შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძიძა თავი მეორე


26-05-2017, 21:06
ავტორი ana_aneta
ნანახია 4 003

დილით ძლივს ავწიე თავი საწოლიდან, ჯერ რვა საათი იყო, გარეთ ისევ წვიმდა და დიდი ალბათობით მთელი დღე ასე გაგრძელდებოდა, ტელეფონი მოვნახე საწოლში და ამინდის პროგნოზს გადავხედე ტოსკანაშიც წვიმდა.. რაღაც აფორიაქებული ვიყავი, საწოლიდან ადგომაც კი არ მინდოდა, ვიცოდი რო რაღაც არასასიამოვნო შეხვედრა მელოდა.გამოვფხიზლდი, ზანტად წამოვდექი, და ტანსაცმელს დავუწყე ძებნა, ჯერ პატარა ჩანთა მოვნახე და ტანსაცმელი ჩავალაგე, რუგზაკიც მოვამზადე და კართან დავალაგე ბარგი აბაზანაში შევედი წყალი გადავივლე, თმა გავიშრე, შავი მომდგარი კაბა და ბოტასები ჩავიცვი და ყოველი შემტხვევისთვის ტყავის კურტკაც შემოვიცვი, ტუჩები წითლად შევიღებე, ბარგს ხელი დავავლე და კიბეს ჩავუყები. პირდაპირ სამზარეულოში შევაჭერი, მარკო უკვე იქ იყო და მონიკას ეტიტინებოდა.
-მოხვედი? გამიღიმა ბიჭმა-მოდი ჩაი დავლიოთ.
-ბლინები ხო გიყვარს? მკითხა მონიკამ მე თავი დავუქნიე.ქალმა ბლინს ნუთელა გადაუსვა და თეფშზე დამიდო მარკომ ჩაიი დაასხა, ისეთი საყვარელი იყო...
-მალე პაოლო და მისი ბოროტი საყვარელიც მოვა, თავის სნობ და დებილ დასთან ერთად.აი ჩემი უსიამოვნო მოლოდინები, ასეც ვიცოდი, დავიჯღანე მე.-ხო ვიცი რო არაა სასიამოვნო- თითქოს ჩემს აზრებს მიხვდა-მაგრამ ჩვენ ისე ვქნათ რო მაგ წუნკალას არ გადავეყაროთ,ხშირად.
საუზმეს მოვრჩით მარკომ ჩემი ბარგიც აიღო და მანქანაში ჩადო. ისინი აეროპორტში მოვლენ ხმაში გაღიზიანება დაეტყო ბიჭს.- შენ ამდენი ფრენებისაგან გული არ გერევა?ისე ნერვიულობის დასაფარად იკითხა.
-გინდა მატარებლით წავიდეთ? ღმერთო საიდან მოვიტანე ეხლა ეს , მაგრამ ცუდი არ იქნება, თან ცოტა ხნით მაინც გადავდებ არასასიამოვნო შეხვედრას.
-ვა არაა ცუდი აზრი ხო იცი.კარგი მე პაოლოს დავურეკავ და ვეტყვი რო ჩვენთვის ბილეთი არ აიღოს.-მე და ანას მატარებლით წამოვალთ უთხრა მარკომ, - პაოლოს აშკარად არ მოეწონა, მისი გაბრაზებული ხმა გაისმა ტელეფონში, მაგრამ სიტყვები ვერ გავარჩიე.-ხო ვცდილობ, ძალიან კარგად იცი ჩემი დამოკიდებულება და ყველანაირად ვერცდები ავცდე.მარკომ ტელეფონი მომაწოდა.
-ანა შენ თუ გეზარება მატარებლით მგზავრობა შეგიძლია ჩვენთან ერთად წამოხვიდე.
-არა არ მეზარება, თან მარკოს მარტო ხომ არ დავტოვებ. კაცმა ჩემს გულუპრყვილობაზე გაიცინა.
-კარგი როგორც გინდა, საღამომდე. გაკოცეთ ორივეს, თუ გაგაბრაზა მაშინვე მომწერე.
-იცი რამდენი ხანია მატარებელში არ ვმჯდარვარ, ბავშვური აღტაცებით წამოიძახა ბიჭმა.
-მოიცა წიგნს ავიღებ და ჩამოვალ. სწრაფად ავირბინე კიბეზე და წიგნი ჩამოვიღე თაროდან , ჯინსის ქურთუკსაც დავავლე ხელი ყოველი შემთხვევისთვის.
ზუსტად ნახევარ საათში სადგურში ვიყავით და ჩვენს მატარებელს ველოდებოდით. ასეთი ლამაზი სადგური ცხოვრებაში არ მინახავს, პირდაღებული ვაცეცებდი თვალებს, არა რა ესმით სილამაზე და ხელოვნება ამ ხალხს. ნამდვილად არ შევცდი არქიტექტურის სასწავლად აქ რომ ჩამოვედი.
მატარებელი საკმაოდ კომპორტული იყო, მე და მარკომ ადგილები დავიკავეთ და ფანჯრიდან გაქცეული ხედის კადრებს ვუყურებდით.დიდხანს ვიჯექით ხმაამოუღებლად.
-იცი არ მეგონა, რომ ასეთი იქნებოდი მართლა, ადვილად დაგიმეგობრდი, წინა გოგოს ვერ თავი გავუგე ვერც ბოლო, ძალიან აუტანელი იყო ბავშვებსაც არ უყვარდათ დიდად.მგონია რომ შენ ძალიან შეგვიყვარდები ყველას.-მის სიტყვებზე გამეღიმა. არ მინდა უხერხულად გამოჩნდეს ეს სიტყვები უბრალოდ როგორც მეგობარს და ახლობელს ისე გეუბნები.. შეიშმუშნა ბიჭი.
-გასაგებია.
-ისე რამდენი წლის ხარ? ან შეყვარებული არ გყავს ან მომიყევი რამე შენზე.
- მოგეყვები ოღონს შენც უნდა მომიყვე. თავი დამიქნია, თანხმობის ნიშნად-25 ის ვარ, სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობი, ვმუსჰაობდი დიზაინერეად, აქ როტომ ვარ იცი, შეყვარებული არ მყავს. ადრე მყავდა მაგრამ დავშორდით...ახლა შენი ჯერია- გავიცინე მე.
-მე 23 ის ვარ, ბიზნეს სკოლაში ვსწავლობ ,მაგრამ გეტყვი რომ მშურს და მინდა რომ კარგად ვხატავდე- დანანებით თქვა ბიჭმა-შეყვარებული არც მე მყავს, ნუ კარგად ვერთობი ხოლმე, მაგრამ მაინც ნამდვილ სიყვარულს ველი.თვალი ჩამიკრა ბიჭმა. ისე რატომღაც სამივე ძმა ძალლიან ემოციურები და სენსიტიურები ვართ, ყველას სიყვარული გვწყურია და ძალიან მოსიყვარულეები ვართ- გადაიხარხარა ბიჭმა- მაგრამ პაოლომ აშკარად სარწმუნოება შეიცვალა.- შენც გინდა სიყვარული? ღიმილით და მიბნედილი თვალებით მკითხა მარკომ.
- არსებობს ქალი ვისაც სიყვარული, მზრუნველობა და მოფერება არ უნდა?
- დამიჯერე არსებობენ, მაგალითად სოფია და მისი და.ამოიოხრა.
- არ უყვარს შენი ძმა?
- ღმერთო რა გულუბრყვილი და საყვარელი ხარ.კი უყვარს ოღონს მისი ფული უფრო.
-ააა გასაგებია.
დიდხანს აღარ გვილაპარაკია მე წიგნის კითხვა დავიწყე, მარკომაც მომბაძა და წიგნში ჩარგო თავი, გამიკვირდა არ მეგონა თუ კითხვა უყვარდა, ეხლა კიდევ უფრო გამიკვირდა იმ ტიპებთან როგორ მეგობრობდა. ისე ჩამეძინა კითხვაში ვერც გავიგე როგორ გავიდა დრო. მარკომ ნაზად შემარხია და ყურში მიჩურჩულა გაიღვიძე ანა უკვე მოვედით.ბარგი ავიღეთ და ტაქსი გავაჩერეთ, სიენადან საათნახევრის სავალზე მდებარეობდა მათი სახლი. ტაქსიდან გადმოვედით ისეთი ლამაზი ადგილი იყო გაოცება ვერ დავმალე, სახლს სურო ჰქონდა შემოვლებული, სახლიდან ვენახები და ტბა მოჩანდა და გზა რომელიც უამრავჯერ მინახავს ფოტოებში და მიოცნებია რომ აქ გამერბინა. წამში ავივსე ბედნიერებით. გარეთ საშინლად წვიმდა, დღეს აშკარად ვერსად წავიდოდით, ამ ფაქტმა ძალიან დამაღონა, მაგრამ რა გაეწყობოდა..
შევედი თუ არა მაშინვე ყველას ყურადღება მივიქციე, გოგონებმა ბედნიერად გამიღიმეს და ჩემსკენ წამოვიდნენ, მეც დავიხარე და მთელი გულით ჩავიკარი, თითქოს ამ წამს კი არ ვნახე პირველად, არამდე დიდი ხნის მონატრებულები მყავდნენ. გავსწორდი და ჩემს წინ მდგომი საზოგადოება შევათვალიერე და პაოლოს გვერდით მდგომი სოფიას გაავებულ სახეს წავაწყდი აშკარად არ ესიამოვნა ჩემი დანახვა, იმდენად გაღიზიანდა რომ ვერც დამალა, ალბათ კონკურენტი დაინახა, იმას კი ვერ მიხვდა რომ იმ კაცს რომელთანაც ვმუშაობდი და რომელიც 15 წლით უფროსი იყო ჩემზე კისერზე არ დავეკიდებოდა, მაგრამ როგორიც თვითონაა ყველა ისეთი ჰგონია, ფიქრიდან პაოლომ გამომარკვია..
-მოდი საყვარელო, დედა, მამა ეს ანა. დედამისი ულამაზესი იყო მამამისი კი უსიმპატიურესი. ახლა ნამდვილად მივხვდი რატომ იყო ორივე ძმა ასეთი მომხიბვლელი.ფრანჩესკამ პირდაპირ გულში ჩამიკრა, ვიცოდი რომ თბილი ქალი იყო მაგრამ მთლად ასეც არ მეგონა. ჯორჯომ კი მითხრა რომ უკვე მათი ოჯახის წევრი ვიყავი. მე უხერხულად შევიშმუშნე.
- ისე მეც თქვენი შვილი ვარ, ვითომ გაბუტული ხმით თქვა მარკომ და ცხვირი გააბზუა.ვეჭვიანობ იცოდეთ!!! ყველას სიცილი აუტყდა, მხოლოდ სოფია იდგა და გამომწვევად მათვალიერებდა, ალბათ დიდი სიამოვნებით მითრევდა თმით. ამის გაფიქრებაზე კიდევ უფრო გამეცინა.
მარკომ ჩანთები ოთახში შემატანინა- მოკლედ როგორი ჯენტლმენი ხარ- დავეჯღანე მე- ბიჭმა გაიცინა და ოთახისკენ მომავალ დედამის გზა დაუთმო, მერე კი თმა გამიჩეჩა და საწოლზე წამოგორდა.
-ძალიან მიხარია რომ ჩვენთან ხარ, იმედია დავმეგობრდებით,ისე სულ მინდოდა შენსავით ლამაზი გოგონა მყოლოდა- ამის გაგონებაზე მარკომ თვალები ჭყიტა.
-ხვალ აქ ახალგაზრდა გოგოს გვამს იპოვიან, რომელიც ეჭვის ნიადაგზე მოკლეს. ორივეს სიცილი აგვიტყდა.ფრანკამ კი ხელი ჩაიქნია.
-ამას არ მოუსმინო, სულელია-მარკო წამოხტა და მაგრად ჩამეხუტა, ვერ გავწირავ ისეთი საყვარელია-ოჯახის კლოუნია, ორივე ძმა ასე სერიოზული ეს ვის გავს.. თვალები გადაატრიალა ქალმა.
-უი მართლა ნიკო სადაა? ჩემი ულამაზესი, უსექსუალურესი, უჭკვიანესი, ნაზი, გალანტური და სენსიტიური.. მთელი თავისი ბრწყინვალებით უნდა წარმედგინა ისე არ გამოვიდოდა,თვალი ჩამიკრა ბიჭმა და მერე ხარხარი დაიწყო.
-ნიკოლას გრძნობებს და სინაზეს შენი დასაცინი არაფერი აქვს, შენც ასეთი ხარ მაგრამ კლოუნობა ფარავს.. გაბრაზდა ფრანკა.
-გეია? გაკვირვებულმა ვიკითხე მე მარკომ ისეთი სიცილი ატეხა, მივხვდი რო სისულელე ვიკითხე.
-რა სასაცილო ხარ. რა გეი გოგო მანდვილი გულთამპყრობელია. ცოტა გადავამეტე წეღან მთლად ეგეთიც არაა ჩვეულებრივი კაი ტიპია, რამდენიმე არაჩვეულებრივი თვისებით გაიღიმა ბიჭმა და ოთახი დატოვა.
ტანსაცმელი გამოვიცვალე და საწოლზე დავეხეთქე რასაც ქვია, ისე ციოდა სვიტერის ჩახმა მომიხდა. თვალის მოტყუებას ვაპირებდი მაგრამ ოტახში ლიზა და ვივიენი შემოტიტინდნენ, ვივი პირდაპირ საწოლზე ამოძვრა ლიზა ცოტა მორცხვი ჩანდა.
-შენც მოდი საყვარელო.
-წიგნს წამიკითხავ მორცხვად იკითხა გოგომ.ისეთი საყვარელი იყო.
-აბა რას ვიზამ. გოგონა გაიქცა და ჰარი პოტერის პირველი წიგნი მოიტანა ჩემი ბავშვობა გამახსენდა.ლიზა მეორე გვერდით მომიწვა და წიგნის კითხვას შევუდექით.ორივე ინტერესით მისმედა, დიდი ალბათობით სწავლაზე ჭიდაობა არ მომიწევდა მათთან.
ისე ვიყავით სამივე გართულები კართან მდგომი პაოლო ვერცერთმა ვერ შავნიშნეთ-გოგონებო-მოგვმართა კაცმა, სამივემ ერთად ავხედეთ.კაცს გაეცინა.-მარანში მივდივართ და მინდა თქვენც წამოხვიდეთ, მე გოგოებს გადავხედე დიდად აღფრთოვანებულები არ ჩანდნენ.
-მე დავრჩები.. ჩვენც ანასთან დავრჩებით და რამეს ვუყურებთ თქვა ლიზამ.
-პაოლოს აშკარად არ ესიამოვნა.
-თუ გინდათ წავიდეთ და რომ მოვალთ მერე ვუყუროთ რამეს, -არ მინდა. დაიწუწუნა ვივიმ
-კარგი როგოც გინდათ, ანა არ გააბრაზოთ.
-მზად ხარ საყვარელო.სოფია ამოუდგა ზურგს უკან კაცს. მისმა გამოჩენამ თითქოს დაძაბა და გააღიზიანა კაცი. სწრაფად დატოვა ოთახი ქალიც უკან აეკიდა, ისეთი ვულგარული და გამომწვევი იყო გული აგერეოდა. მკვეთრი მაკიაჟი,უგემოვნოდ შერჩეული მყვირალა ფერის ტანსაცმელი, და უშველებელი ქუსლიანი ფეხსაცმელი.მეცოდებოდა ეს კაცი ამ ქალის გვერდით, საწყალი, ალბათ საწოლშია კარგი და ამით აკავებს..
-მოდი რამეს ვუყუროთ. დაიტიტინა ვივიმ.
ქვემოთ ჩავედით და ტელევიზორი ჩავრთეთ. ვივი კალთაში ჩამიხტა ლიზა გვერდზე მომეხუტა.. მეც მიყვარდა ანიმაციები და სიამოვნებით ვუყურებდი.. ვივი ყველა ახალი, მისთვის უცნობი არსების დანახვაზე გაოცებას ვერ მალავდა...ლიზას ჩაეძინა დივანზე მივაწვინე და პლედის ჩამოსატანად ზემოთ ავირბინე. ჩემი ჩამოსვლა და კარზე ზარი ერთი იყო, გასაღებად წავედი, გოგო უკან ამეკიდა, ალბათ მამა მოვიდა თქვა ბედნიერად.. მაგრამ კარის გაღებისას სულ სხვა ვინმე შეგჩა ხელში..ბიძია მხიარულად შესძახა პატარამ. ეს ალბათ ნიკოლაა , მაღალი იყო განიერი მხრები და ნავარჯიშები სხეული თეთრ მაისურშიც კი მოუჩანდა, ლამაზ ლურჯ თვალებს მკაცრად აბრიალებდა, სწორი ცხვირი და ლამაზი ტუჩები ბრაზს დაემანჭა, ერთიანად გაწუწული იყო, ისეთი მამაკაცური იყო ლამის ყბა ჩამომივარდა მაგრამ ვეცადე არაფერი შემემჩნია და უემოციოდ მივაჩერდი ბიჭს, ისიც კარის ზღურბლზე გაშეშებულიყი.მე გვერდზე გავდექი რათა მისთვის გზა დამეთმო, კაცმა მძიმედ შემოაბიჯა ოთახში. ვივი ფეხზე მიეკრო.
-ფუუ სველი ხარ. დაჭყანა გოგო კაცს გაეცინა. კარი მივკეტე და ლიზასკენ წავედი პლედის დასაფარებლად, ის კი კიბეებს აუყვა.
-ვივი ეს ვინაა?ვკითხე ინტერესით.
-ნიკო, ბიძაჩემი. ხომ ლამაზია ? გოგოები სახლში აკითხავენ და ეს უარს ეუბნება, პრინცესასავითაა, როგორც ზღაპარში. მე.სიცილი ამიტყდა გოგოც ამყვა.
-ჩვენ რა ვქნათ ეხლა?
-ისევ წიგნი წავიკითხოთ.
-წიგნი ლიზასაც აინტერესებს ამიტომ მარტო ვერ წავიკითხავთ.
-მაშინ ჩაი გავაკეთოთ და ცოტა მომასმევინე, წაიჩურჩულა ბავშვმა.
-ჩაი ცუდი არ იქნებოდა.- ზურგს უკან მომესმა კაცის ხავერდოვანი ხმა და უცებ შევცბი.-არც კი გაგეცანი, მე ნიკოლა ვარ, ხელი გამომიწოდა ბიჭმა.-მე ანა საპასუხოდ გავუწოდე მეც, კაცმა მსუბუქად მომიჭირა ხელი და თვალებში ჩამაშტერდა, მე მზერა ავარიდე და სამზარეულოსკენ დავიძარი, ჩაი სწრაფად მოვამზადე და მისაღებში დავბრუნდი, კაცი ძირს იჯდა და ვივის ეთამაშებიდა, ჩაი მინის მაგიდაზე დავდე და მძინარე ლიზას გვერდით მივუჯექი, გოგომ იგრძნო და მომეხუტა.
-ცოტა დამალევინე, წაჩურჩულა გოგომ.ნიკომ უარის ნიშნად თავი გააქნია.
მერე მე მომეტმასნა, არც შენ? ორივესგან უარი რომ მიიღო გაიბუტა.
ნიკო ჩაის სვავდა და.პერიოდულად მწველ მზერას ამატარებდა ხოლმე სხეულზე, მართლა უცნაური და მისტიური ტიპი იყო, მაგრამ სინაზის არაფერი ეცხო. ვივი კალთაში ჩაუხტა ბიძამისს.
-ხომ ლამაზია?ვითომ ჩუმად ჩაჩურჩულა გოგომ.
-კაცმა გაიღიმა და მზერა ჩემსკენ გამოაპარა, მე ისე მოვიქეცი ვითომ არაფერი გამიგია,მან რაღაც უჩურჩულა ვივის, რაღაც ისეთი, რამაც გოგოს აღტაცება გამოიწვია.
-ვივი წამო დავიძინოთ,უკვე გვიანია, მამა გაბრაზდება. გავსწორდი და ლიზას ასაყვანად მოვემზადე.
-გაუშვი მე ავიყვან, კაცი ფეხზე წამოდგა.ლიზა ნაზად აიყვანა და კიბეს აუყვა.მე ვივის ჩევკიდე ხელი ოთახში შევიყვანე. ბავშვები საწოლში ჩავაწვინე, უკან მოვტრიალდი და იქვე მდგარ ნიკოს შევეჯახე,ბიჭმა ხელი მტაცა რომ არ წავქცეულიყავი.
-მეც მეძინება. ღმერთო რა დებილი ვარ, რა მეძინება, ჩემ თავზე მომეშალა ნერვები.
-კარგი სიცილით მითხრა, ხელი შემიშვა და უკან დაიწია. დერეფანს გავყევი.
-ისე არ შეგჭამდი,მართლა. მომნუსხველად გაიღიმა ბიჭმა.
ოთახის კარი მოვკეტე, პიჟამა ჩავიცვი და მოწყვეტით დავეშვი საწოლზე და საბანი გადავიფარე..
დილით გვიან გამეღვიძა სწრაფად წამოვხტი, გადავივლე, ამერიკული ჯინსი და შავი მაისური ჩავიცვი, თმა ცხენის კუდივით შევიკარი, ტუჩები ოდნავ შევიღებე და ბავშვებთან შევედი ოთახში, გოგონებს ჩავაცვი და კიბეზე დავეშვით.
-აქ მოდით. სამზარეულოდან ხმადაბლა გამოგვძახა მარკომ.
-რა ხდება.ბიჭმა ლიზა კალთაში ჩაისვა, ჩვენ აქ ვისაუზმოთ იმათი დანახვა არ მინდა. რა სულელი ხარ. ნიკოც ჩვენთან მოვიდა,მთელი საუზმის განმავლობაში თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. მარკოს ეს არ გამოპარვია და პერიოდულად ღიმილი ეპარებოდა ტუჩის კუთხეში.
მარკო ფეხზე წამიხტა.-ჩვენ მარანში უნდა წავიდეთ, ნიკომ თავი დაუქნია.
-ასე ადვილად ვერ დამისხლტებით. ღიმილით შემოვიდა ფრანკა ოთახში. ბავშვები პაოლო და ის ქალი ერთად მიდიან ტბაზე.
- ეს გოგოც წამოვიდეს რა ზიზღით თქვა ქალმა მე ამათ ვერ მოვუვლი.
-მოუვლით,ანა ვალდებული არა თქვენს სიყვარულობანას უყუროს. მკაცრად თქვა ქალმა.
- ჯორჯოს ვინ გაყვება მარანში არ ვიცი,მაგრამ მე ის უფრო მაინტერესებს მე ვინ დამეხმარება სადილის მომზადებაში.
-მე მამას წავყვები. მარკომ ლოყაზე მაკოცა-კარგად ფისო- და სამზარეულოდან გავარდა.
-მე დაგეხმარები მხიარულად მივმართე მე.
-შენ სამსახურში ვარ დედა. თვალი ჩაუკრა ნიკომ.
-კარგი თქვენ საყიდლებზე წადით მე მანამდე აქაურობას დავალაგებ. ნეტავ მოსამსახურე რატომ არ ჰყავთ. ქალმა სია გამოგვიწოდა, გოგოს მძიმე არ ააწევინო.
-დედა!! მკაცრად მიმართა ბიჭმა.
მარკეტამდე თითქმის ხმა არ ამოგვიღია. ნუ არც მარკეტში მშვიდად დავყვებოდი ბიჭს უკან და პროდუქტის არჩევაში ვეხმარებიდი. ცოტა უხეშად იქცეოდა, გაღიზიანებული იყო და თითქოს ჩემზე იყრიდა ჯავრს.
-მებუტები. ინტერესით მკითხა კაცმა და პასუხის მოლოდინში დაიძაბა, ვხედავდი ჩემს ურეაქციობაზე როგორ დაეჭიმა სხეული- მაპატიე უხეშად მომივიდა...მე ნაწყენი სახით გავხედე, ვიგრძენი როგორ აუჩქარდა გული, მაგრამ არაფერი შემიმჩნევია.
სადილის მომზადებას შევუდექით ნიკო ჩემს გვერდით იდგა და მშვიდად მადევნებდა თვალს.მე ხან დანა გავიყარე ხელში ხან ხახვიანი თითი ვიტაკე თვალში. საერთოდ ასეთი უნიათო არ ვარ ხოლმე.... დაჭრილი ხახვი ფრანკას მივაწოდე და ახლა კონსერვის ქილას შევეჭიდე, მაგრამ ვერ გავხსენი, ნიკომ ნაზად გამომართვა და თავი მოხსნა, კრევეტები გავრეცხე და ღვინოში ჩავყარე, თავს უხეხულად ვგრძნობი, ნიკო მოშვებული იყო, მთელი ყუარადღება ჩემზე ქონდა გადმოტანილი რომ რამე არ მომეწია თავისთვის, ალბათ უხეშობის გამოსწორება უნდოდა.. სადილის კეთებას მოვრჩით როგორც იქნა, გამიხარდა ცოცხალი რომ გადავრჩი, მაგრამ ისეთი სუპერგმირი მედგა გვერდით, რომც მომენდომებინა ვერაფერს ვიზავდი, გასვლისას წერტილი დავსვი და საფეხურს ფეხი წამოვკარი, კაცმა დამიჭირა, ამწია და საფეხუს გადააბიჯა..მთელი საღამო ყველას თვალწინ მოურიდებლად მაკვირდებოდა, ლამის ხელითაც მაჭამა, ღმერთო ასეთი არაფერი დაუშავებია, ვფიქრობდი ჩემთვის.. მე ფრანკამ და მარკომ მაგიდა ავალაგეთ, მარკო თავის (იმ იდიოტებთან)მეგობრებთან მეპატიჟებოდა, მაგრამ უარით გავისტუმრე.
-კარგი მაგრამ ხვალ მზეა გამოცხადებული და სასეირნოდ წავიდეთ, მე შენ და გულთამპყრობელი, მაგრამ ამჯერად შენ დაიპყრობ ყველას გულს.ახარხარდა ბიჭი
საღამოს ყავით და წიგნით ხელში მოვკალათდი სახლის პარმაღზე მდგარ დივანზე და კითხვას შევუდექი. მშვიდად ვიჯექი სანამ მისი ხმა არ მომესმა ზურგს უკან....



არ მეგონა ამხელა გამოხმაურება თუ ექნებოდა პირველივე თავს, ძალიან დიდი მადლობა, ჩემი სტიმულები ხართ.მადლობა და აუცილებლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი <3



№1 სტუმარი A

ვაუ..... მაგარია. მომწონს და ერთი სული მაქ როდის დაიდება შემდეგი. არ დააგვიანო ოკ???

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

აუ არ მეყო. პატარა თავი იყო. :( ისე კი უზომოდ მომწონს ეს ისტორია და ნიკო ხო საერთოდ ტიპია საოცრება. :*

 


№3 სტუმარი Guest Lika

გენაცვალე შენ როგორ გამახარეე რპიცოდე ველი და ველი წარმატებები

 


№4 სტუმარი Guest nazi

momewona kargia

 


№5 სტუმარი Mariami

Gamixarda axali tavi rom davinaxe.damainteresa am istoriam pirveli tavidanve.

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

პირველი თავი უკეთესი იყო ჩემთვის. როგორ ვთქვა...ეს თითქოს მოსაწყენი იყო, მონოტონური. პირველი თავი გაცილებით "ცოცხალი".

 


№7  offline წევრი ana_aneta

grafo
პირველი თავი უკეთესი იყო ჩემთვის. როგორ ვთქვა...ეს თითქოს მოსაწყენი იყო, მონოტონური. პირველი თავი გაცილებით "ცოცხალი".

ბალანსი საჭოროა ყველათავი ცოცხალი ვერ იქნება.

 


№8 სტუმარი Ana

Dzalian magaria Bel shemdeg tavs

 


№9  offline წევრი marikuna (1)

Oh dzn magaria veli shemdeg tags warmatebibi

 


№10  offline წევრი Timea25

გამიხარდა რომ დადე ახალი თავი, სიამოვნებით ვკითხულობ.
გელი ისევ მალე

 


№11  offline წევრი khatia khatia

ააიიიი როოო არრრ ვილაქლაქოოო სამიიიი დღე და სამი საათიიი გეტყვი ეგრევე რომ ძაან მაგარი მოთხრობა და ვაპირებ წავიკითხოოოო
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent