შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი გოგო "ენემი" (თავი 5)


26-05-2017, 18:02
ავტორი ენემი
ნანახია 2 155

ავტორი

მეორე დღესვე კომპანია ენემს ოფიციალურად გადაუფორმეს. მაგრამ სანამ უნივერსიტეტში საბოლოო გამოცდას არ დაასრულებდა მანამდე სათავეში არ ჩაუდგებოდა. ასე გადაწყვიტა აწ უკვე მეტრეველების კომპანიის ახალმა დირექტორმა.

***
და აი დღე როდესაც ენემი უნიში ბოლო გამოცდის ჩასაბარებლად წავა. მისაღებში მეტრეველების ოჯახის ყველა წევრი იყო ენემის გარდა. რატომ? იმიტომ რომ უნდოდა მშობლებისთვის საამაყო ყოფილიყო და მთელ ღამეებს კონსპექტებით ხელში იჯდა ამიტომ მთელი ღამის უძილოს აღარ აღვიძებდნენ. მაგრამ მარტო უნივერსიტეტის გამო იყო ასეთ დღეში? არა როგორც გითხარით ის კინგ-ბოქსზეც დადიოდა და მალე მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა უწევდა და ამისთვისაც ვარჯიში იყო საჭირო, ამას კიდევ საქმეების გარჩევა და რბოლა დავუმატოთ, და საერთოდ რო შეეძლო ამდენი რამის გაძლება ესეც გასაკვირი იყო. იმიტომ უნდოდათ ყველას რომ მისი მსგავსები ყოფილიყვნენ ოდნავ მაინც.

ენემი? ახლახანს ადგა შხაპი მიიღო მოწესრიგდა კარადიდან თავისი საყვარელი ტყავი, შავი ჯინსი, თეთრი მაისური და თეთრი კეტები გამოიღო და მოირგო. იარაღი ყოველ შემთხვევისთვის შარვლის უკანა მხარეზე ჩაიდო, თეთრი veneno-ს გასაღები აიღო და სასაუზმოდ ჩავიდა.

ქვემოთ ჩასულს მაგიდა უკვე გაწყობილი დახვდა. მისი ოჯახისწევრები კი უკვე საუზმობდნენ, მიესალმა და თვითონაც მიუჯდა სუფრას.
-ენ
-გისმენ ანა
-უნიში წამიყვან?
-რათქმაუნდა ვისაუზმოთ და წავიდეთ.
-კაი მადლობა.

მორჩნენ თუ არა საუზმეს, ენემის VENENO-თი უნივერსიტეტში წავიდნენ.

***
უნივერსიტეტის ეზოში დიდი სისწრაფით შევიდა თეთრი VENENO.ყველა მიხვდა ვინც იქნებოდა. რადგან ასეთი მარკის ავტომობილი მხოლოდ ენემს და მის სასტავს ჰქონდათ საქართველოში. მანქანიდან გადმოსულებს ვაჩე შეეგებათ:
-აბა როგორ არის მეტრეველების კომპანიის ახალი დირექტორი? (ვაჩე)
-კარგად შენ?
-რავი მეც. დღეს გამოცდებს ვრჩებით და სადმე ხომ არ წავიდეთ აღსანიშნავად? (ვაჩე)
-რამდენს ტლიკინებ რა! (ენემი)
-ანუ წავიდეთ ხო? (ვაჩე)
-ხო კაი (ენემი)
ენემმა აქეთ-იქით გაიხედა რომ სიტუაციას დაკვირვებოდა. მაგრამ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა ამიტომ უნიში შევიდა. შემდეგ ის და ვაჩე ერთად უცხო ენების ფაკულტეტის სდუდენტებთან მივიდნენ და დაელოდნენ როდის მოუწევდათ შესვლა და გამოცდების ჩაბარება.

