შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარდასახვა (IV თავი)


24-05-2017, 23:42
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 2 199

გაოგნებული, ოდნავ შეცბუნებულიც შეჰყურებდა მაღალ სილუეტს და წარმოდგენა არ ჰქონდა მის თავს რა ხდებოდა. „ეს რაღაც თამაშია? მეთამაშება?! რა უნდა საერთოდ ჩემგან?!“ ფიქრობდა და მუხლებზე გადადებულ ჩანთის სახელურს მთელი ძალით უჭერდა ხელს. თავიდან ვერ მოისაზრა რა უნდა გაეკეთებინა და უხმოდ მისჩერებოდა ბიჭს, შემდეგ კი როდესაც მის სახეზე აშკარა უკმაყოფილება და პასუხის მოლოდინი ამოიკითხა, ძლივს დარჩენილი მხნეობით ამოილაპარაკა.
-კარგი.
ბიჭი ისევ უცნაური მზერით, უხმოდ აშტერდებოდა, დროდადრო თვალებს ჭუტავდა და ცხვირსაც ჭმუხნიდა. თავი გვერდით გადაეხარა და გოგონას ემოციებს მთლიანად სწავლობდა.
-წამომყევი. - ცოტა ხანში მისი მბრძანებლური ტონი გაისმა და დაბნეული გოგონაც უმალვე წამოიჭრა ფეხზე. მანქანების სადგომისკენ მიმავალ ბიჭს უკან აეკიდა. მალევე ორივენი იმ კარგად ნაცნობ ბეემვეში მოთავსდნენ და გზას გაუყვნენ. სალონში სიჩუმე ჩამოწოლილიყო. ნიტა კი ამასობაში გამბედაობას იკრებდა, რომ საუბარი წამოეწყო. ეგებ ახლა მაინც გაერკვია რამე.
-სად მმივდივართ?
-ნახავ!- ცოტა არ იყოს უხეშად უპასუხა ბიჭმა და თავი გვერდით გაატრიალა.
ხუთიოდე წუთის მგზავრობის შემდეგ ბიჭმა მანქანა ერთ-ერთ ცნობილ ლიტერატურულ კაფესთან გააჩერა და მაშინვე გადავიდა. ნიტაც უკან მიჰყვა.
მშვენიერი ადგილი დაიკავეს ფანჯარასთან ქალაქზე ხედით და შეკვეთაც მისცეს ჩაისა და ნამცხვარზე. თუმცა ლუკა იმდენად უგულისყუროდ არჩევდა, რომ აშკარად ეტყობოდა ტკბილეულის დიდი მოყვარული არ უნდა ყოფილიყო და არც ჩაისადმი ტრფობით დაიკვეხნიდა.
მიმტანმა შეკვეთა მალევე მოიტანა და მათ წინ სინიდან კოხტად გადმოალაგა ყველაფერი.
-აბა.. გისმენ. - ნიტამ ჩაი მოსვა და ინტერესით აღსავსე მზერით მიაჩერდა მის წინ მჯდომ აშკარად გაღიზიანებულ ბიჭს.
ადრე ვერაფრით ვერ გაბედავდა მასთან უბრალო მიახლოებასაც კი, ახლა კი საოცრად თავდაჯერებული იყო. შიში სადღაც გამქრალიყო და ეს ყველაფერი გარკვეულ სიამოვნებასაც ანიჭებდა. საკუთარი თავითა და გამბედაობით აშკარად კმაყოფილი იყო.
-ბევრ მიკიბვ-მოკიბვას არ დავიწყებ და გეტყვი, რომ შენი დახმარება მჭირდება! - სრულიად თავისუფლად უპასუხა ბიჭმა და თან მის წინ მდომი ფინჯნიდან აშკარა უსიამოვნო სახით მოხვრიპა საკმაოდ დიდი ჩაის ყლუპი.
-უკაცრავად?! - გაოგნებული და თვალებგაფართოებული მიაჩერდა გოგონა. წარმოდგენაც არ ჰქონდა საიდან მოდიოდა ამ ადამიანში ამდენი სითავხედე. ამას წინათ სათოფეზე გაკარება აუკრძალა, დააშინა, დაემუქრა, დაამცირა. ახლა კი მოუნდა რომ თოჯინასავით ათამაშოს და მეტიც მისგან დახმარებასაც კი ითხოვს. ან რაში უნდა დაეხმაროს? პირველად სწორედ ახლა შეეპარა ეჭვი ბიჭის ფსიქიკურ სიჯანსაღეში და წარბებშეკრულმა უცნაური მზერით გახედა.
-არ მესმის.. ჩემგან რა გინდა ან რითი უნდა დაგეხმარო?
-ძალიან მარტივია. ერთ-ერთ წვეულებაზე უნდა წამომყვე და თავი სხვა ადამიანად უნდა გაასაღო.
-და ამას ასე მარტივად მეუბნები? საერთოდ რა პირით მთხოვ დახმარებას..
-მე არ გთხოვ! მოვითხოვ! - ბრაზგარეული ხმით ამოთქვა ბიჭმა და ძარღვები დაეჭიმა.
-მეტიც. ასეთი სითავხედე არსად მინახავს. არაფერშიც არ დაგეხმარები. ესღა მაკლია ახლა შენს გამო შარში გავეხვე. წინა შემთხვევაც მახსოვს, და შენი რჩევაც, რომ შენგან თავი შორს უნდა დავიჭირო და ასეც მოვიქცევი. - გაღიზიანებული წამოიჭრა გოგონა ფეხზე და წასასვლელად გაიწია, რომ მარწუხებივით შემოხვეულმა ხელის მტევნებმა მის მაჯებზე ამის ნება არ მისცა.
-ახლა დაჯექი და მომისმინე! -ბრძანებასავით გაიჟღერა მისმა ბოხმა ხმამ.
-გააკეთებ იმას რასაც მინდა, როგორც მინდა და როდესაც მინდა! გასაგებია?!
-მგონი საერთოდ გაუბერე.. თავი ვინ გგონია?! ახლავე ხელი გამიშვი. -დაეჯაჯგურა და მისგან თავის დახსნა სცადა, თუმცა უშედეგოდ. - რა უფლებით? - ერთდროულად გაოცებულმა და ბრაზისგან ანთებულმა გაფართოებული თვალებით ამოილუღლუღა და ოდნავ მოეშვა. საპასუხოდ ლუკამაც გაუშვა ხელი და მის წინ მდგომ სკამზე ძალით დასვა.
თავადაც დაიკავა ადგილი და გოგონას მომლოდინე სახით მიაჩერდა.
-რა გინდა ჩემგან? - ამოილუღლუღა დაღლილმა გოგონამ თითქოს ფარ-ხმალი დაყარაო.
-ძალიან მარტივი რამ. მე უკვე გითხარი რაც მინდა.
-ოდესმე შენგან დავისვენებ ნეტავ?!- კბილებში გამოსცრა გოგონამ და წარბშეკრული სახით გახედა, რომელზეც აშკარა ზიზღი ასახულიყო.
-არ ვიცი.. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ შეასრულებ ჩემს დავალებას.
-რომ არ დავთანხმდე?
-იძულებულს გაგხდი. საბოლოოდ მაინც იმის გაკეთება მოგიწევს რაც მე მინდა და მჭირდება, ასე რომ გირჩევ დამშვიდდე და მოემზადო. თუ ამჯერად დამეხმარები, გპირდები თავს დაგანებებ და ჩემგან დაისვენებ. დაფიქრდი. მინდა შენი ნებით გადადგა ეს ნაბიჯი. არ მინდა რაიმე გაიძულო.
-მპირდები რომ ამის შემდეგ არანაირი შეხება არ გვექნება ერთმანეთთან?
-გპირდები.
გოგონა ცოტა ხანს შეყოყმანდა. ეჭვით აღსავსე მზერით უყურებდა. საბოლოოდ ამ ყველაფრისგან დაღლილმა ღრმად ამოისუნთქა და სიტყვებიც ძლივსძლივობით ამოაყოლა თან.
-თანახმა ვარ. მაგრამ პირობა პირობაა. არ დაგავი...
-მე ერთხელ უვე ვთქვი და სიტყვას არ გადავდივარ. - დაძაბულმა ამოილაპარაკა სიბრაზეშერეული ხმით.
-როდის არის ის წვეულება?
-ორ დღეში. შენ ჩემი თანმხლები იქნები.
-და რას გულისხმობდი როცა ამბობდი, რომ სხვისი როლი უნდა შევასრულო?
-შენი სახელი სოფო იქნება. ჩემი შეყვარებულის სტატუსით იქნები.
-რა?! - გაოგნებისგან თვალები გადმოკარკლა გოგონამ.
-რამე არ მოგწონს? - ცალი წარბი ასწია ლუკამ.
-არა.. არაფერი. ყველაფერი რიგზეა. - ამოილუღლუღა გოგონამ. -შეიძლება წავიდე?
-ჯერ მოიცადე.. ეგ ჩაი დაამთავრე და ანგარიშს გადავიხდი. შემდეგ მეც უნივერსიტეტში მივდივარ და თან წაგიყვან.
-მე მანდ არ მოვდივარ... სახლში მინდა წასვლა.. მარტო ყოფნა და ფიქრი.
-შენი ნებაა.. გზა ხსნილია - უპასუხა ბიჭმა და ხელით გასასვლელისკენ მიუთითა.
ოდნავ შეცბუნებული გოგონა წამოდგა და ნელი ნაბიჯით გაემართა კარისკენ. გასული არ იყო, რომ მობრუნდა და მიაძახა - დროებით! - შებრუნდა და ჩქარი ნაბიჯით გავარდა გარეთ.
-დროებით. - თვისთვის ჩაილაპარაკა ბიჭმა და იქვე ახლოს მდგომი ოფიციანტი თავისთან მოიხმო.

არეული ნაბიჯით მიუყვებოდა ტროტუარს და დღევანდელ დღეზე ფიქრობდა. თითქოს რაღაც შორეული სიზმარი, არარეალური ზმანება ყოფილიყო. საერთოდ რა მოხდა ბოლო ორი საათის განმავლობაში ვერ იზარებდა.. ჯერ ლუკასი ისე ეშინოდა სათოფეზე ვერ ეკარებოდა. თავადაც ყოველთვის გრძნობდა ბიჭის ზიზღშერეულ მზერას, რომლის მიზეზსაც ვერ ხვდებოდა,. დღეს კი სრული გარდასახვა მოხდა. რატომ ჩავარდა ასეთ დღეში. აშკარად შოკისა და შიშისგან. რატომ არის ასეთი სუსტი? ნამდვილი ლაჩარია. რატომ? რისთვის? რა უნდა ჩემგან? ვინ არის სოფო? პასუხგაუცემელი, მტანჯველი კითხვები სუროსავით შემოხვეოდნენ მის გონებას და მოდუნების საშუალებას არ აძლევდნენ. ბოლოს ყველაფრისგან დაღლილს თავი საშინლად ასტკივდა და გაჩერებაზე მისული მაშინვე იქვე მდებარე გადახურულ სკამზე ჩამოჯდა. ხელები მთელი ძალით მიიჭირა საფეთქლებზე და თავი დახარა. კარგა ხანს იჯდა გაუნძრევლად, ვიდრე ახლადმოსული მოხუცის ხელი არ იგრძნო მხარზე და თბილად ნათქვამი სიტყვები.
-ბებო კარგად ხარ? რა გჭირს შვილო?
ნიტა გამოფხიზლდა, თავი ასწია და მადლიერებით აღსავსე მზერა შეავლო ქალს.
-არაფერია, კარგად ვარ. მადლობა ბებო.. -უპასუხა და ფეხზე წამოდგა.
-კარგი შვილო, უბრალოდ მომეჩვენა, რომ ცუდად იყავი.
-დიდი მადლობა. - ღიმილიანი სახით კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობდა და ახლად მოსულ ავტობუსში დაიკავა ადგილი.

სახლში სრულიად დაღლილი და გასავათებული მივიდა. მოსაცმელი იქვე შემოსასვლელში მდგომ ძველ ხის საკიდარზე მიაგდო. ფეხსაცმელების იქვე დაყარა და ოთახში ნელი, დუნე ნაბიჯით შევიდა. დივანზე დაეგდო და თვალები ძლიერად დახუჭა. ცოტა ხანში გოგონას სხეული უფრო მოეშვა, მოდუნებული ხელი ქვემოთ ჩამოუვარდა. სუნთქვაც უფრო დაუმშვიდდა და საბოლოოდ ძილმა წაართვა თავი.
საღამოს გამოფხიზლდა. მზა უკვე ჩასულიყო და გარეთ საღამოს ბინდბუნდი გამეფებულიყო. ეს-ესაა ლამპიონებიც აანთეს. ახლა უკვე მათი მკრთალი სინათლე შემოვიდა ოთახში და ოთახის ყველა კუთხე-კუნჭული გაანათა, სადაც კი შეაღწია. ნიტა ნელა წამოიმართა და დივანზე წამოჯდა. საკმაოდ აციებულიყო. გამათბობელთან მივიდა და ტემპერატურას მოუმატა. შემცივნებულმა ხელები ერთმანეთს გაუხახუნა და იქვე სკამზე ჩამოდებული პლედი მხრებზე მოიხვია. გამათბობელს ეფიცხებოდა და თან ამავდროულად ქუჩას გაჰყურებდა. მანქანები წითელ ყვვითელი შუქებით ტაატით, ნელა მოძრაობდნენ საცობში. აქა-იქ პიპინის ხმა ისმოდა. მთელი ბინა ჩაებნელებინა. შუქის ანთება კი აზრადაც არ მოსვლია. არ სურდა უხილავი კომფორტის შეგრძნების დაკარგვა, რომელსაც ახლა გრძნობდა.
ოთახში გამეფებული სიჩუმე და სიმყუდროვე ტელეფონის ზარმა დაარღვია. დედა იყო. მოისმინა საყვედურები იმის შესახებ, რომ ხშირად არ ურეკავდა და არ კითხულობდა მშობლებს. ნიტამ კი გადაღლილობა და დაკავებული გრაფიკი მოიიზეზა. საბოლოოდ ერთმანეთს ხანგრძლივი დამშვიდობებით და შეპირებით დაემშვიდობნენ, რომ ნიტა მალე ჩამოვიდოდა და ორი-სამი დღე მათთან დარჩებოდა.
ის ის იყო ტელეფონი გათიშა და შუქის ასანთებად გაემართა, რომ კარზე ზარის ხმაც გაისმა.
გაუკვირდა რადგან არავის არ ელოდა. ნელა გამოაღო რკინის კარი და ხელში ნინა შერჩა.
გახარებულმა შეატარა მეგობარი სახლში და თვითონაც შეჰყვა.
-აბა რას შვები? რას გავხარ! - ცხვირი აიბზუა გოგონამ და სკამზე დამჯდარმა ფეხი ფეხზე გადაიდო.
-ახლა გავიღვიძე.
-გეტყობა.. თმაზე... მიდი რაა დაივარცხნე, ასე ვერ გიყურებ.
ნიტაც უკმაყოფილო სახით გაემართა სარკისკენ და აბურდული თმები, რომელიც ნამდვილ ყვავის ბუდეს მოგაგონებდათ ძლივს შეისწორა.
-აბა. როგორ მიდის საქმეები? იმ კონსპექტის წასაღებად მოვედი შენ რომ შემპირდი.
-ააა... გამახსენდა.
ნიტამ კარგა ხნიანი ძებნის შემდეგ როგორც იქნა წიგნების მთელი წყების ქვემოდან ამოაძვრინა გაქუცული ქსეროქსების შეკვრა და ნინას წინ გაკრეჭილი სახით დაუდო.
-ეს არის. ცოტა შელანძღლია, მაგრამ მგონი არა უშავს..
-მშვენიერია.. მადლობა.
-ყავას დალევ?
-კიი..
-ახლავე გავაკეთებ.
-დღეს მალე უნდა წავიდე, თორემ დედაჩემის საყვედურებს რა გაუძლებს. „მთელი დღე გარეთ დაეთრევი და სახლში არ მოდიხარ. დღეში ერთხელ მაინც არ უნდა ვნახო ჩემი შვილი?“ - ხმა დაიწვრილა ნინამ და შემდეგ ნიტასთან ერთად გადაიხარხარა.
-რა გინდა. მართალია ქალი.
-შენ მიკეთებ ამას?! - სასაცილო სახით ჰკითხა ნინამ და ყავა ხმაურიანად მოხვრიპა.
-კარგი.. გვეყოს ამ თემაზე. მე სულ სხვა რამ მაინტერესებს.
-მაინც?
-გიგი.
ნინას გაბადრული სახე უცებ შეეცვალა მოღუშულით.
-მაინც?
-რა ხდება თქვენს შორის?
-რა უნდა ხდებოდეს? - მხრები აიჩეჩა ვითომ გაოგნებულმა და კვლავ თავის ყავას მიუბრუნდა.
-ის რა იყო გუშინ რომ დაგინახეთ კაფეში? სხვათა შორის საკმაოდ ახლოს იყავით ერთმანეთთან.
-ვინ, ჩვენ?! ალბათ მოგჩვენა!
-გეყოფა რაა. მითხარი! - მე ხომ შენი მეგობარი ვარ. მეგობარს კი ეს არ უნდა დაუმალო. - ეშმაკურად ჩაიღიმა ნინამ და მომლოდინე მზერა მიაპყრო.
-კარგი კარგი... მოგიყვები. რამოდენიმე დღის წინ გიგი ჩემი ბიძაშვილის დაბადების დღეზე ვნახე. თურმე მეზობლები ყოფილან. იმ საღამოს ვისაუბრეთ, ვიცეკვეთ. მოკლედ კარგად გავერთეთ. წამოსვლისას კი სახლამდე გიგიმ მიმაცილა და მითხრა რომ ჩემი უფრო ახლოს გაცნობა უნდა. ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამიხარდა. აქამდე ყურადღებას საერთოდ არ მაქცევდა. თითქოს გამირბოდა კიდეც. ახლა კი თვითონ გამოიჩინა ინიციატივა.
-მაგარია -ამოილუღლუღა გაბადრულმა ნიტამ.
-გუშინ კი უნივერსიტეტში შემხვდა და კაფეში დამპატიჟა. ყავა დავლიეთ, ვისაუბრეთ. რომ იცოდე რა საყვარელიაა. - გაბადრული სახით და მოჭუტული თვალებით გადაწვა სკამის საზურგეზე.
-რომ იცოდე როგორ მიხარია ბედნიერი რომ ხარ.
-ვიცი მჯერა. - ნინა წამოდგა და მეგობარს მთელი ძალით გადაეხვია.
-ახლა უნდა წავიდე უკვე თორემ ძალიან გამიგრძელდა სტუმრობა და თამილას საყვედურებს რა გაუძლებს.
-კარგი. გინდა გაგცილო?
-არა რათ მინდა. ტყუილად უნდა გამოხვიდე გარეთ ამ სიცივეში. უცებ წავალ.
-კარგი. მაშინ დროებით.
გოგონა კარამდე მიაცილა და ბედნიერი სახით დაემშვიდობა.
-ესეც ასეე. ძალიან კარგი. ნინა მაინც იყოს ბედნიერი. მით უმეტეს ამდენი ხანია, პირველი კურსიდანვე ხედავს თუ როგორი თვალებით უყურებს გიგის. ძალიან სწყდებოდა გული მეგობრის უიმედო, ცალმხრივი გრძნობის გამო. ახლა კი მშვიდად იქნება.
სამზარეულო მიალაგა და ძალაგამოცლილი დასაძინებლად მიწვა.

სწრაფად, ერთმანეთის მიყოლებით, სრულ სიმშვიდეში და იდილიაში გაირბინა ორმა დღემ. ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც კი არ შეუწუხებია ლუკას. არც ზარი შემოსულა მისგან და არც სადმე ქუჩაში ჩესაფრებულისთვის მოუკრავს თვალი. პირისპირ შეხვედრა ხომ საერთოდ ზედმეტია. ის ის იყო იფიქრა ალბათ დავავიწყდიო, რომ მისი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. მოერე წუთს კარს აღებდა რომლის მიღმაც ლუკა იყო კედელს მიყრდნობილი და ირონიული ღიმილით სახეაკრული ელოდებოდა გოგონას.
-გამარჯობა!
-გამარჯობა. - აშკარა უკმაყოფილო სახით შეხედა გოგონამ. - მეგონა არ მოხვიდოდი.
-როგორც ხედავ შეცდი.
ნიტა გაიწია და ბიჭი ოთახში შემოატარა. ლუკამ ნელი ნაბიჯით შემოაბიჯა და სახლის თვალიერებით გართული აქეთ-იქეთ სიარულს მოჰყვა.
-მშვენიერი მყუდრო ბინაა.
-ვიცი. -უხეშად მიუგო გოგონამ. მაგრამ ლუკამ კვლავ არ შეიმჩნია და იქვე კუთხეში მაგიდასთან მდგარ ხის დაწნულ სკამზე ჩამოჯდა.
-აბა? ემზადები ახალი როლის მოსარგებად?
-ამაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. და არც სურვილი მქონდა მეფიქრა იმ დროს როდესაც შენგან ვისვენებ.
-ცუდია, არადა უნდა მომზადებულიყავი.. საკუთარი თავის მობილიზება უნდა მოგეხდინა. იქ ხომ ჩემზე ყურებამდე შეყვარებული გოგოს როლი უნდა ითამაშო.
ნიტამ არაფერი არ უპასუხა. უბრალოდ მობეზრებულად აატრიალა თვალები და ჩაიდანი გამორთო, რომელის მთელი ამ დროის განმავლობაში ყურისწამღებად კიოდა.
-ყავას დალევ? -კითხვას ეტყობოდა რომ ნაძალადევი, უბრალოდ ზრდილობის გამო იყო დასმული.
-დიდი სიამოვნებით. -გაეღიმა ბიჭს და ახლა უკვე მის წინ დახლზე ჩამოჯდა, და თან დიდი ინტერესით აკვირდებოდა გოგონას ყველა ქმედებას.
-შაქარი რამდენი?
-უშაქრო.
გოგონამ წარბები შეკრა და თავისთვის ჩაიბურტყუნა: „როგორიც თვითონაა ისეთივე ყავა უყვარს.
-ბატონო?!
-არაფერი. -ნელა გააპარა თვალი ლუკასკენ და ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა. ორიოდე წუთში კი ძალიან გემრიელი ქაფქაფა ყავა ედგა ორივეს ცხვირწინ.
-რა წვეულება იქნება?.. ანუ... როგორ უნდა ჩავიცვა?
-არც ძალიან კლასიკურად, არც ძალიან სპორტულად. არც ძალიან გამომწვევად და არც ძალიან მორძალებულად.
-როგორი კონკრეტული პასუხი იყო.
-თუ გინდა მე წამოგყვები მაღაზიებში და შესაფერის რამეს აგარჩევინებ.
-ეგღა მაკლია.. - ჩუმად ჩაიბურტყუნა.
-რა იყო დიდი ხანია ენა ამოვიდგითო?! - ბიჭის ხმაში ერთიანად გაიჟღერა ბრაზმა და მუქარამ და გოგონაც უცებ დასერიოზულდა. სახეზე წყენის ნიშნებიც გაუკრთა..
-გმადლობ, არ მინდა.. რამეს ავარჩევ მე თვითონ.
-ძალიან კარგი. დღეს საღამოს ექვსისთვის გამოგივლი და იმედია მზად დამხვდები. -უცებ წამოდგა ფეხზე და დახლზე დადებული მობილურიც ხელში აიტაცა. ნიტაც ზანტი მოძრაობითა და მობეზრებული სახით წამოდგა და კარისკენ მიმავალ ბიჭს უკან გაჰყვა. უხმოდ გავიდა და კარიც უხმოდ მიიხურა.
ახლა ა ჯანდაბა უნდა ქნას? სულ არ უფიქრია ამ დღეებში ლუკასთვის მიცემულ პირობაზე. ის მაინც შეერჩია რა უნდა ჩაეცვა ახლა თავში სახლელი რომ არ ჰქონოდა.. მაგრამ არა. ასე იცის წინასწარ ყველაფრის გაკეთება ეზარება და სამომავლოდ დებს ყველა საქმეს. ბოლოს კი ისე ხდება რომ ამ გადადებული საქმეებიდან ნახევარსაც ვერ ასწრებს. არადა დედამისი მთელი დღე და მოსწრება სულ იმას ჩასჩიჩინებდა ფუქსავატი ხარო, დროის ყადრი არ იციო. მართალიც აღმოჩნდა. დილის თერთთმეტი საათი იყო. არადა საღამომდე უნდა მოესწრო კაბის, ფეხსაცმლის, და რაიმე აქსესუარის ყიდვა, სახლში დაბრუნება და მომზადება. გარდა ამისა სტუდენტის კვალობაზე საკმაო თანხაც დაეხარჯებოდა. მოულოდნელად გონება გაუნათდა და ის დანაზოგი გაახსენდა, რომელსაც ყველასგან უჩუმრად ბანკში აგროვებდა. მისთვის პირდაპირ მისწრება იყო.

მთელი დღე აქეთ-იქეთ სირბილში გაატარა და საღამოს ყველაფრისგან დაღლილი, მისავათებული და ამავდროულად შესანიშნავად გამოწყობილი ფანჯარასთან იჯდა ყავის ფინჯნით ხელში და ლუკას ელოდა. ეზოში ნაცნობი მანქანა გაჩერდა, ორიოდე წუთში კი ზარიც გაისმა კარზე. გარეთ სახეზე ღიმილაკრული და უცნაური მოელვარე მზერით აღჭურვილი ლუკა დახვდა.



№1 სტუმარი Teo

Momwons magram dzalian cotas. Deb..velodebi shemdegs.male dade

 


№2 სტუმარი tamuna

kargi gamogdis,gtxov ar gaaubralovo .

 


№3  offline წევრი ბაბუაწვერა

Teo
Momwons magram dzalian cotas. Deb..velodebi shemdegs.male dade

tamuna
kargi gamogdis,gtxov ar gaaubralovo .


დიდი მადლობა შეფასებისთვის. თავების მოცულობას რაც შეეხება იგივეა რასაც ჩვეულებრივ ვდებ ხოლმე. ვერ დაგპირდებით რომ გავზრდი, სამაგიეროდ ყოველდღე ავტვირთავ ახალ თავს.
მეც არ მინდა ბანალურ ისტორიას დავამსგავსო ამიტომ შევეცდები იმედები არ გაგიცრუოთ ))

 


№4  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მოკლეედ, ჩემთვის კიდევ ერთი აღმოჩენა ხარ ამ საიტზე. ყველა ისტორია წავიკითხე და ძალიან მოვიხიბლე, გამართულად, უშეცდომოდ და საინტერესოდ წერ. დარწმუნებული ვარ ეს ისტორიაც გამორჩეული იქნება. მომწონხარ ძალიან ძალიან. დღეიდან შენი ერთგული მკითხველი ვარ :*

 


№5  offline წევრი ბაბუაწვერა

Chikochiko
მოკლეედ, ჩემთვის კიდევ ერთი აღმოჩენა ხარ ამ საიტზე. ყველა ისტორია წავიკითხე და ძალიან მოვიხიბლე, გამართულად, უშეცდომოდ და საინტერესოდ წერ. დარწმუნებული ვარ ეს ისტორიაც გამორჩეული იქნება. მომწონხარ ძალიან ძალიან. დღეიდან შენი ერთგული მკითხველი ვარ :*


ძალიან დიდი მადლობა blush ვერც კი წარმოიდგენ ასეთი შეფასებები რამდენს ნიშნავს ჩემთვის. ძალიან, ძალიან მიხარია რომ ჩემი ისტორიები მოგწონს. შევეცდები ჩემს არცერთ მკითხველს იმედები არ გავუცრუო..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent