდუმარედ შეშტერებოდა ერთ წერტილს და გონება გაეთიშა. -ის ყველაზე მეტად იმსახურებს სიყვარულს. -უეცრად დაუყვირა მან სახლიდან მიმავალ ნიკოლოზს, თუმცა მხოლოდ კარის ხმამაღალი ჯახუნი მოესმა საპასუხოდ. ლეა მოწყვეტით დავარდა იატაკზე და თავზე იტაცა ხელი. მაშინ ჩათვალა, რომ ვერასოდეს, ვერავინ გაუგებდა იოს. მაშინ ჩათვალა, რომ ადამიანი ყველაზე სასტიკი, დაუნდობელი ხდება მათ მიმართ, ვინც მისგან განსხვავდება, რომ ადამიანში სიძულვილი იმთავითვე დევს. იოსაც სძულდა მისგან განსხვავებული ადამიანები და ადამიანებსაც სძულდათ იო, იმავე მიზეზით. ლეასთვის კი მთელი სამყარო ამ ბიჭში იყო მოქცეული, მთელი ჭეშმარიტება. სწორედ ეს ბიჭი იყო მისთვის სიკეთეც, ბოროტებაც, მრისხანებაც, სიამოვნებაც და გადარჩენაც. მისი სამყარო ერთიანად მოქცეულიყო იოში, თუმცა არ იცოდა ამისთვის რა სახელი დაერქვა?! იყო კი ეს სიყვარული? მაინც, რა არის სიყვარული? ესეც ხომ ადამიანურია, იქნებ ეს სულაც არ იყო ისეთი გრძნობა, როგორიც ადამიანებს აქვთ ერთმანეთის მიმართ? მათაც ჩარჩოებში მოაქციეს ეს გრძნობა, ლეა კი ვერ აქცევდა მას ჩარჩოებში, რადგან სახელსაც კი ვერ არქმევდა მას. სახელის დარქმევა კი იმთავითვე ჩარჩოებში მოქცევას გულისხმობს. ვერც იმ განცდას არქმევდა სახელს, რაც იმ ხანად ჭამდა. ასეთ დაუსრულებელ, ცოცხლად ხრწნაში მიილია მეორე კვირაც იოს გარეშე. ლეა კი თანდათან ლპებოდა, ის შეგრძნებები ჭამდა, რაც იოს გარეშე ყოფნას მოჰქონდა მისთვის. *** მესამე კვირის, მეორე ღამეს, კოკისპირულად წვიმდა. ლეა მარტოობის შეგრძნებამ იმდენად მოიცვა, რომ უკვე გაუსაძლისი იყო სახლში ჯდომა და ფანჯრიდან ყურება. იოზე ფიქრებს, უკვე ჭკუიდან გადაჰყავდა გოგონა და ვეღარც ტიროდა, ვეღარც მწუხარებას გამოხატავდა. საერთოდ ყველანაირი ემოცია გაუქრა და იმ ღამეს, განსაკუთრებული მარტოობა იგრძნო. თითქოს, სულერთი გახდა მისთვის ყველაფერი, ამიტომ სწრაფად ჩაიცვა. პირველი ხელში რაც მოჰყვა თავისი არაკომფორტული კაბა იყო, მაგრამ მისთვის ესეც სულერთი გახლდათ. ტერფები დიდ შავ ბათინკებში ჩარგო, ზედატანად კი ნაქსოვი ზედა გადაიცვა, რომელიც თითქმის შუა ბარძაყებამდე სწვდებოდა. ურჩი თმა, ხელის ერთი მოძრაობით გადაიგდო ბეჭებზე და სახლი დატოვა. უჩვეულოდ ნელი მოძრაობით ჩაცალა 9 სართულის კიბეები და ამავე მოძრაობით მივიდა თავის მანქანასთან. წვიმამ სულ მთლიანად დაასველა გოგონა. თითქმის მშრალი ადგილი აღარ დარჩა სხეულზე. მიაპობდა ლურჯი პეჟო, ციდან ჩამოქცეული წვიმის ნიაღვარს და რამოდენიმე წუთში, ნაცნობ კლუბთან შეჩერდა. ზანტი მოძრაობით შევიდა გოგონა შენობაში. სველი თმა თვალებში ჩამოჰყროდა, მაგრამ არ აწუხებდა, თითქოს. სახე მიბნედილი და არაფრისმთქმელი ჰქონდა. ბართან არ მისულა, პირდაპირ შეუერთდა მოცეკვავეთა ბრბოს და გაჯგიმული იდგა მათ შორის. სხეულს მხოლოდ ადამიანების დაჯაება უტოკებდა. იდგა და მიშტერებოდა ცარიელ წითელი ტყავის სავარძელს, სადაც იო იჯდა ხოლმე თავის ლამაზმანებთან ერთად. რამოდენიმე წუთის შემდეგ, გაიაზრა გოგონამ, რომ უცხო ხელები ურცხვად ეტანებოდნენ მის სხეულს, თუმცა ლეა არ ინძრეოდა. ვერც სიამოვნებას გრძნობდა და ვერც გაღიზიანებას. შემდეგ, ყელში იგრძნო ენის სრიალი, მკერდზე, უკანალზე ხელების მოჭერა. ეს უკანასკნელი კი ისევ წითელ სავარძელს მიშტერებოდა და შეგრძნებები სულ დაჰკარგვოდა. გაირბინა წუთებმა და ლეამ ლურჯი თვალები დალანდა, სავარძლიდან მომზირალი. თვალები მოჭუტა, კარგად დააკვირდა და მიხვდა, რომ სავარძელში უკვე იო იჯდა. გამჭოლი მზერით უყურებდა ლეას და ამ მზერაში სიცივე აშკარად გამოიკვეთებოდა. გოგონამ ვერ გააცნობიერა იმ მომენტში, რატომ, მაგრამ ინსტიქტების მინიშნებებს მიჰყვებოდა. თავი შეაბრუნა და მის სხეულზე მოკრულ ახალგაზრდა კაცს, ტუჩებზე დააცხრა. გამალებით ჰკოცნიდა და ეს უკანასკნელიც ვნებიანად იკრავდა მას. ლეა თავიდან, ჩუმ მზერას აპარებდა იოსკენ, მისი რეაქციის დანახვა სურდა, მაგრამ ის არც კი შერხეულა, არც გამომეტყველება შეცვლია. ცივად აკვირდებოდა, თუ როგორ ჰკოცნიდა ლეა უცხო პიროვნებას. რამოდენიმე წამში, იო მის სხეულზე აკრულმა უცხო სხეულმა ჩაყლაპა და წინ აეღობა ლეას მზერას. გოგონა ვეღარ უყურებდა იოს და მაშინღა მოეგო გონს. აღარ სურდა ამ მამაკაცის შეხება, თუმცა თავს ვეღარ აღწევდა. მთელი ძალით იკრავდა ბიჭი მას და ხელებს გამალებით უსვამდა სხეულზე, საჯდომისკენ აპარებდა ხელს. გაირბინა რამდენიმე წამმა და ერთიანად მოსწყდა უცხო სხეული ლეას. თავით მოცეკვავეთა ბრბოში შევარდა და იატაკზე დაენარცხა მთელი ძალით. ლეამ კი გააზრება ვერ მოასწრო, ისე სწვდა იო მკლავში და შენობიდან გაათრია. -ხელი გამიშვი. -მიბნედილი ხმით წამოიკნავლა ლეამ, როდესაც წვიმის უზარმაზარმა წვეთებმა, თუ იოს შეხებამ აზროვნების საშუალება დაუბრუნა. ბიჭი კი ყურსაც არ უგდებდა, მთელი ძალით მიარბენინებდა ლეას და რამოდენიმე წუთში, მოშორებით, სიბნელეში მდგარი მანქანის საბარგულის თავზე დაანარცხა მთელი სხეულით. თვითონ კი აქეთ-იქეთ შემოაწყო ხელები და ქვევიდან, ზიზღის თვალებით შეაჩერდა ლეას. -გინდა, რომ გაგ*იმო არა? -ცინიკურად, თუმცა სადისტური მზერით შეეკითხა ბიჭი. ლეა მაშინვე წამოიწია და მანქანიდან ჩამოხტომა სცადა, მაგრამ ბიჭმა ხელი ჰკრა და ლეა ზურგით დაენარცხა მანქანის საბარგულის ზედაპირს. სიმწრისგან ამოიკვნესა გოგონამ, წვიმა კი გამალებით ეხეთქებოდა მის სხეულს. იომ ერთიანად ჩაავლო ხელი მისი მარჯვენა ფეხის წვივს და მაგრად გამოქაჩა, ლეა მაშინვე ჩასრიალდა ბიჭისკენ, თუმცა მისმა შეხებამ მთელი სხეულით შეატოკა. იომ თავი დახარა და ტუჩებით აუყვა ბარძაყისკენ. ლეამ თვალები აატრიალა სიამოვნებისგან და ქვედა ტუჩს კბილებით ჩაებღაუჭა. რამდენიმე წამში, იომ კბილებით დაითრია ლეას გრძელი წინდის თავი, რომელიც გოგონას შუა ბარძაყთან წყდებოდა და ქვევით ჩამოასრიალა. გოგონამ ვნებააღძრული კვნესა გააყოლა საკუთარ წინდას, რომელიც უკვე კოჭებამდე ჩამოეყვანა ბიჭს და მაშინღა მიხვდა გოგონა, რომ ფეხსაცმელი აღარ ეცვა. ლეამ ხელები აქეთ იქეთ დააწყო მანქანის ცივ ზედაპირს და მკერდი ზევით ამოსწია, წვიმის ცივი წვეთები კი მაშინვე ცხელდებოდნენ გოგონას ახურებულ კანზე. შემდეგ, იომ ორივე ხელი ჩაავლო გოგონას ბარძაყებზე და ერთიანად გაასრიალა მისკენ, ლეა მთელი ძალით შეეხეთქა ბიჭის ქამრის ზედაპირს. ამის შემდეგ, იო ყბებში სწვდა მას ცალი ხელით და ზედა ტანი ააწევინა. როცა ლეამ თვალი გაახილა, ძალიან ახლოს იყო იოს სახესთან. -აქ მოსული აღარ დაგინახო! -ზიზღით დაუსისინა ბიჭმა. -შენთან არ მოვსულვარ. -ძლივს მოაბა სიტყვის თქმას თავი გოგონამ, ისე ახლოს იყო იოს ტუჩებთან და თვალიც მისკენ გაურბოდა. იომ ცივად შეუშვა ხელი ლეას და ისტერიკული ხარხარი აუტყდა, შემდეგ კი სახე ერთიანად დაუსერიოზულდა. -შენ რა გგონია, ჩემთან ყოფნა როგორ დასრულდება შენთვის? ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად? -შენ ხომ საერთოდ არ განაღვლებს ეგ? -ცივად შეეკითხა გოგონა. -მართალი ხარ, არ მანაღვლებს. მაგრამ, რაც უფრო მეტად ეცდები ჩემთან მოახლოვებას, უფრო მეტად მომინდება, რომ გაგანადგურო. ეს კი, არ შედის ჩემს გეგმებში. -სხვა რაღა უნდა ქნა?! -ჩუმად ჩაიბურტყუნა გოგონამ. ბიჭი კი, სწრაფად გატრიალდა. მძღოლის სავარძელში მოთავსდა და დაძრა. ლეამ ბიძგს ვერ გაუძლო და მთელი ძალით დაენარცხა მიწაზე. ერთხანს გაუნძრევლად ეგდო წვიმისგან ატალახებულ გუბეში, შემდეგ კი ძლივს წამოდგა, თავის მანქანაში ჩაჯდა და მთავარ გზაზე, მამქანების რიგს შეუერთდა. *** ოთახის სამი კედელი და იატაკი, წითელი საღებავებით იყო მოსვრილი. ბორდოსფერ ფარდებს დაემალათ კედელში გამოჭრილი უზარმაზარი სარკმელი და წითელი, მბჟუტავი განათება გაჰკიოდა. კედლებზე მისხმულ წითელ საღებავებს შორის, გამოკვეთილიყო ადამიანის თითები. ოთახის შუაში უზარმაზარი, მაღალი, ჩუქურთმებიანი სავარძელი იდგა, მასში კი წელს ზევით შიშველი, ახალგაზრდა ბიჭი ჩასვენებულიყო. მარჯვენა ხელში შავტარიანი დანა ეჭირა, რომელიც წითელი საღებავით თუ სისხლით იყო დასვრილი, მეორე ხელი კი თავისუფალი ჰქონდა და უდარდელად გადაეფინა სავარძლის სახელურზე. ბიჭს გრძელი, სველი თმა ჩამოჰყროდა თვალებში და ცივად გაჰყურებდა მის წინ გაშლილ, ოთახის მეოთხე კედელს. შემდეგ, დანა მაღლა ასწია, ცოტა ხანი მასზე გაუშტერდა თვალი, მერე კი ცალი თვალი მოჭუტა, კარგად დაუმიზნა და ერთი მოქნევით გააქანა მის მოპირდაპირე კედელზე. ბიჭი ისევ კედელს მიშტერებოდა, მაგრამ ამჯერად გამომეტყველება შესცვლოდა. მის მზერასა და ცალყბა ღიმილში, სისასტიკე, სიცივე და კმაყოფილება ეთობლივად გამოსჭვივოდა. *** მეორე დღეს, ლეას სხეული, სასოწარკვეთილი ეფინა საწოლზე, როდესაც ტელეფონის წკრიალის ხმა შემოესმა. გოგონამ უღიმღამოდ დახედა ეკრანს და გივის სახელი რომ დაინახა, სწრაფად წამოჯდა საწოლზე. -გისმენთ, ბატონო გივი. -გამარჯობა, ლეა. იოანემ სეანსების აღდგენა გადაწყვიტა, დღესვე იწყებ. -მშვიდად წარმოთქვა კაცმა. -გასაგებია. -უპასუხა გოგონამ და ნელი მოძრაობით ჩამოასრიალა ტელეფონი ყურიდან. 8 თავი პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ მანქანაში, ლეა მდუმარედ იჯდა. თითქოს, მის ცხოვრებას აზრი მიეცა, მაგრამ ამასთანავე, თავს უსუსურად გრძნობდა. ის ასეც იყო, როგორც ახალდაბადებული ბავშვი, რომელიც ახლა სწავლობს სიარულს, ლაპარაკს, აზროვნებას და ახლა ეცნობა სამყაროს. მართლაც, რომ ახალი იყო მისთვის ის შეგრძნებები, რაც იოს გაცნობის შემდეგ ეუფლებოდა მას. ესმოდა მისი, ესმოდა იოს პროტესტის, არასრულფასოვნების შეგრძნების ადამიანებს შორის, მაგრამ თვლიდა რომ დახმარება მაინც სჭირდებოდა, რადგან ადრე თუ გვიან, ეს ბიჭი დაიღლებოდა და სიცოცხლეს დაასრულებდა. ეს კი, ისეთივე წარმოუდგენელი, ისეთივე დაუშვებელი გახლდათ ლეასთვის, როგორც ძველი ხედვები სამყაროს მიმართ. სწორედ ამაში ხედავდა მის დანიშნულება, ესღა დარჩენოდა ახალგაზრდა ქალს. იცოდა, რომ ეს ბიჭი მასთან ყოფნის უფლებას არ მისცემდა გოგონას, მაგრამ იმას მაინც მოახერხებდა რომ სიცოცხლის სურვილი დაებრუნებინა მისთვის. ამ ბიჭის მიმართ, ერთის მხრივ ეგოიზმსაც გრძნობდა, რადგან ეს სამყარო ცარიელი იყო უკვე გოგონასთვის, ცარიელი, სადაც მხოლოდ იო ცხოვრობდა. მეორეს მხრივ კი, ეგოიზმზე მეტი იყო მისი დამოკიდებულება ამ ბიჭის მიმართ, რადგან მას თავგანწირვაც შეეძლო მის გამო. თავგანწირვაში კი იოსგან მოშორებით ცხოვრება იგულისხმებოდა, თუკი ბიჭს ეს ენდომებოდა. ამიტომ საკუთარ თავში მოძებნა გოგონამ დანიშნულება და ამ აზრს ჩაბღაუჭებული, მთელი სულით და გულით სწყუროდა მალე ჩაემთავრებინა მანქანას გზა და დანიშნულების ადგილას მისულიყო. თეთრი სახლის ეზოში, წითელი ვარდებისა და მწვანე ნაძვების შერეულ ფერებში, ქერა კულულები დალანდა გოგონამ. 7 წლამდე პატარა გოგო კისკისით დარბოდა ეზოში და წრეებს ურტყამდა ნაძვებს. მასთან ერთად ქალბატონი ნელიც იყო და სიყვარულით შესცქეროდა გოგონას. ლეა მიხვდა, რომ ეს ბავშვი თამარი იყო, იოს და. მსგავსება თავისთავად ვერ აღმოაჩინა, რადგან ბიოლოგიურად არ იყვნენ და-ძმანი, თუმცა ვერც სხვა მსგავსებას შეამჩნევდით, რადგან თამარი სიცოცხლით სავსე, მხიარული ბავშვი იყო, იოს ბავშვობაზე კი ფლობდა ინფორმაციას ლეა. ნელიმ როგორც კი ლეა დაინახა, სახე დაუსერიოზულდა და მისკენ გამოეშურა. -გამარჯობა, ქალბატონო ლეა. -მკრთალი ღიმილით შეეგება ნელი. ლეამ კი თავი დაუქნია საპასუხოდ და სახლში შევიდა. სამი სართული სწრაფად ჩაცალა გოგონამ და დერეფანს გაუყვა. მანამდე, თვალი გააყოლა წითელ კარს და ძველებურად, საზარლად ეჩვენა მისი დანახვა, ამიტომ სწრაფად აარიდა თვალი და იოს ოთახთან შეჩერდა. ღრმად ამოისუნთქა გოგონამ, ჯერ ორჯერ ფრთხილად დააკაკუნა, შემდეგ კი, ნელა გამოაღო კარი. ფარდები ჩამოფარებული დახვდა, ამიტომ ოთახში ბნელი სიმყუდროვე დაბუდებულიყო. იო სარკმელთან იდგა, მისკენ ზურგით და ფარდებს შორის იჭყიტებოდა, ეზოს გაჰყურებდა. ლეამ მიხვდა, რომ თავის დას აკვირდებოდა ბიჭი და იმედის ნაპერწკალი მიეცა, რომ მას სიყვარული შეეძლო. ასევე, შეამჩნია რომ იოს ზურგზე, ბუმბულების წყობა უფრო გაზრდილიყო, თითქმის ზურგის შუა ნაწილსაც სცდებოდა. როცა ლეას ნაბიჯების ხმა მოესმა ბიჭს, სწრაფად შემოტრიალდა. მკრთალად აათვალიერა და ოდნავ ჩაეცინა, შემდეგ კი სკამზე მოკალათდა. -გამარჯობა, იო. -დაჯდა მის მოპირდაპირედ ლეა და მაქსიმალური სიმშვიდით მიესალმა ბიჭს. -გამარჯობა, ლეა. -ცალყბა, ცივი ღიმილით მიესალმა იოც. -როგორც ჩანს, გადაიფიქრე. -გამომცდელი ღიმილით შეაშტერდა ლეა სახეში. -როგორც ჩანს. -სახე არ ეცვლებოდა ბიჭს და პირდაპირ თვალებში უყურებდა ლეას. -როგორ ფიქრობ, რამდენად ცვალებადია შენი განწყობა და გადაწყვეტილებები? -არ არის ცვალებადი. -მაშ, რატომ შეიცვალე აზრი? -ის გავაკეთე, რაც თავიდანვე ჩაფიქრებული მქონდა. -მე რომ შემიყვარდებოდი, ეგეც? -თავი ვერ შეიკავა ლეამ. ბიჭს კი მკრთალად გაეღიმა და თითქმის შეუმჩნევლად დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად. -ჰო, მაგრამ შენ ხომ გეზიზღება ყველა შენზე შეყვარებული ადამიანი? -წარბები ასწია გოგონამ. -მერე? -ყოველთვის ორაზროვნად საუბრობ. არ გინდა, ერთხელ მაინც ერთმნიშვნელოვანი პასუხები გამცე? -ასე უფრო ვიგებ, ვინ ხარ. -მოკლედ მოუჭრა იომ. -რას გულისხმობ? -თავი გვერდზე გადახარა ლეამ. -იმ ორაზროვან პასუხებს შორის, რომელს მიიღებ. -როგორც ჩანს, მთელი ცხოვრება დაგეგმილი გქონია. -სკამის საზურგეს მიეყრდნო ლეა და თვალები ოდნავ მოჭუტა. ბიჭმა არაფერი უპასუხა. მდუმარედ შეშტერებოდა თვალებში. თანდათან ბნელდებოდა და თითქმის შეუმჩნეველი ხდებოდა იო, მხოლოდ ბნელ სილუეტსღა ხედავდა ლეა, თუმცა ბნელშიც კი შესამჩნევი იყო მისი გამჭოლი მზერა. -მაინც, რატომ გადაიფიქრე? ან, მე რატომ ამირჩიე? -არ ნებდებოდა ლეა. -შენ რატომ აგირჩიე? სწორედ იმის გამო, ახლა რადაც იქეცი. -ზევიდან ქვევით დახედა ბიჭმა. -რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადავიფიქრე, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია რომ შენ მაინც მოხვედი. -არჩევანი არ მქონდა. -სწრაფად უპასუხა ლეამ. -არჩევანი ყოველთვის არის. ლეამ ხვნეშით ამოისუნთქა და სახე მოისრისა. უიმედობის ფერი გადაჰკვროდა და ეს ნამდვილად გამოხატავდა მის შეგრძნებას იმ მომენტში. დამარცხებისგან გამოწვეულ სინანულს. -ჰო, შენ სუსტი ფსიქოლოგი გჭირდებოდა, ვისაც მარტივად გაუმკლავდებოდი. სწორედ ამიტომ აირჩიე 25 წლის, გამოუცდელი... -სიტყვა გაუწყდა ლეას, როცა სიბნელეში იოს კბილებმა გაიელვა. მისი სიცილი ლეას სიტყვების დასტური იყო, მაგრამ იმ მომენტში ლეას სინანული არ უგრძვნია იმის გამო, რომ იოს მახეში გაება. საერთოდ აღარაფერი აღარ უგრძვნია, ერთ ადგილას გახევდა და გრძნობებიც შემოეძარცვა. -რისთვის გჭირდები, რა მიზანი გაქვს? -ძლივს ამოილუღლუღა ბოლოს გოგონამ. -სეანსი ამოიწურა, ქალბატონო ფსიქოლოგო. -სიბნელეში გაიჟღერა ბოხმა ხმამ. ლეა კი ერთხანს მდუმარედ იჯდა, შემდეგ კი ღრმად ამოისუნთქა და ოთახიდან გავიდა. *** ლეა უკვე აღარაფერზე ფიქრობდა. მის აღარცერთ აზრს, აღარცერთ მოქმედებას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან თითქოს მისთვის რაღაც დასრულდა. ამის იქეთ უკვე ვეღარაფერს ხედავდა, აღარც ცხოვრების გაგრძელება შეეძლო. იოს უყურებდა, როგორც მშიერ ლომს, რომელიც მისკენ მორბოდა, რომ დაეგლიჯა, ის კი ადგილიდან არ იძვროდა, რადგან აზრი არ ჰქონდა. რამდენიც არ უნდა ერბინა, ლომი მასზე სწრაფი იყო და ადრე თუ გვიან, აუცილებლად ჩაყლაპავდა. უიმედობა და სასოწარკვეთილება გაჰკიოდა მის გონებაში და ხვდებოდა, რომ უკვე გვიანი იყო. იოს უკვე იმოდენა გავლენა ჰქონდა მასზე, რომ მისი სიტყვა, ლეს ცნობიერსა და ქვეცნობიერში, მაშინვე ილექებოდა და უბრალოდ არ შეეძლო მისგან თავის დაღწევა. ეგონა, რომ თუკი მის თამაშს აჰყვებოდა, ძალა ეყოფოდა, რომ უკან ჭრილობების გარეშე გამომძვრალიყო, მაგრამ თამაშში აყოლა, სწორედ რომ დაღუპვას უქადდა გოგონას და ამას თავიდან ვერ მიხვდა. მის ნაცვლად, სხვა ალბათ უარს იტყოდა მასთან სეანსებზე, როდესაც მიხვდებოდა რომ პაციენტი მასთან არ თანამშრომლობდა, მაგრამ ლეა ამარტავნებამ, დიდების სიყვარულმა თუ კარიერამ შეიწირა. ორი აზრი არ იყო, ლეას იო უყვარდა, თუმცა თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ?! იქნებ, სულაც არ უყვარდა და უბრალოდ ამ ბიჭის სიტყვას ვერ გადადიოდა?! იომ უთხრა, გიყვარდებიო და მანაც დაიჯერა... თუმცა აღარც ერთ სიტყვას აღარ ჰქონდა უკვე მნიშვნელობა, რადგან ლეას ძალა აღარ ჰქონდა, რომ ამ გრძნობას მორეოდა. ერთადერთი გზა, რაც ამ ბიჭისგან თავის დაღწევაში დაეხმარებოდა, ის იყო რომ ტანჯვასთან ერთად ცხოვრება ესწავლა, იოს გარეშე ყოფნაზე მეტად კი ვერაფერი დატანჯავდა... მეორე დღეს, ლეა ბატონ გივისთან მივიდა. აღარც ფორმა ეცვა და აღარც უნერვიულია, კაბინეტში შესვლის წინ. სახე არაფრისმთქმელი ჰქონდა, თითქოს იმასაც აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, ცოცხალი იყო თუ არა?! მამაკაცი წარბებშეკვრით შეაჩერდა გოგონას და თითქმის თავისი ხელით წააჩანჩალა კარებში გაჯგიმული ლეა სავარძლისკენ. -უარს ვამბობ იოსთან სეანსებზე. -ამოიბურდღუნა გოგონამ. თვალი უმისამართოდ გაშტერებოდა და ვეღარც აზროვნებდა თითქოს. ვერც მყარად გამოთქვამდა სიტყვებს. გივი ერთხანს ადგილზე გახევდა, შემდეგ კი სწრაფად მოთავსდა სავარძელში. -აბა, რა ხდება? რას ნიშნავს, უარს ამბობ? ხომ იცი ეს... -არ მაინტერესებს. -სიტყვა გააწყვეტინა ლეამ. -დამითხოვეთ სამსახურიდან, არ აქვს მნიშვნელობა და სანამ დამაშანტაჟებთ სამსახურიდან გაგდების ცნობით, მანამდე გეტყვით რომ ეგეც ფეხებზე მ*იდია. ლეა წამოდგა სავარძლიდან და კარისკენ აიღო გეზი. ბატონი გივი სწრაფი ნაბიჯებით აედევნა მას. -რას ნიშნავს? რა უფლებით? ლეა. ის პრეზიდენტის შვილია, უარი როგორ ვუთხრა? -სწრაფად აყრიდა სიტყვებს ერთმანეთს მამაკაცი. ლეამ კი არეზით გამოხედა მას, ერთხანს უყურა. შემდეგ კი ოთახი დატოვა. ბატონი გივი ღონემიხდილი ჩაესვენა სავარძელში და მაგიდაზე დადებული კალამი მთელი ძალით მოისროლა კარისკენ. *** გავიდა 3 დღე. ლეა სიმშვიდეს ინარჩუნებდა, მაგრამ თითქოს რაღაცას ელოდა, თავადაც არ იცოდა რას, მაგრამ გული უგრძნობდა, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო... პირველი ორი დღე პრეზიდენტის მანქანა აკითხავდა, მესამე დღეს კი აღარ მოუკითხავს, გივისგან კი შეტყობინება მიიღო, რომ დროს აძლევდა დასაფიქრებლად, რომ ის ცუდი ფსიქოლოგი არ იყო, რომ ის ნამდვილად ღირსი იყო ამ წოდებისა. ლეას ერთმნიშვნელოვნად ჩაეცინა, რა მარტივი წასაკითხი იყო, თუ რა იგულისხმებოდა ამ შეტყობინებაში?! რა აშკარა იყო ამ კაცის შიში პრეზიდენტთან უთანხმოებისა... საღამოს, ლეა იისფერ დივანზე იჯდა და ხმაჩავარდნილ ტელევიზორს უყურებდა. მესამე ჩაის ჭიქა ცივდებოდა უკვე, მის წინ მდგომ პატარა მაგიდაზე. სამივე სავსე იყო, ლეას კი ან ავიწყდებოდა დალევა, ან კიდევ ჩაის გამზადების პროცესი მოსწონდა... კარზე ზარის ხმამ გამოარკვია გოგონა და ზლაზვნით წამოდგა, თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ნიკოლოზი იქნებოდა და გაუკვირდა კიდეც, თუ რატომ შეაშინა ასე ამ ზარმა?! ფრთხილად მივიდა კართან, თუმცა ჭუჭრუტანაში სიბნელის გარდა ვერაფერს მოკრა თვალი. კარი გამოაღო და ადგილზე გახევდა. ზღურბლზე ნიკოლოზის ნაცვლად იო იდგა და სახეზე მისდაგასაკვირად ღიმილი აღარ შეემჩნეოდა. ბიჭი თამამად შევიდა სახლში ისე, რომ ლეასთვის არც შეუხედავს. ოსტატურად გააგნო მისაღების ოთახს და იისფერ დივანზე მოკალათდა. თავი ისე ეჭირა, როგორც საკუთარ სახლში. ლეა კი ისევ კართან იდგა და თვალებგაფართოვებული შჰეყინვოდა ერთ ადგილს. შემდეგ, უზარმაზარი ნერწყვი გადააგორა ყელში და კარი მიხურა. ფრთხილად, კუს ნაბიჯებით შევიდა მისაღებში და ერთხანდ დივანზე კომფორტულად მოკალათებულ ბიჭს უყურა, შემდეგ კი მიუახლოვდა და მის გვერდით ჩამოჯდა. -აქ რა გინდა? -იოს პროფილს შეაშტერდა გოგონა. ამ უკანასკნელმა გამოხედა, ცალყბად გაუღიმა და თავი სავარძლის საზურგეზე გადააგდო. -ჩემთან ბრძოლა გადაწყვიტე? -სერიოზული სახით ჩააშტერდა ბიჭი. -სეანსების აზრს ვეღარ ვხედავ, ამიტომ სამსახურიდან წამოვედი. შენთან ბრძოლას არ ვაპირებ. -რომ წამოხვედი, ეს ჩემთან ბრძოლას ნიშნავს. -ხმას აუწია იომ. -მე აღარ ვაპირებ შენს მახეში ყოფნას. -ლეა მაქსიმალურად ცდილობდა თავდაჯერებულად ესაუბრა, რადგან იოს გარემოცვაში ყოფნა ძალიან ასუსტებდა. იომ ტუჩები ენით გაისველა, თითქმის ხმამაღლა გაეცინა და მზერა აარიდა ლეას. ეს უკანასკნელი კი ერთხანს ჩაფიქრებული იჯდა, შემდეგ კი რაღაც აზრმა გაუევლა თავში, რითად დაამტკიცებდა იოს უბრალოდ განსხვავებულობა სურდა, თუ ნამდვილად ასეთი იყო?! -შენ იცი, ხედვითი მახსოვრობა ჭკვიან ადამიანებს ახასიათებთ. ერთ თამაშში თუ ამყვები, ვნახავთ რამდენად ჭკვიანი ხარ. იომ ენა კბილებში აატრიალა და უდარდელად გადმოხედა ლეას. ეს უკანასკნელი კი მაშინვე წამოდგა, ჩანთიდან წიგნაკი ამოიღო, ერთი ფურცელი ამოგლიჯა და კალამთან ერთად გაუწოდა იოს. -მონიშნე ათი წერტილი და დაიმახსოვრე. შემდეგ, თვალები დახუჭე და ეცადე ხაზებით ერთმანეთთან დააკავშირო. ვნახოთ, რამდენად სწორად შეაერთებ შენივე მონიშნულ წერტილებს. მე ოთახიდან გავალ. იოს ისტერიკული ხარხარი აუტყდა. -რა გაცინებს? -მშვიდად შეეკითხა ბიჭს. -ესე იგი, შენ ოთახიდან გახვალ. -ხარხარით წარმოთქვა იომ. -ათივე წერტილის ერთმანეთთან სწორად დაკავშირება, შეუძლებელია, ლეა. მე რომ თვალები გავახილო და სწორად შევაერთო, დაასკვნი რომ ჭკვიანი მინდა გამოვჩნდე, თუკი მართლა დავხუჭავ თვალს და არასწორი ხაზები მექნება, შესაბამისად, ჩათვლი რომ მართლა მაინტერესებს ვარ თუ არა ჭკვიანი. ლეას კმაყოფილი სახე მთლიანად ჩამოერეცხა. ვერანაირი ხერხით ვერ ახერხებდა მის გამოცდას და ეს თითქმის აცოფებდა. -შენ? -შეეკითხა უეცრად იო. ლეამ მაშინვე გახედა მას. -რა მე? -ბედნიერი ხარ? -მე... -თავი ჩახარა ლეამ. -ალბათ, ოდესღაც ვიყავი. ახლა, არ ვიცი. -მხრები აიჩეჩა მან. -როცა თავს იტყუებდი, მაშინ იყავი. -ჩვენ ყველანი ვატყუებთ საკუთარ თავებს, იო. ვისაც ეს უკეთ გამოსდის, ბედნიერიც ის არის. სხვა შემთხვევაში კი, როცა იცი რომ მიუხედავად ყველაფრისა, ბოლოს მაინც კვდები, ბედნიერი როგორ უნდა იყო?! -სიკვდილი უბედურებაა? -ცალყბად გაეღიმა იოს. -ამ საკითხზე ყველას ინდივიდუალური აზრი აქვს. პირადად მე, მეშინია სიკვდილის. შენ არა? -ზოგს სანახაობა მოსწონს, მე კი ყოველთვის მაინტერესებდა რა ხდებოდა კულისებს მიღმა, ვინ ქმნიდა ამ სანახაობას. -შენი აზრით, ეს სანახაობა ღმერთმა შექმნა? -ვნახოთ, იქნებ კულისები სულ ცარიელი დამხვდეს. -ასე მგონია, სიკვდილი გეჩქარება. -წარმოიდგინე ორი კარი. ერთში ზუსტად იცი რაც დაგხვდება, მეორე კარზე კი წარმოდგენა არ გაქვს. -ხელები აქეთ-იქეთ გაშალა ბიჭმა. -რომელში შეხვალ? -მეორე კარი მაცდური ჩანს, მაგრამ მირჩევნია ვიცოდე სად ვყოფ თავს. -აი მე მეორე კარს ავირჩევდი. -საჩვენებელი თითი ცხვირთან აუქნია გოგონას. -თუკი პირველ კარში ამ სამყაროს გულისხმობ, შენ ეგეც არ იცი აქ რა გელის. -სწორედ რომ ვიცი, რაც მელის. -მშვიდი ღიმილით მიუგო იომ. -ეს სამყარო უკვე ვეღარაფერს შემომთავაზებს საინტერესოს. - რომ შეგძლებოდა, აქამდე მოიკლავდი. სიკვდილი საიქიოს შიშია იო, ამიტომ ინტერესის გამო ვერავინ იკლავს თავს. ეს ასეა, როგორი განსხვავებულიც არ უნდა იყო. -შეიძლება. -მრავლისმთქმელად გაიღიმა ბიჭმა და წამოდგა. -მიდიხარ? -სწრაფად შეეკითხა ლეა. -ხვალ გელოდები. -უპასუხა ბიჭმა, ისე რომ მისკენ არ შემობრუნებულა და ჩქარი ნაბიჯებით დატოვა ლეას სახლი. *** ლეა სასიამოვნო შეგრძნებამ მოიცვა, თუმცა გულის სიღრმეში იცოდა თუ რატომ ესტუმრა მას იო. იცოდა, რომ ამ ბიჭს ის რაღაცაში სჭირდებოდა და ამიტომ არ შეეგუა მის წამოსვლას. თუმცა, არ იცოდა თუ რაში შეიძლებოდა ის იოს დასჭირვებოდა. ცდუნება მისკენ ექაჩებოდა ლეას, თუმცა მეორე მხარე დუმდა. მეორე მხარე ალბათ არც არსებობდა რომ ამ ცდუნებას შეწინააღმდეგებოდა. ლეა უკვე მთელი ტანით იყო ჭაობში და ხავსიც აღარ ეგულებოდა, რომ მოსჭიდებოდა. ალბათ, სურვილიც აღარ ჰქონდა საკუთარი თავის ხსნის, რადგან მისდაუნებურად, გრძნობები გაუჩნდა ამ ბიჭის მიმართ. მთელი ღამე ბოლთას სცემდა ლეა და ნერვიულად ისრესდა ხელებს, ვერ გადაეწყვიტა რა გაეკეთებინა?! წასულიყო იოსთან თუ თავისივე გადაწყვეტილებისთვის არ ემტყუნა?! მთელი ღამე, თვალი ვერ მოხუჭა გოგონამ. შემდეგ კი, გადაწყვიტა ბოლო შანსი მიეცა იოსთვის და ერთხელ მისულიყო. გონებაში თავს იმართლებდა, დაასკვნა რომ ეს უკანასკნელი შანსი იქნებოდა, სხვა შანსს აღარ მისცემდა ბიჭს, ამიტომ კმაყოფილს ჩაეძინა. თუმცა ღამე 2ჯერ გამოეღვიძა, ისევ დაალაგა თავში აზრები და ისევ კმაყოფილი მიეცა ძილს. მეორე დღეს, მოაკითხა პრეზიდენტის მანქანამ და იოსთან მივიდა. მოეჩვენა რომ ბიჭი თანდათან იხსნებოდა მასთან, თუმცა გულს ეჭვი უღრღნიდა რომ იო უბრალოდ თამაშობდა და სინამდვილეში, სულაც არ ეხსნებოდა. შემდეგი სეანსები თითქოს წარმატებით მიმდინარეობდა, ბიჭი ლეას სიტყვებზე დროდადრო ჩაფიქრებულ სახეს იღებდა, თითქოს მნიშნველობას ანიჭებდა მის სიყვებს, მაგრამ ეს უკანასკნელი ვერ იჯერებდა თითქოს ამ ყველაფერს. ერთი შეხედვით, იო გულწრფელი ჩანდა, თუმცა მეორეს მხრივ, ისეთი ბუნების ბიჭს, როგორიც იო იყო, სრულიად ბუნებრივად შეეძლო თავის მოკატუნება. ამას კი, ალბათ იმის გამო აკეთებდა, რომ ლეა დაეკავებინა. გოგონას იმედი მიეცა, თითქოს გამოცოცხლა, ისევ შეეძინა თავდაჯერებულობა, როდესაც იოს ცინიკური რეაქციები აღარ ეჩეხებოდა მის სიტყვებს და თანდათან მის ეჭვებსაც ერეოდა. მეორე თვეც მიიწურა „წარმატებულ“ სეანსებში. ერთ დღესაც, შუა საუბრის დროს, ოთახში თამამად შემოაბიჯა ქერა ქალბატონმა. იოს მზერა არ მოუშორებია ლეასთვის, ამ უკანასკნელმა კი ფეხებიდან აათვალიერა ოთახში შემოსული პიროვნება. თითქმის მაღალი, 45 წლამდე, გამხდარი, ლამაზი ფორმების ქალი იყო. ქერა, გრძელი თმა კარგად გადაეწია და მხრებზე გადმოჰფენოდა აწეული ქერა თმის გრძელი კუდი. ცხვირი ოდნავ აპრეხილი ჰქონდა, დიდი ტუჩები და ლამაზი, გრძელი თვალის ჭრილი ჰქონდა, რომლიდანაც ღია თაფლისფერი თვალები ელავდნენ. საქმიანად ჩაცმული გახლდათ, ისეთი როგორიც პრეზიდენტის მეუღლეს შეეფერება. მარჯვენა ხელის არათითს ქორწილების ბეჭედი უმშვენებდა. ლეას ეს ქალი ტელევიზორში ჰყავდა ნანახი, მაგრამ ცხოვრებაში უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. იდგა ამაყად კარის ზღურბლზე და მისი მაქსიმალური მცდელობის მიუხედავად, მშვიდად წარმოეჩინა თავი, მაინც შეამჩნია ლეამ მის სახეზე მღელვარება. ქალმა მკრთალად გაუღიმა ლეას. -მოგესალმებით, ქალბატონო... -ოდნავ ყელი მოიღერა ქალმა და წარბები ასწია. -ლეა, ლეა მქვია. -წამოდგა გოგონა სკამიდან და საპასუხოდ გაუღიმა ელენეს. -ლეა. -შუა ხმოვანი გაწელა ქალმა და ხელოვნურად, თითქმის შესამჩნევად გაიღიმა. ქალბატონებმა ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და როცა ლეა საკუთარი სკამისაკენ შებრუნდა, მომღიმარმა ხმამ გააწყვეტინა. -დღეისთვის საკმარისია, ქალბატონო ლეა. -შუა ხმოვანი ისევ გაწელა ქალმა და ხელით კარისაკენ ანიშნა გოგონას. ლეამ ჯერ იოს გახედა, რომელიც ლეას სკამს მისჩერებოდა სერიოზული გამომეტყველებით, შემდეგ კი ელენეს ხელს გაჰყვა და ოთახი დატოვა. უკან ქალბატონიც გამოედევნა ამაყი ნაბიჯებით. -იცით, ქალბატონო ლეა. მე ვფიქრობ, რომ ჩემს შვილს სამკურნალო არაფერი სჭირს. ამიტომ, თქვენი სტუმრობა საჭირო აღარ არის. ჩემს იოანეს დედიკო უკვე ჰყავს. -სიყვარულით სავსე ხმით წარმოთქვა ქალმა, მაგრამ ლეას საშინელი შეგრძნება მოჰგვარა მისმა ღიმილმა. ბოროტი, ან უფრო მატყუარა ეგონა ეს ღიმილი. -დიახ, მესმის. -ძლივს ამოიბურდღუნა ლეამ და კიბისაკენ გაეშურა. იოს ოთახში დაბრუნებულმა ელენემ, კარგად მოკეტა კარი. იომ მაშინვე გამოხედა, ქალი კი მისკენ წავიდა სწრაფი ნაბიჯებით და მუხლებზე დადგა იოსთან მისული. -ჩემო იოანე, ჩემო ბიჭო, მომენატრე, ჩემო სიცოცხლე. -ქალმა შიშველ მკლავებზე კოცნა დაუწყო ბიჭს, ამ უკანასკნელს კი ზიზღი ეფინებოდა სახეზე, თუმცა ქალს არ იშორებდა. თითქოს, მოსწონდა ეს ზიზღი რასაც ელენეს შეხება ჰგვრიდა მას. ქალი კი არ ჩერდებოდა, უფრო გამალებით ჰკოცნიდა მას კისერში, მკერდთან, ბოლოს კი სახეზე აუყვა, ტუჩებს მიუახლოვდა და ფრთხილად შეახო თავისი ბიჭისას. იო კი ყელში სწვდა, მთელი ძალით მოუჭირა ხელი და ზიზღით დააცქერდა. ქალმა კი პირი დააღო, თვალები ჩაუსისხლიანდა ისე მაგრად უჭერდა იო ხელს. ბოლოს კი, მთელი ძალით მოისროლა იატაკზე ბიჭმა და ქალიც ღონემიხდილი დავარდა. ყელზე მოისვა ხელი და ისტერიკული ხველება აუტყდა. იო სწრაფად წამოდგა და ოთახიდან თითქმის სირბილით გავარდა. *** წითელი ოთახიდან ახალგაზრდა ბიჭის ღრიალი ისმოდა. ქერა ქალი კი, შიგნიდან ჩაკეტილ ოთახს ფრთხილად ადებდა თითებს და ყოველ დაღრიალებაზე მთელი ტანით ხტოდა. ბნელი ოთახის მეოთხე კედელთან იდგა ახალგაზრდა ბიჭი და მთელი ძალით ურტყამდა დანას კედელს. ყოველი დარტყმის შემდეგ კი სახე წითელი წვეთებით ევსებოდა. 9 თავი ორი დღე უსაშველოდ გაიწელა ლეასთვის. პრეზიდენტის მანქანა აღარ აკითხავდა და შესაბამისად, იოსთანაც ვერ მიდიოდა. მაგრამ, ამასთან ერთად, ლეას ეჭვს უღრღნიდა ელენესგან წამოსული უარყოფითი ემოცია. მანამდეც ეჭვობდა, რომ იოს ფსიქიკურ პრობლემებთან და მის არაორდინალურ ბუნებასთან, მისი აღმზრდელების გავლენა აღინიშნებოდა. მოაგონდა გივის სიტყვები, როცა ლეას უთხრა რომ პრეზიდენტის მეუღლე, სეანსების წინააღმდეგი იყო. ასევე, დააკავშირა ერთმანეთს ერთი შეხედვით, მარტივი რამ, თუმცა ეს დეტალი ქალბატონ ელენესკენ მიანიშნებდა ლეას. იოს არ მოსწონდა, როდესაც იოანეს ეძახდნენ, ელენემ კი ის იოანეთი მოიხსენია. თითქმის დარწმუნებული იყო ლეა, რომ იოს სიბნელეს, ელენეს გავლენა ჰქონდა. სრულიად უმოქმედო გახდა ლეა, ვერაფერს აკეთებდა და ეს საშინლად აფორიაქებდა. იოს სახლში კი ვერ მივიდოდა. ორი დღის მანძილზე, ნაცნობ კლუბსაც ესტუმრა, მაგრამ როგორც უთხრეს, მიხეილი ორი დღე არ გამოჩენილა. სრულიად მოსწყდა გოგონა რეალურ სამყაროს და თავით გადაეშვა ფიქრებში. იო რთული თავსატეხი იყო მისთვის, მაგრამ მოცემულობა უკვე ჰქონდა. ორი აზრი არ იყო, ქალბატონი ელენე, დიდ გავლენას ახდენდა მასზე და სწორედ აქედან უნდა დაეწყო ლეას. ვერ მისცემდა თავს უფლებას, რომ მაშინ გაეწყვიტა, როცა უკვე რაღაც ხელმოსაჭიდს მიაგნო. მისთვის იო უბრალოდ პაციენტი აღარ იყო და რომც დაეთხოვა გივის, მაინც იბრძოლებდა ამ ბიჭის გადასარჩენად. მესამე დღეს, ლეას საიდუმლო სანაპირო გაახსენდა და იქ წასვლა გადაწყვიტა. მთელი დღე სანაპიროსთან მჯდომარემ გაატარა. ჩაიძირა ზღვის მდუმარებაში და შიმშილიც კი არ უგრძვნია. მთელი სხეული მოლოდინის რეჟიმში ჰქონდა, სულმოუთქმელად ელოდა იოს. ყველგან მისი ლურჯები ელანდებოდა, მეტადრე ზღვის პირას, რადგან ზღვა იოს თვალებს აგონებდა. მის საუდუმლოს, მის ამოუცნობ ბუნებასა და ზღვასავით ჩუმ ხმაურს. ზღვა ღრმაა, ზოგჯერ გგონია რომ უძიროც... ზედაპირი მიმზიდველი ჩანს, მაგრამ თუ ღრმად ჩახვალ, ბევრ საიდუმლოს წააწყდები. ლამაზ, უწყინარ თევზებსაც, კაციჭამია ზვიგენებსაც, ჩაძირულ გემებსაც და დამხრჩვალ ადამიანებსაც. ზღვა უამრავ საიდუმლოს ატარებს, მაგრამ დუმს... აუტანლად დუმს და თან, გიზიდავს. რაც უფრო ღრმად შეხვალ, უფრო და უფრო გითრევს. თუკი ნაპირს წაეთამაშები, აზვირთული ტალღები, ისევ ხმელეთზე გისვრის, მაგრამ თუკი ძალა გეყოფა, თუკი გაუმკლავდები და ღრმად შეხვალ, უფრო ღრმად შეგაქანებს, დაგღლის და ძალაგამოცლილს, მასში ჩაგკარგავს. ზღვა კი ისევ აუტანლად დადუმდება და საიდუმლოდ შეგინახავს, თითქოს წამითაც არ გიბრძოლია, თითქოს წამითაც არ შეწინააღმდეგებიხარ... სწორედ რომ ზღვას გავდა იო, ზღვის საუდუმლო თითქოს იოში განკაცებულიყო. მართლაც, საშიში იყო ამ ბიჭის სიღრმეებში შესვლა, მაგრამ აუტნლად იზიდავდა ლეას ეს სიღრმე, ეს დაუნახავი, მიუწვდომელი ჰორიზონტი, რომელიც ეძახდა ლეას. მისკენ იხმობდა, ეს უკანასკნელი კი როგორც მარტოსული მეზღვაური, მიიწევდა მისკენ ზლაზვნით. ბევრჯერ დაუმსხვრია, ამოუტრიალა ნავი დაუნდობელმა ტალღებმა, მაგრამ მაინც აღადგინა, მაინც განაგრძობდა ჰორიზონტისკენ გზის გაკვლევას. ვინ იცის, იქნებ და ჰორიზონტს მიღმა უფსკრული ელოდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო... ლეა ან მიაღწევდა იქამდე, ან ზღვა შთანთქავდა მას, სამუდამოდ და საიდუმლოდ. ზღვამ მზე შთანთქა და სულ ჩამობნელდა, ლეა კი კვლავ მდუმარედ ელოდა... დილით, ზღვის ცივმა სისველემ გამოაღვიძა გოგონა. სახით ჩაფლულუყო ქვიშაში და თავიც გაუსაძლისად სტკიოდა. ძლივს ასწია სხეული მიწიდან და ზლაზვნით გაემართა სახლისაკენ. სამი დღე მაღალი სიცხეები ჰქონდა. ნიკოლოზმა რამდენჯერმე შემოუარა, მაგრამ მხოლოდ წამიერ კადრებად ახსოვდა ლეას მისი ლანდი. სხვა არაფერი აგონდებოდა, ნიკოლოზი ელაპარაკებოდა, ცხელ ჩაისა და წამლებს ასმევდა, მაგრამ გოგონას დაბინდულ, მიბნედილ გონებაში, სადაც სიბნელისა და სიწითლის შეზავებული ფერები ჭარბობდა, მხოლოდ იოს ლურჯები ეჩეხებოდა. მარილიანი ზღვა კი გოგონას ღაწვებზე დუღდნენ. აუტანელი, შეუჩვეველი იყო ეს განცდა, ამას ვერც ეჩვეოდა და არც სურდა შეჩვეოდა. უნდოდა სტკენოდა, კარგად უნდა ჩაესო ტკივილს კლანჭები მისთვის, რომ იო სიახლოვე ასე მაინც ეგრძნო. ის ხომ ასე ძალიან ჰგავდა ამ გრძნობას?! მეოთხე ღამეს, ისევ გაემართა ლეა საიდუმლო სანაპიროსკენ, თუმცა იმედი აღარ ჰქონდა რომ იო იქ დახვდებოდა. ნელი ნაბიჯებით მიიწევდა წინ და ცდილობდა დრო გაეჭიანურებინა, მოლოდინი დიდხანს შეენარჩუნებინა, რადგან დიდი შანსი იყო, რომ იმედი გაცრუებოდა და ბიჭი იქ არ დახვედროდა. აზვირთულ ქვას ფრთხილად შემოუარა, თვალები დახუჭა და ცალი თვალი ოდნავ შეაღო, იქნებ იოსთვის მოეკრა თვალი?! ცალ თვალს, მეორეც მიაყოლა მომენტალურად და თითქმის სირბილით მივარდა სანაპიროსთან. გვერდით მოუჯდა იოს და მის პროფილს მიაშტერდა. ამ უკანასკნელმა კი იგრძნო რა ლეას მისვლა, მაშინვე გამოატრიალა მისკენ თავი. ერთხანს თვალებში უყურეს ერთმანეთს, მაგრამ სიტყვა არცერთს უთქვამს. ალბათ, არც იცოდნენ საიდან დაეწყოთ ან, რა ეთქვათ ერთმანეთისთვის. იოში რაღაც კიდევ ახალი დაინახა ლეამ, რაც აქამდე არ შეუმჩვენია. მწუხარება, სინანული, ზიზღი, დაღლა... თუმცა, არცერთი გახლდათ გამოკვეთილი. ყველა ეს შეგრძნება, ერთმანეთში გაჟღინთულიყო. ლაბირინთში გაჭედილივით, გზააბნეულივით, ერთმანეთში გადახლართულიყვნენ და საკუთარი სახე დაეკარგათ. ბევრი რამის წაკითხვა შეიძლებოდა მის მზერაში, მაგრამ ამასთანავე ვერც ვერაფერს აღმოაჩენდით, რადგან მის ამ შეგრძნებას, სახელი არ ერქვა. რამოდენიმე წუთის შემდეგ, იომ სიგარეტს გაუკიდა და ლეას გაუწოდა, ამ უკანასკნელმაც მაშინვე გამოართვა და ღრმად მოქაჩა. შემდეგ კი, იომაც გაუკიდა. იისფერი კვამლით გაბურეს მათ წინ გადაშლილი ზღვის აღელვებული ტალღები. იო ზურგით ჩაეფლო ქვიშაში და ლეაც მომენტალურად მიუწვა მას. ბიჭი ცას გაჰყურებდა, ლეა კი დახარბებული შეჰყურებდა მის პროფილს. საიდუმლო ნაპირი უჩვეულო მწუხარებას მოეცვა. ზოგჯერ, მწუხარება უსაშველოდ დიდია, ის ყველგანაა, ატმოსფეროში ტრიალებს და ერთიანად მოგიცავს. გასაქცევი კი არსად გაქვს, სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან მოგყვება. მერე კი სადღაც, შენში სამუდამოდ ჩაგუბდება და გაჩუმდება. შემდეგ, უამრავჯერ შეგახსენებს თავს, რადგან მარტოობა მასაც არ უყვარს, მასაც სურს გაზიარება, მასაც სურს პარტნიორი. მწუხარება ყველაზე ერთგული რამაა, არასოდეს გშორდება. ბედნიერება კი, ზოგჯერ შემოგირბენს ხოლმე, იმედს მოგცემს, წაგეთამაშება და ისევ გაქრება. მწუხარება რჩება და ბედნიერების ყოველი სტუმრობის შემდეგ, უფრო მეტად გეწებება, უფრო მეტად მოგიცავს, რომ აღარსად გაექცე, რომ კვლავ მარტო არ დარჩეს და ბოლოს, შენც ეჩვევი, შენც გიყვარდება. ერთხელაც, ბედნიერებასაც არ გაუღებ კარს, რადგან გეშინია რომ ისევ წავა, გეშინია რომ კიდევ უფრო ჩაგებღაუჭება მწუხარება და შემდეგ უკვე მასთან ყოფნის ძალაც აღარ გეყოფა. ყველაფრით დაღლილი, სამუდამოდ დახუჭავ თვალს და მწუხარებაც შენთან ერთად მოკვდება, შენთან ერთად გაქრება. მერე და, როგორი მარტოსულია მწუხარება, ალბათ იმიტომაც ჰქვია ეს სახელი რომ მარტო უნდა იყოს და თავგანწირვამდე გიერთგულოს. შემდეგი რამოდენიმე დღე, ყოველ ღამე საიდუმლო სანაპიროზე ხვდებოდნენ ერთმანეთს ლეა და იო... ისევ მდუმარებაში ატარებდნენ საათებს... იო ისევ ცას შეჰყურებდა, ლეა კი კვლავ მისი ყურებით ძღებოდა. ერთხელაც, როდესაც იომ მისკენ შემოაბრუნა თავი, ლეამ ცდუნებას ვერ გაუძლო და მისი ტუჩებისკენ მიაჩოჩა თავისი ათრთოლებული, ვნებააღძრული. ბიჭმა კი, სწრაფად შეატრიალა თავი. გოგონამ ვერ გაუძლო, თვალიდან ჩამოღოღებული ცხელი ცრემლი, ქვიშაში ჩაიჟღინთა. -შენც ამაყი ხარ, იო. -აკანკალებული ხმით წარმოთქვა ლეამ. -თავმოყვარე კი ნუგეშს არასოდეს ითხოვს, უსიტყვოდ იტანჯება. -არც კი დაუშვებ იმას, რომ უბრალოდ შენი კოცნა არ მინდა, არა? -ცალყბა ღიმილით გამოხედა იომ. -სხვა თემაზე გადაგაქვს საუბარი, მაგრამ თუ მაგ კითხვაზე გულწრფელი პასუხი გინდა, მაშინ გეტყვი რომ შენთვის სულერთია ვის აკოცებ. იქ, კლუბში... -განსხვავება იმაშია, რომ შენ გიყვარვარ, მათ კი არა. -სიტყვა გააწყვეტინა იომ და სწრაფად წამოჯდა, სიგარეტს გაუკიდა. ოდნავ, აღელდა. ლეაც მაშინვე წამოჯდა მასთან ერთად. -მე არასოდეს შეგაწუხებ ჩემი სიყვარულით, იო. უბრალოდ, ნება მომეცი მიყვარდე. -არა! მე შენ ჩაგიყოლებ, მე შენ მოგკლავ. ეს კი არ მინდა. -რატომ არ გინდა? -იმიტომ, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა. შენ ვერ გახდები ამის ნაწილი, რადგან შენ ჩემთვის არავინ ხარ. -იო თავდაჯერებით საუბრობდა, მაგრამ ისეთივე მყარი აღარ იყო ეს მომართვა, როგორიც ადრე. თითქოს, ტყუილიც შეერია. -მაშინ, ეს რატომ გამიკეთე იო? -ხმას აუწია ლეამ. -რა აზრი ჰქონდა ჩემს შეცვლას, ჩემს გაგიჟებას? რისთვის გჭირდებოდი? გააგრძელე, რაც გინდა ის გააკეთე, უბრალოდ ზურგს ნუ მაქცევ. ალბათ, მე უფრო მჭირდები, ვიდრე შენ. -ისტერიკული ყვირილი, საუბარშივე დაუმშვიდდა გოგონას და ღონემიხდილი დაემხო ქვიშაზე ზურგით. იო კი მდუმარედ იჯდა. -ასეა, ჩემგან ყველა მიდის. -განაგრძო ლეამ. -10 წლის ვიყავი, როცა დედამ მიგვატოვა მე და მამა. მამაჩემი კი გალოთდა, ყოველ დღე სხვადასხვა ქალი მოჰყავდა სახლში და ლამის ჩემს თვალწინ კავდებოდნენ სექსით. მე კიდევ, ისე მინდოდა მალე მოვშორებოდი მას, რომ წიგნებიდან თავს არ ვწევდი. ერთხელ, სკოლის ბიბლიოთეკაში ჩამეძინა და დედა მესიზმრა. საქმიანი ფორმა ეცვა და მეუბნებოდა რომ ვუყვარდი. რეალურად კი, მხოლოდ მისი შავი თმა მახსოვს. იდეალურად ჰქონდა შეკრული და მუდამ მოვლილი, მოწესრიგებული გადიოდა სახლიდან. მეც მას მინდოდა დავმგვანებოდი. ფსიქოლოგია კი იმიტომ ავირჩიე, რომ გამეგო მიზეზი, თუ რის გამო წავიდა, მაგრამ მაინც ვერ გავიგე. ჩემი სიყვარული ალბათ შეუძლებელია. საკუთარ მშობლებსაც კი, რომლებსაც ბიოლოგიურად ხვდათ წილი, რომ ვყვარებოდი, მათაც კი ვერ შემიყვარეს. არც ნიკოლოზს ვუყვარვარ, რადგან ჩემი არ ესმის. მას უყვარს ის აწყობილი ლეა, რომელსაც 2 საათი მაინც სჭირდება, რომ ნიღაბი ჩამოიცვას. მე ვერც ვიოცნებებ, რომ შენ შეგიყვარდები, მაგრამ ჩემს გრძნობას აბუჩად ნუ აიგდებ. ამას ვერ გავუძლებ, უბრალოდ ვერ. ყველაფერს შევეგუები, თუ მეტყვი რომ ჩემივე სახლის ფანჯრიდან გადმოვხტე, ამასაც გავაკეთებ და იცი რატომ? იმიტომ რომ სხვა გზა აღარ მაქვს. ცხოვრებაში პირველად, ვიგრძენი რომ ჩემი თავი მეკუთვის. ასეთი, მარტივად მანიპულირებადი, ალბათ სუსტიც, მაგრამ ნამდვილი. ცხოვრებაში პირველად მე მე ვარ და ეს შენი დამსახურებაა ან შენი ბრალია. ამასაც არ აქვს აზრი, აღარაფერს აღარ აქვს აზრი, რადგან ამის იქით სიბნელეა, სიცარიელეა. მე კიდევ უკან ვერასოდეს დავბრუნდები. როცა საკუთარ თავს იპოვი, თუნდაც მხდალი იყო, უნდა მიიღო ის ისეთი, როგორიც არის. იქნებ, ჩემი დანიშნულებაც ეს იყო, მეპოვნე და შენთან ერთად მევლო არასწორ გზაზე. შენ თუ სწორი გზის პოვნა არ გინდა, ნება მომეცი შენს ნაკვალევს გამოვყვე. სადაც არ უნდა წახვიდე, რომელ ხრამშიც არ უნდა გადაიჩეხო, მეც შენთან ერთად წამოვალ. იცოდე, რომ თუ ჩემთან ერთად არ გადაიჩეხები, შენს მერე მე წამოვალ და დარჩენილ ცხოვრებას შენს ძებნაში გავატარებ. იო მდუმარედ იჯდა, ხმას ვერ იღებდა რამოდენიმე ხანი. ალბათ, იმიტომ რომ ლეას სიტყვების შემდეგ, ვეღარ ითამაშებდა თავდაჯერებულის როლს, მაგრამ ბოლოს, გამბედაობა მოიკრიბა. -რატომ მომიყევი ეს ყველაფერი? გგონია შენი გულახდილობა მეც გადმომედება? -ჩვეული, ცივი ხმით იკითხა იომ. -არა. მაგიტომ არ მითქვამს, ვიცი რომ არაფერს მეტყვი. თქმა არცაა საჭირო, ისედაც ვიცი რაც ხდება. იომ მაშინვე გამოხედა ლეას, წარბები ოდნავ შეკრა. -არაფერიც არ იცის. -ხმას აუწია მან. -არ ვიცი, მაგრამ ის რაც ფასადის უკან იმალება, ვიცი რომ შემზარავია. -მშვიდად უპასუხა გოგონამ. იო სწრაფად წამოდგა და ადგილს მოსწყდა. მათგან მოშორებით, აზვირთული ქვების უკან, შავებში ჩაცმული მამაკაცი იდგა. დიდი კაპიუშონი სახის ნახევარს უფარავდა, მაგრამ მაინც ამჩნევდა ქვიშაზე, ერთმანეთის გვერდიგვერდ მოკალათებულ წყვილს. როგორც კი, იო წამოდგა და წასასვლელად მოემზადა, ეს უკანასკნელიც სწრაფად მოშორდა ადგილს და როდესაც, სანაპიროს კარგა მანძილით მოშორდა, ტელეფონზე გადარეკა. -ქალბატონო ელენე, სანაპიროზე იყო ლეა დოლიძესთან ერთად. ახლა წავიდა. ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ, გამკაცრებული ხმა მოესმა უცნობ მამაკაცს. -ლეა დოლიძე ხვალ, დაჩაზე მომიყვანე. -სწრაფად უპასუხა მან და ტელეფონი გათიშა. *** მეორე დღეს, შუადღეზე, როდესაც ლეა უკვე მომზადებულიყო და მოსაღამოვებას ელოდა, რათა საიდუმლო სანაპიროს სტუმრებოდა, კარზე კაკუნის ხმა მოესმა. ეს უკანასკნელიც, მალევე დასწვდა სახელურს და ისე გამოაღო, რომ ჭუჭრუტანაში არც გაუხედავს. მის თვალებს უცნობი, უბრალოდ ჩაცმული მამაკაცი აეღობა, რომელიც თვალის დახამხამებაში შევარდა ლეას ბინაში და თავადვე მიხურა კარი. -ქალბტონო ლეა, პრეზიდენტის მეუღლეს თქვენთან შეხვედრა სურს. უნდა გამომყვეთ. -კატეგორიული ხმით წარმოთქვა მამაკაცმა. ლეამ გაკვირვებით შეკრა წარბები, ოდნავ უსიამოვნო შეგრძნებამ მოიცვა, მაგრამ უარის თქმაზე არც უფიქრია. მდუმარედ გაჰყვა უცნობს. მანქანა ძალიან უბრალო იყო, თვალში არავის მოხვდებოდა და ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო. საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ, მაღლობზე მდგარ, უზარმაზარ სახლთან შეჩერდა მანქანა და ლეაც მაშინვე გადმოვიდა. უსიტყვოდ ედევნებოდა უცნობ მამაკაცს უკან. ამ სახლშიც ჭარბობდა ბორდოსფერი და თითქოს ელოდა კიდეც ამას ლეა. ამავე ფერის, უზარმაზარ დივანზე მოკალათდა გოგონა და მოლოდინით სავსე მზერა მიაპყრო მის წინ აჭიმულ ფართე კიბეს. თითქმის ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ კი, კიბეზე ამავე ფერებში ჩაცმულმა ქალმა ჩამოაბიჯა ამაყი, მედიდური ნაბიჯებით. ცივი ღიმილი მოჰფენოდა ქალს სახეზე, თუმცა ისიც შეამჩნია ლეამ, რომ ელენეს არ სურდა აგრესია შეტყობოდა. მაქსიმალურ სიმშვიდეს ინარჩუნებდა, როდესაც მის მოპირდაპირედ მოკალათდა. ფეხი ფეხზე გადაიდო და გამომცდელი მზერით შეაჩერდა ლეას. -აბა, რა დიაგნოზი დაუსვი ჩემს იოანეს? -სიტყვა „ჩემს“ ძალიან გამოკვეთილად ამბობდა ელენე. გოგონა ოდნავ შეიშმუშნა, მაგრამ თავდაჯერებულობას ინარჩუნებდა. -ამის საკითხავად დამიბარეთ, ქალბატონო ელენე? -კითხვას ბანზე ნუ მიგდებთ, ლეა. -ცივი ღიმილით წარმოთქვა ქალმა და გოგონას სახელის შუა ხმოვანი ისევ გაწელა. -განსხვავებულია, თუმცა მის ზოგ საქციელს რაღაც ახსნა უნდა ჰქონდეს. კიდევ რომ მოგეცათ დრო, მაგასაც გავარკვევდი. -ნიშნისმოგებით მიუგო ლეამ. ელენეს სახის კუნთები ოდნავ შეუტოკდა, თითქოს დაიძაბა, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია, ამიტომ ღიმილით გადაფარა ეს აღელვება. ღრმად ამოისუნთქა და დივნის საზურგეს მიეყრდნო. -მე კიდევ, სხვა ეჭვები მაქვს. -გამომცდელად მოჭუტა თვალები ელენემ. -ჩემი იოანე შეგიყვარდათ. -ცივი ხმით წარმოთქვა ქალმა. ლეამ პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ ელენემ შეაწყვეტინა. -იცით, თქვენს კარიერას რა მოუვა ეს რომ გამჟღავნდეს? -ოდნავ ლეასკენ გადაიხარა ქალი და კმაყოფილი ღიმილი შეაგება მას. -ჰო მესმის, მისი შეყვარება ძალიან მარტივია. -თქვენ საიდან იცით? -ატომური ბომბის აფეთქებას უდრიდა ეს შეკითხვა ქალბატონი ელენესთვის და მაშინვე ჩამოერეცხა ღიმილი სახიდან. -რას ნიშნავს, საიდან ვიცი?! ის ჩემი შვილია. -წარბები შეკრა მან. ლეამაც შეკრა წარბები, მაგრამ ეს უფრო სხვა რამის გამო იყო გამოწვეული. რაღაც შემზარავმა ეჭვმა გაჰკრა გულში, რადგან ეს ქალი რთულად, მაგრამ ამასთანავე მარტივად წასაკითხი იყო. იო უკიდურესობა გახლდათ, მაგრამ ელენე უკიდურესობის მიღმა იმალებოდა და ის სიბნელე, ის შემზარავი მუხტი, რაც მისგან მოდიოდა, ლეას ყოველგვარი სისაძაგლის დაშვებისაკენ მიანიშნებდა. თანაც, მის მიერ წარმოთქმული „მისი შეყვარება ძალიან მარტივია“ და ამასთან ამ ქალის ბოლო ფრაზა, აშკარა აღელვებითა და დაბნეულობით წარმოთქმული, პირდაპირ ხელს იშვერდა ელენეს ბნელი ბუნებისაკენ. -რას ფიქრობთ, რატომ იძალადა თქვენმა ვაჟმა 14 წლის ასაკში თავის კლასელზე? ან, რატომ პოულობენ მას მძიმე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ? არა, უფრო მეტად მაინტერესებს, თქვენ რატომ არ გსურდათ ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა თქვენი ვაჟისთვის, მიუხედავად ზემოთ თქმულისა?! ქალს სახე წამოენთო და თვალები დაქაჩა. -ჩემს შვილს, მე თავად მივხედავ. -თითქმის ყვირილით წარმოთქვა მან. -მაშ, რატომ დამიბარეთ? -სრული სიმშვიდით შეეკითხა ლეა, თან გამომცდელად აკვირდებოდა ელენეს ყოველ სიტყვას, ყოველ მიმიკასა და სხეულის რხევას. -იმიტომ დაგიბარეთ, რომ ჩემს შვილთან ახლოს მისული არ დაგინახოთ. მე ჩემი იოანესთვის ყველაფერზე წავალ, ამიტომ თქვენთვისვე აჯობებს მის ცხოვრებაში თუ არ გამოჩნდებით. იმედი მაქვს, მეტის თქმა აღარ დამჭირდება. ფსიქოლოგი ქალი ხართ, ვერ ვიტყვი რომ პროფესიონალი, მაგრამ ეჭვი მაქვს, მიხვდებით თუ რა ვიგულისხმე. -მშვიდი ღიმილით წარმოთქვა ქალმა, შემდეგ კი წამოდგა და ქალური მოძრაობით, ლეას წინ გადაშლილ კიბეს აუყვა. რამოდენიმე წამში, ლეას თავზე ნაცნობი უცნობი წამოადგა და ისიც მაშნვე წამოდგა. *** მთელი საღამო, ლეა ელენეზე ფიქრობდა. მის ყველა სიტყვას იხსენებდა და იოსთან აკავშირებდა. ბორდოსფერი, რომელიც ორივე სახლში ჭარბობდა, ასევე ამ ქალის სამოსიც, პრეზიდენტის სახლის მესამე სართულზე, წითელი ხელები, წითლად შეღებილი ოთახს კარი. სეანსების ოთახში, წითელი აბრეშუმის ზეწრებითა და ბალიშებით გაწყობილი საწოლი... რატომ აირჩია იომ ეს ფერი? ამ ყველაფერს ისევ ქალბატონ ელენესთან მიჰყავდა და ბევრი ფიქრის შემდეგ, ლეა ყველაფერს მიხვდა. მიხვდა და არ უნდოდა მიმხვდარიყო, მიხვდა და არ უნდოდა ესუნთქა, არ უნდოდა ეარსება, არ უნდოდა სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა. ერთხანს, ღონემიხდილი ეგდო კედელთან მიყუჟული. თავზე ეტაცა ხელები და თვალი უმისამართოდ გაშტერებოდა. შემდეგ კი, სწრაფად წამოხტა და სირბილით გავარდა სახლიდან. მირბოდა, მთელი ძალით, მთელი სისწრაფით მირბოდა საიდუმლო სანაპიროსაკენ და იმედს იტოვებდა, რომ ბიჭი იქ დახვდებოდა. წამითაც არ უფიქრია საწინააღმდეგოზე, რადგან იოს ის სჭირდებოდა. სჭირდებოდა როგორც თევზს წყალი, როგორც ადამიანს ჟანგბადი, როგორც ჩიტებს ფრენა, როგორც მას იო. ბიჭი იქ დაუხვდა, წელს ზევით შიშველი იყო და პირით იდგა ზღვისაკენ. ბუმბულების წყობა უფრო გაზრდილიყო, თითქმის დასასრულს უახლოვდებოდა. ლეა კი სწრაფად გაექანა მისკენ და მთელი სხეულით მიეკრო იოს ზურგს. ბიჭმა სწრაფად მოიშორა და თვალები მხეცის გაუხდა. წარბებშეკვრით შემოხედა ლეას და რამოდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. -როდის? პირველად როდის მოხდა? -სწრაფად შეეკითხა გოგონა. ბიჭს სახე მოეღრიცა, ბრაზმა გამოხეთქა მისი თვალებიდან და ლეას ეკლებივით ესობოდა იოს ეს მზერა. გოგონა სწრაფად სუნთქავდა, სახე წაშლილი და შეშლილი ჰქონდა, ბიჭი კი მიუხედავად იმისა, რომ მშვიდად გამოიყურებოდა, მისი მზერა გასცემდა მას. მისი მზერა ყველა კითხვაზე სცემდა პასუხს ლეას. -თავი დამანებე! -დაიღრიალა უეცრად იომ. -ვინ ხარ საერთოდ? რა უფლებით იქექები ჩემს ცხოვრებაში? შენს მიმართ მხოლოდ ზიზღს ვგრძნობ, ასეთი ზიზიღი არავის მიმართ მიგრძვნია, არასდროს. გული მერევა რომ გიყურებ, საცოდავი ადამიანი ხარ. იმდენად საცოდავი, რომ საკუთარმა მშობლებმაც ვერ აგიტანეს და ახლა ალბათ, ბედნიერებიც არიან, რომ ვერ გხედავენ. ჩემგან რას ელი, გგონია დამეხმარები? ან გგონია საერთოდ ზიზღის გარდა სხვა ემოციას გამოიწვევ ჩემში? რა სულელი ხარ, ლეა. საერთოდ, როგორ იფიქრე, რომ ჩემთან რამეს გახდებოდი?! მოშორდი აქედან, წადი! -მთელი ხმით ღრიალებდა ბიჭი და გოგონას ღონემიხდილი კვნესა აღმოხდა. იმ წამს, ყველანაირმა გრძნობამ ერთად მოიყარა მასში თავი და წამზე მეტად არ გაჩერებულა, ერთიანად მოსწყდა ლეას სხეულს და სადღაც, დავიწყებაში გაუჩინარდა. შემდეგ კი, უემოციო სახით გაბრუნდა და ნელი მოძრაობით გასწია სახლისაკენ. უსიცოცხლოდ ამოძრავებდა ფეხებს, სიცოცხლის აღარანაირი ნიშანი აღარ ეტყობოდა სახეზე და მუხლმოკვეთილი მიაბიჯებდა, ღრმად ეფლობოდა მისი თხელი ფეხები ქვიშაში და გოგონას იმის ძალაც აღარ ჰქონდა, რომ ათიათასობით წვრილი წერილების მძიმე გროვიდან მყარად ამოეღო ფეხი. რამოდენიმეჯერ წაიქცა კიდეც და ძლივს წამოდგა. ყრუ ხავილი ისმოდა მისი პირიდან, რადგან იოს სიტყვებმა ცოცხლად გახრწნა. იო კი უყურებდა მას, უყურებდა იქამდე, სანამ ლეას უსისცოცხლო სხეული ბოლომდე არ ჩაყლაპა ჰორიზონტმა. 10 თავი რისკენ მიისწრაფვიან ადამიანები? იმისთკენ რომ გაზოგადდნენ, იმისკენ რომ დაემგვანონ მათზე უფრო დიადს, თუმცა თავადაც არ იციან ვინ არის, ან რა არის ეს დიადი?! მოაქციეს მარწუხებში იდეა, რომლისკენაც მიისწრაფვიან და ყოველი ფეხის გადატრიალებაზე, თავს იმართლებენ, რომ ეს ადამიანური სისუსტის გამო მოუვიდათ. გამოიგონეს უამრავი ცნება, სიკეთისა და ბოროტების, სისუსტისა და სიძლიერის შესახებ და თავადაც ვერ გაურკვევიათ, რისთვის გაურბიან თავიანთ შინაგან ბუნებას?! თვლიან, რომ სისუსტე სიძლიერეს გაშორებს. სიმართლე კი ის არის, რომ მათაც არ იციან რა იმალება ამ ცნებების მიღმა. საიდუმლო აშინებთ, აშინებთ ჩაღრმავება, აშინებთ გარკვევა, აშინებთ ყოველივე უცხო, მხოლოდ იმიტომ რომ პასუხი ჩარჩოებს მიღმაა. ჩუმად აპარებენ თვალს ერთმანეთისგან მალულად და როგორც კი რაიმეს ვერ გაიგებენ, უმალვე უარყოფენ, უკუაგდებენ და იძულებენ. სიძულვილს იმით ამართლებენ, რომ ბოროტებას დევნიან. ბოროტებას კი სიძულვილი წარმოშობს, ალბათ... თუმცა, ვინ იცის... იქნებ, სულაც არ არსებობს ზუსტი ცნება, იქნებ სულაც არ არსებობს უკიდურესად მცდარი, ან უკიდურესად სწორი. მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. სიბნელე წარმოშობს სინათლეს და სინათლე წარმოშობს სიბნელეს. ეს კი ისეთივე ცხადია, როგორიც ლეას ტკივილი. ისეთივე აშკარაა, როგორიც ლეას თავგანწირვა საყოველთაოდ აღიარებული ბოროტების წინაშე. მაინც, ვინ არის ადამიანი? მსაჯული თუ დამნაშავე? ალბათ, ორივე... დამნაშავე ყველაზე დიდ მსაჯულად წარმოგვიდგება ხოლმე, რადგან თავისი სიბოროტე გადაფაროს. თავისი სისუსტე გადაღებოს უხარისხო ფუნჯებით, რომელიც დაბრმავებულ თვალს მოატყუებს. ისინი კი, როგორც დაგიპნოზებულნი, მორჩილად შეაბიჯებენ განმკითხველთა ბრბოში და იმთავითვე წარმოშობენ უსამართლობით გამოწვეულ ვითომდა, კაცობრიობის გადასარჩენად და დასაცავად გამიზნულ სიკეთეს, განდევნონ მათგან განსხვავებულნი. ყველაფერს კი იმ დიადის წინაშე მუხლმოსადრეკად აკეთებენ. თითქოს და ამით იცავენ მას, თითქოს და იმ უცხოს მისი წაბილწვა სურს. ბოროტებას ბოროტებითვე პასუხობენ და მათი შემხედვარე, სუფთა სული იბინძურებს თავს. ისვება ბრბოსაგან წამოსული სიძულვილით სავსე შეძახილებით და ამ სუფთა სულის ბავშვთაგან, შეიძლება ერთმა სულ სხვაგვარად დაინახოს. შეიძლება მსაჯულის ნაცვლად, დამნაშავეობა აირჩიოს, რადგან არ სურს დაემგვანოს ბრბოს. ბრბო კი მასაც ჩაქოლავს, მასაც გაწირავს და ეს უსაშველო ჯაჭვი იქამდე გაიჭიმება, სანამ კაცობრიობა იარსებებს. სულ რომ ერთი ადამიანი დარჩეს დედამიწაზე, საბოლოოდ, ისიც დაიღლება საკუთარი არასრულფასოვნებით, დანაშაულის შეგრძნებით, ანდაც სისასტიკით, რადგან ბრბოთა საყოველთაო იდეა, თითოეულში დევს. მარტოდ დარჩენილი კი ერთ დღესაც, მსაჯულად მოევლინება საკუთარ თავს და საკუთარ თავსვე ჩაქოლავს, რადგან იცის რომ ვერასოდეს გახდება ის დიადი. ვერასოდეს გახდება ღმერთი და არც ვისმე მსაჯული ყოფილა არასდროს, საკუთარი თავის გარდა. ლეა ძალაგამოცლილი იყო, მხოლოდ იოს სიტყვები ჩაესმოდა ყურებში და ყოველი გახსენება, ეკალივით უკაწრავდა გულს. ყველაზე მეტად კი, მასთან განშორება სტკიოდა, რადგან ის სიტყვები ორივე მხარეს ჩატეხილ ხიდს უდრიდა. იომ საცალფეხო ბილიკიც აღარ დაუტოვა მას, რომ მისკენ გზა გაეკვლია. ყველა გასასვლელი ჩახერგა და მარტოდმარტო დატოვა, სრულ სიცარიელეში. ბიჭის სიტყვებიდან, ორი დღის შემდეგ, ლეას ნიკოლოზი ესტუმრა მოზრდილი, აყვავილებული წითელი ვარდით ხელში. ვარდის ტოტს ეკლები უმშვენებდა. ლეა ხალათშემოხვეული, საწოლზე წამოწოლილი დაუხვდა, თვალები წაშლილი და არაფერისმთქმელი ჰქონდა, მაგრამ მამაკაცის დანახვაზე, ნაძალადევად გაიღიმა. ნიკოლოზმა, ეკლიანი ვარდი საწოლზე დადო და იქვე ჩამოჯდა. -როგორ ხარ, ლეა? -სინანული იგრძნობოდა მამაკაცის ხმაში. -ნორმალურად. -მხრები აიჩეჩა გოგონამ. მამაკაცმა ხვნეშით ამოისუნთქა და კიდევ ერთხელ მიაპყრო სინანულით სავსე მზერა ლეას. გოგონას კი მრავლისმთქმელად ჩაეცინა. -გეცოდები, არა? -არა, უბრალოდ გული მწყდება, სად გაქრა ის ყველაფერი რაც მე და შენ გვაკავშირებდა? -ეგ ყველაფერი ყალბი იყო. -მოკლედ მოუჭრა ლეამ. -არა, ლეა. ის შენი ერთი მხარე იყო, ყველაზე ნათელი და კაშკაშა. ახლა კი, ახლა შენში იმ ლეამ გაიღვიძა, რომელიც ვერაფერს შემოგთავაზებს, რომ ცხოვრება განაგრძო. -აზრი არ აქვს ამ საუბარს, სწორედ ასეთად ყოფნა მეხმარება იმაში, რომ ვიყო იმ ადამიანთან, ვინც მიყვარს. -მას? მასაც უყვარხარ? -მას არა. ჩემი სიყვარული უანგაროა, ნიკოლოზ. სანაცვლოდ არაფერს ითხოვს. -სწორედ იმიტომ არ ითხოვს, რომ არ ელის. ადამიანი მაშინ ითხოვს, როცა მოლოდინი აქვს. არც ეს სიყვარულია ნამდვილი. ეს ფანატიზმია, ლეა. -ის სხვანაირად ვერც გეყვარება. -მაინც, რა აქვს მას ისეთი, რაც ჩემში ვერ ნახე? -შენ... შენ სხვანაირი ხარ. შენ ალბათ მას ყველაფრით ჯობიხარ. ყველაფერი გაქვს, რის გამოც ცხოვრება ღირს, მაგრამ შენ ვერასოდეს შემომხედავ ისე, როგორც ის. შენ არც მისი ხმა გაქვს, არც თვალები, არც მასავით სუნთქავ... შენ ის ვერასოდეს გახდები, როგორადაც არ უნდა გეამაყებოდეს ეს ფაქტი. მე მაინც ის მინდა, მაინც მას გავყვები, ჯოჯოხეთშიც კი ჩავყვები, რადგან მეცოდინება რომ ის იქ არის. ახლაც, როცა შენს გვერდით ვარ, მის სიახლოვეს უფრო ვგრძნობ, ვიდრე შენსას. -შენ უკვე ჯოჯოხეთში ხარ, ლეა. შენ უკვე სიგიჟის ზღვარიც გადაკვეთე. ამის იქეთ სიცარიელეა, აღარაფერი აღარ არის. -სწორედ იმიტომ, რომ მას არ სურს. მე კიდევ, სიცარიელეზეც თანახმა ვარ, თუ მასთან ერთად ვიქნები. -გაგიჟდი ლეა? -ხმას აუწია კაცმა და ფეხზე წამოდგა. -სულ შეიშალე? ვიღაც თინეიჯერი ბიჭი ასე როგორ მოქმედებს შენზე, ასე როგორ დაეცი? -რაც გინდა, ის იფიქრე, ნიკოლოზ. ჩემთვის უკვე ყველაფერი სულერთია. მამაკაცი სწრაფად, აღელვებით სუნთქავდა და ყოველ წამს, თვალებს ისრესდა ნერვიულობისგან. ბრაზი ისე მოაწვა, რომ როგორც თავად თვლიდა, ფსიქიკურად დაავადებული ლეასთვის მკურნალობაც აღარ სურდა. გოგონა კი გადაბრუნდა და ზურგი აქცია მას, კარგად მოიკნუტა საწოლზე და თვალები დახუჭა. ნიკოლოზმა რამოდენიმე წუთის შემდეგ, ხმამაღალი ჯახუნით დატოვა ლეას სახლი. *** ლეას ისევ იო ესიზმრა. ზღვა სისხლისფერი იყო და ქვიშას წითელი ბუჟბუჟით ეხეთქებოდა. მასზე კი უსიცოცხლო სხეული ეფინა. ლეას წითელი კაბა ეცვა, აქა-იქ დაგლეჯილი, თმა მკერდს ქვევით ჩამოჰფენოდა და მისი სურვილის მიუხედავად, სწრაფად მისულიყო ქვიშაზე დაგდებულ სხეულთან, ფეხები ზლაზვნით ეკიდებოდნენ ერთმანეთს. სისხლის ზღვა კი წამებში ფარავდა და ისევ შორდებოდა უსიცოცხლო, დანით დაჩეხილ სხეულს. კიდევ რამოდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, გოგონამ მკაფიოდ გაარჩია ფერადი ტატუებით სავსე თეთრი სხეული. არაამქვეყნიურმა, პანიკურმა შიშმა გამოაღვიძა გოგონა. სულ ოფლად იღვრებოდა, თუმცა არც უკივლია. უხმოდ და ყრუდ ხაოდა რამოდენიმე წამი და სახეზე ჩამოყრილ, გაოფლილ თმას იშორებდა. შემდეგ კი, ჩუმი კაკუნის ხმა მოესმა კარზე, რომელიც თანდათან იზრდებოდა და ბოლოს დამაყრუებლად ბრახუნებდა. ლეა სწრაფად წამოდგა და კარისკენ თითქმის სირბილით გაექანა. სწრაფად გამოაღო კარი და თვალები გაუფართოვდა. თითქოს ელოდა კიდეც იოს მოსვლა, მაგრამ მაინც ვერ იჯერებდა, რომ კარის ზღურბლზე მას ხედავდა. ბიჭმა ერთხელ გაუყარა თვალი თვალში მას და შემდეგ, სწრაფად შევიდა სახლში. ლეამ უხმოდ მიხურა კარი და შესასვლელში გაიჯგიმა. იო კედელს მიეყრდნო, თავი უკან გადააგდო და კიდევ უფრო ზემოდან გადმოხედა მას. -კიდევ რამე დაგრჩა სათქმელი? -ცივი, თუმცა დაღლილი ღიმილით შეეკითხა ლეა. ბიჭს კი, სერიოზული გამომეტყველება არ ეცვლებოდა. პირდაპირ თვალებში უყურებდა ლეას და ამ უკანასკნელს ფეხებს უკვეთდა ეს მზერა, ამიტომ სწრაფად აარიდა თვალი. -დღეს, აქ ვრჩები. -ისე თქვა იომ, თითქოს ლეას რეაქცია საერთოდ არ ანაღვლებდა და სრულებით დარწმუნებული იყო, რომ გოგონას სურვილის მიუხედავად, მაინც დარჩებოდა. ლეამ გაკვირვებით შეკრა წარბები, შემდეგ კი სწრაფად გაუსწორა მზერა ბიჭს. -რატომ? -რა, რატომ? -გაეცინა იოს და თვალი აარიდა ლეას. -რატომ დარჩები? ან რატომ მაინცდამაინც ჩემთან? -აჰ, ლეა ლეა. -უდარდელად ჩაიფრუტუნა ბიჭმა და საძინებლისკენ აიღო გეზი. გოგონაც მაშინვე აედევნა მას. -შენ ხომ გეზიზღები? ხომ გაღიზიანებ? -სირბილითა და ოდნავი ყვირილით ედევნებოდა უკან იოს. ოთახში შესვლისთანავე, იო სწრაფად შემობრუნდა მისკენ, მაჯაში სწვდა და ოთახის კარს ლეას სხეული მიაკრა. ძალიან ახლოს იყო იო გოგონას სახესთან და ამ უკანასკნელს აჩქარებული სუნთქვა აუტყდა. -მეზიზღები და მაღიზიანებ, მაგრამ როცა ვერ გიყურებ, მაშინ უფრო მზიზღდები. -ხმადაბლა წარმოთქვა ბიჭმა, ლეას კი თვალები მიელულა, იმდენად ახლოს იყო იო მის სახესთან. შემდეგ კი, ერთიანად მოსწყდა ბიჭის სხეული გოგონას და საწოლზე წამოჯდა. ლეა ისევ კარზე იყო აკრული და არ ირხეოდა. იომ, საწოლზე დაგდებულ ეკლებიან ვარდს მოჰკრა თვალი და ცალყბა ღიმილით ამოხედა ლეას, თან სიგარეტი მოიქცია ტუჩებს შორის და გაუკიდა. გოგონა ოდნავ დამშვიდდა, ფრთხილად ათვალიერებდა იოს და მის მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე ფიქრობდა. ერთი შეხედვით, საშინელი იყო, რაც ბიჭმა უთხრა, მაგრამ ამ სიტყვებმა თითქოს გული გაულღვო ლეას, რადგან ამით იმაზე მეტი უთხრა, ვიდრე რომელიმე სხვა, ლამაზად წარმოთქმული სიტყვა იტყოდა. ეს სიტყვები, ბევრად მეტს ნიშნავდა და ბევრად მეტი დატვირთვა ჰქონდა. იომ კიდევ ერთხელ გაუყარა თვალი თვალში ლეას, შემდეგ კი ვარდს დასწვდა და მასზე გაუშტერდა მზერა. უგულოდ ატრიალებდა ხელში მცენარეს და ეკლებზე მყარად უსვამდა ხელს. -წარმოიდგინე, რომ ეგ ვარდი, შენი ტკივილია. რას გაუკეთებ? -უეცრად, შეეკითხა ლეა. იომ კი მაშინვე ამოხედა. შემდეგ, ფეხზე წამოდგა და ნელა მიუახლოვდა ლეას. მარცხენა ხელში, ვარდი ეჭირა, მარჯვენა ხელით კი ლეას ხალათის შეკრულ რემენს ჩაებღაუჭა და მისკენ მოქაჩა. გოგონა მთელი სხეულით შეეხეთქა ბიჭისას, მაგრამ თვალსაც არ აშორებდა მის ლურჯებს. იომ ჯერ ლეას ტუჩებისკენ დახარა თვალები, შემდეგ კი სწრაფად გაუყარა თვალი თვალში და ასევე სწრაფად შეუხსნა ხალათის რემენი. ლეას თეთრი საცვლები, შეხსნილ ხალათში ელავდნენ, მაგრამ გოგონა არც კი შერხეულა. ბიჭმა მარჯვენა ხელზე დაიხვია წვრილი რემენი. შემდეგ კი, ვარდიანი ხელი, ხალათს შორის, წელზე შეუცურა ლეას და მთელი ძალით მოისროლა საწოლზე. გოგონა მორჩილად მიჰყვებოდა იოს ნებას და საწოლზეც კარგად გასწორდა. ბიჭი ზემოდან მოექცა მას და ლეამ ცდუნებას ვეღარ გაუძლო, ხელები ბიჭის მკერდისაკენ გაექცნენ და თხელი თითები ფრთხილად შეახო. იო კი სწრაფად მოშორდა მას, ხელები გააშვებინა. -შენ არ შემეხო! არც კოცნაში ამყვე! -სწრაფად მიაყარა სიტყვები ბიჭმა და გოგონას ბაგეებს დააცხრა. ლეა არც ტუჩებს ამოძრავებდა და არც სხეულს. იო კი მაგრად არჭობდა კბილებს ტუჩებზე და ბაგეებით ლეას სახეს აწვებოდა, თითქოს უნდოდა მოეგუდა, თითქოს სურდა ძლიერ ეტკინა მისთვის. შემდეგ კი, ისე რომ კოცნა არ შეუწყვიტავს, ხელები თავს ზემოთ შეუკრა, რემენით გადაკოჭა და საწოლის, ხის გისოსებიან თავზე შეკრა. ტუჩებიდან იო ქვევით, ნიკაპისკენ ჩამოჰყვა ლეას, შემდეგ კი კისერში არჭობდა კბილებს. ლეას სტკიოდა და თან ავადმყოფურად სიამოვნებდა ეს ტკივილი. თვალები დაეხუჭა და პირიც ფართოდ გამოაღო, საიდანაც ვნებააღძრულ კვნესას აჟღერებდა. შემდეგ კი, საშინელი ტკივილი იგრძნო ყელის, მკერდისა და მუცლის არეში და სწრაფად გაახილა თვალი. იოს ლურჯებს გადააწყდა, მისი თვალებისკენ მომართულს, შემდეგ კი თავი მუცლისკენ დახარა გოგონამ. ეკლებიან ვარდს მთელი ძალით უსვამდა ბიჭი სხეულზე, და ნაკაწრებიდან გამოხეთქილი სისხლი, მის თეთრ საცვლებში იჟღინთებოდა. ლეას არ უკივლია, არც რაიმე უთქვამს. ენით ტუჩები გაისველა და ისევ დახუჭა თვალები. შემდეგ კი გრძნობდა, ნაკაწრებზე ცხელი ენის სრიალს და დროდადრო კბილების მტკივნეულ სერვას სხეულის მთელ ადგილებში. ვარდის ეკლები სისხლით მოისვარა, თუმცა მაინც აგრძელებდა ბიჭი ლეას სხეულის მოკაწვრას. წამები წუთებს მისდევდნენ, ლეა კი მტანჯველ სიამოვნებას გრძნობდა, თითქოს ამით იო იმ ტკივილს აჩვენებდა, რასაც შიგნიდან გრძნობდა. თითქოს საკუთარი დაკარწული სხეული, იოს გატანჯულ ბუნებას აცხადებდა. შემდეგ კი, ფეხებს შორის იგრძნო სიმხურვალე, რომელსაც წამებში ავსებდა იო. ლეას კი უფრო მეტი ტკივილი სურდა, თითქოს ბიჭიც პასუხობდა მოქმედებებით გოგონას ფიქრებს და უფრო მტანჯველ სიამოვნებას აყენებდა ლეას. ცხელი, ადუღებული ლავა კი თანდათან იზრდებოდა გოგონას სხეულში, ბოლოს კი ერთიანად იფეთქა და კბილებში ჩაბღაუჭებულ ქვედა ტუჩს მთელი ძალით უკბინა, იმდენად ძლიერად რომ კბილების დანატოვარი კვალიდან წითელმა სითხემ გამოჟონა. ლეა აჩქარებით სუნთქავდა, მაგრამ იმ სიამოვნებას კვლავ არ გაევლო, ამიტომ ჯიუტად არ ახელდა თვალს. რამოდენიმე წუთის შემდეგ კი, ძლივს დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს და მიბნედილი მზერა ესროლა ჭერს. იო მის გვერდით იწვა, მშვიდად სუნთქავდა. სისლიანი ვარდი, მუცელზე ეფინა და ისიც ჭერს უყურებდა. თითქმის ერთი საათი, ასე მდუმარედ იწვნენ. შემდეგ კი იო წამოდგა. სწრაფად ჩაიცვა და კარისკენ გაემართა. ლეამ მაშინ შეამჩნია, რომ საწოლზე აღარ იყო მიბმული. როგორც შეეძლო სწრაფად წამოდგა, ხალათი შემოიხვია სხეულზე და იოს გაეკიდა, რომელსაც უკვე სახლიდან გასასვლელი კარი გამოეღო. -სად მიდიხარ? -აჩქარებული სუნთქვით იკითხა მან. იო კი შემობრუნდა, ზევიდან ქვევით დახედა მას და დამცინავად გაუღიმა. ლეას სახე შეეყინა, ფეხები აუკანკალდა. -მოიცა, შენ რა... -ძლივს ამოიბურდღუნა გოგონამ. -სად გაქრა შენი თავდაჯერებულობა, ლეა? -გაეცინა იოს და თვალი აარიდა გოგონას. -რა... რატომ გააკეთე? -შეშლილი ხმით ბურდღუნებდა ლეა. -ის გავაკეთე, რაც ამდენი ხანია გინდა. იქნებ, ახლა მაინც მიხვდე, რომ ჩემთან არაფერი გესაქმება?! ლეამ სწრაფად ახედა მას, თვალი თვალში გაუყარა. ახალს არაფერს ამბობდნენ მისი თვალები, ისევ ისეთივე მორჩილი და შეყვარებული იყო მისი მზერა. ეს კი გულს ურევდა თითქოს იოს. სახე მობეზრებულად დაეღრიცა, შემდეგ კი კარი მიხურა და ოდნავ მიუახლოვდა გოგონას. -ამის შემდეგაც მოხვალ, არა? ლეას კი თვალები აემღვრა, ჩაუწითლდა და წყლის ცხელი ბურთები ჩამოუგორდა ღაწვებზე. -არ ყოფილხარ ყოვლისშემძლე, იო. -დაღლილად ჩაეღიმა ლეას. -თავი შემაყვარე, მაგრამ იმის ძალა არ გაქვს, რომ შემაძულო. ჩემი გრძნობა შენს მიმართ, ისედაც ორივეს გულისხმობს, სიძულვილსაც და სიყვარულსაც. ვერც ერთს წაშლი და ვერც მეორეს. -ჩემი სიყვარული დანაშაულია. დანაშაულს კი ყოველთვის მოსდევს სასჯელი. -ცივად წარმოთქვა იომ. -შენ ჩარჩოებს ამსხვევ, იო. მაგრამ, შენ უკიდურესობამდე მიიყვანე ის, რისი მიყვანაც ადამიანებმა ნახევრამდეც ვერ შეძლეს. ეს კი, ჩარჩოებზე უარესია. ვერც აქედან აღწევ თავს, რადგან დაასკვენი და ღრმად ჩაიბეჭდე, რომ შენი სიყვარული არ შეიძლება. ამას ვერ ამსხვრევ, ყველაფერს ანადგურებ, მაგრამ ამას ვერა. შენ შენს სისუსტეს ეკუთვნი და ვერც ხვდები, რომ ეს თვითმკვლელობაა. -სავსებით თავისუფალი მაშინ ხარ, როდესაც ყველაფერი სულერთია შენთვის, მათ შორის სიკვდილ-სიცოცხლეც. -შენ რომ მაგას ფიქრობდე, ახლა ცოცხალი აღარ იქნებოდი, იო. ბიჭს მრავლისმთმელად ჩაეღიმა. შემდეგ კი, სწრაფად დასწვდა კარს და მალევე მიიმალა მის მიღმა. ლეა ერთხანს გაშეშებული იდგა. შემდეგ კი, აბანოში შევიდა. ცხელ წყალში ჩაწვა მთელი სხეულით და ნაკაწრების წვა თითქოს ესიამოვნა კიდეც. იმ წამს არაფერზე უფიქრია, გარდა იოს მტკივნეული შეხებისა. ყოველ დეტალს იხსენებდა, ყოველ შეგრძნებას და თითქოს რეალობაში გადმოჰქონდა ხელმეორედ. ისევ ჩაებღაუჭა ქვედა ტუჩს და მთელი სახით ჩაეფლო ცხელ წყალში. სუნთქვას იქამდე იკავებდა, სანამ შეეძლო. შემდეგ, ხმამაღალი სუნთქვით ამოჰყოფდა თავს წყლიდან და ისევ იგივეს იმეორებდა იქამდე, სანამ მთლიანად არ გაცივდა წყალი. მერე კი მიხვდა, რომ ბედნიერება წვრილმანებშია. არ არსებობს სამუდამო ბედნიერება, არც სიამოვნება გრძელდება სამუდამოდ. ოდესღაც, ყველაფერი მთავრდება. მხოლოდ ბედნიერი წამებით უნდა დატკბე და ამიტომაც არ ფიქრობდა იოს შემდეგ სიტყვებზე, რადგან გასახსენებელი უფრო მეტი ჰქონდა. თუნდაც ის, რაც ამ სიტყვებამდე მოხდა. იოს ნათქვამი სიტყვები, რომ მაშინ უფრო ეზიზღებოდა, როცა ვერ უყურებდა, ეს მეტად მნიშვნელოვანი იყო მისთვის, ვიდრე ბოლოს დანატოვარი. ის, რაც გოგონას ოთახის საწოლზე მოხდა, ბევრად მნიშვნელოვანი იყო ლეასთვის, ვიდრე იოს მიერ ბოლოს წარმოთქმული სიტყვები, ამიტომ შეეძლო გაეღიმა, ამიტომ შეეძლო მშვიდად ესუნთქა და თუნდაც, ებრძოლა. იოს ხომ სხვანაირი მოპყრობა არ შეეძლო, ეს თავიდანვე იცოდა. ამიტომ ესმოდა მისი, ამიტომაც არ დანებდებოდა და ამიტომაც არ მოშორდებოდა მას. თითქოს თავისი ნებით უვარდებოდა მშიერ ლომს ხახაში. ხომ აბსურდია, ხომ წარმოუდგენელია, მშიერ ცხოველს მხოლოდ იმის გამო შეაჭმევინო თავი, რომ მას შია? ზუსტად ასეთივე წარმოუდგენელი და თავგანწირული იყო ლეას სიყვარული იოს მიმართ. ნორმალური ადამიანებისთვის მიუღებელი, გაუგებარი და ავადმყოფური. დამშვიდებული გამოვიდა ლეა სააბაზანოდან. მშვიდად, ღიღინით შევიდა თავის ოთახში და კომფორტულ ტანსაცმელში გამოეწყო. ასევე ღიღინით გაეშურა სამზარეულოსკენ, ყავა გაიმზადა, დალია. შემდეგ კი, აუღელვებლად დატოვა თავისი სახლი და საიდუმლო სანაპიროსკენ გაემართა. 11 თავი შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში, ყოველი შებინდებისას, ლეა ღიღინით მიდიოდა საიდუმლო სანაპიროზე და ზღვის მდუმარებაში იძირებოდა. იოს ელოდა, თუმცა თავადაც არ იცოდა, რატომ?! იქნებ, სიკვდილი სურდა? იქნებ, გაქცევა სურდა ამ სამყაროდან, რადგან მთელი 25 წლის განმავლობაში, საკუთარი ადგილი ვერ იპოვა?! თითქოს, ყველაფერი ჰქონდა საიმისოდ რომ წარსულის მტკივნეული ლაქები მოეშორებინა, მაგრამ მან იოში მონათესავე სული იპოვა, რომელიც დაღუპვისკენ მიაქანებდა, თუმცაღა სწორედ ამაში ჰპოვა მისი ადგილი. თითქოს, სწორედ ეს უნდოდა შინაგანად, თავგანწირვა საკუთარი სისუსტის გამო. საკუთარი სისუსტე ჩაადენინებდა ისეთ სიძლიერეს, როგორიც თავგანწირვა იყო. მერე და, რისთვის წირავდა თავს? იოს გამო, თუ საკუთარი უსუსურობის გამო? ვინ იცის... ვინ გაიგებს თუ რას ფიქრობს სასოწარკვეთილი. ზოგჯერ, ასეთი ადამიანი, ბევრად უფრო დიდ სიმამაცესა და სიმტკიცეს იჩენს, საკუთარი ნებისა და გამოძახილის წინაშე. ალბათ, იმიტომ რომ უკიდურესად სასოწარკვეთილია. ყოველგვარი უკიდურესობა კი, დასასრულთან გვაახლოვებს. სწრაფად, თითქოს დოღის გაწვრთნილი ცხენი, მთელი სისწრაფით მიგაქანებდეს, რათა გაუსწროს სხვა ცხენებზე ამხედრებულ, ცხოვრების უაზრო შემოთავაზებებს და გადაგჩეხოს. საიდუმლო სანაპიროზე, უზარმაზარი ქვის ლოდი, რომელიც მაღალი კლდის ნატეხს მოგაგონებდათ, ზღვაში შეჭრილიყო კარგა მანძილით. ქვიშიდან იწყებოდა ქვის ამაღლება და თუკი კენწეროზე მოექცეოდით, თითქმის ოთხი მეტრის სიმაღლეზე აღმოჩნდებოდით. ლეა ყოველ დღე აკვირდებოდა ამ ადგილს დაბლობიდან და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რატომ იზიდავდა ეს ადგილი. ერთხელაც, როდესაც უიმედო ლოდინით დაღლილი, აზვირთულ ქვას უყურებდა, მასზე ასვლა მოინდომა. ადიოდა ნელა, კუს ნაბიჯებით და ყოველი ნაბიჯის გადადგმა აღაფრთოვანებდა, თითქოს. უფრო და უფრო მაღლა მიიწევდა და ბოლოს, როდესაც კენწეროზე მოექცა, ნელა გადაიჭყიტა ქვის ძირში. გადარეული ტალღები, წამდაუწუმ ეხეთქებოდნენ ქვას იმოდენა სიძლიერით, რომ ოთხი მეტრის სიმაღლეზეც კი ესხმოდა დიდრონი შხეფები ლეას მთელს სხეულს. გოგონას შიში არ უგრძვნია, მიუხედავად იმისა რომ ცურვა არ იცოდა, სულ კიდეში იდგა და ერთი უბრალო რხევაც კი გადააქანებდა ზღვის პირდაღებულ, მშიერ ტალღებში. მარჯვენა ფეხი მაღლა ასწია და ოდნავ გადაიხარა, როდესაც უკნიდან ნაცნობი ხმა შემოესმა. -მანდ, ზღვა ძალიან ღრმაა. ლეა სწრაფად მოშორდა ქვის კიდეს და უკან შებრუნდა. იო იდგა. ოდნავ შებინდებულიყო და საგრძნობლადაც ციოდა, მიუხედავად იმისა რომ ივნისი იწურებოდა. იო კი წელს ზემოთ შიშველი იყო, არც ფეხსაცმელი ეცვა. მხოლოდ შავი ჯინსი ფარავდა მის ფეხებს, კოჭებამდე. ლეას უეცრად ისტერიკული სიცილი აუტყდა. შეშლილი სახით იცინოდა, შემდეგ კი, ხელები გაშალა და უკან გადადგა ერთი ნაბიჯი. შემდეგ კი, თვალები დახუჭა და მთელი სხეულით გადაიხარა, როდესაც მაისურში ხელი სტაცეს და როცა ლეამ თვალი გაახილა, იოს სხეულზე იყო მიკრული. ლეამ კვლავ დახუჭა ორივე თვალი, ხელები წელზე შემოაჭდო ბიჭს და მთელი ძალით ჩაეკრო გულში. მისდაგასაკვირად, ბიჭს არ მოუშორებია ლეა, თუმცა არც ხელები მოუხვევია. ხესავით იდგა და ოდნავადაც არ ირხეოდა ადგილიდან. -შენ, წარმოდგენაც კი არ გაქვს, შენი როგორ მესმის, იო. -ბურტყუნებდა ლეა, თუმცა ზღვის ტალღების ხმაურიანი ხათქუნი, ყლაპავდა მის სიტყვებს. იომ კი მკლაებიდან მოქაჩა გოგონა და მოიშორა, შემდეგ კარგად დააკვირდა გამომეტყველებაზე. -არც კი იცი, რას ამბობ. -ცივად მოუჭრა ბიჭმა. -ვიცი, ვიცი რასაც ვამბობ, იო. გთხოვ, ნუ გამაგდებ. -არავის მოსმენა არ მჭირდება, მე მარტო ვარ. გასაგებია? -შეჰბღვირა იომ. -მართლა? მაშინ, რატომ შემცვალე? რატომ გააკეთე ეს, ამიხსენი. -დაღლილი ხმით წარმოთქვა ლეამ. -შეცვლილი მაშინ იყავი, როდესაც გაგიცანი. პირველად რომ შენს სურათს შევხედე, მაშინვე მივხვდი რომ იმ საქმიანი, უაზრო ფორმის უკან სხვა ვიღაც იმალებოდა. გახსოვს? კვალის დატოვებაზე მელაპარაკებოდი, ჰოდა მე შენში დავტოვე ჩემი კვალი. -არა, არა. ნუ ამბობ, რომ წახვალ. ნუ ამბობ, რომ უშენოდ უნდა ვიყო. არ მინდა, არც შემიძლია. ვიცი, რომ რთული რამის გადატანა მოგიხდა, ეს შემზარავია, ამაზრზენია, მაგრამ მე შენი სული მიყვარს და არა შენი სხეული. იოს ცივად გაეღიმა. -ჩემი სული გიყვარს? წარმოდგენაც არ გაქვს ჩემს სულზე. -მაჩვენე. -ვედრებით შეაჩერდა ლეა. -უბრალოდ, თავი დამანებე, ლეა. -მზერა აარიდა იომ. -მაშ, რატომ მოხვედი, თუკი გინდა რომ თავი დაგანებო? ხომ იცოდი, რომ აქ დაგხვდებოდი? ან რატომ გადამარჩინე, როცა აქედან გადახტომა დავაპირე? იომ ზიზღით შემოხედა. ძალიან ცივი და არაფრისმთქმელი გამომეტყველებით უყურებდა ლეას. -ჩემს ცხოვრებაში შემოიჭერი. ჩემს ნაბიჯებს იმეორებ. ამას არ დავუშვებ, ეს ჩემი ცხოვრებაა. -ხმას აუწია ბიჭმა. -როგორ შეგიძლია, რომ მზერაც კი გააკონტროლო? ეს თვალები არ არის გულწრფელი. შენ არასოდეს ყოფილხარ გულწრფელი. შენი ზიზღის უკან, რაღაც იმალება იო. ეს კი იმაზე უარესია, ვიდრე ის რაც გაგიკეთეს. იო ცივად გაბრუნდა და სწრაფი ნაბიჯებით მოშორდა ლეას. გოგონა კი მაშინვე აედევნა უკან მას. -მაჩვენე, მითხარი რას მალავ, იო. მე მაინც არ მოგშორდები, ვერ მომიშორებ. ყველგან გამოგყვები, ვერც დედაშენი შემაკავებს და ვერც შენ. -გაყვიროდა ლეა. იო კი მოულოდნელად შემოტრიალდა, ცივი ღიმილი გადაეკრო სახეზე. შემდეგ კი, ლეას მაჯაში სწვდა და მთელი ძალით წაათრია. სანაპიროს გასცდნენ და იოს მანქანასთან მივიდნენ. ბიჭმა თითქმის ჩატენა მანქანაში გოგონა, შემდეგ კი გვერდიდან მოუარა და მძღოლის სავარძელში მოთავსდა. მთელი ძალით აჭერდა იო გაზს ფეხს და მანქანაც ოსტსტურად ძვრებოდა სხვა მანქანებს შორის. თითქმის ნახევარი საათის მგზავრობის შემდეგ კი, პრეზიდენტის სახლის ეზოს კარი ორად გაიხლიჩა და შიგნით შევიდნენ. იო სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან, ლეაც მორჩილად ედევნებოდა მას უკან. როცა სახლში შევიდნენ, წინ ნელი შეეჩეხათ. ლეას დანახვაზე, ოდნავ აღელდა ქალი, თუმცა ნაძალადევად მაინც გაუღიმა მას. იო კი, სწრაფად დაიძრა კიბისაკენ და გოგონაც ფეხდაფეხ მიჰყვებოდა. მესამე სართულზე აიყვანა იომ და წითელ კართან შეჩერდნენ. ბიჭმა ცალყბა ღიმილით გადმოხედა ლეას, რომელიც წითელ კარს შეშტერებოდა და თითქოს, არ სურდა შიგნით შესვლა. საკუთარი აჩქარებული გულის ცემა ისე მკაფიოდ ესმოდა, რომ მუხლებს უკვეთდა. იომ ჯიბიდან გასაღები ამოიღო და ბოქლომს მოარგო. ორ გადატრიალებაზე, ბოქლომი შეიხსნა და იომ თეატრალურად გაშალა ხელები. ოთახში შევიდა და მომღიმარი, კმაყოფილი სახით მოუბრუნდა ლეას. -კეთილი იყოს შენი მობრძანება, ჩემს სამფლობელოში. -ქვევიდან, თეატრალური ღიმილით მიუგო ლეას. გოგონა თვალებგაფართოვებული იდგა კარის ზღურბლზე და არ ირხეოდა. შემდეგ კი, იომ წარბები შეკრა, მიუახლოვდა, მკლავში მოქაჩა და ოთახში თითქმის ძალით შეიყვანა გოგონა. შემდეგ კი, კარი მის ზურგს უკან მიკეტა. ლეამ თვალი მოავლო წითელ ოთახს, წითელი საღებავებით მოსვრილ სამ კედელს და შუაში მდგარ, უზარმაზარ, ჩუქურთმებიან, ბორდოსფერ სავარძელს, რომელიც მეოთხე კედელს უყურებდა. იომ ცერა და საჩვენებელი თითი, ნიკაპზე წაავლო ლეას და მეოთხე კედლისაკენ გაახედა. ლეას ყრუ ხავილი აღმოხდა პირიდან, ყოველი ჩასუნთქვა მომენტალურად სწყდებოდა სხეულს და გულს საგულედან ამოგლეჯვას უქადდა. სხეული თითქოს დაუპატარავდა, მოეკნუტა, თითქოს ამ ოთახმა ერთიანად შეჭამა და დაასუსტა. რამოდენიმე წუთი, ხმას ვერ იღებდა. მუხლები უკანკალებდა და ვერ იჯერებდა, რომ იო ასეთი სასტიკი შეიძლებოდა ყოფილიყო. -ეს... ბოროტებაა, იო. ეს სისასტიკეა. -ასოების ყლაპვით, ძლივს ამოილუღლუღა ლეამ. იომ კი კვლავ თეატრალურად გაშალა ხელები, მეოთხე კედელს მიუახლოვდა და შემდეგ, ლეასკენ შემოტრიალდა. -არ არსებობს საყოველთაო ცნება სიკეთისა და ბოროტების შესახებ. ყველას საკუთარი სიკეთე და ბოროტება გააჩნია. -ეს სიკეთეა შენთვის? -ღონემიხდილი ხმით შეეკითხა გოგონა. -მე ისინი გავათავისუფლე. -წარბები შეკრა იომ. -ისინი დედამიწას მიჯაჭვულნი იყვნენ, თავისუფლება უნდოდათ. მე კიდევ, ნახე როგორი სილამაზე შევქმენი. -კედლისკენ გაიხედა იომ და წამშივე მოატრიალა თავი ლეასკენ. -მე მხატვარი ვარ, ხელოვნური საღებავები კი მომბეზრდა. აი, ეს არის ნამდვილი სილამაზე. სიკეთისა და სილამაზის ჩემეული შერწყმა. ლეას სულ გამოეცალა ძალა, მუხლებმა უმტყუნა და მოწყეტით დავარდა ბორდოსფერ იატაკზე. თავი დახარა, არ უნდოდა კედლის შეხედვა. იო კი ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა, ხელის გულები მუხლებზე დაიწყო და ლეასკენ დაიხარა. -აბა, კიდევ გიყვარს ჩემი სული? -ოდნავი ღიმილი შეემჩნეოდა ბიჭს ხმაში. გოგონამ კი, ცარიელი თვალებით ახედა. შემდეგ კი, ძალა მოიკრიბა, წამოდგა და კარისკენ დაიძრა. -არა, არ შეგიძლია. შენ მხოლოდ შენი ილუზია შეგიყვარდა, რომელიც თავად გამოიგონე. შენივე გამოგონებული იო შეგიყვარდა, ნამდვილი არა. -იოს სიტყვები კართან დაეწია გოგონას, მაგრამ ვერ შეაჩერა. როგორც შეეძლო, სწრაფად დატოვა ოთახი. მთელი ძალით მირბოდა ლეა და არ ფიქრობდა არაფერზე, გარდა იმისა, რომ გაქცევა სურდა. თითქოს, კოშმარში მოხვდა, თითქოს სიზმარი იყო ნანახი და ვერ იჯერებდა, რომ იო ასეთი იყო. ყველაფერს ელოდა ალბათ მისგან, მაგრამ ამას ვერა. ეს არც უკიდურესი სისასტიკე იყო და არც ისეთი, რაზეც თვალის დახუჭვა შეიძლებოდა. ეს სხვა რაღაც იყო, შემზარავი, საშიში და ავადმყოფური. იოს სახლში, რამოდენიმე ადამიანს დაეჯახა, ქერა თმაც დალანდა თითქოს, მაგრამ აღარაფერი ახსოვდა. მთელი ძალით მიიწევდა გასასვლელისკენ. სირბილით გასცდა პრეზიდენტის სახლის ეზოს, გარბოდა და ვერც იჯერებდა, რომ ამოდენა ძალა მიეცა. მაქსიმალური სისწრაფით იტოვებდა უზარმაზარი, მდიდრული სახლებით გარშემორტყმულ უბანს და სულ დააღამდა თავზე. ვერც ქარის ცივ შრიალს გრძნობდა, ვერც შხაპუნა წვიმას, რომელიც თანდათან ძლიერდებოდა. ცის დამანგრეველი გრუხუნი და წითელი გაელვება, უფრო აჩქარებდა წყლის დაუნდობელ ქცევას ღრუბლებიდან. ლეა კი გარბოდა და იმ წამს არც იოზე უფიქრია. *** იო იჯდა ჩუქურთმებიან სავარძელში და მეოთხე კედელს გაჰყურებდა. უემოციო, წაშლილი მზერა ჰქონდა. აღარც კმაყოფილება გადაჰკვროდა, აღარც სინანული, აღარც სევდა... საერთოდ არანაირ ემოციას არ გამოხატავდა მისი ლურჯები. მეოთხე კედელზე უზარმაზარი ფრთები გამოსახულიყო. მიმხმარი, თუ ახალი სისხლი არეულიყო ერთმანეთში. ჩიტების გულში გარჭობილი შავტარიანი დანები, კედლის ძირიდან ზედა მიმართულებით თანდათან იზრდებოდა. ზუსტად იმავე ფორმის ფრთები, იოს გამოსახული ჰქონდა ზურგზეც. უკვე, ორივე დასრულებული იყო, ორივე ნახატი მზად იყო რაღაც უფრო საშინელისთვის, რაღაც უფრო შემზარავის დასაწყისს მოასწავებდა იოს მიერ დასრულებული ნახატები. ბიჭს გულის სიღრმეში სჯეროდა, რომ ლეას შეაშინებდა ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც, მაინც რაღაც შეცვალა მასში გოგონას რეაქციამ. რაღაც მოკლა, მაგრამ სანაცვლოდ არაფერი აუშენებია. თითქოს სურდა კიდეც, ლეას შეშინება. ასე ხომ, უეჭველად მოშორდებოდა გოგონა, მაგრამ მაინც ჩასწყდა იოს. მიხვდა, რომ ადამიანები ვერასოდეს შეიყვარებდნენ მის სულს. მხოლოდ სიყალბე, მხოლოდ ტყუილშერეული სიმართლე ჩანს ლამაზად. ყველაფერი რეალური, ყველაფერი შეულამაზებელი, ამაზრზენია მათთვის. სიყვარულიც ჩარჩოებშია მოქცეული. ადამიანურ სიყვარულს საზღვარი აქვს, იოს კი საზღვრების არ სწამდა. არაფერში, არც მის მიზნებში, არც ზიზღში, არც ხელოვნებაში... არაფერში არ იცოდა საზღვარი, რადგან მიაჩნდა, რომ საზღვრები ულამაზოა, არარეალურია. იჯდა, და თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ სველდებოდა მისი თვალები. არ იცოდა, ეს არასდროს დამართნია. ეს სისველე თვალთაგან უცხო იყო მისთვის, შეუცნობელი და უცნაურად მტკივნეული. წითელი ოთახის კარი შეიღო და ოთახში ქერა ქალბატონმა შემოაბიჯა, იოს მისკენ არც გაუხედავს. მდუმარედ მიშტერებოდა მეოთხე კედელს. თვალები ჩაწითლებოდა, სიგარეტის იისფერი კვამლით გაბურულიყო ოთახი, რომელის ბიჭის პირიდან იშლებოდა სივრცეში. უპეები სულ ჩაწითლებოდა და ირგვლივ, სისველეს აპრიალებდა ოთახის წითელი განათება. ქალი სავარძლის კიდესთან ჩაიმუხლა. -ჩემსავით ვერავინ შეგიყვარებს, იოანე. ჩემო იოანე. -თავი მუხლის თავზე დაადო ქალმა და მოშინაურებული ცხოველივით მოიხარა ბიჭის ფეხებთან. იომ კი, ისე რომ მეოთხე კედლისთვის თვალი არ მოუშორებია, ქალის თმის ქერა კუდს ჩაავლო ხელი და ორ თითს შორის აათამაშა. თვალები ისევ ისეთი ცივი და საზარეული გაუხდა. იმ წამს, მასში დაბუდებულმა ზიზღმა ერთიანად გადაფარა ის ემოცია, რაც რამდენიმე წამის წინ, თვალებიდან სდიოდა. *** ლეამ შუა გზიდან, ძლივს გააჩერა ტაქსი და ცოცხალ-მკვდარი ჩაესვენა შიგნით. დამჯდარი ვერ ჩერდებოდა, სირბილი უნდოდა, ამიტომ მოშორებით გააჩერებინა და სირბილით გაირბინა საკუთარ კორპუსამდე დარჩენილი გზა. სახლში შესული, იქაც, ოთახებში გაუთავებლად დარბოდა, რადგან არ უნდოდა ეფიქრა. თუ გაჩერდებოდა, ფიქრები თავისთავად შემოაწვებოდა, ეს კი არ სურდა. შეშლილივით დარბოდა და ყველაფერს ეხეთქებოდა, შეჯახების შედეგად გამოწვეული ტკივილი, წამიერად ავიწყებდა იმ ემოციას, რაც წითელი ოთახიდან გამოჰყვა. ასე უთავბოლოდ სირბილში, თითქმის ორმა საათმა განვლო და ლეაც ღონემიხდილი დავარდა იატაკზე. ტანსაცმლის სისველემ, სულ ააკანკალა. შემდეგ, სააბაზანოს ნიჟარა ცხელი წყლით აავსო და მასში ჩაესვენა. სანამ წყალი ბოლომდე არ გაცივდა, უაზროდ იწვა შიგნით. არც არაფერზე ფიქრობდა და არც არაფერს გრძნობდა. ვერც იმას იჯერებდა, რომ სინამდვილე იყო ის, რაც იქ ნახა. როცა შოკურმა პანიკამ გადაიარა და ლეას უკვე ჩვეული აზროვნება დაუბრუნდა, ძალიან ინანა რომ იო მიატოვა. გაუსაძლისად ეტკინა წითელ ოთახში, თავის ბნელ მესთან, მარტოდ დარჩენილი იო და საკუთარი თავის მიმართ ზიზღი იგრძნო. ის, რასაც მთელი ამ ხნის მანძილზე უმტკიცებდა ამ ბიჭს, ვერ დაუმტკიცა საქმით. ისევ სისუსტე გამოიჩინა და ამით იოს კიდევ ერთხელ მისცა საბაბი, რომ მისი ცხოვრების ნაწილად არ გაეხადა ლეა. ამჯერად, საბოლოოდ იგრძნო გოგონამ, იოს დაკარგვის საფრთხე. ახლა უკვე მართლა აღარ მიუშვებდა მიჭი მის სიახლოვეს. ახლა თავადაც ყველა გზას ჩახერგავდა ლეასკენ მომავალს და ამის ფიქრისგან გამოწვეულმა ტკივილმა, თვალებიდან ნიაღვარივით ჩამოხეთქა. ნერვიულობისგან სახეს ისრესდა ლეა, სულ მოიგლიჯა ღაწვები, ისე ძლიერად იჭერდა თითებს. ამჯერად, სხვა მიზეზით დაიწყო უთავბოლო სიარული ოთახებს შორის, ფიქრობდა რა მოემოქმედებინა, რომ ისევ მიეღო იოს. გათენებას ელოდა, რომ საიდუმლო სანაპიროსთან მისულიყო და იოს დალოდებოდა. გათენდა კიდეც, რამოდენიმეჯერ გათენდა და დაღამდა იმის შემდეგ, მაგრამ იო აღარ გამოჩენილა. ლეა კი დღითი დღე უფრო და უფრო იცვლებოდა, იცვლებოდა უცნაურად, იქცეოდა უცნაურად, იცინოდა უცნაურად და ყოველი მისი ქცევა, იოზე უცნაურიც კი გამოდიოდა. მასა და იოს შორის, ის განსხვავება იყო, რომ იო თამაშობდა ნორმალურის როლს სხვა ადამიანებში. ლეას კი ეს არ შეეძლო, ლეა ყველაფერს ზედმიწევნით გამოხატავდა, რასაც გრძნობდა და არ ერიდებოდა არავის, არაფრის. ხალხი უცნაურად აშტერდებოდა, როდესაც ქუჩაში მოულოდნელად ხმამაღლა გადაიკისკისებდა ხოლმე. ზოგი სინანულით აცქერდებოდა. -არადა, რა ახალგაზრდაა. -წაიბურტყუნებდნენ ხოლმე და თავს იქამდე აყოლებდნენ, სანამ ბოლომდე არ ჩამალავდა ჰორიზონტი, ან ბრბო მის სხეულს. პრეზიდენტის სახლთანაც მივიდა ლეა, მაგრამ დაცვამ არ შეუშვა. შორიდან შეძლო ლეამ მესამე სართულის დანახვა, ეს იყო სეანსების ოთახი, რომელიც ამჯერად ჟალუზებით ჩამოეფარათ. ყოველ დღე მიდიოდა იოს სახლთან ლეა და შორიდან შეჰყურებდა მესამე სართულს. იცოდა, რომ დრო ცოტა ჰქონდა. ადამიანები კი დროის მიხედვით ცოცხლობენ და კვდებიან. დროის დავიწყება, დროისათვის თავის არიდება შეცდომა იყო, მეტადრე ლეასთვის, რადგან დროის დაუნდობელი, შეუჩერებელი სვლა არც მას დაინბობდა და არც იოს. ლეას კი ერთადერთი სურვილი ჰქონდა, რომ იქამდე, სანამ ჯერ კიდევ შეეძლო მის მისუსტებულ, მიბნედილ გონებას აზროვნება, ენახა იო, ჩაეხედა მის ლურჯებში და ეთქვა, რომ კვლავ უყვარდა მისი სული, იმაზე უფრო მეტად, ვიდრე მანამდე. 12 თავი ყოველი დღე, ერთმანეთს ჰგავდა ლეასთვის. უინტერესო, უმიზნო და გაუფასურებული გახდა ყოველი მზის სხივი ლეას სარკმელში. გოგონას დღეები ან უკიდურესად პოზიტიური იყო, ანდაც უკიდურესად სევდიანი. ბოლოს კი, ერთიანად მოიცვა სევდამ და თავისი პატარა ბინის კრემისფერი კედლები, დამცავ მუზარადებად შემოირტყა. ყოველი დღე უფრო და უფრო სევდიანი ხდებოდა. ლეა მხოლოდ ინსტიქტებს ჰყვებოდა, ღამ-ღამობით სეირნობდა კიდეც, მაგრამ ვერ აანალიზებდა რომ ქუჩაში იყო. თავი არც სახლში ეგონა, მთლიანად იოს ძახილში იყო გადართული მისი გონება, სხეული, გრძნობები... ერთ-ერთი ასეთი გასეირნების დროს, პატარა კაფეს ჩაუარა, სადაც ნიკოლოზი დალანდა ქერა მანდილოსანთან ერთად. მამაკაცს ქალის ხელი ხელში ეჭირა და საჩვენებელ თითს ფრთხილად უსვამდა ხელის ზურგზე. თვალებში შესციცინებდნენ ერთმანეთს. ლეა ერთხანს კაფის გრძელ, მთელს სიგრძეზე აყოლებულ სარკმელთან იდგა, გაშლილი ხელები მასზე დაეწყო და ნიკოლოზის საჩვენებელი თითის მოძრაობას თვალს აყოლებდა. არ უგრძვნია გულის წყვეტა, არც სინანული, არაფერი უგრძვნია. უბრალოდ თითის ნაზი მოძრაობა მოსწონდა, თითქოს. ქალმა გაკვირვებით შემოხედა, მისი თავის მოძრაობას ნიკოლოზიც აჰყვა და სარკმელზე მობჯენილ ლეას რომ შეხედა, სინანულით დააცქერდა. ლეა კი კვლავ თითს უყურებდა, რომელმაც მომენტალურად შეწყვიტა ქალის ხელის ზურგზე ლასლასი და მაგიდის ზედაპირზე დადებულ მუჭში ჩაიმალა. ლეა სწრაფად მოშორდა ადგილს და ნელი მოძრაობით გაუყვა გზას. ნიკოლოზი არ ადევნებია, ერთხანდ მაგიდის ზედაპირზე გაუშტერდა თვალი, შემდეგ კი კვლავ გაუღიმა ქერა ქალბატონს და ისევ განაგრძეს, თბილი მუსაიფი. იმ საღამოს ლეა საიდუმლო სანაპიროს ესტუმრა, თვალი გაუშტერდა ზღვის ჰორიზონტზე და ერთხელაც არ გახსენებია ნიკოლოზი. მხოლოდ იო ახსოვდა, მხოლოდ მისი შეხება, მხოლოდ მისი სიტყები უნდოდა, როგორი უხეში, როგორი სასტიკიც არ უნდა ყოფილიყო. ყველაფრით დაღლილს, წყლის უზარმაზარი ცხელი ბურთები გადმოუგორდა თვალთაგან, რომელსაც ხმამაღალი ძახილიც ამოაყოლა. გაჰყვიროდა იოს სახელს, მაგრამ უზარმაზარი ტალღების ხმამაღალი ხათქუნი, მაშინვე ჭამდა მის მისტყვებს. ზღვა საიდუმლოდ ინახავდა გოგონას ძახილს და მასში გუდავდა. იო კი არ ჩანდა, გაქრა ისე , თითქოს არც არასდროს ყოფილა. თითქოს, ლეამ თავად გამოიგონა და ახლა, მის მიბნედილ, მისუსტებულ გონებას აღარ შესწევდა ძალა, კვლავ დაეხატა ილუზია, რომელსაც იო ერქვა. შუაღამით, პრეზიდენტის სახლთან მივიდა. შორიახლოს დადგა და გათენებამდე იქ იყო. უყურებდა მესამე სართულის კრემისფერ ჟალუზებს. მოეჩვენა, რომ ჟალუზები შეირხა და იქედან ლურჯებმა გამოანათეს, მაგრამ ვერ გაარკვია ეს მისი წარმოსახვა იყო თუ სინამდვილე. უკვე ვეღარაფერში არჩევდა სინამდვილეს და ილუზიას. ერთხელაც, ყავის გამზადების დროს, ჭიქა დადგა გაზქურაზე და წუთებში ერთიანად იფეთქა. ნამსხვრევები მიმოიბნია ირგვლივ, ერთი ორი ლეასაც მოხვდა და მარჯვენა ლოყა გაუსერა, თუმცა ლეას ესეც კი არ უგრძვნია. შუამდე გადატეხილი ჭიქა აიღო გაზქურიდან და იქედან მოსვა. ტუჩები დაუწვა გაცხელებულმა ჭიქამ, მაგრამ ესეც ვერ იგრძნო. გამხმარ ვარდს, რომელსაც თავისივე სისხლი ჰქონდა მიმხმარი, ესაუბრებოდა, ზღაპრებს უყვებოდა, ეფერებოდა. ახსენდებოდა, რომ ამ ვარდს იო შეეხო და ჰკოცნიდა ეკლიან ტოტს. გულში იკრავდა, მასთან ერთად იძინებდა, მასთან ერთად იღვიძებდა. მასთან ერთად ჭამდა და მასთან ერთად სვამდა. ღამ ღამობით, როდესაც სახლიდან გავიდოდა, სახლში ამ ვარდის ლოდინი აბრუნებდა. მხოლოდ ეს ვარდი იყო გზა, რომელსაც სახლამდე მიჰყავდა უგზო-უკვლოდ მოხეტიალე გოგონა. ერთხელ, როდესაც საიდუმლო სანაპიროს ესტუმრა, მაღალ კლდის ფორმის ქვაზე, იო დაინახა. სირბილით აძვრა კენწეროზე, მაგრამ როცა მიუახლოვდა, ქვის პირი ცარიელი დაუხვდა. მუხლებით დაემხო გოგონა ქვაზე და ჯერ ისტერიკული ტირილი დაიწყო, ხმამაღლა ბღაოდა, ისევ იოს ეძახდა. შემდეგ კი, მომენტალურად დამშვიდდა, თვალი გაუშტერდა მშიერ, ამაღლებულ ტალღებზე, თითქოს ეძახდნენ, თითქოს მასში გადახტომისაკენ უბიძგებდნენ გოგონას, მაგრამ ლეა დროზე მოვიდა გონს. გააკეთებდა კიდეც ამას, სურდა კიდეც გადახტომა, მაგრამ იოსთვის უნდა ეთქვა, იოსთვის უნდა მიეწვდინა ხმა, რომ მას ის უყვარდა, რომ ის მარტო არ იყო, მას ლეა ჰყავდა. რომ მასაც ლამაზად მოეჩვენა ის ნახატი, რაც იომ შექმნა. რომ ისიც სიკეთედ თვლიდა ამას, რომ მას იოს სიკეთის აღქმის ესმოდა. *** -ხვალ, მიხეილი თავისი რეზიდენციიდან სახლში გამოივლის. მე ვახშმად მოვალ, ინვალიდ ბავშვებს უნდა შევხვდე. -უზარმაზარი სამზარეულოს წითელ მაგიდასთან იჯდა ქალბატონი ელენე და და ყავას წრუპავდა, თან დახლთან მოფუსფუსე ნელის ესაუბრებოდა. -დიახ, გასაგებია, ქალბატონო ელენე. ყველაფერი მზად მექნება. -მიუგო საპასუხოდ ნელიმაც. ელენემ კიდევ ერთხელ მოსვა ყავა და სითხე ყელში გაეჩხირა, როდესაც სამზარეულოში მისთვის არადამახასიათებელი, ბედნიერი ღიმილით შემოვიდა იო. -როგორ ხარ, ნელი? -გაუღიმა მსახურს. ამ უკანასკნელს კი თვალები გაუფართოვდა, ბიჭს არასოდეს მოუკითხავს. ცოტათი დაიბნა, მაგრამ სწრაფად მოეგო გონს და ღიმილი შეაგება ბიჭს. -კარგად, შვილო. შენ როგორ ხარ? -თვალები უციმციმებდა ქალს. იომ კი არაფერი უპასუხა, სწრაფად მივიდა ბორდოსფერ მაგიდასთან და მოპირდაპირედ ჩამოუჯდა ელენეს. პირდაპირ თვალებში უყურებდა ქალს და თან ცივი ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. ამ უკანასკნელს კი სახე შეეყინა, თუმცა თავადაც გააბედნიერა იოს ღიმილმა, ამიტომ საპასუხოდ მანაც გაუღიმა. შემდეგ, მაღალ ქუსლში ჩამალული მარჯვენა ტერფი, შეუმჩნევლად აუსრიალა ფეხზე. იომ ცალყბად, ქვევიდან გაუღიმა ქალს. ელენე სახტან დარჩა, იოს ამგვარ რეაქცია არ ელოდა, თითქოს. -რომელ საათზე მოვა, მამა? -იკითხა უეცრად მან. ქალმა სწრაფად მოაშორა ბიჭს ტერფი, მომღიმარი სახე ჩამოერეცხა. -შუადღის 3ზე. -უკმაყოფილოდ წამოიძახა მან. ამ დროს, სამზარეულოში 7 წლის თამარი შემოფრინდა. მას უკან წითელ უნიფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ქალი მოჰყვებოდა. გოგონა კი ხელებგაშლილი გაექანა თავისი ძმისკენ. იომაც კალთაში ჩაისვა და კულულებზე ჩამოუცურა ხელი. ელენე უსიამოვნო შეგრძნებამ მოიცვა, როდესაც შეხედა, როგორ ეხუტებოდა და-ძმა ერთმანეთს. ალბათ, დანაშაულის შეგრძნება დაეუფლა, ან კიდევ ამაზე უარესი რამ იგრძნო. თითქოს, გოგონას ადგილას ყოფნა სურდა. იო კი თვალს არ აშორებდა ელენეს და უფრო მეტად იკრავდა გულში პატარა თამარს. ქალი სწრაფად წამოდგა და ქალური მოძრაობით დატოვა სამზარეულო. -მეც შენნაირი თვალები მინდა მქონდეს. -ამოიტიტინა პატარა თამარმა და უპეებზე მოუსვა ხელი იოს. ამ უკანასკნელმა კი ცივად გააშვებინა და თავისი კალთიდან ჩამოასრიალა გოგონა. შემდეგ კი, სწრაფად დატოვა სამზარეულო. თავის ოთახში, წითელ საწოლზე წამოწოლილი დახვდა ელენე. კაბა ბარძაყებისკენ აეცურებინა და მაცდურად შეჰყურებდა იოს. ბიჭს გულისრევის შეგრძნება დაეუფლა, რომელიც ყბებს უმჟავებდა და უსიამოვნოდ უმღვრევდა თვალებს. შემდეგ კი, სიგარეტს გაუკიდა, ნელა მიუახლოვდა ქალს და ანთებული სიგარეტი მარჯვენა ბარძაყზე დააწვა. ქალს არაამქვეყნიური ღრიალი აღმოხდა და სწრაფად წამოხტა საწოლიდან. იო კი კმაყოფილი, ბოროტი ღიმილით შეჰყურებდა. ტკივილისაგან გამოწვეული სისინის შემდეგ, დამანჭული სახე სწრაფადვე გაასწორა ქალმა და იოს მიუახლოვდა. -ერთხელად მიხვდები, რომ შენც ისევე გიყვარვარ, როგორც მე. ჩემო იოანე. -ხელი მოუსვა ქალმა სახეზე და გასასვლელისკენ გაემართა. კართან შედგა და კვლავ მოხედა იოს. -მახსოვს, პატარა რომ იყავი, შენი დაჟინებული, განსაკუთრებული მზერა. ისიც მახსოვს, ჩუმად როგორ იჭყიტებოდი კარიდან, როცა მე და მამაშენი ვ*იმაობდით. აჰ, ერთი სული მქონდა როდის გაიზრდებოდი, იოანე. მე ვარ შენი პირველი ქალი, ჩემ თავს ვერავინ შეგიცვლის. -კმაყოფილი ღიმილით ამოიკნავლა ქალმა და უხმაუროდ მიიკეტა კარი. იო ერთხანს გაჯგიმული იდგა საწოლთან, შემდეგ კი ბოროტმა ღიმილმა გადაჰკრა სახეზე და მოწვეტით დავარდა საწოლზე. *** მეორე დღეს, ლეა იისფერ დივანზე მოკალათებულიყო და ხმაჩავარდნილ ტელევიზორს უყურებდა. ფიქრებით ისევ იოსთან იყო, ისევ მის სურნელს გრძნობდა, მის ლურჯ მზერაში იკარგებოდა და სურდა მასში სიმართლე დაენახა, მაგრამ ვერც თავის წარმოსახვაში აკეთებდა ამას. თითქოს, იო მის ფიქრებშიც იპარებოდა და იქაც ნიღბავდა საკუთარ მზერას, საკუთარ განზრახვებს, ფიქრებსა და გრძნობებს. როდესაც, ტელევიზორში ნაცნობ სახეს შეეჩეხა, სწრაფად აუწია ხმას გოგონამ. პრეზიდენტის მეუღლე, ქალბატონი ელენე ინვალიდი ბავშვების გარემოცვაში იყო. თბილად უღიმოდა მათ, ტკბილეულსა და სათამაშოებს ურიგებდა, შემდეგ კი ერთ-ერთი კალთაში ჩაისვა და კამერაში, ყალბი მზერითა და ხმით მიმართავდა საზოგადოებას: -მე ხშირად ვსტუმრობ ბავშვთა სახლებს. ეს მე მებდნიერებს, ბავშვები ყველაზე გულწრფელები, კეთილები და სიცოცხლითსავსენი არიან და მე მათ ვეთაყვანები. როგორც იცით, მე ერთ-ერთი ასეთი სახლიდან, ვიშვილე ბიჭი, რომელსაც ვერც კი გავარჩევ ჩემი ბიოლოგიური შვილისგან. მე მივმართავ საზოგადოებას, რომ გიყვარდეთ ბავშვები, მოუსმინეთ მათ, სწორედ ისინი ქმნიან ჩვენს მომავალს და სიცოცხლეს გვილამაზებენ. ლეამ ვეღარ გაუძლო მის მოსმენას, სწრაფად ჩაუწია ტელევოზორს და ძლივს მიასწრო საპირფარეშომდე. გული აერია. ეს იყო ყველაზე გულისამრევი, ყველაზე საზარელი სიყალბე, რაც კი ოდესმე გაუგია, რისთვისაც კი ოდესმე თვალებში ჩაუხედავს ლეას. გული დაუწვრილდა, ზიზღი და სიბრალული იგრძნო ამ ქალის მიმართ. ელენეს სიტყვები, მხოლოდ დაბრმავებულ ბრბოს მოატყუებდა. ხანდახან, რა სასიამოვნოა ბრმად ყოფნა. როცა ვერ ხედავ მწარე სიმართლეს, როცა საზარელი სიცრუის მხოლოდ ნიღაბს აფასებ და არ გაქვს უნარი, მის მიღმა გაიხედო. როდესაც მხოლოდ ფასადით მსჯელობ და მის შიგნით მოქცეული ბოროტება შენამდე ვერ აღწევს. მაინც, რა აზრი აქვს სიმართლის დანახვას, თუკი შეცვლა არ შეგიძლია?! ელენე ბოროტებას ქმნიდა და ხელოვნური სიკეთით ფარავდა ამ ბოროტებას. ადამიანის ყველაზე დიდი სასჯელი ის იქნება, რომ მიხვდეს საკუთარ შეცდომას და ამით იტანჯოს. ელენე კი ვერასოდეს მიხვდებოდა ამას, რადგან როდესაც ადამიანი შეძლებს ხელოვნური სიკეთის შექმნას ბოროტების დასამალად და გამოუვა, უკვე ვეღარასოდეს დაბრუნდება უკან. ვეღარასოდეს შეიგრძნობს დანაშაულს. *** პრეზიდენტის სახლის ეზო, უჩვეულო მყუდრეობას მოეცვა. ქალბატონი ელენე, ქალური მოძრაობით გადმოვიდა მანქანიდან და უზარმაზარ საფეხურებს აუყვა. სახლშიც უცნაური სიჩუმე დაბუდებულიყო. ელენე მეორე სართულის კიბეს აუყვა, ხმამაღალი კაკუნით. იცოდა, რომ თავისი მეუღლე უკვე სახლში იყო, ამიტომ უგულოდ მიაბიჯებდა მისი კაბინეტისაკენ. დერეფანი ყავისფერი კარით მთავრდებოდა, მასზე პატარა კონვერტი აეწებებინათ. ელენემ ცნობისმოყვარედ შეკრა წარბები და კარზე აკრული კონვერტი ჩამოხსნა, ფრთხილად გახსნა. ფურცლის ნაგლეჯი იდო შიგნით, მასზე კი წითელი საღებავით ეწერა: „შენი იოანესგან.“ ქალს ფეხები აუკანკალდა, არ სურდა მეუღლის კაბინეტის კარის შეღება. შემდეგ კი, ღრმად ამოისუნთქა, სახელურს დასწვდა და ფრთხილად შეაღო. ვერც იყვირა, ვერც იტირა, ვერანაირი ემოცია ვერ გამოხატა. ხმა ჩაუვარდა და ადგილზე გახევდა. ხუთი ადამიანი იყო აკრული კედელზე. გულში, შავტარიანი დანები გაერჭო. მიხეილი ზუსტად შუაში მოქცეულიყო, აქეთ-იქეთ გაშლილი ხელები დანებით ჰქონდა დამაგრებული. მის გვერდით მიკრულიყო პატარა თამარი, რომლის დახუჭულ თვალებზე, ლურჯი ფერის თვალები დაეხატა. კედლის დანარჩენ ნაწილზე კი, ნელი და თავის სამი მსახური მიკრულიყვნენ. უსიცოცხლო, უსულო სხეულებს თავები ქვევით ჩამოეგდოთ, იატაკისკენ. მხოლოდ თამარი უყურებდა ელენეს, დახატული ლურჯი თვალებით. მისი გრძელი, ქერა თმის კულულები, კედელზე დამაგრებულ სასურათეზე ჩამოეკიდებინა იოს, რომ თავი გასწორებოდა. თითქოს, გულის სიღრმეში ასეთ სისასტიკეს ელოდა ელენე. შემდეგ კი, უსულო სხეულებს მივარდა, დანის ტარები გაწმინდა, საკუთარი ანაბეჭდებით დასვარა. იატაკზე დააფინა უსიცოცხლო გვამები ერთმანეთის გვერდიგვერდ და ერთი ცრემლის კი არ გადმოვარდნია. სახე შეშლილი, უემოციო და ავადმყოფური ჰქონდა. შეჰყურებდა თამარის დახუჭულ თვალებზე დახატულ ლურჯებს და შემდეგ, ერთიანად აიტაცა კანკალმა. ხელები დაეგრიხა, ყბები აუკანკალდა. მერე კი, მაგიდაზე დადებულ ტელეფონს დასწვდა და გადარეკა. *** საღამოს, მზისა და მთვარის ინტიმური შეხვედრის ფონზე, გაშლილ დარაბებს შორის, კიაფობდა ახალგაზრდა ქალის შიშველი მკერდი, რომელსაც ვერ ფარავდა ჯინსის კომბინიზონის წვრილი სახელურები. მისი თმის შავი ტალღები გადმოჰფენოდა კორპუსის აგურის კედელს. მარცხენა ხელი თავს ქვევით ჩამოეგდო, ხოლო მარჯვენა ხელში ანთებული სიგარეტი ეჭირა და მშვიდად ურტყამდა ნაფაზს. ქალის ბაგეებიდან გამონაბოლქვი იისფერი კვამლი, მთვარისა და ჩამავალი მზის შეხვედრას, უფრო საინტერესო ფერებით ავსებდა. მოხრილი მუხლები, სარკმლის რაფაზე მყარად შემოეჭდო და თვალდახუჭული, სრულ სიმშვიდეს მისცემოდა. კორპუსის ძირიდან ამომავალ ხმებს, ნაზი მოძრაობით აყოლებდა თხელ მკლავებს და დროდადრო პირიდან თოლიების შეძახილის იმიტაციას აკეთებდა. მოსწონდა ადამიანთა აღშფოთებისა და შიშისგან გამოწვეული შერეული ხმები და ეს უფრო ათამამებდა მისი მკლავების ჰარმონიულ რხევებს. ბრბოთა თითქმის მონოტონურად გაჭიმულ შეძახილებს, სხეულის თამაშით აცოცხლებდა. ჯერ, მყარად შემოჭდობილი ფეხები შედარებით მოადუნა და უფრო გადმოიხარა, რაზეც ხალხის აღშფოთება იმატებდა და ახალგაზრდა ქალის ღიმილიც მათთან ერთად. შემდეგ კი უფრო გათამამდა, ცალი ფეხი სარკმლის მარჯვენა დარაბზე გაჭიმა ვერტიკალურად და მხოლოდ მარცხენა ფეხით იკავებდა სხეულს. ამან სულ გააგიჟა შერეული ხმები და ბრბომ, კივილსა და შეძახილებს უმატა. გოგონა კი ნაზად, ლასლასით ხლართავდა ხელებს სივრცეში. მარჯვენა, სიგარეტიანი ხელიდან იისფერი კვამლით ხატავდა წრეებს, რომელიც მის შავ თმაში იჟღინთებოდა, პირიდან კი კვლავ თოლიების შეძახილებს აჟღერებდა. სასწრაფოსა და პოლიციის კივილის ხმებში, ადამიანთა ხმებიც გაარჩია გოგონამ, რომელიც ამჯერად, მისკენ მომართული არ გახლდათ. -პრეზიდენტი მოკლეს. პრეზიდენტი მოკლეს. -მოესმა ყურებს ბოხისა და ნაზის შერეული შეძახილები. ლეას სიგარეტი ხელიდან გაუვარდა, სწრაფად წამოჯდა რაფაზე და შემდეგ იატაკზე დავარდა. ტელევიზორის პულტს დასწვდა და ხმას აუწია. -გიბრუნდებით სპეციალური გამოშვებით. ახლახანს მიღებული ინფორმაციით, პრეზიდენტი საკუთარ სახლში, ცივი იარაღით იპოვეს გარდაცლილი. ბატონ მიხეილ მენაბდესთან ერთად, იგივე იარაღით მოკლედ მისი 7 წლის ქალიშვილი და ასევე ოთხი მსახური. პრეზიდენტის მეუღლემ, ელენე ღვინიანიძემ, რომელმაც თავად გამოიძახა პოლიცია, დანაშაული აღიარა. საქმე აღძრულია 109ე მუხლით, მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში. ლეა მოწყვეტით დავარდა იისფერ დივანზე, სწრაფად სუნთქავდა. თითქოს, ყველაფერს მიხვდა, მაგრამ ვერ იჯერებდა. შემდეგ კი ერთიანად მოსწყდა ადგილს. მირბოდა, საიდუმლო სანაპიროსკენ მირბოდა. სწრაფად გაირბინა კორპუსთან შეჯგუფულ ბრბოში, რომლებიც ყიჟინით აყოლებდნენ თვალს მის მოშიშვლებულ მკერდს. ლეა კი გარბოდა, მთელი სისწრაფით. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ იო სანაპიროზე დახვდებოდა. ზოგი უსიგნალებდა ლეას, როდესაც გზას კვეთდა, ზოგი კი იმდენად იყო შოკირებული ახალი ამბით, რომ ზედაც არ უყურებდა მას. როგორც იქნა, სანაპირომდე მიაღწია გოგონამ და როგორც ვარაუდობდა, იო იქ დახვდა. ზურგით იჯდა ამაღლებულ ქვაზე და მდუმარედ გაჰყურებდა ზღვის ჰორიზონტს. ზურგს უკვე დასრულებული ფრთები უფარავდა, რომელიც მხრებისკენ გადადიოდა, თითქოს გასაფრენად ემზადებოდა. 13 თავი უცნაურად მოღრუბლულიყო ივნისის ბოლო დღეს. ბუნება ტიროდა და წინასწარ გლოვობდა მოსალოდნელს. ტალღები კი გამალებით ეხეთქებოდნენ აზვირთულ ქვას, ვერ ისვენებდნენ. უნდოდათ ჩაეყლაპათ ქვის კიდეზე მჯდარი სხეული. მისგან მოშორებით გოგონა იდგა, ჯინსის კომბინიზონის წვრილი სახელურები იდაყვებზე ჩამოჰფენოდა და მკერდი სულ მოშიშვლებოდა. სველი ქარი დაუნდობლად აშრიალებდა მისი შავი თმის ტალღებს და ძუძუს თავებს უფარავდა. შეჰყურებდა გოგონა შავ ფრთებმოხატულ ზურგს. უამრავი სიტყვა მოაწყდა მის ბაგეებს, მაგრამ გადმოსვლა არ სურდათ, გაცოცხლება არ სურდათ. გოგონას ცხელ ცრემლებს წვიმის ცივი წვეთები ასაიდუმლოებდა. მხოლოდ ჩაწითლებული და დაღლილი თვალები გასცემდა მას. თითქოს, ქვის კიდეში მჯდარმა ბიჭმაც იგრძნო მისი სიახლოვე და ოდნავ შეირხა ფრთები, შემდეგ თავი შემოატრიალა მისკენ და გოგონამ დაინახა იგივე თვალები, იგივე ჩაწითლებული და სველი. მხოლოდ მან გაარჩია წვიმისგან გასაიდუმლოებული სიცხელე მის თვალებზე და ფეხები აამოძრავა. მიდიოდა მისკენ და ყოველი ნაბიჯის გადადგმა, მდინარეთა ახალ შენაკადებს უდრიდა მის ღაწვებზე. ტიროდა, მაგრამ არ იცოდა რას?! ბიჭთან მისული, ეს უკანასკნელიც წამოდგა. პირისპირ დაუდგნენ ერთმანეთს და ცამ მთელი ხმით დასჭექა, აფეთქდა და წითელ ზოლად გადაურბინა ორ სხეულს. ისინი კი თვალსაც არ აშორებდნენ ერთმანეთს. იდგნენ ბედნიერნი და უბედურნი. იდგნენ მდუმარედ და ამ მდუმარებით ყველაფერს ამბობდნენ. ლეამ პირველად, პირველად დაინახა იოს თვალებში ის, რასაც მთელი სამი თვის მანძილზე ეძებდა. პირველად მისცა იომ საშუალება, რომ გაეგო დაფარული... და იდგა ლეა, იდგა ბედნიერი და უბედური. და იდგა იო, იდგა ბედნიერი და უბედური. შემდეგ, იო თავის ქამარს დასწვდა, ისე რომ ლეასთვის თვალი არ მოუშორებია. საკუთარ წელზე შემოიხვია, ლეას წელიც მოატნია შიგნით და გოგონას ზურგს უკან შეკრა, მჭიდროდ. -გავფრინდეთ? -მომღიმარი ხმით შეეკითხა გოგონა. -გავცუროთ. -მშვიდად უპასუხა ბიჭმა. ლეამ ხელები მოჰხვია იოს, ძლიერად. არ ენდობოდა ქამარს, არ სურდა რომ რაიმეს წაერთმია იო მისთვის. არ ენდობოდა არაფერს, გარდა საკუთარი უსუსური მკლავებისა. იომაც მოჰხვია ხელი, პირველად და უკანასკნელად. ლეა უყურებდა მის ლურჯებს, მის გულწრფელ ლურჯებს და სამოთხე ნახა. სწორედ ამ თვალებში იყო ის, რაც კულისებს მიღმა იმალებოდა და გაუქრა შიში. ყველა ემოცია გაუნაწილა მას იომ და მისი ცხოვრების ნაწილად გახადა. შემდეგ კი, ლეამ იგრძნო როგორ გამოეცალა ფეხებში საყრდენი. რამოდენიმე წამში, სიცივე იგრძნო. სიცივე და სითბო, რომელსაც სახლისკენ მიჰყავდა. ბოლოს კი, მისი ფიქრები გაქრა. აზვირთული ტალღები, გამალებით ეჯახებოდნენ ცარიელ ქვას. ცა კი ტორიდა, დაუნდობლად ღრიალებდა. თხლეშვით ეხეთქებოდა ზღვის ტალღებს ზეციდან მდინარი წყალი და მას უერთდებოდა, ხარბად. ბუნებას სტკიოდა, გაუსაძლისად სტკიოდა და ტიროდა. გლოვობდა დაკარგულებს, გლოვობდა იმ მწუხარებას, რომელიც ორმა სხეულმა წამების წინ ჩაიტანა ზღვაში და მათთან ერთად გააქრო. მხოლოდ ცრემლებს არ დასჯერდა ზეცა, სეტყვა დაეშვა დაუნდობლად და სულ გაათავისუფლა გზები ბრბოთა სვლისაგან. თითქოს, არ ჩათვალეს ღირსად ამ სანახაობისაგან გამოწვეული სევდის გამზიარებლად. ბუნებასაც სურდა მარტო დარჩენა, რათა გულწრფელად ეგლოვა. ბუნებაც მოიცვა უჩვეულო მწუხარებამ და ხმაურით, ღრიალით ატყობინებდნენ მთელს სამყაროს, რომ დამნაშავე მათში იყო. *** ელენე ღვინიანიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ გამწესებული, იქამდე სანამ დაკითხავდნენ. ქალს არაფრისმთქმელი სახე ჰქონდა, ძალაგამოცდილი იჯდა ხის საწოლზე. იოს ქმედება, მესიჯი იყო მისკენ მომართული. ეს იყო სასჯელი, რომელიც დანაშაულის შეუცნობლობის გამო დაიმსახურა იოსგან. ცხოვრების აზრი დაკარგა ქალმა, მაგრამ ციხე მისი სნეული სულისთვის წამალი იყო. ისევ ადამიანებს ებღაუჭებოდა, ისევ მათგან ელოდა გაკიცხვას, რომ საკუთარი თავისთვის არ მოესმინა. ჩათვალა, რომ თუკი ციხეში ჩაჯდებოდა, იოს არ დაკარგავდა. იო აპატიებდა, ეს სურდა ყველაზე მეტად. იოს დაკარგვას ვერ შეეგუებოდა, იოს სიძულვილს ვერ აიტანდა, ამიტომ ყველანაირ სასჯელზე თანახმა იყო, თუკი იო აპატიებდა. არც თამარზე უფიქრია, არც მეუღლეზე, მხოლოდ იოზე ფიქრობდა, რადგან მისი გრძნობაც ფანატიზმი იყო, უკიდურესად ავადმყოფური. იჯდა და ელოდა სასჯელის უმაღლეს ზომას. შემდეგ კი, მთელს ცხოვრებას იოს ლოდინში გაატარებდა. მის პატიებას დაელოდებოდა, რადგან ფიქრობდა, რომ ციხეში გამოკეტილი, დაუძლურებული ადამიანისთვის პატიებას შეძლებდა იო. სჯეროდა და მთელი გულით სწამდა ამისი. გვამების გაჩხრეკის დროს, მიხეილ მენაბდის შარვლის ჯიბეში წერილი იპოვეს, რომელიც მთავარ გამომძიებელს მიუტანეს კაბინეტში, სამხილის ცელოფანში გახვეული. გამომძიებელმა ერთჯერადი, რეზინის ხელთათმანი მოირგო და ცელოფნიდან წერილი ამოიღო. ფურცლის ნაგლეჯი გახლდათ, რომელზეც ძალიან ლამაზად იყო დაწერილი ტექსტი. ასოების ლამაზი წყობა, აღიარებით ჩვენებას აჟღერებდა გამომძიებლის პირიდან. „შენ თუ ამ წერილს კითხულობ, ესე იგი უკვე ნახე ჩემივე შექმნილი სანახაობა. მკვლელობას ვგეგმავდი 13 წლის ასაკიდან. თავიდან, ჩემი სამიზნე მხოლოდ მამაჩემი იყო. გუშინ, მის კაბინეტში შევედი. ერთხელ შემომხედა და გამიღიმა, თავისკენ მიხმო. შავტარიანი დანა, რომელსაც მის გულში ჩარჭობილს ნახავდით, ზურგს უკან მეჭირა, მარჯვენა ხელში. მივუახლოვდი და მის ზურგს უკან აკრულ ფოტოს ავხედე. შემდეგ მასთან მივედი, ძალიან ახლოს. ვუყურებდი სურათს, პიკასოს ნახატი იყო, ქალი ხელთათმანებით. იცინოდა, ცივი, არაფრისმთქმელი სახე ჰქონდა. მამაჩემს ჩემთვის არ გამოუხედავს, მხოლოდ მკითხა მომწონდა თუ არა ნახატი, მე კი დანა მაღლა ავწიე, მის მარცხენა ყურთან დავიხარე, მხოლოდ არა ვუთხარი და მთელი ძალით მოვიქნიე დანა მისი გულისკენ. ერთხელ ამოიხრიალა, გონება მალევე დაკარგა. მე ერთხანს მის მოპირდაპირედ ვიდექი და ვაკვირდებოდი. მომეჩვენა, რომ ოთახის კედელს პიკასოს ნახატი არ უხდებოდა, ამიტომ მასზე მამაჩემი მივაკარი. ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ჩემი სურვილი კედლის გალამაზების, ბევრად უფრო ძლიერი გახლდათ. როცა კედელზე აკრულ მამას დავაკვირდი, მივხვდი რომ საკმარისი არ იყო. ძალიან მოუხდებოდა წითელი ფერები მის ნაცრისფერ შარვალ-კოსტიუმს, რომელიც წითელი სისხლით იყო მოთხვრილი უსწორმასწოროდ, მაგრამ სწორედ ეს ალამაზებდა მოწესრიგებულ სამოსს. ფრთხილად დავტოვე მამაჩემის კაბინეტი და სამზარეულოსკენ გავწიე. ერთ-ერთი ქერა დამხვდა, რომელის სახელი ყოველთვის მავიწყდებოდა. გაუკვირდა, როდესაც გაყოლა ვთხოვე, მაგრამ მაშინვე გამომყვა. როდესაც, მამაჩემის კაბინეტში შევიყვანე, კივილი დააპირა, მაგრამ პირზე ავაფარე ხელი და მის გულშიც მოვახვედრე ერთი დანა. ალბათ, გაგიკვირდებათ, საიდან მქონდა ამდენი დანა?! შეგიძლიათ, მესამე სართულის წითელ ოთახში შეხვიდეთ. იქ უამრავ ასეთ დანას წააწყდებით, ჩიტებით აწყობილი ნახატის ქვეშ. მამაჩემის მარცხენა მხარეს ავაკარი წითელ უნიფორმიანი ქერა, მაგრამ არც ეს მეჩვენა საკმარისად. თითქმის ერთი საათის შემდეგ, მამაჩემის კაბინეტის კედელი, ოთხმა უნიფორმიანმა დაამშვენა. ნელის მსუქანი სხეული ოდნავ ულამაზოდ ჩანდა, მაგრამ უხდებოდა ნახატს. კედელი თითქმის გაივსო, მაგრამ მაინც დაუსრულებლად მეჩვენებოდა. რაღაც ნათელი და ხასხასა ფერი სჭირდებოდა. ბევრი ფიქრიც არ დამჭირვებია, მალევე შემომესმა თამარის ხმა, მეორე სართულის დერეფანში დარბოდა. მეც გავედი და როგორც კი დამინახა, მაშინვე ჩემსკენ გამოექანა. მისი გათავისუფლება ყველაზე ლამაზი იყო, რადგან მე მას ჩემი თვალები ვაჩუქე. ეს მას უნდოდა. ვუყურებდი ჩემს შექმნილ სანახაობას. სხვადასხვა ადამიანები იყვნენ, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებდათ - გაქცევის, გათავისუფლების სურვილი, თუმცა ეს მათაც კი არ იცოდნენ. თქვენ ალბათ, დაგაინტერესებთ მოტივი მკვლელობებისა. ეს მეც მაინტერესებს, მაგრამ მკვლელობების დროს, არც ზიზღი მიგრძვნია, არც სიამოვნება და არც სიმშვიდე, მიუხედავად იმისა, მთელი 5 წელი ვვარაუდობდი, რომ ეს მომგვრიდა შვებას. საერთოდ, არაფერს ვგრძნობდი ხიბლის გარდა. მთელი ცხოვრება, შვებას ვეძებდი, მაგრამ ვერც სიკეთემ მომგვარა და ვერც ბოროტებამ. მინდა გთხოვოთ, რომ გაათავისუფლოთ ელენე ღვინიანიძე, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს დანაშაულს. ის იდეა იყო, მე კი შემოქმედი ვარ. იო.“ გამომძიებელი ღრმა ხვნეშით მიეყრდნო სავარძლის საზურგეს და თვალი გაუშტერდა. ის, რაც წაიკითხა დამაბნეველიც იყო და საზარელიც. ბევრი არ უფიქრია, სწრაფად გადააგზავნა ტექსტი ექსპერტიზაზე. პასუხმაც არ დააყოვნა, ექსპერტმა დაადასტურა, რომ წერილი ნამდვილად ეკუთვნოდა იოანე მენაბდეს. ელენე ღვინიანიძე დასაკითხ ოთახში შეიყვანეს და მკვლელობის დეტალები მოაყოლეს. ბევრი უზუსტობა შეიმჩნეოდა მის მონაყოლში. დადგინდა მოკლულთა სიკვდილის დადგომის ზუსტი დრო, რომელის დროსაც ქალბატონი ელენე ბავშვთა სახლში იმყოფებოდა. ქალი ჯიუტად აგრძელებდა აღიარებას, რომ მკვლელობები თავად ჩაიდინა. შემდეგ, წერილი წააკითხეს, რომლის წაკითხვის შემდეგაც, ელენეს ისტერიკული კანკალი, კრუნჩხვებში გადაეზარდა. ბოლოს კი, ისტერიკულ კივილს მოჰყვა, სახე სულ ჩამოიხოკა. ამიტომ, მისი გათიშვა მოუხდათ. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა ძებნა. ეძებდნენ 18 წლის იოანე მენაბდეს და მასთან ერთად მის ფსიქოლოგს, 25 წლის ლეა დოლიძეს. წყვილის ფოტოები მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო გაკრული ბოძებზე, შენობებზე, კაფეებსა და რესტორნებში, თუმცა მათ კვალს ვერსად მიაგნეს. მთელი ქვეყანა, დაუსრულებლად განიხილავდა მომხდარს. ზოგი თვლიდა, რომ აპოკალიფსი სულ მალე დაიწყებოდა, რომ ღმერთი არავის აპატიებდა მსგავს სისაძაგლეს. ზოგი თვლიდა, რომ მკვლელობა ელენე ღვინიანიძემ ჩაიდინა, რომ ის არასოდეს მოსწონდათ. ამის დასტურად, ხალხურ ანდაზას მოიშველიებდნენ ხოლმე, ცხვრის ტყავში გახვეულ მგელზე. ზოგს მიაჩნდა, რომ ეს პოლიტიკური სვლა იყო, რომ პრეზიდენტის სავარძლის დასაკავებლად მოკლეს ქვეყნის პირველი პირი და ხელი მის ოჯახს გაახოცეს. უამრავ ვერსიას აჟღერებდა ბრბო, მაგრამ რამოდენიმე თვეში ყველას ყველაფერი დაავიწყდა. წინასაარჩევნო დაპირებებმა და სხვადასხვა პოლიტიკურმა სვლებმა, ერთიანად გადართო ბრბოთა ყურადღება ახალ თემაზე. ელენე ღვინიანიძე ქალაქგარეთ, საგიჟეთში მოათავსეს. სამჯერ სცადა თვითმკვლელობა. ერთხელ, საგიჟეთის მეოთხე სართულიდან გადახტომა სცადა, მაგრამ ექთანმა შემოუსწრო და გადაარჩინა. მეორედ, კედელზე დაიწყო თავის ჯახუნი, მესამე მცდელობაზე კი, პლასტმასის ჭიქას, კუთხე მოაჭამა და გადაყლაპვა სცადა. საგიჟეთის ექიმებს მოუხდათ, რომ ელენე მუდამ ჰყოლოდათ ძლიერი დამამშვიდებლების ზემოქმედების ქვეშ. დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში ხმა არ გაუღია, მხოლოდ პირს ამოძრავებდა, თითქმის შეუმჩნევლად. ხოლო, თუკი ძალიან ახლოს მიხვიდოდით და მისი პირის მოძრაობას დააკვირდებოდით, შეძლებდით მისი პირიდან დახატული სიტყვის წაკითხვას: „იოანე.“ *** ზღვისპირა დიდი ქალაქი კი, უჩვეულო მდუმარებას მოეცვა. ზღვისთვის არ არსებობს სხეულისა თუ სულის სიმძიმე, მასში ყოველნი საიდუმლოდ, სამუდამოდ იკარგებიან. რთულია შეინარჩუნო ბედნიერება სამუდამოდ და მეორეს მხრივ, რთულია შეინარჩუნო უბედურება სამუდამოდ და თუკი იპოვი შენში უნარს სამუდამოდ დაიტოვო შენში ერთი ან მეორე, ნელ-ნელა, მალულად გშთანთქავს. ისევე, როგორც ზღვა გაგაწყალებს, თუკი მასში ჩაკარგვას აირჩევ. ზღვა კი დუმდა... მხოლოდ თეთრი ბუჟბუჟით ეჩურჩულებოდა ქვიშის ნაპირს. შეჯგუფული ნაძვები კი კვლავ თამაშობდნენ მესაიდუმლეს... ჰაერი, ჰაერი უხილავად გადასცემდა ადამიანებს საიდუმლოს ფარულ სევდას და ისინიც დუმდნენ... დუმდნენ და ვერ გაერკვიათ... მშვენიერი იყო ეს დუმილიც, დედამიწაზე კი დარჩნენ მხოლოდ ძლიერნი თუ სუსტნი, ისინი ვისაც შეეძლო მწუხარებისა თუ მხიარულების მონაცვლეობა, ვინაც მიიღო ეს აუტანელი ცვლილებები და გარიყა მათგან განსხვავებულნი, გარიყა უუნარონი, რომლებმაც ვერ განდევნეს მწუხარება, ვერ მოერივნენ ამ მიმზიდველ ავადმყოფობას და შეუერთდნენ ზღვას, გაწყალდნენ მასში... საიდუმლო ნაპირი, მარტოდმარტო დარჩა, უჩვეულო მწუხარებაში... ზღვა კი კვლავ დუმდა, აუტანლად დუმდა... *** დ ა ს ა ს რ უ ლ ი *** ინცესტი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს: “დანაშაულს“, „ცოდვას“ - სისხლის შერევას. ასოციალური სექსუალური ქცევის ეს ფორმა განისაზღვრება, როგორც სექსუალური კავშირი სისხლით ნათესავებს შორის. თუმცა ეს განსაზღვრება ვრცელდება ასევე არასისხლით ნათესაობაზე, როგორიცაა მამინაცვალი (დედინაცვალი) და ბავშვი. საქართველოში 2010 წელს გამოვლინდა ინცესტის 21 შემთხვევა. ამ ისტორიის დაწერა მომივიდა თავში, როდესაც ქვევით მოყვანილი მოდელი ბიჭის ფოტოს შევხედე. დავინახე თუ არა, მაშინვე მომაფიქრდა, რომ ამ ვიზუალის ადამიანს, მსგავსი ისტორია „მოუხდებოდა“. მის ტატუებსაც, სხვა დატვირთვა შევძინე. თავდაპირველად, ჩემს გონებაში გაიჟღერა ძალიან მოკლე დიალოგმა: „-გავფრინდეთ? -გავცუროთ.“ შთამაგონა ამ მსახიობმა, სიუჟეტი აეწყო ამ მოკლე დიალოგზე, საბოლოოდ კი, ამ ისტორიით მინდა გამოვეხმაურო ტაბუ დადებულ თემას. ეს არის ინცესტი, ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელმაც იმსხვერპლა ისტორიის მთავარი გმირები. ბოლო დროს, საქართველოში გავრცელდა სასტიკი მკვლელობები, თვითმკვლელობები, რომელთა მოტივი ხშირ შემთხვევაში უცნობია და გაუხსნელი. ფსიქოლოგიური ძალადობა ყოველთვის არ შეიძლება გამოხატული იყოს მშოლებისგან, ჩვენ თითოეული მოქალაქე, რომელიც ხშირად, ჩვენდაუნებურად ვერევით განმკითხველთა ბრბოში, შესაძლოა გავხდეთ მიზეზი მოზარდთა ფსიქოლოგიური გადახრებისა, რამაც შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს ადამიანი. მე10 თავის პირველი აბზაცი, რომელსაც მოცულობის გამო არ დავწერ, არის ისტორიის შემაჯამებელი სიტყვები. პ.ს. უღრმესი მადლობა, ვინც კითხულობდით, გვერდით მედექით და სტიმულს მაძლევდით. თქვენი სიტყვების შემდეგ, თითქოს თავიდან ვიბადებოდი. მიყვარხართ! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.