***

დემეტრე? დემეტრე საქმეებს აგვარებდა. მთელი კვირა დასვენების დროც კი არ ჰქონდა, არც მას და არც მის მეგობრებს. ამიტომ გადაწყვიტეს საქმეს როდესაც მორჩებოდნენ კლუბში შეივლიდნენ იმ დღეს, ხოლო შემდეგ კი სადმე წავიდოდნენ დასასვენებლად.
ახლაც სხედან ბიჭები დემეტრეს კაბინეტში და სხვადასხვა პროექტზე მუშაობენ.
-აუუ რა მაგრად დავიღალე ტო (ვატო)
-ორი პროექტი და ერთი სლაიდი დაგვრჩა გასაკეთებელი (ნიკა)
-მოვრჩეთ და კლუბში წავიდეთ რას იტყვით? (დემეტრე)
-კარგი აზრია - წარმოთქვეს ერთდროულად.
-კაი ეხლა მოვრჩეთ საქმეებს, მერე კლუბში შევიაროთ. (დემე)
ბიჭები საქმეს მიუბრუნდნენ მაგრამ დემეტრე ფიქრებით სულ სხვაგან იყო. აინტერესებდა ენემმა ბოლო გამოცდა ჩააბარა თუ არა. ჰო ჰო თქვენ გგონიათ მან არ იცოდა? იცოდა თანაც მშვენივრად. იმ წვეულების შემდეგ ენემისთვის რომ იყო, ხომ გახსოვთ? ჰო ზუსტად მაგის შემდეგ დაინტერესდა. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ერთ-ერთ მეგობარს უავშირდებოდა და ენემის ამბებს კითხულობდა. ახლაც ერთი სული ჰქონდა როდის დაურეკავდა მისი მეგობარი და ეტყოდა ყველაფერს. ტელეფონის ხმა იყო დემეს მაგრამ ფიქრებში ისე იყო გართული ვერც კი გაიგო, სანამ ბიჭებმა არ უთხრეს.
-დემეტრე შენი ტელეფონის ხმაა. (ნიკა)
-აა ხო კაი მადლობა (დემეტრე)
დემეტრემ მობილურს დახედა შეტყობინება იყო: "დემეტრე ენემი გამოვიდა ცოტა ხანში ქულებს ეტყვიან და გაგაგებინებ". მანაც დაუბრუნა პასუხი "მადლობა ძმა ხარ".
თქვენ გგონიათ ენემიც ელოდებოდა რამოდენიმე დღე ქულებს ისე როგორც სხვები? არა ის მნიშვნელოვანი პიროვნება იყო ამიტომ სასწრაფოდ ურკვევდნენ შედეგებს.
დემეტრე ისევ მიუბრუნდა სამუშაოს. ნახევარ საათში კი უკვე დასრულებულ პროექტებსა და სლაიდებს ამოწმებდნენ.
-უჰ მოვრჩით როგორც იქნა (გიო)
-ხო ესენი შევინახოთ და წავიდეთ. (ნიკა)
დემეტრეს უნდოდა რაღაც ეთქვა მაგრამ ამ დროს მობილურზე ისევ მოვიდა შეტყობინება

ანდრე-"გილოცავ ძმაო მაგარი გოგო აგირჩევია ყველაფერში საუკეთესოა".

დემეტრეს გაეღიმა მეგობრის ესემესზე. შემდეგ კი მაინც იკითხა:

დემეტრე-"ჩააბარა ხო"

ანდრე-"საუკეთესო შედეგი აჩვენა 100%-დან 95% აიღო."

დემეტრე-"უკვე წავიდა?"

ანდრე-"ეხლახან წავიდა მგონი კლუბში აღნიშნავს დღეს, იცოდე მაინც".

დემეტრე-"მადლობა".

დარწმუნდა რომ ენემი მართლაც ყველასაგან გამორჩეული იყო.
როდესაც მორჩა ესემესების გაგზავნას და ფიქრებს ბიჭებს მიუბრუნდა.

-აბა დავიშალეთ სახლებში და 10-ზე კლუბ "ANGEL"-ში შევხვდეთ.
თვითონაც წავიდა და მოწესრიგდა წასასვლელად, რათქმაუნდა კლუბში ოფიციალური ფორმით ვერ წავიდოდა ამიტომ, ჯინსები და თეთრი მაისური ჩაიცვა, ფეხზე კი კეტები.
თავისი GALLARDO-ს გასაღები აიღო და კლუბში წავიდა.

***
ენემი გამოცდაზე ყოველთვის ბოლო შედიოდა. ახლაც ასე შევიდა. გამოცდის შემდეგ კი ცოტა ხანს დაელოდა პასუხებს. როდესაც შედეგები ნახა რომელიც 95%-ს აჩვენებდა მიხვდა რომ ღირდა ამ შედეგისთვის რამოდენიმე დღის უძილობა. შემდეგ კი სახლში წავიდა რადგან საღამოს კლუბში მიდიოდა თავის სასტავთან ერთად.
სახლში მივიდა ცოტა ხანს გამოიძინა, შემდეგ კი ადგა და მოემზადა. კარადიდან მოკლე ჯინსის შორტი და თეთრი მაისური გამოიღო და ამავე ფერის კეტები. თმები ცხების კუდად შეიკრა და პირველ სართულზე ჩავიდა სადაც სანი და ანა ელოდებოდნენ.
-აბა წავედით? (ენემი)
-ხო მზად ვართ. ბიჭები კლუბში შემოგვიერთდებიან (სანი)
უვე გასვლას აპირებდნენ სახლში მოსამსახურემ ლურჯი ვარდების თაიგული და ჩიფსებითა და სხვადასხვა სასუსნავებით სავსე კალათი შემოიტანა. ყველას გაუკვირდა ბოლოს კი სანიმ ამოიღო ხმა.
-ვისთვისაა ესენი? (სანი)
-არ ვიცი ბატონო სანი შიგნით წერილია ალბათ წერია ვისთვისაცაა. (მოსამსახურე)
ანა მივიდა ახლოს და თაიგულიდან წერილი ამოიღო დახედა თუ არა ენემი ეწერა პირველივე სიტყვა მიხვდა რომ მისი დისთვის იყო და არა მისთვის.
-ენ მგონი შენთვისაა (ანა)
ენემმა წერილი გამოართვა ანას და კითხვა დაიწყო ხმამაღლა:

"ენემს

შენ ყველას არ გავხარ, განსაკუთრებული და ამოუცნობი ხარ. იცი როგორ მინდა სულ გიყურო თვალებში რომელიც ცას ჰგავს?. მინდა ეგ ლამაზი ტუჩები დავაგემოვნო მარწყვივით წითლად რომ გამოიყურება. იცი როგორ მინდა ეგ ლამაზი თმები თითზე დავიხვიო და წავეთამაშო?. მინდა სულ შენთან ვიყო მინდა ჩემი დაგიძახო, მხოლოდ ჩემი გოგო იყო. ენ, ბედნიერებად დამიდიხარ ძარღვებში.
გილოცავ უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრებას პატარავ!."

-ვაუ ვინაა ავტორი? (ანა)
-არ წერია (ენემი)
-მოიცა კალათშიც დევს რაღაც ფურცელი (სანი)
ენემი კალათასთან მივიდა და იქიდანაც ამოიღო პატარა ფურცელი:

"ვიცი რომ შოკოლადებს ჩიფსები გირჩევნია. იმედია მოგეწონება პატარავ"
-არც მანდ არ აწერია ვისგანაა (ნატალი)
-არ წერია მაგრამ ვიცი - თქვა და ჩაიღიმა.
-მერე გადაყრი ამეებს? (ანა)
-არა (ენემი)
გაოცებულმა ოჯახისწევრებმა ერთმანეთს გადახედეს შემდეგ კი მზერა ენემზე შეაჩერეს. გაინტერესებთ რატომ იყვნენ გაოცებულები? იმიტომ რომ ენემი ნებისმიერი თაყვანისმცემლის საჩუქარს ან უკან აბრუნებდა ან ყრიდა. ახლა კი გასაოცარი იყო მან ისინი არ გადაყარა. რატომ? იმიტომ რომ ასეთ საჩუქრებს ადრე დამიანე უგზავნიდა, ახლა კი იცის რომ მხოლოდ ის გაუგზავნიდა ვინც მასზე ყველაფერი იცოდა ან გაიგო.



№1 სტუმარი ნია

საყვარლობაა და კარგია იმედია გააგრძელებ ერთგული მკიტხველი ვიქნები

 


№2  offline მოდერი ენემი

ნია
საყვარლობაა და კარგია იმედია გააგრძელებ ერთგული მკიტხველი ვიქნები

რათქმაუნდა გავაგრძელებ. მიხარია რომ კითხულობ ნია kissing_heart

 


№3 სტუმარი Guest მზიკო

მაგარია ძალიან ნუ დააგვიანებ რააა მალე დადე

 


№4  offline წევრი marikuna (1)

Kargia gaagrzele mara shecdomebi maincaa

 


№5  offline მოდერი ენემი

marikuna (1)
Kargia gaagrzele mara shecdomebi maincaa

მართალი ხარ შეცდომები არის მაგრამ მთავარი ისა რომ აზრი გაიგო. მე ყველაფერს ვაკეთებ რომ აზრი და შინაარსი გაიგოთ. უშეცდომო კი ვერ იქნება. მადლობა რომ კითხულობ.

 


№6  offline მოდერი ენემი

LuckyGirl
ვაიმეეეეეეე ენემიზე მაბოდებს ))

kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent