შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაწუნებული სარძლო (თავი 6)


24-05-2017, 01:25
ავტორი qetusia
ნანახია 2 057

-ლენკა? შენ აქ რა გინდა?!
-არვიცი თიკამ დამირეკა სასწრაფოდ ჩამოდი პრობლემააო და აქ მოვხვდი.
-თიკა რამოხდა?
-დემეტრემ მთხოვა.
-დემეტრე ამიხსნი რაგინდა? ან ჩემგან არ ლენკასგან? რატომ ჩამოიყვანე? ან თიკა რაში გარიე?
ეს იყო ის გადამწყვეტი წამი მათ ცხოვრებაში, როცა სამუდამოდ გამოემშვიდობნენ ბავშვობას და დაიწყო დიდების ცხოვრება დიდი პრობლმებით. იმ დღის შემდეგ რაღაც ახალი იჩენდა თავს მარიაში, იცვლებოდა მთელი ცხოვრბა, იცვლეობოდა ოცნებები, ჩნდებოდნენ და ღვივდებოდნენ იმედები: იმედი მომავლის, სიყვარულის, ოჯახის ბედნიერების თუმცა... თუმცა ჰარმონიულ თანაცხოვრებამდე დიდი გზაა.
-ვინმე ამიხსნის რაუნდა ლენკას აქ?
-მე და თიკამ გადავწყვიტეთ რომ ოდნავ დატკბებოდი თუ საუკეთესო დაქალი გეყოლებოდა გვერდით.
-რა? ვერაფერი გავიგე.
-არაფერი შენი დაქალის გაცნობა მინდოდათქო.
-ჰოდა სხვაგან გაგეცნო.
-არა შენს თვალწინ მინდოდა შევხვედროდი.
აი ეს იყო ბოლო წვეთი რამაც ლენკას გაცეცხლება გამოიწვია და დემეტრეს ეცა: რა? რას ამბობ? თვალებს დაგთხრი!
მისმინეთ ეს მე და დემეტრემ მოვიფიქრეთ მარიას გასამხიარულებლად, მაგრამ რატომღაც დემეტრემ სიტუაცია დაძაბა და იქნებ ახსნას რა უნდა?! თიკაც ლენკას და მარიას საქციელს შეუერთდა.
-არაფერი მარიას ცოტა ნერვები მოვუშალე.
მარია გაბრუნდა, წასვლას აპირებდა, ნაბიჯი გადადგა, მაგრამ, წინ ვეღარ წავიდა. დემეტრემ წამებში მოაბრუნა მისკენ და მთელი ძალით ჩაეხუტა. ბოდიში! ბოდიში! ეს იყო და ეს მხოლოდ ეს უთხრა დაიჩოქა და კიდევ ერთხელ გაიმეორა ბოდიში!
მე ვერ აგიხნით რატომ არ იყვირა ასეთ დროს მარიასნაირმა ამაყმა გოგომ, ვერც იმას გეტყვით რატომ გაჩუმდნენ თიკა და ლენკა ამდენი სისულელის მოსმენის შემდეგ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა ყველანი დასხდნენ ცეცხლთან და დაიწყო დიდი მხიარულება, აი ისეთი ცხოვრებაში ერთელ რომ იწყება და მერე მთელი სიცოცხლე წარუშლელ კვალს რომ ტოვებს.
უცნაურად აციმციმდნენ ვარსვკვლავებიც იმ ღამეს. სასაცილო იქნება თუ ვიტყვი, რომ მარიას და დემეტრეს თვალებში მზეები აენთნენ, ჰო მზეები! უცნაური ეს მიზიდულობის ძალა, რომელმაც დემეტრე მარიასკენ მიაჩოჩა და ზურგიდან ჩაახუტა და კიდევ უფრო უცნაურია ის რომ მარიამ ასე მარტივად დაყარა ფარ-ხმალი და მდუმარედ იყო მოხვეული დემეტრეს. გაქრა მათი თვალთახედვიდან ყველა და დარჩა მხოლოდ ორი, ორი ერთმანეთისთვის გაჩენილი ადამიანი.
უცნაური და ალბათ საწყენიც იყო ის ფაქტი რომ ამდენი ხნის უნახავი მეგობრის ნაცვლად მარია ახლა დემეტრეზე იყო მიხუტებული... მაგრამ ხომ გესმით?! მე მჯერა გესმით და გაუგებთ მათ, ისევე როგორც მე გავუგე. გაუგებთ სიყვარულს და მიხვდებით, რომ ცხოვრება ზუსტად მაშინ იწყება, როდესაც შენს გულის ნაწილს იპოვი, იპოვი და დაიწყება ყველაფერი.
მანამდე არცერთს არ უცხოვრია, ალბათ არც არაფერი გახარებიათ, ალბათ არც ტკენიათ, მაგრამ ყველაფერი ახლა იწყება, იწყება სიცოცხლე, იწება არსებობა შენი სულის ნაწილისთვის, რომელიც შეიძლება სულაც არ გგავდეს შენ, მაგრამ, მაინც იცოდე რომ ის, ისაა.
მიუხედავად იმისა რომ არაჩვეულებრივი საღამო იყო და ყველა კარგად გაერთო მარიას თვალებში ენით აუწერელი შიში იკითხებოდა. იმ ღამეს არ ყოფილა არავითარი მიყვარხარ, არავითარი დაჩოქება, არავითარი ფიცი, მაგრამ იყო ორი ერთმანეთზე უზომოდ შეყვარებული.
ახალგაზრდები გვიან დაიშალნენ, ბიჭებმა გოგოები შინ მიაცილეს, ლენკა კი თან გაიყოლეს იმ საღამოს, რადგან მანანას ზედმეტი კითხვები არ დაესმა მის უეცარ ჩამოსვლაზე.
-ლენკა... მადლობა!
-რისთვის?
-რომ ჩამოხვედი, თუმცა არვიცი რატომ?
-ეგ მეც არ ვიცი, მაგრამ ფაქტია აქვარ და ფაქტია აქ ყველა ყველაფერს ხვდება და ხმას არავინ იღებს.
-რას გულისხმობ?!
-იცი რასაც. ახლა წადი ხვალ ბევრი გვაქვს სალაპარაკო.
თიკა და მარია ჩუმათ შეიპარნენ სახლში და სასწრაფოდ დაწვნენ.
-თიკ შენ მაინც ამიხსნი რა საჭირო იყო ეს?
-სიყვარულისთვის.
-ვერვხვდები?
-დემეტრე ასე არავისთან იქცევა და არც შენ იქცევი ასე. ახლა დაიძინე და ხვალ ვისაუბროთ.
ვერ დაიძინა, რა დააძინებდა?! დაიწყო წერა, წერა რომელმაც დაღუპა.
,,დღიურო მისმინე, კარგად მომისმინე, მგონი შემიყვარდა. მითხარი რა შენ მაინც მთხარი, შენ ხომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ ესაა სიყვარული?! რას ვგრძნობ გითხრა?! პეპლებს ვგრძნობ მუცელში და სახეზე უაზროდ მეხიმება, ხელები მიკანკალებს და მუხლები მეკვეთება, ვერ ვეწინააღმდეგები, ვერც ვივიწყებ მის სახეს, ხმას, მაგოხედვას. მგონი შემიყვარდა, ჰო ალბათ შემიყვარდა. იცი მეშინია... ოღონდ რისი არ ვიცი? მითხარი სიყვარული საშიშია?! მითხარი შეიძლება იმ კაცის სიყვარული, ვინც ვიცი ბევრ ქალს ხვდება და საკუთარი შვილიც მოაკვლევინა ერთ-ერთს. მგონი მართლა არ ემორჩილება სიყვარული ლოგიკას, მაგრამ არ დავუშვებ, არ დავუშვებ ვინმემ გაიგოს ამის შესახებ. ბათუმიდან წავალ თუ არა ეს ისტორია დამთავრდება, არც იმას გავახსენდები და არც მე. არა ეს ვერ იქნება სიყვარული, ეს ალბათ ბავშვური გატაცებაა, ვიცი გამივლის, აუცილებლად გამივლის. არ შეიძლება ამ კაცის სიყვარული. მანანამ მითხრა არ შეიყვაროო მეკი ჯინაზე ის მიყვარდება მგონი, მაგრამ არა არ ავუშვებ ამას.
უნივერსიტეტში სწავლა უნდა დავიწყო და დასახულ მიზნებს მივახწო. დემეტრეს ჩემი ოჯახი არ მიიღებს, მე ხომ ვიცი მათი ხასიათი, მე ვიცი ჩემი მშობლები, ჩემი ძმა, ვიცი მანანა და ვიცი დემეტრე... არავინ მიიღებს, არავინ მოიწონებს.
მოიცა, მოიცა მარია რა სისულელებს წერ?! რა ოჯახი მიიღებს? ვის მიიღებს? რაებს ბოდავ? მგონი გაორება გჭირს, შეწყვიტე ეს სისულელე და დაიძინე.
და მერე დაიწერა და დაიბადა ის საბედისწერო კითხვაც: ნეტა მისი ოჯახი თუ მიმიღებს.’’
აშკარად გაორება დაემართა მარიას, მასში ორი ადამიანი ცხოვრობდა, ერთი გულს აყვა, მეორე გონებას... მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ისინი დაიბადნენ სიყვარულისთვის!
ცადა დაძინება, მაგრამ ის სახე, იმ ბიჭის სახე არ ასვენებდა, რომელიც ალბათ არც უნდა შეყვარებოდა.




ველოდები შეფასებას.... ეს ისტორია ჩემთვის ძალიან ძვირფასია და მისი წერა თითქოს მამშვიდებს და ამავდროულად მტკენს.



№1  offline აქტიური მკითხველი lalita

კარგია მაგრამ პატარა თავებია გაადიდე რომ აზრის გამოტანა შეიძლებოდეს .

 


№2 სტუმარი salo

Kargia magram cota did tavebs tu dadeb da mal male uketesi iqneba, velodebi shemdeg tavs.

 


№3 სტუმარი nini

როდის დადებ შემდეგ თავს ?

 


№4 სტუმარი ცირა

გაგრძელება არააქვს?

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგია მაგრამ ცოტააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent