გარდასახვა (V თავი)
ბიჭმა ერთი შემფასებლური მზერით აათვალიერა კარებში გაჩხერილი, ქუსლებზე მოქანავე გოგონა და შიგნით შეაბიჯა. -მზად ხარ? -კი. -მაშინ წავედით. - მოულოდნელად შებრუნდა და გარეთ გავიდა. ნიტაც უკან მიჰყვა. კარი გადაკეტა და გასაღები საფულეში ჩააგდო. ქვემოთ რომ ჩავიდა ლუკა უკვე მანქანაში ელოდა. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და წინა სავარძელზე მოკალათდა. ძრავი მაშინვე ჩაირთო და ნიტასთვის უცნობი მიმართულებით გაუდგნენ გზას. მთელი გზა კი დუმილი არ დაურღვევიათ. გოგონა დროდადრო უკმაყოფილო სახეს გააპარებდა ბიჭისკენ და მერე უცებ ისევ გზას გახედავდა. აშკარად უკმაყოფილო იყო მათი შეხვედრით. ან საერთოდ რას ელოდა?! ნუთუ კომპლიმენტს? ან იქნებ იმას რომ ლუკა ხელკავს გამოსდებდა და მანქანამდე ისე მიაბრძანებდა. შემდეგ კი წინა კარებს გაუღებდა და გოგონას დაჯდომაში მიეხმარებოდა? მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ყალბი ილუზია იყო.. დაფარული სურვილი რომლის გაანალიზებამაც გოგონას უსიამოვნო ჟრჟოლა მოჰგვარა. გზა არ ილეოდა თითქმის ნახევარი ქალაქი გაიარეს და შემდეგ სადღაც გადაუხვიეს. გზის ნაპირას მეჩხერი ხეები თანდათან გამსხვილდა და ტყედ გარდაიქმნა. მიუხედავად იმისა რომ დილით მზიანი ამინდი იყო. საღამოს საკმაოდ მოქუფრულიყო ცა და აქა-იქ წინწკლავდა კიდეც. გოგონამ საათს დახედა. მალე შვიდი შესრულდებოდა. ნუთუ ამდენი ხანი მოდიოდნენ? შეშფოთებულმა აწია თავი და გზას ახედა, რომელიც უსასრულოდ იწელებოდა. ხუთი წუთი არ იყო გასული, რომ კიდევ სადღაც გადაუხვიეს და მალე მათ წინ უზარმაზარი, თეთრი და ნაწილ-ნაწილ წითელი აგურით ნაშენები სახლი წამოიმართა. თითქოს რაღაც ფილმიდან გადმოუტანიათო. რაღას სითბოსა და კომფორტულობის განცდას ბადებდა. სახლის წინა ფასადის თითქმის ნახევარი სუროს დაეფარა. წინ მცირე ბაღი და შადრევანი იწონებდა თავს, რომელიც ახლა გაჩერებული და ჩამშრალი იყო. მანქანა სწორედ ამ შადრევნის წინ გაჩერდა. ლუკამ ძრავა გამოერთო და სავარძლის საზურგეზე გადაწვა. მოულოდნელად კი გოგონასკენ მიტრიალდა და საკმაოდ ცივი ხმით მიმართა. -აღარ გადადიხარ? თუ ჩემი ხელით გადაგაბრძანო?! შეცბუნებული, ნაწყენი და გაბრაზებული გოგონა უხმოდ გადავიდა მანქანიდან და იქვე კარებთან დადგა. იმ წამსვე გაიღო მძღოლის კარები და ლუკაც გადმოვიდა, კარი ძლიერად მიხურა და ისე რომ გოგონასკენ საერთოდ არ მიუხედავს, პირდაპირ სახლისკენ წავიდა. გაოცებული გოგონაც უკან მიჰყვა. „არა ნამდვილად შეშლილია. ან ვის გაუგია ადამიანმა დღეში ამდენჯერ შეიცვალოს განწყობა. რა წამოუვლის თავში ვინ იცის“ სახლამდე ბოლომე მისულები არ იყვნენ ჯერ რომ ხის მასიური მოჩუქურთმებული კარი გაიღო და იქედან სანდომიანი სახის მქონე კარგა ხნის ჭაღარაშერეულმა, საკმაოდ მოვლილმა და ლამაზმა ქალმა გამოანათა. -ლუკაა, ჩემო კარგო რომ იცოდე როგორ გამახარე. - მოხუცი მასთან მისულ ბიჭს სახეზე ღიმილაკრული გადაეხვია და თითქმის სულ ჩაიკარგა ლუკას დიდ მკლავებში. კარგა ხანს იდგნენ ასე. ბიჭმა რამოდენიმეჯერ ჭაღარა თმაზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ კი ხელი შეუშვა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია ნიტას გვერდით, რომელიც ამ ორი ადამიანის შეხვედრას დიდი ინტერესითა აკვირდებოდა. -ბებო გაიცანი, ეს სოფოა - ჩემი შეყვარებული. - გოგონას ცოტა ეხმაუშა მისი ასე წარდგენა, თან გაუკვირდა, „როგორ თუ ბებო? გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურება. მე დედა მეგონა“ თუმცა სახეზე მაინც ძალით აიკრო ღიმილი და ქალს ხელი გაუწოდა. -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ქალბატონო... -ლუიზა.. -ქალბატონო ლუიზა. - დაასრულა სათქმელი ნიტამ და მის წინ მდგომს ხელი გაუწოდა, თუმცა მის ამ ქმედებაზე ქალმა გემრიელად გადაიკისკისა. -რას მეოფიციალურები ჩემო კარგო. მოდი გადამეხვიე. ძლივს ამ ვაჟბატონმა ვიღაც მოიყვანა ჩვენს გასაცნობად და ასე ოფიციალურად შევხვდები?! ქალი მისკენ წავიდა და გოგონას ძლიერ გადაეხვია. -მინდა გითხრა რომ ძალიან ლამაზი ხარ. ლუკა არ უჩივის გემოვნებას. ეს აშკარად მამამისისა და ბაბუამისისგან გამოჰყვა. - ახლა უკვე ბიჭისკენ მიმართა ღიმილიანი მზერა. -გოგონას ლოყები შეუწითლდა და თავი მორცხვად ჩახარა. -კარგი ლუიზა გეყოფა რაა.. -საწყლად დამანჭა სახე ლუკამ. - მთლად ჭარხალს ნუ დაამსგავსე. -ღმერთო როგორ გამოვშტერდი ამხელა ქალი. შემოდით ჩემო ლამაზებო აქ რომ დაგაყენეთ კარში. ქალი გვერდით მიიწია და ქოთქოთით მოუხმო მისულებს შიგნით. იქ შესული გოგონა უფრო მოიხიბლა სახლითა და მიდამოთი. უზარმაზარი ჰოლი დახვეული მარმარილოს კიბით მთავრდებოდა, რომელსაც მეორე სართულზე აჰყავდით. შემოსასვლელში მრავლად იყო ქოთნის ყვავილები. აქაურობას კარგად ეტყობოდა გემოვნებიანი ხელი. დიდი ჰოლიდან მისაღებ ოთახში გავიდნენ, სადაც ვახშმისთვის სუფრას ახალგაზრდა, მოახლის ფორმაში გამოწყობილი გოგონა შლიდა. იქვე პატარა დეკორატიული ბუხარი იყო, დივანი და სავარძლები, რომელთაგან ერთ-ერთზე ასევე ასაკოვანი, ჭაღარა მამაკაცი იჯდა, ხელში შავ-თეთრი გაზეთი ეკავა და გულდასმითკითხულობდა რაღაც სტატიას. -დავით, გამოფხიზლდი ახლა.. შვილიშვილი მოგივიდა. კაცმა უცებ ასწია თავი და გაღიმებული მაშნვე ფეხზე წამოდგა. -ეს რა სტუმრები გვყოლია. როგორ გამახარეთ შვილებო. - წყვილს მიუახლოვდა და სათითაოდ გადაეხვია. - ლუკა აბა ამ მშვენიერ ქალბატონს არ გამაცნობ? -რა თქმა უნდა გაიცანი ეს სოფოა, ჩემი შეყვარებული. -კარგი არჩევანია, მე მგავხარ. - გადაიხარხარა კაცმა და გვერდით მდგომ ცოლს ხელი გადახვია. ლუიზაც უხერხულად ღიმილმორეული შეიშმუშნა და ოდნავ გაწითლდა. ნიტას კი მათ შემხედვარე ღიმილი მოერია სახეზე. მოხუცებს კარგად ეტყობოდათ, რომ ერთმანეთი დღემდე ძიერად უყვარდათ და ვერანაირმა წლებმა ვერ გაცვითა მათი გრძნობა. -მოდით ბავშვებო, ჩამოჯექით აქ. - დივნისკენ მიუთითა. - სალომეც მალე დაამთავრებს მაგიდის გაწყობას და .ლიკა და ლაშაც მოვლენ. გოგონამ უხერხულად გაიღიმა და მათ მიერ მითითებული ადგილისაკენ გაემართა. ძალიან უნდოდა ეკითხა თუ ვინ იყვნენ ლიკა და ლაშა, მაგრამ მოერიდა. კარგი იქნებოდა ლუკას მოესაზრებინა და ჩაეყენებინა საქმის კურსში თუ ვისთან მიჰყავდა სტუმრად ან თვითონ ეკითხა რა დაშავდებოდა. -სოფო ჩემს ლუკას საიდან იცნობ? -ჩემი კურსელია უნივერსიტეტში. ერთმანეთი სწორედ იქ გავიცანით. - დაბნეულმა გააპარა მზერა ლუკასკენ ხომ ყველაფერი სწორად ვთქვიო, მაგრამ მის სახეზე ასახულმა შფოთმა და უკმაყოფილებამ ხასითი შეუცვალა. მოიღუშა, აკანკალებული ხელები ერთმანეთს გადააჭდო და მუხლებზე დაილაგა. -დიდი ხანია შეყვარებულები ხართ? -არც ისე... -დიდი ხანია.. ერთდროულად წამოიძახეს და შეცბუნებულებმა ერთმანეთს შეხედეს. ნიტა მიხვდა რომ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა უნებურად. ახალი კითხვებისაგან მოულოდნელად გაჟღერებულმა ზარმა იხსნა, რომელიც მთელს სახლს ექოდ მოედო. ალბათ ლიკა და ლაშა თუ მოვიდნენო იფიქრა სოფომ და ოდნავ მოეშვა. მაგიდასთან მოფუსფუსე სალომემ მაშინვე თავი ანება საქმიანობას და კარის გასაღებად გაემართა. -ახლავე დავბრუნდებიო უთხრა ლუიზამ და ისიც სალომეს კვლას მიჰყვა. მალე მხიარული მოსალმების და ქუსლების კაკუნი გაისმა ჰოლში, სულ რაღაც ერთ წუთში კი მათ წინ მშვენიერი, ერთი შეხედვით სრულყოფილი გარეგნობის ქალი იდგა. რომ შეგეხედათ იფიქრებდით სულ რაღაც ოცდაათი ოცდათხუთმეტი წლის იყო. მხოლოდ კარგი დაკვირვების შემდეგ კი თუ შენიშნავდით თვალის უპეებთან გაჩენიელ პატარ-პატარა ნაოჭებს, რომელიც მის ღრსებას, მის სილამაზეს სულაც არ აკნინებდა, პირიქით უფრო მეტ ეშხსაც კი ჰმატებდა. გვერდით არანაკლებ სიმპათიური, მაღალი კაცი ედგა, რომელსაც თითქოს ისევ შერჩენოდა ახალგაზრდული ქარიზმა. ორივე მათგანი უზადოდ იყვნენ ჩაცმულნი და ერთმანეთს საოცრად უხდებოდა. ნიტამ მხოლოდ მათ შემხედვარე იგრძნო საკუთარი უბრალოება და თითქოს გული შეეკუმშა. წყვილი ღიმილით მიუახლოვდა დივანზე მსხდომებს და ისინიც უნებურად წამოდგნენ ფეხზე. ნიტან მხოლოდ ახლა შეამჩნია მსგავსება, რომელიც ასე დიდი იყო მის წინ მყოფ უზადო წყვილსა და ლუკას შორის. ჩვეული მისალმების პროცედურის შემდეგ გვერდით ლუკა ამოუდგა და წელზე ხელი მოხვია. გოგონა მის ამ მოულოდნელ ჟესტზე ოდნავ შეხტა და გაკვირვებულმა გახედა. -დედა, მამა, მინდა ჩემი შეყვარებული სოფო გაგაცნოთ. აი თურმე რა, ესე იგი მშობლები არიან. ეს ხსნის მსგავსებასაც. მაგრამ რა ახალგაზრდები არიან... ისე როგორც ლუკას ბებია და ბაბუა. მშობლები ლუკას მიერ გამოცხადებულ ამბავს დიდი სიხარულით არ შეხვდნენ, თუმცა არც წყენა და იმედგაცრუებაც გამოსახვიათ სახეზე. ცოტაოდენ ხანში ლუიზამ ყველანი ვახშამზე მოიხმო. ნიტას ერთი გვერდი ლუიზას ეკავა, მეორე მხარე კი ლუკას, მათ წინ ლუკას მშობლები ისხდნენ, სუფრის თავში კი ბატონი დავითი მოთავსებულიყო. სადილმა სრულ სიმშვიდესა და იდილიაში ჩაიარა. ყველაფერი სრულყოფილი და ძალზედ დახვეწილი ჩანდა, თუმცა მთელი დროის განმავლობაში ნიტას უხერხულობისა და დაძაბულობის გრძნობა არ შორდებოდა, რაც მრავალი ფაქტორით იყო გამოწვეული. უპირველეს ყოვლისა იმით რომ ლუკას მთელს ოჯახს ატყუებდა მისი ვინაობის შესახებ. გარდა ამისა ასეთ გარემოს მიუჩვეველი იყო და ლუკას მშობლების დაუსრულებელი კითხვები მის წარმომავლობაზე, იმაზე თუ როგორ გაიცნო მათი ვაჟიშვილი, ვინ იყვნენ გოგონას მშობლები რთულ ვითარებში აგდებდა, არ იცოდა სიმართლე ეთქვა თუ მოეტყუებინა. მაგრამ მის ნებისმიერ პასუხს ლუკას გაღიზიანება შეეძლო, რაც ასე ძალიან არ აწყობდა. -მგონი საკმარისია ამდენი კითხვა. - ღიმილით, ოდნავ გაღზიანებაშერეული ხმით ამოთქვა ლუკამ და დანა-ჩანგალი თეფშს გარდი-გარდმო მიუწყო. -რა მოხდა კი მაგრამ. არ უნდა ვიცოდეთ ვის ხვდება ჩვენი ერთადერთი შვილი და ვინ არის ჩვენი რძლობის კანდიდატი არა? - წარბები აზიდა ქალმა და დაძაბულად გაუღიმა შვილს. -ჩვენი ურთიერთობა ისეთი სერიოზული სახის არ არის ჯერ რომ ქორწინებაზე ვისაუბროთ. როცა ამის დროც მოვა, გპირდებით, რომ ამ ახალ ამბავს პირველი თქვენ შეგატყობინებთ. -როგორც გინდა შვილო. - ნაძალადევი ღიმილით კვლავ მშვიდად მიუბრუნდა ვახშამს. ნიტას აღიზიანებდა ეს ნაძალადევი არისტოკრატიზმი, ყოველ შემთხვევაში თავად ასე ეჩვენებოდა. ამავდროულად იმით იყო გახარებული რომ ლუკამ გადაარჩინა ამ უაზრო კითხვებისაგან პასუხის გაცემას. ვახშმის დანარჩენმა ნაწილმა მშვიდ რეჟიმში ჩაიარა. შემდგომ კვლავ ბუხრის წინ ჩამწკრივებულ სავარძლებში გადაინაცვლეს ჩაისა თუ ყავის თანხლებით. ისაუბრეს ზოგადად ყველაფერზე, გარდა პირადული საკითხებისა. ის ის იყო საღამოს ათმა საათმა მოატანა, რომ ლუკა მოულოდნელად ფეხზე წამოდგა. -ჩვენ უკვე უნდა წავიდეთ, სოფოს სახლში ელოდებიან და შევპირდი, რომ მალე დავაბრუნებდი. -კარგი შვილო, წადი. - ფეხზე წამოდგა ლუიზა. - ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა ჩემო ლამაზო. - ახლა ნიტას მიუბრუნდა და გადაეხვია. საოცრად მოსწონდა ეს ქალი, თითქოს რაღაც უხილავი კომფორტის გრძნობას დაატარებდა თან. - როცა თავისუფალი დრო გექნება აუცილებლად გამოგვიარე ხოლმე და ეს მუტრუკიც წამოიყოლე - ხუმრობით მსუბუქად გაკრა ხელი შვილიშვილს - თორემ ხომ ხედავ სულ დაგვივიწყა. -აუცილებლად. - გულწრფელი ღიმილით მიუგო ნიტამაც, თუმცა იცოდა, რომ ამ პირობას ვერ შეასრულებდა, რადგან აღარ აპირებდა მომავალში კიდევ გაესაღებინა თავი ლუკას შეყვარებულად და მსგავს უხერხულ სიტუაციაში აღმოჩენილიყო. ახლა კი ისედაც ძალიან გაბრაზებული იყო ლუკაზე და ერთი სული ჰქონდა სახლს როდის დატოვებდნენ, რომ თავისუფლად შესძლებოდა თავისი უარყოფით ემოციები მკვეთრად გამოეხატა იმის შესახებ, რომ ასე უსირცხვილოდ მოატყუეს და რაღაც ჩვეულებრივი წვეულების ნაცვლად ოჯახურ ვახშამზე წაიყვანეს სხვისი სახელით. ოჯახის სხვა წევრებსაც შედარებით თბილად დაემშვიდობა და ლუკასთან ერთად დატოვა სახლი. გარეთ გამოსულს ცივი ჰაერი მაშინვე დაეტაკა სახეში და ოდნავ შეაკანკალა. შემოდგომის მიწურულს მთვარიანი, ცივი და ქარიანი ღამე აგვირგვინებდა. ხეებზე აქა-იქ შემორჩენილი უკვე ყავისფერი ფოთლები კანტი-კუნტით ტოვებდნენ სამყოფელს და მიწისკენ მიისწრაფვოდნენ. გოგონამ სწრაფად გაიარა მანძილი მანქანამდე, ისე რომ ლუკას არც დალოდებია. ადგილი დაიკავა და ხელები გაბუტული სახით გადააჯვარედინა. მანქანაში ჩამჯდარმა ბიჭმაც სიტყვა არ აღირსა, მკაცრი სახით დაქოქა და გზას გაუყვა უკან. კარგა ხანს ჩამოწოლილი დუმილი ბოლოს გოგონამ დაარღვია. -აბა წვეულებაო? ოთხი ადამიანის ჩვეულებრივი, თითქმის ოფიციალური ვახშამი წვეულებას არ ჰგავდა! -გეგმები შეიცვალა და ასე მოგვიწია. -მერე არ უნდა გაგეფრთხილებინე? -არა! -უტიფარი. -რა თქვი? -არაფერი. -მშვენივრად გავიგე, ახლაც და ადრეც. მაგრამ არ შევიმჩნიე. მაგრამ გაფრთხილებ, თუ კიდევ ერთხელ გავიგებ ჩემს სალანძღვ სიტყვებს, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ და აღარ მოვითმენ. გასაგებია?! - მკაცრი ხმით ჩაილაპარაკა ბიჭმა. -გასაგებია. -ამოიკნავლა გოგონამ. ცოტა ხანში ისევ მან წამოიწყო საუბარი. -ამის შემდეგ ხომ შენს ოჯახს აღარ შევხვდები? ხომ არ მაიძულებ მათთან ისევ სხვისი სახელით შეხვედრას? -არ ვიცი. -რას ნიშნავს არ იცი?! შენ ხომ დამპირდი.. -მე ვერ დაგპირდები, რომ შემთხვევით არ შეხვდები მათ.. -ხომ მაგრამ. -ყველაფერი ისე იქნება როგორც საჭიროება მოითხოვს. -იდიოტი. - თავისთვის ჩაილაპარაკა გოგონამ. -მე რა გაგაფრთხილე?! მას შემდეგ მთელი დარჩენილი გზა ხმა არ ამოიღიათ. გარეთ იხედებოდა და გზის პირას ყოველ ჩამოქროლილ ლამპიონსა თუ ხეს თვალს მიადევნებდა. თერთმეტი სრულდებოდა მისი კორპუსის სადარბაზსოსთან რომ გააჩერა მანქანა ბიჭმა. არც კი დამშვიდობებია ისე გადავიდა მანქანიდან და კარი ძლიერად მოიჯახუნა. მალევე ბნელ სადარბაზოში გაუჩინარდა. მაშინვე გაიგონა მანქანის ძრავის ხმა, რომელიც ადგილს სასწრაფოდ მოსწყდა. კიბეები აირბინა, გასაღები კარებს მოარგო და ბინაში შესულმა თავისუფლების შეგრძნებით აღვსილმა ღრმად ამოისუნთქა. ფეხსაცმელები იქვე შემოსასვლელში მიაწყო და სამზარეულოსკენ გაეშურა. ერთი ჭიქა ცივი წყალი ახლა მისთვის სწორედ მისწრება იქნებოდა, მიუხედავად იმისა რომმ თითქმის ზამთარი იყო და საშინლად ციოდა. როდესაც წყლის სმით გული იჯერა, მისავათებული ჩამოჯდა სამზარეულოს სკამზე. ნოემბრის ცივ, მთვარიან ღამეში, მარტოსულ ქუჩებში ქარი დათარეშობდა... რამოდენიმე დღემ ერთმანეთის მიყოლებით გაირბინა. უინტერესოდ, უღიმღამოდ. მთელი მისი დღის განრიგი სახლითა და უნივერსიტეტით შემოიფარგლებოდა. „ არა, ასე აღარ შეიძლება. მომავალი სემესტრიდან სამსახური უნდა ვიშოვო. თორემ ასე მოწყენილობისაგან შევიშლები, თან საკუთარი ჯიბის ფულიც რომ გაქვს მაგას რა ჯობია“ ფიქრობდა თავისთვის გოგონა და სახლის გზაზე მისეირნობდა. მოულოდნელად მანქანის გამაყრუებელი მუხრუჭების ხმა გაისმა და მის გვერდით თეთრი ლექსუსი მოწყვეტით გაჩერდა. გოგონაც უნებურად შედგა და გაკვირვებული, მზერა ამ ახალთახალი, გაპრიალებული მანქანისკენ მიმართა, რომლიდანაც ახლახან შესანიშნავი, უფრო სწორად გასაოცარი სილამაზის პატრონი გადმოვიდა. გოგონა ძალზედ მაღალი იყო. ალბათ ნიტა ნიკაპამდე თუ მისწვდებოდა. გრძელი ჩამოსხმული ფეხები. ლამაზი ღია წაბლისფერი თმა და უზადო გემოვნებით ჩაცმა წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებდა ნებისმიერ მნახველზე. მისდა გასაოცრად, გოგონა სწორედ ნიტასკენ გამოემართა ანთებული თვალებით. -გამარჯობა. - ჩაილაპარაკა საკმაოდ ხავერდოვანი ხმით. -გამარჯობა. - მიუგო გაკვირვებულმა ნიტამ. -სოფო არა? -უკაცრავად? -უცებ ვერ მიხვდა. -მოდი ჩემო კარგო ერთ რამეს გეტყვი. გირჩევნია ლუკას სიახლოვეს გაკარებული არ დაგინახო. შენს გამო ისედაც ძალიან ბევრი რამ გადაიტანა და არ მოგცემ უფლებას მისი ცხოვრება ხელახლა დაანგრიო. სინდისიც კარგი საქონელია. გატყობ არ გეყო რაც აქამდე გააკეთე. ახლა მხოლოდ გაფრთხილებით შემოვიფარგლები. შემდეგ კი თუ ჩემს მოთხოვნას არ გაითვალისწინებ, რაც მოგივა შენს თავს დააბრალე. გასაგებია?! -არ არის გასაგები. არ ვიცი ვინ არის სოფო ან ჩემგან რა გინდათ. -მე ყველაფერი გასაგებად გითხარი. ახლა კი დროა შენ გაანძრიო ტვინი და ყველაფერზე დაფიქრდე. - გოგონამ დემონსტრაციულად მიიკაკუნა საჩვენებელი თითი საფეთქელზე. შემდეგ კი უცებ შებრუნდა, მანქანაში ჩახტა და ისე უცებ გაქრა როგორც მოვიდა. ნიტამ გაოგნებულმა და ოდნავ შეშინებულმა განაგრძო გზა. ახლა ახალი თავსატეხი გაუჩნდა. „რა საშინელი წელია. ღმერთო ნეტავ ოდესმე დამთავრდება ეს აურზაური ჩემს ცხოვრებაში? ყველაფერი ლუკას ბრალია“ - დაასკვნა ბოლოს და გაბუსხულმა განაგრძო გზა შინისკენ. სახლში მისულმა ნელი ნაბიჯით აიარა კიბეები. თან ამავდროულად ჩენთაში იქექებოდა და სადღაც წიგნებსა და რვეულებს შორის მიკარგულ გასაღებს ეძებდა. -ჯანდაბა, ამან სულ ასე იცის დაკარგვა! ჭკუა ვერ ვისწავლე. ან საფულეში ჩადე, ან ჯიბეში. -ან სათადარიგო დატოვე ხალიჩის ქვეშ. - მოესმა ხმა და უცებ თავი ზევით ასწია. მის წინ ლუკა იდგა. კარს მიყრდნობილი და უცვლელი ირონიანარევი ღიმილით. *_*_*_*_*_*_*_*_* ესეც მომდევნო თავი. შეაფასეთ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.