ბურდული და სხვა კატასტროფები (17)
ნინი. სიხარულიძის ჭიშკრის წინ აყუდებულები ისევ მარტონი ვრჩებით შეთქმული სამეული, თვალს მთელი კვირა უხმოდ მოსიარულე ლექსოსკენ ვაპარებ და მზერა სპექტაკლის მერე არაამქვეყნიურად გაოგნებულ და ასევე გაოგნებულად დარჩენილ ლუკაზე გადამაქვს. როგორც ჩანს დღეში ცხრაჯერ „დაქალს როგორ აკოცეს“ ყროყინით დაიღალა და ახლა მხოლოდ „ნწნწნწ“-ს ძახილით აქნევს ფსიქოლოგიურად დაშოკილ თავს. -რა შორს ყოფილა ეს ზემო ლისი-ქოშინით გვიერთდება ღვინის ბოთლებით მომავალი ბალიაშვილი -ბებიამისის სახლია-სიტყვით გამოდის ლუკა -მოკლედ ჩუმად შევდივართ და კართან ვიწყებთ სიმღერას-არეული ნაბიჯით მოდის ყანჩაველთან მოკინკლავე მაღრაძე -ჩქარა თორემ ხვედელიძე რაღაც საეჭვოდ უყურებს ტორტს-ბუშტებიან ხელს ჭიშკრისკენ იშვერს მაშო. ორ წუთში შეჯგუფებულები მივაბიჯებთ იუბილარის ეზოში, აყეფებული ლეკვის დანახვაზე მე და ლუკა ერთდროულად ვეკრობით ლექსოს, ხო ლუკა, აქაც შემეზიარე ამხელა დათვი! -აბა არ ყავს ძაღლიო?-ფეხებს აბაკუნებს ყანჩაველს ამოფარებული მაშო -ლეკვია ხალხო რა უნდა გიქნათ-ცუგა ცუგას ძახილით მიიწევს გაბღენძილი მაღრაძე -ნუ გეშინია ნინელი-ფრთხილად გადახვეული ხელით აგრძელებს გზას თავდახრილი ლექსო, ტვინი ახლაღა აცნობიერებს ბოლო დღეების მანძილზე ძლივს რომ ეღირსა ისევ შეხება და თმის ძირიდან ფეხის თითებამდე მაყრის ეკლები. მკლავებში ჩამდნარს მაღრაძის ღნავილი მაფხიზლებს წამის მეასედში, როგორც ჩანს ცუგამ მოსაფერებლად გაშვერილი საჩვენებელი თითი მოსიყვარულე კბილებში მოიქცია. ამ სცენით აშკარად გამხიარულებული მაშო კაკანით იკეცება ჯერ კიდევ გაუგებრობაში მყოფი ყანჩაველის უკან, ხვედელიძე კი განწირული ხმით ყვირის ტორტი არ დაგივარდეთო. ესეც ჩვენი ჩუმი შეპარვის გეგმა! ორ წუთში უკვე აივნიდან გადმომდგარ გაბადრულ სიხარულიძეს ვავლებ თვალს და ექვსი ხმა სათითაოდ ჩხავის „რა ლამაზი დღეა რა ლამაზი მზეა, იმიტომ რომ დღეს თორნიკეს დაბადების დღეა“-ს. -გილოცაავ!-ხელებგაშლილი ვეხვევი კიბესთან მოგებებულს -გილოცავ გაჩენის დღეს-ღვინოებს აჩეჩებს ბალიაშვილი -სურვილი ჩაიფიქრე!-სანახევროდ ანთებული სანთლებით გაწყობილ ტორტს იშვერს მაშო -ჩქარა თორე ჩაყლაპა ლუკამ-კბილებდამჩნეულ საჩვენებელ თითს იქნევს მაღრაძე. გაოგნებული ლეკვი ისევ ყეფა-ყეფით გვირტყამს კრუგებს. სიხარულიძის ბებიისთვის თავიდან მილოცილი დაბადების დღის, სკამებზე ნაჩქარევად განთავსების და მესამე ჭიქის შემდეგ უკვე კარგად შეზარხოშებულებულები ვსვამთ მეგობრების სადღეგრძელოს. მზერა ლექსოს ტუჩთან მიტანილ ყანწზე გადამაქვს და დაეჭვებული სახით მომზირალ მაშოსთან ერთად ვუცდი როდის დაუბრუნდება ადგილს -შენ რომ არ სვამ ლექსო?-დაჯდომისთანავე ვიგრძელებ კისერს -ამ კვირაში არ მაქვს თამაში-სევდიანი ღიმილით მანათებს შავ თვალებს -ნინი გამომყევი რა-დამნაშავესავით აწურული ლუკას გვერდით მდგარი მაშო აივნისკენ იშვერს ხელს. მოწყვეტით ვდგები სუფრიდან და ჯერ კიდევ გამართული ნაბიჯებით მივაბიჯებ აივანზე, ყოჩაღ ნინი, ოთხ ჭიქას მამაცურად გაუმკლავდი! -რა ჭირს იმას?-ხელებს აფრიალებს მოაჯირს მიყრდნობილი მაშო -ვის?-წარბებს საცოდავად კრავს ხვედელიძე -ფაჩულია კაცს, ვის! -მთელი კვირაა განდეგილივით დადის-ხრიალით ამომდის ბგერები -და ახლა სვამს კიდეც, როდის დალია ბოლოს? მეცხრე კლასში?-თმებს უკან იყრის მაშო -დაქალს აკოცა და აბა რა იქნება, მე კლდიდნ გადავხტებოდი ალბათ-გაბერილ ლოყებს კიდევ უფრო ბუშტავს ლუკა, ახლა თმებში ვეცემი და ღერა-ღერა დავაპუტავ! -კლდიდან გადახტებოდა ბიჭი,კი კი კანფეტების მდინარე თუ დაგხვდებოდა ძირში. მეტი დრამატიზირება ხვედელიძე!-თითი საჩქმეტად მიაქვს აკისკისებულ მაშოს-და ხომ გაგაფრთხილე ნუ გადააყოლებ მეთქი, ერთხელ ააცილა ბავშმა, მიდი მოკალი! ახლა ვხვდები ვისი შიშით შეცვალა ლუკამ საფირმო ფრაზა „ნწნწ“-თი. ინსტიქტურად ვაბრუნებ თავს ღია კარისკენ, მაგიდასთან მჯდომი ლექსო ისევ ჩაფიქრებული სახით დაშტერებია თეფშს. -მარტო მაგის ბრალი არ უნდა იყოს, რაღაც ხდება და არ ვიცით-ბოლთის ცემით აგრძელებს მაშო. -ისევ უცხოეთიდან ხომ არ მოუვიდა შეთავაზება?-ყველაზე უარესზე იწყებს ტვინი ფიქრს და დადებითი პასუხის შემთხვევაში მთლად კლდიდან თუ არა აივნიდან გადასახტომად მაინც ემზადება. -არა, მეტყოდა-თავს აქიცინებს ხვედელიძე. კი ლუკა სიტყვის ჩაკვეტებას რომ აცლიდე მთელი კვირა აუცილებლად გეტყოდა! -კარგი შევიდეთ ახლა გამომძიებლების ბრიგადა, ნინელი რამეს თუ გაიგებ შემატყობინე და ლუკა ენას თუ წაიგდებ ძირში მოგაჭრი!-ოთახისკენ მიკაკუნებს წელში გამართული მაშო. -ჰო კარგი აღარ ვილაპარაკებ მაგაზე, მაგრამ მაინც ინფარქტი დამმართეთ იმ დღეს-ბურდღუნით მომყვება ხვედელიძე -იცოდე მაშოს ვეტყვი-საჩვენებელ თითს მეორეკლასელივით ვუწევ -ვჩუმდები-ტუჩებზე იდებს გაშლილ ტორს. შიგნით შესული როგორც ავდექი ისე ვეშვები გამოწეულ სკამზე. ისევ დადუმებული ლექსო და სივრცეს მიჩერებული თვალები, მორჩა, ამას ნახევრად ფხიზელიც ვეღარ ვუყურებ! „ვინც ჩვენ გულს, სულს და თვალს უხარია ხალხით“ დაწყებული და „სამი ჩ“-თი დამთავრებული არც ერთ სადღეგრძელოს არ ვუშვებ დაულევლად. -ახლა აი იმ გრძნობას გაუმარჯოს-იწყებს მობანცალე ბალიაშვილი და უკვე ზუსტად ვიცი რისი ყანწი დაილევა ამ ჩამოვლაზე. სახეს კი არ ვაბრუნებ თავისით ბრუნდება მარჯვენა მხარეს და ლექსოს გასამმაგებულ თავს ვუსწორებ მზერას, როგორც ყოველთვის ცენტრში მყოფი უფრო მკვეთრია დანარჩენი ორი მკრთალი, აჰა ანუ დავთვერი. გადასარევია, ვითომ ერთი ლექსო არ მეყოფოდა ახლა სამი ლექსო მიყვარს ერთად! მორჩა, აქ ამოიწურა შენი სმის ლიმიტი ნინი! მაღრაძე რაღაც კილომეტრიან ლექსს არაკრაკებს, ლუკა გამოტენილი პირით ყაპყაპებს გაუმარჯოსო, გვერდით მჯდომიც ძლივს გასაგონად ლუღლუღებს იგივეს, მოვალეობის მიზნით ვაჭახუნებ აწეულ ჭიქას და თავის ადგილას ვაბრუნებ, უიმედო სიყვარულის სადღეგრძელოზე გამაღვიძეთ! -კარგია თქვენთან მაგრამ უნდა წავიდე მე ბავშვებო-ფეხზე დგება მაშო. დროულია, აშკარად მჭირდება აქედან გაღწევა. -აუ არ დარჩები შიკო?-სახეს საწყ’ლად ბრეცს თორნიკე -ეე ღამით ვრჩებითო აბა-ხელების ქნევით აპროტესტებს ყანჩაველი -ლექცია მაქვს დილით და იმხელა საცობებია აქედან გასული როდის მივაღწევ-ჩანთას იღებს მაშო. -შენც მიდიხარ ნინელი? ხომ დაგიმთავრდა სწავლა შენ-ახლა ბალიაშვილი ხტება ფეხზე. კი მივდივარ თუ ავდექი სკამიდან! -დარჩი და მე გაგიგყვან ხვალ, მარტო მაინც ვერ აგიყვანს მაშო-პირის მოღებას მასწრებს ამდენი ხნის შემდეგ ძლივს ალაპარაკებული ლექსო. ჯანდაბა, ხომ ვაპირებდი ბრძოლის ველიდან გასვლას, რატო მიბნევ თავგზას ადამიანო? -მართლა დარჩი ნინელი თუ გინდა, მე დილით ადრე ვარ მაინც გასაქცევი-ლოყაზე მკოცნის მაშო. -რავი დავრჩები მაშინ-ლუღლუღით ვეხუტები -მიხედე ამას-ახლა ლექსოს ემშვიდობება გადახრილი. სანამ დარჩენილი ამალა თვით ბარკალმომარჯვებული ხვედელიძის მეთაურობით მაშოს მიყვება გასაცილებლად, სამი კაცი ვამაგრებთ სუფრას ლექსოს და სიხარულიძის ბებიის ჩათვლით. -ეს ვისი სურათია?-კედლისკენ ვიშვერ თითს -ეს თორნიკეს ბაბუა იყო-გაღიმებულ სახეს მაგებებს ქალი და ისედაც ნელა მომუშავე ტვინი ნაწილ-ნაწილ ხარშავს მეორე მსოფლიო ომზე მოყოლილ და რაღაც კოლმეურნეობაში გაცნობის ამბებს. მთელი აღტაცებით ყვება როგორ ხვდებოდნენ რომელიღაც ჭადრის უკან და როგორ მოიტაცა ენკენის თვეში. -ახლა გაქვთ სიყვარულის ასაკი თქვენ ბებო, მე დღემდე მიყვარს ჩემი მოხუცი-თვალების სრესვით აჩერდება ბუხრის თავზე დაკიდულ სურათს. მორჩა, ახლა ავბღავლდები! -ბოდიში,წამოვწვები მე ცოტა ხნით-ბარბაცით ვიწევი სკამიდან -კი ბებო, გაგიმზადეთ უკვე საწოლები-ხელჯოხს იმარჯვებს სიხარულიძის ბებია-სულ ბოლოშია შენი -იყავით მე მივაცილებ-მხრებზე მეხება ნაცნობი თითები. -ღამემშვიდობისა-ნაძალადევად გაღიმებული ვაბრუნებ თავს და მორჩილად მივყვები მოხვეულ ხელებს. თუ დამელაპარაკოს ახლა! -შუქის ასანთებს ვერ ვპოულობ ნინელი-ცალ ხელს კედელზე აფათურებს ოთახში შესული -არ გინდა ჩანს საწოლი-გადაწეული ფარდებიდან შემომავალ მთვარის შუქზე ასე თუ ისე ვარჩევ სად უნდა გავიშხლართო. კარიდან დანიშნულების ადგილამდე მკერდზე აკრული ვიყნოსავ კონიაკთან ნარევ მენთოლის სუნს. -არ ჩამოვარდე-ფრთხილად მსვამს საწოლის კიდესთან -ლექსო ნაწყენი ხარ ჩემზე?-ერთ ამოსუნთქვას ვაყოლებ სიტყვებს -საიდან მოიტანე ნინელი-წამში უთბება ხმა და ხელგადახვეული მიჯდება გვერდით -საერთოდ აღარ მელაპარაკები-სრუტუნით ამომდის ბგერები -აუ ტირი ნინელი? რა ბოთე ხარ რას ქვია არ გელაპარაკები-ლოყას მადებს შუბლზე. ოჰ გააკეთა საქმე, ახლა უფრო ამეტირება! -ხომ იცი ნასვამი გულჩვილი რომ ვხდები შენ კიდე ხმას აღარ მცემ - სვენებ-სვენებით ვუკარკლავ რასაც მთელი კვირა ვითმენდი. -სიმართლე რომ გითხრა შეგძულდები- რუტინულად ამოძრავებს თმაზე დადებულ ხელს. -რას ქვია შემძულდები? არასდროს არ შემძულდები მე-სრუტუნის მეორე სერია მეწყება დაუკითხავად-უცხოეთში მიდიხარ ხო? -საიდან მოიტან ხოლმე რა-უფრო მჭიდროდ მიკრავს მოხვეული მკლავი -აბა? -დაიძინე და ხვალ ვილაპარაკოთ, კარგი?-წამში მშორდება თბილი სხეული -ხომ დარჩები სანამ დამეძინება-ტანსაცმლით ვეხვევი პლედში -აქ ვარ-ისევ აგრძელებს თმების ფერებას გრძელი თითები. მეექსვე თუ მეშვიდე შეხების მერე მოძრაობის და დროის აღქმის უნარს ერთდროულად კარგავს ტვინი -რაღაც უნდა გითხრა ნინელი-ძილბურანში მყოფს ბუნდოვნად ჩამესმის ნაცნობი ხმით ნათქვამი სიტყვები. -ხვალ მითხარი თორე არ მემახსოვრება-თვალებდახუჭული ვბურტყუნებ -ჰო მაგიტომ გეუბნები ახლა-სიცილი ერევა ხმაში. -მთრალი ვარ-ამაოდ ვცდილობ ქუთუთოების დაცილებას -ვიცი დასრულების მოლოდინში ისევ მებინდება გონება, ალბათ გადაიფიქრა. ისევ ძილის პირას მისული ზედ სახესთან ვგრძნობ სუნთქვას და ტვინს ვაიძულებ ბოლომდე არ გაითიშოს, ჯერ. -მიყვარხარ-სმენამდე ნაწყვეტებად აღწევს ბგერები-რომეოსავით მხოლოდ ხელის შეწყვეტილი მოძრაობების აღქმისას ვხვდები წამების წინ რა გავიგონე, ან მომეჩვენა. ჯანდაბა, მომესმა? მთელ ძალას ვიკრებ თვალების გასახელად და უკვე კართან მისული ფიგურის დანახვისას ფართხალით ვიწევი საწოლიდან. მართლა მითხრა? ჯანდაბა ნინი, რომ არ მოგჩვენებოდა, მეორედ ვეღარ ათქმევინებ ხომ იცი. -ლექსო-თავბრუდახვეული მივიწევ უკვე ნახევრად ღია კარისკენ -ნინელი? წაიქცევი-ხრიალით მიჭერს წინ აყუდებული სხეული -მეც მიყვარხარ, ჯულიეტასავით .მაშო. მაღვიძარას და სკაიპის ზარის ხმა ერთდროულად ჩამესმის ყურში. ჯანდაბა, ისევ ჩართული ლეპტოპით ჩამეძინა? გაჭირვებით ვაშორებ დამძიმებულ წამწამებს და აზუზუნებულ ბუდილნიკს ვესხმები თავს, კარგი, ხმაურის პირველი გამომწვევი მოშორებულია, დარჩა მეორე. ზოზინით გადამაქვს მზერა ტუმბოზე დადებულ ღამენათევ ლეპტოპზე, დილის ცხრაზე რა მოგელანდა სიხარულიძე, ხაშია? საბანმოხურული ვჯდები საწოლზე და მწვანე ღილაკისკენ მიმაქვს თითი -გღვიძავს შიკო?-ეკრანიდან იკრიჭება ზეზე აშკარად ახალწამოჭრილი სიხარულიძე -არა თორნიკე მძინავს და ისე გელაპარაკები -აუ რეები ვქენით რომ იცოდე-ისეთ სახეს იღებს აშკარად საოცრებები აქვთ ჩანადენი წუხელ -მოყევი აწ უკვე ბებერო-ეკრანზე საკუთარ გაბურძგნულ ანარეკლს ვავლებ თვალს -მე და ყანჩაველმა მენთოლიანი კბილის პასტით გავთხაპნეთ ყველა,ნუ ნინელის და ბებიაჩემის გარდა-ხელებს ასავსავებს ყოფილი იუბილარი -ხვედელიძეს ახლაც გაპასტულს ძინავს-ყავის ჭიქით ხელში გვიერთდება ხუჭუჭა ყანჩაველი -გამარჯობა შიკო-სიხარულიძის მარცხნივ სკუპდება მორცხვად მომღიმარი ლექსო, ერთკვირიანი დეპრესია დავძლიეთ თუ ქოლგეითმა დაგვიჭიმა ტუჩის კუთხეები? -ნახეთ რა ვქენი-დინამიკებს ფარავს მაღრაძის ღრიალი -მეჩვენება თუ ხვედელიძის ლეგენდარული ჩანთა გაქვს მოკიდული?-თვალებდაწვრილებული ვაჩერდები ეკრანს -ბუხარში დაუმალე,უფასო ცირკს ვიხილავთ დღეს-აშკარად სიკეთის მოზღვავება აქვს თორნიკეს, ვაი საცოდაო პლანეტა! დედა უფრო გადაიტანს დისნეილენდში წაყვანილი შვილის დაკარგვას ვიდრე ხვედელიძე თავისი განძისას -ცირკი კი არა ბრძოლა წესების გარეშე იქნება, გადაგსრესთ ლუკა-უდარდელად ვეყრდნობი ბალიშებს-ნინელი სადაა? -ლურჯთვალამ ჭკუა იხმარა და გადაგვირჩა-გულდაწყვეტით მატყობინებს ბალიაშვილი -ხო მართლა, რატო დამიტოვეთ გაუპასტავი?-ხელების ფრიალით ვიახლოვებ ეკრანს. ჰო მაშო, არ გამოვა შენგან მსოფლიოში საუკეთესო დაქალი. -ასე გვითხრა შიშველი ვიძინებო და ვეღარ შევედით-სიცილით მიკარკლავს თორნიკე. კი როგორ არა, სამი ზედით და ორი რეიტუზით მე მძინავს ხოლმე აბა? უსწავლია დეზდემონას ხრიკები. -და გამოიცანი ამ ნათქვამის მერე ვისი საძინებლისკენ მიგვიწევდა მთელი ღამე გული?-ხელებს დემონსტრაციულად შლის ყანჩაველი -და არა მარტო გული-წარბებს მრავალმნიშვნელოვნად ათამაშებს ბალიაშვილი, გაგისკდა ეგ ბილწი აზრებით გატენილი თავი! გაფიქრებაც არ მაქვს დამთავრებული ლექსოს ტორი რომ ხვდება აღნიშნულ უტვინო თავს, ყოჩაღ ფაჩულია კაცო, ვიღაცეების ნიკაპს კი ააცილე მაგრამ თავში დამიზნება გისწავლია. -ჩემი ჩანთა ხომ არ გინახავთ?-ოჰ გაუღვიძია მძინარე პრინცს მძიმე წონით კატეგორიაში. -არაა-სამ ხმაში ჩამესმის უყოყმანო ღრიალი, მეოთხე ხმა დამაკლდა თუ მეჩვენება. მზერა სადღაც სივრცეზე ბედნიერი სახით მიჩერებულ ლექსოზე გადამაქვს, ამას თუ რამე მოაწევინე ხელებს დაგამტვრევ მაღრაძე! -წავედი მე, ჩონჩხების დედოფლის ბოლო ლექცია მაქვს-კრუსუნით ვიწევი საწოლიდან -სახეზე რა მისვია-უკვე ახლოდან ისმის ხვედელიძის ღნავილი, რა დროს ვაკლდები მესამე მსოფლიო ომს! -დააგვერხა-არაამქვეყნიურად იცხადებს ყანჩაველი, მაღრაძეს უკვე მოუსწრია პერიმეტრიდან აორთქლება -თუ გადავრჩით გნახავთ მაშო-ხელს მიქნევს მარათონული რბენისთვის მომზადებული ბალიაშვილი -თავს უშველეთ!-ეკრანს შორდება სიხარულიძე -ლექსო დაეშვი მიწაზე-ერთადერთ დარჩენილ ინდივიდზე გადამაქვს მზერა -ა ჰო საღამომდე შიკო-თვალებგაფართოებული აქიცინებს თავს კალათბურთის ამომავალი და თუ ისე ითამაშა როგორც დღეს ლაპარაკობს ვატყობ ჩამავალი ვარსკვლავიც. ლეპტოპის დახურვიდან უნივერსიტეტის ავტოსადგომამდე მთელი გზა ვფიქრობ როგორ დავტყუოთ ალქაჯ გულნარას საგამოცდო თემები, აუდიტორიაში შესული ვაცნობიერებ არც ერთი საღი აზრი რომ არ მოსვლია ტვინს, აშკარად მეტი უნდა მეფიქრა. -როგორ ბრძანდებით ძვირფასო ზღმარიამ, არ მოგიწერიათ რამდენი ხანია-მერხებისკენ მიმავალს მხარზე მეხვევა ყველაფრის მცოდნეს ხელი, დღეს პოეზიის გაუპატიურების ხასიათზე გავიღვიძეთ? -გინდა მხიარული განწყობა შეგიცვალო გალაკტიონ?-ფრუტუნით ვძვრები მესამე რიგში -გამოუშვი -ათ დღეში ცხრაასგვერდიანი წიგნი გვაქვს გასაზეპირებელი -გითხა გმირმა რაც უნდა გვექნა-წარბების თამაშით მანათებს ნაცრისფერში გადასულ მომწვანო თვალებს -გმირს აკლია-ტუჩებმოპრუწულს გადამაქვს მზერა მაგიდისკენ მიმავალ რუსიკოზე -საგამოცდო საკითხები მოგიტანეთ ახალგაზრდებო-სათვალეებს ისწორებს გაბადრული კლეოპატრა. სოციოლოგიამ გაგვითხარა სამარე და შენ მაინც დაგვინდე რუსუდან! პულსაჩქარებული ველოდები ფურცლების ჩამორიგებას და ფრთხილად ვაპარებ თვალს კითხვების სიისკენ. 1.სად აღმოაჩინეს თრიალეთის ოქროს თასი? სად აღმოაჩენდნენ თრიალეთის თასს? თრიალეთში! 2.რომელი ქალაქი აღმოაჩინა ჰაინრიხ შლიმანმა? სირცხვილია ტროა არ უპასუხო როცა გვერდით აქილევსი გყავს დასკუპული. პირველ ორ კითხვასავით ჩასაყლაპ დარჩენილ ოცდარვას ვავლებ თვალს, არ ვიცი რომელიმე კეთილი სული ჩაუსახლდით რუსიკოს თუ დუბლიონკამ მოუხარშა ტვინი, მაგრამ დიდი მადლობა ზეციურო ძალებო! -მგონი რუსუდანის ქულებით ბონში კი არა პირდაპირ ჰარვარდში მიმიწვევენ-როგორც ყოველთვის შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე შლის ფეხებს ოპტიმიზმის ფუძემდებელი. -სოციოლოგიის ქულებს დაელოდე, სულხან კვერნაძის უნივერსიტეტშიც არ შეგაყოფინებენ ცხვირს- ხვნეშით ვაცურებ ფურცლებს ჩანთაში. -გამოცდების საბოლოო განრიგი დაიდო!-უკანა რიგიდან ჟანა დარკივით გაჰკივის ვიღაც და ზუსტად ორ წუთში უნივერსიტეტის გვერდს და უფასო Wi-Fi-ს ერთდროულად ატყდება თავს სასოწარკვეთილთა ოცდაათკაციანი არმია, პირველი გამოცდის სახელს პირგამშრალი ვუშტერებ თვალს. რას შევდიოდი რომ შევდიოდი! -სოციოლოგია სულ ბოლოს არ უნდა გვქონოდა?-განწირული ხმით ხავის წინა რიგის გოგო, გულის წასვლამდე რომ არ ვიყო მისული აუცილებლად დაგეთანხმებოდი. 112-ს სასწრაფო დახმარების მანქანა გამოაგზავნინოს ვინმემ, თან ერთი კი არა ოცდაათი! რა გამოდის ათი დღის მაგივრად სამ დღეში უნდა დავამუშავოთ იმხელა ტომი? წავალ ისევ ტაქსისტად ვიმუშავებ. -სტიპენდიას მომიხსნიან უეჭველი-თავს უმწეოდ აქნევს ხუჭუჭა ბიჭი -მე სხვა უნივერსიტეტში მომიწევს გადასვლა-ზარის ხმაზე მხრებჩამოყრილი მიაბიჯებს სათვალეებიანი გოგო. გაშეშებული ვუყურებ სამგლოვიარო პრეციასავით მიმავალ თავჩაქინდრულ ბავშვებს, გაკვირვებულ რუსიკოს სავარაუდოდ ჯერაც ვერ გაუგია რა გვეტაკა. -ახლა ნამდვილად მომიწევს თბილისში დარჩენა, რა ვქნათ არ მიშვებს დედა სამშობლო-ერთადერთი მხიარულად დარჩენილი არსება მხვევს ხელს დერეფანში გასვლისას. -მე სამი წლის ნათენები ღამეები მეყრება წყალში, ზოგი სწავლის ფულს ვეღარ გადაიხდის ამ ქალის გადამკიდე-პირველად მინდება გულნარა თავისივე პლაშით მოვგუდო-მგონი შენთვის უნდა დამეჯერებინა -ახლაც არაა გვიანი ზღარბო-სრულიად სერიოზული ხმა ჩამესმის ყურთან -სამ დღეშია გამოცდა სანდრო -ჰოდა ახლავე შევიპაროთ-წარბაწეული მანათებს თვალებს -კაი?-დაეჭვებული ვუსწორებ მზერას -მენდობი?-გაღიმებული მიშვერს ხელს, უბრალოდ უთხარი არა თქო და წადი თავი მოიკალი მაშო! ჯანდაბა, არც გაბედო მაგაზე ფიქრი! არა მეთქი! კიდევ ერთხელ ვუყურებ მომწვანო მონაცრისფრო თვალებს, სიკვდილო! -რომ დაგვიჭირონ?-მაგრად ვეჭიდები გამოწვდილ ხელს -მხსნელი აქ არ ვარ ზღარბო?-ხითხითით მიმაქანებს მესამე სართულისკენ, შენი მხსნელობა არ გაიშვა სანდრო! თითქმის ცარიელ დერეფანში შეთქმულებივით მივაბიჯებთ ბონი და კლაიდი, ჰოდა სავარაუდოდ ჩაცხრილული ბონი და კლაიდივითაც დაასრულებთ მაშო! -ესაა-ჟალუზით დაფარულ მინიან კართან მაჩერებს მაჯაში ჩავლებული თითები. -შიგნით რომ იყოს?-ტუჩის კვნეტით ვაბრუნებ თავს -ვითომ თარიღის გადამოწმება გვინდოდა-უდარდელად აკაკუნებს კარზე, საუკუნედ გაწელილი ნახევარი წუთის და გაუცემელი პასუხის შემდეგ ფეხაკრეფით ვაჭრით კაბინეტში. ჯეიმს ბონდის ფილმების თანახმად პირველ რიგში კამერების ძებნას ვიწყებ თვალებით, აშკარად სუფთაა! მოკლე საოფისე მაგიდაზე ვახტანგ გორგასალის დროინდელი კომპიუტერი და გაკრეჭილი გუბაზის ჩარჩოიანი სურათია გამოჭიმული,ამ სემესტრის ბოლოს ლედი დრაკულას ხელში უნდა დაგეტოვებინეთ ამხელა სოციოლოგო კაცო? ის-ისაა გუბაზის მონატრებით შეპყრობილმა ფლეშკა უნდა დავაძრო და გიგანტური პროცესორის ჩასართავს დავწვდე ბურდულის ჩურჩულით ნათქვამი „ვიპოვე ზღარბო“ რომ ჩამესმის და სინათლის სიჩქარით ვაბრუნებ თავს. -მობილურით გადაუღე, მე კარს ვუდარაჯებ-სამიოდე ფურცელს მაჩეჩებს ხელში. წუწკი რომ დაიბადები ადამიანი, კაცმა თემები დაუტოვა ჩემს წიწილებს დაურიგეო და ამან შურისმაძიებელი კრუხივით შემოიწყო თაროზე, ახლა მოუნდა ქალბატონს განათლების რეფორმა და ექსპერიმენტების ტარება? გულამოვარდნილი ვუღებ პირველ ორ გვერდს და ბოლო ფურცელზე გადასულს აფრიალებული ხელის ჩრდილი მატრიალებინებს თავს -რა გინდა სანდრო?-ბოლოჯერ ვაჩხაკუნებ კამერას -დავიწვით ზღარბო-ჩურჩულით სწევს თითებით დაჭერილ ჟალუზს -გულნარა მოდის?-ახლა ნამდვილად მჭირდება 112 და ოცდაათი მანქანა! -არა დაცვაა-ცხვირწინ მეტუზება თვალებგაფართოებული-კაბინეტებს კეტავს მგონი -ჯანდაბა, რა ვქნათ ახლა?- ფურცლებს სასწრაფოდ ვაბრუნებ თაროზე და მობილურს ჩანთაში ვტენი-შეიძლება არ შემოიხედოს -მაშინ პირდაპირ ჩაგვკეტავს და ხვალ გვიპოვიან გაღებისას-თვალების ტრიალით მიწურავს ბოლო იმედს. ცაო მეტეორი, უცხოპლანეტელების თეფში და სურამელაშვილის მძივები ერთად გვესროლე! -ამის უკან დაიმალე, ჩქარა-საჩვენებელ თითს მაგიდისკენ იშვერს -ვერ დავეტევით, დაგვინახავს-თვალით ვზომავ სიგრძე სიგანეს, ორი კი არა ერთი კაცი ვერ დაიმალება აქ! -მე არც ვაპირებ დატევას-ჩურჩულით მისწორებს მზერას, რას ნიშნავს არ აპირებს, კედლებში გაძვრება აბა? -ახლა რაღა მოიფიქრე?-დაფეთებული ვიქნევ ხელებს -ორის დაჭერას ერთის დაჭერა ჯობია-ცალყბად გაღიმებული ბრუნდება კარისკენ, ამის მოფიქრებას საერთოდ არ ეფიქრა ჯობდა. ახლა გახდება ალექსანდრე თავგანწირული! -მაინც შეამოწმებს ოთახს, არსადაც არ დავიმალები-კარს მიშტერებული ვეყინები იატაკს. -გავიქცევი და როცა გამომეკიდება წახვალ-მომავალ გენიალურ იდეას აფრქვევს ავთანდილის და ტარიელის პირდაპირი შთამომავალი. მომინდომა ახლა ტერმინატორობა, და მე მთელი ცხოვრება სინდისის ქენჯნამ უნდა დამტანჯოს? -არა მეთქი,გაგრიცხავენ -მაშო დაიმალე!-უკვე მკაცრად ნათქვამი ბგერები სწვდება სმენას და დამცავი კედელივით ასვეტებული ბურდულის უკან ნათლად ვამჩნევ კართან მომდგარ ჩრდილს. მორჩა, დავიღუპეთ! ის-ისაა ხელის კონტური სახელურისკენ იწყებს მოძრაობას შენელებული კადრივით რომ მინათდება გონება, არა მაშო, შენ ამას არ იზამ! კლდესავით აყუდებულ დღის გმირზე გადამაქვს მზერა, ჯანდაბა, უნდა ქნა! როგორც ხალხური ანდაზა ამბობს ნუ დასცინი ზაზა ფაჩულია კაცსაო გადაგხდება თავსაო, ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და თითის წვერებზე აწეული ორივე ხელით ვეკიდები ბურდულის ყელს. მიყურე ახლა გაშტერებული! ერთი, ორი და სამი... სახეც და ტუჩებიც საბოლოოდ აღწევს დანიშნულების ადგილს. დიდი იმედი მაქვს ჭაღი დაგეცემა თავში და სამუდამოდ დახუჭული დაგრჩება ეგ თვალები მაშო, აჰ ჰო სადაა კაბინეტში ჭაღი, გადასარევია, ამაშიც არ გამიმართლა! სანამ სმენას ჩხაკუნის ხმა სწვდება, წელზე და თმაზე ერთდროულად მეხვევა ხელები. დიდი მადლობა დამხმარე ძალის გამოღვიძებისთვის მაგრამ მარტოც მოვახერხებდი რამენაირად! ახლა მოწებებული ტუჩებიც ერთვება საქმეში, იხელთა დრო! დეგენერატი! სუნთქვაშეკრულს და ვიღაცეების დამსახურებით სრულიად პარალიზებულს ბუნდოვნად ჩამესმის ჩახველების ხმა, კაი კაი თუ შემოაღწია ბოლოს და ბოლოს! ძლივს გათავისუფლებულ კისერს ნაჩქარევად ვაბრუნებ კარისკენ, შუა ხნის ფორმიანი კაცი თავის ქნევით გვანიშნევს დერეფნის მიმართულებით -უკაცრავად, აღარ ვიზამთ-მარცხენა მხრიდან ჩამესმის ბურდულის ჩახრენწილი ხმა -ბოდიში-ხრიალით ამომდის ბგერები -ოხ ეს ახალგაზრდები-გასავლელისკენ მიგვაცილებს სიცილნარევი ბოხი ბარიტონი. რატო არ გამისკდება მიწა! ავტოსადგომზე მდუმარედ გასულს გრილ ჰაერს ოდნავ მოვყავარ აზრზე. -ზღარბო-ომახიანად ჩამესმის ზურგს უკან. არა, სანამ მთლად გადავუყვანივარ ჭკუიდან მანამ უნდა გავაჩერო! -იცოდე ერთი სიტყვაც რომ გავიგო მომხდარზე ვერ გადამირჩები-მოწყვეტით ვბრუნდები აშკარად ღიმილშეკავებული ბურდულისკენ -ანუ ნაკოცნი გაქ და სად წახვალ მეთქი არ დაგიძახო ხოლმე? -სერიოზულად სანდრო! ორივე ვივიწყებთ იმ რაღაცას და სიცოცხლის ბოლომდე არ ვიხსენებთ-საჩვენებელ თითს გამაფრთხილებლად ვწევ -კარგი-ზავის ნიშნად აღმართავს ხელებს -მპირდები? -გპირდები -ვივიწყებთ ანუ?-თვალებდაწვრილებული ვუსწორებ მზერას -დავივიწყე უკვე-ქვედა ტუჩს კბილებს შორის იქცევს, სასწაული! ბურდული ყოველგვარი ცანცარის გარეშე დანებდა! -კარგი, ახლა მთელ ჯგუფს დავუგზავნოთ სურათები და გავაგიჟოთ გულნარა-რაც შეიძლება უდარდელად ვბრუნდები მანქანისკენ -ზღარბო-ზურგს უკან ჩამესმის ჟღერადობადაბრუნებული ხმა -რა? -გახსოვს თხუთმეტი წუთის წინ რომ მაკოცე? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.